The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა (ქარელის მუნიციპალიტეტი)


სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა (ქარელის მუნიციპალიტეტი)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
თემატური კატალოგი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა
საავტორო უფლებები: ©საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია
თარიღი: 2011
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: 2011 ქარელის სოცილურ ეკონომიკური განვითარების გეგმა მომზადებულია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე. გეგმაში მოცემულია მუნიციპალიტეტში არსებული სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და განვითარების პერსპექტივები.



1 ქარელის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების მონაწილეობითი პროცესი

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება მოხდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „იძულებით გადაადგილებულ პირთა და მასპინძელ თემთა სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა აქტიურ დიალოგში და გადაწყვეტილებების მიღებაში მათი ჩართვის გზით“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს ბრიტანული საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამი“ (Oxfam GB), „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“, „ველფეარ ფაუნდეიშენი“ (Welfare Foundation) და „ინვალიდ ქალთა და ინვალიდ ბავშვთა დედათა ასოციაცია - დეა“. ასევე პროექტში აქტიურად იყო ჩართული ამავე პროექტის ფარგლებში შექმნილი განვითარების კომიტეტი და ქარელის მუნიციპალიტეტი.

2010 წლის მაისში ქარელის მუნიციპალიტეტში „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ინიციატივით შეიქმნა „განვითარების კომიტეტი“, რომელშიც გაწევრიანდნენ ადგილობრივი და დევნილი მოსახლეობის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების (საკრებულოს და გამგეობის) წევრები. „განვითარების კომიტეტის“ მიზანს წარმოადგენდა მუნიციპალიტეტის პროფილის განახლება, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის ობიექტების და მათი ტექნიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოძიება, პრიორიტეტების გამოვლენა და ადგილობრივი განვითარებისათვის წინადადებების მომზადება.

აღნიშნულ ჯგუფს ჩაუტარდა შესაბამისი ტრენინგები, რომელსაც ფასილიტაციას უწევდა „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია“.

ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმის დოკუმენტის მომზადებას კოორდინირებას უწევდნენ:

შოთა მურღულია ‐ პროექტის „ერთად ჩვენ შევძლებთ“ ექსპერტი

ოთარ კონჯარია - „საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის“ ექსპერტი

გეგმაზე მუშაობდნენ, განვითარების კომიტეტის წევრები:

მერი არხოშაშვილი - გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი;

ნელი ლომიტაშვილი - გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი;

ღუტო თოდაძე - გორის უნივერსიტეტის უფროსი მასწავლებელი;

თამაზ ვალიშვილი - გაზეთ „იმედის ანარეკლის“ რედაქტორი;

ნოდარ ტარუაშვილი - ახალსოფლის დევნილთა ჩასახლების სამობილიზაციო ჯგუფის წევრი;

გოჩა პეტრიაშვილი - ახალსოფლის დევნილთა ჩასახლების სამობილიზაციო ჯგუფის წევრი;

ინალი სიქტურაშვილი - ქარელის დევნილთა ჩასახლების სამობილიზაციო ჯგუფის წევრი;

ზაზა მამუკიშვილი - ახალსოფლის დევნილთა ჩასახლების სამობილიზაციო ჯგუფის წევრი.

გეგმის შედგენის პროცესი მოიცავდა შემდეგი ტიპის სამუშაოების შესრულებას:

ინფორმაციის მოძიება-ანალიზი;

მუნიციპალიტეტის ზოგადი პროფილის განსაზღვრა;

მოსახლეობის გამოკითხვა ანკეტირების საშუალებით;

გამოკითხვის შედეგების ანალიზი;

მუნიციპალიტეტის ხედვის ჩამოყალიბება;

განვითარებისათვის პრიორიტეტების განსაზღვრა;

პრიორიტეტების შესაბამისი სტრატეგიული მიზნების და ამოცანების განსაზღვრა;

გეგმის დოკუმენტის მომზადება.

2 1. თვითმმართველობის სამართლებრივი საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


2.1 1. 1. ზოგადი სამართლებრივი საფუძვლები

▲ზევით დაბრუნება


ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტია, საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ და აქედან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტები.

საქართველოს კონსტიტუციის მე-71 თავით (ძალაშია 2011 წლიდან) დადგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შექმნის, წარმომადგენლობითი ორგანოების პირდაპირი წესით არჩევის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის, დელეგირებული უფლებამოსილებების მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფის, თვითმმართველი ერთეულის მიერ საკუთარი ქონებისა და ფინანსების ფლობის, თვითმმართველობის ორგანოებზე სახელმწიფო ზედამხედველობის გონივრულ ფარგლებში, ზედამხედველობის მიზნების პროპორციულად განხორციელების სამართლებრივი გარანტიები.

2011 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოში 69 თვითმმართველი ერთეულია. აქედან 64 - მუნიციპალიტეტია და 5 - თვითმმართველი ქალაქი. თვითმმართველ ქალაქებს შორის ერთ- ერთია საქართველოს დედაქალაქი - თბილისი. თბილისის განსაკუთრებული სტატუსის, ინსტიტუციური მოწყობისა და უფლებამოსილებების საკითხები რეგულირდება „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით.

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივ თვითმმართველობას განმარტავს, როგორც მოქალაქეთა უფლებას და შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მოაწესრიგონ და მართონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები საკუთარი პასუხისმგებლობით და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

საქართველოში თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპებია:

მოქალაქეთა უფლება მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში;

თვითმმართველობის ორგანოთა დამოუკიდებლობა კანონით მათ კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტაში;

საქართველოს მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა;

ანგარიშვალდებულება მოქალაქეთა წინაშე;

სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის ურთიერთთანამშრომლობა და დახმარება;

სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის გამიჯვნა;

სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლოს წესით გადაწყვეტა;

თვითმმართველი ერთეულის საფინანსო-ეკონომიკური დამოუკიდებლობა.

თვითმმართველი ერთეული არის დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც ჰყავს თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, გააჩნია საკუთარი საჯარო კომპეტენციები, ქონება და ბიუჯეტი.

თვითმმართველი ერთეულის ძირითადი ინსტიტუციაა წარმომადგელობითი ორგანო - საკრებულო, რომელსაც ირჩევს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები (დადგენილი წესით რეგისტრირებული) საქართველოს მოქალაქეები ოთხი წლის ვადით, პირდაპირი წესით, შერეული საარჩევნო სისტემის საფუძველზე. შესაბამისად, საკრებულო შედგება მაჟორიტარული და პროპორციული წესით არჩეული წევრებისაგან. ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი განსაზღვრავს საკრებულოს განსაკუთრებულ უფლებამოსილებებს, რომელთა გადაწყვეტა მხოლოდ საკრებულოს პრეროგატივაა და მათი დელეგირება თვითმმართველობის სხვა ორგანოებზე დაუშვებელია. აღნიშნული უფლებამოსილებებიდან შეიძლება გამოიყოს:

ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა და დამტკიცება;

საკრებულოს თავმჯდომარის, რომელიც თვითმმართველი ერთეულის უმაღლესი თანამდებობის პირია, არჩევა;

ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღება და სხვა.

თუმცა, განსაკუთრებული უფლებამოსილებებიდან, შეიძლება ითქვას, უმთავრესია საკრებულოს უფლებამოსილება დაამტკიცოს როგორც საკუთარი, ისე აღმასრულებელი ორგანოს, მისი სამსახურებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებები, ანუ მოახდინოს თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებების გადანაწილება თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებსა და თანამდებობის პირებს შორის.

საკრებულოში განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადების, მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხელშეწყობისა და აღმასრულებელი ორგანოების კონტროლის მიზნით იქმნება საკრებულოს კომისიები. კომისიის დებულებასა და შემადგენლობას ამტკიცებს საკრებულო. კომისის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს მიერ, საკრებულოს წევრთაგან.

თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოა გამგეობა. იგი შედგება სტრუქტურული ერთეულებისა (სამსახურები) და ტერიტორიული ორგანოებისაგან (რწმუნებულები). გამგეობის დებულებასა და სტრუქტურას ამტკიცებს საკრებულო. გამგეობისა და მისი სამსახურების უმთავრეს ფუნქციას საკრებულოს გადაწყვეტილებათა აღსრულება წამოადგენს.

2.2 1.2. სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის შედგენისა და განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები (ასპექტები)

▲ზევით დაბრუნება


„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება: თვითმმართველ ერთეულში ინვესტიციების ხელშეწყობა, დასაქმების ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამების დამტკიცება; თვითმმართველი ერთეულის კეთილმოწყობის, გამწვანებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების დამტკიცება;

ეს პროგრამები, მათი შინაარსიდან გამომდინარე სავსებით ლოგიკური და ეფექტიანია შემუშავდეს, დამტკიცდეს და განხორციელდეს არა ცალ-ცალკე, არამედ, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმის სახით, რადგანაც ყველა ეს პროგრამა თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას ისახავს მიზნად. ერთიანი სოციალურ- ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავების, დამტკიცებისა და განხორციელების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტი, რომლის თანახმადაც გარდა საკუთარ კომპეტენციებში შემავალი საკითხებისა, თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხებზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისთვის.

3 2. მუნიციპალიტეტის პასპორტი

▲ზევით დაბრუნება


3.1 2.1. ძირითადი აქტორები

▲ზევით დაბრუნება


3.1.1 2.1.1. ადგილობრივი თვითმმართველობა

▲ზევით დაბრუნება


2.1.1.1. წარმომადგენლობითი ორგანო

ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შედეგად ქარელის მუნიციპალიტეტში არჩეულ იქნა წარმომადგენლობითი ორგანო - საკრებულო 27 წევრის შემადგენლობით (10 - პროპორციული წესით და 17 - მაჟორიტარული წესით). საკრებულოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა პაატა ღვინიაშვილი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ - ილია ბაბლიძე.

ქარელის საკრებულოს ადგილსამყოფელია ქალაქი ქარელი, ნინოშვილის ქუჩა №3.

საკრებულოს კომისიებია:

საპროცედურო, სამანდატო, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია; კომისია შედგება 5 წევრისაგან. თავმჯდომარე - მამუკა მურაჩაშვილი

საფინანსო-საბიუჯეტო და საინვესტიციო პოლიტიკის კომისია; კომისია შედგება 6 წევრისაგან. თავმჯდომარე - გია ჭიღლაძე

ჯანდაცვის, განათლების, სპორტის, კულტურისა და სოციალურ საკითხთა კომისია; კომისია შედგება 6 წევრისაგან. თავმჯდომარე - მამუკა ივანიძე

დარგობრივი ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის კომისია; კომისია შედგება 6 წევრისაგან. თავმჯდომარე - ვეფხვია ტიტვინიძე

სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისია; კომისია შედგება 5 წევრისაგან. თავმჯდომარე - ვლადიმერ ბუზიაშვილი

საკრებულოს აპარატში დასაქმებულია 15 ადამიანი, მათ შორის 5 ხელშეკრულებით მომუშავეა.

2.1.1.2. აღმასრულებელი ორგანო

საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ქარელის მუნიციპალიტეტში უზრუნველყოფს აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა. ადგილობრივი თვითმმართველობის 2010 წლის არჩევნების შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელად შერჩეული და დამტკიცებული იქნა ილია ბურჯანაძე.

ქარელის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ადმინისტრაციული სამსახური;

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზედამხედველობის სამსახური; საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური;

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური;

კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

სახანძრო დაცვის სამსახური;

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური.

ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის საქმისწარმოების, საკადრო საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება- დასაბუთების, მიღებული ბიუჯეტის შესრულების, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი, მიზანშეწონილი და ეფექტიანი გამოყენებისა და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგების უზრუნველყოფა, აგრეთვე გამგეობაში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირება.

კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა.

ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავებისა და მუნიციპალიტეტის ქონების მართვის უზრუნველყოფა.

შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა.

სახანძრო დაცვის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოებია:

ქალაქ ქარელის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - ქალაქი ქარელი);

დირბის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი დირბი);

აბისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: აბისი, აბისის თავი, ბერძენაული);

ავლევის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ავლევი, ცერონისი, კნოლევი);

ახალსოფლის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ახალსოფელი, ოქროსოფელი, სუქითი, ჯაგარაანთ კარი, კუდა ტყე);

ბრეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ბრეთი, საღოლაშენი, არადეთი, დოღლაური, წვერი,);

ბებნისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ბებნისი, ლეთეთი, აფნისი);

დვანის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: დვანი, ტახტიძირი);

ბრეძის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ბრეძა, აბანო, საციხური, ჭვრინისი, კუდა, ატოცი, გულიკაანთ უბანი);

ზემო ხვედურეთის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ზემო ხვედურეთი, ქვემო ხვედურეთი, ღვლევი, ქვენაფლავი, ჭანდრები, ხეობა, თრეხვი, მეხეთი, ტყემალა);

ზღუდრის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ზღუდერი, ყინწვისი, სუქანაანთ უბანი, იმერხევი, ორთუბანი, ბანი, ბატიური, მუხილეთი, წითელი სოფელი, ძაძვის მონასტერი, ელბაქიაანთ კარი, არცევი, კოდმანი, აბუხალო, ქვათეთრი, კოშკინეთი, ტყემლოვანა, წიფლოვანა, გვერძინეთი);

კეხიჯვრის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: კეხიჯვარი, სამწევრისი, თათანაანთუბანი, სანებელი, ვედრება, ქობესაანთ უბანი, კლდუ, კრობანი);

მოხისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: მოხისი, კოდა, ზემო შაქშაქეთი);

რუისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი რუისი);

ურბნისის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფელი ურბნისი);

ფცის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სოფლები: ფცა, თამარაშენი, ქვემო შაქშაქეთი, ღოღეთი);

აგარის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - დაბა აგარა, სოფელი ქვენატკოცა);

გიგანტის ტერიტორიული ორგანო (სამოქმედო ტერიტორია - სასირეთი, ძლევიჯვარი, ბრეთის მეურნეობა).

3.1.2 2.1.2. ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიული ორგანოები

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ცენტრალური ხელისუფლების შემდეგი ტერიტორიული ორგანოები:

  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ქარელის სამმართველო;

  • საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქარელის სარეგისტრაციო სამსახური;

  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქარელის სამსახური;

  • სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ქარელის რაიონული სამმართველო;

  • სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მომსახურების ცენტრი;

  • გარემოს დაცვის ინსპექციის ქარელის სამსახური;

  • განათლების სამინისტროს ქარელის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი;

  • გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ქარელის ფილიალი;

  • სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების ქარელის სამმართველო;

  • ქარელის საოლქო საარჩევნო კომისია.

3.1.3 2.1.3. ბიზნესსექტორი

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბიზნესსექტორი არც თუ ისე აქტიურად არის წარმოდგენილი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ გვხვდება 21 საწარმო (მ.შ. 2 მსხვილი - 100 დასაქმებულზე მეტი და 19 მცირე - 20 დასაქმებულზე ნაკლები). გამომდინარე ბიზნესსექტორის სუსტი განვითარებიდან, საწარმოთა ქონების გადასახადის სახით 2010 წლის ბიუჯეტში სულ 260 ათასი ლარი იყო დაგეგმილი (მ.შ. საწარმოთა ქონების გადასახადი). 2009 წლის მონაცამებებით ბიზნესსექტორის მიერ წარმოებულ იქნა 36774,6 ათასი ლარის პროდუქცია. აღნიშნულ სექტორში დასაქმებულ იქნა 1224 ადამიანი.

3.1.4 2.1.4. ადგილობრივი მედია

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მედია ფაქტობრივად არ არის წარმოდგენილი და ვრცელდება მხოლოდ ერთი ტელერადიომაუწყებლობა - „თრიალეთი“ და ერთი ადგილობრივი გაზეთი - „იმედის ანარეკლი“.

ტელერადიოკომპანია თრიალეთი ტელეკომპანია „თრიალეთმა“ მაუწყებლობა 1990 წლის ივნისში დაიწყო. ტელეკომპანიამ ნელ- ნელა დაიწყო განვითარება და დღესდღეობით რეგიონის მოსახლეობის 88 პროცენტი უყურებს, რასაც ადასტურებს სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვები. ტელერადიო კომპანია „თრიალეთი“ ერთ-ერთი პირველი დაარსდა საქართველოს დამოუკიდებელ ტელევიზიებს შორის. „თრიალეთი“ ეთერში გადის გორის ტელეანძიდან და გადაცემებს იღებს მთელი შიდა ქართლი. გორის, ქარელის, ხაშურის, კასპის, ცხინვალის რაიონებს მოიცავს მისი მაუწყებლობა და სულ დაახლოებით 450 ათასი ადამიანი უყურებს.

„თრიალეთს“ აქვს დღეში ხუთი საინფორმაციო გამოშვება პირდაპირ ეთერში, აქვს არაერთი თოქშოუ, საყმაწვილო, საბავშვო, რელიგიური და შემეცნებითი სახის გადაცემები. დაარსების შემდეგ მას არასოდეს შეუწყვეტია მაუწყებლობა და დროთა განმავლობაში იმაღლებდა მატერიალურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს. ტელეკომპანიას წინსვლაში ხელს სხვადასხვა პროექტებში გამარჯვება უწყობდა.

გარდა ტელევიზიისა, ექვსი წელია რეგიონის მასშტაბით მაუწყებლობა დაიწყო რადიო „თრიალეთმა“, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხალხში. რადიო „თრიალეთმა“ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა რადიო „თავისუფლებასთან“. დაახლოებით სამი წელია ყოველკვირეული პერიოდულობით გამოდის გაზეთი „თრიალეთი“, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა ქარელის მუნიციპალიტეტი 12 რომელიც არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და რომელიც ობიექტურად ასახავს რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

„თრიალეთი“ სამომავლოდ გეგმავს დილის პროგრამის მომზადებას, რომელიც ასევე პირდაპირ ეთერში გავა. გადაცემათა უმრავლესობა გადის პირდაპირ ეთერში, არის სატელეფონო ზარები, ინტერაქტიული გამოკითხვის აპარატურა და ზოგიერთ პროგრამაში არის მორბენალი სტრიქონის სახით გასული მოკლე ტექსტური შეტყობინებები, რომელსაც მაყურებელი გზავნის და ღიად აფიქსირებს საკუთარ შეხედულებებს.

გაზეთი იმედის ანარეკლი

გავრცელების არეალი: ქარელის მუნიციპალიტეტი

დაარსების თარიღი: 2008 წელი

გამომცემელი: ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის გაზეთი

ფორმატი/გვერდების რაოდენობა: A3 / 4

ტირაჟი: 500

გამოცემული გაზეთის ნომრების რაოდენობა: 22

პერიოდულობა: თვეში ერთხელ

მუდმივი რუბრიკები: ახალი ამბები, პოლიტიკა

საპატიო რედაქტორი: ოთარ მჭედლიძე, მთავარი რედაქტორი: თამაზ ვალიშვილი

მისამართი: ქ. ქარელი, სტალინის ქ. №20

ტელეფონი: 898 22 78 56

თანამშრომელთა საერთო რაოდენობა: 2

3.2 2.2. გეოგრაფიული მდებარეობა

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტი მდებარეობს საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე. 1917 წლამდე ახლანდელი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრაში. 1930 წლიდან შედიოდა გორისა და ხაშურის რაიონში, ხოლო 1939 წლიდან ცალკე რაიონად გამოიყო. 1963-64 წელს ისევ შეუერთეს ამ რაიონებს. 1965 წლიდან კი ცალკე რაიონად არსებობს ახლანდელ საზღვრებში. აღმოსავლეთით ესაზღვრება გორის, დასავლეთით ხაშურის, ჩრდილოეთით ზნაურის, სამხრეთით ბორჯომის თვითმმართველობა. ფართობი შეადგენს 687,9 კვ.კმ.-ს. მუნიციპალიტეტის ცენტრია ქ. ქარელი.

მუნიციპალიტეტში შედის 1 საქალაქო და 17 ტერიტორიული ერთეული. ძირითადი ნაწილი უკავია შიდა ქართლის ვაკეს, სამხრეთი ნაწილი კი თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს. მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ძამა, დასავლეთი, შუა და აღმოსავლეთი ფრონეები. ქალაქი ქარელი თბილისიდან დაშორებულია 98 კილომეტრით.

SWOT ანალიზი

გეოგრაფიული მდებარეობა

S - ძლიერი მხარეები

W- სუსტი მხარეები

სტრატეგიული ადგილმდებარეობა კულტურული და ისტორიული ძეგლების სიუხვე

სოფლების გარკვეული ნაწილის დაშორება მუნიციპალურ ცენტრთან

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

მუნიციპალიტეტის ადგილმდებარეობა და მდიდარი ბუნებრივი რესურსები საშუალებას იძლევა განვითარდეს სხვადასხვა სექტორები

მუნიციპალიტეტი ახლოს იმყოფება კონფლიქტის ზონასთან, რაც რეალურ გარეგან საფრთხეს წარმოადგენს მისი განვითარებისთვის

3.3 2.3. ბუნებრივი რესურსები

▲ზევით დაბრუნება


კლიმატი - ქარელის მუნიციპალიტეტის ვაკე და ბორცვიან მთისწინეთში ზომიერად ნოტიო ჰავაა, ზამთარი ზომიერად ცივია, ზაფხული ხანგრძლივი თბილი. ვაკე ნაწილში ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 10,20C, იანვარში - 1,70C, აგვისტოში - 21,50C. წელიწადში მოდის 630-660 მმ. ნალექი (ქ.ქარელში 630 მმ, სოფ. ზღუდერში 650მმ.), მაქსიმუმი გაზაფხულზეა.

მთიან ნაწილშიც ზომიერად ნოტიო ჰავაა, მაგრამ ზამთარი ცივია, ზაფხული ხანგრძლივად გრილი. დაბალმთიან ზონაში (ზ.დ. 1200მ.) ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურაა 7,70C, იანვარში - 3,20C , აგვისტოში - 18,60C. წელიწადში მოდის 610 მმ. ნალექი. მაქსიმალური გაზაფხულზეა. საშუალო და მაღალმთიან ზონაში იანვრის საშუალო ტემპერატურაა 60C, აგვისტოში 160C-ია. ნალექები წელიწადში მოდის 700მმ.

წყლის რესურსი - თვითმმართველობის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები მტკვარი, ძამა, დასავლეთის ფრონე, შუა ფრონე და აღმოსავლეთის ფრონე. სოფელ აბანოსთან არის წყალბადგოგირდოვანი წყაროები.

მდ. მტკვარი კვეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სოფ. ახალსოფლიდან სოფ. ურბნისის მონაკვეთზე, საერთო სიგრძეა 20,5 კმ.

მდ. ძამა ჩამოედინება თრიალეთის ქედიდან და ქალაქ ქარელთან ერთვის მდ. მტკვარს, სიგრძე 42-კმ. შენაკადებიანად 411 კმ.

მდ. აღმოსავლეთ ფრონე, სიგრძე 16 კმ.

მდ. შუა ფრონე, სიგრძე 9 კმ

მდ. დასავლეთ ფრონე, სიგრძე 21 კმ. სამივე ფრონე ჩაედინება მდ. მტკვარში.

მიწის რესურსი - ქარელის მუნიციპალიტეტში სულ არის 36407 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, აქედან სახნავი - 17802,1 ჰა, სათიბი -1764 ჰა, საძოვარი -11762,5 ჰა; მრავალწლიანი ნარგავები -5078,35 ჰა.

მიმდინარე ეტაპისთვის ხილის ნაკვეთები მთლიანად კერძო სექტორშია. კერძო სექტორშია აგრეთვე სახნავი მიწების 87 % (15529 ჰა). ამ ეტაპზე სახელმწიფო საკუთრებაში რჩება 12853 ჰა სასოფლო-სამეურნეო სავარგული, მ. შ.: სახნავი-2273 ჰა, სათიბი-987 ჰა, საძოვარი-9593 ჰა. მთლიანად მუნიციპალიტეტში მოხნულია და დათესილია14500 ჰექტარი მიწის ფართობი, მათ შორის მარცვლეულ კულტურებს უკავია 8500 ჰა, ბოსტნეულს - 6000 ჰა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ირწყვის 17900 ჰა ფართობი. ძირითადად შემდეგი არხებიდან 1. „ტაშისკარი“- 8239 ჰა; 2. ძლევიჯვარი - 849 ჰა; 3. „ზედარუ“- 1480 ჰა; 4. „სკრა-ქარელი“- 1686ჰა; 5. „დავითრუ“- 78 ჰა; 6. „წავლა“ - 472 ჰა; 7. „ლეთეთურა“- 298 ჰა. დანარჩენი ნაწილი ირწყვის შიდა მდინარეებიდან.

ტყის რესურსი ქარელის მუნიციპალიტეტში ტყის ფართობს უკავია 23400 ჰა. ტყეში ძირითადად ხარობს მუხა, რცხილა, წიფელი, ნაძვი, ფიჭვი, სოჭი. ტყის მასივებში გვხვდება: დათვი, შველი, ტახი, კურდღელი, მგელი, გნოლი, მწყერი, როჭო.

საბადოები ქარელის მუნიციპალიტეტში არის ინერტული მასალების სამი მოქმედი კარიერი: დაბა აგარაში, სოფ. არადეთში და სოფ. ბებნისში.

ქარელის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ. მტკვრის სანაპიროზე არის ყოფილი ინერტული მასალების გადამამუშავებელი საწარმოს ტერიტორია საერთო ფართობით 3 ჰა. ტერიტორიაზე განთავსებულია დაახლოებით 40000 მ3 სხვადასხვა ფრაქციის ღორღი, ხოლო შენობა-ნაგებობები მთლიანად განადგურებულია.

SWOT ანალიზი

ბუნებრივი რესურსები

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

სასმელი (მათ შორის მინერალური) წყლის რესურსების სიუხვე მდიდარი და მრავალფეროვანი ტყის რესურსები

სანედლეულო პოტენციალის მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების ხელის შემშლელი ფაქტორები: მოუწესრიგებელი; ინფრასტრუქტურა; არაეფექტური მენეჯმენტი

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

გოგირდწყალბადოვანი წყლების ბაზაზე საერთაშორისო სტანდარტების სამკურნალო- გამაჯანსაღებელი ცენტრის აშენება

სანედლეულო-რესურსული წიაღისეულის ამოწურვა ბაზარზე არსებული რესურსების მიმართ მოთხოვნის შემცირება

3.4 2.4. ადამიანური რესურსები და სოციალური კაპიტალი

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა 2002 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის შედეგების თანახმად შეადგენდა 50400-ს ადამიანს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2010 წლის 1 იანვრის მონაცემებით ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 51600 ადმიანითაა განსაზღვრული. 2002-2009 წლებში ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის რაოდენობა 1200 ადამიანით გაიზარდა.

დიაგრამა №1 ქარელის თვითმმართველობის მოსახლეობის რაოდენობა 2000-2010 წლებში ათასი ადამიანი

0x01 graphic

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური www.geostat.ge

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელ ორგანოს მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებით განსხვავებული მონაცემები გააჩნია. მათი გათვლებით ქარელის თვითმმართველობაში 53 147 ადამიანი ცხოვრობს, აქედან:

ქალაქში 12823

სოფელში 40324

ცხრილი №1 მოსახლეობის რაოდენობა ტერიტორიული ორგანოების მიხედვით 2010 წ. მდგომარეობით

ტერიტორიული ორგანო

მოსახლეობა

1

აბისი

1460

2

აგარა

7670

3

ავლევი

1433

4

ახალსოფელი

809

5

ბრეთი

3146

6

ბებნისი

1792

7

ბრეძა

2376

8

გიგანტი

1921

9

დვანი

1640

10

დირბი

3019

11

ზ/ხვედურეთი

4571

12

ზღუდერი

899

13

კეხიჯვარი

2445

14

მოხისი

2014

15

რუისი

5989

16

ურბნისი

1312

17

ფცა

2298

18

ქ. ქარელი

8353

სულ:

53147

წყარო: ქარელის მუნიციპალიტეტის პასპორტი

3.5 2.5. ინფრასტრუქტურა

▲ზევით დაბრუნება


3.5.1 2.5.1. ტექნიკური და სოციალური ინფრასტრუქტურა

▲ზევით დაბრუნება


სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 181, კმ. ადგილობრივი საავტომობილო გზა არის რეგისტრირებული, საიდანაც შავი საფარის (ასფალტიანი) არის 41 კმ, ქვიშა-ღორღოვანი ნარევის საფარით - 101,6 კმ, ხოლო გრუნტის - 45,5 კმ. როგორც ვხედავთ, გზების უმეტესი ნაწილი (86%25) არ არის ასფალტირებული. მოხრეშილი გზები განსაკუთრებით მუნიციპალიტეტის პერიფერიულ ნაწილშია და ძირითადად სოფლებს აკავშირებს ერთმანეთთან. გზების ექსპლუატაციაზე და მოვლა-შენახვაზე ბოლო სამი წლის განმავლობაში გახარჯულია 841,2 ათ. ლარი.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამავალი საერთაშორისო ავტომაგისტრალი თბილისი-სენაკი-ლესელიძე მთლიანად ასფალტირებულია.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შიდა სახელმწიფოებრივი დანიშნულების გზების საერთო სიგრძეა - 46,4 კმ.

მათ შორის:

ასფალტო-ბეტონის საფარით - 14,1 კმ;

ქვიშა-ღორღოვანი ნარევის საფარით - 23,3 კმ.

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ 35 ხიდია (იხ. ცხრილი №2). ხიდების მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ზოგიერთი მათგანი საჭიროებს კაპიტალურ შეკეთებას. ხიდებიდან ყველაზე გრძელია სოფ. ფცაში მდებარე 260 მ. სიგრძის საფეხმავლო ხიდი. საავტომობილო ტრანსპორტიდან ყველაზე გრძელია სოფ. ქვენატკოცაში არსებული ცენტრალური ხიდი, რომლის სიგრძე 80 მ.-ია.

ცხრილი 2. ხიდების რაოდენობა და სიგრძე

დასახელება (დაბა, სოფელი)

ხიდის სახეობა (სატვირთო, საცალფეხო)

ხიდის სიგრძე (მეტრი)

ხიდის სიგანე (მეტრი)

ხიდზე მოძრავი ტრანსპორტის სახეობა

ხიდით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობა (კაცი)

1

სოფ. დვანი

სატვირთო

30

5

ყველა სახის

980

საცალფეხო

8

2.5

მცირე გაბარიტიანი

-

2

სოფ. ტახტიძირი

საცალფეხო

45

1.5

მოსახლეობა

573

3

სოფ. ქვენატკოცა

სატვირთო

80

4

მსუბუქი ტრანსპორტი

2791

საცალფეხო

100

2.5

მოსახლეობა

-

4.

სოფ. აბისი

სატვირთო

7

3.5

ყველა სახის

550

სატვირთო

7

3.5

ყველა სახის

-

საცალფეხო

7

2

მოსახლეობა

-

5

სოფ. ბერძენაული

სატვირთო

5

2.5

ყველა სახის

729

6

სოფ. ახალსოფელი

საცალფეხო

107

2.5

მსუბუქი ტრანსპორტი

685

7

სოფ. ბრეძა

სატვირთო

15

3

ყველა სახის

767

8

სოფ. აბანო

სატვირთო

20

5

ყველა სახის

354

საცალფეხო

15

1.5

მოსახლეობა

-

9

სოფ. ჭვრინისი

სატვირთო

17

2.5

მსუბუქი ტრანსპორტი

183

10

სოფ. საციხური

სატვირთო

20

5

ყველა სახის

429

11

სოფ. დირბი

სატვირთო

30

6

ყველა სახის

3019

სატვირთო

15

3

მსუბუქი ტრანსპორტი

-

12

სოფ. ზ/.
ხვედურეთი

სატვირთო

12

6

ყველა სახის

1550

13

სოფ. ჭანდრები

სატვირთო

15

3

მსუბუქი ტრანსპორტი

412

14

სოფ. სანებელი

სატვირთო

70

7

ყველა სახის

219

15

სოფ. სამწევრისი

სატვირთო

70

7

ყველა სახის

705

16

სოფ. მოხისი

სატვირთო

25

4

ყველა სახის

1675

17

სოფ. ფცა

სატვირთო

25

4

ყველა სახის

1058

საცალფეხო

260

1

მოსახლეობა

-

18

სოფ. ღოღეთი

სატვირთო

4

4

ყველა სახის

159

სატვირთო

4

4

ყველა სახის

-

19

სოფ. კნოლევი

სატვირთო

20

5

ყველა სახის

375

20

სოფ. ურბნისი

საცალფეხო

130

1.20

მოსახლეობა

1305

21

სოფ. ზღუდერი

სატვირთო

10

7

ყველა სახის

903

საცალფეხო

10

1.5

მოსახლეობა

-

22

სოფ. ყინწვისი

სატვირთო

8

7

ყველა სახის

903

23

სოფ. ელბაქიანთ კარი

სატვირთო

12

7

ყველა სახის

102

24

სოფ. გვერძინეთი

სატვირთო

9

5

ყველა სახის

85

25

სოფ. სუქანაანთუბანი

სატვირთო

12

2.5

მსუბუქი ტრანსპორტი

63

სატვირთო

12

2.5

მსუბუქი ტრანსპორტი

-

წყარო: ქარელის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალური მნიშვნელობის გზების და ხიდების მშენებლობას ახორციელებს სამი ძირითადი სამშენებლო ორგანიზაცია (იხ. ცხრილი №3). ცხრილი №3.

სამშენებლო ორგანიზაციები

ორგანიზაციის დასახელება

საქმიანობის პროფილი

აღჭურვილობის დონე

1

კოოპ. საწარმო „სოფმშენკომპლექსი“

მშენებლობა

ნორმალური

2

შპს „ჩირაღდანი+“

მშენებლობა

ნორმალური

3

შპს „გზები+...“

საგზაო

საშუალო

წყარო: ქარელის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას აღმოსავლეთიდან-დასავლეთის მიმართულებით კვეთს სარკინიგზო მაგისტრალი (19კმ.), საქართველოს სამხედრო გზა (25კმ.) და ე.წ. საქართველოს ძველი სამხედრო გზა (24 კმ.), რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს ამ ეტაპზე.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ერთი სატრანსპორტო საწარმო შპს „გიორგი“, რომლის ტრანსპორტითაც ხდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გადაყვანა, როგორც შიდა ასევე საგარეუბნო და საქალაქთაშორისო რეისებზე. საწარმოს წლიური ბრუნვა შეადგენს წელიწადში დაახლოებით 350 000 ლარს. ბოლო სამი წლის განმავლობაში საწარმოს მიერ გადაყვანილია დაახლოებით 500 ათ. მგზავრი.

დასუფთავება და ნაგავსაყრელი

ქარელში არის ორი ოფიციალური ნაგავსაყრელი: ქ. ქარელში, მდ. ძამისა და მტკვრის შესართავთან არსებული ტერიტორია 4 ჰა და დ. აგარაში მდ. მტკვრის ჭალაში 1 ჰა. მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგავსაყრელები ორგანიზებული არის სტიქიურად მოსახლეობის მიერ შერჩეულ ადგილებში.

წლის განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების მთლიანი მოცულობაა 27.266 მ3; დასუფთავებაზე დაწესებულ მოსაკრებელზე მოსახლეობის მიერ გადახდილი მოსაკრებლის წილი 30%25-ს შეადგენს.

საბინაო ფონდი

ქარელის მუნიციპალიტეტში მრავალსართულიანი სახლების რაოდენობა შეადგენს 82 საცხოვრებელ სახლს (კორპუსი). მათ შორის:

ქ. ქარელში - 18;

დ. აგარაში - 36;

სოფ. ბრეთის მეურნეობაში - 17;

სოფ. ბებნისის მეურნეობაში - 11.

მოსახლეობა ფლობს დაახლოებით 17500 ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს ეზოთი და შესაბამისი სათავსოებით.

წყლის ძირითადი არტერიები:

1. მდ. მტკვარი კვეთს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სოფ. ახალსოფლიდან სოფ. ურბნისის მონაკვეთზე, საერთო სიგრძეა 20,5 კმ.

2. მდ. ძამა ჩამოედინება თრიალეთის ქედიდან და ქალაქ ქარელთან ერთვის მდ. მტკვარს, სიგრძე 42- კმ. შენაკადებიანად 411 კმ.

3. მდ. აღმოსავლეთ ფრონე, სიგრძე 16 კმ.

4. მდ. შუა ფრონე, სიგრძე 9 კმ.

5. მდ. დასავლეთ ფრონე, სიგრძე 21 კმ. სამივე ფრონე ჩაედინება მდ. მტკვარში.

ცხრილი 4 სასმელი წყლის სათავე ნაგებობების რაოდენობა და აღწერა

სოფლები

წყალმომარაგების ფორმა

წყალსადენის მდგომარეობა

შენიშვნა

1

ქარელი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

2

აბისი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

3

დაბა აგარა

ცენტრალური წყალსადენი

საჭიროა მთლიანი სისტემის რეაბილიტაცია

სავარაუდო თანხა 3 000 000 ლარი

4

კნოლევი

ცენტრალური წყალსადენი

დებეტი არ არის საკმარისი

საჭიროა ჭაბურღილის მოწყობა

5

ავლევი

ცენტრალური წყალსადენი

სისტემა არ ფუნქციონირებს სიძველის გამო

საჭიროა მთლიანი სისტემის რეაბილიტაცია

6

ცერონისი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

7

ოქროსოფელი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

8

ბრეთი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

რეაბილიტაცია ჩაუტარდა მთელ სისტემას მგფის დაფინანსებით 2009 წელს 346 500 ლარი

9

ლეთეთი

ცენტრალური წყალსადენი

საჭიროა მთლიანი სისტემის რეაბილიტაცია

სავარაუდო თანხა 100 000 ლარი

10

აფნისი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

11

ბრეძა

ცენტრალური წყალსადენი

დებეტი არ არის საკმარისი

2009 წელს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში ჩაუტარდა რეაბილიტაცია

12

ატოცი

ცენტრალური წყალსადენი

პრობლემაა.

კმაყოფილდება ნაწილობრივ. დებეტი არ არის საკმარისი

13

გულიკაანთ უბანი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

14

სასირეთი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

15

ბრეთის მეურნეობა

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

16

ძლევიჯვარი

ცენტრალური წყალსადენი

სისტემა არ ფუნქციონირებს სიძველის გამო

საჭიროა მთლიანი სისტემის რეაბილიტაცია

17

დირბი

ცენტრალური წყალსადენი

პრობლემაა. საჭიროა შიდა ქსელის რეაბილიტაცია

სათავე ნაგებობა და წყალშემკრები აუზის რეაბილიტაცია ჩატარდა მიმდინარე წელს გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში

18

ზ/ხვედურეთი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

19

ღვლევი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

20

ქვენაფლავი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

21

ყინწვისი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

22

ზღუდერი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

23

იმერხევი

ცენტრალური წყალსადენი; ბუნებრივი წყაროები

ნორმალური

-

24

ორთუბანი

ცენტრალური წყალსადენი; ბუნებრივი წყაროები

ნორმალური

-

25

გვერძინეთი

ცენტრალური წყალსადენი; ბუნებრივი წყაროები

ნორმალური

-

26

სამწევრისი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

-

27

ქობესაანთუბანი

ცენტრალური წყალსადენი; ბუნებრივი წყაროები

ნორმალური

-

28

ზ/შაქშაქეთი

ცენტრალური წყალსადენი

ნორმალური

წყალსადენი შეკეთდა 2008 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ

29

ფცა

ცენტრალური წყალსადენი

პრობლემაა. საჭიროა მთლიანი სისტემის რეაბილიტაცია

სავარაუდო თანხა 350 000 ლარი

30

ღოღეთი

ცენტრალური წყალსადენი

პრობლემაა. საჭიროა მთლიანი სისტემის რეაბილიტაცია

სავარაუდო თანხა 100 000 000 ლარი

წყარო: ქარელის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

სასმელი წყლის წყალსადენების საერთო სიგრძე შეადგენს 92380 მ.-ს; ხოლო ქ. ქარელისა და დ. აგარის საკანალიზაციო სისტემების საერთო სიგრძეა 21340 მ. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობა ქალაქში - 100%25-ია, ხოლო სოფელში - 90%25.

სოციალური ინფრასტრუქტურა ქარელის მუნიციპალიტეტში საშუალოდ არის განვითარებული. ხელისშემშლელ ფაქტორს წარმოადგეს ადგილობრივი საჯარო ფინანსების სიმწირე, რომელიც სოციალური ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარების საშუალებას არ იძლევა.

სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებები

2010 წლის მდგომარეობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 35 სკოლა ფუნქციონირებს, მათ შორის 7 საბაზისო სკოლა (9 წლიანი სკოლა) და 28 ზოგადი განათლების სკოლა (12 წლიანი სკოლა). სკოლამდელი დაწესებულებების (საბავშვო ბაღები) რაოდენობა შეადგენს 13-ს. ისინი ძირითადად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს შემდეგი სამკურნალო გამაჯანსაღებელი დაწესებულებები:

ქ. ქარელის საავადმყოფო - სს „ზაზა ფანასკერტელი“;

გინეკოლოგიური კლინიკა - შპს „დასტაქარი“;

ორი პოლიკლინიკა - შპს „პულსი“ (დ. აგარა) და შპს „მკურნალი“;

შპს „ქარელის 03“;

15 ამბულატორია - სოფლებში: ზღუდერი, ახალსოფელი, კეხიჯვარი, ზ. ხვედურეთი, ქ.ხვედურეთი, რუისი, ურბნისი, ბრეთი, ბრეთის მეურნეობა, დირბი, დვანი, აბისი, ბრეძა, ავლევი, მოხისი.

3.5.2 2.5.2. კულტურის; დასვენებისა და ტურისტული ინფრასტრუქტურა

▲ზევით დაბრუნება


კულტურისა და დასვენების ობიექტებია:

1. თეატრი - ქარელის კულტურის სახლთან არსებული სახალხო თეატრი;

2. კულტურის სახლი - სოფლებში კეხიჯვარი, ბრეთი, ზემო ხვედურეთი;

3. მუზეუმი - ქ. ქარელის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი;

4. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები - 86 ეკლესია-მონასტერი;

ქარელში ყაზბეგის ქუჩაზე მდებარეობს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელშიც დაცულია 1310 ექსპონატი, რომლებიც ურბნისის ქვაცხელებზე, ბებნისის ბერიკლდეებზე, ტახტიძირის, დირბისა და დვანის არქეოლოგიური მასალებია. ექსპონატებიდან აღსანიშნავია ისეთი უძველესი მასალები როგორიცაა კერა თიხის, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლ. ხიშტისებური იარაღი, რომელიც ძვ. წ. აღრ. III ათასწლეულით თარიღდება. სოფ. ურბნისთან აღმოჩენილი უძველესი სარკოფაგები.

სკვერები და პარკები

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სულ ოთხი სკვერი და პარკია, რომელთა მიერ დაკავებული საერთო ფართი 3,34 ჰა-ს შეადგენს. ესენია:

1. დ. აგარის პარკი - 2.50 ჰა;

2. ქ.ქარელი, სკვერი ადმინისტრაციული შენობის წინ - 0.07 ჰა;

3. ქ.ქარელი, სკვერი სტალინის ქუჩაზე - 0.05 ჰა;

4. ქ.ქარელი, კულტურის სახლის სკვერი - 0.72 ჰა.

ისტორიული ძეგლები

ქარელის მუნიციპალიტეტი მდიდარია ისტორიული, არქეოლოგიური, მატერიალურ- კულტურული ძეგლებით, რომელთაგან უმრავლესობა ეკლესია მონასტრები და პატარა საყდრებია.

სოფელი რუისი მდებარეობს შიდა ქართლის ვაკეზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ზღვის დონიდან 670 მეტრზე, რაიონული ცენტრიდან 7 კმ.-ზე. რუისი ქართლის ერთ-ერთი წამყვანი ეპარქიის ცენტრი იყო, იგი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში, რუისი როგორც ეპარქიის ცენტრი პირველად მოხსენიებულია მე-V საუკუნეში, შემდგომ 1103 წლის რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგებმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში. სოფელში მდებარეობს მრავალი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლი, მათგან მნიშვნელოვანია სოფლის ცენტრში მდებარე ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი, კომპლექსში შედის:

ღთისმშობლის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი, რომელშიც გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა, რომელთაგან უძველესი VIII-IX სს. განეკუთვნება, მე-X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ.

რუისში მდებარეობს აგრეთვე ხარების სახელობის ტაძარი (ადრ.ფეოდ.ხანა), წმ.დემეტრეს ტაძარი (ფეოდალური ხანა). ღვთისმშობლის ტაძარი (ძველი ფეოდალური ხანა). კვირაცხოვლობის ეკლესია (XVII-XIXს).

ურბნისი მდებარეობს მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 10 კმ.-ის მოშორებით, სოფელი გაშენებულია შუა საუკუნეების ურბნისის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, როგორც არქეოლოგიური გათხრები ამტკიცებს ურბნისის ათვისება ხალხმა ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ.-ის II-I ათასწლეულში დაიწყო. ურბნისის ტერიტორიაზე აღმოჩენილია დიდი რაოდენობით ძვირფასი ლითონის ნაწარმი, მონეტები, ჭურჭელი და სხვ. ქართულ წერილობით წყაროებში ურბნისი დაკავშირებულია ქართველთა განმანათლებელ წმ. ნინოს სახელთან. ქართლში შემოსული ნინო ურბნისში ერთი თვე გაჩერებულა.

ურბნისის მშვენებაა წმ. სტეფანეს სახელობის სამნავიანი ბაზილიკა, ურბნისის სიონად წოდებული. ტაძრის ჩრდილოეთ ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერები V-VI სს.-ით თარიღდება. ტაძარი ადრ.ფეოდალური ხანის დიდ ბაზილიკების ჯგუფს მიეკუთვნება. ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი ქარელიდან დაახლოებით 13 კმ. მანძილზე ძამის ულამაზეს ხეობაში, სოფელ ყინწვისთან მდებარეობს. კომპლექსი შედგება რამდენიმე ნაგებობისაგან. მთავარ ნაგებობას წარმოადგენს წმ. ნიკოლოზის სახელობის ცენტრალურგუმბათოვანი ტაძარი, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნით თარიღდება.

სოფელი სამწევრისი მდებარეობს მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, რაიონული ცენტრიდან დაშორებულია 4,5 კმ.-ით, სოფლის სიძველეს ადასტურებს სოფელში მდგარი წმინდა ჯვრის ეკლესია, რომელიც VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ჯვრის მონასტერში ამჟამად მამათა, ხოლო ციხე-დარბაზში დედათა მონასტერია.

სოფელი ორთუბანი მდებარეობს ძამას ხეობაში, მდ. ძამას მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 850 მეტრზე, რაიონული ცენტრიდან 17კმ.-ზე. ორთუბანი დაარსებულ იქნა XIX საუკუნის 60-იან წლებში, ნაქალაქარ მძოვრეთის ტერიტორიაზე. ორთუბანში თავმოყრილია საინტერესო ისტორიული ძეგლები, XVII საუკუნის ციციშვილების ციხედარბაზის კომპლექსი, აბანო და გვიან ფეოდალური ხანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია და VII საუკუნის ძამის ციხე. ნაქალაქარი მძოვრეთი წერილობითი წყაროების მიხედვით წარმოიშვა X-XI სს. ნაქალაქარი მძოვრეთი მდებარეობდა შიდა, ზემო და ქვემო ქართლის შემაერთებელ გზაზე, სადაც საბაჟო მდებარეობდა.

გუგომის (ქოზიფას) ხუროთმოძღვრული კომპლექსი - მდებარეობს ძამას ხეობის სიღრმეში, ზღვის დონიდან 1400მ.-ზე. მთელი კომპლექსი, რომელშიც 5 ეკლესია შედის განლაგებულია მაღლობ ადგილას შუაგულ ტყეში. ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ პერიოდში. პირველი ეკლესიის მშენებლობა VI-VII საუკუნეებით თარიღდება. აღმშენებლობა განსაკუთრებით XIII საუკუნეში გაძლიერებულა და გამშვენებულა სამონასტრო კომპლექსი. ტაძართა შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრადმიყვანების სახელობის მთავარი ეკლესიაა.

სარკის წმ. გიორგის სახ. მონასტერი - ქარელიდან დაახლოებით 12 კმ. მანძილზე სამხრეთით, თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე ტყის შუაგულში მდებარეობს სარკის ულამაზესი მონასტერი. ამჟამადაც მოქმედებს მამათა მონასტერი.

დირბის ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსი - მდებარეობს სოფ. დირბში რაიონული ცენტრიდან აღმოსავლეთით 16 კმ. მანძილზე. ტაძარი თავდაპირველად მცირე ზომის დარბაზული ნაგებობა ყოფილა. ამჟამად იგი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას. იგი თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ღვთისმშობლის კომპლექსის ზემოთ, მდებარეობს ციხე დარბაზი, რომელიც XVII-XVIII საუკუნით თარიღდება. სოფ. დირბში არის აგრეთვე რამდენიმე ეკლესია-მონასტერი: წმ.გიორგის ზედაჯვრის ეკლესია (Xს.), წმ.გიორგის ეკლესია (განვ.ფეოდ.ხანა), ყველაწმინდის ეკლესია (XIXს.).

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს რამდენიმე ტბა, რომელიც მნიშვნელოვანია, ეკოტურიზმის, აგროტურიზმის, საკემპინგე და დასასვენებელი ტურიზმის განვითარებისთვის. მათგან აღსანიშნავია ბატეთის ბუნებრივი ტბა, ოქროსოფლისა და ბებნისის ხელოვნური ტბები. ბატეთის ტბა - მდ. ძამას ხეობის სიღრმეში, ქარელის რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 23 კმ.-ის დაშორებით. მდ. ძამას მარჯვენა ნაპირზე, წიფლნარ-თხილნარით შემოსილი ფერდობით გარშემორტყმულ ადგილზე მდებარეობს ულამაზესი ბატეთის ტბა, რომელიც მეწყერული წარმოშობისაა. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 1313 მ. სიმაღლეზე. ფართობი 2.65 ჰა. სიღრმე დაახლოებით 10-12 მ. ბინადრობენ ამფიბიები და იშვიათი ჯიშის ტრიტონები. შესაძლებელია ეკოტურიზმის, „ველური“ ტურიზმის და საკემპინგე დასასვენებელი ტურიზმის განვითარება.

ბებნისის ორი ტბა - მდებარეობს რაიონულ ცენტრში. ქარელთან 1 კმ.-ში, სოფ. ბებნისის ტერიტორიაზე. ტბები არის ხელოვნური წარმოშობის. ერთი ტბის ფართობია 7.34 ჰა. ხოლო მეორე - 4.9 ჰა. სიღრმე დაახლოებით 5-6 მ.-ია. ტბაში ბინადრობს თევზის სხვადასხვა სახეობები, როგორებიცაა: კობრი, ქაშაყი. მურწა. შესაძლებელია გასართობი, სანაოსნო, დაივინგის, სათევზაო და დასასვენებელი ტურიზმის განვითარება. ოქროსოფლის ხელოვნური ტბა - რაიონული ცენტრიდან 12-13 კმ.-ს მანძილზეა, ფართობით 1.36 ჰა. სიღრმე 3-4 მ. ტბაში თევზი მცირე რაოდენობითაა. ტბა გარშემორტყმულია ტყით, შესაძლებელია დასასვენებელი, საკემპინგე ტურიზმის განვითარება.

საუკეთესო ადგილები ქარელის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად არის : მდ. ხვედურულას ხეობა ე.წ. წითელი ქვების ჩანჩქერი, ბებნისის ტბა, სოფ. ძაძვის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიები, შოთას წყარო, ორთუბანი.

SWOT ანალიზი

ინფრასტრუქტურა

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის გზების გარკვეული მონაკვეთი მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მთლიანად დაფარულია ფიჭური კავშირგაბმულობით ტურისტულად მიმზიდველი ადგილების სიმრავლე

ადგილობრივი გზების და ხიდების უმეტესობა არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს მოძველებული წყალმომარაგების სისტემა მოუწესრიგებელია დასუფთავების სისტემა

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და ხიდების რეაბილიტაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წყალმომარაგების სისტემის გამართვის ახალი მექანიზმების დანერგვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სტრატეგიის შემუშავება სახელმწიფო დონეზე

კონფლიქტის ზონასთან სიახლოვე, რაც ასევე საფრთხეს უქმნის ინფრასტრუქტურის შენარჩუნებასა და განვითარებას

3.6 2.6. დარგობრივი ეკონომიკა

▲ზევით დაბრუნება


2009 წელს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებულმა მთლიანმა მუნიციპალურმა პროდუქტმა შეადგინა 242 770 ათასი ლარი, მათ შორის: მრეწველობა - 119.050 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობა - 118.720 ათასი ლარი, სხვა (ტრანსპორტი, მშენებლობა, კავშირგაბმულობა, ვაჭრობა და მომსახურების სფერო) - 5.000 ათასი ლარი.

მთლიანი მუნიციპალური პროდუქტის დარგობრივი სტრუქტურა პროცენტულ ჭრილში შემდეგნაირად გამოიყურება:

ა) მრეწველობა - 49 %25;

ბ) სოფლის მეურნეობა - 48,9 %25;

გ) სხვა - 2,1 %25.

ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოებული მთლიანი პროდუქციის ხვედრითი წონა ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში 1,35%25-ის დონეზეა. მთლიანი მუნიციპალური პროდუქტი მოსახლეობის ერთ სულზე - 4,5 ათას ლარს შეადგენს.

ძირითადი მაპროფილებელი პროდუქციის სახეები:

1. თეთრი შაქარი;

2. ვაშლის კონცენტრატი;

3. ინერტული მასალები;

4. ფქვილი და პურის ნაწარმი;

5. სამშენებლო მასალები;

6. მარცვლეული;

7. ხილი;

8. ბოსტნეული;

9. რძე და რძის პროდუქტები;

10. ხორცი.

2009 წელს ექსპორტირებულ იქნა 1000 ტ. ვაშლის კონცენტრატი თურქეთში. მთლიანი ღირებულებით 2 მლნ. ლარი. 2010 წლის ექვს თვეში ექსპორტირებულია თურქეთში ვაშლის კონცენტრატი მთლიანი ღირებულებით 66284 ლარი.

2009 წელს წარმოებულ იქნა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები:

მარცვლეული - 12,6 ტონა

ბოსტნეული - 120,0 ტონა

ხილი - 50,0 ტონა

ცხრილი 5 მსხვილი ფერმერული მეურნეობების, ფერმერთა ასოციაციების, კოოპერატივების და სხვა გაერთიანებების რაოდენობა 2010 წლისათვის

გაერთიანების დასახელება (მეურნეობის)

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები (პროფილი)

1

გივიაშვილი ბორისი

ქერი, ხორბალი

2

გიორგი ხანიშვილი

ხორბალი, ვაშლი, სიმინდი

3

ბალიაშვილი ილია

ხორბალი

4

ივანე არდემანაშვილი

ხორბალი, ქერი

5

პაატა კუდუხაშვილი

სიმინდი

6

ბეჟან გელუტაშვილი

ხორბალი, ქერი, ლობიო

7

დავით მურაჩაშვილი

ხორბალი, ქერი, კოინდარი

8

რიმსიმე კალმახელიძე

ხორბალი, ქერი, სიმინდი

9

გელაშვილი გოგი

ქერი, ხორბალი

10

ხვიჩა ტიტვინიძე

ვაშლი, სიმინდი პომიდორი ქერი

11

მამუკა ზუბაშვილი

ვაშლი, პომიდორი ხორბალი ქერი

12

ზურაბ დავითაშვილი

ხორბალი ქერი იონჯა სიმინდი

13

რამაზი ჩოჩიშვილი

ვაშლი სათივე

14

ნანა იაკობაშვილი

ხორბალი

15

ელიაშვილი მურმანი

ხორბალი

16

პაპიაშვილი ვასილი

ხორბალი ქერი

ცხრილი 6 სოფლის მეურნეობის მომსახურე აგრო-ცენტრების, სერვის- ცენტრების რაოდენობა და მათი მასალებითა და ტექნიკით აღჭურვილობის დონე

ცენტრის დასახელება

საქმიანობის ძირითადი მიმართულებები

აღჭურვილობის დონე

1

ქ. ქარელის ამხანაგობა

სას.სამ. მიწის ნაკვეთების დამუშავება

4ც. ტრაქტორი შესაბამისი აგრეგატებით

2

დ. აგარის ამხანაგობა

სას.სამ. მიწის ნაკვეთების დამუშავება

3ც. ტრაქტორი შესაბამისი აგრეგატებით

3

სოფ. რუისის ამხანაგობა

სას.სამ. მიწის ნაკვეთების დამუშავება

3ც. ტრაქტორი შესაბამისი აგრეგატებით

4

აგრო სერვისცენტრი

მოსახლეობის შხამქიმიკატებით მომარაგება

თანამედროვე

SWOT ანალიზი

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

იაფი სამუშაო ძალა სამრეწველო დარგების მრავალფეროვნება ავტომაგისტრალთან სიახლოვე მიწის რესურსების სიიაფე და მრავალფეროვნება ნაყოფიერი ნიადაგები ეკოლოგიურად სუფთა გარემო ორიგინალური ტრადიციები და კულტურა მრავალფეროვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ჯიშები

საბანკო კრედიტების მაღალი პროცენტი თანამედროვე ფერმერული განათლების დაბალი დონე სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის სიმწირე და არაეფექტური მენეჯმენტი შემოსავლიანობის დაბალი დონე ახალ ტექნოლოგიებზე ხელმიუწვდომლობა

O - შესაძლებლობები

T - საფთხეები

ადგილობრივი მრეწველობის სუბსიდირება მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნა ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შექმნა სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავება შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და ტექნიკის რეაბილიტაცია სათესლე მეურნეობების სტიმულირება გრძელვადიანი და იაფი საკრედიტო რესურსების ხელმისაწვდომობა ეფექტური სადაზღვევო სისტემა

საგადასახადო ტვირთის უფრო მეტად ზრდა საშიშროება იმისა, რომ მრეწველებმა ინვესტიციები ვერ მოიზიდონ მოსახლეობის შემოსავლების შემცირება აგრესია და კონფლიქტი რუსეთის მხრიდან გარემოს დაბინძურება სტიქია: გლობალური დათბობა, სეტყვა, გვალვა, ქარიშხალი და ა.შ.

3.7 2.7. სოციალური მდგომარეობა

▲ზევით დაბრუნება


3.7.1 2.7.1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით, ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის მიზნით შეიქმნა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზა, რომელიც ითვალისწინებს საარსებო შემწეობის მიღებას ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მონაცემებით, ერთიან ბაზაში რეგისტრირებულია 9120 ოჯახი (30080 მოსახლე, რაც მთლიანი მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეადგენს). აქედან 3696 ოჯახი იღებს საარსებო შემწეობას. აღნიშნული ოჯახების საოჯახო შემწეობებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან თვეში საშუალოდ 366 ათასი ლარი იხარჯება. ზოგ ოჯახს, რომელსაც უარი ეთქვა დახმარების დანიშვნაზე, ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ოჯახები არ მიეკუთვნებიან უმწეო ფენას. პროგრამის მეთოდოლოგიის მიხედვით, მცირე დეტალმა შეიძლება ოჯახი სიღარიბის ზღვარს ზემოთ სულ რამდენიმე ქულით აწიოს, მაგრამ ოჯახი ისეთივე სავალალო მდგომარეობაში იყოს და საჭიროებდეს დახმარებას, როგორც შემწეობადანიშნული ოჯახები.

3.7.2 2.7.2. იძულებით გადაადგილებული პირები

▲ზევით დაბრუნება


სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, ქარელის მუნიციპალიტეტში 2010 დეკემბრის მონაცემებით დევნილთა 527 ოჯახია (1479 ადამიანი) რეგისტრირებული ბაზაში, მათგან საარსებო შემწეობას იღებს 77 ოჯახი.

3.7.3 2.7.3. პენსიონრები კატეგორიების მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პენსიონერთა რაოდენობა 2010 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენდა 9483-ს. პენსიონერთა კატეგორიების მიხედვით დაყოფა მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში (იხ. ცხრილი №7).

ცხრილი 7. პენსიის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

პენსიონერთა ჯგუფი

ასაკით პენსიონერი პირები

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები

მარჩენალ- დაკარგული ოჯახის წევრები

პოლიტიკურად რეპრესირებულები

სულ

მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა

7,349

1,734

384

16

9,483

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, www.ssa.gov.ge

პენსიონერთა რაოდენობა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 18%25-ს შეადგენს. ყველაზე დიდი ასაკობრივი ჯგუფი პენსიის მიმღებთა კატეგორიაში არის 70-74 წლის ასაკობრივი ჯგუფი (იხ. ცხრილი №8).

ცხრილი 8. პენსიის მიმღებთა რაოდენობა ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით

ასაკობრივი ჯგუფები

79+

75-79

70-74

65-69

60-64

სხვა

სულ

მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა

1,287

1,465

2,216

1,411

1,203

1,901

9,483

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, www.ssa.gov.ge

რაც შეეხება პენსიის სიდიდეს, პენსიის მიმღებთა ყველაზე დიდი კატეგორია იღებს თვეში 80 ლარის ოდენობის პენსიას (იხ. ცხრილი №9).

ცხრილი 9. პენსიონერთა რაოდენობა პენსიის ოდენობის მიხედვით

პენსიის რაოდენობა (ლარი)

55

56

70

80

84

129

სულ

მიმღებ პენსიონერთა რაოდენობა

399

1

1,422

7,630

8

23

9,483

წყარო: სოციალური მომსახურების სააგენტო, www.ssa.gov.ge

3.7.4 2.7.4. სხვა სოციალური ფენები

▲ზევით დაბრუნება


სახელმწიფოს მიერ დანიშნულ საყოფაცხოვრებო სუბსიდიას იღებს ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები 816 ადამიანი, რომელთაგან 480 პენსიონერია, 59 - სახელმწიფო კომპენსაციის მიმღები, 277 - სუბსიდიის მიმღები არაპენსიონერი.

სახელმწიფოს მიერ დანიშნულ სპეციალურ კომპენსაციას იღებს ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 105 ადამიანი. ისინი ძირითადად ყოფილი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან (შინაგან საქმეთა, თავდაცვის და უშიშროების სამინისტროები), რომელთაც ამოეწურათ ნამსახურების ვადა. მათგან 87 შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მუშაკებს განეკუთვნება, 12 თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს, 2 უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებს, ხოლო 4 პარლამენტის ყოფილ წევრებს.

3.8 2.8. საჯარო ფინანსები (ადგილობრივი ბიუჯეტი)

▲ზევით დაბრუნება


3.8.1 2.8.1. ბიუჯეტის შემოსულობების ანალიზი

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სხვადასხვა აქტივობები მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. ბოლო წლების ბიუჯეტები წინა წლებთან შედარებით მცირედით იკლებს. 2010 წლის ბიუჯეტის შემოსულობებმა 5769.5 ათასი ლარი შეადგინა, საიდანაც 5739,5 ათასი ლარი (99.5%25) ბიუჯეტის შემოსავლებზე მოდის, ხოლო დანარჩენი 30.0 ათასი ლარი (0.5%25) - არაფინანსური აქტივების კლებაზე (ე.წ. ქონების პრივატიზაციიდან შემოსავლები). ფინანსური აქტივების ოპერაციები ქარელის მუნიციპალიტეტს ბოლო წლებში არ გააჩნია და შესაბამისად აქედან შემოსავლებიც არ აქვს მიღებული (იხ. ცხრილი №10).

ცხრილი 10. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, 2007-2010 ..

2007

2008

2009

2010

ბიუჯეტის შემოსულობები, სულ

3018.5

10947.4

6245.8

5769.5

ბიუჯეტის შემოსავლები, მთლიანად

2953.7

10785.6

6174.0

5739.5

მათ შორის:

საგადასახადო შემოსავლები

1809.8

556.8

393.2

260.0

არასაგადასახადო შემოსავლები (მოსაკრებლები და სხვა შემოსავლები)

261.9

209.8

227.2

130.0

გრანტები (ტრანსფერის ჩათვლით)

882.0

10019.0

5553.6

5349.5

არაფინანსური აქტივების კლება

64.8

161.8

71.8

30.0

ფინანსური აქტივების კლება

0

0

0

0

წყარო: ქარელის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები კლების ტენდენციით ხასიათდება (იხ. დიაგრამა №2). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლები ძალიან მცირეა (ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 6.8%25) და შემოსავლების დიდი ნაწილის ფორმირება ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებული ტრანსფერების ხარჯზე ხორციელდება (ბიუჯეტის შემოსავლების დაახლოებით 93%25). საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების სიმწირე ძირითადად გამოწვეულია იმით, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეკონომიკური აქტვიობა დაბალია და ბიზნესსექტორი სუსტად არის განვითარებული. ამასთან, ქონების გადასახადში არსებობს ბევრი საგადასახდო შეღავათი, რომელიც ასევე ბიუჯეტში ამ გადასახადიდან შემოსავლების სიმცირეს განაპირობებს. ცენტრალური ხელისუფლებიდან მიღებულ ტრანსფერებში მნიშვნელოვანი წილი გათანაბრებით ტრანსფერს უჭირავს, რომლის საკუთარი სურვილისამებრ განკარგვის უფლებამოსილებაც ადგილობრივ ხელისუფლებას გააჩნია. რაც შეეხება მიზნობრივ ტრანსფერს, მისი ხარჯვის მიმართულებები ცენტრალური ხელისუფლების მიერ განისაზღვრება და ადგილობრივ თვითმმართველობებს დელეგირებული უფლებამოსილებების დაფინანსებისთვის გადაეცემათ.

დიაგრამა 2. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები, ათასი ლარი

0x01 graphic

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

3.8.2 2.8.2. ბიუჯეტის გადასახდელები

▲ზევით დაბრუნება


გამომდინარე იქიდან, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები არც თუ ისე დიდია, შესაბამისად შეზღუდულია ბიუჯეტის გადასახდელების მოცულობაც. ბიუჯეტის ხარჯები ძირითადად მიმართულია აუცილებელი და გადაუდებელი ღონისძიებების დაფინანსებაზე, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შენახვისათვის საჭირო აუცილებელი ხარჯების დაფინანსებაზე. (იხ. ცხრილი №11).

ცხრილი №11. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები, 2007-2010 ..

2007

2008

2009

2010

ბიუჯეტის გადასახდელები, სულ

2807.8

10977.4

6190.0

6017.0

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

667.6

1015.4

1104.9

1178.3

თავდაცვა

31.9

58.6

77.0

91.6

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

80.0

144.4

181.9

191.1

ეკონომიკური საქმიანობა

1138.1

1320.6

591.7

1604.3

გარემოს დაცვა

124.8

187.2

1040.2

383.5

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

149.7

556.3

1012.1

1167.9

ჯანმრთელობის დაცვა

55.8

68.5

68.0

68.0

დასვენება, კულტურა, რელიგია

283.2

391.6

527.9

511.5

განათლება

193.0

774.8

974.9

443.4

სოციალური დაცვა

83.7

6460.0

3392.0

359.7

წყარო: ქარელის მუნიციპალიტეტის პასპორტი.

ბიუჯეტის ხარჯების კატეგორიაში ყველაზე დიდი წილი 2010 წელს ეკონომიკურ საქმიანობაზე, საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურებაზე და საბინაო კომუნალურ მეურნეობაზე მოდიოდა. თითოეულ კატეგორიაში 2010 წელს 1 მლნ ლარზე მეტი იხარჯებოდა. 2009 წელს ეკონომიკური საქმიანობა არ იყო მნიშვნელოვანი პრიორიტეტი და შესაბამისად გაცილებით მცირე სახსრები იხარჯებოდა (მხოლოდ 591.7 ათასი ლარი), ვიდრე 2010 წელს. თავისუფლად შესაძლებელია ითქვას, რომ საბინაო-კომუნალური მეურნეობა მუნიციპალიტეტის ბოლო წლების უცვლელი პრიორიტეტია.

SWOT ანალიზი

საჯარო ფინანსები

S - ძლიერი მხარეები

W - სუსტი მხარეები

ეკონომიკურ საქმიანობაზე მიმართული ხარჯების მოცულობის ზრდა 2012 წლიდან ბიუჯეტის პროგრამული დაფინანსების პრინციპზე გადასვლა

ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილში საგადასახადო შემოსავლების მცირე ხვედრითი წილი, რაც ზრდის მის ცენტრზე დამოკიდებულების ხარისხს საგადასახადო შემოსავლების შემცირების ტენდენცია უარყოფითი სალდოს მაღალი მაჩვენებელი

O - შესაძლებლობები

T - საფრთხეები

სახელმწიფოს მხრიდან ისეთი ღონისძიებების გატარება, რომლებიც ხელს შეუწყობს საგადასახადო შემოსავლების ზრდას არაფინანსური აქტივების ზრდისთვის გაწეული გადასახდელების მაქსიმიზაცია ადმინისტრაციული ხარჯების მინიმიზაცია („ქამრების მოჭერა“)

მომავალ წელს საგადასახადო შემოსავლების შემცირება

მომავალი წლის გადასახდელებში ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა

მომავალი წლის შემოსულობებს და გადასახდელებს შორის უარყოფითი სალდოს ზრდა

4 3. მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები

▲ზევით დაბრუნება


4.1 3.1 გამოკითხვის მეთოდოლოგია

▲ზევით დაბრუნება


კვლევის მიზანი და ამოცანები

კვლევის ძირითადი მიზანი იყო ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემებისა და საჭიროებების გამოვლენა. კვლევის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენდა:

√ მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება;

√ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება;

√ მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებასთან დაკავშირებით მოსახლეობის პრიორიტეტების დადგენა;

√ მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური პროფილის შესწავლა.

მეთოდი და ინსტრუმენტი

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შემუშავებულ იქნა კვლევის ოპტიმალური დიზაინი, რომელიც გულისხმობს რაოდენობრივი კვლევის ჩატარებას მუნიციპალიტეტის ზრდასრულ მოსახლეობასთან. რაოდენობრივი კვლევის ფარგლებში მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით.

კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა კვლევის მიზნების გათვალისწინებით შექმნილი კითხვარი.

საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ განხორციელდა ველის ხარისხის კონტროლი. მოცემული კვლევის ფარგლებში კონტროლს მიენიჭა ინტერვიუერთა მიერ შესრულებული სამუშაოს სიზუსტის დადგენა და ხარვეზების გამოვლენა; საველე სამუშაოების დამთავრების შემდგომ მიღებული შედეგები შეტანილ და დამუშავებულ იქნა სპეციალურ სტატისტიკურ პროგრამაში (SPSS). შედეგების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე მომზადდა კვლევის საბოლოო ანგარიში.

სამიზნე ჯგუფი და შერჩევის არეალი

სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდა ქარელის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ზრდასრული დევნილი და ადგილობრივი მოსახლეობა.

შერჩევის ბაზა - 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემები და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან მიღებული მუნიციპალიტეტში ჩასახლებულ დევნილთა ოფიციალური მონაცემები.

შერჩევის მეთოდი -არაპროპორციული სტრატიფიცირებული შერჩევა.

ქარელის მუნიციპალიტეტი 37 ქარელის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კვლევაში სულ მონაწილეობა მიიღო 218-მა რესპონდენტმა, მათ შორის ქალაქში გამოკითხული იქნა 60 რესპონდენტი, ხოლო სოფლად - 158. საკვლევი ერთობლიობიდან 21%25 წარმოადგენდა დევნილს, ხოლო 79%25 ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას (იხ. დიაგრამა №3).

დიაგრამა 3. ქარელის მუნიციპალიტეტში გამოკითხული მოსახლეობა

0x01 graphic

კვლევის ეტაპები და მიმდინარეობა

კვლევა განხორციელდა 2010 წლის ივნისსა და ივლისში. კვლევის ეტაპები და განხორციელების ვადები მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში.

კვლევის ეტაპები

ივნის-ივლისი

1. კვლევის ინსტრუმენტის შექმნა

2. საველე სამუშაოები

3. მონაცემთა შეყვანა

4. მონაცემთა დამუშავება

5. კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადება

4.2 3.2 ძირითადი მიგნებები

▲ზევით დაბრუნება


კვლევის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საგანს მუნიციპალიტეტის პრობლემებისა და საჭიროებების შესწავლა წარმოადგენდა. კვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მწვავედ მუნიციპალიტეტში დასაქმების პრობლემა დგას. ეს საკითხი რესპონდენტთა 35%25-მა სპონტანურად დაასახელა. მუნიციპალიტეტში ასევე მწვავედ დგას გზების რეაბილიტაციის პრობლემა, სწორედ რესპონდენტთა 25,1%25-ის აზრით მუნიციპალიტეტში გაუმართავია და ამორტიზებულია შიდა გზები. მოსახლეობისათვის, მწვავედ დგას გაზმომარაგების პრობლემაც - რესპონდენტების (23,4%25) აზრით მათ მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გაზმომარაგებაა. რაც შეეხება მუნიციპალიტეტში გასართობი ცენტრების (კინო, თეატრი და ა.შ.) არარსებობას, განუვითარებელ ბიზნესს, მოუწესრიგებელ ქალაქის იერსახეს, უხარისხო სამედიცინო მომსახურებას და ტრანსპორტის პრობლემებს, მართალია აღნიშნულ საკითხებს რესპონდენტთა მხოლოდ 4%25-ზე ნაკლები ასახელებს, მაგრამ ზოგადად პრობლემებს შორის, ეს საკითხები საკმაოდ აქტუალურია (იხ. დიაგრამა №4).

დიაგრამა 4. მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემები

0x01 graphic

რესპონდენტების აზრით მათ დასახლებაში (უბანში) არსებული სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა: გზების რეაბილიტაცია (37,3%25), გაზმომარაგება (25,1%25), და სასმელი წყლით მომარაგება (16,6%25), რომელიც მათივე აზრით უნდა მოაგვაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. მწვავედ დგას ასევე სოციალური დახმარების (7,4%25) და გარე განათების (6,8%25) საკითხები. რესპონდენტების მიერ დასახელებული პრობლემების ანალიზისას ჩანს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ძირითადად, საყოფაცხოვრებო საკითხები აწუხებთ. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციის, გაზითა და სასმელი წყლით მომარაგების საკითხებს აშკარა პრიორიტეტია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობისათვის (იხ. დიაგრამა №5).

დიაგრამა 5. დასახლების (უბნის) სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც შესაძლებელია გადაჭრას ადგილობრივმა ხელისუფლებამ

0x01 graphic

საინტერესოა, რესპონდენტთა აზრი მუნიციპალიტეტის ყველაზე მნიშვნელოვან ძლიერ მხარეებზე, დამახასიათებელ - გამორჩეულ ნიშანზე. უნდა აღინიშნოს, რომ რესპონდენტთა ნაწილს გაუჭირდა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და შემოიფარგლა ფრაზით „ჩემი სახლი აქ არის“ ან „აქ დავიბადე და გავიზარდე“ - ასეთია გამოკითხულთა 14,8%25-ზე მეტის პასუხი. ძლიერ მხარედ, რესპონდენტები ასევე ასახელებენ მოხერხებულ გეოგრაფიულ მდებარეობას (44,7%25), კარგ კლიმატურ პირობებს (19,2%25) და ბუნებრივი რესურსების სიუხვეს (6,2%25). საინტერესოა, რომ სამ მნიშვნელოვან ძლიერ მხარეს შორის დასახელდა კარგი კლიმატური პირობები, როგორც ჩანს ადგილობრივი მოსახლეობა საკუთარ მომავალს სოფლის მეურნეობის დარგების განვითარებას უკავშირებს. (იხ. დიაგრამა №6).

დიაგრამა 6. ქარელის მუნიციპალიტეტის სამი მნიშვნელოვანი ძლიერი მხარე

0x01 graphic

რესპონდენტები ბიზნესის განვითარებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტში ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორად მოსახლეობაში თანხების უქონლობას ასახელებენ, ასეთია გამოკითხულთა თითქმის 38,2%25-ის აზრი. ასევე მიზეზებს შორის დასახელდა დაბალი ბიზნესგანათლება (19,1%25), საკრედიტო ინსტიტუტების სიმცირე (15,7%25), საგადასახადო კანონმდებლობა (9,9) და ბევრი მაკონტროლებლის არსებობა (6,3%25). რესპონდენტები თვლიან, რომ ბიზნესის განვითარებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების უზრუნველყოფა: ინვესტიციების მოზიდვა, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, დამატებითი ფინანსების მოძიება, გარემოს დაცვა და მცირე კრედიტების გაცემა ბიზნესისათვის. (იხ. დიაგრამა №7).

დიაგრამა 7. მუნიციპალიტეტში ბიზნესის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორები

0x01 graphic

სწორედ, კითხვაზე „თქვენ რომ მუნიციპალიტეტის გამგებელი იყოთ, რომელ სამ ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას განახორციელებდით მუნიციპალიტეტში“ რესპონდენტების 45,6%25 ფიქრობს, რომ ინვესტიციებს მოიზიდავდა, 21,9%25 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებდა, 12,4%25 კი მოიძიებდა დამატებით ფინანსებს ბიუჯეტში, ხოლო 7,7%25 იზრუნებდა გარემოს დაცვაზე. (იხ. დიაგარამა №8).

დიაგრამა 8. მოქალაქეთა აზრი მუნიციპალიტეტში განსახორციელებელ ცვლილებებზე

0x01 graphic

რაც შეეხება, მოქალაქეთა ინფორმირებულობას ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულებებთან დაკავშირებით, ქარელის მუნიციპალიტეტში საკმაოდ დაბალია. რესპონდენტთა 58%25 საერთოდ ვერ ასახელებს ადგილობრივი ხელისუფლებისათვის კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებებს, ხოლო რესპომდენტების 29%25 მუნიციპალიტეტს სხვა ვალდებულებებს აკუთვნებს. (იხ. დიაგრამა №9).

დიაგრამა 9. მოქალაქეთა ინფორმირებულობა თვითმმართველობის ვალდებულებებთან დაკავშირებით

0x01 graphic

კვლევისას, ასევე დავინტერესდით, თუ კომუნიკაციის რომელ საშუალებებს ანიჭებს უპირატესობას ადგილობრივი მოსახლეობა. კითხვაზე საინფორმაციო წყაროებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობა ინფორმაციით თავისი საქმიანობისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, გამოკითხულთა უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებს საჯარო შეხვედრებს -28,8%25 (იხ. დიაგრამა №10), შემდეგ მოდის სატელევიზიო გადაცემებით _ 27,5%25, მამასახლისის/სოფლის რწმუნებულის მეშვეობით - 18,2%25, და პრესის მეშვეობით 16%25. კომუნიკაციის ისეთი საშუალებები, როგორიცაა რადიო, საინფორმაციო ცენტრები, ბროშურები, ინტერნეტი და სხვა, მოსახლეობის მოწონებას ნაკლებად იმსახურებს.

დიაგრამა 10. ადგილობრივმა თვითმმართველობამ როგორ უნდა გაავრცელოს ინფორმაცია თავისი საქმიანობისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ

0x01 graphic

5 4. პროგრამის პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები

▲ზევით დაბრუნება


5.1 4.1 პრიორიტეტების შერჩევის კრიტერიუმები

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაანალიზების შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი პრიორიტეტული პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ პირველ რიგში მოგვარებას. აღნიშნული პრიორიტეტული პრობლემებია:

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების და გარე განათების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;

წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და მოსახლეობის სასმელი წყლის მიწოდების სისტემების მოწესრიგება;

სხვადასხვა სოციალური გასაცემლების მოცულობის გაზრდა. მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის და უტილიზაციის სისტემის დახვეწა.

პრობლემატური პრიორიტეტების შერჩევის საფუძველი და არგუმენტები არის შემდეგი კრიტერიუმები:

მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები;

თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები;

რეგიონული განვითარების სტრატეგიასთან შესაბამისობა;

ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიზნებთან შესაბამისობა.

I კრიტერიუმი

როგორც ზემოთ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების ანალიზისას ვნახეთ, ყველაზე მწვავე პრობლემებად დასახელებულია გაუმართავი-ამორტიზებული შიდა გზები (37,3%25), გაზმომარაგება (25,1%25), სასმელი წყლით მომარაგება (16.6%25), დაბალი სოციალური დახმარება (7,4%25) და დასუფთავება (3,0%25), რომელიც მათივე აზრით უნდა მოაგვაროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაზმომარაგების საკითხების მოგვარება არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებებში, ამდენად ის არ შეიძლება თვითმმართველობის მოსაგვარებელ პრიორიტეტთა ნუსხაში შევიტანოთ. რესპონდენტების მიერ დასახელებული პრობლემების ანალიზისას ჩანს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, ძირითადად, საყოფაცხოვრებო პრობლემები აწუხებთ. რაც შეეხება გზების რეაბილიტაციის, წყალმომარაგების და სოციალური დახმარების საკითხებს აშკარა პრიორიტეტია როგორც ქალაქის, ასევე სოფლის მოსახლეობისათვის.

II კრიტერიუმი

თვითმმართველობის საკუთარი უფლებამოსილებები

საქართველოს კონსტიტუციის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ევროპული ქარტიის საფუძველზე მიღებულია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი. ამ კანონოთ, კერძოდ მისი 16-ე მუხლით განსაზღვრულია თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებსაც ის ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დამოუკიდებლად და საკუთარი პასუხისმგებლობით. ზემოთ ხსენებული კანონის 16-ე მუხლის მ-2 პუნქტის, ზ), მ), ნ), რ), ს) ქვეპუნქტების მიხედვით, ნებისმიერი თვითმმართველი ტერიტორიული ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებას წარმოადგენს შემდეგი საკითხების (ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვის) ორგანიზება:

ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა;

დასახლებებში ქუჩების დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება; ეფექტური წყალმომარაგების სისტემის ორგანიზება;

მოსახლეობის კეთილდღეობისკენ მიმართული სოციალური პროგრამების (მათ შორის ერთჯერადი სოციალური დახმარებების) განხორციელება.

III კრიტერიუმი

საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგიასთან შესაბამისობა;

საქართველოს მთავრობის, 2010 წლის 25 ივნისის, N172 დადგენილებით განსაზღვრულია საქართველოს რეგიონული განვითარების 2010-2017 წწ. სახელმწიფო სტრატეგია. ამ დოკუმენტის მე-3 თავის: „მუნიციპალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება“ მიხედვით, პრიორიტეტულ ამოცანებს წარმოადგენს:

წყალმომარაგების სექტორის განვითარება;

მუნიციპალური ნარჩენების მართვა;

სატრანსპორტო სისტემის განვითარება.

IV კრიტერიუმი

ქვეყნის ძირითადი მონაცემების და მიმართულებების დოკუმენტის მიზნებთან შესაბამისობა;

2009 წელს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულია „ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტი'', სადაც მოცემულია სახელმწიფოს განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია 2010-2013 წლებისთვის. ამ დოკუმენტის, კერძოდ სხვადასხვა სამინისტროს სტრატეგიულ გეგმათა ანალიზის საფუძველზე იკვეთება შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:

ინფრასტრუქტურის, მათ შორის სატრანსპორტო და წყალმომარაგების სისტემების განვითარება;

ეკოლოგიური პრობლემები, მათ შორის დასუფთავებასა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები;

მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებული პროგრამები, სადაც ნაგულისხმევია ერთჯერადი სოციალური დახმარებებიც.

აღნიშნული არგუმენტები (კრიტერიუმები) იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრობლემატური საკითხების მოგვარება პრიორიტეტულია როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისათვის.

5.2 4.2 პრობლემების ანალიზი შერჩეული სფეროების (პრიორიტეტების) მიხედვით

▲ზევით დაბრუნება


5.2.1 4.2.1. ადგილობრივი მნიშვნელობის გზები

▲ზევით დაბრუნება


5.2.1.1 4.2.1.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲ზევით დაბრუნება


კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტის 2010 წლის კვლევების საფუძველზე ჩანს, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ხარისხი ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტებში, არ შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა მხოლოდ თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციაა (საკუთარი უფლებამოსილებაა).

მიუხედავად იმისა, რომ 2005 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შემდგომ მკვეთრად გაიმიჯნა ცენტრალური ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებები და ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტი დამოუკიდებელი გახდა, ადგილობრივ თვითმმართველობებს საქართველოში არც რეფორმამდე და არც რეფორმის შემდგომ რეალურად არ გააჩნიათ საკმარისი საკუთარი ფინანსური სახსრები, რათა საკუთარი უფლებამოსილებანი სრულად შეასრულონ. თვითმმართველობათა ძირითადი ნაწილი ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებულ ტრანსფერებზეა დამოკიდებული და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების უმეტესი ნაწილი რეგიონებში, კონკრეტულად ამ შემთხვევაში კი ქარელის მუნიციპალიტეტში სავალალო მდგომარეობაშია. მაგ. ქარელის მუნიციპალიტეტის პასპორტის თანახმად, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სიგრძე ქარელის მუნიციპალიტეტში 181 კმ.-ია. აქედან ასფალტირებულია 41 კმ., მოხრეშილია - 140 კმ. როგორც ვხედავთ, გზების უმეტესი ნაწილი (86%25) ჯერ კიდევ მოხრეშილია და საჭიროებს შავ საფარს.

5.2.1.2 4.2.1.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობის ძირითადი გამომწვევი მიზეზები შეიძლება ოთხ ძირითად ჯგუფად დაიყოს:

1. არასაკმარისი ფინანსური რესურსები;

2. საკადრო პრობლემები ადგილებზე;

3. შესაბამისი სტანდარტების არარსებობა;

4. მიმწოდებელთა კვალიფიკაციის არასათანადო დონე.

არასაკმარისი ფინანსები

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საკუთარი შემოსავლების სიმწირის გამო მუნიციპალიტეტი ვერ ახერხებს საკუთარი უფლებამოსილებების (ამ შემთხვევაში კი ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა და შენახვა), სრულად განხორციელებას. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ გზის მშენებლობა და შენახვა ადგილობრივ ინფრასტრუქტურათა შორის, განსახორციელებლად ერთ-ერთი ყველაზე ინვესტიციატევადი რესურსია და შესაბამისად, ეს სფერო ადგილობრივ თვითმმართველობებს არასაკმარისი ფინანსების პირობებში საკმაოდ მძიმე ტვირთად აწევთ.

საკადრო პრობლემები

ადგილებზე აღნიშნული სფეროს მოუწესრიგებლობის ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია კვალიფიციური კადრების სიმცირე ადგილებზე. უმეტესად რეგიონებში ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს არ გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია, რაც თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამის სამშენებლო- საინჟინრო დაპროექტებას უზრუნველყოფდა. სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება ძირითადად ძველი (შემორჩენილი) კადრების პირად გამოცდილებაზეა აგებული.

შესაბამისი სტანდარტების არარსებობა

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაპროექტებისას არ არსებობს რაიმე თანამედროვე სტანდარტი ან ინსტრუქცია, რითაც შეიძლება გაიზომოს შემდგომ შესრულებული სამუშაოს ხარისხი. თვითმმართველობები უმეტესად ეყრდნობიან იმ ერთეული პიროვნებების გამოცდილებას, რომლებიც ამ სფეროში წლებია მუშაობენ ან უკეთეს შემთხვევაში იყენებენ საბჭოთა კავშირის დროინდელ 1975-85 წლებში დამუშავებულ ე.წ. СНИП - ებს (Строительние нотмы и правила). შეიძლება ითქვას, რომ აღნიშნული ინსტრუქციები საკმაოდ მოძველებულია ტექნიკურად და არ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.

მიმწოდებელთა კვალიფიკაციის არასათანადო დონე

მომსახურების მიმწოდებელ კომპანიათა ძირითადი ნაწილი, რომელთაც კვალიფიციური კადრები და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა გააჩნიათ, ძირითადად დედაქალაქსა და მსხვილ ქალაქებშია დისლოცირებული. აღნიშნული კომპანიები შესასრულებელი სამუშაოს სიმცირის გამო რეგიონებსა და პერიფერიებში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებს ნაკლებად ახორციელებენ. გამომდინარე აქედან შეიძლება ითქვას, რომ რეგიონებში მოქმედი სამშენებლო კომპანიები დაბალი კვალიფიციურობით ხასიათდებიან, რაც ადგილობრივი მნიშვნელობის გზების დაბალი ხარისხიანობის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია.

5.2.1.3 4.2.1.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲ზევით დაბრუნება


ადგილობრივი მნიშვნელობის გზების თანამედროვე სტანდარტებთან შეუსაბამობა უარყოფით გავლენას ახდენს როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაზე, ასევე ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესსექტორზე.

უარყოფითი გავლენა:

თვითმმართველობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მოუწესრიგებლობა მნიშვნელოვნად აფერხებს მუნიციპალიტეტით მსხვილი ინვესტორების დაინტერესებას და ზოგადად მუნიციპალიტეტის ეკონომიკურ განვითარებას;

ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი - მოუწესრიგებელი და გაუმართავი გზები აფერხებს ტურიზმის განვითარებას მუნიციპალიტეტში. ამ პირობებში მუნიციპალიტეტი ნაკლებად მიმზიდველი ხდება ტურისტებისათვის. ამასთან, გართულებულია ტურისტული მარშრუტების დაგეგმარება;

სატრანსპორტო საშუალებების მაღალი ცვეთა - გამომდინარე იქიდან, რომ ადგილობრივი მნიშვნელობის გზები მოუწესრიგებელია, მასზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებები განიცდიან მაღალ ცვეთას და ხშირად გამოდიან მწყობრიდან; მაღალი ფინანსური დანახარჯები გადაადგილებისთვის - გამომდინარე იქიდან, რომ მაღალია სატრანსპორტო საშუალებების ცვეთა ეს გარემოება აძვირებს გადაადგილების ღირებულებას;

დროის დანახარჯი - გარდა ფინანსური დანახარჯებისა, აღსანიშნავია ასევე დროის დიდი დანახარჯი, რაც მოუწესრიგებელ გზებზე გადაადგილებისას არის საჭირო; გადაადგილების არაკომფორტული გარემო - ადგილობრივი მნიშვნელობის გზების გაუმართაობა არაკომფორტულ გარემოს ქმნის როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჩასული ტურისტებისათვის;

სამგზავრო გადაზიდვების არათანაბარი ხელმისაწვდომობა - გამომდინარე იქიდან თუ რამდენად დაზიანებულია ადგილობრივი მნიშვნელობის გზები, შესაძლებელია მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებს არ გააჩნდეთ სამგზავრო გადაზიდვების ხელმისაწვდომობა.

5.2.2 4.2.2. წყალმომარაგება

▲ზევით დაბრუნება


5.2.2.1 4.2.2.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲ზევით დაბრუნება


თვითმმართველობაში მცხოვრები მოსახლეობა მის წინაშე მდგარ ძირითად პრობლემად სასმელი და სარწყავი წყლის მიწოდების ხარვეზს ასახელებს.

აღნიშნული პრობლემის მოგვარება 2008 წლამდე წარმოადგენდა ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. კერძოდ, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის მე-16 მუხლის „მ“ პუნქტის თანახმად წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სამუშაოთა წარმოების დაგეგმვა და განხორციელება ან მათ განხორციელებაზე მუნიციპალური შესყიდვების ორგანიზება ადგილობრივი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას წარმოადგენდა. წყლის მიწოდების ტარიფების დადგენაც ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ხორციელდება.

2008 წლიდან დაიწყო წყლის სფეროს დარეგულირება, რის შედეგადაც თვითმმართველობების ექსკლუზიური უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნა წყლით მომარაგებისა და შესაბამისად ტარიფის დადგენის უფლებამოსილება. წყლის მიწოდებაზე პასუხისმგებელი გახდა ახლადშექმნილი სახელმწიფო შპს „დასავლეთის წყალი“ და შპს „აღმოსავლეთის წყალი“, ხოლო სატარიფო რეგულირება საქართველოს ენერგეტიკისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის უფლებამოსილებად განისაზღვრა.

2008 წლის დასაწისიდან თვითმმართველობების მიერ წყლის მიმწოდებელი კომპანიებისათვის ფინანსური სუბსიდიის გაწევა არამიზნობრივ ხარჯად აღირიცხება. აღნიშნულმა კომპანიამ პირველ რიგში დაიწყო შესაბამისი ქონების საკუთრებაში აღება და მის ბალანსზე ასახვა. ამ პროცესში საკმაოდ დიდი პრობლემები წარმოიშვა, რადგან წყლის სისტემები მხოლოდ სახელმწიფო შპს-ს საკუთრებაში არ იყო და ამ სისტემების რეაბილიტაციისათვის თვითმმართველობებს საკმაოდ სოლიდური თანხები ჰქონდათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გახარჯული, ხოლო შექმნილი ქონება ადგილობრივ საკუთრებას წარმოადგენდა.

დღემდე არსებობს პრობლემები ქონების გამიჯვნასთან დაკავშირებით. თვითმმართველობების ნაწილი თანახმაა აღნიშნული ქონება შპს „საქართველოს წყალს“ უსასყიდლოდ გადასცეს, თუმცა „ადგილობრივი ქონების შესახებ“ კანონის თანახმად იკრძალება ადგილობრივი ქონების სახელმწიფო შპს-ზე უსასყიდლო ფორმით საკუთრებაში ან სარგებლობაში გადაცემა. თვითმმართველობის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მათ მიერ შექმნილი ქონების უსასყიდლოდ ან სიმბოლურ ფასად სახელმწიფო შპს-ზე გადაცემა თვითმმართველობის ქონებრივი ინტერესების შელახვაა და აღნიშნულ ქონებაში შპს „საქართველოს წყალმა“ ადგილობრივ თვითმმართველობას თანხა უნდა გადაუხადოს.

პრობლემას წარმოადგენს თვიმმართველობის სოფლებში სასმელი და საირიგაციო წყლის მიწოდების საკითხი. აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულებში გაურკვეველია სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემების საკუთრების ფორმა. უმეტეს შემთხვევებში ეს ქონება არავის ბალანსზე არ არის აყვანილი. სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია წლების განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების სახსრებით და მოსახლეობის მიერ აკრეფილი თანხებით ხორციელდებოდა. თუმცა აღნიშნული ნაგებობები სახელმწიფო საკურებაში არსებულ მიწაზე არის აგებული.

შპს „საქართველოს წყალი“ არ ახდენს სოფლად არსებული წყლის სისტემის საკუთარ ბალანსზე აყვანას და აღნიშნულ ტერიტორიებზე წყლის მიწოდების უზრუნველყოფას.

გაუგებარია თუ ვის პრეროგატივას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წყლით მომარაგება. ერთი მხრივ თვითმმართველობების უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნა მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა, მეორე მხრივ კი შპს „საქართველოს წყალი“ არ ახდენს სოფლად არსებული წყლის სისტემის საკუთარ ბალანსზე აყვანას და მოსახლეობის წყლით მომარაგებას.

პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე თვითმმართველობებს უწევთ წყლის პრობლემის მოგვარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების გაწევა, რაც შესაძლებელია თვითმმართველობის „ნებაყოფლობით“ უფლებამოსილებად იქნეს განხილული. თვითმმართველი ერთეული უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ისეთ საკითხზე, რომელიც კანონის თანახმად არ განეკუთვნება ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილებას და არ არის აკრძალული თვითმმართველი ერთეულისათვის.

5.2.2.2 4.2.2.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები შესაძლებელია დავყოთ 3 ძირითად ჯგუფად:

1) არასაკმაირისი ფინანსები

2) ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო მენეჯმენტი

3) საკანონმდებლო ბაზაში არსებული პრობლემები სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განვითარების გეგმა ქარელის მუნიციპალიტეტი

არასაკმარისი ფინანსები -

როგორც 2.8. თავში აღვნიშნეთ ადგილობრივი ხელისუფლების დამოუკიდებლად განსაკარგი შემოსავლები ძირითადად მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას ხმარდება და არ რჩება თანხები კაპიტალური დანიშნულების პროექტების განხორციელებისათვის. თვითმმართველობების უმეტესობაში არაფინანსური აქტივების ზრდის დაფინანსება მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ხორციელდება.

წყლის მიწოდების საფასურის ამოღება სოფლის მოსახლეობიდან თვითმმართველობის მიერ შეუძლებელია. წყლის სისტემის რეაბილიტაციაზე გაწეული თანხების მოსახლეობიდან საფასურის სახით კომპენსირება არ ხდება.

ადგილობრივი ხელისუფლების არასათანადო მენეჯმენტი -

თვითმმართველობაში არსებული სამსახურები არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას სოფლად არსებული წყლის სისტემის ხარვეზების შესახებ. ეს ნაწილობრივ გამოწვეულია ამ საკითხის თვითმმართველობების უფლებამოსილებებიდან ამოღებით.

გამგეობებში წყლის სისტემების მცოდნე კვალიფიციური კადრების მოძიება საკმაოდ რთულია, რაც გამოწვეულია თვითმმართველობების საჯარო მოხელეების დაბალი სახელფასო ბადით.

სამსახურებში არსებული ინფორმაცია მოძველებულია და მისი განახლება საკმაოდ დიდ რესურსებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად თვითმმართველობებს არ გააჩნიათ ზუსტი ინფორმაცია პრობლემის მოგვარებისათვის საჭირო ფინანსური რესურსების შესახებ.

არ არსებობს წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს გამოსაყენებელი სახელმწიფო სტანდარტი ან რეგულაცია.

საკანონმდებლო ბაზაში არსებული პრობლემები -

საქართველოს კანონმდებლობით არ არის ზუსტად დარეგულირებული თუ ვის კომპეტენციას წარმოადგენს სოფლად არსებული წყლის სისტემების რეაბილიტაცია და მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფა.

წლების განმავლობაში ვერ მოხდა ადგილობრივი წყლის რესურსის განსაზღვრა. საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული თუ როგორ უნდა მოხდეს ქალაქად, მუნიციპალურ საკუთრებაში, არსებული წყლის სიტემის შპს „საქართველოს წყალზე“ გადაცემა.

ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან ხდება ჭაბურღილების და რეზერვუარის მოწყობის დაფინანსება, ხოლო მოსახლეობის მიერ წყლის ამოსაქაჩად საჭირო ელ. ენერგიის ღირებულების გადახდა. იურიდიულად გაურკვეველია თუ ვინ ითვლება წყლის მიმწოდებლად და საჭიროებს თუ არა აღნიშნული საქმიანობა ნებართვას.

5.2.2.3 4.2.2.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲ზევით დაბრუნება


აღნიშნული პრობლემით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად წუხდება ბიზნესსექტორი და ადგილობრივი ხელისუფლების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანო (როგორც მომხმარებელი).

უარყოფითი გავლენა:

ანტისანიტარია და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა - წყლის არასაკმარისი რაოდენობითა და არასათანადო ხარისხით მიწოდება ზრდის მოსახლეობაში ეპიდემიის საფრთხეს. აღნიშნული კი იწვევს მოსახლეობის უკმაყოფილებას;

სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წარმოების ხელისშემშლელი ფაქტორი - სარწყავი წყლის არასათანადო რაოდენობით მიწოდება მოსავლის მიღების საფრთხეს ქმნის;

ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორი - ტურისტული ინფრასტრუქტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ჰიგიენური საკითხების მოგვარება, რომელიც წყლის სისტემის გამართვის გარეშე შეუძლებელია.

5.2.3 4.2.3. ერთჯერადი სოციალური დახმარებები

▲ზევით დაბრუნება


5.2.3.1 4.2.3.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲ზევით დაბრუნება


საქართველოში სოციალურ პროგრამებზე (მათ შორის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამებზე) პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ცენტრალურ ხელისუფლებას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის შესაბამის ორგანოებს. ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან სოციალურ პროგრამებს ძირითადად ახორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტო თავისი ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით. ხოლო ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან სოციალური პროგრამების განხორციელებაზე პასუხისმგებელია ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისი სამსახურები.

სოციალური დახმარება - ნებისმიერი სახის, ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელი, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახისათვის ან უსახლკარო პირისათვის.

სოციალური დახმარებების პროგრამებს საქართველოში არეგულირებს ეროვნული კანონმდებლობა. მათ შორის საქართველოს კანონი „სოციალურ დახმარებათა შესახებ“. სოციალური დახმარების დაფინანსების წყაროებია:

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი;

აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტები;

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები;

ბენეფიციარის ან მისი წარმომადგენლის მიერ გადახდილი თანხა;

შემოწირულებები;

სხვა წყაროები, რომლებიც დაშვებულია საქართველოს კანონმდებლობით.

ფულადი სოციალური დახმარების დაფინანსების ძირითადი წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ხოლო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოები უფლებამოსილი არიან, ამ კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარების სახეების შესაბამისად, დამატებით დააფინანსონ თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე ამავე კანონით განსაზღვრული სოციალური დახმარებები, რაშიც მოიაზრება მათ შორის ერთჯერადი სოციალური დახმარებები.

„ადგილობრივი თვითმმართველობების შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად თვითმმართველობა ვალდებულია საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელოს სხვადასხვა სოციალური პროგრამები (მუხლი 16.) და აქვე მოიაზრება ერთჯერადი სოციალური დახმარებები.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისას გამოვლენილი ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამების არაეფექტურობა და გაუმჭვირვალობა.

ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამები ითვალისწინებს შემდეგ ღონისძიებებს: 100 და მეტი წლის მოხუცთა დახმარება, ომის ვეტერანთა დაკრძალვა, უპატრონო ბავშვების დახმარება, ლტოლვილთა დაკრძალვა, სადღესასწაულო დღეების დახმარება, მზრუნველობას მოკლებულთა უფასო სასადილო და ა.შ. აღნიშნული პროგრამები მეტწილად ერთჯერად ფულად დახმარებას წარმოადგენს და ვერ ახდენს მდგრად ზემოქმედებას/ეფექტს მოწყვლად ფენებზე. გარდა ამისა, ადგილობრივი ბიუჯეტის მდგომარეობიდან გამომდინარე ეს დახმარებები სრულად ვერ მოიცავს ყველა სოციალურად დაუცველს.

როგორც ცენტრალური ხელისუფლების, ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტებში არ არის ასახული ერთჯერადი სოციალური დახმარებისათვის გასაწევი სავარაუდო ხარჯები, რაც მიანიშნებს ბიუჯეტების გაუმჭვირვალობაზე და საჯარო ფინანსების მოსალოდნელ არაეფექტურ ხარჯვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებისთვის როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ბიუჯეტებიდან ხდება გარკვეული ხარჯების გაწევა (ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან), ერთი მხრივ ბუნდოვანი რჩება ერთჯერადი სოციალური დახმარებების საჭიროების მქონე ბენეფიციარების შერჩევის მექანიზმები და მეორე მხრივ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არ არის გამიჯნული თუ ბენეფიციართა რომელ კატეგორიას ეხმარება თითოეული მათგანი. აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს ხშირ შემთხვევაში ერთი და იგივე ბენეფიციარის დახმარებას ორივე მხრიდან და გამომდინარე აქედან ბენეფიციართა ნაწილი ერთჯერადი სოციალური დახმარების მიღმა რჩება. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე ადგილი აქვს საჯარო ფინანსების არაეფექტურად ხარჯვას, აღნიშნული პროგრამების ბენეფიციარებთან მიმართებაში სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების გაზრდილ ალბათობას და ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების უკმაყოფილებას.

5.2.3.2 4.2.3.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


როგორც აღვნიშნეთ, ქარელის მუნიციპალიეტეტის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზისას გამოვლენილი ერთ-ერთი პრიორიტეტული პრობლემაა ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამების არაეფექტურობა და გაუმჭვირვალობა. პრობლემის გაანალიზებისას გამოვლენილ იქნა ის ძირითადი მიზეზები, რომლებიც განაპირობებს აღნიშნული საკითხის აქტუალურობას. პრობლემის გამომწვევი მიზეზები კომპლექსური ხასიათისაა და დაკავშირებულია როგორც ადგილობრივი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების არაკოორდინირებულ ქმედებებთან. კერძოდ, აღნიშნული პრობლემის გამომწვევი მიზეზები სამ ძირითად მიმართულებად შეიძლება ჩამოყალიბდეს:

1. ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები;

ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლების სიმწირის გამო ვერ ხორციელდება ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე მოსახლეობის უმეტესი ნაწილის დაკმაყოფილება;

საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადებიდან მუნიციპალურ ბიუჯეტში მიემართება მხოლოდ ქონების გადასახადი, რის გამოც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ვერ ხერხდება ერთჯერადი სოციალური საჭიროების მქონე მოსახლეობის პრობლემების რეალური მოგვარება;

ერთჯერადი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხები არ არის ასახული მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმაში, რაც შემდგომში ვერ უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარების პრობლემების რეალურად მოგვარებას;

ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამები მეტწილად ერთჯერად ფულად დახმარებას წარმოადგენს და ვერ ახდენს მდგრად ზემოქმედებას/ეფექტს მოწყვლად ფენებზე.

2. მენეჯმენტთან დაკავშირებული საკითხები;

მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს სოციალური აგენტების ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფდა ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების იდენტიფიცირებას;

მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ადგილობრივი სტატისტიკური მონაცემები, რაც ხშირ შემთხვევაში ვერ განაპირობებს რეალურად არსებული სიტუაციის ადეკვატურად ასახვას;

არ არსებობს მუნიციპალურ დონეზე ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებთან მიმართებაში სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების პრევენციას; არ არსებობს რაიმე გამიჯვნის მექანიზმი ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მუნიციპალური განყოფილება ბენეფიციართა რომელ კატეგორიაზეა ორიენტირებული და ადგილობრივი ხელისუფლება რომელზე.

3. საკანონმდებლო საკითხები;

საკანონმდებლო დონეზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის არ არის გამიჯნული თუ ბენეფიციართა რომელ კატეგორიას ეხმარება ერთჯერადი სოციალური პროგრამებით თითოეული მათგანი;

არც სახელმწიფო და არც ქარელის მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმებში არ არის ასახული ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯების სავარაუდო მოცულობა.

5.2.3.3 4.2.3.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲ზევით დაბრუნება


ზემოთ დასახელებული მიზეზები განაპირობებს ქარელის მუნიციპალიტეტში ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგარმების არაეფექტურობას და გაუმჭვირვალობას, რასაც თავის მხრივ არაერთ უარყოფით შედეგამდე მივყავართ. პირველ რიგში ეს პრობლემა ნეგატიურად აისახება მოცემული მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ის ძირითადი უარყოფითი შედეგები, რომლებიც გამოწვეულია ქარელის მუნიციპალიტეტში ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებთან დაკავშირებული პრობლემებით, შემდეგნაირად გამოიყურება:

მოცემული პროგრამის ბენეფიციართა დიდი უმეტესობა დახმარების გარეშე რჩება; სახეზეა ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე უკმაყოფილო მოსახლეობის გაზრდილი რაოდენობა;

ხშირ შემთხვევაში ერთჯერადი სოციალური დახმარებებისთვის გამოყოფილი თანხები კონკრეტულ ბენეფიციარზე ვერ უზრუნველყოფს მისი პრობლემის რეალურად მოგვარებას;

ერთჯერადი სოციალური დახმარებების სიმცირე ვერ უზრუნველყოფს ადგილზე სოციალური ფონის გაუმჯობესებას.

5.2.4 4.2.4. მუნიციპალური ნარჩენების მართვა

▲ზევით დაბრუნება


5.2.4.1 4.2.4.1. ძირითადი პრობლემის აღწერა

▲ზევით დაბრუნება


ქარელში არის ორი ოფიციალური ნაგავსაყრელი: ქ. ქარელში, მდ. ძამისა და მტკვრის შესართავთან არსებული ტერიტორია 4 ჰა და დ. აგარაში მდ. მტკვრის ჭალაში 1 ჰა. მუნიციპალიტეტის სოფლებში ნაგავსაყრელები ორგანიზებული არის სტიქიურად მოსახლეობის მიერ შერჩეულ ადგილებში.

წლის განმავლობაში წარმოქმნილი ნარჩენების მთლიანი მოცულობაა 27.266 მ3; დასუფთავებაზე დაწესებულ მოსაკრებელზე მოსახლეობის მიერ გადახდილი მოსაკრებლის წილი 30%25-ს შეადგენს.

მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ დაურეგულირებელია. საბჭოთა პერიოდის დაშლის შემდეგ არ მომხდარა აღნიშნული სფეროს სისტემური რეაბილიტაცია, ამორტიზებულია ნაგვის გამტანი მანქანები, სერიოზულ პრობლემად რჩება ნაგავსაყრელის კეთილმოწყობისა და ნარჩენების უტილიზაციის საკითხები. ასევე დაურეგულირებელია ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ფინანსური უზრუნველყოფის საკითხები. როგორც ცნობილია, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალური ნარჩენების გატანა და მისი უტილიზაცია წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთარ უფლებამოსილებას, რაც გულისხმობს აღნიშნული მომსახურების უზრუნველყოფას ადგილობრივი ფინანსებით. გამომდინარე აქედან, პრობლემატურ საკითხად ასევე რჩება ქარელის მუნიციპალიტეტში დასუფთავების მოსაკრებლის მოქნილი სისტემის შემუშავება.

5.2.4.2 4.2.4.2. ძირითადი პრობლემის გამომწვევი მიზეზები

▲ზევით დაბრუნება


ქარელის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში პრობლემების გამომწვევი ძირეული მიზეზები შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს:

1) სტანდარტიზაციის (სტანდარტების) საკითხები;

2) არსაკმარისი ფინანსური რესურსები;

3) მართვის (მენეჯმენტის) პრობლემები.

სტანდარტიზაციის (სტანდარტების) საკითხები;

ეროვნულ დონეზე დასახვეწია სტანდარტიზაციის სისტემა. საქართველოში ჯერ კიდევ არ არსებობს ეროვნული სტანდარტი ნარჩენების მართვის სფეროში; მუნიციპალურ დონეზე არ არსებობს ინსტრუქციები, ტექნიკური ხასიათის ნორმები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დაეყრდნოს შესაბამისი სამსახური; სტანდარტების გამოყენების ნებაყოფლობითობის პირობებში, შესამუშავებელია ისეთი მექანიზმი, რომლითაც გარანტირებული იქნება შემუშავებული ინსტრუქციების რეალური გამოყენება.

არასაკმარისი ფინანსური რესურსები;

მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსულობის სიმწირიდან გამომდინარე არასაკმარისია ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის გამოყოფილი თანხები;

დასახვეწია ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მოსაკრებლის ადმინისტრირების სისტემა. არ ხდება აღნიშნული სერვისის ღირებულების სისტემური (კომპლექსური) ანალიზი. შესაბამისად გადახედვას საჭიროებს აღნიშნული სფეროს მომსახურებისთვის მუნიციპალიტეტის მიერ შემოღებული ტარიფის ოდენობა. არ არსებობს მოსახლეობიდან ტარიფის ამღების (ადმინისტრირების) ეფექტური სისტემა.

მართვის (მენეჯმენტის) პრობლემები;

მუნიციპალურ დონეზე მწირია საკადრო-რესურსული პოტენციალი, მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს არ გააჩნიათ ინფორმაცია, თუ რა მიდგომები და მართვის მოდელები არსებობს ევროპული ქვეყნების მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის სფეროში;

ფიზიკურად და მორალურად გაცვეთილია ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები;

ნარჩენების ეფექტურად მართვის სფეროში ასევე მწირია კერძო ოპერატორების გამოცდილება და რესურსული პოტენციალი.

5.2.4.3 4.2.4.3. ძირითადი პრობლემის უარყოფითი გავლენა გარემოზე

▲ზევით დაბრუნება


ქვემოთ მოცემულია ის უარყოფითი შედეგები (გავლენა), რომელიც პირდაპირ თუ ირიბად წარმოიშობა ნარჩენების გატანა-უტილიზაციის პრობლემის არსებობისას:

ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელებას და სისუფთავის დაცვას;

იზრდება მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესების რისკი;

იზრდება სხვადასხვა სახის ეპიდემიოლოგიური დაავადებების გავრცელების რისკი;

ხელი ეშლება მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას;

ფერხდება თვითმმართველობის სოციალურ-ეკონომიკური განვითრება.

5.3 4.3. პროგრამის მიზნები, ამოცანები, საქმიანობები

▲ზევით დაბრუნება


5.3.1 4.3.1. ადგილობრივი მნიშვნელობის გზები - პრიორიტეტი №1

▲ზევით დაბრუნება


მიზანი 1. ქარელის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზები შეესაბამება თანამედროვედ აღიარებულ სტანდარტებს.

ამოცანა 1.1. ფინანსებთან დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია.

საქმიანობა:

1.1.1. ქარელის მუნიციპალიტეტში გაზრდილია საკუთარი შემოსავლები;

1.1.2. გაზრდილია ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობასა და რემონტზე გაწეული ხარჯები.

ამოცანა 1.2. კვალიფიციურ კადრებთან დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია

საქმიანობა:

1.2.1. განსაზღვრულია კონკრეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაბამის ვაკანტურ თანამდებობებზე ახალი კადრების მისაღებად;

1.2.2. შესაბამის თანამდებობებზე მიღებულია შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანები;

1.2.3. გაზრდილია მათი ანაზღაურება მათი მოტივაციის ამაღლებისა და კადრების გადინებისგან თავის არიდების მიზნით.

ამოცანა 1.3. შესაბამისი სტანდარტების არსებობა

საქმიანობა:

1.3.1. ეროვნულ დონეზე შემუშავებულია ზოგადი ხასიათის ის სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები, რომლებიც საჭიროა ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობისა და შენახვისათვის;

1.3.2. მუნიციპალიტეტის საპროექტო ორგანიზაციებში დანერგილია თანამედროვე სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტაციები;

1.3.3. ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მშენებლობა და შეკეთება სწორედ ამ სტანდარტებზე დაყრდნობით ხორციელდება.

ამოცანა 1.4. მიმწოდებელთა კვალიფიკაციის დონე გაზრდილია

საქმიანობა:

1.4.1. გაზრდილია მიმწოდებელ ორგანიზაციათა კვალიფიკაციის დონე;

1.4.2. გაუმჯობესებულია მიმწოდებელ ორგანიზაციათა მატერიალურ-

ტექნიკური ბაზის მდგომარეობა.

5.3.2 4.3.2. წყალმომარაგება - პრიორიტეტი №2

▲ზევით დაბრუნება


მიზანი 2. ქარელის მუნიციპალიტეტში სასმელი და საირიგაციო წყლის მიწოდება შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს

ამოცანა 2.1. ფინანსებთან მიმართებაში დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია

საქმიანობა:

2.1.1. ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვა საკუთარი შემოსულობების ზრდასთან დაკავშირებით. ამ პროცესში შესაძლებელია ჩართულნი იყვნენ გუბერნატორის აპარატი და თვითმმართველობის ასოციაცია. საკითხის დადებითად გადაჭრას ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ თვითმმართველობის ქარტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

2.1.2. მუნიციპალური განვითარების ფონდიდან კაპიტალური პროექტებისათვის დამატებითი სახსრების მოზიდვა. თვითმმართველობამ უნდა მოამზადოს გამართული პროექტები და მოახდინოს მათი ლობირება ცენტრალურ დონეზე;

2.1.3. საკუთარი შემოსულობების ამოღების მაჩვენებლის ზრდა. პირველ რიგში მოხდება საგადასახადოსთან ურთიერთობის აწყობა რათა საჭირო ინფორმაციის მიღება არ გართულდეს. მეორე მხრივ უნდა გაიზარდოს ადგილობრივი მოსაკრებლების მობილიზების მაჩვენებელია, რაც ადმინისტრირების გაუმჯობესებით იქნება შესაძლებელი;

2.1.4. არაფინანსური აქტივების კლებიდან მიღებული სახსრების რაციონალური გამოყენება - პრივატიზების პროცესიდან მიღებული თანხის მიმართვა უნდა მოხდეს არაფინანსური აქტივების ზრდის დასაფინანსებლად.

ამოცანა 2.2. მუნიციპალიტეტში შექმნილია მენეჯმენტის მოქნილი და სისტემური მექანიზმები

საქმიანობა:

2.2.1. სოფლად არსებული წყლის სისტემების მდგომარეობის ძირეული კვლევა - პირველ რიგში უნდა მოხდეს სოფლად არსებული წყლის სისტემების (სათავე ნაგებობის ჩათვლით) აღრიცხვა და საკუთრების ფორმის გარკვევა. შემდგომ ეტაპზე უნდა განხორციელდეს დეფექტური აქტების შედგენა და პრობლემის მოგვარების ხედვის ჩამოყალიბება;

2.2.2. მუნიციპალური სერვისების ხარისხის სტანდარტის დადგენა - აუცილებელია განისაზღვროს ტექნიკური სტანდარტები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები;

2.2.3. ზედამხედველობის ფუნქციის დახვეწა წყლის სისტემის რეაბილიტაციის მონიტორინგის კუთხით - შესაბამის სამსახურში უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი წყლის სისტემის რეაბილიტაციისათვის საჭირო სტანდარტების ცოდნა.

ამოცანა 2.3. საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია ადგ. თვითმმართველობის კომპეტენცია წყლის სისტემების რეაბილიტაციასთან მიმართებაში

საქმიანობა:

2.3.1. ადგილობრივი წყლის მცნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის ლობირება - ადგ. თვითმმართველობამ გუბერნიისა და თვითმმართველობის ასოციაციის მხარდაჭერით უნდა გაუწიოს ლობირება წყლის რესურსის გამიჯვნის საკითხს;

2.3.2. სოფლად წყლის მიმწოდებლის განსაზღვრა საკანონმდებლო დონეზე - ადგ. თვითმმართველობამ გუბერნიისა და თვითმმართველობის ასოციაციის მხარდაჭერით უნდა გაუწიოს ლობირება სოფლად წყლის მიმწოდებელი სუბიექტის დადგენას. თუ ეს ფუნქცია თვითმმართველობის პრეროგატივად განისაზღვრება, მაშინ აუცილებელია შესაბამისი დაფინანსების მოთხოვნა.

5.3.3 4. 3. 3. ერთჯერადი სოციალური დახმარებები - პრიორიტეტი №3

▲ზევით დაბრუნება


მიზანი 3. ქარელის მუნიციპალიტეტში ერჯერადი სოცალური დახმარების პროგრამები ეფექტური და გამჭვირვალეა

ამოცანა 3.1. ფინანსებთან მიმართებაში დაკავშირებული საკითხები გამოსწორებულია საქმიანობა:

3.1.1. ქარელის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში საკუთარი შემოსავლები გაზრდილია. ამის მისაღწევად გატარებულია მთელი რიგი ღონისძიებები. მათ შორის: გაზრდილია გამოთანაბრებითი ტრანსფერების მოცულობა და აგრეთვე საკუთარი შემოსავლის ძირითადი წყაროს - ქონების გადასახადის განაკვეთი (რა თქმა უნდა, ოპტიმალური მოცულობით). ყოველივე ამის შედეგად გაზრდილია ერთჯერადი სოციალური დახმარებებით დაკმაყოფილებული მოსახლეობის რაოდენობა;

3.1.2. ერთჯერადი სოციალური პროგრამების განსახორციელებლად საჭირო სავარაუდო თანხები ასახულია მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმაში და ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციართა მნიშვნელოვანი ნაწილის პრობლემები მოგვარებულია;

3.1.3. თვითმმართველობის ასოციაციის ლობირებითა და წარმომადგენლობითი ორგანოსთან კოორდინირებით გაზრდილია ქონების გადასახადისა და ადგილობრივი მოსაკრებლების განაკვეთი, რითაც მიღწეულია ერთჯერადი დახმარებების უზრუნველსაყოფად ფორმირებული ფულადი ფონდის მოცულობა;

3.1.4. მუნიციპალიტეტის დონეზე შექმნილია ერთჯერადი სოციალური დახმარებების სისტემურად მდგრადი ფინანსური მექანიზმები.

ამოცანა 3.2. მუნიციპალიტეტში შექმნილია მენეჯმენტის მოქნილი და სისტემური მექანიზმები თუ ინსტიტუციები

საქმიანობა:

3.2.1 მუნიციპალიტეტში შექმნილია მუნიციპალური სოციალური სააგენტო, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი სოციალური აგენტებით და შესაბამისად უზრუნველყოფილია ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე პირების ზუსტი ნუსხის არსებობა;

3.2.2. ქარელის მუნიციპალიტეტში შექმნილია ადგილობრივი სტატისტიკური მონაცემების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარებების ბენეფიციართა ზუსტ იდენტიფიკაციას.

3.2.3. მუნიციპალურ დონეზე შექმნილია ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ერთჯერადი სოციალური დახმარების საჭიროების მქონე ბენეფიციარებთან მიმართებაში სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების პრევენციას. კერძოდ, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ღებულობს გადაწყვეტილებას ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ერთჯერად სოციალურ დახმარებებზე თანხების გამოყოფასთან დაკავშირებით და ეს სხდომები საჯაროა, სადაც ესწრებიან ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები (ადგილობრივი არასამთავრობო, სათემო მედია ორგანიზაციების წარმომადგენლები.)

3.2.4. გამიჯნულია, თუ ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქარელის მუნიციპალური განყოფილება ბენეფიციართა რომელ კატეგორიაზეა ორიენტირებული/პასუხისმგებელი და ადგილობრივი ხელისუფლება რომელზე.

ამოცანა 3.3. გამჭვირვალეა როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების ბიუჯეტებში ერთჯერად სოციალურ დახმარებებთან მიმართებაში

საქმიანობა:

3.3.1. საკანონმდებლო დონეზე განხორციელებულია ცვლილება და გამიჯნულია ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა შორის ერთჯერადი სოციალური დახმარების პროგრამებზე ბენეფიციართა რომელ კატეგორიაზეა პასუხისმგებელი თითოეული მათგანი;

3.3.2. როგორც სახელმწიფო, ასევე ქარელის მუნიციპალური ბიუჯეტის გეგმებში ცალკე პუნქტად არის გამოყოფილი ერთჯერადი სოციალური დახმარებების პროგრამებისათვის გასაწევი ხარჯების სავარაუდო მოცულობა. ასევე, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდში გამოკვეთილია ერთჯერად სოციალურ დახმარებებზე გასაწევი თანხების სავარაუდო მოცულობა.

5.3.4 4.3.4. მუნიციპალური ნარჩენების მართვა - პრიორიტეტი №4

▲ზევით დაბრუნება


მიზანი 4. ქარელის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანა-უტილიზაციის (ადმინისტრირების) პროცესი შეესაბამება საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს (მოთხოვნებს)

ამოცანა 4.1. მოგვარებულია სტანდარტების (სტანდარტიზაციის) საკითხები

საქმიანობა:

4.1.1. ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების მიერ ერთობლივი ჯგუფის შექმნა და სტანდარტიზაციის საკითხების საფუძვლიანი კვლევა; - აღნიშნულ აქტივობაში მნიშვნელოვამია სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს როლი, რამდენადაც უნდა განხორციელდეს არსებული საბჭოთა სტანდარტების ძირეული გადახედვა და ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავდეს ეროვნული სტანდარტი ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში. აღნიშნულ პროცესში ასევე აქტიურად უნდა იყოს ჩართული რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია;

4.1.2. მუნიციპალურ დონეზე მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალური ჯგუფის შექმნა და ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში; - შემდეგ ეტაპზე მუნიციპალიტეტში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც ძირითადად დაკომპლექტებული იქნება დარგის სპეციალისტებით. ჯგუფის მიერ უნდა მოხდეს ნარჩენების მართვის სფეროში არსებული პრობლემატიკის ძირეული კვლევა და შემუშავებულ იქნეს ტექნიკური რეგლამენტები ნარჩენების გატანა- უტილიზაციის სფეროში. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნულ დონეზე მიღებულ ჩარჩო სტანდარტთან. მუნიციპალურ დონეზე შემუშავებული ტექნიკური წესები ოპტიმალურად უნდა იყოს შედგენილი მუნიციპალიტეტის ფინანსური და სხვა სახის რესურსების გათვალისწინებით;

4.1.3. ახლადშემუშავებული ტექნიკური რეგლამენტების (ჩარჩო სტანდარტიდან გამომდინარე) რეალურად გამოყენების ეფექტური ინსტრუმენტის შექმნა; - ამ შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანია სტანდარტიზაციის ნებაყოფლობითობის საკითხის ანალიზი, დღეის მდგომარეობით საქართველოში სტანდარტების გამოყენება ზოგადად ნებაყოფლობითია, აღნიშნული გარემოებიდან გამომდინარე არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტის შესაბამისმა ორგანოებმა სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე (მაგ.: მეტი ფინანსების ხარჯვა და სხვ.) არ ისურვონ ახლადშემუშავებული ინსტრუქციების გამოყენება. გამომდინარე აქედან, საჭიროა შემუშავდეს ქმედითი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი გახდება განხორციელდეს მუნიციპალიტეტის მიერ სტანდარტების (ტექნიკური რეგლამენტების) გამოყენების პერმანენტული მონიტორინგი, რაც შესაბამისი სამართლებრივი აქტით იქნება გამყარებული. (აღნიშნულ პროცესში მუნიციპალიტეტთან ერთად შესაძლებელია ჩაერთოს სამხარეო ადმინისტრაცია, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო).

ამოცანა 4.2. დახვეწილია ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის საჭირო ფინანსური სახსრების ფორმირების მექანიზმები

საქმიანობა:

4.2.1. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების გატანა- უტილიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფინანსური ანალიზი; - პირველ ეტაპზე აუცილებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული იმ ტექნიკური საშუალებების ფინანსური აღრიცხვა და მათი საბაზრო ღირებულების დადგენა, რის საფუძველზეც გაკეთდება რეალური სამოქმედო გეგმა სფეროს შემდგომი რეაბილიტაციისთვის;

4.2.2. ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში დაფინანსების გაზრდის მექანიზმების შემუშავება; - რამდენადაც მუნიციპალური ბიუჯეტი უმეტესწილად სრულყოფილად ვერ უმკლავდება ნარჩენების სისტემურად გატანა-უტილიზაციას, შესაძლებელია დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფასთან დაკავშირებით აქტიური მოლაპარაკებები წარიმართოს ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის ორგანოებთან (მუნიციპალური განვითრების ფონდთან და სხვა), რომელშიც ჩართული იქნება როგორც პრეზიდენტის რწმუნებულის ადმიანისტრაცია, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია;

4.2.3. დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზების მიზნით საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება; - ქარელის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი იძლევა საშუალებას, რომ საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციებმა გაიღონ ფინანსური სახსრები ქარელის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის, თუმცა ყოველივე ამისთვის საჭიროა მომზადდეს სისტემურად გაანალიზებული პროექტები (წინადადებები) და წარედგინოს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს. პროექტის მთავარი მიზანი იქნება ქარელის მუნიციპალიტეტში ნარჩენების გატანა-უტილიზაციის პრობლემის მოგვარება, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ტურიზმის და საბოლოო ანგარიშით მუნიციპალიტეტის მდგრად განვითრებას;

4.2.4. ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის მუნიციპალიტეტის მიერ შემოღებული მოსაკრებლის (ტარიფის) ანალიზი და ადმინისტრირების მოქნილი სისტემის შემუშავება; - აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოს მუნიციპალიტეტებში (მათ შორის ქარელში) არ არსებობს ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მოსაკრებლის დათვლის (დაანგარიშების) თანამედროვე მეთოდოლოგია. შესაბამისად მუნიციპალიტეტში დაწესებული ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის რეალურად საჭირო ფინანსურ სახსრებს. ამდენად აუცილებელია შემუშავდეს ტარიფის დათვლის ისეთი მეთოდოლოგია, რომელშიც რეალურად იქნება გათვალისწინებული მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ყველა ნიუანსი. გარდა სატარიფო პოლიტიკისა, პრობლემატურ საკითხად რჩება მოსახლეობიდან მოსაკრებლის ადმინისტრირების ეფექტური მექანიზმის შემუშავება. ამისათვის აუცილებელია მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავდეს გეგმა, რომელიც სხვადასხვა სტიმულებიდან (მაგ: მომსახურების ხარისხი და სხვ.) გამომდინარე გაზრდის მოსახლეობიდან მოსაკრებლის მობილიზების (ამოღების) მაჩვენებელს.

ამოცანა 4.3 შემუშავებულია ნარჩენების გატანა-უტილიზაციის მართვის (მენეჯმენტის) ეფექტური სისტემა

საქმიანობა:

4.3.1. ადამიანური რესურსების გაძლიერება ნარჩენების მართვის სფეროში; - აღსანიშნავია, რომ ფინანსური რესურსების სიმწირესთან ერთად მუნიციპალიტეტში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ნარჩენების მართვის სფეროში პროფესიონალი კადრების საკითხი, შესაბამის სამსახურში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ ინფორმაცია განვითარებული (ევროპული) ქვეყნების მუნიციპალიტეტებში ნარჩენების მართვის მდგომარეობის (დაგეგმარების) შესახებ, შესაბამისად არასრულყოფილია ნარჩენების მართვის სფეროში არსებული მუნიციპალური გეგმები, ხედვები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). გამომდინარე აქედან საჭიროა გამოცდილი ექსპერტების მიერ შემუშავდეს სპეციალური „ტრენინგ-მოდული“ და ნარჩენების მართვის შესახებ სრულყოფილად მიეწოდოთ ინფორმაცია იმ ადამიანებს, რომლებსაც შემდგომში პირდაპირი შეხება ექნებათ ნარჩენების მართვის საკითხებთან;

4.3.2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ნარჩენების გატანა- უტილიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ტექნიკური ანალიზი; - აღნიშნულ ეტაპზე მოხდება ნარჩენების გატანა-უტილიზაციისთვის საჭირო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის აღწერა (არსებული სურათის შესწავლა), რომლის შემდეგ გაანალიზდება თუ რა ტექნიკური პოტენციალი აქვს მუნიციპალიტეტს სფეროს შემდგომი განვითრებისთვის;

4.3.3. ნარჩენების გატანა-უტილიზაციის სფეროში მოქმედი კერძო ოპერატორების კვლევა; - აღნიშნული აქტივობა გულისხმობს მუნიციპალიტეტში და რეგიონულ დონეზე არსებული იმ კერძო კომპანიების ანალიზს, რომლებსაც აქვთ რესურსი შესაბამისი შეთანხმების საფუძველზე პასუხისმგებლობა აიღონ ნარჩენების გატანა- უტილიზაციაზე. ამავე დროს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ უნდა მოხდეს კერძო-საჯარო პარტნიორობის ფორმების ანალიზი და აღნიშნული ალტერნატივებისგან მუნიციპალიტეტისთვის ყველაზე ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა.

5.4 4.4. პროგრამის განხორციელების სავარაუდო გეგმა და რესურსები

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic

0x01 graphic