The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №7-8


ბიზნესი და კანონმდებლობა №7-8


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ჭითანავა ნოდარ, ელიავა ლია, მესხია იაკობ, ლალიაშვილი ზურაბ, ბერუაშვილი გიორგი, ძამუკაშვილი დავით, კვატაშიძე ნადეჟდა, ვარდიაშვილი მარიამ, ბერუჩაშვილი გიორგი, ჯიბუტი ამირან, სამადაშვილი უშანგი, კაციტაძე ნანა, პაპასქუა იური, გოგიაშვილი შალვა, ხმალაძე მერაბ, ახალაია ნანა, ჭიჭიაშვილი მზია, ხადური ნოდარ, შონია ნანა, კიკუტაძე ვასილ, დუდაური თამარ, სამჭკუაშვილი ნინო, ნოზაძე მზევინარ, ალანია მარინე, ბოლქვაძე ბესიკ, ჟოჟუაშვილი ნათია, ბერიძე ლია, პაპასკირი რუსუდან, მამულაძე გელა, გეჩბაია ბადრი, ცინარიძე რამინ
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2009
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: ივლისი-აგვისტო 2009 გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი: იური პაპასქუა, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი რედაქტორები: კობა ბიწაძე, ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე. სამეცნიერო საბჭო: ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორები: იაშა მესხია (თავმჯდომარე), ნოდარ ჭითანავა, ვაჟა შუბითიძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, ჯამლეთ შათირიშვილი, ნოდარ ხადური, პაატა კოღუაშვილი, ლამარა ქოქიაური, ანზორ აბრალავა, ნატო კაკაშვილი, ნანა შონია, ევგენი ბარათაშვილი, დავით ჯალაღონია, თემურ ხომერიკი, ნაზირა კაკულია, კოტე აბულაძე, ნიკოლოზ ჩიხლაძე, თამაზ აქუბარდია, ლარისა თაკალანძე, გიორგი ღავთაძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი ავთანდილ სილაგაძე. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ მელქაძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე კუკანია, პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მამუკა თავხელიძე. ბერნარდ ზიგლერი (ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი), იოჰან ფიშერი (ბონის უნივერსიტეტის პროფესორი), ადიკ გებოიანი (ერევნის სახ. უნივერსიტეტის პროფესორი), ალი ალერზევი (ბაქოს სახ. უნივერსიტეტის პროფესორი). კონსულტანტები: თამაზ იაშვილი, სულიკო ფუტკარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: მაკა არახამია (ხელმძღვანელი), მზია ნაჭყებია, ეკა სამხარაძე. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502 რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/4-1521 სამეცნიერო, ანალიტიკურ-პრაქტიკული ჟურნალი რეფერირებადია 2008 წლიდან ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 10-26-28; 98-71-25. ტელ./ფაქსი: 98-39-30; 8(99) 79-00-34. veb gverdi: www.inovacia.ge e-mail: inovacia@caucasus.net



1 საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკის ტრანსფორმაციულ პროცესებზე ზემოქმედების ენდოგენური (შიდა) ფაქტორები

წერილი მესამე

0x01 graphic

ნოდარ ჭითანავა
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისსამეცნიერო საბჭოს წევრი

კვაზისაბაზრო ეკონომიკის ძირითადი ნიშნები

წინა წერილებში აღინიშნა, რომ საქართველოში ეკონომიკის ტრანსფორმაციის შედეგად ჩამოყალიბდა და არაეფექტიანად ფუნქციონირებს კვაზისაბაზრო ეკონომიკა.

როგორია მისი ნიშნები? იგი „საბჭოთა სოციალიზმის“, „ველური კაპიტალიზმის“, განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკურ სისტემათა ფუნქციონირების ცალკეული პრინციპებისა და მექანიზმების „გაერთიანებით“ (დაჯგუფებით) შეზღუდულ პერიმეტრზე (სივრცეში) წარმოიქმნა და „ჰიბრიდულ“ წარმონაქმნად ჩამოყალიბდა, რომელიც დღემდე არსებული ეკონომიკური სისტემებისაგან ყოველმხრივ განსხვავდება და სიტუაციის (პოსტსოციალისტური პერიოდის) თავისებურებების, აგებულების (ფორმირებადი და ფუნქციონირებადი სტრუქტურა), საზოგადოებრივ ურთიერთობათა გარდაქმნების ხასიათთან ცვალებადი ადეკვატურობით გამოირჩევა და ისტორიული ანალოგი არა აქვს.

ბუნებრივია, ასეთი სისტემის (კონგლომერატის) ძირითადი შემადგენლები (ელემენტები) დეფორმირებულია. მაგალითად, კაპიტალის დიდი ნაწილი წარმომავლობის გამო (პრივატიზაციის კრიმინალური ასპექტები) აღწარმოებაში რეალურად არ მონაწილეობს. ძირითადი და საწარმოო ფონდების, მიწის დიდი ნაწილი კონსერვაციაშია. წარმოების ფაქტორი - შრომა (სამუშაო ძალა) ახალ რეალობასთან ადაპტირებული არ არის. კაპიტალის არაეფექტიანად გამოყენების გამო წარმოების პროცესის განახლება, თუნდაც მარტივი აღწარმოების დონეზეც არ ხდება და კვალიფიციურ შრომაზე (განსაკუთრებით რეალურ სექტორში) მოთხოვნაც მცირდება, რაც სამუშაო ძალის დისკვალიფიკაციას განაპირობებს. წარმოების ისეთი ფაქტორი, როგორიცაა მეწარმეობრივი უნარი, შეიზღუდა და არახელსაყრელი ბიზნეს - გარემოს გამო თვითგანვითარების პოტენციურ შესაძლებლობებს არ იყენებს. ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება (როგორც განვითარების ფაქტორი) დროის მოთხოვნებს ჩამორჩა და ეროვნული ეკონომიკის სტრატეგიული ამოცანების გადაწყვეტას არასისტემური ხასიათი აქვს. ცოდნა, როგორც განვითარების ინტეგრირებული ფაქტორი ეკონომიკის ეროვნულ თავისებურებებს არ ითვალისწინებს. ზოგად კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომებით განისაზღვრება ეკონომიკის განვითარების ორიენტირები და სტრატეგიაც.

ეკონომიკის გაჩანაგების ფონზე გაღრმავდა სოციალური დიფერენციაციის პროცესი. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში ღარიბთა უდიდესი ნაწილი განათლებული და ადრე პროფესიული ჩვევების (გამოცდილების) მქონე ადამიანები არიან. მათი დღევანდელი ყოფა პროფესიის, რწმენის დაკარგვას, ფსიქოლოგიურ სტრესს, საბოლოოდ საზოგადოებრივ და მორალურ დეგრადაციას იწვევს.

ეკონომიკური ენთუზიაზმი როგორც ეკონომიკური ინტერესებისა და ქცევის გაძლიერების თანამდევი მოვლენა, ფაქტობრივად, ჩაკვდა. საზოგადოების ყველაზე შეჭირვებული ნაწილი, დეფორმირებული საბაზრო მექანიზმების გავლენით სკეპტიკურად უყურებს თვით საბაზრო პროცესებზე ეროვნული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს. რეალურ ეკონომიკაში კონკურენტული (კლასიკური გაგებით) გარემო არ შექმნილა, რაც ამუხრუჭებს საბაზრო მექანიზმების (ინსტრუმენტების) მოქმედებას, აკნინებს სტიმულირების (მოტივაციის) როლს, ზღუდავს თავისუფალ არჩევანს. ქვეყანაში კერძო საკუთრება (როგორც ასეთი) და სახელშეკრულებო ურთიერთობები, მყარად არ არის დაცული (სუბიექტური ინტერესების გავლენას განიცდის). განსაზღვრული არ არის რეალური ეკონომიკის განვითარების და შესაბამისად ინვესტიციების პრიორიტეტებიც. 2007 წელს პირდაპირი ინვესტიციების მხოლოდ 1%25 იყო გათვალისწინებული სასიცოცხლო მნიშვნელობის დარგის - სოფლის მეურნეობის განვითარებაში. ეკონომიკის განმსაზღვრელი დარგები (რომლებიც უზრუნველყოფენ ეროვნული მეურნეობის სიცოცხლისუნარიანობას) ღრმა კრიზისში არიან. მაგალითად, მრეწველობა, სოფლის მეურნეობა. ქვეყანაში სამრეწველო პროდუქციის წარმოების 3/4 ორ დარგზე - სასურსათო პროდუქციისა და ელექტროენერგიის წარმოებაზე მოდის (მათი მოცულობის მკვეთრად შემცირების ფონზე).

სამრეწველო პოტენციალი შემცირდა. მრეწველობის ხვედრითი წილი მშპ 1990 წლის 23%25-დან 2007 წელს. 13,3%25-მდე დაეცა. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნული მაჩვენებელი ესტონეთში 25,5%25, აზერბაიჯანში - 36%25, რუსეთში 57%25-ს შეადგენს.

ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურის დეფორმირებას სექტორების მიხედვით დასაქმების მაჩვენებლებიც ადასტურებს. სოფლის მეურნეობაში მუშაობს დასაქმებულთა 55%25, მრეწველობაში - 9,3%25. ეს მაჩვენებელი ესტონეთში 5,3 და 34%25, ლატვიაში - 12,1 და 25,8%25, უკრაინაში - 19,4 და 24,2%25, რუსეთში 10,2 და 29,8 პროცენტია. ბიზნესის განვითარების დაბალ დონეს გვიჩვენებს ის, რომ დაქირავებულთა რიცხვი ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მხოლოდ 30%25 შეადგენს, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობაში 35%25. ეს მაჩვენებელი ესტონეთში - 90%25, ლატვიაში - 88%25, ლიტვაში - 85%25, უკრაინაში - 80%25, რუსეთში - 92%25, მოლდავეთში 63 პროცენტია. საქართველოში დიდია თვითდასაქმებულთა წილი. ეს ნიშნავს იმას, რომ კერძო სექტორის როგორც დამსაქმებლის როლი მნიშვნელოვანი არ არის, იგი განვითარების დაბალ დონეზეა.

სოფლის მეურნეობაში (სადაც 55%25 დასაქმებული) მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 11%25 იქნება. ყოველწლიურად მცირდება ნათესი ფართობები, საშუალო მოსავლიანობა და მეცხოველეობის პროდუქტიულობა. საშუალოდ ერთ ძროხაზე წლიური წველადობა 1000 ლიტრამდეა (სომხეთში 1965 ლიტრი, რუსეთში 3221 ლიტრი და ა.შ.).

ჩამოყალიბების სტადიაშია მიწის ბაზარი. აღსანიშნავია, რომ მიწაზე საკუთრების კანონი მთლიანად გერმანულ მოდელზეა აგებული, სადაც იგნორირებულია საქართველოში მიწათსარგებლობის უნიკალური გამოცდილება. სოფლის მეურნეობას სახელმწიფოსაგან მინიმალური მხარდაჭერაც არა აქვს. მას არ გააჩნია საკრედიტო რესურსები, ლიზინგისა და სხვა ფორმების გამოყენების შესაძლებლობაც. სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას მიწის შესყიდვის სახსრები არა აქვს. მიწა, ფაქტობრივად, სასპეკულაციო საგნად იქცა, რაც ზნეობრივ - ეკონომიკური თვალთახედვით საშიშ ხასიათს იძენს, რადგანაც წარმოების განსაკუთრებული ფაქტორი - მიწა - სასურსათო პროდუქციის წარმოების შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ კერძო საკუთრებაში არსებული მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოუყენებელია. მაგალითად, 2007 წელს ქვეყანაში დანიშნულებით გამოუყენებელი იყო სახნავის თითქმის 60%25. შექმნილ ვითარებაში ხორბლის და ცხოველური წარმოშობის პროდუქციის მწარმოებლები კონკურენციას ვერ უწევენ იმპორტიორებს . უკანასკნელ წლებში ქვეყანაში აგრარული სექტორის განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა რუსეთის ტრადიციული ბაზრის დაკარგვამ. ევროპის შიდა ბაზარზე კი ქართული პროდუქციის დამკვიდრება ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული (პირველ რიგში ევროპულ სტანდარტებთან თავსებადობის პრობლემა).

როგორც აღინიშნა, 2008 წელს იმპორტი 4-ჯერ სჭარბობდა ექსპორტს. ექსპორტში ისევ წამყვანია შავი ლითონების ჯართი. 2007 წელს იგი შეადგენდა 96,8 მლნ აშშ დოლარს (7,8). ხოლო მსუბუქი ავტომანქანების ექსპორტმა 70,2 მლნ აშშ დოლარი (5,7%25) შეადგინა. არც ერთი არ არის ეკონომიკის ზრდის შედეგად მიღებული საქონელი.

საბიუჯეტო შემოსავლების ზრდაში მნიშვნელოვანია წლების მანძილზე შექმნილი სახელმწიფო ქონების პრივატიზაციით მიღებული შემოსავლების წილი. მაგალითად, 2005-2008 წლებში „აგრესიული პრივატიზაციის“ შედეგად მიღებულია 2 მლრდ მეტი ლარი. სულ პრივატიზაციით მიღებულია 3 მლრდ ლარი (1990 წელს ქვეყანაში ძირითადი ფონდების ღირებულება შეადგენდა 40 მლრდ მანეთს).

ქვეყანაში საგარეო ვალის ზრდის ტენდენცია ჩამოყალიბდა. 2008 წლის ბოლოს მან 2485,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 710 მლნ დოლარით). საგარეო ვალი 2008 წელს ექსპორტის მოცულობას 1,6-ჯერ სჭარბობდა. ქვეყნის საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო 4,5 მლრდ დოლარს აღემატება. 2008 წელს დოლარიზაციის კოეფიციენტი 75%25-ს შეადგენდა.

იმის მიუხედავად, რომ ქვეყნის საბანკო სისტემა ორგანიზაციულად თანამედროვე საბაზრო პრინციპებზე ფუნქციონირებს და მომსახურების მაღალი კულტურით გამოირჩევა, იგი მთავარ დანიშნულებას, ხელი შეუწყოს წარმოების გაფართოების სტიმულირებას, არ პასუხობს. რეალური ეკონომიკა (მრეწველობა, სოფლის მეურნეობა) ხელსაყრელი საკრედიტო რესურსების გარეშე დარჩა. საბანკო კრედიტების დიდი ნაწილი გამოყენებულია სამომხმარებლო (ავტომობილები, საოჯახო ტექნიკა და ა.შ.) და ბინათმშენებლობაზე. შემთხვევითი არ არის, რომ 2007 წელს იმპორტის სტრუქტურაში მსუბუქ ავტომობილებზე მოდიოდა 7,1%25 (369 მლნ აშშ დოლარი), რაც 8-ჯერ აღემატებოდა 2003 წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ქვეყნის ეკონომიკური სისტემა არ არის ორიენტირებული მწარმოებლურობასა და ეფექტიანობაზე, გრძელვადიანი ზრდის ფაქტორებზე (ინვესტიციები რეალურ სექტორში, სამუშაო ძალის ფორმირება, განათლება და ..). ამასთან, არსებითად დამოკიდებულია გარედან მხარდაჭერაზე (ინვესტიციები). ყოველივე ამის შედეგად, ბუნებრივია, ეროვნული ეკონომიკა ეფექტიანი თვითრეგულირების რეჟიმში ვერ ფუნქციონირებს.

ამრიგად, ქვეყანაში როგორც ფორმით, ასევე შინაარსით ფუნქციონირებს ეკონომიკური სისტემა, რომელიც დეფორმირებულ საბაზრო მექანიზმებს ეფუძნება, ამიტომ მისი სიცოცხლისუნარიანობა, თვითგანვითარების პოტენციალი ვერ უზრუნველყოფს ხანგრძლივი ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლას და ეკონომიკური ზრდის ახალ ტრაექტორიაზე გადასვლას.

როგორც ჩანს, ერთის მხრივ, სისტემური ეკონომიკური კრიზისი, მისთვის დამახასიათებელი ნიშან - თვისებებით (წარმოების დაცემა, უმუშევრობა, სიღარიბე და ..), მეორეს მხრივ, კრიზისიდან გამოსასვლელად ობიექტური ფაქტორების არსებობა (საბაზრო, თუმცა სუსტი მექანიზმები, ინტეგრაციულ პროცესებში ჩართვა, ხელსაყრელი გეოეკონომიკური პირობები, შეფარდებითი უპირატესობის გამოყენების პოტენციალი, საბაზრო მენტალიტეტი და სხვ.) ლოგიკურად აყენებს ეკონომიკის ეფექტიანობის ამაღლების სტრატეგიულ ამოცანას.

სოციალურ - ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების აუცილებლობა

ეროვნული ეკონომიკის განვითარების ზემოთ მოცემული ანალიზი ადასტურებს იმას, რომ ეფექტიანობის ამაღლება საგანგებო პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური ამოცანაა. ეს განპირობებულია რიგი მიზეზ - ფაქტორებით. როგორც აღინიშნა, ქვეყანაში დეფორმირებულია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფერო. სოციალურ - ეკონომიკური გარემო მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომლის იქით უფსკრულის ორი ნახტომით გადალახვის მცდელობა შეიძლება პრაქტიკულ მოქმედებად გადაიქცეს და ფატალური შედეგი გარდაუვალი გახდეს. ამიტომ ეფექტიანობის ამაღლების ამოცანა ფორმით საგანგებოა, გლობალურ სივრცეში რეალური შანსია (გზა) ეროვნული თვითმყოფადობის გადარჩენისა, შინაარსით კი ისტორიულია (საეტაპოა) და გულისხმობს ქვეყნის გადასვლას ეკონომიკის ჰუმანიზაციის ადეკვატურ ტრაექტორიაზე. ეს გარდატეხის ეტაპია ახალი (ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუხსნელი ეპოქის) დასაწყისია, ზოგადის და კერძოს, მთელისა და ნაწილის, ფორმისა და შინაარსის, დღევანდელობისა და მომავლის შეჯერებაა, მათი თავსებადობის გამოცდაა.

იმისათვის, რომ სწორად განისაზღვროს სოციალურ - ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლების გზები, საჭიროა ეკონომიკური განვითარების მიღწეული დონის ანალიზთან ერთად ახალი გარემოებების (ფაქტორების) გათვალისწინება. კერძოდ, ადრე საქართველოში განვითარების ორიენტირად მიჩნეული იყო განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური მოდელი, მათი ფუნქციონირების პრინციპები, გამოცდილება. მას შემდეგ, რაც საქართველოში დამკვიდრდა საბაზრო თუმცა სუსტი მექანიზმები, ძლიერდება საბაზრო იდეოლოგია (მენტალიტეტი), ქვეყნის ეკონომიკა თანდათანობით მკვიდრდება ინტეგრაციულ პროცესებში (როგორც ზემოთ აღინიშნა, 2008 წელს საქართველოს 128 ქვეყანასთან ჰქონდა საგარეო სავაჭრო ურთიერთობები), ახალი სტრატეგია, ბუნებრივია, ქვეყნის განვითარების მიღწეული დონიდან უნდა განისაზღვროს და ორიენტაცია პოსტინდუსტრიული განვითარების ზოგად მოდელზე უნდა ავიღოთ, რათა მას რეალურად მიესადაგოს განვითარების ეროვნული თავისებურებანი. ადრე, როგორც აღინიშნა, ეს მოთხოვნა ირღვეოდა, რამაც თავისი განსაკუთრებული დაღი დაასვა ეროვნულ ეკონომიკას (კონგლომერატობა). ამიტომ განვითარების ახალი სტრატეგიის განსაზღვრისას სამი ძირითადი ასპექტი უნდა განვიხილოთ. პირველი, როგორია დროში მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიდან ჩვენი ეკონომიკის ჩამორჩენა (ჩვენი აზრით, საქართველო ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს სულ მცირე ორი თაობით ჩამორჩება. მდგომარეობის შეფასებისას უნდა დავეყრდნოთ მაჩვენებელთა კომპლექსურ სისტემას (ეკონომიკური, სოციალური, მენტალური, მორალურ - ზნეობრივი და სხვა). მეორე, როგორია დასავლეთის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის ტრანსფორმაციის ფუძემდებლური პრინციპები, რას გვიჩვენებს მათი .. პოსტინდუსტრიული ეპოქის ეკონომიკური სისტემის ფორმირება - ფუნქციონირების პირველი ნაბიჯები (გამოცდილება), როგორია ეკონომიკის ჰუმანიზაციის ტენდენციები, რამდენად თავსებადია მომავლის მოდელში კერძოს, კოლექტიურისა და სახელმწიფოს ერთმანეთისაგან თვისებრივად განსხვავებული ინტერესები. მესამე, როგორი დოზით შეიძლება ეროვნული ტრადიციების, მეურნეობრიობის პრინციპების, მენტალიტეტის შეზავება (სინთეზი) ზოგადსაკაცობრიო მოთხოვნებთან.

ეს რთული ამოცანებია.

ეკონომიკური განვითარებისგარღვევისსტრატეგია

სუვერენული ქვეყნის ეკონომიკის განვითარება არ შეიძლება წარიმართოს ერთხელ და სამუდამოდ არჩეული კონცეფციებითა და მიმართულებებით. სტრატეგიული ხედვებითა და ლოკალური გამოცდილებით. იცვლება ცხოვრება (ეკონომიკა, მორალი, პოლიტიკა), ახალი გარემოებებით ღრმავდება ტრანსფორმაციული პროცესები, ძლიერდება ეკონომიკის სოციალიზაციის ტენდენციები და ა.შ. ამიტომ ეკონომიკას უნდა ჰქონდეს სწრაფად ცვალებად სიტუაციასთან ადაპტირების უნარი. იგი ცოცხალი ორგანიზმია, მისი სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების ყველა საშუალება თავის დროზე და საჭირო დოზით, ეროვნულ - სახელმწიფოებრივი ინტერესების შესაბამისად უნდა იქნას გამოყენებული. როგორც ზემოთ მოცემული ანალიზიდან ჩანს, საქართველო აშკარად განიცდის ინტეგრაციული პროცესების მარეგულირებელი სტრუქტურების გავლენას. იმის გამო, რომ სახელმწიფო ატარებდა (ატარებს) პასიურ სოციალურ - ეკონომიკურ პოლიტიკას, იგი გარედან შემოთავაზებულ „თამაშის წესებს” (ეროვნული ეკონომიკის რეგულირების ფუძემდებლურ პრინციპებს) უყოყმანოდ აღიარებს (აღიარებდა), თუმცა მათ ეფექტიანად ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არ იყენებდა (ე.წ. ჰუმანიტარული და სხვა სახის მიზნობრივი დახმარების არამიზნობრივად გამოყენება). თანამედროვე პირობებში ეკონომიკის განვითარებაზე ბუნებრივია განმსაზღვრელ გავლენას ახდენენ გარე ეკონომიკური ფაქტორები - მაგალითად, მდგრადი დემოკრატია, განათლება, ჯანმრთელობა, ინფრასტრუქტურა და .. ადამიანი ცენტრალური ფიგურაა არა მხოლოდ ეკონომიკურ პროცესებში, არამედ საზოგადოებრივ ურთიერთობათა მთელ სისტემაშიც. ამიტომ მისი პოტენციალის თანმიმდევრულად, დროის მოთხოვნების შესაბამისად განვითარებამ ხელი უნდა შეუწყოს სოციალურ - ეკონომიკურ პროცესებზე ზემოქმედების ფაქტორთა სწორად შერჩევასა და გამოყენებას. ეს კი განვითარების რთული პროცესის მიმართ ახალ მიდგომებს, მასშტაბურ ხედვას და მოცემულ დროში ლოკალური ამოცანების გადაწყვეტისათვის მზადყოფნის უნარს გულისხმობს.

მომავალში მაინც სოციალურეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლებას საფუძვლად უნდა დაედოს ეკონომიკური მიზანშეწონილობის პრინციპი, რომელიც ფაქტობრივად განისაზღვრება ერთი მხრივ, ქვეყნის ბუნებრივ - საწარმოო, შრომითი რესურსებით, მეურნეობრივი თავისებურებებით, დემოგრაფიული სტრუქტურით, გეოეკონომიკური მდგომარეობის, ეკონომიკური პოტენციალით და ა.შ. და, მეორე მხრივ, მსოფლიო სამეურნეო პრაქტიკით ჩამოყალიბებული ტრადიციებით, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობათა განვითარების პრინციპებით, რეგიონული თავისებურებებით, ტენდენციებით.

საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში საქართველოში, როგორც აღინიშნა, უხეშად ირღვეოდა ზემოთ დასახელებული მოთხოვნები და ეს არ იყო შემთხვევითი. პოსტსაბჭოთა ქვეყნების ეკონომიკური განვითარება წარიმართა გარედან შემოთავაზებული ცალმხრივად გააზრებული (პოლიტიკური ასპექტის უპირატესობა) რეკომენდაციებით (რჩევებით), რომელთა განხორციელება ხდებოდა (ხდება) ეკონომიკური პროცესების ერთმანეთისაგან გამიჯვნით და არა ერთიანი, მთლიანობითი სისტემა - მექანიზმის გამოყენებით. კომპლექსურობა აკლდა (აკლია) ეკონომიკის ტრანსფორმაციას, როგორც განსაკუთრებულ მოვლენას და მრავალწახნაგოვან პროცესს.

იმისათვის, რომ დაჩქარდეს ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლა, მიზანშეწონილია შედგეს საქართველოს სოციალურ - ეკონომიკური განვითარების კომპლექსური პროგრამა და უახლოეს მიზნად განისაზღვროს მშპ-ს მოცულობის რეფორმამდელი დონის (1990 წლის) მიღწევა (2008 წლის შედეგებით, ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1990 წლის შესაბამისი დონის 70%25).

ეკონომიკური ზრდის დასახული მიზნის მიღწევისათვის საჭიროა გარე და შიდა ფაქტორების, სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური მექანიზმების, მეთოდების კომპლექსურად ამოქმედება. მიზნის შესაბამისად უნდა განისაზღვროს მიზანს დაქვემდებარებული ამოცანები, რომლებიც განისაზღვრება ეტაპობრივად. მაგალითად, როგორი იქნება ფულად - საკრედიტო, სამრეწველო, აგრარული, სოციალური, საგარეო - ეკონომიკური პოლიტიკა, როგორ უნდა შეიცვალოს საგადასახადო სისტემა, როგორ მივაღწევთ სახელმწიფო ვალების მომსახურების სრულყოფას, ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის ეფექტიანობას, სახელმწიფო დაკვეთის როლის გაძლიერებას, საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებას, საექსპორტო პროდუქციის ზრდას, ორგანიზაციულ - მმართველობითი ოპტიმალური სტრუქტურების ფორმირება - ფუნქციონირებას, ეკონომიკის კრიმინალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობას და სხვ.

რატომ კომპლექსური პროგრამა?

ჯერ-ერთი, პროგრამა სტრატეგიული მართვის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია. ამასთან, დიდი და ყოველმხრივი (პოლიტიკური, ეკონომიკური, ორგანიზაციული) ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ დაიძლიოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში დაშვებული ჩამორჩენა და თვისებრივად ახალ პრინციპებზე ეკონომიკური ზრდის მყარი საფუძველი მომზადდეს. ეს ამოცანა მოითხოვს სისტემურ- პროგრამულ მიდგომას.

მეორე, პროგრამაში უნდა აისახოს ლოგიკური კავშირი დასახულ მიზანსა და მისი მიღწევის რესურსულ და ორგანიზაციულ ფაქტორებს შორის (პოლიტიკური მიზნის ეკონომიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფა). რეალურად შეფასდეს რამდენად სწორად არის გამოყენებული ადგილობრივი პირობები, რამდენად კომპლექსურადაა გათვალისწინებული გარე და შიდა პოტენციალის ამოქმედება.

მესამე, პროგრამა უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა, რაც იმას მიანიჭებს საყოველთაო და მობილიზებული დოკუმენტის (მიზნის) სტატუსს საზოგადოებისთვის იგი გახდება მაკროეკონომიკური და რეგიონული განვითარების სტრატეგიისა და ტაქტიკის მართებულობის შეფასების საფუძველი გამჭვირვალობის მაღალი ხარისხით, რაც სახელმწიფოს პროგრამაში მონაწილე სხვა სუბიექტებს აიძულებს სიტუაციების შესაბამისი იმპულსები მისცენ ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანას, იმოქმედონ არა ქრესტომათიული დოგმებით, არამედ არსებული რეალობის სასურველი (პროგრამით განსაზღვრული) მიმართულებით გარდაქმნის პრაგმატული ამოცანებით.

მეოთხე, პროგრამაში შესაძლებელია მეთოდოლოგიურად სწორად განისაზღვროს მიზნის განხორციელების ორგანიზაციული სისტემა - თანმიმდევრულობა, ეტაპობრივი ხასიათი, მიზნისა და რესურსების შესაბამისობა, პასუხისმგებლობა, მონიტორინგი, საჭიროებისას პროცესების რეგულირებაში კორექტივების შეტანა, ახალი რესურსებით ჩანაცვლება, სოციალური პარტნიორობის ინსტიტუტის, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო თანხმობის წანამძღვრების მომზადებას, ეფექტიანი გამოყენება.

მეხუთე, ცნობილია, რომ სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სამი ძირითადი წყარო არსებობს: კაპიტალური დაბანდების ზრდა შიდადაგროვებით, რისი საშუალებაც დღეს ქვეყანას არა აქვს, ბანკის კრედიტები, რომელთა რესურსები ძალიან მწირია; უცხოური ინვესტიციები, რასაც სწორად გააზრებული ეკონომიკური იდეოლოგია სჭირდება. კერძოდ ის, რომ ინვესტიციები გამოიყენებოდეს პრიორიტეტების მიხედვით. ამას წინ უნდა უსწრებდეს შესაბამისი მიმართულებების მიხედვით საინვესტიციო პროექტების დამუშავება და მათში ეროვნულ - სახელმწიფოებრივი ინტერესების სრულად გათვალისწინება. ასეთ შემთხვევაში პროგრამული მიდგომა იძლევა საშუალებას ობიექტურად და სტრატეგიული ამოცანების პოზიციიდან შეფასდეს ინვესტიციების მიზნობრივი მიმართულება, ეფექტიანობა და მათი დაკავშირება ეკონომიკური ზრდის ეტაპობრივ ამოცანებთან.

მეექვსე, კომპლექსური პროგრამის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ გარედან შემოთავაზებული „ლიბერალიზმის“ პრინციპები ეროვნულ ინტერესებს დაუქვემდებაროს. ეს იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ სახელმწიფო შეასრულებს ტრანსფორმაციული პროცესების წარმმართველის ფუნქციას. ამის აუცილებლობას ადასტურებს ის, რომ ახლად შექმნილი საბაზრო ინსტიტუტები ჯერ კიდევ სუსტია, ამასთან, მათ მყარი ტრადიციებიც არა აქვთ. ამიტომ ინტეგრაციული პროცესების ინტენსივობის კვალობაზე ყოველთვის უკანა პლანზე იქნება, რაც ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. გარდა ამისა, სუსტი საბაზრო სუბიექტები კონკურენციის დისკრიმინაციული პირობებით ლიბერალური ეკონომიკის იდეოლოგიის წნეხს ვერ გაუძლებენ და ეფექტიანი საბაზრო ურთიერთობათა ფორმირების პროცესი ქრონიკულად კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ანგარიში უნდა გაეწიოს იმ ტენდენციას, რომ თანამედროვე პირობებში აუცილებელია ქვეყნის განვითარების შესაძლებლობების ახლებურად დანახვა და გამოყენება არა მხოლოდ საკუთრივ, არამედ მსოფლიო განვითარების ძირითადი ტენდენციების თვალსაზრისით. ყველა ზემოთ აღნიშნული და სხვა საკითხების, პოლიტიკური მოვლენების, ეკონომიკური პროცესების ერთმანეთთან ლოგიკურ კავშირში განხილვა და ერთიანი სტრატეგიით მათი ყველაზე ეფექტიანად გადაწყვეტა შესაძლებელია კომპლექსური პროგრამებით.

გრძელვადიანი მიზნობრივი პროგრამების შედგენასთან დაკავშირებით ყურადღებას იმსახურებს „ნიუანსი“, რაც დემოკრატიის განვითარების პროცესში ნეგატიური ფაქტორის როლს ასრულებს. ნებისმიერი ხელისუფლება თავს არიდებს გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობას, განვითარების შესაბამისი პროგრამების შედგენას და ამას ხსნიან იმ უბრალო მიზეზით, რომ ხელისუფლების დრო ერთობ „შეზღუდულია“ პერსპექტივების კომპლექსურად განსაზღვრისათვის. ხელისუფლება გარდამავალ პერიოდში ხშირად იცვლება, ამიტომ ორიენტაცია მოკლე პერიოდის პრობლემებზეა აღებული. უფრო სწორად, როგორი პიარ - კამპანიებით შეიძლება ე.წ. ოპერატიული საკითხების (ძირითადად პირადი კეთილდღეობის) გადაწყვეტა. ესნიუანსიგანვითარებაში ისტორიული ეტაპების თავისებურებების ამოვარდნას იწვევს, საბოლოოდ კი ახანგრძლივებს ჩამორჩენას. ეს საშიში ტენდენცია, რაც უკანასკნელ წლებში რეალობის გამომხატველია, ხელს უწყობს გრძელვადიანი სტრატეგიის უგულებელყოფას, ხელჩაქნეულობის განწყობის გაძლიერებას, გლობალური და ლოკალური განვითარების დაშორიშორებას, რაც საბოლოოდ ქვეყნის მომავლისათვის საშიშ მუქარას წარმოადგენს.

პროგრამული მიდგომა ყოვლისმომცველი და ყველაზე საიმედო მეთოდია მსოფლიოსა (მთელის) და ქვეყნის (მთელის ნაწილის) განვითარების პრინციპების, თავისებურებათა გათვალისწინებისა და თავსებადობის შეფასებისათვის, სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავებული დონეების გამოთანაბრების პროცესების სწორად წარმართვისათვის.

იმისათვის, რომ დაჩქარდეს „გარღვევის“ სტრატეგიის კომპლექსური პროგრამის შედგენა, საჭიროა რამდენიმე ორგანიზაციულ - მმართველობითი ხასიათის საკითხის გადაწყვეტა. პირველ რიგში, საჭიროა სახელმწიფოს კომპეტენტური კომისიის შექმნა, რომელსაც სიტუაციის მნიშვნელობის გათვალისწინებით უხელმძღვანელებს სახელმწიფოს პირველი პირი. სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად კომისიაში უნდა გაერთიანდნენ მეცნიერების, პრაქტიკოსებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის მიერ შემუშავებული პროგრამის პროექტი უნდა გახდეს საზოგადოების საყოველთაო განხილვის საგანი. პროგრამის რეალიზაციის მიზნით საჭიროა ეკონომიკის განვითარების და ფინანსთა სამინისტროების ფუნქციების დაკონკრეტება და მათი საქმიანობის წარმართვა პროგრამული მიდგომების პრინციპებით. ამასთან, უნდა დაზუსტდეს რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების კომპეტენციები. პირველ რიგში, უნდა გაიმიჯნოს ცენტრალური და რეგიონული მმართველობითი ორგანოების საკუთრება და ეკონომიკური ფუნქციები. განისაზღვროს ადგილობრივი თვითმმართველობის სტატუსი. ჩვენი აზრით, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სოფელს, მის პოლიტიკურ, სოციალურ - ეკონომიკურ და ორგანიზაციულ განვითარებას. სოფლებს შორის უნდა გაიმიჯნოს საზღვრები, სოფელს უნდა ჰქონდეს საკუთარი ქონება და ფინანსური წყაროები. ჰყავდეს წარმომადგენლობითი ორგანო (საკრებულო ან სხვა ფორმით). არჩევითი უნდა იყოს სოფლის თავკაცი. უნდა ვივარაუდოთ, რომ თითოეული სოფლის (როგორც ტერიტორიის) განვითარება მომავალში მოხდება მიზნობრივი პროგრამების მიხედვით, რაც არსებითად ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკის განვითარებას, არამედ მომსახურების მიწოდების სრულყოფას, თვითმმართველობის პასუხისმგებლობის გაფართოებას მოსახლეობის საზოგადოებრივი პროცესების რეგულირებაში (განსაკუთრებით სოციალურ - ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში) აქტიურად ჩართვას, რაც პოლიტიკური დემოკრატიის გაფართოების ერთ-ერთი მთავარი პირობაა.

გვეყო ბატონებო, ჩვენი აწმყოსი და მომავლის ბედის სხვაზედ მიგდება, ჩვენი გაჭირვების, გულისტკივილის და წადილის პატრონნი ჩვენვე უნდა ვიყვნეთ

(ილია)

ახლა მაინც, როცა უხვად ვიმკით დაშვებული შეცდომების პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და ზნეობრივ შედეგებს, ისტორიული გაკვეთილებიდან სათანადო დასკვნების გაკეთება გვმართებს. მოვალენი ვართ სწორად განვსაზღვროთ ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკური სისტემის მოდელი. ამ ამოცანის გადასაწყვეტად აქტიურად უნდა ამოქმედდეს ეროვნული მეცნიერება (რომელიც თვითიზოლაციის გზას ადგას) და მთელი საზოგადოება (მისი არა მხოლოდაგრესიულინაწილი“, არამედ ჩრდილში მყოფი ინტელექტუალური ძალაც). ქვეყანამ, როგორც აღინიშნა, სხვადასხვა ეკონომიკური სისტემა (მოდელი) გამოსცადა. მსოფლიოს პოზიტიურ და ნეგატიურ გამოცდილებასაც ვიცნობთ. პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ერთმანეთისაგან განსხვავდება ერთიანი საბაზრო იდეოლოგიის საფუძველზე მოქმედი ეკონომიკური სისტემებიც, რაც გამოწვეულია ბევრი გარემოებებით (ქვეყნის ტრადიციები, ეკონომიკური დოვლათის განაწილების მექანიზმები, გარე არაეკონომიკური ფაქტორები: მორალი, რელიგია და სხვ.).

ის, რომ ბუნებაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის მზა მოდელი არ არსებობს, რომ იგი ჩვენვე უნდა შევქმნათ საზოგადოების დიდი ნაწილისთვის, მხოლოდურმის გადაბრუნებისშემდეგ გახდა ცნობილი. სამწუხაროდ, დღესაც, საზოგადოებაში ისევ გამოითქმება მოსაზრებები ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკური სტერეოტიპის (მოდელის) გამოყენების მიზანშეწონილობის შესახებ.

ამჟამად ჩვენს საზოგადოებაში არსებული ძირითადი შეხედულებანი შეიძლება 3 ჯგუფად წარმოვიდგინოთ.

ეკონომიკური ლიბერალიზმის მეხოტბენი

ეკონომიკური ლიბერალიზმისმეხოტბენი (უკანასკნელ წლებში სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა ამ იდეოლოგიას ეყრდნობოდა და მას პრაქტიკაში ძალდატანებით ნერგავდა). ცდილობენ XXI საუკუნეშიც ეკონომიკური განვითარების წარმმართველ მექანიზმად „უხილავი“ ხელი (XVIII-XIX-XX (20-იანი წლების) საუკუნეების ფენომენი) დაამკვიდრონ და საბაზრო მექანიზმი ლიბერალიზაციის საბოლოოდ კი ეფექტიანობის მთავარ პირობად (გარანტად) გამოაცხადონ. სახელმწიფოს სოციალურ - ეკონომიკური როლი კი ადამ სმიტისეული წარმოდგენებით (საკანონმდებლო ბაზის შექმნა, დავების გადაწყვეტა და სხვ.) განისაზღვროს. ნიშანდობლივია, რომ ასეთ მიდგომას ეფუძნება ვაშინგტონის კონსესუსით განსაზღვრული კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური ორიენტირები, რაც მთელი სისრულით აისახა ახალ დოქტრინაში, შოკური თერაპია“, რომელიც ფაქტობრივად იყო სოციალისტური ეკონომიკური სისტემის ძირფესვიანად ამოძირკვის რევანშისტული იდეოლოგია. როგორც საქართველოში, ასევე სხვაგანაც დადასტურდა, რომ აღნიშნული თეორიული მიდგომებით ნასაზრდოებმა სახელმწიფო პოლიტიკამ დამანგრეველი ფაქტორის როლი შეასრულა და მას უნდა „ვუმადლოდეთ“, რომ დღეს საქართველოს ეკონომიკას მატერიალური, ეკონომიკური და ორგანიზაციული მოქმედების საფუძველიც არ გააჩნია. აღსანიშნავია, რომ ამ იდეოლოგიის წარმატებულ მაგალითად აშშ-ს ეკონომიკურ სისტემას მიიჩნევენ. ეს სწორი არ არის. აშშ ეკონომიკური სისტემა მართალია ბიზნესის მიზნად მაქსიმალური მოგების მიღების პრინციპს, მკაფიოდ გამოკვეთილ ინდივიდუალიზმის ფილოსოფიას ეფუძნება, კონკურენციას განიხილავს ეკონომიკური განვითარების აგრესიულ გზად, მაგრამ ამასთან ეკონომიკის სახელმწიფოებრივი რეგულირება ასრულებს სტრატეგიული განვითარების მთავარი წარმმართველის ფუნქციებს. ეს თავისებურება სამწუხაროდ, თითქმის ყველას გამორჩა საქართველოში.

მოსახლეობის კეთილდღეობა

საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ევროპის თანამედროვე ქვეყნების მრავალმხრივი გამოცდილების შესაბამისად უნდა შეიქმნას სოციალურ - ეკონომიკური სისტემა, რაც ავტომატურად უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობას.

ნიშანდობლივია, რომ ეკონომიკის ევროპული სისტემის საფუძველია კორპორატიულობის პრინციპებზე დამყარებული პროტესტანტული ეთიკა. აღნიშნული სისტემა საზოგადოების მსხვილი ჯგუფების ინტერესების კონსენსუსს ეფუძნება (ბიზნესის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვა წინასწარ არის გაცნობიერებული). ამიტომ იქმნება შესაბამისი მექანიზმები სოციალური სტაბილურობისათვის. ამ სისტემაში კონკურენცია განიხილება, როგორც თანაბარი შესაძლებლობების გარანტი. ამასთან, ევროპის ქვეყნების ეკონომიკური სისტემებიც ერთმანეთისაგან განსხვავებულია.

ასეთ დროს ქვეყანაში ფორმირებადი საზოგადოებრივი აზრის უყოყმანოდ (ხშირად ილუზიებით) მხარს უჭერს ევროპულ ფასეულობებს, მათ შორის ისეთსაც, რომელიც უცხოა ქართული მენტალიტეტისთვის. ხშირად არ ვითვალისწინებთ იმას, რომ ქართული ფენომენის აზიური კომპონენტი რეალობაა და ქვეყნის წარსულში ძლიერად აქვს ფესვები გადგმული. ასევე ქვეყანას ისტორიული განვითარების უნიკალური გეოპოლიტიკური მდგომარეობით დიდი უპირატესობა აქვს, რაც მისი აზიური ნაწილისაგან მოწყვეტით საერთო დინამიზმს და კარგავს და მისი განვითარების უნიკალურ როლს არსებითად დააკნინებს. ეროვნული მენტალიტეტის უმთავრეს წყაროს - მართლმადიდებლობის ფუძემდებლური პრინციპების (მათ შორის, ეკონომიკურის) გავლენა განუზომლად დიდია და ისტორიული სივრცის ათვისებასაც გულისხმობს. როცა გლობალურ სივრცეში შედის ქვეყანა (ობიექტური აუცილებლობა) ეროვნული ფენომენის ბევრი ახალი კომპონენტი მოძრაობაში მოდის (ადაპტირების უნარი) და ცალკეულ შემთხვევებში ქვეყნის განვითარების სტრატეგიასაც განსაზღვრავს. ნაწილი კიმთვლემარემდგომარეობაში რჩება და მათი ამოქმედება დროის ფაქტორით, მოცემულ ვითარებაში განვითარების ლოგიკით, ინტერესების თავსებადობის ხარისხით განისაზღვრება.

რომელი უცხოური ეკონომიკური მოდელი ავირჩიოთ?

საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ რამდენადაც ჩვენი ახლო წარსული სოციალისტური მეურნეობრიობაა, ყველაზე მისაღები შეიძლება იყოს ჩინეთის გამოცდილება, სადაც ერთმანეთთან კარგად არის შეხამებული კერძოს (ტრადიციული გაგებით კაპიტალისტური) და სახელმწიფოებრივი ინტერესები (ფართო გაგებით სოციალისტური). რა შეიძლება ითქვას ასეთი მიდგომის მიმართ? თავის დროზე გარკვეული პირობებით (საბჭოთა კავშირის ერთიან სივრცეში) შეიძლებოდა გარდაქმნების მსგავსი მოდელის გამოყენება, მაგრამ დღევანდელობაში ჩინური გამოცდილების უშუალოდ გადმოტანა უფრო რომანტიზმია, ვიდრე პრაგმატული მიდგომებით ქვეყნის განვითარების სტრატეგიის განმსაზღვრელი ფაქტორი (მიმართულება).

საქმე ისაა, რომ გარკვეულწილად ჩინეთის, ვიეტნამის და აზიის სხვა ქვეყნების გამოცდილების ფესვები კონფუციანური კაპიტალიზმიდან მოდის. ამ მიდგომის მთავარი იდეაა ის, რომ ადამიანი წარმოადგენს განვითარების არა თვითმიზანს (როგორც ეკონომიკურ ლიბერალიზმში), არამედ, იგი კოლექტივის ნაწილია. ნიშანდობლივია, რომ კონფუციანური კაპიტალიზმის თეორია დაედო საფუძვლადიაპონური მეწარმეობის ბიბლიას“, რომლის მიხედვით, მოგების მიღების ძლიერი სურვილის გარეშე შეუძლებელია ხალხის კეთილდღეობის ამაღლება. თუ არ განვავითარეთ მეწარმეობა, ვერასოდეს მივაღწევთ ეროვნულ აყვავებას. მეორე მხრივ, ეროვნული აყვავება არ გაგრძელდება დიდხანს, თუ იგი არ ეყრდნობა სიკეთისა და სამართლიანობის ზნეობრივ პრინციპებს. ამრიგად, კეთილდღეობის წყაროდ აღიარებულია ადამიანი. აქედან გამომდინარეობს დასავლეთისაგან განსხვავებული გაგება კონკურენციისა. აღმოსავლეთ აზიაში იგი განიხილება, როგორც მეტოქეობა, რომელშიც იგულისხმება თანაარსებობა“, „თვითაყვავება“. მოქმედებს პრინციპისაკუთარ სარგებელზე ზრუნვა, პარტნიორის სარგებელზე ზრუნვაა“. ეს ფილოსოფია ძირშივე ეწინააღმდეგება დასავლეთის გაგებას.

ასეთ ვითარებაში კითხვას, რომელი უცხოური ეკონომიკური მოდელი ავირჩიოთ, ჩვენი აზრით, უნდა გაეცეს ერთადერთი პასუხი: არც ერთი. საქართველოს მომავალი სოციალურ - ეკონომიკური სისტემა აშშ, რუსეთის, ჩინეთის, ევროპის თუ სხვა ქვეყნების თარგზე არ გამოიჭრება. ამას მსოფლიოს განვითარების ლოგიკაც ადასტურებს.

ამასთან ისიც უნდა გავიცნობიეროთ, რომ კლასიკურმა კაპიტალიზმმა, აგრეთვე საბჭოთა სოციალიზმმა, როგორც კაცობრიობის განვითარების კონკრეტული ეტაპების ისტორიულ - ეკონომიკურმა ტიპებმა, მეტნაკლებად პოზიტიური როლი შეასრულეს საზოგადოებრივ ურთიერთობათა სხვადასხვა სფეროში. ნიშანდობლივია ისიც, რომ ორივემ, ფაქტობრივად, თავისი ისტორიული ფუნქცია ამოწურა და ინტეგრაციულ ურთიერთგანპირობებულობის, ურთიერთშეღწევის დაჩქარებულ პროცესში ხელი შეუწყო ახალი ტიპის შერეული ეკონომიკის წანამძღვრების ჩამოყალიბებას. მსოფლიო მესამე გზით ვითარდება. მისთვის დამახასიათებელია მკაფიოდ გამოკვეთილი სოციალური მიმართულება მომავალში სოციალური ეკონომიკა - პოსტინდუსტრიული ეპოქის ეკონომიკური სისტემის ტიპი. იგი სამ მთავარ მექანიზმს ეყრდნობა: საბაზრო სისტემას, ეკონომიკის სახელმწიფოებრივ რეგულირებას და სოციალურ მდგრადობას (რაც გულისხმობს საზოგადოებისა და ეკონომიკის სოციალური სტაბილურობის მუდმივ აღწარმოებას.

იმისათვის, რომ საქართველოს მომავალი ეკონომიკური სისტემა სწორად გავიაზროთ, აუცილებელია რამდენიმე პრინციპული მოთხოვნის შესრულება. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიო გამოცდილება, ქვეყანაში განვითარებული პროცესები, განსაკუთრებით მისი თანმდევი სოციალური მოვლენები და წინააღმდეგობრივად ფორმირებადი საზოგადოებრივი მენტალიტეტი ეროვნული რაკურსით განვიხილოთ და ქვეყნის თვითმყოფადობის მომავალთან მიმართებაში გავიცნობიეროთ. გასათვალისწინებელია ის, რომ ვერც ერთი ეროვნული ეკონომიკა მსოფლიო ინტეგრაციული პროცესების მიღმა (ეკონომიკური გლობალიზმის გარეთ) ეფექტიანად ფუნქციონირებას ვერ შეძლებს. ამასთან, გვერდს ვერ ავუვლით ეროვნული ეკონომიკური სისტემების ფორმირება - ფუნქციონირების მსოფლიოში არსებულ მდიდარ გამოცდილებას.

ერთი რამ ცხადია, მომავალი ეკონომიკური სისტემის ფორმირების საფუძველი ეროვნული ფენომენი უნდა იყოს. სისტემის განმსაზღვრელ კრიტერიუმებად შეიძლება ვაღიაროთ ადამიანის ცხოვრების ხარისხი (მიზანი), ეკონომიკური თავისუფლება (სოციალურ - პოლიტიკური ფაქტორი), მყარი სოციალური გარანტიები (პოლიტიკური ფაქტორი), ძლიერი სამართლებრივი და სოციალური სახელმწიფო (ორგანიზაციულ-მმართველობითი ფაქტორი), რასაც შეუძლია შექმნას ეკონომიკური და სოციალური წესრიგი (სოციალური ეკონომიკა) და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების გარემო, დაიცვას საზოგადოების განვითარების ელემენტებს შორის წონასწორობა (პროგნოზირება, პროგრამირება, სტრატეგიული დაგეგმვა) და საერთოდ ეროვნულ - სახელმწიფოებრივი ინტერესები (ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება - განმტკიცება).

ჩვენი აზრით, ზემოთ აღნიშნული მიდგომებით უნდა ჩამოყალიბდეს ეროვნული ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის დაჩქარებისა და ახალი ტიპის მდგრადი და უსაფრთხო განვითარების ტრაექტორიაზე გადასვლის ეროვნულ - სახელმწიფოებრივი სტრატეგია. ეს საშუალებას მოგვცემს ქვეყნის პოლიტიკური და სოციალურ - ეკონომიკური განვითარების ერთიანი და მთლიანი პროცესი (როცა მთელი უფრო მეტია, ვიდრე ნაწილების ჯამი) წარიმართოს ერთიანი კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური მიდგომებით.

ეროვნული ეკონომიკური სისტემის (მოდელის) შექმნა მომავლის საქმეა. იგი ხანგრძლივ პერიოდს და შესაბამის ხელსაყრელ პირობებს მოითხოვს. ერთი რამ ცხადია, მოდელი ეროვნული თანხმობის, საზოგადოებრივი კონსენსუსის საფუძველზე უნდა შეიქმნას.

ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა საკუთარიგაჭირვების, გულისტკივილის და წადილის პატრონითვითონ იქნება.

2 საქართველო დეფოლტის საფრთხის მოლოდინში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლია ელიავა
ფინანსისტი, ექსპერტი

თავდაპირველად ტერმინიდეფოლტიმხოლოდ სახელმწიფო და კორპორატიული თამასუქების ემისიასა და ბრუნვასთან მიმართებაში გამოიყენებოდა და ემიტენტის მიერ პროცენტებისა და სესხის თანხის გადახდაზე აღებული ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმას გულისხმობდა.

შემდგომში ფინანსური ურთიერთობების განვითარების კვალდაკვალ, ამ ტერმინის მნიშვნელობა გაფართოვდა. დღეს დეფოლტი განიხილება, როგორც მსესხებლის საგადასახდელო ვალდებულებების დარღვევა კრედიტორის წინაშე, მისი უუნარობა დროულად განახორციელოს გადახდები სავალო ვალდებულებებზე ან შეასრულოს ნასესხობის ხელშეკრულების სხვა პირობები. ფართო გაგებით, დეფოლტი ნიშნავს სავალო ვალდებულებებზე ნებისმიერი სახით უარის თქმას.

სუვერენული დეფოლტი არ შეიძლება ჩაითვალოს განსაკუთრებულ მოვლენად, რამდენადაც იგი პრაქტიკაში ხშირად გამოიყენება. ევროპის სახელმწიფოთა არსებობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ხშირად გამოიყენებოდა დეფოლტების გამოცხადების პრაქტიკა. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება არ გაუკეთებიათ მხოლოდ ბელგიასა და სკანდინავიის ქვეყნებს. ძლიერმა ავსტრია - უნგრეთის იმპერიამაც კი XIX საუკუნეში ხუთჯერ გამოაცხადა დეფოლტი, ხოლო, ესპანეთმა თავისი ფინანსური უუნარობა აღიარა რვაჯერ. XIV-XVIII საუკუნეებში საფრანგეთმა რვაჯერ უარი განაცხადა თავისი ვალების გადახდაზე და „ლიდერიც“ კი გახდა ევროპაში დეფოლტების რაოდენობის მხრივ. 1971 წელს აშშ-ში ადგილი ჰქონდა ფარულ დეფოლტს, როდესაც დოლარმა მნიშვნელოვანი დევალვაცია განიცადა. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ ბრუნვაში მყოფი დოლარების ოქროში კონვერტაციის შეწყვეტის თაობაზე. ცნობილია, რომ 1970-იანი წლების ბოლოსათვის დოლარმა გერმანულ მარკასთან მიმართებაში დაკარგა თავისი ღირებულების ნახევარი, ხოლო იაპონური იენის მიმართ კი გაიაფდა მესამედით.

უკანასკნელი სამი ათეული წლის განმავლობაში ღარიბ და განვითარებად ქვეყნებში გახშირდა დეფოლტის პრაქტიკა, რაც დაკავშირებულია ამ ქვეყნების ბიუჯეტების უუნარობასთან - მოემსახურონ დიდი ოდენობით დაგროვილ საგარეო ვალს. დეფოლტი შიდა და საგარეო ვალებზე 80-მდე ქვეყანამ გამოაცხადა. გახშირებული დეფოლტების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია დაკრედიტების თანამედროვე საერთაშორისო სისტემა. საქმე იმაშია, რომ განვითარების სხვადასხვა დონე რიგ ქვეყანაში წარმოქმნის თავისუფალი კაპიტალის სიჭარბეს, რომელიც ეძებს დაბანდების არეალის გაფართოებას, ხოლო, დანარჩენი ქვეყნები მიმართავენ დიდ ძალისხმევას საჭირო სესხების მოსაზიდად. მსოფლიო ბაზარზე, სადაც ძირითადი გამსესხებლებია ფინანსურად მდიდარი ქვეყნები, სესხების აღების გამარტივებული მექანიზმის შედეგად განვითარებადი ქვეყნები იღებენ უზარმაზარ ვალებს, რომლებსაც ისინი ვერ იხდიან. გამომდინარე აქედან, ბუნებრივია დასკვნა იმის შესახებ, რომ თანამედროვე დეფოლტების წარმოქმნის მიზეზი სწორედ განვითარებული ქვეყნების ჭარბი კაპიტალია. თუმცა, ამაში არანაკლები წვლილი მიუძღვით სუსტად განვითარებულ მსესხებელ ქვეყნებსაც, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით იღებენ ვალებს, მაგრამ არ შესწევთ უნარი ისინი ეფექტურად განკარგონ, რის გამოც ვერ უზრუნველყოფენ სესხის დაბრუნებას.

დღეისათვის მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოაცხადა, რომ მას ემუქრება სუვერენული დეფოლტი, იყო ისლანდია. მას მიჰყვნენ უნგრეთი და ლატვია. სრული გაკოტრება ემუქრებოდათ არგენტინას, ეკვადორს, ფილიპინებს, მალაზიას, ტაილანდს, კოლუმბიას, თურქეთსა და უკრაინას, რაზეც მიუთითებდნენ სსფ, მსოფლიო ბანკი, სააგენტო Moody's და სხვები. გასული წლის დასასრულს გაირკვა, რომ უნგრეთი იმყოფებოდა სრული გაკოტრების ზრღვარზე, ვინაიდან, მისმა საგარეო ვალმა 100 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო, უახლოესი 12 თვის მანძილზე მას გადასახდელი ჰქონდა 32 მლრდ. ევრო, რის შესაძლებლობაც ქვეყანას არ გააჩნდა. 2009 წლის თებერვალში არგენტინამ უარი თქვა ვადაზე ადრე დაეფარა 6.7 მლრდ. აშშ დოლარის ვალი პარიზის კლუბის წინაშე. ასევე გასული წლის მიწურულს ლატვიამ განაცხადა, რომ იგი იმყოფებოდა სრული გაკოტრების რისკის წინაშე.

დეფოლტის ხშირი გამოყენებისგან მთავრობები თავს იკავებენ იმის გამო, რომ სახელმწიფოს მიერ დეფოლტის გამოცხადება სპობს მის საერთაშორისო რეიტინგს. მხოლოდ უბრალო მინიშნებაც კი სახელმწიფო დონეზე დეფოლტის მოახლოებაზე მყისიერად ლახავს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას ინვესტორების თვალში და აიძულებს მათ გაიტანონ კაპიტალი. დეფოლტის შემთხვევაში წარმოიქმნება ქვეყნის უცხოური აქტივების და საკუთრების დაპატიმრების საფრთხე. ამასთან, გამოცხადებული დეფოლტი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აიძულებს გაატარონ უფრო მკაცრი საფინანსო პოლიტიკა დეფოლტის გამომცხადებელი ქვეყნის მიმართ. როგორც მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, დეფოლტის გამომცხადებელი ქვეყნის, როგორც საერთაშორისო პარტნიორის, იგნორირება გრძელდება მისი გამოცხადებიდან საშუალოდ 3-5 წელი.

დეფოლტის წარმოქმნას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, რომელთა შორის ყველაზე მთავარია მსხვილი სახელმწიფო ვალის წარმოშობა და მისი დადგენილ ვადებში დაფარვის შეუძლებლობა. სწორედ საგარეო ვალის მაღალი დონის მქონე ქვეყნები ზარალდებიან საკრედიტო კრიზისის პირობებში. მათ ელოდებათ ნამდვილი კრახი მსოფლიო ბაზრებზე მკვეთრი რყევების პირობებში. თვით მექანიზმი, რომელსაც მიჰყავს სახელმწიფო დეფოლტის მდგომარეობამდე, ბევრად წააგავს საპნის ბუშტების გაბერვისა და სკდომის პროცესს. საქმე იმაშია, რომ მსესხებელი სახელმწიფოები შედარებით ადვილად ღებულობენ ფინანსურ სახსრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, მსოფლიო ბანკიდან, და განვითარებული ქვეყნების მსხვილი კერძო ბანკებიდან. სსფ-ს ექსპერტები ღარიბ ქვეყნებს აძლევენ რეკომენდაციებს ინვესტორების მოსაზიდად - შეპირდნენ მათ კრედიტზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მაღალი შემოსავლის მოლოდინი მართლაც იზიდავს „ცხელ“ ფულს - საერთაშორისო სპეკულაციურ კაპიტალს, რომელიც მიგრირებს მთელს მსოფლიოში მოკლევადიანი და მაღალშემოსავლიანი დაბანდებების ძებნაში. ისინი ენთუზიაზმით ყიდულობენ განვითარებადი ქვეყნების ფასიან ქაღალდებს, თუმცა, ასეთ ქვეყნებში კაპიტალის შემოდინების პოზიტიური ეფექტი მოკლევადიანია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საგარეო ვალების ზრდას ხშირად თან სდევს ჩინოვნიკების პირადი ინტერესები, ვინაიდან, მეტ წილ შემთხვევებში ნასესხები სახსრების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ მიდის რეალურ ეკონომიკამდე და ილექება სახელმწიფო მოხელეების კერძო საბანკო ანგარიშებზე. ხოლო, როდესაც დგება მიმდინარე ვალების გადახდის დრო, სახელმწიფოს საკუთარი სახსრებით ვალდებულებების სრულად დაფარვა არ შეუძლია. შედეგად ამისა, იგი იძულებულია კვლავ მოიზიდოს ახალი დამატებითი სახსრები შიდა და გარე საფინანსო ბაზრებიდან. მხოლოდ ერთეულ ქვეყნებს ძალუძს თავისი ვალების ზრდის შეაჩერება, ან მათი მოცულობის შემცირება და რესტრუქტურიზაცია.

0x01 graphic

მანამ, სანამ ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება მზარდი ტემპებით, რაც სესხების დაბრუნების გარანტირებული წყაროს არსებობის მანიშნებელია, კრედიტორები შეუზღუდავად აძლევენ სახელმწიფოს ახალ-ახალ კრედიტებს. მაგრამ მსესხებელ ქვეყანაში ეკონომიკური, ან პოლიტიკური არასტაბილურობის გამოვლენის პირველივე ნიშნებისას ნასესხობის მოცულობა მნიშვნელოვნად კლებულობს. ასეთ პირობებში გამსესხებლების რიცხვი მნიშვნელოვნად მცირდება, ხოლო, კრედიტზე პროცენტის სიდიდე არსებითად იზრდება. მსესხებელი ქვეყნის მსოფლიოს საშინაო და საგარეო ვალები იზრდება გეომეტრიული პროგრესიით. ფაქტიურად, დეფოლტის სპირალი უკვე გაირღვა და ქვეყნის გადახდისუუნარობის დადგომა მხოლოდ დროის საკითხია.

ჩვეულებრივ, დეფოლტის ციკლში ბოლო წერტილს სვამს იგივე ნასესხობების თავისუფალი ბაზარი, რომელიც სათანადო პირობებს უქმნიდა ქვეყანას აეღო ვალები. საბოლოოდ დგება მომენტი, როდესაც არავის არ უნდა ასესხოს კრიზისში მყოფ სახელმწიფოს, ზემაღალი პროცენტების პირობებითაც კი, და, ვინაიდან, ქვეყანას აღარ გააჩნია მიმდინარე სახსრები ვალების რეფინანსირებისთვის, მთავრობა აცხადებს დეფოლტს. დეფოლტის დადგომისას საპნის ბუშტი სკდება. მას მოსდევს ვალების ერთი ნაწილის რესტრუქტურიზაცია და მეორე ნაწილის ჩამოწერა, რაც აზარალებს იმ მსესხებლებს, რომლებმაც ვერ მოასწრეს ნაყიდი ვალდებულებების გაყიდვა. ამით დეფოლტის ციკლი მთავრდება.

სწორედ ამ სცენარით მოხდა საქართველოში უკანასკნელი 15 წლის მანძილზე დეფოლტები. მათგან ყველაზე საყურადღებოა 1998 და 2003 წლის დეფოლტები. 1998 წელს დეფოლტი განვითარდა უმძიმესი ფინანსური და ფისკალური კრიზისის ფონზე, საგადასახადო შემოსავლები მკვეთრად დაეცა, საბიუჯეტო დეფიციტმა მშპ-ს 2.7%25-ს მიაღწია. ინფლაციამ წლის ბოლოსათვის 12.1%25 შეადგინა. მიმოქცევაში ფულის მასის შემცირების მიუხედავად ვერ იქნა მიღწეული შიდასავალუტო ბაზრის კონიუნქტურის გაუმჯობესება, შედეგად ეროვნული ბანკი იძულებული გახდა შეეწყვიტა ინტერვენციები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე და მოეხდინა ლარის დევალვაცია. მშპ-ს ზრდა შემცირდა 2%25-მდე, იმპორტმა ექსპორტს გადააჭარბა 461.3%25-ით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით და ინიციატივით ქვეყნის საგარეო ვალმა 1,8 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია, რამაც მშპ-ს 49%25 შეადგინა. საქართველო გახდა გადახდისუუნარო როგორც შიდა ვალების მიხედვით (რომელთა მოცულობა 140 მლნ. ლარს გაუტოლდა და მშპ-ს 3%25 შეადგინა), ასევე, საგარეო ვალების მიხედვითაც, რომელთა 32%25 მოგვიანებით რესტრუქტურიზებულ იქნა. პრაქტიკულად იგივე განმეორდა 2003 წელსაც, როდესაც საქართველოს არ შეეძლო თავისი საგარეო ვალების მომსახურება და ფაქტიურად იმყოფებოდა დეფოლტის მდგომარეობაში. სსფ უარს ამბობდა დახმარებოდა საქართველოს პარიზის კლუბის წინაშე, რაც ნიშნავდა, რომ არ მოხდებოდა ვალების რესტრუქტურიზაცია და ქვეყანა აღმოჩნდებოდა ფინანსური კრახის წინაშე. დახმარების სანაცვლოდ სსფ მთავრობისაგან ითხოვდა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებას, საგარეო ვალის გადახდის გრაფიკის დაცვას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ კანონის მიღებას. ამ დროისათვის ქვეყნის საგარეო ვალის საერთო მოცულობა 5-ჯერ აღემატებოდა სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობას და შეადგენდა 1.7 მლრდ. აშშ დოლარს (მშპ-ს 45%25), საშინაო ვალმა მშპ-ს 19%25, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტმა კი - 2.8%25 შეადგინა.

საქართველოს მთავრობა ორივე შემთხვევაში მზად იყო გამოეცხადებინა დეფოლტი, რომ არა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელმაც გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ უხვად დააკრედიტა საქართველო დამატებით ახალი ვალებით ძველი ვალების მოსამსახურებლად, ისევე, როგორც მან ეს მრავალჯერ გააკეთა სხვა განვითარებად ქვეყნებში კრიზისის დროს. ამგვარი სავალო პირამიდების შედეგია პერიოდული დეფოლტები, რომლებმაც საქართველოში მიიღო სისტემატური ხასიათი.

დეფოლტების 5-წლიანი ციკლის ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა და დღესაც საქართველო იმყოფება დეფოლტის ზღვარზე. საქართველოში დღეისათვის ჩამოყალიბდა დეფოლტის წინაპირობები. ეკონომიკის ლიბერალიზაცია განხორციელდა ადგილობრივი საწარმოების კონკურენტუნარიანობის გათვალისწინების გარეშე, რამაც გამოიწვია იმპორტის მკვეთრი ზრდა. უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმპორტმა ექსპორტს 2009 წლის აპრილისთვის გადააჭარბა 348.4%25-ით. ამას ასევე ხელი შეუწყო ეროვნული ბანკის გაუზრებელმა ანტიინფლაციურმა პოლიტიკამ და ლარის გაუმართლებელმა ხელოვნურმა გამყარებამ. ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში ეროვნულმა ბანკმა მკვთრად შეამცირა მიმოქცევაში არსებული ფულის მასა. ამას მოჰყვა იპოთეკური დაკრედიტების მნიშვნელოვანი შემცირება, რის შედეგადაც ჩამოიშალა სამშენებლო სექტორი და უძრავი ქონების ბაზარი. საშიშ სიდიდეს მიაღწია სავაჭრო და საგადასახდელო ბალანსის დეფიციტმა, 2009 წლის დასაწყისისთვის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 2.9 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია, რაც მშპ- 22.5%25 შეადგენს. ამ დეფიციტის დაფარვა ხდება მეტწილად გარე დაფინანსების ხარჯზე. უცხოური კაპიტალდაბანდებების სტრუქტურაში დიდია პორტფელური ინვესტიციების წილი, რაც არის კაპიტალის გადინების უცილობო პირობა ეკონომიკური სიატუაციის დაძაბვის ფონზე, ხოლო, საკუთრივ სახსრები მიემართება არა წარმოებაში, არამედ, გამოიყენება ფინანსური სპეკულაციებისთვის. უცხოური კრედიტების მასიურმა შემოდინებამ სახელმწიფოს მთლიანი საგარეო ვალი გაზარდა მშპ-ს 57.5%25-მდე და მისი მომსახურების ხარჯები მძიმე ტვირთად დააწვა ეკონომიკას.

კრიზისის პირობებში ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ შეადგინა 1.4 მლრდ. დოლარი, მოსახლეობამ დაიწყო კონვერტირებადი ვალუტის საქართველოს საფინანსო სისტემის გარეთ გატანა, გაიზარდა ფასების დონე, ხოლო ცხოვრების დონე დაეცა. 2009 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 7,4 მლრდ. აშშ დოლარს მიაღწია. აქედან 2,8 მლრდ. აშშ დოლარი სახელმწიფო ვალია, დანარჩენი კი ეკონომიკის.

ფაქტობრივად, თუ არ მოხდა ეკონომიკის პოზიტიური შემობრუნება, საქართველოს დეფოლტამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებს. ამ გარემოებას რამდენიმე მიზეზი უდევს საფუძვლად. პირველი, ეს არის საქართველოს ბიზნესსტრუქტურების დიდი დავალიანება უცხოელი კრედიტორების წინაშე. ეს ეხება როგორც კორპორატიულ სექტორს, რომლის საგარეო დავალიანება 2.7 მლრდ. აშშ დოლარია, ასევე ფინანსურ სექტორსაც, რომლის საგარეო დავალიანება 1.9 მლრდ. აშშ დოლარს შეადგენს, რომ აღარაფერი ვთქვათ შიდა დავალიანებაზე მოსახლეობის ანაბრების და მათზე დარიცხული პროცენტების სახით. ეს საგარეო დავალიანებები წარმოიქმნა საკრედიტო ბუმის ციებ - ცხელების პერიოდში, როდესაც ბანკებმა, შიდა ფინანსური რესურსების უკმარისობის გამო, ისესხეს ფინანსური სახსრები საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე და ისინი წარმართეს მოსახლეობის სამომხმარებლო დაკრედიტებაზე. დაგროვილი საგარეო დავალიანება განპირობებულია როგორც გრძელვადიანი ბიზნეს - პროგრამების რეალიზაციის მცდელობით, ასევე დიდი ოდენობით სამომხმარებლო პირამიდების აგებით, რაც დაკავშირებული იყო დასავლეთის ფინანსური სტრუქტურების შედარებით იაფი სახსრების გამოყენებასთან და სხვა ფაქტორებთან. შედეგად საქართველოში ჩამოყალიბდა სიატუაცია, როდესაც ეკონომიკური ზრდის ტემპების ვარდნასთან ერთად შემცირდა შემოსავლიანობა და წარმოიქმნა ახალი რისკები, დაკავშირებული გლობალურ ფინანსურ კრიზისთან. ასეთ პირობებში საქართველო დგას მსესხებლების გადახდისუუნარობის დადგომის რეალური საფრთხის წინაშე, რაც განპირობებულია კრედიტების დაბრუნების ფორსირებული მოთხოვნების წარმოქმნით.

მეორე, ეს არის საფინანსო ბაზარზე ფართოდ გავრცელებული სპეკულაციების პრობლემა. საქართველოს საფინანსო ბაზარზე დამატებით შემოვიდა კაპიტალი, რომელიც საკმაოდ წარმატებულად თამაშობს ლარის კურსის ცვლილებებზე, განსაკუთრებით, თუ ეს ცვლილებები წინასწარ ცნობილია დაინტერესებული პირების ვიწრო წრისათვის. ამან ხელი შეუწყო ფინანსური დისბალანსის წარმოქმნას, რომლის შედეგიცაა გადახდისუუნარობის ზრდა.

და მესამე, ეს არის არასახარბიელო მდგომარეობა შიდა ბაზარზე. რეალური შემოსავლების გაყინვისა და შემცირების, ასევე, ფულისა და კრედიტების გაძვირების კვალდაკვალ საქართველო აღმოჩნდა შიდა კრედიტებზე არგადახდების ხაფანგში, ანუ, უხეშად რომ ვთქვათ, სამომხმარებლო პირამიდებმა დაიწყეს დაშლა.

ამგვარად, ზემოაღნიშნული სამი ინდიკატორი არის მიზეზი იმისა, რომ საქართველოს კორპორატიული და ფინანსური სექტორი გახდეს უუნარო დადგენილ ვადაში დაფაროს საგარეო კრედიტები. მთლიანობაში დღეისათვის საქართველოს საფინანსო - კორპორატიული სექტორის დავალიანება შეადგენს 4,6 მლრდ. აშშ დოლარს. რა თქმა უნდა, ამ კრედიტების ვადიანობა სხვადასხვაა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას არ გააჩნია სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა, ადგილი აქვს სამომხმარებლო პირამიდების კრიზისს, იქმნება საკმაოდ რთული მდგომარეობა ლარის გამყარებასთან დაკავშირებით, არსებული შიდა ფინანსური კრიზისი შეიძლება გადაიქცეს სუვერენულ დეფოლტად. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ იზრდება პოლიტიკური რისკები, უარესდება საქართველოს საკრედიტო რეიტინგები, იზრდება საგარეო კრედიტების დაბრუნებაზე ფორსირებული მოთხოვნა და საკურსო პოლიტიკა გამოიყენება როგორც სოციალური პოპულიზმის ელემენტი, დეფოლტის საფრთხე საკმაოდ რეალურია.

საქართველოს დეფოლტის შედეგები შეიძლება იყოს ძალიან ნეგატიური: ცხოვრების დონის კიდევ უფრო დაბლა დაცემა, საბანკო სისტემისადმი ნდობის სრული დაკარგვა და მისი კრახი, მთლიანი საფინანსო სისტემის კოლაფსი, კრიმინალური ეკონომიკის გაძლიერება, ქვეყნიდან კაპიტალის გადინება ოფშორულ ზონებში, მასობრივი გაკოტრებები და უარის თქმა აღებულ ვალდებულებებზე, სოციალური დაძაბულობის ზრდა, დამნაშავეობის მასშტაბების გაფართოება, კონფლიქტები რეგიონებში და მზარდი დაძაბულობა, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა იმის გამო, რომ იგი ვერ გაუმკლავდა კრიზისულ სიტუაციას.

0x01 graphic

დღევანდელ ეტაპზე საქართველოს შეექმნა ფინანსური და ეკონომიკური პრობლემები. სახელმწიფომ მოკლე დროში მოახერხა მცირე ქვეყნისთვის ასტრონომიული საგარეო ვალის აღება, რომელიც უახლოეს სამ წელიწადში 10 მლრდ. დოლარს მიაღწევს. ქვეყნის ვალების ზრდას აქტიურად ეწყობენ ხელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები. როგორც გასულ წლებში, ასევე დღესაც სახელმწიფო ბიუჯეტის საკმაოდ დიდი ნაწილი ივსება უცხოური კრედიტებით და გრანტებით. ამ მიზნით 2008 წლის 22 ოქტომბერს დონორთა ბრიუსელის კონფერენციის გადაწყვეტილებათა ფარგლებში საქართველისთვის გამოყოფილი 4,5 მლრდ. აშშ დოლარიდან 700 მლნ. აშშ დოლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხება. ამას კიდევ დაემატება 260 მლნ. ლარის სახაზინო ვალდებულებები, რომლებსაც იძულებით - ნებაყოფლობითი წესით შეისყიდიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები. და ეს იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს შეექმნა ბანკებისთვის დამატებითი ლიკვიდობის წყაროები, რათა მათ არ აეღოთ უცხოური სესხები. საყურადღებოა, რომ უცხოეთიდან მიღებული სესხებით კომერციული ბანკები აკრედიტებდნენ საქართველოს მოსახლეობას ოთხმაგ პროცენტებში. ეს კრედიტები ასაზრდოებდა სამშენებლო, სავაჭრო და ტურისტულ სექტორებს, იპოთეკას და სამომხმარებლო სფეროს. ახლა, როდესაც ეს წყარო შეიზღუდა, საბანკო სექტორს შეექმნა საკრედიტო რესურსების პრობლემა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა კრიზისული სიტუაცია ეკონომიკაში. თუმცა, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და დონორი ქვეყნები გამოძებნიან სახსრებს ბიუჯეტის გარღვევის დასაფინანსებლად, ხოლო, ეკონომიკის რეალური სექტორის დაფინანსება უნდა უზრუნველყონ კომერციულმა საფინანსო სტრუქტურებმა. ხატოვნად რომ ვთქვათ, საქართველო აშკარად გადაიქცა ფინანსურ ნარკომანად. იგი მყარად მოჯდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ფინანსურ ინექციებზე და თანდათანობით, მაგრამ განუხრელად ვარდება ეკონომიკურ კომაში.

0x01 graphic

შეიძლება ითქვას, რომ სსფ-მზრუნველობითსაქართველოში ჩამოყალიბდა მახინჯი, სიცოცხლისუუნარო ეკონომიკა, ორიენტირებული იმპორტსა და საგარეო ნასესხობებზე. ეკონომიკური ზრდა ძირითადად განპირობებული არის დასავლეთის დაფინანსებით, ამასთან, ეს მძლავრი დაფინანსება მიდის არა რეალური სექტორის სტრატეგიულ განვითარებაზე, არამედ, მყისიერად მოიხმარება და ნიავდება. ეს არის შედეგი მონეტარული ლიბერალიზმის პოლიტიკისა, რომელიც გახდა დოგმა ქვეყნის სახელისუფლებო ეკონომიკურ სექტორში. ბევრი წარმოება დაიხურა ისე, რომ არ ყოფილა მათი მოდერნიზაციის მცდელობაც კი. საქართველოს სასურსათო და მედიკამენტურმა დამოკიდებულებამ თითქმის 100%25- მიაღწია.

პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, რომელმაც უახლესი ისტორიის მანძილზე გამოაცხადა, ან იდგა დეფოლტის გამოცხადების ზღვარზე, უსიტყვოდ ასრულებდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს ქვეყნის ეკონომიკის რეფორმირების თაობაზე. როგორც ირკვევა, პრაქტიკულად არც ერთ ქვეყანას არ მოუტანა სიკეთე სსფ- რეცეპტებმა ის პოზიტიური შედეგები, რომლებიც მოსალოდნელი იყო. მაგალითად, არგენტინა სსფ-ს რეკომენდაციებით და მისი უშუალო ხელმძღვანელობით გატარებული ეკონომიკური რეფორმების შედეგად გახდა საერთაშორისო ინვესტორებისა და სპეკულანტების გამდიდრების არენად. ასეთი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად სახელმწიფო ვალი გაიზარდა 130 მლრდ. აშშ დოლარამდე და ქვეყანა 2001 წელს იძულებული გახდა გამოეცხადებინა დეფოლტი. სსფ-მ კი ამის შემდეგ არგენტინას შეუწყვიტა 1.3 მლრდ. დოლარის მხარდაჭერა. შედეგად ვერ შესრულდა ბიუჯეტი და ქვეყანა იძულებული გახდა მკვეთრად შეემცირებინა სოციალური და საბიუჯეტო მუშაკებისთვის გადასახდელები. შედეგად მოსახლეობის ცხოვრების დონე მკვეთრად დაეცა, ხოლო, უმსხვილესი კომპანიები აღმოჩნდა უცხოური კაპიტალის კონტროლქვეშ. მეორე თვალსაჩინო მაგალითია სომალი, რომლის არქაული ეკონომიკა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ფინანსური მხარდაჭერითა და გაცემული კრედიტებით მიიყვანეს სრულ კრახამდე. ქვეყანა, რომელიც ახდენდა კვების პროდუქტების ექსპორტს ქუვეიტში, საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში, აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა და საყოველთაო შიმშილის წინაშე. დღეს სომალელების, რომლებმაც იგემეს ეკონომიკის ლიბერალიზაციის ყველა „სიამოვნებები“, ძირითადი ბიზნესი მეკობრეობაა.

აშკარაა, რომ სსფ- რეცეპტები სარგებელს აძლევენ მხოლოდ მის ფაქტიურ მფლობელებს. ჯერ კიდევ ცნობილმა მკვლევარმა . ლისტმა თავის გახმაურებულ ნაშრომშიდიდი სივრცეების ეკონომიკამკაფიოდ და არგუმენტირებულად უჩვენა, რომ თავისუფალი ვაჭრობის, საბაჟო გადასახადების მაქსიმალური შემცირების და ზღვრული საბაზრო ლიბერალიზაციის პრინციპების საყოველთაო და ტოტალური გავრცელება პრაქტიკაში აძლიერებს იმ საზოგადოებას, რომელიც დიდი ხანია და წარმატებით ადგას საბაზრო გზას. მაგრამ, ამასთან ერთად, ეკონომიკურად და პოლიტიკურად ასუსტებს იმ საზოგადოებას, რომელსაც ჰქონდა სხვა სამეურნეო ისტორია და განვითარებულ ქვეყნებთან საბაზრო ურთიერთობებში შევიდა მაშინ, როდესაც მისი შიდა ბაზარი იმყოფება ჩანასახოვან მდგომარეობაში.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ვიმედოვნებთ, რომ დადგება დრო, როდესაც საქართველო გახდება რეალურად დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც შესწევს უნარი საკუთარი ინტელექტუალური ძალებით განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკის მართვა და დაამყაროს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთხელსაყრელი საგარეო-ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები.

3 საბიუჯეტო გარღვევა - საფრთხე ეკონომიკისათვის

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი

სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ინდიკატორია. ბიუჯეტის ოპტიმალურად დაგეგმვა და გეგმაზომიერი აღსრულება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის და მასზედ ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფოს ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა.

სახელმწიფო ბიუჯეტის როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში იზრდება და ამჟამად მიმდინარე გლობალური კრიზისის პირობებში ეს მკაფიოდ დადასტურდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, აშშ-მ 2009 წელს ფინანსური კრიზისის დასაძლევად ქვეყნის მშპ-ს 4,5%25 გამოყო, ხოლო მომავალ წელს გათვალისწინებული აქვს 0,9%25-ის გამოყოფა. რუსეთმა ამ მიზნით მშპ-ს 4,1%25 გამოყო, ხოლო 2010 წელს მშპ-ს 1,3%25-ს გამოყოფს. კრიზისის დასაძლევად ქვეყნის ფედერალური ბიუჯეტიდან დიდძალი თანხა გაიღეს G20-ის სხვა ქვეყნებმაც: სამხრეთ კორეამ - 3,9%25, ჩინეთმა - 3,1%25, იაპონიამ - 2,4%25, გერმანიამ - 1,6%25, დიდმა ბრიტანეთმა - 1,4%25 და ა.შ. საბიუჯეტო ექსტრემალური ღონისძიებების გატარებამ სახელმწიფო ბიუჯეტების დეფიციტის გაღრმავება გამოიწვია. ამ მხრივ რეკორდსმენთა შორის აღმოჩნდნენ ინდოეთი (10,2%25), დიდი ბრიტანეთი (9,8%25), აშშ (9,1%25), რუსეთი (6,2%25) და ა.შ.

ამასთან ერთად, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში სახელმწიფო და რეგიონული ბიუჯეტების ხარჯვითი ნაწილის შემცირებამ, საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურმა ხარჯვამ და სახელმწიფო შესყიდვების ტემპების ზრდამ დიდი როლი ითამაშა. 2009 წლისათვის მსოფლიოს განვითარებულმა, განვითარებადმა და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებმა შეიმუშავეს და დაამტკიცეს ანტიკრიზისული ხასიათის ბიუჯეტები და სახელმწიფო მმართველობითი და სხვა არასოციალური დანიშნულების ხარჯების მოცულობა მაქსიმალურად შეამცირეს.

საქართველოში ეკონომიკური კრიზისი მისი ფაქტობრივი წარმოქმნის დროიდან, საკმაოდ მოგვიანებით აღიარეს. არ გამართლდა იმის მტკიცება, რომ ქვეყნის ეკონომიკა მდგრადია და მას გლობალური კრიზისი ზიანს ვერ მიაყენებს. სწორედ ამ იდეოლოგიით შემუშავდა საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველი ვარიანტი, რომელიც ეკონომიკის 4 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებდა, თუმცა მოსალოდნელი დონორული დახმარების არასრულად ასახვისა და სუსტი სოციალური ორიენტირებულობის გამო, იგი პარლამენტმა დაიწუნა.

უნდა ითქვას, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებულ 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მაინც არ აისახა მოსალოდნელი კრიზისული მოვლენების შერბილების ღონისძიებები, ანუ ბიუჯეტს ანტიკრიზისული სახე არ მიეცა. ბიუჯეტის შემოსავლები გასულ წლებთან შედარებით გაზრდილი მოცულობით - 5,5 მლრდ ლარით დაიგეგმა, მაშინ, როდესაც 2008 წლის გეგმა 4,4 მლრდ ლარს, ხოლო 2007 წელს - 4,4 მლრდ ლარს შეადგენდა. ხარჯები კი დაიგეგმა გასულ წელთან შედარებით 258 მლნ ლარით ნაკლები და 5,2 მლრდ ლარი შეადგინა. არაფინანსური აქტივების კლება ბოლო წლებში ყველაზე ნაკლები (78,3 მლნ ლარი) იყო. ხოლო მისი ზრდა - 996,6 მლნ ლარი. ბიუჯეტის დეფიციტი 660,1 მლნ ლარით განისაზღვრება. მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების გეგმამ 6.334.0 მლნ ლარი, გადასახდელებმა 6.856.3 მლნ ლარი და ნაშთის ცვლილებამ 522,1 მლნ ლარი, მინუსით, შეადგინა.

მოსალოდნელი ეკონომიკური ვარდნისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის დროულად არაღიარებამ გამოიწვია ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მეტისმეტი ოპტიმიზმით და ხელგაშლილი ხარჯებით დაიგეგმა. არა მხოლოდ ქართველი მეცნიერ - ეკონომისტების და ექსპერტების, არამედ მსოფლიო ბანკის და გაეროს შეფასებები და რეკომენდაციები არ იქნა გათვალისწინებული. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენამდე და დამტკიცებამდე გვაფრთხილებდა, რომ ქვეყნის ეკონომიკას რეცესია ემუქრებოდა, მათი პროგნოზებით, უმუშევართა რაოდენობა გაიზრდებოდა და 350 ათასს მიაღწევდა (ეს ოფიციალური სტატისტიკით, ფაქტობრივად კი ქვეყანაში უმუშევართა რიცხოვნობა 3-ჯერ მეტია - ი.მ.). უფრო მეტიც, სათანადო კვლევები გვიჩვენებდნენ, რომ მოსალოდნელი იყო ინვესტიციების მნიშვნელოვანი შემცირება, კრიზისი მშენებლობის დარგში, ტურიზმის სფეროში, ვაჭრობის შემცირება. საერთაშორისო ორგანიზაციები გვაფრთხილებდნენ ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციებში მოსალოდნელ პრობლემებზე, დეფიციტზე საბიუჯეტო შემოსავლებში და ა.შ. აპროგნოზებდნენ რა სერიოზულ პრობლემებს სახელმწიფო ბიუჯეტის კუთხით, 2008 წლის 22 ოქტომბერს ბრიუსელში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოსთვის გამოყოფილი 4,5 მილიარდიანი დახმარებიდან ბიუჯეტის გასაჯანსაღებლად საკმაოდ დიდი თანხა იქნა გათვალისწინებული, მათ შორის არის თანხები, რომლებსაც მიზნობრივი დანიშნულება გააჩნიათ (გზების რეაბილიტაცია - მშენებლობა, გაზის საცავის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები, ჰუმანიტარული დახმარება, პოლიციის მხარდაჭერა, შიდა ქართლში იძულებით გადაადგილებული პირებისათვის საბინაო და სასურსათო მხარდაჭერა და ა.შ.), ასევე პირდაპირი საბიუჯეტო მხარდაჭერა, რომელთა გამოყენება შეიძლება ბიუჯეტით გათვალისწინებული ნებისმიერი ხარჯების დასაფარავად.

ერთ-ერთი რეალური საფრთხე 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაში, როგორც უკვე გამოიკვეთა, არის საგადასახადო შემოსავლები. შექმნილი ნეგატიური ეგზოგენური და ენდოგენური ეკონომიკური და პოლიტიკური ფაქტორებიდან გამომდინარე, ზედაპირული ინერციული პროგნოზებითაც კი მტკიცდება, რომ წლის ბოლომდე საგადასახადო შემოსავლებს დააკლდებათ მინიმუმ 700-800 მლნ ლარი. ყველაზე მეტი მუქარის ქვეშაა მოგების, დამატებული ღირებულების, აქციზის და საბაჟო გადასახადების საგეგმო მაჩვენებლების შესრულება. ნაწილობრივ საფრთხე ემუქრება საშემოსავლო გადასახადსაც, განსაკუთრებით კერძო სექტორიდან, რამდენადაც დასაქმებულთა შემცირება ერთის მხრივ და შექმნილი კრიზისის გამო გადაუხდელობის პრობლემა მეორეს მხრივ, საბოლოო ჯამში, ალბათ, მის სრულ მობილიზებასაც შეუქმნის საფრთხეს. ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორ შესრულდება სახელმწიფო ბიუჯეტის გრანტების გეგმა, თუმცა ჯერჯერობით არც საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და არც უცხო ქვეყნების მთავრობებიდან ან მათი წარმომადგენლობებიდან გრანტების მიღებას რაიმე საფრთხე არ შექმნია. მომავალ 6 თვეში გრანტების მიღების გეგმის შესრულება ბევრადაა დამოკიდებული ერთის მხრივ იმაზე, თუ როგორ გამწვავდება ეკონომიკური კრიზისი ზოგადად მსოფლიოში და მათ შორის დონორ ქვეყნებში, ხოლო, მეორეს მხრივ, თუ რა სცენარით მოხდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური კრიზისის დაძლევა და ამ ამოცანების დროული დაძლევა, რაზედაც ყურადღებას ამახვილებენ უცხოური ორგანიზაციები (დემოკრატიის განვითარება, ელექტრონული მასმედიის თავისუფლება, საარჩევნო სისტემის სრულყოფა და ა.შ.). აქ საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ჩვენს მეზობელ სომხეთს სულ ახლახან საერთაშორისო დონორებმა („ათასწლეულის გამოწვევა“) ფინანსური დახმარება იმ მოტივით შეუწყვიტეს, რომ ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით სათანადო ნაბიჯები არ გადაიდგა.

საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის არა ანტიკრიზისულ მიმართულებაზე მეტყველებს დაგეგმილი ხარჯების დინამიკა და სტრუქტურა. იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის სახელმწიფო მმართველობითი ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდა (ევროპის ქვეყნები, ბალტიის ქვეყნები, აშშ და ა.შ.) საქართველოში 2009 წლის ბიუჯეტით შრომის ანაზღაურება 2008 წლის 935 მლნ ლარიდან გაიზარდა 1.055.7 მლნ ლარამდე. რაც შეეხება ხარჯებს, საქონელსა და მომსახურებაზე, იგი უმნიშვნელოდ შემცირდა, მაგრამ საკმარისზე მეტია ხელგაშლილი ხარჯებისათვის (სახელმწიფო სტრუქტურებში დღეისათვის 2-ჯერ მეტი ბენზინი გამოიყოფა თითოეულ მსუბუქ ავტომობილზე, ვიდრე ეს საჭიროა), სახელმწიფო ჩინოვნიკები ერთმანეთს კაბინეტების და ოფისების კეთილმოწყობაში ეჯიბრებიან, რისი მაგალითები უამრავია). საყურადღებოა ისიც, რომ ხარჯების გაწევაზე პრიორიტეტული დაშვება აქვთ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ საჯარო ფინანსების ხარჯვის მიზნობრიობასა და კანონზომიერებაზე ზედამხედველობა და მონიტორინგი. საყოველთაო კრიზისის პირობებში სახელფასო ხარჯები თითქმის გაუორმაგდათ ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოებს, რომლებიც საკუთარი შემოსავლებით მუნიციპალურ ბიუჯეტს 20 პროცენტითაც ვერ ავსებენ.

საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მთელმა რიგმა მხარჯავმა ორგანიზაციებმა გასული წლების მსგავსად, არაფინანსური აქტივების ზრდის დაფინანსებაში პრივილეგიური მდგომარეობა 2009 წელსაც შეინარჩუნეს. მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტს, ამ კუთხით ხარჯები შემცირებოდა, დეპუტატთა რიცხოვნობის შემცირების პროპორციულად, პირიქით მოხდა, მისი მოცულობა 2008 წელს 3,6 მლნ ლარიდან გაიზარდა 11,4 მლნ ლარამდე, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არაფინანსური აქტივები 53,7 მლნ ლარიდან 2008 წელს, გაიზარდა 76 მლნ ლარამდე 2009 წელს. მსგავსი მაგალითები ბევრია. ყოველივე მიუთითებს იმაზე, რომ 2009 წლის ბიუჯეტი მოკლებულია ეკონომიის პრინციპს, რაც მთელს მსოფლიოში მიჩნეულია ერთ-ერთ მნიშვნელოვან ანტიკრიზისულ ღონისძიებად. რამდენადაც ჩვენ ბევრჯერ გამოვთქვით მოსაზრება ბიუჯეტში გაწერილ მთელ რიგ ხარჯებზე და პროგრამებზე, რასაც ძნელად მოეძებნება მიზანი და შეუძლებელია მათ ეფექტიანობაზე ლაპარაკი და უმეტესწილად კორუფციული სავარაუდო რისკების შემცველია, ამჯერად არ შევჩერდები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 2009 წლის ბიუჯეტი ხელახალ გადაწერას მისი დაახლოებით 2 მლრდ ლარის შემცირების მიმართულებით, არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს.

როგორც ჩანს, 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ხელგაშლილი ხარჯების გაწერა განაპირობა იმანაც, რომ შარშანდელ ბიუჯეტში 800 მლნ ლარზე მეტი საბიუჯეტო ნაშთი დაფიქსირდა, რაც დაუსაბუთებელმა უცხოური სესხების მოზიდვამ განაპირობა.

0x01 graphic

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სწრაფვა, უცხოური ვალების მაქსიმალურად მიზიდვისაკენ ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას კრიტიკულ ზღვართან აახლოებს. სულ სახელმწიფოს მიერ და სახელმწიფო გარანტიით აღებული კრედიტების მოცულობა 2009 წლის 1 მარტისათვის 4,6 მლრდ ლარს შეადგენდა, საიდანაც მარტო ევრობონდების სახით აღებული სესხი 835 მლნ ლარს შეადგენს. ეს ის სესხია, რაც ხელისუფლებამ ევროობლიგაციებით ჯერ კიდევ შარშან წლის პირველ ნახევარში აიღო და რასაც კონკრეტული მიზანი ვერ მოუძებნა, სესხის მიზნობრიობა ვერანაირად ვერ დასაბუთდა. აღნიშნული სესხის ხარჯვის შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში არ ახმაურებდა. სულ ახლახანს გაირკვა, რომ ეს თანხა (500 მლნ აშშ დოლარი) თავდაპირველად სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე განთავსებულა, შემდეგ მომავალი განვითარების ფონდში გადაუტანიათ (ალბათ მხედველობაშია „მომავალი თაობების ფონდი“ და „სტაბილური განვითარების ფონდი“). მთავრობის განცხადებით, ეს თანხა ომის შემდგომ დევნილთა სახლების მშენებლობას მოხმარდა, ხოლო მისი ნაწილი 2009 წლის ბიუჯეტში ნაშთის სახით მოხვდა.

ამ სესხის გაუაზრებელ აღებას და მის ასეთსავე მოზიდვას არაფერი არ ეშველება. ის მოქმედი კანონების შესაბამისად გადასახდელია, მაგრამ მაინც მიზანშეწონილად მიგვაჩნია ისტორიისათვის მცირე კომენტარის გაკეთება. არც ერთი სტრატეგიულად მოაზროვნე ხელისუფლება სესხს არ აიღებს, თუ მასზე გადაუდებელი მოთხოვნილება არ არსებობს, მით უმეტეს, პროფიციტული ბიუჯეტის პირობებში და სწორედ ასეთი ბიუჯეტი დამტკიცდა 2008 წელს. შესანახად, ანუმომავალი თაობების ფონდებშიფულის ჩასადებად სესხის აღება, ხომ სრული უაზრობაა, ანუ აიღო სესხი, შეინახო იგი პერსპექტივისათვის და ამ სესხზე იხადო პროცენტები - ამას არც ერთი სახელმწიფო არ დაუშვებს. ამგვარ ფონდებში სახელმწიფოები განათავსებენ არა სესხებს, არამედ ქვეყანაში საკუთარი შემოსავლებით მოზიდულ ჭარბ ფულს, ხშირად კი ნორმალურ ქვეყნებში მაქსიმალურად მომჭირნეობით ხარჯავენ საბიუჯეტო სახსრებს და აქედან დაზოგილ ფულს მომავალ თაობებს უნახავენ. ხელისუფლებამ დღემდე ვერ გასცა პასუხი კითხვებს: რატომ მოხდა ამ სესხის აღება ისე, რომ არ იყო განსაზღვრული მისი მოხმარების მიზანი, თუ მართლაც ეს თანხა უნდა დახარჯულიყო გაზსაცავის და ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობაზე (როგორც ეს თავიდანვე გაცხადდა), რატომ მოხდა მისი ნაჩქარევად აღება, ისე, რომ სათანადო საპროექტო სამუშაოები არ ჩატარდა, უფრო მეტიც, ამ მშენებლობებზე გადაწყვეტილებაც არ იყო მიღებული.

საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდა მომავალი თაობებისა და განვითარების ფონდებში განთავსებული ევროობლიგაციების რეალიზაციიდან მიღებული თანხების რეპატრიაცია, მაგრამ საზოგადოებისათვის უცნობია, თუ რამდენად კანონიერად განხორციელდა აღნიშნული ღონისძიება. კანონის თანახმად, მომავალი თაობების ფონდის აქტივების რეპატრიაცია შეიძლება განხორციელდეს, მთლიანად, ან ნაწილობრივ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღდგენილია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე მთლიანად, ან ნაწილობრივ, ან საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადდა საომარი მდგომარეობა, ანდა მიმდინარეობს საომარი მოქმედებები, ასევე თუ ბუნებრივი კატასტროფის შედეგად მიყენებული ზიანის გამო ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ან მის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და, საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მიყენებული ზარალი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს შეადგენს.

რაც შეეხება სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაციას, იგი ნაწილობრივ, ან მთლიანად შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სახელმწიფო საგარეო და საშინაო ვალისა და ვალდებულებათა დასაფარავად, ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად, თუ მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის საპროგნოზო ზრდა 2 პროცენტზე ნაკლებია. კანონის ზემოთ მოყვანილი მუხლების თანახმად, საქართველოს მთავრობის მიერ მომავალი თაობებისა და განვითარების ფონდებიდან თანხების რეპატრიაცია მთლიანად გამართლებულია და მოქმედ კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება, რადგან, 2008 წელს საქართველოში მიმდინარეობდა როგორც საომარი მოქმედება, ასევე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა.

მიუხედავად ამისა, საჭიროა პასუხის გაცემა კითხვაზე - რომელი კანონის თანახმად მოხვდა მომავალი თაობებისა და განვითარების ფონდებში ევროობლიგაციების რეალიზაციიდან მიღებული სესხი - 750 მლნ ლარის მოცულობით? საქართველოს კანონის საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებმე-5 მუხლის თანახმად, საბიუჯეტო პროფიციტი და პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავალი მიმართული იქნება მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდებში, რაც მოხმარდება მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მიზნებს. საქართველოს კანონში „მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ“ ჩაწერილია მომავალი თაობების და სტაბილური განვითარების ფონდის შევსების (ფორმირების) წყაროები (მუხლი 3, მუხლი 11), თუმცა, არსად არაა მოხსენიებული, რომ სესხების განთავსება დაშვებულია ამ ფონდებში. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ევროსესხების აღნიშნულ ფონდებში გადატანა მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით განხორციელდა. საყურადღებოა კიდევ ერთი მომენტი, მომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებკანონის თანახმად, „2008 წლის განმავლობაში სტაბილური განვითარების ფონდის აქტივების რეპატრიაცია მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება განხორციელდეს საზოგადოებრივი საჭიროებისას, მხოლოდ ერთხელ და არა უმეტეს რეპატრიაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების დღისათვის აღნიშნულ ფონდში ფულადი, ანდა დეპოზიტის სახით არსებული ფინანსური რესურსების 10 პროცენტისა, ხოლო 2009 წელს კი 5 პროცენტისა. ამ საკმაოდ გაუგებარი საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, ისმება ლოგიკური კითხვა, რა ოდენობის ფულადი თანხის რეპატრიაცია განხორციელდა ამ ფონდებიდან შარშან და რამდენად იყო იგი შესაბამისობაში კანონის მოთხოვნებთან? საყურადღებოა კიდევ ერთი გარემოება: კანონები საფინანსო სექტორის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებდამომავალი თაობებისა და სტაბილური განვითარების ფონდების შესახებ მიღებულია 2008 წლის 14 მარტს, ამავე წლის 15 ივლისს, კანონის მიღებიდან 2 თვეში მასში შეტანილია ცვლილებები, ხოლო ამავე წლის აპრილში ხუთწლიანი 500 მლნ აშშ დოლარის საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსდა 7,5 პროცენტიანი განაკვეთით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ამ ბოლო პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტი გაუაზრებელი ექსპერიმენტების პოლიგონად იქცა. 500 მილიონიანმა საგარეო ვალმა, რაც უნდა მოხმარებოდა სტრატეგიული პროექტების დაფინანსებას, მიზანი შეიცვალა და დაიხარჯა ისე, რომ ჯერ კიდევ არაა მკაფიოდ ცნობილი სად, როდის და რისთვის. საბოლოო ჯამში საქართველოს საგარეო ვალი 750 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. მართალია, ჯერჯერობით ქვეყნის საგარეო ვალის მოცულობას კრიტიკულ ზღვრამდე არ მიუღწევია (მშპ- 60%25), მაგრამ საქართველოს მთლიანი საგარეო ვალის მოცულობა ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამ მაჩვენებელმა 2008 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 7,3 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, საიდანაც 2,3 მლრდ აშშ დოლარი სახელმწიფო სექტორის ვალია (31,1%25); 460,2 მლნ დოლარი - საქართველოს ეროვნული ბანკის (6,3%25); 1,8 მლრდ აშშ დოლარი - საბანკო სექტორის (25,7%25); 778,9 მლნ აშშ დოლარი - სხვა სექტორების (10,7%25), ხოლო 1,9 მლრდ აშშ დოლარი - კომპანიათაშორისი ვალი (26,4%25).

0x01 graphic

ყოველივე ზემოაღნიშნული, ახალი ეკონომიკური საფრთხეების მომასწავებელია. სახელმწიფო და კორპორაციული ვალი გადასახდელია, ხოლო მათი გადახდის შესაძლებლობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ სექტორში განთავსდება სესხები და როგორი იქნება მათი გამოყენების ეფექტიანობა. უშედეგო სესხები მომავალში უფრო მეტ საფრთხეებს ქმნის, გრძელვადიან პერიოდში, ვიდრე, დღეს, მათი ხარჯვის დროს, საგანგაშოა კონტროლის პალატის დასკვნა, რომლის თანახმად, 2008 წელს ქვეყნის საგარეო ვალის მართვა კანონმდებლობის დარღვევით ხორციელდებოდა.

მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების ანტიკრიზისული პროგრამების ანალიზი გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოები შექმნილი ტურბულენტური მდგომარეობის დასარეგულირებლად ძირითადად საბიუჯეტო - ფისკალურ პოლიტიკას იყენებენ. საქართველოში სერიოზული ანტიკრიზისული პროგრამა, მისი კლასიკური გაგებით, ჯერჯერობით არ შემუშავებულა. საზოგადოებისათვის ცნობილია მხოლოდ ეპიზოდური ღონისძიებები, რითაც უნდა დარეგულირდეს ეკონომიკაში შექმნილი ნეგატიური პროცესები. ერთ-ერთ ასეთ ღონისძიებად მიჩნეულია სახაზინო ვალდებულებების (3-6 თვიანი) გამოშვება, რითაც კომერციული ბანკებიდან ბიუჯეტში მოიზიდება 260 მლნ ლარი, რომელიც მოხმარდება ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, თბილისის გზების მშენებლობას. კრიზისის პირობებში სახაზინო ვალდებულებების გამოშვება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღვის საბანკო სისტემის პოტენციალის ღრმა ანალიზი, იმ პირობებში, როდესაც ბანკებს ლიკვიდობის პრობლემა გააჩნიათ, დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტში მათი თავისუფალი სახსრების მოზიდვა, რადგან იგი დააზარალებს ეკონომიკას, მის იმ სფეროებს, საიდანაც გადასახადები იკრიფება და ბიუჯეტი ივსება. ამ გადაწყვეტილებამ, არაა გამორიცხული, რომ ქვეყნის საკრედიტო სისტემას შეუქმნას სერიოზული საფრთხე, რაც უახლოეს მომავალში სხვა სფეროებშიც გავრცელდება.

საბიუჯეტო პოლიტიკის ერთერთი უმთავრესი ამოცანა პრიორიტეტულ სფეროებში ასიგნებების ოპტიმალური განთავსებაა. მისი როლი და მნიშვნელობა განსაკუთრებით იზრდება ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც საფრთხე ექმნება ეკონომიკის ცალკეულ დარგებს და სფეროებს, რის გამოც იზრდება უმუშევრობის დონე. ასეთ ვითარებაში საბიუჯეტო სახსრები უპირატესად მიიმართება ისეთი მიმართულებების მხარდასაჭერად, რაც ერთის მხრივ, სტაბილურ, გრძელვადიან სამუშაო ადგილებს ქმნის და მეორეს მხრივ, საგადასახადო შემოსავლების მიღებას გრძელვადიან პერიოდში უზრუნველყოფს. ამ კუთხით თუ შევხედავთ 2009 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში მოსალოდნელ ცვლილებებს, შეიძლება ითქვას, რომ იგი არ პასუხობს კრიზისულფორსმაჟორულ მოთხოვნებს და მიმართულია არა კრიზისის შერბილებისკენ, არამედ მისი კიდევ უფრო გაღრმავებისკენ. საქმე ისაა, რომ საგადასახადო შემოსავლების შემცირების პირობებში, შიდა სესხების ზრდის ხარჯზე, საბიუჯეტო ხარჯების გაზრდა და მისი მიმართვა ისეთ სფეროებში (ინფრასტრუქტურა, გზები და ა.შ.), რომლებიც თითქმის არ ქმნიან ახალ სამუშაო ადგილს და არ აფართოებს საგადასახადო ბაზას, რბილად რომ ვთქვათ, კრიზისის თეორიისა და პრაქტიკის ელემენტარული საკითხების უცოდინრობაა. განვითარებული, განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნების გამოცდილება მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ კრიზისის პირობებში ბიუჯეტის სახსრები, რომლის დამატებით მოზიდვას შესძლებს სახელმწიფო, უპირველეს ყოვლისა, მიიმართება იმ სფეროების მხარდასაჭერად, რომლებიც კრიტიკულ ზღვარზე იმყოფება და დამატებითი ფინანსური ინექციის მიუღებლობის დროს მდგრადობას კარგავს და უმუშევრობის ზრდას იწვევს. ასეთ ვითარებაში სახელმწიფო კი არ იწყებს ახალი მსხვილი ინვესტიციური პროგრამების დაფინანსებას, არამედ კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ეკონომიკური სისტემების მხარდასაჭერად და მათი მდგრადობის შესანარჩუნებლად სახსრების მობილიზებას ახდენს.

საბიუჯეტო კუთხით ეკონომიკური კრიზისის დარეგულირების ყველაზე ეფექტიანი ღონისძიება ხარჯების შემცირება და გამოთავისუფლებული სესხების ეკონომიკის მხარდასაჭერად მიმართვაა. ქამრების შემოჭერისიდეა, რაც მტკიცედ დამკვიდრდა დღევანდელ მსოფლიო პრაქტიკაში, საქართველოში ვერ განვითარდა. მოსალოდნელია, რომ ასიგნებები ნაწილობრივ შეუმცირდება რამდენიმე მხარჯავ ორგანიზაციას (საქართველოს პარლამენტი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ა.შ.), რითაც გამოთავისუფლდება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარი, რაც უმნიშვნელოა და ეკონომიკაზე არსებით გავლენას არ მოახდენს. ამ საკითხისადმი პრინციპული, მეცნიერული და გრძელვადიანი ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია 1-1,5 მლრდ ლარით 2009 წლის ბიუჯეტის შემცირება და ამ სახსრების რეალური სექტორის მხარდასაჭერად წარმართვა.

დღეს საქართველოს ეკონომიკაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის პირობებში, საქართველოს ოფიციალური №1 ფინანსისტის განცხადება იმის შესახებ, რომ „ბიუჯეტის კლება არ ყოფილა, იყო საშემოსავლო გადასახადების კლება, მთლიანობაში გარღვევა არ დაფიქსირებულა“, ღიმილის მომგვრელია. ვფიქრობ, რაღაც ტექნიკურ შეცდომასთანაა საქმე, რადგან ასეთ გაუმართავ განცხადებას მთავრობის წარმომადგენელი არ გააკეთებდა. მაგრამ, მისი შეფასებები და საქართველოსთან უკრაინაში, ყაზახეთში, ლატვიაში, რუსეთში და ა.შ. მიმდინარე ფინანსური პროცესების შედარება რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიკურად და დიპლომატიურად, მიუღებელია.

სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებებში კვლავაც მძლავრობს პიარი, რასაც ზიანის გარდა არანაირი სარგებლობა არ მოაქვს. საშუალო დონის ეკონომისტისათვისაც კი დაუჯერებელია, რომ საქართველოში „ფინანსური მდგრადობა“ ჭუჭყიანი ფულის არარსებობით აიხსნას. იმის თქმა, რომ საქართველოს კომერციულ ბანკებს არ დაუკარგავთ ლიკვიდობა, პრაქტიკით არ დასტურდება. ფაქტობრივად, მათ შეექმნათ ლიკვიდობის პრობლემა იმის გამო, რომ შემცირდა დეპოზიტებზე თანხების აკუმულირების დონე, ხოლო გაცემული სესხების საკმაოდ დიდი ნაწილი ბანკებს დადგენილ ვადებში არ უბრუნდებათ. დღეისათვის საბანკო „შავ სიაში“ დარეგისტრირებულია 200 000-მდე მსესხებელი, რომელთა რიცხვი დღითიდღე მატულობს. ბანკებს, რომ ჭარბი ფული ჰქონდეთ, ისინი საპროცენტო განაკვეთის ვარირებით მომხმარებელს იპოვნიდნენ და რისკებსაც გაუძლებდნენ. სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ ერთმანეთისადმი გუნდრუკის კმევა (ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკისადმი) მიუღებელია. საზოგადოებისადმი დამახინჯებული ინფორმაციის მიწოდება უკუშედეგს იძლევა და ხელისუფლებისადმი ნდობის დაკარგვას იწვევს. მაგალითად, თქმა იმისა, რომ მეზობელ ქვეყნებში ვალუტები 30-50%25-ით გაუფასურდა, ხოლო საქართველოს ეს პრობლემა არ შექმნია, არასწორია. გავიხსენოთ „პარასკევის“გარღვევა, როდესაც ეროვნული ვალუტა 20 პროცენტით გაუფასურდა. ისე კი, სწორი იქნებოდა შედარებითი ანალიზის თეორიისა და პრაქტიკის ისეთნაირი გამოყენება, რომელიც ერთის მხრივ, ობიექტურ ინფორმაციაზე იქნება დაფუძნებული, ხოლო მეორეს მხრივ, მისი ისეთნაირი მიწოდება საზოგადოებისათვის, რომ ეკონომიკურ დიპლომატიას მაინც არ გავცდეთ.

ყველა კრიზისი დაძლეულა და მომავალშიც დაიძლევა. მთავარია სწორი, გონივრული და გააზრებული მოქმედება, რომ იგი არ გაჭიანურდეს და მინიმალური სოციალური და ეკონომიკური დანაკარგებით დაიძლიოს.

4 კანონის არამართლზომიერი გამოყენებით დღგ-ს გადამხდელები კვლავაც უკანონოდ ისჯებიან

▲ზევით დაბრუნება


მოქმედი საგადასახადო კოდექსის ბევრი მუხლი, რომ ერთმნიშვნელოვანი გაგებით არ იკითხება და მაკონტროლებლებს მათი გამოყენებისას სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციების შესაძლებლობა აქვთ, ამაზე ბევრჯერ გამიმახვილებია მკითხველის ყურადღება ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისფურცლებზე. ამჯერად მინდა შევეხო მაკონტროლებლების მხრიდან სსკ- 140- მუხლით გათვალისწინებული ზოგიერთი მოთხოვნის დარღვევისათვის ფინანსური სანქციების არამართლზომიერად გამოყენების ფაქტებს, რაც, საბოლოო ჯამში გადამხდელთა არამართლზომიერი და უკანონოდ დასჯის საფუძველი ხდება. კერძოდ:

„2. პირის მიერ დღგ- საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის შევსების დადგენილი წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია დღგ- თანხის შემცირება ან ჩასათვლელი დღგ- თანხის გაზრდა, -

იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული ან ჩასათვლელად გაზრდილი დღგ- თანხის 100 პროცენტის ოდენობით.

მას შემდეგ, რაც მაკონტროლებლებმა აღნიშნული სანქციის გამოყენება აქტიურად დაიწყეს (სწორედ ამ საკითხზე ვწერდი სტატიაში: დღგ- გადამხდელთა დასჯის ახალი ტექნოლოგიები ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა”, №11 2008 წელი) სსკ-ს 248- ე მუხლის 1 ნაწილზე დაყრდნობით (2009 წლის 1 იანვრამდე მოქმედი სანქციის შესაბამისად) და იმ გადამხდელებს, ვისაც ჩათვლები მიღებული ჰქონდათ სწორედ 248-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული ნორმით (არაუგვიანეს საქონლის, მომსახურების მიწოდების განხორციელების მეორე დღისა), გაუუქმეს ჩათვლები და გაუვრცელეს ჯარიმები სსკ-ს 132-ე მუხლის შესაბამისად (გადასახადის შემცირებისათვის), დაიწყეს საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის გამომწერ პირთა დაჯარიმება 2 დღიანი ვადის დარღვევით გამოწერილი ანგარიშფაქტურების მიხედვით დაფიქსირებული დღგ-ს თანხის 100%25-ის ოდენობით, რაც ზოგიერთ შემდეგ გარემოებათა გამო შემთხვევაში უკანონო და არამართლზომიერია.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სსკ-ს 248-ე მუხლის 1 ნაწილი (2008 წლის 26 დეკემბერს №871 კანონით შეტანილ ცვლილებებამდე) მიანიშნებდა, რომ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებული იყო საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას, გარდა საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული 238-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში აღნიშნული მიწოდებისა, მიწოდებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, გამოეწერა საქონლის/ მომსახურების მიმღებისათვის დღგ-ს საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

სსკ-ს მე-4 მუხლის (,,ვადების განსაზღვრა”) მეორე პუნქტიდან:”

2. ამ კოდექსით დადგენილი ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მოქმედების განხორციელების მეორე დღიდან. ამ კოდექსის მიზნებისათვის დღე შეიძლება იყო სამუშაო ან კალენდარული. თუ ეს არ არის მითითებული, ამ შემთხვევაში დღე არის სამუშაო დღე. ამასთანავე, ამ კოდექსის მიზნებისათვის, სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა.” სსკ-ს 248-ე მუხლის 1 ნაწილიდან გამომდინარე, როცა საგადასახადო კოდექსის, რომელიმე მუხლში თუ კონკრეტულად არ არის მითითებული სიტყვა „კალენდარული”, სწორედ რომ სამუშაო დღეები იგულისხმება და შესაბამისად ამ შემთხვევაშიც სწორედ საქონლის/მომსახურების მიწოდებიდან მეორე დღედ ათვლილ უნდა იქნეს მხოლოდ სამუშაო დღეები, რაც საგადასახადო შემმოწმებლებს რატომღაც „ავიწყდებათ'' და გადამხდელების გასვლითი თუ კამერალური შემოწმებების დროს აღნიშნულ დარღვევებს კალენდარული დღეებით უფიქსირებენ. სწორედ მსგავსი შემთხვევა მოხდა ამას წინათ, როცა გადამხდელების (გამყიდველისა და მყიდველის) მიმართ 2007 წლის 13 აპრილს (პარასკევს) და 16 აპრილს (ორშაბათს) მიწოდებულ საქონელზე 2007 წლის 16 აპრილს გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურით, დაფიქსირებული დღგ-ს თანხა მყიდველს მთლიანად 100%25-ით გაუუქმეს (თითქოსდა 248-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული საქონლის მიწოდებიდან არაუგვიანეს მე-2 დღისა გათვალისწინებული ვადის დარღვევით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურით მიღებული ჩათვლა) და სსკ-ს 132-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმაც დააკისრეს, ხოლო მიმწოდებელს სსკ-ს 140-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დღგ-ს თანხის 100%25-იანი ჯარიმა გადაახდევინეს, არადა, აღნიშნული საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, სრულიად კანონიერად საქონლის მიწოდებიდან 13 აპრილიდან (პარასკევიდან) მეორე სამუშაო დღეს, 16 აპრილს (ორშაბათს) იყო გამოწერილი( 14 აპრილი - შაბათი, ხოლო 15 აპრილი - კვირა არასამუშაო დღეები იყო).

ასევე ნაწილობრივ, მაგრამ მაინც არამართლზომიერად ხდება მაკონტროლებელთა მხრიდან გადამხდელთა დასჯა, აღნიშნული ფინანსური სანქციებით იმ შემთხვევებში, როცა რამდენიმე დღის, კერძოდ კი ზედიზედ ორი და მეტი სამუშაო დღის შემთხვევაში მიწოდებულ საქონელზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის შესაბამისად მიღებული ჩათვლისას მთლიანად უუქმებენ დღგ-ს ჩათვლას და სსკ-ს 140-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ 100%25-იან ჯარიმას საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურაში დაფიქსირებულ დღგ-ს მთლიან თანხაზე უვრცელებენ.

უფრო გასაგები რომ გავხადოთ, ეს შემთხვევა, იგი კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ:

ვთქვათ, გამყიდველმა მყიდველს სასაქონლო ზედნადებებით მიაწოდა საქონელი:

2007 წლის 2 მაისს (ორშაბათს) 5900 ლარის (მ.შ. დღგ-900 ლარი);

2007 წლის 3 მაისს (სამშაბათს) 11800 ლარის (მ.შ. დღგ-1800 ლარი);

2007 წლის 4 მაისს (ოთხშაბათს) 23600 ლარის (მ.შ. დღგ-3600 ლარი).

საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა კი გამოწერა ერთიანად 2007 წლის 4 მაისს (სამივე სასაქონლო ზედნადებით მიწოდებულ საქონელზე და მასში დააფიქსირა დღგ- თი დასაბეგრი ბრუნვა - 35.000 ლარი, დარიცხული დღგ-5300 ლარი, სულ სარეალიზაციო ფასი (დღგ-ს ჩათვლით)- 40300 ლარი). აღნიშნულ შემთხვევაში საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნა (2009 წლის 1 იანვრამდე რედაქცია) დაირღვა არა მთლიან მიწოდებაზე 40300 ლარის საქონელზე, არამედ მის ნაწილზე, კერძოდ, 2007 წლის 2 მაისს მიწოდებულ საქონელზე (საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა ამ ნაწილზე გამოწერილია მე-3 დღეს). კერძოდ, 5300 ლარის საქონელზე, რომლის კუთვნილი დღგ შეადგენს 900 ლარს, შესაბამისად, 2007 წლის 4 მაისს გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის მიხედვით გაუქმებას, დარიცხული დღგ-დან ნაწილობრივად გაუქმებას ექვემდებარება მხოლოდ 2 მაისს მიწოდებული საქონლის (5900 ლარის) კუთვნილი დღგ 900 ლარი, 4400 ლარი დღგ ექვემდებარება ჩათვლას, რამდენადაც იგი შესაბამისად 3 და 4 მაისს მიწოდებული საქონლის წილ დღგ-ს შეადგენს, რომელთა მიწოდებიდან საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის დადგენილი ვადა (ორი სამუშაო დღე) არა არის დარღვეული.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნო, რომ პირადად ჩვენთანაც, როცა მაკონტროლებელთა მხრიდან შემოწმების დროს, არ გათვალისწინდა აღნიშნული პროპორციული ჩათვლა, შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო დავის განხილვის დროს აღნიშნული მოთხოვნა გადამხდელის მხრიდან კანონზომიერად ჩაითვალა და მაკონტროლებლებს დაევალათ აღნიშნული კანონზომიერების გათვალისწინებით გადაეანგარიშებინათ ჩათვლების გაუქმება და შესაბამისი ფინანსური სანქციები, რომ იტყვიან სამართალმა პური ჭამა.”

თუმცა აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ სამართლიანობა ალბათ აღუდგათ მათ, ვინც ასეთ ფაქტებზე საჩივრით მიმართა შემოსავლების სამსახურს, ხოლო ისინი კი ვინც მსგავსი ფაქტები არ გაასაჩივრა (ალბათ, ასეთი უამრავია) სრულიად უსამართლოდ და უკანონოდ დაისაჯნენ. საკითხავია, ვინ აგებს ამაზე პასუხს? უნებლიედ მიჩნდება კითხვა, მსგავს შემთხვევებში მაკონტროლებლები უფლებამოსილებას ხომ არ ამეტებენ?

ცხადია, მკითხველთა ნაწილი იკითხვს იმის თაობაზეც, რომ მას შემდეგ, რაც საგადასახადო კოდექსის 248-ე მუხლის 1 ნაწილში 2008 წლის 26 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით ეს საკითხი მოგვარდა (2009 წლის 1 იანვრიდან საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა უკვე მოთხოვნიდან და არა მიწოდებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა უნდა გამოიწეროს), რაღა საჭიროა ამ საკითხებზე მსჯელობა? მათ მინდა ვუპასუხოთ, რომ სსკ-ს მე-5 მუხლის (ხანდაზმულობის ვადა) შესაბამისად მაკონტროლებლებს 6 წლის განმვლობაში ნებისმიერ დროს შეუძლიათ შეამოწმონ გადამხდელთა საგადასახადო ვალდებულებები და შესაბამისი გადასახადები და ფინანსური სანქციები დაეკისროს გადამხდელებს. აღნიშნული საფრთხე ჯერ კიდევ კარგა ხანს იქნება, ამ წერილის მიზანიც სწორედ ის არის, რომ თუ მაკონტროლებლები „მსგავსი წესებით” შეეცდებიან მათ დასჯას, ჩათვლების გაუქმებისა და ჯარიმების გავრცელების სურვილით, ისინი მოცემული მაგალითების შესაბამისად შეძლებენ მათი კანონიერი უფლებების დაცვას.

სულიკო ფუტკარაძე,
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის
აჭარის რეგიონული ფილიალის
თავმჯდომარე, ექსპერტი

რამინ ცინარიძე
შოთა რუსთაველის სახელმწიფო
უნივერსიტეტის დოქტორანტი

გასწორება -----------------------------------------------

ჟურნალის წინა ნომერში (აპრილი-№ 4 2009.) სტატიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ქონების გადასახადში,” სტატიის კორექტირებისას გაიპარა უზუსტობა, კერძოდ, სტატიის მე-3 აბზაცში, თავდაპირველ რედაქციაში მივანიშნებდით, რომ კანონპროექტის ავტორები გვთავაზობდნენ ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტიდან ამოეღოთ ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული (რომლებიც არ გამოიყენებოდა ეკონომიკურ საქმიანობაში), ავტომობილები, იახტები, თვითმფრინავები და შვეულმფრენები, რაც პარლამენტმა არ გაიზიარა და დაბეგვრის ობიექტიდან ამოღებულ იქნა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები.

სტატიის მოცულობის შემცირების მიზნით, ზემოთ აღნიშნული კანონპროექტის ავტორთა მინიშნება ამოღებულ იქნა, შესაბამისად, დაირღვა მისი შინაარსიც, რისთვისაც მკითხველს ბოდიშს ვუხდით.

დამატებით გაუწყებთ, რომ 2008 წლის 26 დეკემბრის № 871 კანონით შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2009 წლის 01 იანვრიდან ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დაბეგვრის ობიექტად სხვა ქონებასთან ერთად (გარდა ლიზინგით გაცემულისა) ქონების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებული საანგარიშო წლის, წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რიცხული ქონება, .. იახტები, თვითმფრინავები და შვეულმფრენები (დაბეგვრის ობიექტს აღარ წარმოადგენს მსუბუქი ავტომობილები), აგრეთვე ფიზიკური პირის მიერ ლიზინგით აღებული უძრავი ქონება, დაუმთავრებელი მშენებლობა (აქვე მკითხველს გვინდა მივანიშნოთ იმის თაობაზეც, რომ მსგავსი შეცდომები გაპარულია საგადასახადო კოდექსების ახალ გამოცემებშიც, შესაბამისად, საჭიროა გადამხდელები ყურადღებით მოეკიდონ აღნიშნულს).

5 საქართველოში მიგრაციის მართვის პოლიტიკა და ევროკავშირის როლი მის განვითარებაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზურაბ ლალიაშვილი

MBA, პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტის, მიკრო ეკონომიკის კათედრის დოქტორანტი Mgr. Zurab Laliashvili, Doktorand Katedry Mikro Ekonomie

0x01 graphic

გიორგი ბერუაშვილი

MBA, პრაღის ეკონომიკური უნივერსიტეტის, მარკეტინგის კათედრის დოქტორანტი Mgr. Giorgi Beruashvili, Doktorand Katedry Marketingu

საქართველოს მთავრობის თხოვნით, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (IOM) 2007 წლის 1-დან 5 ოქტომბრამდე ჩაატარა მიგრაციის მართვის სისტემის შესაფასებელი სამუშაოები. ამ შეფასების საფუძველზე გამოვლინდა მიგრაციის მართვასა და ქართულ მიგრაციულ კანონმდებლობაში არსებული უმნიშვნელოვანესი ხარვეზები.

შეფასების ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დღეს მრავალ პრობლემას აწყდება ქვეყნის საერთაშორისო საზღვრებიდან უცხოელთა შემოდინებისა და შემდეგ ქვეყანაში მათი დროებით, თუ ხანგრძლივი დროით დარჩენის მართვაში. ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებაც, რეგიონში ჯერ კიდევ არსებული არასტაბილური მდგომარეობა, ასევე საქართველოს სიახლოვე ევროკავშირის ახალი წევრების - რუმინეთისა და ბულგარეთის საზღვრებთან, რასაც შეიძლება მოჰყვეს იმ მიგრანტების რაოდენობის ზრდა, რომელთა მიზანიც, სინამდვილეში, ევროკავშირის ტერიტორიაზე მოხვედრა იქნება, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ეს ქვეყნები შენგენის ზონაში შევლენ.

საქართველოს მიგრაციის მართვის შეფასებაში ექსპერტებმა გამოავლინეს სუსტი მხარეები, რაზეც სწრაფი რეაგირება უნდა მოხდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს გამოიწვევს არალეგალური მიგრანტების შემოდინების, ტრანსნაციონალური დანაშაულის და მიგრაციასთან დაკავშირებული პირდაპირი და არაპირდაპირი დანაშაულებების დიდი ტემპით ზრდას, რაც საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მიგრაციის სფეროში არსებობს შემდეგი სუსტი მხარეები: არასრულყოფილია სამართლებრივი სისტემა, ასევე არ არსებობს ქვეყანაში შესვლისა და ბინადრობის ნათლად ჩამოყალიბებული კრიტერიუმები; არ არსებობს ერთი სახელმწიფო უწყება, რომელიც კოორდინირებას გაუწევს მიგრაციის მართვას. არც ფუნქციების გადანაწილების კომპეტენციის ზუსტად განსაზღვრული ფარგლები არსებობს, თუნდაც ალტერნატივის სახით, იმ უწყებებს შორის, რომლებიც მიგრაციულ პროცესებზე მუშაობენ; არ არსებობს რაციონალური სისტემა მიგრაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის შესაგროვებლად და გასაანალიზებლად, ასევე სათანადოდ არ არის დამუშავებული მონაცემთა გაცვლის მექანიზმები იმ უწყებებს შორის, რომლებიც მიგრაციის საკითხებზე მუშაობენ.

ზემოთ მოყვანილი პრობლემების მოგვარება მოითხოვს ქვეყნის მიგრაციული პოლიტიკის განსაზღვრას ორი მიმართულებით:

1. მიგრაციის კონტროლის მნიშვნელობის გაცნობიერება - ბრძოლა არალეგალური მიგრაციის ყველა ფორმისა და არა მხოლოდ საზღვრის უკანონო გადაკვეთის წინააღმდეგ.

2. უფლებამოსილების მინიჭება ერთი სამინისტროსთვის ან უწყებისთვის, რომელსაც მოპოვებული აქვს საკმარისი რეპუტაცია იმისათვის, რომ ეფექტური კოორდინირება გაუწიოს მიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს მიგრაციის მართვაში არსებული სხვადასხვა მოთხოვნის შესაბამისად.

დღეს საქართველოში არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი მიგრაციული პოლიტიკის შესახებ. ამის გამო შეფასების მისიის მიერ წარმოდგენილი კვლევის შედეგები ემყარება ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებს.

როგორც ნებისმიერი პოლიტიკის მიმართულების, ასევე მიგრაციის პოლიტიკის განსაზღვრას და წარმოებას სჭირდება ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა, თუმცა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ხანდახან ადეკვატურად ვერ ასახავს მიგრაციაში დღეს არსებულ რეალობებსა და ტენდენციებს.

ჩვენის აზრით, მიგრაცია სათანადოდ, რომ იმართოს, აუცილებელია სამი ძირითადი ურთიერთდამოკიდებული ასპექტის ეტაპობრივად მოცვა, ესენია: პოლიტიკა; კანონმდებლობა და პროცედურები; აღსრულება და სამუშაო მექანიზმები.

საჭიროა, საქართველოს ხელისუფლებამ კონტროლი აიღოს მიგრაციის მართვაზე და შესაბამისი პოლიტიკისა და კანონმდებლობის მეშვეობით ჩამოაყალიბოს თავისი ნათელი ხედვა, რათა ნათლად განისაზღვროს წესები და პროცედურები. სტრუქტურული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ძლიერი მაკოორდინირებელი უწყების შექმნა, თუმცა თავისი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში მას შესაძლოა სხვა უწყებების მომსახურებაც დასჭირდეს. ამასთან დაკავშირებით IOM-ის ანგარიში საქართველოს ხელისუფლებას სთავაზობს შემდეგი რეკომენდაციების გათვალისწინებას:

1) პოლიტიკა

ექსპერტთა მისიამ საკმარისი ყურადღება დაუთმო საქართველოს მიგრაციული პოლიტიკის პრიორიტეტებს, რის საფუძველზეც შეიმუშავა რამდენიმე რეკომენდაცია.

ესენია:

1. უფრო დაბალანსებული მიგრაციული პოლიტიკის შემუშავება, რომელიც დაარეგულირებს ამ მოვლენის არა მხოლოდ არალეგალურ, არამედ ლეგალურ ნაწილსაც და ამგვარად გააწონასწორებს კონტროლისა და ხელშეწყობის მექანიზმებს.

2. ახალი პოლიტიკის შემუშავება საქართველოს შიდა და გარე მიგრაციასთან დაკავშირებული რეალობების გათვალისწინებით იმისათვის, რომ მოხდეს მიგრაციული ნაკადების გაკონტროლება და მართვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

3. მიგრაციული პოლიტიკის შესამუშავებლად საჭიროა „მთავარი უწყების” არსებობა, რომელსაც ფორმალურად უნდა დაეკისროს პროცესის კოორდინირების ვალდებულება და თანაც კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული, რომ მიგრაცია ბევრად უფრო მასშტაბური საკითხია, ვიდრე დევნილთა შემოდინება და განსახლება.

4. საჭიროა სხვადასხვა სამინისტროების (სოფლის მეურნეობის, განათლების, ეკონომიკური განვითარების და ა.შ.) მიერ განხორციელებული სექტორული პოლიტიკისა და სტრატეგიების გადახედვა და განახლება, მიგრაციული პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტების ჩართვა ამ პოლიტიკაში და სტრატეგიებში.

5. პოლიტიკაში გასატარებელი ცვლილები მოითხოვს „ჩაურევლობის” პრინციპის შეცვლას და რწმენის დანერგვას, რომ მიგრაცია საჭიროებს მართვას, რათა ქვეყანამ მისგან სარგებელი მიიღოს.

6. მიგრაციის ეფექტური მართვა მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ პრინციპები და სტრატეგიები სინამდვილეში არსებული მიგრაციული შემოდინების უტყუარ ცოდნაზე იქნება დამყარებული.

7. ფარული და აშკარა საემიგრაციო პოლიტიკის შემუშავება ისე, რომ მასში გათვალისწინებული იყოს გარე მიგრაციის დემოგრაფიული და ეკონომიკური შედეგები, ასევე როლი, რომელიც შეიძლება მომავალში ითამაშოს მიგრანტების ფულადმა გზავნილებმა და დიასპორამ, თუკი გონივრულად მოხდება მათი წახალისება.

8. საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების ნებაყოფლობითი თუ იძულებითი რეადმისია და რეინტეგრაცია მთავარ საკითხად უნდა დარჩეს საქართველოს საგარეო პოლიტიკაში, მაგრამ, ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას მიგრაციული პოლიტიკის შემუშავებაში, რაც პოტენციურად პრევენციული ზომების მიღებასაც გულისხმობს და არალეგალური ემიგრაციის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.

2) კანონმდებლობა

ქვეყანაში დღეს არსებული მიგრაციული პროცესების ეფექტური მართვისთვის და შეფასების ჯგუფის მიერ შეთავაზებული რეკომენდაციების მხარდასაჭერად, მიზანშეწონილია არსებული მიგრაციული კანონმდებლობის მოდერნიზება (უპირველესად, კანონის უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, თუმცა სხვა მასთან დაკავშირებული კანონებისაც) შემდეგი მიმართულებით:

1. შემოსვლამდელი პროცედურები - ვიზა (ამჟამად ნაწილობრივ ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი). პრიორიტეტული სფეროები:

ვიზების კატეგორიების უფრო დეტალურად განსაზღვრა იმ უცხოელთათვის, რომელთაც შეუძლიათ ორდინალური ვიზა მოითხოვონ; მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ასევე ტრანზიტული ვიზებისთვის ახალი კატეგორიზაციის შემოღება; ვიზის საზღვარგარეთ გაცემის პროცედურების დანერგვა იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთაც არ ეკუთვნით ვიზის მიღება საზღვარზე; საზღვარზე შემოსვლისას მგზავრთა გარკვეული კატეგორიებისთვის (ტურისტი, პირადი სტუმარი) და მხოლოდ ზოგიერთი ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვიზის მიღების შესაძლებლობის შეზღუდვა;

2. შემოსვლა და შემოშვება (ამჟამად ნაწილობრივ ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტი). პრიორიტეტული სფეროები: ვიზის მიღების გამჭვირვალე პროცედურების შემუშავება მათთვის, ვინც სამუშაოდ ან თვითდასაქმების მიზნით შემოდის ქვეყანაში, რადგანაც დღეს არ მოქმედებს მუშაობის ნებართვების გაცემის არანაირი სისტემა; ქვეყანაში შემოსვლისთვის წაყენებული მოთხოვნების ნათლად განმარტება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უცხოელი აპირებს ქვეყანაში ხანგრძლივი დროით ყოფნას; ვიზის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლის განმარტება; ქვეყანაში შესვლის ალტერნატიული ნებართვის, როგორც ხელშემწყობი და მაკონტროლებელი მექანიზმის, შემოღების გათვალისწინება, რაც მის მფლობელს განსაკუთრებულ სტატუსს მიანიჭებს და შეუზღუდავს მას ქვეყანაში საქმიანობას.

3. დარჩენა და ცხოვრება (ამჟამად ნაწილობრივ ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი და სამოქალაქო რეესტრი).

პრიორიტეტული სფეროები: ბინადრობის ნებართვების მკაფიო კატეგორიზაცია; დასაქმების (შრომის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროსთან ურთიერთობის განახლება) ან თვითდასაქმების (ურთიერთობის დამყარება ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან) საფუძველზე ბინადრობის ნებართვის მიღებისთვის საჭირო მოთხოვნების ნათლად განმარტება; ბინადრობის ნებართვის გაცემის სისტემასთან დაკავშირებული მუშაობის ნებართვის გაცემის სისტემის შემოღება; ოჯახის გაერთიანების უფრო დეტალურად, საკანონმდებლო ნორმის სახით განსაზღვრა, რაც ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი გახდება; რელიგიური და ჰუმანიტარული საქმიანობის უფრო დეტალურად, საკანონმდებლო ნორმის სახით განსაზღვრა, რაც ბინადრობის ნებართვის გაცემის საფუძველი გახდება;

ქვეყანაში ყოფნის დამადასტურებელი ერთი დოკუმენტის გაცემა, რომელშიც სხვა მონაცემებთან ერთად შევა უცხოელის საქართველოში ყოფნის მიზანი; საქართველოში მყოფი უცხოელების გამოვლენისთვის საჭირო პროცედურების შემოღება, მათ შორის იმ უცხოელებისა, რომლებმაც გადაააცილეს ცხოვრების ნებადართულ პერიოდს.

4. უკან დაბრუნება, რეადმისია და გაძევება (ამჟამად ნაწილობრივ ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტი და სასაზღვრო პოლიცია): პრიორიტეტული სფეროები: დეპორტირებული უცხოელების ქვეყანაში შესვლის აკრძალვის კრიტერიუმების გადახედვა მათ კრიმინალურ დოსიეზე და ქვეყანაში მათი არალეგალურად ყოფნის ხანგრძლივობაზე დაყრდნობით; დაკავებული უცხოელებისათვის სპეციალური შენობების გამოყოფა (მათ შორის სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში); ექსტრადირებისა და გაძევებისათვის საჭირო თანხებთან დაკავშირებული წესების ნათლად განსაზღვრა; ქვეყნიდან გაძევებისთვის საჭირო თანხებთან დაკავშირებული პროცედურების სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანა დებულების სახით.

5. მოუწესრიგებელი მიგრაცია და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) (ხორციელდება პროკურატურის ზედამხედველობით). პრიორიტეტული სფეროები:

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფორმების გამოყენება მიგრაციასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების, მათ შორის საზღვრის უკანონო კვეთის (როდესაც რაიმე სხვა კრიმინალური განზრახვა არ არის დადგენილი) და ნებადართული პერიოდის გადაცილებისას არალეგალური ბინადრობის დროს; დაკავების მაქსიმალური ვადის შემოღება იმ უცხოელთათვის (სხვა სისხლის სამართლის სამართალდამრღვევებისგან განცალკევებით), რომელთაც უკანონოდ გადაკვეთეს საზღვარი და რომელთაც დაარღვიეს იმიგრაციული კანონმდებლობა; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის გაერთიანებული ერების კონვენციის დამხმარე პროტოკოლის - „მიგრანტთა კონტრაბანდული საქმიანობის შესახებ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზებით” - სრულად განხორციელება.

6. მიგრაციული მონაცემები და სტატისტიკა. პრიორიტეტული სფეროები: სამართლებრივი ბაზის შექმნა თავმოყრილი მონაცემების შესაგროვებლად და უწყებებს შორის მიგრაციის შესახებ მონაცემების გაცვლის უზრუნველსაყოფად ამ მონაცემთა დაცვის გათვალისწინებით; სტატისტიკის ეროვნული სააგენტოსთვის უფლებამოსილების მინიჭება, რათა დროულად მოამზადოს სტატისტიკა მიგრაციული ნაკადების შესახებ ისე, როგორც ამას ყოველწლიურად მოითხოვს EUROSTAT.

7. მიგრაციის მართვის ინსიტიტუციონალური ჩარჩოები (რამდენადაც შეიძლება გახდეს საჭირო ახალი კანონმდებლობის მიღება) პრიორიტეტული სფეროები:

მიგრაციის სფეროში ერთი მთავარი უწყების გამოყოფა, მისი ფუნქციებისა და ვალდებულებების განსაზღვრა; მიგრაციის საკითხებში ჩართული სხვა უწყებების ფუნქციებისა და ვალდებულებების მორგება მიგრაციის მართვის მაკოორდინირებელ ცენტრალურ უწყებასთან, რომლის ვინაობაც უნდა დადგინდეს; შესაბამისობა ევროკავშირის სტანდარტებთან („Migration Acquis“) და ევროკავშირის წევრი ქვეყნების გამოცდილებასთან.

3) მიგრაციის მართვის ქმედითი მექანიზმები: მიგრაციის მართვის კოორდინირების საქმეში მთავარი უწყების განსაზღვრა. მიგრაციის მართვაში ჩართულ უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება ახალი შეთანხმებების დადების, ან არსებულის განახლების საშუალებით. მიგრაციული მონაცემების მართვის ერთიანი სისტემის შექმნა, რომელიც გაამარტივებს მონაცემთა შეგროვებას და ანალიზს, ასევე გააუმჯობესებს ინფორმაციის გაცვლას მიგრაციის მართვაში ჩართულ ორგანიზაციებს შორის. ეს დაფუძნებული უნდა იყოს ერთობლივად შემუშავებულ მიგრაციის ინდიკატორებზე რომელიც შეჯერებული იქნება ყველა იმ უწყებათა შორის, რომელნიც ამ საქმეში არიან ჩართულნი. ამ პროცესშიც მაკოორდინირებელი ორგანოს ფუნქციაწამყვანუწყებას უნდა დაეკისროს. მიგრაციულ მონაცემთა ერთიანი საინფორმაციო ბანკის შექმნა, როგორც ამას უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონის 66- მუხლი მოითხოვს. მონაცემთა ელექტრონული ბაზის შემოღებას მოითხოვს ასევე ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის პუნქტი 4.3.2.

მანამ, სანამ უცხოელი საზღვრამდე მოაღწევს, სასაზღვრო პოლიციას ხელი უნდა მიუწვდებოდეს მონაცემებზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული ვიზების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით. რეკომენდირებულია, რომ იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო საკითხთა დეპარტამენტს ხელი მიუწვდებოდეს სასაზღვრო პოლიციის PIRS-ის მონაცემთა ბაზაზე.

რეკომენდირებულია, რომ კომპეტენტურმა ორგანოებმა შეიმუშაონ თანამშრომლობის მექანიზმები იმისათვის, რათა ჩამოაყალიბონ ერთიანი პროცედურები იმ უცხოელთა გამოსავლენად, რომელთაც გადააცილეს ქვეყანაში ცხოვრების ნებადართულ პერიოდს. ეს ითვალისწინებს კომპიუტერიზებული საკონტროლო სისტემის, ასევე საქართველოს სასაზღვრო პოლიციასა და იუსტიციის სამინისტროს შორის იმ მონაცემთა გაცვლის მექანიზმების შექმნას, რომელიც ეხება უცხოელთა ქვეყანაში შესვლას და ქვეყნიდან გასვლას. სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემთა ბაზის შემდგომი სრულყოფა, რაც სისტემაში უცხოელთა ფოტოების შეყვანით უნდა დაიწყოს. წარმომავლობისა და დანიშნულების ძირითად ქვეყნებთან, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება და მათთან რეადმისიის შესახებ ხელშეკრულებების დადება. დეპორტაციის აღსასრულებლად (ანუ ადმინიტრაციული წესით გაძევებისგან განსხვავებით, ქვეყნიდან იძულებითი გაძევება) საჭიროა სპეციალური ფონდის დაარსება (აქ იგულისხმება მიგრანტების უზრუნველყოფა გასაჩერებელი ადგილით, მათი ტრანსპორტირება და სამედიცინო მომსახურება).

დასკვნა

საქართველო შედარებით ახალგაზრდა ქვეყანაა, რომელსაც კვლავაც უწევს გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელ პრობლემებთან შეჯახება და შესაბამისად ჯერ არ გამხდარა მიგრანტებისთვის სასურველი დანიშნულების ადგილი.

ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზი, რათა დადგინდეს, თუ რა უნარებზე არის, ან იქნება მოთხოვნა უახლოეს მომავალში. აღნიშნული ხელს შეუწყობს უნარების მიზნობრივ განვითარებას, შეამცირებს სისტემის დარღვევას და უზრუნველყოფს რეზიდენტთათვის მიზნობრივი სატრენინგო პროგრამების მომზადებას.

ANNOTATION
MIGRATION POLICY IN GEORGIA AND EU MISSION IN ITS DEVELOPMENT

Zurab Laliashvili, Giorgi Beruashvili

In the period of globalization and the technology development, the international movement of human resources is easier than ever, but the control of such migration process is more difficult than before. That is why all the countries in the world need to have some policy and strategy of migration management and control in and out of country. As well as the migration process for developed and developing countries are deferent, the control mechanisms are different too. But in spite of such difference both of the countries should cooperate in order to protect its citizen's respectful life in every corner of the world.

6 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას მოსპობს!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

დავით ძამუკაშვილი

თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა
სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი

წინამდებარე სტატია (თებერვალი, № 2 2009 წ.) ჟურნალში ბიზნესი და კანონმდებლობა დაბეჭდილი სტატიის შრომის ხელშეკრულების მოშლა ერთგვარი გაგრძელებაა და მიზნად ისახავს მკითხველს აუწყოს, რომ საქართველოს მართლმსაჯულებას აქვს უნარი გამოიტანოს სამართლიანი გადაწყვეტილება და სამსახურში აღადგინოს კანონსაწინააღმდეგოდ განთავისუფლებული თანამშრომელი.

საქართველოში იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს აქცენტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე აქვს გადატანილი, ხშირია მოსახლეობის საჩივარი მეწარმე დამსაქმებელთა თავნებობაზე. საჩივრის მიზეზი, როგორც წესი, სამსახურიდან უსამართლო დათხოვნა, ანუ, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტაა დამსაქმებლის ინიციატივით.

მოსახლეობაში გავრცელებულია აზრი, რომ დამსაქმებელს ნებისმიერ დროს და მიზეზის გამოცხადების გარეშე შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს შრომითი ურთიერთობები რომელიმე კონკრეტულ ან მრავალ დასაქმებულთან და, რომ ასეთი მოქმედება კანონზომიერია. საფუძვლად სახელდება ის გარემოება, რომ, რადგან მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით შექმნილი ნებისმიერი ორგანიზაციულ სამართლებრივი ფორმის საწარმო კერძო სამართლის სუბიექტია, მას თავისი პატრონი ჰყავს და ეს პატრონი უფლებამოსილია საკუთარი ერთპიროვნული შეხედულებით გადაწყვიტოს დასაქმებულის ბედი. უნდა ითქვას, რომ მოსახლეობაში ასეთი აზრის გავრცელებას ხელი შეუწყო 2006 წელს შემოღებულმა საქართველოს შრომის კოდექსმა, რომელსაც დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი კრიტიკის ქარცეცხლში ატარებს და შეცვლას მოითხოვს.

ამას წინათ, ერთ-ერთ კოლეგასთან საუბრისას ვახსენე, რომ დავასრულე 2007 წელს გამოცემული სტუდენტებისათვის და პრაქტიკოს - იურისტებისათვის განკუთვნილი სახელმძღვანელო წიგნის შრომის სამართალი გადამუშავება და გამოსაცემად მომზადება (ამჟამად უკვე გამოცემულია, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას საგამომცემლო სახლს ინოვაციას) პასუხად შენიშვნა მივიღე - რად გვინდა სახელმძღვანელო, როცა 2006 წლიდან საქართველოში შრომის სამართალი აღარ არსებობს. ეს პიროვნება ჩვენთვის პატივსაცემი მეცნიერ იურისტია და მიუხედავად იმისა, რომ შრომის სამართლის შესანიშნავი სპეციალისტია სხვათა მსგავსად მიიჩნევს, რომ მრავალი შრომითი ურთიერთობის მოწესრიგება საქართველოს შრომის კოდექსმა დამსაქმებელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. ამ მიმართებით იურისტების უმეტესი ნაწილი თითქმის იმავე აზრზეა, რაზეც იურიდიული განათლების არ მქონე ჩვეულებრივი მოქალაქეების უმეტესობაა.

საზოგადოება დარწმუნებულია, რომ სამსახურში აყვანა, შრომის ხელშეკრულების დადების პირობების შეთავაზება, მათ შორის, სამუშაო დროის დაწესება და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა, ანუ, ხელშეკრულების მოშლა, დამსაქმებლის ერთპიროვნული უფლებამოსილებაა.

საკითხს ისიც ამძაფრებს, რომ მოსამართლეთა ძალზე დიდი ნაწილი მიიჩნევს თითქოს საქართველოს შრომის კოდექსით დასაშვებია შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა დასაქმებულის მიერ ერთპიროვნული ნების გამოვლენით. უფრო მეტიც, მოსამართლეთა შორის ის აზრიც ტრიალებს, თითქოს სამსახურიდან დათხოვნით უკმაყოფილო დასაქმებული სამსახურში აღდგენას ვეღარ მიაღწევს, რადგან, ისინი თვლიან, რომ შრომის ის სამართლებრივი ნორმები არ არსებობს, რომლებზე დაყრდნობითაც შეიძლება სამსახურიდან უსამართლოდ განთავისუფლებული პირის აღდგენა.

თუ შევეგუებით ასეთ ვითარებას, მაშინ, უნდა დავასკვნათ, რომ XXI საუკუნის საქართველო ფეოდალურ, (თუ არა მონათმფლობელურ ხანაში) ცხოვრობს და არა ადამიანის უფლებების დაცვისაკენ მიმართულ თანამედროვე მღელვარე ეპოქაში. მე ვერ გავიზიარებ იმ აზრს, რომ საქართველოს მოსამართლეებს, არ შესწევთ ცოდნა და გამოცდილება, რათა სამართლიანად გადაწყვიტონ შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული დავები და დაჩაგრული უბრალო მოქალაქე აღადგინონ სამსახურში, აუნაზღაურონ მას ის ზიანი, რაც სამსახურიდან განთავისუფლებამ მოუტანა.

ჩემი შეხედულება მინდა გავამყარო საქართველოს სამოსამართლო პრაქტიკიდან მოტანილი მაგალითით, რომლის მიხედვითაც დაზარალებული მხარის - სამსახურიდან უსამართლოდ განთავისუფლებული პედაგოგის სასარგებლოდ პირველმა და მეორე ინსტანციის სასამართლომ მიიღო ერთნაირი გადაწყვეტილება - სამსახურში აღდგენა.

2007 წლის 25 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გვარამიამ განიხილა ლალი კუნჭულიას სარჩელი საქართველოს საჯარო იურიდიული პირის ქ. თბილისის 59-ე საჯარო სკოლის წინააღმდეგ. სასარჩელო მოთხოვნა იყო კუნჭულიას სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ 2007 წლის 10 აპრილის ბრძანების უკანონოდ ცნობა და პირვანდელი უფლების აღდგენა. ბრძანების საფუძვლად იყო აღებული საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) პუნქტი და „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 43-ე მუხლის „ზ” პუნქტი. პირველი ნორმის მიხედვით, შრომის ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევა შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის საფუძველია. მეორე ნორმის თანახმად, კი დირექტორს ენიჭება უფლებამოსილება ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეწყვიტოს მასწავლებელთან შრომითი ურთიერთობები ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისთვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

სასარჩელო მოთხოვნა იყო დამყარებული ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის:

- განმარტებითი შინაარსის მე-2 მუხლის „ჰ” პუნქტზე, მის თანმხვედრ 41-ე მუხლთან ერთად - ამ ნორმების დარღვევა, მოსარჩელის აზრით, გამოიხატა იმით, რომ დირექციის სხდომას ესწრებოდნენ პედაგოგები, მაშინ როცა ისინი დირექციაში არ შედიან. სასამართლო მოსარჩელის ამ არგუმენტს დაეთანხმა;

- მე-8 მუხლის პირველ, მე-5 და მე-8 პუნქტებზე - სასამართლო დაეთანხმა მოსარჩელეს ამ არგუმენტებსაც და დაადგინა, რომ ეს ნორმები მასწავლებელს არ დაურღვევია, რადგან, მან კანონის ფარგლებში ისარგებლა აღიარებული ყველა უფლებითა და თავისუფლებით და თავისი ქმედებით არ დააბრკოლა სხვა პირთა, კერძოდ, სკოლის პერსონალისა და მოსწავლეთა უფლებების განხორციელება, ამასთან, სკოლამ ვერ დაადასტურა ვერც ამ კუთხით წამოყენებული პრეტენზიების წარმომქმნელი გარემოებების არსებობის ფაქტი და ვერც მასწავლებლის არაკვალიფიციურობა;

- მე-19 მუხლის მე-4 პუნქტზე - სასამართლომ ამ შემთხვევაშიც გაიზიარა მოსარჩელის დასაბუთება, რადგან, სკოლის დირექტორმა ბრძანების საფუძვლად მასწავლებლის დისციპლინური გადაცდომები აიღო, მაშინ, როცა მის მიერ გამოცხადებულ მითითებას, საყვედურს და სასტიკ საყვედურს ბრძანების გამოცემის დროს იურიდიული ძალა არ ჰქონდა, უფრო მეტიც, ისინი სასამართლოს მიერ უკანონოდ იყო ცნობილი 2007 წლის 12 აპრილს.

მოსარჩელეს ნორმა არ მიუთითებია, მაგრამ პირვანდელი მდგომარეობის უფლების აღდგენის მოითხოვნა ცხადად იყო წარმოდგენილი და დავა, ფაქტობრივად ამ მოთხოვნის ირგვლივ წარმოიშვა.

პირველი ინსტანციის მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა, ანუ, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობების გაგრძელების შესახებ დაამყარა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველ ნაწილზე და სარჩელი დააკმაყოფილა სრულად. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა.

საქმის გარკვევის მთავარი საკითხი იყო სამუშაოდან განთავისუფლების საფუძვლიანობის შესწავლა. 59-ე საჯარო სკოლის დირექტორმა განთავისუფლების მიზეზად მიუთითა სკოლის პედაგოგის მხრიდან სამუშაო პირობების დარღვევა. ეს გარემოება შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის ერთ-ერთ პირობადაა მითითებული საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის გ) პუნქტში. აღნიშნული მუხლი შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის სხვა საფუძვლებსაც იძლევა, მაგრამ ამჯერად მათ აღარ შევეხები, რადგან, დაწვრილებით გვაქვს გაანალიზებული 2009 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ ნაშრომში.

განთავისუფლების საფუძვლად აღებული ნორმა შრომის ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს მართლაც აძლევს უფლებას შეწყვიტოს ურთიერთობა. მაგრამ, რა გარემოებები უნდა დადგეს, რომ უკიდურესი - ურთიერთობების შეწყვეტის ზომა იყოს გამოყენებული?

შრომითი ურთიერთობა, მითუმეტეს, პედაგოგიურ საქმიანობასთან დაკავშირებული, ხანგრძლივი ურთიერთობაა. ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში - საჯარო სკოლაში პედაგოგიური საქმიანობა სახელმწიფო მმართველობის საგანია და პედაგოგთა პროფესიული კვალიფიკაციის სათანადო დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად განათლების სამინისტროში სპეციალური ორგანო - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრიც კი არის შექმნილი. ამდენად, ნებისმიერი სკოლა დაინტერესებულია სათანადო კვალიფიკაციის მქონე პედაგოგთან ხანგრძლივი და არა მოკლევადიანი შრომითი ურთიერთობა აკავშირებდეს

შრომითი ურთიერთობა უნდა იყოს გამყარებული შრომითი ხელშეკრულებით რომლის ფორმაც შეიძლება იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი. ზეპირი ხელშეკრულების ნაკლი ის არის, რომ სადაო საკითხების გადაწყვეტა შეიძლება ვერ მოხერხდეს მრავალ პირობასთან დაკავშირებით, რადგან, მტკიცებულება შეიძლება ვერ წარმოადგინონ რაზე შეთანხმდნენ მხარეები. აღნიშნულ შემთხვევაში ვერ დადგინდება ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილია, თუ არა მოცემული პირობა.

ზეპირი ხელშეკრულების საყოველთაოდ ცნობილ ამ ნაკლზე იმიტომ ვამახვილებ ყურადღებას, რომ მოპასუხე მხარემ, 59-ე საჯარო სკოლამ, წერილობითი ხელშეკრულება ვერ წარმოადგინა და სასამართლომ მოდავე მხარეებს შორის არსებული ურთიერთობა ზეპირ ხელშეკრულებაზე დამყარებულად მიიჩნია, ხოლო, რა პირობები იყო შეთანხმებული მხარეების მიერ, ვერ დაადგინა. შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე გამოცემული ბრძანება სამსახურიდან პედაგოგის განთავისუფლების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო, ანუ, ბათილად გამოაცხადა. გადაწყვეტილების ამ ნაწილში, ჩემის აზრით, საჭირო იყო სასამართლოს დამატებით შეესწავლა სკოლის შინაგანაწესი, რომელიც ამ სკოლის პედაგოგებისთვის შრომის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს წარმოადგენს. თუ ხელშეკრულება წერილობითია, მაშინ, შინაგანაწესი დამატებითი პირობების საბუთია, ხოლო ზეპირი ხელშეკრულების შემთხვევაში ის ხელშეკრულების პირობების არსებობის წერილობით საბუთად შეიძლება მივიჩნიოთ. გარდა აღნიშნულისა, ამავე ტიპის პირობები, როგორც წესი, სკოლის წესდებაში იდება და ეს დოკუმენტიც უნდა ყოფილიყო შესწავლილი. სასამართლოს გადაწყვეტილების გაცნობისას დავრწმუნდი, რომ ამ საბუთების განხილვა და მათში არსებული პირობების ირგვლივ მსჯელობა არ ყოფილა.

0x01 graphic

გარდა აღნიშნულისა, საეჭვოდ გამოიყურება მოსამართლის მიერ ჩამოყალიბებული აზრი, თითქოს წერილობითი ხელშეკრულება სკოლასა და პედაგოგ ლალი კუნჭულიას შორის საერთოდ არ არსებობდა. საქმე ის არის, რომ ხელშეკრულების დადებას საქართველოს შრომის კოდექსი უთანაბრებს დასაქმების მაძიებლის განცხადების საფუძველზე დამსაქმებლის მიერ გამოცემულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება დამსაქმებლის ნება სამუშაოზე მაძიებლის მიღებასთან დაკავშირებით. ასეთი დოკუმენტის უმთავრესი სახე ბრძანებაა. წარმოუდგენლად მიმაჩნია ხელშეკრულების ან ბრძანების გარეშე პედაგოგის დასაქმება (ბრძანება კი ყველა შემთხვევაში წერილობით უნდა გაფორმდეს), სამწუხაროდ სასამართლოს ეს გარემოება არ გამოუკვლევია. სასამართლო განხილვის ამ ნაკლოვანებებზე ყურადღებას იმიტომ ვამახვილებ, რომ საქმე მეტი სისრულით იქნებოდა შესწავლილი, თუმცა, არსობრივად, გადაწყვეტილება უნაკლოა, რადგან, იურიდიული ანალიზის შედეგად სრულადაა გამორკვეული და დადგენილი იმ გარემოებების არარსებობის, ან იურიდიული ძალის უქონლობა, რომლებიც იყო აღებული განთავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემის საფუძვლებად.

მოსამართლის ლევან გვარამიას გადაწყვეტილების მე-2 პუნქტის ანალიზს გვინდა შევეხოთ თეორიული კუთხით. ამ პუნქტით, მოსამართლემ პედაგოგი ლალი კუნჭულია მიიჩნია რა დაზიანებულ მხარედ, აღადგინა მისი პირვანდელი უფლება, ანუ, შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა არ დაადასტურა. გადაწყვეტილების საფუძვლად მან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითა, რომლის მიხედვითაც, ზიანის მიმყენებელი პირი ვალდებულია აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებელი მდგომარეობა. რამდენადაა სამართლიანი გადაწყვეტილების ეს ნაწილი შრომის სამართლის კუთხით? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალზე მნიშვნელოვანია, უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მოსამართლეთა ძალზე დიდი ნაწილი ისე განმარტავს შრომის სამართალს, კერძოდ კი საქართველოს შრომის კოდექსს, თითქოს სამსახურიდან განთავისუფლებული პირის აღდგენის სამართლებრივ საფუძვლად ასაღები კანონის ნორმა საქართველოში აღარ არსებობს.

ჯერ ერთი, კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ საქმე კერძო სამართლებრივი ურთიერთობების განსჯასთან გვაქვს. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ უნდა იქონიოს მხედველობაში ყველა ის პრინციპი, რომელსაც კერძო სამართლებრივი ნორმები ეფუძნება. როდესაც კონკრეტული კანონი არ აწესრიგებს ურთიერთობას, ეს არ ნიშნავს, რომ საკითხის სამართლიანი გადაწყვეტილება შეუძლებელია. ზემოთ მივუთითე, რომ ასეთ შემთხვევაში მოსამართლემ ანალოგია უნდა გამოიყენოს. ამ წესს ზედმიწევნით პირნათლად მიმართა მოსამართლე ლევან გვარამიამ!

0x01 graphic

მოსამართლის სამართლიანობა და გადაწყვეტილების დასაბუთება სრულად აღიარეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმა მარინა ფარცვანიამ, ქეთევან კუჭავამ და თამარ ზამბახიძემ. მოსამართლეთა სწორი გადაწყვეტილების პირდაპირი სამართლებრივი საფუძველი თავად შრომის კოდექსია, რომლის პირველივე მუხლის მე-2 ნაწილი ავალდებულებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმების გამოყენებას, როდესაც შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები შრომის კოდექსით მოწესრიგებული არ არის. ასეთ სამართლებრივ ვითარებაში ანალოგიასთანაც კი აღარ გვაქვს საქმე.

შრომის ხელშეკრულების საგანი შრომაა, რომელსაც დამსაქმებლის სასარგებლოდ ეწევა დასაქმებული ანაზღაურების სანაცვლოდ. ანუ, თუ შევადარებთ ნასყიდობის ხელშეკრულებას, ყიდვა- გაყიდვის საგანი შრომაა. მიყიდული შრომის სანაცვლოდ დასაქმებული იძენს ქონებას ყოველთვიური ხელფასის სახით. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ შრომის ხელშეკრულების კანონსაწინააღმდეგო შეწყვეტის გამო დასაქმებული პერიოდულად მისაღებ ქონებას ვეღარ მიიღებს. შესაბამისად, ქონებრივი ზიანი სახეზეა. მოცემულ შემთხვევაში ქონებრივი ზიანის ჯამი შეადგენს სულ მცირე ხელფასის სახით მიუღებელ თანხას, სანამ 59-ე სკოლა შეასრულებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ან, თუ ეს გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა სკოლამ, მაშინ უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულებამდე, თუ ისიც დასაქმებულის სასარგებლოდ იქნება მიღებული. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების თარიღიდან გავიდა 18 თვე. მაშასადამე, ქონებრივმა ზიანმა შეადგინა სულ მცირე 18 თვის ხელფასის ტოლი თანხა. ამ თანხას კომპენსაციის სახით უნდა მიემატოს 1,5 ხანგრძლივობის ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების თანადი თანხა.

ნიშანდობლივია ისიც, რომ მოსარჩელეს არამარტო ქონებრივი, არამედ მორალური ზიანიც მიადგა. მოსამართლეთა სასარგებლოდ შეიძლება ითქვას, რომ მათ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღეს და სამართლიანად დაადგინეს, რომ სამსახურიდან კანონსაწინააღმდეგოდ განთავისუფლებულმა პედაგოგმა განიცადა ქონებრივი და მორალური ზიანი (გამოწვეული სულიერი განცდით), თუმცა, ამ მხარეზე გადაწყვეტილება ყურადღებას არ ამახვილებს (მოსარჩელეს არ წამოუყენებია მოთხოვნა) და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილით მითითებული ზნეობის მოთხოვნების გათვალისწინებითაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის თაობაზე (სხვაგვარად ხომ უზნეობა იზეიმებდა). საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში დაირღვეოდა ვალდებულებითი სამართლის უმთავრესი პრინციპიც, რომელიც ნათლადაა გამოხატული ნაპოლეონის სამოქალაქო კოდექსის 1135-ე მუხლით: შეთანხმება ავალდებულებს არამარტო მასში პირდაპირ გამოხატულის მიმართ, არამედ ყველა იმ შედეგების მიმართ, რომლებსაც სამართალი, ჩვეულება ან კანონი უკავშირებს ამ ვალდებულებას მისი ბუნების შესაბამისად. ეს პრინციპიც სრულადაა დაცული განხილულ გადაწყვეტილებებში.

P.S. როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, არსებობს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანია შრომის კოდექსში პირდაპირი ნორმის შეტანა რისი პრაქტიკაში დამკვიდრება მოსპობს სამსახურში აღდგენის შესაძლებლობას ყველა შემთხვევაში, მართალი იქნება დასაქმებული, თუ მტყუანი. ეს სპეციალური ნორმა იქნება და სამოქალაქო კოდექსის შესაბამის ნორმას შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისათვის იურიდიულ ძალას გამოაცლის. ასეთი ცვლილების დაშვება ყოვლად მიუღებელია.

7 სააღრიცხვო პოლიტიკა: შეფასებები და შეცდომები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნადეჟდა კვატაშიძე

თბილისის ივ.ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორ

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ერთ-ერთი პრინციპია ინფორმაციის მუდმივობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მსგავსი ოპერაციები, მოვლენები ან გარემოებებიუნდა აისახოს ფინანსურ ანგარიშგებაში ერთი და იმავე მეთოდით თითოეულ სააღრიცხვო პერიოდში და პერიოდიდან პერიოდამდე. ინფორმაციის მუდმივობას უზრუნველყოფს სააღრიცხვო პოლიტიკა.

ბასს 8-ისსააღრიცხვო პოლიტიკა, ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებებში და შეცდომებითანახმად, სააღრიცხვო პოლიტიკა არის გარკვეული პრინციპების, საფუძვლების, დაშვებების, წესებისა და პრაქტიკული მეთოდების ერთობლიობა, რომლებიც გამოიყენება საწარმოს ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის დროს.

სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა შემუშავდეს ფასს-ის (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები), ბასს-ისა (ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები) და იმკის (ფინანსური ანგარიშგების ინტერპრეტაციის საერთაშორისო კომიტეტის) მოთხოვნათა შესაბამისად.

სააღრიცხვო პოლიტიკით მიღებული ინფორმაცია, ერთის მხრივ, შეესაბამება მომხმარებლების ეკონომიკური გადაწყვეტილების საჭიროებას და, მეორე მხრივ, არის საიმედო. საიმედო ინფორმაცია იმას ნიშნავს, რომ წარდგენილი ინფორმაცია: სამართლიანად ასახავს საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას, საქმიანობის შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას; გამოხატავს ოპერაციების, მოვლენების ან პირობების ეკონომიკურ შინაარსს და არა ფორმას; ნეიტრალურია, ე.ი. თავისუფალია სუბიექტური დამოკიდებულებისაგან; არის წინდახედული და დასრულებული ყველა არსებით ასპექტში.

საწარმომ შერჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა უცვლელად უნდა გამოიყენოს მსგავსი სამეურნეო ოპერაციებისათვის, სხვა მოვლენის ან პირობებისათვის, თუ სტანდარტი ან ინტერპრეტაცია სპეციალურად არ მოითხოვს ან ნებას არ რთავს, მოხდეს ელემენტების კატეგორიზაცია, რომლებისთვისაც სხვადასხვა პოლიტიკა შეიძლება მისაღები იყოს.

სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც:

  • მოითხოვება სტანდარტის ან ინტერპრეტაციის მიერ, როდესაც წინა სააღრიცხვო პოლიტიკა არ არის მიზანშეწონილი. მაგალითად, საწარმო არ ახდენდა განსაკუთრებულ აქტივებზე გადახ თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დილი პროცენტის კაპიტალიზებას, ხოლო ახალი სტანდარტით ეს გახდა სავალდებულო; აგრეთვე საწარმო მარაგის შეფასებას ახდენდა ლიფო მეთოდით, ამ მეთოდის გამოყენება სტანდარტით აიკრძალა.

  • ცვლილება უზრუნველყოფს მოვლენებისა და ოპერაციების უფრო მეტად შესაფერისად წარდგენას, რაც აუმჯობესებს ფინანსური ანგარიშგების შესაბამისობას და საიმედობას. ეს არის ნებაყოფლობითი ცვლილება, როდესაც საწარმო მიღებული გამოცდილებით ადასტურებს სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლის აუცილებლობას.

ცვლილებები სააღრიცხვო პოლიტიკაში ნიშნავს აქტივებისა და ვალდებულებების საბალანსო ღირებულებების შესწორებას, რომლის ცვლილებების აგრეგირებული შედეგი გავლენას ახდენს კაპიტალის სიდიდეზე.

სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებების შედეგების ასახვა ნიშნავს ცვლილებების აგრეგირებული შედეგით კაპიტალის მუხლების კორექტირებას, ანუ საკუთარი კაპიტალის გავლენას დაქვემდებარებულ ყველა კომპონენტში. ეს აისახება შემდეგნაირად:

  • საწარმომ სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილება, რომელიც გამოწვეულია სტანდარტის ან ინტერპრეტაციის თავდაპირველი დანერგვით, უნდა აღრიცხოს შესაბამისი სტანდარტის ან ინტერპრეტაციის (თუ ასეთი არსებობს), გარდამავალი დებულებების შესაბამისად;

  • საწარმომ რეტროსპექტულად უნდა გამოიყენოს სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილება, რომელიც გამოწვეულია სტანდარტის ან ინტერპრეტაციის თავდაპირველი დანერგვით, როდესაც შესაბამისი სტანდარტიან ინტერპრეტაცია არ შეიცავს შესაბამის გარდამავალ დებულებებს ან ცვლილება ნებაყოფლობითია.

ცვლილებები სააღრიცხვო პოლიტიკაში უნდა აისახოს რეტროსპექტულად. რეტროსპექტულად გამოყენება ნიშნავს ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის იმდაგვარი გამოყენება ოპერაციების, სხვა მოვლენებისა და პირობების მიმართ, თითქოს ეს პოლიტიკა ყოველთვის გამოიყენებოდა. ამისთვის წინა პერიოდების ფინანსური ანგარიშგება უნდა იქნეს კორექტირებული წარდგენილი ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის შესაბამისად, რაც უზრუნველყოფს ინფორმაციის შესადარისობას. კორექტირების ნებისმიერი შედეგი უნდა წარმოვიდგინოთ ანგარიშგებაში როგორც გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთის კორექტირება. სხვაგვარად, რეტროსპექტულად შესწორება ნიშნავს:

  • ინფორმაციის შესადარისობისათვის წინა პერიოდების ანგარიშგების გადაანგარიშებას;

  • გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთის კორექტირებას.

მაგრამ, არის შემთხვევები, როცა პრაქტიკულად შეუძლებელია განისაზღვროს სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილების აგრეგირებული შედეგი. როცა შეუძლებელია სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებების ასახვა რეტროსპექტულად:

  • არ ხდება წინა პერიოდების ანგარიშგების გადაანგარიშება;

  • ცვლილებების აგრეგირებული შედეგი მიეკუთვნება მიმდინარე პერიოდის შედეგებს (აისახება მოგებისა და ზარალის ანგარიშგებაში).

განვიხილოთ სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებების რეტროსპექტიულად ასახვის მაგალითი: რამდენიმე წლის წინ შეძენილ დაზგას ცვეთას არ არიცხავდნენ. 2009 წელს მენეჯერმა დაასაბუთა ცვეთის დარიცხვის აუცილებლობა და მიიღეს გადაწყვეტილება ამ წლიდან ცვეთის დარიცხვაზე. სათანადო გაანგარიშებებით დადგინდა, რომ ცვეთის თანხა დაზგის შეძენიდან 2008 წლის ჩათვლით შეადგენდა 30.000 ლარს, ხოლო 2009 წლის ცვეთის თანხა 7.000 ლარს (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1

კომპანიის მაჩვენებლები ცვეთის თანხის გარეშე (ლარი)

მაჩვენებლები

2009 წ.

2008 წ.

მოგება დაბეგვრამდე

130.000

120.000

მოგების გადასახადი (15%25)

19.500

18.000

წმინდა მოგება

110.500

102.000

გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი

552.000

450.000

მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ცვლილებებს სააღრიცხვო პოლიტიკაში, რომელიც უნდა აისახოს ფინანსურ ანგარიშგებაში რეტროსპექტულად. თუმცა, როგორც ჩანს, უახლეუახლესი ხელმისაწვდომი პერიოდი, რომლის ფინანსურ ანგარიშგებაში შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებების აგრეგირებული ეფექტი, არის 2008 წელი.

ავსახოთ რეტროსპექტულად ცვლილებები სააღრიცხვო პოლიტიკაში. ამისათვის:

  • დავადგინოთ სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებების გავლენა ფინანსურ ანგარიშგებაზე.

ცვეთის დარიცხვა იწვევს მოგების შემცირებას 30.000 ლარით, ხოლო მოგების გადასახადის - 4.500 ლარით (30.000 *15%25), რის შედეგად გაუნაწილებელი მოგება შემცირდება ნეტო თანხით- 25.500 ლარით (30.000 - 4.500);

2. სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებით გამოწვეული შედეგი ავსახოთ მაკორექტირებელი ბუღალტრული მუხლებით (იხ. ცხრილი 2,3,4):

ცხრილი 2

წელი

ოპერაციის შინაარსი

დებეტი

კრედიტი

თანხა


2009

გაუნაწილებელი მოგება

5310

30.000

მანქანა-დანადგარების ცვეთა

2250

30.000

ცვეთის დარიცხვა


2009

წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადი

1731

4.500

გაუნაწილებელი მოგება

5310

4.500

გაუნაწილებელი მოგების შემცირება და წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადის აღიარება

ცხრილი 3

მოგებისა და ზარალის ანგარიშგების კორექტირება - პერსპექტიულად (ლარი)

მაჩვენებლები

2009 წ.

2008 წ.

მოგება დაბეგვრამდე

130.000

120.000

ცვეთის ხარჯი

7.000

30.000

დასაბეგრი მოგება

123.000

90.000

მოგების გადასახადი (15%25)

18.450

13.500

წმინდა მოგება

104.550

76.500

ცხრილი 4

ამონარიდი ანგარიშგებიდან საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ (ლარი)

მაჩვენებლები

2009 წ.

2008 წ.

გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი

552.000

450.000

კორექტირება

(25.500)

გაუნაწილებელი მოგების
კორექტირებული საწყისი ნაშთი

526.500

მიმდინარე წლის მოგება

104.550

76.500

გაუნაწილებელი მოგების საბოლოო ნაშთი

631.050

526.500

როდესაც შეუძლებელია წინა წლის ფინანსური ანგარიშგების თავიდან ფორმულირება, კორექტირება უნდა გაკეთდეს იმ წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, როდესაც მოხდა ცვლილება, ანუ - პერსპექტიულად. განხილულ მაგალითზე გავაკეთოთ ასეთი დაშვება, მაშინ ანგარიშგებას ექნება შემდეგი სახე (შედარებისათვის ცხრილში მოტანილია რეტროსპექტულად წარდგენილი ანგარიშგება) - იხ. ცხრილი 5,6.

ცხრილი 5

ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ (ლარი)

მაჩვენებლები

შესწორების გარეშე

შესწორებული
რეტროსპექტულად

2009 წ.

2008 წ.

2009 წ.

2008 წ.

მოგება დაბეგვრამდე

130.000

120.000

130.000

120.000

ცვეთის ხარჯი

37.000

-

7.000

30.000

დასაბეგრი მოგება

93.000

120.000

123.000

90.000

მოგების გადასახადი (15%25)

13.950

18.000

18.450

13.500

წმინდა მოგება

79.050

102.000

104.550

76.500

ცხრილი 6

ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ (ამონარიდი)

მაჩვენებლები

შესწორების გარეშე

შესწორებული რეტროსპექტიულად

2009 წ.

2008 წ.

2009 წ.

2008 წ.

გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი

552.000

450.000

552.000

450.000

შეცდომის კორექტირება

(25.500)

გაუნაწილებელი მოგების კორექტირებული საწყისი ნაშთი

526.500

მიმდინარე წლის მოგება

79.050

102.000

104.550

76.500

გაუნაწილებელი მოგების საბოლოო ნაშთი

631.050

552.000

631.050

526.500

ორივე შემთხვევაში 2009 წლის გაუნაწილებელი მოგების საბოლოო ნაშთი ერთნაირია და შეადგენს 631.050 ლარს, მაგრამ მოგება წლების მიხედვით განსახვავებულია.

ფინანსური ანგარიშგების მომზადებისას გამოიყენება სააღრიცხვო შეფასებები. შეფასების პროცესი გულისხმობს უახლეს ხელმისაწვდომ და საიმედო ინფორმაციაზე დაფუძნებულ პროფესიულ მსჯელობას. მაგალითად, შესაძლოა საჭირო გახდეს შეფასდეს: უიმედო ვალები; მოძველებული სასაქონლო - მატერიალური ფასეულობები; ფინანსური აქტივებისა და ვალდებულებების რეალური ღირებულება; ცვეთადი აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადა ან შესაძლო ეკონომიკური სარგებლის მიღების სქემა; საგარანტიო ვალდებულებები (ანარიცხები).

სამეწარმეო საქმიანობისთვის დამახასიათებელი გარკვეული განუსაზღვრელობისა და ცვალებადობის გამო, შეუძლებელია ფინანსური ანგარიშგების ბევრი მუხლის ზუსტი გაანგარიშება, მაგრამ შესაძლებელია მათი მიახლოებითი შეფასება. როდესაც შეიცვლება გარემოებები, რომელთა საფუძველზეც მოხდა შეფასება, თავს იჩენს ახალი ინფორმაცია ან გაიზრდება გამოცდილება, შესაძლოა საჭირო გახდეს შეფასების გადასინჯვა.

ისმება კითხვა: რას ნიშნავს შეფასებებში ცვლილებები? ცვლილებები სააღრიცხვო შეფასებაში ეს არის აქტივის ან ვალდებულების საბალანსო ღირებულებაში შესწორება, ან აქტივის პერიოდული გამოყენების თანხა, რომელიც გამომდინარეობს მისი მიმდინარე სტატუსიდან ან აქტივებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული მომავალი ეკონომიკური სარგებლის ან ვალდებულების შეფასებიდან. სააღრიცხვო შეფასებებში ცვლილებები, რომლებიც გამოწვეულია ახალი ინფორმაციით ან ახალი განვითარებით, შესაბამისად არ წარმოადგენს შეცდომების გასწორებას.

თავისი არსით შეფასების გადასინჯვა არ უკავშირდება წინა საანგარიშგებო პერიოდებს და არ წარმოადგენს შეცდომის გასწორებას.

0x01 graphic

სააღრიცხვო შეფასებაში მომხდარი ცვლილების შედეგი აისახება მოგებაში ან ზარალში პერსპექტიულად:

  • იმ საანგარიშგებო პერიოდში, როდესაც ადგილი ჰქონდა ცვლილებას, თუ ეს ცვლილება ზემოქმედებს მხოლოდ აღნიშნულ საანგარიშგებო პერიოდზე; ან

  • იმ საანგარიშგებო პერიოდში, რომელშიც მოხდა ცვლილება და შემდგომ პერიოდებში, თუ ეს ცვლილება მომავალ პერიოდებზეც ახდენს ზემოქმედებას.

სააღრიცხვო შეფასების ცვლილება აღიარდება შესაბამისი აქტივის, ვალდებულების ან საკუთარი კაპიტალის მუხლის საბალანსო ღირებულებაში იმ ოდენობით, რა ოდენობითაც იგი ცვლილებას იწვევს აქტივებსა და ვალდებულებებში, ან ზემოქმედებს საკუთარი კაპიტალის მუხლზე იმ პერიოდში, როდესაც ცვლილება მოხდა.

სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილების პერსპექტიული აღიარება ნიშნავს, რომ ცვლილება ეხება შეფასების ცვლილების შემდგომი პერიოდის სამეურნეო ოპერაციებს, სხვა მოვლენებსა და პირობებს. სააღრიცხვო შეფასების ცვლილებამ შესაძლოა ზემოქმედება მოახდინოს მხოლოდ მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის წმინდა მოგება-ზარალზე, ან როგორც მიმდინარე, ისე მომავალი საანგარიშგებო პერიოდების წმინდა მოგება-ზარალზე. მაგალითად, უიმედო ვალების შეფასებაში მომხდარი ცვლილება ზემოქმედებას ახდენს მხოლოდ მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის მოგება-ზარალზე და, ამდენად, იგი მოცემულ პერიოდში აღიარდება. მაგრამ ცვეთადი აქტივების ეკონომიკური სარგებლის შესაძლო ხასიათის ან აქტივების სასარგებლო მომსახურების ვადის შეფასებაში მომხდარი ცვლილებები ზემოქმედებას ახდენს მიმდინარე პერიოდის ცვეთის ხარჯზე და აქტივების სასარგებლო მომსახურების დარჩენილი ვადის ყოველ მომდევნო საანგარიშგებო პერიოდზე. ორივე შემთხვევაში, მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდთან დაკავშირებული ცვლილებების შედეგი აღიარდება როგორც მიმდინარე პერიოდის შემოსავლები ან ხარჯები. თუ აღნიშნული ცვლილების შედეგები გავლენას ახდენს მომავალ საანგარიშგებო პერიოდებზე, მაშინ ისინი შესაბამისად აღიარდება მომავალ საანგარიშგებო პერიოდებში შემოსავლების ან ხარჯების სახით.

განვიხილოთ მაგალითი: მოწყობილობა შეძენილ იქნა 2006 წლის 1 იანვარს 120.000 ლარად, გამოყენების ვადაა 5 წელი, ცვეთა თანაბარზომიერად ერიცხებოდა - წელიწადში 24.000 ლარი. აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადა გადაისინჯა 2008წ. 31 დეკემბერს და შეფასდა 7 წლით.

2008 წლის ფინანსური ანგარიშგების წარსადგენად გავიანგარიშოთ მოწყობილობის წლიური ცვეთის თანხა და საბალანსო ღირებულება. ნეტო საბალანსო ღირებულება 2007 წლის 31 დეკემბერს არის 72.000 ლარი (120.000 - 48.000), დარჩენილი სასარგებლო ვადა 2008 წლის 1 იანვრიდან - 8 წელი, მაშინ წლიური ცვეთის თანხა იქნება 9.000 ლარი, ხოლო საბალანსო ღირებულება - 63.000 ლარი (იხ. ცხრილი 7).

ცხრილი 7

მოწყობილობის საბალანსო ღირებულება სასარგებლო ვადის შეცვლის შემდეგ




მაჩვენებლები

ვადის
შეცვლამდე
(2007 წ. 31
დეკემბერის
მდგომარეობით)

ვადის შეცვლის
შემდეგ - აისახება
პერსექტიულად
(2008წ. 31
დეკემბერის
მდგომარეობით)

დარჩენილი გამოყენების ვადა

3 წელი

8 წელი

2006წ. იანვარი - პირვანდელი ღირებულება

120.000

120.000

2006-2007 წლების დაგროვილი ცვეთა

48.000 (120.000/5წ.*2წ.)

2007 წ.31 დეკემბერი - საბალანსო ღირებულება

72.000 (120.000-48.000)

2008წ. წლის ცვეთის ხარჯი

9.000 (72.000/8წ.)

დაგროვილი ცვეთა

57.000 (48.000 + 9.000)

2008წ. 31 დეკემბერი - საბალანსო ღირებულება

63.000 (120.000 - 57.000)

დავალება: სააღრიცხვო შეფასებების ცვლილებები პერსპექტიულად ავსახოთ ფინანსურ ანგარიშგებაში.

აქტივის გამოყენების ვადის შეცვლა არის ცვლილება სააღრიცხვო შეფასებაში, ცვლილება არ შეეხება წინა წლების ფინანსურ ანგარიშგებას, ცვლილება აისახება პერსპექტიულად - გადაწყვეტილების მიღების წელს და მომდევნო სააღრიცხვო პერიოდებში.

ავსახოთ ცვეთის დარიცხვა (იხ. ცხრილი 8):

ხრილი 8

წელი

ოპერაციის შინაარსი

დებეტი

კრედიტი

თანხა



2009

ცვეთის ხარჯი

7192

9.000

მანქანა - დანადგარების ცვეთა

2250

9.000

ცვეთის დარიცხვა

ფინანსური ანგარიშგების ინფორმაციის გამოტოვება, დამახინჯება, არასწორი ინტერპრეტაცია გავლენას ახდენს ინფორმაციის საიმედობაზე. ფინანსური ანგარიშგება არ შეესაბამება ფასს-ს თუ შეიცავს შეცდომებს. შეცდომა შეიძლება იყოს: არითმეტიკული; სააღრიცხვო პოლიტიკის არასწორი გამოყენება; დაუდევრობა და მოვლენების, ოპერაციების არასწორი ინტერპრეტაციები; თაღლითობა (ინფორმაციის შეგნებული დამახინჯება). აღმოჩენილი შეცდომები, როგორც წესი, დაკავშირებულია წინა საანგარიშგებო პერიოდებთან და ამიტომ, სააღრიცხვო პოლიტიკაში ცვლილებების მსგავსად, უნდა შესწორდეს რეტროსპექტიულად. ხოლო თუ პრაქტიკულად შეუძლებელია კონკრეტული პერიოდისათვის მიკუთვნებული გავლენის განსაზღვრა ან შეცდომის აგრეგირებული გავლენის დადგენა, მაშინ საწარმომ უნდა გადაიანგარიშოს აქტივების, ვალდებულებებისა და საკუთარი კაპიტალის საწყისი ნაშთები პირველივე შესაძლო საანგარიშგებო პერიოდისათვის მიმდინარე საანგარიშგებო პერიოდის ჩათვლით.

განვიხილოთ მაგალითი: კომპანიის 2008 წლის ფინანსური ანგარიშგების პროექტის მომზადების დროს (2009 წლის იანვარი- მარტი) აღმოჩნდა, რომ 2007 წელს წარდგენილი ფინანსური ანგარიშგება შეიცავს შეცდომას (იხ. ცხრილი 9,10): 5.000 ლარით გაზრდილია წლის ბოლოს ნაშთად დარჩენილი საქონლის თვითღირებულება, შესაბამისად შემცირებულია რეალიზებული საქონლის თვითღირებულება. ამ შეცდომამ გავლენა იქონია 2008 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე, რომლის მაჩვენებლებია: რეალიზაცია - 110.000 ლარი, ხოლო რეალიზებული საქონლის თვითღირებულება - 70.000 ლარი (მოიცავს წინა წელს დაშვებულ შეცდომას).

დავალება: მოვახდინოთ რეტროსპექტულად შეცდომების გასწორება ფინანსურ ანგარიშგებაში.

ცხრილი 9

2008 წლის მოგებისა და ზარალის ანგარიშგება (მოიცავს შეცდომას)

მაჩვენებლები

ლარი

რეალიზაცია

80.000

რეალიზებული საქონლის თვითღირებულება

50.000

მოგება დაბეგვრამდე

30.000

მოგების გადასახადი (15%25)

4.500

წმინდა მოგება

25.500

ცხრილი 10

ამონარიდი 2008 წლის ანგარიშგებიდან საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ (მოიცავს შეცდომას)

მაჩვენებელები

ლარი

გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი

150.000

მიმდინარე წლის მოგება

25.500

გაუნაწილებელი მოგების საბოლოო ნაშთი

175.500

გავზომოთ ამ შეცდომის გავლენა ფინანსურ შედეგებზე და თავიდან ჩამოვაყალიბოთ ფინანსური ანგარიშგება, ანუ მოვახდინოთ მისი ფორმულირება.

1. დავადგინოთ შეცდომის შედეგი და ავსახოთ მაკორექტირებელი ბუღალტრული მუხლით; წარვადგინოთ შესწორებული ფინანსური ანგარიშგება.

რეალიზებული საქონლის თვითღირებულების შემცირებამ გამოიწვია გაუნაწილებელი მოგების ზრდა 5.000 ლარით და მოგების გადასახადის ზრდა 750 ლარით (5.000*15%25). შესაბამისად, შეცდომის კორექტირებისათვის საჭიროა გაუნაწილებელი მოგებისა და მოგების გადასახადის შემცირება სათანადო თანხებით.

შეცდომის კორექტირება წარმოდგენილია ცხრილში (იხ. ცხრილი 11).

ცხრილი 11

2008 წლის შეცდომის კორექტირების ბუღალტრული მუხლების ამსახველი ოპერაციები

წელი

მაკორექტირებელი
ოპერაციის
შინაარსი

დებეტი

კრედიტი

თანხა

2009

გაუნაწილებელი მოგება

5310

5.000

საქონელი

1610

5.000

გაუნაწილებელი მოგების შემცირება რეალიზებული საქონლის თვითღირებულებით



2009

წინასწარ
გადახდილი
მოგების
გადასახადი

1731

750

გაუნაწილებელი
მოგება

5310

750

გაუნაწილებელი მოგების ზრდა და წინასწარ გადახდილი მოგების გადასახადის აღიარება

ამრიგად, შეცდომის აგრეგირებული შედეგია გაუნაწილებელი მოგებისა შემცირება 4.250 ლარი (5.000 - 750).

2. მოვახდინოთ ფინანსური ანგარიშგების კორექტირება

2008 წლის ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ და ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს ხელახალი ფორმულირებით და ასევე უნდა დაკორექტირდეს 2008 წლის გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი.

მოგებისა და ზარალის ანგარიშგება (შესწორებული)

2008 წ.

2007 წ.

ლარი

ლარი

რეალიზაცია

110.000

80.000

რეალიზებული პროდუქციის
თვითღირებულება

65.000
(70.000-5.000)

55.000
(50.000+5.000)

მოგება დაბეგვრამდე

45.000

25.000

მოგების გადასახადი (15%25)

6.750

3.750

წმინდა მოგება

38.250

21.250

კორექტირება ხდება როგორც იმ წლიდან დაწყებული, რომელშიც მოხდა შეცდომა, ასევე მომდევნო წლებში, ჩვენს მაგალითში ეს შეეხო 2007 და 2009 წლებს.

კორექტირების შემდეგ შევადგინოთ ახალი ანგარიშგება გაუნაწილებელი მოგების შესახებ.

გაუნაწილებელი მოგების ანგარიშგება (შესწორებული)

2008 წ.

2007 წ.

გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი კორექტირებამდე

175.500

150.000

შეცდომის კორექტირება

(4.250)

გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი კორექტირების შემდეგ

171.250

მიმდინარე წლის მოგება

38.250

21.250

გაუნაწილებელი მოგების საბოლოო ნაშთი

209.500

171.250

ამდენად, კორექტირება გაუკეთდა 2008 წლის გაუნაწილებელი მოგების საწყის ნაშთს, ხოლო 2007 წლის მონაცემებმა განიცადა ხელახალი ფორმულირება.

იმ შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია წინა წლის ფინანსური ანგარიშგების შეცვლა, შეცდომა უნდა დაკორექტირდეს იმ წლის ფინანსურ ანგარიშგებაში, როდესაც იქნა აღმოჩენილი შეცდომა. თუ განხილულ მაგალითზე გავაკეთებთ ასეთ დაშვებას, მაშინ ანგარიშგებას ექნება შემდეგი სახე (შედარებისათვის ცხრილში მოტანილია რეტროსპექტიულად წარდგენილი ანგარიშგება) - იხ. ცხრილი 12, 13.

ცხრილი 12 ანგარიშგება მოგებისა და ზარალის შესახებ (ლარი)

მაჩვენებლები

შესწორების გარეშე

რეტროსპექტიულად
(შესწორებული)

2008 წ.

2007 წ.

2008 წ.

2007 წ.

რეალიზაცია

110.000

80.000

110.000

80.000

რეალიზებული საქონლის
თვითღირებულება

70.000

50.000

65.000

55.000

მოგება დაბეგვრამდე

40.000

30.000

45.000

25.000

მოგების გდასახადი (15%25)

6.000

4.500

6.750

3.750

წმინდა მოგება

34.000

25.500

38.250

21.250

ცხრილი 13 ანგარიშგება საკუთარ კაპიტალში ცვლილებების შესახებ (ამონარიდი)

მაჩვენებლები

შესწორების გარეშე

რეტროსპექტიულად
(შესწორებული)

2008 წ.

2007 წ.

2008 წ.

2007 წ.

გაუნაწილებელი მოგების საწყისი ნაშთი

175.500

150.000

175.500

150.000

შეცდომის კორექტირება

(4.250)

გაუნაწილებელი მოგების
კორექტირებული საწყისი ნაშთი

171.250

მიმდინარე წლის მოგება

34.000

25.500

38.250

21.250

გაუნაწილებელი მოგების
საბოლოო ნაშთი

209.500

175.500

209.500

171.250

ორივე შემთხვევაში 2008 წლის გაუნაწილებელი მოგების საბოლოო ნაშთი ერთნაირია და შეადგენს 209.500 ლარს, მაგრამ მოგება წლების მიხედვით განსხვავებულია.

АНОТАСИЯ
„Учетная полтика, оценки и ошибки“

Надежда Кваташидзе,
ассоциированный профессор Тбилисского государственного
университета им.И.Джавахишвили

В статье даны определения учетной политики и учетных оценок в соответствии с МСФО 8 „Учетная политика, изменения в учетных оценках и ошибки“, показана необходимость остоянства выбранной учетной политики и возможные изменения в учетной политике. На конкретных примерах рассмотрены способы отражения изменений учетной политики в финансовой отчетности - ретроспективный и альтернативный способ отражения изменений. В статье также показаны возможные изменения учетных оценок и показано перспективное их отражение в финансовой отчетности.

Определенное внимание уделено учетным ошибкам, причинам их возникновения и показан ретроспективный способ их исправления и отражения в финансовой отчетности.

8 ძირითადი საშუალებებისა და მარაგების სააღრიცხვო პოლიტიკის მიმართულებები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარიამ ვარდიაშვილი,
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ - პროფესორი

საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლამ, საწარმოთა სააღრიცხვო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. სააღრიცხვო პოლიტიკისადმი ახალი მიდგომის არსი ძირითადად იმაში მდგომარეობს, რომ ბუღალტრული აღრიცხვის საერთო წესების შესახებ სახელმწიფო დადგენილებების საფუძველზე, საწარმო დამოუკიდებლად ირჩევს და ნერგავს სააღრიცხვო პოლიტიკას.

საწარმო, ორგანიზაცია ბუღალტრული აღრიცხვისას დამოუკიდებლად განსაზღვრავს სააღრიცხვო პოლიტიკას, ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზაციულ ფორმას, აგრეთვე ანგარიშსწორების ფორმასა და სააღრიცხვო ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიას საწარმოს სახისა და მეურნეობრიობის პირობებიდან გამომდინარე საერთო მეთოდოლოგიური პრინციპების დაცვით. შეიმუშავებს შიდა საწარმოო აღრიცხვის, ანგარიშგებისა და კონტროლის სისტემას1 (მუხლი 5).

მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საწარმო აბსოლუტურად თავისუფალია ბუღალტრული აღრიცხვის წესების განსაზღვრაში.

საწარმოს მიერ შერჩეული და დანერგილი სააღრიცხვო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს. საქართველოს კანონით მეწარმეთა შესახებ“ - „ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან იმაზე, რომ საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება შეესაბამებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს2.

აღსანიშნავია, რომ ხშირად საწარმოები სათანადოდ ვერ აფასებენ სააღრიცხვო პოლიტიკის მნიშვნელობას, რაც გამოიხატება მისდამი ფორმალურ მიდგომაში. ისინი არ სწავლობენ სააღრიცხვო პოლიტიკის ამა თუ იმ ელემენტებს და სათანადოდ ვერ აფასებენ მის შედეგებს.

სააღრიცხვო პოლიტიკა გავლენას ახდენს ისეთ მაჩვენებლებზე, როგორიცაა: თვითღირებულება, მოგება, მოგებისა და ქონების გადასახადი და სხვა.

საწარმოთა სააღრიცხვო პოლიტიკა, ეს არის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების წესების ერთობლიობა, მათ მიეკუთვნება პირველადი დაკვირვება, აქტივების და ვალდებულებების შეფასება, სამეურნეო ოპერაციების მიმდინარე დაჯგუფება, სამეურნეო საქმიანობის ფაქტების დაჯგუფება და შეფასება, ინვენტარიზაცია, ანგარიშთა გეგმის შედგენის წესი, რეგისტრების სისტემა, ინფორმაციის დამუშავება და მსგავსი წესები და ხერხები.

სააღრიცხვო პოლიტიკის არჩევაზე და დასაბუთებაზე მოქმედებს შემდეგი ფაქტორები: საწარმოს ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმა; საქმიანობის სახე; საწარმოს საქმიანობის მასშტაბები; საწარმოს მმართველობითი სტრუქტურა; მატერიალური ბაზა; საინფორმაციო სისტემა.

სააღრიცხვო პოლიტიკის ფორმირებისას საწარმოები კანონმდებლობითა და ნორმატიული დოკუმენტებით დაშვებული სხვადასხვა მეთოდებიდან ერთ-ერთს ირჩევენ. თუ ნორმატიული დოკუმენტებით კონკრეტულ საკითხზე აღრიცხვის წესები არ არის დადგენილი, ამ ნაწილში აღრიცხვის პოლიტიკა განისაზღვრება ბუღალტრული აღრიცხვის საერთო წესებით.

საწარმოში სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა ორგანიზაციის ხელმძღვანელის განკარგულებითი დოკუმენტით გაფორმებას ექვემდებარება. სააღრიცხვო პოლიტიკის განსაზღვრა გულისხმობს ბუღალტრული აღრიცხვისა და შეფასების იმ ვარიანტის შერჩევას, რომელიც მიესადაგება წარმოების სპეციფიკას.

სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ ინფორმაცია ფინანსური ანგარიშების ახსნა - განმარტებით ბარათში ასახვას ექვემდებარება. ინფორმაცია, რომელიც გავლენას ახდენს ინფორმაციის მომხმარებელთა გადაწყვეტილებაზე, არსებითია და ასეთი ინფორმაციის სხვა მუხლებთან გაერთიანება დაუშვებელია

განვიხილოთ ძირითადი საშუალებების და მარაგების სააღრიცხვო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები და ასპექტები.

ძირითადი საშუალებების სააღრიცხვო პოლიტიკის შესახებ, ახსნაგანმარტებით შენიშვნებში შეტანილი უნდა იქნეს შემდეგი ინფორმაცია:

  • ძირითადი საშუალებების შეფასების შესახებ;

  • ცვეთის გაანგარიშების მეთოდის შესახებ.

ძირითადი საშუალებების შეფასება. ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგებაში ასახვის თვალსაზრისით, ბასს-ში ძირითადი საშუალებები შემდეგნაირადაა განმარტებული: ძირითადი საშუალება არის მატერიალური აქტივები, რომლებიც:

) იმყოფებიან საწარმოს განკარგულებაში და გამოიყენება: საქონლის წარმოებასა და მომსახურების გასაწევად, იჯარით გასაცემად ან ადმინისტრაციული მიზნებისათვის; და

) გათვალისწინებულია ერთ საანგარიშო პერიოდზე მეტი ხნით გამოსაყენებლად“.

ამასთან ერთად, ძირითადი საშუალებები აქტივად აღიარებული უნდა იქნეს იმ შემთხვევაში, თუ:

) მოსალოდნელია, რომ საწარმო მომავალში ამ აქტივის გამოყენებით მიიღებს ეკონომიკურ სარგებელს; და

) საწარმოსთვის შესაძლებელია აქტივის ღირებულების საიმედო შეფასება.

ძირითადი საშუალებების შეძენისას მისი შეფასება ხდება თვითღირებულებით. თვითღირებულების ფორმულირებაზე გავლენას ახდენს შეძენისა და შექმნის პირობები. ზოგადად (ბასს 16, პუნქტი 16) ძირითადი საშუალებების თვითღირებულება უნდა მოიცავდეს: მისი ნასყიდობის ფასს, საიმპორტო ბაჟს, უკან ამოღებას დაუქვემდებარებელ გადასახადებს, საწარმომდე ტრანსპორტირების, მონტაჟისა და სამუშაო მდგომარეობაში მოსაყვანად საჭირო სხვა პირდაპირ ხარჯებს, ყოველგვარი სავაჭრო ფასდაკლებისა და ფასდათმობის გამოკლებით“.

საწყისი შეფასების შემდეგ ექსპლოატაციის პერიოდში ხდება ძირითადი საშუალებების ღირებულების გადახრა ანალოგიური ძირითადი საშუალებების ღირებულებიდან. ამიტომ ძირითადი საშუალებების ღირებულება ექვემდებარება გადსინჯვას. გადასინჯვის მიზანია ბალანსში ძირითადი საშუალებების სტანდარტით განსაზღვრული ღირებულებით ასახვა.

ძირითადი საშუალებების შემდგომი შეფასებისთვის ბასს-ით დაშვებულია თვითღირებულების, ანუ საბაზისო და გადაფასების (ალტერნატიული) მეთოდი.

თვითღირებულების მეთოდი.ითვალისწინებს, რომ „აქტივად აღიარების შემდეგ, ძირითადი საშუალებების ესა თუ ის ობიექტი უნდა აღირიცხებოდეს მისი თვითღირებულებიდან დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის გამოკლების შედეგად მიღებული თანხით(ბასს 16, პუნქტი 30).

ალტერნატიული ანუ გადაფასების მეთოდის გამოყენების შემთხვევაშიაქტივად აღიარების შემდეგ, ძირითადი საშუალებების ესა თუ ის ობიექტი, რომლის რეალური ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია საიმედოდ, უნდა აისახოს გადაფასებული თანხით, რომელიც გადაფასების მომენტისათვის არსებული აქტივის რეალური ღირებულების ტოლია, დაგროვილი ცვეთისა და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით (ბასს 16, პუნქტი 31).

საწარმო სტანდარტით დადგენილ საბაზისო და ალტერნატიული მეთოდიდან, ირჩევს ერთ-ერთს. ძირითადი საშუალებების გადაფასებაზე ორგანიზაცია დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას. გადაფასებაზე გადაწყვეტილების მიღებისას აუცილებლად დგინდება მისი რეგულარულობა და დადგენილი ვადები აისახება სააღრიცხვო პოლიტიკაში.

1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებების აღრიცხვის წესი. 1000 ლარამდე ღირებულების ძირითადი საშუალებები, თუ იგი აკმაყოფილებს აქტივად აღიარების ზემოაღნიშნულ პირობებს, ფინანსური აღრიცხვის მიზნით, ექვემდებარება ძირითადი საშუალებების შემადგენლობაში აღრიცხვას და დადგენილი წესით ერიცხება ცვეთა (მიუხედავად იმისა, რომ საგადასახადო კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ღირებულების აქტივის შეძენაზე გაწეული დანახარჯები დასაბეგრი მოგების გაანგარიშების მიზნით მთლიანად გამოიქვითება მათი შეძენის წელსვე).

ძირითადი საშუალებების აღრიცხვა სტანდარტის დაცვით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ იგი გავლენას ახდენს ქონების გადასახადზე.

ძირითადი საშუალებების ცვეთის მეთოდის შერჩევა. ძირითადი ფონდების განახლებაში და მოდერნიზაციაში არსებით როლს ასრულებს კაპიტალდაბანდებების შიდა წყაროები, მაგალითად, როგორიცაა საამორტიზაციო ანარიცხები. ფიზიკურად და მორალურად მოძველებული აპარატურის შეცვლისათვის იყენებენ დაჩქარებული ამორტიზაციის მეთოდს. ეს მრავალგზის ასტიმულირებს საინოვაციო პროცესებს, ძირითადი ფონდების განახლებას, მოთხოვნებს ახალ ტექნიკაზე და ტექნოლოგიებზე, რაც დადებითად აისახება წარმოების ზრდაზე.

ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები გვთავაზობს ცვეთისა და ამორტიზაციის გაანგარიშების შემდეგ მეთოდებს:

- წრფივი მეთოდი;
- შემცირებადი ნაშთის მეთოდი;
- წარმოების ერთეულთა ჯამის მეთოდი.

მეწარმე სუბიექტი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცვეთისა და ამორტიზაციის დარიცხვისათვის დამოუკიდებლად ირჩევს ერთ-ერთ მეთოდს. იგი ასევე დამოუკიდებლად ადგენს ძირითადი საშუალების ექსპლოატაციის ვადას და ცვეთის ნორმას.

წრფივი მეთოდი გულისხმობს ობიექტის ღირებულების თანაბარზომიერად ჩამოწერას მისი მომსახურების პერიოდში. თითოეული პერიოდისათვის ცვეთა გაიანგარიშება ცვეთადი ღირებულების გაყოფით ობიექტის ექსპლოატაციის ვადაზე.

შემცირებადი ნაშთის მეთოდის გამოყენება იწვევს ცვეთის კლებადი თანხის დარიცხვას აქტივის მომსახურების ვადის განმავლობაში. ამ მეთოდით ცვეთა ერიცხება აქტივის ნარჩენ ღირებულებას, ე. ი. თანხას, რომელიც მიიღება აქტივის საწყისი ღირებულებიდან გასულ წლებში დარიცხული ცვეთის გამოკლებით.

წარმოების ერთეულთა ჯამის მეთოდის გამოყენება ნიშნავს ცვეთის დარიცხვას აქტივების მოსალოდნელი გამოყენების ან მწარმოებლურობის პროპორციულად. ამ მეთოდით ცვეთის თანხა განისაზღვრება ცვეთადი ღირებულების შეფარდებით პროდუქციის წარმოების სავარაუდო მოცულობაზე.

ძირითადი საშუალებების გარკვეული ჯგუფისათვის შერჩეული ცვეთის მეთოდი, რომელსაც განსაზღვრავს საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა, წლების მანძილზე უცვლელად უნდა იყოს გამოყენებული. ცვეთის მეთოდების არჩევაში შეზღუდვა არ არსებობს. მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის ხასიათზე და იგი არ უნდა შეიცვალოს მანამ, სანამ არ შეიცვლება მოცემული აქტივიდან მოსალოდნელი ეკონომიკური სარგებლის ხასიათი. ცვეთის შემცირებადი ნაშთის და წარმოების ერთეულთა ჯამის მეთოდის გამოყენება გულისხმობს ცვეთის დარიცხვას დაჩქარებული მეთოდით. ამ მეთოდის გამოყენებისას პირველ წლებში საწარმოო დანახარჯები იზრდება, რასაც მივყევართ ფინანსური მოგების შემცირებამდე.

ნებისმიერი მეთოდით დარიცხული ცვეთის თანხები გავლენას ახდენს საანგარიშო პერიოდის ფინანსურ შედეგებზე, ზრდის პერიოდის ხარჯებს და შესაბამისად, ამცირებს საანგარიშო პერიოდის მოგებას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დასაბეგრი მოგების გაანგარიშების მიზნით ხარჯებში ცვეთა ასახული უნდა იქნეს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებით, რომელიც გვთავაზობს ნარჩენი ღირებულების მეთოდს და ცვეთის სხვადასხვა ნორმებს ძირითადი საშუალებების ცალკეული ჯგუფებისათვის.

გადამხდელს უფლება აქვს დაამთხვიოს ან არ დაამთხვიოს ფინანსური აღრიცხვის წესები საგადასახადო აღრიცხვის წესებს.

საგადასახადო კოდექსი (მუხლი 183) გაორმაგებული ნორმების გამოყენებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ მეორე და მესამე ჯგუფის აქტივების მიმართ.

საყურადღებოა, რომ ცვეთის დარიცხვას დაჩქარებული მეთოდით გამოყენების დროს ექსპლოატაციის პირველ წლებში, ძირითადი საშუალებების საბალანსო ნარჩენი ღირებულების შემცირების ხარჯზე, მცირდება ქონების გადასახადის თანხა.

0x01 graphic

საქმე იმაშია, რომ ქონების გადასახადის დასაბეგრი ბაზა საგადასახადო კოდექსის შესაბამისად განისაზღვრება ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულებით. საბალანსო ნარჩენი ღირებულება კი სტანდარტების მიხედვით ის თანხაა, რომლითაც აქტივი ასახულია ბალანსში დაგროვილი ცვეთის და დაგროვილი გაუფასურების ზარალის თანხების გამოკლებით.

სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო პოლიტიკის ელემენტებია:

- სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების შეფასება;
- სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის წესის შერჩევა;
- სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების გაანგარიშების მეთოდები.

სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ არსებობს გასაყიდად შეძენილი საქონელი, წარმოებული საქონელი, მარაგები, რომლებიც გახარჯულია წარმოების პროცესში. თითოეული ექვემდებარება თვითღირებულების შეფასების განსხვავებულ წესებს.

განხილვის დროს მხედველობაშია მისაღები, შეფასება ხდება მიმდინარე აღრიცხვისათვის თუ ბალანსში ასახვის მიზნით.

ბალანსის შედგენის თარიღისათვის სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების შეფასება ხდება მის თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით.

სააღრიცხვო რეგისტრებში სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა წარმოებს თვითღირებულებით.

გაყიდვის მიზნით შეძენილი საქონლის თვითღირებულების განსაზღვრისას უნდა ვიხელმძღვანელოთ ბასს 2-ის მიხედვით, რომლის თანახმადაც, სასაქონლო- მატერიალური ფასეულობების თვითღირებულება მოიცავს მათ შეძენასთან დაკავშირებულ ყველა დანახარჯს საიმპორტო და საბაჟო გადასახადებს, გარდა იმ გადასახადებისა, რომლებიც ექვემდებარებიან უკან დაბრუნებას, აგრეთვე იმ დანახარჯებს, რომლებიც გაწეულია მისი მოცემულ ადგილამდე ტრანსპორტირებასა და სათანადო მდგომარეობაში მოსაყვანად,

წარმოებული საქონლის და დაუმთავრებელი წარმოების თვითღირებულებას მიეკუთვნება პირდაპირი დანახარჯები და გადანაწილებული მუდმივი და ცვლადი ზედნადები დანახარჯები.

პირდაპირი დანახარჯებია: ძირითადი მასალები; პირდაპირი ხელფასი; დანარიცხები პირდაპირ ხელფასზე (თუ ასეთი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული).

მუდმივი საწარმოო ზედნადები ხარჯები: საწარმოო შენობებისა და მოწყობილობების ცვეთა: საწარმოო შენობების იჯარა; საწარმოო შენობების და მოწყობილობების ექსპლოატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები; წარმოების მართვის დანახარჯები.

ცვლადი საწარმოო ზედნადები ხარჯები: დამხმარე მუშების ხელფასი; დანარიცხები დამხმარე მუშების ხელფასზე (თუ ასეთი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული); დამხმარე მასალები.

მუდმივი ზედნადები ხარჯები თითქმის არ იცვლება წარმოების მოცულობის მიხედვით. მისი მიკუთვნება, წარმოებული საქონლის და დაუმთავრებელი წარმოების თვითღირებულებაზე, ხდება საშუალო საწარმოო სიმძლავრის გათვალისწინებით.

გახარჯული მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრისას საწარმო ბასს - ის მიერ დაშვებული მეთოდებიდან ერთ-ერთს ირჩევს.

ბასს 2 ადგენს თვითღირებულების განსაზღვრისას შემდეგ ძირითად მეთოდებს:

ერთეულის ფაქტიური ღირებულების, ანუ იდენტიფიცირებულ ფასს; საშუალო შეწონილ ღირებულებას; ფიფო მეთოდს. დახარჯული მატერიალური ფასეულობების თვითღირებულების განსაზღვრის მეთოდის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ინფლაციის დონეს, საწარმოს ფინანსურ მდგომარეობას და დაბეგვრას, რადგან თვითღირებულების ცვლილება გავლენას ახდენს საანგარიშო პერიოდის ფინანსურ შედეგებზე, შესაბამისად, მოგებაზე და მოგების გადასახადზე.

ინფლაციის პირობებში პროდუქციის თვითღირებულება მცირდება ფიფო მეთოდის გამოყენებისას, ხოლო თვითღირებულება საშუალო ხდება საშუალო შეწონილი ღირებულების მეთოდის გამოყენებისას.

საწარმო ფიფო მეთოდს ირჩევს, როდესაც იძულებულია საქონელი ან მომსახურება გაყიდოს დაბალი ფასებით - ეს საშუალებას აძლევს თავი აარიდოს სანქციებს პროდუქციის თვითღირებულებაზე დაბალი ფასით გაყიდვაზე.

უწყვეტი და პერიოდული აღრიცხვის მეთოდი. სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და საანგარიშო პერიოდის ბოლოსათვის სასაქონლო - მატერიალური ნაშთის დასადგენად ბუღალტრულ აღრიცხვაში გამოიყენება აღრიცხვის უწყვეტი და პერიოდული მეთოდი.

უწყვეტი აღრიცხვა გულისხმობს ფასეულობების ყოველ შემოსავლისა და გასავლის აღრიცხვას ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. ამ მეთოდის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ:

- საწარმო დროის ნებისმიერ პერიოდში ფლობს ინფორმაციას სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ, როგორც რაოდენობრივად, ისე თანხობრივად სააღრიცხვო ფასებით;

- აგროვებს დეტალურ ინფორმაციას სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების მოძრაობის შესახებ;

- აადვილებს მარაგების ხარჯვაზე და ნაშთზე კონტროლს.

მოქმედი ანგარიშთა გეგმა იძლევა სასაქონლო - მატერიალური მარაგების უწყვეტი აღრიცხვის შესაძლებლობას. უწყვეტი აღრიცხვის მიზნებისათვის გამოიყენება 1600 ჯგუფის - სასაქონლო - მატერიალური მარაგები - ანგარიშები.

სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების პერიოდული აღრიცხვის დროს ნედლეულის შეძენა აღირიცხება რეალიზებული პროდუქციის ან საქონლის თვითღირებულების ამსახველ ანგარიშებზე. შესაბამისად, სასაქონლო - მატერიალური მარაგების ანგარიშებზე ფასეულობის მოძრაობა პერიოდის მანძილზე არ აისახება, ხოლო პერიოდის ბოლოს საწყისი ნაშთი კორექტირდება საბოლოო ნაშთამდე, რომელიც დგინდება ინვენტარიზაცით.

სასაქონლო - მატერიალური ფასეულობების პერიოდული აღრიცხვის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ:

- უწყვეტ აღრიცხვასთან შედარებით იაფია, რადგან ჩანაწერების სიმცირის გამო არ მოითხოვს დამატებით საწარმოო პერსონალს;

- უწყვეტ აღრიცხვასთან შედარებით რეალურად ასახავს საანგარიშო პერიოდის ბოლოს დარჩენილი მარაგების რაოდენობას და ღირებულებას;

- ჩანაწერების სიმცირის გამო შეცდომების რისკი უფრო ნაკლებია.

საწარმომ არჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა უცვლელად უნდა გამოიყენოს მსგავსი სამეურნეო ოპერაციებისათვის, თუ სტანდარტი, ან ინტერპრეტაცია უფლებას არ რთავს, მოხდეს ელემენტების კატეგორიზაცია, რომლებისთვისაც შეიძლება მისაღები იყოს სხვადასხვა პოლიტიკა. ასეთ შემთხვევაში ცალკეული კატეგორიებისთვის იქნება შერჩეული სააღრიცხვო პოლიტიკა, რომელიც უცვლელად უნდა იქნეს გამოყენებული თითოეული კატეგორიისათვის.

ბასს 8-ის თანახმად, საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკის შეცვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ იცვლება:

) მოთხოვნები სტანდარტის ან ინტერპრეტაციის მიერ;

) უზრუნველყოფს ფინანსურ ანგარიშგებაში უფრო საიმედო და შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას საწარმოს მიერ განხორციელებული სამეურნეო ოპერაციების, სხვა მოვლენების ან პირობების გავლენის შესახებ საწარმოს ფინანსურ მდგომარეობაზე, სამეურნეო საქმიანობის შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობაზე.

სააღრიცხვო პოლიტიკაში მომხდარი ცვლილებები შეიძლება აისახოს, როგორც რეტროსპექტულად, ისე პერსპექტიულად.

რეტროსპექტული მიდგომის დროს საწარმომ ცვლილება უნდა შეიტანოს საკუთარი კაპიტალის ყველა გავლენას დაქვემდებარებულ კომპონენტში ისე, თითქოს ახალი სააღრიცხვო პოლიტიკა, ადრეულ მოვლენებსა და სამეურნეო ოპერაციებზე ყოველთვის გამოიყენებოდა.

პერსპექტიული გამოყენება გულისხმობს, რომ ახალი სააღრიცხვო პოლიტიკის გამოყენებას მოვლენებისა და სამეურნეო ოპერაციების მიმართ, იმ თარიღის შემდეგ, როცა სააღრიცხვო პოლიტიკა შეიცვალა.

ამრიგად, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ საბოლოო სურათი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე თუ სააღრიცხვო პოლიტიკის რომელ მეთოდს ირჩევს. ვინაიდან, სააღრიცხვო პოლიტიკა, საწარმოს ფინანსური მდგომარეობის შესახებ, ინფორმაციის მომხმარებელის შეხედულებაზე ზემოქმედების რეალური ინსტრუმენტია განმარტებით შენიშვნებში, რომელიც არის ფინანსური ანგარიშის შემადგენელი ნაწილი, მოცემული უნდა იქნეს ინფორმაცია სააღრიცხვო პოლიტიკის და მასში შეტანილი ცვლილებების შესახებ.

___________________

1 დებულება - საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ, 6.02.1998.

2 საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“, 13.1.1 მუხლი.

9 რეფორმები პოსტსაბჭოთა საქართველოში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი ბერუჩაშვილი,
ინჟინერ - მკვლევარი

ვარდების რევოლუციისცნებით დეფინირებული პოლიტიკური მოძრაობის ლიდერებს, რევოლუციათა მსვლელობის ისტორიული ლოგიკა, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად, ახალი სოციალურ - ეკონომიკური სინამდვილის ჩამოყალიბებას კარნახობს. ამგვარ რეალობათა შექმნა კი მხოლოდ რეფორმების გზითაა შესაძლებელი. რეფორმათა განხორციელება ევროკავშირის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერი ფონდების მიერ გარდამავალი (პოსტსაბჭოთა) ეკონომიკის მქონე ქვეყნებისათვის კრედიტებისა და გრანტების გამოყოფის აუცილებელი პირობაა. ამიტომაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მხარდამჭერები მუდმივად მიმდინარე რეფორმების წარმატებულობაზე აპელირებენ.

ხელისუფლებას, საერთო აზრით, აღიარებული აქვს შედეგები კორუფციის წინააღმდეგ, ენერგეტიკის და თავდაცვისუნარიანობის და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, მაგრამ სასამართლო და მმართველობითი სისტემის უკიდურესი არასრულფასოვნების, დაუბალანსებელი ხელისუფლების, ადგილობრივი მმართველობის მოუწყობლობის, მეცნიერების და განათლების სფეროს ფსევდორეფორმათა უკვე დამდგარი და მოსალოდნელი შედეგები, საზოგადოების შეგნებულ (ამ სფეროებში გაცნობიერებულ) ნაწილში რეფორმათა საწყის ეტაპზე ეჭვების, ხოლო ამჟამად კი მძაფრი პროტესტის საფუძველი გახდა. სიახლეს არ წარმოადგენს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პრეტენზიის მქონე საზოგადოებაში, რეფორმების მსვლელობა საზოგადოებრივ კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. ქვეყნის დემოკრატიულ არჩევანზე მორგებული ხელისუფლების იდეოლოგები, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და ფონდების ადგილობრივ წარმომადგენლობასა და სათაო ოფისებში, ხსენებულ პროტესტს, რეფორმების მიმდინარეობის შედეგად სოციალურად დაზარალებული ფენების რევანშისტული განწყობებით ხსნიან. ვითარების ამგვარ პროფანაციას, ამ ორგანიზაციების საქართველოს წარმომადგენლობებში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციის არასაკმარისი დონე და საქართველოს მასმედიის დღევანდელი პროფესიონალიზმი განაპირობებს.

ქვეყანაში სამართლის აღსრულების ეფექტურ მექანიზმთა დამკვიდრების, შემდგომ კი ქვეყნის სამეურნეო მოწყობის, პროფესიული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების გაღრმავების გარეშე, ცივილიზებული (სამოქალაქო) საზოგადოების ჩამოყალიბების და გლობალიზებულ ეკონომიკაში ქვეყნის ინტეგრაციის ამოცანები ვერ დაიძლევა. რეფორმების უზრუნველყოფაზე საზღვარგარეთიდან მომდინარე ფინანსური ნაკადები საბჭოური აზროვნების ჩინოვნიკების (homo soveticum) მერკანტილურ ინტერესებს აფინანსებს. ქვეყნის შიდა ინტელექტუალური რესურსი მთლიანად იგნორირებულია (იხ. ნოდარ ჭითანავა, საქართველოს ეკონომიკის მეტამორფოზები, 2009 მარტის ბიზნესი და კანონმდებლობა). პროფესიული განათლების კონცეფციითა და შესაბამისი კანონით დეკლარირებული პროფესიული განათლების გამჭოლი სისტემის ჩამოყალიბება, ქვეყნის ეკონომიკურ პრიორიტეტთა და აქედან გამომდინარე, სამეცნიერო - ტექნოლოგიურ პრიორიტეტთა განუსაზღვრაობის ვითარებაში, მხოლოდ მოწოდებად (ლოზუნგად) რჩება. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებულ აბიტურიენტულ ფსიქოზზე (ყველა ქართველი უმაღლესი განათლების დიპლომით!!!) მორგებული ქმედითი მექანიზმების შექმნამ, ეროვნული გამოცდების კორუფციისაგან დაცვის დასახული მიზნის შესრულება უზრუნველყო და არა ქვეყნის მომავალი სამეურნეო განვითარებისათვის მყარი საფუძველის შექმნის - მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების - სტრატეგიული ამოცანა. პროფესიული განათლების ქმედითუნარიანი - კვალიფიკაციის შესაბამისი დასაქმებისა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველმყოფი - სისტემის შექმნის ზეამოცანა, ქვეყნის სამეურნეო მოწყობის, რეალური ინოვაციურ - ეკონომიკური პრიორიტეტების, ქვეყნის ფარდობით ეკონომიკურ უპირატესობათა დადგენის ინსტიტუციონალურად გააზრებული პროცესების ორგანიზებას გულისხმობს. ამ, ურთიერთ განმაპირობებელ საკითხთა კომპლექსის გონივრული დაგეგმვა და კორექტირება (მართვა), უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე შემსრულებელ - რეფორმატორთა და ექსპერტ - შემფასებელთა ურთიერთქმედებას, საკადრო და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფას მოითხოვს. ამიტომაც თანამედროვე მმართველობის ხელოვნების ამ სიღრმეებში გაუცნობიერებელ პოლიტიკურ ლიდერებში, დიდია სასურველის რეალობად წარმოჩენის ცდუნება. მით უფრო ეკონომიკური ცოდნის უკიდურესი დეფიციტის მქონე მოსახლეობაში, სადაც მითები ყოველგვარ რაციონალურ არგუმენტებზე უფრო მოარულია (იხ. 22.08.2006 „24 საათი”, ოლეგ შატბერაშვილი, „მეცნიერების განვითარება საქართველოში: ბოლო წლების გაკვეთილებიდასაინოვაციოპოლიტიკა საქართველოში: მითები და სინამდვილე საიტზე - www. euripeanchoice.ge/science).

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება გადაუჭარბებლად ითქვას, რომ აქტუალური იყო და რჩება ქვეყანაში რეფორმათა მიმდინარეობის შეფასებათა სანდო კრიტერიუმების არსებობა. სადღეისოდ ამგვარი - ფართო საზოგადოებისათვის გასაგებ ენაზე ხელმისაწვდომი ცნებები არ არსებობენ. ამ ვითარებაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მოწოდებული „რეფორმები” ფართო საზოგადოებრივ ცნობიერებაში მისი (რეფორმის ცნების) ნომინალური გაგებით აღიქმება - როგორც გონივრული შინაარსის მქონე, საზოგადოებრივად აუცილებელი პროცესი, რომლის ზედაპირულ - კოსმეტიკურ (პიარ) დონეზე წარმართვის შესაძლებლობას გაუთვითცნობიერებელი ადამიანი ვერ უშვებს. ობივატელის ამგვარ განწყობას ამაგრებს პოლიციის, საერთო აზრით წარმატებული რეფორმა, მიუხედავად ამ უკანასკნელის პრინციპული განსხვავებისა ეკონომიკურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებთან. იმის დასტურად, რომ ამ მსჯელობაში გაზვიადებული არაფერია, მოვიყვანთ ავტორიტეტულ არასამთავრობო ორგანიზაციების - „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის”, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის”, „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის” იურისტთა აზრს იმის თაობაზე, რომ დროებითი ადმინისტრაციის მიერ „სამეცნიერო- კვლევითი დაწესებულების რეორგანიზაციის” ადმინისტრაციული აქტი, დაწესებულების რეორგანიზაციის მიზნების და ამოცანების, ასევე რეორგანიზაციის კრიტერიუმების (თუნდაც დეკლარირებულის) არარსებობის პირობებში, თითქოსდა თანამშრომლების სამუშაოდან დათხოვნის საკმარის იურიდიულ საფუძველს წარმოადგენდეს. რიგითი მოქალაქე, კი არა, საჯარო სამსახურში დაკავებული იურისტებიც (ადვოკატები, პროკურორები, მოსამართლეები) დღემდე ვერ გარკვეულან, რომ ნებისმიერი უწყებადაწესებულების რეორგანიზაციის ამოსავალ პირობად ამ უკანასკნელის რეფორმირების დარგობრივეკონომიკური მიზანშეწონილობის მკაცრად რეგლამენტირებული დებულებები - რეორგანიზაციის კრიტერიუმები - უნდა წარმოადგენდეს და არა ბოლშევიკური რეპრესიების ანალოგი სამ სიტყვიანი (?!) ფრაზეოლოგია - დაწესებულების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით”. ნათქვამი იმ ცნობილი ჭეშმარიტების კიდევ ერთ დადასტურებად გამოდგება, რომ საზოგადოების დემოკრატიული ტრანსფორმაცია ხანგრძლივი და რთული პროცესია. სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმდინარე რეფორმათა ხარისხზე მრავლისმეტყველია ის ვითარება, რომ მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი ინსტიტუტების სსიპ-ად კოსმეტიკური სახეცვლილების დროს (და მანამდეც მრავალჯერად), საშტატო შემცირებაში მოხვედრილ ასეულობით გამოცდილი სპეციალისტებისათვის, პროფესიული გადამზადებისა და საჯარო სკოლების სახელობო და პროფესიული განათლების სისტემაში დასაქმების წინადადებები არავის არ შეუთავაზებია. რევოლუციურმა შეგნებამ ჩათვალა, რომ ქუჩაში გარეკილი და „მილევადი რხევების რეჟიმში მომუშავე” (იხ. „საქართველოს პროფესიული განათლების კონცეფცია”) სამეცნიერო - კვლევით დაწესებულებებში ექსპერიმენტალურ მატერიალურ - ტექნიკური ბაზის უცვლელობის პირობებში ჩარჩენილი სპეციალისტები, ფასეულ, თუნდაც საგანმანათლებლო რესურს არ წარმოადგენს. საქართველოს დღევანდელ სინამდვილეში რამდენ მოსამართლეს ან პროკურორს აქვს ასეთი კომპეტენცია? ან კიდევ - კომპეტენციის მქონეთაგან რამდენი იყენებს სასამართლო პრაქტიკაში?

ამ წერილში ჩვენ მიმდინარე რეფორმათა ჭეშმარიტი რაობის საკითხებში სიცხადის შეტანის საპატიო ამოცანას ვერ გადავჭრით. ჩვენი მიზანი უფრო მოკრძალებულია: ამ თემატიკაში ნაყოფიერი საჯარო დისკუსიის ინიცირება უკვე მიღწეულ საზოგადოებრივ ფასეულობათა რევოლუციური ჩექმისაგან დაცვის მიზნით. მონიშნულ სფეროში გამოცდილების დეფიციტის გამო (გთხოვთ მიგვითითოთ ასეთზე), ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებას მივმართავთ:

ესპანელი ფილოსოფოსი ხოსე ორტეგა გასეტი, თავის გახმაურებულ თხზულებაში მასების ამბოხი”, აღნიშნულ კრიტერიუმთა გენერაციის (ჩასახვის) საფუძვლად ახალ სოციალურ სინამდვილეში ძველი ისტორიული სტერეოტიპების არ არსებობას მიიჩნევს. ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში რევოლუციათა როლისა და მნიშვნელობის ანალიზის საფუძველზე, ორტეგა ასკვნის, რომ წარსულზე ჭეშმარიტი ამაღლება შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი (და ულმობელი) პირობით: ახალი სოციალ - ეკონომიკური სინამდვილის შექმნის მსურველმა პოლიტიკოსებმა, იგი (წარსული) მთლიანად უნდა შეიმეცნონ. გონიერნი წარსულთან ხელჩართულ ბრძოლაში არ ებმებიან. ახალი იმარჯვებს წარსულის გააზრებული დაძლევა - ჩანთქმით და კვდება, როცა ამ ჩანთქმისას (წარსული მომავალს) ყელში ეჩრება”. მოყვანილი მსჯელობანი კიდევ ერთხელ გვარწმუნებენ იმ აღიარებულ ჭეშმარიტებაში, რომ წარსულის მართებული შეფასება - განსჯის გარეშე, ქვეყნის ღირსეული მომავალი ვერ იარსებებს. დასახელებულ, ქართული სინამდვილის სიღრმისეული შემეცნების მსურველთათვის მრავალმხრივ საინტერესო თხზულებაში, გასეტი განმარტავს, რომ წარსულის გათავისება თუ ვერ დაგვეხმარა პოზიტიურ გამოცდილებათა შეძენაში, მისი ცოდნა აუცილებლად აგვარიდებს შეცდომებს. რუსეთის

1917 წ. რევოლუციის შეფასებისას გასეტი ამბობს, რომ წინა რევოლუციებთან მისი საერთო ნიშნების თანხვედრა იმდენად მასშტაბურია, რომ რევოლუციათა შესახებ მანამდე არსებული, უკლებლივ ყველა აზრი, დადასტურდა (ამ აზრების) უკიდურეს ფორმებში: რევოლუცია ნთქავს საკუთარ შვილებს”; „რევოლუციას იწყებენ ზომიერები, ახორციელებენ შეურიგებლები და ამთავრებენ რესტავრატორები”. ამ გაცვეთილ ჭეშმარიტებებს - აგრძელებს გასეტი - შეიძლება მივუმატოთ ნაკლები მკაფიო შინაარსის მქონე სხვა, მაგალითად ასეთი: რევოლუცია სიცოცხლის უნარიანობას ინარჩუნებს არაუმეტეს თხუთმეტი წლის - ერთი თაობის აქტიური ცხოვრების განმავლობაში”.

ბოლო ხუთ წელიწადში საქართველოს სოციალურ - პოლიტიკურ ყოფაში არსებული, ძველ ისტორიულ სტერეოტიპთა გრძელი რიგი, „შინაგან ემიგრაციაში მყოფ საბჭოთა ეპოქაგამოვლილებს” (მერაბ მამარდაშვილის დეფინიცია) გვაიძულებს მუდმივად ვფიქრობდეთ ახალგაზრდა თანამემამულეთა მიერ ჯერ კიდევ გაუცნობიერებელ თემებზე.

ახალგაზრდობა ხომ უპირატესობაა და არა ღირსება.

10 საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებიდან მიღებული გრანტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გრანტი არის დონორის მიერ უსასყიდლოდ გადაცემული მიზნობრივი ფულადი ან ნატურალური სახსრები, რომელიც კონკრეტული ჰუმანური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო კვლევითი, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურული, სპორტული, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, ან სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროგრამების განსახორციელებლად გამოიყენება.

გრანტად არ ითვლება სამეწარმეო, ან პოლიტიკური მიზნებისათვის გაცემული სახსრები.

გრანტის გამცემი შეიძლება იყოს:

1. საერთაშორისო საქველმოქმედო, ჰუმანიტარული და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია (მათ შორის საერთაშორისო სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი), საფინანსო - საკრედიტო ინსტიტუტი, უცხოეთის ქვეყნის მთავრობა, ან მისი წარმომადგენლობა, აგრეთვე უცხოეთის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი).

2. ის არასამეწარმეო იურიდიული პირი (ფონდი, პროგრამა), რომლის ძირითადი მიზანი, წესდებით საქველმოქმედო, სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიეროკვლევითი ან საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობის ხელშეწყობისათვის ქონების დაგროვებაა.

გრანტის მიმღები შეიძლება იყოს:

1. თვით სახელმწიფო, აგრეთვე ქვეყნის პრეზიდენტი ან საკანონმდებლო ორგანოს მიერ უფლებამოსილი რომელიმე ორგანიზაცია;

2. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

3. ქვეყნის რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება;

4. ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე.

ქვეყანაში გრანტის გაცემის, მიღებისა და გამოყენების საერთო პრინციპებს გრანტის შესახებ სპეციალური კანონი განსაზღვრავს. გრანტის გაცემის სამართლებრივი საფუძველია წერილობითი ხელშეკრულება გრანტის გაცემისა და გრანტის მიმღებს შორის, აგრეთვე საერთაშორისო სასპორტო ორგანიზაციის ოფიციალური წერილობითი გადაწყვეტილება ქვეყნის სპორტული ფედერაციის ან კლუბებისათვის მიზნობრივი დანიშნულების მატერიალური და არამატერიალური ფასეულობების (მათ შორის ფულადი სახსრების) გამოყოფის შესახებ. ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს გრანტის გაცემის მიზანს, მოცულობას, სახსრების გამოყენების კონკრეტულ მიმართულებას, მათი ათვისების ვადებს და იმ ძირითად მოთხოვნებს, რასაც გრანტის გამცემი (დონორი) უყენებს გრანტის მიმღებს.

გრანტი გამოიყენება მხოლოდ ხელშეკრულებაში აღნიშნული მიზნებისათვის. სხვა დანიშნულებით გრანტის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ გრანტის გამცემის (დონორის) თანხმობით. გრანტის სახით მიღებული ფასეულობათა რეალიზაცია დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ქმედება გრანტის ხელშეკრულებაში წინასწარაა გათვალისწინებული.

ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევისათვის მხარეები პასუხს აგებენ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. სხვა ქვეყნის რეზიდენტ პირთა ან მოქალაქეთა შორის წამოჭრილი დავა მოურიგებლობის შემთხვევაში, წყდება იმ ქვეყნის სასამართლო წესით, რომლებსაც მხარეები წინასწარ აირჩევენ. თუ ამგვარი შეთანხმება ხელშეკრულებაში არ არის განსაზღვრული, დავა გრანტის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობით გადაწყდება.

გრანტის დაბეგვრის წესი ქვეყნის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად განისაზღვრება.

გრანტი სხვადასხვა ტიპისაა. ძირითადად არსებობს გრანტის ორი სახე - მიზნობრივი და არამიზნობრივი. მიზნობრივი გრანტი, რაც კატეგორიული გრანტის სახელწოდებითაა ცნობილი, მხოლოდ განსაკუთრებული მიზნებისათვის გაიცემა.

არსებობს აგრეთვე სხვადასხვა დონის გრანტები - მთავრობათაშორისი და სახელმწიფოთაშორისი.

მთავრობათაშორისია გრანტი, როცა ფედერალური მთავრობა აძლევს ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულების მთავრობებს. იგი ადგილობრივი საჯარო ფინანსების მნიშვნელოვანი ელემენტია. მაგალითად, აშშ მთავრობისაგან მიღებული გრანტები შტატების მთლიანი შემოსავლების 34%25-ს შეადგენს.

რაც შეეხება სახელმწიფოთაშორის გრანტებს, მას საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების და ეკონომიკურად განვითარებული (დონორი) ქვეყნები საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის დაჩქარების მიზნით, განვითარებად ქვეყნებს აძლევენ.

ამ მიმართულებით უდიდესი წვლილი მიუძღვით საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს (საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, გაეროს სააგენტოები, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) და საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებს (განსაკუთრებით აშშ-ს, ევროკავშირის ქვეყნებს და იაპონიას). ისინი 1992 წლიდან მოყოლებული აქტიურად ეხმარებიან საქართველოს პრაქტიკულად ყველა სფეროში. თავდაპირველად პროგრამა მიმართული იყო საგანგებო ჰუმანიტარული დახმარებებისკენ. შემდგომ გაძლიერდა ტექნიკური და ფინანსური ხასიათის გრანტები და დახმარებები. მათ მოიცვეს ისეთი სფეროები, როგორებიცაა - ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების რესტრუქტურიზაცია, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბება, დემოკრატიული მმართველობა, საკანონმდებლო სისტემის განმტკიცება, სასამართლო რეფორმის გატარება, რეფორმების განხორციელებისათვის საკანონმდებლო ბაზის შემუშავება, სამედიცინო მომსახურება, განათლების სფერო, სოციალურად დაუცველი ფენებისათვის ჰუმანიტარული პროგრამები და ა.შ. გრანტები და დახმარებები მიზნად ისახავდა ეკონომიკური რეფორმის მხარდაჭერას, მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას, ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას, დონორებისაგან უცხოური დახმარების მობილიზაციისათვის საჭირო სტრუქტურის შექმნას, რეფორმების ინსტიტუციური ბაზის ჩამოყალიბების ხელშეწყობას, საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლისა და დემოკრატიის განმტკიცების პროცესის ხელშეწყობის მიზნით საპარლამენტო და სამთავრობო სტრუქტურებისათვის სამართლებრივი და ეკონომიკური პოლიტიკის სფეროში პროფესიონალური კონსულტაციების გაწევას.

სწორედ დონორი ორგანიზაციებისა და ქვეყნების ეს თანადგომა გახდა საფუძველი იმ დაჩქარებული ეკონომიკური რეფორმებისა, რაც საქართველომ დაიწყო 1994 წლიდან - აღნიშნული რეფორმების შედეგად ქვეყანამ უმოკლეს ვადაში შეძლო ადმინისტრაციულ - მბრძანებლური ეკონომიკური სისტემიდან საბაზრო ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლა. დაძლია ჰიპერინფლაცია და შემოიღო ახალი ეროვნული ვალუტა ლარი, შეძლო მონეტარულ სფეროში სტაბილურობის მიღწევა, რის შედეგადაც 1995 წელს პირველად მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოსადმი გაწეული უცხოური დახმარებების პირველად საქართველოს პრეზიდენტთან არსებულმა „უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო საბჭოს“ სამდივნომ აღნუსხა. 1999-2000 წლებში დიდი შვიდეულის ქვეყნების მხარდამჭერი ჯგუფის დახმარებით შემუშავდა საქართველოში შემოსული გრანტებისა და დახმარებების კომპიუტერულ მონაცემთა ბაზა, სადაც თავი მოიყარა მთელმა ინფორმაციამ. აღნიშნულის მიხედვით გრანტებისა და დახმარებების საერთო მოცულობა ოთხ მლრდ აშშ დოლარს აღემატება.

ეს მონაცემები არ არის ზუსტი, მაგრამ ის ნათელ წარმოდგენას ქმნის იმ ფასდაუდებელი თანადგომის შესახებ, რაც საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობამ გაუწია.

2008 წლის აგვისტოში რუსული აგრესიით დაზარალებულ საქართველოს დახმარების ხელი კვლავ გამოუწოდეს მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნებმა. ბრიუსელის დონორთა კონფერენციაზე მათ მიერ გამოყოფილმა დახმარების თანხამ 4,5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან კრედიტზეო 2 მლრდ, ხოლო გრანტი 2,5 მლრდ აშშ დოლარი.

ეს გრანტები და დახმარებები მეტად მნიშვნელოვანია ჩვენისთანა შეჭირვებული ქვეყნისათვის, აღნიშნული სახსრების გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური, ეკონომიკური სიძნელეების დაძლევა. მაგრამ სამწუხაროა ის, რომ ამ გრანტებისა და დახმარებების დიდი ნაწილი მიზნობრივად და ეფექტიანად არ გამოყენებულა.

გრანტებისა და დახმარებების დიდი ნაწილი დანიშნულებისამებრ არ არის განაწილებული და გამოყენებული. პრაქტიკულად არცერთი არ მიმართულა ქვეყანაში სტრუქტურული ხასიათის პრიორიტეტული საწარმოების ასამუშავებლად.

ამჟამად საქართველოში არ მოიძებნება უწყება - ორგანიზაცია, რომელსაც საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან და საერთაშორისო თანამეგობრობის ქვეყნებიდან მიღებულ გრანტებსა და დახმარებაზე ზუსტი მონაცემები აქვს. თუ ვისგანაა მიღებული ეს გრანტები ან სად გამოიყენეს ის და ა.შ.

სამწუხაროდ, ფინანსთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო ვალების დეპარტამენტი სათანადოდ ვერ აკონტროლებს მიღებული გრანტებისა და დახმარებების მიზნობრივ და ეფექტიან გამოყენებას, რის გამოც მათი უდიდესი ნაწილი უპატიოსნო, კორუმპირებულ პირთა ხელში ხვდება. აქედან გამომდინარე, სასურველია დეპარტამენტთან ფუნქციონირებდეს ანალიტიკური ჯგუფი, რომელიც უცხოური გრანტებისა და დახმარებების გამოყენების ეფექტიანობას გაანალიზებდა.

საზოგადოებას აღელვებს მიღებული უცხოური გრანტებისა და დახმარებების გამოყენების გაუმჭვირვალობა. მან არ იცის, ვინ გაანაწილა, სად და როგორ მოიხმარება ისინი. საზოგადოებას სურს იცოდეს ზუსტი ინფორმაცია გრანტების მიზანმიმართული გამოყენების თაობაზე. ინფორმაციული ვაკუუმი კი გრანტებთან და დახმარებებთან დაკავშირებული ჯგუფების კორუმპირებულობაზე ეჭვს ბადებს.

ამიტომ უცხოური გრანტებისა და ჰუმანიტარული დახმარებების გამოყენებაზე ადმინისტრირების პროცედურები და სახელმწიფოებრივი ზედამხედველობა უნდა გამკაცრდეს. ზედმიწევნით დასაცავია ამგვარი დახმარებების მიზნობრიობა. ამ მიმართულებით არსებული დარღვევების გამოსააშკარავებლად სათანადო როლი უნდა შეასრულოს პარლამენტთან არსებულმა კონტროლის პალატამ და სხვა მაკონტროლებელმა ორგანოებმა.

ამირან ჯიბუტი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა
დოქტორი, პროფესორი

ANNOTATION
Gran
ts in Georgia received from the international financial organizatio ns and world
commonwealt h countries

Prof. A. Jibuti

The article considers a grant as purposeful means in a monetary or natural form rendered by a grant issuer (donor) to a grant recipient without compensation to finance humanitarian, educational, scientific - research, health, cultural, sports, environmental or social projects, as well as to realize state programs.

Different types, kinds and levels of grants are described, and their aims and objectives are defined.

The article shows the significance of the grants and aids rendered by the international financial institutions and world commonwealth countries, which have played a certain role in the successful implementation of the economic reforms in Georgia.

In addition, the facts of inappropriate and uncontrollable use of the major part of the received grants and aids have been established and measures to use them in a transparent and efficient manner have been specified.

11 საერთაშორისო ბიზნესის არსი და განვითარების ეტაპები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

უშანგი სამადაშვილი,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი

როგორც ყოველი ჯარისკაცი ოცნებობს გენერლობაზე, ისე ფირმების უმეტესობის სანუკვარი ოცნებაა საქონლის (მომსახურების), ან წარმოების საზღვარგარეთ გატანა და საერთაშორისო ბიზნესში აქტიურად ჩაბმა. თუმცა, ბიზნესის წარმოება სრულიად განსხვავებული ენის, ვალუტის, სამართლებრივი სივრცისა და კულტურის სახელმწიფოში ბევრად რთულია, ვიდრე სამშობლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საზღვარგარეთ ბიზნესის წარმოებისთვის საკმაოდ ძლიერი მოტივებია აუცილებელი. იბადება კითხვა - რა არის საერთაშორისო ბიზნესი, როდის წარმოიშვა იგი და რა აპირობებს მასში ფირმების აქტიურ მონაწილებას?

დავიწყოთ იმით, რომ საერთაშორისო და ქვეყნისშიდა ბიზნესი ორივე საქმიანი ოპერაციაა და მოგების მიზნით ხორციელდება. სამამულოსგან განსხვავებით კი, საერთაშორისო ბიზნესის პარტნიორებად ზოგჯერ კერძო ფირმები და სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო ორგანიზაციებიც გვევლინებიან. აღნიშნულის გამო, ხშირად საერთაშორისო ბიზნესს განიხილავენ, როგორც ქვეყნებს შორის (და არა ფირმებს შორის) საქმიან ურთიერთობებს. მიუხედავად ამისა, უფრო მნიშვნელოვანი და გავრცელებადია ფირმებს, ან ფირმისშიდა განყოფილებებს შორის საერთაშორისო ოპერაციები. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო ბიზნესი, უწინარეს ყოვლისა, სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე კერძო ფირმებსა, ან მათ ქვედანაყოფებს შორის საქმიანი ურთიერთობაა.

ისმება კითხვა - რით არის განპირობებული საერთაშორისო ბიზნესის აუცილებლობა? იმით, რომ საერთაშორისო საქმიანი ოპერაციებიდან, ანუ, მოცემული საქონლის სხვა ქვეყანაში გაყიდვიდან, მონაწილე მხარეები უფრო მეტ სარგებელს ღებულობენ, ვიდრე, ქვეყნისშიდა ბიზნესიდან. სწორედ ეს არის საერთაშორისო ბიზნესის ბუნებისა და სპეციფიკის საკვანძო მომენტი.

თანამედროვე პირობებში საერთაშორისო ბიზნესის, როგორც მსოფლიო ეკონომიკასთან ქვეყნის ინტეგრირებისა და გლობალიზაციის მძლავრი ინსტრუმენტის, ნიშნებია: ხელმისაწვდომობა და საყოველთაობა; განვითარების საფეხურებრიობა; ფინანსიზაცია და ნაციონალურისა და ინტერნაციონალურის რთული ურთიერთქმედება. გლობალიზაციის ეპოქაში ნებისმიერი ფირმის ეფექტიანი სტრატეგია უნდა ასახავდეს ეროვნულის მაქსიმალურ გამოყენებას ყველგან, სადაც ეს შესაძლებელია და ინტერნაციონალურს, სადაც ამისი საჭიროებაა. კონკრეტულად რა მოტივები უბიძგებს ბიზნესს, რომ გახდეს საერთაშორისო, ანუ რა განსაზღვრავს, მის საერთაშორისო კონკურენტუპირატესობას? საერთაშორისო ბიზნესში კომპანიების მონაწილეობის ძირითადი მოტივებია: გასაღების ბაზრის გაფართოება; რესურსების, მაკომპლექტებლების, ნახევარფაბრიკატებისა და სხვათა საზღვარგარეთ უფრო იაფად შეძენა; მომარაგებაგასაღების დივერსიფიკაცია ეკონომიკური ციკლის სხვადასხვა ფაზაზე მყოფი ქვეყნების მიხედვით.

უნდა ითქვას ისიც, რომ რესურსების არათანაბარი განაწილების პირობებში არც ერთ ქვეყანას არ ძალუძს საკუთარი ეკონომიკისა და მოსახლეობის უზრუნველყოფა ყველა აუცილებელი ნედლეულითა და სასურსათო, თუ არასასურსათო პროდუქტით. ამიტომ, რაციონალურია ქვეყანამ საზღვარგარეთიდან შემოიტანოს ის საქონელი, რისი წარმოებაც მას არ შეუძლია, ან, ძვირი უჯდება, ანუ, განახორციელოს იმპორტი და გაიტანოს ის პროდუქტი, რისი წარმოებაც იაფი უჯდება და ჭარბად აქვს, ანუ, განახორციელოს ექსპორტი. მოკლედ, როგორც ქვეყნის შიდა ბიზნესს (ვაჭრობას) აპირობებს შრომის საზოგადოებრივი დანაწილება, ისე, საერთაშორისო ბიზნესს (ვაჭრობას) - შრომის საერთაშორისო დანაწილება (სპეციალიზაცია).

შრომის საერთაშორისო დანაწილება, ანუ, სპეციალიზაცია ხდება აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობის გათვალისწინებით. ტერმინი აბსოლუტური უპირატესობანიშნავს ქვეყნის უნარს აწარმოოს საქონელი და მომსახურება კონკურენტებზე ნაკლები რესურსების დანახარჯებით. მაგალითად, პომიდვრის მოყვანაში საქართველოს აბსოლუტური უპირატესობა აქვს შვედეთთან შედარებით, ვინაიდან საქართველოს კლიმატი შესაძლებელს ხდის მის მოყვანას ნაკლები რესურსების გამოყენებით, ვიდრე შვედეთშია შესაძლებელი, სადაც მიზნის მისაღწევად სათბურების გაშენება იქნებოდა აუცილებელი. სხვა რესურსების (მაგ. მუშახელის, სასუქების) ღირებულებაც იმოქმედებდა აბსოლუტური უპირატესობის ხარისხზე.

შეფარდებითი უპირატესობის განმარტება ოდნავ უფრო რთულია. „შეფარდებითი უპირატესობანიშნავს ქვეყნის უნარს აწარმოოს საქონელი და მომსახურება კონკურენტებზე ნაკლები ალტერნატიული დანახარჯებით. დავუშვათ, რომ მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანა (საქართველო და შვედეთი) და მხოლოდ ორი სახის საქონელი (პომიდორი და ფეხსაცმელი) არსებობს. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს შეიძლება აბსოლუტური უპირატესობა გააჩნდეს ორივე ტიპის საქონლის წარმოებაში, ის მაინც მხოლოდ ერთი ტიპის საქონელს აწარმოებს- იმას, რომლის წარმოებაში აბსოლუტური უპირატესობაც შედარებით დიდი აქვს, ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იმ პროდუქტს, რომლის წარმოებაშიც ფარდობითი უპირატესობანი გააჩნია. თუ, მაგალითად, შვედეთს ორჯერ უფრო მეტი რესურსები ესაჭიროება პომიდვრის მოსაყვანად და სამჯერ უფრო მეტი - ფეხსაცმლის საწარმოებლად, მაშინ მარტივი ანგარიშით შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ ორივე ქვეყნისათვის ყველაზე სარფიანი იქნება შემდეგი დანაწილება: საქართველო აწარმოებს მხოლოდ ფეხსაცმელს, ხოლო შვედეთი მხოლოდ პომიდორს. ორივე ქვეყანა ამ შემთხვევაში მაქსიმალურ მოგებას ნახავს, თუ ვაჭრობა ამ ქვეყნებს შორის თავისუფალია.

ზემოთ მოყვანილი თეორიული მაგალითი შეიძლება განვავრცოთ რეალურ მსოფლიოზე. საერთაშორისო ბიზნესის პირობებში ქვეყნები (რაიონები, ქალაქები, სოფლები) იმ საქმეში სპეციალდებიან, რაშიც მათ აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობა გააჩნიათ. ამ პრინციპით, ბრაზილია აწარმოებს ყავას, გონდურასი - ბანანებს, ავსტრალია - მატყლს, შვეიცარია - მედიკამენტებს, საფრანგეთი - ღვინოებსა და პარფიუმერიას, კუვეიტი - ნავთობს, იაპონია - ზუსტ ხელსაწყოებს, კვიპროსი- ტურისტულ მომსახურებას, საქართველო - მინერალურ წყლებს, ღვინოს, ხილს, ციტრუსებსა და ა.შ.

0x01 graphic

ამჟამად ეკონომიკურად განვითარებულ სახელმწიფოებში შეინიშნება სამუშაო ძალის დეფიციტი და საქონლის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების სიუხვე. განვითარებად ქვეყნებში კი-სამუშაო ძალის, რესურსების სიჭარბე და კაპიტალის სიმწირე, საქონლის დეფიციტი, შეზღუდული ეროვნული ბაზრები, საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განუვითარებლობა და მრავალი სხვა. ასეთ პირობებში, აბსოლუტური და შეფარდებითი უპირატესობის თეორიის საფუძველზე, არსებობს ობიექტური აუცილებლობა იმისა, რომ განვითარებული ქვეყნებიდან განვითარებადისაკენ იდინოს საქონლის, კაპიტალისა და ტექნოლოგიების ნაკადმა, ხოლო, პირიქით- სამუშაო ძალისა და რესურსების ნაკადმა.

საერთაშორისო ბიზნესის სიღრმისეული შეცნობისათვის საჭიროა ვიცოდეთ ისიც, თუ როდის წარმოიშვა ეს მოვლენა, რა ეტაპები გამოიარა და როგორ მოვიდა იგი დღევანდლამდე. ამასთან დაკავშირებით, საერთაშორისო ბიზნესის გენეზისის (წარმოშობაგანვითარების) საინტერესო პერიოდიზაციას გვთავაზობს ამერიკელი მეცნიერი . რობინსონი. მან საერთაშორისო ბიზნესის განვითარება დაყო ხუთ ეტაპად (ერად):

  1. კომერციული ერა (1500-1850წწ);

  1. ექსპანსიის ერა (1850-1914წწ);

  1. კონცესიის ერა (1914-1945წწ);

  1. ნაციონალური სახელმწიფოების ერა (1945-1970წწ);

  1. გლობალიზაციის ერა (XX -ის 70-იანი წლებიდან დღემდე).

ჩვეულებრივ, საერთაშორისო ბიზნესში ჩართული ყველა ქვეყანა (მათ შორის საქართველოც), მეტ-ნაკლებად ღია ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, სადაც ქვეყნის შიგნით საქმიან ოპერაციებთან ერთად საერთაშორისო ოპერაციებიც ხორციელდება. აღნიშნულ ოპერაციებზე ანგარიშსწორება კი ხდება, როგორც ეროვნული, ისე მსოფლიო ფულით.

ღიასაგან განსხვავებით, დახურულ (ავტარკიულ) ეკონომიკაში საქმიანი გარიგეგები და ოპერაციები ხორციელდება მოცემული ქვეყნის შიგნით, ხოლო, მათზე ანგარიშსწორება მხოლოდ ქვეყნის ეროვნული ვალუტით ხდება. სხვაგვარად, ავტარკია ერთი, ან რამდენიმე ქვეყნის ეკონომიკური თვითუზრუნველყოფაა, გამოცალკევებაა სხვა ქვეყნების ეკონომიკებისგან. ასეთ ქვეყანაში თუ ქვეყნებში არ არსებობს საქონლის, სამუშაო ძალის, კაპიტალისა და სამეცნიერო - ტექნიკური პროდუქციის ექსპორტ - იმპორტი. შესაბამისად, გამორიცხულია, სავალუტო კურსი, საბაჟოები და სხვა. ხატოვანი ალეგორიული შედარებით - ძლიერი ქარის შემთხვევაში, კარჩაკეტილი (ავტარკიული) ქვეყნები აშენებენ ქარსაცავ ზოლს (ჯებირს), რათა ქარი არ შემოუშვან. ღია ეკონომიკის ქვეყნები კი ამ ქარს გონივრულად იყენებენ ელენერგიისგამომუშავებისა და ქარის წისქვილის ასამოქმედებლად. ხაზგასასმელია, რომ დღეს ყველა ქვეყანა გლობალურ გარემოში ცხოვრობს და, ბუნებრივია, რომ ნებისმიერი მათგანი ცდილობს ამ სისტემასთან კავშირი იქონიოს. ქვეყნის მონაწილეობის გააქტიურებას მსოფლიო მეურნეობაში ეკონომიკის ინტერნაციონალიზაცია ეწოდება. თუმცა, ეკონომიკური კარგახსნილობა შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. ასე მაგალითად, საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეფიციტი დაახლოებით მილიარდ ნახევარი დოლარია. რომ არა ესოდენ დიდი უარყოფითი სავაჭრო სალდო, საქართველოს ორჯერ მეტი ბიუჯეტი ექნებოდა. საქმე ისაა, რომ სავაჭრო დეფიციტი იფარება აღებული ვალით. ამ უკანასკნელის მომსახურება კი ბიუჯეტის მიერ ხდება, რაც ზრდის მის დეფიციტს.

ამასთან, ქვეყანაში იმპორტის სახით უპირატესად მზა პროდუქტი შემოედინება და არა რესურსები. ექსპორტის სახით კი უპირატესად რესურსები გაედინება, რაც ახალი და მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების მულტიპლიკაციის (გამრავლების) შემაფერხებელია. მრავალი ჩვეულებრივი სამომხმარებლო საქონელიც კი გარედან შემოგვაქვს, მაშინ, როდესაც მოსახლეობის ნახევარი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული. აღნიშნული ნეგატიური მოვლენების მინიმიზებისათვის, აზრით, საჭიროა: ექსპორტის ზრდა და პარალერულად იმპორტჩამნაცვლებელი სამამულო პროდუქციის წარმოება; ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ექსპორტისა და იმპორტის ოპტიმიზება; სულ უფრო აქტიური მონაწილეობა მსოფლიო ვაჭრობაში; თავის არიდება შიდა ბაზრის ზომაზე მეტად დაცვისაგან და იმ ფირმების წახალისება, რომლებიც მსოფლიო ბაზრისათვის კონკურენტუნარიან პროდუქციას აწარმოებენ. ასევე, მნიშვნელოვანია ფასი, ხარისხი, ლარის ბუნებრივი კურსი და სტაბილური მიწოდება. ციტრუსების, ხილისა და სხვათა მიწოდების სტაბილურობა და ხარისხი კი შეუძლებელია მიღწეული იქნას სასაწყობო და სამაცივრო მეურნეობის გარეშე, .. აუცილებელია ამ სფეროებში ინვესტიციების განხორციელება, რათა შესაძლებელი გახდეს წელიწადის ნებისმიერ დროს ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილება.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საერთაშორისო ბიზნესში ფუნქციონირებადი ფირმის მართვა გაცილებით რთულია, ვინაიდან, მისი მენეჯერები კარგად უნდა ერკვეოდნენ მსოფლიო ეკონომიკურ პირობებსა და ტენდენციებში. ამასთან, თვალი უნდა ადევნონ მიზნობრივ ქვეყანაში პოლიტიკურ და სოციალურ - ეკონომიკურ პროცესებს, სადაც ისინი ეწევიან, ან აპირებენ ბიზნესს, შეისწავლონ მათი ენა, ეროვნული კულტურა, ტრადიციები, მეურნეობის გაძღოლის მეთოდებში განსხვავება, ფულადი სისტემა, გადასახადები, სამეურნეო კანონმდებლობა და თავიანთი ეკონომიკური, კომერციული და ფინანსური ქცევები პარტნიორთა ქცევის სტილს მიუსადაგონ.

ANNOTATION
Essence, motivation and promoting factors that developed international busines

Ushangi Samadashvili, Doctor of Economic
Science, Professor of Tbilisi State University

For International business, as for business in the country, the main goal is to receive profit. Leading business in far-away countries with almost different culture is more difficult, than in your native country. National firms have competition advantage in their countries. This means, that very strong motivations are needed for company to decide making business out of country.

The main motivations that stimulate international business: using more efficient resources; widening market of profit, diversification.

History of development of the international business can be divided to 5 eras: 1) Commercial era (1500-1850 years); 2) Expansion era (1850-1914 years); 3) Concession era (1914-1945 years); 4) Era of national states (1945 - 1970 years); 5) Globalization era (form 70-s of XX century).

Characteristics of modern international business: accessibility and generality; gradualness of development; technological globalization; financing; complicated interaction of national and international.

The promoting factors of development of the international business: economy from producing scale; creating local industries sometimes is the only way of getting access on national market, when trade barriers limit access on international markets or resist him; a lot of companies change export of production to export of factories and so on.

12 ბიზნესი ბიზნესისთვის - სარეკლამო ბიზნესისა და მედიის ურთიერთგავლენა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნანა კაციტაძე,
სოხუმის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

ბიზნესის განვითარება შეუძლებელია რეკლამის გარეშე. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში რეკლამამ ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ თვით იგი გახდა ბიზნესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფერო და სულ უფრო და უფრო იზრდება მისი პოტენციალი.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ პოსტკომუნისტურ ქვეყნებშიც ძირეულად შეიცვალა რეკლამის მიმართ დამოკიდებულება და სარეკლამო საქმიანობაც დიდი მასშტაბებით გაიშალა. სარეკლამო საქმიანობის გააქტიურება აღინიშნება საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საქმიანობის არანაირი გამოცდილება არ არსებობდა, გასული საუკუნის მიწურულს სარეკლამო ბიზნესმა ჩვენშიც დაიწყო ფუნქციონირება. დღეისათვის ქართულ ბაზარზე მოქმედებს სარეკლამო სააგენტოთა საკმაოდ ფართო ქსელი, რომლის რიცხვმა 80-ს მიაღწია (მათ შორისაა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო სააგენტოები).

შესამჩნევად ამაღლდა ადგილობრივი სარეკლამო სააგენტოების საქმიანობის დონე და სარეკლამო პროდუქციის ხარისხიც. საქართველოში 2008 წლისათვის სარეკლამო ბაზარმა 35 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის და დარგის მცირე ისტორიისთვის არცთუ ისე დაბალი შედეგია.

სარეკლამო ბაზრის განვითარება და მისი მომავალი პერსპექტივები მჭიდროდაა დაკავშირებული მედია ბაზართან და მედია სისტემების განვითარებასთან. თავის დროზე რადიოსა და ტელევიზიის დაბადებამ სარეკლამო ბაზრის განვითარებაში კატალიზატორის როლი შეასრულა. მაღალრეიტინგიანი და დაფარვის დიდი დიაპაზონის მქონე საშუალებები უზრუნველყოფენ ეფექტიან კომუნიკაციებს მიზნობრივ ჯგუფებთან. კაცობრიობის განვითარების კვალდაკვალ, ტექნოლოგიების ცვლილებებთან ერთად თანდათანობით იზრდება და იცვლება მედიის ფუნქციებიც.

საქართველოს მედია ბაზარზე მტკიცედ დამკვიდრდა ყველა სახის მედია საშუალება. საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის შემდეგ ძალიან მრავალფეროვანი გახდა ამ საშუალებათა სახეობები, გაიზარდა გამომცემლობათა რიცხვი, გაზეთების ასორტიმენტი, გამოდის უამრავი დასახელების ჟურნალი, გაიზარდა რადიო და ტელეარხების რაოდენობა. როგორც წესი, მედია ბაზარზე მედია - საშუალებები (პრესა, ტელე და რადიო) გამოდიან როგორც დროისა და სივრცის გამყიდველები, ხოლო სარეკლამო სააგენტოები, რეკლამის დამკვეთი კომპანიები და კერძო პირები, როგორც მყიდველები.

ბოლო პერიოდის მონაცემებით, საქართველოს მედია ბაზარზე ფუნქციონირებს 48 ტელეარხი (მათ შორის 9 ეროვნული, 39 ადგილობრივი). რადიომაუწყებლობის 22 სიხშირე (მათ შორის 5 ეროვნული, 17 ადგილობრივი), 430 ბეჭდვითი მედია - საშუალება (მათ შორის 27 ეროვნული, 403 ადგილობრივი, 270 მხოლოდ თბილისში).

რამდენადაც სარეკლამო ბაზრის განვითარება მედიის შესაძლებლობებთან მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, იმდენად (და უფრო მეტად) მედია ბაზრის ეფექტურობას სარეკლამო ბაზარი განსაზღვრავს, ვინაიდან, ეს უკანასკნელი გულისხმობს მედია ბაზრის დამფინანსებელთა ზრდას, რაც კომერციული მედიისთვის განვითარების ბუნებრივი წყაროა (ტელეკომპანიების იმედისა და რუსთავი 2“-ის მასშტაბები აღემატება ქართული სარეკლამო ბაზრის შესაძლებლობებს, რაც, კომერციული თვალსაზრისით, არალოგიკურია).

საქართველოში მოქმედი მედია საშუალებების ნახევარზე მეტი დამოკიდებულია რეკლამაზე, ანუ მათ საერთო შემოსავალში რეკლამით მიღებული შემოსავლი (50 %25 -ზე მეტი), სჭარბობს სხვა საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს.

მედია საშუალებებიდან ყველაზე მეტად რეკლამაზე დამოკიდებულია რადიოსამაუწყებლო მედია. მათ საერთო შემოსავალში რეკლამის წილი 85 %25-იდან 100 %25- მდე მერყეობს (მედია საშუალებებიდან ბეჭდური მედია რეკლამაზე ყველაზე ნაკლებადაა დამოკიდებული).

მედია საშუალების კომერციულ წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, საზოგადოების აღიარება განსაზღვრავს. მედია ბაზარზე დროსა და ადგილისთვის ფასს რეიტინგული რიცხვის სიდიდე განსაზღვრავს.

მედია - დაგეგმარება სარეკლამო კამპანიებში მედიის სამომხმარებლო და სარეიტინგო კვლევების შედეგების საფუძველზე ხორციელდება. ასეთი კვლევით გამოითვლება გადაცემების რეიტინგები და სარეკლამო კამპანიების მთლიანი რეიტინგის ჯამი. რეიტინგის კვლევა აჩვენებს რეკლამის სიხშირეს, მიზნობრივ აუდიტორიებს კონკრეტული არხების და პროგრამებისათვის. საბოლოოდ ტელევიზია სატელევიზიო საეთერო დროის დაგეგმვის, ყიდვისა და გაყიდვის გზით ფასდება (იხ. ნახ. №1).

დღეისათვის საქართველოში ტელემეტრიის მაჩვენებლების კვლევას და ანალიზს რამდენიმე კომპანია ახორციელებს, მათ შორის წამყვანია IPM Georgia. საქართველოში მედია სივრცე სწორედ მისი მონაცემებით იყიდება. ჩვენც მოცემულ ნაშრომშიც IPM Georgia-ას მონაცემებს დავეყრდობით.

დღეისთვის მედია ბაზარზე ლიდერობას რუსთავი 2“ ინარჩუნებს, რომლის ყურებადობის წილი (ყურებადობის წილი SHR%25 გამოითვლება ყველა კომპანიის საერთო რეიტინგული ჯამიდან) 2009 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 33%25-ს შეადგენს, მას მოსდევს იმედი (23%25), ხოლო პირველი არხის პოზიცია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა რებრენდინგისა და განახლებული ფორმატით მაუწყებლობის შემდეგ. თუ განვიხილავთ ლიდერობას ინვესტიციების მიხედვით, ნათლად დავინახავთ თანხვედრას ინვესტიციებსა და რეიტინგებს შორის. 2008 წლის მონაცემებით, განხორციელებული ინვესტიციები ტელე მაუწყებლობების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: რუსთავი 2“ 46545492 აშშ. როდესაც დანახარჯების წილი მეტია რეიტინგის წილზე, ეს იმას ნიშნავს, რომრუსთავი 2“-ზე 30 წამიანი სარეკლამო რგოლის შესყიდვით დამკვეთები აღწევენ უფრო მეტ ეფექტს, მოიცავენ უფრო დიდ აუდიტორიას, ვიდრე ამ თანხით სხვა ტელეარხზე ამავე თანხაში შეძლებდნენ.

იმედზე დანახარჯების წილი რეიტინგის წილზე დაბალია, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იმედის არხზე სარეკლამო დრო უფრო ძვირია, ვიდრე რუსთავი 2“-ზე. თითქმის მთელი დღის განმავლობაში რუსთავი 2“-ის წუთის საშუალო რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე იმედის, გამონაკლისი მხოლოდ 21:00 - 23:00 (ტელესერიალი შუა ქალაქი- ს) პერიოდია, როდესაც იმედის მაჩვენებელი თავის პიკს აღწევს და წუთის ფასი 2600$-ს აღწევს. იმედში ჩვეულებრივ დღის სხვა პერიოდში ფასი 500$დან- 750$-მდე.

ყველაზე ძვირი საეთერო დრო ტელეკომპანია მზეზეა, მიუხედავად იმისა, რომ პრაიმ ტაიმის დროს (18სთ-დან 24 სთ-მდე) 30 წმ სარეკლამო დროის ფასი მხოლოდ 180$. მზეზე ფასის სიძვირე დაბალი რეიტინგიდან გამომდინარეობს, სადაც ყურადობის წილი მხოლოდ 1%25-ია, ხოლო დანახარჯების წილი 2%25. ეს იმას ნიშნავს, რომ დანახარჯები იმ აუდიტორიის მოცვაზე გაცილებით დიდია, ვიდრე სხვა ყველა დანარჩენებზე, თუნდაც, პატარა არხებზე. რაც შეეხება პატარა ტელეარხებს, მათ შორის დღეისათვის პოპულარულ ტელეკომპანია კავკასიას, რომლის ყურებადობის წილი 3%25-ია, IPM Georgia-ას მონაცემებით (და, რაც გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებით შემცირებული გვეჩვენება), ტელეკომპანიას მაყურებელი მხოლოდ გარკვეულ პერიოდში 9:00-23:.00 ჰყავს და ისიც თბილისის არასრული და რაიონების ძალიან მცირე ნაწილის დაფარვით. მაღალი რეიტინგის შექმნისთვის აუცილებელი პირობაა მოსახლეობის შესაძლო მაქსიმალური მოცვა, მაღალი ხარისხის ჩვენება, მომხმარებელთა სხვადასხვა სეგმენტისათვის საინტერესო გადაცემები, რაც კავკასიის მიმართ, ჯერჯერობით, მხოლოდ სურვილების დონეზე რჩება.

0x01 graphic

მსგავსი მდგომარეობაა მაესტროს მიმართაც, მიუხედთავაედბ ერვალი მარტი იმისა, რომ ამ კომპანიას მთელი დღის განმავლობაში ჰყავს მაყურებელი, დაფარვის სიმცირის გამო, ის დღეისათვის მისთვის გარანტირებულ მაყურებელთა დიდ ნაწილსაც კი ვერ მოიცავს. IPM Georgia-ას 2009 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ტელეკომპანია მაესტროს ყურებადობის წილი 1%25-ია, ხოლო დანახარჯები - 2%25, რასაც ჩემის აზრით, ისევ პოლიტიკური ელფერი დაკრავს, ვინაიდან ამ ტელეკომპანიის ეთერში კომერციული რეკლამა თითქმის არ ჩანს, რადგან, არც რეკლამის დამკვეთია თავისუფალი თუნდაც ამ ელემენტარულ არჩევანში (იხ. ნახ. №2).

აქედან შესაძლებელია გაკეთდეს დასკვნა, რომ მედია მენეჯმენტი პოლიტიზირებულია, ამის ნათელი დადასტურება იყო უკვე წინა წლებში ყველაზე რეიტინგული გადაცემების დახურვა (მზეზე ყველაზე რეიტინგული გადაცემის არჩევანის ზღვარზე, ინგა გრიგოლიას პრაიმ ტაიმი, სადაც იმ დროისთვის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს 1600$-აღწევდა.)

0x01 graphic

0x01 graphic

წყარო: კომპანიათი ენ ეს საქართველო

ასეთივე ტენდენცია შეიმჩნევა რადიოშიც, მენეჯმენტის პოლიტიზირების მხრივ, რაც მსმენელს ჰყოფს პოლიტიკური შეხედულებების ნიშნით და არა გემოვნების, მსმენელის დემოგრაფიული პროფილის, ოჯახური შემოსავლების და ეკონომიური სტატუსის, განათლების და სხვა ნიშნებით, რითაც რადიო, როგორც მედია, საინტერესოა რეკლამის დამკვეთებისათვის (რადიო XXI საუკუნის სეგმენტირებული მარკეტინგის იდეალურ არხს წარმოადგენს). (იხ. ნახ. №3).

რეკლამის დამკვეთს სულ პატარა ქალაქსა და სოფელში მცირე განსაზღვრული ნიშის, პოტენციური მყიდველის რადიოსადგურებით დაპყრობა შეუძლია, რომელთა დიდი ნაწილი არ წარმოადგენს სხვა საინფორმაციო საშუალების აქტიურ მონაწილეს. ამავე დროს, რადიო, როგორც მედია, წარმოების დაბალი ხარჯებით და ბაზარზე სწრაფი რეაგირებით ხასიათდება. თუმცა, ის ქართული ტელეარხების მსგავსად შორს არის თანამედროვე დასავლეთის მედიისთვის დამახასიათებელი ტენდენციისაგან - გადაიქცნენ მასობრივიდან მიზანმიმართულ მედია საშუალებებად.

IPM Georgia-ს 2001-2008 წლებში გაკეთებული მონიტორინგის შედეგების ანალიზის მიხედვით, რეკლამაზე გაწეული ხარჯების სიდიდე მიანიშნებს, რომ ძირითადი პოზიცია სარეკლამო ბიზნესში ტელე რეკლამას უკავია, მეორე ადგილს იკავებს გარე რეკლამა (Out Door). ამასთან, აშკარა ზრდის ტენდენციები შეიმჩნეოდა ყველა სახის რეკლამაზე. ასე მაგალითად: 2004-2008 წლებში რადიო რეკლამაზე დანახარჯები 5 მლნ. დოლარიდან 18 მლნ. დოლარამდე გაიზარდა; რეკლამა პრესაში იმავე პერიოდში 9 მლნ. დოლარიდან 23 მლნ. დოლარამდე; ტელე რეკლამაზე ხარჯებმა 29 მლნ. დოლარიდან 79 მლნ. დოლარს მიაღწია. საინტერესოა რეკლამის საეთერო დროისა და დანახარჯების მიხედვით ზრდის ტენდენციათა თანაფარდობა, სადაც კარგად ჩანს ინვესტიციების მკვეთრი ზრდა დროის ხანგრძლივობასთან. ბუნებრივია მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა მოაღწია საქართველომდეც და უკვე გამოჩნდა შედეგები საკმაოდ დინამიურად მზარდ სარეკლამო ბიზნესშიც. გლობალურმა კრიზისმა ზეგავლენა მოახდინა რეკლამის დამკვეთებზე, რომელთა ნაწილიც ტოვებს ბაზარს, ნაწილი კი ამცირებს მარკეტინგულ ხარჯებს და შესაბამისად მცირდება დაკვეთები რეკლამაზე. დღეის შედეგებით სახეზეა მედია ინფლაცია. ამას ადასტურებს ისიც, რომ ტელეკომპანიებმა დაიწყეს საეთერო დროის ეკონომპაკეტით გაყიდვები. მაგალითად, სარეკლამო კომპანია ედ კორპორაცია თებერვლის თვეში 4700 $-ად ყიდულობს მედია - პაკეტს, სადაც შედის სარეკლამო დრო ოთხ წამყვან ნაციონალურ არხზე - რუსთავი - 2“, „სტერეო“, „იმედიდამზე“, რომლის ღირებულება სულ რამდენიმე თვის წინ 10- ჯერ უფრო ძვირი (46.893 $) იყო.

ამრიგად, საქართველოში სარეკლამო და მედია ბაზარი სრულიად ახალგაზრდაა და მის განვითარების გზაზე მრავალი შემაფერხებელი ფაქტორი მოქმედებს, რომელთა დაძლევა აუცილებელია დარგის შემდგომი განვითარებისთვის, კერძოდ, ქართული კომპანიების მენეჯმენტში მარკეტინგული და სარეკლამო საქმიანობის კვალიფიკაცია დაბალია, ასევე, ჯერ კიდევ დაბალია ხარჯები მედია ბაზარზე. მედია საშუალებები საქართველოს მედია ბაზარზე ვერ ახერხებენ მომხმარებელთა სპეციფიკური მოთხოვნილებების ოპტიმალურად დაკმაყოფილებას და სეგმენტებზე გადანაწილებას, ხდება სამიზნე აუდიტორიის კანიბალიზაცია. ამიტომ საჭიროა სხვადასხვა სეგმენტისთვის გადაცემების მომზადება და კონკრეტული სეგმენტისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. მედია მენეჯმენტი პოლიტიზირებულია, ამის გამო ყველაზე რეიტინგლი გადაცემებიც კი იხურება, რაც დარგის განვითარებისთვის საზიანოა. უპირველეს ყოვლისა, პრობლემის დასაძლევად საჭიროდ მიმაჩნია ჟურნალისტების მხრიდან ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვა, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.

შეუსაბამობაა სარეკლამო ბაზრის შესაძლებლობებსა და წამყვანი ტელეკომპანიების აშკარად ხელოვნურ ზრდას შორის, რაც ხელს უშლის დარგში ჯანსაღ კონკურენციას. ამიტომ სარეკლამო და მედია ბაზრის ზრდისა და განვითარების აუცილებელი პირობაა, როგორც ეკონომიკური ზრდა, ასევე პოლიტიკური სტაბილურობა და სწორი სახელმწიფოებრივი მიდგომა.

ANNOTATION
Relationship between advertisment and media markets

Nana Kacitadze

In the following article is discussed the relationship between Georgian advertisement and media markets, the characteristics of its development after the passage to the market economics, current global economical crisis and the existing policy.

The author is especially interested with several factors, which hinders to the further development, - the irrelevant development of an advertising market and some falsely commercial TV channels, which by the author's point of view, can be explained only with politicizing the media and the government's wrong approach with it. Such an approach is versus to the market's law and hinders the free competition. So, the indispensable condition of advertising and media markets' growth and development is political stability, economical growth and right approach of the government.

The author thinks, that such problems could be overcome with a help of western experience, which must be assimilated and fitted to our country's audience.

13 არის თუ არა პასუხისმგებელი სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი აქციონერთა კრების გადაწყვეტილებაზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იური პაპასქუა

ჟურნალ „ბიზნესი და კანონმდებლობის“
მთავარი რედაქტორი, ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი, პროფესორი

მოჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისრედაქციაში ხშირად შემოდის შეკითხვები, რომლებიც სამეწარმეო და საგადასახადო პრობლემატიკას უკავშირდება. თავის მხრივ, ეს ნიშნავს, რომ ამ სფეროების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებში ჯერ კიდევ ბევრია ორაზროვანი ან ბუნდოვანი დებულებები, რომელთა ინტერპრეტირების გამო, ხშირია დავები სამეწარმეო სუბიექტებს, ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს შორის. მეტ წილ, დავები ხანგრძლივად მიმდინარეობს და შედეგად, არც არაობიექტური გადაწყვეტილებებია გამონაკლისი.

აღნიშნულის ერთ-ერთი მაგალითია შემდეგი მომართვა, სადაც აღნიშნულია, რომსააქციო საზოგადოების 2006 წლის მარტის საერთო კრების (ხმების უფლების 90,4%25-ის) გადაწყვეტილებით და საქართველოს კანონისმეწარმეთა შესახებშესაბამისად, შესატანის უკან დაბრუნების გზით პარტნიორთა ჯგუფმა 57 პროცენტი წილის აქციების სანაცვლოდ მივიღეთ უძრავი ქონება (აქტივები), რაც განხორციელდა წესდებაში ცვლილებების შეტანით და საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციით სამეწარმეო რეესტრში (2006 წლის ივლისში). ინფორმაცია პრესაში გამოვაქვეყნეთ 2006 წლის ივლისში და საზოგადოებიდან გასვლა ძალაში შევიდა 12 თვის შემდეგ, 2007 წლის ივლისში. ჯერ კიდევ ამ ვადის დადგომამდე 8 თვით ადრე, 2006 წლის ნოემბერში, ჩვენი გასვლის შემდეგ საზოგადოებაში დარჩენილმა პარტნიორებმა თავიანთი კუთვნილი აქციების წილის 95 პროცენტი მიყიდეს ერთ-ერთ შპს- ყოველგვარი პირობების ანუ საფინანსო მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე. ამჟამად მყიდველი აპროტესტებს, რომ პარტნიორთა გასვლის შემდეგ წარმოიშვა სავალდებულო გადასახადები: დღგ და მოგების გადასახადი და მოითხოვს ეს გადასახადები გადაიხადოს წინა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა და დირექტორებმა. ამავე დროს მას მიაჩნია, რომ სააქციო საზოგადოებას მივაყენეთ ზიანი.

გთხოვთ, გაგვიწიოთ კონსულტაცია და განგვიმარტოთ:

1. საერთო კრების მიერ მიღებული კანონიერი გადაწყვეტილების შედეგად წარმოშობილი სავალდებულო გადასახადები ითვლება თუ არა საზოგადოებისთვის ზიანის მიყენებად.

2. ვინაიდან პარტნიორთა ჯგუფმა გავიტანეთ 57 პროცენტი წილის აქციების ტოლფასი აქტივები და ამის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო საერთო კრებამ, სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორს ეკისრებათ თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა, მით უმეტეს ქონების გატანა და საწესდებო კაპიტალის შემცირება მოხდა მეწარმეთა კანონის ნორმების მიხედვით.

3. როდის წარმოიშვა გადასახადების გადახდის თარიღი:

) პრესაში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ;

) საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თარიღიდან;

) თუ სხვა პერიოდიდან (სტილი დაცულია).

როგორც ჩანს, საკითხი მართლაც აქტუალურია და ბუნებრივია, ჩვენ მას გამოვეხმაურეთ: კონკრეტული, უშუალოდ კითხვებთან დაკავშირებული პასუხი გაეგზავნა ადრესატს. მაგრამ ამასთან, გაგვიჩნდა სურვილი ჩვენს მკითხველსაც, ფართო აუდიტორიას მივაწოდოთ უფრო ვრცელი კომენტარი, გავუზიაროთ გამოცდილება, მივუთითოთ საყურადღებო დეტალებზე, რომლებიც შეიძლება მათაც წაადგეთ ანალოგიურ ვითარებაში საკუთარი პოზიციის ან გადაწყვეტილების მიღების არგუმენტირებისთვის.

წერილის ერთი გადაკითხვითაც აშკარაა, რომ განსახილველი საკითხი ეხება სამეწარმეო და საგადასახადო პრობლემატიკას. მასში მთავარია გამოვკვეთოთ თუ ვინ აგებს პასუხს აქციონერთა კრების გადაწყვეტილებიდან გამომდინარე შედეგებზე.

ვიდრე უშუალოდ ამ თემას შევეხებით, უპრიანია აღვნიშნოთ, რომ მეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონსა და საქართველოს საგადასახადო კოდექსში, შესაბამისად, 2008 წლის 14 მარტსა და 2008 წლის 26 დეკემბერს შევიდა ცვლილებები, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეცვალეს, უმეტეს წილად კი გაამარტივეს სამეწარმეო და საგადასახადო სფეროში ადრე მოქმედი ნორმები. ზოგადად აღიარებული პრინციპების თანახმად, რაიმე ქმედების ან უმოქმედობის შეფასებისას, ნორმის ცვლილების შემთხვევაში, თუ მსუბუქდება პასუხისმგებლობა, მოქმედებს ახალი დამძიმების შემთხვევაში კი ჩადენის დროისათვის მოქმედი ნორმა. მართალია, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ეს ცალკე მუხლად არაა ჩამოყალიბებული, მაგრამ იგულისხმება, ხოლო საგადასახადო კოდექსში კი უკვე პირდაპირაა დაფიქსირებული, რომ საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა - გამოიყენება სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა“ (125 - მუხლის მე-5 ნაწილი).

ამით იმის ხაზგასმა გვინდა, რომ საკითხის განხილვისას და მოქმედებების შეფასებისას უნდა ვისარგებლოთ ზემოაღნიშნული პრინციპით.

გარდა ამისა, აქედანვე შეიძლება ითქვას, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის, 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის და 53-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, კომანდიტური საზოგადოების შეზღუდული პარტნიორები (კომანდიტები), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, სააქციო საზოგადოებისა და კოოპერატივის პარტნიორები საზოგადოების ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე პასუხს არ აგებენ“, „სააქციო საზოგადოების აქციონერი პასუხს არ აგებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებებისათვის“. „აქციონერის ერთადერთი მოვალეობაა, შეიტანოს შესატანი კუთვნილი რაოდენობის აქციების მისაღებად“. ეს იმას ნიშნავს, რომ სააქციო საზოგადოებას, როგორც იურიდიულ პირს, გააჩნია აქციონერის პირადი ქონებისაგან და ვალდებულებებისგან გამოცალკავებული ქონება და ამ ქონებით უნდა უზრუნველყოს მან საკუთარი ვალდებულებების შესრულება. საზოგადოების ვალდებულებებზე კი აქციონერები, სამეთვალყურეო საბჭო და ვერც დირექტორი მატერიალურად პასუხს არ აგებენ (რა თქმა უნდა, თუ მათი მოქმედებით თუ უმოქმედობით წარმოქმნილ ზიანთან არ გვაქვს საქმე).

სააქციო საზოგადოების მართვის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება და ის უფლებამოსილია მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც საწარმოს ძირითად ინტერესებს შეეხება. კრებას უნდა დაესწროს (გადაწყვეტილებათა ნამდვილობას ადასტურებს) ნოტარიუსი და ოქმი მისი მონაწილეობით ფორმდება. კრების გადაწყვეტილება სავალდებულოა შესასრულებლად აქციონერებისა და საზოგადოების მართვის ყველა ორგანოებისთვის.

კრების კომპეტენციას განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლისმე - 6 პუნქტი. მასში აღნიშნულია:

საერთო კრება უფლებამოსილია:

) მიიღოს ცვლილებები სააქციო საზოგადოების წესდებაში;

) მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ;

) მთლიანად ან ნაწილობრივ გააუქმოს აქციონერის მიერ ფასიანი ქაღალდების უპირატესი შესყიდვის უფლება (ფასიანი ქაღალდების გამოშვების გზით კაპიტალის გაზრდის - შემთხვევაში);

) მიიღოს ან უარყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორების წინადადება მოგების გამოყენების შესახებ, ხოლო როცა ეს ორგანოები ვერ იძლევიან ერთიან წინადადებას - მიიღოს გადაწყვეტილება წმინდა მოგების გამოყენების შესახებ;

) მიიღოს გადაწყვეტილება სამეთვალყურეო საბჭოს შექმნის შესახებ (გარდა იმ შემთხვევისა, როცა სამეთვალყურეო საბჭოს შექმნა გათვალისწინებულია ამ კანონით);

) აირჩიოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ან გამოიწვიოს ისინი სამეთვალყურეო საბჭოდან, განსაზღვროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არჩევის ვადა;

) დაამტკიცოს დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშები;

) გადაწყვიტოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა შრომის ანაზღაურების საკითხი;

) აირჩიოს აუდიტორი;

) მიიღოს გადაწყვეტილებები სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორების წინააღმდეგ სასამართლო პროცესში მონაწილეობის შესახებ, ამ პროცესისათვის წარმომადგენლის დანიშვნის ჩათვლით;

) მიიღოს გადაწყვეტილებები საზოგადოების ქონების შეძენის, გასხვისების (ან ერთმანეთთან დაკავშირებული ასეთი გარიგებების) ან დატვირთვის შესახებ, რომელთა ღირებულება შეადგენს საზოგადოების აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტს, თუ წესდებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, გარდა ისეთი გარიგებებისა, რომლებიც წარმოადგენს ჩვეულ სამეწარმეო საქმიანობას.

ამდენად, ვფიქრობ, ეჭვს არ უნდა იწვევდეს, რომ ციტირებული მუხლის „ბ“ და „ლ“ პუნქტებზე დაყრდნობით, კრებას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან საზოგადოების აქციების, აქტივების ღირებულების ნახევარზე მეტის განკარგვის (გასხვისების) შესახებ და ამ გადაწყვეტილებიდან გამომდინარე ნებისმიერი (დადებითი თუ უარყოფითი) შედეგი არ შეიძლება საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორს მიეწეროს, რადგან, როგორც მომართვაშიცაა მითითებული, გადაწყვეტილება მიიღო აბსოლუტურმა უმრავლესობამ (90,4 %25).

გარკვეული აზრთა სხვაობა შეიძლება წარმოშვას აქციონერთა საზოგადოებიდან გასვლის ფორმამ: რასთან გვაქვს საქმე - საწარმოს რეორგანიზაციასთან, საწარმოს მიერ აქციის შეძენასთან, თუ შესატანის დაბრუნებასთან?

0x01 graphic

რეორგანიზაცია გულისხმობს საწარმოს გაყოფას, მათ შორის, ნატურითაც. თავის მხრივ, საწარმოს გაყოფა ნიშნავს თავდაპირველი საწარმოს ლიკვიდაციას და მის ბაზაზე სხვა საწარმოების შექმნას ან მისგან რამდენიმე საწარმოს გამოყოფას ისე, რომ თავდაპირველი საწარმო არ სწყვეტს ფუნქციონირებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თავდაპირველი საწარმო აგრძელებს არსებობას და მისგან გავიდნენ აქციონერები; თუ კი სააქციო საზოგადოებიდან გავიდნენ აქციონერები და მათ მიეცათ თავიანთი წილის ექვივალენტი ნატურით, ეს ნიშნავს, საწარმომ შეიძინა თავისი აქციები და გასულ აქციონერებს აუნაზღაურდა აქციების ღირებულება ნატურით. მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება საკითხი სხვადასხვა კუთხით შეფასდეს.

მომართვაში აღწერილი შემთხვევა ესადაგება შესატანის უკან დაბრუნების პროცედურას და ასეთ შემთხვევაში ეს პროცესი, შეიძლება ითქვას, განხორციელდა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის ადრე მოქმედი რედაქციის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებდა: საწესდებო კაპიტალის შემცირება შესატანების უკან დაბრუნებით იმ შესატანების მიმართ, რომლებიც პარტნიორების პასუხისმგებლობის მოცულობას განსაზღვრავს, შეიძლება განხორციელდეს საწესდებო კაპიტალის შემცირების რეგისტრაციიდან და გამოქვეყნებიდან 12 თვის შემდეგ, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი პარტნიორთა შეთანხმებით. ამ წესების დარღვევის შემთხვევაში გამოიყენება ამ კანონის 57- მუხლის 57.2 პუნქტის ნორმები ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ. თუ რომელიმე პარტნიორს შენატანი უკან დაუბრუნდება საწესდებო კაპიტალის რეგისტრირებული შემცირების გარეშე, კრედიტორისათვის ეს დაბრუნებად არ მიიჩნევა. პარტნიორი ვალდებულია საზოგადოებას დაუბრუნოს მიღებული თანხა.

ნუ ვიდავებთ, ამ შემთხვევისთვის დაცულია კანონის მოთხოვნები და შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის დადანაშაულება (მით უმეტეს, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა) აქ უადგილოა.

პრაქტიკაში სააქციო საზოგადოებიდან აქციონერის გასვლის სხვადასხვა ფორმა გვხვდება. საზოგადოებამ შეიძლება აქციონერისგან აქციები შეიძინოს (და ღირებულება გადაიხადოს ნატურით). ფაქტობრივად, განსახილველი შემთხვევა ამ ფორმასაც ჰგავს. ამ დროსაც ადგილი აქვს მიწოდებას და შეიძლება წარმოიქმნას საგადასახადო ვალდებულება - საწარმომ გაყიდა თავისი აქცია, პირს გადასცა საკუთრების უფლება, წარმოიქმნა დაბეგვრის ობიექტი:

საგადასახადო კოდექსის მე-20 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისთვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ;

საგადასახადო კოდექსის 170-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტის მიხედვით, დაბეგვრის ობიექტს წარმოადგენს რეზიდენტი იურიდიული პირის ჩვეულებრივი აქციების ან პარტნიორის წილის რეალიზაციით მიღებული ნამეტი;

ამ პროცესში, ცხადია, ყველაზე მნიშვნელოვანია მიწოდებული საქონლის (აქციის) ღირებულების განსაზღვრა. მეტი სიზუსტისათვის, აქ უნდა დავიმოწმოთ საგადასახადო კოდექსის 22-ე მუხლი - გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საქონლის/მომსახურების ფასის განსაზღვრის პრინციპები, რომლითაც განსაზღვრულია:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში დოკუმენტურად დადასტურებული საქონლის/ მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში - მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის 23- მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისთვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ ინფორმაციის, საფუძველზე. (11.07.2007. № 5280)

4. საქონლის/მომსახურების ბაზრად ითვლება ამ საქონლის/მომსახურების მიმოქცევის სფერო, რომელიც განისაზღვრება გამყიდველის/მყიდველის შესაძლებლობით, მნიშვნელოვანი დანახარჯის გარეშე გაყიდოს/შეიძინოს საქონელი/მომსახურება გამყიდველისათვის/მყიდველისათვის უახლოეს ტერიტორიაზე საქართველოში ან მისი ფარგლების გარეთ.

5. თუ საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგება ან ამ ბაზარზე ასეთი საქონლის/მომსახურების მიწოდება არ არსებობს, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება იმ ფასებით, რომლებიც ჩამოყალიბებულია იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების საფუძველზე, საქონლის/ მომსახურების რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისთვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს. (11.07.2007. №5280)

6. თუ ამ მუხლის პირველი- მე-5 ნაწილების დებულებათა გამოყენება შეუძლებელია, საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი (ტარიფი) დგინდება დანახარჯების, შესაძლო რეალიზაციის ფასის ან მისაღები სარგებლის განსაზღვრის მეთოდებით (25.05.2006. №3138).

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

71. 2007 წლის 1 სექტემბრიდანელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებსაქართველოს კანონით გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ან/და ელექტროენერგიის მიწოდებისას საგადასახადო მიზნებისათვის საბაზრო ფასად მიჩნეულ იქნეს საქართველოს მთავრობის მიერ (მათ შორის გაფორმებული შეთანხმებით) განსაზღვრული ფასი (27.02.2009. №1021).

8. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი შეიძლება იყოს საბითუმო და საცალო.

9. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/ მომსახურების თითოეული მიმღებისათვის - საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

10. საგადასახადო ორგანოს უფროსს/მის მოადგილეს უფლება აქვს გამოიტანოს მოტივირებული წერილობითი გადაწყვეტილება გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის საბაზრო ფასის გამოყენების შესახებ, თუ:

) გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე;

) საგადასახადო ორგანო ასაბუთებს, რომ გარიგების მონაწილეებს შორის გაცხადებული ფასი განსხვავდება ფაქტობრივი ფასისაგან.

აქ უნდა დავსძინოთ, რომ საქართველოში საწარმოთა აქციების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა ძალზედ რთულია: ფაქტობრივად, არ მოქმედებს საფონდო ბირჟები, არ ხდება აქციების კოტირება. ამდენად, აქცია, პირობითად, ღირს საწარმოს ქონების საბალანსო ღირებულება (ვალდებულებების გარეშე) გაყოფილი აქციათა რაოდენობაზე, სხვა ფასის არ არსებობის გამო, ეს არის მისი საბაზრო ფასიც (თუ კი მოხდა გარიგება და მიწოდება).

0x01 graphic

საწარმოს შეეძლო გასული აქციონერებისთვის კუთვნილი აქციების ღირებულების (წილის) სანაცვლოდ ამავე ღირებულების აქტივი (ფართი) გაეცა (აქციონერისგან აქცია შეეძინა ნომინალური ღირებულებით). სავარაუდოდ, ამ დროს ფასნამატი არ წარმოიქმნება და მაშასადამე, არც დაბეგვრის ობიექტია სახეზე.

თუმცა ეს პოლემიკის საგანია და სცილდება მთავარ საკითხს - არის თუ არა აქ სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორატის პასუხისმგებლობა. ყოველ შემთხვევისთვის, ამ მხრივ საერთო კრების გადაწყვეტილების გადასინჯვის საფუძველი ნამდვილად არ გვაქვს.

მომართვიდან (შეკითხვიდან) რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი არ ჩანს და აქედან გამომდინარე, დაბეჯითებით რომელიმე პოზიციის დაცვა ან უარყოფა დამოკიდებულია მათ არსში გარკვევაზე, კერძოდ, არ ჩანს როდის დაიწყო დავა და კონკრეტულად რაა დავის საგანი, რამ წარმოშვა ვალდებულებები, რომელსაც მხარე ზიანად აფასებს, აქტივი, რომელიც აქციონერებმა გაიტანეს, საწესდებო კაპიტალის ფორმირების შემდეგ შეიქმნა თუ წარმოადგენს შესატანს საწესდებო კაპიტალში და ა.შ. მათ შორის, შეიძლება ითქვას, რომ კრების გადაწყვეტილება არ არის საბოლოო და ის შეიძლება გასაჩივრდეს. მაგრამ გასათვალისწინებელია (ამასთან, მნიშვნელოვანი არგუმენტია) გასაჩივრდა თუ არა კრების გადაწყვეტილება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. ამ ნორმის თანახმად კი დაუშვებელია პარტნიორთა კრების, აგრეთვე, სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრება შესაბამისი ოქმის შედგენიდან 2 თვის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრება (სხდომა) მოწვეულ იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევით; ამ შემთხვევაში გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადა ერთი წელია.

განსახილველი მაგალითიდან მნიშვნელოვანია გაირკვეს კონკრეტულად თუ რას უკავშირდება ახლად წარმოქმნილი ვალდებულებები, რომელსაც მხარე განიხილავს, როგორც ზიანს.

რა შემთხვევასთანაც არ უნდა გვქონდეს საქმე, ერთი კი ცხადია (მოცემულობიდანაც ასე იკითხება), რომ საზოგადოებიდან აქციონერები გავიდნენ, აქციონერთა გასვლა საზოგადოებიდან განხორციელდა მართვის უმაღლესი ორგანოს გადაწყვეტილებით, მათი უფლების რეგისტრაცია მოხდა საჯარო რეესტრში და თუ კი ამ მოქმედების შედეგად წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, ეს არ შეიძლება განვიხილოთ როგორც ზიანი და ის დავაკისროთ სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატს, მით უმეტეს, აქციების სანაცვლოდ საწარმოს მთლიანი ქონების 50 %25-ზე მეტი აქტივების გაცემის (განაწილების) კომპეტენცია მათ არ გააჩნდათ და არც გადაწყვეტილება მიუღიათ.

თუ საგადასახადო კოდექსის მიხედვით ვიმსჯელებთ, (მუხლი 214-ე),

1. პირის (პირთა) მიერ იურიდიული პირისათვის მასში 50 პროცენტი ან მეტი წილის (აქციების) სანაცვლოდ აქტივების გადაცემა (დავალიანებით ან მის გარეშე) არ წარმოადგენს აქტივების მიწოდებას.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მიმღები მხარისათვის აქტივების ღირებულება იგივეა, რაც მიმწოდებელი მხარისათვის მათი ღირებულება გადაცემის მომენტისათვის.

3. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული გაცვლის შედეგად მიღებული პარტნიორის წილის ღირებულება ტოლია გადაცემული აქტივების ღირებულებისა, გადაცემული (შესაბამისი) დავალიანების გამოკლებით.

4. ამ მუხლის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ აქტივებზე, რომლებიც ამ კოდექსის XXV თავის შესაბამისად ექვემდებარება ამორტიზაციას ჯგუფური მეთოდით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ერთდროულად გაიცემა ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფის ყველა აქტივი. (26.12.2008 №871. ამოქმედდეს 2009 წლის 1 იანვრიდან).

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნული ამორტიზაციის ერთი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივის გადაცემის შემთხვევაში მათი მიმღები აქტივების ღირებულებად იღებს გადაცემის მომენტისათვის ჯგუფის ღირებულებით ბალანსს, ხოლო თუ გადაეცემა ამორტიზაციის ერთზე მეტი ნორმის მიხედვით დაჯგუფებული ჯგუფების ყველა აქტივი, მიღებული ღირებულებითი ბალანსი ჯგუფების აქტივებს შორის გადანაწილდება გადაცემის მომენტისათვის მათი საბაზრო ფასის პროპორციულად და გადამცემი მხარე სანაცვლოდ მიღებული პარტნიორის წილის (აქციების) ღირებულებად იღებს ჯგუფის (ჯგუფების) ღირებულებით ბალანსს გადაცემის მომენტისათვის.

6. ეს მუხლი არ ვრცელდება უფლებრივი ნაკლის მქონე აქტივების გადამცემზე, თუ დავალიანება აღემატება გადაცემული აქტივების ღირებულებას.

0x01 graphic

თუ ჩავუკვირდებით, ეს ის შემთხვევაა, როცა პირი (ფიზიკური, იურიდიული და ინდივიდუალური მეწარმე) იურიდიულ პირს გადასცემს აქციებს და ეს, როგორც მოცემულობიდან ირკვევა, აქციონერთა ნაწილის გასვლის შემდეგ მოხდა (უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, უძრავ ნივთზე უფლება, უფლების შეზღუდვა, უძრავ ნივთზე მიბმული ვალდებულება, ყადაღა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა წარმოშობილად, შეცვლილად ან შეწყვეტილად, ხოლო საკუთრების უფლება მიტოვებულად ან შეცვლილად ითვლება რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან), მაშინ, როდესაც დარჩენილმა აქციონერებმა თავიანთი აქციები გადასცეს იურიდიულ პირს. როგორც უკვე ვიცით, საზოგადოებიდან აქციონერთა ნაწილის გასვლის (ანუ მათი უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის) შემდეგ იურიდიულმა პირმა შეიძინა აქციები დარჩენილი აქციონერებისგან და თუ ამ დროს, ან შემდგომში, აქციათა გადაფასების, ან სხვა ოპერაციის შედეგად წარმოიქმნა ფასნამატი (დაბეგვრის ობიექტი), მათი საწარმოს წინა ხელმძღვანელობაზე გადაკისრების საფუძველი არც ამ შემთხვევაში არსებობს.

მაშასადამე, თუ აქციონერთა კრებამ თავის კომპეტენციის ფარგლებში მიიღო გადაწყვეტილება, აქედან გამომდინარე, წარმოქმნილ ვალდებულებებზე სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის დადანაშაულება (ზიანის ანაზღაურების დაკისრება) არ იქნება სამართლიანი.

14 მონოპოლიები და კონკურენცია

▲ზევით დაბრუნება


ეკონომიკური პოლიტიკის როლი კონკურენციული
უპირატესობისა და კონკურენტუნარიანობის
მიღწევის სტრატეგიაში

საზოგადოებას, რომელიც თავისუფალ ეკონომიკურ სისტემას აშენებს, აუცილებლად სჭირდება ჩამოყალიბებული ეკონომიკური პოლიტიკა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილი კონკურენციის პოლიტიკა უნდა იყოს. იმისათვის, რომ ქვეყანამ რეალურად გაატაროს კონკურენციული პოლიტიკა, აუცილებელია (მაგრამ არასაკმარისი), შესაბამისი საკონკურენციო კანონმდებლობის არსებობა.

კონკურენციის ეროვნული პოლიტიკა შეიძლება მოტივირებული იყოს სხვადასხვა მიზნებით, როგორიცაა: სამართლიანობა, წესიერება, ვაჭრობის წახალისება და ეკონომიკური ეფექტიანობის ამაღლება. პრაქტიკაში კონკურენციული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ კონკურენცია არ იქნეს მიზანშეუწონლად შეზღუდული სახელმწიფოს და კერძო ეკონომიკური აგენტების დისკრიმინაციული, ან არაკეთილსინდისიერი ქმედებებით.

საზოგადოდ, კონკურენციის ეკონომიკური პოლიტიკის პრაქტიკული რეალიზაცია შიდა და გარე ბაზარზე ხელს უწყობს ქვეყნის ჩართვას შრომის საერთაშორისო განაწილებისა და საბაზრო ურთიერთობების განვითარების პროცესში, რომელიც თავის მხრივ, გულისხმობს ქვეყნის მონაწილეობას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასა და სხვა საერთაშორისო ეკონომიკურ კავშირებში.

კონკურენციის დაცვისა და რეგულირების ეფექტური მექანიზმით „შეიარაღებული” ეკონომიკური პოლიტიკა ქვეყანას აძლევს რეალურ საშუალებას საყოველთაოდ მიღებული კანონიერი გზით დაიცვას შიდა ბაზარი ეკონომიკურ აგენტთა, მათ შორის, იმპორტიორთა მხრიდან კონკურენციის შემზღუდავი მოსალოდნელი ქმედებებისაგან და უზრუნველყოს ასეთი ქმედებებით გამოწვეული ზიანის საკომპენსაციო მარეგულირებელი სპეციალური ზომების განხორციელება. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კონკურენციული კანონმდებლობის სრულყოფილებას შედარებით პატარა ქვეყნებისათვის (მცირე ზომის ეკონომიკის მქონეთათვის), მით უმეტეს, თუ ისინი საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებს წარმოადგენენ. საქმე იმაშია, რომ გლობალიზაციის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან, უშუალოდ ზემოქმედებს თითოეული ქვეყნის ეკონომიკის, მისი დარგებისა თუ პროდუქციის კონკურენტუნარიანობის დონესა და ხარისხზე. თანამედროვე მსოფლიოში ნებისმიერი ცალკე აღებული ქვეყნის კონკურენტუნარიანობა დიდადაა დამოკიდებული მისი ეკონომიკის მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრირების დონეზე.

ცხადია, გლობალიზაციისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პირობებში, რაც ერთის მხრივ, აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკისა და მისი პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, სერიოზული საშიშროება ექმნება მცირე ზომის ქვეყნის ეკონომიკას, რომ ამ ქვეყანაში არსებულ შედარებით მცირე ზომის ფირმებს (მსოფლიო მასშტაბით) არ შეექმნას ბარიერები ბაზარზე თავისუფალი ფუნქციონირებისათვის მსხვილი, ტრანსნაციონალური კომპანიებისა და მათი ფილიალების მხრიდან მოსალოდნელი დისკრიმინაციული, კონკურენციის შემზღუდავი საბაზრო ქცევის პირობებში. ამ თვალსაზრისით, კონკურენციული კანონმდებლობაა ის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს სათანადო ჯანსაღი კონკურენციული ბიზნეს - გარემო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა ეკონომიკური აგენტისათვის და უპირველეს ყოვლისა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის.

აღნიშნულ გარემოებათა ანალიზი იძლევა საფუძველს ითქვას, რომ კონკურენციული კანონმდებლობის სრულყოფილება და მისი პრაქტიკული რეალიზაციის ეფექტურობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ისეთი პატარა ქვეყნების, როგორიცაა საქართველო, ეკონომიკურ დამოუკიდებლობასა და გარკვეულწილად პოლიტიკურსაც, რადგან მას შეუძლია უზრუნველყოს სამამულო მწარმოებლებისთვის (რომლებიც ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, ვერ იქნებიან მსხვილი კომპანიები) და საერთოდ ყველა მცირე და საშუალო ზონის ეკონომიკური აგენტისათვის ნორმალური პირობები ფუნქციონირებისათვის. ამ შემთხვევაში სამამულო საქონელმწარმოებლებსაც მიეცემათ საერთაშორისო ბაზრის ცალკეულ სეგმენტებზე კონკურენციული უპირატესობის მოპოვების შანსი.

სადავო არაა, რომ კონკურენციული უპირატესობის გარეშე, გლობალიზაციისა და საერთაშორისო კონკურენციის თანამედროვე ეტაპზე ნებისმიერი ქვეყანა განწირულია იმისათვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე მას მუდმივად ეკავოს მხოლოდმომხმარებლის ნიშა”, ხოლო მისი მოსახლეობა თავისი მოხმარების მოცულობითა და სტრუქტურით იყოს ასევე მუდმივადღარიბთაკატეგორიაში. სწორედ ამიტომ სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენენ თეორიული გამოკვლევები და პრაქტიკული ხასიათის დამუშავებები კონკურენციული უპირატესობის მიღწევის სტრატეგიისა და ტაქტიკის სფეროში. სამწუხაროდ, საქართველოში ამ პრობლემას ჯერჯერობით სათანადო ყურადღება არ ექცევა. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ისეთი ქვეყნებიც კი, რომლებიც დღეისათვის მაღალგანვითარებულად ითვლებიან, ეკონომიკაში წამყვან როლს მცირე საწარმოებს ანიჭებდნენ. მოგვიანებით, ამ ქვეყნების ეკონომიკაში დიდი ადგილი დაიკავეს მსხვილმა კორპორაციებმა. დაკვირვებისა და ანალიზის საფუძველზე ეკონომისტებმა დაასკვნეს, რომ მათი მომრავლება, როგორც წესი, აკნინებს კონკურენციას და ხელს უშლის არსებული რესურსების ოპტიმალურ ათვისება - გამოყენებას.

აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ თავისუფალი ბაზრის სასარგებლოდ არსებული ეკონომიკური მტკიცებულებები შორს არიან იმ აზრისაგან, რომ ბაზარი ყოველთვის სწორად ფუნქციონირებს და ავტომატურ რეჟიმში ახერხებს კონკურენციის დაცვას. როგორც ორასწლიანი გამოცდილება აჩვენებს, საბაზრო სისტემა არასოდეს თვითონ არ ქმნიდა და არც დღეს ქმნის გარემოს თავისუფალი კონკურენციისათვის. უფრო მეტიც, გარედან ჩარევის გარეშე სისტემა მიისწრაფვის „მონოპოლიზაციისაკენ”. ადგილი აქვს ხოლმე შეთანხმებებს ცალკეულ საქონელმწარმოებლებს შორის პროდუქციაზე ფასების ზღვრულ დანახარჯებზე გაცილებით ზემოთ დაფიქსირების თაობაზე. იმავდროულად ხდება სასაქონლო მომხმარებელთა უფლებების შელახვა. გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების განვითარების ანალიზი ასევე ცხადყოფს, რომ კონკურენცია რესურსების ეფექტური გამოყენების, მინიმალური საწარმოო დანახარჯების პირობებში ეროვნული სიმდიდრის ზრდის მნიშვნელოვანი წინაპირობაა. გამოცდილება იმასაც აჩვენებს, რომ ხშირად არარეგულირებადი ბაზარი, სადაც კონკურენცია „თავის ნებაზეა მიშვებული”, გადაიზრდება საპირისპირო მოვლენაში - მონოპოლიაში, რომელსაც შედეგად მოჰყვება ეკონომიკური განვითარების დინამიზმის დაკარგვა და სტაგნაცია, რაც საბოლოო ანგარიშით იწვევს საზოგადოებრივი კეთილდღეობის შემცირებას.

ეს კი აიძულებს საზოგადოებას კონკურენციის უზრუნველსაყოფად, კონკურენციის დასაცავად და საერთოდ, საკონკურენციო ეკონომიკური პოლიტიკის შექმნისა და სრულყოფისათვის მოახდინოს სპეციალური საკანონმდებლო მექანიზმის ფორმირება და რეალიზაცია. ამიტომ საკონკურენციო კანონმდებლობა ყველა ქვეყანაში მოწოდებულია საბაზრო მექანიზმის ზოგიერთი ნეგატიური ნიშნის გამოსწორებისა და გარკვეულწილად სახელმწიფო რეგულირებისათვის.

საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო ზოგჯერ იძულებული ხდება ჩაერიოს საბაზრო მექანიზმის მუშაობაში”. აუცილებელ შემთხვევებში მან უნდა აკონტროლოს და არეგულიროს ცალკეული სამეწარმეო სუბიექტების საქმიანობა, რათა თავიდან იქნეს აცილებული საზოგადოებისთვის დამღუპველი მონოპოლიზებისა და არაკეთილსინდისიერი საქმიანი პრაქტიკის პროცესები, მაქსიმალური მოგების მიღების ძირითადი მოტივი ჩაყენებულ იქნეს საზოგადოების ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინტერესების სამსახურში.

საქონელსა და მომსახურებაზე მოთხოვნა - მიწოდების დაბალანსება ხდება უშუალოდ ბაზარზე, რომელიც რაც უფრო კონკურენციულია, მით უფრო მოგებულია საზოგადოება. ამდენად, კონკურენცია საბაზრო ეკონომიკაში ფასწარმოქმნის მექანიზმის ისეთ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, რომლის (სამართლიანი კონკურენციული გარემოს) არსებობის საჭიროება უკვე დიდი ხანია აღიარებულია მთელ მსოფლიოში.

კანონმდებლობა კონკურენციისა და მონოპოლიების შესახებ შედარებით ახალი მოვლენაა საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებასა და სამართლებრივ სისტემაში. ჩვენთან, ისევე როგორც სხვა პოსტსოციალისტურ ქვეყნებში, მას საფუძველი ჩაეყარა გეგმიური ეკონომიკის რღვევისა და საბაზრო ურთიერთობებზე გადასვლის საწყის ეტაპზე, კერძოდ, XX საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს. შესაბამისად, უკვე 1992 წელს სახელმწიფო საბჭოს მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი „მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ”, რომელიც ჩანაცვლებულ იქნა „მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ” საქართველოს 1996 წლის კანონით. მოგვიანებით, 2005 წლის 3 ივნისს მიღებულ იქნა კანონი თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”, რომელიც საქართველოს კონსტიტუციასთან და კონკრეტული დარგების კონკურენციული ურთიერთობების მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებთან ერთად წარმოადგენს ქვეყნის კონკურენციულ კანონმდებლობას და ეკონომიკის ანტიმონოპოლიური რეგულირების სამართლებრივ საფუძველს.

სამწუხაროდ, ეს კანონი/„თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ”/ თავისი შინაარსით და კონკურენციის სფეროში საყოველთაოდ დამკვიდრებული ნორმებისა და კრიტერიუმებისადმი შესაბამისობის თვალსაზრისით მნიშვნელოვნად უკან გადადგმული ნაბიჯია ადრინდელ/„მონოპოლიური საქმიანობისა და კონკურენციის შესახებ”/კანონთან შედარებით; მას არაფერი აქვს საერთო კონკურენციული კანონმდებლობის არც ამერიკულ და არც ევროპულ მოდელთან, არ ასახავს რა ეკონომიკურ აგენტთა დომინირებული მდგომარეობის, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და შერწყმების, ასევე არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთისა და რეგულაციის პრობლემატიკას.

არადა, დღეს უკვე სადაო არაა (არ უნდა იყოს), რომ საზოგადოდ გარე სამყაროსთან და კერძოდ, მსოფლიო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საერთაშორისო საკონკურენციო ნორმებთან და კრიტერიუმებთან ჰარმონიზებული ქვეყნის საკონკურენციო პოლიტიკა წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკის ხერხემალს; მის სწორ წარმართვაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობა და მისი დინამიური და სამართლიანი განვითარება. აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეწარმეებს და მთლიანად საზოგადოებას კარგად ექნება გაცნობირებული ანტიმონოპოლიური რეგულირების აუცილებლობა და მისი რეალიზაციის ეკონომიკურ - სამართლებრივი ინსტრუმენტარის ობიექტურობა და ეფექტურობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს რადიკალურად ახალი კანონი კონკურენციის შესახებ (არსებულში კოსმეტიკური ვერ უშველის), რომელშიც გათვალისწინებულ იქნება არსებული მსოფლიო გამოცდილება მოდელური კანონის სახით, მაქსიმალურად დაუახლოვდება ევროკავშირის საკონკურენციო კანონმდებლობას და ასევე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნებს კონკურენციის სფეროში.

შალვა გოგიაშვილი,
ეკონომიკის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და
ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი

ANNOTATION
The Role of Economic Policy in the Strategy of Reaching the Competitive Preference and Competitivenes

Shalva Gogiashvili,
Doctor of Economics, associated Professor
of the Faculty of Economy and Business at the
Tbilisi State University n.a. Iv.Javakhishvili

At the present stage of globalization and international competition, any state lacking the competitive preference and competitiveness is bound to permanently occupy only „the consumer's niche“ and the population thereof may also permanently remain poor due to the volume and structure of their consumption. Therefore, the theoretical studies and empirical researches in the field of competitive preference and accordingly, strategy and tactics of reaching the competitiveness keep the increasing importance. Unfortunately, Georgia has not paid the relevant attention to and allocated sufficient resources for studies in the field above yet. However, it is established fact that the said objective may not be attained without the antitrust laws based on globally acknowledged competition norms and the impactful operation of the duly authorized institution in charge of enforcement thereof.

The economic policy armed with the effective mechanisms of protection and regulation of the competition allows a state the real opportunity of protection of the domestic market by the globally acknowledged lawful means against any competition restrictive actions of economic agents (including importers) and provision of implementation of the specific measures intended for regulation of indemnification of damages resulting from such actions. Comprehensiveness of the competition laws and effectiveness of its actual enforcement plays the important role in economic independence of minor states like Georgia so far as that may ensure the normal conditions of operation for domestic producers (that may not constitute major companies due to the national scale) and all minor and medium economic agents in general. If so, domestic manufacturers may also have the chance for reaching the competitive preference within specific segments of the global market.

15 გარე მიგრაცია და საქართველო

▲ზევით დაბრუნება


გარე მიგრაციამ საქართველოს მოსახლეობის ფორმირებაში დიდი როლი შეასრულა. ქვეყანა საუკუნეების განმავლობაში, მტრის გამუდმებული შემოსევებისაგან იყო გაპარტახებული და სისხლისგან დაცლილი. ტერიტორიების დიდი ნაწილი მცირედდასახლებული ან საერთოდ დაუსახლებელი იყო.

შედარებით მშვიდობიანი ცხოვრების პირობებში, ბუნებრივი და მიგრაციული მატების შედეგად, საქართველოს მოსახლეობა XIX საუკუნეში მილიონზე მეტით გაიზარდა და საუკუნის ბოლოს, 1897 წლის აღწერით, 1894 ათასს მიაღწია. ქართველი მეცნიერები ამ მონაცემებს სადავოდ მიიჩნევენ. პ. გუგუშვილის შეფასებით, 1897 წელს საქართველოს მოსახლეობა 1929,0 ათასს, აღწევდა ვ. ჯაოშვილის მოსაზრებით - 1919,4 ათასს, ხოლო კ. ანთაძის დასკვნით - 1867,4 ათასს.

ჩვენი აზრით, XIX საუკუნეში საქართველოს მოსახლეობის ფორმირებაზე გარე მიგრაციის გავლენის შეფასების ერთადერთი მეთოდი არსებობს: მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, მოსახლეობის გარედან შემოსული მოსახლეობით გამოწვეული ცვლილება. XIX საუკუნეში შემცირდა სატიტულო (ქართველები, აფხაზები) და გაიზარდა არატიტულოვანი მოსახლეობის როგორც აბსოლუტური რიცხვონობა, ისე ხვედრი წილი. პ. გუგუშვილის მონაცემებით, 1800-1897 წლებში, ქართველების რიცხოვნობა საქართველოში, 89-დან 67,9%25-მდე, ხოლო აფხაზების 6,6-დან 2,2%25-მდე შემცირდა. სამაგიეროდ, გაიზარდა ოსების რაოდენობა 3,7-დან 4,2%25-მდე, ხოლო სომხების - 6-დან 10,3%25-მდე, აზერბაიჯანელების (თურქების და სპარსელების ჩათვლით) - 3,8-დან 4,2%25-მდე, ბერძნების -0,1-დან 2%25- მდე (500-დან 38,5 ათასამდე). შესაბამისად, ბერძნების რიცხვი საქართველოში XIX საუკუნეში გაიზარდა 77-ჯერ. აღსანიშნავია, რომ რუსების და გერმანელების რიცხოვნობამ სტატისტიკურ მნიშვნელობას საქართველოში მიაღწია XIX საუკუნის შუა ხანებში. მაგალითად, რუსების რიცხოვნობა (უკრაინელების და ბელორუსების ჩათვლით) 1865- 1897 წლებში 25,9 ათასიდან 101,0 ათასამდე, ე.ი. 4-ჯერ, ხოლო გერმანელების რიცხოვნობა 4,2-დან 7,4 ათასამდე, ე.ი. 1,8-ჯერ გაიზარდა.

XIX საუკუნეში საქართველომ მიგრაციის შედეგად იმავდროულად, თავისი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგა. 1866 წლის აფხაზეთის აჯანყებისა და რუსეთ- თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ, თურქეთთან კავშირის ბრალდებით აფხაზების დაახლოებით ნახევარს, რუსეთმა სამშობლოს დატოვება აიძულა, რაც საქართველოს ისტორიაში მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი. თუ 1800 - 1865 წლებში აფხაზების რიცხოვნობა საქართველოში 52 ათასიდან 60 ათასამდე გაიზარდა, მუჰაჯირობის შედეგად მათი რიცხვი შემცირდა 38 ათასამდე. რუსეთის მიერ აფხაზების გენოციდის და აფხაზეთის ტერიტორიის ეთნოწმენდის წინააღმდეგ მაშინდელმა მოწინავე ქართულმა საზოგადოებამ ილია ჭავჭავაძის მეთაურობით მკაცრად გაილაშქრა.

ვ.ჯაოშვილის ცნობით, „იმასთან დაკავშირებით, რომ აფხაზების დაახლოებით ნახევარი 1866 - 1878 წწ. თურქეთში გადასახლდა, მთელი რიგი სოფლები სრულიად დაცარიელდა. რუსეთმა მალე ამ მიწებზე გარედან მოსული ემიგრანტების თურქეთიდან გამოდევნილი სომხების და ბერძნების ჩამოსახლება დაიწყო. ისინი ძირითადად დღევანდელი სოხუმის, გულრიფშის და გაგრის რაიონების ტერიტორიაზე სახლდებოდნენ.

XIX საუკუნის პირველ მესამედში, ვ. ჯაოშვილის შეფასებით, მოსახლეობის აბსოლუტური მატების 25,0%25 მიგრაციულ მატებაზე მოდიოდა. შემდგომში მიგრაციის დონე კიდევ უფრო გაიზარდა. XIX საუკუნის საქართველოს მოსახლეობის მიგრაციული მატების შესაფასებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველების რიცხოვნობა მხოლოდ ბუნებრივი მატებით იზრდებოდა, ხოლო არაქართველების - როგორც ბუნებრივი, ისე მიგრაციული მატების ხარჯზე (იხ. ცხრილი).

საქართველოს დემოგრაფიული ათვისება - კოლონიზაცია გარედან მოსახლეობის ჩამოსახლების საშუალებით, განსაკუთრებით XX საუკუნის 30-იან წლებში გაძლიერდა. ჩვენი შეფასებით, 1897-1939 წლებში, საქართველოს მოსახლეობა მიგრაციული მატებით 314,2 ათასით გაიზარდა, რაც ამ პერიოდის მოსახლეობის მთელი მატების, 19,5%25 შეადგენს. ამის შედეგად, ქართველების ხვედრი წილი მთელ მოსახლეობაში, 67,9%25-დან 61,4%25-მდე შემცირდა.

ცხრილი

ქართველი და არაქართველი მოსახლეობის მატება XIX საუკუნეში

რიცხოვნობა,
ათასი მცხოვრები

1800-1897

1800

1897

აბსოლუტური
მატება

ზრდის
ტემპი

ქართველები არაქართველები

600
75

1310
619

710
544

2,2
8,3

სულ

675

1919

1244

2,8

მოგვიანებით, რუსი ავტორები ამაყობდნენ იმით, რომ ეროვნულ პროცესებზე მიგრაციული პროცესების ზემოქმედების შედეგად, იზრდებოდა მოკავშირე რესპუბლიკების მრავალეროვნულობა. 1990-იანი წლებისათვის, აღნიშნავდა . ბრომლეი, საბჭოთა კავშირის მოსახლეობის დაახლოებით 20,0%25 (დაახლოებით 58 მილიონი ადამიანი - მ.ხ.) არ მიეკუთვნება იმ რესპუბლიკების აბორიგენ მოსახლეობას, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ის, რაც ქართველების მხრიდან შეფასებულია დემოგრაფიულ ექსპანსიად, რუსების მიერ აღქმული იყო დახმარებად. საბჭოთა დემოგრაფიულ ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ 1926-1939 წლებში, მოკავშირე რესპუბლიკები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი, რესპუბლიკები, რომლებიც იზიდავდნენ მოსახლეობას გარედან; მეორე ჯგუფი, რესპუბლიკები, რომლებიც აძლევდნენ თავისი მოსახლეობის ნაწილს ინდუსტრიალიზაციისა და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაციისათვის. მათი აზრით, პირველ ჯგუფს მიეკუთვნებოდა სამხრეთ კავკასია და შუა აზიის რესპუბლიკები, რომლებშიც მოსახლეობის მატება მნიშვნელოვნად აღემატებოდა საზოგადოებრივი პროდუქტის მატებას.

ბუნებრივად ისმის კითხვა: თუ კონკრეტულად, საქართველოში მოსახლეობის მატება აღემატებოდა საზოგადოებრივი პროდუქტის მატებას, მაშინ რა საჭირო იყო გარედან მოსახლეობის მოზიდვა? როგორც თავის ერთ-ერთ გამოსვლაში პ. გუგუშვილმა აღნიშნა, იმ რესპუბლიკებში (ე.ი. რუსეთში) არ მიმდინარეობდა ინდუსტრიალიზაცია და კოლექტივიზაცია?

საქართველოს მოსახლეობის გარე მიგრაციის შესაფასებლად 1939 წლიდან 1950 წლის ჩათვლით, არანაირი მეტ-ნაკლებად სანდო სტატისტიკა არ გაგვაჩნია. მართალია, 1941-1945 წლებში საქართველოში ევაკუირებული იყო მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა, მაგრამ უნდა ვივარაუდოთ, რომ ომის დამთავრების შემდეგ მათი უდიდესი ნაწილი უკან დაბრუნდა.

გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან იწყება საქართველოდან მოსახლეობის უფრო ინტენსიური გასვლა, ვიდრე შემოსვლა. ამის მიზეზი იყო საქართველოში ცხოვრების დონის მნიშვნელოვანი დაცემა. 1955-1985 წლებში, ცხოვრების დონის ძირითადი მაჩვენებლით საქართველო ეროვნული შემოსავლის ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საბჭოთა კავშირის დანარჩენ რესპუბლიკებს დაახლოებით 30%25-ით ჩამორჩებოდა.

1990-იანი წლების შემდეგ, საქართველოში საყოველთაო კრიზისი გამეფდა. შედეგად საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის არნახული მასშტაბების ემიგრაცია მივიღეთ. 1991-2000 წლებში, საქართველოს მიგრაციულმა კლებამ 1082,4 ათასი მცხოვრები შეადგენა, რაც 1950-2007 წლების მიგრაციული კლების 71,6%25 შეადგენს. საქართველოს მოსახლეობის ემიგრაციის პიკი 1992-1995 წლებზე მოდიოდა. თავდაპირველად, ემიგრაციის ვექტორი რუსეთზე და თურქეთზე გადიოდა. რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემოღებამ, ხოლო თურქეთში სამუშაო ძალის დაბალმა ფასმა, მიგრაციული პროცესები დასავლეთ ევროპისა და აშშ-სკენ გადაიტანა.

ცხადია, რომ 1990 წლის შემდეგ 5,4 მილიონიანი ქვეყნიდან, მილიონზე მეტი ადამიანის წასვლას, ქვეყნის მიგრაციული პოტენციალი უნდა შეესუსტებინა. მაგრამ, 2000-იან წლებში ჩატარებული გამოკვლევებით აღმოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობას, მათ შორის სტუდენტ ახალგაზრდობას კვლავ მაღალი ემიგრაციული განწყობა აქვს. . ჭელიძის გამოკვლევით, გამოკითხული სტუდენტების 61%25 სურს ემიგრაციაში წასვლა. ჩვენი გამოკვლევით, გამოკითხულ სტუდენტთა 65,9%25 სურს წასვლა საქართველოდან, მათ შორის 7,4%25- - მუდმივად, ხოლო 58,5%25- - დროებით.

დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ განხილულ პერიოდში, 1800-2008 წლებში, საქართველოს მოსახლეობის ფორმირებაში გარე მიგრაცია როგორც მოსახლეობის ზრდის, ისე კლების მიმართულებით მოქმედებდა. კერძოდ, 1800- 1939 წლებში საქართველოს მიგრაციული მატება 858,2 ათასს შეადგენდა, 1939-1950 წლებში - 0-ს, 1950-2008 წლებში - 1512,4 ათას მცხოვრებს. შედეგად, საქართველოს მოსახლეობის მიგრაციულმა კლებამ 1800-2008 წლებში, შეადგინა 654,2 ათასი კაცი.

ისტორიულად, ქართველები საბჭოთა კავშირში მცხოვრები სხვა ერებისაგან ყველაზე დაბალი მიგრაციული მობილურობით გამოირჩეოდნენ. 1897 წელს, საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველების მხოლოდ 1,4, ხოლო 1989 წელს - 4,9%25 ცხოვრობდა, რაც საბჭოთა კავშირში მცხოვრებ ყველა ერს შორის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო.

საინტერესო შედარება გააკეთა ა. თოთაძემ - „რუსეთის მიერ საქართველოს სახელმწიფოებრიობის გაუქმებისა და მისი შეერთების შემდეგ მთელმა მეცხრამეტე საუკუნემ ისე განვლო, რომ გასული საუკუნის მიწურულისათვის - 1897 წელს, საქართველოს გარდა, მთელი რუსეთის იმპერიაში მხოლოდ 18 ათასი ქართველი ცხოვრობდა, მაშინ როდესაც ამავე წელს რუსების რაოდენობამ საქართველოში 98 ათასს გადააჭარბა. ასე გრძელდებოდა მეოცე საუკუნეშიც. მოსახლეობის 1979 წლის აღწერით, საქართველოში ცხოვრობდა 361,6 ათასი რუსი, ხოლო რუსეთში ცხოვრობდა 89 ათასი ქართველი.

1990-იანი წლების შემდეგ, ემიგრაციაში ძირითადად მონაწილეობდა არაქართველი მოსახლეობა. ჩვენი შეფასებით, 1989-2002 წლებში, ქართველების მიგრაციულმა კლებამ 263,5 ათასი მცხოვრები შეადგინა, რაც საერთო მიგრაციული კლების 24,3%25-ის ტოლია. მ.ტუხაშვილის შეფასებით, 1989-2002 წლებში, საქართველოდან საზღვარგარეთ მუდმივად გადასახლდა ერთი მლნ. მიგრანტი; ამათგან ქართველია 29,5%25. განსხვავება ჩვენსა და მ.ტუხაშვილის მონაცემებს შორის (24,3 და 29,5), როგორც ჩანს, გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ მ.ტუხაშვილის მიერ ქართველების ხვედრი წილი შეფასებულია საქართველოდან წასულების (გადასახლებულების) ნაკადში, ხოლო ჩვენს მიერ, მიგრაციულ მატებაში. ყოველ შემთხვევაში, მაჩვენებლები არსებითად არ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ქართველების გარე მიგრაციაში მონაწილეობის ხარისხი 1989- 2002 წლებში, შეიძლება შევაფასოთ 24,3-29,5%25-ის ფარგლებში.

1990-იანი წლების შემდგომმა მიგრაციულმა პროცესებმა არსებითად შეცვალა საქართველოს ეთნოდემოგრაფიული სურათი. 1989-2002 წლებში, მოსახლეობის რიცხოვნობა ყველაზე ნაკლებად შემცირდა ქართველებსა და აზერბაიჯანელებში, 126,2 ათასი (4,7%25) და 22,8 ათასი (7,4%25) შესაბამისად. ამავე პერიოდში, სომხების რიცხოვნობა შემცირდა 188,3 ათასით (43,1%25), რუსების 273,5 ათასით (80,0%25). ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრები რუსებიდან დარჩა მეხუთედი, სხვანაირად, რუსების რიცხოვნობა 1989-2002 წლებში, შემცირდა 5-ჯერ. ამავე პერიოდში, ოსების რიცხოვნობა 126 ათასით, ე.ი. 77,0%25-ით, ფაქტობრივად ხუთჯერ შემცირდა.

შესაბამისად, ქართველებისა და აზერბაიჯანელების გარდა, საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების ხვედრი წილი შემცირდა. კერძოდ, სომხების - 8,1-დან - 5,7%25-მდე, რუსების - 6,3-დან - 1,6%25-მდე, ოსების - 3,0-დან - 0,9%25-მდე და ა.შ.

აღნიშნულის საპირისპიროდ, 1989-2002 წლებში, აზერბაიჯანელების ხვედრი წილი 5,7-დან გაიზარდა 6,5%25-მდე, ხოლო ქართველების - 70,1-დან 83,8%25-მდე, რომელიც მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის თვალსაზრისით დემოგრაფიულ ოპტიმუმად, ე.ი. მოსახლეობის ოპტიმალურ ეროვნულ შემადგენლობად ითვლება ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნის დემოგრაფიული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

მერაბ ხმალაძე,
თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის
სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ნანა ახალაია,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასოცირებული პროფესორი.

АНОТАЦЫЯ
внешная миграция и грузия

Мераб Хмаладзе, Ассоцированный профессор Тбилисского
государственного университета им.И.Джавахишвили
Нана Ахалаиа, Ассоцированный профессор
Горийского государственного университета

По нашим подсчетам, в течение Х1Х века население Грузии в результате внешней миграции увеличилось на 454 тысяч. За 1897 - 1939 годы миграционный рост Грузии составил 314,2 тысяч человек. Напротив, за 1950 - 2008 годы миграционная убыль Грузии достигла 1512,4 тысяч жителей. В результате, за 1800 - 2008 годы за счет миграции, население Грузии сократилось на 654,2 тысяч человек. Меньше всех сократилось грузинское население, в результате которого доля грузинского населения увеличилось до 84,0%25.

16 წინ, წარმატებისკენ!

▲ზევით დაბრუნება


უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი საკონსულტაციო ფირმა შეიქმნა, რომლებიც ბიზნეს - კომპანიებსა თუ მოქალაქეებს მოსალოდნელი პრობლემების თავიდან არიდებას და საქმიანობის განვითარებაში თანადგომას ჰპირდებიან - დღეს ერთ-ერთ მათგანს - „ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგსგაგაცნობთ.

0x01 graphic

Akhvlediani Business Consulting

ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი საქართველოს საკონსულტაციო ბაზარზე 2005 წელს გამოჩნდა და სახელმწიფო ორგანიზაციებთან, თუ კერძო კომპანიებთან მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა. კომპანიის მომსახურების სფეროები გახლავთ: სამშენებლო, სამედიცინო, საგანმანათლებლო და ბიზნეს - სეგმენტები, რომლებსაც ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი საბუღალტროსაგადასახადო მომსახურებას, სამართლებრივ საკითხებში დახმარებას და აუდიტურ მომსახურებას სთავაზობს. როგორც თავად კომპანიაში აცხადებენ, ამ სამი ძირითადი კომპონენტის ერთში გაერთიანება მათ საშუალებას აძლევთ, დღეს არსებული კრიზისის ფონზე სერიოზული მხარდაჭერა აღმოუჩინონ დეველოპერულ კომპანიებს, რომლებსაც კრიზისი ყველაზე მეტად შეეხო. საუბარია პრაქტიკულად ერთი მომსახურების საფასურში სამი ხარჯვითი ნაწილის შეცვლაზე, რაც, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, სერიოზული შეთავაზებაა. კომპანია ოპერატიულად რეაგირებს ქვეყანაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე და თავის კლიენტებს გაუთვალისწინებელი ფინანსური დანაკარგების თავიდან აცილებაში ეხმარება.

კომპანია მუდმივი განვითარების რეჟიმში მუშაობს და სიახლეებზეა ორიენტირებული. უახლოეს მომავალში მხოლოდ სერტიფიცირებული შემფასებლის მიერ მოხდება უძრავი ქონების შეფასება, რასაც აქამდე ჩვეულებრივ აუდიტორული კომპანიები ითავსებდნენ. ამ სიახლისთვის ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი უკვე მზადაა - კომპანიის ხელმძღვანელმაც და თანამშრომლებმაც სათანადო გადამზადება გაიარეს.

ზვიად ახვლედიანი, „ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგისდამფუძნებელი და დირექტორი: ვის მნიშვნელოვანი სამართლებრივი კულტურის ამაღლებაა. კლიენტი თავის ორგანიზაციაში მხოლოდ ფინანსური დისციპლინის გამყარებაზე კი არ არის ორიენტირებული: მას სურს, კანონის ფარგლებში ნაკლები გადასახადი გადაიხადოს. ჩვენს თანამშრომლებს, საგადასახადო ინსპექციაში მუშაობის დიდი გამოცდილება გააჩნიათ, ასევე თანამედროვე ცოდნაც, რომელიც კლიენტის პრობლემების მოგვარებისას ერთერთ მთავარ პრივილეგიას და პრიორიტეტს წარმოადგენს... საგულისხმოა, რომ ჩვენი კლიენტურა არა რეკლამების, არამედ, საგადასახადო რისკების შემცირების რეალური შესაძლებლობების ხარჯზე იზრდება. როგორც ვნახეთ, მოსახლეობას, ბიზნეს - სექტორსა და ბანკებს საკუთარ თავზე აღებული ზედმეტი ვალდებულებები დარჩათ შესასრულებელი, რომელთა შეუსრულებლობამ ბიზნესში ქაოსი გამოიწვია. ვცდილობთ, მოქალაქეებსა თუ ბიზნესმენებს გავუადვილოთ, გავუმარტივოთ პრობლემები და ამ ურთიერთობების სამართლებრივ ფორმებში ჩამოყალიბებაში დავეხმაროთ. სამწუხაროდ, საქართველოში მომსახურების დონე ჯერ კიდევ დასახვეწია და მუდმივი განვითარების პროცესშია, კადრების სერიოზული დეფიციტია, არადა, ამავდროულად, დაუსაქმებელი ადამიანიც უამრავია. თითოეული ადამიანი - დასაქმებულიცა და უმუშევარიც მუდმივი გადამზადების რეჟიმში უნდა იმყოფებოდეს. კომპანიები კი აუცილებლად უნდა ზრუნავდნენ თავიანთი თანამშრომლების მუდმივ განვითარებაზე... სწორედ ეს გახლავთ წარმატების საწინდარი.

კომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი ახალგაზრდებზე მოდის, თუმცა, ხელმძღვანელმა უდიდესი გამოცდილების მქონე ძველი საგადასახადო სპეციალისტებიც დაასაქმა. მათი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადებით კომპანიამ უძლიერესი კადრები მიიღო.ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი - ს თითოეულ განყოფილებას სწორედ ასეთი უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი ხელმძღვანელობს.

კომპანია დაარსებიდანვე წარმატებით ახორციელებდა „აუთსორსინგს“ - მთელს მსოფლიოში მიღებულ პრაქტიკას, რომელიც მნიშვნელოვანი ამოცანების: ფინანსური თუ იურიდიული მომსახურების, ბუღალტრული, საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, ყიდვა - გაყიდვების და ა.შ. პარტნიორი კომპლექსური კომპანიისთვის გადაბარება - გასხვისებას გულისხმობს. ეს კომპანიის ხარჯებს ხშირად 50-60 პროცენტითაც კი ამცირებს: დამქირავებელ კომპანიას თავად აღარ უწევს თანამშრომლების შენახვა, მათთვის სათანადო პირობების შექმნა, ინვენტარის შეძენა თუ სხვა მიმდინარე დანახარჯების გადახდა. რაც მთავარია, ფინანსურ პასუხისმგებლობას მთლიანად დაქირავებული კომპანია კისრულობს. ამ ტიპის მომსახურება განსაკუთრებით პოპულარული იყო სამშენებლო ბუმის პერიოდში და ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი - ს პრიორიტეტულ მიმართულებასაც წარმოადგენდა, თუმცა, დღესდღეობით მწვავე კრიზისის ფონზე „აუთსორსინგი“ უფრო აქტუალური გახდა დეველოპერი კომპანიებისთვის. ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი აღნიშნულ რეჟიმში შვიდ სამშენებლო კომპანიას ემსახურება.

სამშენებლო ბიზნესის თანმდევმა მომსახურებამ თავისთავად გამოკვეთა კომპანიის საქმიანობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. „ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი“

საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი გახდა ოფიციალური ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. აქვე ხდება რეგისტრაცია, დაკანონება, ლეგალიზაცია, აზომვები.... საგულისხმოა, რომ უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვის, ჩუქების, გამიჯვნის, იპოთეკის, გირავნობის და სხვა ხელშეკრულების დადება ხორციელდება ნოტარიუსის გარეშე, რაც კერძო თუ იურიდიულ პირს შედარებით იაფი უჯდება, მომაბეზრებელი ბიუროკრატიული პროცესებისგან გათავისუფლებული კლიენტი კი იღებს გამზადებულ ამონაწერს. აქვე დავძენ, რომ უძრავი ქონების საშუამავლო მომსახურებაში აქცენტი მაინც იურიდიულ საკონსულტაციო მომსახურებაზეა გადატანილი: კომპანიის იურისტები გულმოდგინედ შეისწავლიან თქვენთვის სასურველი გასაყიდი ობიექტის დოკუმენტაციას და ამით ყოველგვარ მოსალოდნელ გართულებას აგაცილებთ თავიდან. თუ გსურთ უძრავი ქონების ყიდვა - გაყიდვა, რეალურ ფასს წინასწარი შესწავლისა და ანალიზის შემდეგ თავადვე დაგიდგენთ; ასე რომ, ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგის დახმარებით მყიდველიცა და გამყიდველიც სამართლებრივად არიან დაცული.

რაც შეეხება ორგანიზაციებს, კომპანია კლიენტს, რეგისტრაციიდან მოყოლებული, მთელი საქმიანობის თანმდევ პროცესებში ეხმარება, რათა სწორად დაიგეგმოს ბიზნესი; თავიდან ააცილოს პარტნიორებთან გაურკვევლობა, მოიზიდოს ინვესტიციები, შეუმციროს ინვესტორებისთვის სახიფათო რისკები...

ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაციასა და მონიტორინგსაც ახორციელებს, უწევს საექსპერტო და საკონსულტაციო - სარეკომენდაციო მომსახურებას შემსყიდველ ორგანიზაციებს, ასევე შეიმუშავებს და გამოსცემს სატენდერო დოკუმენტაციას და უზრუნველყოფს მათ საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაციას. დღეისათვის კომპანია 127 ასეთ ორგანიზაციას ემსახურება.

0x01 graphic

კომპანია თანმიმდევრულად და სტაბილურად ვითარდება. ბატონმა ზვიადმა საქმე ორ თანამოაზრესთან ერთად დაიწყო, დღეისათვის კი მუდმივი თანამშრომლების რიცხვმა 17-ს მიაღწია. პროფესიონალიზმისა და სათანადო უნარ-ჩვევების გარდა, ზვიად ახვლედიანი კომპანიისთვის კადრების შერჩევისას დიდ ყურადღებას აქცევს პიროვნულ თვისებებს, კომუნიკაბელურობას, რათა კოლექტივში ჯანსაღი და ხალისიანი ატმოსფერო სუფევდეს: ყველაფერი ეს ხომ, საბოლოო ჯამში, მაინც კლიენტზეა ორიენტირებული... ჩემს ყველა თანამშრომელს სამსახურში მოსვლა გულწრფელად უხარიაო,“ - სიამაყით აცხადებს ბატონი ზვიადი. თითოეული მათგანი, უკვე საკმაოდ სერიოზული კვალიფიკაციის მიუხედავად, მიღწეულით არ კმაყოფილდება. თავად კომპანიის ხელმძღვანელიც ღრმად დარწმუნებულია, რომ თვითკმაყოფილება ბიზნესს არ უყვარს და არც არგებს; ჯანსაღი ამბიცია და კონკურენცია უზრუნველყოფს ბიზნესის წარმატებას.

პროფესიონალთა ამ გუნდის მიზანია საქართველოში ბიზნესის პოპულარიზაცია, მისთვის იმიჯის ამაღლება და ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე სტანდარტების დანერგვით საერთაშორისო ეკონომიკურ სივრცეში მისი ინტეგრაცია. ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგში სჯერათ, რომ ყველაფერი ეს ერთობლივი ძალისხმევითა და, რაც მთავარია, პროფესიონალიზმით მიიღწევა.

კომპანიის საქმიანობას და შემოთავაზებებს კიდევ უფრო დაწვრილებით გაეცნობით, თუკი ეწვევით კომპანიის ვებ-გვერდს: www.akhvlediani. ge.

ახვლედიანი ბიზნეს კონსალტინგი“- ის ოფისი მდებარეობს: . თბილისი, მაჩაბლის . №7.

ეკა ჯიმშელაძე

0x01 graphic

პროფი
მძღოლების სამსახურში

0x01 graphic

0x01 graphic

დარწმუნებულნი ვართ, რომბიზნესი და კანონმდებლობისერთგული მკითხველი ყოველთვის ზრუნავს საკუთარ იმიჯზე თუნდაც იმით, რომ მუდამ გამართული, მოწესრიგებული და უზადოდ მოვლილი ჰქონდეს საკუთარი ავტომობილი.

მზარდი მოთხოვნილების მიუხედავად, ყოველთვის როდია შესაძლებელი დროის მცირე მონაკვეთში ხარისხიანად მოახდინო ავტომობილის არა მხოლოდ დიაგნოსტიკა, არამედ, სავალი და სამუხრუჭე ნაწილების, მექანიკური გადაცემის კოლოფისა თუ ძრავის აღდგენა - გაახლება, ნაავარიევი მანქანის უმოკლეს დროში ქარხნულისდარად გამართვა. მაგრამ თუ ერთხელ მაინც მიაკითხავთ ქსნის ქუჩა №42-ში მდებარე ავტოსერვის ცენტრს პროფი - ს, ვიმედოვნებთ, ფრიად კმაყოფილნი დარჩებით ურთიერთმომგებიანი ვითარებით.

რესტორან ოდას გვერდით, ხიდთან მდებარე ამ სერვის - ცენტრში შეგიძლიათ ადგილზევე შეარჩიოთ დეფიციტური ავტონაწილები, ან იქვე, სურვილისამებრ გამოაჩარხინოთ სახარატო დაზგაზე. გარდა ამისა, ეს ერთერთი პირველთაგანი ცენტრია, სადაც შეიძლება მანქანიდან მოუხსნელად მოახდინოთ სამუხრუჭე დისკების მოხეხვა.

დისკის დაღუნვა, დისკის სისქის არათანაბრობა, დისკზე ნაწიბურის გაჩენა ბევრი მძღოლისთვის თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსია, ფაქტობრივად კი სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავს დამუხრუჭების ხარისხს. და თუ მანქანიდან მოუხსნელად ერთ სამუხრუჭე დისკს ევროპული დანადგარით 15 ლარად, ორ დისკს კი უმოკლეს დროში 25 ლარად მოხეხავთ, ალბათ ურიგო არ იქნება.

ამდენად, თუ გსურთ თავი უფრო მშვიდად, უსაფრთხოდ, კომფორტულად და ბევრად უკეთ იგრძნოთ საკუთარი ავტომანქანით გადაადგილებისას, აუცილებლად ეწვიეთ შპსპროფის სერვის - ცენტრს.

გვერწმუნეთ, ნაკლებ დროს და ფინანსებს დახარჯავთ და მომსახურების კულტურითაც კმაყოფილი დარჩებით!

მზია ჭიჭიაშვილი

17 ბაზრის რეგულირების მექანიზმების ფაქტიური გაუქმებით გამოწვეული შედეგები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნოდარ ხადური,
ეკონომიკის დოქტორი

ეკონომიკის რეფორმირებისა და საქართველოს დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბების პროცესი, ხშირ შემთხვევაში არათანმიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, დროში საკმაოდ გაიწელა.

ამის მიზეზი, არცთუ იშვიათად, ეკონომიკური პროცესების იდეოლოგიურ მარწუხებში მოქცევა და მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზის არარსებობა, ან, საუკეთესო შემთხვევაში, ზედაპირული ანალიზია. სამწუხაროდ, სახელმწიფომ პრაქტიკულად გააუქმა ყველა ის სამეცნიერო - კვლევითი დაწესებულება, რომელთა პირდაპირი მოვალეობაც სწორედ საბაზრო ეკონომიკის ფორმირების მონიტორინგი და მიმდინარეობის მეცნიერული ანალიზი იყო. შესაბამისად, აღნიშნული ფუნქცია არასამთავრობო სექტორმა აიღო თავის თავზე.

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი, რომელიც გასული წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს, ძირითად ამოცანად სწორედ ამ ვაკუუმის ამოვსებას და საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ობიექტურ ანალიზს ისახავს.

აღნიშნულმა ცენტრმა ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა პროექტი „ეკონომიკის მარეგულირებელი ორგანოების განვითარება საქართველოში“, რომლის ფარგლებში გამოკვლეული იქნა დამოუკიდებელი მარეგულირებელი კომისიების საქმიანობა, ბაზრის რეგულირებების მექანიზმების ფაქტიური გაუქმებით გამოწვეული შედეგები და ეკონომიკური უსაფრთხოების ინდიკატორების როლი ბაზრის რეგულირებაში.

პოსტკომუნისტური ტრანსფორმაცია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებში ბოლო 20 წლის განმავლობაში მეტ-ნაკლები წარმატებით მიმდინარეობს, საქართველოსთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა. აღნიშნულ სირთულეებს ჰქონდა როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური მიზეზები, კერძოდ კი, საქართველოს უწევდა სასიცოცხლო მნიშვნელობის რამდენიმე ამოცანის ერთდროულად გადაწყვეტა. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკის რეფორმირების პარალელურად, იქმნებოდა დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო. ამასთან, აღნიშნული პროცესების დასაწყისი მიმდინარეობდა როგორც სამოქალაქო, ისე ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისთვის წარმოებულ ომებში და მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაში. რასაკვირველია, აღნიშნულმა ფაქტორებმა ეკონომიკის რეფორმირების პროცესი უკანა პლანზე გადაწია.

სამწუხაროდ, რეფორმის პირველ წლებში, საქართველოს ბაზრის რეგულირების გამოცდილება, პრაქტიკულად, არ ჰქონდა, რაც ისტორიული ფაქტორით იყო გამოწვეული. უკანასკნელი 200 წლის განმავლობაში (თუ მხედველობაში არ მივიღებთ 1918-1920 წლებს), ეკონომიკური, მით უფრო, სტრუქტურული და სისტემური გადაწყვეტილებების მიღება საქართველოში არ ხდებოდა. ამდენად, ქვეყანა ნელა, მაგრამ მიზანმიმართულად ახდენდა საბაზრო ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური პროცესების მართვა თანდათან რეგულირების სისტემებით იცვლებოდა.

ქვეყანას, რეალურად პირველად მის ისტორიაში, გაუჩნდა ეკონომიკის რეგულირების ისეთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტები, როგორიცაა: ეროვნული ვალუტა, საგადასახადო სისტემა; გაჩნდა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა, პარალელურად შეიქმნა მარეგულირებელი კომისიები.

შეიქმნა ნებართვების სისტემა, ლიბერალური გახდა საგარეო ვაჭრობა, მინიმუმამდე შემცირდა რეგულირებადი ფასების რაოდენობა. რეალურად, სახელმწიფო სხვადასხვა ფორმით არეგულირებდა მხოლოდ ე.წ. „ბუნებრივი მონოპოლიების“ ფასებს.

2004 წლის დასაწყისამდე საქართველო აყალიბებდა საბაზრო ეკონომიკის რეგულირების ისეთ ინსტიტუციონალურ ბაზას, რომლის მაგვარიც ევროპის, ან ამერიკის სახელმწიფოებში იყო. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულებები საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ (ამდენად, ევროპული მოდელებიდან გადახვევა, ქვეყნის მისწრაფებას, საკუთარი ღირსეული ადგილი დაიკავოს ევროპულ ოჯახში, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებს!).

2003 წლის ნოემბრის ბოლოს, საქართველოში „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ, ეკონომიკის რეფორმირების ახალი ეტაპი იწყება, რომელიც თითქმის მთლიანად რუსეთიდან დაბრუნებული ოლიგარქის კახა ბენდუქიძის სახელს უკავშირდება.

საქართველოში რადიკალური ეკონომიკური (თუმცა ძნელია ამ პროცესს ეწოდოს „ეკონომიკური“) რეფორმები დაიწყო, რაც ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან რეგულირების მექანიზმების გაუქმებაში გამოიხატებოდა.

საქართველოს სახელმწიფომ, სხვა მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი რეგულაციების გაუქმების პარალელურად, უარი თქვა განეხორციელებინა შრომის ბაზრის, კონკურენციის შეზღუდვის, სურსათის უვნებლობის რეგულაციები, რომელთა გაუქმებამ ან შეზღუდვამ მნიშვნელოვნად გააუარესეს ეკონომიკური გარემო. მოსაზრებამ, რომ ეს ყველაფერი ინვესტიციების მოზიდვას ემსახურებოდა და აისახა საქართველოს სხვადასხვა რეიტინგების მაჩვენებელზე, რეალურად ეკონომიკის განვითარებას უამრავი პრობლემა შეუქმნა. ამ პრობლემების გამოსწორება ან განეიტრალება საკმაოდ რთული იქნება და დროშიც სერიოზულად გაიწელება.

2004 წლიდან გაუქმდა საგზაო ფონდი, კავშირგაბმულობის, ტრანსპორტისა და ფოსტის სამინისტრო - ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრო, საგარეო ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტრო, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო, კვების პროდუქტების ექსპერტიზისა და მონიტორინგის სამსახური, მცენარეთა დაცვის სამსახური, მეცხოველეობისა და სანაშენე საქმის დეპარტამენტი, ძვირფასი ქვებისა და ლითონების დეპარტამენტი, დასაქმების სახელმწიფო სამსახური, საქსტანდარტი, კვების პროდუქტების ხარისხის ინსპექცია, ფიტოსანიტარული კონტროლი, ტრანსპორტის მარეგულირებელი კომისია. გამარტივდა მშენებლობის პროცედურები.

მნიშვნელოვნად შემცირდა იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელიც ლიცენზირებას მოითხოვდა. კერძოდ, ასეთი საქმიანობების 900 დასახელებიდან დარჩა მხოლოდ 114.

გაუქმდა ზომისა და წონის კონტროლი, ვეტერინარული საქმიანობის ლიცენზია და ნებართვა, პესტიციდების წარმოების და ვაჭრობის ლიცენზია, წინასარეისო სამედიცინო შემოწმება და ..

პრაქტიკულად, დერეგულირებულია ფარმაცევტული პროდუქციით საბითუმო ვაჭრობა.

გაუქმდა საავიაციო გადაზიდვებში პროტექციონისტული ნორმა, რომელიც ქართული და უცხოური კომპანიების პარიტეტს ითვალისწინებდა.

0x01 graphic

თუ საქართველოში ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებების ანალიზს ჩავატარებთ, ნათლად გამოჩნდება, რომ აღნიშნული ცვლილებების მიზანი ეკონომიკის სრული დერეგულირებაა. საქართველოს კანონმდებლობა, მიუხედავად იმისა, რომ თეორიულად ევროპულ ორიენტაციას აღიარებს, აბსოლუტურად საპირისპიროდ ვითარდება. ამის საუკეთესო მაგალითად გამოდგება საქართველოს შრომის კანონმდებლობა, რომელიც აგებულია დამქირავებელთა უფლებების პრიმატის აღიარებით და პრაქტიკულად მინიმუმამდეა დაყვანილი დასაქმებულთა ინტერესები.

საქართველოს ხელისუფლებამ, რეალურად, უარი თქვა არა მარტო თავად დაეცვა დასაქმებულთა ინტერესები, არამედ დასაქმებულებს საკუთარი უფლებების დაცვის ელემენტარული შესაძლებლობაც წაართვა, რადგან, კანონმდებლობით, დამსაქმებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი მიზეზის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული. რასაკვირველია, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა განიცდის მსოფლიო ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის ზეგავლენას, სამუშაო ადგილების შემცირების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მიმდინარეობს შრომის ანაზღაურების შემცირებაც, რაც, საბოლოო ჯამში, ერთობლივ მოთხოვნას მკვეთრად აუარესებს და, თავის მხრივ, კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე აყენებს ქართულ ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პოლიტიკურ და საქმიან წრეებში საკმაოდ სერიოზულად მსჯელობენ შრომის არსებული კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე, რეალურად ლობი, რომელიც აღნიშნული კანონმდებლობის „ლიბერალიზაციას“ უჭერს მხარს, იმდენად ძლიერია, რომ ჰარმონიზაციის პროცესი ჯერ-ჯერობით საუბრის დონეს ვერ გასცდა. აღნიშნული, ერთის მხრივ, აშორებს საქართველოს ევროპულ სივრცესთან, ხოლო, მეორეს მხრივ, იწვევს ისედაც მონოპოლიზირებული შრომის ბაზრის კიდევ უფრო მონოპოლიზირებას, რომელზეც დამქირავებლების საბაზრო ძალაუფლება განუსაზღვრელია.

უნდა აღინიშნოს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური მსოფლიო ბანკის, აშშ-ის მთავრობის, ევროპული სახელმწიფოების მატერიალური, მეთოდური და ფინანსური დახმარებით იქმნებოდა. საქართველოს მიღწევებით ამ სფეროში საკმაოდ ხშირად გვიამაყია სხვადასხვა დონეზე, თუმცა ეს სულაც ვერ გახდა მისი გაუქმების და ერთი ხელის მოსმით დანგრევის ხელისშემშლელი ფაქტორი.

ვარდების რევოლუციისშემდგომ პერიოდში, სწორედ ანტიმონოპოლიური სამსახური აღმოჩნდა ის პირველი სერიოზული სტრუქტურა, რომელიც გაუქმდა. გაუქმდა არა მხოლოდ სამსახური, არამედ, მთელი კანონმდებლობა და მის ნაცვლად შეიქმნა კანონითავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებდა შესაბამისი სამსახური. საინტერესო ისაა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმების მიზნად, ბაზარზე კონკურენციისთვის ხელშეწყობა დასახელდა. არგუმენტი გახლდათ ის, რომ მონოპოლია ინვესტორისთვის დარგის მომგებიანობის სიგნალი იქნებოდა და ისინი (ინვესტორები) სწორედ ამგვარ დარგებში განათავსებდნენ ინვესტიციებს.

დღეს არავინ კამათობს იმაზე, რომ ბაზარი რესურსების განაწილების საუკეთესო საშუალებაა და რაც მეტად ერევა სახელმწიფო ბაზრის ფუნქციონირებაში, მით უფრო ცუდად ანაწილებს ბაზარი რესურსებს და, ამავე დროს, რესურსების ნაწილი კორუფციულ გარიგებებს ხმარდება. არც ისაა დაფარული, რომ ბაზრის ფუნქციონირებას ახასიათებს ე.წ. „ჩავარდნები“ და ბაზარი რესურსებს ხშირ შემთხვევაში ეფექტიანად და სამართლიანად ვერ ანაწილებს, ამიტომ სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა ხშირად გარდაუვალია.

კამათი იმის თაობაზე, ზემოაღნიშნული ორი ჭეშმარიტებიდან, რომელია „ჭეშმარიტებაა“ უფრო ჭეშმარიტი, კარგა ხანია გასცდა როგორც სამეცნიერო, ისე პოლიტიკური კამათის სფეროს და ხშირ შემთხვევაში, იდეოლოგიური საფუძვლის გარეშე არც კი განიხილება. რეალურად, არც ერთ ქვეყანაში ხელისუფლება, მიუხედავად დეკლარირებული პრინციპებისა, არ ამბობს უარს ბაზარზე ძალაუფლების მქონე სუბიექტების მიმართ გარკვეული ღონისძიებების გატარებაზე. ამის მაგალითად მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ცნობილი კორპორაციის - „Microsoft“-ის - ამერიკული და ევროპული სასამართლო პროცესებიც კმარა.

საქართველოს კანონის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ მიზნად გამოცხადებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ბარიერების მოხსნა, ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული წინააღმდეგობების აღკვეთა, სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან დისკრიმინაციული ბარიერების არსებობის აღკვეთა. ამ მიზნიდან გამომდინარეობს, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბაზარზე შესვლას სახელმწიფო უშლის, ხოლო, ბაზარზე შესვლის სხვა, თუნდაც ხელოვნური, ბერკეტები არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი არ აღიარებს საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების სახელმწიფოს დახმარების გარეშე წარმოქმნის შესაძლებლობას, კანონში მაინც „გაიპარა“ ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს დაიცვასრეგულირებად ეკონომიკურ სფეროებში საზოგადოების სასიცოცხლო და ეკონომიკური ინტერესები“. შესანიშნავია! მაგრამ გარდა რეგულირებადი სფეროებისა, ეკონომიკის აბსოლუტურად დიდი ნაწილი დერეგულირებულია. შესაბამისად, სახელმწიფო უარს ამბობს ამ სფეროებში სახელმწიფოს ან საზოგადოების ეკონომიკური, ან სასიცოცხლო ინტერესები დაიცვას, იმ ფონზეც კი, როდესაც ასეთ სფეროებში კონკურენცია შეზღუდულია.

კანონის მიხედვით, სახელმწიფო მხოლოდ რეგულირებად სფეროებს უწევს მონიტორინგს და, რაც მთავარია, რეგულირების მხოლოდ ერთ - სატარიფო ფორმას ხედავს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ზოგადად კანონი მონოპოლიურ საქმიანობად სახელმწიფოს ქმედებებს აღიქვამს. ამდენად, ცხადია, სახელმწიფო საკუთარ თავს ვერ გაუწევს კონტროლს.

სამწუხაროდ, მიუხედავად შეზღუდული სფეროსი, ამ კანონის ცხოვრებაში გატარება და აღსრულება საკმაოდ რთულია. ერთი მარტივი ფაქტის გამო. ამ კანონის საფუძველზე შექმნილი სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობა მკვეთრად შეზღუდულია (20-მდე თანამშრომელი). ასეთი რაოდენობის ადამიანური რესურსით კი, ნებისმიერი ქმედების განხორციელება შეუძლებელია. შესაბამისად, ეს სამსახური არ ფუნქციონირებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, წარმოუდგენელია, რომ სახელმწიფო თავისი ქმედებებით ხელს უწყობდეს ცალკეულ ბიზნეს სტრუქტურებს ან „ძირავდეს“ მისთვის არასასურველ სტრუქტურებს და აღნიშნული სამსახური არანაირ რეაგირებას არ ახდენდეს.

ის, რომ ასეთი სფეროების რეგულირების არარსებობა საზოგადოებრივ დანახარჯს ზრდის და მოსახლეობის ცხოვრების დონეს აუარესებს, რამდენიმე საინტერესო მაგალითმაც დაადასტურა. კერძოდ, საქართველოში ინვესტირებას აპირებდა ერთ-ერთი ავსტრიული კომპანია, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. ამ ფაქტმა დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია. როდესაც იმდროინდელი პრემიერ - მინისტრი იმყოფებოდა ავსტრიაში, ეს საკითხი მისი ავსტრიის კანცლერთან შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო, თუმცა, ვერც პრემიერ - მინისტრმა შეძლო საკითხის გადაჭრა. შესაბამისად, შეფერხდა ავსტრიული ინვესტიცია, ადგილობრივ კომპანიას საშუალება მიეცა კონკურენტის გარეშე ეფუნქციონირა და საქონელი უფრო მაღალ ფასად გაეყიდა. მომხმარებელი კი წაგებული დარჩა.

მეორე მაგალითი კი, საქართველოში ჰიგიენური მოხმარების საგნების იმპორტიორი ერთ-ერთი კომპანიის საქმიანობით სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანიზაციების დაინტერესების შემდეგ პროდუქციის მკვეთრ გაძვირებას შეეხება. იმის გამო, რომ ფინანსურმა პოლიციამ კომპანიის საწყობები დალუქა, ბაზარზე ჰიგიენური პროდუქციის მყისიერი დეფიციტი გაჩნდა და ფასები ჯერადად გაიზარდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი შემთხვევაც კარგად ასახავს სახელმწიფოს მხრიდან საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტთა საქმიანობის მონიტორინგის აუცილებლობას, უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტთა არსებობა გამონაკლისი სულაც არ არის და ასეთ საწარმოებს რეალურად ეკონომიკის ბევრ სფეროში შეხვდებით.

სამწუხაროდ, საქმე მხოლოდ ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმებას არ შეეხება. „ვარდების რევოლუციისშემდეგ, ხელისუფლების სამიზნე ეროვნული ბანკიც გახდა.

თუ დამოუკიდებელი საქართველოს ეკონომიკური ინსტიტუტების განვითარების ისტორიას გადავხედავთ, ნათლად ჩანს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მარეგულირებელი ინსტიტუტი იყო. მისი წარმატებების ჩამოთვლა საჭირო არც არის, რადგან ის, რომ საქართველოს აქვს ეროვნული ვალუტა, რომელიც ინარჩუნებს პოზიციებს, და რომ საქართველოს საბანკო სისტემამ მრავალ ქარტეხილს გაუძლო, სწორედ ეროვნული ბანკის დამსახურებაა.

სამწუხაროდ, საქართველოში საკმაოდ აქტიურად განიხილებოდა ამ სფეროს აბსოლუტური დერეგულირების შესაძლებლობა იმ დონემდეც კი, რომ საუბარი ე.წ. „სავალუტო ფარის“ ან „სავალუტო საბჭოს“ შექმნას შეეხებოდა, რაც ეროვნული ბანკის ფუნქციების მინიმიზებას და, რეალურად, მხოლოდ ვალუტის გაცვლითი კურსის შენარჩუნებას გულისხმობდა. არ განხორციელდა ეს საკითხი, შეიცვალა ბრძოლის ფორმა, მაგრამ მიზანი იგივე დარჩა - ეროვნული ბანკის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტრუქტურის უფლებების შეკვეცა და საზედამხედველო ფუნქციის ბანკიდან გამოტანა. ეს მიზანი სერიოზული გართულებების გარეშე იქნა მიღწეული და ეროვნული ბანკი დაიშალა. იდეის ავტორები უფრო შორს წავიდნენ და ნაცვლად საბანკო სისტემის მონიტორინგისა და ანალიზისა, ეროვნული ბანკის ერთადერთ ფუნქციად ინფლაციასთან ბრძოლა გამოაცხადეს და თან ისე, რომ ინფლაციის მაჩვენებლის გადაჭარბების შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი დგება.

უნდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა, რომლის პრეზიდენტს ირჩევს ბანკის საბჭო და მას პოლიტიკური იმუნიტეტი იცავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანკის პრეზიდენტი ხელშეუხებელია და, პოლიტიკური ქარტეხილების მიუხედავად, მისი თანამდებობიდან გათავისუფლება მხოლოდ გარკვეული პირობების მკაცრი დაცვითაა შესაძლებელი. ეს ნამდვილად ასე იყო ვარდების რევოლუციამდე, მაგრამ რევოლუციის შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პრემიერ - მინისტრმა ტელეკამერების წინ ისე მოხსნა და პრეზიდენტობის ახალი კანდიდატი ისე წარადგინა, არც კი გახსენებია, რომ ეროვნული ბანკი დამოუკიდებელი სტრუქტურაა და რომ არავის, მით უმეტეს, მთავრობის მეთაურს, ამის გაკეთების უფლება არ ჰქონდა. საბოლოოდ კი, მივიღეთ სიტუაცია, რომ ეროვნული ბანკი თითქმის წელიწადნახევარი პრეზიდენტის გარეშე დარჩა. შესაბამისად, ინსტიტუციურად და ადამიანური რესურსების მხრივ საკმაოდ დასუსტებულმა ეროვნულმა ბანკმა ვერ განახორციელა ის ფუნქციები, რომელიც ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილიზაციას უზრუნველყოფდნენ და მივიღეთ რამდენიმე საკმაოდ სერიოზული უარყოფითი შედეგი. საქართველო საბანკო კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რაც შესაძლოა იპოთეკური დაკრედიტების კრიზისის ფონზე განვიხილოთ. ბანკები, ყოველგვარი ნორმატივების მკაცრად დაცვის გარეშე, იძლეოდნენ იპოთეკურ და სამომხმარებლო სესხებს, ხოლო, იმის გამო, რომ სესხები არ იყო სათანადოდ უზრუნველყოფილი, უკვე გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო არგადახდების პრაქტიკა, რამაც ბანკების ლიკვიდურობაზე უარყოფითად იმოქმედა და, რაც მთავარია, მათი დაკრედიტებისუნარიანობა მკვეთრად შეამცირა. შესაბამისად, შემცირდა ბიზნესის დაკრედიტება, დაიწყო ბიზნესაქტივობების შესუსტება, სამუშაო ადგილების შემცირება და ბანკებიმოჯადოებულ წრეშიაღმოჩნდნენ. შესაბამისად, 2008 წელი საქართველოში მოქმედმა პრაქტიკულად ყველა საბანკო დაწესებულებამ სერიოზული ზარალით დაასრულა. გაიზარდა საპროცენტო განაკვეთი (მიუხედავად ინფლაციის შედარებით დაბალი ტემპებისა) და შედეგად, ეკონომიკის დაკრედიტება კიდევ უფრო შემცირდა. ცხადია, ეს მხოლოდ იმის ბრალი არაა, რომ ეროვნული ბანკი ვერ ახდენდა ბანკების საქმიანობის კონტროლს, მაგრამ შედეგები შესაძლოა ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო, ბანკი რომ თავის სიმაღლეზე დარჩენილიყო და მთავრობისაგან დამოუკიდებელი პოლიტიკა გაეტარებინა.

ამით არ დასრულებულა საბანკო რეგულირებაზე შეტევები. უკვე 2009 წლის მარტში, კახა ბენდუქიძე ახალიგენიალურიიდეით გამოვიდა და მოითხოვა საქართველოში ეროვნულ ვალუტას - ლარს - ჩამოერთვას ერთადერთი კანონიერი საგადამხდელო საშუალების სტატუსი და იგი გადაუნაწილდეს დოლარსა და ევროს. ამ ნაბიჯის განხორციელების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო კარგავს ეკონომიკის რეგულირების ისეთ მექანიზმს, როგორიცაა ვალუტა და ფულად - საკრედიტო პოლიტიკა. სახელმწიფოები, სადაც მულტისავალუტო (ალბათ, უფრო სწორედ ბისავალუტო) რეჟიმებია, ცხადია, არსებობს, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, ეს ხდება დროებით, როდესაც ერთი ვალუტა მეორე ვალუტით უნდა ჩანაცვლდეს. ფული ხომ სხვა არაფერია, თუ არა ნდობა. სამწუხაროდ, არც ისაა საიდუმლო, რომ საქართველოს მოსახლეობისა და განსაკუთრებით უცხოელი ინვესტორების ნდობა ქართული სახელმწიფოს მიმართ არცთუ ისე მაღალია. ამდენად, თუ ადამიანები დადგებიან არჩევანის წინაშე, ენდონ ლარს (ანუ საქართველოს სახელმწიფოს), დოლარს (აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას) თუ ევროს (ევროპის ცენტრალურ ბანკს), დიდი ეკონომიკური გათვლები არ იქნება საჭირო იმის დასადგენად, რომ ლარი მისი წინამორბედის - კუპონის - ბედს გაიზიარებს, ხოლო ეროვნული ბანკის ფუნქციები ნულამდე დავა და მისი არსებობა საჭირო აღარ იქნება. შესაბამისად, სახელმწიფო დაკარგავს მაკროეკონომიკური რეგულირების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ბერკეტს.

შემდგომ კი, ბაზრის დერეგულირების შედეგების კვლევის საჭიროებაც აღარ იქნება.

ასეთი მნიშვნელოვანი სამი სფეროს აბსოლუტური დერეგულირების შემდეგ, სხვა სფეროების დერეგულირებაზე საუბარი, შესაძლოა, არც იყოს იმდენად აქტუალური, მაგრამ როდესაც საუბარი ეხება ადამიანთა ჯანმრთელობას და კონსტიტუციით გარანტირებული სიცოცხლის უფლებას, არ შეიძლება ამ სფეროებში დერეგულირების შედეგებზეც არ გავამახვილოთ ყურადღება.

უპირველეს ყოვლისა, საუბარი შეეხება სურსათის უვნებლობას. იმ მოტივით, რომ ეს სფერო კორუფციული გარიგებების სფერო იყო, ნაცვლად კორუფციასთან ბრძოლისა, გაუქმდა სახელმწიფოს ფუნქცია, ებრძოლოს ფალსიფიკაციას და უხარისხო სურსათს.

თეორიულად ეს ყველაფერი გასაგებია. ბაზარი იმ საწარმოებს, რომლებიც აწარმოებენ უხარისხო, საზოგადოებისათვის მავნე პროდუქტებს, „ჩაძირავს“ და გაიმარჯვებენ ის საწარმოები, რომელთა პროდუქტი არ იქნება საშიში ჯანმრთელობისათვის. მაგრამ არავინ სვამს კითხვას, - რის ფასად? ადამიანი გაიგებს მავნებელია თუ არა ესა თუ ის პროდუქტი მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოიხმარს მას და საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების, ან კიდევ უფრო მძიმე შედეგების დადგომის ხარჯზე უნდა დარწმუნდეს პროდუქციის უხარისხობაში(?!)

სამწუხაროდ, ყველა გაუქმებული რეგულაციის ეკონომიკური შედეგის გათვლა საკმაოდ რთულია, ხშირად შეუძლებელიც კი. ერთი კი ცხადია, რომ ხელისუფლებას არ აქვს ნათლად ჩამოყალიბებული პოზიცია ამ და სხვა საკითხების მიმართ, რასაც ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ერთი და იმავე ხელისუფლებაში, მეტიც, მინისტრთა ერთ კაბინეტში, ერთი პრემიერ - მინისტრის ხელმძღვანელობით, ერთი მინისტრის მეორე მინისტრით შეცვლის პარალელურად, ხშირად ამ დარგში მთელი პოლიტიკა იცვლება. ასე მაგალითად, დღეს დღის წესრიგში დადგა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღდგენის საკითხი.

ცხადია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ გასული 4-5 წლის განმავლობაში ქვეყანაში იმდენად დამახინჯდა ეკონომიკური ურთიერთობები, რომ მის ცივილიზებულ, ევროპულთან მიახლოებულ სტანდარტებზე გადასვლას არაერთი წელი დასჭირდება და ისიც, მხოლოდ სწორი, მიზანდასახული, შეუქცევადი რეფორმების ფონზე.

რეკომენდაციები

  • საქართველოში უნდა განახლდეს საბაზრო ეკონომიკის რეგულირების ისეთი ინსტიტუციონალური ბაზის ჩამოყალიბება, რომელიც დაგვეხმარება საკუთარი კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაში და ხელს შეუწყობს ქვეყნის ევრო - ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას.

  • ექსპერტებთა, მეცნიერებათა და სხვა დაინტერესებულ პირებთა მონაწილეობით უნდა დაიწყოს შრომის ბაზრის, კონკურენციის შეზღუდვის, სურსათის უვნებლობის და სხვა რეგულაციების (რომელთა გაუქმებამ ან შეზღუდვამ მნიშვნელოვნად გააუარესა ეკონომიკური გარემო) ევროპული გამოცდილების მიხედვით აღდგენაზე მუშაობა.

  • უმნიშვნელოვანესია შრომის კანონმდებლობის სრულყოფა. დღევანდელი კანონმდებლობა, რომელიც აპრიორი იცავს დამსაქმებლის ინტერესებს, კიდევ უფრო მძიმე დღეში აგდებს დასაქმებულებს, რადგან, იგი მათ ართმევს სასამართლოს მეშვეობით საკუთარი უფლებების დაცვის შესაძლებლობასაც კი.

  • მიუხედავად ხელისუფლების მიერ უკანასკნელ პერიოდში გამოთქმული მოსაზრებისა, რომლის თანახმადაც, ის აპირებდა ანტიმონოპოლიური რეგულირების აღდგენას, კონკრეტული ნაბიჯები არ არის გადადგმული. ამდენად, უნდა დაიწყოს სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის კვლევა, საბაზრო ძალაუფლების მქონე სუბიექტების გამოვლენა და ისეთი ღონისძიებების შემუშავება, რომელთა საშუალებითაც კომპანიები საბაზრო ძალაუფლების გამოყენებას მომხმარებელთა საზიანოდ ვერ შეძლებენ.

  • მნიშვნელოვანია, განისაზღვროს ის მექანიზმები, რომლითაც ბაზარზე კონკურენციის ხელშეწყობა უნდა განხორციელდეს. აღნიშნული, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით ბიზნესის ხელოვნური შეზღუდვების დაწესებას.

  • იმისათვის, რომ საქართველოში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მოხდეს, აუცილებელია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ფარგლებში ანტიდემპინგური ღონისძიებების განხორციელება და პარალელურად, ხარისხის კონტროლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს აქვს შანსი, გახდეს მეზობელი სახელმწიფოების იაფი და უხარისხო საქონლის გასაღების ბაზარი.

  • დღეს არსებულითავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებკანონიც იძლევა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფომ თავად არ უბიძგოს ხელი მონოპოლიური სტრუქტურების წარმოქმნას. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ სახელმწიფო ხშირად არღვევსსახელმწიფო შესყიდვების შესახებკანონმდებლობას, იგი ცალკეულ სუბიექტებს საბაზრო ძალაუფლების მოპოვებაში უწყობს ხელს.

  • უნდა განისაზღვროს ბაზრის ის წილი, რომლის ფლობაც ბაზრის კონკრეტული სეგმენტის ან სფეროსათვის ჩაითვლება საბაზრო ძალაუფლებად. ამ წილის ზემოთ ბაზარზე ოპერირების შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ კომპანიას აქვს საბაზრო ძალაუფლება და მისი საქმიანობა დაექვემდებარება მონიტორინგს.

  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ბაზარზე .. „ტრესტულშეთანხმებებს, მათ შორის ისეთ სფეროებში, რომლებიც, შესაძლოა, ბაზრის რეგულირებად სეგმენტებს შეეხება (მაგალითად, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა).

  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა უნდა იქცეს სახელმწიფოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად. ამისათვის, გამოყენებულ უნდა იქნეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე სახალხო დამცველის ავტორიტეტი და შესაძლებლობები.

  • მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია, ეროვნული ბანკი გათავისუფლდეს მთავრობის ზეწოლისაგან, მას დაუბრუნდეს სავალუტო ბაზრის რეგულირების მექანიზმები და მონიტორინგის ფუნქცია.

  • ამასთან ეროვნული ბანკს უნდა დაუბრუნდეს საბანკო სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის ფუნქცია. საბანკო დაწესებულებების მიერ დადგენილი ნორმატივებისა და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის უმნიშვნელო ფაქტებიც კი, სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს.

  • სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს სპეციალური ლაბორატორიების შეძენა და ფუნქციონირება, რომლებიც შეისწავლიან ბაზარზე საქონლის ხარისხს, მარკირების წესს, მათში მავნე ნივთიერებების არსებობას და ..;

  • მნიშვნელოვანია, რომ რეგულირების შესახებ კანონმდებლობა იყოს სრულყოფილი, ქვეყანაში დაინერგოს სტანდარტიზაციის ერთიანი სისტემა. მაშინ, როცა აქცენტი კეთდება საქართველოს ეკონომიკის ექსპორტზე ორიენტირებულობაზე, ხარისხის მონიტორინგის ევროპული სისტემების დანერგვის გარეშე, ექსპორტზე ოცნებაც კი არ შეიძლება.

18 ინოვაციები საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნანა შონია
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

2009 წლის 6 მარტს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“. ეს იყო სების ახალი პრეზიდენტის პირველი ნაბიჯი ქვეყნის ეროვნული ვალუტის - ლარისთვის თავისუფლების მისანიჭებლად და იმ ინოვაციური პროდუქტების დასანერგად, რომლებიც აუცილებელია ქვეყნის სავალუტო ბაზრის განვითარებისათვის.

საინტერესოა რა არის სავალუტო აუქციონი და არის თუ არა ეს საერთაშორისო სავალუტო ბირჟით /FOREX/ ლარის ყიდვა - გაყიდვის წინაპირობა?

ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ სავალუტო აუქციონი წარმოადგენს ფულად- საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის, ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე.

სავალუტო აუქციონი არის მონეტარული პოლიტიკის რეგულირების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ეკონომიკის ლიკვიდურობის ამაღლებას ემსახურება. იგი მსოფლიოში ცენტრალური ბანკების სავალუტო ინტერვენციის მიღებული და აპრობირებული ფორმაა. აუქციონებს აქვს ასევე, სასიგნალო ფუნქცია, რაც წინასწარ აძლევს ბაზრის მონაწილეებს ინფორმაციას ეროვნული ბანკის ქცევის შესახებ. ეს სისტემა ერთ-ერთი საშუალებაა ბანკებისათვის, ერთმანეთთან 24 საათის განმავლობაში ელექტრონულად ივაჭრონ პირდაპირ ბანკთაშორის ბირჟაზე.

2009 წლის 25 მაისიდან კი საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მხოლოდ სავალუტო აუქციონის მეშვეობით ახორციელებს, რაზეც ეროვნული ბანკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, „2009 წლის 25 მაისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბაზარზე ინტერვენციების მხოლოდ სავალუტო აუქციონების მეშვეობით განხორციელება არ გულისხმობს გაცვლითი კურსის პოლიტიკის ცვლილებას, არამედ ითვალისწინებს მხოლოდ სავალუტო ბაზრის მოწყობის საოპერაციო ჩარჩოს მოდიფიკაციას. ამასთან, ის მიესალმება ოფიციალური გაცვლითი კურსის დადგენას არა ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დაფიქსირებული გაცვლითი კურსის მიხედვით, არამედ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დარეგისტრირებული გარიგებების გათვალისწინებით.

თუმცა, აქ არის ერთი განსაკუთრებული მომენტი: სავაჭრო ოპერაციებიბლუმბერგის ტერმინალისპროგრამული უზრუნველყოფით ხორციელდება და სებ-ის სავალუტო აუქციონზე გამოსატანი ფულის მოცულობას ეროვნული ბანკის მენეჯმენტი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, წინასწარ განსაზღვრავს და ამის შემდეგ ახორციელებს შესყიდვის თუ გაყიდვის ოპერაციას. ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით შესაძლებელია ვაჭრობის წარმართვა სავალუტო ბაზრის ისეთი წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტებით, როგორებიცაა: სპოტი, ოფციონი, ფიუჩერსი და სვოპი.

საინტერესოა რას ითვალისწინებს ბლუმბერგის სისტემით განხორციელებული ოპერაციები და რა შედეგს მოუტანს იგი სახელმწიფოსა და მოსახლეობას; შეძლებს თუ არა ლარის საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე - FOREX-ზე მიმოქცევას; ექნება თუ არა ადგილი საქართველოს ეროვნული ვალუტის ლიკვიდობას; იქნება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსური შემოსავლის წყარო; იქნება თუ არა სავალუტო ბაზრით დაინტერესებულ პირთა შემოსავლის წყარო; შეძლებს თუ არა საქართველოშისპეკულაციისკულტურის დამკვიდრებას და ..

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მარტივი ნამდვილად არაა, მაგრამ საქართველოს ეროვნული ბანკი ცდილობს რაც შეიძლება მეტი ინოვაცია დანერგოს მონეტარულ პოლიტიკაში სავალუტო ბაზრის განვითარების მიზნით და მორიგი ნაბიჯი აღმოჩნდა მიმდინარე წლის 3 ივნისს ჩატარებული სავალუტო სვოპის პირველი აუქციონი, სადაც რეალიზებული იქნა 10 000 000 ლარი. მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა და საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი 1.13%25-ით განისაზღვრა.

სავალუტო სვოპი რამდენიმე წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტის (ფორვარდი+ სპოტი) სინთეზია, რომელსაც სავალუტო რისკების დაზღვევის ფუნქცია ეკისრება. სვოპი წარმოადგენს ერთდროულად ერთი გარიგების ფარგლებში ვალუტის ყიდვისა და გაყიდვის გარიგებას ფულის ჩარიცხვის ორი სხვადასხვა ვადის მიხედვით, რის გამოც არ წარმოიქმნება ღია სავალუტო პოზიცია. ის აზღვევს სავალუტო რისკს, რომლის საჭიროებაც ბანკს წარმოექმნება ვეტო სავალუტო პოზიციისას (მოკლე, გრძელი), ანუ როდესაც უცხოურ ვალუტაში ბანკის აქტივები და ვალდებულებები ერთმანეთისგან განსხვავდება.

სვოპი არის შეთანხმება ორ კონტრაგენტს შორის მომავალში გადასახადების ან სხვა აქტივების გაცვლა - გამოცვლის შესახებ კონტრაქტში ნაჩვენები პირობების შესაბამისად. დღეს მთელ მსოფლიოში სვოპების ბაზარი პოპულარულია, რაც ძირითადად ორი მიზეზით არის განპირობებული:

ჯერ ერთი, სვოპი ინვესტორს აძლევს საშუალებას, შეამციროს კომერციული გარიგებების დროს წარმოქმნილი საპროცენტო და სავალუტო რისკები.

მეორეც, ზოგიერთ ფირმას შეიძლება გააჩნდეს გარკვეული უპირატესობები კონკრეტული სახის დაფინანსების მიღებისას.

სავალუტო სვოპი წარმოადგენს ერთი ვალუტის გაცვლას ნომინალითა და ფიქსირებული პროცენტით სხვა ვალუტაში. სავალუტო სვოპი შეიცავს სამი სხვადასხვა სახის ფულის ნაკადს: 1) მხარეები საწყის ეტაპზე უცვლიან ერთმანეთს ნაღდ ფულს; 2) მხარეები ახორციელებენ ერთმანეთისთვის პერიოდულ საპროცენტო გადახდებს სვოპის თაობაზე შეთანხმების მთელი ვადის მანძილზე; 3) მხარეები სვოპის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ ისევ უცვლიან ერთმანეთს ძირითად თანხას.

მართალია, საქართველოს კომერციულ ბანკებს მიეცათ საშუალება 24 საათის განმავლობაში ივაჭრონ ინტერნეტქსელის საშუალებით მხოლოდ თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე, მაგრამ ბლუმბერგის სისტემა ვალუტებით ვაჭრობას ითვალისწინებს არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო სავალუტო ბაზარზეც, ანუ FOREX-ზე. ამდენად, დროა საფუძველი ჩაეყაროს მსოფლიო სავალუტო ბაზარს - FOREX-ს, რომელიც ყველაზე ლიკვიდური და დინამიკური ბაზარია და დღე-ღამის განმავლობაში მუშაობს ინტერნეტქსელის საშუალებით. ის გამოირჩევა განსაკუთრებული მიმზიდველობით, რაც განაპირობა სახსრების სწრაფმა მოძრაობამ, გარიგებების დაბალმა ფასებმა და მაღალმა ლიკვიდურობამ.

სავალუტო ბაზრის მნიშვნელოვანი განსხვავება სხვა დანარჩენისგან მდგომარეობს იმაში, რომ არ გააჩნია ვაჭრობის რაიმე გარკვეული ადგილი. ფორექსი არის ტელეკომუნიკაციების მეშვეობით ერთმანეთთან დაკავშირებული სავალუტო დილერების უზარმაზარი ქსელი, რომლებიც განლაგებული არიან მთელ მსოფლიოში და დღედაღამე მუშაობს როგორც ერთიანი მექანიზმი. ვალუტით ვაჭრობა ხორციელდება ტელეფონით ან კომპიუტერული ტერმინალებით - გარიგებები ხდება ერთდროულად ასობით ბანკში მთელს მსოფლიოში.

ფორექსზე მუშაობა იძლევა მაღალი სარგებლის მიღების შესაძლებლობას ვალუტის კურსების თუნდაც უმნიშვნელო რხევებისას. ბაზრის ბრუნვა უზარმაზარია - ყოველდღიურად ყიდულობენ და ყიდიან დაახლოებით 4 ტრილიონ დოლარს, რაც შეადგენს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ყოველდღიური მუშაობის 3-4 თვეს. ფორექსის ბაზარზე ოპერაციათა დაახლოებით 20%25 არის ოპერაციები ვალუტის რეალური მოზიდვით, 80%25 კი ოპერაციები, რომელთა მიზანია სპეკულაციური სარგებლის მიღება საბაზრო კურსების ცვლის ხარჯზე.

სავალუტო ბაზრის მონაწილეთა შემადგენლობა სხვადასხვაგვარია: დაწყებული უდიდესი ბანკებითა და მძლავრი საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებით დამთავრებული მცირე ფირმების და კერძო ინვესტორების ჩათვლით (უკანასკნელი ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია). სპეკულაციური ოპერაციების ბაზარი - ფორექსი იზიდავს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, მიუხედავად მათი ასაკისა, საზოგადოებრივი მდგომარეობისა, წარმოშობისა და სქესისა. საინფორმაციო ტექნოლოგიების და საფინანსო ინსტრუმენტების ელვისებური განვითარება მუდმივად აფართოებს სავალუტო ბაზარზე მოვაჭრეთა წრეს. ვაჭრობის ძირითადი ნაწილი მოდის 300 საერთაშორისო ბანკზე, რომლებიც ახორციელებენ ტრანზაქციებს დიდი კომპანიებისა და მთავრობისთვის. სპეკულაციური ოპერაციების ჩატარების შემდეგ მიღებული შემოსავლები შეადგენენ უდიდესი დასავლური ბანკების მთელი შემოსავლის 50-დან 80 პროცენტამდე.

სპეკულაციური ოპერაციების უმეტესი ნაწილი საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე ხორციელდება მარჟინალური ვაჭრობის პრინციპებზე დაყრდნობით. მარჟინალური ვაჭრობის არსი იმაში მდგომარეობს, რომ გარიგების ჩატარებისთვის არ არის აუცილებელი კონტრაქტის ღირებულების მთელი თანხის ქონა, საკმარისია მხოლოდ გირაოს შეტანა, რომელიც ჩვეულებრივ შეადგენს კონტრაქტის ღირებულების 1-10%25 (უფრო ხშირად კი 2-5%25-ს), ანუ, ვალუტის ყიდვის ან გაყიდვის გარიგების შესასრულებლად თქვენი ფინანსური პარტნიორი ბანკი გაკრედიტებთ თანხით, რომელიც გაკლიათ, ანუ, როგორც ტრეიდერები ამბობენ, შემოგაშველებთ „მხარს, ანუ „ბერკეტს”.

მაგალითად, 10000 ევროს დოლარებზე ყიდვის დროს 1%25 მარჟით (მხარი 1:100), აუცილებელია მხოლოდ 100 დოლარის გირაოს შეტანა. ბუნებრივია, ეს ამაღლებს მოთამაშის პოტენციურ შესაძლებლობებს: გააჩნია რა, შედარებით მცირე სახსრები, მას შეუძლია ბაზარზე ოპერირება მრავალჯერ უფრო მეტი თანხით. ამასთანავე, მთელი მოგება, რომელიც შეიქმნა სავალუტო კურსების შეცვლით, იწერება მის ანგარიშზე. კონვერსიული საარბიტრაჟო ოპერაციების მიზანია სარგებლის მიღება ვალუტების კურსის ხელსაყრელი მოძრაობით. მაგრამ ყოველთვის უნდა იყოს გათვალისწინებული იმის რისკი, რომ ფასი შეიძლება შეიცვალოს არასასურველი მიმართულებით. ფასის არახელსაყრელი მიმართულების შემთხვევაში რისკის კონტროლი განხორციელდება შეკვეთის განთავსების ისეთი ფასით, რომელიც აფიქსირებს მინიმალურ დანაკარგებს, ისე რომ თანხა, რომლითაც გარისკავს ტრეიდერი, 3-4-ჯერ ნაკლები იყოს ნავარაუდებ სარგებელზე.

0x01 graphic

იმისათვის, რომ იყოს უფრო იაფად ყიდვის, ძვირად გაყიდვის და მაღალი სარგებლის მიღების საშუალება, აუცილებელია ბაზრის ანალიზის ცოდნა, ანუ უამრავი ფაქტორის გათვალისწინება, რომლებიც ახდენენ გავლენას ფასზე. ფორექსზე ვაჭრობა - ძალიან საინტერესო სამუშაოა, რომელიც გულგრილს არავის ტოვებს, ბაზრები მუდმივად მოძრაობენ და იცვლებიან, ხდება ახალი ამბები, ამიტომ დაინტერესებულმა პირმა მუდმივად უნდა გაანალიზოს სიტუაცია და მიიღოს გადაწყვეტილება - თუ როგორ მართოს სავალუტო რისკები. ასეთი სამუშაოს გასამრჯელო არის არა მარტო მატერიალური შემოსავლის სახით, არამედ მორალურიც - საკუთარ ძალებში დაჯერებულობის გრძნობა, გამბედაობა და სიმტკიცე. და რაც მთავარია, იგი წარმოადგენს ქვეყნის სავალუტო ბაზრისა და ეროვნული ვალუტის ლიკვიდობის საფუძველს.

სავალუტო ბაზარზე მუშაობას ბევრი თამაშს ეძახის და კაზინოს ადარებს. მართალია, სავალუტო ბაზრის ტრეიდერი და კაზინოს მოთამაშე ორივე რისკავენ, რადგანაც მათ აერთიანებთ ერთი სურვილი - შედარებით მცირე კაპიტალით მიიღონ სარგებელი. მიუხედავად ამისა, სავალუტო ბაზარზე სპეკულაციას და კაზინოში თამაშს გააჩნია პრინციპული განსხვავებები. კაზინოში რისკის ფაქტორი მაქსიმალურია და მის დაზღვევას არავინ არ ახდენს. იქ ჩადებული თანხა გაუმართლებლობის შემთხვევაში მთლიანად იკარგება, ხოლო ფორექსით ვაჭრობის დროს რისკი მინიმალურია, დეპოზიტის დაკარგვის არანაირი შანსი არ არსებობს. რადგანაც სავალუტო ბაზარზე ვაჭრობის დროს ინვესტორი მოქმედებს საბაზრო ფასის მოძრაობის პროფესიონალური შეფასების საფუძველზე და ვარაუდობს სარგებლის მიღებას მცირე ინვესტიციებით ვალუტით დღევანდელი საფასურის და შემდგომში მისი ფასის შეცვლის შეფასების საფუძველზე. აქ წარმატების მთავარი ფაქტორია პროფესიონალური მიდგომა და არა იღბალი.

სპეკულაციური ოპერაციების ბაზარი იმდენად დიდია, რომ ვერც ერთი მოთამაშე და ვერც ერთი მთავრობა ვერ შეძლებს სრულად იქონიონ მასზე ზეგავლენა. ამიტომაც ექსპერტებმა სწორედ ფორექსი დაასახელეს ყველაზე საუკეთესო ბაზრად დედამიწაზე.

ფორექსი ძალზედ ობიექტური ბაზარია, რადგან, თუ კი მის ცალკეულ მონაწილეებს სურთ, თუნდაც როგორმე შეცვალონ ფასები თავიანთი მიზნებისთვის, მათ უნდა შეეძლოთ ათეულ მილიარდობით დოლარით ოპერირება, ამიტომაც ერთეული მონაწილეების ბაზარზე ზემოქმედება პრაქტიკულად გამორიცხულია. ბაზრის აბსოლუტური ლიკვიდობა იძლევა საშუალებას გახსნათ და/ან დახუროთ პოზიციები წამებში. პოზიციების შეკავების დრო თავისუფალი და შეუზღუდავია: რამდენიმე წამიდან მრავალი წლების განმავლობამდე და დამოკიდებულია მხოლოდ თქვენს სავაჭრო სტრატეგიებზე, მიუხედავად იმისა, რომ ვალუტის დღიური რხევები ძალზე უმნიშვნელოა, საკრედიტო ხაზების გამოყენებით, რომლებიც მისაწვდომია 1000-5000 დოლარის მცირე კაპიტალის მქონე სავალუტო სპეკულანტებისათვისაც კი, სარგებელი შეიძლება შთამბეჭდავი იქნეს.

აქედან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინოვაციები - სავალუტო აუქციონი და სავალუტო სვოპი - არის საფუძველი საქართველოს სავალუტო ბაზრის არეალების გაფართოებისა, რაც მიგვიყვანს ისეთი ინოვაციური პროდუქტის დანერგვაზე, როგორიცაა: საერთაშორისო სავალუტო ბაზარი, ანუ FOREX, რომელსაც შემდეგი დადებითი თვისებები გააჩნია: მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენობა და ოპერაციათა უდიდესი მოცულობები; გარე მარეგულირებელი ორგანოს არარსებობა - ფასები განისაზღვრება მხოლოდ მოთხოვნა - მიწოდებით; ეროვნული ვალუტის ლიკვიდობა; ინვესტორის რისკის მინიმიზაცია; სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის ძირითადი წყარო; სადაზღვევო ურთიერთობის ჩამოყალიბება და განვითარება ქვეყნის მასშტაბით. საკომისიო ხარჯების არარსებობა, გარდა ყიდვის და გაყიდვის ფასების სხვაობისა; უმუშევართა რიცხოვნობის შემცირება.

ზემოთ ჩამოთვლილიდან გამომდინარე, პირველ რიგში, აუცილებელია:

  • ჩამოყალიბდეს სასწავლო ცენტრები, სადაც განხორციელდება ტრენინგები ფორექსზე ვაჭრობის პრინციპების ასათვისებლად;

  • პარალელურად უმაღლესი სასწავლებლების კურიკულუმებში შეტანილ იქნას ცვლილებები და ნაცვლად ზოგიერთი ძველმოდური საგნებისა, ჩაისვას ისეთი საგნები, როგორიცაა: საბირჟო საქმე, წარმოებული ფინანსური ინსტრუმენტების ბაზარი, საერთაშორისო სავალუტო ბირჟა და სხვა.

  • ინტერნეტის საშუალებით გაიხსნას FOREX.

ANNOTATION
Innovations in the Monetary Policy of the National Bank of Georgia

The stability of Georgia's domestic money market fundamentally depends on the development and improvement of the payment system of the country as well as on the attraction of large investments, implementation of new technologies and production of highly competitive national goods that in its turn should increase the ratio of the export in the foreign trade operations of the country. These issues were in the process of improvement and advancement until the war events in August, 2008. The latter hindered the economic development of the country. Therefore, at present internal and external political stability of the country is the first consideration for Georgia to obtain the status of sovereign country and to maintain it on the world scale.

Several innovative products - monetary auctions and monetary swaps have been introduced by the National Bank of Georgia in the current year. It is desirable to add to the list of innovations FOREX - international monetary market by means of which different currencies are sold and bought online during 24 hours. FOREX trading fosters liquidity of the national currency, reduction of the investor risks, establishment and development of insurance relations of monetary bids through hedging and decreases the number of unemployed people.

In order to raise awareness of FOREX trading the following should be considered:

- Training centres should be established, where trainings will be held in order to learn the principles how to trade online through FOREX.

- Simultaneously the changes should be taken in the curriculum of the educational institutions and the old-fashioned subjects should be substituted by the new ones, like: stock exchange, international monetary exchange and etc.

- FOREX should be opened by means of internet resaurces.

19 აშშ - საქართველო: სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობების ზოგადი ასპექტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ვასილ კიკუტაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ-ს პროფესორი

თანამედროვე ეტაპზე აშშ- ეკონომიკურ - პოლიტიკური ინტერესები გააჩნია მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, კავკასიაშიც (განსაკუთრებით საქართველოში).

აშშ-ს ინტერესს საქართველოში, უპირველეს ყოვლისა, განაპირობებს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური მდებარეობა და აშშ-ს მისწრაფება ხელი შეუწყოს მსოფლიოში უსაფრთხო, დემოკრატიული პოლიტიკურ - ეკონომიკური გარემოს ჩამოყალიბებას. საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 23 აპრილიდან იწყება, ამავე წელს ფორმდება პირველი ეკონომიკური ხასიათის ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობის შესახებ.

აშშ-ს ოფიციალური პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში შემდეგი მიზნების შესრულებას ითვალისწინებს: 1) დაეხმაროს ქვეყანას ლიბერალური დემოკრატიული, ეკონომიკური და პოლიტიკური რეფორმების გატარებაში; 2) უზრუნველყოს ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მყარი მექანიზმების შექმნა და 3) დაეხმაროს ქვეყანას ეროვნული უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში. 2004 წლის იანვარში აშშ მთავრობამ გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის შეიმუშავა დახმარების პროგრამა ათასწლეულის გამოწვევა“. მისი მთავარი განსხვავება სხვა პროგრამებისგან მდგომარეობს იმაში, რომ დასახმარებელი ქვეყანა თავადვე ირჩევს მისთვის პრიორიტეტულ დარგებს, ხოლო, ქვეყნების შერჩევა მათ მიერვე წარმოდგენილი ეკონომიკური პროექტების პერსპექტიულობის მიხედვით და ამ ქვეყნებისადმი საკონკურსოდ წინასწარ შერჩეული 16 კრიტერიუმის მიხედვით ხდება. მათ შორის, განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ სამ კრიტერიუმს მიექცა: სამართლიანი მმართველობა, ეკონომიკური თავისუფლება და ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვა. საქართველომ 2005 წლის აგვისტოში შესძლო მოეპოვებინა 295,3 მილიონიანი აშშ დოლარის ოდენობის ხუთწლიანი გრანტი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და კერძო სექტორის განვითარებისათვის. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ხორციელდება: სამცხე - ჯავახეთის გზისა და ენერგო - სექტორის რეაბილიტაცია, რეგიონალური ინფრასტრუქტურის განვითარება, აგრობიზნესის განვითარება და სხვადასხვა სახის რეგიონალური განვითარების პროექტები.

ცხადია, მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა და გასული წლის აგვისტოს მოვლენებმა ნეგატიურად იმოქმედა საქართველოში ინვესტიციების შემოდინებაზე და ისედაც მცირე უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ფაქტიურად შეაჩერა. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად, 2008 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1,2 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2007 წელთან შედარებით 600 მილიონით ნაკლებია. საქართველოში 2008 წელს განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით ქვეყნების პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება (იხ. სქემა №1).

სქემა №1-დან ჩანს, რომ აშშ-მა 2008 წელს საქართველოში 116,3 მლნ. აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა, რითაც იგი 2008 წელს მე-4 ადგილს იკავებდა უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნების ათეულში. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წინა წლების ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 16%25-ით შემცირდა ქვეყანაში განვითარებული მოვლენებისა და მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამო. 2008 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი იაპონია იყო - 34,7მლნ. აშშ. დოლარით. საქართველოში განვითარებული აგვისტოს მოვლენების შემდეგ პირველი განაცხადი ინვესტიციების დაბანდების შესახებ ამერიკულმა საინვესტიციო კომპანია დოჰენ გრუპი - მა გააკეთა, როგორც ჩანს, იგი სამშენებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების ინვესტირებას გეგმავს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებით საქართველო ეტაპობრივად მიიღებს 1 მლრდ აშშ დოლარის დახმარებას რუსეთის აგრესიის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, რაც მსოფლიოს ცივილიზებული ქვეყნების მიერ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებებთან ერთად ჯამში დაახლოებით 4,5 მლრდ აშშ დოლარია. ამ მოცულობის დახმარების სწორად გამოყენების შემთხვევაში საქართველოში შესაძლებელი იქნება მსოფლიო ფინანსური კრიზისის ნეგატიური შედეგების მეტნაკლებად განეიტრალება.

0x01 graphic

უკანასკნელ პერიოდში აშშ- საქართველოს ვაჭრობისა და ინვესტიციების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმი (GSP+) გავრცელ დეს დამატებით 1400 დასახელების ქართულ პროდუქციაზე, რაც იმედია კიდევ უფრო გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს აშშ-სა და საქართველოს შორის, შეამცირებს ექსპორტ - იმპორტის უარყოფით სალდოს და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას. 2007 წელს საქართველოდან აშშ-ში განხორციელდა 149561 მლნ. აშშ. დოლარის ექსპორტი, რამაც ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 12,2 %25 შეადგინა.

ექსპორტში ფეროშენადნობებს 2007 წელს საქართველოდან აშშ-ში განხორციელებულ მთლიან ექსპორტში 75.5 %25 უკავია, სხვადასხვა სახის სასუქებს 19.6%25, ხოლო დანარჩენ ადგილებს სხვა პროდუქცია ინაწილებს მცირე მაჩვენებლებით. აღსანიშნავია, რომ აშშ-თან პრეფერენციული სავაჭრო რეჟიმის (GSP+) შემოღებით 3500-მდე დასახელების ქართულ პროდუქტს, რომლებიც დღემდე იგზავნებოდა აშშ-ში, დაემატება ისეთი პროდუქცია, როგორიცაა: თხილი, ღვინის ყველა სახეობა, ბოსტნეულისა და ხილის კონსერვები და წვენები, ასევე, უალკოჰოლო სასმელები და სხვადასხვა სახეობის ხილ-ბოსტნეული, რაც უდავოა, რომ ექსპორტის შესაძლებლობებს კიდევ უფრო გაზრდის და გააღრმავებს სავაჭრო ურთიერთობებს აშშ-თან.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2009 წლის 9 იანვარს აშშ-სა და საქართველოს შორის გაფორმდა დოკუმენტი - ქარტია ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო“, რომელმაც შესაძლებელია გადამწყვეტი როლი ითამაშოს ჩვენი ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკური განვითარებისა და სამხედრო - პოლიტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ქარტიის გაფორმების შემდეგ მომავალი პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა, რაც გონივრულად უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ამუშავდეს ქვეყნის საწარმოო სექტორი, ანუ, გავხდეთ მწარმოებელი ქვეყანა, რაც თავისთავად მოხსნის უმუშევრობას, სიღარიბეს და სხვა პრობლემებს, რომელთაც მხოლოდ მომხმარებლის სტიმულირებით ვერ გადავჭრით.

ANNOTATION
General aspects of Georgian-American trade-economic relations

V.Kikutadze, Academic Doctor of Economics Sciences
Professor of Business and Economics Faculty of Tbilisi State University

Nowadays the United States of America is the world's leader country, that has its own political and economical interests in different regions of the world, including in the Caucasus region, especially - in Georgia. The geo-political situation of our country and the aim of the USA to support forming safely, democratic and political and economical environment all over the world determine the reason of such interest of the USA. Official diplomatic relations between the USA and Georgia begins from April 23, 1992. The first economical agreement on supporting investments between American and Georgian governments was signed in the same year. The politics of the USA referring to Georgia implies achieving these goals: 1. To help the country reforming in liberal democracy, economic and politics. 2. To provide introducing hard bases of defending human rights. 3. To help the country establishing the national safety system. Following, the USA performed various economic projects in Georgia, and performs them even today. In such way, it makes market relations to develop in an irreversible way.

20 ბიზნეს - დაგეგმვის ძირითადი ასპექტები სოფლის მეურნეობაში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამარ დუდაური,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

0x01 graphic

ნინო სამჭკუაშვილი,
აგრარული უნივერსიტეტის მაგისტრი

წინამდებარე სტატიაში განვითარებული ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით განხილულია სოფლის მეურნეობაში ბიზნეს - დაგეგმვის ძირითადი ასპექტები. გაანალიზებულია წამყვანი ქვეყნების მრავალწლიანი გამოცდილება სასოფლო - სამეურნეო საწარმოებისათვის ბიზნეს - გეგმის შემუშავების სფეროში. დასახულია ის აუცილებელი განსახორციელებელი ღონისძიებები, რომელთა გატარებაც გახდება საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების საწინდარი.

ნებისმიერი, მათ შორის, სასოფლო - სამეურნეო საწარმოს განვითარების საკვანძო ეტაპია ბიზნეს - დაგეგმვა, რომელიც მდგომარეობს ბიზნესის საწყისი პროგრამის შემუშავებასა და მისი ეფექტიანობის გაანგარიშებაში. ეს თანაბრად ეხება, როგორც უკვე არსებულ სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივებსა და ფერმერებს, ასევე ახლად წამოწყებულ ბიზნესსაც. საწყისს სტადიაზე იღებენ გადაწყვეტილებას დაიწყონ და განავითარონ თუ არა ახალი საქმე და თუ გადაწყვეტენ დაწყებას, მაშინ უნდა განსაზღვრონ მუშაობის შემდგომი ოპტიმალური მიმართულება. მოქმედი საწარმოსათვის (ფერმებისათვის) ბიზნეს - გეგმის როლი შესაძლებელია მდგომარეობდეს მისი განვითარების ახალი პერსპექტიული მიმართულებების ძებნაში, მართვის ორგანიზაციული სტრუქტურის ოპტიმიზაციაში და ა.შ.

ბიზნეს - დაგეგმვის შედეგებს პრაქტიკული მნიშვნელობა გააჩნიათ და მისდამი სწორი მიდგომის შემთხვევაში იძლევიან საგრძნობ მატერიალურ უკუგებას. ბიზნესგეგმის გამოყენების სფერო შეგვიძლია დავყოთ ორ კატეგორიად: შიდა და გარე სფეროებად.

როგორც შიდა გამოყენების დოკუმენტი, ბიზნეს - გეგმა შესაძლოა ემსახურებოდეს სასოფლოსამეურნეო საწარმოს (ფერმერული მეურნეობის) სტრატეგიების, ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი გეგმების, საჭირო სამუშაო ძალის ფორმირებას, მისი შემოსავლებისა და ხარჯების შეფასებას და სხვა გადაწყვეტილებების დასაბუთებას, რომლებიც ეხება ბიზნესის მართვის სხვადასხვა ასპექტებს. ბიზნეს - დაგეგმვის შედეგების გამოყენების სხვადასხვა ასპექტებს მიეკუთვნება გეგმის რეალიზაციისთვის რესურსების მოძიება. ამ შემთხვევაში ბიზნეს- გეგმა წარმოადგენს დოკუმენტს, რომელსაც იხილავს ინვესტორი, ე.ი. ის პირები, რომლებიც იღებენ განსახორციელებელი პროექტის დაფინანსების გადაწყვეტილებას. ბიზნეს - გეგმის შემუშავების მთავარი მიზანია დაგეგმილი პროექტის ფინანსურ - ეკონომიკური ეფექტიანობისა და მისი რეალიზაციის მიზანშეწონილობის განსაზღვრა, გარდა ამისა, ბიზნეს - გეგმის პროექტის საკადრო და ორგანიზაციულ - მმართველობითი სახის საკვანძო გადაწყვეტილებები.

სოფლის მეურნეობაში ბიზნეს - გეგმის შემუშავების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება სასოფლო - სამეურნეო პროდუქციის საგეგმო თვითღირებულებას. საწარმომ (ფერმამ) დაგეგმვის პროცესში უნდა გამოყოს დაგეგმვის ობიექტი, გაიანგარიშოს დანახარჯები და განსაზღვროს პროდუქციის თვითღირებულება წარმოებული პროდუქციის ცალკეული სახეების მიხედვით. მაგალითად, ხორბალი, ქერი, შვრია, საკვები კულტურები, ძროხის ხორცი, ყველი, რძე და ა.შ. რეკომენდირებული დაგეგმვის ობიექტების ჩამონათვალი უნდა დააზუსტოს თვით საწარმომ და ნაერთ გეგმაში უნდა აღირიცხოს საბოლოო ზუსტი ჩამონათვალი. დაგეგმვის ყოველი ობიექტისათვის დანახარჯების აღრიცხვისა და თვითღირებულების კალკულაციისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყოველი მათგანის ტექნოლოგიური თავისებურებები, წარმოების მასშტაბები და მოცულობები, ანგარიშების შედეგების ავტომატიზაციის საშუალებით (კომპიუტერის დახმარებით).

საზოგადოდ, მეცხოველეობასა და მემცენარეობაში წარმოებული პროდუქციის თვითღირებულების დაგეგმვის საფუძველია წარმოების თანამედროვე ტექნოლოგია.

მეცნიერულად დასაბუთებული ტექნოლოგიური სქემები წარმოადგენენ საგეგმო დოკუმენტაციის ძირითად საწყის მონაცემებს, რომელშიც თანმიმდევრულად არის შემუშავებული:

  • წარმოების ტექნოლოგია;

  • საწარმოო საშუალებების გამოყენება;

  • წარმოების ორგანიზაცია და შრომის ანაზღაურება;

  • ღონისძიებები, რომლებიც მიმართულნი არიან პროდუქციის წარმოების მოცულობის გაზრდაზე.

ტექნოლოგიური სქემების სხვადასხვა ვარიანტების შედგენისა და ანალიზის შედეგად ხდება:

  • რენტაბელურობის შეფასება და სხვადასხვა სახის კულტურების კულტივაციისა და განსაზღვრული სახის პირუტყვის გამრავლების მიზანშეწონილობის განსაზღვრა;

  • ეკონომიკურად ეფექტიანი აგროტექნოლოგიური, ტექნიკური და ორგანიზაციულ - ეკონომიკური მეთოდების შერჩევა წარმოების ორგანიზაციისთვის;

  • ღონისძიებების შემუშავება, რომლებიც მიმართულნი არიან სასოფლო - სამეურნეო კულტურების მოსავლიანობის ამაღლებაზე და მაღალი ხარისხის კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებაზე;

  • ძირითადი, თანმდევი და შერეული პროდუქციისა და სხვადასხვა სახის შესრულებული სამუშაოების შიდასამეურნეო ღირებულების განსაზღვრა;

  • წარმოებული პროდუქციის ერთეულზე აუცილებელი შრომითი და სხვა დანახარჯების შემცირების ხერხებისა და გზების შერჩევა.

ტექნოლოგიური სქემების გაანგარიშებისათვის მოძიებულ საჭირო ინფორმაციასთან ერთად, ადგენენ ტექნოლოგიის გამოყენების ვარიანტებს საქმიანობის ამა თუ იმ სახისათვის (მაგალითად, ნათესი ფართობებისა და ჯოგის სტრუქტურისათვის), რომელთა მიხედვითაც, ახორციელებენ საწარმოს საქმიანობის ვარიანტების შედარებას და ასევე საქმიანობის სახეების მიხედვით ნაერთი გეგმების შედგენასა და ანალიზს. იგი საშუალებას მოგვცემს:

  • განვსაზღვროთ ტექნიკაზე ფაქტიური მოთხოვნილება და შევადაროთ იგი არსებულს;

  • ახალი ტექნიკის შეძენამდე განვსაზღვროთ მათი აუცილებელი რაოდენობა და პოტენციური შესაძლებლობები;

  • განვსაზღვროთ პროდუქციის წარმოებაზე გასაწევი დანახარჯების ყოველთვიური ლიმიტი, რაც შემდგომში დაგვეხმარება კრედიტის აღებისა და დაფარვის გრაფიკის შედგენაში.

ცნობილია, რომ სოფლის მეურნეობაში წარმოების მთავარ საშუალებას წარმოადგენს მიწა, რომელიც არ ამორტიზირდება, აღნიშნულიდან გამომდინარეობს საწარმოების (ფერმების) ფინანსირების თავისებურებები. ამასთან, მიწების ნაყოფიერებისა და ადგილმდებარეობის სხვადასხვა დონე ხელს უწყობს საწარმოების (ფერმების) დიფერენციალური შემოსავლის ჩამოყალიბებას.

ძირითადი საწარმოო ფონდების შემადგენლობაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია პროდუქტიულ და მუშა საქონელს. ფონდების ამ ნაწილის აღწარმოება ხდება უშუალოდ სოფლის მეურნეობაში.

სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი სპეციფიკაა მისი თვით აღწარმოება. წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილის რეალიზება არ ხდება, არამედ რჩება მეურნეობის შიგნით აღწარმოების მიზნით თესლის, სასუქების, საკვების, ახალგაზრდა საქონლის სახით, ამიტომ არ შედიან სასაქონლო პროდუქციის შემადგენლობაში და არ იღებენ ფულად გამოსახულებას, ვინაიდან წარმოადგენენ შიდასამეურნეო ბრუნვას. შიდასამეურნეო ბრუნვა საწარმოების (ფერმების) მთლიან მოცულობაში შეადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს და გამოისახება ათეული პროცენტებით.

ბუნებრივი პროცესები ხასიათდებიან დროის დიდი ხანგრძლივობით. ამრიგად, სახსრების ბრუნი არის საკმაოდ ხანგრძლივვადიანი. მემცენარეობაში იგი შეადგენს დაახლოებით ერთ წელს, ხოლო მეცხოველეობაში 9 თვეს.

ბიოლოგიური პროცესები განაპირობებენ იმას, რომ საწარმოების უმეტესობაში მოსავლის აღება და სასაქონლო პროდუქციის რეალიზაცია ხდება წლის ბოლოს. სოფლის - მეურნეობაში შემოსავლები წლის განმავლობაში არა თანაბრადაა განაწილებული. სამეურნეო საქმიანობის შეფასება და შედეგების დათვლა შესაძლებელია მხოლოდ წლის ბოლოს. სასოფლო - სამეურნეო წარმოების დამოკიდებულება ბუნებრივ მოვლენებზე იწვევს სპეციალური სადაზღვევო და სარეზერვო ფონდების შექმნის აუცილებლობას, როგორც ფულადი, ისე ნატურალური ფორმით. ყველა სამუშაო, რომელიც ჩართულია ტექნოლოგიურ ციკლში, აუცილებლად უნდა შესრულდეს ზუსტად დაგეგმილ დროში. ე.ი. ზუსტად და დროში თანმიმდევრულად უნდა იქნეს დაცული მთელი ტექნოლოგიური ჯაჭვი. ეს ყოველივე განაპირობებს რესურსებისა და სახსრების კონცენტრაციას სამუშაოების განსაზღვრული ვადებისათვის.

ბიზნეს - დაგეგმვა სოფლის მეურნეობაში საშუალებას აძლევს საწარმოს (ფერმას) უკეთ განახორციელოს წარმოების ორგანიზება, შეარჩიოს სამუშაოების ჩასატარებლად სწორი ეკონომიკურად ხელსაყრელი ინსტრუმენტები და საბოლოო ჯამში შემცირდეს შრომითი და მატერიალურ - ფულადი დანახარჯები წარმოებული პროდუქციის ერთეულზე. გარდა ამისა, იგი იღებს შესაძლებლობას დროულად ჩაატაროს წარმოებული პროდუქციის ნომენკლატურის, მისი კონკურენტუნარიანობის ეკონომიკური შეფასება და შეამციროს საწარმოო რისკი.

საქართველოს სოფლის მეურნეობა ხასიათდება წვრილი ოჯახური მეურნეობების მაღალი ხვედრითი წილით, სასოფლოსამეურნეო საწარმოთა მთლიან მოცულობაში. საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2007 წელს, სულ რესპუბლიკაში იყო 729542 მეურნეობა, მათ შორის ოჯახური მეურნეობები შეადგენდა 728247-ს (99,8%25), სასოფლო - სამეურნეო საწარმოები შეადგენდა 820 (დაახლოებით 0,1%25, მათ შორის 84 კოოპერატივი), ხოლო სხვა ტიპის მეურნეობები კი 475 (დაახლოებით 0.1%25). ამ მეურნეობების უმრავლესობა პროდუქციას აწარმოებდნენ მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის, მაგალითად, 728247 ოჯახური მეურნეობიდან 594557(81,6%25) და 820 სასოფლოსამეურნეო საწარმოდან 131(16%25) პროდუქციას აწარმოებენ მხოლოდ თავიანთი პირადი მოხმარებისთვის. ასევე ძალიან მცირეა სასოფლო - სამეურნეო პროდუქტების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლების წილი ოჯახური მეურნეობების ფულად შემოსავლებში, მან 2007 წელს შეადგინა 7,8%25. წინა წლებთან შედარებით შემცირდა საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქციის სტრუქტურაში სოფლის მეურნეობის წილი, მაგალითად, თუ იგი 1999 წელს შეადგენდა 24,7%25-ს, 2006 წელს 10,6%25-ს, 2007 წელს კი მან მხოლოდ 9,4%25 შეადგინა.

ამრიგად, ასეთ პირობებში საქართველოს სოფლის - მეურნეობაში სტრატეგიების შემუშავება და ბიზნესის დაგეგმვა შეუძლებელია მეურნეობების თითქმის დიდ უმრავლესობაში, ვინაიდან ფერმერებს არ ძალუძთ და არც სურთ აწარმოონ რაიმე სახის დაგეგმვა. ოჯახურ მეურნეობებს, მეურნეობის მცირე ზომების გამო არ შეუძლიათ სხვადასხვა ტექნიკისა და ტექნოლოგიების შეძენა, არ ხდება სასუქების შეტანის დოზებისა და წარმოების ტექნოლოგიის დაცვა და .. ამიტომ ჩვენის აზრით, მიზანშეწონილი იქნება სახელმწიფოს მხრიდან გადაიხედოს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, რათა დაცული იქნენ ადგილობრივი მეწარმეები. ამასთან, საჭიროა სოფლის - მეურნეობაში განისაზღვროს პრიორიტეტული დარგები და მოხდეს, (დასაწყისში მაინც) მათი დოტაცია, განხორციელდეს მეწარმეების დაინტერესება გადამამუშავებელი საწარმოების გასახსნელად (მაგალითად, მეწარმეს რომელიც გადაამუშავებს ადგილობრივ ნედლეულს, შეუმცირდეს საშემოსავლო და მოგების გადასახადი), შეიქმნას პირობები წვრილი ოჯახური მეურნეობების კოოპერატივებში და სხვა გაერთიანებებში გასაწევრიანებლად და ა.შ.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საქართველოს სოფლის მეურნეობა სტაგნაციას განიცდის, ამიტომ საჭიროა სასწრაფო ღონისძიებების შემუშავება და სტრატეგიების დასახვა მთავრობის მხრიდან, რათა მოხდეს სოფლის - მეურნეობის აღორძინება, რაც თავის მხრივ, საქართველოს, როგორც აგრარული ქვეყნის აღორძინების საწინდარი გახდება.

ANNOTATION
The basi c aspe cts of busines planning in agriculture

Tamar Dudauri. Academic doctor of Economics,
Associate Professor of GSAU
Nino Samchkuashvili. Magistrate of GSAU

Business planning is one of key stages in development of any enterprise which consists in initial study of the program of work and calculation of efficiency of business. It equally concerns as for a long time already to the working companies, and new business. At an initial stage the decision is made: whether it is necessary to develop new business and if to develop, what optimal way of the further work. For the operating enterprise the business plan role can consist in search of new perspective directions of activity of the company, in optimisation of organizational structure of management etc.

From the told follows that Georgian rural economy is in stagnation. And consequently it is necessary to carry out actions for agriculture restoration that will lead Georgia to prosperity.

21 ოფშორების როლი მსოფლიო საფინანსო ნაკადებში

▲ზევით დაბრუნება


უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში იზრდება კლასიკური ოფშორების როლი მსოფლიო კაპიტალისა და სხვა აქტივების მოძრაობაში.

BCG-ის (Boston Consulting Group) მოხსენების თანახმად, რომელიც ეძღვნება მსოფლიო კერძო აქტივების დინამიკის შეფასებას, 2006 წლისათვის ოფშორებში თავმოყრილი აქტივები 6,7 ტრლნ დოლარით შეფასდა. იქ, სადაც უფრო მეტადაა განვითარებული სახელმწიფო ინსტიტუტები და სამოქალაქო საზოგადოება, მაღალია ეკონომიკის გამჭვირვალობის ხარისხი, სტაბილურია ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია, სპეციფიკური ოფშორული რეჟიმების გამოყენების ინტერესი ნაკლებია. BCG-ის მონაცემების თანახმად, რომელიც მთლიანად ემთხვევა ეთგო - ს (ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია) მონაცემებს, ოფშორული საფინანსო სისტემების კაპიტალის მოცულობა 5-7 ტრლნ დოლარია, რაც თითქმის 5-ჯერ მეტია 2 ათეული წლის წინანდელ მონაცემებზე.

მსოფლიო ფინანსურ ნაკადებში ოფშორების იურისდიქციის როლზე შეიძლება ვიმსჯელოთ აქ განლაგებული ბანკების საერთაშორისო პოზიციებით. საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის (BIS) სტატისტიკის თანახმად, 2001 წლის შემდეგ ოფშორული ზონის საბანკო აქტივები მსოფლიო აქტივების საერთო ზრდასთან შედარებით უფრო მაღალი ტემპებით იზრდება (ცხრ. 1).

ცხრილში წარმოდგენილი იურისდიქციების აქტივებში 23%25-ზე მეტი საბანკო აქტივებზე მოდის.

აქედან გამომდინარე, არსებობს განსაზღვრული ფინანსური „კავშირები“, როდესაც ცივილიზებული ქვეყნების, ან „თეთრი“ ოფშორების ბანკები აქტიურად იყენებენ ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც დარეგისტრირებულნი არიან კლასიკურ ოფშორებში. მაგალითად, შვეიცარიული ბანკები უცხოური კლიენტების მსხვილ თანხებს ჩვეულებრივად განათავსებენ არა თავის დეპოზიტებზე, არამედ, უცხოეთის ბანკებსა და ფონდებში.

ზოგიერთი ოფშორული იურისდიქციები წამყვან პოზიციებს პირდაპირი ინვესტიციების ბაზარზე იკავებს, რაც განსაკუთრებით კარგად ჩანს დაგროვებული უცხოური ინვესტიციების ნაკადების მაგალითზე. 2007 წლის დასაწყისისთვის ჰონგკონგმა მსოფლიოში დაგროვებული მოზიდული ინვესტიციების მოცულობით მე-4 ადგილი დაიკავა, გატანილი ინვესტიციების მოცულობით მე-5 და გარდამავალი ეკონომიკისა და განვითარებად ქვეყნებს შორის - პირველი ადგილი. ამავე პერიოდისთვის გატანილი პირდაპირი ინვესტიციებით მსოფლიოში მე-7 ადგილზე აღმოჩნდა შვეიცარია, მე-15 ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები, მე-16-ზე სინგაპური. ოფშორული იურისდიქციების უმეტესობა ჯერ კიდევ არასაკმარისად მონაწილეობს პირდაპირ ინვესტიციებში. სხვა ფინანსურ ოპერაციებში კი მათი როლი შედარებით მნიშვნელოვანია.

ოფშორები - რთული და წინააღმდეგობრივი მოვლენაა, ამიტომაც გასაკვირი არ არის მისი განსხვავებული, ხშირად წინააღმდეგობრივი შეფასებები.

მსოფლიო ეკონომიკაზე ოფშორების ზემოქმედების დადებით მხარეებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

ტრანსეროვნული ფინანსური ნაკადების და ფინანსური აქტივების ბრუნვის ზრდა საერთაშორისო მასშტაბით, ინვესტიციების დივერსიფიკაციისათვის პირობების შექმნა, კრედიტების ხელმისაწვდომობის ზრდა და კაპიტალის საუკეთესო ალოკაცია; საგადასახადო ტვირთის შემცირების ტენდენცია და ამის საფუძველზე გლობალურ ეკონომიკაში ეკონომიკური აქტივობის ზრდა; ექსპროპრიაციის რისკის შემცირება და კერძო საკუთრების დაცვისთვის პირობების შექმნა, რაც თავის მხრივ, ასტიმულირებს ეკონომიკურ ზრდას, მათ შორის, დონორ - ქვეყნებში; კომპანიის კონკურენტუნარიანობის ამაღლება ეროვნულ და გლობალურ დონეზე განვითარების უფრო სუსტი სტრატეგიის ხარჯზე.

ოფშორების უარყოფით მხარეებს მიეკუთვნება: არაკეთილსინდისიერი საგადასახადო კონკურენცია, რაც იწვევს ოფშორული ქვეყნებისათვის შემოსავლების დაკარგვას; ოფშორულ ზონებში კაპიტალის, მათ შორის, სპეკულაციურის დიდი ოდენობით შესაძლო დაგროვების შედეგად მსოფლიო ეკონომიკაში და ფინანსებში არასტაბილურობის ელემენტის შექმნა; ჩრდილოვანი ეკონომიკისათვის ხელშეწყობა; დასაქმების დონის შემცირება დონორ ქვეყნებში;

ბანკის აქტივები, განლაგებული ზოგიერთ ოფშორულ იურისდიქციებში, მლრდ დოლარი

იურისდიქცია

2000

2001

2002

2003

2004

2005

2006

2007 წ.
Iნახევარი

ბაჰამი

272

277

304

287

303

304

343

351

ბახრეინი

95

91

62

86

101

119

160

182

კაიმანის კუნძულები

782

823

1015

1039

947

1216

1672

1816

პერნსი

112

114

122

135

142

183

222

ჰონკონგი

450

405

394

440

508

513

621

669

მენ-ის კუნძულები

34

44

49

59

62

77

93

ჯერსი

168

245

284

307

360

444

537

ლუქსემბურგი

510

519

595

684

796

763

901

953

ნიდერლანდები,

ანტალია

39

34

30

23

21

21

სინგაპური

424

407

416

442

506

542

604

672

შვეიცარია

740

711

805

850

921

966

1122

1332

ყველა ქვეყანა

10779

11592

13370

16000

19193

21125

26181

29981

წყარო: BIS Quarterly Reports შესაბამისი წლების მონაცემები.

გაუმართლებელი კონკურენციული უპირატესობის მინიჭება ცალკეული კომპანიებისთვის; დონორ ქვეყნებში სოციალურ სფეროზე არახელსაყრელი ზეგავლენა დაკავშირებული - საზოგადოების აზრით, გადასახადების გადაუხდელობასთან.

ამ ორი ჩამონათვალის შედარება გვიჩვენებს, რომ ოფშორების ერთი და იგივე თვისება შეიძლება განხილული იყოს როგორც უპირატესობა, ან ნაკლი კონკრეტულ კერძო ინვესტორებზე, ეროვნულ მთავრობაზე, საერთაშორისო ორგანიზაციებზე დამოკიდებულების მიხედვით.

მომხრეების აზრით, ოფშორული იურისდიქციები, განსაკუთრებით სოლიდური ფინანსური ცენტრები, მნიშვნელოვან როლს თამაშობენ საერთაშორისო ფინანსებში და ვაჭრობაში. განსაზღვრულ სიტუაციაში ისინი აძლევენ უპირატესობას როგორც კორპორაციებს, ისე ფიზიკურ პირებს, ხელს უწყობენ მათ რისკების უფრო ეფექტურად მართვასა და ფინანსურ დაგეგმვაში.

ოფშორების მოწინააღმდეგეები ხმამაღლა აღნიშნავენ მსოფლიო ფინანსებში მის უარყოფით როლზე, არაკეთილსინდისიერ საგადასახადო კონკურენციაზე და სხვა.

გაერომ და მსოფლიო ბანკმა 2007 წელს მოამზადეს დოკუმენტი გატაცებული აქტივების დაბრუნების უზრუნველყოფის ინიციატივა: ამოცანები, შესაძლებლობები და მოქმედების გეგმა“. ამ დოკუმენტში საერთაშორისო დონეზე სახსრების მიმოქცევა, მიღებული სხვადასხვა სახის კანონსაწინააღმდეგო საქმიანობის შედეგად (კორუფცია, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, ფალსიფიცირებული საქონლის და ფულის კუპიურების დამზადება, იარაღით ფარული ვაჭრობა) შეფასებულია 1-დან 1,6 ტრლნ დოლარამდე წელიწადში.

არსებობს ობიექტური წინააღმდეგობა კეთილსინდისიერ გადამხდელებსა და იმ გადამხდელებს შორის, რომლებიც სარგებლობენ ოფშორული სქემებით გადასახადების შემცირებისთვის ან სხვა ფინანსური ოპერაციებისათვის, კომპანია, რომელიც დარეგისტრირებულია ოფშორულ იურისდიქციაში, ბევრისთვის განიხილება როგროც ადგილი, სადაც წარმოებს მდიდარი მოქალაქეების უკანონო შემოსავლების გათეთრება. ასეთ რეპუტაციას უქმნიან თვითონ ბიზნესმენები, რომლებიც მსგავსი სახით ფარავენ თავიანთ ფინანსურ მაქინაციებს, ხშირად ოფშორები ფიგურირებს სისხლის სამართლის დამნაშავის ქრონიკის მასალებში.

მომხრეთა აზრით, ოფშორები ხელს უწყობენ ჯანსაღ საგადასახადო კონკურენციას, აბრკოლებენ ბიუჯეტის საგადასახადო ხარჯების ხელოვნურ ზრდას. საბოლოო ანგარიშით, ისინი ასტიმულირებენ ეკონომიკურ ზრდას და კონკურენციის განვითარებას, წარმოადგენენ მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის აუცილებელ ატრიბუტს.

ზოგიერთი ექსპერტების აზრით, დაბალი საგადასახადო იურისდიქციების გამოყენება ეხმარება კომპანიებს გადარჩენაში, რომელიც განთავსებულია მაღალი საგადასახადო დაბეგვრის ქვეყანაში. მაგალითად, 2000 წლისათვის აშშ-ის კორპორაციების 70%25-ს ერთი ცენტი არ გადაუხდია ხაზინაში მოგების გადასახადისგან (ნომინალური განაკვეთი 35%25); კორპორაციების 15-20 %25-ისათვის ეფექტური განაკვეთი იყო 5%25-ზე დაბალი და ყოველი მეათე კომპანია იხდიდა გადასახადს 10%25-ის განაკვეთით. გადასახადები იყო მინიმიზებული ტრანსფერული ფასებისა და ოფშორების გამოყენების ანგარიშზე». ასეთი სახით, ოფშორული იურისდიქციების გამოყენებით, საგადასახადო დაბეგვრის რეალური განაკვეთები, როგორც წესი, აღმოჩნდა მინიმალურზე დაბალი.

თანამედროვე ეკონომიკაში ოფშორების ნამდვილი როლის შესახებ კამათი გრძელდება. მოვლენის განვითარების პროგნოზირება აქ სრულიად სერიოზულია. ასე მაგალითად, BCG-ის შეფასებით, სიმდიდრის წილის შემცირების ტენდენცია, 2011 წლის ოფშორული იურისდიქციების მართვაში არსებულ აქტივებზე მოდის მსოფლიო სიმდიდრის 6,3%25, 2001 წლის 7,4%25- ის საპირისპიროდ. ასეთი შემცირება პირდაპირ დაკავშირებულია მსოფლიო საზოგადოებების პოზიციების გამკაცრებისკენ.

ამავე დროს, სტაბილურად იზრდება კომპანიების რიცხვი, რომლებიც სარგებლობენ ასეთი, თუ სხვაგვარი არასაგადასახადო რეჟიმებით. უდიდესი ნამატი შეინიშნება იმ ოფშორულ იურისდიქციებში, რომლებიც სწრაფად შეეგუენ ახალ პირობებს, გახდნენ უფრო გამჭვირვალენი და გამოთქვეს მზადყოფნა სახელმწიფო ორგანოებისათვის ინფორმაციის გაცემაზე დაინტერესებული ქვეყნების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარეობს შემდეგი დასკვნა: ოფშორული ბიზნესი განხილულ პერსპექტივაში ინარჩუნებს სერიოზულ ზეგავლენას გლობალურ ეკონომიკურ განვითარებაზე.

მზევინარ ნოზაძე,
ეკონომიკის დოქტორი

ANNOTATION
Offshors' Role in the Global Financial Lines

M. Nozadze

For the last 20 years classical offshors' role is growing in the movement of the global capital and other actives.

Offshors' role of jurisdiction can be discussed by the banks international positions ranging here. According to the statistics of BI since 2001 year Offshors' zone's banking actives are growing faster than global actives.

Offshoral jurisdictions, especially solid financial centers are playing an important role in the international finances and trade.

In the certain situation they give a preference to corporations as well to private persons, they help them to run the risks effectively and to plan the finances correctly.

Opponents speak louder about the negative role of the global financial offshore' the unconscientiously taxing competition and the assistance to Northern economy and other factors.

The Offshors' role in jurisdictions competition is one of the arguing problem among its for and against.

The number of companies is increasing, they use different taxless routines Some of them can easily adapt the new conditions, they have become more transparantive and are ready to give an information to the government. They are having a serious influence on global economical development.

22 საჩივრებზე მუშაობა - მომსახურების პროცესის სრულყოფის გარანტი

▲ზევით დაბრუნება


პრაქტიკა ცხადყოფს, რომ იმაზე, თუ როგორ ართმევს თავს კომპანია კლიენტების საჩივრებს და ყველა შექმნილი პრობლემის გადაწყვეტას, დიდადაა დამოკიდებული მისი მუდმივი კლიენტურის არსებობა.

მომსახურების ხარისხით უკმაყოფილებაზე რეაქცია კლიენტმა შეიძლება გამოხატოს სხვადასხვა მოქმედების სახით, რომელთა შორის აღსანიშნავია 4 ძირითადი მიმართულება:

  • სრული უმოქმედობა;

  • საჩივარი (რაიმე ფორმით) მოცემულ ფირმაზე;

  • მოქმედება, რომელსაც განახორციელებს მესამე მხარე (მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია, სამომხმარებლო ურთიერთობათა რეგულირების სააგენტო, სამოქალაქო ან კრიმინალური სასამართლოები);

  • უარის თქმა მოცემული ფირმის მომსახურებაზე და სხვა კომპანიაში გადასვლა, რასაც თან ახლავს ნეგატიური ინფორმაციის გავრცელება იმ ორგანიზაციის შესახებ, რომელმაც გამოიწვია უკმაყოფილება.

ფირმის რეაქცია თითოეულ ამ მოქმედებაზე შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი და იწვევს ძალიან განსხვავებულ საბოლოო შედეგს - დაწყებული კლიენტის აღშფოთებიდან და დამთავრებული მისი სრული კმაყოფილებით და ზოგჯერ აღტაცებით. კლიენტის საბოლოოდ დაკარგვის რისკი ძალზე დიდია განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა არსებობს მომსახურების მრავალი პროვაიდერი.

მომსახურების სფეროს მენეჯერებს უნდა ახსოვდეთ, რომ კლიენტის დაკარგვით გამოწვეული შედეგები ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე კომპანიის ფინანსური ზარალი, ვინაიდან, კომპანია მომავალში ამ კლიენტის

მომსახურებისგან შემოსავალს ვერ მიიღებს. აღსანიშნავია ისიც, რომ გაღიზიანებულ კლიენტებს ახასიათებთ თავიანთ პრობლემებზე დაჩივლება ნაცნობებთან, ნათესავებთან, კოლეგებთან. ინტერნეტის გამოჩენამ კიდევ უფრო გაართულა იმ ფირმების მდგომარეობა, რომლებიც აწარმოებენ უხარისხო მომსახურებას. ვინაიდან, მათი მომსახურებით უკმაყოფილო კლიენტები ათასობით და ათიათასობით ადამიანს უკავშირდებიან და ატყობინებენ თავიანთ პრობლემებზე.

მეცნიერულ - ტექნიკური კვლევების პროგრამების შემმუშავებელმა სამეცნიერო- კვლევითმა ინსტიტუტმა TARP-მა კარგად შეისწავლა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მომხმარებელთა საჩივრებზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდი. გამოკვლევების შედეგად გამოიკვეთა ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემები: 1. უკმაყოფილო კლიენტები (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც არასდროს არ ჩივიან, არამედ უბრალოდ მიმართავენ კონკურენტებს); 2. მომსახურების ხარისხით უკმაყოფილო კლიენტების მხოლოდ 17%25 მიმართავს გასაჩივრებას.

კვლევებმა აჩვენა, რომ უფრო ხშირად საჩივრების წარდგენა ხდება უშუალოდ მომსახურების პროდუქტის შეძენის ადგილებში. ძალზე მცირე რაოდენობის საჩივარი მიდის მწარმოებლებთან ან კომპანიის მთავარ ოფისში. კორპორაციების შტაბბინაში აღწევს საჩივრების არაუმეტეს 5%25-ისა, ვინაიდან, შუამავლის როლის შემსრულებელი საცალო ქსელი უბრალოდ არ გადასცემს მათ „ზემოთ“, და კიდევ ერთი, ზოგადად გასაჩივრებისკენ მიდრეკილებას იჩენენ ცხოვრების მაღალი დონის მქონე ადამიანები, უფრო ხშირად ახალგაზრდები. ამასთან, ოფიციალური საჩივრების ავტორები, როგორც წესი, საკმაოდ კარგად იცნობენ როგორც მათ მიერ შეძენილ პროდუქტს, ისე საჩივრის წარდგენის პროცედურას (გარდა ამისა, ოფიციალური პრეტენზიის გამოხატვას განაპირობებს აგრეთვე, პრობლემის სიმწვავე, მომსახურების პროდუქტის მნიშვნელობა კლიენტებისათვის და ფინანსური ზარალი).

როგორც აღვნიშნეთ, უკმაყოფილო კლიენტი ყოველთვის არ აფიქსირებს პრეტენზიას საჩივრის სახით, რაც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

  • საქმე არ ღირს დროის და ძალისხმევის დაკარგვად;

  • ადამიანს არ სჯერა, რომ ვინმე დაინტერესებულია მისი პრობლემის გადაჭრით;

  • კლიენტმა არ იცის ვის მიმართოს საჩივრით.

სამწუხაროდ, ასეთი პესიმისტური დამოკიდებულება სავსებით გამართლებულია. ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ უკმაყოფილების ოფიციალურ გამოხატვას ხელს უშლის მრავალი ქვეყნის კულტურული და ნაციონალური ტრადიციები. მაგალითად, კვლევებმა იაპონიაში გამოავლინეს, რომ უკმაყოფილო მომხმარებლის 21%25 ასეთ სიტუაციაში თავს ძალიან უხერხულად გრძნობს და ურჩევნია ეს პრეტენზიები არ გამოხატოს. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში მომსახურების კომპანიას და მის კლიენტებს შორის ჩამოყალიბდა სტუმარი - მასპინძელის ტიპის ურთიერთობები (განსაკუთრებით, რესტორნების ბიზნესში), იქ უბრალოდ ძალიან ცუდ ტონად ითვლება მომსახურე პერსონალისადმი უკმაყოფილო კლიენტის მხრიდან რაიმე პრეტენზიის წამოყენება.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საჩივრების წარდგენა დაკავშირებულია განსაზღვრულ დანახარჯებთან (კონვერტის მარკის ფასი ან სატელეფონო საუბრის გადასახადი), დრო და ძალისხმევა, რომელიც სჭირდება საჩივრის დაწერას ან უკმაყოფილების ჯეროვნად ჩამოყალიბებას ზეპირად. აგრეთვე ფსიქოლოგიური რისკი, რომელიც წარმოიშვება მომსახურების პროვაიდერთან კამათის პროცესში. ეს კი განსაკუთრებით საგრძნობია მაშინ, როცა კლიენტი პირადად იცნობს კონკრეტულ მომსახურე პერსონალს და შესაძლოა, მომავალშიც ფიქრობს მიმართოს მოცემულ ფირმას. ყოველივე ეს, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ უკმაყოფილო კლიენტს გადააფიქრებინოთ საჩივრის დაწერა. ხშირად მისთვის უბრალოდ უფრო ადვილია მიმართოს სხვა ორგანიზაციას, მითუმეტეს, თუ მატერიალური თვალსაზრისით ბევრს არაფერს კარგავს.

ორგანიზაციები, რომლებსაც ნამდვილად უნდათ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, საჩივრებს განიხილავენ როგორც მომსახურების ეფექტურობისა და ხარისხის კონტროლის ერთერთ საშუალებას. მაგალითად, საჩივრები ნელა მომსახურებაზე და ბიუროკრატიზმზე შეიძლება გახდეს სასარგებლო სიგნალი მთლიანად მომსახურების პროცესის დაბალი პროდუქტიულობის აღმოსაფხვრელად. იმისათვის, რომ ასეთი ინფორმაცია გახდეს ფასეული მომსახურების პროცესის სრულყოფისათვის, საჭიროა მისი მუდმივად რეგისტრაცია, კლასიფიკაცია, დამუშავება და ანალიზი. ყოველივე ეს მოითხოვს საჩივრების შეგროვების დახვეწილი სისტემის შემუშავებას და დანერგვას და მათ გადაგზავნას კომპანიის საჩივრების სპეციალურ ცენტრალიზებულ კატალოგში. ამ პროცესის კოორდინაციის სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ საჩივრები შეიძლება შემოვიდეს სხვადასხვა არხებიდან. ესენია: ფირმის პერსონალი, რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს კლიენტებთან პირადად ან ტელეკომუნიკაციის საშუალებით; შუამავალი ორგანიზაციები, რომლებიც მოქმედებენ მომსახურების მთავარი მომწოდებლის სახელით; მენეჯერები, რომლებიც ჩვეულებრივ მუშაობენკულისებს მიღმა“, რომლებსაც უკმაყოფილო კლიენტი მიმართავს როგორც ფირმის ზემდგომი ინსტანციის წარმომადგენლებს; საჩივრების და წინადადებების სპეციალური ბარათები, რომლებიც მიღებულია ფოსტით, ან ჩაშვებულია მომსახურების საწარმოში არსებულ სპეციალურ ყუთში; საჩივრები, რომლებიც გადაცემულია მესამე პირთათვის (მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციები, იურიდიული სააგენტოები, სავაჭრო ორგანიზაციები და სხვ.).

მრავალი კომპანია საჩივრების შეგროვების პროცედურის სრულყოფის მიზნით იყენებს სპეციალურ უფასო სატელეფონო ხაზებს, ბარათებს - კლიენტების შენიშვნებისათვის, აგრეთვე ვიდეო და კომპიუტერულ ტერმინალებს საჩივრებისა და წინადადებების ჩასაწერად. მეტიც, ზოგიერთი ფირმის ხელმძღვანელობა თავისი პერსონალისგან მოითხოვს უკმაყოფილო კლიენტებისგან მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია და ყველაფერი გააკეთოს მდგომარეობის გამოსასწორებლად.

კლიენტების საჩივრებზე მუშაობის სამსახური კომპანიამ უნდა განიხილოს როგორც მოგების შექმნის ცენტრი. ამის მიზეზი მარტივია: როცა განაწყენებული კლიენტი უარს ამბობს მოცემულ ფირმასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე, ფირმა კარგავს გაცილებით მეტს, ვიდრე არშემდგარი გარიგების ღირებულებაა. კერძოდ, ის კარგავს ხანგრძლივ მოგებას, რომელიც შეიძლებოდა მიეღო ამ კლიენტისაგან, ასევე ყველა იმ ადამიანისგან, რომლებმაც არასასურველი გამოხმაურების ზეგავლენით უარი თქვეს მომსახურებაზე.

მომსახურების პროცესის სრულყოფა არის ფირმის სისტემატური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მომსახურების პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტაზე და კლიენტის ცნობიერებაში ფირმის კარგი სახელის შენარჩუნებაზე. არც ერთი ფირმა არ არის დაცული ისეთი სიტუაციებისაგან, რომლებიც უარყოფითად აისახება კლიენტებთან მის ურთიერთობაზე. იმაზე, თუ რამდენად სერიოზულ დამოკიდებულებას იჩენს ფირმა თავისი კლიენტების სრულად დაკმაყოფილებისადმი და წარმოებული მომსახურების ხარისხისადმი, ყველაზე ნათლად მეტყველებს არა სარეკლამო დაპირებები და მისი ოფისების მდიდრულად გაფორმება, არამედ ის, თუ როგორ რეაგირებს იგი ისეთ სიტუაციებზე, როცა მომსახურების პროცესი, კლიენტის თვალსაზრისით, იძლევა გარღვევას (სამწუხაროდ, ასეთ პრობლემებზე მომსახურების ფირმების რეაქცია ხშირად არ შეესაბამება მათ სარეკლამო დაპირებებს). მომსახურების პროცესის სრულყოფის ეფექტური სისტემა მოითხოვს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის და განაწყენებული კლიენტის მართვის კარგად მოფიქრებულ პროცედურებს.

კლიენტები ზოგიერთ საჩივარს წარადგენენ უშუალოდ მომსახურების წარმოების პროცესში, სხვას კი - მომსახურების წარმოების შემდეგ. ორივე შემთხვევაში, იმაზე, თუ როგორ გადაწყვეტს ფირმა წარმოშობილ პრობლემას, დამოკიდებული იქნება მომავალში ფირმისადმი კლიენტის ერთგულება. უნდა ითქვას, რომ უშუალოდ მომსახურების პროცესში შემოსულ საჩივრებს აქვს უპირატესობა, ვინაიდან იგი იძლევა სიტუაციის გამოსწორების იმედს მანამ, სანამ მომსახურება სრულიად იქნება შესრულებული. მეორეს მხრივ, მათ გააჩნიათ ნაკლიც, იმდენად, რამდენადაც (დაქირავებული მუშაკის თვალსაზრისით) შეიძლება იქონიონ ნეგატიური გავლენა. გარდა ამისა, პრობლემების გადაჭრა ამ შემთხვევაში ხშირად აისახება მომსახურების პროცესის ეფექტურობაზე. და, ბოლოს, ასეთ შემთხვევაში, ფირმის პერსონალისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს ის, რომ მათ ხშირად არ გააჩნიათ საკმარისი უფლებამოსილება და საშუალებები კლიენტების პრობლემების გადასაწყვეტად, განსაკუთრებით მაშინ, როცა ლაპარაკია დათმობებზე კომპანიის ხარჯზე ან უშუალოდ ადგილზე კომპენსაციის გაცემით. მაგრამ, თუ საჩივრები შემოდის ფაქტის შემდეგ, საშუალებების არჩევანი სიტუაციის გამოსასწორებლად, ასევე მცირეა. ფირმამ შეიძლება მოიხადოს ბოდიში, განმეორებით უფასოდ შეასრულოს მომსახურება ან გამოიყენოს კომპენსაციის სხვა ფორმა.

აუცილებელია როგორც მენეჯერებმა, ისე იმ მომსახურე პერსონალმა (რომელსაც უშუალო კონტაქტი აქვს კლიენტებთან), უნდა გაიაროს სპეციალური მომზადება განაწყენებულ ადამიანებთან (მაშინაც კი, როცა ისინი იქცევიან გამომწვევად და გადადიან შეურაცხყოფაზე) ურთიერთობისათვის. მომსახურების პროცესის აღდგენის პროცედურები უნდა იყოს მოქნილი, პერსონალს კი უნდა ჰქონდეს უფლებამოსილება, გამოიყენოს თავისი ცოდნა, გამოცდილება და ჩვევები სიტუაციის შესაფასებლად და განაწყენებული კლიენტების დასაკმაყოფილებლად.

მომსახურების პროცესის აღდგენის ეფექტური გზების შემუშავებისას, აუცილებელია, კონკრეტული კომპანიის სპეციფიკური თავისებურებებისა და იმ ტიპიური პრობლემების გათვალისწინება, რომელსაც ყველაზე უფრო ხშირად აწყდებიან მისი კლიენტები.

კომპანიის ზრუნვა კლიენტებზე მოითხოვს აგრეთვე ზრუნვას თავის თანამშრომლებზე - კლიენტების საჩივრების განხილვა და მომსახურების პროცესში არსებული გარღვევის აღმოფხვრა წარმოშობს სტრესულ სიტუაციებს კომპანიის თანამშრომლებისთვის. განსაკუთრებით ხშირად ხდება ეს მაშინ, როცა თანამშრომლებს, რომელთა კომპეტენციაშიც არ შედის შექმნილი პრობლემების გადაჭრა, აყენებენ შეურაცხყოფას. სიტუაცია ძალიან რთულდება, თუ კომპანიაში კონფლიქტური სიტუაციების მოგვარებას ცდილობენ მოუქნელი, ბიუროკრატიული პროცედურებით, იმის ნაცვლად, რომ თანამშრომლებს მისცენ საშუალება, იმოქმედონ დამოუკიდებლად, კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. კომპანიებმა აუცილებლად უნდა შეიმუშაონ მომსახურების პროცესის აღდგენის შიდა სტრატეგიები, რაც დაეხმარება პერსონალს გაღიზიანებულ და უკმაყოფილო კლიენტებთან ურთიერთობისას, ნეგატიური ემოციებისგან თავის დაღწევაში, გარდა ამისა, მენეჯერებმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციონ საკადრო მუშაობას კომპანიაში. აუცილებელია, კარგად მომზადებული და მოტივირებული მომსახურე პერსონალის შტატის არსებობა. მხოლოდ ასეთ პირობებში შეძლებს კომპანია კლიენტების მომსახურებას სათანადო დონეზე, ხოლო კონფლიქტური სიტუაციების წარმოშობისას - მათ სწრაფად და ეფექტურად მოგვარებას.

დღესდღეობით კომპანიების საკმაოდ მზარდი რიცხვი კლიენტებს სთავაზობს მომსახურების ხარისხის გარანტიებს, ანუ ჰპირდება იმას, რომ თუ მომსახურების დონე არ იქნება დადგენილი სტანდარტების შესაბამისი, კლიენტს სრული უფლება აქვს მოითხოვოს მომსახურების განმეორებით შესრულება, ფულადი კომპენსაცია ან კრედიტი. გარანტიები წარმოადგენს ძლიერ საშუალებას მომსახურების მაღალი ხარისხის მისაღწევად და ბაზარზე წინსვლისათვის.

მარინე ალანია,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი,
თსუ ასისტენტ - პროფესორი

ANNOTATION
Clients complaints - service proces improvement

Marine Alania

Service process improvement lies in systematic efforts, directed to solving problems risen during the service process and maintaining the prestige and the name ofa firm in its clients' mind. This demands hard efforts, operative management, proper planning and guidance throughout the service process. Managers as well as all service personnel which directly have contact with clients, should pass special preparation training hpw to treat discontented and displeased clients.

The renewal of the service process must be flaxible and the personal should be qualified how ti use own knowledge, skills and experience in order to pleace clients.

Firms should work out some internal strategies for the renewal of the service process, that will assist personnel ti treat displeased and irritated cliens and avoid the negative emotions.

Besides, managers should pay great attention to the work of the stahh at a firm. Personnel must be qualified and well motivated. Only under the above - mentioned conditions firm can serve its clients on a high lecel and in case of conflict situations solve it quickly and effectively.

23 სახელმწიფო ფინანსების გამოყენების ტენდენციები და პრიორიტეტები გარდამავალ პერიოდში

▲ზევით დაბრუნება


ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტი მნიშვნელოვან როლს უნდა ასრულებდეს ეკონომიკის განვითარების სტიმულირებაზე. აღნიშნული თვალსაზრისით, მსოფლიო საბიუჯეტო პრაქტიკაში მიღებულია, რომ ბიუჯეტის მინიმუმ 1/4 გათვალისწინებულ იქნეს კაპიტალური ხარჯების დაფინანსებაზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ანალიზი ეკონომიკური კლასიფიკაციის ჭრილში.

როგორც ცნობილია, მიმდინარე ხარჯებში იგულისხმება მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მიმდინარე საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ოპერაციები, კაპიტალური ხარჯები კი ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების და ინვესტირების ძირითად ამოცანებს. საქართველოში უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად მოდის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების საშუალოდ 80%25-მდე (იხ. ცხრილი 1), რომლებშიც ძირითადია: მუშა - მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, დამქირავებლიდან ანარიცხები, მივლინების ხარჯები, პროცენტების დაფარვა, სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრანსფერტები, სხვა საქონელი და მომსახურება. აღნიშნული თვალსაზრისით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სამომხმარებლო ბიუჯეტი.

ნიშანდობლივი და მნიშვნელოვანია სახელმწიფო ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების ანალიზის და მის საფუძველზე გამოვლენილი ტენდენციების შეფასება. კერძოდ, სახელმწიფო სექტორში დასაქმების დონის შემცირების და საბიუჯეტო სექტორის ოპტიმიზაციის კურსის გატარების პირობებში, რაც გარდამავალი ეკონომიკის თანამდევი სოციალურ - ეკონომიკური პროცესია. საბიუჯეტო გადასახდელების მიმდინარე ხარჯებში მნიშვნელოვნად იზრდება სუბსიდიები, სუბვენციები და მიმდინარე ტრანსფერტები (რაც სავსებით მისაღებია აღნიშნული ხარჯვითი კომპონენტის ბუნებიდან გამომდინარე), ხოლო მცირდება სახელმწიფო ვალის მომსახურებაზე პროცენტების დასაფარავად გადახდილი თანხები, რაც საგარეო ვალის ცალკეული კომპონენტების რესტრუქტურიზაციით შეიძლება აიხსნას. აღნიშნულის საპირისპიროდ ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების სტრუქტურაში როგორც აბსოლუტურ, ასევე საბიუჯეტო გადასახდელებთან მიმართებით ფარდობით გამოხატულებაში არსებითად იზრდება სხვა საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები (ოფისის, კომუნალური, ტრანსპორტის შენახვის და სხვა ხარჯები), რაც ეროვნული საბიუჯეტო მიდგომის პოზიციიდან პოზიტიურ მომენტად არ შეიძლება ჩაითვალოს. ეკონომიკურ ჭრილში საბიუჯეტო ხარჯების ანალიზის უმნიშვნელოვანეს ნაწილს ასევე კაპიტალური ხარჯებისა და საბიუჯეტო დაკრედიტების კომპონენტების შეფასება წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩატარებული ანალიზისაგან განსხვავებით, სხვადასხვა დარგის, სექტორის, სეგმენტის თუ საქმიანობის სახეობის სახელმწიფო დაფინანსების აუცილებლობის ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და დინამიკის შეფასების კუთხით მნიშვნელოვან ბერკეტს ხარჯების ფუნქციონალური ანალიზი წარმოადგენს. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი პოლიტიკის ფუნქციონალური კატეგორიების მიხედვით ანალიზი საშუალებას გვაძლევს, შევაფასოთ ფისკალური პოლიტიკის მეშვეობით ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების გადანაწილების მასშტაბები ცალკეული კატეგორიების მიხედვით და, აქედან გამომდინარე, დავადგინოთ სახელმწიფოს მიერ საბიუჯეტო პოლიტიკით განსაზღვრული ხარჯვითი მიმართულებების ამოცანები და პრიორიტეტები. აღნიშნული თვალსაზრისით, ყველაზე მსხვილი ფინანსური ნაკადები უკანასკნელ წლებში მიიმართება საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების საბიუჯეტო დაფინანსებაზე, ხოლო ყველაზე მწირი დაფინანსების კატეგორიას საბინაო- კომუნალური მეურნეობა განეკუთვნება (0,1%25). ამასთანავე, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება დინამიკაში მკვეთრი შემცირების (25%25-დან 14,5%25-მდე) პოზიტიური ნიშნით ხასიათდება, რაც სახელმწიფო სექტორის სიდიდის კლებადი ტენდენციის მიმანიშნებელი ფაქტორია. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ იზრდება თავდაცვაზე (14,4%25-დან 28,6%25-მდე) და საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებაზე (10,9%25-დან 13,1%25-მდე) გაწეული საბიუჯეტო დაფინანსების მასშტაბები. საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების კომპონენტის მაღალი ხვედრითი წონა ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურაში აღნიშნული ფუნქციონალური კატეგორიის შინაარსით აიხსნება, კერძოდ, იმით, რომ იგი ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული ოპერაციების, ბიუჯეტთაშორისი ტრანსფერული ნაკადების დაფინანსებას და სხვა ხარჯებს აერთიანებს. 2005 წელს მან შეადგინა 19,1 მლნ ლარი, 2006 წელს - 15,6 მლნ ლარი, 2007 წელს კი - 17,8 მლნ ლარი, რაც მშპ-ს მიმართ 0,2%25-ის ფარგლებშია.

თუკი საბიუჯეტო ხარჯების დაფინანსების შეფასებას გამსხვილებული ფუნქციონალური რგოლების - საერთო- სახელმწიფოებრივი მომსახურების, ეკონომიკური საქმიანობისა და სოციალური სექტორის - მიხედვით მოვახდენთ, დავინახავთ, რომ ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ნახევარზე მეტი (საშუალოდ 53,0%25) საერთო- სახელმწიფოებრივ მომსახურებაზე მოდის, ეკონომიკური საქმიანობის საბიუჯეტო დაფინანსებას საშუალოდ 16,3%25 უკავია, ხოლო სოციალური სექტორის ცალკეული მიმართულებებისა და სეგმენტების სახელმწიფო ფინანსურ უზრუნველყოფას, მთლიანობაში, ბიუჯეტის მოცულობის მხოლოდ 1/3 (საშუალოდ 30,7%25) ახდენს.

საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში სოციალურ სფეროში სახელმწიფოს ამოცანას მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების დონის რეალური უზრუნველყოფა, საშუალო ფენის ფორმირება, მოსახლეობის მკვეთრი სოციალური უთანასწორობის შემცირება და სიღატაკის ლიკვიდაცია უნდა წარმოადგენდეს, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოების სოციალური მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობის, როგორც სახელმწიფოსა და კერძო ეკონომიკური სუბიექტების ინტერესთა ერთობლივი რეალიზაციის ფორმის, ჩამოყალიბებასა და წახალისებას. სოციალური მდგრადობის მიღწევის ერთ-ერთ ქმედით ფორმას კი, როგორც ცნობილია, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ეფექტიანი სისტემის ფორმირება და მათი სახელმწიფო და ადგილობრივი ფინანსების ეფექტური გამოყენებაა. თუკი აღნიშნული მიდგომის რაოდენობრივი თვალსაზრისიდან გამოვალთ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის სოციალური სექტორის უმნიშვნელოვანესი სეგმენტების, დაფინანსების მასშტაბები ხარჯების საერთო სტრუქტურაში დინამიკურად მცირდება, კერძოდ, ჯანდაცვის სახელმწიფო ფინანსური უზრუნველყოფა მცირდება 5,6%25-დან 4,6%25-მდე, ხოლო მოსახლეობის სოციალური დაცვის დაფინანსების სიდიდე 21,3%25-დან 14,8%25-მდე, ხოლო სოციალური სექტორის აღნიშნულ ორ საკვანძო სეგმენტზე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობის დაახლოებით 1/4 ნაწილი მოდის.

ზემოაღნიშნულთან ერთად, მნიშვნელოვანია საბიუჯეტო დაფინანსების ამა თუ იმ სოციალური სეგმენტის შეფასება არა მხოლოდ საბიუჯეტო ხარჯების, არამედ მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ერთ სულ მოსახლეზე გაწეული ხარჯების გაანგარიშებით. ასე მაგალითად, ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები მნიშვნელოვან ვარირებენ განვითარებული და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში და შეადგენს: აშშ-ში - 2168, შვეიცარიაში - 2156, შვედეთში - 1832, ჩეხეთში - 372, ესტონეთში - 172, ლიტვაში - 146, ლატვიაში - 110, რუსეთში - 78, ყაზახეთში - 27, უკრაინაში - 22 აშშ დოლარს, ხოლო საქართველოში სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის სფეროში ერთ სულ მოსახლეზე დახარჯული თანხის ოდენობა 25-30 ლარს არ აღემატება. რაც შეეხება მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს, მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისათვის იგი საშუალოდ 6%25-, საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებისათვის - 2,5%25-, დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებისათვის კი - 1,0%25- შეადგენს1, ხოლო საქართველოსათვის 2005-2007 წლებში აღნიშნულმა მაჩველებელმა საშუალოდ 1,37%25 შეადგინა.

მოსახლეობის სოციალური დაცვის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმი, როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტებიდან განხორციელებული სუბსიდიაა, რაც დაწესებისა და გამოყენების ფორმის მიხედვით შეიძლება იყოს პირდაპირი და ირიბი, პირადი და საოჯახო, ასევე სუბსიდია, განკუთვნილი მოსახლეობის სოციალურად დაუცველი გარკვეული კატეგორიებისათვის და მწარმოებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის. ამასთანავე, სუბსიდიის ნებისმიერი ფორმის შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მის ეკონომიკურ დასაბუთებას და საზოგადოების მხრიდან გამჭვირვალობას2. ბიუჯეტიდან სუბსიდიური დაფინანსების მასშტაბები და ხასიათი დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, რომელთა შორისაც შეიძლება გამოვყოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დონე, სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტები, სხვადასხვა დონის ბიუჯეტების ფინანსური შესაძლებლობები, შემოსავლების მიხედვით მოსახლეობის დიფერენციაციის მასშტაბები, სოციალური შემწეობების მიმღებ ბენეფიციართა რიცხვი, საბაზრო ეკონომიკის მოთხოვნებისადმი მისადაგებული სოციალური დაზღვევის მექანიზმის ფუნქციონირების ქმედითობა და სხვა.

უნდა აღინიშნოს, რომ სუბსიდიები, თავისი მოცულობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის სტრუქტურის ფორმირებაზე. დიდ გავლენას ახდენს. კერძოდ, 2003 წელს ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულმა პირდაპირმა სუბსიდიებმა შეადგინა 56,1 მლნ ლარი, 2004 წელს - 57,3 მლნ ლარი, 2005 წელს - 60,8 მლნ ლარი, 2006 წელს - 57,6 მლნ ლარი, 2007 წელს კი - 71,6 მლნ ლარი. რაც შეეხება არაპირდაპირ სუბსიდიებს, ის ძირითადად საგადასახადო შეღავათების გზით ხორციელდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია: ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მხედველობის გამო I და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, მარტოხელა დედების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მრავალშვილიანი პირების გათავისუფლება საშემოსავლო გადასახადისაგან, მათ მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავლის 3000 ლარის ფარგლებში; სამედიცინო დაწესებულებების მიერ სამედიცინო საქმიანობიდან მიღებული მოგების სარეინვესტიციო ნაწილის გათავისუფლება მოგების გადასახადისაგან; სამედიცინო მომსახურების დღგ-გან გათავისუფლება, ასევე ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები და სხვა. მნიშვნელოვანია აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის და პენსიონერთა ცალკეული კატეგორიებისათვის ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის საფასურის ადგილობრივი ბიუჯეტებიდან განხორციელებული სუბსიდიები, რომლებიც ეძლევათ შესაბამის მიმწოდებელ ორგანიზაციებს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საბაზრო მექანიზმების გამოყენების გაფართოების შესაბამისად მოხდეს არაპირდაპირთან შედარებით პირდაპირი სუბსიდირების მექანიზმის უპირატესი გამოყენება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალურად დაუცველი კატეგორიებისათვის სუბსიდიების სამართლიანად ხელმისაწვდომობას. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად კი დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზრო პრინციპებს მისადაგებული, მოქნილი სოციალური და სამედიცინო დაზღვევის მექანიზმების განვითარებას.

სოციალური სექტორის ერთერთ მნიშვნელოვან სეგმენტს, რომელიც ადამიანური კაპიტალში ინვესტირების ხელშეწყობით ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ფაქტორია, განათლება, მისი ცალკეული დონეების ხარისხობრივი უზრუნველყოფა და გონივრულ ფარგლებში მისი სახელმწიფო დაფინანსებაა.

საბიუჯეტო სახსრების ეფექტური გამოყენების მიზნით დიდი მნიშვნელობა აქვს, პირველ რიგში, განისაზღვროს მისი საზოგადოებრივი სარგებლიანობა, რის ქვეშაც მოიაზრება სხვადასხვა მიმართულებით გაწეული დანახარჯებისა და მიღებული სარგებლიანობის შედარება. აღნიშნულის საფუძველზე უნდა შეფასდეს ის, თუ რა მოცულობის სახსრებია საჭირო კონკრეტული სახელმწიფო ფუნქციის შესრულებისათვის და როგორ მოვახდინოთ ბიუჯეტის ხარჯების სტრუქტურის ოპტიმიზაცია. ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებრივი დანახარჯების რაციონალური გამოყენება ეკონომიურობის, მწარმოებლურობის და შედეგიანობის პრინციპებით უნდა განსაზღვროს. ეკონომიურობა მინიმალური დანახარჯებით საჭირო რესურსების შეძენასა და გამოყენებას გულისხმობს. მწარმოებლურობა განსაზღვრავს საზოგადოებრივი დოვლათის შეფარდებას მასზე გაწეულ დანახარჯებთან, ხოლო შედეგიანობა ასახავს გაწეული დანახარჯების შედარებას იმ კონკრეტულ შედეგთან, რომელიც, ამა თუ იმ ფორმით, ემსახურება საზოგადოების ინტერესებს.

იმისათვის, რომ საბიუჯეტო სისტემა იქცეს სოციალური სამართლიანობის, ეკონომიკური სტაბილურობის, ეროვნული მეურნეობრივი პროპორციების ოპტიმალურობის და ქვეყნის განვითარების მტკიცე გარანტად, მნიშვნელოვანია ბიუჯეტის ისეთი პროგრამულმიზნობრივი დაფინანსების სისტემის დანერგვა და სრულყოფა, რაც მაქსიმალურად და რეალურად გაითვალისწინებს ქვეყნის ფინანსურ შესაძლებლობებს, არსებულ ეკონომიკურ კონიუნქტურას, სოციალურ რეალიებს, დასაქმების ზრდისა და მატერიალურ - ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას. ამის უზრუნველსაყოფად საჭიროა მკაფიოდ განისაზღვროს თანამედროვე ეფექტიანი, პროგრამული საბიუჯეტო სისტემის შექმნის ძირითადი მიზნები, რაც გაითვალისწინებს საბიუჯეტო სისტემის ყველა ელემენტის შესაბამისობას და თავსებადობას, საბიუჯეტო პროგრამების შემუშავებისა და დამტკიცების პროცედურების ოპტიმიზაციას, მათ გამჭვირვალობას და გამარტივებას, საფინანსო- ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე ბიუჯეტების პროგნოზირებასა და შესრულების სახაზინო სისტემას სრულყოფს.

ბესიკ ბოლქვაძე,
ეკონომიკის დოქტორი

ნათია ჟოჟუაშვილი,
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ასისტენტ-პროფესორი

ANNOTATION
THE TENDENCIES AND PRIORITIES OF USING OF THE PUBLIC
FINANCES IN TRANSITORIAL PERIOD

B. Bolkvadze, N. Jojuashvili

In the article the issues of managing of the public finances in Georgian Transitory Economy are discussed, public expenditures in directions of the economic and functional classifications are analyzed. On the bases of structural analysis of the budget expenditures it is stated that the state budget has a consumption character. State manage of public finances should be realized in the following directions: transparency, transformation on the target - program budgeting, stimulation of social sector, encouragement of the private sector, economize of budget resources and so forth.

___________________

1. თ. ბასილია, ა. სილაგაძე, თ. ჩიკვაიძე. პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია: საქართველოს ეკონომიკა XXI საუკუნის მიჯნაზე. თბ., 2001, გვ. 396.

2. Мурджикнели М. Субсидия как один из механизмов социальной защиты населения. Журн. „Экономист“, 2003, №10, с. 50-51.

24 ქველმოქმედება, როგორც ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლია ბერიძე,
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორანტი

საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში სახელმწიფო, თავისი არსით, ერთგვარ რეგულატორის როლს ასრულებს. ქმნის ბაზრის მართვის მექანიზმებს.

ბიუჯეტი, რომელიც ფორმირდება გადასახადებიდან, ბაჟიდან, საბაჟო მოსაკრებლიდან და შემოსავლის სხვა წყაროებიდან, რიგი პრობლემების მოგვარებას ხმარდება. სახელმწიფოს განვითარებისათვის აუცილებელია სოციალური ასპექტების გათვალისწინება. და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით სახელმწიფო შეიმუშავებს მაკონტროლებელ მექანიზმებს, რასაც შეიძლება სოციალური პოლიტიკა ვუწოდოთ. სოციალური პოლიტიკა ეკონომიკის სახელმწიფოებრივი მართვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. იგი სოციალური პოლიტიკის განმსაზღვრელი და მამოძრავებელი ბერკეტია მატერიალური დოვლათი, რომელიც იქმნება რეალურ საწარმოო სექტორში.

ბუნებრივია ჩნდება კითხვა

- მაშ, რა არის ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა? ეს არის ბიზნესის იმ ნორმებითა და კანონებით წარმოება, რომლებიც მიღებულია იმ ქვეყანაში, სადაც იგი არსებობს. ესაა სამუშაო ადგილების შექმნა. ესაა ქველმოქმედება და საზოგადოების სხვადასხვა ფენის დახმარების ფონდის შექმნა.

ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიდგომის დანერგვა კომპანიების პოლიტიკაში, მენეჯმენტში და პრაქტიკაში, საქართველოსათვის, ისევე როგორც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნებისათვის, სიახლეა. არ არსებობს სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესის პრაქტიკის სტანდარტული რეცეპტი - ეს პრაქტიკა სხვადასხვაა სხვადასხვა კომპანიასა და ქვეყანაში. შესაბამისად არ არსებობს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ერთადერთი, ამომწურავი და უნივერსალური განსაზღვრებაც. ევროკავშირი ბსპ-ს ამგვარად განსაზღვრავს: კონცეფცია რომლის თანახმადაც, კომპანიები ნებაყოფლობით ითვალისწინებენ სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს მათ ბიზნეს საქმიანობაში და მათ ურთიერთობაში მათი საქმიანობის შედეგებში დაინტერესებულ ყველა მხარესთან“.

დროთა განმავლობაში ნებისმიერი კომპანია თავის განვითარებაში აღწევს გარკვეულ ეტაპს. როცა იწყებს ფიქრს არა მარტო საკუთარ მოგებაზე, არამედ, იმაზეც, რა როლს ასრულებს იგი საზოგადოების ცხოვრებაში.

მათ, ვინც იცნობს მენეჯმენტს და მოტივაციის თეორიას, ახსოვს ფასეულობათა პირამიდა, პირამიდის საძირკველში არის შედარებით უბრალო ფასეულობები, როგორც წესი, მატერიალური, მაგალითად: ფული. მატერიალური ფასეულობათა დაკმაყოფილების კვალდაკვალ ჩნდება სულიერი მოთხოვნილებანი, ისეთი, როგორიცაა: საკუთარი საქმიანობის შედეგებით კმაყოფილება, თვითრეალიზაცია, გარშემომყოფთა მხრივ აღიარების აუცილებლობა. ჩვეულებრივ, კომპანიები იწყებენ ყურადღების გამოჩენას საკუთარი თანამშრომლებისადმი, შემდეგ საკუთარი გარემოცვისადმი, მოსახლეობის სხვადასხვა ფენისადმი, ეკოლოგიისადმი, მაგალითები შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი, სკოლებისა და საბავშვო სახლების, შემოქმედებითი კოლექტივების სპონსორული დახმარებით დაწყებული და ხანგრძლივმოქმედი სოციალური პროგრამებით დამთავრებული. ყოველივე ეს, კომპანიის იმიჯს ზრდის და ბიზნესი უფრო მტკიცე და მყარი ხდება. დღეს, როცა კონკურენცია ძალზე მაღალია კომპანიის იმიჯი უკიდურესად მნიშვნელოვანია, სწორედ კომპანიის იმიჯი წარმოადგენს გადამწყვეტ ფაქტორს მომხმარებლისათვის, რომელსაც სხვადასხვა კომპანიების მიერ შეთავაზებული ანალოგიური საქმიანობა და მომსახურებას შორის არჩევანის გაკეთება უწევს. სამყაროში, სადაც ბრენდი და რეპუტაცია კომპანიის ყველაზე ღირებული ქონებაა, სოციალური პასუხისმგებლობა კომპანიას ნდობასა და ერთგულებას მოაპოვებინებს, რაც მისი წარმატებული და მდგრადი მომავლის გარანტია.

კომპანიების მიერ საზოგადოებაზე ზრუნვის უფრო გავრცელებულ ფორმად ითვლება ქველმოქმედება და ფილანთროპია, რაც კომპანიების მხრიდან სოციალური სოლიდარობის გამოხატულებაა. დღეისთვის ალბათ ქველმოქმედების ყველაზე პრიორიტეტულ სფეროდ პირველ ადგილზე მდგომიეკონომიკურად დაუცველი ჯგუფების საჭიროებაზე ზრუნვა მიიჩნევა, რაც რამდენიმე ფაქტორის კომბინაციის შედეგია:

როგორია მიზეზები, მოტივები, რომლებიც უბიძგებენ მეწარმეებს თავიანთი ქონების ნაწილი შესწირონ ქველმოქმედებას? ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, აუცილებელია მივმართოთ ისტორიას, ფესვებს, რომელიც მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ჩვენს დღევანდელ მსოფლმხედველობას. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მოტივი, რის გამოც მდიდარი მეწარმეები საკუთარ სახსრებს გაიღებენ ქველმოქმედებისათვის არის ის, რომცდილობენ დატოვონ კეთილი სახელი და დიდება - ამგვარი ქველმოქმედებით ისინი იუმჯობესებენ ურთიერთობას იმ ადამიანებთან, ვისაც დახმარების ხელს უწვდიან. დღესდღეობით, საბაზრო ურთიერთობათა ეპოქაში, ბაზარზე ძალაუფლებისთვის ბრძოლისას, რთულ საკონკურენტო ბრძოლაში მეწარმეები ხელმძღვანელობენ არამარტო მორალით არამედ, გარკვეულწილად სარგებლის იდეითაც. ჯერ ერთი, საქველმოქმედო საქმიანობას შეეძლო ხელი შეეწყო რეკლამისათვის, შეექმნა კეთილსასურველი იმიჯი, კარგი სახელი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მასობრივ მომხმარებელთან მომუშავე საწარმოებისთვის. საქმე ისაა, რომ საქველმოქმედო აქცია გაიგება, როგორც დადებითი ზნეობრივი მნიშვნელობის მატარებელი ქმედება, რომელსაც მორალური ცნობიერება აფასებს როგორც სიკეთეს. ამიტომ, მწარმოებელი, რომელიც ქველმოქმედებას ეწევა, ფასდება, როგორც სიკეთის მკეთებელი. ეს თავის მხრივ, ქმნის დადებით რეპუტაციას, რაც ნიშნავს, რომ ზრდის მოთხოვნილებას წარმოებულ პროდუქციაზე, რაც ხელს უწყობს მოგების ზრდას.

ქველმოქმედებამ შეიძლება ხელი შეუწყოს აგრეთვე რეპუტაციის განმტკიცებას პარტნიორების თვალში. პარტნიორებს, რომლებიც ხედავენ, რომ კორპორაცია ეწევა ქველმოქმედებას, ეცოდინებათ, რომ მისი ფინანსური მდგომარეობა საკმაოდ მყარია, რომ იქ შეკრებილი ადამიანები, რომლებსაც სურთ მხოლოდ მაქსიმალური მოგების მიღება, ასევე ფიქრობენ დედამიწაზე, სადაც ცხოვრობენ, ქალაქზე, საზოგადოებაზე.

საქართველოში კომპანიების საქველმოქმედო პრაქტიკის ანალიზი გამოკვეთავს სამ განსხვავებულ მიდგომას, თუ როგორ განსაზღვრავს კომპანია საქველმოქმედო საქმიანობის მასშტაბებს და მიმართულებებს - კერძოდ:

0x01 graphic

კომპანიები ქველმოქმედებას ეწევიან სპონტანურად, შემოსული თხოვნის საფუძველზე, მათ არ გააჩნიათ რაიმე წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტები, სტრატეგია, ან გაწერილი ბიუჯეტი კომპანიის საქველმოქმედო საქმიანობისათვის. ეს მიდგომა შეიძლება კომპანიის ფულადი რესურსების სიმცირით აიხსნას, რაც ქველმოქმედების უფრო სტიქიურ ფორმად მოიაზრება.

ზოგიერთ შემთხვევაში კომპანიას გადაწყვეტილი აქვს, რომ წლის განმავლობაში გარკვეული საქველმოქმედო საქმიანობას გასწევს, წინასწარ გაწერილი აქვს საქველმოქმედო საქმიანობისთვის განკუთვნილი თანხაც, მაგრამ არ აქვს განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებები, სფეროები, ანუ, არ იცის წინასწარ თუ სად დახარჯავს აღნიშნულ თანხას.

არის შემდგომი მიდგომაც, როდესაც ბიზნესი ცდილობს საქველმოქმედო საქმიანობა გასწიოს კომპანიის წინასწარ განსაზღვრული პრიორიტეტებისა და სტრატეგიის საფუძველზე. ასეთ კომპანიებზე შეიძლება ითქვას, რომ მათ მიერ გაწეული საქველმოქმედო საქმიანობა სცილდება სტიქიური, ერთჯერადი ინიციატივების ფარგლებს და სტრატეგიულ ფილანთროპიას უახლოვდება. რაც შეხება ქველმოქმედების ფორმებს, საქველმოქმედო საქმიანობას, უმეტესწილად, ფულადი დახმარების ხასიათი აქვს. თუმცა, ცალკეულ შემთხვევაში კომპანიები ქველმოქმედების სახით არაფინანსურ დახმარებასაც გაიღებენ ხოლმე. ასეთ შემთხვევაში კომპანია ცდილობს საკუთარი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე გასწიოს ქველმოქმედება მომსახურებით, ან პროდუქციით, რომელსაც თავად აწარმოებს. აქვე შეიძლება აღვნიშნოთ, რომ ამ ბოლო პერიოდში საქართველოში კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მიმართულებით განუხორციელებიათ საზოგადოებრივად სასიკეთო საქმიანობა, მაგრამ სამწუხაროდ, ეს აქტივობები, ხშირად არ ეფუძნება კომპანიის ერთიან, მიზანმიმართულ სოციალურ პოლიტიკას.

ამგვარად, საქველმოქმედო საქმიანობა ასრულებს დიდ და დადებით როლს საზოგადოებრივ ურთიერთობაში. ქველმოქმედება - განხილული, როგორც სოციალური მთლიანობა, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სოციალურ დაძაბულობასა და მის ზნეობრივსა და ფსიქოლოგიურ კლიმატზე. ის თუნდაც ნაწილობრივ ხსნის წინააღმდეგობრივ სიმწვავეს მდიდრებსა და ღარიბებს შორის. ამ წინააღმდეგობის გადაწყვეტა კი ქველმოქმედების მეშვეობით, განსაკუთრებით დელიკატური ფორმით ხდება. მაგრამ ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ქველმოქმედება, რომელიც რეალურად პრობლემის აღმოფხვრას კი არა ისახავს მიზნად, არამედ მის სიმპტომურ მკურნალობას, საზიანოა, რადგან უბიძგებს საზოგადოებას უსაქმურობისკენ, ხოლო, სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოების განვითარებას და პრობლემების აღმოფხვრას ემსახურება.

აქედან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მეწარმეების მიერ საქველმოქმედო შეწირულობის თანამედროვე გამოცდილება არის მიზანმიმართული. მათ სურთ დაინახონ თავიანთი საქმიანობის შედეგები და ამიტომაც ამჯობინებენ დახმარების გაწევას უშუალოდ მათთვის, ვისაც მათი აზრით, დახმარება რეალურად სჭირდებათ. ყველაზე ხშირად ქველმოქმედების ობიექტებს წარმოადგენენ ობოლი, ინვალიდი ბავშვები და მარტოხელა მოხუცები.

იმის გამო, რომ საქველმოქმედო დახმარების ოფიციალურად გაფორმება სირთულეებთანაა დაკავშირებული, ბევრი მეწარმე ამჯობინებს უანგაროდ, ანაზღაურების გარეშე, ან ძალიან დიდი ფასდაკლებით წარმოუდგინოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს საკუთარი მომსახურება და მატერიალური ფასეულობები.

საქველმოქმედო აქციებში მცირე მონაწილეობა აისახება ეკონომიკური სიტუაციის საერთო არამდგრადობით, რაც ითხოვს სარეზერვო საშუალებებს. მნიშვნელოვან ბარიერად რჩება უნდობლობა საქველმოქმედო ფონდებისადმი, ორგანიზაციებისადმი, რომ გაცემული სახსრები არაეფექტურად იქნება გამოყენებული და მიუღწეველი დარჩება რეალური შედეგები. მიუხედავად ყველაფრისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომერციული სტრუქტურების წარმომადგენლები მზად არიან მხარი დაუჭირონ პროგრამებს, რომლებიც გათვლილია მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე. საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა იყვნენ შუამავლები ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, ასევე მათ შეუძლიათ ლობირება გაუწიონ უფრო ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის მიღებასა და ბიზნესის საქველმოქმედო საქმიანობის ხელშეწყობას. ამასთან, თავად საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობაც ქველმოქმედებით უნდა იყოს განმსჭვალული.

ANNOTATION
Charit y as the component of busines responsibility

Lia Beridze,
Doctoral Student of economical science
Batumi Shota Rustaveli State University Faculty
of Social science, business and law

The scientific work deals with nowadays main and actual problems, which are connected with protection of social status of society in our country. Concretely, it contains social responsibility of business and its main component - charity.

In this work it is described the methods of charity arrangement scale and its direction in Georgia: Spontaneous (based on asking), with no preferential arrangement, with preliminary arrangement of concrete priority directions.

25 როგორ დავძლიოთ ფინანსური კრიზისი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რუსუდან პაპასკირი,
ტექნიკის აკადემიური დოქტორი,
ასისტენტ - პროფესორი, სოხუმის უნივერსიტეტი

2009 წლის იანვრის შუა რიცხვებში მსოფლიო საფინანსო ბირჟის ჩამოშლამ საგონებელში ჩააგდო. 22 იანვარს ფასები თითქმის ყველა აქციებზე დაეცა. აგრეთვე დაეცა ჯანმრთელი კომპანიების აქციების კურსი. წამყვანმა კომპანიებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს.

ყველაფერი დაიწყო 15 იანვარს. საბანკო ჯგუფ citigroup- ის შემოსავლების მკვეთრად შემცირების ამბავმა ნიუ-იორკის საფონდო ბირჟის ვარდნა გამოიწვია. „Dow Jones“ - ის სამრეწველო აქტიურობა დაეცა 2.2%25-ით. 21-22 იანვარს საბირჟო კრიზისი გაგრძელდა და გახდა გლობალური. მოთამაშეთა მასისთვის ცნობილი გახდა, რამდენად ცუდადაა მრავალი მოწინავე კომპანიის მოგების საქმე. ფირმების ძვირი აქციებისა და მაღალი კაპიტალიზაციის უკან იმალებოდა დანაკარგები, ან განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც უკვე ქრონიკული გახდა.

ჯერ კიდევ 2007 წლის შემოდგომაზე კეთდებოდა პროგნოზები მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მოახლოებაზე. საბირჟო კრიზისი პირველი სერიოზული სიგნალია, რომ ეკონომიკა დიდი კრიზისის ზღურბლზეა მომდგარი. მისი მიზეზია არა მარტო სასაქონლო ჭარბწარმოება, არამედ, კაპიტალის კოლოსალური დაგროვება. 21-22 იანვრის მოვლენების შემდეგ საფონდო ბაზრები ხშირად ექვემდებარებოდა მკვეთრ რყევებს ქაღალდის კურსის დაცემით. საბირჟო არასტაბილურობა თანდათანობით აშიშვლებს ეკონომიკის მდგომარეობას. მალევე გამოაშკარავდა საქონლის გასაღების პრობლემები. ამას მოჰყვა კრიზისი წარმოების სფეროში.

გლობალურ მეურნეობაში შეიქმნა სიტუაცია, როცა ბაზრის შესაძლებლობები ამოიწურა. წარმოება ჯერ კიდევ შეიძლება გაზარდო - კორპორაციებს ამის საშუალება გააჩნიათ. მაგრამ მოგების მიღება გაძნელებულია. აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში 2007 წელს შეინიშნებოდა მუშების შემოსავლების შემცირება. თუმცა, ბაზრების შემცირებას სამომხმარებლო და იპოთეკური დაკრედიტების გაზრდით აკავებდნენ. როცა ნათელი გახდა, რომ ხალხს არ შეუძლია დაფაროს პროცენტიც კი, ბანკებს საქმე ძალიან ცუდად წაუვიდათ.

მიმდინარე სიტუაციის განსაკუთრებულობა, პირველ რიგში, იმაში მდგომარეობს, რომ სახეზეა საქონლის არა მარტივი ჭარბწარმოება, რომლითაც გადავსებულია ბაზარი, არამედ, რიგი მნიშვნელოვანი ბაზრების შემცირება. მთელი რიგი კომპანიები ისწრაფოდნენ შეემცირებინათ თავისი დანახარჯები ხელფასის შემცირების, სამუშაო დღის ხანგრძლივობის გაზრდის, შვებულების შემცირების გზით. თვითღირებულების შემცირების ტექნოლოგიური გზა კი უარყოფილ იქნა (როგორც ძალიან ძვირი გზა).

გარდა ამისა, კაპიტალის ჭარბწარმოება არის უზარმაზარი. მისი ძირითადი მასა თავმოყრილია საფონდო ბირჟაზე, რადგან რეალურ სექტორში დაბანდებისათვის მსოფლიოში თითქმის არ დარჩა ადგილი. შედეგად, 2007 წელს აქციები მატულობდა, ხოლო კომპანიები ერთ ადგილს ტკეპნიდნენ, მალავდნენ რა ზარალს და ახდენდნენ შემოსავლების ფალსიფიცირებას. ქაღალდებით ვაჭრობა ყვაოდა. მაგრამ აქციებით წარმატებული სპეკულირება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როცა ითვლება, რომ მათ უკან დგას მყარი ბიზნესი.

მსოფლიო ეკონომიკა თავისი განვითარების დიდი ციკლის დამამთავრებელ ფაზაში შედის. დაწყებული ეკონომიკური კრიზისი არა მარტო წარმოებითი ურთიერთობების, არამედ - ნეოლიბერალური სისტემის ეფექტურობის კრიზისია, რომელიც ყალიბდება წინამორბედი 1968-1973 წლების სისტემური კრიზისის შემდეგ. დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესები მეტყველებს ერთიანი მსოფლიო ეკონომიკური სივრცის ფორმირების ფაქტზე. არც ერთი სახელმწიფო (მათ შორის საქართველო), არ არსებობს ფინანსური ეკონომიკური სივრცის გარეშე.

საქართველო სოციალურეკონომიკური ურთიერთობების ხასიათის, პოლიტიკური მოწყობისა და ინდუსტრიული განვითარების დონის მიუხედავად, მსოფლიოში მიმდინარე სამეურნეო პროცესში ჩათრეული აღმოჩნდა. ამაზე მეტყველებს 2008 წლის მონაცემები. მთელი წლის განმავლობაში განხორციელდა 3180 გარიგება, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის განახევრებულია. 2007 წელთან შედარებით აქციის რაოდენობაც ნაკლებია. სამწუხაროდ საქართველოს საფონდო ბირჟა დღეს ჩანასახოვან მდგომარეობაშია.

კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს რუსეთის კვლავინდებური პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიების დაპყრობისკენ, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ეკონომიკური კავშირების მოშლა, ადმინისტრაციულ - მბრძანებლური სისტემის გადმონაშთების მანკიერებათა აღზევება.

საქართველოს ეკონომიკის ყველაზე მწვავე პრობლემა ეკონომიკური კრიზისის პირობებში და 10-15 წლის პერსპექტივაში არის არა კაპიტალი და არა თვით მენეჯმენტი, არამედ, კვალიფიციური კადრების, კვალიფიციური სამუშაო ძალის არარსებობა. უმაღლესი განათლება ბევრი რამით დეგრადირებულია. ბევრ შემთხვევაში ეს არის თავის დაღწევის საშუალება ქუჩაში უსაქმურად დგომისაგან, ჯარში გაწვევისგან. ჩვენთან იქმნება ფსევდო - ინტელიგენციის მსგავსი ადამიანთა კოჰორტა, რომელსაც არ შეუძლია თავი ირჩინოს თავისი ინტელექტით, მაგრამ, ასევე არც ფიზიკური შრომა სურს.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ეკონომიკის მართვის სისტემა, როგორც სისტემა, არ არსებობს. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ხელისუფლების მუნიციპალური ორგანოების გაძლიერებაზე (რაც უპრობლემოდ უნდა ხდებოდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში), თუ მისი საბიუჯეტო მოწყობის სისტემა არ იძლევა იმდენი საშუალების გამომუშავების შესაძლებლობას, რაც აუცილებელია მუნიციპალურ ორგანოებზე გაპიროვნებული უფლებამოსილების განსახორციელებლად. ეს მუნიციპალურ ხელისუფლებას ართმევს ინიციატივას, მათ შორის, კერძო ინვესტიციების მოზიდვაში. მუნიციპალური ხელისუფლება იძულებულია, ფული სთხოვოს რეგიონალურ ხელისუფლებას, ისინი კი - ცენტრალურ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ყალიბდება მანკიერი ფსიქოლოგიური ჩონჩხი: მისი ორიენტაციაა არა გამომუშავების უნარი, არამედ, თხოვნის უნარი. ეს კიდევ უფრო ამძიმებს ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას რეგიონში.

ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი პრობლემის წინაშე - ესაა მენეჯერთა ნაკლებობა. ეს განსაკუთრებით პროვინციებში იგრძნობა.

ზოგიერთ ექსპერტს მიაჩნია, რომ ეკონომიკის მართვის სისტემა დღეისათვის საერთოდ არ არსებობს. რა თქმა უნდა, ეკონომიკის მართვის ძველი სისტემის აღდგენა უსარგებლოა, მეტიც, მავნებელიცაა - მართვის სუბიექტი ახლა სულ სხვაა. მაგრამ რეგულირების სისტემა საჭიროა - მაგალითად, ეკონომიკის განვითარების აგება ინდიკატორული დაგეგმვის საფუძველზე მასში მსხვილი საწარმოების ადგილისა და როლის განსაზღვრით. ეს არის კომპანიების არა მართვა, არამედ, მათი ორიენტაცია ნაციონალური მიზნების მიმართ და მათ გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა. ინდიკატორული გეგმის ჰორიზონტი, ჩემი აზრით, უნდა იყოს არა ნაკლებ 10 წლისა.

ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური წინსვლა პირდაპირ კავშირშია მსოფლიოში მიმდინარე მეურნეობრივ პროცესებთან. მემარცხენე ანალიტიკოსებს შორის ახლა პოპულარულია აზრი, რომ კრიზისი მიგვიყვანს კეისიანიზმის აღორძინებისკენ. სოციალური ეკონომისტები, პირიქით, ამბობენ, რომ კრიზისი იქნება მოკლე და არ მიგვიყვანს ეკონომიკაში სტრუქტურულ ცვლილებებამდე.

ალბათ, მსოფლიო მეურნეობა კრიზისის შემდეგ იქნება შედარებით უფრო გაწონასწორებული, ვიდრე ახლა.

ხაზგასასმელია ისიც, რომ დავძლიოთ ქვეყნის ეკონომიკური და ტერიტორიული დეზინტეგრაცია. ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან ქვეყნის გამოყვანის ერთ-ერთი ასპექტი უნდა იყოს საზღვრისპირა ტერიტორიების დასახლება ქართულად მოლაპარაკე მოსახლეობით.

კრიზისიდან გამოყვანის საქმეში სახელმწიფოს ბრძნული პოლიტიკა მდგომარეობს იმაში, რომ ყოველ ადამიანს, რომელსაც სურვილი აქვს იმუშაოს, მიეცეს საშუალება, არა მარტო გამოიმუშაოს ღირსეული ცხოვრებისთვის, არამედ, იამაყოს თავისი მონაწილეობით ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცანების გადაწყვეტაში.

АНОТАЦИЯ
Как преодолеть финансовый кризис

Р. Папаскири

Решение вопроса финансового кризиса страны, который вызваны как внутри в стране, так и в мире происходящими процессами, невозможно без проведения крупных структурных реформ. Для этого надо отказаться от псевдоцелей экономического развития, крайне аккуратно проводить коммерциализацию здравоохранения и образования, восстановить хотя бы минимальную регулируемость хозяйства и преодолеть экономическую и территориальную дезинтеграцию страны.

26 მცირე ბიზნესი და სოციალური პასუხისმგებლობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გელა მამულაძე,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

0x01 graphic

ბადრი გეჩბაია,
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

ეკონომიკურმა რეფორმებმა სრული სიცხადით მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ ეკონომიკური და სოციალურ - პოლიტიკური გარდაქმნების მთავარი მუხრუჭი სამეწარმეო მოღვაწეობისა და მცირე ბიზნესის განვითარების სრულყოფილი მექანიზმების უქონლობაა.

თავისუფალი ბიზნესი ერთადერთი გზაა საბაზრო ეკონომიკის განვითარებისთვის, თავისუფალი და მდიდარი საზოგადოების შექმნისათვის. იმის გათვალისწინებით, თუ რა დადებითი შედეგები შეიძლება მოუტანოს ქვეყანას მცირე და საშუალო ბიზნესმა, მისი განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფომ უნდა შექმნას ეფექტური გარემო, რისთვისაც საჭიროა, დაჩქარდეს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი, რაც მიიღწევა ქვეყნის რესურსული პოტენციალის სრული ამოქმედების შემთხვევაში. იგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საწინდარია. საშუალებას იძლევა მაქსიმალურად ამოქმედდეს ადამიანური ფაქტორი და შეიქმნას ფართო შესაძლებლობა წარმოების ძირითადი ფაქტორების უფრო სრულად გამოყენებისათვის. მცირე ბიზნესი ასტიმულირებს ახალი სამუშაო ადგილების მნიშვნელოვანი რაოდენობის შექმნას, ეკონომიკის ინოვაციური პოტენციალის განვითარებას, წარმოების, გასაღებისა და ფინანსირების ახალი ფორმების დანერგვას.

ყველა განვითარებულ ქვეყანაში მცირე ბიზნესი თანამედროვე საბაზრო ინფრასტრუქტურის საფუძველია. მის წილად მოდის საქონლისა და მომსახურების საერთო მოცულობის 60-80%25.

ბოლო წლებში საქმიანმა სამყარომ გააცნობიერა, რომ შეუძლებელია ბიზნესმა თავი აარიდოს სოციალურ პასუხისმგებლობას. თანამედროვე ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისათვის საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობის სხვადასხვა სფეროში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის ექსპანსიის პრობლემა მეტად აქტუალურია.

სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია შემდეგ საკითხებს მოიცავს:

1. სამუშაო გარემო და ადამიანის უფლებები - რამდენად შეესაბამება სამუშაო გარემო შრომის კანონმდებლობას, არის თუ არა საკონტრაქტო სისტემა, დაცულია თუ არა ადამიანის უფლებები;

2. როგორია დასაქმებულთა სოციალური დაცულობა - სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვა, საპენსიო უზრუნველყოფა, არსებული ადამიანური რესურსების შესწავლა და განვითარება;

3. გარემოსდაცვითი საკითხები - რამდენად ხორციელდება არსებული გარემოს კვლევა, გარემოსდაცვითი პროექტები, რეციკლირების პროგრამების დაფინანსება;

4. მოსახლეობასთან მიმართება და სოციალური პროექტები - კერძო, სათემო, მუნიციპალური ან სამთავრობო. აქ იგულისხმება ფინანსური, პროდუქტებით, მომსახურებით, ტექნიკით, მატერიალური და ადამიანური რესურსებით დახმარება შემდეგ სფეროებში: განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის; ტექნიკური ტრენინგები მოსახლეობისათვის, საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფა სხვადასხვა ტიპის სოციალურად გაჭირვებული მოსახლეობისა და ინსტიტუციებისთვის; ანტიკორუფციული და სიღარიბისგან თავის დაღწევის პოლიტიკის გატარება.

ფონდმა „ჰორიზონტი“ (2008 წელს) ჩაატარა კვლევა, რომლის ძირითადი მიზანი იყო - გარკვეულიყო, რამდენად ღიაა ბიზნეს - სექტორი საზოგადოების ინტერესების მიმართ; რამდენად ეხმარება; რომელ სფეროებს ეხმარება; თუ არ ეხმარება, რა არის ამის მიზეზი; რა არის საჭირო მის გასააქტიურებლად. კვლევის საბოლოო მიზანი იყო გამხდარიყო ბიზნეს- სექტორი უფრო აქტიური საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ, რათა მან შეძლოს, უპასუხოს საზოგადოების მოთხოვნებს ქვეყნის ამჟამინდელი და მომავალი სტაბილური განვითარებისათვის.

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ფონდმა გამოყო რამდენიმე საინტერესო საკითხი, კერძოდ, ადამიანური რესურსები, მათი სწავლება, წახალისების და დაზღვევის სისტემები; მომხმარებელთან ურთიერთობა; სოციალური/საზოგადოებრივი და სათემო პროექტების განხორციელება; სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების პრიორიტეტული სფეროები; სოციალური პროექტების განხორციელების დაფინანსების წყაროები; სოციალური, ან წლიური ანგარიშების გამოქვეყნება, დამოკიდებულება სოციალური პროექტების განხორციელების მიმართ მომავალში; პრიორიტეტული სფეროები მომავალში; ოფიციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელების ხელისშემწყობი ფაქტორები და სხვ.

ფონდმა გამოკითხა 63 კომპანიის მენეჯერი. გამოკითხულ კომპანიათა 78%25 გამოყოფს თანხებს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ამასთან, მსხვილი კომპანიები მეტად ზრუნავენ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე.

ბიზნეს - ორგანიზაციები საკუთარი თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას სხვადასხვა მეთოდით ახორციელებენ. ყველაზე ხშირია ტრენინგები, რომელსაც ორგანიზაციები საკუთარი რესურსებით ატარებენ (46%25) და ტრენინგები, რომელსაც ატარებენ მოწვეული ტრენერები (39.7%25). კომპანიათა 34.9%25 აგზავნის თანამშრომლებს საზღვარგარეთ, ხოლო 31.7%25 - სხვა ორგანიზაციაში (საქართველოს მასშტაბით).

კომპანიათა დიდ უმრავლესობას (88.9%25) აქვს თანამშრომელთა წახალისების სისტემები (მათ შორის მსხვილი კომპანიების 96.4%25-ს და საშუალოების 82.9%25-ს). ფულად პრემიას წახალისების მიზნით იყენებს ორგანიზაციათა 82.5%25, ხელფასის მომატებას - 49.2%25, დასაჩუქრებას - 41.3%25. ფულად პრემიებს ერთნაირი სიხშირით იყენებენ როგორც საშუალო, ისე მსხვილი კომპანიებიც, ხელფასის მომატებას უფრო ხშირად მიმართავენ საშუალო კომპანიები, დასაჩუქრებას კი - მსხვილი.

გამოკითხულ კომპანიათა 42.9%25 ორგანიზებას უკეთებს გასართობ, კულტურულ და სპორტულ პროგრამებს თანამშრომლებისათვის.

0x01 graphic

კომპანიათა 19%25 თანამშრომელთა სიცოცხლეს, ხოლო 9.5%25 თანამშრომელთა ოჯახის წევრებსაც აზღვევს; სულ 6.3%25 ბიზნეს- ორგანიზაცია ახორციელებს თანამშრომელთა სიცოცხლის დაზღვევას, ხოლო 4.8%25 - საპენსიო უზრუნველყოფას. კომპანიათა დიდ უმრავლესობაში (82.5%25) არსებობს სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც ევალება პასუხის გაცემა მომხმარებელთა საჩივრებზე, კრიტიკაზე.

გამოკითხული 63-დან მხოლოდ 12 ბიზნეს - ორგანიზაცია საერთოდ არ მონაწილეობს სოციალური/საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში არც ერთ სფეროში. ყველაზე ხშირია სოციალურად დაუცველი ფენების დახმარება (70.6%25) და პროექტების განხორციელება კულტურისა (52.9%25) და სპორტის (41.2%25) სფეროში; შემდეგ მოდის განათლების (37.3%25), სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციის (29.4%25), ჯანდაცვის (27.5%25) სფეროები. სოციალურად დაუცველი ფენების დახმარების თვალსაზრისით, ერთნაირად აქტიურები არიან როგორც მსხვილი, ისე საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები (18-18 კომპანია), სპორტს 15 მსხვილი კომპანია და 6 საშუალო ეხმარება, კულტურას - 17 მსხვილი და 10 საშუალო, განათლებას - 10 მსხვილი და 9 საშუალო. სტიქიური უბედურების შედეგების ლიკვიდაციაში 10 მსხვილი კომპანია და 5 საშუალო მონაწილეობს.

სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი - სოციალური ანგარიშგების პრაქტიკა (რომელიც გულისხმობს ანგარიშის გამოქვეყნებას ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ სფეროებში კომპანიის არამომგებიანი, სოციალურად პასუხისმგებელი საქმიანობის შესახებ), ასევე შედარებით სიახლეს წარმოადგენს საქართველოსათვის. თუმცა, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი კომპანია აქვეყნებს ამგვარ ინფორმაციას თავიანთ ვებ-გვერდებსა და წლიურ ანგარიშებში, რაც დადებით ზეგავლენას ახდენს კორპორაციულ რეპუტაციასა და კომპანიის ურთიერთობაზე სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. საქართველოში გაეროს გლობალური შეთანხმების რეგიონული ქსელის შექმნა, რომელიც სოციალურად პასუხისმგებელ კომპანიებს აერთიანებს, აგრეთვე მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს სოციალური ანგარიშგების დანერგვას.

სოციალური ანგარიში საერთაშორისო ბიზნეს - გარემოში კომპანიის სავიზიტო ბარათია. მასში გაცხადებულია კომპანიის პრიორიტეტები და ფასეულობები, აღწერილია მისი დადებითი შენატანი ეკონომიკის განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობის ზრდაში. არსებითად, სოციალური ანგარიში პასუხს სცემს იმ ძირითად შეკითხვებს, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებსა და ფართო საზოგადოებას შეიძლება გაუჩნდეს კომპანიის საქმიანობის შესახებ. დღეს მსოფლიოში მიჩნეულია, რომ ანგარიშგება კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზე მისი წარმატებულობისა და ეფექტური მენეჯმენტის მაჩვენებელია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტიციების მოსაზიდად. ანგარიშგების პრაქტიკა დადებით ზეგავლენას ახდენს აგრეთვე კომპანიის შიდა მენეჯმენტსა და მისი ფუნქციების ჰორიზონტალურ ინტეგრაციაზე.

საქართველოში ბიზნესის განვითარების დონე და ხასიათი უკეთესის იმედს ტოვებს. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უნდა შემუშავდეს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რომელიც ორიენტირების განსაზღვრით უნდა გახდეს სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის საფუძველი, ხოლო ეს უკანასკნელი ბიზნესის მხარდაჭერისა და განვითარების რეალიზაციის საშუალება.

ANNOTATION
Some Importa nt Questions of Social Respo nsibilit y of Smal Busines

Gela Mamuladze,
Badri Gechbaia

The article considers that the development of small business gives the opportunity to activate a human factor and create a broad possibility to use the main production factors more perfectly. It stimulates the development of more flexible organizational production structures, makes a considerable number of workplaces, development of innovative potential of economy, inculcation the new forms of producing, sale and financing. That is why, the development of small and average is the essential source for the economical progress of Georgia.

A business should care for the economical and social prosperity of its company. However, the goals of society cannot be implemented without the success of a business that stipulates the employment and makes the social surroundings allowing the organizations of different types to discharge their obligations. The social responsibility serves to strengthen the whole society, business, non-governmental and governmental sectors by means of deepening the co-operation. Business sector accomplishes the social projects in different countries.

27 სადაზღვევო ბაზრის ფორმირება - განვითარების რეგიონული ასპექტები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რამინ ცინარიძე,
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

საქართველოს ეფექტიანი სოციალურ - ეკონომიკური განვითარება, საბაზრო ურთიერთობების ფორმირება შეუძლებელია წარმოვიდგინოთ განშტოებული, ფინანსურად მდგრადი დაზღვევის სისტემის გარეშე. დაზღვევა ქვეყნის ერთიანი ფულადი მეურნეობის განუყოფელ ნაწილია და მისი როლი განუწყვეტლივ იზრდება საბაზრო ეკონომიკის პირობებში.

საქართველოში სადაზღვევო საქმე თანდათანობით იკრებს ძალას და მოსალოდნელია, რომ სწორად ორგანიზებული და მიზნობრივი პოლიტიკის შედეგად იგი უახლოეს პერიოდში დაიკავებს თავის კუთვნილ ადგილს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ფორმირებასა და განვითარებაში.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ დაიწყო ქვეყნის სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი. გარდამავალი ეკონომიკის საწყის ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში მძვინვარებდა ღრმა ეკონომიკური კრიზისი და ადგილი ჰქონდა ინფლაციურ და ჰიპერინფლაციურ პროცესებს, შეუძლებელი იყო სადაზღვევო საქმიანობის ნორმალურად წარმართვა. აღსანიშნავია, რომ ასეთ ფონზე რეგიონული სადაზღვევო სისტემის ფორმირებისთვის საერთოდ არ იყო შექმნილი ხელსაყრელი სოციალურ - ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო. საუბარია იმაზე, რომ სადაზღვევო სისტემის ფორმირება მიმდინარეობდა ღრმა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ადგილი ჰქონდა გადაუხდელობის პრობლემის გამწვავებას, კრიზისულ ფინანსურ მდგომარეობაში იყო თითქმის ყველა სამეურნეო სუბიექტი, რასაც ემატებოდა რეგიონის მოსახლეობის გაღატაკება და, შესაბამისად, მსყიდველობითუნარიანობის დაბალი დონე, არაჯანსაღი კონკურენცია ბაზარზე (განსაკუთრებით საფინანსო სფეროში), მოსახლეობის ნდობის დაკარგვა საფინანსო - საბანკო სისტემისადმი და ..

სადაზღვევო ბიზნესი ნებისმიერი წარმატებული ეკონომიკის არსებითი კომპონენტია. ეკონომიკის ისტორიისა და დაზღვევის ისტორიის მრავალი მკვლევარი აღიარებს მჭიდრო კავშირს მყარ სადაზღვევო ბაზარსა და ეფექტიან ეკონომიკურ განვითარებას შორის. სადაზღვევო ბიზნესის საფუძველია ადამიანი და მისი მოთხოვნილება დაზღვევაზე, თანაც ეს მოთხოვნილება მჭიდრო კავშირშია ადამიანის ბინადრობის რეგიონულ თავისებურებებთან. ამიტომ პრიორიტეტული ხდება სადაზღვევო ბაზრის ფორმირებისა და განვითარების ტერიტორიული ასპექტების განხილვა - შესწავლა.

დღეისათვის ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს სადაზღვევო სისტემის რეფორმა და შეიძლება ითქვას ამ სფეროში მიღწეულია გარკვეული წარმატებები, რამეთუ დაზღვევა დაკავშირებულია სარისკო შემთხვევების ფინანსურ შედეგთა დაძლევასთან და მისი მიზანია დაუბრუნოს დამზღვეველს ისეთი მატერიალური მდგომარეობა, რომელშიც ის იმყოფებოდა რისკის რეალიზებამდე. დაზღვევა ზარალის ფინანსურ კომპენსაციასთან ერთად საქმიანი აქტივობის დიდი სტიმულია, რაც ხორციელდება სადაზღვევო კომპანიების განკარგულებაში არსებული დროებით თავისუფალი ფულადი სახსრების ინვესტირებით. სადაზღვევო ბაზარზე იყიდება სპეციფიკური საქონელი - სადაზღვევო დაცვა და ამ საქმიანობაში ჩართულია თითქმის ყველა სადაზღვევო კომპანია. ისინი სულ უფრო და უფრო ღრმად შედიან ერთმანეთთან იურიდიულ და ეკონომიკურ ურთიერთობაში. სწრაფად იზრდება საბაზრო ურთიერთობებში მონაწილე სადაზღვევო სახეობათა ჩამონათვალი.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოში 16 სადაზღვევო ორგანიზაციას გააჩნია ლიცენზია სადაზღვევო საქმიანობის წარმოებისათვის. სადაზღვევო ბაზრის ანალიზიდან ირკვევა, რომ ქვეყნის სადაზღვევო სისტემაში მოზიდული ჯამური პრემიის მიხედვით ლიდერობენ კომპანიები: ალდაგი BCI“, იმედი L”, „GPI ჰოლდინგი, „IC ჯგუფი”, 2004-2006 წლების მონაცემებით, სადაზღვევო შენატანების 50%25- ზე მეტი მოდის პირად დაზღვევაზე, დაახლოებით 20%25 ფიზიკური და იურიდიული პირების ქონებრივი დაზღვევაა, 16%25 სავალდებულო დაზღვევა, ხოლო მხოლოდ 5%25-ია პასუხისმგებლობის დაზღვევა, ხოლო 2008 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ყველაზე მაღალი წილი - 37,35%25 დაზღვევის სახეებს შორის სამედიცინო დაზღვევას უჭირავს, მეორე ადგილზეა ქონების დაზღვევა - 17,06%25, შემდეგ მოდის სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა - 14,36%25 და ა.შ. იმავე სამსახურის მიერ ამ პერიოდისთვის ლიცენზირებულია 17 ძირითადი სახეობის სადაზღვევო პროდუქტი, თუმცა კომპანიები მხოლოდ ზოგიერთი მათგანის გაყიდვას ახერხებდნენ. საქართველოს სადაზღვევო კომპანია ამ პერიოდში ერთადერთია, რომელმაც ვალდებულებათა შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობის დაზღვევა გაყიდა. დღეისათვის კიდევ უფრო იზრდება პირადი დაზღვევის, განსაკუთრებით, ხანდაზმულობის უზრუნველყოფისთვის მოქალაქეთა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევის შენატანების ოდენობა. საქართველოს სადაზღვევო ბაზარი კი ბოლო 3-4 წლის განმავლობაში დინამიურად, 35-40%25-ით იზრდება, 2007 წელს ამ მაჩვენებელმა 70%25-იან ზრდას მიაღწია. სადაზღვევო კომპანიებმა 119,292 მლნ ლარის სადაზღვევო პრემიის მოზიდვა მოახერხეს. თავის მხრივ, 2007 წელს, სადაზღვევო კომპანიებმა 39,52 მლნ ლარის ზარალი აანაზღაურა. თუმცა, საქართველოში სადაზღვევო ოპერაციების მასშტაბები მეტად მცირეა ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით. ეს კი მეტყველებს შემდეგზე - საქართველოში სადაზღვევო ბაზრის, მათ შორის, მისი ტერიტორიული შემადგენლის განვითარება ითხოვს რეგულირების ეფექტიანი და მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდების ფორმირებას.

საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში რეგიონის საფინანსო- ეკონომიკური განვითარება საქართველოს საზოგადოებრივი განვითარების ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ქვეყნის საფინანსო - ეკონომიკური განვითარების სტრატეგია უნდა დაეყრდნოს საფინანსო, მატერიალურტექნიკური ბაზის გარდაქმნას და საზოგადოებრივ ურთიერთობათა სრულყოფას, რაშიც დიდი წვლილი რეგიონულ ჭრილში სადაზღვევო ბაზრის სრულყოფას უჭირავს.

ცივილიზებული სადაზღვევო ურთიერთობების ფორმირების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სადაზღვევო მომსახურების სფეროს სახელმწიფოებრივი რეგულირების ნორმების ჩამოყალიბება. ამ უკანასკნელის ძირითადი მიზანია, ერთის მხრივ, ქვეყნის სადაზღვევო ბაზარზე მოქმედი სადაზღვევო ორგანიზაციების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფა, ხოლო მეორეს მხრივ, სადაზღვევო სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის პრინციპების გატარება.

ქვეყნის საერთო ფონზე, სადაზღვევო ბაზარი ჯერჯერობით შორსაა სრულყოფისგან, იგი ჯერ კიდევ იმყოფება დირექტიული ეკონომიკისთვის დამახასიათებელი უარყოფითი სადაზღვევო მენტალიტეტის ზეგავლენის ქვეშ. საუბარია იმაზე, რომ დღეისდღეობით ყველა სადაზღვევო კომპანია ვერ უზრუნველყოფს სადაზღვევო შემთხვევის სრულ ანაზღაურებას, ადგილი აქვს არაჯანსაღ კონკურენციას სადაზღვევო კომპანიებს შორის. შეიმჩნევა სახელმწიფო სტრუქტურების მიერ ამა თუ იმ სადაზღვევო კომპანიებისადმი ლობირების შემთხვევები, მსგავსად სხვა სამეურნეო სუბიექტებისა, სადაზღვევო კომპანიებიც არ არიან დაზღვეულნი კორუფციისა და ჩრდილოვანი საქმიანობისაგან.

სადაზღვევო სისტემაში არსებული პრობლემების დაუძლევლობის მიზეზებიდან უნდა გამოიყოს: ქვეყანაში შექმნილი მძიმე პოლიტიკური და ეკონომიკური პირობები; საზოგადოების მხრიდან ნდობის დაბალი ხარისხი სახელმწიფოსა და საბაზრო სტრუქტურებისადმი; მოსახლეობის დანაზოგთა უკმარისობა და საზოგადოების სადაზღვევო კულტურის დაბალი დონე; გარკვეულ ნეგატიურ როლს თამაშობს საფინანსო - საბაზრო სისტემაში ადრე არსებული ქაოსი და არასტაბილურობა; ამასთან, დაბალია ჯერ კიდევ სადაზღვევო სისტემაში მომუშავეთა კვალიფიკაციის დონე, სახელმწიფო და კერძო სასწავლებლები კვლავ ვერ უზრუნველყოფენ სადაზღვევო სისტემისთვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებას; შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჯერ კიდევ არა აქვს რეალური მხარდაჭერა სადაზღვევო კომპანიებს და სხვა.

რეგიონული სადაზღვევო სისტემის განვითარების ტენდენციებისა და პროპორციების შესწავლა საშუალებას მოგვცემს ავამოქმედოთ მაკორექტირებელი სიგნალები, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისთვის, ასევე ქვეყნის და რეგიონის ეკონომიკური პოლიტიკისთვის. ამიტომ, აქტუალურად გვეჩვენება რეგიონული სადაზღვევო პროცესების ანალიზის, მოდელირებისა და პროგნოზირების მეთოდების სრულყოფა.

რეგიონული სადაზღვევო ბაზრის ფორმირების და განვითარების აუცილებელი პირობაა სადაზღვევო მომსახურებაზე საზოგადოებრივი მოთხოვნილებების არსებობა და მზღვეველთა მხრიდან ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. საერთოდ, სადაზღვევო ბაზრის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია ნებაყოფლობითი და სავალდებულო სახის დაზღვევის სახეების ჩამოყალიბებას.

საბაზრო ურთიერთობებში დაზღვევა გამოდის, ერთის მხრივ, როგორც ბიზნესისა და მოსახლეობის კეთილდღეობისათვის მიმართული საქმიანობა და, მეორეს მხრივ, როგორც კომერციული საქმიანობა, რომლის ძირითადი მიზანია მოგების მიღება. ამიტომ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპანიების თავისუფალი ფულადი სახსრების (რეზერვების) ინვესტირების. პრობლემა იმაშია, რომ სწორად განისაზღვროს სახელმწიფოს მხრიდან ინვესტირების წესები და ფულადი სახსრების განთავსების დივერსიფიკაციის პრინციპები, ანუ რეგიონთა საფინანსო დამოუკიდებლობაში მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს რეგიონულმა სადაზღვევო ბაზარმა, რამდენადაც რეგიონულ ჭრილში დაზღვევის ეფექტურ ფუნქციონირებაზეა დამოკიდებული ფულადი სახსრების გადადინება აკუმულირების წყაროდან ინვესტიციური საქმიანობის სფეროში, რეგიონების სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად პრიორიტეტული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს სადაზღვევო ბიზნესის რეგიონულ განვითარებას, საინოვაციო პოლიტიკას, კერძო სექტორის ხვედრითი წილის ცვლილებას ინვესტიციებში, რეგიონებში ინვესტიციურ - სადაზღვევო აქტივების ამაღლებას, რაც გულისხმობს პოლიტიკური, სოციალურ - ეკონომიკური და სხვა პროცესების დარეგულირებისთვის გარემოს შექმნასა და თავის მხრივ, განსაზღვრავს დარგში ინვესტიციების მიზანშეწონილობას მოცემულ ტერიტორიებზე.

საქართველოში რეგიონული სადაზღვევო ბაზრის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა მზღვეველთა საკუთარი სახსრების არასაკმარისობაც. სადაზღვევო საქმიანობას შემოსავალი სწრაფად არ მოაქვს. მაგალითად, კომპანიების წარმომადგენელთა თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეთა სოციალური დაზღვევის პირველ ეტაპზე, პროგრამა ფინანსურად წამგებიანი იყო, ერთ დაზღვეულზე გადახდილი თანხა - წლიური 124 ლარი, უმნიშვნელოა, რადგან სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის, მითუმეტეს, რეგიონულ ჭრილში, სამედიცინო მომსახურება ძნელად ხელმისაწვდომია და პროგრამის ფარგლებში, მოქალაქენი ცდილობენ, პოლისი მაქსიმალურად გამოიყენონ. სწორედ ამიტომ, პროგრამის მეორე ეტაპზე, ალდაგი ბი სი აი-მ უარი განაცხადა მონაწილეობის მიღებაზე. იმისათვის, რომ სადაზღვევო კომპანიებმა მიიღონ სტაბილური მოგება, მზღვეველს ესაჭიროება რამდენიმე წლის განმავლობაში საქმიანობის წარმართვა. სადაზღვევო ორგანიზაციის მოგება ძნელად პროგნოზირებადია, განსაკუთრებით მზღვეველის ჩამოყალიბებისა და საერთო ეკონომიკური არასტაბილურობის პირობებში. ამ სიტუაციაში შედარებით მართებულია გავითვალისწინოთ სადაზღვევო რეზერვებში საკუთარი სახსრების ჩართვა.

რეგიონული სადაზღვევო ბაზრის რეგულირების მნიშვნელოვანი საკითხია სადაზღვევო კომპანიების გაკოტრების შემთხვევაში დაზღვეულთა დანაკარგების გამოთვლის მეთოდების შერჩევა და მათი გადაფარვის ერთ-ერთი წყარო უნდა იყოს სპეციალიზებული ფონდი, რომელიც უნდა შეიქმნას მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამებისა თუ რეგიონში მოღვაწე სადაზღვევო კომპანიების ხარჯზე.

ახლა კი შესაძლებელია ჩამოვაყალიბოთ ის მიზეზები, რომელთა გაწონასწორების მიზნითაც საჭიროა სადაზღვევო ბაზრის რეგიონული ასპექტების მეცნიერულ დონეზე შესწავლა, კერძოდ:

1. იცვლება რეგიონების როლი ქვეყნის სოციალურ - ეკონომიკურ განვითარებაში, განსხვავებულია მაკრო და მეზო დონეების განვითარების ტემპების თანაფარდობა, ყალიბდება რეგიონული ფინანსური სისტემა, სადაც მნიშვნელოვანი როლი უნდა შეასრულოს დაზღვევამ;

2. ბუნებრივი განსხვავებების გამო (ბუნებრივ - რესურსული პირობები, რელიეფის განსხვავებულობა, მოსახლეობის რაოდენობა, ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის თანაფარდობა და ..) ყველა რეგიონში ყალიბდება საკუთარი სადაზღვევო რისკების სტრუქტურა და შესაბამისად, - დაზღვევის სახეები. ტერიტორიის შესაბამისად სადაზღვევო პორტფელებს გააჩნიათ რეგიონული თავისებურებები;

3. რეგიონების სადაზღვევო ბაზრები განსხვავდება რეგიონების ეკონომიკური განვითარების შესაბამისად. ეკონომიკურად შედარებით ძლიერ რეგიონებში უფრო აქტუალურია დაზღვევის ისეთი სახეები, როგორიცაა: ქონებრივი და პასუხისმგებლობის დაზღვევა. განვითარებად რეგიონებში კი უფრო აქტუალურია ფინანსური რისკების დაზღვევა;

4. რეგულირების შესაბამისი მეთოდების გამოყენებით რეგიონის სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ აკუმულირებული ფინანსური რესურსების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს რეგიონის ეკონომიკაში და არ მოხდეს სახსრების გადინება რეგიონის საზღვრებს გარეთ.

რეგიონული სადაზღვევო მომსახურების ხარისხის ამაღლებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკურენციას. იგი, ნებისმიერ დონეზე, განვითარებული სადაზღვევო ბაზრის ნაწილია. მის ინტენსივობას სადაზღვევო ბაზარზე უნდა განაპირობებდეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სადაზღვევო კომპანიების რაოდენობა და მოცულობა, სადაზღვევო ბაზარზე შეღწევის რეალური ბარიერები (სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზირების თავისებურება) და ა.შ. საბაზრო კონკურენციის მოდელით გლობალური რისკების მართვა ცალკეული მზღვეველისათვის მიუღებელია, ამიტომ ხშირად ასეთი კონკურენციის ალტერნატივაა თანამშრომლობა. პირველ რიგში, ეს ეხება საშიში და დიდი რისკების დაზღვევას. ასეთ შემთხვევაში მიზანშეწონილია სადაზღვევო გაერთიანებების შექმნა.

ნებისმიერი სადაზღვევო ბაზარი, განსაკუთრებით მისი ჩამოყალიბების სტადიაზე წარმოშობს სპეკულაციურ კომპანიებს, რომლებიც მიზნად ისახავენ უმოკლეს ვადაში მაქსიმალური მოგების მიღებას შესაბამისი სადაზღვევო მომსახურების გაწევის გარეშე. ამიტომ, საჭიროა სადაზღვევო საქმიანობის ისეთი სისტემა, რომელიც, ერთის მხრივ, მოუხსნის ყველა დაბრკოლებას მყარ და გამოკვეთილი პერსპექტივების მქონე სადაზღვევო ორგანიზაციებს რეგიონის მასშტაბით და მეორეს მხრივ, საშუალებას მისცემს მათ არ დაუშვან რეგიონალურ სადაზღვევო ბაზარზე ის კომპანიები, რომლებიც ზიანს აყენებენ სადაზღვევო საქმეს.

საქართველოში რეგიონულ სადაზღვევო ბაზარზე განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს სატარიფო განაკვეთების ოპტიმიზაციის პრობლემა, რამდენადაც ტარიფი არ არის სადაზღვევო მომსახურების ღირებულება და არეგულირებს მოთხოვნას და მიწოდებას. რეალურად კი სადაზღვევო საქმიანობის ფინანსური დაგეგმვის დროს ტარიფის დადგენას საფუძვლად უნდა დაედოს ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა: ზარალის გადანაწილება და სადაზღვევო შენატანების დაბრუნებადობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა.

ამასთან, სამწუხაროდ, არსებობს შემთხვევათა მცირე რაოდენობა, რომლებსაც მოსდევს უთანხმოებანი მზღვეველის მიერ პრეტენზიების დაფარვის ვალდებულებების, თანხების ოდენობის ან ვადის გამო. თანაც სადაზღვევო პრემიის ოდენობას, ჩვეულებრივ ადგენენ პრემიის განაკვეთისა და საანგარიშო ბაზის გადამრავლების გზით. სინამდვილეში განაკვეთი უნდა ასახავდეს საფრთხეს, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ დამზღვევს, ხოლო საანგარიშო ბაზა კი - რისკის ოდენობის ფულად გამოხატულებას.

თუ საქართველოს საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ ეტაპზე სადაზღვევო სისტემის ფორმირების პროცესი წარიმართა არაჯანსაღი სახელმწიფო სოციალური სავალდებულო დაზღვევით (საპენსიო უზრუნველყოფა და დროებით შრომის უუნაროთა დაზღვევა), დღეისათვის მასთან ერთად აუცილებელია არასახელმწიფო დაზღვევის სტიმულირება. მართალია საზოგადოების უღარიბესი ფენებისა და გარკვეული პროფესიის ინდივიდებისათვის სახელმწიფოს მხრიდან ხდება სადაზღვევო მიზნობრივი პროგრამების ფორმირება (კერძო სადაზღვევო ბიზნესის მიმართულებებით), მაგრამ თანამედროვე ეტაპზე სადაზღვევო საქმიანობის წარმართვა საჭიროებს რეგულირების სულ სხვა მექანიზმის შექმნას, რომელსაც ზედამხედველობის სამსახური განახორციელებს. მისი მიზანი უნდა იყოს სახელმწიფო სადაზღვევო პოლიტიკის გატარება, რომლის ფორმირება წარმოუდგენელია კარგად ორგანიზებული და თავისუფალი რეგიონალური სადაზღვევო ბაზრის გარეშე.

რეგიონული სადაზღვევო ბაზრის ფუნქციონირების სფეროში კი დიდი მნიშვნელობა ენიჭება განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, კერძოდ, ჩვენგან განსხვავებით, მათ ბაზრებზე დომინირებს არასასიცოცხლო დაზღვევის სახეები, რომელთა შორის პრიორიტეტულია ტრადიციულ ქონების დაზღვევასთან ერთად პასუხისმგებლობის დაზღვევაც. სოციალური პრობლემების მოგვარება ობიექტურად მოითხოვს სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების კერძო სერქტორში გადანაწილების პროექტის შემუშავებას და განხორციელებას. ე.ი. მიზანშეწონილად მიგვაჩნია აღნიშნული პროგრამების კერძო სექტორში უფრო ფართო მასშტაბით გადანაწილება, სადაც დაფინანსების წყაროდ კერძო საპენსიო ფონდების ჩართვაა შესაძლებელი.

მაშასადამე, რეგიონული სადაზღვევო ინდუსტრიის ჩამოყალიბება მოითხოვს კარდინალური რეფორმების გატარებას, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით კი სოციალურში მტკივნეულად მიმდინარეობს. შიდაზღვევო საქმის განვითარება, სადაზღვევო ბაზრის ათვისება დამოკიდებულია როგორც დამზღვევთა და სადაზღვევო კომპანიათა ურთიერთობაზე, ასევე სახელმწიფოს აქტიურ და მოქნილ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. ცივილიზებულ ქვეყნებში ეს პროცესი მასობრივ ხასიათს იღებს და ყველა მხარე სარგებლობს: დამზღვევი, სადაზღვევო კომპანია და რეგიონი. ამასთან, დაზღვევის პირობები დამოკიდებულია საერთო ეკონომიკურ სიტუაციაზე. ცხადია, საქართველოში ეკონომიკის სტაბილიზაცია შესაბამის გარემოს შეუქმნის რეგიონულ სადაზღვევო ბაზრებსაც.

АНОТАЦИЯ
формирование страхового рынка - аспекты регионального развития

Р. Цинаридзе

Сфера страхованиа значительный и довольно мошный атрибут мировой экономики. Но в грузинской действительности, институт страхованиа, выглядит в соответствии нашей экономики.Одной из важнейших проблем Развитии регионального страхового рынка в Грузии является недастаточность средств страхуюших. Вместе с тем, прочный страховой ринок представляет собой сушественный компонент экономического развития.Сфера страхованиа в регионах Грузии идёт путем развития. Растут доходы страхового бизнеса, что естественно, положительно влияет на упрочения имиджа страховых институтов и способствует становлению страховой культуры.

28 ყველა ჩვენი საზრუნავი მივანდოთ უფალს, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

აკაკი მინდიაშვილი
თეოლოგი

ლოცვა მართლმორწმუნე ადამიანის სულის სუნთქვაა.

ქრისტიანული ცხოვრება წარმოუდგენელიცაა და შეუძლებელიც ლოცვის გარეშე, რასაც უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია ქრისტიანის ცხოვრებაში და რაღა გასაკვირია, რომ უფალი იესო ქრისტე ახალი აღთქმის წმინდა წიგნებიდან ჩვენს თვალწინ წარმოჩინდებოდეს და წარმოდგებოდეს, როგორც მუდმივად მლოცველი, რის შესახებაც ღვთივსულიერი მოციქული პავლე ბრძანებს, ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომ ქრისტემ ხორცში ყოფნის დღეებში ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით შესწირა ლოცვა- ვედრება ზეციურ მამას და მისი ლოცვა შესმენილ იქნა ღვთის მოშიშებისა და მორჩილების გამო (ებრ. 5.7).

დიახ, უფლისა ჩვენისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს უარსებითესი შტრიხი, რითაც ის წმინდა წერილის წიგნებიდან წარმოსდგება ჩვენს წინაშე, გახლავთ ლოცვა, ლოცვითი ღვაწლი.

და ამას ამოწმებს ოთხივე მახარებელი, რომელთა წიგნებშიც ქრისტესთან მიმართებაში სიტყვა „ლოცვა“ ოცდახუთჯერ გვხვდება.

წმ. წერილიდან შეგვიძლია გავიგოთ, როდის, სად და როგორ ლოცულობდა მაცხოვარი.

ჩვენი განცხადება ქრისტეს მუდმივი, განუწყვეტელი ლოცვის შესახებ ლიტონ სიტყვად რომ არ დარჩეს, საილუსტრაციოდ წმ. წერილიდან შესატყვის ადგილებს გავიხსენებთ.

* * *

მაშ, ასე: როდის ლოცულობდა იესო ქრისტე?

იესო ლოცულობდა ჭამის წინ:

წმ. მათე და ლუკა მახარებლების გადმოცემით, იესო ქრისტემ მოწაფეებს მოუწოდა, მასთან მიეტანათ ხუთი პური და ოთხი თევზი, აიხედა ზეცად, აკურთხა, დაამტვრია და პურები მისცა მოწაფეებს, რომლებიც ხალხს დაურიგეს (მათე 14,19).

მკვდრეთით აღდგომის შემდეგ, იესო მოწაფეებთან ერთად რომ იჯდა, პური აიღო, აკურთხა, გატეხა და მიაწოდა მათ, რომელთაც თვალი აეხილათ და იცნეს იგი, რის შემდეგაც ის მათთვის უჩინარი შეიქნა (ლუკა 24,31).

ქრისტე ლოცულობდა ღამით:

თორმეტი მოციქულის არჩევის წინ სალოცავად მთაზე ავიდა და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა, გათენებისას კი მოუხმო თავის მოწაფეებს, რომელთაგან თორმეტი ამოირჩია და მოციქულები უწოდა (ლუკა 6,12-13).

ქალებისა და ბავშვების ჩაუთვლელად ხუთი ათასი კაცის დაპურების შემდეგ იესომ მოწაფეები აიძულა, ნავში ჩამსხდარიყვნენ და გაღმა გასულიყვნენ, ვიდრე ხალხს გაუშვებდა. ისინი რომ გაისტუმრა, თვითონ ღამით ავიდა მთაზე, სადაც განმარტოებული ლოცულობდა (მარკოზი 6,45-46).

ქრისტე ლოცულობდა მაშინ, როდესაც ის განსაკუთრებულად იყო დაკავებული, იმდენად დაკავებული, რომ არც დასვენებისათვის და არც საზრდოს მიღებისათვის დროც კი აღარ რჩებოდა (მარკოზი 3,20; 6; 31; 6,46), მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, რაც უფრო მეტად იყო დაკავებული, მით უფრო მეტ დროს უთმობდა ლოცვას.

წმ. ლუკა მახარებელი გადმოგვცემს, რომ ხალხში რაც უფრო და უფრო მეტად ვრცელდებოდა ქრისტეს სახელი, მით უფრო მეტი და მეტი ხალხი დაჰყვებოდა მას ქადაგებების მოსასმენად, კურნებათა მისაღებად და მსახურებით დაღლილდამაშვრალი იესო უდაბურ ადგილებში მიდიოდა და ლოცულობდა (ლუკა 5, 15-16).

მრავალი ჩვენთაგანი კი ხშირად ვჩივივართ, - იმდენად ვიღლებით, ლოცვისთვის დრო საერთოდ აღარ გვრჩებაო.

მაშ, ძვირფასებო, ვისწავლოთ ქრისტიანებმა ქრისტესაგან, რომ რაც უფრო დაკავებულნი ვართ მსახურებით მოყვასთა მიმართ და რაც უფრო დაღლილ - დაქანცულები ვართ შრომით, ჯაფითა და ღვაწლით, მით უფრო მეტად გვმართებს ლოცვა.

იესო ქრისტე ლოცულობდა დიდი და მნიშვნელოვანი საქმეების აღსრულების, ასევე თავის ცხოვრებაში მძიმე მომენტებისა და განცდების შემდგომ (მათე 1423; იოანე 6,15).

ასევე ლოცულობდა მნიშვნელოვანი მოვლენების, მნიშვნელოვანი განცხადებებისა და მნიშვნელოვანი განცდების წინ.

ასე მაგალითად, წმინდა ლუკა მახარებლის გადმოცემით, ვიდრე მოწაფეებს განუცხადებდა, რომ მისი ხვედრი იყო, მრავალი ტანჯვა დაეთმინა, უარყოფილი ყოფილიყო უხუცესების, მწიგნობრებისა და მღვდელმთავრების მიერ, რის შემდეგაც მოკლავდნენ და მესამე დღეს მკვდრეთით აღდგებოდა, მანამდე იგი განმარტოებით ლოცულობდა (მათე 9:18,22).

იესო ლოცულობდა ოთხდღიანი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების წინ (იოანე, თავი 11). იესო ქრისტე ლოცულობდა სახარების ქადაგების წინ, რის შესახებაც ვგებულობთ წმ. მარკოზის სახარებიდან (2:35, 38-39).

იესო ქრისტე ლოცულობდა მასზე სულიწმიდის ხილულად გარდამოსვლის წინ. წმ. ლუკა მახარებლის თანახმად, როდესაც იესო მოინათლა და ლოცულობდა, ცა გაიხსნა, სულიწმიდა გარდამოხდა მასზე ხორციელი სახით, ვითარცა მტრედი და ზეციდან ზეციური მამის ხმა გაისმა:

- შენა ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონეო (ლუკა 3,21-22).

იესო ლოცულობდა დიდი განსაცდელებისა და მოსალოდნელი საცდურების წინ. მხედველობაში მაქვს იესოს ორმოცდღიანი ლოცვა და მარხვა უდაბნოში ეშმაკის მიერ სამგზის გამოცდის წინ სამი საცდურის შეთავაზებით (მათე 4,1-17) და ლოცვა გეთსიმანიის ბაღში, რის შესახებაც ცოტა მოგვიანებით ვაპირებთ საუბარს (ლუკა 22,40-41).

იესო ქრისტე ლოცულობდა რწმენით, თანახმად წმ. იოანე მახარებლისა.

იესო მიმართავს ზეციურ მამას ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების წინ თვალების ზეაპყრობით:

- მამაო, გმადლობ, რომ მისმინე, მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ და მე მხოლოდ გარშემოკრებილი ხალხის გასაგონად მოგმართე (ვთქვი), რათა მათ ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე (იოანე 11,41-42).

იესო ლოცულობდა მადლიერებითა და თვალებაპყრობილი, როგორც ამის შესახებ წმ. იოანე მახარებელი გვაუწყებს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სასწაულთან დაკავშირებული ამბის თხრობისას (იოანე 11,41).

იესო ხანგრძლივად ლოცულობდა, ლოცულობდა მთელი ღამის განმავლობაში (ლუკა 6,12);

ის ლოცულობდა ზეციური მამის ნებისადმი სრული მორჩილებით, რის შესახებაც ვგებულობთ გეთსიმანიის ბაღში ლოცვის დროს (მათე 26,42).

მაცხოვარი ჩვენი ლოცულობდა გულმოდგინედ (ლუკა 22,44) და დაჟინებით (მათე 26,44).

იესო ლოცულობდა ფეხზე მდგომი (იოანე, თავი 11), ასევე - მუხლმოდრეკილი ან სახით ქვედამხობილი გეთსიმანიის ბაღში ლოცვის დროს, ჯვარცმული, ჯვარზე ხელებგანრთხმული.

წმ. მათე მახარებლის მიხედვით, ქრისტემ გეთსიმანიის ბაღში მოწაფეებს მიმართა, - ჩემი სული სასიკვდილოდ არის დამწუხრებული, აქ იყავით და იფხიზლეთო ჩემთან ერთად. შემდგომ ამისა, მათ მცირე მანძილით მოსცილდა, პირქვე დაემხო და ლოცულობდა:

- მამაო ჩვენო, თუ შესაძლოა, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ არა როგორც მე მსურს, არამედ - როგორც შენ (მათე 26,39).

წმ. ლუკა მახარებლის თანახმად, იესო მოწაფეებს რომ მოსცილდა ქვის სასროლ მანძილზე, მუხლი მოიყარა და ისე ლოცულობდა (ლუკა 22,4).

საერთოდ, ძველი და ახალი აღთქმის წმინდა წიგნებიდან გამომდინარე, ადამიანის სხეული ლოცვის დროს შეიძლება სხვადასხვა მდგომარეობაში იყოს, რითაც წმ. წერილი გვასწავლის, რომ ლოცვის დროს სხეული როგორ მდგომარეობაშია, ამას კი არა აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ - იმას, ანთია თუ არა ჩვენი სული ლოცვის დროს უფლის მიმართ.

მაშასადამე, სული უფლის მიმართ შეიძლება ენთოს ლოცვაში სხეულის ნებისმიერ მდგომარეობაში. ძვირფასებო, თქვენ გახსოვთ, რომ მეზვერე და ფარისეველი უფლის მიერ წარმოთქმულ სახარებისეულ იგავში ფეხზე მდგომარენი ლოცულობენ.

უფალი იესო ქრისტე მათ შესახებ ამბობს, რომ ტაძარში ფარისეველი იდგა და თავისთვის ლოცულობდა, მებაჟე კი, რომელიც მოშორებით იდგა ფარისევლისაგან განსხვავებით და საკუთარი ცოდვების გამო ღრმა სინანულის გამო ვერც კი ბედავდა თვალების ცისკენ ახედვას, თვალების ზეაპყრობას, მკერდში იცემდა მჯიღს და გულანთებული ევედრებოდა უფალს:

- ღმერთო, მილხინე მე, ცოდვილსა ამას (ლუკა 18; 11,13).

მაგალითები იმის შესახებ, რომ შეიძლება ფეხზე მდგომმა, მუხლმოდრეკილმა, მიწაზე ქვედამხობილმა და სახით ზეაღმართულმა ილოცო, უკვე მოგახსენეთ.

აქვე იმასაც აღვნიშნავთ, რომ ლოცვა მჯდომარე მდგომარეობაშიც შეიძლება.

წმ. ლუკასა და წმ. მარკოზის სახარებებიდან ვიცით, რომ იესომ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ თავის მოწაფეებთან ერთად მჯდომმა აიღო პური, აკურთხა, გატეხა და მოწაფეებს მიაწოდა (ლუკა 24,30).

იესო ქრისტემ უამრავ ხალხს სასწაულებრივი დაპურების წინ უბრძანა, მოლზე გუნდ-გუნდად დამსხდარიყვნენ. მართლაც, ისინი დასხდნენ მწყობრად ას-ასად და ორმოცდაათ- ორმოცდაათად, ამის შემდეგ აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, ე.ი. ლოცვა აღავლინა, დატეხა პურები, თავის მოწაფეებს გადასცა, რათა მათ პური და თევზი ხალხისთვის ჩამოერიგებინათ (მარკოზი 6, 39-41).

ლოცვა შეიძლება მწოლიარე მდგომარეობაშიც; ასე მაგალითად: წმ. დავით მეფე - წინასწარმეტყველი თავის ერთ-ერთ ფსალმუნში მიმართავს ღმერთს:

- მგალობელი ბაგეებით გაქებს პირი ჩემი, როდესაც ჩემს სარეცელზე გიხსენებ და მთელ ღამეებს შენზე ვფიქრობო (62,67).

ამრიგად, იესო ქრისტე ლოცულობდა პირქვე დამხობილი, მუხლმოდრეკილი, თვალებით ზეაპყრობილი, ფეხზე მდგომი, ხელებგანრთხმული, ლოცულობდა რწმენით, მადლიერებით, მორჩილებით, ლოცულობდა დიდხანს, ლოცულობდა ხანგრძლივად და გულმოდგინედ და დაჟინებით.

და როგორც წმ. პავლე მოციქული გვამცნობს, ყოველივე ამასთან ერთად, იესო ლოცულობდა ძლიერი ღაღადითა და ცრემლებით (ებრ. 5,7), გეთსიმანიის ბაღში ლოცვის დროს მისი ოფლი სისხლის წვეთებივით გახდა და მიწას ეპკურებოდა (ლუკა 22,44).

* * *

იმდენად, რამდენადაც უკვე გავარკვიეთ, როგორ და როდის ლოცულობდა მაცხოვარი ჩვენი, ამჯერად იმის გარკვევას შევეცადოთ, თუ სად ლოცულობდა იგი.

იესო ლოცულობდა ხალხის თანდასწრებით, ხალხით გარშემორტყმული.

ბავშვებისა და ქალების ჩაუთვლელად ხუთიათასი კაცის სასწაულებრივი დაპურების წინ იესომ ხალხს უბრძანა, რომ ბალახზე დამსხდარიყვნენ, აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ახედა ზეცას, ილოცა, აკურთხა, დაამტვრია და პური მოწაფეებს მისცა (მათე 14,19), რომელთაც სასწაულებრივად გამრავლებული პური ხალხს დაურიგეს (მათე 14,19).

იესო ლოცულობდა განმარტოებით.

ხალხის სასწაულებრივი დაპურების შემდეგ, როდესაც დარჩენილი ნატეხებისაგან თორმეტი გოდორი აივსო და როდესაც ხალხი გაუშვა, მოწაფეები კი აიძულა, ნავში ჩამსხდარიყვნენ და მეორე მხარეს მასზე ადრე გასულიყვნენ, თვითონ მთაზე ავიდა იმისათვის, რათა განმარტოებით ელოცა (მათე 14, 22-23).

იესო ლოცულობდა მთაზე, რის შესახებაც ეს-ესაა, რაც მოგახსენეთ (მათე 14,23; იოანე 6,15; ლუკა 6,12).

ლოცულობდა უდაბნოსა (მარკოზი 1,35; მათე თ.4) და ბაღში (მათე 26,36-46).

როდესაც მაცხოვარი თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გაღმა გავიდა იქ, სადაც გეთსიმანიის ბაღი იყო, მან მოწაფეებს უთხრა, რომ თქვენ აქ დასხედით, რათა ბაღში შევიდე და ვილოცოო (იოანე 18,1; მათე 26,36).

ამრიგად, წმ. მათეს, წმ. მარკოზის, წმ. ლუკასა და წმ. იოანეს სახარებებიდან გავარკვიეთ ჩვენთვის უაღრესად საინტერესო, მნიშვნელოვანი და დამმოძღვრელი საკითხი იმის შესახებ, თუ სად, როდის და როგორ ლოცულობდა უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე.

* * *

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ამჯერად იმის გარკვევას შევეცადოთ, არის თუ არა ულოცველობა ცოდვა?

ჩვენ ეს საკითხი შეძლებისდაგვარად დაწვრილებით გვაქვს განხილული თხზულებაში: „ბრძოლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე“ („იესოს ლოცვისა და განუწყვეტელი ლოცვის აუცილებლობის შესახებ“) და თხზულებაში: „დღესასწაული ღმერთთან ყოფნაა“. იხ. „მწუხარეთა ნუგეშისათვის“ წიგნი I, წიგნი II, თბ. 2005 წ. ამიტომ მხოლოდ რამდენიმე მომენტზეღა გავამახვილებთ ყურადღებას.

მაშ ასე:

არის თუ არა ულოცველობა ცოდვა?

ამ საკითხთან დაკავშირებით საინტერესო, არსებითი და მაცხოვნებელია ყოველი ჩვენგანისათვის არა მარტო ის, თუ სად, როდის და როგორ ლოცულობდა თვით უფალი ჩვენი და მაცხოვარი იესო ქრისტე, არამედ რა სწავლებას გვაძლევს ლოცვასთან დაკავშირებით, რას გვასწავლიან წმ. მოციქულები, რას გვირჩევენ წმ. მამები.

უფალი მოგვიწოდებს, რომ ყოველთვის ვილოცოთ და არ მოგვბეზრდეს ლოცვა (ლუკა 18,1), წმ. მოციქული პავლე გვირჩევს, რომ განუწყვეტლივ ვილოცოთ (1 თერ. 5,17), რომ გასაჭირში მომთმენნი ვიყოთ, ლოცვაში კი მტკიცენი (რომ. 12,12), რომ ვიბეჯითოთ ლოცვაში და ფხიზლად ვიყოთ ლოცვის დროს ღვთისადმი მადლიერებით (კოლ. 4,2), რომ ყოველგვარი ლოცვითა და ვედრებით ვილოცოთ ყოველ ჟამს სულით და მუდამ ვიფხიზლოთ (ეფეს. 6,18). წმ. პავლეს სურვილია, რომ კაცები ყველგან ლოცულობდნენ და წმინდა ხელებს რისხვისა და ეჭვის გარეშე აღაპყრობდნენ (1 ტიმ. 2,8)...

ზემოთქმულიდან გამომდინარე, „ბიბლიის“ პასუხის მოკლე შინაარსი იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ულოცველობა ცოდვა, ასეთია:

ულოცველობა ცოდვაა.

ულოცველობა ღმერთს განარისხებს.

ულოცველობა ჩვენი მრავალი უბედურების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია.

ღმერთი წმ. სოფონია წინასწარმეტყველის პირით იმ ადამიანთა მიმართ, რომლებიც ღმერთს არ ეძებენ, რომლებიც აღარ ლოცულობენ, რომლებიც აღარ ელაპარაკებიან ღმერთს, აღარ ელაპარაკებიან თავის შემოქმედს, აცხადებს, რომ მათ, ვინც უფალს განუდგნენ, ვინც აღარ ეძიებენ უფალს და აღარ კითხულობენ მას, ხელს მოვუღერებ და მიწის პირისაგან მოვკვეთო (1:6,2-3).

ის, რომ ულოცველობა ღმერთს განარისხებს, არაერთგზის არის გაცხადებული უფლის მიერ წმ. ესაია წინასწარმეტყველის წიგნში.

თავად წმ. ესაია მიმართავს უფალს და ახასიათებს თავის თანამედროვეებს, თუ სადამდე მიიყვანა ისინი ულოცველობამ და ცოდვათა მოურიდებლობამ:

- ყველანი უწმინდურებივით ვიქცევით და ფოთლებივით ვჭკნებით, ცოდვები ქარივით გვერეკება და შენს სახელს აღარავინ მოუხმობს, რათა სულიერად გამოვფხიზლდეთ, შენ რომ მოგეკრათ და შენ რომ ჩაგეჭიდოთ, ჩვენი ცოდვების გამო სახე გაქვს ჩვენგან დაფარული და ჩვენივე ცოდვების გამო გვადნობო (64, 5-6).

წმ. დანიელ წინასწარმეტყველი სინანულით აღნიშნავს, რომ მრავალ უბედურებათა მიუხედავად, რომლებიც თავს დაგვატყდა, ჩვენ მაინც არ შევევედრეთ უფალს, ჩვენს ღმერთს, რომ თავი დაგვეხსნა ყველა ჩვენი უბედურებისაგან და ჭეშმარიტება შეგვეცნოო (9).

ძველი აღთქმის სხვა წინასწარმეტყველის, ოსიას პირით უფალი მიმართავს ისრაელიანებს და ეს სიტყვები, ეს გაფრთხილება ჩვენც გვეხება, ჩვენს ხალხსაც ეხება, სახელდობრ, მათ, ვინც ამპარტავნების მომაკვდინებელ ცოდვას დაემონენ და ცხოვრებას ულოცველად ატარებენ.

- ვაი, მათ, ვინც ზურგი მაქციეს, - უფალი ამ სიტყვებს წარმოთქვამს ულოცველი ხალხის მიმართ, - ამის გამო დაღუპვა ელით მათ, რადგან შემცოდეს... გულით არ შემომღაღადებენ და თავიანთ საწოლებში კვნესიან, მიმატოვეს, განმიდგნენ და მოშვებულ მშვილდებს დაემსგავსნენო (7,13-16).

ერთი სიტყვით, თუ თვით უფალი, თვით მოციქულები, წმინდანები ლოცვას თავიანთ ცხოვრებაში მიიჩნევდნენ იმ უმნიშვნელოვანეს საქმედ, რომელსაც დიდ დროს უთმობდნენ, მაშ, რატომ არ უნდა მივიჩნევდეთ ჩვენც ლოცვას მათ კვალობაზე ჩვენი ცხოვრების უარსებითეს და უმნიშვნელოვანეს საქმედ?!

მლოცველისათვის ლოცვას მრავალი კეთილი ნაყოფი მოაქვს. უპირველესი ნაყოფი ლოცვისა კი ის გახლავთ, რომ ამ დროს, ე.ი. ლოცვისას ჩვენ ღმერთთან ვართ, ხოლო ის, ვინც ღმერთთანაა, ღვთის მოწინააღმდეგისგან შორსაა.

წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი შენიშნავს, რომ ჩვენი ლოცვა ჩვენ გვჭირდება და არა ღმერთს, რომელმაც ჩვენს თხოვნამდეც იცის, ჩვენ რა გვსურს, ჩვენ რა გვჭირდება.

ლოცვით ჩვენ ვსწავლობთ ღმერთთან თანაყოფნას, ლოცვა გვაჩვევს ღმერთთან ერთობას.

ერთხელ აბბა აგათონს ძმებმა ჰკითხეს:

- მამაო, საბერმონაზვნო ღვაწლთა შორის რომელი მოითხოვსო ყველაზე მეტ და ყველაზე დიდ შრომას?

და აგათონმა უპასუხა, რომ არ არსებობსო უფრო დიდი და უფრო მეტი შრომა, ვიდრე ღმერთთან ლოცვაა, - ღმერთთან ლაპარაკია. რადგან ყოველთვის, როგორც კი შეუდგება ადამიანი ლოცვის სამზადისს, მისი ცხონების მტრები გაძლიერებულად ცდილობენ ამ საქმიდან მის ჩამოცილებას, რადგან იციან, რომ მათთვის ყველაზე დიდ დაბრკოლებას ღვთისადმი ჩვენი ლოცვა წარმოადგენს.

* * *

ახლა კი შეპირებისამებრ, შევუდგებით საუბარს გეთსიმანიის ბაღში იესოს ლოცვისა და ჩვენთვის ამ ლოცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ, რომელსაც წმინდა მამები უწოდებენ ჯვარცმას გოლგოთაზე ჯვარცმამდე.

მოგეხსენებათ, დაახლოებით ორიათასი წლის წინათ მაცხოვარმა მოგვცა ღვთისადმი ლოცვის სრულყოფილი ნიმუში, ლოცვათა ნიმუში: „საუფლო ლოცვა“, ანუ „მამაო ჩვენო“, რომელიც თავისი ბავშვური უბრალოებითა და სიმარტივით მისაწვდომი და გასაგებია ბავშვებისათვისაც. დამეთანხმებით, რომ პატარები ყოველთვის ძალდაუტანებლად, სიხარულით ითვისებენ და იოლად ეუფლებიან მას. ეს ლოცვა უყვართ მათაც, რომლებიც ბავშვობის ხანიდან გამოვიდნენ და რომლებისთვისაც უფლის მიერ ჩვენთვის ნიმუშად დადგენილი ეს „ლოცვათა ლოცვა“ ღრმა ღვთისმეტყველების შემცველია.

ქრისტიანობის აპოლოგეტის, ტერტულიანეს თქმით, მართალია, „საუფლო ლოცვა“ - „მამაო ჩვენო“ სიტყვიერად უაღრესად შეკუმშულია, მაგრამ ვრცელია შინაარსობრივად, - იგი თავის თავში მთელ ღვთიურ მოძღვრებას შეიცავს, რის გამოც მას „მოკლე სახარებადაც“ მოიხსენიებენ.

„მამაო ჩვენო“ - ღვთისადმი შვიდი თხოვნა - ვედრებისა და დიდებისმეტყველებისაგან შედგება. და ამ შვიდ ვედრებათაგან ერთ-ერთი მოგეხსენებათ არის: „იყავ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“.

საგულისხმოა, რომ გეთსიმანიის ბაღში თავისი მიწიური, ამქვეყნიური ცხოვრების ყველაზე მწუხარე ღამეს თვით უფალი იესო ქრისტე სწორედ ამავე თხოვნა - ვედრებით მიმართავს ზეციურ მამას:

- მამაო, თუ შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათე 26,39).

დიახ, უმძიმესი მწუხარების ჟამს ამ სიტყვებს უფალი წარმოთქვამს მაშინ, როდესაც, მისივე თქმით, მისი სული სასიკვდილოდ არის დამწუხრებული (მათე 26,38). ე.ი. უფალი იესო ქრისტე ევედრება ზეციურ მამას, რომ თუ შესაძლებელია, მისგან არიდებულ იქნას ის უსაშინლესი და ენითუთქმელი ტანჯვა - წამება, რომელიც მას ჯვარცმამდე და ჯვარცმის დროს ელოდება. მაგრამ იესო მყისიერად მოიკვეთს თავისი ადამიანური ნების მოქმედებას და ზეციურ მამას სთხოვს, რომ ყოველივე იყოსო „არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათე 26,39).

ვიდრე საუბარს გავაგრძელებდეთ, მანამდე შევნიშნავთ, რომ სხვადასხვა თარგმანებში „გეთსიმანია“ სხვადასხვა დაწერილობით გვხვდება, როგორც „გეთსემანე“, როგორც „გეთსამანია“, როგორც „გესემანე“ (ჰადიშის ოთხთავში)... ჩვენ ვიყენებთ დღეს დამკვიდრებულ დაწერილობას „გეთსიმანია“ - ს.

ეს ბაღი გეთსიმანიისა ქრისტეს მოწაფეების - იოანესა და იაკობის მამას, ზებედეს კუთვნილებას წარმოადგენდაო. ამ ბაღში ზეთისხილის ხეები იზრდებოდა და უნდა ვიგულისხმოთ, რომ ეს სახელწოდებაც „გეთსიმანია“ ამ ბაღმა სწორედ ამის გამო მიიღო, რადგან „გეთსიმანია“ „ზეთის სახლს“ ნიშნავს.

ბაღს დასავლეთის მხრიდან იერუსალიმი გადმოჰყურებდა, აღმოსავლეთით - ელეონის მთა ანუ მთა ზეთისხილისა, საიდანაც უფალი აღდგომიდან მეორმოცე დღეს ამაღლდა ზეცად.

გეთსიმანიის ბაღი ელეონის მთის ძირას მდებარეობდა; აქ მისასვლელად კედროვანი ანუ ნაძვოვანი ხევი, ღელე უნდა გადაელახათ.

და აი, უფალი მოწაფეებთან ერთად ელეონის მთის ძირს რომ მიუახლოვდა, გეთსიმანიის ბაღში შევიდა.

ეს გახლდათ მყუდრო, განმარტოებული ადგილი, სადაც უფალს უყვარდა მოსვლა როგორც ლოცვისათვის, ისე თავის მოწაფეებთან საუბრისათვის. ამიტომ გასაკვირი არ არის, იმ დღეს, როდესაც მოციქულებს სრული გარკვეულობით აფრთხილებს ღამით მისი გაცემის, მოციქულთა მიერ მისი მიტოვებისა და მათი გაფანტვის შესახებ, სწორედ აქეთ, გეთსიმანიის ბაღისაკენ მოემართება უფალი საიდუმლო სერობისა და პეტრესათვის იმის წინასწარუწყების შემდეგ, რომ იმ ღამით პეტრე მას მამლის ყივილამდე სამგზის უარყოფდა.

გეთსიმანიის ბაღში იესოს ლოცვისა და პეტრეს მიერ სამგზის უარყოფაზე დაწვრილებით, საგანგებოდ ვაპირებთ საუბარს ჩვენს წიგნში „გოლგოთაზე“. მანამდე კი კვლავ დავუბრუნდებით გეთსიმანიის ბაღს, საითკენაც მოწაფეებთან ერთად მიემართება მაცხოვარი.

მისი სიკვდილის ჟამი ახლოვდება, - ჟამი მისი ამქვეყნიური მისიის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის აღსრულებისა, რისთვისაც, ბუნებრივია, საჭირო იყო ყველა სულიერი და ფიზიკური ძალის მოკრება, რაც სწორედ ლოცვაში იყო შესაძლებელი.

საერთოდ, როგორც წინამდებარე თხზულების დასაწყისში აღვნიშნეთ, თავისი ამქვეყნიური ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და მომენტების წინ იესო ყოველთვის ლოცულობდა და ლოცულობდა განმარტოებით; მთელი დღის შრომით, მსახურებით, ღვაწლით დაღლილი ხშირად მთელ ღამეს ლოცვაში, ე.ი. ზეციურ მამასთან საიდუმლო, მისტიურ ერთობაში ატარებდა.

მაშ, იესო მოწაფეებთან ერთად მოვიდა იმ ადგილზე, რომელსაც «გეთსიმანია» ჰქვია და მიმართა მათ:

- აქ დასხედით, ვიდრე იქ წავიდოდე და ვილოცებდეო.

თან წაიყვანა პეტრე და ზებედეს ორი ძე - იაკობი და იოანე და იწყო ურვა- წუხილი. მაშინ იესომ გაუმხილა მათ, რომ სასიკვდილოდ არის ჩემი სული დამწუხრებული, აქ იყავით და იფხიზლეთო (მათე 26, 36-38; ლუკა 22,39-46; მარკოზი 14,41-42).

გეთსიმანიის ბაღთან დაკავშირებით აქ შეუძლებელია სამოთხის ბაღი არ გაგვახსენდეს:

ჩვენი პირველი მშობლები ცოდვით დაეცნენ სამოთხის ბაღში, საიდანაც ადამიანთა მოდგმის საბოლოო სიკეთისათვის იქნენ გამოძევებულნი ცოდვის მოუნანიებლობის გამო, გეთსიმანიის ბაღში კი იწყება მეორე ადამის - უფლისა ჩვენის და მაცხოვრის ჩვენი ცოდვებისაგან, შეჩვენებისაგან, ჯოჯოხეთისაგან, მარადიული სიკვდილისაგან, ბოროტ სულთა და მათი მთავრის ძალაუფლებისაგან გამომხსნელი და მაცხოვნებელი ტანჯვა - წამება და ბოლოს - ჯვარზე სიკვდილი.

მართალია, იესო მთელი დღის დაღლილ - დამაშვრალი მოვიდა გეთსიმანიის ბაღში, სადაც შემოსასვლელად გადმოლახა კედრონის შენაკადი, რომელიც თავის დროზე სულიერად შეჭირვებულმა წმ. მეფე დავით მეფსალმუნემაც გადალახა, მაგრამ იესო აქ, ამ მყუდრო და განმარტოებულ ადგილას მოვიდა არა დასასვენებლად, არამედ ჩვენი ადამიანური გონებისათვის სრულიად მიუწვდომელი და ენით აღუწერელი თავისი ტანჯვა - წამების წინა ღამით სულიერი და ფიზიკური ძალების მოსაკრებად.

იოანე მახარებელი ამბობს, რომ იესო თავის მოწაფეებთან ერთად კედრონის ხევს გადაღმა გავიდა, იქ, სადაც ბაღი იყო და მოწაფეებთან ერთად შევიდაო ბაღში, საგულისხმოა, რომ ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო და მისი მოწაფეები აქ ხშირად იკრიბებოდნენ (იოანე 18,1-2).

საყურადღებოა, რომ „კედრონის“ ანუ „ნაძვოვან ხევს“, - ამ სახელწოდებას მხოლოდ იოანე მახარებლის სახარებაში ვხვდებით.

ეს ხევი ელეონის, ე.ი. ზეთის ხილის მთისა და იერუსალიმის გამყოფი იყო.

სხვა მახარებლებისაგან განსხვავებით იოანე ბაღის სახელს - „გეთსიმანიას“ - არ ასახელებს, რადგან იმდროინდელმა მკითხველმა, როგორც ჩანს, იცის, რომ ამ ბაღში იოანე გულისხმობს სწორედ გეთსიმანიის ბაღს, სადაც მდებარეობდა მღვიმე, გამოქვაბული, რომელიც შემდგომში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამარხი გახდა.

არსებობს მოსაზრება, რომ კედრონის ხევი უძველეს დროში დიდი ნაძვებით, კედრებით ყოფილა დაბურული, მაგრამ სინამდვილეში, ბიბლიის კომენტატორთა მიხედვით, ებრაულად „ნაჰალ კიდრონი“ ნიშნავს „ბნელ ხევს“ და არა „კედართა ხევს“.

გეთსიმანიის მღვიმეში იესომ დატოვა რვა მოწაფე, ხოლო პეტრე, იაკობი და იოანე ბაღის სიღრმეში გაიყოლა, თუმცა მათაც განეშორა ქვის სატყორცნ მანძილზე ისე, რომ მოწაფეები ხედავდნენ მას, რადგან პასექისათვის ყოველთვის სავსემთვარეობა იყო და, ამდენად, მაცხოვარს ხედავდნენ ისინი, რადგან ხეებს შორის მას ღამის ნათელი დაჰნათოდა.

უფალი ღმერთი უღრმესი მწუხარებით ლოცულობდა ზეციური მამის წინაშე და როგორც ადამიანი თავის ადამიანურ ნებას სრულიად მოანდობდა და დაუმორჩილებდა თავისი უსაშინლესი მსხვერპლგაღების წინ ღვთის ნებას.

წმ. ლუკა მახარებლის თქმით, ღვაწლში მყოფი ურვილი იესო უფრო და უფრო გულმხურვალედ ლოცულობდა და მისი ოფლი სისხლის წვეთებად ეპკურებოდა მიწას. ძველი ქართული თარგმანით თუ ვიტყვით, მისი ოფლი იქმნა ვითარცა ცვარი სისხლისა, გარდამომავალი ქვეყანასა ზედა (22,44).

წმ. მათეს თქმით კი, როდესაც პეტრე და ზებედეს ძენი - იაკობი და იოანე წაიყვანა უფალმა, იწყო მწუხარებად და ურვად, დათქვა, რომ ჩემი სული შეწუხებულიაო ვიდრე სიკვდილამდე (მათე 26,37).

წმ. იოანეს სახარებიდან ვგებულობთ, რომ როდესაც იუდამ იმის შიშით, რომ მოწაფეები ქრისტეს, - თავიანთ მოძღვარს დაიცავდნენ და იმის გამოც, რომ, როგორც ჩანს, თავისი ყოვლად უღირსი სიცოცხლის დაკარგვის გამოც შიშობდა, საიდუმლო სერობიდან გამოსული, ტაძრის შეიარაღებულ მსახურთა რიცხოვნობას არ დასჯერდა და მღვდელმთავართა მიერ დაქირავებულ რომაელთა ორასკაციანი შეიარაღებული რაზმიც წამოიყვანა. ამას თუ მივუმატებთ ტაძრის ხუცესებს, მღვდელმოძღვრებს, ფარისეველთა და მღვდელმთავართა მსახურებს, არ გაგვიძნელდება იმის წარმოდგენა, თუ როგორ მრავალრიცხოვან ბრბოს მიუძღვებოდა იუდა იესო ქრისტეს შესაპყრობად გეთსიმანიის ბაღისაკენ.

რა თქმა უნდა, ყოველივე ღვთის საიდუმლო განგებულებით წარიმართებოდა, მაგრამ ისე არა, რომ ვინმეს ერთმეოდა თავისუფალი ადამიანური ნება კეთილი თუ ბოროტი საქმეების აღსასრულებლად და მაშასადამე, აქედან გამომდინარე, არც არავინ არ რჩებოდა პასუხისმგებლობის გარეშე ღვთის წინაშე.

როდესაც ბრბო იუდას წინამძღოლობით ბაღში შევიდა, სიმონპეტრემ მალქოზს- მღვდელმთავრის მონას მახვილით ყური ჩამოათალა. იესომ გაუმრთელა ყური მალქოზს და პეტრეს მოუწოდა, რომ მახვილი ქარქაშში ჩაეგო, შემდგომ ამისა, მიმართა სიმონ- პეტრეს:

- ნუთუ არ უნდა შევსვაო სასმისი, რომელიც მამამ მომცა? (იოანე 18,1-12).

ე.ი. მამამ და ღმერთმა, როგორც წმ. კლიმენტი ალექსანდრიელი განმარტავს ამ ადგილს, მაცხოვარს მისცა თასი - ანუ ტანჯვა და სიკვდილი, თუმცაღა სიკვდილი აღსრულდა იუდეველ ღვთისმოძულეთა მეშვეობით, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა, ღმერთს რომ ეს ჩვენი გადარჩენისათვის არ დაეშვა. ამიტომაც იყო, რომ როდესაც პილატემ მიმართა ქრისტეს:

- განა არ იცი, რომ შენს ჯვარცმაზე ხელმწიფება მაქვსო.

იესომ მიუგო:

- ჩემზე არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა, მაღლიდან რომ არ მოგცემდაო (იოანე 19,11).

პილატეს ძალაუფლების მეშვეობით აღსრულდა ტანჯვისაკენ ძის ნებაყოფლობითი სწრაფვა და საამისოდ კი ნებართვა და თანხმობა იყო ზეციური მამისგანაც.

და ცხადია, იმდენად, რამდენადაც უფალი იესო ქრისტე ჩვენთვის ყველგან ყოველთვის ყველაფერში მაგალითია, ამიტომ მას უნდა მივბაძოთ, - განვამტკიცოთ და გავაძლიეროთ თითოეულმა ჩვენგანმა ქრისტესმიერი ერთგულება ღვთის წმინდა ნებისადმი, რადგან მხოლოდ ღვთის ნების აღმსრულებელ ჰგიებს უკუნისამდე, როგორც ამის შესახებ სული წმიდა გამოგვიცხადებს იოანე ღვთისმეტყველის პირით.

უფალი მოგვმართავს და მოგვიწოდებს წმ. პავლე მოციქულის მიერ, რომ ჩვენი სხეულები ტაძარია ჩვენში სული წმიდისა, რომელიც ღვთისაგან გვაქვს და რომ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით, რადგან ფასით ვართ ნაყიდნი, ე.ი. გამოსყიდულნი ვართ ქრისტეს მოწამეობრივი ძვირფასი სისხლით.

ამიტომ უნდა ვადიდოთ ღმერთი ჩვენი სხეულებითა და ჩვენი სულებით, რომლებიც ღვთისაა (1კორპ. 6,19-20).

ე.ი. ჩვენი სულები და ჩვენი სხეულები ჩვენ აღარ გვეკუთვნის, არამედ - ღმერთს. ამიტომ აღარც ძალაუფლება არა გვაქვს მათზე ჩვენი მანკიერი, ცოდვიანი სურვილების დასაკმაყოფილებლად, არამედ - მხოლოდ ღვთის ნების, ე.ი. ღვთის მცნებების აღსასრულებლად (წმ. იოანე ოქროპირი).

იმდენად, რამდენადაც ჩვენი სული და სხეული ღვთის საკუთრებაა, ჩვენი ვალია ორივე, ე.ი. სულიც და სხეულიც წმინდა - ვყოთ, რაც შეუძლებელია ღვთის, მოძღვრებაში, ღვთის მცნებებში გამოხატული ღვთის წმინდა ნების გარეშე.

ღვთის ნება კი რა არის?

პავლე მოციქულის თქმით, ღვთის ნება არის ჩვენი სიწმინდე.

ღვთის ნების, ღვთის მცნებების აღსრულებისათვის აუცილებელია მათი ცოდნა, მათი შესწავლა და იმ ძალის, იმ მადლის მოხვეჭა და მომუშაკება, რომელსაც წმინდა ეკლესიური ცხოვრებით, უპირველეს ყოვლისა, წმ. საეკლესიო საიდუმლოებების მეშვეობით მოვიპოვებთ.

ყოველივე ეს კი შეგვაძლებინებს ცოდვებისაკენ, ვნებებისაკენ, მანკიერებებისაკენ მიდრეკილი ჩვენი ადამიანური ნება ღვთიურ ნებას დავუმორჩილოთ და ცხოვრების წესითაც აღვასრულოთ ის, რასაც „საუფლო ლოცვაში“ ვითხოვთ: „მამაო ჩვენო... იყავნ ნება შენი ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა“, რათა შევძლოთ ღვთის ნებისადმი სრული მინდობა, სრული მორჩილება როგორც ჩვენს გარეგან, ისე შინაგან ცხოვრებაში, როგორც ჩვენს დროებით, ისე მარადიულ არსებობაში.

ყოველივე ეს კი შეგვაძლებინებს წმ. პეტრე მოციქულის მიბაძვით ჩვენც დავმდაბლდეთ ღვთის ძლიერი ხელის ქვეშ, რათა თავის დროზე აგვამაღლოს მან და ყველა ჩვენი საზრუნავი მივანდოთ უფალს, რადგან ის ზრუნავს ჩვენზე (I პეტრე 5, 6-7).