გაბაშვილი (თარხნიშვილი) ეკატერინე რევაზის ასული
კი ნეინა დარია რჩეულოვისა, როგორც წარჩინებული კაცის ცოლი და კარგი შეძლების
პატრონი, ზაფხულობით ყოველთვის მიდიოდა სააგარაკოდ ბორჯომს, აბასთუმანს,
პეტიგორსკში და ხან და ხან ყირიმშიაც— ზღვის პირის მდიდარ ხალხთა საზაფხულო
სადგურებში. წელს-კი ექიმმა სასტიკად აუკრძალა ზემოხსენებულ სააგარაკო ადგილებში
წასვლა. — თქვენი ნუსა საზაფხულოდ ისეთ ალაგას უნდა წაიყვანოთ, ბატონო დარია, უთხრა
მოხუცებულმა და კარგად გამოცდილმა ბავშვების ექიმმა, რომ არავითარი ხმაურობა,
მხიარულობა, სტუმართ წასვლა-მოსვლა არ აღელვებდეს პატარის ნერვებს. მუსიკა, ცეკვა,
ყმაწვილების ჟივილ-ხივილი, მათთან თამაშობა-გართობა შეუძლებელია.
მორთვა-მოპრანჭვა, გუვერნანტკის განუწყვეტელი წვრთნა, სხვა და სხვა ენაზედ
მასლაათი, საბავშო საღამოებზედ სიარული, სრულიად უნდა მიატოვოთ, ჯერ-ჯერობით მაინც. — ოჰ, ღმერთო ჩემო! რეებს მეუბნებით,ბატონო ექიმო! შეჰყვირა დარიამ. მაშ პირდაპირ
მონასტერ"ში მირჩევთ გადასახლებას, რაღა? — მონასტერში- კი არა, მაგრამ თუ გეგულე" ბათ სადმე თქვენ მამულებში მიყრუებული
სოფელი, მშვენიერის მდებარეობით, ტყით, ანკარა წყაროებით და მხოლოდ რამდენიმე კომლი
გლეხკაცობით დასახლებული, იქ კი უთუოდ გირჩევთ. ნუსასთვის საჭიროა სრული სიმშვიდე, აუღელვებელი, თავისუფალი ცხოვრება, მხლებლად და
მწრვთნელად მხოლოდ მშობლის ტკბილი ალერსი და მართა-ძიძის ერთგული სიყვარული და
სამსახური... — ნუსასთვის- კი, მაგრამ მე? მე რაღას მეუბნებით! მთელი სამი თვე მაგგვარ უდაბნოში,
მარტოდ მარტო უადამიანოდ, ... — თქვენ დედა ხართ, ბატონო დარია, და ყოველი თქვენი პირადი სიამოვნება უკან უნდა
მიაყენოთ და შვილის გასაღებას შეუდგეთ, თქვენ გოგონას ნერვების ანთება ჰქონდა და იმ
საშინელის ავადმყოფობის გადატანის შემდეგ, აუცილებლად ჩემი რჩევა უნდა აასრულოთ,
რძე, კვერცხი, მაწონი, მარწყვი და ყოველი ახალი კარგად შემოსული ხილი, მთის ჰაერი
და ჩუმი, წყნარი, მოსვენებული ცხოვრება, აი ერთად ერთი გზა ნუსას გასაღებისა.
რასაკვირველია, უკეთესი იქნებოდა, რომ ზამთარშიაც განმარტოვებულ სოფელში
დარჩენილიყავით, მაგრამ ეგ ვიცი, გარდამეტებული სატანჯავი იქნებადა თქვენთვის და
მარტო ზაფხულობით იყავით განდეგილად და ნახავთ, როგორ აფრთოვანებულს და სიცოცხლით
სავსეს ჩამოიყვანთ თქვენს, ეხლა გაყვითლებულს, დასუსტებულს და ნერვებ აშლილ
ნებიერს.რება, საზოგადოებაში მუდმივი ტრიალი და ამის გამო შეუყენებელი ალიაქოთი,
ხმაურობა, სამზადისი, მორთვა-მოკაზმა გამოჩენილ წყლებზე გამოსაჩენად, უნებლიედ
შესწყვიტეს და მივარდნილ სოფელ ასკილიანში გადაიტანეს. და აი ერთ მშვენიერ თიბათვის დილას, პატარა ცხრა წლის ნებიერმა ნუკამ გამოიღვიძა
ასკილიანის მღვდლის სახლის ზემო სართულის პატარა ოთახში.
გამოღვიძების უმალ ნუსამ მიიხედ-მოიხედა და კარგა ხანს გონს ვერ მოვიდა, თუ სად იყო
და რა არა ჩვეულებრივი გარემოება იყო მის გარეშემო. დიდ, ფართო, მაღალ და პირის ფერ
კედლებიან ოთახის მაგივრად, პატარა, დაბალი, თეთრად შელესილი ოთახი, დახატულ ჭერის
მაგივრად შეუღებავი ფიცრის ჭერი, ჩუქურთმით მორთულ საწოლის მაგივრად რაღაც
დანჯღრეული ტახტი, ხალიჩების და ფარდაგების მაგივრად შეუღებავი ფიცრის იატაკი.
დიდრონ, არშიის ფარდებით დამშვენებული ფანჯრების მაგივრად, პატარა ხელის სიგძე თეთრ
მიტკალ ჩამოფარებული ფანჯრები. რა არის ეს? სადა ვარ, გაიფიქრა პატარამ, მაგრამ
მალე მოაგოდა წუხანდელი მგზავრობა. — ჰო, ჰო! ბოლოს წარმოსთქვა ნუკამ და ლოგინიდგან გადმოხტა, მიირბინა ფანჯარასთან და
ფარდა გადასწია,. თვალწინ მშვენიერი, დიდებულ თი სურათი გაეშალა: ჯერ
თვალ-გადუწვდენელი მწვანე ბაღ-ვენახები, მერე ტრიალი მინდორი, რომლის შუაზედაც
გველივით მიიკლაკნებოდა დიდი, მზეზედ მოლაპლაპე მდინარე და იქვე მდინარის
მოახლოვებით სწრაფად მიმავალი რკინის გზის მატარებელი, რომლის შავი კომლი
მაღლა-მაღლა ასული ჰაერში განიფანტებოდა. — რა კარგია! რამდენი ბაღებია, მინდორი, წყალი, რკინის გზა, სუყველაფერი რა
მშვენიერია... მაგრამ მარტო რადა ვარ? სად არის მადმუაზელი, დედა, მართა-ძიძა? და
ტირილი ამოუშვა.– ტანთ ვინ უნდა ჩამაცვას... დედა მისი დარია სახლის მეორე მხარეზედ აივანზე იჯდა და ისიც გადაჰყურებდა თავის
წინ გაშლილ გაღატაკებულ ქოხებად ქცეულ ადამიანა სადგურებს და გული სევდით ევსებოდა.
ღმერთო ჩემომთელი სამი-ოთხი თვე ამ ნანგრევებ შუა უნდა გავატარო. ამ
დაგლეჯილ-დაფლეთილ ხალხის ყურებით უნდა ვატკბობდე თვალთ მხედველობას?!. ოჰ, ეს
შეუძლებელია... ამ დროს მოესმა ნუსას ტირილი და საჩქაროდ ოთახში შევარდა. — რა იყო, ჩემო მშვენიერო, რაზედ ტირი? — მე მეგონა რომ ამ სახლში მარტო მე ვარ, რომ თქვენ ყველამ თავი დამანებეთ, რა
სიჩუმეა გარშემო. ჩვენს მეტი არავინ არის ამ სახლში? გაკვირვებით ეკითხებოდა ნუსა
დედას და თან გულში ეკროდა. — არავინ, ჩემო ნუგეშო, არავინ! მარტო მე და შენა ვართ ამ მშვენიერ მდებარეობას,
მაგრამ მივარდნილ და გავერანებულ სოფელში. მხოლოდ შენი ძიძა-მართაა ჩვენთან და
ეხლავე გაახლებ, რომ ჩაგაცვას. ერთი საათის შემდეგ, როდესაც ნუსამ დიდის მადით ისაუზმა და მთელი ჭიქა ახლად
მოწველილი სურნელოვანი რძე გადაჰყლაპა, ძიძას ხელი მოჰკიდა და სოფლის გზისაკენ
წავიდა, ნუსა დიდის ცნობის მოყვარეობით შეუდგა ამ თავისათვის ჯერედ უნახავის და აუხსნელის
ცხოვრების დაკვირვებას. ძალაქელი ბავშვისთვის და მეტადრე მაღალი წოდების
ბავშვისთვის, რომელიც იშვიათად ჩამოდის მაღალ სართულებიან სახლიდგან და როდესაც
ჩამოდის, მაშინაც მხოლოდ გატკეცილ ქვაფენილზედ დაბძანდება და მხოლოდ უპირველეს
ქუჩებს, უმდიდრეს სახლებს ხედავს, სოფლის ქოხმახი, უსწორმასწორო, ტალახიანი გზები,
მცხოვრები დაფხრეწილი, არა სპეტაკად მორაკრაკე ტანსაცმელი, ფეხ- შიშველი, ნახევრად
ტიტველი ბავშვები, რაღაც საზღაპრო გაოცებას იწვევდნენ.
— მართა, უყურე, უყურე პატარა ქალი ფეხშიშველი ტოპავს წყალში! შეჰყვირა იმან,
როდესაც სოფლელი პატარა ბავშვი წყაროსთან დაგუბებულ ლაფში ამოსვრილი დაინახა. — ხომ
გაცივდება, ავად გახდება! ნახე ხელებიც დასვრილი აქვს, კაბაც... უთხარი დაბანონ...
მაგის დედა სად არის, დაუძახე, ჩქარა... — ნუ სწუხარ, გენაცვალე, უთხრა ძიძამ ნუსას— ეგენი ეგრე არიან დაჩვეულნი. არ
გაცივდებიან. მაგათი ძვალი და რბილი შეჩვეულია ჰაერს, წყალს. დედას სადა სკალიან
მაგისათვის, ის, მგონი, პურს უნდა აცხობდეს, გესმის ახალი გამომცხვარი პურის სუნი
დგას. — პურს აცხობს დედა? სადა, როგორ აცხობს, აბა მიჩვენე. ცნობის მოყვარეობით
დაეკონწიალა ნუსა მართას ხელზედ. მართაც შეუძღვა პატარას მოფიცრულ, ფიჩხით
დაფარებულ სათორნეში და თორნეში ნახევრად ჩაკიდებული მცხობელი აჩვენა. — რას შვრება! უშველეთ, ააყენეთ, დაიწვება! შეჰყვირა პატარა ქალმა, როდესაც თორნის
ძირში ცეცხლი დაინახა და ტირილით მართას გულზედ მიეხუტა. — ნუ გეშინიან, გენაცვალე. სიცილით უთხრა თორნიდგან ამოსულმა, ჭარხალივით
გაწითლებულმა და ოფლით გაწუწულმა მცხობელმა. არ დავიწვი, ჩვენ პურს სულ ასე ვაცხობთ
და ქალაქელებს კი გგონიათ, რომ მაღლით ფუფალა გვიყრის გამომცხვარ შოთებს!
—შეხე, მართა, ი კაცი რასა სჭამს, თან ბალახს ატანს. პურიც რა შავია და ხმელი, განა
სხვა პური არა აქვს? ეგ როგორ იქმევა! ასე და ამ გვარად ნუსამ მთელი სოფელი მოიარა და გაკვირვებული და გაოცებული ამდენ
უცნაურ, იმისთვის წარმოუდგენელ ნანახით, დაბრუნდა სახლში და ამ შემთხვევაში დედაც,
ბავშვზედ არა ნაკლებ უმეცარი ხალხის ცხოვრებისა, გაა ტვირთვა და გააოცა. მეორე დღეს, როდესაც ნუსა კვლავ გაემგზავრა სასეირნოდ, დედამ კალათაში ჩაულაგა
თეთრი კვერები, კანფეტები, შაქრის ნამტვრევები და თან გაატანა.
ნუსამ სიამოვნებით დაურიგა სოფლის გოგობიჭებს დედის გამონატანები. მესამე დღესაც ესევე განიმეორა, მეოთხესაც და მერე ჩვეულებრივ მოვლენად გადაიქცა.
პატარა ნუსა ყოველთვის ბავშვებ შემორტყმული იყო და სიხარულით უწილადებდა დედის
გამოტანებულს. ამასობაში ნუსა გაეჩვია ხალხში, გაიგო იმათი გაჭირვება, იმათი ჭირი
და ვარამი და დედასთან შუამავლობა გამართა. ბევრს გაჭირვებულს ხელი გაუმართა დარიამ
ნუსას დახმარებით, ბევრს ავადმყოფს კვნესა შეუყუჩა, ბევრს დაჩაგრულს, თავის
დახმარებით, ცხოვრება შეუმსუბუქა. — შენ გენაცვალოს ტასიას თვალები, ჩვენო. მფარველო ანგელოზო, დედასთან
გვიშუამდგომლე „სტრატნიკს“ უბძანოს ერთი ორი დღე „აცენკის“ ფული დაგვაცადოს. კაცი
შორს წავიდა, ვარიები, კვერცხები, ცოტა ოდენი კარაქი წაიღო, გაჰყიდის, გროშებს
მოიტანს და მივსცემო. — ერთი „პარაშოკი“ ქინაქინა გვიბოძოს დედამ, ეუბნებოდა მეორე დედა-კაცი ნუსას,
გიორგი გამიცხელა და გუთანს სცდება. ახალ დადებულ კვერცხებს მივართმევ სამაგიეროდ. ნელ-ნელა, დღეს-ხვალ, მოსული ბავშვი სოფლის მფარველ ანგელოზად გადაიქცა. ყველა
მაშვრალი, ყველა გაჭირვებული თავისუფლად აბარებ და პატარა მაშუალს თავის გასაჭირს
და ამავე მაშუაღის დახმარებით ცხოვრებას იქარვებდა. არამც თუ შვილი, უდაბნოს გადმოტყორცნილი და მარტოობით გაოგნებული დედაც სიამოვნებით
და გატაცებით ქველმოქმედობდა და ეს ქველმოქმედება იმის ერთად ერთ გასართობ საგნად
გადაიქცა. ის მთელი დღე სულ იმის ფიქრში იყო, თუ რა მოემზადებინა, რა შეეკერნა, როშ
ნუსას თავის მრევლში დაერიგებინა, გლეხებიც სცდილობდნენ ქალაქელების სიამოვნებას; ქართველს გლეხს არ უყვარს ვალის
გადუხდელობა, ახალი დაკრეფილი მარწყვი, მაყვალი, მწიფე გულაბი, ნაღბით სავსე ჯამი,
ახალი შედღვებილი კარაქი, ყველას სიამოვნებით მიჰქონდათ ლამაზ ქალბატონთან და
ლამაზი ქალბატონიც გულუხვობდა თავის შვილის სადღეგრძელოდ. თეთრ პურს, ჩაი-"შაქარს,
სუფთა საცვლებს, პირველი დახმარების საშუალო წამლებს ორთავ ხელით არიგებდა.
ამასობაში დღე-დღეზედ შეუნიშნავად მიდიოდა; დედა-შვილი ადრიანად ეძლეოდნენ
მოსვენებას და ხალხთან ადრიანადვე იღვიძებდნენ და იწყებდნენ მოქმედებას.
— დედა, დედა! რომ იცოდეთ რა ვნახეთ მე და მართამ, რა უბედური ოჯახი! დედაჯან,
უთუოდ "შენ უნდა წამოხვიდე, შენი თვალით ნახო, ო.ჰ! ოჰ! რა საწყლები, რა უბედურები
არიან! ქმარი ბებერი, ბრმა, ცოლი კუტი და ეხლა კიდევ ავადმყოფი, კალიერ ფიცრებზედ
გდია, ზედ რაღაც მყრალი, ჭუჭყიანი ძონძები აფარია. სახლში არაფერი არ აბადიათ, ბრმა
პერანგ ჩამოფხრეწილი ზის და თამბაქოს მაგივრად ქაღალდის ნაგლეჯებს სწევს ჩიბუხით.
პატრონი არავინ ჰყავთ, რომ წყალი დაალევინოს, პური მიუტანოს... ორი დღეა თურმე
მშივრები არიან... ნუსა საშინლად აღელვებული, ხელების კანკალით მოუთხრობდა დედას უბედურთა
მდგომარეობას და თან თვალებში შეჰყურებდა, თითქო იქ უნდა ამოიკითხოს, თუ რამდენად
განსჭვალა დარია ამ დახატულის საცოდავის სურათით. — ღმერთო! რეებს ამობს ნუსა! მართა, ნუთუ შესაძლებელია, რომ ამ გვარი უბედურები
მოიპოვებოდნენ? ნუ თუ სოფელში ქრისტიანი არავინ არის, რომ წყალი მოუტანოს, პურის
ლუკმა მიაწოდოს! — იჰ, ქალბატონო, ვის სცალიან იმათთვინ. ყველა გაჭირვებულია, ყველას თავისი
საკუთარი ჭირი და ვარამი აწუხებს. მერე ეხლა ათასი საქმეა კარს მომდგარი; ეს კალოო,
ეს სიმინდის თოხნაო, ბაღების მორწყვაო; თავზე ხელის მოსასმელადაც აღარავის სცალიან.
ბავშვებიც კი წელებზე ფეხს იდგამენ მუშაობით... სოფელს მოსწყენია კიდეც იმათი ყურის
გდება. აგერ ათი წელიწადია თურმე, რაც ის კაცი დაბრმავებულა, დედაკაცი-კი წინადვე
თორნეში ჩავარდნილა და მარჯვენა ფეხი და ხელი დახრაკული იმიტომა აქვს. მანამ ფეხზედ
მდგარა, სოფელ-სოფელ უვლია, უგლახაკნია, ლუკმა მათხოვრობით უშოვნია, ახლა-კი
ლოგინად ჩავარდნილა და ორთავე უსუსური ცოლ-ქმარნი უპატრონოდ ჰყრიან. ამათ ოთახში არ
შეისვლება, მძოვრის სუნი დგას. ან მე როგორ გამიწყრებოდა ღმერთი, რომ ჩემი გაზდილი
იქ მიმეყვანა, მაგრამ ხომ მოგეხსენებათ მაგის ცნობის-მოყვარეობა, საიდგანღაც
გამისხლტა და ამათ გაღებულ კარებში შემივარდა... ძლივ-ძლივობით გამოვიყვანე, უნდოდა
წყალიც თითონ მიეტანა, ცეცხლიც აენთო... — ჰა, დედა! რა ვქნათ, როგორ ვუშველოთ? მშივრები დაიხოცებიან! პატრონი არავინა
ჰყავთ, "შეჰღაღადებდა ნერვებ აშლილი ნუსა დედას, რომელიც ამ ზარდამცემი ამბის
გაგონებით უძრავად იჯდა ჩაფიქრებული.
— რა ექნათ, რა ვქნათ?! ამანაც კვნესით მისცა კითხვა თავის თავს და არ იცოდა რა
გზას დასდგომოდა. — წავიდეთ, დედა, ნახე, შენ თითონ ნახე, რა უბედურებაა. ბრმა, კუტი და მერე
ავადმყოფიც• ადე, დედა! წამოდი, წამოდი! ჩქარა, თორე მოკვდებიან...
— დამშვიდდი, დამშვიდდი, გენაცვალე, ეხვეწებოდა დარია მეტად აღელვებულ ნუსხას. შენ
გაწყენს ტირილი, აღელვება. მოიცადე, მე ეხლავე ყოველ ღონისძიებას მივიღებ, რომ
უბედურებს ვუპატრონო... ლუკმა გავუჩინო.. — ჩქარა, დედა, ჩქარა, თორე მოკვდებიან. პუტი ისე კვნესის, გული შეგიწუხდება, რომ
გაიგონო, თან ბრმისთვის. თხოულობს მველას. „მე რო მოვკვდე, ვერც-კი ვერავის
შეატყობინებს, რომ გამათრიონო, საფლავის კარებამდინ მიმათრიონო“, ამბობს.
დარია მხურვალედ შეუდგა უბედურ ცოლ-ქმართა მდგომარეობის გაუმჯობესობას. დიდი ხარჯი
და შრომაც არ იყო საჭირო იმ უბედურთა ადამიანურად მოსაწყობად. სოფელში გამოჩნდნენ
მოხუცებული დედაკაცები, რომელნიც დარიას ფულით საჩქაროდ შეუდგნენ საქმეს და
ყველაფერი მოაგვარეს. ბაუკეთეს ლოგინი, შეუკერეს ტანთსაცმელი და კერაზედ ცეცხლი
აუნთეს. სამი დღის შემდეგ, ნუსა და დერია მართას თანხლებით ბრმის სახლში რომ შევიდნენ, პირს
სიამოვნების ღიმილი მოუვიდათ. კარგა მოზრდილი ქვითკირის ოთახი სუფთად იყო
დაგვილ-დაწმენდილი. ფართო ბუხარში ცეცხლი გუზგუზებდა და ზედადგარზედ დახურულ ქვაბში
საჭმელი იხარშებოდა. ბუხრის აქეთ-იქით პატარა ტახტებზედ, სუფთა ლოგინზედ სუფთად
ჩაცმული ბრმა და კუტი განისვენებდნენ. ბუხრის პირდაპირ ხის სკამზედ ბებერი მაია
იჯდა, წინდას ქსოვდა და თან ელაპარაკებოდა დავრდომილებს: „იჰ, დაილოცა, ღმერთო,
შენი. სამართალი. რატო ყველა ადამიანს არ მისცემ მაგ გვარ ღვთიურ სათნოებას,
კაცთმოყვარეობას, მაშინ ხომ აღარ იქნებოდა ასეთი უსწორ-მასწორობა! ერთი ხომ
სიმშილით არ მოკვდებოდა და მეორე მაძღრობით არ გასივდებოდა! აი რა ადვილად მოახერხა
თქვენი ადამიანად ქცევა ი დალოცვილმა ადამიანმა“. — ღმერთმა ადღეგრძელოთ! სთქვა ბრმამ და ხელები მაღლა აღაპყრო ღვთის სადიდებლად. —
ღმერთმა ადღეგრძელოთ! ი პატარა ანგელოზია თურმე, ყველა სიკეთის მომქმედი, და ამ
სიტყვებთან ჩიბუხიდგან ქაღალდის ნაგლეჯების მაგივრად ნამდვილი თამბაქოს ბოლი
გააბოლა. — ამ სცენის უნებლიედ მნახველნი დედა-შვილი ჩუმად უკანვე გაბრუნდნენ კარებიდგან,
სახლს რომ მოშორდნენ, მივარდა ნუსა დედას და მხურვალედ ნელები დაუკოცნა. — დედაჯან, დედაჯან! რა კარგი ხარ! რა კარგი საქმე გააკეთე, რომ იცოდე, რა იყო
მაშინ ეგ სახლი და რა არის ეხლა! — ღმერთო ჩემო! რა ცოტა ყოფილა საჭირო ადამიანის ბედნიერებისათვის! გაიფიქრა თავის
გულში დარიამ და თავისი ანგელოზი, თავის-ადამიანად მქცეველი გოგონა უფრო მაგრა
მიიკრა მკერდზედ და ლმობიერების ცრემლები გადმოჰყარა.
ასე შეუნიშნავად გავიდა ზაფხული ნუსას და იმის დედისათვის; დადგა შემოდგომა
ბედნიერი და მაძღარი, ასკილიანი აივსო ღვთის მოწყალებით, მოსავალი კარგი მოვიდა,
ყურძენი და ხილი მრავალი. დარი მშვენიერი იდგა და სოფელში ლხინის ხმა გაისმა.
სოფლის დაირა, „ბუზიკაზედ“ ახალ კაბებში გამოწყობილ გოგო-ბიჭებთან ჩვენი
აფრთოვანებული, პირის ფერად დაკვრახილი ლოყებით და ზარივით წკრიალა ხმით, ნუსაც
ხტუნავდა და იმისი გარდაქმნით ბედნიერი დედა დარია ქალაქში წასასელელად ჯერაც არ
მიეჩქარებოდა.