The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


რად დაგვივიწყეს?

გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული 

რად დაგვივიწყეს?

რად დაგვივიწყესწყეს?


ბზობის შაბათი საღამო იყო. ჩვენი პანსიონი მთლად დაცარიელდა: ყველა შეგირდებს, ქალაქში თუ სოფელში მცხოვრებთ, პატრონები მოვიდნენ და წაიყვანეს სადღესასწაულოდ. მთელ დღეს ჩვენს ჟივილ-ხივილს, სირბილს და მო მავალ თავისუფლებით აღტაცებას ბოლო არ ჰქონდა. მე თითო-თითოდ გავაცილე ჩემი ამხანაგები, გზა დავულოცე და, ბედნიერმა, გულიანად გადავკოცნე, იმ იმედით, რომ მეც აღარ დავიგვიანებდი გამგზავრებას.

ჩვენი სოფელი ქალაქიდან ნახევარ დღის სავალზეა და, თუმცა ბინდმაც მოატანა, მაგრამ მე გული კიდევ არ გამიტეხია. წამდაუწუმ ჩემ ყურში „ტარანტასის“ ზარის წკრიალი გაისმოდა და გულის კანკალით გარედ გავრბოდი. მაგრამ, ვაი შენს მტერს! ბინდი შავ ღამეზედ შეიცვალა; დიდი და პატარა დასაძინებლად მოემზადა და ჩვენი წითელი იორდა ცხენები არსადა სჩანდნენ.

ბულდამწვარი, სევდიანის სახით შეველ ჩვენს საწოლ ოთახში და შუა ალაგას გავჩერდი. მე კიდევ ეჭვში ვიყავ, ჯერ გამეხადა ტანთ თუ არა. ოჰ, რა საშინელი მყუდროება იყო ამ დიდ, ვეებერთელა საწოლ ოთახში! თეთრებ-გადაფარებული, რიგზედ ჩამწკრივებული ტახტები თავის უძრაობით და სიჩუმით სასაფლაოს ქვებს მაგონებდა; ძლივს მბჟუტავი ლამპარი რაღაც ცრუმორწმუნეობას სძრავდა ჩემ გულში.

მე წარმომიდგა, ვითომ ცოცხლად დამარხული ვარ ამ საფლავებ შორის, დავიწყებული მშობლებისაგან და გულიდგან საშინელი ქვითქვითი ამომსკდა. აქეთ-იქიდგან საჩქაროდ ზედამხედველი ქალები შემოცვივდნენ და გაოცებით მკითხავდნენ მიზეზს.

დავმშვიდდი... ჩუმად გადავშალე ჩემი ლოგინი და ჩავწექ. ქალები ისევ მიიმალნენ. მე თავზე საბან-წახურული შევუდექ იმ ფიქრებს, თუ რა მიზეზით არ მომიკითხეს ჩემმა მშობლებმა. რა აღტაცებით ჩავიდე ჯიბეში ის პაწაწკინა ქაღალდი, რომელზედაც დაწერილი იყო ჩემი კარგად სწავლის ნიშნები! ყოველ ციფრს იმ ქაღალდზედ მე ისე ვუყურებდი, როგორც გულის ვარდს დედი-ჩემისათვის და ის კი არა, დედამ, არამც თუ იმ ციფირების ნახვა არ მოინდომა, თვით იმათი შემძენი შვილიც კი დაივიწყა. "

მე ვებარე ქალების ერთ კარგად გაწყობილ პანსიონში. ყოველივე კეთილი ტრიალებდა ამ სასწავლებელში: სისუფთავე, სიუხვე, სრული მამობრივი მოქცევა შეგირდებთან; მეტადრე მე, როგორც წარჩინებული მოწაფე, სასიყვარულო და თავ-მოსაწონი ვიყავი თვითონ დირექტრისასი, რომელიც, როგორც ნამდვილს შვილს, ისე მინახავდა; მაგრამ ყოველივე ეს სიფაქიზე იყო უცხო ჩემთვის, უცხო მეტადრე დღეს, როდესაც მინდოდა ჩემის დედის ძუძუებში ვყოფილიყავ მიკრული.

მე ჩემ გუნებაში კიდეც ვადარებდი ჩვენს სოფელში უშნოდ აწოწვილს სახლს ამ მდიდრულად მორთულს ოთახებს, ჩვენს ქალამნებიან ბიჭებს — იმათ დაწვრთნილ ლაქიებს. ამათ სასმელ-საჭმლისა და სხვა საოჯახო მოწყობილობისათვის, შედარებით ჩვენისა, არ შემეძლო უპირატესობა არ მიმეცა, მაგრამ მაინც გულს მუხრუჭი ედო და თვალებიდან ცრემლები მდიოდა, რომ იმ უარესობაში არ ვლაღობდი და აქ ფუფუნებაში მომწყვდეული ვიყავ. მთელი დღე გონება დაბნეულივით დავდიოდი ცარიელ სასწავლებელ ოთახებში, ვიცქირებოდი ფანჯრებში, ვსვამდი, ვსჭამდი, მაგრამ ყველა ამ ჩემ მოქმედებაში სული სულ სხვაგან იყო.

ასე, ამ რიგად მიდიოდა დღე დღეზედ მთელი უკანასკნელი კვირა დიდ-მარხვისა. დირექტრისა მატყობდა მწუხარებას, მიალერსებდა, მაძლევდა მრავალ მხატრობებს, საბავშვო წიგნებს; ბევრჯელ კანფეტებითაც მივსებდა კალთებს, მაგრამ ჩემ პირზე ღიმილი არ მოვიდა. სხვათა შორის მე ის აზრიც ძლიერ მაწუხებდა, რომ არ ვიცოდი ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც ვაჟების პანსიონში ებარა, წაიყვანეს თუ არა.

აღდგომის შაბათს დირექტორისამ მოსამსახურე გაგზავნა ჩემ ძმასთან და პატარა ხანს უკან მე და ის ტირილით გადავეხვიეთ ერთმანერთს. ჯერ ბევრი ვიტირეთ კუნჭულში და მერე ხელი-ხელ გადახვეული ერთად შევუდექით იმის გამორკვევას, თუ რა მიზეზით არ მოგვიკითხეს მშობლებმა.

— უთუოთ ცხენები მგელმა შეჭამეს, — მითხრა ასიკომ და, აბა, „ტარანტასში“ რაღას შეაბამდნენ.

— როგორ თუ რაღას შეაბამდნენ? — შევყვირე მე: — ძია ივანეს ვერა სთხოვდნენ, ან ვეღარ იყიდ
დნენ? ცხენების გულისათვის როგორ დაგვყარეს აქა? _ ან თუ „ტარანტასით“ არა, ურმით კი ვერ წავი
დოდით?

— ან იცი რა, ნატო? — დაუმატა ასიკომ. — მამა უთუოდ იმერეთში წავიდა და, აბა, ვინღა წამოვიდოდა ჩვენ წასაყვანად.
— რაღა ახლა წავიდა, რაღა ახლა მოუნდა _ წასვლა! --ვანჩხლობდი მე. -ბანა ჩვენ რომ შინ აგვი
ყვანდა, მერე კი ვეღარ მოასწრებდა წასვლას? მაგრამ არა, ჩემო ასიკო! ეგ კი არა, ჩვენ დედ-მამას არ ვუყვარვართ და ამისათვის არ წაგვიყვანეს.
{J}<IMJJJJE]
— 157 — - ტყობდა მწუხარებას, მიალერსებდა, მაძლევდა მრა- 241=4101003
ვალ მხატრობებს, საბავშვო წიგნებს; ბევრჯელ კანფეტებითაც მივსებდა კალთებს, მაგრამ ჩემ პირზე ღიმილი არ მოვიდა. სხვათა შორის მე ის აზრიც ძლიერ მაწუხებდა, რომ არ ვიცოდი ჩემი უმცროსი ძმა, რომელიც ვაჟების პანსიონში ებარა, წაიყვანეს თუ არა.

აღდგომის შაბათს დირექტორისამ მოსამსახურე გაგზავნა ჩემ ძმასთან და პატარა ხანს უკან მე და ის ტირილით გადავეხვიეთ ერთმანერთს. ჯერ ბევრი ვიტირეთ კუნჭულში და მერე ხელი-ხელ გადახვეული ერთად შევუდექით იმის გამორკვევას, თუ რა მიზეზით არ მოგვიკითხეს მშობლებმა. .

— უთუოთ ცხენები მგელმა შეჭამეს, — მითხრა ასიკომ და, აბა, „ტარანტასში“ რაღას შეაბამდნენ.

— როგორ თუ რაღას შეაბამდნენ? — შევყვირე მე: — ძია ივანეს ვერა სთხოვდნენ, ან ვეღარ იყიდდნენ? ცხენების გულისათვის როგორ დაგვყარეს აქა? _ ან თუ „ტარანტასით“ არა, ურმით კი ვერ წავიდოდით?

— ან იცი რა, ნატო? — დაუმატა ასიკომ. — მამა უთუოდ იმერეთში წავიდა და, აბა, ვინღა წამოვიდოდა ჩვენ წასაყვანად.

— რაღა ახლა წავიდა, რაღა ახლა მოუნდა _ წასვლა! --ვანჩხლობდი მე. -ბანა ჩვენ რომ შინ აგვიყვანდა, მერე კი ვეღარ მოასწრებდა წასვლას? მაგრამ არა, ჩემო ასიკო! ეგ კი არა, ჩვენ დედ-მამას არ ვუყვარვართ და ამისათვის არ წაგვიყვანეს.

აქ მე კიდევ მდუღარება გადმოვღვარე და ასიკომაც ბანი მომცა.

პარგა დიდი ხნის ტირილის შემდეგ ასიკომ ამოოხვრით სთქვა:

— ეხლა დედა უთუოდ კვერცხებს ღებავს... ვარდისახარი რამდენს მოაგროვებდა დიდ-მარხვაში?!. გახსოვს, ნატო, შარშან რა კირკიტი კვერცხები ამომირჩია? ჩვენებიანთ ნიკოს და ტატოს ორი ჯიბე კვერცხი დაუმტვრიე. — ხვალ პავლია მემცხვარე რამდენ ბატკნებს ჩამორეკავს ფარეხიდან! — განაგრძო ასიკომ მოგონება: — სულ ჭრელებს არ აარჩევს ხოლმე ის კუდიანი! შარშან სადა ბატკანი მარტო შენ გერგო, მერე შუბლი რომ წითლად შეუღებე....

მე ვუსმენდი ასიკოს და თვალწინ ცხოვლად მედგა ის სურათი, თუ რა სამზადისშია ეხლა ჩვენი ოჯახი: შუა ღამე ახლოვდება. გასახსნილებლად სასმელ-საჭმელი სულ მომზადებულია და სასტუმრო ოთახში გაშლილ სტოლზე აწყვია. დედა ტანისამოსს გვიმზადებს. ჩვენ მოუთმენლად ველით ახალის ტანისამოსის ჩაცმას და, აღელვებულნი, თავს დავტრიალებთ. ჩემი თეთრი კაბა, განიერის ლურჯის ლენტით წელზედ, გულს მიფანცქალებს; ახალი ქუდი და სხვა და სხვა სააღდგომო მორთულობის სამკაული ათასჯერა მაქვს გასინჯული და კიდევ ათასჯერ მოუთმენლად ვსინჯავ.

ვნახოთ, ზარი ჩამოჰკრეს. — „ჩქარა ჩაიცვით, ჩქარა!“ გვაჩქარებს დედა.

ჩვენ საჩქაროდ, ფაცი-ფუცით ვიცვამთ, ერთმანეთს ვეხლებით, სარკესთან დგომაზე ვჩხუბობთ და ვგვიანდებით.

როდის-როდის მოვემზადეთ და, დიდის კელეპტრებით ხელში, შევუდექით კარგა მოდიდო აღმართს, რომლის თავზედაც ჩვენი ეკლესია დგას. ეკლესია მთლად გაჩაღებულია. მშვენიერი მყუდრო ღამეა და აღდგომის კელეპტრები ბრწყინვალედ ლაპლაპებს სიბნელეში.

— „ჩქარა, ლიტანია არ დაგვასწრონ, ჩქარა!“ გვიტატანებს მამა.

და ჩვენც გულის კანკალით, რომ არ დაგვას. წრონ, გავრბივართ, თუმცა ყველანი დარწმუნებული ვართ, რომ ვასილ მღვდელიი უჩვენოდ ლიტანიას არ შემოუვლის. _ აი, მივედით. ეკლესიის გალავანი გაჭედილია გლეხ-კაცებით. ქალი, კაცი, ბავშვები ყველანი მხიარულობენ, სუყველას პირის სახეზედ რაღაც ბედნიერება აწერია.

 „ქრისტე აღსდგა!“ მოისმა ბოხი ხმა მამა ბასილისა და მაშინვე ზარივით ერთხმივი პასუხი ხალხისა:

—. ეშმარიტად!“

მე ისე გამიტაცა ოცნებამ, რომ ჩემი თავი ნამდვილად ეკლესიაში წარმოვიდგინე და სხვასთან ერთად დავიყვირე: „ჭეშმარიტად!“ ჩემ ღრიალზე ასიკო, რომელსაც ჩემ მუხლზე ჩასძინებოდა, შეხტა და ტირილი დაიწყო. მე შემრცხვა და ნუგეშის ცემა დავუწყე. ამასობაში ორთავეს, ხელი-ხელ გადახვეულებს, შეუნიშნავად ჩაგვეძინა. "

ჩვენ ვისხედით სრულიად მარტოდ. სადილის საჭმელ ოთახში. მთელი სახლობა ლიტანიაზედ წასულიყო და, თავის ბედნიერებაში სულ დაჰვიწყებოდათ ორი საცოდავი ბავშვი, რომელნიც ობლებსავით უპატრონოდ ძილს მისცემოდნენ. განთიადისას ძილში ზარის წკრიალი შემომესმა. დაფეთებულივით ფეხზე წამოვხტი და ოთახის კარებში მამაჩემს შევეფეთე.

— მამავ, მამავ, რად დაგვივიწყეთ! —ტირილით ვუსაყვედურე მამას და მხურვალედ გულში ჩავეკარ.

— შვილებო, - სთქვა მამამ ნაღვლიანად: — საყვედურს კი ნუ მეუბნებით, ღმერთს მადლობა შესწირეთ, რომ დედა გამოგიბრუნდათ და უდროოთ ობლებად არ დამირჩით. წუხელის, ორი კვირის, შემდეგ, პირველად მოვიდა გონზე და იმისი პირველი სიტყვა თქვენი მოგონhბა იყო.

მე ამ სიტყვებზედ მთლად გავშეშდი, სირცხვილის ოფლმა დამასხა. დახე, რა ყოფილა დავიწყების მიზეზი და მე, უმადური კი, რეებს არ ვაბრა ლებდი ჩემ საყვარელ დედას.

— აი, მეც გამოვეჩქარე. აბა, წავიდეთ! დღეს სოფელი ძღვნებით მოვა ჩვენთან და, სადილათ რომ შინ არ დავუხვდეთ, სირცხვილია. .

ერთ საათს შემდეგ, ჩვენი იორღა ცხენები სოფლისაკენ მიაქროლებდნენ „ტარანტასს“. მინდვრები მშვენივრად იყო ამწვანებული. ახლად გაფურჩქნულ ხეებზე მრავალი ფრინველი ჭიკჭიკობდა. ბარშემო სუყველაფერს თითქო ქრისტეს აღდგომის სიხარული ეწერა სახეზედ. მარდის ცხენების სირბილი ყოველ წამს გვიახლოვებდა სოფელს და „ტარანტასის - პატარა ზარის წკრიალი სიტკბოებით ავსებდა ერთი კვირის მწუხარებით გატეხილს გულსა...