The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

GEORGIAN BUSINESS TODAY №2


GEORGIAN BUSINESS TODAY №2


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი GEORGIAN BUSINESS TODAY
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2008წ. მარტი რედაქტორი დოდო ჭუმბურიძე ნომერზე მუშაობდნენ: ანა ქათამიძე ოლიკო ზედელაშვილი მარიამ ნანიტაშვილი გიორგი ციმინტია მიშა ადეიშვილი დათო მერაბიშვილი ქეთი ფაცაცია სალომე კიღურაძე ირაკლი ღუღუნიშვილი ლაშა ღუღუნიშვილი ეკა მახარაძე ანა ოხანაშვილი ნათია დაღელიშვილი ნინო ქიტიაშვილი თენგო ჯოხაძე გიორგი სურგულაძე ნათია ქურციკიძე დიზაინი ნათია ზედელაშვილი ფოტო: ლაშა ღუღუნიშვილი ირაკლი ღუღუნიშვილი სტილისტ-რედაქტორი ნათია დაღელიშვილი დაიბეჭდა შ.პ.ს. „სეზანი“-ში



r SevkriboT profesionalTa40 momxmarebeli

1 * * *

▲ზევით დაბრუნება


ძვირფასო მკითხველო!

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ცვალებად ბიზნესგარემოში ვცხოვრობთ და ბაზრის მოთხოვნების იგნორირება კარგს არაფერს გვიქადის. გინდა იყო აღიარებული? უნდა დააკმაყოფილო მომხმარებლის მოთხოვნები! ამ პრინციპებიდან გამომდინარე, ჩვენ შევცვალეთ ჩვენი მიდგომა ჟურნალის პერიოდულობასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ იმასაც, რომ თავდაპირველად ჟურნალის ,,Georgian Business Todayყოველკვარტალური გამოცემა იგეგმებოდა, მაგრამ ჩვენი ძირითადი აუდიტორიის მოთხოვნებმა პერიოდულობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით მიგვიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ ჟურნალი გახდეს ყოველთვიური და გაორმაგდეს მისი მოცულობა.

ჩვენი გუნდი ერთხმად ითვალისწინებს მკითხველთა მოსაზრებებს და მათი ინტერესების გათვალისწინებით სამომავლოდ შემოგთავაზებთ ბევრ საკონკურსო რუბრიკას ბიზნესის თემატიკასთან დაკავშირებით.

ჟურნალი ვრცელდება უფასოდ წამყვან ბიზნესმენთა შორის, ასევე ბიზნეს საკითხებში სხვადასხვა მიმართულებით ჩართულ სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებში.

ჟურნალი Georgian Business Todayმომზადდა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის მიერ საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE-ის ფინანსური მხარდაჭერით.

დოდო ჭუმბურიძე

UDC (uak) 338.22 (47922)
a-37sarGevi

2 ბიზნესსიახლეები

▲ზევით დაბრუნება


საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა შარშანდელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა

2008 წლის 1 იანვრისთვის საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობა შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით 54%-ით გაიზარდა. კერძოდ ლარით განთავსებული დეპოზიტები - 74,2%-ით, უცხოური ვალუტით განთავსებული დეპოზიტები კი 45,2%-ით გაიზარდა. დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტმა 2008 წლისთვის 65,3% შეადგინა.

აღნიშნულ პერიოდში ვადიანი დეპოზიტების წილი 51,1%-დან 54,4%-მდე გაიზარდა, რაც ძირითადად კერძო სამეწარმეო სექტორის ვადიანი დეპოზიტების 6,8%-დან 14,8-მდე ზრდამ განაპირობა.

ავტოვაზისა და „რენოს“ ერთობლივი პროდუქტი ბაზარზე 2009 წლისთვის გამოჩნდება

უმსხვილესი რუსული ავტომწარმოებელი „ავტოვაზისა“ და ფრანგული კონცერნ „რენოს“ თანამშრომლობა აქტიურად მიმდინარეობს. ორი ავტომწარმოებელი კომპანიის პირველი ერთობლივი მოდელი ბაზარზე 2009 წლისთვის გამოჩნდება.

საგადასახადო ორგანოებმა საგადასახადო კრედიტების გაფორმება დაიწყო

2008 წლის 1 იანვრიდან ყველა მეწარმე სუბიექტს მთავრობა 2 ათასი ლარის ოდენობის საგადასახადო კრედიტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს. მთავრობამ საგადასახადო კრედიტის პროგრამის ფარგლებში 120 მლნ ლარი გამოყო. პროგრამა მოქალაქეებისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით მცირე და

საშუალო ბიზნესში საკუთარი საქმის წარმოების ხელშეწყობას ითვალისწინებს. საგადასახადო კრედიტის მაქსიმალური თანხა 2 ათასი ლარია. საგადასახადო კრედიტი გაიცემა 10 წლის ვადით, წლიური 4%-ით, 2 წლიანი საგრანტო პერიოდით.

საქართველო მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 32-ე ადგილზეა

საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 1 წლის განმავლობაში 0,1%-ით შემცირდა. ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 32-ე ადგილზეა. The Heritage International და The Wall Street Journal-ის ყოველწლიური რეიტინგის მიხედვით საქართველოს ეკონომიკა 69,2%-ით არის თავისუფალი.

ფინანსური და ბიზნეს-ინფორმაციის მსოფლიო ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშე ერთიანდება

ევროკომისიამ კანადურ მედია-კორპორაცია „ტომსონს“ საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ აქტივების შეძენის ნება დართო. შერწყმის შედეგად, მსოფლიოში უმსხვილესი საინფორმაციო სააგენტო შეიქმნება, რომელიც ფინანსურ და საფონდო ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს გააშუქებს.

ფეხბურთის ღირებულება

მადრიდის „რეალმა“ მოახერხა ჰეთ-თრიკი 2006-2007 სეზონზე. სამეფო კლუბი მესამე წელიწადია Deloitte & Touche-ს საფეხბურთო ფულის ლიგის სათავეშია. კლუბის, რომელმაც ასევე ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, საკუთარმა შემოსავლებმა 351 მილიონი ევრო შეადგინა, რაც 20%-ით აჭარბებს წინა პერიოდის მაჩვენებელს

37%-იანი შემოსავლის ზრდით ლონდონის „არსენალი“ პირველ ხუთეულში შეუერთდა ორ ინგლისურ კლუბს, „მანჩესტერსა“ და „ჩელსის“. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთი ქვეყნის სამი კლუბი მოხვდა ხუთეულში.

იტალია ათეულში წარმოდგენილია სამი კლუბით. თუმცა აღსანიშნავია „იუვენტუსი“, რომელიც მე-3-ე ადგილიდან მე-12-ზე გადავიდა იტალიის მთავარი ლიგიდან გაგდების გამო.

2007 წელს მანქანათმწარმოებლებმა 38,7 მილიარდით იზარალეს

2007 წელს „ჯენერალ მოტორსის“ წმინდა წაგებამ 722 მილიონი შეადგინა. ჯამში მანქანათმწარმოებლებმა გასულ წელს 38.7 მილიარდი აშშ დოლარი იზარალეს. კომპანიები სამუშაო ადგილების შემცირებით აპირებენ ამ რთული სიტუაციიდან თავის დაღწევას. „ჯენერალ მოტორსის“ განცხადებით სავარაუდოდ, 74 000-ით შეამცირებს სამუშაო ადგილების რაოდენობას.

0x01 graphic

1 თებერვლიდან მაგთიმ ახალი ინდექსი შემოგვთა ვაზა

„მაგთის“ აბონენტთა რაოდენობის მუდმივმა მატებამ, ახალი ინდექსის გახსნა განაპირობა. ახალი ინდექსია 91; სულ ამ კომპანიას 3 ინდექსი ექნება: 99, 95, 91.

თურქულმა „ეფესმა“ ქართული ლუდის მწარმოებელი კომპანია იყიდა

„თურქულმა ლუდის მწარმოებელმა კომპანიამ ,,Efes Breweries Internationalკომპანია ,,ლომისის“ 100%25-იანი წილი იყიდა“ - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ იუწყება.

უახლოეს 3 წელიადში „ჰონდა კომპაქტური ავტომებილების სექტორის დაპყრობას გეგმავს

„ჰონდა“, რომლიც იაპონიაში ლიდერი მანქანათმწარმოებელი კომპანიაა, კომპაქტური ავტომობილების ბაზარზე წილის მნიშვნელოვან ზრდას გეგემავს. იგი 3 წლის განმავლობაში 90 ქალაქში წარმომადგნელობებს გახსნის!

0x01 graphic

კომპანია შემდეგი წლისთვის გეგმავს საწარმოო სიმძლავრის გაზრდას 1 600 000 ერთეულით. არსებული გაყიდვების ქსელი მოიცავს 80 დილერს 51 ქალაქში, ეს მაჩვენელი 100-მდე გაიზრდება 2008-09 წლებში. საერთო ჯამში დილერების რაოდენობა 160-მდე გაიზრდება.

კომპანია ასევე აგებს ახალ საწარმოს რაჯასტანში, რომლის საწარმოო სიმძლავრე 60 000 ერთეული იქნება.

„ვაზი პლიუსის“ ღვინოები სტამბულში გაიყიდება

ღვინის კომპნია „ვაზი პლიუსმა“ თურქულ „ევერესტთან“ ხელშეკრულება გააფორმა. „ევერესტი“ ღვინოებს სტამბულის სავაჭრო ქსელში, რესტორნებსა და სასტუმროებში შეტანას გეგმავს.

2007 წელს საქართველოს ავტოპარკი 50 527 ავტომობილით გაიზარდა.

ოფიციალური მონაცემებით, 2007 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 50 727 ავტომობილი, მათ შორის 83.1%25 მოდის მსუბუქ ავტომობილებზე. იმპორტის მოცულობა წინა წელთან შედარებით 14.4%25-ით გაიზარდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა 2003 წელს, როდესაც საქართველოში შემოვიდა 15 861 მანქანა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 81.2%25-ით მეტი იყო.

0x01 graphic

აშშ-ს უმაღლესი კორპორაციების ათეული

CNN-მა გამოაქვეყნა 2007 წლის ამერიკის უმსხილესი კომპანიების სია. კომპანიების რეიტინგი ითვლება შემოსავლების და არა მოგების მიხედვით. შესაბამისად აღნიშნულ ათეულში ორი ისეთი კომპანიაც მოხვდა, რომლებმაც 2007 წელი ზარალით დახურეს.

0x01 graphic

2007 წელი აბსოლუტისმწარმოებლისათვის საუკეთესო იყო.

2007 წელი „აბსოლუტის“ მწარმოებლისათვის საუკეთესო იყო. მისი გაყიდვები წინა წელთან შედარებით 9%25-ით გაიზარდა და ჯამში, არც მეტი არც ნაკლები, 96 579 000 ლიტრი ალკოჰოლური სასმელი გაყიდა შვედური კომპანიისათვის. ამერიკის ბაზარი კვლავაც ყველაზე დიდია, სადაც 5 მილიონ ლიტრზე მეტი „აბსოლუტი“ გაიყიდა.

? ? ? ? ? ?

კომპანია

შემოსავლები
(მლნ. $)

მოგება (მლნ.$)

1

Wal-Mart Stores

351,139.0

11,284.0

2

Exxon Mobil

347,254.0

39,500.0

3

General Motors

207,349.0

-1,978.0

4

Chevron

200,567.0

17,138.0

5

ConocoPhillips

172,451.0

15,550.0

6

General Electric

168,307.0

20,829.0

7

Ford Motor

160,126.0

-12,613.0

8

Citigroup

146,777.0

21,538.0

9

Bank of AmericaCorp

117,017.0

21,133.0

10

American Intl.Group

113,194.0

14,04

?

?

3 ფეროშენადნობი მრეწველობის ქართული ტრადიციების გაგრძელება

▲ზევით დაბრუნება


რომ არ ყოფილიყო მარგანეცი, გვექნებოდა ფოთის პორტი

ფეროშენადნობი წარმოების კუთხით საქართველოს ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი მოწინავე ადგილი ეკავა. წარსულის სიღრმეებში ისიც ამოვიკითხეთ, რომ ნიკო ნიკოლაძისთვის ფოთის პორტის შექმნის შთაგონების წყარო სწორედ რომ მანგანუმი იყო. რომ არ ყოფილიყო მანგანუმი, გვექნებოდა ფოთის პორტი? ეს საუბარი ისტორიული რაკურსით სხვა დროს განვაგრძოთ. ფაქტი კი ფაქტია, რომ საბაზრო ეკონომიკამ ფეროშენადნობი მრეწველობა თავის რელსებზე გადმოიყვანა. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტის გარდა სხვა, ახალი კომპანიებიც გამოჩნდნენ.

0x01 graphic

„რუსმეტალის“ ძირითადი ორიენტირი: პროფესიონალთა გუნდი და პროდუქციის ხარისხი

„რუსმეტალი“ ვარდების რევოლუციის შემდგომ ფეროშენადნობი მრეწველობის სფეროში შექმნილი პირველი კომპანიაა, რომელმაც საქმიაქტიურად ანობა ნულიდან დაიწყო. კომპანიამ ღუმელის მშენებლობისა და ამუშავების პროცესში თავის კვალიფიცირებულ პროფესიონალთა გუნდთან ერთად ინდოელ სპეციალისტთა გამოცდილებაც გაიზიარა. კომპანიას აქვს პოტენციალი და შესაძლებლობა აწარმოოს შემდეგი პროდუქტები: ფერო სილიციუმი, ფერო სილიკო-მანგაუმი, ფერო მანგანუმი, ფერო ხრომი და თუჯი.

0x01 graphic

კომპანია, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ამჟამად აწარმოებს ფერო სილიციუმს და ფერო სილიკო-მანგანუმს. აღსანიშნავია, რომ კომპანია ორიენტირებულია მხოლოდ ექსპორტზე. ქართული წარმოების ფერო სილიციუმი და სილიკო მანგანუმი ძირითადად უკრაინაში, სომხეთში, თურქეთში, ასევე რუსეთში გადის. აქვე აღსანიშნავია, რომ 2007 წლის ბოლოს „რუსმეტალის“ პროდუქციამ ევროპის ბაზარზეც შეაღწია. კომპანია მუდმივად მუშაობს ახალი ბაზრების ათვისებასა და გაფართოებაზე.

საერთაშორისო ბაზარზე პოზიციების გამყარებისა და საკუთარი ცნობადობის ამაღლების მიზნით „რუსმეტალი“ აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებსა და გამოფენებში. ამ კუთხით აღსანიშნავია: 2007 წლის ნოემბერში კომპანია „რუსმეტალმა“ მონაწილეობა მიიღო ფეროშენადნობთა 23-ე საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც მონტე კარლოში გაიმართა. კონფერენციას 750-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. შეხვედრაზე განხილულ იქნა 2008 წლისთვის ბაზრის სავარაუდო მოთხოვნები. კომპანიისათვის აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი იყო იმდენად, რამდენადაც „რუსმეტალის“ მიერ საქართველოში წარმოებული პროდუქციით დაინტერესდა რამდენიმე უცხოური კომპანია და საფუძველი ჩაეყარა ახალ კავშირებსა და ბიზნესურთიერთობებს სხვადასხვა ქვეყნის კომპანიების წარმომადგენლებთან. კომპანია კვლავაც გააგრძელებს აქტიურად მონაწილეობას მსგავსი ტიპის კონგრესებსა თუ კონფერენციებში.

„რუსმეტალი“ წარმოების განვითარების ახალ ფაზაში გდავიდა

0x01 graphic

წარმოების ზრდის თვალსაზრისით კომპანიამ 2008 წლის დასაწყისში დაიწყო ახალი ღუმელი 9MVA-ის მშენებლობა, რომლის დასრულებაც წლის ბოლოსთვის იგეგმება. კომპანიის პროდუქციის საწარმოებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნედლეულია მანგანუმი. სულ ახლახანს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით გამართულ აუქციონზე

„რუსმეტალმა“ თერჯოლის მანგანუმის საბადოს სარგებლობის ლიცენზია შეიძინა და დაიწყო მადანის მოპოვება. რეგიონში კომპანია ბევრ სოციალურ პროგრამის განხორციელებას გეგმავს.

წლის განმავლობაში „რუსმეტალში“ დასაქმე-ბულთა რაოდენობა თითქმის ერთი მესამედით გაიზრდება.

სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლება - ახალი თაობის აღზრდა

მეტალურგიის სფეროში კვალიფიკაციური ახალი თაობის აღზრდის მიზნით 2008 წლიდან ორგანიზაციაში თბილისის სახელმწიფო ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით სტაჟირების სისტემა დაინერგა. კერძოდ, მომავალ მეტალურგებს შესაძლებლობა ეძლევათ, სტაჟირება გაიარონ „რუსმეტალში“. კომპანიას უნივერსიტეტის შესაბამისი ფაკულტეტებიდან აჰყავს სტუდენტები, რომლებიც პროფესიული კუთხით იღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას.

ამრიგად, საქართველოს ეკონომუკური ზრდისათვის მნიშვნელოვანია ყველა სახის წარმოების ფორმირება და ზრდა. წარმოების გაფართოება ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების ფორმირებას და, შესაბამისად უმუშევრობის დონის შემცირებას.

ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კი ქვეყნის საწარმოო სიმძლავრეების ზრდის საწინდარია.

ამდენად, ასეთ კომპანიებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის განვითარებაში. კომპანია „რუსმეტალს“ ვუსურვებთ წარმატებებს საქმიანობის განხორციელების პროცესში.

0x01 graphic

4 „საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE

▲ზევით დაბრუნება


„საერთაშორისო კერძო მეწარმეობის ცენტრი“ - CIPE ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატისა და აშშ-ს დემოკრატიის ეროვნული მხარდაჭერის ორგანიზაციის არაკომერციული წევრია. CIPE-ი ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის მიერ 1983 წელს დაფუძნდა. CIPE-ს მხარდაჭერილი აქვს 1000-ზე მეტი პროექტი, მათ შორის 100-მდე ინიციატივა განვითარებად ქვეყანაში. CIPE-ი ითვალისწინებს კერძო სექტორის ჩართულობას სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობასა და ინსტიტუციონალურ რეფორმებში, ასევე სახელმწოფო მმართველობის გაუმჯობესებასა და საბაზრო საწყისებზე დაფუძნებული დემოკრატიული სისტემის მშენებლობას.

CIPE-ის მისია: მსოფლიოს მასშტაბით დემოკრატიის გაძლიერება კერძო მეწარმეობისა და საბაზრო რეფორმების ხელშეწყობის გზით.

CIPE-ის ამოცანები:

  • ლეგალური და ინსტიტუციონალური სტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა, რომელიც აუცილებელია ღია საბაზრო საზოგადოების ფორმირებისა და შენარჩუნებისათვის;

  • დემოკრატიულ პროცესებში ბიზნესის ჩართულობის გაზრდა;

  • კერძო მოხალისეობრივი ბიზნესორგანიზაციებისა და ასოციაციების დამოუკიდებლობის ხელშეწყობა;

  • ისეთი პროგრამების ხელშეწყობა, რომლებიც უზრუნველყოფენ ბიზნესის შესახებ ცოდნის ამაღლებასა და კერძო სექტორის სამეწარმეო კულტურის გაძლიერებას;

0x01 graphic

  • მხარდაჭერის გაზრდა უფლებების, თავისუფლების და ვალდებულების შესახებ, რომელიც განუყოფელია დემოკრატიული კერძო მეწარმეობის სისტემისათვის;

  • ბიზნესსაზოგადოებისათვის ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომელიც აუცილებელია გადაწყვეტილებების მისაღებად.

CIPE მუშაობს ოთხი პრინციპული კუთხით, რომელიც მოიცავს ბიზნესსაზოგადოების დახმარებას, გახდნენ საბაზრო რეფორმებისა და დემოკრატიული მმართველობის წამყვანი ხელშემწყობები.

CIPE თანამშრომლობს ბიზნეს ასოციაციებთან და სხვა კერძო სექტორის ორგანიზაციებთან ისეთ ქვეყნებში, სადაც არის პროგრესის საჭიროება და რეფორმების შესაძლებლობა.

2007 წლის სექტემბრიდან საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია CIPE-ის პარტნიორია. თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია ახორციელებს პროექტს - „ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საქართველოში“.

5 გაიზარდა თუ არა საშემოსავლო გადასახადი?!

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში 2005 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი საგადასახადო კოდექსი, რომლითაც გაუქმდა გადასახადების ნახევარზე მეტი ან გაერთიანდა სხვა გადასახადთან.

ძველი კოდექსის მთლიანად შეცვლა განაპირობა მასში შესულმა უამრავმა ცვლილებამ, რის შედეგადაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდა მისი გამოყენება. ახალმა საგადასახადო კოდექსმა არა მარტო გააუქმა გადასახადების გარკვეული სახეობა, არამედ დარჩენილი გადასახადების განაკვეთებიც საგრძნობლად შეამცირა.

ერთ-ერთი ასეთი გადასახადი გახლდათ საშემოსავლო გადასახადი, რომლის განაკვეთიც, პრაქტიკულად, 20%25-ს შეადგენდა. ახალი საგადასახადო კოდექსით, საშემოსავლო გადასახადის განაკვეთმა 12%25- შეადგინა, ხოლო მისმა თანმდევმა, სოციალურმა გადასახადმა - 20%25, ნაცვლად 32%25-სა.

ეს ცვლილებები დადებითად აისახა ქართული ბიზნესის განვითარებაზე, რადგანაც შემცირებული გადასახადების ხარჯზე კომპანიებს გაუჩნდათ თავისუფალი სახსრები. გამომდინარე აქედან, მოხდა აღნიშნული თანხების ჩაბრუნება ბიზნესში, რამაც კომპანიების განვითარებაში გარკვეული დადებითი როლი შეასრულა.

2007 წლის ზაფხულში კოდექსში შეტანილმა ცვლილებამ, რომელიც 2008 წლის იანვრიდან ამოქმედდა, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილება, რის საფუძველზეც გაუქმდა სოციალური გადასახადი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 25%25-ით განისაზღვრა.

0x01 graphic

არსებობს მოსაზრებები, თითქოს საშემოსავლო გადასახადი გაიზარდა და დაქირავებულთ საკუთარი ხელფასის ერთი მეოთხედის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში მოუწევთ.

ერთი შეხედვით, ეს მართლაც ასეა, რადგან გადასახადის განაკვეთი 12-დან 25%25-მდე გაიზარდა, თუმცა არავინ საუბრობს ცვლილების მეორე ნაწილზე, რომლითაც გაუქმდა სოციალური გადასახადი, რომელიც 20%25-ს შეადგენდა და რომლის გადამხდელიც დამქირავებელი იყო.

აღნიშნული გადასახადი სწორედ ხელფასიდან იანგარიშებოდა. აქედან გამომდინარე, თუ გავაერთიანებთ ამ ორივე გადასახადს, სულ სხვა სურათს მივიღებთ.

მაგალითისთვის ავიღოთ კომპანია, რომლის ყოველთვიური სახელფასო ფონდი არის 120 000 ლარი. ასეთ შემთხვევაში, 2008 წლამდე მას თანამშრომლებისთვის გასაცემი ხელფასის ოდენობა, გადასახადების გარეშე, გამოსდიოდა 88 000 ლარი, ხოლო გადასახადებიანად, მისი მთლიანი ხარჯები იყო 120 000 ლარი.

ახლა ავიღოთ იგივე რაოდენობის გასაცემი თანხა, რათა კომპანიის თანამშრომლებს არ შეუმცირდეთ ხელფასები. თუ ახალი კანონმდებლობით დავითვლით, კომპანიის ხარჯი - ხელფასებს დამატებული გადასახადები გამოვა 117 333 ლარი. აქედან ამომდინარე, თუ კომპანიის მიერ არ იქნება სახელფასო ფონდი შემცირებული, მის თანამშრომლებს არათუ დააკლდებათ ხელფასები, არამედ კომპანია დამატებით მიიღებს თავისუფალ სახსრებს შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენი მაგალითის შემთხვევაში ეს თანხა 2667 ლარია.

აქედან გამომდინარე, 2008 წელს ძალაში შესული ცვილებით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი თითქმის ორჯერ გაიზარდა, მაგრამ გაუქმდა სოციალური გადასახადი. შედეგად კი დამქირავებელს შეუძლია, არათუ უცვლელი დატოვოს თანამშრომელთა ხელფასები, არამედ, კომპანიის მიერ დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე, უზრუნველყოს მათი ზრდა.

0x01 graphic

6 ქართული ბიზნესის თვალით

▲ზევით დაბრუნება


ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო განაპირობებს ეკონომიკის ზრდისა და კერძო სექტორის განვითარების ტემპებს. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემო ყოველწლიურად ფასდება სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ. ალბათ ხშირად გაგიგიათ სიტყვები ტელევიზიითა და რადიოთი ან წაგიკითხავთ ბეჭდვით და ელექტრონულ პრესაში: „საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა, საქართველო მსოფლიო ბანკის Doing Business-ის მიხედვით მე-18 ადგილზეა“.

თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები ძირითადად სხვადასხვა ანაგრიშებსა და ახალმიღებული კანონებისა თუ საკანონმდებლო ცვლილებების ანალიზს ეფუძნება. ამ ინდექსებისა და შეფასებების უკან არ დგას უშუალოდ მეწარმეების მოსაზრებები და კონკრეტული პრობლემები.

ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობისა და ბიზნესგარემოს შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას თვითონ ქართველი ბიზნესმენები ფლობენ. ეკონომიკურად აქტიური ეს ადამიანები უფრო კარგად იცნობენ და აფასებენ არსებული გარემოს სხვადასხვა მხარეს.

„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“ „მეწარმეობის მხარდაჭერის საერთაშორისო ცენტრის“, CIPE-ის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ბიზნესგარემოს კვლევა. კვლევის პროცესი მოიცავდა ფოკუს ჯგუფებს, ჩაღრმავებულ ინტერვიუებს, სამაგიდო და რაოდენობრივ კვლევას. ჩატარებული რაოდენობრივი კვლევა (შერჩევის ზომა 1000 მეწარმე) მიზნად ისახავდა ქართული ბიზნესისთვის ყველაზე აქტუალური 10 პრობლემის იდენტიფიკაციასა და ბიზნესის მართვის პროცესში არსებული სირთულეების გამოვლენას.

კვლევის ბენეფიციარები იყვნენ ბიზნესის სხვადასხვა სფეროში მოღვაწე დირექტორები და ფინანსური მენეჯერები. შემუშავებული კითხვარი მოიცავდა შემდეგ ნაწილებს: ზოგადი; საკანონმდებლო რეგულირება; საბაჟო და საგადასახადო ადმინისტრირება; ბიზნესის ოპერირება და შესაძლებლობები; კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა მეტ-ნაკლებად სრულად აღგვეწერა მეწარმეთა თვალით დანახული ბიზნესგარემო.

0x01 graphic

რაოდენობირივი კვლევების შერჩევის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნა დარეგისტრირებულ მეწარმეთა რაოდენობა სფეროებისა და გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით. აქვე გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით და მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ მეწარმეს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კვლევაში.

ბიზნესკანონმდებლობის ძირითადი მიზანია ქვეყანაში ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება და ეკონომიკური განვითარებისათვის ადეკვატური გარემოს ორმირება. კანონი - ეს არის საერთო ჩარჩოები, რომლის ფარგლებშიც თითოეული მეწარმე წარმართავს თავის საქმიანობას. ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის უცილებელია, რომ ყველა მეწარმემ აღიაროს კანონის უზენაესობა და რომ მისი არცოდნა არ ათავისუფლებს კანონით განსაზღვრული ვალდებულებებისგან.

ის ფაქტი, რომ კანონის დაცვა ყველასთვის აუცილებელია, ქმნის მისი ცოდნის აუცილებლობას. თამაშის წესების შესწავლის პროცესი ყველასთვის ერთნაირად გასაგები არ არის მისი სპეციფიკურობიდან გამომდინარე.

მოქმედი კანონმდებლობა ბიზნესისთვის არსებით პრობლემას წარმოადგენს, რასაც მოწმობს რაოდენობრივი კვლევის შედეგებიც, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა.

მეწარმეთა 71%25-ის შეფასებით კანონები საჭიროებს ცვლილებებსა და დახვეწას. კანონებში ცვლილებების საჭიროება განპირობებულია მასში არსებული ორაზროვანი და რთულად გასაგები ჩანაწერებით, რაც ბიზნესმენთა 47%25-ისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის გამართულობა და ერთნაირი აღქმა ამცირებს მეწარმის არასაბაზრო რისკებს. ხშირ შემთხვევაში კანონის არასწორხაზოვნება და მისი ინტერპრეტირების საშუალება პრობლემას ქმნის სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობისას.

კანონების დახვეწის პროცესი იმდენად ინტენსიურად მიმდინარეობს, რომ შეტანილი ცვლილებების რაოდენობასა და სიხშირეს ახალ პრობლემასთან მივყავართ.

ბიზნესის აზრით, კანონების ხშირი ცვალებადობა და ამ ცვლილებების შესახებ არაინფორმირებულობა მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად საგადასახადო კოდექსი რომ მოვიყვანოთ, ძალაში შესვლიდან მასში შევიდა 30-ზე მეტი ცვლილება, რომელიც 140-ზე მეტ მუხლს შეეხო.

კანონების ხშირი ცვლილება და მათ შესახებ არაინფორმირებულობა განსაკუთრებით მწვავეა რეგიონებში, სადაც ბიზნესს ასეთ ინფორმაციაზე ხელი ძირითადად არ მიუწვდება. თუ წარმოვიდგენთ, რომ ერთ ჩვეულებრივ რაფრით გამორჩეულ სოფელში მოქმედი ფარდულის მფლობელს შეიძლება ერთ დღეს მოუწიოს ჯარიმის/საურავის გადახდა იმის გამო, რომ არ იცოდა დეკლარაციის ფორმის ცვლილების შესახებ, ცხადი გახდება მოცემული პრობლემის მნიშვნელობა და აქტუალურობა.

ახალი ხელისუფლების მიერ გატარებული ეკონომიკური რეფორმების ნაწილის შედეგად არსებული საგადასახადო განაკვეთები შემცირდა. გამოკითხულთა 51%25-სთვის გადასახადის საპროცენტო განაკვეთი პრობლემას წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას აუცილებლად უნდა შევეხოთ საშემოსავლო გადასახადის ზრდას. მოცემული განაკვეთის ზრდა ყველაზე მტკივნეულად ინდივიდუალურ მეწარმეებს შეეხო. თუმცა გაუქმდა სოციალური გადასახადი და სახელფასო ფონდის შენარჩუნების შემთხვევაში ხელფასები უმნიშვნელოდ გაიზრდება. ეს დადებითი ფაქტი მხოლოდ იმ ინდივიდუალურ მეწარმეებს ეხებათ, რომლებიც სარგებლობენ დაქირავებული შრომით.

ბიზნესის დაწყების ან მისი გაფართოების დროს ყველას გვიწევს ისეთ მკაცრ რეალობასთან შეჯახება როგორიცაა ფინანსური სახსრების უკმარისობა. აქ კითხვა აღარ ისმის, თუ სად შეიძლება საჭირო თანხის მოპოვება, რადგან თქვენი ოფისის კარი ერთხელ მაინც ექნება შემოღებული ერთ-ერთი ბანკის გაყიდვების აგენტსა ან კრედიტოფიცერს. არსებული ბიზნესსექტორის სწრაფი განვითარება ყველასთვის შესამჩნევია.

ბანკებს შორის მაღალი კონკურენციის შედეგად ფართოვდება ასორტიმენტი და სხვადასხვაგვარად იფუთება! პროდუქტები, რადგან, როგორც კვლევამ აჩვენა, რესპოდენთა 38.2%25 სესხის საპროცენტო განაკვეთს მიიჩნევს პრობლემად. რესპოდენტთა 54.9%25-მა, რომლებისთვისაც საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს პრობლემას, ბანკს მიმართა ფინანსური დახმარებისთვის და მათმა 90%25-მა მიიღო კრედიტი.

გამოკითხულთა აზრით პრობლემას წარმოადგენს ასევე სესხისათვის წარსადგენი დოკუმენტების სახეები და რაოდენობა. სესხისთვის შესატანი დოკუმენტების სახეებისა და რაოდენობის პრობლემაზე საუბრისას უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველო ჯერ კიდე განვითარებადი ქვეყანაა. შესაბამისად ბანკები ცდილობენ მაქსიმალურად შეამცირონ რისკები.

შრომის ბაზრის ზოგადი შეფასება

0x01 graphic

ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა პროფესიონალი კადრების სიმცირე. გამოკითხულ ბიზნესმენთა 15%25-ი აღიშნავს, რომ მათთვის სასურველი კადრების მოძიება პრობლემაა. სასურველი კადრების მოძიებისა და დაქირავების პრობლემაზე ისაუბრეს ფოკუს ჯგუფის მონაწილეებმაც, სადაც აღნიშნეს, რომ სასურველი კადრების მოძიება საკმაოდ რთული და ძვირადღირებულია.

შრომის ბაზრის შეფასება იმ მეწარმეებისათვის, რომლებისთვისაც სასურველი კადრების მოძიება პრობლემაა

0x01 graphic

გასაკუთრებით დიდია მოთხოვნა ხელობებზე სამშენებლო ბიზნესში, რაც ასეთი სასწავლებლების არარსებობით არის გამოწვეული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები ორიენტირს არ იღებენ შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზე.

კერძო სექტორის ეკონომიკური საქმიანობის საგადასახადო კონტროლს, კანონის ფარგლებში, ახორცილებს მხოლოდ საგადასახადო ორგანო, ხოლო საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში - საბაჟო ორგანო. კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 10%25-მა აღნიშნა, რომ საგადასახადო კონტროლი მათთვის პრობლემას წარმოადგენს. კონტოროლის განხორციელებისას მნიშვნელოვანია ვადებისა და პირობების ზუსტი გაწერა, ასევე სადაგასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლების პასუხისმგებლობის განსაზღვრა.

ერთ-ერთი რეპოდენტის განცხადებით, მას დაერიცხა დამატებითი გადასახდელი, რაც გაასაჩივრა და შეძლო გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

თუმცა საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელს, რომელმაც არასწორად დაარიცხა გადასახადები, არ დაეკისრა პასუხისმგებლობა. აღნიშნული პრობლემა აუცილებლად უნდა დარეგულირდეს, რათა გაიზარდოს სახლემწიფო ორგანოების მხრიდან მომსახურების ხარისხსი.

ხელმწიფოს როლი ბიზნესგრემოს ნვითრებში

0x01 graphic

მასმედიის როლი ბიზნესგარემოს ფორმირებაში

0x01 graphic

ბიზნესის სფეროში არსებულ პრობლემებთან ერთად რესპოდენტებმა გამოთქვეს მოსაზრება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროცესების შესახებ, რაც, მათი აზრით, ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს გაუმჯობესებასა და არსებული ბიზნესის სწრაფ განვითარებას.

მათ ინტერესთა კონცენტრაცია კვლავდაკვლავ კანონების გამარტივებისკენ არის მიმართული, როდესაც კანონის გამარტივებისას გათვალისწინებული იქნება ბიზმესმენების მოსაზრებები. შედეგად კი, კანონი უფრო პრაქტიკაზე მორგებული და მოქნილი გახდება.

ბიზნესის აზრით, ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის უცილებელია დარგების ან/და მცირე საწარმოებისათვის შეღავათების დაწესება. შეღავათების დაწესება აპრობირებული მეთოდია ქვეყნისათვის სტრატეგიული დარგების განსავითარებლად.

კონკრეტული დარგებისათვის ან მცირე ზომის საწარმოებისათვის შეღავათების დაწესებისას შეიძლება გამოვიყენოთ მდიდარი საერთაშორისო პრაქტიკა ქართული რეალობის გათვალისწინებით.

ქართული ბიზნესის აზრით, მასმედიასაც შეუძლია გარკვეული როლის შესრულება ბიზნესგარემოს გაუმჯობესების პროცესში.

რესპოდენტთა აზრით, მედიამ მეწარმეებს უნდა მიაწოდოს მეტი ინფორმაცია ბიზნესსაკანონმდებლო სიახლეების შესახებ, გააშუქოს ბიზნესისათვის აქტუალური საკითხების ანალიზი და ასე შემდეგ.

რამდენად ადვილია ახალი მომხმარებლების მოზიდვა?

0x01 graphic

ტომრის რთულილი მომხმრებლების მოზიდვა?

0x01 graphic

7 პირველი ნაბიჯი - საწარმოს რეგისტრაცია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თუ თქვენ გაქვთ საინტერესო ბიზნესიდეა და ამასთან ხელი მიგიწვდებათ შესაბამის საინვესტიციო კაპიტალზე - ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში კომპანია უნდა დაარეგისტრიროთ, რის საშუალებითაც თქვენ ექცევით მრავალი კანონის რეგულირების სფეროში. შედეგად, ვალდებულებებთან ერთად გენიჭებათ უფლებებიც:

მოიპოვოთ ნებართვა, ლინცეზია, გააფორმოთ კონტრაქტები, მიმართოთ საბანკო და საფინანსო სექტორს და ა.შ. კომპანიის იურიდიული ფორმა, შეიძლება ითქვას, გემოვნების სახკითხია და იგი თქვენს საჭიროებებსა და პრიორიტეტებს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“ ადგენს სასაწარმოთა იურიდიულ-სამართლებრივ 7 ფორმას. თუმცა მათ შორის ყველაზე პოპულარული ფორმაა „შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება“.

2005 წლამდე სახელმწიფო რეგისტრაციას ახორციელებდა სასამართლო 15 დღის ვადაში,

სტტისტიკური მონცემებით ყოველწლიურ ტულობს ხლდრეგისტრირებული რმოების რიცხვი. 2007 წელს 51 279 ლი რმო რეგისტრირდ, 23.2%25-ით რბებს წინ წლის ჩვენებელს. ღნიშნული პერიოდისთვის რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტების ოდენობ 229 110 შედგინ. 2002 წლისთვის რთველოში რეგისტრირებული იყო 95 549 რმო.

ხოლო საგადასახადო რეგისტრაციას - ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტი. ახალი საგადასახადო კოდექსის მიღებასთან ერთად სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციის ვალდებულება დაეკისრა საგადასახადო დეპარტმენტს. შედეგად მნიშველოვნად გამარტივდა პროცეურები და შემცირდა ვადები.

მოქმედი კანონმდებლობით, რეგისტრირაციის პროცესის დასაწყებად პირმა უნდა მიმართოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს განცხადებით, სადაც უნდა აღინიშნოს: საფირმო დასახელება; ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა; დამფუძნებლების სახელი, გვარი და რეკვიზიტები; წარმოამდგენლობის უფლებამოსილება; საწარმოს ხელმძღვანელის სახელი, გვარი და რეკვიზიტები.

ასვე აუცლებელია, მოამზადოთ და წარადგინოთ:

  • ნოტარიულად დამოწმებული საწარმოს წესდება;

  • სანოტარო წესით დამოწმებული წილის გირავნობის ხელშეკრულება;

  • ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი დირექტორის დანიშვნის შესახებ;

  • სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

  • ნოტარიულად დამოწმებებული ხელმოწერის ნიმუშები;

  • ანგარიში ბანკში (დროებითი და შემდგომ მუდმივი);

შედეგად რეგისტრაციის მსურველ პირს უწევს ურთიერთობა სადაგასახადო დეპარტამენტთან, ნოტარიუსებთან ამა თუ იმ დოკუმენტის შესადგენად და დასამტკიცებლად, ბანკთან ანგარიშის გასახსნელად და ა.შ., რაც დროსა და ენერგიასთან არის დაკავშირებული. მოგესხენაბათ, რომ ყველა საწარმოსთვის მნიშვნელოვანია, გატარდეს რეგისტრაციაში და მიიღოს საიდენტიფიკაციო ნომერი მაქსიმალურად სწრაფად და მარტივად.

ბიზნესსკონსულტციო ქსელი -რთველო მცირე შულო ბიზნესის რმომდგენლებს სთზობს კონსულტციებს ტრენინგებს ბიზნესის სხვსხვ მიმრთულებით. ჩვენ ერთი წლის ნმვლობში უკვე 500-მდე მეწრმეს ვეხმრეთ სხვსხვ კუთხით, იქნებ ეს რმოთ რეგისტრცი, დრების ქირვებ, რკეტინგული გეგმების სტრტეგიის შემუშვებ, დრების მზდებ ..

ბიზნესსკონსულტიო ქსელი - რთველო, თბილისი კონსლტინგი სხვსხვ მომსხურებებთ ერთ გთზობთ რმოთ რეგისტრცი. ჩვენი მომსხურებ მოიცვს ყველ ჭირო დოკუმენტის მომზდებ, ნოტრიულ სტურებ დო რეგისტცი. ჩვენი მომსხურების რგებლობით თქვენ ზოგვთ თქვენს დროს ენერგი.

8 ნომინანტების დაჯილდოება ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის

▲ზევით დაბრუნება


არსებული ბიზნესგარემო მნიშვნელოვნად განაპირობებს ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობას და, რაც მთავარია, ბიზნესის განვითარების შესაძლებლობებს. შედეგად კი რამდენადაც უფრო პოზიტიურია ბიზნესგარემო, მით უფრო მზარდია კერძო სექტორი, მცირე საწარმოები კი ახერხებენ გაფართოებას, მომხმარებლების მოზიდვას და ა.შ.

0x01 graphic

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბიზნესკანონმდებლობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, გამარტივდა რიგი პროცედურები, შემცირდა ლიცენზიების, ნებართვებისა და სხვა მსგავსი ბარიერების რაოდენობა, კვლავაც მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი ბიზნესგარემოს მაღალი მიმზდიველობის უზრუნველყოფისათვის.

0x01 graphic

ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესება საზოგადოების ყველა სექტორის ერთობლივი ძალისხმევითაა შესაძლებელი. უდაოა, რომ სახლემწიფოს ამ მიმართულებით განსაკუთრებულად დიდ როლი ეკისრება, თუმცა, უშუალოდ მეწარმეებმა, მასმედიამ, საფინანსო ორგანიზაციებმა, ასევე არასამთვრობო სექტორმა უნდა აიღოს პასუხიმგებლობა და განახორციელოს კონკრეტული ქმედებები.

0x01 graphic

სწორედ იმიტომ, რომ ხაზი გაესვა სხვადსხვა სექტორის მიერ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილის მაღალი მნიშვენლობისათვის, „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციამ“ დაიწყო უშუალოდ ბიზნეს სექტორის გამოკითხვა სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულების გამოსავლენად.

23 დეკემბერს „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ მიერ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტთან თანამშრომლობით, ჩატარდა „ნომინანტების დაჯილდოება ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის“.

დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა „თბილისი მერიოტის“ წვეულებათა დარბაზში.

ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობაში წვლილის შეტანისათვის და წარმატებული პარტნიორობისათვის ნომინაციებზე წარდგენილნი იყვნენ: კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები.

ჯილდო ბიზნესგარემოს განვითარებაში წვლილის შეტანისათვის გადაეცათ: საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს ვახტანგ ლეჟავას; ამერიკის სავაჭრო პალატას; საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატას; ტელეგადაცემა „ბიზნეს-კურიერის“ ავტორსა და წამყვანს აკაკი გოგიჩაიშვილს; გადაცემა „კაპიტალის“ წამყვანსა და სახეს ეკა მიშველაძეს; ჟურნალ „ჯორჯიან ჯორნალის“ ჟურნალისტს ნინო ფაცურიას; საზოგადოებრივი რადიოს ჟურნალისტს მაკა ღამბაშიძეს; სააგენტო ,,GBC-ს წარმომადგენელს ეკა ბაშარულს.

0x01 graphic

სპეციალური ჯილდო წარმატებული პარტიორობისათვის გადაეცათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს (კომპანია „ბრილი XXI“; ქუთაისის ავტომექანიკური ქარხანა; კომპანია „ცეპტერი“ და გამომცემლობა „ფაბლი სითი“). ასევერეგიონებში ბიზნესგარემოს განვითარების ხელშეწყობისათვის მადლობის ჯილდო გადაეცათ ქსელის რეგიონალურ ოფისებს.

0x01 graphic

9 როდის უნდა გაუჩდეს, სავაჭო მარკას ამბიცია გახდეს ბრენდი?!

▲ზევით დაბრუნება


სავაჭრო მარკა უნდა იმყოფებოდეს ბრენდინგის პირამიდის მწვერვალზე. როდესაც მომხმარებელი მას უყურებს, უნდა შეექმნას კომფორტის გრძნობა და ლოიალური დამოკიდებულება კომპანიისადმი.

თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანები ცხოვრობენ სავაჭრო ნიშნების სამყაროში, რომლებიც მათთვის არის სტატუსის გამოხატვა, ცხოვრების სტილი, ფანტაზია, შემოსავლის დონის მაჩვენებელი. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, დღესდღეობით ახალი, წარმატებული ბრენდის შექმნა თანდათანობით რთულდება, რადგან ყოველდღე იზრდება ბრენდების რაოდენობა, იცვლება და იხვეწება მომხმარებლების გემოვნება და მოთხოვნები. ასევე კომუნიკაციის სხვადასხვა ახალი საშუალება ჩნდება, თუმცა მაინც აქტუალურია ახალი ბრენდის შექმნა და მისი პოპულარიზაცია.

რუბრიკის სტუმარი - PR სააგენტო ,,ფაბლი სითის“ PR მენეჯერი - ელდარ პირმისაშვილი.

როდის დგებ ბრენდის შექმნის უცილებლობ, ნუ როდის უნდუჩდეს მწრმოებელს მბიცი იმის, რომ რც მისი კომპნი რმოებს, ღირებული იყოს როგორც ბრენდი?

ბრენდი ეხება ადამიანის როგორც გონებას, ისე მის გულს, ეს მის ინდივიდუალურობაზე მეტყველებს. PR აქტუალიზებას უკეთებს ბრენდის ინდივიდუალურობას. ინდივიდუალურობა - ეს ბრენდის ვიზუალური და ვერბალური გამოხატულებაა. ინდივიდუალური ბრენდი - ეს გახლავთ კომუნიკაციის ყველაზე მოკლე, სწრაფი და ეფექტური ფორმა. ადამიანს შეუძლია, იგი დაინახოს, შეეხოს, მოისმინოს.

როგორი ბრენდის შექმნის ისტორიმ შეუწყო ხელი ბრენდის დდებს?

პროდუქტები, რომლებსაც ჰქონდათ თავისი ფორმა, სახელი და ეტიკეტი, ასწლეულების წინათაც არსებობდნენ, მაგრამ ბრენდი XIX საუკუნეში გამოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

1940-იან წლებში მწარმოებლებმა დაიწყეს გზების ძიება, თუ როგორ ვითარდება მომხმარებელსა და ბრენდს შორის სოციალური, ფსიქოლოგიური და ანთროპოლოგიური გრძნობები და ურთიერთობები. შემდეგ მწარმოებლებმა თავიანთი პროდუქტები დაუკავშირეს ისეთ მახასიათებლებს, როგორიც არის: საჭიროება, გართობა, სიმდიდრე. აამ მახასიათებლებს ბრენდებისათვის ქმნის PR სპეციალისტი. ეს იყო ის ბრენდის პრაქტიკა, რასაც მომხმარებელი აქცევდა ყურადღებას პროდუქტის ყიდვის დროს.

მომხმარებლის ღირებულებებზე და მახასიათებლებზე შექმნილი პირველი პროდუქტი იყო Uncle Benn's Rice (ბიძია ბენის ბრინჯი).

ბრენდის მრლი დეფინიცი რსებობს, დიც, რ რის ბრენდი ?

ბრენდი არის სახელის, სიტყვის, სიმბოლოსა და დიზაინის ერთობლიობა, რომელიც ახასიათებს გარკვეულ პროდუქტს და მას სხვა პროდუქტებისაგან გამოარჩევს.

ბრენდი - ეს არის პროდუქტსა და მომხმარებელს შორის გადებული ხიდი, ხოლო ამ ხიდის გამაგრებას ხელს უწყობს ეფექტური საკომუნიკაციო სტრატეგიის გრძელვადიანი განხორციელება.

ჩვეულებრივ, სჭრო მრკს როდის უნდუჩდეს მბიცი, გხდეს ბრენდი?

სავაჭრო ნიშანი - ეს არის საქონელი ან მომსახურება, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ ფიზიოლოგიურ, ინტელექტუალურ და ფსიქოლოგიურ ოთხოვნილებებს. ის იოლს ხდის არჩევანის გაკეთებას სხვა მსგავს ანალოგიურ საქონელს შორის. ბრენდი არის ინდივიდუალური ღირებულება, რომელიც ახასიათებს პროდუქტს. ბრენდინგი არის მარკეტინგული და მმართველობითი ტექნოლოგია, რომელიც წარმოადგენს ნორმათა სისტემას, თუ როგორ იქმნება სავაჭრო მარკა. ბრენდინგი ქმნის არხებს იმისათვის, რომ ოპტიმალურად მიაწოდოს სავაჭრო მარკა მომხმარებლებს, ასევე მართავს მის განვითარებას.

როგორ ფიქრობთ, PR-ის გრეშე წრმტებული სჭრო რკ შეძლებს გხდეს ბრენდი? მრკეტინგი უფრო მნიშვნელოვნი ბრენდისთვის, თუ - PR?

PR ეხმარება ბრენდს მიიტანოს მისი ღირებულებები საზოგადოებასა და მედიასთან.

ბრენდის შექმნაში აქტიური როლი უკავია მარკეტინგის და PR-ის სპეციალისტებს, რადგან მარკეტინგი ქმნის პროდუქტს, ადგენს ფასს, იკვლევს გასაყიდ ბაზარს და „პრომოუშენს“ უკეთებს ბრენდს.

ბრენდის ცნობდობის ღლებისთვის რ უფრო მწყვეტი - მესიჯი (სლოგნი), თუ - ვიზულური მხრე, ფერი, ფორმ, დიზინი?

რადგან ადამიანის გონება უფრო ადვილად იმახსოვრებს ბრენდის ფორმას, ვიდრე - ამა თუ იმ სიტყვას, აქედან გამომდინარე, ორიგინალური ფორმის შექმნას მნიშვნელოვანი დატვირთვა ენიჭება.დამახსოვრების სისტემაში ფერს მეორე ადგილი უკავია. იგი ქმნის ასოციაციებს ბრენდთან. ფერი ძალიან ფრთხილად უნდა შეირჩეს, რადგან იგი უნდა გახდეს არა მარტო ცნობადი, არამედ - განსხვავებული თავისი კონკურენტებისაგან.

რაც შეეხება სიტყვის აღქმას, იგი ბოლო ეტაპზე დგას და სჭირდება ყველაზე მეტი დრო, ვიდრე - ფორმისა და ფერის აღქმას.

როგორ არის შესაძლებელი ბრენდის მთავარი ატრიბუტები, გავხდეთ ცნობადი და სასურველი ყველასათვის?

თუკი მომხმარებელი იგებს იდეას, აზრს, რომელიც დგას ბრენდის უკან, ეს მეტყველებს PR-ის ეფექტურ მუშაობაზე და ის ბრენდს იოლად აღიქვამს.

ბრენდის ინდივიდუალურობის საფუძველი საკმაოდ მრავალფეროვანია. გამორჩეულობის, განსხვავებულობის მიზეზი შეიძლება იყოს ბრენდის სტრატეგია, ბრენდის პოზიციონირება, მისი არქიტექტურა, სახელწოდება, საკვანძო ფრაზები, საფირმო ნიშნები და ასევე ტექსტის ნიშნები, გრაფიკული ემბლემები, აბსტრაქციები და ა.შ.

ბრენდინგი და მარკეტინგული სტრატეგიის ამოცანები მჭიდრო კავშირშია კომპანიის მისიასთან და მის სტრატეგიულ ხედვასთან.

სავაჭრო ნიშნები გვევლინებიან ერთგვარ, თავისებურ ურთიერთობის ენად კომპანიასა და მომხმარებელს შორის. დაახლოებით, როგორც PR სპეციალისტი გვევლინება მედიატორად, ინფორმაციის გამტანად და კომუნიკაციების მმართველად კომპანიაში.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ბრენდი აიოლებს ადამიანის არჩევანის გაკეთებას, ბრენდინგი ქმნის ეფექტური ბრენდის შექმნის ტექნოლოგიებს, ხოლო PR აყალიბებს და ავითარებს მომხმარებლებთან ეფექტურ კომუნიკაციას და აფართოვებს ბრენდის მიმართ ლოიალურად დამოკიდებული ადამიანების წრეს.

ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად PR სპეციალისტის მიერ ჩასატარებელი სამუშაოები:

  • სწავლობს იმ კულტურას, სადაც ახალმა ბრენდმა უნდა დაიწყოს მუშაობა;

  • იკვლევს ბაზრის მიმართულებებს და, ზოგადად, ხალხს;

  • იკვლევს კომპანიის როლს კომერციულ შესაძლებლობებში;

  • ადგენს სამიზნე ჯგუფებს;

  • ამუშავებს გრძელვადიან ბრენდ - სტრატეგიებს და ქმნის ბრენდის დადებით იმიჯს;

  • ამუშავებს მარკეტინგისა და რეკლამის მენეჯერთან ერთად საკომუნიკაციო სტრატეგიას;

  • ცდილობს კრეატივით დატვირთოს ბრენდი;

  • ქმნის და მართავს კომპანიის რეპუტაციას.

0x01 graphic

10 პიკის საათი - 24/24 ერთი ავტომობილის სტატისტიკა

▲ზევით დაბრუნება


მიუხედავად იმისა, გყავთ თუ არა საკუთარი ავტომობილი, თბილისის ქუჩების მუდმივი საცობი თქვენი ყურადღებისა და ნერვების მიღმა არ დარჩება. დიდი მეგაპოლისებისაგან განსხვავებით, ჩვენს დედაქალაქში საცობი, შეიძლება ითქვას, არ აღიარებს პიკის საათებს და ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ამას ხელს გზების მიმდინარე სარემონტო სამუშაოებიც უწყობს (რა თქმა უნდა, გზის საფარის გაუმჯობესება დიდი სიკეთეა მძღოლებისათვის).

საკმაოდ განვითარდა ახალი მანქანების ბაზარიც, თუმცა, ექსპერტთა შეფასებით, ავტომობილების მთლიანი ბაზრის 90%25-მდე მაინც მეორად მანქანებზე მოდის. ამასთან გააქტიურდა საბანკო სექტორიც. თითქმის ყველა ბანკი მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის განვადებით შეძენის მომსახურებას. ამასთან, ჩვენი საზოგადოების ფსიქოლოგიასა და პრიორიტეტების რიგითობასაც თუ გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება, რატომ მოძრაობს ამდენი ავტომობილი, თან ისე, რომ ვერ განსაზღვროთ როდისაა პიკის საათი.

ოფიციალური მონაცემებით, მარტო 2007 წელს საქართველოში 45 971 მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა 57 ქვეყნიდან. მათ შორის ყველაზე მეტი, რა თქმა უნდა, გერმანიიდან - 18 534 ავტომობილი შემოემატა ქართულ ავტოპარკს.

0x01 graphic

სულ 2000 წლიდან საქართველოში იმპორტირებულ იქნა 177 320 მსუბუქი ავტომობილი. თუმცა აღნიშნული მონაცემის თითქმის ნახევარი ბოლო ორ წელზე მოდის. 2007 წელს 2000 წელთან შედარებით ავტომანქანების იმპორტის მაჩვენებელი 511%25-თაა გაზრდილი. ბოლო 7 წლის მონაცემებით ავტომფლობელების 57%25 გერმანიიდან შემოყვანილი მაქანებით დადიან. სულ აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, საქართველოში მანქანები 113 ქყვეყნიდანაა იმპორტირებული.

ერთი ავტომობილის სტატისტიკა

ვეყნები, საიდანაც მხოლოდ ერთი ავტომობილია შემოყვანილი
(2000-2007წწ)

ქვეყანა

იმპორტირების წელი

ალბანეთი

2006

ალჟირი

2006

ბელიზი

2004

ერაყი

2002

ეთიოპია

2004

იამაიკა

2005

იემენი

2004

ინდოეთი

2005

კუვეიტი

2001

ლიბია

2001

ლუქსემბურგი

2000

მალივი

2006

მალი

2005

ნიგერია

2006

ნიკარაგუა

2002

პორტუგალია

2002

ღაზას სექტორი

2003

სან-მარინო

2001

სომალი

2001

ტაივანი

2006

უნგრეთი

2001

უზბეკეთი

2004

ვატიკანი

2002

ხორვატია

2005

ვეყნების წონა, საიდანაც 2000-2007 წლებში მოხდა მსუბუქი
ავტომობილების იმპორტი საქართველოში

0x01 graphic

11 წარმატებების ისტორიები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნაკლებად ეგონა ლარს ოლსონ სმიტს, რომ თუ იგი ბაზარზე გაიტანდა არაყს სახელად Absolutely pure Vodka, მისი უნიკალური კონცეფციის წყალობით მსოფლიოში აღიარებულ პროდუქტად იქცეოდა.

,,Absolutely pure Vodka, რომლის ყოველ ბოთლსაც ამშვენებს ლარს ოლსონ სმიტის პორტრეტი, იყო ხელნაკეთი, კუსტარულად გამოხდილი არაყი.

0x01 graphic

XIX საუკუნის ბოლოს შვედეთში ლარსმა გამოიგონა არყის გამოხდის რევოლუციური რექტიფიკაციის (განსაკუთრებული გაფილტრვა) მეთოდი, რომელიც დღესაც გამოიყენება აღნიშნული არყის წარმოებაში. შედეგი იყო კრისტალურად სუფთა, მაღალი ხარისხის არაყი.

ბაზარზე გამოტანისას გაჩნდა ასეთი სარეკლამო განცხადებები: აბსოლუტი-შვედეთის ქვეყანა, ვოდკა - ეს უნიკალური არაყი დამზადდა შვედეთის მდიდარ მინდვრებზე მოყვანილი მარცვლებისაგან ცნობილი არაყის გამომხდელის მიერ და მისი წარმოებისას დაცულია 400 წლიანი შვედური ტრადიციები.

0x01 graphic

არაყი წარმოებულია აბსოლუტის სახელით 1879 წლიდან.

მიუხედავდ მისი დიდი ხნის ტრადიციებისა ,Absolutely pure Vodkaთანამედროვე სასმელის სახეს ინარჩუნებს.

0x01 graphic

1979 წელს, როდესაც Absolut Vodka-ს 100 წლის იუბილე შეუსრულდა, შვედეთის სახელმწიფოს კუთვნილმა მონოპოლიურმა ალკოჰოლურმა კომპანიამ გადაწყვიტა Absolutely pure Vodka-ს ექსპორტი აშშში, მაგრამ ამერიკის ბაზრის მესვეურებმა კატეგორიულად მოითხოვეს სახელის შეცვლა Absolut Vodka-ად.

გარდა ამისა, შვედურმა ალკოჰოლურმა კომპანიამ აიყვანა მარკეტოლოგთა ჯგუფი, რომლებსაც დაევალა ახალი ბაზრისათვის ახალი გადაწყვეტილებების მიღება.

0x01 graphic

გადაწყდა, რომ ბოთლის ფორმა იქნებოდა გადამწყვეტი. ერთწლიანი ფიქრისა და კვლევის შემდგომ აბსოლუტის ახალი, გამჭვირვალე, ერთი შეხედვით მარტივი ფორმის ბოთლი იყო, სწორედ ისეთი, რომელიც მას გამოარჩევდა კონკურენტებისაგან და, იმავდროულად, ასოცირებული იქნებოდა კრისტალურად სუფთასთან.

0x01 graphic

შესაბამისად გადაწყდა, რომ სარეკლამო კამპანია უშუალოდ ბოთლის ირგვლივ აწყობილიყო და ნახსენები ყოფილიყო 2-ან 3 -სიტყვიანი წინადადება, რომელიც დაიწყებოდა სიტყვით „აბსოლუტ“.

ამ სტრატეგიის წყალობით 1993 წლისათვის აბსოლუტი გახდა ამერიკის სპირტიანი სასმელების ბაზრის აშკარა ლიდერი და ძვირადღირებული პროდუქტი განკუთვნილი მაღალი კლასის მომხმარებლებისათვის.

0x01 graphic

მალე ალკოჰოლიანი ნაწარმის რეკლამა ტელევიზიით აიკრძალა. თუმცა აბსოლუტის მარკეტოლოგებმა აქაც გამოიჩინეს თავი: მათ მიმართეს ცნობილ ადამიანებს, სთხოვდნენ დაეხატათ აბსოლუტის ბოთლი. ეს პროცესი განსაკუთრებულ მოვლენად იქცეოდა და, რა თქმა უნდა შუქდებოდა მასმედიის საშუალებით. დღესდღეისობით აბსოლუტის სათაო ოფისში ასეთი 3000-ზე მეტი ნახატია.

0x01 graphic

აბსოლუტი მონაწილეობას იღებდა ყველა გამოფენასა თუ კონკურსში მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ხშირად უმაღლეს ჯილდოსაც იმსახურებდა.

0x01 graphic

ამჯერად აბსოლუტის პროდუქტები იყიდება მსოფლიოს 150 ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზრებზე გასვლისას აბსოლუტი არ უხვევს სარეკლამო კამპანიის ჩატარების ძველ კურსს, თუმცა შვედურმა კომპანიამ შეიუმუშავა, სპეციალური ჟურნალები მებითუმეებისათვის, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა შევთავაზოთ ეს არაყი მომხმარებელს და სხვა ინსტრუქციები გამოცდილებისა და ქვეყნის თავისებურებიდან გამომდინარე.

აბსოლუტის მფლობელებს მიაჩნიათ, რომ აბსოლუტი ოპტიმალური არჩევანია.

0x01 graphic

თავისი მრავალწლიანი წარმატებებით აბსოლუტმა დაამტკიცა, რომ ის უფრო მეტია, ვიდრე - უბრალოდ კარგი არაყი: ეს არის იდეა და ვერაფერი შეაჩერებს იდეას, როცა მისი დრო დადგება!

0x01 graphic

Dunkin `Donuts

“Dunkin `Donuts-ი უამრავ ადამიანს უყვარს. კომპანია დაახლოებით 5000 მაღაზიას ფლობს მთელს მსოფლიოში. ამ პატარა მაღაზიებმა ნაკადის სწრაფი ბრუნვით წელიწადში სამი მილიარდი დოლარის შემოსავალი აჩვენეს. Dunkin `Donuts-ი - ბრენდის ცნობილი დასახელებაა.

მისი გლობალური აღიარება, ძლიერი გაყიდვები და ცნობილი ბრენდი ბევრი კომპანიისათვის არის შესაშური.

Dunkin `Donuts-ი ფართო მასებს მისი შეთავაზების სამი უმთავრესი ფაქტორით იზიდავს: ხარისხი, მრავალფეროვნება და ეკონომიურობა.

პირველი - კომპანია ტრაბახობს თავისი ხარისხით, რაც ფუნთუშეულის ბიზნესში სიახლის მანიშნებელია. “Dunkin `Donuts- ი ფუნთუშებს დღეში სულ მცირე 3-ჯერ აცხობს და მისი ყავა მოდუღებიდან უკვე 20 წუთში მოძველებულად მიიჩნევა და მას მაშინვე ღვრიან.

მეორე - Dunkin `Donuts - ი გვთავაზობს მრავალფეროვნებას - ფუნთუშების სახეობას. წლების მანძილზე იგი გარკვეულ ინოვაციებსაც გვთავაზობს, მაგალითად, იყო ფუნთუშების რგოლები, ყავის ახალი გემო (არომატიანი ყავა კოფეინის გარეშე) და ბლითები.

Dunkin `Donuts - ი იმითაც არის ხელსაყრელი, რომ გვთავაზობს თავის ნაწარმს ქუჩების გასწვრივ მარტივად მისაწვდომ ადგილებში.

მესამე- Dunkin `Donuts-ი ეკონომიურია. კომპანიის ფუნთუშების გასინჯვა თითქმის ნებისმიერი ტიპის მომხმარებელს შეუძლია. ამასთან ერთად, მისი ნაწარმი თითქმის ყველა ტიპის მომხმარებელზეა გათვლილი. (Dunkin `Donuts-ის მანქანების გასაჩერებელ ადგილას მერსედესი სატვირთო მანქანის გვერდით დგას).

,,Dunkin `Donuts- მოსწონს ის ფაქტი, რომ იგი „გასართობი“ კომპანიაა.

0x01 graphic

ავიღოთ მისი რეკლამა:

ჭკუამხიარული შესახედაობის ახალგაზრდა, რომელიც ამბობს „დროა მოვამზადოთ ფუნთუშა“. ამ წარმომადგენელს ხშირად აჩვენებენ, თუ როგორ დგება ლოგინიდან საღამურებში გამოწყობილი, რაც ხაზს უსვამს მის ძლიერ სამუშაო ეთიკას - ადგეს დილაადრიან და კარგი, ახალი პროდუქცია მოამზადოს. იგი კომპანიას საკუთარი თავის განსახიერებაში ეხმარება. იგი ბრენდს რეალურ ინდივიდუალურობას ანიჭებს.

როგორც ჩანს, კომპანია კმაყოფილია, რომ ქმნის პროდუქციის გაყიდვის გამჭვირვალე იმიჯს. იგი ახდენს იმ ფაქტის რეკლამირებას, რომ მაღაზია და ბრენდი „სულაც არ არის ფანტაზიის ნაყოფი“. ეს შესაძლოა, მომხმარებლისათვის რაღაც კარგის (ნაკლებად ძვირი) და რაღაც ცუდის (არც თუ მაღალი ხარისხი) ნიშანი იყოს.

NIKE

საზოგადოებისათვის NIKE -ი ყველაზე მეტად ალბათ თავისი სპორტული ფეხსაცმლით არის ცნობილი, მიუხედავად იმისა, რომ იგი სხვა სპორტულ საქონელსაც აწარმოებს, ისეთებს როგორიცაა ტანსაცმელი და აღჭურვილობა.

ამ პროდუქციას ის აწარმოებს არა „ნამდვილი“ ათლეტებისათვის, არამედ ყველა ჩვენგანისათვის ან როგორც NIKE-ს უყვარს თქმა: „ათლეტებისათვის ნებისმიერ ჩვენგანში“. NIKE-ი არ სთავაზობს თავის მომხმარებელს პროფესიონალებად ჩამოყალიბების გამოწვევას - იგი თავის მომხმარებელს სთავაზობს: „უბრალოდ გააკეთე ეს“.

NIKE-ს ინოვაციებით მოაქვს თავი და პროდუქციის თითოელი ახალი სერიის მხარდაჭერისათვის გამოჩენილ ათლეტებს იყენებს. ათლეტები ემსახურებიან მყიდველის დარწმუნებას, რომ სპორტული ფეხსაცმელი მათ უკეთესად წარმოჩენაში დაეხმარებათ.

0x01 graphic

კომპანია ყოველთვის თავისი საქმიანობის გაფართოების ძიებაშია. მას სურს ახალი, ახალგაზრდა მომხმარებლის პროდუქციის სერიაში გადაზრდა, რათა მათ თავისი სამომხმარებლო სიცოცხლე

NIKE-თან ერთად დაიწყონ. მას სურს დოლარების წილი თითოელი მომხმარებლისაგან მიიღოს, ანუ NIKE-ს სურს, რომ თქვენ სულ NIKE-ის ბოტასებით იყოთ შემოსილი

“MARRIOTT

MARRIOTT-ი, მსოფლიოში სტუმართმოყვარეობით სახელგანთქმული კომპანია, გვთავაზობს მრავალფეროვან სასტუმროების ქსელს, რომლებიც უამრავ მომხმარებელს ემსახურება: საოჯახო ბიუჯეტით მოგზაური ოჯახები, მივლინებით გამგზავრებული ბიზნესაღმასრულებლები და ყველა სხვა .

სეგმენტაციის იდეა ყოველთვის არ არსებობდა სასტუმროების ინდუსტრიაში. ადრე სასტუმროების კომპანია გვთავაზობდა თითოეულ ადგილას ერთი ტიპის სასტუმროს, მომსახურების გარკვეულ დონეს. შემდეგ გამოჩნდა MARRIOTT-ი, სასტუმროების ინდუსტრიაში პიონერული სეგმენტაციით. მან დაიმკვიდრა ძლიერი, კარგად ცნობილი ბრენდის სახელი და სურდა ბრენდის კაპიტალით მეტ მომხმარებელს მომსახურებოდა.

MARRIOTT-მა მარკეტინგული კვლევის კონცეფციის ტესტები აწარმოა. მომხმარებელმა კეთილგანწყობის პასუხად კეთილგანწყობითვე უპასუხა, ამიტომ კომპანიამ სასტუმროს დამატებითი ტიპების გახსნას მიჰყო ხელი. Covrtyard by Marriott-ი, MARRIOTT-ის დიდ სასტუმროებთან შედარებით შემცირებული ფასწარმოქმნითა და მომსახურების დონით ხასიათდება და გამიზნულია ხშირად მოგზაურ ბიზნესმენებზე. Fairfield Inns-ი კიდევ უფრო მოკრძალებულად არის შეფასებული, რათა მან მიმართოს მოგზაურებს, რომლებიც კიდევ უფრო მგრძნობიარენი არიან ფასის მიმართ.

0x01 graphic

მოსახერხებელი ადგილმდგომარეობა - ეს არის კიდევ ერთი ატრიბუტი, რომელიც ფასეულობას მატებს მოგზაურთა გასაჩერებელ ადგილს და აძლიერებს MARRIOTT-ის, ბრენდის სახელის აღქმას.

MARRIOTT-მა იმ მოგზაურთა რეალური რაოდენობა განსაზღვრა, რომლებიც მის სასტუმროებში ერთზე მეტი ღამით რჩებიან.

თითოელი სასტუმრო, ეს იქნება მაღალი დონის, თუ შედარებით მოკრძალებული ფასეულობისთვის» გამიზნული, ფლობს მკაფიო დიზაინს და მომსახურების მაღალ ხარისხს - თითეულს საკუთარი ინდივიდუალურობა გააჩნია. და მაინც, ყველა სასტუმრო ერთიანდება MARRIOTT-ის ბრენდის სახელისა და ექსპლუატაციის ჩინებული სტანდარტების ქვეშ.

Motorola

Motorola - ს გლობალური ბრენდირებული მობილური ტელეფონების მიმზიდველი სახელწოდებაა. ეს არის სახელი, რომელიც ადვილად წარმოსათქმელია მსოფლიოს ნებისმეირი მოქალაქისათვის და სახელი, რომელსაც მთელს მსოფლიოში არ აქვს ცუდი და გაუგებარი მნიშვნელობა. ეს არის სახელი, რომელიც მოიცავს Motorola-ს სახელის ნაწილს ძლიერი პოზიტიური ბრენდისა, რომელიც მომხმარებელს კომპანიის მემკვიდრეობას ახსენებს.

0x01 graphic

როგორც “Motorola-ს სარეკლამო ააგენტო “Ogilvy & Mather-ი აცხადებს, „მოტოროლას“ უნდა გამოხატოს იგივე აზრი პროდუქტისა და ბრენდის შესახებ, მაგრამ მას სურს, რომ გააკეთოს ყოველივე ეს ისე, რომ გასაგები იყოს თითოეულ ადგილობრივი ბაზრისათვის.

AFLAC-ის ისტორიის მოგონებებით (სადაც სარეკლამო სააგენტოს შემომქმედები უბრალოდ იმეორებენ სახელს მანამ, სანამ იგი იხვის ყიყინში არ გადაიზრდებოდა), ტაივანელებმა თავის მობილურ ტელეფონს უწოდეს „მოტო“.

მოზარდები მოიცავენ “Motorola”-ს მიზნობრი აუდიტორიას და ამ ჯგუფისთვის გაგზავნილი რეკლამების მანტრა არის ის, რომ რეკლამა უფრო სწრაფი და უხეში გახდეს. უფრო მეტიც, Motorola-ს ტრადიცულ ძალებს, ხარისხის აღქმას მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს.

ამიტომ ისინი ტელეფონებს არჩევენ არა ფუნქციების მიხედვით, არამედ - იმის მიხედვით, „უხდება“ თუ არა იგი მათ ცხოვრებას, ან ითვალისწინებენ შემდეგს: „მე ვარ ეს ტელეფონი?“

Motorola-ს მარკეტინგი კიდევ უფრო მეტ გამოწვევას უცხადებს საკუთარი კომპანიის მენეჯმენტს, რათა მათ იფიქრონ არა ტექნიკურ, ფუნქციურ შესაძლებლობებზე, არამედ უფრო მოდურ აქსესუარებზე, რათა დაეხმარონ მომხმარებელს, რომ მან საკუთარი თავის შესახებ შეძლოს განცხადების გაკეთება.

უკანასკნელ წლებში Motorola-მ თანდათან მოიპოვა წილი საკასო ტერმინალების და შეერთებული შტატების მობილურ ტელეფონების ბაზარზე. მან ხელახლა მოიპოვა ,,ნოკიასთან“ ერთად ლიდერობა აშშ-ს მობილური ტელეფონების ბაზარზე.

Subaru

Subaru” აწარმოებს და აგებს საუკეთესო პროდუქციას -Subaru-ს ავტომობილებს. ექსპერტებს და კრიტიკოსებს მოსწონთ Subaru. მაგალითად, ისინი თავის ხმას Subaru-ს ავტომობილებს აძლევდნენ და თანმიმდევრულად ათავსებდნენ მანქანებსა და მძღოლებს საუკეთესო ათეულში. მფლობელებიც კმაყოფილნი არიან - ისინი განუწყვეტლივ იტყობინებიან, რომ Subaru-ს ავტომობილები მომხმარებლისაგან დიდ კმაყოფილებას იმსახურებენ.

0x01 graphic

Subaru არის შედარებით პატარა, წელიწადში მხოლოდ 180,000 მანქანის გამყიდველი კომპანია, რაც თავისი მაჩვენებლით ბევრად ნაკლებია General Motors- ის მაჩვენებელზე. რიცხვები რომ უფრო პერსპექტიულად აღიქვათ, გაითვალისწინეთ შემდეგი: მაშინ, როდესაც Subaru აშშ-ს საავტომობილო ბაზრის მხოლოდ 1,1%25-იან წილს ფლობს, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში უფრო მეტი Subaruიყიდება, ვიდრე - Acura,Audi-ი, Cadillac- ი, Infiniti - ი, Lexus- , Lincoln - ,Mersedes - , Oldmobile - , ,,Saab - Volvo.

Subaru-ს მენეჯერმა Subaru-ს მფლობელი ინტელიგენტ და დამოუკიდებელ პიროვნებად დაახასიათა. Subaru-ს მფლობელს „ენამოსწრებულის“ დახასიათებაც აქვს მიღებული.

12 ქართული სარეკლამო ბაზარი

▲ზევით დაბრუნება


ბრძოლა მომხმარებლისათვის და ძლიერი კონკურენცია უზურნველყოფს სარეკლამო ბაზრის ზრდასა და კრეატიული სარეკლამო საშუალებების განვითარებას. ბიზნესის მიერ რეკლამაზე გაწეული ხარჯები ყოველდღიურად იზრდება.

2006 წელს მსოფლიო სარეკლამო ბაზარი 4,9%25-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ბრუნვამ 282 მილიარდი დოლარი შეადგინა. ფრანგული ინსტიტუტის BIPE-ის მონაცემების მიხედვით, 2008 წელს რეკლამაზე გაწეული ხარჯები მთელს მსოფლიოში 295 მილიარდ დოლარს მიაღწევს.

უცხოელი სპეციალისტების განმარტებით, 2007 წელს სარეკლამო ბაზრის განვითარების ტემპები უმნიშვნელოდ შემცირდა.

მსოფლიო სარეკლამო ბაზარზე მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ საინტერესოა, თუ რა ტენდენციები იკვეთება საქართულოში. დღეისათვის ბაზარზე 80-მდე სარეკლამო კომპანია საქმიანობს, თუმცა მათი უმრავლესობა მცირე ზომის კომპანიებია.

0x01 graphic

ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც სარეკლამო სააგენტოები აწარმოებენ სარეკლამო კამპანიას. საერთაშორისო ბაზრისაგან განსხვავებით, სადაც კომპანიები სხვადასხვა სფეროს სპეციფიკის მიხედვით იყოფიან, საქართველოში ბაზრის სიმცირის გამო თითოეულ კომპანიას უწევს სარეკლამო კამპანიის დაგეგმვა, განთავსებასა თუ შემოქმედებით მხარეზე ზრუნვა.

სააგენტოები სარეკლამო კამპანიის განხორცილების დროს მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებებს იყენებენ, როგორიცაა ტელევიზია, რადიო, პრესა, გარე რეკლამა და ინტერნეტი.

თუ მსოფლიოს სარეკლამო ბაზარს გადავხედავთ, გამოყენების თვალსაზრისით, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს შორის ყველაზე დიდი წილი ტელევიზიასა და პრესაზე მოდის.

მაგალითად, ესპანეთში ტელევიზია სარეკლამო ბაზრის დაახლოებით 50%25-ს იკავებს, ისევე როგორც იტალიასა და რუსეთში, თუმცა ვერ აღწევს ისეთ სიმაღლეებს, როგორც ლათინური ამერიკის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და ცენტრალური ევროპის ქვეყნებში.

აშშ-ში, იაპონიასა და ჩინეთში ტელევიზიაზე 50%25-ზე ნაკლები მოდის. არიან ქვეყნები, სადაც ტელევიზიის როლი შეზღუდულია, მაგრამ საკმაოდ განვითარებული და დივერსიფიცირებულია პრესა (ჩრდ. ევროპა, გერმანია, ნაკლები ხარისხით დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი). ტელევიზიის შემდეგ, მნიშვნელობის თვალსაზრისით, ბევრ ქვეყანაში მეორე ადგილს პრესა იკავებს. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში, იაპონიასა და ჩინეთში ძირითადად ორიენტირებულნი არიან გაზეთებზე, ხოლო საფრანგეთსა და რუსეთში რეკლამის დიდი წილი ჟურნალებზე მოდის. იტალიაში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში სარეკლამო ინვესტიციები ჟურნალ-გაზეთებზე თანაბრად ნაწილდება.

რაც შეეხება რადიოს, მას აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად გაზარდოს საკუთარი აუდიტორია, თუმცა აქ სერიოზულ პრობლემებს ციფრული ტექნოლოგიის განვითარების მაღალი ტემპი ქმნის.

პერსპექტიულია გარე რეკლამის მომავალი. ასეთი რეკლამა სხვადსხვა კონცეპტუალური მიდგომების გამოყენების სა- შუალებას იძლევა და აქტიური მოსახლეობის ყურადღებას იპყრობს.

უნდა აღინიშნოს, რომ გარე რეკლამა საქართველოშიც საკმაოდ მაღალი ტემპით ვითარდება. საშუალოდ, სარეკლამო ბიუჯეტების 55-65%25 ტელევიზიაზე მოდის, დაახლოებით 15%25 - გარე რეკლამაზე, 10%25- რადიოზე, დანარჩენი კი - პრესაზე.

სარეკლამო ბიზნესის განვი- თარება პირდაპირ კავშირშია მედიის განვითარების მაჩვენებელთან. დღეისათვის ქართულ მედიასივრცეში 10 ტელეკომპანია მოქმედებს. უკვე წამყვანი ტელეარხები ისეთ პროექტებს ყიდულობენ, რომელთა ბიუჯეტები მილიონნახევარ ლარსაც აღწევს. 2006 წლის სარეკლამო ბიუჯეტების ძირითადი ნაწილი ორ წამყვან არხზე გადანაწილდა.

გაიზარდა მოთხოვნა ინტერნეტრეკლამებზე. 2007 წელს ამ სარეკლამო საშუალების წილმა მთლიან ბაზარზე 15.22%25 შეადგინა, ხოლო 2008 წლისთვის ნავარაუდევია 19.25%25-მდე გაზრდა. ბოლო პერიოდში ასევე რეკლამის გავრცელებისათვის გამოიყენება ელექტრონული ფოსტა, რის საშუალებითაც ორიენტირება ხდება მიზნობრივ აუდიტორიაზე.

საქართველოში ყველაზე მსხვილი სარეკლამო შემკვეთები ისეთი მსოფლიო მასშტაბის კომპანიებია, როგორებიცაა: Procter&Gamble, „კოკა-კოლა“ და UNILEVER.

13 დიდი, მარტივი და დასამახსოვრებელი

▲ზევით დაბრუნება


ამის შესახებ ცოტა რამ მაინც სმენია ყველას და მხოლოდ რამოდენიმემ იცის ყველაფერი. ეს რაღაც რეკლამაა! თქვენ რომელ კატეგორიას ეკუთვნით „ყველას“ თუ „რამოდენიმეს“? მიუხედავად იმასა, თუ როგორია თქვენი პასუხი, ალბათ მაინც საინტერესო უნდა იყოს გარე რეკლამა.

და მაინც, როგორ გავაკეთოთ ყველაზე ეფექტური გარე რეკლამა?

0x01 graphic

პასუხი:

გამოიყენეთ 9 ან ნაკლები სიტყვა კარგი გამოსახულებით!

გსურთ მეტი იცოდე? აი, ცოტა მეტიც:

  • გარე რეკლამა უნდა იყოს დიდი!

  • ვიზუალურად უნდა იყოს მარტივად აღსაქმელი;

  • და დასამახსოვრებელი.

წარმოიდგინე:

მიდიხარ თბილისიდან გორში ავტომობილით 90 კმ/სთ სიჩქარით. თვალით ეძებ გასასვლე ადგილს მანქანებს შორის და თან საპატრულო მანქანებსაც აკვირდები.

0x01 graphic

უცებ მარჯვნივ „ბილბორდი“ ჩანს, რომელზეც გაურკვევლად რომელიღაც კომპანიისა და საქონლის რეკლამაა. შენ ცდილობ გაარკვიო რა არის, თვალი დაჟინებით აკვირდება ტესტს, სურათს.. და ისევ პატრული. დიდი, მარტივი, დამამახსოვრებელი. სამი მთავარი კომპონენტი საუკეთესო გარე რეკლამის შესაქმნელად. თუ სამივეს კომპონენტს დააკმაყოფილებ, გმირი ხარ!

და თუ ამას მართლა მიაღწიე, შემდეგ უნდა ჩაჯდე მანქანაში, გაიარო რამდენიმე კილომეტრი და შეხედო იმას, რაც შექმენი... მიხვდე, რომ შენ გმირი ხარ ამ საქმეში.

გარე რეკლამის აღქმას ხშირად მთელი რიგი გარემებები უშლის ხელს.

წარმოგიდგენთ რამდენიმე აზრს, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ გარე რეკლამის დამზადებისას:

  • რეკლამას უფრო მეტად მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან ამჩნევენ.

0x01 graphic

ჩართულია მუსიკა და შეიძლება ამ დროს მობილურ ტელეფონზეც ლაპარაკობნენ (მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონით სასტიკად აკრძალულია). მოკლედ რომ ვთვათ, თქვენ არ გაქვთ აუდიტორიის სრული ყურადღება;

0x01 graphic

  • მძღოლისა და მგზავრის მიზანი არ არის „ბილბორდის“ აღმოჩენა. ხშირად გარე რეკლამა რაღაც გვერდზე ჩამავალი სურათი გონიათ;

  • ის, რაც კარგად ჩანს 5 მეტრის სიმაღლეზე განთავსებული ბილბორდიდან, ალბათ ისევე კარგად არ გამოჩნდება 7 მეტრდან და თან 200 მეტრის დაშორებიდან. ამაზე სამუშაოების დაწყებამდე იფიქრეთ.

ახლა ალბათ გესმით: მომხმარებლის ყურადღება და აღქმა ძალიან მოკლე დროში უნდა მოიპოვოთ.

ეს რეკლამის ისეთი მეთოდია, სადაც სურათი ათას სიტყვაზე მეტად ფასობს. თუ თქვენ ბევრ ტექსტს განათავსებთ, უბრალოდ მას არავინ წაიკითხავს.

გარე რეკლამა ყოველთვის მოთხოვნადია, თუ ის მარტივია და „საყვარელი“. დღევანდელი ინფორმაციით, გადატვირთულ გარემოში ყველაფერი, რასაც აკეთებ უნდა იყოს მარტივი - დაწყებული ტელევიზიიდან და დამთავრებული ვებგვერდით.

გაიხსენეთ Google-ის მთავარი გვედრი. დღეს ამ ზეკომუნიკაციურ მსოფლიოში სულ უფრო რთულია, მიიპყრო ადამიანის ყურადღება.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ხარჯავდეთ ბევრ ფულს სატელევიზიო, რადიო და ბეჭვდით რეკლამაზე, ბილბორდიდან მიღებული და დამახსოვრებული მთავარი „მესიჯი“ უფრო დინამიურს ხდის მთლიან სარეკლამო კამპანიას.

0x01 graphic

ყოველთვის მიაქციეთ ყურადღება ადგილს. ბილბორდების აღქმა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ სად არის იგი განთავსებული. რაც უფრო ხალხმრვალი ადგილია, მით უფრო ძვირია - მეტი მაყურებელი ჰყავს, ანუ ბილბორდმა უნდა მოახდინოს მთავარი მესიჯის და ადგილის ინტეგრაცია...

0x01 graphic

შეგიძლიათ იუმორიც გამოვიყენოთ. ის ყოვეთვის მუშაობს. იუმორზე ხალხი ისაუბრებს. შესაძლოა, გარკეული ფენის სლენგადაც იქცეს. ეცადეთ, ინფორმაცია სასიამოვნო ფორმით მიაწოდოთ. დღეს საქართველოში ხშირად შეხვდებით გაბრაზებულ და აგრესიულ მძღოლებს (სულ ცოტა ქალაქში მუდმივი საცობია).

თეთრ ფონიანი ბილბორდები ღამე კარგად იკითხება, ასევე თეთრი განათებით. კარგი იქნება, თუ მძღოლების პრობლემებსაც შეეხებით. მაგალითად, რიკოთის გვირაბთან ბილბორდზე დაწეროთ: „გშია?“ და „გვირაბის იქით თქვენი რესტორანია“.

როგორ გავიგოთ ბილბორდი ადვილად აღსაქმელია თუ არა? ორი მეთოდი:

1. როდესაც დიზაინი მზადაა, ჩაატარეთ ტესტები. ოფისის პირობებში ჩაატარეთ იმიტაცია და სცადეთ განათავსოთ და შეხედოთ ისე, როგორც ეს სინამდვილეში იქნება.

2. ჯერ სურათი გადაუღეთ იმ ადგილს, სადაც აპირებთ ბილბორდის განთავსებას და შემდეგ დაიწყოს კრეატიულმა ჯგუფმა დიზაინზე მუშაობა. შეგიძლიათ ორივე მეთოდი გამოიყენოთ.

გახსოვდეთ! დიდი, დამამახსოვრებელი და მარტივი. როგორც იტყვიან, - ყველაფერი მარტივი გენიალურიაო.

რამე სხვა აზრი გაქვთ?

14 დამქირავებლის პოზიციები იმერეთის რეგიონში

▲ზევით დაბრუნება


„საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისთა ასოცაცია“ სწავლობს შრომის ბაზრის განვითარების ხარისხს საქართველოში. პროექტის „მომავალი სიღარიბის გარეშე“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში, სადაც განსაკუთრებულად პრობლემატურია დასაქმება, შესწავლილ იქნა 600 საწარმო.

კვლევის მიზანს წარმოადგენდა: მაღალი უმუშევრობის მაჩვენებლის მქონე რეგიონის შრომის ბაზრის შესწავლა, შრომის ბაზრის მოთხოვნების დადგენა კონკრეტულ პროფესიებზე და უნარ-ჩვევებზე, ქალების დასაქმების შესაძლებლობები და დაბრკოლებები.

სამუშაო ადგილებზე მოთხოვნა იმერეთის რეგიონში

მოთხოვნა

%25

ბუღალტერი

11.8

ეკონომისტი

2.0

იურისტი

2.0

მდივანი

3.9

ადმინისტრატორი

2.0

მზარეული

2.0

მიმტანი

7.8

დამლაგებელი

3.9

გამყიდველი

13.7

მუშა (ფიზიკური შრომა)

9.7

სხვა, მიუთითეთ

41.2

საქართველოს სტატისტიკის მონაცემების თანახმად, 1998 წელს საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობა შეადგენდა 4,5049 მილიონს. აქედან აქტიური მოსახლეობა, ანუ სამუშაო ძალა იყო 2,076 მილონი. 2006 წელს მოსახლობა შემცირდა 4,4013 მილიონამდე, შესამაბისად 1%25-ით შემცირდა აქტიური მოსახლობაც.

1998 წლიდან 2006 წლამდე მომუშავეთა და აქტიურ მოსახლეთა რაოდენობა იცვლება პროპორციულად, ანუ იმ პერიოდში, როდესაც იზრდება დასაქმებულთა რიცხვი, იზრდება აქტიური მოსახლეობის რიცხოვნობაც. აქედან გამომდინარე უმუშევრობის დონე შრომის ბაზარზე საშუალოდ 15-16%25-მდე მერყეობს.

რაოდენობრივი კვლევა განხორციელდა იმერეთის რეგიონში არსებული საწარმოების გამოკითხვის გზით სტრუქტურიზებული კითხვარის გამოყენების მეშვეობით.

გამოკითხული საწარმოების ძირითადი ნაწილი დაკავებულია ვაჭრობისა (52%25) და მომსახურების სფეროში (42%25). გადამამუშავებელ მრეწველობის სექტორში კი გამოკითხულთაგან მხოლდ 9 საწარმო ფუნქციონირებს.

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ერთ საწარმოში საშულაოდ 9 ადამიანი მუშაობს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში დასაქმებულთა რიცხვი გაიზარდა 86 საწარმოში, ხოლო შემცირდა 35-ში, დანარჩენ საწარმოებში კი მომუშავეთა ცვლილება არ მომხდარა.

გამოკითხულ ორგანიზაციებში მომუშავეთა ასაკის განსაზღვრისას გამოჩნდა, რომ საწარმოების უმეტესობაში დასაქმებულთა საშულაო ასაკი არის 31-50 წელი. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ თანამშრომელთა დაქირავება ხორციელდება გარკევული კრიტერიუმების საფუძველზე (პრიორიტეტების მიხედვით).

დამქირავებლების 44%25 თავად ირჩევს კანდიდატს ახლობლების წრიდან, ხოლო 17%25-მდე ითვალისწინებს ნაცნობის პირად რეკომენდაციას თხოვნას. ვაკანსიის თაობაზე განცხადების გამოქვეყნებას პრიორიტეტს ანიჭებს გამოკითხულთა მხოლოდ 16%25.

სახელმწიფო და კერძო სექტორში დასაქმებულთა დინამიკა

0x01 graphic

კვლევის პეროდისათვის გამოკითხული საწარმოების მხოლოდ 6%25-ს ჰქონდა გამოცხადებული ვაკანსია. ჩამოთვლილი ვაკანსიებიდან ყველაზე მაღალი მოთხოვნა არის გამყიდველის პოზიციაზე. თითქმის ასეთივე მაღალი მოთხოვნა აქვს ბუღალტრის სპეციალობაზე (შესაბამისად 23%25 და 20%25).

კითხვაზე თუ „რა განაპირობებს საქართველოში საჭირო კვალიფიკაციის კადრების მოძიების სირთულეს?“ - მოსაზრებები თითქმის თანაბრად განაწილდა. 32%25 თვლის, რომ კადრებს არ აქვთ საკმარისი გამოცდილება, 27%25-ის აზრით, შესაბამისი პროფესიული განათლების დონეა დაბალი. რესპოდენტების 26%25 ფიქრობს, რომ პრობლემა კვალიფიკაციის ამაღლების დაბალი ხელმისაწვდომობითაა განპირობებული.

კვლევის ერთ-ერთ მიზანს საწარმოების სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის შესწავლაც წარმოადგენდა. 2006 წლის დასაქმების პროგრამაში მონაწილეობა მიიღო რესპონდენტთა მხოლოდ 7%25-მა (39 საწარმო).

2007 წელს დასაქმების პროგრამაში მონაწილეთა ხვედრითი წილი კიდევ უფრო მცირდება (სულ 6 საწარმო), თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ კვლევა მიმდინარეობდა 2007 წლის ოქტომბერ-ნოემბერში.

ამ პერიოდში ჯერ არ იყო დაწყებული დასაქმების საპრეზიდენტო პროგრამა 2007-2008. 2006 წლის დასაქმების პროგრამით გამოკითხულ საწარმოებში დასაქმდა 417 ადამიანი, თუმცა დასაქმებულების მხოლოდ 7%25 განაგრძობს მუშაობას.

უმუშევრობის დონე (პროცენტებში)

0x01 graphic

15 ტური პარიზში

▲ზევით დაბრუნება


გამგზავრება გადაწყვიტეთ? მაშინ წინასწარ შეადგინეთ პარიზში ღირსშესანიშნაობების სია.

საშობაო შვებულების გატარება მრავალნაირადაა შესაძლებელი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ალტერნატივები ნამდვილად მრვალია, თუმცა ალბათ პარიზი მაინც გამორჩეული და განსხვებულია - არც თუ ისე დიდი ქალაქი უძველესი ისტორიითა და თანამედროვეობის ცენტრის სტატუსით. პარიზი ყველასათვის მოდისა და ხელოვნების აკვანია, თუმცა, როდესაც სამოგზაუროდ მიდიხართ, ძვირადღირებული საბრენდო მაღაზიების გრძელი ქუჩების გარდა, ნამდვილად ძალიან ბევრი რამ არის სანახავი.

0x01 graphic

თბილისიდან პარიში გამგზავრება და უკან დაბრუნება დაახლოებით 700 დოლარი დაგიჯდებათ, თუმცა მანამდე საკონსულოში მისვლა და ვიზის მიღება არ დაგავიწყდეთ. პარიზში სასტუმროების არჩევანი ნამდვილად ძალიან დიდია, ძალიან ძვირადღირებულიც და საშუალო ფასიანიც. თუ მაინცდამაინც სასტუმროში არ აპირებთ შვებულების გატარებას

0x01 graphic

და სანახაობების დათვალიერებას გეგმავთ, 3 ან 4 ვარსკვლავიანი სასტუმროც მშვენიერია. უკეთესია, თუ სასტუმროს ცენტრალურ უბანში შეარჩევთ - ასე ფეხით შეძლებთ საინტერესო ადგილების მონახულებას. ასეთი სასტუმრო დაახლოებით დღეში 80-დან 120 ევრომდე ღირს.

პარიზში ძალიან ადვილია მეტროთი გადაადგილება. ასევე მარშუტებში თუ კარგად ერკვევით და ორიენტაციაც კარგი გაქვთ, ავტობუსებითაც შეგიძლიათ იმოგზაუროთ, თუმცა ყველაზე მარტივი და, შესაბამისად, ყველაზე ძვირი ტაქსებით გადაადგილება დაგიჯდებათ. იმის გათვალისიწიენბით, რომ პარიზი სულ რაღაც 10 კილომეტრის რადიუსზეა გადაჭიმული, ყველაზე გრძლი მარშუტი. ქალაქის შიგნით 10 ევრომდე დაგიჯდებათ.

0x01 graphic

თუ თქვენ დროში შეზღუდული ხართ, და ეს ყოველთვის ესეა როდესაც სამოგზაუროდ მიდიხართ და მით უმეტეს პარიზში, აუცილებელია, წინასწარ განსაზღვროთ, რა უნდა ნახოთ - ეს აუცილებელია!.

ლუვრი - იმის ილუზია ნამდვილად არ უნდა გქონდეთ, რომ ლუვრს თქვენ 1 დღეში შემოივლით. ხელოვნების ზოგიერთი მოყვარულის აზრით წელიწადიც კი არ არის საკმარისი ყველა ექსპონენტი რომ საფუძვლიანად დაათვალიეროთ და შეირგძნოთ. თუმცა ერთი დღის განვმალობაში კარგი გიდის თანხლებით ძირითადი დარბაზების მონახულებას აუცლებლად შეძლებთ. არ დაგავიწყდეთ დავინჩის „მონალიზას“ მონახულება და მისი ფარული ღიმილის შეფასება ორიგინალში. ერთდღიანი ვიზიტი ლუვრში 40 ევრო ღირს.

0x01 graphic

-ორსეს მუზეუმი აუცილებლად უნდა მოინახულოთ, თუ თქვენ იმპრესიონისტების თაყვანისმცემელი ბრძანდებით. დეგა, მონე, რენუარი და სხვა ძალიან ბევრი გენიალური ავტორების ხელოვნების შედევრების ორიგინალებს შეხვდებით. შესასვლელი ბილეთის ფასი კი მხოლოდ 12 ევროა.

0x01 graphic

პარიზში ვიზიტი ხომ წარმოუდგენელია, თუ არ გაისეირნებთ - ელისეის მინდვრებზე და არ აუყვებით გზას ტრიუმფალურ თაღამდე. ტრიუმფალური თაღი ნაპოლეონის პერიოდში აიგო გამარჯვებული ჯარისკაცების ტრიუმფალური ცერემონიალებისათვის. და, რაც ყველაზე მთავარია, ეს სანახაობა აბსოლუტურად უფასო იქნება და მხოლოდ კარგი ჯანმრთელობაა საჭირო (ფეხით ბევრი რომ იაროთ).

სანამ ელისეის მინდვრებს აუყვებოდეთ, არ დაგავიწყდეთ პარიზის სიმბლოს - ეიფელის კოშკის მონახულება. ამ გრანდიოზული სანახაობის ესტეთიური მხარის შესახებ განსხვავებული აზრები მუსირებს - ზოგი აღფრთოვანებულია, ზოგი კი ეჭვის თვალით უყურებს მის არქიტექტორულ ღირებულებას.

0x01 graphic

ალბათ საინტერესოა იმის გაგება, რომ ეს ნაგებობა თადაპირველად დროებით აიგო 1898 წელს და არავინ გეგმავდა მის გრძელვადიან პერიოდში დატოვებას. მიზეზეზი კი „უნივერსალური საერთაშორისო გამოფენა“ გახლდათ, რომელიც საფრანგეთის რევოლუციას ეძღვნებოდა. დღეს კი ფაქტია, რომ ეიფელის კოშკი მსიოფლიოში ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ადგილად ითვლება.

0x01 graphic

აი, ზოგოერთი საინტერესო ფაქტი: 1898 წლიდან მოყოლებული დღემდე კოშკი 236 445 812 ტურისტმა მოინახულა, 2007-ში კი - 6 822 000-მა; ეიფელის კოშკის მშენებლობა 2 წელი, 2 თვესა და 5 დღეს გრძელდებოდა; მისი წონაა 10 100 ტონა და სიმაღლე - 324 მეტრი. ეიფელის კოშკის ბოლო სართულიდან საუცხოო ხედი იშლება მთელს პარიზზე. სულ მუშოაბს 3 ლიფტი და არის ასევე კიბეები. თუ თქვენ ლიფტით ასვლა გაქვთ განზრახული (მერწმუნეთ ასე ჯობია), ყურადღება მიაქციეთ, რომ კიბეებით ასასვლელის რიგში არ დგახართ (რიგები კი ყველა სეზონზე ძალიან, ძალიან გრძელია). კოშკის დათვალიერების საფასური 12 ევროა.

0x01 graphic

თუ გსურთ პარიზის ძირითად სანახაობებზე თვალის შევლება, მაშინ შეგიძლიათ გემით გაისირნოთ სენაზე. ამ ერთსაათიანი ექსკურსიის ღირებულება მხოლოდ 10 ევროა.

0x01 graphic

რიზის ღვთისმშობლის რი თავისი არქიტეტურული ღირსებებისა და ევროპის ყველაზე მაღალი ტაძრის სტატუსის გარდა, ვიქტორ ჰიუგოს რომანითაა ცნობილი - სწორედ აქ ითხოვა თავშესაფარი ესმარალდამ. ამ, მართლაც რომ ღირშესანიშნავი ადგილის დათვალიერება უფასოა.

მონ-რტი პარიზის შემაღლებულ ადგილზეა განთავსებული. აქ ადრე სწორედ ის მხატვრები ქმნიდნენ შედევრებს, რომლეთა ნამუშევრებიც უკვე დორესეს მუზეუმშია გამოფენილი. ძლიან მცირე ზომის მოედანზე მხატვრები ტურისტებს პორტრეტების შემქნას სთავაზობენ. თუ თქვენ მონ-მარტიდან სუვენირად საკუთარი პორტერეტის ანდა კარიკატურის წამოღება გსურთ, ეს სიამოვნება 30-დან 50 ევრომდე დაგიჯდებათ. აქვე, ქუჩებზე სუვენირების უამრავი მაღაზიაა განთავსებული.

0x01 graphic

მულენ რუჟი - პარიზის ცნობილი და ყველაზე ძველი კაბარე. ვიზიტი ელიტარული ვახშმით იწყება. ჩაცმის ეტიკეტი აუცილებლად უნდა დაიცვათ - ქალბატონებისათვის საღამოს კაბა, მამაკაცებისათვის კი პიჯაკი - უბრალოდ სავალდებულოა. ვახშმის შემდეგ შოუ იწყება! შამპანიურის სასმისით ხელში შეგიძლიად დატკბეთ მსუბუქად ეროტიული ხასიათის ესთეტიური სანახობით, გასართობი ნომრებითა და ფრანგული კანკანით. ღირებულებას რაც შეეხება, ამ ყველაფრის სანახავად ერთ პერსონას დაახლოებით 150 ევროს გადახდა მოუწევს.

0x01 graphic

დისნეილენდი - პარიზის გარეთ განათვასებული ყველაზე არაფრანგული, ყველაზე არაევროპული პარკი, სადაც შეგიძლიათ დაბრუნდეთ ბავშვობაში და არნახული დრო გაატაროთ. უფრო მეტიც, აქ ნახავთ ისეთ ატრაქციონებს, სადაც პატარებისათვის შესვლა აკრძალულია.

0x01 graphic

ცუდი არაფერი იფიქროთ, უბრალოდ ძალიან ექსტრემალურებია პატარა ბავშებისათვის ან იმ უფროსებისათვის, რომლებსაც გული ან ხერხემალი აწუხებთ დიდი რისკის ქვეშ დგანან. უამრავი სანახაობა, უამარავი ატრაქციონი სხვადსხვა გემოვნებისა და შესაძლებლობის (ფიზიკური) მქონე ადამიანებისათვის. თქვენ აქ უბრალოდ კარგად გაერთობით, რისთვისაც,

სულ მცირე, ერთი თავისუფალი დღე და 45 ევრო დაგჭირდებათ (შესასველი ბილეთის ფასი, რომლითაც ნებისმიერ ატრაქციონს ნებისმიერი რაოდენობით შეგიძლიად მიაკითხოთ). და კიდევ ძალიან, ძალიან ბევრი სანახაობა და ღისრშესანიშნაობა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ნებისმიერი მოგზაურობის დრო შეზღუდულია და ამიტომ, პირველ ყოვლისა, ის ადგილები უნდა მოინახულოთ, რომლიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ და გიზიდავთ!

0x01 graphic

16 მომსახურება ქართულად

▲ზევით დაბრუნება


დიდი ხნის ნანატრი ოცნება ამიხდა - ბიზნესლანჩზე მიმიწვიეს უცხოელმა ინვესტორებმა. წარმოგიდგენიათ?! - ბიზნესლანჩზე. უმაღლესი კლასის რესტორანი, დახვეწილი ადამიანები, სამომავლოდ ახალი პროექტის პერსპექტივა - ღმერთო, შესანიშნავად უნდა გამოვიყურებოდე! ახლავე უნდა წავიდე ახალი სამოსის შესაძენად.

„ტაქსი! თუ შეიძლება აღმაშენებლის გამზირზე!“ ვიკავებ ადგილს და ვცდილობ წარმო-ვიდგინო, ხვალ როგორ ჩაივლის პირველი გამოცდა. უცებ, ფიქრებიდან მწყვეტს კომუნიკაბელური მძღოლი და გულისტკივის მიზიარებს, რომ ახლა მუშაობს ტაქსისს მძღოლად, თორემ ორი უმაღლესი აქვს დამთავრებული, თანაც რუსეთში. რა თქმა უნდა, ყველაფერში მთავრობაა დამნაშავე. ამასობაში მივუახლოვდი ერთ-ერთ მაღაზიას. დავემშვიდობე თანამოსაუბრეს და შევუდექი „შოპინგს“.

მაღაზიის გამყიდველმა ყურადღება, რატომღაც, საერთოდ არ მომაქცია. „არა, გულჩათხრობილი გამყიდველი განწყობას ვერ გამიფუჭებს,“ - გავამხნევე საკუთარი თავი და გადავწყვიტე შერჩეული პიჯაკის მორგება. ჩემდა გასაოცრად, ცივი უარი მივიღე - „მყიდველი არ ჩანხარ, ვერ მოგაზომებო“.

ის მაღაზია დაუყოვნებლივ დავტოვე და ძალიან ვინანე გადაწყვეტილების შესახებ - იქ არ უნდა შევსულიყავი! მაგრამ საიდან უნდა მივხედრილიყავი თუ ასე „მომემსახურებოდნენ“ (უფრო სწორად, არ მომემსახურებოდნენ).

„მაინც რა არ მოეწონა იმ გამყიდველს ჩემი? ძველი პიჯაკით ხომ არ წავიდე ხვალ ლანჩზე? რატომ მუშაობენ ასეთ ადგილებში აბსოლუტურად არაკომუნიკაბელური ადამიანები? რატომ დაკარგეს კლიენტი?“

„მე ძლიერი ვარ, ხვალინდელ დღეზე უნდა ვიფიქრო, განსაკუთრებულად უნდა გამოვიყურებოდე, თავდაჯერებულობაში კი სწორედ ახალი სამოსი დამეხმარება,“ - შევახსენე საკუთარ თავს და მეორე „ბუტიკის“ კარი შევაღე.

აქ რადიკალურად განსხვავებული სურათი დამხვდა. კერძოდ, ერთ-ერთი კონსულტანტი გოგონა შესვლისთანავე მომიახლოვდა და დაინტერესდა, თუ რამ შემაწუხა. მან სათითაოდ შემომთავაზა მაღაზიაში არსებული თითქმის ყველა, გოგოს თუ ბიჭის სამოსი. „რას გადამეკიდა ეს გოგო? რატომ მაყენებს უხერხულ მდგომარეობაში? გაბრიყვებას მიპირებს, თუ მუშაობის ასეთი სტილი აქვს? დამცინის, თუ მართლა ფიქრობს, რომ 5 ზომით დიდი პიჯაკი მომიხდება?“ - სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.

შემდეგ იყო ერთმანეთის მსგავსი მაღაზიები ყალბი ღიმილით ან სრული იგნორირებით და მხოლოდ ჩვენეული, სპეციფიური მომსახურების კულტურით.

„რატომ გვჭირს ორი უკიდურესობა ქართველებს? ნუთუ ასე ძნელია მომხმრებლის ნორმალური მომსახურება? თუკი განვითარებულ ქვეყანაში მხოლოდ დათვალიერების მიზნითაც არ შეგრცხვება მაღაზიაში შესვლა, აქ ყიდვისათვის განწყობილ ადამიანს რატომ გადაგაფიქრებენ ხოლმე შესყიდვას?“

მთელი გზა ქართულ მომსახურების ნიუანსებზე ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ საქართველოში საზოგადოება სამუშაოების რანჟირებას ახდენს მათი პრესტიჟულობის მიხედვით და ამ იერარქიაში მომსახურების სფერო ალბათ ბოლო ადგილზეა.

ამიტომაც ალაბთ ამ ადამიანებს ეთაკილებათ თავიანთი საქმის კეთება. ყოველთვის ამართლებენ თავიანთ ამჟამინდელ სამუშაოს: - „ცხოვრებამ მოიტანა, თორემ მე დღეს ამას უნდა ვაკეთებდე?!“. საკუთარი თავით გამოწვეული დისკომფორტი ადამიანებს აგრესიულად განაწყობს.

მაგალითისთვის მოვიყვანოთ ასისტენტი გოგონა, რომელსაც ბანკში CV დაუწუნეს. მას რომ ჰკითხოთ, დროებით არის აქ. უფროსი ავალდებულებს იყოს გულისხმიერი და ღიმილიანი მომხმარებელთან ურთიერთობისას. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მისი ღიმილი გულწრფელია? ის ავალდებულებს თავის თავს ე.წ. ფულის შოვნისთვის და იმედი აქვს მომავალში უკეთეს სამსახურს იშოვის...

ჩემმა „შოპინგმა“ აქტუალური გახადა კითხვა: „სად გადის ზღვარი საყოველთაოდ განთქმულ ქართულ სტუმარმასპინძლობასა და ეფექტიან მომსახურებას შორის?“

17 მომხმარებელი ბატონობს!

▲ზევით დაბრუნება


ქართველ ბიზნესმენთა 72 პროცენტისათვის გაყიდვების გარზდა ერთ-ერთი პრიორიტეტული გამოწვევაა. ძალინ ბევრი მცირე და საშუალო ზომის კომპანიის მგლობელი კი თვლის, რომ გაყიდვების გაზრდა მხოლოდ ძვირადღირებული სარეკლამო კამპანიის საშუალებითაა შესაძლებელი, მაგრამ სწორი მენეჯერული გადაწყევტილება, მომსახურების მაღალი დონე გააზრებულ სტრატეგიასთან ერთად აუცილებლად უზურნველყოფს თქვენი ბიზნესის წარმატებას!

თუ გსურთ გაყიდვების გაზრდა მაშინ იზრუნეთ არა იმდენად ახალი მომხმარებლის მოზიდვაზე, არამედ მოახდინეთ ზეგავლენა არსებულ კლიენტზე, იყიდოს მეტი!

გახსოვდეთ, როდესაც ბაზარზე ბევრია მიმწოდებელი, გაყიდვების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ თქვენ გყავთ ერთგული მომხმარებელი!

0x01 graphic

ყიდვების ზრდის 6 გზ:

1. აამუშვეთ ყიდვების მოტივციის პროგრ!

  • მიეცით გამყიდველს/მაღაზიას მიზეზი, რომ მან ბევრი, ძალიან ბევრი იმუშაოს და გაყიდოს უფრო მეტი;

  • თქვენი ბიზნესი მისი მუშაობის შედეგებზეა დამოკიდებული!

  • აჩუქეთ მას ტელევიზორი, ტელეფონი ან სხვა რამ, თუ იგი ნ ლარზე მეტი ღირებულების პროდუქციას გაყიდის!

0x01 graphic

2. ფსეილები

  • უბრალოდ კარგი ასორტიმენტი საკმარისი არ არის!

  • აუცილებელია მომხმარებლის დარწმუნება, რომ იგი, დამატებითი პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში, უფრო მეტ სარგებელს მიიღებს!

3. მიწოდე მომხმრებელს შიდ ინფორმცი!

  • თუ გეგმავთ ფასდაკლებას, ანდა სხვა „პრომო აქციას“ უახლოეს მომავალში, უთხარით ეს მომხმარებელს:

  • ის აუცილებლად დაბრუნდება;

  • ის დახარჯავს უფრო მეტს;

  • ის მოიყვანს თავის ნაცნობებსა და მეგობრებს.

4. სხვვე მომხმრებელი!

  • რეგულარული მომხმარებელი უნდა გრძნობდეს, რომ მას განსხვავებულად ექცევიან და რომ თქვენ აღიარებთ მის ფასეულობას!

  • სამომხმარებლო ერთგულებას ვერ შექმნით, თუ არ გამოარჩიეთ ერთგულები!

  • შესთავაზეთ ფასდაკლებები, შეღავათები, იცოდეთ მათი სახელები!

5. აარიგეთ უფსო ნიმუშები!

  • თუ თქვენს მიერ შეთავაზებული პროდუქტის ტიპი გაძლევთ ამის საშუალებას - უფასო ნიმუშები საუკეთესო რეკლამაა!

  • მომხმარებელი აუცილებლად გასინჯავს პროდუქტს, ხოლო თუ მოეწონა, იყიდის!

ის აუცილებლად გაუზიარებს ნაცნობებს თავის აზრს.

6. მომხმრებლისთვის ყიდვის პროცესი დვილი უნდიყოს!

  • შეამცირეთ ფურცლებისა და ფორმების რაოდენობა, მიიღეთ ინფორმაცია ტელეფონით; აარიდეთ გრძელ რიგებს და ა.შ!

მუდამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ბიზნესი არ იარსებებდა მომხმარებლის გარეშე. თუ თქვენ უკვე გყავთ მომხმარებელი, უნდა გქონდეთ მომხმარებლის მომსახურების გამართული სისტემა. დღეს მომხმარებელს აქვს ყველაზე დიდი არჩევანი ვიდრე ოდესმე. შესაბამისად ის ნაკლებად ლოიალურია. მომხმრებელს სურს მიიღოს პროდუქტი უფრო სწარფად და უფრო იაფად.

0x01 graphic

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გქონდეთ უნარი, შეინარჩუნოთ მომხმარებელი და ბიზნესი ააგოთ განმეორებით ყიდვაზე. ესე იგი თქვენ გჭირდებათ მომხმარებლის მომსახურების კარგი სისტემა!

მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა არის ისეთი ტიპის მომსახურება, რომელსაც მიმწოდებელი უწევს კლიენტს ყიდვამდე, ყიდვის პროცესში და ყიდვის შემდეგ.

ზე მოკიდებული მომსხურების რისხი?

1. ორგნიზციის ხელმძღვნელობის მიერ დგენილი ინსტრუქციები/პოლიტიკროგორ უნდ როგორ უნდმოვექცეთ მომხმრებელს;

2. კვლიფიციური ტრენინგებული პერსონლი (მხოლოდ ღიმილით მომხმრებელს ვერ მოიზიდვთ!);

3. პერსონლის მოკიდებულებორგნიზციის მიმრთ!

ძირითდი წესები:

1. ყოველთვის უპასუხეთ ტელეფონს და არ აგრძნობინოთ მომხმარებელს, როგორ მოგაბეზრათ თავი უაზრო შეკითხვებით

2. ნუ შეპირდებით იმას, რასაც იცით, რომ არ ან ვერ შეასრულებთ, თუნდაც იცოდეთ, რომ თუ არ შეპირდებით, მას დაკარგავთ!

3. ყურადღებით (და არა ფორმალურად) მოუსმინეთ მომხმარებელს!

4. ყურადღებით მოეპყარით მომხმარებლის საჩივარს - ეს ხომ რეკომენდაციაა, თუ რა უნდა გამოასწოროთ?!

5. იყავით ზომიერად ყურადღებიანი და მიაწოდეთ საჭირო ინფორმაცია თუნდაც იცოდეთ, რომ მომხმარებელი არ აპირებს ყიდვას დღეს. ხვალ შესაძლოა ის დაბრუნდეს!

6. მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი პერსონალი კარგად ფლობდეს ინფორმაციას გასაყიდი პროდუქტის შესახებ, არ იშურებდეს მას მომხმარებლისათვის და იჩენდეს ყურადღებას!

0x01 graphic

კიდევ 6 ხერხი, რომელიც ხელს შეგიწყობთ ერთი პოტენციური კლიენტი აქციოთ მომხმარებლად.

1. ისროლეთ რგი რკეტინგული მესიჯი!

  • განუმარტეთ მომხმარებელს რა პრობლემას მოუგვარებს ან რა სარგებლობას მიიღებს პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში!

  • მომხმარებელს უნდა შეექმნას ნათელი წარმოდგენა რას აკეთებთ და რატომ უნდა შეაჩეროს არჩევანი თქვენზე;

2. მიეცით მიზეზი, რომ თქვენთ მოვიდნენ!

  • იმისათვის, რომ გაყიდოთ ჯერ უნდა მოვიდნენ თქვენთან!

  • შესთავაზეთ გრძელვადიანი ფასდაკლებები ან კუპონები.

  • შესთავაზეთ სხვადასხვა აქციები. მაგ. თუ მომხმარებლები 1 თვის განმავლობაში იყიდიან X ლარის ღირებულების პროდუქციას, ისინი მიიღბენ საჩუქარს საფირმო საათს ან კალენდარს.

0x01 graphic

3. ააწესეთ სი სეულობის ფუძველზე!

  • გაყიდეთ აღქმული ფასეულობით და არა ფასით!

  • არ აქვს მნიშვნელობა თქვენი პროექტი იყიდება 19 ლარად, თუ - 19 000 ლარად;

  • მომხმარებელი, რომელიც იხდის შესაბამის თანხას, ნათლად აღიქვამს, რაში გამოადგება პროდუქტი და რა ფასეულობას ატარებს იგი;

  • გამოიყენეთ ნებისმიერი საშუალება და აჩვენეთ როგორ გაუმჯობესდება მათი მდგომარეობა, თუ მოიხმარს თქვენს პროდუქტს (და არ გააკეთოთ აქცენტი სიიაფეზე და საბითუმო ფასზე).

4. მოიპოვეთ ნდობ

  • ადამიანები ყიდულობენე იმ მაღაზიაში, იმ მწარმოებლისგან რომელსაც იცნობენ და ენდობიან;

  • მიუხედავად იმისა თქვენ ბიზნესში ხართ 1 თვე თუ 5 წელი, მხარდაჭერა, ყურადღება და გულისხმიერება ნდობის მოპოვების საუკეთესო გზაა.

5. იწყეთ უბრი, შექმნ შესძლებლობები!

  • იმისათვის, რომ პოტენციურმა მომხმარებელმა იყოდის, თქვენ უნდა გაარკვიოთ რა სურთ და სჭირდებათ მათ;

  • დაუსვით კითხვები და მიეცით საშუალება, გაგიზიარონ საკუთარი საჭიროებები. ამის შემდეგ კი შესთავაზეთ შესაბამისი პროდუქტი!

0x01 graphic

6. ააღვივეთ ყიდვის უდებლობის შეგრძნებ!

  • გიდი ისეთი პროდუქტის ყიდვა, რომელიც გჭირდებათ ან გსურთ??? ალბათ საკმაოდ ხშირად.

  • როგორ ვიმოქმედოთ მომხმარებელზე რომ მან არ გააჭიანუროს ყიდვა?

  • მიეცით პოტენციურ კლიენტს ნათელი დირექტივა, მიაწოდეთ მეტი არგუმენტი თუ რატომ უნდა იყიდოს ახლა.

  • ყველა არ იყიდის იმწამსვე, მაგრამ ბევრი ძალიან მალე დაბრუნდება ყიდვის განსახორციელებლად.

როგორ შევმციროთ ყიდვები? ძირითდი შეცდომები:

  • უყურადღებოდ მოსმენა;

  • ზედმეტად ბევრი პროდუქტის შეთავაზება - „გადაჭარბებული გაყიდვები“;

  • გაყიდვების მოუმზადებელი პერსონალი;

  • პირდაპირ გაყიდვებზე გადასვლა (წინასწარი ალტერნატივების შეთავაზებისა და ინფორმაციის გაუცვლელად);

  • წიგნის შეფასება მისი ყდით;

  • გაყიდვის პროცესში დაშვებული შეცდომები;

  • ლიდერია მომხმარებელი და არა გამყიდველი (ძირითადად შეკითხვებს სვამს მხოლოდ მყიდველი);

  • გამყიდველი საუბრობს გადაჭარბებულად ბევრს, ხშირად უსაგნოდ;

  • გამყიდველი მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას, რომელიც მას საერთოდ არ აინტერესებს ან/და არ არის არგუმენტის ძალის მატარებელი;

  • „ტურისტი მომხმარებლის“ უგულებელყოფა.

გაყიდვების კარგი პერსონალი ყოველთვის ადექვატურად აფასებს მომხმრებლის ტიპს და, შესაბამისად, სთავაზობს მას პროდუტსა თუ მომსახურებას. მომხმრებელები მართლაც რომ ძალიან განსხვადებიან ერთმანეთისგან, თუმცა მაინც შესაძლებელია მათი დაჯგუფება გარკვეულ ტიპებად.

მომხმრებელთ ტიპები

  • ერთგული (ლოიალური მომხმარებელი) - რაც უფრო მეტს აკეთებთ მათთვის, მით უფრო მეტ პირთან გაგიწევენ რეკომენდაციას;

  • „ფასდაკლების“ მომხმარებელი - ეს მომხმარებლები უზრუნველყოფენ მაღალ ბრუნვას და შესაბამისად ძირითადი წვლილი შეაქვთ „ნაღდი ფულის მოძრაობაში“;

  • საჭიროებაზე ორიენტირებული მომხმარებელი - მათ ამოძრავებთ სპეციალური საჭიროება. როდესაც ისინი შედიან მაღაზიაში პირდაპირ იმ დახლთან მიდიან, სადაც შესაძლებელია დაკმაყოფილდეს მათი მოთხოვნა.

  • თუ ეს არ მოხდა, სასწრაფოდ ტოვებენ ტერიტორიას;

  • ცნობისმოყვრე მომხმრებელი - ისინი რაოდენობრივად ძალიან ბევრნი არიან, თუმცა ყიდულობენ ყველაზე ნაკლებს. ისინი ძირითადად არიან გამვლელი პირები, რომლებიც ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად შემოდიან თქვენთან;

  • ტურისტი მომხმრებელი - ასეთი ადამიანები აუცილებლად შეისწავლიან თქვენს და თქვენი კონკურენტის პროდუქტს. მხოლოდ შემდგომი ფიქრისა და განსჯის საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ყიდვის შესახებ.

მომხმარებელი ჩივის და უკმაყოფილოა? არ აღელდეთ - ეს თქვენთვის რეკომენდაციებია რაც უნდა გამოასწოროთ!

მომხმრებლის ტიპჟები

მორჩილი მომხმრებელი, როგორც წესი, არ გამოხატავს უკმაყოფილებას. ეს თქვენთვის ცუდია - არგამოხატვა არ ნიშნავს, რომ კმაყოფილია და ისევ დაბრუნდება. თქვენ უნდა ეცადოთ, მოიპოვოთ მისი კეთილგანწყობა და მიიღოთ შეფასებები.

გრესიული მომხმრებელი - მორჩილი მომხმარებლის სრულიად საპირისპირო ტიპაჟი. ხშირად გამოთქვამს საჩივრებს, როგორც წესი ხმამაღლა და ხანგრძლივად; თქვენი რექცია: მოუსმინეთ ბოლომდე, ჰკითხეთ: „კიდევ რაიმეს ხომ არ დაამატებთ?“ აუცილებლად დაეთანხმეთ, რომ პრობლემა არსებობს და ასევე მიაწოდეთ ინფორმაცია თუ რა გაკეთდება იმისათვის, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს.

საშიშროება: უკუაგრესია; აგრესიული მომხმარებელი არ განეწყობა კარგად ბოდიშებისა და თავისმართლების მიმართ.

მომხმრებელი, რომელს მხოლოდ უკეთესო სურს - ასეთი ტიპაჟი მზადაა გადაიხადოს ნებისმიერი თანხა, ოღონდ იყიდოს რაღაც განსაკუთრებული, განსხვავებული და პრესტიჟული; მათ აინტერესებთ შედეგი. ყოველთვის მოუსმინეთ პატივისცემით და დაუსვით ბევრი კითხვა, რათა ამომწურავად მიიღოთ მისგან ინფორმაცია რა სურთ. მომხმარებლის ამ ტიპსაც არ უყვარს ბოდიშების მოხდა და თავის მართლება.

მომძლველი მომხმრებელი ეს მომხმარებელი ჩივის არა იმიტომ, რომ მოგვარდეს მისი რომელიმე პრობლემა, არამედ იმიტომ, რომ მიიღოს, ის რაც არ ეკუთვნის (მაგალითად 1 უფასო დღე სასტუმროში ან ვახშამი რესტორანში);

თქვენ უნდა შეინარჩუნოთ ობიექტურობა და სიმშვიდე. დაუსვით კითხვები კონკრეტულადრა არ მოეწონა და რატომ?

ქრონიკულ მომჩივნი მომხმრებელი - ის არასოდეს არის კმაყოფილი. ყოველთვის რაღაც

ნაკლი არსებობს. მისი მისიაა იწუწუნოს, თუმცა ის თქვენი მომხმარებელია.

თქვენ გჭირდებათ ექსტრაორდინალური სიმშვიდე. უნდა მოუსმინოთ ძალიან, ძალიან მშვიდად. საჭირო არაა ახსნაგანმარტებები. ის წუწუნებს იმიტომ, რომ მოისმინოს „ბოდიში“ და მიიპყროს ყურადღება. ასეთ შემთხვევაში ის გაავრცელებს დადებით ინფორმაციას.

როგორ მოვიქცეთ? - ასეთი მომხმრებელის რაოდენობა ნამდვილად დიდია.

  • მიეცით მომხმარებელს შესაძლებლობა იწუწუნოს და გამოხატოს თავისი უკმაყოფილება;

  • უბოძეთ სრული და აბსოლუტური ყურადღება;

  • მოუსმინეთ ბოლომდე, არ შეაწყვეტინოთ;

  • დაუსვით კითხვები (მაგ. კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?);

  • დაუდასტურეთ, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, არასდროს არ გაუწიოთ წინააღმდეგობა და არ ეცადოთ საპირისპიროს დამტკიცებას;

  • მოუხადეთ ბოდიში;

  • განუმარტეთ, როგორ აგვარებთ ამ პრობლემას (თუნდაც ფორმალურად);

  • და ბოლოს, უთხარით მადლობა.

0x01 graphic

18 დუბაი - წარმატებულ თავისუფალი სავაჭრო ზონა

▲ზევით დაბრუნება


ზოგადი მიმოხილვა

დუბაი მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროების ჩრდილო აღმოსავლეთში და წარმოადგნეს ქვეყნის კომერციულ ცენტრსა და მთავარ პორტს. ქალაქში დაახლოებით 970 000 მაცხოვრებელია და დუბაის განვითარებისა და ინვესტიციების უწყების მონაცემებით 2010 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა 1.4 მილიონს მიაღწევს.

0x01 graphic

ეკონომიკა

დუბაის ეკონომიკა თვადაპირველ ეტაპზე ნავთობის ინდუსტრიას ემყარებოდა. მას შემდეგ მოხდა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარება და 2000 წლისთვის ნავთობის წილი დუბაის ეკონომიკაში მხოლოდ 10%25-ს შეადგენდა. დღეს გადამამუშავებელი მრეწველობა, ფინანსური სექტორი, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ტურიზმი განსაკუთრებულად განვითარებული მიმართულებებია.

0x01 graphic

გადამამუშავებელი მრწეველობაში მნიშვნელოვანი მიმართულებებია: სასმელები, ქიმიკატები, ქაღალდი, ფარმაცევტული პროდუქცია და კაუჩუკი. 90-იან წლებში ყოველწლიურად ფინანსური სექტორი იზრდებოდა 12%25-ით და ეს ტენდენცია მიმდინარე პერიოდშიც გრძელდება. მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ფინანსურ ორგანიზაციას ოფისი აქვს დუბაში და ამ ქალაქში წარმოდგენილი ყველა საერთაშორისო ბანკი. 2000 წელს დუბაიში გაიხსნა პირველი საფონდო ბირჟა „დუბაის ფინანსური ბაზარი“.

მოწინავე ტექნოლოგიების სექტორის განვითარებისათვის დუბაის თავისუფალ სავაჭრო ზონაში დაარსდა „დუბაის ინეტრენტ ქალაქი“, რომლიც გათავისუფლებულია აბსოლუტურად ყველა გადასახადისაგან.

ტურიზმი დუბაის ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. უკანსკნელი 10 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. მათი დიდი ნაწილი დასავლეთ ევროპის ქვეყნების მოქალაქეები არიან. წინასწარი პროგნოზით 2010 წლისთვის ტურისტთა რაოდენობა წელიწადში 10 მილიონს მიაღწევს. იზრდება ინვესტიციების მოცულობა სასტუმროებისა და რეკრეაციული ინფრასტუქტურის განვითარებისათვის.

ინფრასტრუქტურა

დუბაის საერთაშორიო აეროპორტი ყველაზე მაღალი დატვირთვით მუშაობს ახლო აღმოსავლეთში და წარმოადგნეს მსიოფლიოში ყველაზე მზარდ აეროპორტს. მგაზვრების რაოდენობა იზრდება ყოველწლიურად და 2010 წლისათვის ნავარაუდევია საშუალოდ 30 მილიონი მგზავრის გადაყვანა წელიწადში. 2018 წლისათვის კი დაგეგმილია სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება და მისი სიმძლავრე 45 მილიონი მგზავრამდე გაიზრდება.

0x01 graphic

დუბაის ეკონომიკის ღერძს ჯაბელ ალის და რაშიდის პორტები წარმოადგენენ, რომელთა საშუალო ტვირთბრუნვა 50 მილიონ ტონაზე მეტია.

სამუშაო ძალა

დუბაის სამუშაო ძალა 0.5 მილიონზე მეტ ადამიანს მოიცავს. ადამინთა ყველაზე მეტი რაოდენობა (სამუშაო ძალის 25%25) დასაქმებულია სავაჭრო სექტორში, მას მოსდევს გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა და მომსახურების სფერო.

0x01 graphic

0x01 graphic

საცხოვრებელი პირობები დუბაი ნამდვილად კოსმოპოლიტანური ქალაქია. აქ არის თანამედროვე გარემო და ცხოვრების მაღალი დონე. დუბაი გამოირჩევა ელიტარული სკოლებით, თანამდეროვე სამედიცინო მომსახურებით, ასევე, შესანიშნავი სავაჭრო და გასართობი შესაძლებლობებით. დუბაიში ტარდება მსიოფლიოში ცნობილი ცხენების დოღები და მაგიდის ჩოგბურთის ტურნირები.

0x01 graphic

ქალაქში არის სუბ-ტროპიკული ჰავა - ზამთარში საშუალო ტემპერეტურითა და ძალიან ცხელი ზაფხულით. იშიათად წვიმს გაზაფხულის თვეებშიც კი.

მსოფლიო და ინტერნეტი

მეოცე საუკუნის 60-იან წლებში მსოფლიოს ეკონომიკურ სივრცეში წარმოიშვა ახალი ეკონომიკური საქმიანობა - ელექტრონული კომერცია. მისი პირველი სისტემები ძირითადად გამოიყენებოდა სატრანსპორტო კომპანიებში ბილეთების დაჯავშნისა და ინფორმაციის გაცვლისათვის.

80-იანი წლების ბოლოს საკმაოდ გაიზარდა ამ სფეროში ჩართული კომპანიების რიცხვი. ინტერნეტის განვითარებამ და მონაცემთა გადაცემის დაბალმა თვითღირებულებამ აქტუალური გახადა ინტერნეტით ვაჭრობა. დღევანდელ რეალობაში ინტერნეტი არის ახალი მართვადი ძალა სამყაროში, რომელმაც სწრაფი ტემპებით დაიპყრომსოფლიო.

სამყაროში აღარ არსებობს საქმიანობის ისეთი სფერო, სადაც არ გამოიყენება ინფორმაციული ტექნოლოგიები. ამ სფეროს განვითარების ტემპები და დონე განაპირობებს ნებისმიერი ორგანიზაციის წარმატებას, მოგებისა და პროდუქტიულობის გაზრდას, ხალხის ცხოვრების დონეს, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას, უსაფრთხოებას და მის როლს საერთაშორისო საზოგადოებაში.

1996-2002 წლებში მსოფლიოში ინტერნეტ მომხმარებელთა რაოდენობა 30-დან 580 მილიონამდე გაიზარდა. მომხმარებელთა რაოდენობა 6 წელიწადში გაიზარდა 19-ჯერ. დღეისათვის კი მსოფლიოში 1.018 მილიარდი ინტერნეტ მომხმარებელია. მათ შორის 33%25 ინტერნეტს ძირითადად სახლიდან მოიხმარს. 2005 წელს Internet World Stats-მა გამოაქვეყნა 20 ქვეყნის რეიტინგი ინტერნეტ ბაზარზე მომხარებელთა რაოდენობის მიხედვით. ამ ქვეყნებზე მოდის მომხმარებელთა 80%25-ზე მეტი. ქყვენებს შორის პირველ ადგილზეა ინტერნეტის სამშობლო აშშ 203.8 მლნ მომხმარებლით, შემდეგ - ჩინეთი 111 მლნ, იაპონია - 86 მლნ, ინდოეთი - 50 მლნ და .

საწარმოები, რომლებმაც მოახდინეს თავიანთ ორგანიზაციებში ამ ტექნოლოგიების ათვისება, ღებულობენ როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ მოგებას. მარკეტინგული კვლევები, web-საიტის შექმნით პროდუქციის რეკლამა და სავაჭრო მარკის პოპულარიზაცია, მომხმარებელების მოზიდვა, პარტნიორებისა და მიმწოდებლების მოძიება, საქმიანი საუბრები ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, ვიდეო კონფერენციები, ელექტრონული მაღაზია, ელექტრონული აუქციონი და . ინტერნეტით შექმნილი შესაძლებლობებია.

არსებული მონაცემებით ჯერ კიდევ 1997 წელს ამერიკულმა კომპანიებმა ინტერნეტ კონსულტანტებზე დახარჯეს 2.9 მლრდ დოლარი და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება.

19 როგორ შევკრიბოთ პროფესიონალთა გუნდი?!

▲ზევით დაბრუნება


ნებისმიერი საქმიანობის დასაწყებად და დასახული მიზნის მისაღწევად გვჭირდება პროფესიონალთა გუნდი. ეს განცხადება შაბლონურად ნამდვილად არ მოგეჩვენებათ, თუ თქვენი ბიზნესსაქმიანობის წარმართვას ნათესავების და უახლოესი გარემოცვის ხარჯზე არ აპირებთ (ამას თავისი ხარვეზები აქვს, რაზეც ახლა თავს არ შეგაწყენთ).

თავისი საქმის მცოდნე ე.წ. პროფესიონალი ადამიანის მოსაძიებლად ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული მეთოდია გამოვაცხადოთ ვაკანსია. ამისათვის რამდენიმე გზა არსებობს, კერძოდ, განვათავსოთ განცხადება და სააპლიკაციო ფორმა შესაბამის ვებ-გვერდებზე. თავიდანვე უნდა განსაზრვროთ, რამდენად მოიცავს თქვენ მიერ გამოყენებული რესურსი თქვენთვის საჭირო აუდიტორიას, ანუ რამდენად მიაწვდენთ ხმას იმ ადამიანს, ვისი მოძიების სურვილიც გაქვთ. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ აქტიურად გამოიყენოთ თქვენი „მეილინგ ლისტები“ და ყველას შეატყობინოთ გამოცხადებული კონკურსი ვაკანსიის შესახებ. არ დაგავიწყდეთ ვადების მითითება, თორემ ორმაგ სამუშაოს გაუჩენთ საკუთარ თავს და ეს პროცესი დროში გაგეწელებათ.

თუ თქვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიას აქტიურად გამოეხმაურნენ, ჩათვალეთ, რომ პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა.

ეს კი ნიშნავს მეორე და საკმაოდ რთული ეტაპის დასაწყისს. კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი თქვენთვის საჭირო პერსონალის აუცილებელ კრიტერიუმებს და დაიწყეთ რეზიუმეების (CV-ის) გადახარისხება, ყველას დაბარება გასაუბრებაზე საჭირო ნამდვილად არ არის. ზოგიერთზე დასკვნების გაკეთება CV-ის გაცნობითაც შეიძლება.

იმისათვის, რომ გასაუბრებაზე მოტყუებული არ დარჩეთ, ანუ მათი მომხიბვლელი ფრაზები ყალბი არ აღმოჩდეს, საჭიროა გადაწყვეტილების მიმღები ჯგუფის წევრებმა იმოქმედონ შეთანხმებულად და თავიდან ერთობლივად გაიარონ შეფასების კრიტერიუმები. ჯგუფის თი- თოეულ წევრს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია (CV, აპლიკაცია) იმ პიროვნებების შესახებ, რომლებიც დაბარებულნი არიან გასაუბრებაზე. კითხვების გარდა სასურველია, ჯგუფმა მოამზადოს ვაკანსიის პოზიციიდან გამომდინარე კონკრეტული სიტუაციები (როგორ მოიქცეოდა კანდიდატი რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში).

უსიამოვნების თავიდან აცილების მიზნით ინტერვიუერმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ერთდროულად რამოდენიმე ასპექტზე:

  • რესპოდენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის შინაარსი;

  • ინტერვიუს სტრუქტურა და მისთვის საჭირო მიმართულების მიცემა;

  • ინტერვიუს პროცესის სწორად წარმართვა, რაც ხელს შეუწყობს რესპოდენტის მიერ ინფორმაციის მოწოდებას;

იმისათვის, რომ გასაუბრებამ წარმატებით ჩაიაროს, საჭიროა გადავხედოთ ჩვენს უნარ- ჩვევებს, რომელიც აუცილებელია ინტერვიუერისათვის. საჭიროა ჩვენც მოვემზადოთ გასაუბრებისთვის, რათა არ შევცდეთ თანამშრომლის არჩევაში. ამისათვის, პირველყოვლისა აუცილებელია, შეგვეძლოს აქტიური მოსმენა. იმის შესამოწმებლად, რომ თანამოსაუბრეს სწორად გაუგეთ, გაიმეორეთ ან შეაჯამეთ მისი ნათქვამი. რესპოდენტს საუბრის გაგრძელების ან ახალი შეკითხვის დასმის საშუალება მიეცით. ეს დაგეხმარებათ პიროვნების გახსნაში და მეტი ინფორმაციის მიღებაში.

წარმატებებს გისურვებთ თქვენთვის საჭირო პერსონალის მოძიებასა და პროფესიონალთა გუნდის მართვაში.

გაწბილებულნი რომ არ დარჩეთ, განამტკიცეთ ინტერვიუერისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები:

  • კარგი გათვიცნობიერების ხარისხი ორგანიზაციასა და მის პროგრამებში;

  • თანამშრომლების და მათი ინდივიდუალური პიროვნული მახასიათებლების კარგი ცოდნა;

  • ყველა ტიპის ადამიანთან ურთიერთობის დამყარების უნარი;

  • უცხო ადამიანებთან თავისუფალ კონტაქტში შესვლის უნარი;

  • ყურადღებით მოსმენისა და გაანალიზების შესაძლებლობა;

  • დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის უნარი;

  • არადირექტიული ინტერვიუს ჩატარების ტექნიკის ფლობა;

  • ინტერვიუს ჩატარების დროს რესპოდენტის დაინტერესების, მოტივირების უნარი.

20 როგორ მოვიქცეთ გასაუბრებაზე?!

▲ზევით დაბრუნება


დილით მოულოდნელმა ზარმა გაგაღვიძათ და გაუწყათ, რომ ხვალ 12 საათისათვის დაბარებული ხართ გასაუბრებაზე. შესაძლოა მოულოდნელობისაგან ხმა წაგერთვათ, მაგრამ ეს არაფერში არ გამოგადგებათ. საჭიროა დამაჯერებლობა მოიკრიბოთ და მშვიდად იკითხოთ (თუ თავად არ გაახსენდათ), რომელი კომპანიიდან რეკავენ და რა პოზიციაზეა საუბარი.

მთელი კვირა სამსახურის დაკარგვის შემდგომ რეზიუმეების გზავნის მეტი თითქმის არაფერი გიკეთებიათ, მაგრამ ეს გამართლება როდია! რა თქმა უნდა, პირველს, რასაც გააკეთებთ, შესაძლოა, იმაზე ფიქრი იყოს, რა ჩაიცვათ და როგორ აჯობებს რომ გამოიყურებოდეთ.

ერთი წამით, ჯერ უმთავრესია, კიდევ ერთხელ ეწვიოთ აღნიშნული კომპანიის ვებ გვერდს და კარგად გაეცნოთ მათ მოთხოვნებს. არც თუ ისე იშვიათია შემთხვევა, როცა გასაუბრებაზე მისულები ვერ პასუხობენ კითხვას: „თქვენ იცით, რა პოზიციაზე დაგიბარეს?“

წარმატება გასაუბრებისას ნიშნავს სწორი სამუშაოს მიღებას და არასწორი სამუშაოს არ მიღებას.

გასაუბრების მიზანია, დამყარდეს ურთიერთობა დამქირავებელთან იმ მიზნით, რომ მიაწოდოთ სასურველი მესიჯი და უბიძგოთ მათ, აგირჩიონ ამ თანამდებობაზე. გასაუბრება ასევე დაგემარებათ გაარკვიოთ, არის თუ არა ეს თანამდებობა თქვენთვის მისაღები.

კვლევების თანახმად ტრადიციულად გასაუბრებაზე არჩევანი ეფუძნება შემდეგ ფაქტორებს: 60%25 - იმიჯი (როგორ გამოიყურება ინტერვიუზე კანდიდატი); 30%25 - რამდენად მსგავსია კანდიდატისა და ინტერვიუერის ხედვები; 10%25 - კანდიდატის სამუშაოს შესრულების უნარი.

გასაუბრება ძირითადად გრძელდება 15 წუთს. განსაკუთრებით დიდია გასაუბრების პირველი ორი წუთის მნიშვნელობა, რადგან ინტერვიუ არც ისე ხანგრძლივია, რომ მოასწროთ პირველი შთაბეჭდილების გამოსწორება.

გასაუბრების პროცესში ინტერვიუერი უსვამს კანდიდატს კითხვებს მის ისტორიაზე, პირად თვისებებზე, მუშაობის სტილზე და სამუშაოსთან დაკავშირებულ სხვა ფაქტორებზე. კანდიდატს გასაუბრების ბოლოს მიეცემა შანსი, რომ თავადაც დასვას კითხვები.

გასაუბრებისას ადამიანთა უმეტესობა წინა სამსახურის მოვალეობებზე პასუხობს ძალიან მოკლედ. ეს საფუძველს აძლევს ინტერვიუერს იფიქროს, რომ კანდიდატი სერიოზულად არ უყურებდა წინა სამუშაოს ან ზერელე იყო მისი დამოკიდებულება საქმისადმი.

მიაწოდეთ დეტალური ინფორმაცია თქვენს სამსახურეობრივ მოვალეობებზე, იამაყეთ შესრულებული სამუშაოთი. შეკითხვებს ყოველთვის უპასუხეთ სრული წინადადებებით, არანაირი ერთსიტყვიანი პასუხები!

გასაუბრების წარმატებით დასრულება - დაამთავრეთ ინტერვიუ მეგობრული, პოზიტიური მანერით.

წამოსვლამდე კვლავ შეაჯამეთ თქვენი კვალიფიკაცია. როდესაც გასაუბრება დამთავრდება, წამოდექით, უთხარით ინტერვიუერს, რომ კმაყოფილი ხართ მასთან შეხვედრით და დაელოდებით მის გადაწყევტილებას.

ზედმეტად დიდხანს არ დაყოვნდეთ. არ დაგავიწყდეთ დამშვიდობება და ღიმილი.

რა უნდა გააკეთოთ გასაუბრებისას:

  • დაამყარეთ კარგი თვალის კონტაქტი, არ დაიწყოთ კედლების თვალიერება;

  • ისმინეთ ყურადღებით;

  • პასუხი გაეცით ყურადღებით;

  • ჩაიცვით ისე, როგორც ივლიდით სამუშაოზე;

  • გამოიყენეთ „სხეულის ენა“;

  • იყავით გულწრფელი;

  • ჩაიცვით სუფთად და ლამაზად;

  • გადაუხადეთ მადლობა;

რა არ უნდა გააკეთოთ გასაუბრებისას:

  • არ ჩაიწყოთ ხელები ჯიბეში;

  • არ დახუჭოთ საღეჭი რეზინი;

  • არ მოკუმშოთ ან დაგრიხოთ ხელები;

  • არ ათამაშოთ ხელში კალამი ან ფანქარი;

  • არ გაიკეთოთ ბევრი სამკაულები;

  • არ აჩხაკუნოთ გასაღებები ან ხურდები ჯიბეში;

  • არ დახედოთ ხშირად საათს;

  • არ განიხილოთ ისეთი საკითხები, როგორიცაა რელიგია, ასაკი, ნაციონალური წარმომავლობა, სქესი;

  • არ დააგვიანოთ, არც ძალიან ადრე მიხვიდეთ.

21 27 კითხვა, რომელსაც ყველაზე ხშირად უსვამენ გასაუბრებაზე

▲ზევით დაბრუნება


კითხვ 1

თქვენი სახელი?

კითხვ2

რა თანამდებობაზე გსურთ მუშაობის დაწყება?

კითხვ3

რა იცით ჩვენი კომპანიის შესახებ?

კითხვ4

რატომ გადაწყვიტეთ, დაიკავოთ პოზიცია ამ კომპანიაში? რატომ დაინტერესდით ჩვენი კომპანიით?

კითხვ 5

მოგვიყევით თქვენ შესახებ. რა სამუშაო გამოცდილება გაქვთ?

კითხვ 6

რატომ უნდა დაგიქირავოთ? რატომ ფიქრობთ, რომ შეესაბამებით ამ თანამდებობას?

კითხვ 7

რა თვისებას ან უნარს გამოიყენებ ამ სამუშაოსთვის? შეგიძლიათ მითხრათ მაგალითი, თუ როგორ იყენებდით თითოეულ ამ თვისებას წინა სამსახურში? რას ფიქრობთ, როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს კომპანიას?

კითხვ 8

როგორ ფიქრობთ, რა სახის გამოცდილება დაგეხმარებათ ამ პოზიციაზე?

კითხვ 9

რას მიიჩნევთ თქვენს დადებით და უარყოფით მხარეებად?

კითხვ 10

გიმუშავიათ ოდესმე ჯგუფთან ერთად? აღწერეთ ის დრო, როდესაც მუშაობდით ჯგუფთან ერთად. რა პოზიცია გეკავათ ჯგუფში? იყავით თუ არა კმაყოფილი თვქენი წვლილით?

კითხვ 11

როგორ მუშაობთ წნეხის ქვეშ? მოგვიყვანეთ მაგალითი, როგორ უმკლავდებით ამას? ძირითადად როგორ იქცევით, როდესაც ბოლო ვადა ახლოვდება?

კითხვ 12

რა დამოკიდებულება გაქვთ კრიტიკასთან მიმართებაში?

კითხვ 13

რა იყო თქვენს კარიერაში ყველაზე დიდი იმიდგაცრუება?

კითხვ 14

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა?

კითხვ 15

აღწერეთ, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პირველი კვირა სამსახურში, ჩვენს კომპანიაში?

კითხვ 16

რატომ გსურთ, რომ დატოვოთ თქვენი არსებული პოზიცია?

კითხვ 17

როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი ყოფილი თანამშრომლები?

კითხვ 18

რის მიღწევას ისურვებდით პირველ 12 თვეში?

კითხვ 19

სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ?

კითხვ 20

რა იქნება თქვნს კარიერაში შემდეგი ნაბიჯი?

კითხვ 21

რატომ აირჩიეთ თქვენი სპეცილობა?

კითხვ 22

რატომ შემოიტანეთ განაცხადი ამ კონკრეტულ პოზიციაზე?

კითხვ 23

როგორ ფიქრობთ, რა იქნება ძირითადი მოვალეობები ამ პოზიციაზე?

კითხვ 24

რა ხელფასს ელით?

კითხვ 25

რას აკეთებთ თავისუფალ დროს?

კითხვ 26

როგორ დაახასიათებდით საკუთარ თავს?

კითხვ 27

რაიმე შეკითხვა ხომ არ გაქვთ?

22 მენეჯერის შეცდომა მეგობარი VC მენეჯერი

▲ზევით დაბრუნება


როგორც იტყვიან, ადამიანები თავიანთ შეცდომებზე სწავლობენ, ხოლო ჭკვიანი ადამიანები - სხვის შეცდომებზე. მოდით, ჩვენც, როგორც ჭკვიანმა ადამიანებმა და მენეჯერებმა განვიხილოთ ერთი შემთხევევა. თან წამოიდგენეთ, რომ ამ ამბის გმირი თქვენ ხართ! შენ დადიხარ ჰოლში და შემთხვევით გესმის, ორი თანამშრომლის დიალოგი:

„გოგო, რა მოუვიდა სანდროს? რაღაც შეიცვალა. სამშაბათს სამსახურის მერე ჩვენთან ერთად წამოვიდა კაფეში. როგორც ყოველთვის იცინოდა და ხუმრობდა, მოკლედ კარგად ავერთეთ. დღეს თავის ოთახში დამიბარა და რაღაც შენიშვნებს მაძლევდა: - შესვენებაზე დიდი ხანი გადიხარო, კონტრაქტები დაალაგეო და რაღაც ეგეთები. ვერ გავიგე, ხან უფროსობს, ხან ვითომ ჩემი მაგარი, ახლობელია. არავის არ გვეგონა ჩვენს განყოფილებაში, რომ დაწინაურების შემდეგ სანდრო ეგეთი გახდებოდა. არადა კარგი ადამიანი იყო. ასე თუ გააგრძელა საერთოდ ვეღარ ავიტან!“

რა არის შეცდომა?

მენეჯერებისა და თანამშრომლების როლი(ები) არის ძალიან განსხვავებული. ერთ-ერთი ყველაზე არასასიამვნო, როდესაც მენეჯერი ხან არის ის, რომ ხანდახან თანამშრომლებს შენიშვნები უნდა მისცე. მაშინაც კი, როდესაც ყველა კარგად მუშაობს, გიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება საუკეთესონი არიან.

თუ შენ ეცდები ლიდერისა და მეგობრის როლების შეთავსებას, ვერცერთს ვერ მოახერხებ. თანამშრომლებს აღარ მოეწონები და უფროსებიც არაეფექტურად ჩაგთვლიან. მოკლედ, ორივე ფრონტზე დამარცხდები.

როგორ მოვგვროთ ეს პრობლემ ლე?

თუ შენ დაგაწინაურეს იმ ჯგუფის მენეჯერად, რომელშიც მუშაობდი, შენ რთულ სიტუაციაში ხარ. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი დაწინაურება საკმაოდ ხშირია, ის მენეჯერებს გარკვეულ სირთულეებს უქმნის. იდეალურ შემთხვევაში შენ მიიღებ ზომებს, რათა თანამშორმლებს აცნობო შენი ახალი პოზიცია და ურთიერთობის ახალი ეტაპი.

მოიწვიე თანამშრომლები თათბირზე.

ეს არ უნდა იყოს სპეციალური თათბირი. უბრალოდ მორიგ, ჩვეულებრივ შეკრებაზე. ერთერთ ნაწილში შეგიძლია მოაწყო განხილვა.

თათბირის ამ ნაწილში დაელაპარაკე ახალ ურთიერთობებზე. აუხსენი, რომ მნიშვნელოვანია მათ კარგად რომ იცნობ და იცი ჯგუფის ბევრი ძლიერი და სუსტი მხარე. უთხარი, რომ მოგიწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც მათ, შესაძლოა, არ მოეწონოთ. უფრო მეტიც, ზემდგომი მენეჯერების გადაწყვეტილებებისთვისაც მოგიწევს მხარდაჭერა მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თვითონაც არ მოგწონდეს. ნათლად აუხსენი, რომ დაიცავ მათ ინტერესებს, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოექცეს ორგანიზაციის ინტერესების ფარგლებში.

ბოლოს კი, გამოთქვი სურვილი, რომ შენი ამ გუნდის მენეჯერობა იყოს სასარგებლო, როგორც ჯგუფისთვის, ასევე ორგანიზაციისთვისაც.

როგორ შევძლოთ მომლში რთებულ მოქცევ?

უნდა შეეგუო, რომ როგორც მენეჯერს, ყოფილი კოლეგები სხვანაირად შემოგხედავენ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გაწყვიტო ყველანაირი მეგობრული ურთიერთობა მათთან, მაგრამ არის რაღაცეები, რაც შენ აღარ უნდა გააკეთო და რაც აუცილებლად უნდა გააკეთო:

  • აღარ ჩაერთო თანამშორმლების „ჭორაობებში“, შენ ახლა გუნდის ყველა წევრის მხარდაჭერაზე უნდა იზრუნო;

  • აღარ ჩაერთო უფროსების კრიტიკაში და ლანძღვაში, რაც ხშირად ხდება ბევრ ორგანიზაციაში. პირველ რიგში იმიტომ, რომ ახლა უკვე მენეჯერების გუნდში ხარ და მეორეც, შეიძლება მალე შენ მოყვე ამ კრიტიკაში;

  • გამოიყენე შენი ურთიერთობები დაქვემდებარებულ გუნდთან. ხანდახან კორექტულად გააკრიტიკე უფროსი მენეჯერების გადაწყვეტილებები. მოიპოვე ნდობა გუნდის, რომელიც ზოგჯერ იმას გააკეტებს, რაც შეიძლება ცოტა არ მოეწონოს;

  • გაუზიარე ჯგუფს საკუთარი გამოცდილება და სთხოვე ახალი იდეების მოწოდება;

  • არ გამოიყენო შენი ახალი პოზიცია გუნდის საწინააღმდეგოდ და არ დაიწყო „ზემოდან ყურება“.

ზოგადად უნდა ითქვას: ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ჯგუფის ნდობის მოპოვებაა. ძველ თანამშრომლებს სჭირდებათ გარკვეული დრო, რომ მიეჩვიონ შენს ახალ პოზიციას. შეიძლება დასაწყისში დაუშვა შეცდომები, მაგრამ ეს არაა პრობლემა, მთავარია დროულად მიაქციო ყურადღება და ჩამოაყალიბო ახალი ურთიერთობები.

ვისწავლოთ სხვის შეცდომებზე და მივიღოთ მართებული გადაწყვეტილებები!

23 ბიზნესკალენდარი

▲ზევით დაბრუნება


14 რტი:

  • ბუნებრივი რესურსებით (გარდა ნახშირორჟანგის (გაზი CO2), მინერალური წყლების, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული წყლის რესურსებისა) სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები საგ და გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

15 რტი:

  • დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირები წარადგენენ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს;

0x01 graphic

  • აქციზის გადამხდელები წარადგენენ აქციზის შესახებ ყოველთვიურ დეკლარაციას და იხდიან კუთვნილ გადასახადს. ამასთან, აქციზური მარკებით ნიშანდებას დაქვემდებარებულ აქციზურ საქონელზე აქციზი გადახდას ექვემდებარება აქციზური მარკების შეძენისას;

  • შრომის ანაზღაურების თანხებისა და დაკავებული გადასახადის გაანგარიშების და გადახდილი თანხების ინფორმაციის შესახებ ყოველთვიური საგადასახადო ანგარიშის წარდგენის ვადა. დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადახდას ექვემდებარება თანხის (მოგების) გადახდისთანავე (გაცემისთანავე);

  • ნახშირორჟანგზე (გაზი CO2), ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადამხდელები ყოველთვიურად გადაიხდიან კუთვნილ მოსაკრებელს.

24 სამშენებლო ბუმი

▲ზევით დაბრუნება


სამშენებლო ბუმი ქვეყანაში, განსაკუთრებით კი თბილისში, შესამჩნევად იზრდება მშენებლობათა მასშტაბები. ქართული სამშენებლო ბაზარი უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი ინვესტორებისათვის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოს მოსახლეობაში საშუალო ფენა ყალიბდება. შესაბამისად, ქალაქის სამშენებლო სექტორი ცენტრიდან მისი გარეუბნებისაკენ ვრცელდება. მოთხოვნა საშუალოფასიან საცხოვრებელ ადგილებზე იზრდება. ამ ტენდენციის გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზია ქალაქის ცენტრალურ უბნებში მიწის ფასის მკვეთრი ზრდა, სადაც ფასები ერთ მ2-ზე 1200-1500 დოლარიდან იწყება.

ყველაზე კარგად იყიდება 50-602 ფართის საცხოვრებელი ბინები, რომლებიც ცენტრალურ უბნებში არ მდებარეობს.

0x01 graphic

საშუალოდ ორი ან სამოთახიანი ბინის ფასი 40-50 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. მაგალითად, დიდი დიღმის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ბინებზე მაღალი მოთხოვნაა. ეს განაპირობებს რიგი სამშენებლო კომპანიების მიერ არა მარტო საცხოვრებელი კომპლექსების, არამედ უბნების აშენებასაც კი. რაც შეეხება საოფისე ფართებს, ფასი ცენტრალურ უბნებში მ2-ზე 2000 დოლარიდან იწყება, ხოლო კომერციული ფართის ფასი მ2-ზე 5 000 დოლარსაც კი აღწევს. მიუხედავად ამისა, ყველაზე მაღალი მოთხოვნა კომერციულ ფართებზე აღინიშნება.

კომერციულ ფართებზე მინიმალური ფასები უბნების მიხედვით ასეთია:

  • ბაგები - 1 400 დოლარიდან;

  • საბურთალო - 800 დოლარიდან;

  • საირმე - 1000 დოლარიდან;

  • ჯიქიას ქ. - 450 დოლარიდან;

  • გაგარინი - 800 დოლარიდან;

  • ორთაჭალა - 650 დოლარიდან;

  • მ. „სარაჯიშვილი“ - 450 დოლარიდან;

  • გელოვანის გამზირი (ვაშლიჯვრის ასახვევი) - 450 დოლარიდან;

  • ავლაბარი - 700 დოლარიდან;

  • კრწანისი - 800 დოლარიდან;

  • დიღმის ტყე-პარკი - 650 დოლარიდან;

  • მ. „ისანი“ - 700 დოლარიდან;

  • მ. „ვარკეთილი“ - 600 დოლარიდან;

  • დიდი დიღომი - 600 დოლარიდან.

რაც შეეხება გაქირავების ბიზნესს, ამ სფეროში მდგომარეობა საკმაოდ სტაბილურია, ანუ ფასების მატება ისეთი ტემპებით არ შეინიშნება, როგორც გაყიდვებზე. აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ბინების საკმაოდ დიდი ნაწილი იყიდება არა საკუთარი საჭიროების, არამედ - კაპიტალდაბანდებების მიზნით.

უცხოელი თუ ქვეყნიდან წასული უამრავი ადამიანი ხედავს დიდ აქტივობას ფასების ზრდაში და დანაზოგს ბანკში შენახვის ნაცვლად უძრავ ქონებაში დებს. მართალია, უძრავი ქონება მთელს მსოფლიოში მსგავს ფუნქციას ასრულებს, მაგრამ საქართველოში ასეთი თანხების წონა საკმაოდ დიდია. კომპანიების ინფორმაციით, გაყიდული ფართების 20%25-40%25 უცხოეთიდან შემოსულ თანხებზე მოდის.

საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მოთამაშე კომპანიების ათეული ასეთია: „ცენტრ- პოინტი“, „არსი“, „აქსისი“, „ვალენსია“, „ევორდი“, „ოლიმპი“, „მაგი სტილი“, „კიდ-არქიტექტურა“, „7-CKY “, “მოდული”.

25 საწვავი

▲ზევით დაბრუნება


მსოფლიო მაშტაბით თხევადი საწვავი პირველ ადგილზე იმყოფება იმპორტის მხრივ. იგი ასევე ყველაზე შემოსავლიან ბიზნესს წაროადგენს.

საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა 2007 წელს შეადგინა 556,3 მილიონი აშშ დოლარი, რაც 113,2 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე. საწვავზე მთლიანი იმპორტის 10,7%25 მოდის.

2007 წელს რთველოში ბენზინის იმპორტიორი ქვეყნები

0x01 graphic

2007 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 386 246 ტონა ბენზინი, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებთან შედარებით მკვეთრად დაეცა აზერბაიჯანიდან იმპორტირებული ბენზინის მოცულობა, აზერბაიჯანი წინა წლების მსგავსად 2007 წელსაც საქართველოში ბენზინის ექსპორტიორ ქვეყნებში ლიდერობას ინარჩუნებს. 2-ჯერ გაიზარდა რუმინეთიდან შემოტანილი ბენზინის რაოდენობა. საქართველოში ბენზინის ექსპორტიორ ქვეყნებს ახალი ექსპორტიორი იტალიაც დაემატა.

რთველოში დიზელის იმპორტის დინმიკ
წლების მიხედვით

0x01 graphic

ასევე შესამჩნევია ის ფაქტიც, რომ 2007 წელს საქართველოში ევროპიდან იმპორტირებულმა საწვავის მოცულობამ, პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, გადააჭარბა აზიიდან იმპორტირებულ საწვავის მოცულობას.

2007 წელს საქართველოში იმპორტირებული დიზელის მოცულობამ 341 476 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 13 180 ტონით მეტია.

2007 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებული დიზელის მოცულობა, ბენზინის მსგავსად შემცირდა და ლიდერობა თურქმენეთს (53%25) დაუთმო.

ბენზინის დიზელის შეფრდებ

0x01 graphic

ამ ორ ქვეყანას ჯამში საქართველოს დიზელის ბაზრის 89%25 უკავია.

დიზელის იმპორტიორ კომპანებს შორის „რომპეტროლი“ ლიდერობს 52%25-ით, მას მოასდევს „ვისოლი“ 29%25-ით.

დიზელის იმპორტი ქვეყნების მიხედვით

0x01 graphic

საინტრესოა, რომ 2000 წელთან შედარებით იმპორტირებული საწვავის მოცულობა გაიზარდა 210%25-ით, ხოლო ავტომობილების იმპორტის მაჩვენელი კი - 539%25 -ით.

ვთობის სები მსოფლიო რზე 1994-2007

0x01 graphic

26 ბიზნესჰოროსკოპი

▲ზევით დაბრუნება


ვირთხის წელი ბიზნესში რმტებ გპირდებ. მწყებ ბიზნესმენებს ფორტუნ მჯერ მდვილ უღიმებთ. მიტომ დგით რისკინი ბიჯები.

2008 წელს ყველ ზოდიქოს რმომდგენელს რიერ ფინნსებში რმტებები ელის. მთრი, მზ იყოთ ვდუღვი შრომისთვის შედეგიც ააყოვნებს. ვირთხის წელიწდში თქვენი რმტების ნსები ორმგდებ.

0x01 graphic

ვერძი

0x01 graphic

ვერძებო, 2008 წელს შანსი გეძლევათ რადიკალურად შეცვალოთ თქვენი ცხოვრება. ცვლილებები ძირითადად შეეხება თქვენს კარიერას. წინასწარ გაფრთხილებთ: გექნებათ ბევრი სამუშაო, მიუხედავად იმისა, თქვენ გინდათ ეს, თუ - არა. ვირთხის წელს მიღებული გამოცდილება ძალიან გამოგადგებათ მომავალში წარმატებული ბიზნესისათვის ნუ გარისკავთ ფულის დაბანდებას მარტში, ივნისსა და აგვისტოში. 2008 წელს თქვენი დანაზოგის გაზრდის შანსი გეძლევათ.

კურო

0x01 graphic

წელს კურო იზეიმებს გამარჯვებას ყველა სამოღვაწეო სფეროში. ვირთხის წელი დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით სავსე წელი იქნება თქვენთვის. გექნებათ წინსვლები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ფიქრი ფინანსურ საკითხებზე, იზრუნეთ ახალ დავალებებზე. კუროები ამ წელში მოიპოვებენ დიდ აღიარებას. შეიძლება შეგხვდეთ მოულოდნელი დადებითი ცვლელებები.

ტყუპები

0x01 graphic

2008 წელი ტყუპებს ფინანსურ სტაბილურობას პირდება. თქვენი კრეატიული ბიზნესიდეები აღიარებული იქნება. ვირთხის წელიწადში მეგობრებისა და პარტნიორების იდეების იგნორირება არ გამოგადგებათ. აქტიურად ჩართეთ ისინი გადაწყვეტილებების მიღებაში. წარმატებული ფინანსური გარიგება დამოკიდებულია თქვენი გარემოცვისმონდომებაზეც. ამიტომ ურიგო არ იქნება, გადახედოთ თქვენს გარემოცვას.

კიბო

0x01 graphic

კიბოს 2008 წელში შეუძლია წარმატებული ფინანსური გარიგებების იმედი ჰქონდეს. წარსულში გაკეთებული საქმეები მოგიტანთ სოლიდურ შემოსავალს. თანხა უნდა დახარჯოთ მიზანმიმართულად, რაც თქვენზეა დამოკიდებული. შეეცადეთ თქვენ წინ დააყენოთ ისეთი საქმეები, რის გაკეთებასაც შეძლებთ. 2008 წელს კიბო განახორციელებს თავის დიდი ხნის ოცნებას - გახსნის საკუთარ ოჯახურ ბიზნესს.

ლომი

0x01 graphic

ლომებმა ამ წელს მოვლენები მკაცრად უნდა აკონტროლოთ, ასე შეძლებთ უსიამოვნებების თავიდან აცილებას. Mმიუხედავად რამდენიმე პროფესიული სიძნელისა, ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. ბიზნესმენებს მოუწევთ გადაწყვიტონ კადრების საკითხები. შესაძლებელია შტატების გაფართოება. შემოსავალი დროდადრო გაიზრდება, ხოლო ფინანსური გარღვევები არ გექნებათ. ფინანსური გეგმები ვირთხის წელიწადში წარმატებებს გპირდებათ.

ლწული

0x01 graphic

2008 წელს ქალწულებს შესაძლებლობა ეძლევათ მიაღწიონ მიზნებს. ცხოვრება გთავაზობთ ცვლილებებს. აამ წელს შესაძლებლობა გეძლევათ გააფართოვოთ თქვენი საქმიანობა, რაც სოლიდურ შემოსავალს მოგიტანთ, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდეთ პარტნიორებთან ურთიერთობისას. 2008 წელი ქალწულებისთვის ფინანსურად სტაბილური იქნება. ბევრი შრომის შედეგად სასურველ მიზანს მიაღწევთ.

სწორი

0x01 graphic

2008 წელს სასწორის წარმატებულობა იმატებს. უპრობლემოდ მოძებნით თქვენთვის საჭირო თანამშრომლებს და პარტნიორებს. წინ ვერავინ აღუდგება თქვენს დასკვნებს. ახალი იდეები წლის განმავლობაში მოგცემთ დიდ შემოსავლის წყაროს. პირად ცხოვრებას ცოტა ხნით გვერდით გადადებთ და დროს აქტიურ მუშაობას დაუთმობთ. ყურადღებით უნდა იყოთ კონკურენტების მიმართ.

მორიელი

0x01 graphic

2008 წელს მორიელისათვის დადგება დრო ახალი აღმოჩენებისთვის. კონტაქტი გექნებათ ინვესტორებთან. დასაშვებია ახალი პროექტები. გექნებათ წარმატებული მივლინებები და ახალი კონტაქტების გაფართოების შანსი. გასულ წელს განუხორციელებელი იდეების განხორციელებას წელს შეძლებთ. წლის პირველ ნახევარში გააფართოვებთ თქვენს პერსპექტივებს.

მშვილდოსანი

0x01 graphic

მშვილდოსნისთვის 2008 წელი ბიზნესში იქნება ს ტ ა ბ ი ლ უ რ ა დ წარმატებული. მოგიწევთ დიდი შრომა, ხოლო შედეგს მიიღებთ წლის ბოლოს. კონფლიქტური სიტუაციების თავიდან ასაცილებლად შეინარჩუნეთ მოთმინება - ეს გადაგალახინებთ სირთულეებს. წლის განმავლობაში შესაძლებელია, გქონდეთ დიდი გასავლები, მაგრამ ამის ნუ შეგეშინდებათ, რადგანაც შემოსავალიც ასევე დიდი გექნებათ.

თხის რქ

0x01 graphic

თხის რქისთვის 2008 წელი იქნება წარმატებებით სავე. ინტერესების გაფართოება შეგძენთ ახალ მეგობრებსა და პარტნიორებს. წელს ფინანსური მდგომარეობა წარმატებული გექნებათ, მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ფულს მოიპოვებთ ცოტაოდენი სიძნელეებით. წელს თქვენ გაცილებით მეტს გამოიმუშავებთ, ვიდრე ამას თავად ვარაუდობდით. შემოსავალი ბევრად გადაფარავს გასავლებს.

მერწყულ

0x01 graphic

მერწყულებს ელოდებათ მშფოთვარე წელი. ვირთხის წელში გაგიტაცებთ პირადი ცხოვრება, ვიდრე - საქმიანი სფერო. წლის განმავლობაში გექნებათ ცოტაოდენი შეფერხებები საქმიანობაში, რაც იმალება ფინანსურ საკითხებში, მაგრამ ამის ნუ შეგეშინდებათ, თქვენი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით ყოველგვარ სირთულეებს გადალახავთ. 2008 წელს შესა- ძლებლობა გექნებათ კარიერის გაზრდაში.

თევზები

0x01 graphic

წელს თევზები იმყოფებით მაღალ ინტელექტუალურ დონეზე. დაწყებულ მსხვილ პროექტებში წარმატებები გელით, რაც მოგიტანთ დიდ შემოსავალს. ბიზნესმენებს შანსი ექნებათ ერთი საფეხურით მაღლა აიწიონ ეკონომიკურ სფეროში. რეკომენდირებულია ურთიერთობები პარტნიორებ- თან. სიფრთხილე გმართებთ შემოსავლების და ხარჯების გაკონტროლებაში. ვირთხის წელიწადი წარმატებულ შემოსავლიან წელს გპირდებათ.

27 ტესტი როგორი კოლეგა ხართ?!

▲ზევით დაბრუნება


1. როგორ იქცეოდით იმ ადამიანებთან, რომლებიც გარკვეულწილად ავტორიტეტს წარმოადგენდნენ თქვენთვის?

ა. ენდობოდი მათ, იცოდით რა, რას აკეთებდნენ;

ბ. კრიტიკულად უდგებოდით;

გ. თქვენი მათდამი მოპყრობა დამოკიდებული იყო მათ პიროვნულ თვისებებზე.

2. მშრომელი თქვენზე ბევრ ნელ მუშობს. მისი მუშ თქვენ უნდ შესრულოთ. შემთხვევში:

ა. ანელებთ მუშაობის ტემპს;

ბ. გესმით, რომ ყველა ერთნაირად ვერ მუშაობს და ეხმარებით მას;

გ. ცდილობთ გაანაწილოთ სამუშაო, რომ, მიუხედავად ნელი ტემპისა, მაინც წინ წაიწიოს.

3. მშრომელს უსიმოვნებები ქვს უსრულებლ უშვებს შეცდომებს. როგორ მოიქცეოდით სთ მიმრთებში?

ა. ურჩევდით, პირადი პრობლემები შინ დატოვოს;

ბ. შესთავაზებდით, მოგიყვეთ რა აწუხებს, რომ შეუმსუბუქდეს მდგომარეობა;

გ. სთხოვთ თავისი საქმე, რომელსაც ვერ უმკლავდება, მოგცეთ და თქვენ შეასრულებთ;

4. მუშ დღის ნძილზე. როგორ კეთებთ მოსუნთქვ?

ა. რამდენიმე მოკლე შესვენებას იწყობთ;

ბ. დუნდებით სასადილო შესვენების დროს;

გ. შეუსვენებლივ მუშაობთ, „გაქცევით“ მიირთმევთ ბუტერბროდს.

5. თქვენი თნმშრომელი წინურდ იმის წყლობით, რომ უღელვებლ მბო დირექტორს ვისი უშულო უფროსის კომპეტენტურობის შესხებ. როგორ შესებდით მის ქციელს?

ა. ასე იმიტომ მოიქცა, რომ სხვის ხარჯზე სურდა წარმატების მიღწევა;

ბ. ამაში არაფერია ცუდი, საქმეში უპირველესად კომპეტენტურობა ფასობს;

გ. თავისი შენიშვნები თავად უშუალო უფროსისთვის უნდა ეთქვა.

6. უკსკნელი მი დღის ნძილზე მდენჯერ იფიქრეთ ცუდ სხვებზე?

ა. არც ერთხელ;

ბ. 1-3-ჯერ;

გ. შეიძლება 4-ჯერ ან უფრო მეტჯერაც.

7. მშრომელმ იყიდ ლი ნსცმელი სურს თქვენი ზრის გებ. ნისმოსი

მოგწონთ. როგორ მოიქცევით?

ა. არ გსურთ რა ჩააშხამოთ სიხარული, ეტყვით: „მართლაც ლამაზია“;

ბ. ეტყვით: „მე არ მომწონს, მაგრამ ეს გემოვნების საქმეა“;

გ. არ გსურთ არ გაანაწყენოთ და ამავე დროს მოატყუოთ, ეტყვით: „გეტყვი მოგვიანებით, როცა შევეჩვევი“.

კითხვა №

სუხები

1

2

1

3

2

1

3

2

3

1

2

3

4

1

3

2

5

1

3

2

6

3

2

1

7

1

2

3

0x01 graphic

0-10 ქულ:

თქვენი თნამშრომლები არ არიან თქვენდამი სიმპატიით განწყობილნი, უნდა გჯეროდეთ საკუთარი თავის და მათი დამოკიდებულებაც შეიცვლება.

10-18 ქულ:

თქვენ პატივს გცემენ უფროსები და თანამშრომელთა უმრავლესობა, რადგან თქვენ ყოველთვის ინარჩუნებთ კარგ განწყობას და ძალიან იშვიათად ამბობთ იმას, რაც არ მოგწონთ.

18-21 ქულ:

იდეალური თანამშრომელი ხართ, ირგვლივ მყოფნი ძლიერ აფასებენ თქვენს გულღიობას და გახსნილობას.

28 საერთაშორისო ინდექსები და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


ჰუმნური ნვითრების ინდექსი (HDI)

ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) წარმოადგენს სხვადასხვა ინდექსების კომპლექსს, რომელიც საშუალოდ აფასებს ქვეყნის განვითარების მიღწევებს. HDI სამი სხვადასხვა ინდექსის საშუალებით დგინდება: სიცოცხლის ხანგრძლივობის საშუალო მაჩვენებელი, განათლების დონე (წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი, მოსწავლეთა რაოდენობა, და სხვ) და ბოლოს, ცხოვრების დონის მაჩვენებელი (ერთ სულ მოსახლეზე გათვლით იანგარიშება მსყიდველობითი პარიტეტის გათვალისწინებით (PPP USD$). ინდექსი წარმოადგენს ამ ინდიკატორების გარკვეულ შეწონილ ერთიანობას.

ცხადია, ჰუმანური განვითარების დონის გაზომვა ერთი მაჩვენებლით შეუძლებელია, თუმცა HDI ზომავს განვითარების სხვადასხვა ასპექტებს. შესაბამისად იგი წარმოადგენს მაქსიმალური ინფორმაციის მომცველ ინდიკატორს, განვითარების დონის შეფასების სხვა მაჩვენებლებისგან განსხვავებით.

2007/2008 წლების მონაცემებით საქართველოს 96-ე პოზიცია უჭირავს სხვა 177 ქვეყანას შორის. საქართველოს ჰუმანური განვითარების ინდექსი კი 0.754 წარმოადგენს. ჩვენი ქვეყანა უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა აზერბაიჯნი, ინდონეზია, ეგვიპტე, მოლდავეთი და სხვ.

HDI ინდიკატორის შესაბამისად ქვეყნები კლასიფიცირებულია განვითარების დონეების მიხედვით. ამ შემთხვევაში საქართველოს უჭირავს ჰუმანური განვითარების საშუალო დონის ქვეყნის პოზიცია.

High Human Development

ჰუმანური განვითარების მაღალი დონე

  1. Iceland

  2. Norway

  3. Australia

  4. Canada

  5. Ireland

  6. Sweden

  7. Switzerland

  8. Japan

  9. Netherlands

  10. France

  11. Finland

  12. United States

  13. Spain

  14. Denmark

  15. Austria

  16. United Kingdom

  17. Belgium

  18. Luxembourg

  19. New Zealand

  20. Italy

  21. Hong Kong, China (SAR)

  22. Germany

  23. Israel

  24. Greece

  25. Singapore

  26. Korea, Rep. of

  27. Slovenia

  28. Cyprus

  29. Portugal

  30. Brunei Darussalam

  31. Barbados

  32. Czech Republic

  33. Kuwait

  34. Malta

  35. Qatar

  36. Hungary

  37. Poland

  38. Argentina

  39. United Arab Emirates

  40. Chile

  41. Bahrain

  42. Slovakia

  43. Lithuania

  44. Estonia

  45. Latvia

  46. Uruguay

  47. Croatia

  48. Costa Rica

  49. Bahamas

  50. Seychelles

  51. Cuba

  52. Mexico

  53. Bulgaria

  54. Saint Kitts and Nevis

  55. Tonga

  56. Libyan Arab Jamahiriya

  57. Antigua and Barbuda

  58. Oman

  59. Trinidad and Tobago

  60. Romania

  61. Saudi Arabia

  62. Panama

  63. Malaysia

  64. Belarus

  65. Mauritius

  66. Bosnia and Herzegovina

  67. Russian Federation

  68. Albania

  69. Macedonia, TFYR

  70. Brazil

Medium Human Development
ჰუმანური განვითარების საშუალო დონე

  1. Dominica

  2. Saint Lucia

  3. Kazakhstan

  4. Venezuela, Rep. Bov.

  5. Colombia

  6. Ukraine

  7. Samoa

  8. Thailand

  9. Dominican Republic

  10. Belize

  11. China

  12. Grenada

  13. Armenia

  14. Turkey

  15. Suriname

  16. Jordan

  17. Peru

  18. Lebanon

  19. Ecuador

  20. Philippines

  21. Tunisia

  22. Saint Vincent and the Grenadines

  23. Fiji

  24. Iran, Islamic Rep. of

  25. Paraguay

  26. Georgia

  27. Guyana

  28. Azerbaijan

  29. Sri Lanka

  30. Maldives

  31. Jamaica

  32. Cape Verde

  33. El Salvador

  34. Algeria

  35. Viet Nam

  36. Occupied Palestinian Territories

  37. Indonesia

  38. Syrian Arab Republic

  39. Turkmenistan

  40. Nicaragua

  41. Moldova

  42. Egypt

  43. Uzbekistan

  44. Mongolia

  45. Honduras

  46. Kyrgyzstan

  47. Bolivia

  48. Guatemala

  49. Gabon

  50. Vanuatu

  51. South Africa

  52. Tajikistan

  53. São Tomé and Principe

  54. Botswana

  55. Namibia

  56. Morocco

  57. Equatorial Guinea

  58. India

  59. Solomon Islands

  60. Lao, People's Dem. Rep.

  61. Cambodia

  62. Myanmar

  63. Bhutan

  64. Comoros

  65. Ghana

  66. Pakistan

  67. Mauritania

  68. Lesotho

  69. Congo

  70. Bangladesh

  71. Swaziland

  72. Nepal

  73. Madagascar

  74. Cameroon

  75. Papua New Guinea

  76. Haiti

  77. Sudan

  78. Kenya

  79. Djibouti

  80. Timor-Leste

  81. Zimbabwe

  82. Togo

  83. Yemen

  84. Uganda

  85. Gambia

Low Human Development
ჰუმანური განვითარების დაბალი დონე

  1. Senegal

  2. Eritrea

  3. Nigeria

  4. Tanzania, U. Rep. of

  5. Guinea

  6. Rwanda

  7. Angola

  8. Benin

  9. Malawi

  10. Zambia

  11. Côte d'Ivoire

  12. Burundi

  13. Congo, Dem. Rep.

  14. Ethiopia

  15. Chad

  16. Central African Republic

  17. Mozambique

  18. Mali

  19. Niger

  20. Guinea-Bissau

  21. Burkina Faso

  22. Sierra

კორუფციის აღქმის ინდექსი

საერთაშორისო ანტიკორუფციულმა ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გამოაქვეყნა საერთაშორისო კვლევის, „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) 2007 წლის შედეგები. ამ კვლევის შედეგად საქართველომ მაქსიმალური 10 ქულიდან 3.4 ქულა მიიღო და გამოკითხული 180 ქვეყნიდან 79-ე ადგილი დაიკავა. „კორუფციის აღქმის ინდექსი“ ქვეყნებს აფასებს იმის მიხედვით, თუ რამდენად მწვავე პრობლემად ასახელებენ პოლიტიკურ კორუფციას ამ ქვეყნებში გამოკითხული ადგილობრივი და უცხოელი ბიზნესმენები და ანალიტიკოსები.

2006 წელთან შედარებით, როცა იგივე კვლევის შედეგად საქართველოს 2.8 ქულა მიენიჭა, წელს მისი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. საქართველოს ინდექსმა მატება ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დაიწყო. 2003 წელს ის 1.8 იყო. წელს, ვინაიდან საქართველოსთვის მინიჭებული ქულა 3.0-ს გადასცდა, მიიჩნევა, რომ საქართველო გამოვიდა იმ ქვეყნების სიიდან, სადაც კორუფცია უპირველესი და დაუძლეველი პრობლემაა.

მეთოდოლოგია

„კორუფციის აღქმის ინდექსი“ ეყრდნობა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგებს, რომელთა შეჯერებული ანალიზის საფუძველზე დგინდება თითოეული გამოკვლეული ქვეყნისთვის მისანიჭებელი ქულა. წელს საქართველოს ქულის გამოსათვლელად შეჯამდა შემდეგი ექვსი კვლევის შედეგები:

1. ბერტელსმანის ფონდის „ბერტელსმანის ტრანსფორმაციის ინდექსი“ (Bertelsmann Transformation Index) (2008), რომელიც აფასებს ხელისუფლების უნარს გამოავლინოს და შეზღუდოს კორუფციული ფაქტები;

2. მსოფლიო ბანკის „ქვეყნების პოლიტიკისა და ინსტიტუციური შეფასება“ (Country Policy and Institutional Assesement) (2007), რომელიც აფასებს კორუფციის დონეს, ინტერესთა კონფლიქტს, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის შემთხვევებს და ანტიკორუფციული კუთხით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწევებს;

3. თავისუფლების სახლის (Freedom House) „გარდამავალი ქვეყნები“ (Nations in Transit) (2007), რომელიც მთავრობაში კორუფციის გავრცელების დონეს ანტიკორუფციულ ინიციატივების განხორციელებასთან ერთად, ხალხის აღქმისა და მედიის მიერ ასეთი ფაქტების გაშუქების მიხედვით ზომავს;

4. მსოფლიო ხედვის (Global Insight) „ქვეყნების რისკ რეიტინგი“ (Country Risk Rating) (2007), რომელიც აფასებს საჯარო მოხელეების კორუმპირებულობის სიხშირეს, როგორც მცირე ბიუროკრატიული, ასევე მასშტაბური პოლიტიკური გარიგებების კუთხით;

21 23 28 29 პიკის საათი - 24//24 წარმატების ისტორიები ქართული სარეკლამო ბაზარი დიდი, მარტივი და დასამახსოვრებელი დიდი, მარტივი და დასამახსოვრებელი!

5. Merchant International Group-ის „ნაცრისფერი სივრცის დინამიკა“ (Grey Area Dynamics) (2007), რომელიც იკვლევს კორუფციის გავრცელების ხარისხს, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირების, ასევე რიგით საჯარო მოხელეებს შორის;

6. მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის „გლობალური კონკურენტუნარიანობის კვლევა“ (Global Competitiveness Report) (2007), რომელიც ყურადღებას ამახვილებს უკანონო გადასახადებზე და ქრთამებზე დაკავშირებულს მთავრობის სხვადასხვა საქმიანობასთან.

საერთაშორისო გამჭვირვალობა - კორუფციის აღქმის ინდექსი - 2007.

ადგილი

ქვეყანა

ქულა

1

დანია

9,4

1

ფინეთი

9,6

1

ახალი ზელანდია

9,4

4

სინგაპური

9,3

4

შვედეთი

9,3

72

პერუ

3,5

72

სურინამი

3,5

79

საქართველო

3,4

79

გრენადა

3,4

79

საუდის არაბეთი

3,4

84

გაბონი

3,3

84

იამაიკა

3,3

84

კირიბატი

3,3

84

ლესოტო

3,3

84

მაკედონია

3,3

178

ერაყი

1,6

179

მიანმა

1,4

179

სომალი

1,4

ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

The Wall Street Journal da The Heritage Foundation მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 2008 წელს საქართველო მსოფლიში ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის მიხედვით 32 ადგილზეა.

ჩვენი ქვეყანა უსწრებს ისეთ სახელმწიფოებს, როგორიცაა ლატვია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ნორვეგია.

ინდექსი 10 მაჩვენებელს ითვალისწინებს: ბიზნესის თავისუფლება; ვაჭრობის თავისუფლება; ფისკალური თავისუფლება; სახელმწიფოს ჩარევა; მონეტარული თავისუფლება; ინვესტიციების თავისუფლება; ფინანსური თავისუფლება; ქონებრივი უფლებები; თავისუფლება კორუფციისგან; შრომითი ძალის თავისუფლება.

2008 წლის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით შეფასებულია 162 ქვეყანა. ქვეყნებს ენიჭებათ სარეიტინგო ქულები 0 იდან 100- მდე.

ამასთან ხდება ქვეყნების ეკონომიკის თავისუფლების რანჟირება: 80-100 ქულა - თავისუფალი; 70-79.9 ქულა - ძირითადად თავისუფალი; 60-69.9 ქულა - ზომიერად თავისუფალი; 50-59.9 ქულა - ძირითადად არათავისუფალი; 0-49.9 ქულა - რეპრესირებული.

საქართველო ზომიერად თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა. საქართველოს შეფასება აღნიშნული ინდექსის მიხედვით 1996 წლიდან ხდება, მაშინ ქვეყანამ 123-ე ადგილი დაიკავა და რესპრესიულის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოს „კორუფციის აღქმის ინდექსი“

0x01 graphic

29 ეკონომიკური ინდიკატორები

▲ზევით დაბრუნება


მშპ-ის ნომინალური მნიშვნელობის დინამიკა (მლნ. ლარში)

0x01 graphic

მიმდინარე ანგარიში (პროცენტულად მშპ-თან)

ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები

2003

2004

2005

2006

2007

2008

2009

2010

ფაქტ.

ფაქტ.

ფაქტ.

ფაქტ.

ფაქტ.

პროგ.

პროგ.

პროგ.

პროგ.

რეალური მშპ (ზრდის ტემპი)

11.10

5.90

9.30

7.50

7.00

6.00

5.50

5.50

ნომინალური მშპ (მლნ ლარი)

8564.7

9824.3

11591.9

13783.0

14614.5

16176.6

17821.1

19636.7

სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საშუალო პერიოდის განმავლობაში)

4.70

5.70

8.20

5.00

5.0

5.0

5.0

5.0

მიმდინარე ანგარიში (პროცენტულად მშპ-თან)

-9.9

-6.6

-10.7

-10.6

-10.5

-9.9

-9.6

-8.9

საშუალო წლიური გაცვლითი კურსი (ლარი/აშშ დოლარი)

2.15

1.92

1.80

1.82

1.82

1.82

1.82

1.82

საგარეო ვაჭრობა

ქვეყნების რაოდენობა

საგარეო ვაჭრობა ბალანსი (აშშ დოლარი)

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი

2006 წელი

104

2850.8

2007 წელი

100

4122.3

დადებითი სავაჭრო ბალანსი

2006 წელი

28

109.2

2007 წელი

23

145.8

სულ

2006 წელი

132

-2741.6

2007 წელი

123

-3976.5

ლარის კურსის დინამიკა თებერვლის მიხედვით

20.02.2008 1 EUR = 2.2845 ლარი
19.02.2008 1 EUR = 2.2792 ლარი
18.02.2008 1 EUR = 2.2859 ლარი
16.02.2008 1 EUR = 2.2859 ლარი
15.02.2008 1 EUR = 2.2874 ლარი
14.02.2008 1 EUR = 2.2831 ლარი
13.02.2008 1 EUR = 2.2845 ლარი
12.02.2008 1 EUR = 2.2963 ლარი
11.02.2008 1 EUR = 2.2905 ლარი
08.02.2008 1 EUR = 2.3180 ლარი
07.02.2008 1 EUR = 2.3190 ლარი
06.02.2008 1 EUR = 2.3442 ლარი
05.02.2008 1 EUR = 2.3503 ლარი
04.02.2008 1 EUR = 2.3525 ლარი
01.02.2008 1 EUR = 2.3551 ლარი

აშშ დოლარის კურსის დინამიკა ლართან
მიმართებაში (საშუალო კურსი 1.57)

0x01 graphic

20.02.2008 1 USD = 1.5510 ლარი
19.02.2008 1 USD = 1.5550 ლარი
18.02.2008 1 USD = 1.5600 ლარი
16.02.2008 1 USD = 1.5600 ლარი
15.02.2008 1 USD = 1.5650 ლარი
14.02.2008 1 USD = 1.5700 ლარი
13.02.2008 1 USD = 1.5740 ლარი
12.02.2008 1 USD = 1.5770 ლარი
11.02.2008 1 USD = 1.5823 ლარი
08.02.2008 1 USD = 1.5855 ლარი
07.02.2008 1 USD = 1.5855 ლარი
06.02.2008 1 USD = 1.5855 ლარი
05.02.2008 1 USD = 1.5846 ლარი
04.02.2008 1 USD = 1.5825 ლარი
01.02.2008 1 USD = 1.5870 ლარი

ევროს კურსის დინამიკა ლართან მიმართებაში
(საშუალო კურსი 2.3)

0x01 graphic

ფუნტი სტერლინგის კურსის დინამიკა ლართან
მიმართებაში (საშუალო კურსი 3.08)

20.02.2008 1 GBP = 3.0280 ლარი
19.02.2008 1 GBP = 3.0349 ლარი
18.02.2008 1 GBP = 3.0693 ლარი
16.02.2008 1 GBP = 3.0693 ლარი
15.02.2008 1 GBP = 3.0818 ლარი
14.02.2008 1 GBP = 3.0706 ლარი
13.02.2008 1 GBP = 3.0718 ლარი
12.02.2008 1 GBP = 3.0616 ლარი
11.02.2008 1 GBP = 3.0814 ლარი
08.02.2008 1 GBP = 3.1038 ლარი
07.02.2008 1 GBP = 3.1076 ლარი
06.02.2008 1 GBP = 3.1252 ლარი
05.02.2008 1 GBP = 3.1288 ლარი
04.02.2008 1 GBP = 3.1520 ლარი
01.02.2008 1 GBP = 3.1532 ლარი

0x01 graphic