The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ბიზნესი და კანონმდებლობა №11 (2008)


ბიზნესი და კანონმდებლობა №11 (2008)


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: ნაჭყებია ზაურ, გორელიშვილი ილნარ, საყევარიშვილი რევაზ, პაპაჩაშვილი ნინო, მელაძე მაია, ბიწაძე კობა, გოგოძე მზია, ასლანიშვილი ანდრო, გვენეტაძე გიორგი, ბუაძე გრიგოლ, ჯიმშელაძე ეკა, აქუბარდია თამაზ, მესხია იაკობ, ქუცნაშვილი ზაქარია, ფუტკარაძე სულიკო, მესხიშვილი ანზორ, აბაშიძე ქეთი, შაბურიშვილი შოთა, გრიგალაშვილი ლევან, პატარაია ლელა, ვარდიაშვილი მარიამ, ჭეჟია თამარ, ჯანელია გური
თემატური კატალოგი ბიზნესი და კანონმდებლობა
საავტორო უფლებები: © ზაურ ნაჭყებია
თარიღი: 2008
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
აღწერა: WWW.INOVACIA.GE ჟურნალი ხელმძღვანელობს თავისუფალი პრესის პრინციპებით. რედაქციის აზრი შესაძლოა ყოველთვის არ ემთხვეოდეს ავტორისას. შემოსული სტატიების შინაარსზე და მონაცემთა სიზუსტეზე პასუხისმგებელია ავტორი. რედაქციის მისამართი: თბილისი, ძმები კაკაბაძეების ქ. №22. ტელ: 922523; 987125. ტელ./ფაქსი: 983930; 8(99) 790034. veb gverdi: www.inovacia.ge email: inovacia@caucasus.net გამომცემელი: საგამომცემლო სახლი „ინოვაცია“ რედაქტორთა საბჭოს თავმჯდომარე: ზაურ ნაჭყებია მთავარი რედაქტორი ვლადიმერ ვახანია, იურიდიულ მეცნ. დოქტორი, აკადემიკოსი მთაავრი რედაქტორის მოადგილე ელგუჯა ლებანიძე რედაქტორი კობა ბიწაძე წამყვანი რედაქტორები: ილნარ გორელიშვილი, ეკა ჯიმშელაძე სარედაქციო საბჭო: იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე.იაშა მესხია, ნოდარ ჭითანავა, ელგუჯა მექვაბიშვილი, თემურ ხომერიკი, ლევან გრიგალაშვილი, ანზორ აბრალავა, სოსო ცისკარიშვილი, ნოდარ ხადური, ლამარა ქოქიაური, თამაზ აქუბარდია, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი გვენეტაძე, ლარისა თაკალანძე. კონსულტანტები: სულიკო ფუტკარაძე, ნუგზარ ქავთარაძე, ანზორ მესხიშვილი, ჯემალ დუმბაძე. მარკეტინგის სამსახური: თამთა მეძმარიშვილი, ზანდა მშვილდაძე, ეკა სამხარაძე ხელმომწერებთან ურთიერთობის კოორდინატორი მზია ნაჭყებია კომპიუტერული უზრუნველყოფა ლევან ბოჭორიშვილი, სოფო ქილიფთარი, ნონა ჯღარკავა, კორექტურა ქეთევან წახნაკია, გვანცა შანავა. საბანკო რეკვიზიტები: საქართველოს ბანკის ცენტრალური ფილიალი; ა/ა: №400467916; კოდი: 220101502. რეგისტრირებულია სასამართლოში; რეგისტრაციის №06/41521ა



1 უნიკალური რესურსები და უნიათობით დაკარგული მილიონები!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ზაურ ნაჭყებია
ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისრედაქტორთა
საბჭოს თავმჯდომარე

უმსხვილესი ესპანური ბანკისსანტანდერისრუსული განყოფილების დირექტორმა ბნმა ბორის გუტიერეს სიმორამ ჟურნალბიზნესი და კანონმდებლობისთვისმოცემულ ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ფსონი ტურიზმზე უნდა დადოს! მისი აზრით, ესპანეთი და საქართველო როგორც ტემპერამენტით, ისე სტუმართმოყვარეობის ტრადიციებითა და ბუნებრივი რესურსებით ძალიან ჰგვანან ერთმანეთს და სასურველია, ესპანეთის მსგავსად საქართველოსთვის ერთერთი მთავარი ორიენტირი ტურიზმი გახდეს!

ბნი სიმორა მარტო ზოგადი რეკომენდაციებით არ შემოიფარგლა, იგი იმ მზა რეცეპტებსაც გვთავაზობს, რომელიც საჭიროა ტურიზმის გონივრულად და მიზანმიმართულად განვითარებისათვის. ექსპერტი თვლის, რომ ამ მიმართულებით უმთავრესი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკური ნების გამოხატულებაა - მან უნდა შექმნას სათანადო საკანონმდებლო ბაზა, მოამზადოს ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კონცეფცია. ამასთან, განახორციელოს საჭირო ინვესტიცია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის.

ბუნებრივია, იგი ამ რეკომენდაციებში საკუთარი ქვეყნის - ესპანეთის გამოცდილებას ეყრდნობა, რომელმაც შეძლო ტურიზმი სწორ კალაპოტში მოექცია და იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხერხემალი გამხდარიყო!...

მოგეხსენებათ, ტურიზმი ერთიანი კომპლექსია, რომელიც ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის განვითარებას გულისხმობს. მათ შორის ერთერთი აგრარული ბაზრის განვითარების აუცილებლობაა. ცხადია, ტურისტს სანახაობასთან და დასვენებასთან ერთად სათანადო კვებაც სჭირდება, რომელიც სახელმწიფომ საკუთარი რესურსებით უნდა უზრუნველყოს. რა ხდება სინამდვილეში? სოფლის მეურნეობის ტრადიციული ქვეყნის სტატუსი კარგა ხანია დავკარგეთ და გასაქანი მეზობელი ქვეყნის უხარისხო პროდუქციას მივეცით. საკმაოდ მინიმალურია სახელმწიფო სუბსიდიები, რომელიც სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ იქნებოდა მიმართული - ქართველ გლეხს ელემენტარული მხარდაჭერა არა აქვს განავითაროს საკუთარი მეურნეობა და მოწეული პროდუქტის გაყიდვის გარანტიებიც შეიქმნას (არადა, სოფლის მეურნეობაში ჩადებული ინვესტიცია ორმაგად და მეტად დაუბრუნდება ქვეყანას), არ არსებობს აგრარული სექტორის განვითარების კონცეფციაც.

საამაყობორჯომიდა სამწუხარო რეალობა

ეროვნული მოძრაობის აზვირთების პერიოდში - რამდენად მოახერხებდა საქართველო დამოუკიდებლად არსებობას - მოძრაობის ლიდერები თავდაჯერებულად და ომახიანად გვიმტკიცებდნენ: საქართველოს არსებობისთვის მხოლოდბორჯომიდა ტურიზმი ეყოფაო. რა თქმა უნდა, იყო ამ ლოზუნგში ჭეშმარიტების მარცვალი - ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი რესურსები ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველომ სწორი პოლიტიკის წარმართვის პირობებში საკუთარი თავი თვითონვე გამოკვებოს. თუმცა, ჩვენდა სამწუხაროდ, სხვა რეალობის წინაშე აღმოვჩნდით (ცხადია, ეს ობიექტურმა მიზეზებმაც განაპირობა), - არაფერი ვიზრუნეთ იმისათვის, რომ შეგვენარჩუნებინა პოსტსაბჭოთა ბაზარი (ახალ ბაზარზე დამკვიდრება საკმაოდ ძნელია), სახელმწიფო სტრატეგიული რესურსებიც ცალკეული ინდივიდების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც ნებსით, თუ უნებლიედ ვერ შეინარჩუნეს წარმოების მასშტაბები, ვერ დაიბრუნეს დაკარგული ბაზარი (სამწუხაროდ, უცხოური ინვესტიციებიც მიზანმიმართულად არ გამოვიყენეთ), დაინგრა და მოიშალა არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურაც - სამკურნალოგამაჯანსაღებელი კომპლექსები და .. ტურბაზები ფაქტიურად უპატრონოდ მიგდებულმივიწყებული აღმოჩნდა. ერთი სიტყვით, ტურიზმიც ეკონომიკის სხვა დარგების მსგავსად, არასწორი სახელმწიფოებრივი პოლიტიკის მძევალი გახდა.

0x01 graphic

რა უშლის ხელს ტურიზმის განვითარებას?

ექსპერტები საკმაოდ ბევრ მიზეზს ასახელებენ. მათი აზრით, უპირველესი ამ მიმართულებით შექმნილი საკანონმდებლო ვაკუუმია. არ არსებობს თანმიმდევრული პოლიტიკა, რომელიც ტურისტულ მომსახურებას სისტემაში მოაქცევს და რაც მთავარია, ქვეყანას არა აქვს ტურიზმის განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პროგრამა და სტრატეგია. ფაქტია ისიც, რომ საქართველოს არ გააჩნია გამართული ინფრასტრუქტურა, რომლის გარეშეც ტურიზმის სრულყოფილი განვითარება შეუძლებელია.

დღეს ბევრს კამათობენ იმაზე, საბაზრო ეკონომიკის პირობებში სახელმწიფო უნდა ერეოდეს თუ არა ეკონომიკის მართვაში. ცხადია, ადმინისტრირების თვალსაზრისით, სახელმწიფოს როლი მინიმუმამდე უნდა დავიდეს, მაგრამ ეკონომიკის ლიბერალიზაცია სულაც არ ნიშნავს სახელმწიფომ რეგულირების ბერკეტები ხელიდან გაუშვას - ამ კონკრეტულ სიტუაციაში კი მისი როლი მოკრძალებული ნამდვილად არ არის (არ უნდა იყოს!). მან უნდა განსაზღვროს ტურიზმის განვითარების ერთიანი პოლიტიკა, უზრუნველყოს სამართლებრივი ბაზა და მონაწილეობა მიიღოს სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნაშიც. ერთი სიტყვით, მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა დარგის განვითარებაზე, რისთვისაც ეფექტიანად უნდა გამოიყენოს სახელმწიფო რეგულირების ბერკეტები და უზრუნველყოს მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, რომელიც სტიმულს მისცემს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებსაც ჩადონ ტურიზმში საკუთარი ინვესტიცია.

აქსიომაა, იმისათვის, რომ საქართველო უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდეს, იგი საერთაშორისო სტანდარტებს უნდა პასუხობდეს. იგულისხმება როგორც სათანადო ინფრასტრუქტურა, ისე, მომსახურების ხარისხიც. დღევანდელი რეალობა ამის საშუალებას ნამდვილად არ იძლევა.

ქართველ ექსპერტთა აზრით, საქართველოს გეოგრაფიული წანამძღვრები გააჩნია იმისათვის, რომ ქვეყანაში ტურიზმი სათანადოდ განვითარდეს. ექსპერტი ტურიზმის საკითხებში, ბნი ნიკა კვარაცხელია თვლის, რომ კარგი მენეჯმენტის პირობებში ქვეყანას შეუძლია 10 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლოს. თუმცა, ეს მხოლოდ იმ პირობებშია შესაძლებელი, თუ მომსახურების ხარისხს საერთაშორისო სტანდარტებს მაინც მივუახლოვებთ. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით ექსპერტები ერთერთ მწვავე პრობლემას კვალიფიციური

კადრების დეფიციტში ხედავენ - იგულისხმება, როგორც მენეჯერები, ისე მომსახურე პერსონალი, რომელთა მომზადებისთვის ჯერჯერობით არც ინტელექტუალური და არც სათანადო მატერიალურტექნიკური ბაზა არ გაგვაჩნია. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ მას ცალკეულ ენთუზიასტთა სურვილი ნამდვილად ვერ უშლის. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს როლი კვალიფიციური კადრების მომზადებაშიც მნიშვნელოვანი უნდა იყოს!

0x01 graphic

0x01 graphic

ტურიზმის რომელი მიმართულებებია საქართველოსთვის პრიორიტეტული? ექსპერტი ტურიზმის საკითხებში, ბნი კოტე აბულაძე მიიჩნევს, რომ ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, პრიორიტეტი საქმიან და კულტურულ (სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ საქართველოში ჩატარდეს საერთაშორისო კონკურსები და სიმპოზიუმები, მიმზიდველია ზამთრის ტურიზმიც) ტურიზმს უნდა მივანიჭოთ. ამასთან, ტურიზმის განვითარების ლოკომოტივად შიდა ტურიზმი შეიძლება ჩაითვალოს, ოღონდ, იმ პირობით, რომ მომსახურების ფასები ხელმისაწვდომი გახდეს ადგილობრივი მოსახლეობისათვის. რაც შეეხება საზღვაო ტურიზმს, ბათუმი და ქობულეთი ხმელთაშუა ზღვას კონკურენციას ვერ უწევენ. ჯერჯერობით იგივე შეიძლება ითქვას სამკურნალო ტურიზმზეც.

გახდება საქართველო მომსახურე ქვეყანა?!

ზოგიერთი შიშობს, რომ ტურიზმის განვითარების შემთხვევაში საქართველო მომსახურე ქვეყნად იქცევა, რაც აშკარად ეწინააღმდეგება ქართულ ტრადიციებს და ქართულ მენტალობას.

საპირისპირო აზრი აქვთ ექსპერტებს, რომლებიც თვლიან, რომ მომსახურების სფეროს განვითარება მომსახურე ქვეყნად გადაქცევას სულაც არ ნიშნავს. არგუმენტად მოჰყავთ საბჭოთა პერიოდი, განსაკუთრებით გასული საუკუნის 80იანი წლები, როცა ტურისტულმა ნაკადმა საქართველოში 5 მილიონს გადააჭარბა, მაგრამ ამას უარყოფითი კვალი არ დაუტოვებია. გათქვეფისა და ეროვნული ფასეულობების დაკარგვის საფუძველი დღესაც არ არსებობს, თუ რა თქმა უნდა, სწორ სახელმწიფოებრივ პოლიტიკას გავატარებთ!

2 ტურიზმი - „პიარი“, თუ ქვეყნის განვითარების სერიოზული ბერკეტი?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იყო დრო, როდესაც დამოუკიდებლობაზე მეოცნებე საქართველო საკუთარი ეკონომიკური სიძლიერის საფუძვლად ღვთით ბოძებულ წყალსა და ულამაზეს ბუნებას მიიჩნევდა. უნიკალურ სამკურნალო წყლებსა და საქართველოს სანახავად დაძრულ მთელ მსოფლიოს ჩვენი ქვეყანა თანამედროვე ცივილიზაციის მოწინავე ორბიტაზე უნდა გაეყვანა. ოცნება ოცნებად დარჩა და ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნის სტატუსს ჯერ კიდევ ვერ ავცდით. ტურიზმი მართლაც შეიძლება იქცეს ჩვენი ეკონომიკის განვითარების მძლავრ ბერკეტად, თუ გონივრულ მართვას მოვახერხებთ და იმასაც მივხვდებით, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაცია ქაოსსა და განუკითხაობას სულაც არ ნიშნავს.

ტურიზმის დღევანდელ მდგომარეობაზე ქვეყანაში, დარგში არსებულ პრობლემებსა და გამოუყენებელ პოტენციალზე გვესაუბრებიან ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტები, ბატონები ნიკა კვარაცხელია და კოტე აბულაძე:

..“ - ბატონებო! ექსპერტები საქართველოს ეკონომიკის განვითარების ერთერთ პრიორიტეტად ტურიზმის განვითარებას მიიჩნევენ. საინტერესოა, არსებობს თუ არა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების სახელმწიფო სტრატეგია, რა საკანონმდებლო ბაზა არეგულირებს მას და რამდენად სრულყოფილია იგი?

0x01 graphic

ნიკა კვარაცხელია: - მინდა გითხრათ, რომ დღეს უფრო მეტია აქტივობები, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ტურიზმის განვითარებისთვის კეთდება, ანუ კარგად არის წარმოჩენილი ის, რასაც „პიარს“ ეძახიან. ტელევიზიით ხშირად გვიჩვენებენ ტურიზმთან დაკავშირებულ კონკრეტულ პიროვნებებსა თუ კომპანიებს. თვითონ სტატისტიკა და დინამიკაც ამ მიმართულებით თითქოს ურიგო არ არის. შარშან რეკორდული ციფრი - მილიონ 52 ათასი ვიზიტორი (ასე უფრო უპრიანია, ვიდრე „ტურისტი“) შემოვიდა საქართველოში. დავაკონკრეტებ, მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის კლასიფიკაციით, ქვეყანაში შემოსული ყველა პირი მაინც ტურისტად განიხილება, ამიტომ ის ვიზიტორები, რომელთაც არ ჰქონდათ ტურისტული სამგზავრო პაკეტი, მაინც ტურისტებად ჩაითვალნენ.

რაც შეეხება ამ დარგის კანონმდებლობას, აქ ცუდად გვაქვს საქმე. შეიძლება ითქვას, რომ, ფაქტობრივად, ამ მიმართულებით არაფერი არ გაკეთებულა. ერთერთი შემაფერხებელი ფაქტორი შეიძლება იყოს ის, რომ მსოფლიო ბანკს და საერთაშორისო სავალუტო ფონდს არ აწყობთ და არ უნდათ საქართველომ მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც გარკვეულწილად კორუფციასთან იქნება ასოცირებული, ვთქვათ, ლიცენზირება, სერტიფიცირება და ა.შ. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია საქართველოში საერთოდ არ იყოს ლიცენზირება და სერტიფიცირება ტურიზმში. არადა, ტურიზმის კანონმდებლობის დროული შემუშავება მისი წარმატებული განვითარების საწინდარია. თუ ავიღებთ ტურისტული ქვეყნების კანონმდებლობას, მაგალითად ესპანეთისას, იქ ამ დარგში 2 ათასზე მეტი კანონი და კანონქვემდებარე აქტი მოქმედებს, რომლებიც სამტომეულშია მოქცეული. ასევეა თურქეთსა და სხვა ქვეყნებშიც. რაც შეეხება საქართველოს, ტურიზმში მოქმედი კანონები და კანონქვემდებარე აქტების ჩამოსათვლელად ორივე ხელი საკმარისი იქნება. მკითხველმა რომ გაიგოს, გეტყვით, რომ ჩვენში არაფერი და არავინ არეგულირებს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: როგორ უნდა მოხდეს საგზურის გაყიდვა, რა არის ექსკურსია, რა ურთიერთობებში უნდა იყოს ტურისტული ფირმა კლიენტთან, ვინ უნდა იყოს გიდი და როგორი უნდა იყოს ის ადამიანი, რომელიც თავის თავს უწოდებს გიდს, უნდა ჰქონდეს თუ არა მას რაიმე სპეციფიკური განათლება და ა.შ. ასე რომ, თუ ტურისტული „პიარის საკითხებში ასე თუ ისე იკვეთება სახელმწიფოს როლი, კანონმდებლობის ნაწილში ნამდვილად არ ჩანს მისი აქტივობა.

„ბ.კ. - თუ ხმამაღალი ნათქვამი არ გამოგვივა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქვეყანაში არ არსებობს ტურიზმის განვითარების ნება და ჯერჯერობით არ გამოკვეთილა სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკა ამ მიმართულებით?

ნიკა კვარაცხელია: - ვერ ვიტყოდი, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკა თანმიმდევრულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სახელისუფლებო პარტიების არცთუ ისე მკვეთრი ცვლილება ხდება. მაგალითად, შვედეთის მაგალითს თუ ავიღებთ, იქ ხელისუფლებაში ხან სოციალისტები, ხანაც კონსერვატორები მოდიან და, შესაბამისად, მკვეთრად იცვლება ხოლმე ტურიზმის პოლიტიკა იმისდა მიხედვით, ვინ მოვა სათავეში. ჩვენთან ყოველი სახელისუფლებო ცვლილებისას სურვილი, რომ ტურიზმი უნდა განვითარდეს, რომ ტურიზმმა უნდა გადაგვარჩინოს (მთლად ასე არ ამბობენ, მაგრამ დაახლოებით ასეთ კონტექსტში საუბრობენ ხოლმე ტურიზმზე) და სხვა, სურვილად რჩება, რადგან შემდეგ აღარავინ იწუხებს თავს იმაზე ფიქრით, რა უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით. ერთ მაგალითს მოვიყვან: 2007 წელს USAID-ის (ამერიკის განვითარების საერთაშორისო სააგენტო) დახმარებით ამერიკელმა ექსპერტებმა წარმოადგინეს საქართველოში ტურიზმის განვითარების კონცეფცია და პროგრამა, რომელიც სამწუხაროდ, დღემდე ქართულად თარგმნილი არ არის, თუმცა, არც ინგლისურად გამოქვეყნებულა. ეს საკმაოდ დიდი დოკუმენტი (რამდენიმე ასეულ გვერდს მოიცავს), მასებისათვის ხელმისაწვდომი არ არის, არ მომხდარა მისი განზოგადება, ძირითადი დებულებების საჯაროდ გამოტანა. თუმცა, ალბათ, მისი ავტორები თვლიან, რა საჭიროა საჯაროდ გამოტანა, რაკიღა მათ თქვეს, ეს ხომ უკვე ჭეშმარიტებაა! ჭეშმარიტებას კი განხილვა, მაინცდამაინც, არ უყვარს და არც არის საჭირო (?!)

0x01 graphic

კოტე აბულაძე: - მინდა გავმიჯნო პოლიტიკური ნება და სტრატეგია. ვფიქრობ, რომ ტურიზმის განვითარების პოლიტიკური ნება ქვეყანაში მაინც არსებობს. მივესალმები იმ ფაქტს, როცა თავად პრეზიდენტი აკონტროლებს ამ საკითხებს, ჩადის ტურისტული ცენტრებისა თუ ობიექტების გახსნაზე, მეტსაც ვიტყოდი, რეკლამასაც კი უკეთებს ჩვენს მინერალურ წყალს „ბორჯომს. პოლიტიკურ ასპარეზზე პირადად პრეზიდენტის ასეთ ძალისხმევას ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, მინდა გავმიჯნო ეს ორი საკითხი - პოლიტიკური ნება და სტრატეგია. აი, სტრატეგიას მე ვერ ვხედავ. რამდენადაც ვიცი, დღემდე არ გვაქვს ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამა, იმიტომ, რომ ეს არ არის ის დარგი, რომელსაც ერთი უწყება, ან რომელიმე ერთი სამინისტრო დაძლევს. აქ საჭიროა ყველა უწყებისა და სამინისტროს გაერთიანებული ძალისხმევა, ამისთვის საჭიროა მოქმედების კოორდინაცია და ეს სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა გაკეთდეს. დიახ უამრავი საკითხია გადასაწყვეტი ამ სფეროში. როდესაც ვლაპარაკობთ ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე, ვფიქრობ, ცოტა ვიწრო წარმოდგენა გვაქვს ამ საკითხებზე და გვგონია, რომ ეს მხოლოდ სასტუმროებია. არა, ეს არის უზარმაზარი დიაპაზონი - დაწყებული საზოგადოებრივი ტუალეტებით და დამთავრებული საერთაშორისო აეროპორტით. ჩვენს აეროპორტს კი ჰქვია საერთაშორისო, მაგრამ იქ 4 ძრავიანი თვითმფრინავი, „ბოინგ-747“, რომელიც ძირითადი ტურისტული ტრანსპორტია მთელ მსოფლიოში, ჩვენი აეროპორტის დასაშვებ ბილიკზე ვერ ჯდება. მახსოვს, როდესაც აშშს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ჩამოვიდა საქართველოში სწორედ ასეთი ბოინგით, მფრინავებმა რისკი თავის თავზე აიღეს, გამორთეს ერთი ძრავი და თვითმფრინავი სამი ძრავით დაჯდა. ინფრასტრუქტურაზე საუბარი საზოგადოებრივი ტუალეტებით დავიწყე, იმიტომ რომ ეს საკითხი ვერავინ გადაწყვიტა ჩვენს სახელმწიფოში - ვერც კომუნისტებმა, ვერც „მრგვალებმა, „მოქკავშირელებმა და სამწუხაროდ, ვერც „ნაციონალებმა... რამდენი შეიძლება ერთსა და იმავე პრობლემაზე ვილაპარაკოთ? არადა, ინფრასტრუქტურა ის ერთიანი, მთლიანი, მრავლისგან შემდგარი სისტემაა, რომლიდანაც რომელიმე ერთერთი ელემენტის გამორიცხვა სისტემის სრულყოფილ ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის. როდესაც ტურიზმზე ვლაპარაკობთ, მიმაჩნია, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ტურიზმის განვითარების სამართლებრივ ასპექტზე. შემიძლია ხმამაღლა განვაცხადო, რომ ჩვენ არა გვაქვს სამართლებრივი ბაზა, რომელიც ტურიზმის განვითარებას სათანადოდ დაარეგულირებდა. არადა, ტურიზმი სამართლებრივი, საგანმანათლებლო, გნებავთ სამეცნიერო ასპექტების გარეშე, მხოლოდ სასტუმროებითა და პლაჟებით ვერ განგვავითარებს.

0x01 graphic

ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს საქართველოს ტურიზმში მოქმედი საკანონმდებლო ბაზა. 1996 წელს გვაქვს მიღებული ძირითადი კანონი ტურიზმისა და კურორტების შესახებ. 12 წელი გავიდა და დარგი ასე თუ ისე ვითარდება. ეს ისეთი ობიექტური ფაქტორებითაა განპირობებული, რომ ჩვენგან დამოუკიდებლადაც კი განვითარდება ტურიზმი, რადგან არსებობს ცხოვრების შინაგანი ლოგიკა - როგორი გრძელი და სუსხიანიც არ უნდა იყოს ზამთარი, გაზაფხული ყოველგვარი ძალისხმევის გარეშეც მოვა. შეიძლება გვიან მოვიდეს, მაგრამ მაინც მოვა! აქ გულდასაწყვეტი ის არის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაჩქაროთ მისი მოსვლა და ამას არ ვაკეთებთ. მეორე, სტანდარტები. ჩვენ 2006 წელს გავაკეთეთ სასტუმრო ინდუსტრიის სტანდარტები, პირადად მე მოვამზადე ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით და მიღებაჩაბარების აქტიც კი მიდევს საქაღალდეში, რომ 2006 წელს მიიღეს ის დოკუმენტი. შემდეგ ეს დოკუმენტი ბიუროკრატიულ რკალში მოექცა და დღემდე არ არის მიღებული. ცხადია, ამ დოკუმენტმა აპრობაცია გაიარა არა მხოლოდ ტურიზმის დეპარტამენტში, არამედ სასტუმროებშიც „შერატონსა“ და „მერიოტში“, მათგან ჩვენ გვაქვს წერილობითი დასკვნა, რომ იგი წაადგება ამ ეტაპზე საქართველოში ტურიზმის დარგის განვითარებას. ეტყობა, რომელიღაც სახელმწიფო ჩინოვნიკს ის არ მოეწონა და ამიტომ დღემდე არ ამოქმედებულა. თქვენი ჟურნალი ეკონომიკური პროფილისაა და მინდა გითხრათ, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაცია არ არის სტიქიური განვითარების სინონიმი. ლიბერალიზაცია, ჩემის აზრით, ეკონომიკის მართვის ერთერთი ფორმაა, იგი არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი მოვშალოთ. ბოლო პერიოდში სტანდარტიზაციის ინსტიტუტის დირექტორად ვმუშაობდი და ხშირად მიხდებოდა ამ პრობლემებთან შეხება და არა მარტო შეხება, ეს ყოველდღიური ჩვენი სამუშაო და საზრუნავი იყო და ვიცი, რომ მსოფლიოში ახლა სტანდარტიზაციის ლიბერალიზაციის ტენდენციაა. სტანდარტებიდან გამოეყო მხოლოდ ის აუცილებელი მინიმუმი, რაც უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ, კერძოდ, ტურისტის სიცოცხლის, მისი ჯანმრთელობისა და ქონების დაცვა. სხვა ყველაფერი, როგორ საფირმო ტანსაცმელს ჩაიცვამს თქვენი პერსონალი, რა ფერის იქნება კედლები და როგორი წინსაფარი ექნება მიმტანს, ეს კონკრეტული ბიზნესის პრობლემაა. მე არ ვარ იმის მომხრე, რომ სახელმწიფომ დარგში არსებული სტანდარტის 600-700 პარამეტრი გააკონტროლოს, მაგრამ პასუხისმგებლობა აუცილებელი მინიმუმის კონტროლზე მაინც უნდა აიღოს.

0x01 graphic

„ბ.კ.“- გვახსოვს, როცა ქვეყანაში ეროვნული მოძრაობის აზვირთება იყო, მიტინგებზე ჩვენი ეროვნული მოძრაობის ლიდერები ღიად აცხადებდნენ, რომ საქართველოს, თუ ის დამოუკიდებელი გახდებოდა, ტურიზმი და „ბორჯომი გადაარჩენდა. თქვენის აზრით, რამდენად რეალურია, რომ საქართველომ ეკონომიკური განვითარების ერთერთ პრიორიტეტად ტურიზმი აქციოს?

კოტე აბულაძე: - გარდა იმისა, რომ მე ტურიზმის ინდუსტრიის ექსპერტი ვარ, ეკონომისტიც გახლავართ და არ შემიძლია, ეკონომიკის დარგებიდან და სექტორებიდან რომელიმე ერთი გამოვყო და ვთქვა, რომ ეს გადაარჩენს დღეს საქართველოს ეკონომიკას. ასეთი მიდგომა არასწორად მიმაჩნია. გარდა ამისა, არსებობს ისეთი ცნებები, როგორიცაა: სისტემა და სისტემური ხედვა, ასეთი მიდგომა კი ეწინააღმდეგება ერთერთ მთავარ მეცნიერულ პრინციპს - სისტემურ ხედვას. ჩვენ არ შეგვიძლია სისტემიდან რომელიმე ერთი გამოვრიცხოთ და ვთქვათ, რომ ეს არის მთავარი. შეიძლება რაღაცას მივანიჭოთ პრიორიტეტი, მაგალითად, ტურიზმი ვაქციოთ ერთერთ პრიორიტეტად, მაგრამ არა ერთადერთად. ერთადერთობა ნიშნავს იმას, რომ მთელი ქვეყანა უნდა გადავიდეს ტურიზმზე და მეტი აღარაფერი აკეთოს. მაშინ ეკონომიკაში დარგობრივი დისპროპორცია შეიქმნება და ეს რასაც ნიშნავს, ეკონომისტებმა კარგად იციან. ჩვენს ეკონომიკას ეს პრობლემა უკვე აქვს და ეს არის სწორედ ინფლაციის ერთერთი ძირითადი მიზეზი (ეს საკითხი ძალიან დროულად წამოჭრა თქვენმა ჟურნალმა და მეტად საჭირო მეცნიერული პოლემიკა მიდის ამ საკითხთან დაკავშირებით). ვფიქრობ, რომ რომელიმე დარგის პრიორიტეტულობის ერთადერთობის მიდგომით ეს დისპროპორცია კიდევ უფრო გაიზრდება ქართულ ეკონომიკაში, რაც ეწინააღმდეგება ეკონომიკის განვითარების ძირითად პრინციპებს.

„ბ.კ. - საზოგადოებაში ხშირია პოლემიკა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ჩვენ ორიენტაციას ავიღებთ ტურიზმზე, მაშინ საქართველო გადაიქცევა მომსახურე სახელმწიფოდ და რომ ჩვენ, ასეთი მაღალინტელექტუალური ერი, არ შეიძლება ვიქცეთ მომსახურე ერად. ტურიზმზე ორიენტაციის აღების შემთხვევაში, არსებობს თუ არა ამის საშიშროება და რა საფრთხეები შეიძლება შეუქმნას ამან ჩვენს ეროვნულ ცნობიერებასა და ტრადიციებს?

ნიკა კვარაცხელია: - დავიწყოთ იმით, რომ ჩვენ გვინდა საერთაშორისო საზოგადოებრიობის სრულუფლებიანი წევრობა და შორეულ პერსპექტივაში, ალბათ, ევროკავშირი იქნება ის სადგური, რომელსაც ჩვენ უნდა მივადგეთ. ევროკავშირმა კი საერთო ევროპული კანონმდებლობის მოგვარებაჰარმონიზაცია 1990 წლის 12 ივნისიდან დაიწყო, როდესაც მიიღეს პირველი სავალდებულო დირექტივა ევროკავშირის მაშინდელი წევრი ქვეყნებისათვის ტურიზმის დარგში. გავიდა 18 წელი და ადვილი სავარაუდებელია, რომ რამდენიმე ასეული ასეთი საერთო ევროპული კანონი და კანონქვემდებარე აქტი არსებობს ამ ევროპული ქვეყნებისათვის. კერძო მაგალითს მოგიყვანთ - ევროკავშირს მოუხდა დიდი ბრძოლა საბერძნეთთან სრულიად უბრალო კანონის შესახებ, რომელსაც ერქვა კანონი ექსკურსიამძღოლის უფლებამოვალეობების შესახებ. აქ იყო ძალიან უწყინარი ფრაზა ჩაწერილი - გიდი, ანუ ექსკურსიამძღოლი საბერძნეთში უნდა იყოს ბერძენი, რამაც გამოიწვია ევროკავშირის რისხვა, რატომ მხოლოდ ბერძენი და არა თურქი (რაკიღა თურქი საბერძნეთში განიხილება არაკეთილმოსურნედ, ამიტომ დააფიქსირეს ბერძნებმა კანონში მხოლოდ ბერძენი). რა თქმა უნდა, ამ დავაში ევროკავშირმა გაიმარჯვა და კანონიდან ამოიღეს კიდეც ეს ფრაზა. ანუ, თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, უკვე საკმარისად უნდა გვქონდეს კიდეც მიღებული შესაბამისი კანონები, ჩვენ კი ჯერ ერთიც არ მიგვიღია! მითუმეტეს, გვაქვს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში - ეს კანონები ჩვენთან უკვე ჩამოსულია, საჭიროა მათი თარგმნა, ჰარმონიზაცია და მორგება ქართულ კანონმდებლობასთან. ამას კი არ ვაკეთებთ, რადგან ეს რომ შევძლოთ, ამ კანონების ანალოგი უნდა არსებობდეს ქვეყანაში.

0x01 graphic

რაც შეეხება საქართველოს ტურიზმზე ორიენტაციას, რა თქმა უნდა, საქართველო ტურიზმის ტრადიციული ქვეყანაა. ჩვენ გვქონდა საკმაოდ დიდი მიღწევები და დასამალი არ არის, რომ 1988 წელი იყო ის პიკი, როცა საქართველოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა - სხვადასხვა ექსპერტთა მონაცემებით, 4,55 მილიონამდე. ალბათ, 1989-ში ეს ციფრი უფრო დიდი იქნებოდა, რომ არა საქართველოში განვითარებული მოვლენები, საბჭოთა კავშირის დაშლა და ა.შ. ამ დროს ქვეყანაში 152 ათასი საწოლი ადგილი, საკმაოდ მრავალი ტურისტული ბაზა და სანატორიუმი არსებობდა. ჩვენ წელს მივიღეთ ერთი მილიონი ტურისტი, რაც მეხუთედია იმისა, რისი მიღებაც საქართველოს შესძლებია. ვერ ვიტყვი, რომ მაშინაც კი, 1988-ში, ტურისტების ასეთი დიდი ნაკადის პირობებში, ჩვენი ქვეყანა ტურისტებისგან დაღუპვის საშიშროების წინ იდგა! რა თქმა უნდა, ტურისტთა დიდ რაოდენობას თავისი უარყოფითი მხარეები გააჩნია, მაგრამ აქ გარკვეული ზღვარია გასავლები. მაგალითად, საფრანგეთის მოსახლეობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე ის 75 მილიონი ტურისტი, რომელსაც ყოველწლიურად იღებს ქვეყანა. მაგრამ ამით საფრანგეთს არც მეცნიერება დაჰკლებია და არც წარმატებები სხვა დარგებში. რა თქმა უნდა, პატარა ქვეყნები ბევრად მეტ ტურისტს იღებენ, ვიდრე მათი მოსახლეობაა. ანუ, სადღაც გადის ალბათ ზღვარი. არის მასობრივი ფორმები ტურიზმისა, რომელიც ნაკლებ საზიანოა ქვეყნისთვის და ის ფორმები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული საფრთხეები გააჩინოს. ვთქვათ, ზღვაზე ორიენტირებული ტურიზმი. ჩვენ ვიცით, როგორი ტევადია ზღვა ტურისტებისთვის, რადგან მილიონი კაცის ჩასვლა ზღვაში მის გადმოსვლას არ გამოიწვევს, მაგრამ მთა, რომელიც ჩვენ შეგვრჩა ზღვის მაგივრად ბოლო წლებში ტურიზმის განვითარებისათვის, ტურისტების იგივე რაოდენობას ვერ იტევს. მთა ვერ იტანს დიდ დატვირთვას, მას დისტანცია სჭირდება, ანუ საქართველოში მაინცდამაინც ბევრი ტურისტი ვერ იქნება. ჩვენ რომ ტურიზმის განვითარებას სახელმწიფოებრივი კუთხით შევხედოთ, უნდა გვქონდეს ე.წ. „დისთინეიშენ“. მე არ მიყვარს უცხოური სიტყვების ხმარება, რომელიც არასწორად არის, ალბათ, ნათარგმნი, ზოგი უწოდებს დანიშნულების ადგილს, ზოგი ტურისტულ ცენტრს, ალბათ მაინც ორივე ერთად. ტურისტული დანიშნულების ადგილი ვერ იქნება უბრალო სოფელი, თუ მას არა აქვს ტურისტული ცენტრის მნიშვნელობა. აი, ასეთი ცენტრი ათეულობით თუ არ იქნა საქართველოში, მაშინ ტურიზმი ვერ განვითარდება. ტურიზმი ხომ მარშრუტზე სიარულს ნიშნავს, გარკვეული ტერიტორიების დათვალიერებას, თანაც, ეს ტერიტორიები უნდა იყოს განსაზღვრული, სად და როგორ ჩავიყვანოთ ტურისტი. უნდა ვიცოდეთ, ვთქვათ, რა არის კახეთის ტურისტული ცენტრი, თელავი თუ ახალი ტურისტული ბრენდი სიღნაღი. სიტყვამ მოიტანა და, მინდა გითხრათ, რომ სიღნაღი ვერანაირად ვერ იქნება კახეთის ტურისტული ცენტრი, ვინაიდან მას, გარდა ჩვენი სურვილისა, არა აქვს საშუალება რამდენიმე საათით დააკავოს ტურისტი, ის იზიდავს ტურისტს მხოლოდ 23 საათით. ექსკურსია სიღნაღში ჯერჯერობით ვერ გრძელდება 1 საათზე მეტ ხანს და როცა ეს ექსკურსია დასრულდება, ადამიანს იქ ხანგრძლივად დარჩენის მოტივაცია არ უჩნდება. მაშინ, როცა თელავი გეოგრაფიულად კახეთის ტურისტული ცენტრია, ვინაიდან მისგან 20 კილომეტრის რადიუსშია გრემი, იყალთო, ორივე შუამთა, ალავერდი, წინანდალი და თავად თელავი. ამდენი ობიექტი, ერთად მოქცეული 20 კილომეტრის რადიუსში, თელავს ტურისტისთვის მეტად საინტერესოსა და მიმზიდველს ხდის. ასე რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს გააჩნია დიდი გეოგრაფიული წანამძღვრები იმისათვის, რომ ტურიზმი განვითარდეს. ჩვენ ქვეყანას, კარგი მენეჯმენტისა და კარგი ინფრასტრუქტურის პირობებში, თითქმის 10 მილიონი ტურისტის მიღება შეეძლება.

0x01 graphic

„ბ.კ. ანუ, გათქვეფის საშიშროება არ არსებობს?

ნიკა კვარაცხელია: - გარკვეულწილად არსებობს, გააჩნია, რა ფორმის ტურიზმს განვავითარებთ და რა იქნება ჩვენი პრიორიტეტი - კულტურული ტურიზმი, აღმოჩენითი ტურიზმი, სოფლის ტურიზმი, სათავგადასავლო თუ სხვა რამ. იმდენად მრავალფეროვანია საქართველო, რომ ამ ყველაფრის განხორციელება ჩვენთან შესაძლებელია. თუ, მაგალითად, ზღვის ტურიზმი გვინდა და ზღვაზე ტურისტების დასვენება იქნება პრიორიტეტული, ამ თვალსაზრისით, ტურიზმის ეს ფორმა ნაკლებ საზიანოა, რადგან ადამიანი, რომელიც შენთან გასარუჯად ჩამოდის, ის ეკონტაქტება მხოლოდ ზღვას, პლაჟს, მომსახურე პერსონალს და მიდის უკან. ფაქტობრივად, გარდა ზღვის ნაპირისა, მისთვის ქვეყანა აღმოუჩენელი რჩება. მაგრამ, თუ ჩვენ კულტურული ტურიზმის განვითარება გვინდა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი კულტურის სხვისთვის გაცნობასა და პოპულარიზაციას, აქ, რა თქმა უნდა, ორმაგი გავლენა არსებობს. როგორც ჩამოსულზე ზემოქმედებს ქართული კულტურა, ისე დამხვდურზეც ახდენს გავლენას ჩამოსულის კულტურული და საყოფაცხოვრებო ტრადიციები.

რაც შეეხება ქართველების მომსახურე ერად გადაქცევის საშიშროებას, ჩვენი მენტალიტეტი ისეთია, რომ ტურიზმი მაინცდამაინც პრესტიჟულ დარგად ვერ იქცევა. ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ყველაზე სასურველი სიძე კომუნისტების დროს რაიკომის მდივანი იყო, დღეს ბიზნესმენია. ყველაზე სასურველი რძალი დედამთილებისთვის ისევ ექიმია. როგორ ფიქრობთ, გიდის ცოლად მოყვანა იქნება პრესტიჟული ქართული ოჯახისათვის? - ნაკლებ სავარაუდოა. მოდით, ცოტა უფრო გავამძაფროთ ეს ხედვა. როგორც გაერო თვლის, ტურიზმი არის მომსახურებით ვაჭრობა. ანუ, თუ სწორად გვესმის დეფინიცია, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ჯერ თავად ვაჭრობაა არაპრესტიჟული და მითუმეტეს, მომსახურებით ვაჭრობა, ორმაგად არაპრესტიჟული გამოდის. რა თქმა უნდა, სტუმართმოყვარეობა, ეს ქართველების ერთერთი მთავარი დამახასიათებელი თვისება, ქართველობის გარკვეული ნიშანია. მაგრამ ახლა ასე დგება საკითხი, კი არ მივიღოთ სტუმარი და ვუმასპინძლოთ მას, არამედ გავყიდოთ ჩვენი მომსახურება. გაყიდო შენი სტუმართმოყვარეობა, ქართული მენტალიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და ცოტა არ იყოს, ძნელია.

კოტე აბულაძე: - ამ საკითხთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ საერთოდ, მომსახურების სფეროს განვითარება, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნების ერთერთი მთავარი მაჩვენებელთაგანია. ეკონომიკაში ამ პროცესს სერვიზაცია ჰქვია და აშშში სერვიზაცია დაახლოებით 70 პროცენტია მთლიანი შიდა პროდუქტისა. აშშ-ს მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 8 ტრილიონი დოლარია, აქედან 70%25-ს სწორედ მომსახურების სფერო ჰქმნის, მაგრამ გახდა ამერიკა მომსახურე ქვეყანა? აი, ამ კითხვით ვპასუხობ თქვენს შეკითხვას. აქედან გამომდინარეობს ის, რომ მომსახურების სფერო არ გულისხმობს მხოლოდ ტურიზმს, ეს არის უზარმაზარი სპექტრი, იქნება ეს საბანკო, სადაზღვევო, სატრანსპორტო თუ სხვა სახის მომსახურება. სერვიზაცია ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებების ერთობლივი პროდუქტია. ასე რომ, არა მგონია, რომ საქართველოს მომსახურე ქვეყნად გადაქცევის რაიმე საშიშროება შეექმნას იმით, თუ ჩვენ მომსახურების სფეროს განვითარებაზე ვიზრუნებთ. თავად ტურიზმი რომ ავიღოთ, ტურისტული პროდუქტის ერთერთი სახეა მომსახურება, მაგრამ ტურისტული პროდუქტი არ არის მხოლოდ მომსახურება, მასში შედის ფიზიკური ობიექტები, ახალი იდეები, ძალიან საინტერესო მხარე ტურისტული პროდუქტისა, ეს არის პატენტი, ლიცენზიები, „ნოუჰაუ“, საავტორო უფლებები და სხვა. როდესაც ვლაპარაკობთ ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე, ესეც იგულისხმება, ანუ არა მხოლოდ კვლევა, არამედ იდეები, რომელთაც უკვე აქვთ პროდუქტის ფორმა და რომლის გაყიდვაც შეიძლება (პატენტი, ლიცენზია, „ნოუჰაუ და ა.შ.).

მომსახურების სფეროს მე ცოტა უფრო ფართოდ ვხედავ. ესენი არ არიან მხოლოდ მიმტანმომტანები, თუმცა, ამასთან დაკავშირებითაც მინდა გითხრათ, რომ სიტყვა „მიმტანიდან “ უნდა გადავიდეთ „ოფიციანტზე“, რადგან მიმტანი მაინც ასოცირდება მხოლოდ მიტანმოტანასთან და მას სხვა არაფერი ეხება, მაშინ, როცა მთელი მსოფლიო გადავიდა მომსახურების ე.წ. „სუჯესტურ“ სისტემაზე (suggest - შეთავაზება). დღეს მაღალი დონის რესტორნისა თუ სასტუმროს ოფიციანტი არის გამყიდველი, იგი გარკვეულწილად უნდა იყოს ფსიქოლოგი, უნდა ეცადოს, რაც შეიძლება მეტი და მაღალ ფასში გაყიდოს. არსებობს მომსახურების მომიჯნავე უამრავი დარგიც, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ამიტომ ფართო გაგებით თუ შევხედავთ საკითხს, არ უნდა შეგვეშინდეს. ასე რომ, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს მასობრივ პროფესიებთან დაკავშირებით.

არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე, რომელიც, ვფიქრობ, სასწრაფოდ გვაქვს გასაკეთებელი. ეს არის ჩვენი სისტემების გამტარუნარიანობის დადგენა. დღემდე არ არის დადგენილი ჩვენი ეკოლოგიური, კულტურული, სოციალური სისტემის, ისტორიულკულტურული ძეგლების გამტარუნარიანობა. მე ვიცი, რომ სულ რამდენიმე წლის წინ პარიზში ჩამსვლელ ტურისტთა 90%25-ზე მეტი ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე სტუმრობდა ნოტრდამს. უკვე რამდენიმე წელია, ნოტრდამში შესვლა შეზღუდულია და დაწესებულია ყოველდღიურ მნახველთა ფიქსირებული ციფრი, მგონი 400 კაცი. ეს ციფრი უკვე შეფარდებულია ძეგლის გამტარუნარიანობასთან. ჩვენც უნდა დავადგინოთ, რამდენია ჩვენი ძეგლების გამტარუნარიანობა და არა მხოლოდ მათი.

„ბ.კ. - უნდა იყოს თუ არა განსაზღვრული ამ მიმართულებით ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკა?

კოტე აბულაძე: - რასაკვირველია, სახელმწიფო პოლიტიკა უნდა იყოს. მე უკვე აღვნიშნე, რომ ეკონომიკის ლიბერალიზაცია არ ნიშნავს სახელმწიფოს სრულად განდევნას ეკონომიკიდან. ძალიანაც რომ მოვინდომოთ, ჩვენ სახელმწიფოს ეკონომიკიდან ვერ განვდევნით, იმიტომ, რომ ეკონომიკისთვის ფული იგივეა, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის სისხლია. ფული არის ის საქონელი, ამასთან განსაკუთრებული საქონელი, რომლის ერთადერთი მწარმოებელი სახელმწიფოა. გამოდის, რომ საქონელი გვინდა და მწარმოებელი არა?! როგორ ფიქრობთ, ბაზარმა უნდა დაარეგულიროს საგადასახადო კოდექსი? როგორ შეიძლება ეს, ბაზარი ხომ ამას ვერ გააკეთებს! აქ საუბარი იყო საკანონმდებლო რეგულირებაზე, კანონებს ბაზარი ვერ დაადგენს, ამიტომ შეუძლებელია ამ სფეროდან სახელმწიფოს განდევნა. სახელმწიფო რეგულირების პრობლემა ყოველთვის იყო და ახლაც ამაზეა დავა - უფრო მეტად, თუ უფრო ნაკლებად, სახელმწიფო მინიმუმიდან სახელმწიფო ინტერვენციამდე. არა მგონია, რომ ეკონომიკაში მეტნაკლებად გარკვეულმა კაცმა დღეს დააყენოს საკითხი, რომ სახელმწიფო საერთოდ უნდა განვდევნოთ ეკონომიკიდან.

0x01 graphic

თუმცაღა, ცალსახად შეიძლება იმის თქმა, რომ სახელმწიფოს როლი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი. მაგრამ, რას მოიცავს ეს მინიმუმი, აი, საკითხავი ეს არის და დავა ამ საკითხის ირგვლივ დღემდე არ დამთავრებულა. არა მარტო კანონებია აქ მთავარი. ჩვენ ხშირად გავიძახით, რომ ამდენი მილიონი ინვესტიცია შემოვიდა საქართველოში, მაგრამ მე ჯერ არ გამიგია, რომ ამ ინვესტიციების ათვისების ეფექტიანობაზე ეთქვას ვინმეს, არსად მსმენია, ინვესტიციების მართვაზე ეთქვას ვინმეს რამე! არადა, ინვესტიციებს სწორი მართვა სჭირდება. ჩეხეთის მაგალითზე რომ ავიღოთ, თუ თქვენ აბანდებთ ინვესტიციას პრაღაში, იქ ინვესტირების პირობები სხვაა და სოციალურეკონომიკურად მის ნაკლებად განვითარებულ მხარეში, მაგალითად, ჩრდილოეთ მორავიაში (როგორიც ჩვენი სამცხეჯავახეთი, წალკა და ა.შ.) სხვა. თუ ამ უკანასკნელში დებთ ინვესტიციას, მაშინ დიდი შეღავათები გეძლევათ. თუ ყველა ინვესტორი ერთნაირ პირობებში ჩავაყენეთ, ანუ წალკაში ინვესტიციის ჩამდები იგივე პირობებში იქნა, რაშიც თბილისში ფულის შემომტანი, რასაკვირველია, ყველა შეეცდება თბილისში გააკეთოს ინვესტიცია. ჩვენთან ამ მიმართულებით მუშაობის მცდელობაც კი არ არის, თორემ მცდელობა რომ იყოს, ბუნებრივია, შედეგიც იქნებოდა.

„ბ.კ. - ტურიზმის განვითარებას სერიოზული ინვესტიციები სჭირდება. არიან თუ არა დაინტერესებული ქართველი ბიზნესმენები ამ სფეროს განვითარებით და მასში ინვესტიციების ჩადებით, თუ ჩვენ ორიენტაცია მხოლოდ უცხოელ ინვესტორებზე უნდა ავიღოთ?

კოტე აბულაძე: - საერთოდ, მიმაჩნია, რომ ორიენტაცია მხოლოდ უცხოელ ინვესტორზე არ უნდა ავიღოთ. ვთქვათ, ავიღოთ რომელიმე ობიექტი, მე არ მინდა დავასახელო, მაგრამ როგორც ამბობენ, ერთი ობიექტის ღირებულება იყო 100 მილიონი დოლარი, რომელიც იყიდა უცხოელმა. რატომღაც ჩვენთან ისეთი ფსიქოლოგიური სტერეოტიპი ჩამოყალიბდა, რომ ყველაფერი უნდა იყიდონ უცხოელებმა, იმიტომ, რომ ჩვენ ამდენი ფული არა გვაქვს. მართალია, სამწუხაროდ, ჩვენ ამდენი ფული არ გვაქვს, მაგრამ, ნუთუ საქართველოში არ მოიპოვება მილიონი კაცი, რომელთაგან თითოეული მათგანი დადებს 100 დოლარს და შეგროვდება ის 100 მილიონი დოლარი?! სამაგიეროდ თითოეული გახდება აქციის მფლობელი. მე მესმის, რომ ის ერთი აქცია ბევრს არაფერს მოუტანს მის მფლობელს და შეიძლება წლები გავიდეს ისე, რომ მან ვერაფერი მიიღოს, მაგრამ ჩამოყალიბდება მესაკუთრის ფსიქოლოგია. ეს კი სულ სხვა რამაა, ადამიანს გაუჩნდება იმედი, რადგან იგი მარტო თავისთვის არ ცხოვრობს და იმ ერთიორი აქციის მფლობელი ფიქრობს, რომ კი გავიდა 15 წელი (მეც მაქვს ასეთი ერთიორი აქცია), მაგრამ იქნებ მის შვილებს ერგოთ რამე, მომავალში შეიცვალოს სიტუაცია. რატომ არ უნდა იყვნენ ჩვენი პენსიონერები აქციონერები, თუნდაც სტუდენტებს რატომ არ უნდა ჰქონდეთ ამის საშუალება? რატომ უნდა იყოს ეს პრივილეგია მხოლოდ ვიწრო წრისთვის, რაღაც დახურული სააქციო საზოგადოებებისთვის და ეს აქციები მხოლოდ მის ვიწრო შემადგენლობაში ტრიალებდეს, რატომ ვუკლავთ იმედს ჩვენ მოსახლეობას?! ასე რომ, ძალიან ცუდია, როცა არსებობს ფსიქოლოგიური სტერეოტიპი ინვესტორის მაინცდამაინც უცხოელობის შესახებ.

„ბ.კ. - საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომლის მიხედვითაც იმ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, როცა ე.წ. უცხოელი ინვესტორის უკან ფულიანი ქართველები დგანან?

კოტე აბულაძე: - „იქნებ“ მაგას არ უნდა, ჩემთვის ეს სათუო აღარ არის! რასაკვირველია, არსებობს გარკვეული წრეების ინტერესები, რომლებიც უცხოელ ინვესტორს არიან ამოფარებულნი. მათ შორის, ვფიქრობ, ტურიზმის ბიზნესშიც არის ასეთი შემთხვევები. იმ ტრანსნაციონალური კორპორაციებიდან, რომლებიც შემოდიან საქართველოში (საერთოდ, ტრანსნაციონალური კორპორაციებიდან და საერთო ოლიგოპოლიის პირობებში) ინფორმაციის მიღება ძალიან ძნელია, მაგრამ არსებობს რაღაც გამოცდილება, ცოდნა, რომელიც გვკარნახობს იმას, რომ აქაც შეიძლება მსგავს რამესთან გვქონდეს საქმე.

0x01 graphic

ეკონომიკაში არსებობს ორი ასეთი ცნება - რესურსი და ფაქტორი. ეს ცნებები გამიჯნულია, თუმცა, ზოგიერთი ეკონომისტი ამბობს, რომ რესურსი და ფაქტორი ერთი და იგივეა. რესურსი პოტენციურად შეიძლება გამოიყენო, შეიძლება - არა. ფაქტორი წარმოებაში უკვე გამოყენებული რესურსია. ამიტომ ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ - რა არის ფაქტორი საქართველოს ტურიზმში, სამონადირეო ტურიზმი, რომლის განვითარებასაც ზოგიერთი ჩვენი ბიზნესმენი ლამობდა? არ არის ეს ფაქტორი, ეს არის რესურსი! ვფიქრობ, ფაქტორი დღეს საქართველოსთვის საქმიანი ტურიზმია. უამრავი ხალხი ჩამოდის მივლინებებში და მე მიმაჩნია, რომ სწორედ საქმიანი ტურიზმი უნდა იქცეს ერთერთ პრიორიტეტად. საქმიან ტურიზმში შეიძლება კიდევ ერთი მარკეტინგული ნიშა გამოიკვეთოს - ეს არის საკონგრესო ტურიზმი. სტატისტიკა გვეუბნება, რომ საკონგრესო ტურიზმით ქვეყანაში ჩამოსული ტურისტი სამჯერ უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ჩვეულებრივი. ეს თავის დროზე გააკეთა ავსტრიამ, ვენამ, ათენმა, ბუდაპეშტმა და აშშს ზოგიერთმა ქალაქმა და უზარმაზარი შემოსავლებიც აქვთ ტურიზმის ამ მიმართულებიდან. ვფიქრობ, ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება საქმიანი, საკონგრესო ტურიზმი. ანგარიშგასაწევია მეორე მიმართულებაც - საკურორტო ტურიზმი. თუმცა, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება კონკურენცია გავუწიოთ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უზარმაზარი რესურსი გაგვაჩნია. ვფიქრობ, აქაც შეცდომას ვუშვებთ. არსებობს კიდევ ასეთი ცნება, ეკონომიკური რესურსი, რომელიც ადამიანურ და მატერიალურტექნიკურ რესურსებს მოიცავს. როდესაც ჩვენ ტურიზმზე ვსაუბრობთ, რატომღაც მხოლოდ ბუნებრივ რესურსებს ვგულისხმობთ, რომ ჩვენ გვაქვს ზღვა, მთა, წყალი და ა.შ. მაგრამ ეს არის ის, რაც ჩვენ ღმერთმა გვიბოძა. აქ გვავიწყდება ადამიანური რესურსი, ანუ კვალიფიციური კადრები და მატერიალურტექნიკური ბაზა. აქაც საჭიროა სისტემური ხედვა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი მატერიალურტექნიკური რესურსი ჯერ ვერ პასუხობს საერთაშორისო მოთხოვნებს, არც ადამიანური რესურსის კუთხით გვაქვს საქმე კარგად - არ გვყავს იმ რაოდენობის მაღალი კვალიფიკაციის კადრები, რაც დარგის განვითარებისთვისაა საჭირო. ამიტომ აუცილებელია ჩავატაროთ შესაბამისი კვლევები, გავაკეთოთ დარგის განვითარების მეცნიერული უზრუნველყოფა და მოვამზადოთ ახალი კადრები.

0x01 graphic

ნიკა კვარაცხელია: - აბსოლუტურად სწორად დასვა ბატონმა კოტემ აქცენტები და ყველაფერში ვეთანხმები. მინდა კიდევ უფრო შორს წავიდე - იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება მთელ მსოფლიოში და რა ხდება ჩვენთან, საჭიროა თვალი გადავავლოთ 2007 წლის მსოფლიო ტურიზმის სტატისტიკას. თუ ჩავთვლით, რომ მსოფლიოში დაახლოებით 6 მილიარდი კაცი ცხოვრობს, 842 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა 2006 წელს. ანუ, საერთო მოსახლეობის დაახლოებით 15%25-მა, 85%25 ვერ მოგზაურობს, ალბათ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ერთერთი უფულობაა. ჩვენ გვაიმედებენ, რომ სულ ცოტა ხანში, ანუ 2020 წლისთვის ნახევარი მსოფლიო დაიწყებს მოგზაურობას. საინტერესოა, თუ მოგზაურთა პროცენტი გაიზრდება, რომელი მიმართულება იქნება წამყვანი? აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს საერთაშორისო ტურისტთა დაახლოებით ნახევარი დაკავებულია ზღვის ტურიზმით. ანუ გარუჯვა ჯერჯერობით ყველაზე მოტივირებული დასვენებაა ტურიზმში, თანაც ყველაზე იაფი (იმიტომ, რომ ზაფხულია) და სასიამოვნო (იმიტომ, რომ მსუბუქი ჩემოდნით მიდიხარ). რაც შეეხება ზამთრის ტურიზმს, რომელიც ალბათ ყველაზე სასარგებლო და მიმზიდველია, ყველაზე ძვირია და, შესაბამისად, ხელმიუწვდომელია მოსახლეობის დიდი ფენისათვის. ზამთრის ტურიზმის ნაწილია სამთო ტურიზმიც. ჩვენ გვაქვს ამისთვის უნიკალური პირობები, ჩვენი ცნობილი ორი კურორტი, გუდაური და ბაკურიანი. გუდაური, საერთაშორისო ტურიზმში უფრო კარგადაა ჩართული, თუმცა, ბაკურიანი, ჯერჯერობით ამას ვერ ახერხებს. ბაკურიანი უფრო საოჯახო დასვენების პროფილს ირგებს, გუდაური კი უფრო სპორტული კურორტის როლშია. რაც შეეხება ჩვენს ზღვას, იგი კონკურენციას ვერ გაუწევს ხმელთაშუა ზღვას თავისი მოკლე სეზონის, ეკოლოგიური მდგომარეობის და კიდევ მრავალი ფაქტორის გამო. თუნდაც იმით, რომ ევროპელისთვის ზღვა თეთრ ქვიშასთან - წვიმის გარეშე გარუჯვასთანაა გაიგივებული, ჩვენი ზღვის სანაპირო კი, იცით, როგორი ტენიანია, რომ აღარაფერი ვთქვათ ინფრასტრუქტურასა და მომსახურე პერსონალზე. აქედან გამომდინარე, გვრჩება კულტურული ტურიზმი და მისი განშტოებები, სათავგადასავლო ტურიზმი, დიდ ქალაქში კი ბიზნესტურიზმი, ანუ საქმიანი ტურიზმის ერთერთი მიმართულება. ჩამოსულმა ადამიანმა ფული საქართველოში არ უნდა გააკეთოს, პირიქით, მას აქ მოაქვს სამივლინებო ხარჯები ან საკუთარი ფული. ეს არის მთავარი. როცა ვიზიტორის მივლინებას ვინმე აფინანსებს, დასახარჯი ფულის რაოდენობა იზრდება, რადგან დაწესებულება ვერ გამოუშვებს უცხოეთში ადამიანს მინიმალური თანხებით. ამიტომ მისი ხარჯები ბევრად მეტია, ვიდრე საკუთარი ჯიბიდან ამოღებული ფული. აქ სახელმწიფომ უნდა ითამაშოს დიდი როლი. მაგრამ ჩვენ ჯერ არ მივსულვართ იმ დონემდე, რომ სახელმწიფო ჩაერიოს ამ საქმეში. რა მიმართულებები ასაზრდოებს საქმიან ტურიზმს? ერთერთი ძირითადი ფორმაა კონგრესტურიზმი. მთავრობამ უნდა იზრუნოს თბილისში საერთაშორისო სიმპოზიუმების, კონგრესების ჩატარების უფლების მოპოვებისათვის. ეს არის ხელჩართული ბრძოლა პრეზიდენტებსა და ქვეყნის სხვა მმართველებს შორის, თუ რომელ ქვეყანაში მოეწყობა ოლიმპიადა, კონგრესი თუ სხვა საერთაშორისო ღონისძიება, რადგან ეს ყველაფერი დიდ მოგებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ ამ მხრივ არ ვართ წინ წასულები, რადგან ჯერჯერობით არ აშენებულა ის დიდი სასტუმროები, რომელთაც ამ მასშტაბის ღონისძიებების სათანადო დონეზე მასპინძლობა შეეძლებათ. აი, ვთქვათ, 1000კაციანი კონგრესი რომ მოვაწყოთ, თითქოს გასაკვირი არ უნდა იყოს ქართველისთვის, სულ ახლო წარსულში ჩვენ ვხედავდით 1000 კაციან ქორწილებს. მაგრამ დღეს არ ჩანს თბილისში შენობა, რომელშიც 1000 კაცი მაგიდასთან დაჯდება, ჩაიწერს რაღაცას და მიიღებს კონგრესში მონაწილეობას. შემდეგია ბიზნესტურები, ანუ ის ტურიზმი, რომელიც დაკავშირებულია ბიზნესმენის პირად ინიციატივასთან, რაიმე გააკეთოს საქართველოში. საქმიანი ტურიზმის მესამე მიმართულებაა ინსენტიური ტურიზმი (ლათინური სიტყვიდან „აალება“), როცა ადამიანებს წახალისების მიზნით ჩუქნიან ტურისტულ საგზურს, ან შეღავათიან ფასებში აძლევენ ამ საგზურს. ზოგადად ამ სამი ფორმის ერთობლიობას ეწოდება საქმიანი ტურიზმი, რომელიც საქართველოში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს პრიორიტეტი. ეს საქალაქო ტურიზმის ერთერთი ფორმაა. არსებობენ ეკონომიკურად განვითარებული ქალაქები, მიმზიდველები შოპინგისა და გართობის დიდი საშუალებებით და არსებობენ კულტურაზე ორიენტირებული ქალაქები, სადაც ბევრი მუზეუმი, თეატრი და გალერეაა. თბილისს თანაბრად უნდა ჰქონდეს ეს ორივე მომენტი, თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ჩვენთან ამ პროდუქტების მიწოდება მაღალ დონეზე ხდება. საერთოდ, ყველაფერი პოტენციალია, სანამ პროდუქტად არ იქცევა. ჩვენ გვაქვს კარგი პოტენციალი და არ გვაქვს, შესაბამისად, კარგი პროდუქტი. ჩვენ ვერ ვაქცევთ მუზეუმს პროდუქტად, ვინაიდან იგი არ გვთავაზობს სათანადო მომსახურებას და ძველი ინერციული მენტალიტეტით მუშაობს. ვთქვათ, მუზეუმის ექსკურსია გრძელდება 45 წუთი, მაგრამ მე თუ მივედი 15 წუთით, მეტყვიან უარს, ასე მოკლე ექსკურსიას არ ვატარებთო. არადა, მე მადლობა უნდა მითხრან, რომ მივედი ასე მცირე ხნით და მომცენ სწორედ 15 წუთიანი მომსახურება. ეს თანამედროვე მენეჯმენტია, რომლამდეც ბევრი გვიკლია...

„ბ.კ. - მოგეხსენებათ, საქართველოში კომუნისტური ფორმაციის პერიოდში მეტნაკლებად იყო განვითარებული საკურორტო, ანუ სამკურნალო ტურიზმი. ქვეყანაში უამრავი სანატორიუმი ფუნქციონირებდა, რომელთაგან დღეს, ფაქტობრივად, ყველა გაჩერებულია. რამდენად არსებობს ამ რესურსის ამოქმედების პირობები და ტურიზმის ამ მიმართულების განვითარების პერსპექტივა?

0x01 graphic

ნიკა კვარაცხელია: - ასეთი პერსპექტივა მცირეა და გეტყვით, რატომ - 2003 წელს მე ევროკავშირის ინდივიდუალური პროგრამით გახლდით ბრაიტენბრუნის ტურიზმის პროფესიათა აკადემიაში (ყოფილი გდრის ტერიტორია), სადაც ჩემმა მასპინძელმა აკადემიამ დამათვალიერებინა გდრის ერთერთი აღდგენილი და განახლებული სანატორიუმი, რომელმაც მე თვალნათლივ დამანახა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სამკურნალო ტურიზმი პირდაპირაა მიბმული დაზღვევასთან. სანატორიუმებში ადამიანების 75-დან 80%25-მდე სადაზღვევო პოლისებით არიან მოხვედრილნი. მხოლოდ 15-20%25 იხდის საკუთარ ფულს და ეს ძალიან დიდი თანხაა. მაგალითად, თუ შენ შვეიცარიაში 500-ევროიან სასტუმროს იშოვი და ეს ძალიან კარგი სასტუმრო იქნება, სანატორიუმში ამ ფასად ვერ მოეწყობი, რადგან იქ ცხოვრება 1000 დან 1500 ევრომდე დაგიჯდება დღეში. ეს უზარმაზარი თანხა უნდა გადაიხადო იმიტომ, რომ იქ სათანადო მომსახურებაა. ჩვენ ჯერ ვერ მივდივართ იმ გზით, რადგან ვერ ვაწოდებთ და ალბათ კარგა ხანი ვერ მივაწოდებთ იმ დონის მომსახურებას, რაც უცხოელ ტურისტს სჭირდება. არადა, უცხოელ ტურისტს სჭირდება, რომ ის დანიშნულება, რომელიც მან პირადი ექიმისგან მიიღო, გაგრძელდეს საქართველოში, ანუ უშუალო კავშირი საკუთარ ექიმთან, მკურნალობის ფორმები და მეთოდები იყოს ზუსტად იგივე, როგორც, საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა თუ სხვა ქვეყანაში იქნებოდა. აქ უკვე არა მხოლოდ საკადრო, არამედ განათლებისა და სხვა პრობლემები იჩენს თავს. ამიტომ სამკურნალო ტურიზმს უახლოეს მომავალში საქართველოში პერსპექტივა არ გააჩნია.

„ბ.კ. - თქვენ კადრები ახსენეთ. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში: არსებობს თუ არა ე.წ. ტურიზმის სკოლა, არის თუ არა შექმნილი რაღაც სპეციალური ჯგუფები და ზრუნავს თუ არა ვინმე იმაზე, რომ დარგი მაღალკვალიფიციური კადრებით იქნას უზრუნველყოფილი?

კოტე აბულაძე: - ჩვენ, მე მგონი, უნდა ვისაუბროთ მენეჯერთა კადრების მომზადებაზე. ჩვენთან შემოდიან ტრანსნაციონალური კორპორაციები. რას ნიშნავს ამ დროს ეროვნული კადრების მომზადება? - რაც უფრო მეტს მოვამზადებთ ჩვენ, მით უფრო ნაკლები იქნება მათი კადრი და, პირიქით. ამის გამოცდილება უკვე გვაქვს. ჩვენთან ფუნქციონირებენ უძლიერესი ტრანსნაციონალური კორპორაციების სასტუმროები, მაგალითად, „მერიოტი“. იქ ძირითადად მენეჯერების იერარქია ასეთია - იერარქიის სათავეშია ტოპმენეჯერი, ანუ გენერალური მენეჯერი და მისი მოადგილეები, შემდეგ მოდიან სახაზო მენეჯერები, ესენი არიან განყოფილების მენეჯერები, შემდეგ - ფუნქციონალური მენეჯერები (დაჯავშნის, სტუმრის მიღების და ა.შ) და შემდეგ - მომსახურე პერსონალი. რაც შეეხება მენეჯერების მომზადების სისტემას, აქ ჩვენ ტრადიციაზე უნდა ვისაუბროთ. ტრადიციაა ჩვენთან შესაცვლელი და, საერთოდ, ტურიზმში ბევრი სტერეოტიპია შესაცვლელი, თანამედროვე აზროვნებაზე უნდა გადავიდეთ. ჩვენ დღესაც კი ტურიზმის მენეჯერებს ისე ვამზადებთ, როგორც ტურისტებს. დამეთანხმებით, მენეჯმენტი და მარკეტინგი ეკონომიკური მეცნიერებებია. ჩვენთან კი ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომლის მიხედვითაც ტურიზმის მენეჯერებს ამზადებდნენ გეოგრაფიის ფაკულტეტებზე, . ახლა საჭიროა გეოგრაფიულიდან ეკონომიკურ ხედვაზე გადასვლა. სწორედ ეს არის შესაცვლელი. ერთერთი მთავარი პრობლემა კი პედაგოგების პრობლემაა - კატასტროფულად არ გვყოფნის პედაგოგები, კვალიფიციური კადრები.

„ბ.კ. - ქვეყანაში მრავალი ტურისტული კომპანია მუშაობს. რაზე არიან ისინი ძირითადად ორიენტირებულნი, ტურისტების გაყვანასა თუ შემოყვანაზე?

კოტე აბულაძე: - ჩემი მონაცემებით, უფრო გაყვანაზე.

ნიკა კვარაცხელია: - გაყვანისას ჩვენს კომპანიებს უფრო უადვილდებათ საქმიანობა, რადგან ამ დროს ძირითად ვალდებულებას მომსახურებაზე მიმღები კომპანია იღებს. მიღება ბევრად ძნელია, რადგან ის სამი კომპონენტისგან შედგება - ტურისტული პროდუქტის შექმნა, მისი რეალიზაცია და მომსახურება. როცა გაყვანაზეა საუბარი, მხოლოდ ერთი კომპონენტი გვჭირდება, ეს არის რეალიზაცია, პროდუქტის შექმნა და მომსახურება კი უცხოელი პარტნიორის საქმეა. ამ სამ კომპონენტს ერთად ჩვენი ფირმები გაურბიან, თუმცა, 48 მიმღები ტუროპერატორია ტურიზმის დეპარტამენტში დაფიქსირებული.

„ბ.კ. - რამდენად მასშტაბურია ამ ფირმების საქმიანობა?

ნიკა კვარაცხელია: - ძალიან დიდი სურვილი მაქვს ამ კითხვაზე გიპასუხოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ გიპასუხებთ, რადგანაც არცერთი ფირმა არ ახდენს თავისი საქმიანობის ლეგალიზებას და იმის დაფიქსირებას, რამდენი ტურისტი შემოჰყავს. არადა, ამის გარეშე საერთო სურათზე საუბარი, თუ რამდენი ტურისტი შემოდის რეალურად ქვეყანაში, შეუძლებელია.

კოტე აბულაძე: - ეს არის ზუსტად ექსპორტიმპორტის თანაფარდობის პრობლემა, რადგან უცხოელი ტურისტის მიღება მომსახურებისა და პროდუქტების ექსპორტია.

„ბ.კ.“ - ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ ტურიზმზე, მაგრამ არაფერი გვითქვამს შიდა ტურიზმის განვითარებაზე. ადრე შიდა ტურიზმი კარგად იყო ორგანიზებული, რაც სამწუხაროდ, დღეს მოშლილია. რა არის ამის მიზეზი და საერთოდ, რამდენად აუცილებელი და მომგებიანია ქვეყნისთვის შიდა ტურიზმის განვითარება?

კოტე აბულაძე: - შიდა ტურიზმი, საერთოდ, ტურიზმის განვითარების ლოკომოტივია. თუ ჩვენ გადავხედავთ მსოფლიო სტატისტიკას, შემოსავლების 2/3 შიდა ტურიზმზე მოდის და მხოლოდ 1/3-ია საერთაშორისო ტურიზმიდან. რაც შეეხება იმას, რომ შიდა ტურიზმი მივიწყებული იყო და ახლა რაღაც ძვრები შეინიშნება, აქაც რესურსის პრობლემაა. მატერიალურტექნიკური ბაზა, იქნება ეს სანატორიუმები თუ სხვა დასასვენებელი სახლები, დანგრეული და განადგურებულია. მართალია, ახლა ხდება ამის აღდგენა, მაგრამ უკვე სხვა პრობლემებმა წამოიწია წინ, ისეთი ფასებია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ნაკლებადხელმისაწვდომი გახდა შიდა ტურიზმით სარგებლობა. შიდა ტურიზმის დანიშნულება ხომ, ძირითადად, ბავშვების გაყვანა, ოჯახური დასვენებაა. მე გადავხედე ერთერთი განახლებული კურორტის მომსახურების ფასებს. აღმოჩნდა, რომ მინიმალური ფასი დღეღამეში 140 დოლარია და ამაში არ შედის კვება. ასეთი ფასების პირობებში რომელიმე ჩვენს კურორტზე ოჯახით დასვენება ფაქტობრივად წარმოუდგენელია.

„ბ.კ.“ რაში ხედავთ გამოსავალს?

0x01 graphic

კოტე აბულაძე: - გამოსავალი ეკონომიკის გონივრულ მართვაშია.

ნიკა კვარაცხელია: - საბჭოთა კავშირში მხოლოდ ერთი ფორმის ტურიზმი არსებობდა, მას სოციალური ტურიზმი ერქვა და ძირითადად ამ როლს პროფავშირები ასრულებდნენ. ისინი ძალიან შეღავათიან ფასებში ყიდდნენ ტურისტულ საგზურებს. შემდეგ, რა თქმა უნდა, ინფორმაციის მატებასთან ერთად, შორს წავიდა ტურიზმის ფორმები და დღეს ყველამ საკუთარი ჯიბიდან უნდა ამოიღოს ფული, თუ დასვენება უნდა. თუმცა, ფაქტია, რომ ქართველები დიდად ტურისტული ერი არა ვართ. ჩვენს საყოფაცხოვრებო კულტურაში ტურიზმი არ დგას აუცილებელ მოთხოვნათა შორის. წარმოიდგინეთ ქართველი გლეხი, რომელსაც გაუჩნდა ზედმეტი 1000 ლარი და ეს თანხა ორიდან ერთერთი რამისთვის უნდა დახარჯოს - ან სარეცხი მანქანა განაახლოს, ან დაისვენოს. როგორ ფიქრობთ, რომელს აირჩევს? რა თქმა უნდა, დასვენებას არა. არსებობენ ერები, რომლებიც უფრო ტურისტულები არიან. ჯგუფური ტურიზმი წმინდა ევროპული მოვლენაა. ამერიკელები ინდივიდუალურად მოგზაურობენ. რაც შეეხება სოციალურ ტურიზმს, იგი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან მოსახლეობამ თუ არ აღიდგინა ძალები, არ დაისვენა კარგად, ის დაკარგავს შრომისუნარიანობას. ასე რომ, ტურიზმი ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წყაროა და ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. როგორც კი ეს ხელმისაწვდომი გახდება, ჩვენთანაც მოიშლება ზღვარი ადგილობრივ და საერთაშორისო ტურიზმს შორის. ფრანგისთვის ან ინგლისელისთვის არ არსებობს განსხვავებული მომსახურება ადგილობრივი და უცხოელი ტურისტისთვის. უფრო მეტიც, გერმანელი ზოგჯერ მეტს იხდის გერმანიაში დასვენებისთვის, ვიდრე ჩასული უცხოელი, მითუმეტეს, თუ ის საქართველოდან ან რომელიმე პოსტსაბჭოური ქვეყნიდანაა. ჩვენთანაც არსებობს ეს განსხვავება. ამის მიზეზი კი ის არის, რომ თბილისში ჩამოსული ქუთაისელი ან ლაგოდეხელი სასტუმროში კი არ ცხოვრობს (როგორც წესით უნდა ცხოვრობდეს), არამედ ცხოვრობს ბიძაშვილმამიდაშვილთან, სხვა ახლობელთან და ა.შ. როცა მას ექნება საკმარისი ფული ჯიბეში, ის აუცილებლად სასტუმროში იცხოვრებს.

„ბ.კ.“ - ბატონო ნიკა, თქვენ ბრძანეთ, რომ ტურისტული კანონმდებლობა ჩვენში ფაქტობრივად არ არსებობს, რომ გვაქვს სერიოზული რეკომენდაციები ამერიკული, თუ ევროპული სტრუქტურებიდან, რომლებიც არც კი თარგმნილა. როგორ ფიქრობთ, რასთან გვაქვს საქმე - მიზანმიმართულ უმოქმედობასთან, თუ არაპროფესიონალიზმით გამოწვეულ გულგრილობასთან?

0x01 graphic

0x01 graphic

ნიკა კვარაცხელია: - შეიძლება არც ერთი იყოს და არც მეორე, ჩემის აზრით, ლიბერალიზმით გატაცებასთან უფრო გვაქვს საქმე. მთავარი დევიზი ამ შემთხვევაში ასე ჟღერს - ბაზარი დაარეგულირებს ყველაფერს. ეს არის ის პანაცეა, როცა ქართველები ასე ფიქრობენ - იმუშავებს ტურისტული ფირმა ცუდად, მას არ ეყოლება კლიენტი. მაგრამ ჩამოსული უცხოელის ცუდად მომსახურება ძალიან ძვირად დაუჯდება საქართველოს, ვინაიდან ეს ფაქტი მარტო მის მიმღებ ფირმას კი არა, ქვეყნის იმიჯსაც დააზარალებს. ამიტომ სტანდარტის მოთხოვნა და ფირმის იძულება, რომ დაიცვას ეს სტანდარტი, ეს არის გარკვეული გარანტია სახელმწიფოს მხრიდან. მაგრამ იმის გამო, რომ არ არსებობს ეს სტანდარტები, ქართული ფირმები ვერ თანამშრომლობენ უცხოელებთან, გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ არიან ლიცენზირებულნი. არალიცენზირებულ ფირმებთან კი უცხოელი საქმეს არ იჭერს. გეტყვით, რომ პრესის ფურცლებიდან (არა მხოლოდ ქართული) არ ჩამოდის შემდეგი თემა - ქართველები ვერ იღებენ ვიზებს უცხოეთში წასასვლელად, აქ აკრედიტებული საელჩოები არ ცნობენ ქართულ ტურისტულ ფირმებს. საელჩოების თანამშრომლები ამბობენ - თქვენ თვითონ არ ცნობთ ამ ფირმებს და ჩვენ რატომ უნდა ვაღიაროთ, ვინაიდან არ მიგიციათ მათთვის ლიცენზია და სახელმწიფოს არ აუღია პასუხისმგებლობა. გაეცით ლიცენზია და დაუდექით თავდებად ტურისტულ ფირმებს და მერე იქნებ ჩვენც განვიხილოთ საკითხი, ვენდოთ თუ არა ამა თუ იმ ტურისტულ ფირმას საქართველოში. ასე რომ, ეს ის ჯოხია, რომელსაც ორი ბოლო აქვს.

კოტე აბულაძე: - მე სავსებით ვეთანხმები ბატონ ნიკას - აქ არსებობს ისეთი შეხედულება, რომ თითქოს ბაზარი არის ყველაფრის პანაცეა და ყველაფერს იგი დაარეგულირებს. სამწუხაროდ, ბაზარი ყველაფერს ვერ არეგულირებს. არსებობს ისეთი ცნება, როგორიც არის „ბაზრის ფიასკო“, ბაზრის ჩავარდნა და სწორედ იქ არის საჭირო სახელმწიფო რეგულირება, სწორედ ეს არის ხილული და უხლავი ხელის დაწყვილება, ამიტომ ეს კიდევ ერთი მიზეზია, ტურისტულ ბიზნესს რომ დიდი პრობლემები აქვს საქართველოში. მეორეა ის, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ კანონმდებლობის როლს დარგების განვითარებაში და, საერთოდ, ყველაფერში. არსებითად რომ ვთქვათ, კანონი, ეს არის თამაშის წესი და თუ ჩვენ ეს წესი ვერ დავადგინეთ, ვერაფერს გავხდებით, ვერც ჭადრაკს ვითამაშებთ და ვერც სხვა რამეს. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამაზე, უპირველესი მისი საკანონმდებლო ასპექტია, რადგანაც თამაშის წესების მკაფიოდ ჩამოყალიბებაა უმთავრესი. ჩვენ ამ სფეროში გვაქვს ერთადერთი კანონი და ისიც არაფრისმთქმელი, რადგან, ჩემის აზრით, კანონი უნდა იყოს მასტიმულირებელი, იგი ხელს უნდა უწყობდეს დარგის განვითარებას, უნდა არეგულირებდეს სამეწარმეო ურთიერთობებს ტურიზმში მონაწილე სუბიექტებს შორის. როცა კანონში მხოლოდ დეფინიციებია, ის არაფრის მომცემია. დეფინიციები შეიძლება ლექსიკონშიც იყოს, ამისთვის კანონი სულაც არ არის საჭირო, ამისთვის ძალიან კარგი ლექსიკონები და ენციკლოპედიები არსებობს. კიდევ გავიმეორებ, პრობლემას ორი მთავარი მიზეზი გააჩნია - შეხედულება, რომ ბაზარი არის ყოვლისშემძლე და მეორე ის, რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ საკანონმდებლო ბაზის მნიშვნელობას.

„ბ.კ. “ რას ურჩევდით ხელისუფლებას?

კოტე აბულაძე: - საქართველოში ბევრი პრობლემა არსებობს. ჩვენ ახლა ტურიზმზე ვისაუბრეთ, მაგრამ გარდა ამისა, არსებობს გლობალური პრობლემა, რომელიც ყველა სფეროს ეხება და რომელსაც მე „მოუხმობელთა პრობლემას“ ვეძახი. ჩვენ არ ვიყენებთ მთელი საზოგადოების პოტენციალს, ჩაკეტილნი ვართ რაღაც ნაჭუჭში, იქნება ეს პოლიტიკური პარტია თუ რაღაც საზოგადოებრივი მოძრაობა და ვფიქრობთ, რომ იქ ტრიალებს ყველაფერი, მაშინ, როცა ჩვენს საზოგადოებას გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი. არ ვილაპარაკებ ქართველი კაცის ნიჭზე, ცოდნაზე, უნარსა და შესაძლებლობებზე. ასე რომ, მთელი საზოგადოების პოტენციალის ამოქმედება - აი, ეს არის სახელმწიფოსთვის პრობლემების გადაწყვეტის ერთერთი ძირითადი ბერკეტი და მთავარი ამოცანა. სხვაგვარად ჩვენ ჩავიკეტებით ნაჭუჭში და დავემსგავსებით რაღაც კასტას. სწორედ „მოუხმობელთა პრობლემის“ სასწრაფოდ გადაჭრისკენ მოვუწოდებდი მე მთავრობას.

ნიკა კვარაცხელია: - ალბათ, ჩემი რჩევა ნაკლებ გამოსადეგი იქნება. იმ ამერიკულ კონცეფციაში, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ, არის მინიშნებები იმაზე, რომ მმართველ ორგანოს არ გააჩნია იმის რესურსი, რომ დამოუკიდებლად აწარმოოს მარკეტინგული კვლევები და დადოს რეკომენდაციები. თუ ჩვენ გვინდა ტურიზმის განვითარება, ქვეყანაში ტურიზმზე პასუხისმგებელმა ორგანომ უნდა უთხრას ტურისტული ბიზნესით დაკავებულ ან პოტენციურად ამის მსურველ ადამიანებს, დაკავდით ტურიზმით, გააკეთეთ საქმე და გექნებათ წარმატება. ჩემი ეს მოსაზრება ეფუძნება 2006-2007 წლებში ქვეყანაში შემოსული ტურისტების იმ რაოდენობას, რომელიც კულტურული ტურიზმის მიმართულებით წავიდა. თუ გვექნება კვლევებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ტურიზმის რომელი ფორმით უფრო მეტი ადამიანი ჩამოვიდა ქვეყანაში, იქნება ეს სათავგადასავლო თუ კულტურული ტურიზმი, მაშინ სწორედ იქით უნდა მივმართოთ სახელმწიფოს ძალისმევა და სტიმული მივცეთ მის განვითარებას. სამწუხაროდ, ასეთი მარკეტინგული კვლევები, სოციოლოგიური დაკვირვებები, ანალიზი და მასზე დამყარებული რეკომენდაციები სახელმწიფოს მხრიდან ნაკლებია, ეს კი, გარკვეულწილად, დარგის განვითარების ხელისშემშლელი ფაქტორია.

საუბარს უძღვებოდა ილნარ გორელიშვილი

3 ტურიზმისგან დიდი მოლოდინის საფუძველი გადაჭარბებული ოპტიმიზმია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სოსო ცისკარიშვილი:

- ბატონო სოსო, რას იტყვით ტურიზმის განვითარების პოტენციალსა და პერსპექტივებზე საქართველოში?

- ტურიზმი გახლავთ ის სფერო, რომლის განვითარების გარეშეც საქართველოს პერსპექტივა ბევრად უფრო მოკრძალებული იქნებოდა. ამავე დროს, სრულიად მკაფიოდ არის გასამიჯნი ამ დარგის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო სექტორის ამოცანები და ვალდებულებები. რასაკვირველია, ვერანაირი მცირე, თუნდაც იაფი კრედიტი ქვეყანაში ვერ განავითარებს ტურიზმს, თუ მას საფუძვლად არ უდევს საკმაოდ სოლიდური ინვესტიციები, მოძიებული ან გაღებული სახელმწიფოს მხრიდან. ამავდროულად, ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა თანამედროვე დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა. დღეს, ასე ვთქვათ, საშუალო მოთხოვნილების მქონე ტურისტი საკუთარი საცხოვრისიდან არსად არ წავა, თუ უკეთეს კომფორტს და შთაბეჭდილებებს არ შესთავაზებთ, ვიდრე საკუთარი საცხოვრებელი ადგილის ირგვლივ აქვს. ამდენად, შედარებით განუვითარებელი ტურისტული გარემო, შეიძლება, რაიმე კონკრეტული მიზეზით იყოს საინტერესო, ვთქვათ, ექსტრემალური ტურიზმის მიმდევართათვის, ან საერთოდ, უცნაური ადამიანებისთვის, რომელთა ნაბიჯსაც წინასწარ ვერ განჭვრეტთ. ამიტომ, ვიდრე ქვეყანა დაიწყებს საკუთარ შესაძლებლობათა ლამაზად „შეფუთვას“ და ტურისტისთვის შეთავაზებას, ცხადია, უნდა იფიქროს ამ დარგის ხანგრძლივ პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, მზადება იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა მართლაც შეიძლება იქცეს ასეთი მიზიდულობის ცენტრად უცხოელი ტურისტისთვის, საკმაოდ ძვირი სიამოვნება გახლავთ.

შრომას მოაქვს შედეგი - ეს აქსიომაა. მაგრამ შრომაც არ არის საკმარისი, თუ შესაბამისი თანხები არ იქნა მოძიებული. ჯერჯერობით, ის რაც ხდება საქართველოში ტურიზმის მიმართულებით, უფრო ლაპარაკი და თავგანწირულთა ერთგვარი მცდელობაა, ვიდრე კონკრეტული საქმე. ვგულისხმობ ინდივიდუმებს, რომელთაც სურთ, რომ ერთიან არამიმზიდველ ინფრასტრუქტურაში საკუთარი პატარა ბიზნესი, თუ კარმიდამო ოაზისად აქციონ. ასეთი რამ დასაფასებელია, მაგრამ მხოლოდ თანაგრძნობის განცდას და, შესაბამისად, გზააბნეული ტურისტის შეშფოთებასაც იწვევს. წარმატებები ტურიზმში ბევრ ჩვენი ზომის ქვეყანასაც აქვს, ჩვენზე მცირესაც და ნაკლები ბუნებრივი რესურსების მქონესაც. მაგალითისთვის ლიტვის ქალაქ კლაიპედას მოვიყვან (იგი მსოფლიო ტურისტულ რუკაზე რაიმეთი გამორჩეული არასოდეს ყოფილა), ამ ზაფხულში იგი ესპანურენოვანი ტურისტების უზარმაზარ ნაკადს ელის ესპანეთიდან და სამხრეთ ამერიკიდან. ლიტველთა ძირითადი პრობლემა სერვისი ან ინფრასტრუქტურა კი არა, ესპანურენოვანი გიდების ნაკლებობაა, ამიტომ, საკუთარი რესურსი რომ არ ჰყოფნით, მათ მეზობელი ქვეყნებიდან იწვევენ. ეს არის სწორედ მოხერხებული მენეჯმენტის შედეგი, ტურისტულ ბიზნესში იმ ავტორიტეტული გადამზიდავი კომპანიების (უპირველეს ყოვლისა, საზღვაო ტრანსპორტის სფეროში) ჩართვის შედეგი, რომელთაც გარანტირებული კომფორტი გააჩნიათ და არც აღიარება აკლიათ. ასეთი პარტნიორებით, რასაკვირველია, უფრო სანდო და გრძელვადიანია ტურიზმის განვითარების პერსპექტივა.

მეორე შემაფერხებელი პრობლემა ტურიზმის განვითარებისა, ჩემი აზრით, გახლავთ ჩვენი საკუთარი მენტალობა: მომსახურება, როგორც საქმიანობის სფერო, ჩვენს რეალობაში, ჯერ კიდევ მეორეხარისხოვან, უარეს შემთხვევაში კი, სათაკილოდ მიაჩნიათ. არადა, ისინი, ვინც აქ მომსახურების სფეროში საქმიანობას თაკილობს, საზღვარგარეთ უფრო უარეს საქმეზეც არ ამბობს უარს! ეს, ვფიქრობ, იმისი ბრალია, რომ სათანადო ახსნაგანმარტებითი მუშაობა არ წარმოებს.

რასაკვირველია, ჩვენს ქვეყანას შესანიშნავი პერსპექტივა აქვს (და არა მხოლოდ პერსპექტივა, არამედ გამოცდილებაც!). თუმცა, მომსახურების ის ხარისხი, რომლითაც ყოველწლიურად მილიონობით საბჭოთა ტურისტს ვმასპინძლობდით საბჭოთა ქვეყნის გარეთ, მხოლოდ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მცხოვრებთა დასაკმაყოფილებლად თუ იყო საკმარისი.

თავად ტურიზმი, როგორც მომსახურების სფერო, დიდ ყურადღებას მოითხოვს, თუნდაც მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების თვალსაზრისით. გემრიელი საჭმელი აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა იმისთვის, რომ ადამიანმა რესტორანსა თუ კაფეში ისიამოვნოს. ამას სჭირდება სულ სხვა კულტურის მომსახურება და თუ მეპატრონე მხოლოდ მოგებისთვის გახსნის ასეთ ობიექტს, მერწმუნეთ, ის უფრო ნეგატიურ შედეგს მიიღებს, რადგან ტურიზმი კომპლექსური დარგია. ეს არ არის საქმიანობის მხოლოდ ერთი სფერო - ტრანსპორტი, სასტუმრო, კვება, გართობა, სამედიცინო და საინფორმაციო მომსახურება ეს ის მთლიანი კომპლექსია, რომელიც მოწოდებული უნდა იყოს ერთი საერთო მიზნის განხორციელებისთვის. მაგრამ როდესაც ქვეყანაში არის მცდელობა, რომ მოხდეს ყველა ამ ჩამოთვლილი დარგის ცალცალკე მონოპოლიზაცია ამა თუ იმ პოლიტიკური საფარის ქვეშ, მაშინ ეს გაურკვევლობაში ჩააყენებს თუნდაც ზესერიოზული ტურისტული კომპანიის მიერ მოზიდულ პირველსავე ჯგუფს. ასეთი ბიზნესის პერსპექტივაც ძალიან მცირე ექნება. ამავე დროს, ალბათ, დროა ვეძებოთ საზღვარგარეთელი გამოცდილი პარტნიორები, - ტუროპერატორები თუ მთლიანად ამ ბიზნესში ჩართული ცნობილი კომპანიები, რომლებიც საკუთარი ავტორიტეტით დაარწმუნებენ უცხოელ ტურისტს და საუკეთესო გართობისა და დასვენების ადგილად საქართველოს აარჩევინებენ.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ტურიზმი ვერ იტანს კუსტარულობას. სოკოებივით მომრავლებული ტურისტული სააგენტოები ნდობას ვერ მოიპოვებენ, თუ მათ საზღვარგარეთ გამოცდილი და ავტორიტეტული პარტნიორები არ ეყოლებათ.

ამბობენ, საქართველოში მოქმედ კომპანიებს ამ სფეროში არსებული საკანონმდებლო ბაზა უცხოელ გამოცდილ პარტნიორებთან რეალური კავშირის დამყარების საშუალებას არ აძლევსო, არსებობს ლიცენზირებისა და სერტიფიცირების სისტემა - ამის ინიციატორები უცხოელი ექსპერტები ყოფილან. მათ ჩვენს ხელისუფლებას კორუფციული მომენტების შემცირების მიზნით არ ურჩიეს ლიცენზირებასერტიფიცირების სისტემის დანერგვა ტურიზმში. ეს კი ჩვენი კომპანიების მიმართ უცხოელთა სანდოობის ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს...

0x01 graphic

- გეთანხმებით და ეს პრობლემა არახალია. როდესაც ლიცენზიების სიმრავლით საქართველო ერთერთი ლიდერი იყო მსოფლიოში, სწორედ მაშინ დადგა საკითხი ტურისტული მომსახურებისათვის კიდევ ახალი სისტემის შემოღებისა. მაშინ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის ევროკავშირი და სავალუტო ფონდი, ერთად ცდილობდნენ, რომ როგორმე შეეკავებინათ მზარდი კორუფცია ქვეყანაში, ამიტომ კატეგორიულად უარყოფდნენ ასეთი საქმიანობის ლიცენზირების აუცილებლობას. ამან მაშინვე გამოიწვია სრულიად არაკონტროლირებადი პროცესი - გარკვეულ თაღლითურ ჯგუფებს თვითონ გაჰყავდათ უცხოეთში ტურისტები, ან ყალბი დაპირებებით „კვებავდნენ“, რაც ხშირად სავალალო შედეგებით მთავრდებოდა. მინდა გითხრათ, რომ ლიცენზირება არ გახლავთ თაღლითობის თავიდან აცილების გზა. თაღლითობას, ზოგადად, სისხლის სამართლის კოდექსი ებრძვის. ამიტომ, თუ სისტემა მოტივირებულია კორუფციული გარიგებებისთვის, ის ამ ლიცენზიასაც „კეთილად მოიხმარს“ და ულიცენზიოდაც შესანიშნავად მოახერხებს ანალოგიური სქემებით მუშაობას. მთავარი აქ შედეგია. როდესაც ლაპარაკია ლიცენზიების გაუქმებაზე, მახსენდება ჩვენს ქვეყანაში ადამიანის ჩაწერის ინსტიტუტის გაუქმების ანალოგი - შევცვალეთ ტერმინი და ახლა შემოვიღეთ რეგისტრაცია. რეგისტრირებული თუ ხარ სადმე, სიკვდილის მერეც იქ მოგაკითხავენ საარჩევნო ხმის მისაღებად. ასე რომ, უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გარკვეული სერტიფიცირება და არა ლიცენზირება იმ კომპანიებისა, რომელთაც გააჩნიათ ქვეყანაში უცხოური ჯგუფების მიღების საკმარისი შესაძლებლობები. ასევე, შესაძლებელია იყოს საკანონმდებლო ვალდებულება, რომ საზღვარგარეთ ტურისტების გამყვან კომპანიებს ჰქონდეთ პარტნიორული ურთიერთობები საზღვარგარეთელ პარტნიორებთან. ჩემი აზრით, ეს უფრო სანდო გარემოს შექმნიდა არა მხოლოდ ამ ბიზნესში მონაწილე ადამიანებისთვის, არამედ იმათთვისაც, ვინც აპირებს ასეთი მომსახურებით სარგებლობას. სერტიფიცირება მოხდებოდა იმის გათვალისწინებით, თუ სად, რა ბაზაზე, რა პირობებში და მომსახურების რა დონით აპირებს ესა თუ ის ტურისტული სააგენტო მოწვეული სტუმრის მომსახურებას. შეიძლებოდა გარკვეული კატეგორიების მინიჭებაც, თუმცა, შესაძლოა, ესეც კორუფციის საგანი გამხდარიყო მერებისა და გამგებლებისთვის, მაგრამ მერწმუნეთ, ხანგრძლივი თაღლითობა გამორიცხულია ბაზარზე, რომელიც უაღრესად გაჯერებულია კონკურენტუნარიანი წინადადებებით. მთავარია, მეორედ რამდენი ტურისტი ჩამოვა ქვეყანაში, თორემ ერთხელ შეიძლება ყველას შეეშალოს. მაგრამ ერთხელ შეცდომაში შესული ტურისტი ბევრად უფრო ფართო ინფორმაციის გამტანია ქვეყნიდან, ვიდრე ნებისმიერი სარეკლამო კამპანია. ასე რომ, როგორც ყველგან, ტყუილს ტურიზმშიც მოკლე ფეხები აქვს და საკმაოდ არამიმზიდველად გამოიყურება. ამიტომ უნდა ვეცადოთ და დავარწმუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი სტუმრები, რომ მათ რაიმე პოლიტიკური ფიცის დადებას არ დაავალდებულებენ.

როგორც აღმოჩნდა, ჩვენი შემორჩენილი ზღვის სანაპირო მრავალი პირობის გამო ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს სხვა ქვეყნების ანალოგიურ კურორტებს, მთა იმდენ ტურისტს ვერ დაიტევს, რამდენსაც ზღვა, სამკურნალო ტურიზმისთვის ადრე არსებული მატერიალურტექნიკური ბაზაც აღარ არსებობს (რომ აღარაფერი ვთქვათ ახალზე), ბიზნესტურიზმისთვის საკმაო სიდიდის სასტუმროები ჯერ არ გვაქვს. მაშინ, რას ეფუძნება ის პიარი, რომელიც სარეკლამო რგოლების სახით არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოური სატელევიზიო არხებითაც ტრიალებს. რამდენად სერიოზულია ამ საკითხისადმი სახელმწიფოებრივი მიდგომა?

0x01 graphic

- ვფიქრობ, ტურიზმისგან დიდი მოლოდინი საკმაოდ გადაჭარბებული ოპტიმიზმია, რაც გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ პოპულარულ სასტუმროებს მიეცეთ საკუთარი ქსელის გაფართოების საშუალება საქართველოს ხარჯზე. ეს, რასაკვირველია, აუცილებელი, მაგრამ აბსოლუტურად არასაკმარისი პირობაა დარგის განვითარებისთვის. სხვა ქვეყანაში არავინ ჩადის იმისთვის, რომ მხოლოდ სასტუმროს ოთახში იჯდეს და შენობაში არსებული მომსახურებით ისიამოვნოს. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ინვესტიციებს აქვს დიდი მნიშვნელობა. მხოლოდ ცენტრალური გზების კეთილმოწყობა არასაკმარისია - შეიძლება გადასარევი ტრასები იყოს ყველა მიმართულებით, თვით უკანასკნელ სოფლამდეც კი, მაგრამ ეს საკმარისი არ იქნება ტურისტის მოსაზიდად. მსოფლიოში ტურისტული ობიექტების შექმნის უამრავი გამოცდილება არსებობს და მათი შესწავლა და გაზიარებაა საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ პრაქტიკულად ყველა, ვინც ტურიზმის განვითარებაზე ლაპარაკობს, არაერთ ქვეყანაშია ნამყოფი და იცის, შეუძლებელია, რომ უცხო ქვეყანაში ნებისმიერი არხით ჩასული ადამიანი ტურისტული ინფრასტრუქტურის მძევლად არ იქცეს, ამ სიტყვის კარგი გაგებით. იქნებ ვინმე მხოლოდ გასტრონომიული ინტერესით მიდის სხვა ქვეყანაში, მაგრამ სანახაობები, მათი ორგანიზება, თანამონაწილეობის განცდა ტურისტული საქმიანობის ძალიან მაღალი ტექნიკაა და მისი გადმოღებაც შეიძლება. ამას გარდა, არსებობს ტურიზმის წმინდა ქართული სახეობები, რომლებიც მხოლოდ ჩვენთან შეიძლება შესთავაზო უცხოელს.

ასე რომ, ქართულ ტურიზმში პერსპექტივა ნამდვილად არსებობს, ჩვენს ხალხს ამისთვის არც ფანტაზია აკლია და არც სტუმარმასპინძლობის ნიჭი, მაგრამ ჯერჯერობით თავს ზევით ძალა არ არის - ის იაფი სესხები, რომლითაც ჩვენი დღევანდელი მთავრობა ტურიზმის აღორძინებას ცდილობს, ძალზე მოკრძალებულია. აჯობებს, რეალობას თვალებში შევხედოთ და თავი არ მოვიტყუოთ...

4 ყველაზე დიდი პერსპექტივა სამკურნალო და ეგზოტიკურ ტურიზმს გააჩნია

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გია ხუხაშვილი:

- ბატონო გია, შეიძლება თუ არა, ტურიზმი იქცეს ეკონომიკის განვითარების მთავარ პრიორიტეტად საქართველოში და რა პერსპექტივები არსებობს ამ მიმართულებით?

- ტურიზმი საქართველოსთვის სერიოზული სფეროა, გამომდინარე თავისი თავისებურებებიდან, მაგრამ მასაც აქვს თავისი მიმართულებები. არა მგონია, სანამ აფხაზეთის საკითხი არ გადაწყდება, ჩვენში მაინცდამაინც პერსპექტიული იყოს საზაფხულო ტურიზმი. უფრო საინტერესო, ალბათ, მისი ეგზოტიკური მიმართულება და მინერალური წყლებია. ამას, შეიძლება, გარკვეულწილად, ზამთრის ტურიზმიც დაემატოს. მიუხედავად ამისა, მიმაჩნია, რომ იგი არ შეიძლება ჩვენი ეკონომიკის მთავარ პრიორიტეტად იქცეს. გვიყვარს და ძალიან მოგვწონს ჩვენი სამშობლო, მაგრამ ტურიზმის ბევრი მიმართულებით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებს კონკურენციას ვერ გაუწევს. პირველ რიგში, საზაფხულო ტურიზმი მაქვს მხედველობაში, აჭარის სანაპირო, ჩვენდა სამწუხაროდ იგი ვერც სერვისის დონით და ვერც კლიმატური პირობებით, უახლოეს პერიოდში კონკურენციას ვერავის გაუწევს, თუნდაც, თურქეთის საზღვაო კურორტებს.

- უნდა მონაწილეობდეს თუ არა სახელმწიფო ტურიზმის განვითარებაში საწყის ეტაპზე მაინც, თუნდაც ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის შექმნის თვალსაზრისით?

- მოდით, ასე ვთქვათ - საერთოდ, სახელმწიფოს წილი ნებისმიერ ბიზნესში, მათ შორის, ტურიზმშიც, მხოლოდ თამაშის წესების დაწესებასა და გარკვეული პროტექციონისტული პოლიტიკის ფარგლებში უნდა მოექცეს. სახელმწიფო პირდაპირ არ უნდა ერეოდეს არც ერთ სფეროში, ისე როგორც ამას ზოგჯერ აკვიატებულად აკეთებს ხოლმე ჩვენი ხელისუფლება. მაგალითად, თავისი გემოვნებით აცხადებს საკურორტო ზონად ამა თუ იმ რეგიონს, ნათლავს მათ „სიყვარულის ცენტრებად“ და ა.შ. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი კარგავს ბუნებრიობას, იღებს ხელოვნურ სახეს და ბიზნესის თვალსაზრისითაც არანაირი ეფექტი არ მოაქვს. გახსოვთ, ალბათ, წყალტუბოზე იყო საუბარი, თითქოს იქ კაზინოები უნდა გახსნილიყო და ეს ქალაქი საქართველოს სათამაშო ბიზნესის ცენტრად ქცეულიყო, ასე მოინდომა მაშინ ხელისუფლებამ. მაგრამ ეს პროგრამა არ იყო კარგად გააზრებული, რის შედეგადაც მკვდრადშობილი კანონი მივიღეთ ფაქტობრივად ყველას დავუწესეთ დიდი გადასახადი, შეღავათი მიეცემოდა მხოლოდ იმათ, ვინც წყალტუბოში გახსნიდა კაზინოს. გასაგები მიზეზების გამო, როგორც მოსალოდნელი იყო, ამან არანაირი ეფექტი არ მოიტანა. ამიტომ, ახლაც იგივე რომ არ დაგვემართოს კარგად უნდა გავიაზროთ, რა მიმართულებებით, რა პოტენციალი გვაქვს და სად რისი გაკეთებაა რეალური. მსგავსი შეცდომები დღევანდელ ვითარებაშიც ხშირია (თუნდაც, ბათუმის გამოცხადება შავი ზღვისპირეთის საუკეთესო კურორტად. ამის საშუალებას, თუნდაც მისი კლიმატური პირობები არ იძლევა!)... მსგავსი რამ აღარ უნდა განმეორდეს.

რაც შეეხება სახელმწიფო პოლიტიკას (რასაც ამ სფეროში რეალურად უნდა აკეთებდეს, თუნდაც დარგის კანონმდებლობის შექმნისა და სრულყოფის თვალსაზრისით), იგი, ფაქტობრივად, საკუთარ ფუნქციას ვერ ასრულებს. სამაგიეროდ, ძალიან ხშირად ადმინისტრაციულად ერევა ამა თუ იმ დარგის განვითარებაში, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო თავდაყირა აყენებს თავის ფუნქციას - სადაც ჩაურევლობა უნდა გამოაცხადოს, იქ ერევა, სადაც რეალურად უნდა ქმნიდეს კონკრეტულ პირობებს, იქ განზე დგება. სწორედ ეს არის პრობლემების თავიდათავი როგორც ტურიზმში, ისე ეკონომიკის სხვა დარგებში. ავიღოთ თუნდაც სოფლის მეურნეობის სექტორი ერთის მხრივ, აუქმებენ საბაჟო გადასახადებს და ფაქტობრივად, დაუცველს და კონკურენტუუნაროს ხდიან ადგილობრივ წარმოებას, მეორეს მხრივ 2020 ლიტრა დიზელის საწვავს არიგებენ, რაც აბსოლუტურად არაადეკვატურია იმისა, რასაც სახელმწიფო საკანონმდებლო თვალსაზრისით უნდა აკეთებდეს. სამწუხაროდ, ხელისუფლება თავის როლს ხედავს ადმინისტრაციულ ჩარევაში, ვიდრე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის ან საინვესტიციო გარემოს შექმნაში. სწორედ აქედან მომდინარეობს ეკონომიკაში დაგროვილი ყველა პრობლემა - რაღაცაზე კი ვსაუბრობთ, მაგრამ, სამწუხაროდ, პრიალა ქაღალდების, ბრჭყვიალა ნათურებისა და ფასადური ეკონომიკის უკან, პრაქტიკულად ყველა სეგმენტში გვრჩება აბსოლუტურად განუვითარებელი და სავალალო მდგომარეობაში მყოფი ეკონომიკა. გამონაკლისი მხოლოდ საბანკო სფეროა, თუმცა იქაც, ვხედავთ, რომ სერიოზული პრობლემები უკვე დაიწყო. სამშენებლო სექტორი საკმაოდ განვითარებული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, უახლოეს პერიოდში, აქაც საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეიქმნება. ასე რომ, საქმისადმი ზედაპირული მიდგომები ყველგან ქმნის და შექმნის პრობლემებს, მათ შორის ტურიზმშიც.

0x01 graphic

5 საქართველომ თავისი ტურისტული ბრენდი უნდა შეინარჩუნოს!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანზორ ქოქოლაძე:

„ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალურ დირექტორს ბ-ნ ანზორ ქოქოლაძეს საკმაოდ რეალური და კომპეტენტური ხედვა აქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე. სხვა პრიორიტეტებს შორის იგი ერთერთ პრიორიტეტად სწორედ ტურიზმის გონივრულ და დაჩქარებულ განვითარებას მიიჩნევს.

- ბატონო ანზორ, როგორც წარმატებული ბიზნესმენი, როგორ ფიქრობთ, რამდენად შეიძლება იქცეს ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად?

- როცა ჩვენ ექსპორტიმპორტის უარყოფით სალდოზე ვსაუბრობთ (სამწუხაროდ, სხვაობა ექსპორტიმპორტს შორის მილიარდზე მეტია), ტურიზმი ექსპორტის ერთერთი ძირითადი საშუალებაა. ხშირად, ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი (და არა მარტო ისინი) მოიაზრებენ, რომ თუ წარმოება არ განვითარდა, ეკონომიკა წინ ვერ წავა. მინდა გითხრათ, რომ ტურიზმიც წარმოებაა, თანაც კომპლექსური წარმოება. დაახლოებით 70%25-იანი ზრდაა ყოველწლიურად ტურიზმის მიმართულებით. ეს საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. შეიძლება ევროპიდან და დასავლეთიდან ძნელი იყოს ტურისტების მოზიდვა, მაგრამ სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თუნდაც შუა აზიიდან ტურისტების შემოყვანა საკმაოდ კარგად შეიძლება სწორად დაგეგმილი მარკეტინგის, მენეჯმენტისა და ინფრასტრუქტურის პირობებში.

- როგორ ფიქრობთ, რომელი მიმართულებები შეიძლება იქცეს წამყვანად ქართულ ტურიზმში?

- ჩვენ თითქმის ყველა მიმართულების განვითარებისთვის გვაქვს პირობები, იქნება ეს ეკო, კულტურული, მთის თუ საზღვაო ტურიზმი. რაც შეეხება საქმიან ტურიზმს, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით განსაკუთრებულ პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა, ვფიქრობ, სხვა მიმართულებების თანდათანობითი განვითარება მიგვიყვანს საქმიანი ტურიზმის განვითარებამდე. დღეს დიდი სამეცნიერო თუ სხვა სახის საერთაშორისო კონფერენციებისა და კონგრესების ჩატარების პირობები, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია, ბაზარია პატარა ამ ტიპის შეხვედრების მოსაწყობად. მართალია, უცხოელთა საქმიანი ვიზიტები საკმაოდ იზრდება, მაგრამ არც იმდენად, რომ ამ მიმართულების ტურიზმმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის განვითარებაში. თუმცა, ჩვენ ტურიზმის არცერთი მიმართულების განვითარება არ უნდა გამოვრიცხოთ. მინდა გითხრათ, რომ 2006 წელს აჭარის საზღვაო სანაპირომ 200 ათას დამსვენებელს უმასპინძლა, 2007-ში კი ეს ციფრი 360 ათასამდე გაიზარდა. ასე რომ, ვფიქრობ, ამ და სხვა მიმართულებებში გაცილებით დიდი პოტენციალი გვაქვს ამ ეტაპზე, ვიდრე, ვთქვათ, საქმიან ტურიზმში.

- არსებობს მოსაზრება, რომ ტურიზმის განვითარებას ქართული მენტალობა უშლის ხელს...

0x01 graphic

- დავეთანხმები ამ მოსაზრებას - სერვისში ნამდვილად გვაქვს სერიოზული პრობლემები, რადგან მენტალურად ჩვენ არა ვართ კეთილგანწყობილნი ტურიზმის მიმართ, განსხვავებით, ვთქვათ, თურქეთისგან, რომლის მოსახლეობაც ბუნებრივადაა ტურიზმზე ორიენტირებული. თუ ავიღებთ ევროპის კურორტებს, ერთერთი საუკეთესო თურქეთის კურორტებია ამ მხრივ.

0x01 graphic

- არსებობს ერთგვარი აკვიატებული შეფასებაც, რომ ტურიზმის განვითარებამ, საქართველო შესაძლოა, მომსახურე ერად გვაქციოს..

- თუ ჩვენ ტურიზმს განვავითარებთ, ამით ბიზნესის განვითარებას შევუწყობთ ხელს, რაც გააჩენს კიდეც ფულსა და სახსარს ჩვენი ეროვნული ფასეულობების გადასარჩენად და შესანარჩუნებლად. გლობალიზაციას თავისი წესები აქვს და თუ ჩვენ დინების საწინააღმდეგოდ წავალთ, მხოლოდ დროსა და ენერგიას დავხარჯავთ ფუჭად. პირიქით, ჩვენ ამ პროცესებს უნდა მივყვეთ და მისი თანამონაწილენი გავხდეთ, ამასთან, ვეცადოთ, ამ დინებაში შევინარჩუნოთ ის ეროვნული ფასეულობები, რისი დაკარგვისაც გვეშინია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა დიდად აფერხებს საქართველოში ტურიზმის განვითარებას - არის ეს დაძაბულობა რუსეთთან თუ საერთო კავკასიური ეთნოკონფლიქტები... ისევ ვიმეორებ: ჩვენ დიდი მოლოდინი ევროპელი თუ ამერიკელი ტურისტების მოძალებაზე არ უნდა გვქონდეს. ჩვენ ვიყავით გარკვეული ტურისტული ბრენდი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისათვის ქართული მინერალური წყლებით, ულამაზესი ბუნებით. ამიტომ დღესაც უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ ეს ბრენდი და არ დავკარგოთ ჩვენი ნიშა ამ მიმართულებით. დიახ, ამ ურთიერთობების თვალსაზრისით, ჩვენ დიდი კაპიტალი გაგვაჩნია, რომელსაც შენარჩუნება და რეალიზება სჭირდება!

მოამზადა ილნარ გორელიშვილმა

6 საქართველოში ტურიზმი პროფესიონალი კადრების დეფიციტს განიცდის!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარინა მეტრეველი:

საქართველოში, ტურიზმი რომ ერთერთი პრიორიტეტული სფერო უნდა გახდეს, ეს საკამათო არ არის, მითუმეტეს, ჩვენს ქვეყანას ამის უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია. ტურიზმის აღორძინებისთვის კი, აუცილებელია არამარტო შესაბამისი ინფრასტრუქტურა და კვალიფიციური კადრები, არამედ საკანონმდებლო ბაზა და სათანადო სახელმწიფო პოლიტიკა.

გვესაუბრება საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის საუნივერსიტეტო სწავლების ასოციაციის წევრი, ტურიზმის საერთაშორისო აკადემიის ნამდვილი წევრი, ექსპერტი ტურიზმის საკითხებში, პროფესორი მარინა მეტრეველი.

- ქალბატონო მარინა, დამეთანხმებით დღეისათვის ტურიზმთან მიმართებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული სახელმწიფო პოლიტიკა არ არსებობს - არა გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, არ არსებობს დარგის განვითარების გამოკვეთილი სტრატეგია... თქვენ, როგორც ექსპერტი ტურიზმის საკითხებში, როგორ ფიქრობთ, რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისათვის, რომ ტურიზმის განვითარებას ქვეყანაში თანმიმდევრული ხასიათი მიეცეს?

- დიახ, 25 წელზე მეტია ამ დარგში ვმოღვაწეობ და ბუნებრივია საკუთარი ხედვაც გამაჩნია. ამაში ხელი შემიწყო, სხვადასხვა პერიოდებში ტურიზმში ჩემმა საქმიანობამ, როგორც კერძო ბიზნესში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ისე საკანონმდებლო ორგანოში. აქტიურად ვეწევი პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობასაც. გამოცემული მაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო ტურიზმის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტთათვის და „ტურიზმის ტერმინთა ინგლისურქართული განმარტებითი ლექსიკონი“...

სამწუხაროდ, ტურიზმი დღეს საქართველოში დაუგეგმავად, ქაოტურად ვითარდება - საკანონმდებლო ბაზისა და ეროვნული კონცეფციის გარეშე. იმ დროს, როდესაც სახელმწიფოს პრიორიტეტულად ტურიზმის დარგის განვითარება აქვს გამოცხადებული, ყოვლად დაუშვებელია არსებული საკანონმდებლო ბაზით ქვეყანაში ტურიზმის პოლიტიკის გატარება, რადგან იგი არ შეესაბამება იმ პრიორიტეტებს, რომლებსაც დღეს ირჩევს მთავრობა. „ტურიზმის და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღების დროს (1997წ.) ქვეყანაში სულ სხვა მდგომარეობა იყო, როგორც ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. ტურიზმი კი მსოფლიოში სწრაფად განვითარებადი დარგია და, ცხადია, ამ განვითარებას ბევრი ცვლილებები მოსდევს, რომელიც თანხვედრაში უნდა იყოს ქვეყნის, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მდგომარეობასთან.

საგულისხმოა, რომ 2007 წელს, ამერიკასაქართველოს ბიზნეს საბჭომ შეიმუშავა: „ტურიზმის განვითარებისა და ინვესტირების გეგმა და სტრატეგია“ (რომელიც მიეწოდა საქართველოს მთავრობას), სადაც ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ ქართულ ტურისტულ ბაზარზე „ამინდს“ უნდა ჰქმნიდეს თურქი ტურისტების რაოდენობის ზრდა (?!). ვთვლი, რომ საკითხისადმი ასეთი მიდგომა არასწორია, რადგან ხშირად თურქი ტურისტები არ სარგებლობენ სასტუმროთი და ჩვენი კვების ობიექტებით (ანუ ქვეყნის ეკონომიკაში არ შემოაქვთ შემოსავალი). შემოსავლების ათვლის დროს, ასეთ ტურისტებზე აქცენტი არ უნდა გაკეთდეს. ამასთან ერთად, ჩემთვის გაუგებარია, საქართველოს ტურისტული ბაზარი, თურქი ტურისტების იმედზე როგორ უნდა იყოს დამოკიდებული, როდესაც თვითონ თურქეთში ტურისტებს სთავაზობენ მაღალხარისხიან ტურისტულ პროდუქტს დაბალ ფასად, ეკოლოგიურად სუფთა ზღვის სანაპიროსა და მრავალფეროვან ატრაქციებს.

- ქალბატონო მარინა, ტურიზმი საქართველოში, მართალია ქაოტურად, მაგრამ მაინც ვითარდება. საინტერესოა, თუ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში შემოსულ ტურისტებთან დაკავშირებით?

- სამწუხაროდ, საქართველოში რეალური სტატისტიკა არ არსებობს. თუმცა, ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტმა მოგვაწოდა, 2007 წელს, საქართველოში მილიონ 300 ათასი ტურისტი შემოვიდა. ვფიქრობ, ეს ციფრი რეალურ სურათს არ ასახავს, რადგან ჯერჯერობით არა გვაქვს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების დათვლის მეთოდიკა. არადა, რეალობასთან მიახლოებულ სტატისტიკას დიდი მნიშვნელობა აქვს, რათა გავიგოთ ტურიზმიდან რა მოგება აქვს სახელმწიფოს, განისაზღვროს დარგი რეალურად გვაძლევს თუ არა შემოსავლებს და რამდენად პრიორიტეტულია იგი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

- როგორც ვიცით, ტურიზმის განვითარებისთვის, თითოეულ ქვეყანას თავის რეალობასთან მორგებული პოლიტიკა აქვს შემუშავებული... როგორ ფიქრობთ, საქართველოში თურქეთის მსგავსად ლიბერალური პოლიტიკის გატარება თუ იქნება გამართლებული?

0x01 graphic

- ვფიქრობ, რომ ლიბერალური პოლიტიკის გატარება დადებით შედეგს გამოიღებს. მაგალითად, თურქეთში ასეთმა მიდგომამ მკვეთრად შეუწყო ხელი ტურიზმის განვითარებას. სახელმწიფომ, ტურიზმის სფეროში დასაქმებულ მეწარმეებს, რამდენიმე წლით გარკვეული შეღავათები გაუწია: გასცა უპროცენტო და დაბალპროცენტიანი კრედიტები, გაათავისუფლა გადასახადებისგან და ა.შ. ყოველივე ამან, სულ რამდენიმე წელიწადში, თურქეთი ევროპაში განვითარებული ტურიზმის ქვეყანათა პირველ ათეულში შეიყვანა.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ამ რთულ ეტაპზე ტურისტულ ინდუსტრიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურპროდუქტის ფასისა და ხარისხის ისეთი შეფარდება, რომელიც კონკურენტუნარიანს გახდის მას, როგორც ადგილობრივ, ასევე უახლოესი მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე. აუცილებელია ნამდვილ პრიორიტეტად იქცეს შიდა ტურიზმის განვითარება, რადგან ამ დროს შექმნილი თანამედროვე ინფრასტრუქტურა და მომსახურების შესაბამისი სტანდარტები დადებითად იმოქმედებდა უცხოეთიდან ტურისტების ნაკადების გაზრდაზე. უპირველეს ყოვლისა, ხელი უნდა შეეწყოს კულტურული ტურიზმის, ეკოტურიზმის, აგროტურიზმისა და სამკურნალო ტურიზმის აღორძინებას.

- დარგის განვითარებას, სათანადო ინფრასტრუქტურასთან ერთად კვალიფიციური კადრებიც სჭირდება, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით, საქართველოში სახარბიელო მდგომარეობა არა გვაქვს. როგორ ფიქრობთ, დღეისათვის რამდენადაა შესაძლებელი კვალიფიციური კადრების მომზადება, მაშინ, როცა ტურიზმის სფერო პროფესიონალი პედაგოგების დეფიციტს განიცდის?

- გეთანხმებით, ტურიზმის სფერო კვალიფიციური პედაგოგების ნაკლებობას განიცდის. ჯერ კიდევ 1999 წლიდან, ჩემი მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში ყოფნის პერიოდიდან ვიბრძვი საქართველოში ტურიზმის განათლების სრულყოფილი სისტემის ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ამაოდ!

სამწუხაროდ, ქვეყანაში მიუხედავად საქართველოში არსებული უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლისა, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სფეროში აღინიშნება კონკურენტუნარიანი კადრების ნაკლებობა. ცოტაა პროფესიული სკოლები, შესაბამისი სახელმძღვანელოები... მართალია, სხვადასხვა სასწავლებლებში არსებობს ტურიზმის ფაკულტეტები, მაგრამ სტუდენტები იქ სრულყოფილ განათლებას ვერ იღებენ, რადგან არა გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები.

- ფაქტია, რომ ტურიზმის განვითარება, ძირითადად, კერძო სექტორის ხელშია მოქცეული. თქვენის აზრით, რამდენად უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო სათანადო ინფრასტრუქტურისა და პროფესიონალი კადრების მომზადებაში?

- სახელმწიფოს დახმარება, ძირითადად, საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფაში და სწორი პოლიტიკის შემუშავებაში უნდა გამოიხატებოდეს. ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს სექტორში არსებული ლიბერალიზაციის შენარჩუნებისა და ინვესტიციების მხარდაჭერაზე. სახელმწიფო თუ შესაბამის გარემოს შეუქმნის ინვესტორებს, ტურიზმში ფულს დააბანდებენ როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორები. დარგის განვითარების სტრატეგიის ზედმიწევნით სწორად დაგეგმვისა და წარმართვისათვის აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა, როგორც გადაწყვეტილების მიღების, ისე ფინანსური სარგებლის მიღების პროცესში.

შიდა ინვესტიციების მოზიდვისათვის კი აუცილებელია მოსახლეობის ინფორმირებულობა. ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ტურიზმის განვითარებას უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის და შესაბამისად მათი ოჯახებისთვისაც.

7 როცა სიძვირე ხარისხის გაუმჯობესებას არ იწვევს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იწყება საზღვაო სეზონი და აჭარა 450000 ტურისტის მოლოდინშია, ტურიზმის სფეროში მიღწეულ წარმატებებზე ბევრი იწერება, პრობლემებზე ცოტა, არადა, პრობლემები მრავლადაა.

აჭარაში ტურიზმის სფეროში დღეისათვის არსებულ პრობლემებზე საკუთარ მოსაზრებებს გამოთქვამს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ბ-ნი ვაჟა დიასამიძე.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სათანადო რეკლამირებას უწევს რეგიონს, მაგრამ არსებობს საკითხები, რაც არ შედის მის კომპეტენციაში - რიგ მათგანს სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა მიხედონ, ზოგიერთი კი საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით დარეგულირდება მოსალოდნელი კონკურენციის პირობებში.

ასეა თუ ისე, მიგვაჩნია, მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ის, რაც ხელს გვიშლის ტურისტული სეზონის ხარისხიანად წარმართვაში. დავიწყოთ იმით, რაც ყველაზე აქტუალურია - სასტუმროებში, კაფებარებსა და რესტორნებში მომსახურების დონე დაბალია - ტარიფები კი მაღალი, რაც კლიენტურის აღშფოთებას იწვევს. მატარებლის ბილეთის სარეალიზაციო სალაროების ნაკლებობა პიკურ სეზონში ბილეთების ხელოვნურ დეფიციტს ჰქმნის და უკმაყოფილებას იწვევს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ტურისტებს შორის. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოუწესრიგებელია, პიკის საათებში გადატვირთულია სამარშრუტო ტაქსები. მაგალითად ხიმშიაშვილისა და რუსთაველის პროსპექტის გავლით, გოგებაშვილის ქუჩამდე მოძრაობს მხოლოდ ერთი ავტობუსი და ისიც შეზღუდული დროით. ამას ისიც ემატება, რომ ქალაქში განლაგებული მგზავრთა მოსაცდელები მოუხერხებელია. წვიმიან და ქარიან ამინდში მათ დამცავი საშუალება არ გააჩნიათ.

ავტომანქანების პარკირება გაურკვეველ ადგილებში ხდება, რაც ტურისტების ნორმალურ დასვენებას უშლის ხელს. პარკირების გადასახადსაც კანონის დარღვევით, საფასურის ამსახველი ბილეთების რეალიზაციის გარეშე კრეფენ. ყურადღება არ ექცევა ავტომანქანების პარკირების ადგილებში, ატრაქციონებზე და ტურისტთა მომსახურებისა და გართობის სხვა ობიექტებზე მომსახურების საფასურის გადახდის მანკიერ წესებს. განსაკუთრებული განუკითხაობაა ავტოსადგურებში.

უნდა აღინიშნოს რომ ტურისტების მოზიდვაში, ერთერთი ხელისშემშლელი პირობაა პიკურ სეზონზე ფასების კატასტროფული მატება, როგორც სასტუმროებში, ასევე კვების პროდუქტებზე, ალკოჰოლიან თუ უალკოჰოლო სასმელებზე, თამბაქოს ნაწარმზე... ეს ყველაფერი ზრდის ტურისტული პროდუქტის ღირებულებას. ამ შემთხვევაში ხომ ტურისტული პროდუქტის ღირებულების ზრდა ხელოვნურად არის გამოწვეული და ხარისხის გაუმჯობესებასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს!..

მუნიციპალიტეტებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ საექსკურსიოსანახაობრივი ობიექტების მოწესრიგებას. მაგალითად, მეფე აიეტის ძეგლთან მისვლა თითქმის შეუძლებელია. არც ერთ საექსკურსიო ობიექტთან არ არის მოწყობილი მოსაცდელები, ტუალეტები, კვების პროდუქტების, ხილის, უალკოჰოლო სასმელების ან სუვენირების სავაჭრო ჯიხურები...

ვფიქრობ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კურორტებზე ზღვის სანაპიროს გასწვრივ გამავალი სარკინიგზო ხაზი პრობლემებს უქმნის დამსვენებლებს. მიზანშეწონილად მიგვაჩნია მისი გადატანა სანაპირო ზოლიდან სამი კილომეტრის დაშორებით, აჭარაგურიის ქედის ძირში, რაც ადგილობრივ მოსახლეობასაც დაასაქმებს და არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურასაც უფრო მიმზიდველს გახდის. გარდა ამისა, პიკურ სეზონზე, როდესაც ბათუმიქობულეთისა და ბათუმისარფის ავტოსატრანსპორტო მაგისტრალი გადატვირთულია, უპრიანი იქნებოდა ამ მარშრუტებზე მგზავრთა საზღვაო სატრანსპორტო საშუალებებით გადაყვანა.

მიუხედავად არსებული პრობლემებისა, აჭარაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა უმჯობესდება, გაიხსნა რამდენიმე ახალი მაღალი სტანდარტების სასტუმრო. მაგალითად, ქობულეთში გაიხსნა სასტუმრო „ჯორჯია პალასი“, სასტუმრო „ისტანბული“ ბათუმში, აქვაპარკი, განახლდა მოცეკვავე შადრევნები ხიმშიაშვილის ქუჩაზე, განახლდა ცნობილი ბათუმის ზღვის პირა პარკი, ე.წ. ბულვარი, ბათუმის ქუჩებში მოძრაობს ავტომატარებელი.

პროგნოზირებისა და მონიტორინგის ცენტრისა და აჭარის შავი ზღვის კონვენციური ინსპექციის ერთობლივი მუშაობის შედეგად ხორციელდება ზღვის წყლის ხარისხის ყოველდღიური მონიტორინგი.

სამაშველო სამსახურის მიერ აჭარის შავი ზღვის სანაპირო ზოლი დაიყო ზონებად, დამსვენებელთა უსაფრთხოების მიზნით გაიმიჯნა საბანაო და წყლის მოტოციკლეტებისთვის სასეირნო ზონები.

ყველაფერი ზემოთ აღნიშნული არის იმის საფუძველი, რომ დღითიდღე იზრდება ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობა აჭარაში.

0x01 graphic

ასე მაგალითად, 2005 წელს ტურისტთა საერთო რაოდენობამ შეადგინა 147000, ამათგან 120000 შიდა და 27000 უცხოელი ტურისტი. 2006 წელს 2005 წელთან შედარებით ტურისტთა რაოდენობა გაიზარდა 70%25ით და ტურისტთა რაოდენობამ შეადგინა 250000, შესაბამისად 182523 შიდა და 67477 უცხოელი. 2007 წელს 2006 წელთან შედარებით ტურისტთა რაოდენობის ზრდამ შეადგინა 40.83%25, 2007 წელს ტურისტთა რაოდენობა იყო 352085, ამათგან შიდა ტურისტი იყო 239786, ხოლო უცხოელი 112299, უნდა აღინიშნოს რომ 2007 წელს 2006 წელთან შედარებით საგრძნობლად იმატა უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ და ზრდამ შეადგინა 66,5%25.

0x01 graphic

2008 წლის იანვარმაისში აჭარაში ჩამოვიდა 25535 ტურისტი, რაც 2007 წლის დროის ამავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 68 %25ით მეტია (2007 წლის იანვარმაისში ტურისტთა რაოდენობა იყო 15 211). 2008 წელს უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ შეადგინა 9284 კაცი, რაც 137%25ით მეტია გასული წლის იანვარმაისის მონაცემებთან შედარებით და შეადგინა 3918 კაცი.

2008 წლის იანვარმაისში აჭარაში ჩამოსულ ტურისტთა უმრავლესობა განთავსდა სასტუმროებსა და სასტუმროსახლებში - და ამ რიცხვმა შეადგინა 24767, რაც ჩამოსულ ტურისტთა რაოდენობის 97%25ია. 2007 წლის დროის იმავე პერიოდში 15211 კაცი განთავსდა სასტუმროებსა და სახლებში, რაც ჩამოსულ ტურისტთა 100%25-ია.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ლიდერი ქვეყნებია: თურქეთი - 3982, ისრაელი - 979, აშშ - 578 და გერმანია 558 კაცით.

ტურისტთა რაოდენობის ზრდა პირდაპირ პროპორციულადაა დაკავშირებული რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებასთან, რაც გამოიხატება დასაქმებულთა რაოდენობის ზრდით, კერძო სასტუმროსახლების მატებით, ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით.

აჭარაში მიმდინარეობს სასტუმროთა ისეთი ბრენდების შემოსვლა ტურისტულ ბაზარზე, როგორიცაა: შერატონი, რედისონი, ჰილტონი და სხვა. ამ სასტუმროთა ბაზარზე გამოჩენა გამოიწვევს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.

ასე ვხვდებით წელს საზღვაო სეზონს. ვფიქრობ, არავის ეწყინება იმ პრობლემების წინა პლანზე წამოწევა, რომელსაც ყოველწლიურად ვაწყდებით, ვიმედოვნებთ, სათანადო სამსახურები აუცილებლად გაითვალისწინებენ შენიშვნებს და ყველაფერს გააკეთებენ ტურისტთა ღირსეულად დასახვედრად.

8 ტურიზმი - დიდი შანსი ბევრი საფრთხეებით

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რევაზ საყევარიშვილი
ჟურნალისტი, ეკონომიკური ექსპერტი

ამბობენ, სტატისტიკამ ყველაფერი იცისო. ჩვენც სტატისტიკიდან დავიწყოთ და ორი წლის დინამიკას შევხედოთ: საქართველოს 2007 წლის განმავლობაში 1 051 769 ტურისტი სტუმრობდა (ამ მაჩვენებელმა 2006 წლის განმავლობაში 983 114 ტურისტი შეადგინა).

შარშან საქართველოში ევროპიდან 1 009 669 ტურისტი იმყოფებოდა - 2006 წელთან შედარებით 73 922 კაცით მეტი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, 2007 წელს რუსეთიდან საქართველოს 91 361 ტურისტი ეწვია (წინა წელთან შედარებით 12 750ით ნაკლები), უკრაინიდან - 28 932 (2006 წელი - 29 163), აზერბაიჯანიდან - 281 629 (2006 წელი 244 444), სომხეთიდან 243 133 (2006 წელი 245 146), ხოლო თურქეთიდან 248 028 ტურისტი (2006 წელი 192 436) იმყოფებოდა.

ახლა პროგნოზს გავეცნოთ: წლეულს 1,3 მილიონ ტურისტს, ანუ კიდევ 250 ათასი ადამიანით მეტს ველით. ზრდა თვალსაჩინოა და, რაც მთავარია, პროგნოზიც სავსებით რეალურია. ტურისტთა რაოდენობის ზრდას განაპირობებს მარკეტინგული PR კამპანიის წარმოება, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა, გაცნობითი ტურების წარმოება უცხოელი ჟურნალისტებისთვის და ბევრი სხვა აქტივობაც.

ყოველწლიურად საქართველო 15-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში იღებს მონაწილეობას, რაც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის საუკეთესო საშუალებაა.

საქართველოში ძირითადად კულტურული და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარული უცხოელი ტურისტები ჩამოდიან. უცხოელთა ინტერესი ძირითადად ბაკურიანის, გუდაურისა და აჭარის რეგიონისკენაა მიმართული. ბაკურიანში ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოსული ვიზიტორები ჭარბობენ, გუდაურში უკრაინელები და რუსები, ხოლო აჭარაში - თურქეთიდან და სომხეთიდან ჩამოსულები.

როგორც ბოლო წლებში გამოკვეთილმა ტენდენციამ ცხადყო, საქართველოს ზღვის კურორტებზე არანაკლებ პოპულარობას მთიანი კურორტების ინფრასტრუქტურაც იძენს. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა როგორც ზამთრის სახეობებისადმი მისადაგებული ადგილები (გუდაური, ბაკურიანი, ბორჯომი), სადაც უკვე ინტენსიური ტურისტული მეურნეობის განაშენიანება მიმდინარეობს, ასევე უფრო ნაკლებად ურბანიზებული ადგილებიც - სვანეთი, თუშეთი, ხევსურეთი... 2007 წელს საქართველოს მთიანმა ზოლმა საკმაოდ ბევრი ტურისტი მიიზიდა და, სავარაუდოდ, მათი ოდენობა არც 2008 წელს იკლებს. პირიქით, პროგნოზი, სულ მცირე, ნაკადის 10%25-იან ზრდაზეა გათვლილი.

თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ტურიზმის წილი და ადგილი ქართული მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოებაში სულ უფრო მეტად სოლიდური გახდება. ამ მხრივ დარგის პოზიციონირება იმითაცაა საინტერესო, რომ ის ერთდროულად რამდენიმე სერვისსექტორს უყრის თავს (ტურიზმი, ტრანსპორტი, ლოგისტიკა, აგრომეურნეობა და ა.შ.) და წარმატებულიც მხოლოდ მათი უნარიანი და მდგრადი კოოპერაციის შემთხვევაში შეიძლება იყოს.

ახლა ვნახოთ, როგორია პროფესიული შეფასება: მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ შედგენილი მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსით (The Travel & Tourism Competiveness Index) საქართველომ 3,83 ქულით 130 ქვეყანას შორის 72-ე ადგილს იკავებს.

მეზობელი ქვეყნებიდან საქართველო აღნიშნული მაჩვენებლით თურქეთს (54-ე ადგილი) და რუსეთს (64-ე ადგილი) ჩამორჩება, აზერბაიჯანსა (79-ე ადგილი) და სომხეთს (89-ე ადგილი) კი უსწრებს. გარდა ამისა, საქართველო ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგში კიდევ სამ ყოფილ საბჭოთა ქვეყანაზე - უკრაინაზე (77-ე ადგილი), მოლდოვასა (98-ე ადგილი) და ყირგიზეთზე (113-ე ადგილი) გაცილებით წინ იმყოფება.

ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის რეიტინგი 3 ძირითადი ასპექტის - 1) ტურიზმის სფეროს რეგულირების; 2) ბიზნესგარემოსა და ინფრასტრუქტურის; 3) ადამიანური, კულტურული და ბუნებრივი რესურსების ქვეინდექსების შეფასებით დგინდება.

ცნობისათვის: აღნიშნული რეიტინგის პირველ ხუთეულში შვეიცარია, ავსტრია, გერმანია, ავსტრალია და ესპანეთი შედიან.

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსის რეიტინგის ლიდერი შვეიცარია მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ყველაზე მაღალი ქულით (5,63 ქულა) შეაფასა და პირველი ადგილი მიანიჭა, ხოლო ყველაზე ნაკლებად კონკურენტუნარიანად აფრიკული ჩადი მიიჩნია და უკანასკნელი - 130-ე ადგილი (2,48 ქულა) მიაკუთვნა.

მოკლედ, საქართველო მიმზიდველობის ამ რეიტინგში შუა სარტყელშია. არც ლიდერებში ვართ, მაგრამ მაჩანჩალებსაც გვარიანად ვუსწრებთ. ინდუსტრიაც შესაბამისად ცდილობს ფეხის აწყობას: საქართველოში გამომგზავრების მსურველთა რიცხვის ზრდის გამო 2008-2010 წლების განმავლობაში თბილისში 6 მაღალი დონის სასტუმრო გაიხსნება. ერთერთი მათგანი სასტუმრო „აჭარაა“, რომლის რეკონსტრუქციაც გაისად უნდა დასრულდეს და მასში 192 სასტუმრო ნომერი იფუნქციონირებს.

InterContinentalis, Hyattის და Kempinski ის სასტუმროების გახსნა 2010 წლისთვისაა დაგეგმილი. რადისსონის ქსელში შესული განახლებული სასტუმრო „ივერია “ კი წელს უნდა ამოქმედდეს.

Park Hyatt Tbilisi Hotel შერეული ტიპის პროექტს წარმოადგენს, რომელიც საოფისე ცენტრს, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზს, საცურაო აუზს და სხვა გასართობ ცენტრებს მოიცავს. InterContinentalში, სავარაუდოდ, 170 მაღალი კლასის სასტუმროს ნომერი იქნება. Radisson Hotel Iveriaს პროექტი არსებული შენობის სრულყოფილ აღდგენას გულისხმობს, რომელიც 1960 წელს აშენდა. აღდგენის შემდეგ იგი ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო იქნება, რომელიც 248 სასტუმროს ნომერს მოიცავს. პროექტი 2008 წლისათვის უნდა დასრულდეს. კემპინსკიის სასტუმროში კი, დაახლოებით, 200 ჩვეულებრივი და ლუქსის ტიპის ნომერი მოეწყობა.

0x01 graphic

მცირე ხნის წინ გახდა ცნობილი კიდევ ერთი პროექტის შესახებ: კერძოდ, თბილისში, ფილარმონიის უკან Novatelis 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება. სასტუმრო 2011 წელს გაიხსნება და მასში 200-ზე მეტი სასტუმრო ოთახი, რამდენიმე რესტორანი და სავაჭრო ცენტრი განთავსდება. გაიხსნება 1000 კაცზე გათვლილი რეგიონული საკონფერენციო დარბაზები. ინვესტიციის ოდენობა, წინასწარი შეფასებით, 30 მილიონი დოლარი იქნება. სასტუმროსთვის საჭირო მიწის ნაკვეთი ინვესტორს უკვე დაუმაგრდა.

ეს სასტუმროები არსებულ ორ Marriott-თან და ერთ შერატონთან ერთად ბაზრის მოთხოვნას სრულად დააკმაყოფილებენ. თუმცა, შესაძლოა, მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბოს კიდეც, რაც, სავარაუდოდ, სასტუმროების ფასების შემცირებასაც გამოიწვევს.

ამჟამად თბილისში მხოლოდ უკვე ხსენებული სამი მაღალი კლასის სასტუმრო არსებობს. გარდა ამისა, დედაქალაქის ცენტრში რამდენიმე სამვარსკვლავიანი საკმაოდ მაღალი ხარისხის სასტუმროა. პრესტიჟული სასტუმროების უმეტესობა თბილისის ისტორიულ ცენტრშია განთავსებული. საერთო ჯამში, დღეისთვის თბილისში 3 ათასამდე სასტუმროს ნომრით 130 ყველა ზომისა და კატეგორიის სასტუმრო არსებობს, რომელთაგან დაახლოებით 350 ნომერი ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშია, ხოლო 200 ნომერი - ოთხვარსკვლავიან სასტუმროებში. სასტუმროების აბსოლუტური უმრავლესობა არანაირი რანჟირების და რეიტინგების სისტემაში არ არის მოხვედრილი.

რაც შეეხება რეგიონებს, იქ საკმაოდ მწირი არჩევანია. სასტუმროებზე მეტად კი ე.წ. Guest House-ების პრაქტიკაა დანერგილი. რაც შეეხება ტრანსნაციონალურ ქსელებს, მათ საპროექტო განაცხადი აჭარაზე აქვთ გაკეთებული - იქ სასტუმრო კომპლექსების მშენებლობას Sheraton-ის და Hyatt-ის ქსელები აპირებენ.

Radisson Hotel Batumi 2010 წელს გაიხსნება. იგი 150 ნომრიანი იქნება.

4 ვარსკვლავიანი სასტუმრო ქალაქის ცენტრში, ზღვისპირა პარკთან ახლოს განთავსდება. გარდა კომფორტული ნომრებისა, იგი სტუმარს რესტორნებს, საკონფერენციო დარბაზს და ფიტნეს კომპლექსსაც შესთავაზებს.

აჭარის რეგიონში ტურისტების ოდენობის ყოველწლიურად ზრდიდან გამომდინარე, ახალი სასტუმროს მშენებლობა მნიშვნელოვანია. ახალი სასტუმრო დასასვენებელი ადგილების ნაკლებობას გარკვეულწილად მაინც შეავსებს.

აჭარაში წლეულს, დაახლოებით, 500 ათასამდე ტურისტს ელოდებიან. ტურისტების მოზიდვის მიზნით კი მაისის ბოლოდან სარეკლამო კლიპები ტრიალებს სომხეთისა და აზერბაიჯანის სატელევიზიო არხებზე. სომხეთში რეკლამა ორ, ხოლო აზერბაიჯანში სამ სატელევიზიო არხზე არის განთავსებული. საამისოდ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სომხეთში, დაახლოებით, 20 ათასი ლარი, ხოლო აზერბაიჯანში 100 ათას ლარამდე უნდა მიმართოს.

სომხეთის ტელევიზიებით აჭარის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებით სარეკლამო კლიპები რამდენიმე წელია გადის, რომლის შედეგად აჭარაში სომეხი ტურისტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. აზერბაიჯანში კი განსხვავებული მდგომარეობაა. იქ აჭარის შესახებ სარეკლამო რგოლი პირველად შარშან დატრიალდა, რამაც აზერბაიჯანელი ტურისტების ოდენობაც გაზარდა. თუმცა, აზერბაიჯანიდან ტურისტების მოზიდვა, იქ არსებული საკურორტო ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ცხადია, საკმაოდ რთულია.

აზერბაიჯანში დასატრიალებელ, საერთო ჯამში 80-წუთიანი მოცულობის სარეკლამო კლიპში ყურადღება აჭარაში არსებულ დასასვენებელ და გასართობ ადგილებზე, ღამის კლუბებზე მახვილდება. ორივე მეზობელ ქვეყნაში თავდაპირველად 30-წამიანი, შემდეგ 20-იანი, ბოლოს კი, შეხსენების მიზნით, 10-წამიანი სარეკლამო კლიპები იქნება ნაჩვენები.

ზოგადად, აჭარის მიმართულება ამ ეტაპზე ყველაზე მსხვილმასშტაბიანია.

ისევ სტატისტიკას თუ მოვიხმობთ, აჭარას მარტო მიმდინარე წლის იანვარმაისში (ანუ ე.წ. არააქტიურ სეზონზე) 25 535 ტურისტი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 68%25-ით აღემატება.

ამ პერიოდში უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ 9 284 შეადგინა. წელს ამ მხრივ ლიდერი თურქეთია 3 982 ტურისტით (შარშან თურქების რიცხვი 2239 იყო), მას კვალში უდგას ისრაელი (979 ტურისტი, შარშან - მხოლოდ 49), აშშ (578, შარშან - 233) და გერმანია (558, შარშან - 99).

ინტერესის ზრდა, თავისთავად ცხადია, ბიზნესაქტივობასაც აღმავალი ხაზით ავითარებს. აჭარაში 2008 წლის განმავლობაში, წინასწარი პროგნოზით, 255 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება (შარშან რეგიონში 200 მილიონი დოლარის კაპიტალდაბანდება აღირიცხა).

0x01 graphic

საინვესტიციო დარგებს შორის ლიდერი სწორედ ტურიზმის სფერო იქნება. წელს აღნიშნულ სექტორში, წინასწარი პროგნოზით, 103 მილიონი დოლარის დაბანდება იგეგმება. რაც შეეხება სხვა მიმზიდველ საინვესტიციო სეგმენტებს, ისინიც დიდწილად სწორედ ტურიზმზე დამოკიდებული და, ნაწილობრივ, მისგან გამომდინარენიც არიან: 2008 წლის განმავლობაში აჭარაში მშენებლობაში 66 მილიონი, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში 43 მილიონი, მრეწველობაში კი 39 მილიონი დოლარის მოცულობის კაპიტალის დაბანდება იგეგმება.

პარალელურად ხვდება აჭარა სხვა და სხვა საერთაშორისო მარშრუტებშიც: მაგალითად, საკრუიზო გემს - Eurodams ბათუმში უკვე 2009 წელს ელიან. მსოფლიოს წამყვანმა საკრუიზო კომპანიამ - Holland America Lineმა 2009 წლის საკრუიზო გეგმა გამოაცხადა, რომელიც ექვსივე კონტინენტზე 500მდე საკრუიზო მარშრუტს ითვალისწინებს.

კომპანია მომხმარებელს მრავალფეროვან და შთამბეჭდავ სანახაობას შესთავაზებს. დაგეგმილია ახალი ტურისტული მარშრუტებისა და ახალი პორტების მონახულება. Eurodamის მომხმარებელს კარიბის ზღვაში, ევროპასა და კანადაში მარშრუტებს სთავაზობენ და ერთერთი ახალი ტურისტული მარშრუტი სწორედ ბათუმის პორტი იქნება.

ფრანგულმა ჟურნალმა „საერთაშორისო სომელიემ“ კი, შესაძლოა, 2008 წლის სპეციალური გამოცემა საქართველოს მიუძღვნას. ამ წინადადებით საქართველოს მთავრობას თავად ჟურნალმა მიმართა.

ჟურნალის სპეციალური გამოცემა ყოველწლიურად ერთ რომელიმე ქვეყანას ეძღვნება. იგი 2006 წელს უნგრეთს, ხოლო, 2007 წელს რუმინეთს მიეძღვნა. ჟურნალი ეძღვნება როგორც ღვინის და მეღვინეობის სფეროს და ქვეყანაში მისი განვითარების საკითხებს, ასევე ამ ქვეყნის ისტორიას, კულტურას და ტურიზმის სფეროს. ჟურნალი ორენოვანია (ფრანგული და ინგლისური), გამოიცემა 15 000 ეგზემპლარად და 41 ქვეყანაში ვრცელდება, ჩამოთვლილი დარგების სპეციალისტებს და ორგანიზაციებს შორის, საერთაშორისო ღვინის გამოფენებზე, დიდ სასტუმროებსა და რესტორნებში და კიდევ უამრავ ადგილას.

ჟურნალის სპეციალური გამოცემა დამკვეთის მხრიდან გარკვეულ ვალდებულებებთან არის დაკავშირებული, მათ შორის გარკვეულ ფინანსურ მხარდაჭერასთან, კერძოდ: ქვეყანამ, რომელსაც სპეციალური გამოცემა ეძღვნება, ჟურნალის მომზადებისა და გამოცემის ხარჯების ნაწილი უნდა დაფაროს, რაც 12 500 ევროს შეადგენს (გადახდა ეტაპობრივად ხორციელდება), ასევე ჟურნალისტის საქართველოში მივლინების ხარჯები უნდა აანაზღაუროს.

არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, აღნიშნული პროექტის დაფინანსებაში დამკვეთი ქვეყნის შესაბამისი სახელმწიფო ორგანიზაციები და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ჟურნალის რედაქციის თხოვნაა უახლოეს მომავალში, ქართულმა მხარემ შეატყობინოს გადაწყვეტილება ამ საკითხით მის დაინტერესებასთან დაკავშირებით, რათა იგი რედაქციის მიერ ჟურნალის 2008 წლის დაგეგმარებაში იქნეს გათვალისწინებული.

მოკლედ, ესეც ტენდენციის ნაწილია. ისევე, როგორც საქართველოს ქალაქების ტურისტულ ყაიდაზე მოწყობის მსხვილმასშტაბიანი გეგმაც, რომელიც ნელნელა მთელ ქვეყანას ფარავს.

წლეულს ქუთაისისა და თელავის რეკონსტრუქცია იგეგმება. არსებული ჩანაფიქრით, ეს ქალაქებიც უახლოეს მომავალში თანამედროვე ინფრასტრუქტურული, ტურიზმის მნიშვნელოვანი ცენტრები გახდება, ისე როგორც ეს სიღნაღის შემთხვევაში მოხდა.

ქუთაისისა და თელავის რეკონსტრუქციაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, თუმცა, რა თანხებია განკუთვნილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის, ჯერ დაუზუსტებელია. შიდა ტურიზმის განვითარების მხრივ კი ბახმაროსა და ურეკის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავებაც იგეგმება.

0x01 graphic

ამერიკის მთავრობამ საქართველოს ტურიზმის განვითარებისა და საინვესტიციო სტრატეგიის პროექტის შემუშავებაში ტექნიკური დახმარება გაუწია. ამ დახმარების მიზანია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის უზრუნველყოფა, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის დაწვრილებითი გეგმით. გეგმაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის სტრატეგიის განვითარებაზე, რაც საქართველოს ეკონომიკურ წინსვლას ხელს შეუწყობს.

ტურიზმის განვითარების სტრატეგიულ გეგმაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე, ადამიანური რესურსების განვითარებაზე, ინფრასტრუქტურისა და მომსახურების გაუმჯობესებაზე.

პროექტი ვაშინგტონში მოქმედი ამერიკასაქართველოს ბიზნესსაბჭოსა და „სვასსოსიეიტსის“ მიერ განხორციელდა. სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოში საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნა, რომლის შემადგენლობაშიც კერძო სექტორის, არასამთავრობო და აკადემიური წრეების წარმომადგენლები შევიდნენ.

პროექტის მიმდინარეობისას განხორციელდა შემდეგი სახის კვლევები: ტურიზმის სექტორის პოლიტიკის, დაწესებულებებისა და ინფრასტრუქტურის დეტალური განხილვა და კვლევა; ქვეყნის ტურისტული პოტენციალის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი; რეგიონალური კონკურენციის ტენდენციები და საერთაშორისო ბაზრებზე.

ახლა მთავარია, ამ შესწავლის შედეგები ქაღალდზე არ დარჩეს და მასში იდენტიფიცირებული საფრთხეები ჯეროვნად შეფასდეს. საფრთხე კი ძალიან ბევრია როგორც შიდა, ასევე, საგარეო ფაქტორების გამწვავების გამო. თითოეულს თავისი წონა და ხვედრითი წილი გააჩნია, ჩამონათვალი კი ძალიან ფართოა: ტურისტული დანახარჯების სიდიდე (რაც ავიაბილეთების და სასტუმროების ძვირი ფასით კიდევ უფრო იზრდება); სასტუმროების თუ საინტერესო ტურების ონლაინ რეჟიმში დაჯავშნის პრობლემურობა, რაც ტურისტების დიდ ნაკადს საქართველოს უბრალოდ აცილებს; მიმყოლი ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, რაც რესტორნების, მანქანის დაქირავების, კვალიფიციური გიდების და სხვა წვრილმანმსხვილმანი ტურისტული საჭიროებების უხარისხობისა და სიმწირის გამო შეიძლება არა ტურისტების მოზიდვის, არამედ მათი გაფრთხობის ინსტრუმენტი გახდეს; ზოგადად, მომსახურების ხარისხის და მომსახურე პერსონალის დაბალი კვალიფიკაცია და კიდევ უამრავი სხვაც, რაც ქართული ტურისტული ინფრასტრუქტურის თავზე დამოკლეს მახვილივითაა დაკიდული და თუ დროულად არ აღმოიფხვრა, პოზიტიურ მოცემულობას და მიღწეულ წარმატებებს მყისიერად გაანადგურებს.

არადა, ინტერესი მართლაც რეალურად არსებობს. თუნდაც, ე.წ. ახლო საზღვარგარეთში, რომელსაც საქართველოსადმი ინტერესი ჯერაც არ დაუკარგავს. მარტში მოსკოვის ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა MITT-ზე ქართულმა სტენდმა პირველი ადგილი მოიპოვა. საქართველოს ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა სტენდით ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტანტი“ გაიმარჯვა.

მოსკოვის ტურიზმისა და მოგზაურობის საერთაშორისო გამოფენაში საქართველომ პირველად მიიღო მონაწილება. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი სტუმრებს ქართული ღვინითა და მინერალური წყლებით უმასპინძლდებოდა. ეს მასპინძლობა არც საქართველოში ჩამოსვლის მერე დააკლდება ვინმეს. მთავარია, ეს სურვილი მუდმივად უღვივდებოდეს და სერვისიც სათანადო და ხელმისაწვდომი დახვდეს.

საამისოდ კი ყველა რესურსის გამოყენებაა აუცილებელი. ინებეთ მაგალითიც: გორში, მუზეუმების საერთაშორისო დღეს იოსებ სტალინის მუზეუმი სიახლით შეხვდა გაიხსნა სუვენირების სალონი, სადაც სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ახალი ექსპოზიცია გამოიფინა.

სალონში გაიყიდება საგანგებოდ დამზადებული სასმისები, მაისურები, გულსაბნევები, ფოტოები სტალინის გამოსახულებით, სტალინისეული ჩიბუხების ასლები, სტალინის სახელზე ჩამოსხმული ღვინო ,,საფერავი“ და სხვა უამრავი რამეც, რომელთა შეძენის მსურველებს მოემსახურება ომისდროინდელი მედდის ფორმაში გამოწყობილი თანამშრომელი და ა.შ. და ა.შ.

ექსტრავაგანტულია? ალბათ. თუმცა, ტურიზმი ამის გარეშე არ არსებობს.

9 როგორ გამოვიყენოთ ბენჩმარკინგი ტურიზმის განვითარებისთვის

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ნინო პაპაჩაშვილი
ეკონომიკის დოქტორი, თსუ პროფესორი

ახლო წარსულში საქართველოს ტურისტული ქვეყნის სახელი ჰქონდა დამკვიდრებული, რაც ქვეყნის უნიკალურ ბუნებრივსაკურორტო პირობებს და მდიდარ ისტორიულკულტურულ მემკვიდრეობას ეფუძნებოდა, მაგრამ მისი განვითარება სუბიექტური გზით, სხვადასხვა ორგანიზაციების ინტერესების შესაბამისად მიმდინარეობდა.

მიუხედავად ამისა, მაინც ყოველწლიურად საქართველოში ჩამოსულ ორგანიზებულ ტურისტთა და დამსვენებელთა რიცხვი დაახლოებით 4 მლნ ადამიანს შეადგენდა. ეს რიცხვი თავისთავად მეტყველებს საქართველოს დიდ ტურისტულ პოტენციალზე, მაგრამ მის მიღმა უნდა დავინახოთ შემაფერხებელი გარემოებები, რომელიც ამ სექტორის განვითარებას აბრკოლებს. პრობლემები კი მართლაც ბევრია: ტურისტული პროდუქტის მრავალფეროვნება, ხარისხი, უსაფრთხოება, სიმძლავრე, ინვესტიციები, ბიზნესის ორგანიზაციისა და გაძღოლის სირთულეები; ტურისტული ბაზრის მოთხოვნებთან დაკავშირებით ტრანსპორტირების და მარშრუტის პრობლემები, მარკეტინგის, ღირებულების, შემომყვანი ტუროპერატორების პრობლემები.

მართალია, საქართველოს მთავრობის 2008-2012 წლების პროგრამაში სიტყვაც არ არის ნახსენები ამ დარგზე და ვექტორი სოფლის მეურნეობაზეა გადატანილი, მაგრამ არაერთხელ გაჟღერებულა ტურიზმის, როგორც ერთერთი დასაყრდენი დარგის განვითარების პერსპექტივების თაობაზე. ტურიზმის განვითარების ეროვნული კონცეფციის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანია შესწავლილ იქნას დარგის წინაშე მდგარი პრობლემები და მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, უნდა განხორციელდეს კონკურენტების გამოკვლევა და ამ საფუძველზე უნდა გამოვლინდეს საქართველოში ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები და საფრთხეები.

გასათვალისწინებელია, რომ ამჟამად მსოფლიო ბაზარზე გვიხდება საქმიანობა და უცხოელებისთვის შეთავაზებული ტურისტული პროდუქტი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს გლობალური მასშტაბით. ახლა აღარ შევუდგებით იმის განხილვას, თუ რამდენად უნიკალური პროდუქტები შეიძლება შევთავაზოთ მსოფლიოს, ამის პრეტენზია მართლაც უნდა გვქონდეს. მაგრამ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ, რა ფორმით შეიძლება მიეწოდოს მომხმარებელს ეს პროდუქტი, ნამდვილად ბევრი გვაქვს შესასწავლი. ამაში დახმარებას ბენჩმარკინგი გაგვიწევს.

ბენჩმარკინგი ფართოდ გამოიყენება სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების მიერ როგორც კონკურენტული უპირატესობების განვითარების ინსტრუმენტი. მისი შინაარსი იმაშია, რომ სისტემატურად შეაფასონ იმ ორგანიზაციების პროდუქტები, მომსახურება და სამუშაო პროცესები, რომლებმაც საუკეთესო პრაქტიკით მიაღწიეს წარმატებებს და მოიპოვეს აღიარება. ანალიზის შედეგები მით უფრო წარმატებული იქნება, თუ მასთან ერთად განხორციელდება კონკურენტების შესწავლა. ასეთი მიდგომები პირველად განავითარეს Xerox-მა, IT&T-მ და Texas Instrument-მა. ამაჟამად ფართოდ გავრცელდა და იყენებს ბევრი კომპანია.

ძირითადად ორი მიმართულება გამოიყოფა: შიდა ბენჩმარკინგი - ორგანიზაციის შიგნით საუკეთესო პრაქტიკის ანალიზი და გარე ბენჩმარკინგი, სადაც განიხილება სხვა ორგანიზაციების წარმატებული პრაქტიკა: კონკრეტულად, აქ შეიძლება სხვა დარგის ორგანიზაციების მაგალითების გამოყენება საკუთარ პრაქტიკაში; შედარებითი ბენჩმარკინგი - კონკურენტების განხილვა მისაბაძ მაგალითად და სექტორის ბენჩმარკინგი, იგივე დარგში არა აუცილებლად კონკურენტისთვის მიბაძვა.

ბენჩმარკინგი ტურიზმში 90-იან წლებში პირველად გამოიყენა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის ტურისტულმა კომიტეტმა. ამ პროცესმა მოიცვა ეროვნული ტურისტული უწყებები და ეროვნული ტურისტული ორგანიზაციები, მაგრამ შემდგომში ამან უფრო ფართო გამოიყენებ ჰპოვა მსოფლიო ტურისტულ ორგანიზაციაში.

რას იძლევა ბენჩმარკინგი?

მონაცემთა ანალიზი შესაძლებლობას იძლევა შეფასდეს შედარებითი უპირატესობები და კონკურენტუნარიანობა. საკვანძო მაჩვენებლებია: შემოსავლები ტურიზმიდან, ტურისტთა ნაკადები, ძირითადი მოქმედი ბაზრები; ახალი ბაზრები; სეზონურობა.

დამატებით შეიძლება ჩატარდეს ყოველთვიური ბენჩმარკინგი უფრო რეალური სურათის ასასახად. გარდა ამისა, ბენჩმარკინგი სულ უფრო მეტად გამოიყენება სიტუაციური ანალიზისთვის. ზოგიერთ ქვეყანაში ტურიზმის ეროვნულ ხელმძღვანელობას საშტატო პერსონალი ჰყავს რეგულარული ბენჩმარკინგის ჩასატარებლად. ტურიზმის სექტორში ამ პროცესის პრაქტიკული რეალიზაციისთვის ძირითადი საკითხებია: სიტუაციური ანალიზი; კონკურენტული დანიშნულების ადგილების მიმოხილვა; განვითარების (გაუმჯობესების) ღონისძიებების დაგეგმვა; საუკეთესო პრაქტიკის გადმოღება (მიბაძვა); წარმატების საკვანძო ფაქტორების განსაზღვრა.

მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი ბიზნესს და ზოგადად კერძო ინიციატივებს განვითარების ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს, სახელმწიფო ტრადიციულად დიდ როლს თამაშობს მის განვითარებაში. გლობალური პრაქტიკით დადასტურებულია, რომ სახელმწიფო განვითარებად ქვეყნებში (და არა მხოლოდ) გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ სექტორის განვითარებაში, მით უმეტეს მაშინ, თუ საუბარია ტურიზმის სასტარტო განვითარებაზე. ფართოდაა ცნობილი, რომ ამ დარგის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელია სათანადო მარეგულირებელი კანონმდებლობა, რისი შექმნაც სახელმწიფოს პრეროგატივაა. გარდა ამისა, ძირითადი მატერიალური ინფრასტრუქტურა - გზები, აეროპორტები, კომუნიკაციები, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ყველა ქვეყანაში, სადაც ტურიზმი წარმატებით ვითარდება, ფუნქციონირებს ეროვნული ტურისტული ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი გავლენა აქვთ ქვეყანაში დარგის განვითარებაზე. ასეთი ორგანიზაციები ზოგჯერ სრულ სახელმწიფო საკუთრებაშია, ზოგჯერ კი, ნაწილობრივ ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. მაგალითად, ახალ ზელანდიაში - 100%25ით, ესპანეთში - დაახლოებით 90%25-ით, კანადაში - 90%25-ით; ავსტრალიაში - 80%25-ით; საფრანგეთში - 45%25-ით; ირლანდიაში - 96%25-ით; სამხრეთ აფრიკაში - 65%25-ით; ნიდერლანდებში - 63%25ით.

ეროვნული ტურისტული ორგანიზაციების ბენჩმარკინგიდან მიღებული ზოგიერთი გაკვეთილი:

  • ასურველია სტრუქტურის სიმარტივე;

  • მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს ეროვნული ტურისტული ორგანიზაციებისა და სხვა ხელშემწყობი ორგანიზაციების ფუნქციები;

  • მჭიდრო კავშირი უნდა არსებობდეს ეროვნულ ტურისტულ ორგანიზაციებსა და ნებისმიერ სხვა რეგიონულ თუ ადგილობრივ ტურისტულ უწყებას შორის, მაგრამ ეროვნულ ტურისტულ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს წამყვანი მარკეტინგული სააგენტოს ფუნქცია;

  • სასიცოცხლოდ აუცილებელია კონსალტინგი;

  • კონსალტინგთან ერთად ეროვნულმა ტურისტულმა ორგანიზაციამ რეგიონებამდე უნდა მიიტანოს სტრატეგიული ამოცანები, რათა გარანტირებული ჰქონდეს დაინტერესება ტურისტული ადგილების შესაქმნელად;

  • ეროვნულმა ტურისტულმა ორგანიზაციამ უნდა აწარმოოს ეროვნული ბრენდის განვითარების კამპანია;

  • მომხმარებელთა შორის მონაცემთა კვლევისა და ანალიზის შედეგების უფასოდ გავრცელება ხელს უწყობს როგორც მათი დაინტერესების, ასევე, ინდუსტრიაში ჩართვის მსურველთა ზრდას.

როგორც აღვნიშნეთ, ძირითადი ტვირთი ეროვნულ ტურისტულ ორგანიზაციებს ეკისრება, თუმცა, ბევრი მათგანი უკვე იყენებს, ან გეგმავს აუთსორსინგს (გარე რესურსების გამოყენებას). ავსტრალია, კანადა, საფრანგეთი ესპანეთი საკვანძო სფეროდ დარგის განვითარებაში ელექტრონული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და კლიენტებთან ურთიერთობების მართვას მიიჩნევენ. ვებგვერდების შექმნის ხარჯებს ძირითადად ეროვნული ტურისტული ორგანიზაციები ეწევიან. ზოგიერთი მათგანისთვის ვებგვერდისა და კლიენტებთან ურთიერთობის მართვა ფუნდამენტური სტრატეგიაა. მაგალითად, ავსტრალიის ეროვნული ტურისტული ორგანიზაციის ვებგვერდი www.australia.com ტურისტული მარკეტინგული საქმიანობის ფუნდამენტია და მიზნად ისახავს მთელი მარკეტინგული პროგრამის განვითარებას. იგი ითვლის 10 000 გვერდს და 60 ენაზე აწვდის ინფორმაციას. განსაკუთრებით წარმატებულია პროგრამა Ozplanner, რომელიც მოგზაურობის ინტერაქტიური დაგეგმვის საშუალებას იძლევა. ვებგვერდი იმისთვისაც გამოიყენება, რომ ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწეებს ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნული ტურისტული ორგანიზაციის საქმიანობისა და შესაძლებელი პარტნიორების შესახებ. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ეროვნულმა ტურისტულმა ორგანიზაციებმა გაიღეს დანახარჯები ასეთი ელექტრონული კავშირების შესაქმნელად. ამჟამად ყველაზე მეტი ნოვაცია კლიენტებთან ურთიერთობების მართვაშია. გარდა აღნიშნულისა, ბენჩმარკინგი საშუალებას იძლევა გავეცნოთ გამოცდილებას პარტნიორული ურთიერთობების, ინდუსტრიისადმი ნდობის განვითარების, ოფისების რაციონალური ორგანიზაციის, ეროვნული ტურისტული ორგანიზაციების გუნდების შექმნის, ეროვნული ტურისტული ორგანიზაციის შიდა კომუნიკაციების შექმნის, ბრენდის აგებისა და მარკეტინგის განხორციელების, საქმიანი ტურიზმის განვითარების და ა.შ. მიმართულებით.

ასე, რომ დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ იმოგზაუროთ ვირტუალურად და განახორციელოთ ბენჩმარკინგი, თუ ეწვევით ვებგვერდებს:

ავსტრალია

www.industry.gov.au;
www.tourismaustralia.com;
www.australia.com;
www.abs.gov.au;
www.seeaustralia.com.au;
www.atdw.au;
www.meetings.australia.com;
www.atec.net.au;
www.iba.gov.au;
www.ttf.org.au.

კანადა

www.canadatourism.com;
http://www.ic.gc.ac/

საფრანგეთი

www.franceguide.com;
www. tourisme.gouv.fr;
www.onttourisme.com;
www.equipement.gouv.fr;
www.afittourisme.rf;

ირლანდია

www.tourismireland.com;
www.iorland.travel.ie;
www.artssportstoutism.gov.ie;
www.tourismreviw.ie.

ნიდერლანდები

www.holland.com;
www.ez.nl.

ახალი ზელანდია

www.tourism.govt.nz;
www.stats.govt.nz;
www.trcnz.nz.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა

www.SouthAfrca.net;
www.indabasouthafrica.co.za.

ესპანეთი

www.spain.info;
www.tourspain.co.uk.

RESUME
HOW TO USE BENCHMARKING FOR DEVELOPMENT OF TOURISM

Nino Papachashvili
Doctor of Economy Professor at Tbilisi State University

As part of ancient civilization, Georgia is a country of old Christian culture, literature, legends and traditions, where the diversity of climate and rich flora and fauna create a great potential for development of tourism. Georgia is a country where tourists can enjoy not only beautiful landscapes, but twelve thousand historical monuments as well. Four of those places - Mtskheta with its historical churches, Ghelati monastery complex, Bagrati temple and the Ushguli villages - are among the UNESCO world Heritage sites. Besides this, the list of sites to be shown to tourists could be enriched with more architectural monuments and interesting museums.

All this illustrates Georgia's great touriostic potential, although we cannot ignore the problems present in that field, namely the need for diverse and high quality touristic products; safety; power; investments; difficulties in business organization and administration; problems with transportation and itineraries connected with the demands of tourist market; also problems with marketing, value and tourist operators.

While elaborating a national concept of development of tourism it is important to study the problems facing that field and its strong and weak points. Georian experts need to research into the work of their foreign rivals and use the obtained knowledge for identifying the possibilities and dangers for development of tourism in Georgia.

This is possible to do through benchmarking. We need to assess the main characteristics like income from tourism; flows of tourists; main operational markets; new markets; and seasonality. It is desirable to make a situational analysis of tourist sector; explore particular places; plan improvement measures; copy best practice; and determine the main factors of success.

Although tourism ensures strong possibilities of development of business and private initiatives generally, a key role in the advancement of tourism is still played by the state. Moreover, many national tourist organizations use or plan outsourcing (application of external sources). Australia, Canada, France and Spain choose the management of electronic mass media and their relations with clients as a means of development tourism into a main field of activities for their countries. The expenses for creation of web pages are generally incurred by tourist organizations as for some of them the management of web pages and relations with clients is a fundamental strategy. By now, the most innovations have been introduced in the management of tourist organizations' relations with their clients. Additionally, benchmarking enables us to get familiar with foreign experience in establishment of relations between partners; formation of trust in the tourist industry; rational organization of offices; setting up groups of national tourist organizations; establishment of national tourist organizations' internal communications; creation of brands; marketing; development of business tourism etc.

10 თაიმშერინდუსტრია ტურიზმში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მაია მელაძე
თსუ ასისტენტპროფესორი

ტურისტული პროდუქტის ფორმირების ერთერთი სახეა საკლუბო ტურიზმის თაიმშერის სისტემა, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში ერთერთ სწრაფად მზარდ სექტორს წარმოადგენს. თაიმშერი (Time share) თანამფლობელობაა, ანუ განთავსების კლუბური საშუალებების გრძელვადიანი დაქირავება განსაზღვრული დროის განმავლობაში მისი გამოყენების უფლებით.

საკლუბო ტურიზმის - თაიმშერის ფლობის ინდუსტრიის სტრუქტურა მნიშვნელოვნად უფრო რთულია, ვიდრე ტრადიციული ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურა, რადგან მასში ჩართულია უფრო მეტი მონაწილე. ეს დაკავშირებულია თაიმშერ კვირის შესყიდვის განსაკუთრებულ ფორმასთან და მომხმარებლის უფლებების დაცვის პირობების გათვალისწინებასთან.

საკლუბო ტურიზმის სისტემა პირველად წარმოიშვა ევროპაში XX საუკუნის 60-იან წლებში და განიხილება როგორც დასვენების მიზნით უძრავი ქონების ობიექტის ფლობა განსაზღვრულ დროს, წინასწარ განსაზღვრული ვადით. თაიმშერკვირა კი დასვენების ერთეული, რომელიც როგორც სხვა საქონელი ან ტურისტული პროდუქტი შესაძლოა გახდეს ყიდვაგაყიდვის ობიექტი.

თაიმშერ-კვირის მყიდველის უფლება განმტკიცებულია სპეციალური სერტიფიკატით. მფლობელს შეუძლია გაცვალოს იგი სხვა კლუბის მფლობელებთან, გააქირავოს, გაყიდოს და ა. შ. კლუბური დასვენების წევრობის სერტიფიკატი კლუბში განთავსების და მისი მომსახურებით სარგებლობის უფლებას იძლევა.

საკლუბო ტურიზმის - თაიმშერის სისტემას უზარმაზარი შემოსავლები მოაქვს ქვეყნებისათვის, რომლებშიც ის ვითარდება. ეს სისტემა საშუალებას იძლევა დიდი რაოდენობის ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნისათვის, რადგანაც მასში მონაწილეობენ ბანკები, სადაზღვევო, ტურისტული, იურიდიული, სამშენებლო კომპანიები, მოქმედი, მოდერნიზებადი და მშენებარე სასტუმროები, კურორტები და სხვა. დღესდღეობით საკლუბო კურორტების ქსელი მოიცავს 89 ქვეყანას, დასვენების მფლობელები კი ცხოვრობენ 191 ქვეყანაში.

საერთაშორისო ექსპერტთა შეფასებებით თაიმშერის მფლობელები შვებულების განმავლობაში საშუალოდ 20%25-ით მეტს ხარჯავენ, ვიდრე, სხვა ტიპის ტურისტები. საკლუბო დასვენების სისტემა ასტიმულირებს არსებული და მშენებარე საკურორტო კომპლექსების განვითარებას.

არსებობს სამი სახის საკლუბო დასვენება:

  1. საკლუბო დასვენება განაწილებული დროის რეჟიმში - თაიმშერი;

  1. საკლუბო დასვენება რეალური დროის რეჟიმში - ეს არის დასვენება, რომლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლუბის წევრის ქულების, საკრედიტო ქულების ან კლუბში მიღებული სხვა საზომი ერთეულების რაოდენობაზე, რომელიც განსაზღვრავს აგრეთვე სხვადასხვა კლუბის მიერ შეთავაზებული განთავსების ობიექტის არჩევანს;

  1. საკლუბო დასვენება სასტუმროში, რომელიც კლუბური დასვენების სისტემაში შედის.

დასვენების ფლობის სისტემა დღესდღეობით წარმოადგენს ტურისტული ბიზნესის სწრაფადმზარდ სექტორს, რომელიც დასვენების ორგანიზაციასთანაა დაკავშირებული. დასვენების ფლობის სისტემაში მფლობელები ხშირად იძენენ რამდენიმე კვირას ერთ, ან რამდენიმე კურორტზე. ამასთან, კლუბში დამსვენებელი კლიენტების რიცხვი შეიძლება საგრძნობლად მეტი იყოს დასვენების მფლობელებზე.

თაიმშერკლუბში დასვენების კვირის გამოყენებაზე საკუთრების უფლება, როგორც ტურისტული პროდუქტის სახე, წარმოადგენს ყიდვაგაყიდვის ხელშეკრულების საგანს. შეიძლება მისი ფლობა, გამოყენება და განკარგვა, მაგრამ მოცემულ პროდუქტს ახასიათებს სპეციფიკური თვისებები:

  • საკლუბო დასვენების უფლება მყიდველზე დამტკიცებულია განსაზღვრული ვადით;

  • ხელშეკრულების დადების დღიდან არაუგვიანეს ერთი თვისა დასვენების კლუბი მყიდველს შეიყვანს თავისი წევრების რეესტრში;

  • დასვენების კლუბი მოვალეა უზრუნველყოს რეესტრის წარმოება და შენახვა დადგენილი წესით;

  • გარდა ამისა, მყიდველს უფლება აქვს გაცვალოს თაიმშერკვირა, ასევე გააქირავოს, გაყიდოს, მემკვიდრეობით გადასცეს.

საკლუბო დასვენების სისტემას, უპირატესობებთან ერთად, გააჩნია ნაკლოვანებებიც:

კლიენტის ხისტი მიჯაჭვულობა დასვენების ერთი კლუბისადმი და დროისადმი, თუმცა, ამ დროს მოქმედებენ ორგანიზაციები, რომლებიც ახორციელებენ დასვენების დროისა და ადგილის გაცვლას თაიმშერკვირის მფლობელთა შორის;

გაყიდვების მეორადი ბაზრის არარსებობა, ე.ი. თუ თაიმშერკვირის მფლობელი რამდენიმე ხნის შემდეგ გადაწყვეტს გაყიდოს კლუბში თავისი წევრობა, მას ეს ძალიან გაუჭირდება, თუ საერთოდ შეძლო. დასვენების საკლუბო უფლება შეიძლება მიეყიდოს დასვენების კლუბის წევრებს მხოლოდ დასვენების კლუბის, ან სპეციალიზებული ორგანიზაციების მეშვეობით.

ერთერთ ასეთ სპეციალიზებულ ორგანიზაციას წარმოადგენს RCI (Resort Condominiums International). RCIდმი მიმართვით კლიენტს შეუძლია მიიღოს იმ ფირმების სია, რომლებიც ახორციელებენ თაიმშერსერტიფიკატის გაყიდვას, მაგრამ ამ ფირმების საქმიანობაზე პასუხისმგებლობას არ კისრულობს.

0x01 graphic

0x01 graphic

საკლუბო დასვენების ფლობის სისტემაში გაყიდვისა და გაცვლის განხორციელებისას გაითვალისწინება შემდეგი ძირითადი მომენტები: დასვენების სეზონურობა, მისი ხანგრძლივობა, კურორტზე განთავსების საშუალების ზომა და დამატებითი ორგანიზაციული და კომუნალური გადასახადები - ყოველწლიური შენატანები.

საკლუბო დასვენების სისტემაში კალენდარული წელი სამ ძირითად სეზონად არის დაყოფილი:

  • წითელი - სეზონის პიკი (მაღალი სეზონი);

  • თეთრი - შუასეზონი (დემისეზონური);

  • ლურჯი - არასეზონური (დაბალი სეზონი).

კლუბების უმეტესობა ყიდის 50 ან 51 ინტერვალს, რითაც უზრუნველყოფს კლუბს მომხმარებლებით მთელი წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მფლობელს არ შეუძლია მისი კვირის გამოყენება კურორტზე ან სურს მოინახულოს სხვა ადგილები, გაცვლითი სისტემა საშუალებას იძლევა სხვა მფლობელმა გამოიყენოს მისი ნომერი.

თაიმშერის ყიდვა დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფულად დანახარჯებთან. დასვენების ფლობა მფლობელს უჯდება 10-დან 30 ათას აშშ დოლარამდე, რაც დამოკიდებულია აპარტამენტის ხარისხზე, მის ადგილმდებარეობასა და მოხმარების ვადებზე.

კლუბის წევრობა იყიდება 30-დან 99 წლამდე ვადით და განსხვავდება ერთმანეთისაგან ფასის დონის მიხედვით: „ბრინჯაოს “ დონე (დაახლოებით 5 ათასი აშშ დოლარი, 5 ათასი საკრედიტო ქულა, 265 აშშ დოლარი ყოველწლიური მმართველობის გადასახადი) და „სამეფო “ დონე (ყველაზე ძვირადღირებული - 74 875 აშშ დოლარი, 200 ათასი საკრედიტო ქულა, 2165 აშშ დოლარი მმართველობის გადასახადი).

დასვენების ფლობის სისტემაში მოდულის საშუალო ფასი მსოფლიოს 30 ქვეყანაში შეადგენს დაახლოებით 6500 აშშ დოლარს. მაგრამ საშუალო ფასი აშშს დომინირებულ ბაზარზე არის დაახლოებით 9500 აშშ დოლარი. ავსტრიაში დასვენების კვირა სეზონის პიკში ღირს 22 ათასი აშშ დოლარი, ასევე ძვირია კლუბები შვეიცარიაში. საკმაოდ დაბალი ფასებია არაბულ ქვეყნებში, ინდოეთში, ისრაელში, კორეაში. საშუალო ფასი 8000 აშშ დოლარზე მეტია დასავლეთ კანადაში, საფრანგეთში, იტალიაში, მექსიკასა და აშშში. ესპანეთსა და დიდ ბრიტანეთში საშუალო ფასი მერყეობს 6000 აშშ დოლარის ფარგლებში.

კლიენტების მომსახურებაში კლუბის წარმატება დამოკიდებულია დაჯავშნის რთულ სისტემაზე. ქულების სისტემის განსაკუთრებულობასთან ერთად, რომელიც მოითხოვს სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, აუცილებელია დაჯავშნის სანდო სისტემა მთელი წლის განმავლობაში.

მოდულის ღირებულებას მყიდველი იხდის უშუალოდ ყიდვის ხელშეკრულების დადებისას, ხოლო კომუნალურ ხარჯებს - ყოველწლიურად. კომუნალური მომსახურებისათვის შენატანებს ადგენს კურორტი და იგი შეიტანება მიუხედავად იმისა, გამოყენებული იქნა თუ არა კვირა.

თაიმშერის პოპულარობის ზრდასთან ერთად იცვლება მისი სტრუქტურა და შემადგენლობა. თავისი განვითარების დაწყებით პერიოდში თაიმშერინდუსტრია ძირითადად მხოლოდ მცირე მეწარმეების ყურადღებას იქცევდა. ახლა ამ სექტორში საქმიანობენ მსოფლიო ინდუსტრიის ისეთი მსოფლიო ლიდერები, როგორებიცაა: ჰილტონი, სენდანტი, მერიოტი, შერატონი, ჰოლიდეი ინნი და ასევე მსხვილი კომპანიების მთელი რიგი.

ექსპერტთა შეფასებით, კლუბური დასვენების სისტემის სექტორის ზრდის ტემპები შემდგომში დაახლოებით 4ჯერ გადააჭარბებს ტურისტული ბიზნესის ზრდის საერთო ტემპებს, ხოლო, სასტუმრო ბიზნესის ზრდის ტემპებს 7ჯერ. თაიმშერული ბიზნესი ჰყვავის იქ, სადაც მისთვის შექმნილია შესაბამისი პირობები და გარანტირებულია მომხმარებლის უფლებების დაცვა.

მიუხედავად იმისა, რომ განთავსების ინდუსტრიაში საკლუბო დასვენება აღმავლობას განიცდის და ყოველწლიურად იზრდება იმ ტურისტთა რიცხვი, რომლებიც ისვენებენ თაიმშერული სისტემით, საქართველოში ტურიზმის ეს სახე თითქმის არ არის განვითარებული. რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში ფუნქციონირებდა რამდენიმე კომპანია, რომლებიც კლიენტებს სთავაზობდნენ საკლუბო დასვენებას, არა როგორც დასვენების საშუალებას, არამედ, როგორც საშუალებას ამერიკას და ევროპაში ემიგრაციისათვის. ერთერთი ასეთი კომპანია იყო ჰოლიდეი დირექტი, რომლის საქმიანობა აგებული იყო თაღლითობაზე და რამაც დიდი ზიანი მიაყენა საკლუბო დასვენების იმიჯს და განვითარებას. უცხოელი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან საკლუბო დასვენების განვითარებით საქართველოში, კერძოდ, ბაზალეთში. თუმცა, მანამ სანამ არ გადაიჭრება არსებული პრობლემები და არ იქნება მომხმარებელთა უფლებების დაცვის რეალური გარანტიები საქართველო უფრო და უფრო შორს იქნება საკლუბო ტურიზმის განვითარებისაგან.

RESUME
TIMESHARE INDUSTRY IN TOURISM

Maia Meladze

The timeshare system of club tourism, which is one of the most rapidly growing sectors in tourist industry, is a kind of tourist product formation. Timeshare is a coownership or a longterm tenancy of club accommodation with a right of its use for a definite period.

The system of club tourism or timeshare brings huge profits to the countries where it develops. This system makes it possible to create a lot of workplaces since it involves banks; insurance, tourist, legal and construction companies; hotels that are operative along with those that are being modernized or constructed; resorts etc.

With the growth of timeshare its structure and composition is changing. At the beginning of its development, the timeshare industry attracted only smallscale entrepreneurs. At present, this sector involves such leaders of the world industry as Hilton, Cendant, Marriott, Sheraton, Holiday Inn and also a number of big companies.

According to experts, the pace of growth of club holidaymaking sector is likely to exceed the average pace of tourist business development four times, and the hotel business development seven times. Timeshare business is flourishing where appropriate conditions and protection of customers' rights are guaranteed.

Although club holidaymaking industry is thriving and the number of tourists, who use that system is growing every year that type of tourism is not developed in Georgia. A few years ago, several companies functioned in our country, which offered their clients club holidaymaking not as type of rest, but as a means of emigration to US and Europe. Holiday Direct, which was engaged in dishonest actions and thus greatly damaged the image of club holidaymaking in Georgia, was one of such companies. Foreign businessmen are interested in the development of club holidaymaking in Georgia, particularly in Bazaleti. However, Georgia will be very far from the development of club tourism until it solves the problems existing in the field and guarantees the protection of customers' rights.

11 ფაზისი - ახალი ტურისტული მექა?!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

კობა ბიწაძე
ექსპერტი

ყოველი ადამიანი ისწრაფვის შემეცნებისაკენ, ამბობდა არისტოტელე. თუმცა, მეცნიერებით ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილია დაინტერესებული. კაცობრიობის აბსოლუტური უმრავლესობა შემეცნების ჟინს სხვა ქვეყნების ბუნებისა თუ კულტურების გაცნობით იოკებს. მსოფლიო ეკონომიკის განვითარების წყალობით სულ უფრო მეტ ადამიანს ეძლევა საშუალება, რომ მსოფლიოში იმოგზაუროს. XXI-ე საუკუნის დასაწყისი ტურიზმის ეპოქად შეიძლება ჩაითვალოს. სხვადასხვა კვლევითი ცენტრების მონაცემებით, 2007 წელს დაახლოებით 850 მილიონმა ადამიანმა იმოგზაურა მთელს მსოფლიოში. ტურისტული ბაზრის ერთობლივმა მოგებამ 650 მილიარდი დოლარი შეადგინა. ტურიზმის სფეროში უკვე დაკავებულია პლანეტის შრომისუნარიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ სფეროში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 220 250 მილიონს აღწევს.

მარტივად რომ ვთქვათ, პლანეტის ყოველი მე-7 ადამიანი მოგზაურობს, რითაც საშუალებას აძლევს ყოველ 25-ე ადამიანს, საარსებო მინიმუმი მაინც გამოიმუშაოს თავისი ოჯახისთვის.

თუ მსოფლიო სტატისტიკას ვერწმუნებით, ტურისტთა 65%25 ისევ და ისევ განვითარებულ ევროამერიკის ქვეყნებში მოგზაურობენ. ყბადაღებული ტაილანდის, ვიეტნამისა თუ სხვა სამხრეთაზიურ „პიკანტურ“ ადგილებს ტურისტთა მხოლოდ 20%25 სტუმრობს.

მაინც, რა განაპირობებს ტურისტთა ასეთ დიფერენციაციას და რომელი ნიშის დაკავება შეუძლია საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას?

პირველ რიგში, აღსანიშნავია ის ტენდენცია, რომ ტურისტების 80%25-ს იპყრობს არქიტექტურა, ფერწერა, მუზეუმები, ზოგადად ერის კულტურა და ზნეჩვეულებანი -ზუსტად ამიტომ ესპანეთს ყოველწლიურად 40 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. თვით ესპანელთა რაოდენობა კი ოდნავ მეტია - 50 მილიონი. არადა, ჩრდილოელი ევროპელები აღნიშნავენ, რომ ესპანელთა ტემპერამენტი სულაც არ არის „ევროპული“. ჩრდილოელთა თვალსაზრისით, ესპანელები ზარმაცები არიან და თან პატივს სცემენ ოჯახურ ტრადიციებს. ესპანელთა უმეტესობა ცდილობს, რომ შუადღის შესვენებაც კი სახლში გაატაროს, სადილი თავის ოჯახთან ერთად მიირთვას. ჩრდილოელი ევროპელები კი დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად შრომობენ და დასვენებითაც მხოლოდ იმიტომ ისვენებენ, რომ შემდგომ ისევ ენერგიულად იშრომონ.

0x01 graphic

ასეთი და სხვა მრავალი განსხვავების გამო ბევრი ჩრდილოევროპელი საკმაოდ „ალმაცერად“ განიხილავდა ესპანეთის გაწევრიანებას ევროკავშირში. ზოგიერთი ჩრდილოევროპელი პოლიტიკოსი სრულიად სერიოზულად და ოფიციალურად აცხადებდა: „რა უნდა ესპანეთს ევროკავშირში? - რა გვაქვს ჩვენ მათთან საერთოო?

ასეთი მენტალური სხვაობის მიუხედავად, ტურისტთა რაოდენობა ესპანეთში არ კლებულობს (პირიქით, მატულობს).

დაახლოებით იგივე შეიძლება ითქვას იტალიაზე და საბერძნეთზე, სადაც ტურისტთა რაოდენობა თითქმის ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვს უტოლდება.

ასე რომ, ტურისტთა უმეტესობას არა იმდენად, ყურმოჭრილი, მონური მომსახურება იზიდავს, არამედ კულტურა. მონურ მომსახურებას არც არავინ სთავაზობს ტურისტებს (ზოგიერთი ეგზოტიკური კურორტის გარდა). მაგალითად, სკანდინავიის ქვეყნებში თუ ოფიციანტს მოწიწებით არ მოექცევი და თქვენობით არ მიმართავ - იგი არ მოგემსახურებათ, თუ ამის გამო სკანდალს ატეხავთ და ოფიციანტს (ან სხვა მომსახურეს) ლანძღვაგინებას დაუწყებთ დაცვა გარეთ მიგაბრძანებთ, შეიძლება დაგაპატიმრონ კიდეც ხულიგნობის ბრალდებით.

0x01 graphic

თუმცა, ზოგს „რასობრივი განსხვავებანი“ აღიზიანებს - მაგალითად, იგივე საბერძნეთში და იტალიაში შეიქმნა „ტურისტებისაგან თავდაცვის ჯგუფები“. ამ ქვეყნებში ნამდვილ უბედურებად იქცა ბრიტანელი სტუდენტების მასობრივი ღრეობები. მათ ასეთი უცნაური „ტრადიცია “ ჰქონიათ, რომ ჯერ უგონობამდე დათვრებიან, შემდეგ კი ყველა გამვლელგამომვლელს მუშტიკრივს უმართავენ.

ბერძნები და იტალიელები ისე შეწუხდნენ ბრიტანელთა ასეთი გამოხტომებით, რომ საბჭოთა „დრუჟინნიკების“ მსგავსი „თავდაცვის რაზმებიც“ კი შექმნეს.

რატომ აირჩიეს ბრიტანელებმა სახულიგნოდ მაინცდამაინც საბერძნეთი ან იტალია - ამის ახსნა ფსიქოანალიტიკოსებსაც კი უჭირთ: ბრიტანელების ტრადიციული „იმპერიალისტური“ მოწინააღმდეგენი ხომ ესპანელები, ფრანგები და გერმანელები იყვნენ?

ასეთი პერსპექტივა საქართველოს ნამდვილად არ ემუქრება.

„იმპერიალისტი“ ბრიტანელებისგან განსხვავებით, ვისაც მხოლოდ ფიზიოლოგიური ვნებები აწუხებს - ისინი სამხრეთაღმოსავლეთ აზიაში მიემგზავრებიან, რადგან ყველაზე იაფი ნარკოტიკი ვიეტნამშია, ყველაზე იაფი „სექსი“ - ტაილანდში, კამბოჯაში კი რას გადაეყრები - მხოლოდ „ეშმაკმა უწყის“.

ასევე უცნაურია ამ თითქოსდა მსგავსი ქვეყნების განსხვავებული პოლიტიკა. ტაილანდელები თავგამოდებით ებრძვიან ნარკომანიას - ამ ქვეყანაში ნარკოტიკებით ვაჭრობა ძალზედ მკაცრად ისჯება. სანაცვლოდ ვიეტნამის პოლიცია ნარკომანიის პრობლემას საერთოდ არ განიხილავს და თუ მაინც განიხილავს, მაშინ, საკმაოდ მცირე ქრთამის ფასად. ამიტომ, ვიეტნამი ნარკომანთა ნამდვილ „სამოთხედ“ ითვლება.

ასე რომ, ყველა შესაძლო ერთმნიშვნელოვანი ნიშა უკვე დაკავებულია სახელგანთქმული და მსოფლიო რუკაზე კარგად „ხილვადი“ ქვეყნების მიერ.

რა განსხვავებული და ორიგინალური „ნიშა“ უნდა დაიკავოს საქართველომ მსოფლიოს ტურისტულ სისტემაში?

საქართველოს უპირველესი თვისება - ეს არის ლეგენდარულობა:

- ჯერ კიდევ უძველეს დროში ოლიმპოს ღმერთებმა კავკასიის მთებზე მიაჯაჭვეს პრომეთე. სულ რაღაც 30 წლის წინ ქართულ ცეკვას მსოფლიომ „სამყაროს მე8 საოცრება უწოდა... ქართული სიმღერა ჩაკრულო ამერიკელებმა უცხოპლანეტელებს გაუგზავნეს, როგორც მსოფლიო კულტურის შედევრი... სულ ახლახანს საქართველო ღვინის სამშობლოდ აღიარეს...

ევროპელებმა კი უარი თქვეს „ევროპელობაზე“ და თავისი თავი „კავკასიელებად“ გამოაცხადეს. ოფიციალურ ანკეტებში გრაფა „ევროპული რასა“ გააუქმეს და მის ნაცვლად ორი ახალი გრაფა ჩაწერეს: „კავკასიური თეთრი რასა“ და „კავკასიური შავი რასა“.

მანამდე კი ჯონ სტეინბეკი წერდა: არსად არ მიმუშავნია ისე ნაყოფიერად, როგორც თბილისში. მე არ მწამს სამოთხის, მაგრამ მჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ საქართველოში აღმოვჩნდები...

თუ რომელიმე ევროპელმა ალექსანდრე დიუმას კავკასია წაიკითხა - მას საქართველოში სტუმრობის სურვილი აუცილებლად გაუჩნდება...

0x01 graphic

ალბათ ნაწილობრივ ასეთი „პროპაგანდა“ იწვევს ტურისტულ ბუმს საქართველოში. როგორც კომპეტენტური ორგანიზაციები აღნიშნავენ, ბოლო სამი წლის განმავლობაში ტურისტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. გაიზარდა ფასები მომსახურებაზეც. თვით საქართველოში მცხოვრები ადამიანიც კი იძულებულია წინასწარ დაჯავშნოს ადგილები არათუ სასტუმროში, არამედ კერძო სახლებშიც კი. სულ რაღაც ორისამი წლის წინ კი თვით „სახლსასტუმროს“ მფლობელები ეძებდნენ კლიენტებს რკინიგზის თუ ავტოსადგურებში.

მაგრამ ასეთი ტურისტული იდილია შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს - მსოფლიოში ნავთობის გაძვირება ძლიერ საფრთხეს უქმნის მოგზაურობის მოყვარულ ევროპელთა შემოსავლებს.

კომპეტენტური კვლევითი ცენტრების მონაცემებით, უკვე ამა წლის აგვისტოს თვეში ინფლაცია საკმაოდ სარისკო ზღვარს 3,4%25-ს მიაღწევს მთელი ევროპის მასშტაბით.

უკვე მაისის თვეში რეკორდი დაამყარა ბელგიის ეკონომიკამ, სადაც ინფლაციის დონემ 5,2%25-ს გადააჭარბა.

ფასების ასეთი ზრდა მნიშვნელოვნად აზარალებს საშუალო ევროპელის შემოსავლებს, რაც პირდაპირ უარყოფითად იმოქმედებს მის ტურისტულ მიდრეკილებებზე.

შეიძლება ინფლაციურმა პროცესებმა მნიშვნელოვნად გაუნელონ ევროპელებს მოგზაურობის ჟინი. ეს კი უარყოფითად იმოქმედებს მსოფლიო ტურიზმის ბაზარზე, რადგან მოგზაურთა აბსოლუტური უმეტესობა განვითარებული ქვეყნების მოქალაქენი არიან.

თუმცა, ევროპული ინფლაცია და ამერიკული იპოთეკური კრიზისი ნაკლებად იმოქმედებს საშუალო და მდიდარი ფენის გეგმებზე. შესაბამისად, საქართველომ უნდა განავითაროს ახალი ტურისტული სექტორი შედარებით მდიდარი ადამიანებისათვის.

საქართველოში ისედაც იგეგმება საკურორტო ზონებში ახალი კომპლექსების მშენებლობა - მაგალითად, შაორის წყალსაცავთან მინი ქალაქი უნდა გაშენდეს.

მაგრამ, უფრო ეფექტური იქნება ისევ საქართველოს ლეგენდარულობაზე აპელირება, რადგან, შაორის მსგავსი ადგილები ბევრია კავკასიაში.

უფრო მიმზიდველი იქნება ძველი ლეგენდარული ქალაქის ფაზისის აღდგენა თავისი ისტორიული „პირველსახით“. სამწუხაროდ, ძველქართული არქიტექტურის ნიმუშები ნაკლებად შემორჩა, მაგრამ, კოლხური სამშენებლო დიზაინი რომ უმაღლესი დონის იქნებოდა - ეს უდაოა. მთელი მსოფლიო გაოცებულია კოლხური ოქროს სამკაულების ჩუქურთმებით, მათი სირთულით და მაგიური გრაციით.

შეუძლებელია, რომ ასეთი ოქრომჭედლების გვერდით არ ყოფილიყვნენ პროფესიონალი ქვის მთლელები და არქიტექტორები, რომლებიც ულამაზეს შენობებს ააშენებდნენ. ეს დასტურდება ისტორიული წყაროებითაც: ძველი ბერძენი ისტორიკოსები გვამცნობენ, რომ ფაზისის კარიბჭესთან იდგა ქალღმერთი ნანას ქანდაკება, რომელიც ყველას აოცებდა თავისი გრაციით და სილამაზით. სადაც ქანდაკების გამოთლა შეეძლოთ - იქ ქვის ორიგინალური ჩუქურთმების ამოტვიფრაც არ გაუჭირდებოდათ. ასეთი ოსტატობის ნიმუში მხოლოდ რამდენიმე გადაურჩა მტრების შემოსევას და თანაც შედარებით გვიანდელი ხანის - ახალი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის მღვიმევის ეკლესიას (ზემო იმერეთში) ჩუქურთმათა ისეთი მრავალფეროვნება და ფილიგრანობა ახასიათებს, რომ ფორმების ასეთ სიმრავლეს და სირთულეს მხოლოდ აღორძინების ეპოქის იტალიურ ნაგებობებზე თუ ნახავ...

ამიტომ, ახალი ფაზისისათვის უნდა შემუშავდეს სპეციალური კონცეფცია: შენობები უნდა აიგოს ხმელთაშუა ზღვის ძველი ცივილიზაციების სტილში კოლხური ოქროს ჩუქურთმების გამოყენებით და გათვალისწინებით.

რა თქმა უნდა, ასეთი შენობების აგება შედარებით ძვირი დაჯდება, მაგრამ ინვესტორთა მოზიდვა რთული არ იქნება. დღეს მსოფლიოში მრავლად არიან ქართველი მილიონრები, რომლებისთვისაც ფაზისში სახლის ან სასტუმროს ფლობა პრესტიჟის საქმე იქნება.

ეს პროექტი მომგებიანი იქნება კომერციულადაც. შედარებისთვის: ერთმა ამერიკელმა ბიზნესმენმა კომფორტული პლაჟებისგან მოშორებით, კლდოვან ნაპირზე (მიწა რომ იაფი დაჯდომოდა), სრულიად უდაბურ ადგილას ააგო პატარა ზღაპრული ქალაქი. მაგრამ მის ასაშენებლად ჰოლივუდიდან გადაყრილი ბუტაფორიები გამოიყენა. ამ ქალაქში განლაგებულნი არიან ამერიკული ფილმზღაპრების („სინბადი“, „ჰერაკლე“, „ალადინი“ „არგონავტები“ და ა.შ...) პერსონაჟების ქანდაკებები და შესაბამისი სასახლეების შედარებით მცირე ასლები, რომლებიც სასტუმროების ფუნქციასაც ასრულებენ. დღესდღეობით ეს „ზღაპრული“ ქალაქი ტურისტებს ვერ აუდის.

არანაკლებ ეფექტური იქნება ლეგენდარული ფაზისის გაცოცხლება, სადაც უნდა განლაგდნენ შენობები ჯერ არნახული დიზაინით. ქართული არქიტექტურული კონცეფციის შემუშავება ისედაც აუცილებელია, რადგან ახლახანს აშენებული სასტუმროები დიდი მიმზიდველობით არ გამოირჩევიან - მათი დიზაინი დასავლური ეტალონების უხეირო მიბაძვითაა შესრულებული.

აღორძინებული ფაზისი კი ზღვიდან ამოტივტივებული ატლანტიდის შთაბეჭდილებას უნდა ტოვებდეს.

0x01 graphic

ეფექტი კიდევ მეტი იქნება, თუ ამ ქალაქში სპორტული ტურნირი ჩატარდება „არგონავიადის“ სახელწოდებით.

საქართველოში უცხოელ ტურისტებს ძირითადად კულტურული მემკვიდრეობა იზიდავს. მათაც უმეტესად აჩვენებენ ძველი ციხესიმაგრეების ნანგრევებს და რამდენიმე კარგად შემონახულ შუასაუკუნეების ეკლესიას. ცხადია, ამაშიც არის რაღაც ხიბლი, მაგრამ ამ შენობების მსგავსი ისტორიული ძეგლები ბევრია სხვა კავკასიურ ქვეყნებში, ან, თუნდაც თურქეთში ყოფილი ტაოკლარჯეთის ტერიტორიაზე.

ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველია ისტორიულ ძეგლებთან დაკავშირებული ლეგენდები და საიდუმლოებები, რადგან გასართობი ინდუსტრია არც თავიანთ ქვეყნებში აკლიათ.

საქართველოსთან კი დაკავშირებულია ერთერთი ყველაზე რომანტიკული ლეგენდა ოქროს საწმისზე და ყველაზე „საშინელი“ საიდუმლო გოგისა და მაგოგის შესახებ.

„ოქროს საწმისის“ ლეგენდის მიხედვით, შესაძლებელია, რომ საფუძველი ჩაეყაროს ახალი შინაარსის სპორტულ ტურნირს არგონავიადის სახელწოდებით, რომელიც წარმატებით დაიკავებს წარუმატებელი „მცირე ოლიმპიადის“ ადგილს. შეიძლება ბევრს დაავიწყდა, რომ 60-იან და 70-იან წლებში დიდი ოლიმპიადების შუალედში იმართებოდა მცირე ოლიმპიადები. მაგრამ ეს თამაშები გააუქმეს, რადგან არ იწვევდა დიდ ინტერესს არც მაყურებლებში და არც სპორტსმენებში. მართლაც და რა შუაში იყო მცირე ოლომპიადა ნამდვილი ოლიმპიადის შემდეგ?

არგონავიადა კი გამორჩეული იქნება თავისი იდეოლოგიით - მთავარი პრიზი გამარჯვებული გუნდისათვის იქნება ოქროს საწმისი - ამ პრიზზე არც ერთი სპორტსმენი არ იტყვის უარს.

მეტი პრესტიჟულობისათვის „არგონავიადაზე“ წარმოდგენილი უნდა იყონ მხოლოდ სპორტის ის სახეობანი, რომლებიც ელინურ ეპოქაში არსებობდნენ.

გარდა ამისა ფარავნის ტბა საშუალებას იძლევა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს საწყალოსნო სპორტის სახეობებს.

ზოგი იტყვის, სად არგონავტები და სად სპორტიო და თან იასონმა წარმატებას მედეას ჯადოქრობით მიაღწია და არა თავისი თანამებრძოლების ძალითო. მაგრამ არც სპარტაკი იყო სპორტსმენი - მისი სახელობის „სპარტაკიადები“ კი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იმართებოდა. ამასთანავე, ამ ტურნირებში ერთმანეთს ეპაექრებოდნენ ფეხბურთელები და მოციგურავეები, ჰოკეისტები და ჩოგბურთელები. სპორტის ასეთი სახეობების შესახებ სპარტაკს არც კი სმენოდა - იგი გლადიატორებს კლავდა არენაზე.

იასონის გუნდის წევრებიდან კი მხოლოდ ორფეოსი იყო მუსიკოსი. დანარჩენები სახელგანთქმული სპორტსმენები და მეომრები იყვნენ, პირველ რიგში, ჰერაკლე.

ასე რომ, სახელწოდება არგონავიადა სრულიად შესაფერისია სპორტული ტურნირისათვის.

ფაზისის აღორძინება და იქ მასშტაბური სპორტული ასპარეზობის „არგონავიადის “ მოწყობა მოიზიდავს დამატებით ათიათასობით ტურისტს, განავითარებს სპორტულ ინფრასტრუქტურას, რაც კიდევ მეტად დააინტერესებს აქტიური დასვენების მოყვარულებს.

12 ტურიზმით დავამარცხებთ სიღარიბეს(?!)

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მსოფლიოში ტურიზმი მე-XX საუკუნის ეკონომიკურ აღმოჩენად აღიარეს, რადგან მის განვითარებას სიღარიბის დაძლევისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესების თვალსაზრისით, მართლაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, უცხოელ ექსპერტთა მოსაზრებით, ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს უდიდესი ტურისტული პოტენციალი გააჩნია.

ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციებზე, მის როლსა და მნიშვნელობაზე გვესაუბრება საერთაშორისო ტურიზმის ექსპერტი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ბნი ვაჟა შუბლაძე.

- ბატონო ვაჟა, უცხოეთის ქვეყნების გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეკონომიკურ აღმავლობას დიდად უწყობს ხელს ტურიზმის დაჩქარებული განვითარება. იგი აღიარებულია სიღარიბის დაძლევის მნიშვნელოვან ფაქტორად. საინტერესოა თქვენი კომენტარი ტურიზმის განვითარების თავისებურებებსა და მექანიზმებზე...

- დღეს, მთელ მსოფლიოში, ერთერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სიღარიბეა. ტურიზმს კი, როგორც საერთაშორისო ინდუსტრიას, შეუძლია უდიდესი როლი შეასრულოს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ღარიბთა ფენის შემცირებაში. სამწუხაროდ, საქართველოში მწვავედ დგას სიღარიბის დაძლევის პრობლემა, რომლის მოგვარების გარეშე საერთოდ შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა და განვითარებაზე საუბარი. დიახ, ტურიზმს შეუძლია ფეხზე წამოაყენოს ქვეყნის ეკონომიკა, შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, დაასაქმოს ადამიანები, ქვეყანაში უზრუნველყოს ვალუტის შემოდინება, გაამდიდროს ბიუჯეტი, განავითაროს ინფრასტრუქტურა, გააფართოოს შიდა ბაზარი და თანაბარ ნიშნულზე აიყვანოს რეგიონების ეკონომიკური განვითარება. აქედან გამომდინარე, დღეს მსოფლიოში ტურიზმი აღიარებულია სიღარიბესთან ბრძოლის ერთერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად.

ტურიზმის განვითარების ტენდენციები

- ბატონო ვაჟა, დამეთანხმებით, რომ ტურიზმის განვითარებას ეკონომიკური სარგებლის გარდა, დიდი წვლილი შეაქვს ხალხთა შორის ურთიერთობისა და მშვიდობის შენარჩუნებაში...

- გეთანხმებით, ტურიზმი განიხილება არა მარტო, როგორც ერთერთი მთავარი ეკონომიკური სექტორი, არამედ მას თავისი როლითა და ფუნქციით დიდი წვლილი შეაქვს გარემოს, ბიოლოგიურ მრავალფეროვნებითა, კულტურული მემკვიდრეობის, ხალხთა შორის ურთიერთგაგებისა და მშვიდობის შენარჩუნებაში.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (რომელიც 1970-75 წლებში ჩამოყალიბდა მადრიდში) მიზნებმა და ამოცანებმა, გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა. გაერომ მას მთავარი როლი მიანიჭა მდგრადი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი ტურიზმის განვითარებაში. მან ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფოთა განვითარების დაჩქარებას და უფრო ინტენსიური გახადოს საერთაშორისო ურთიერთობები.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღნიშნულ მისიას, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განვითარებად ქვეყნებში ტურიზმის განვითარების დაჩქარებაში...

- ცნობილია, რომ ტურიზმი როგორც სოციალურეკონომიკური სფერო, განუწყვეტლივ იცვლებოდა, რაც გამოწვეული იყო ინფორმაციულკომუნიკაციური ტექნოლოგიების გავლენით. საინტერესოა, როგორია დღეს ტურიზმის განვითარების თანამედროვე ტენდენციები?

- როგორც უკვე აღვნიშნე, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აქტიურად მონაწილეობს ამ სფეროს განვითარებაში. იგი, ფაქტობრივად, გარკვეულ „ამინდს“ ქმნის მსოფლიო ტურიზმის სფეროში.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ხელს უწყობს პარტნიორობის გაფართოებას სახელმწიფოსა და კერძო ორგანიზაციებს შორის. იგი საშუალებას იძლევა ტურისტულმა ცენტრებმა მაქსიმალურად გამოიყენონ ტურიზმის განვითარების შესაძლებლობანი, მინიმუმამდე დაიყვანონ ზიანით გამოწვეული სოციალური და ეკოლოგიური შედეგები...

ფაქტია, რომ დღეს, მიუხედავად შექმნილი სიძნელეებისა (ტერორიზმი, სტიქიური უბედურებები და ა.შ.), მოგზაურობა და დასვენება ჩვენი დროის ერთერთ დამახასიათებელ მოვლენად იქცა. მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში, მზარდი ტენდენციებით ხასიათდება.

0x01 graphic

საქართველო და ტურიზმი

გაეროს გადაწყვეტილებით, ტურიზმი აღიარებულია კაცობრიობის მოღვაწეობის ისეთივე მნიშვნელოვან სფეროდ, როგორიცაა: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, კულტურა და ა.შ.

- სამწუხაროდ საქართველოში ტურიზმი ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული, არადა, მას მართლაც შეუძლია ქვეყანა ეკონომიურად გააძლიეროს...

0x01 graphic

- გეთანხმებით, სახელმწიფოს მხრიდან სწორი პოლიტიკის გატარებით შესაძლებელია ტურიზმმა საქართველოს ეკონომიკა ფეხზე დააყენოს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა შორს არის ტურიზმის განვითარების გლობალური მასშტაბებისგან, იგი მაინც დიდ როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ასე მაგალითად, სტატისტიკური მონაცემებით, ჯერ კიდევ 2003 წელს, ტურიზმი მთლიანი პროდუქტის 910%25-ს შეადგენდა, ხოლო ქვეყნის ბიუჯეტში, ტურიზმიდან 100 მლნ. ლარზე მეტი იყო შესული. ამ სფეროში დასაქმებულთა რაოდენობამ კი, 51 ათასს მიაღწია. დღეს ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტია...

საგულისხმოა, რომ ტურიზმის განვითარებას ბევრი პოზიტიური მოვლენა ახლავს თან; სწორედ ამიტომ, ინტერესმოკლებული არ იქნება გაგაცნოთ ის მნიშვნელოვანი 10 სარგებელი, რომელიც მოჰყვება ტურიზმის განვითარებას. ესენია: დასაქმება, სიღარიბესთან ბრძოლა, სახელმწიფო შემოსავლები, ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკონომიკის დივერსიფიკაცია, მულტიპლიკატური ეფექტი, ადგილობრივი კულტურისა და ხელოვნების მხარდაჭერა, გარემოს დაცვის ხელშეწყობა, პატრიოტული აღზრდა (შიდა ტურიზმი), საერთაშორისო საზოგადოებრიობისა და ურთიერთგაგების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

გარდა ამისა, ტურიზმს განსაკუთრებული საექსპორტო მნიშვნელობა ენიჭება განვითარებადი ქვეყნებისთვის. ტურიზმის ექსპორტი (ტურისტების შემოყვანა, ანუ ტურისტული მომსახურების გაყიდვა საზღვარგარეთ) მთლიანად შიდა ბაზრის განვითარებაზე მუშაობს.

- თქვენ ადრე ტურიზმის განვითარებაში ხელისუფლების პოლიტიკური ნებაც ახსენეთ, თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს სახელმწიფომ იმისათვის, რომ საქართველოში ტურიზმი სათანადოდ განვითარდეს და ქვეყანამ დადებითი ტურისტული იმიჯი შეიძინოს?

- ტურიზმის რომ განვითარდეს, შემაფერხებელი ფაქტორების აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფომ მიზანმიმართული პოლიტიკა უნდა აწარმოოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა მოიძიოს დაფინანსების წყაროები - ტურიზმის რეკლამისა და მარკეტინგისთვის...

ტურიზმის განვითარების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარების მიზნით, საჭიროა შეიქმნას 5 წლიანი სახელმწიფო პროგრამა, სადაც კონკრეტულად იქნება განსაზღვრული ყველა სამინისტროსა და უწყებების, ასევე რეგიონების მიერ გასატარებელი ღონისძიებები.... ამასთან, საჭიროა სათანადო კადრების მომზადებაც - ტურიზმის სფეროში მუშაობდნენ კომპეტენტური სპეციალისტები. ამ მიზნით ქვეყანაში უნდა შეიქმნას ტურიზმის პროფესიათა სკოლები, რომელიც ორიენტირებული იქნება კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე.

0x01 graphic

ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მიზანშეწონილია, არსებული საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, სადაც გათვალისწინებული უნდა იყოს ევროკავშირისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციები.

- ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელია მატერიალურტექნიკური ბაზის სრულყოფაც. საინტერესოა, ამ მხრივ, რა მდგომარეობაა საქართველოში?

- საერთოდ, ტურიზმის ინფრასტრუქტურა რთული მექანიზმია და ის, თავის მხრივ, გულისხმობს არა მარტო სასტუმროებს, სანატორიუმებსა და დასასვენებელ სახლებს, არამედ სათანადო კომუნიკაციების უზრუნველყოფასაც (გზები, აეროპორტები, ვაგზლები, საზღვაო პორტები და ა.შ.). როგორც ვხედავთ, ეს რთული სფეროა და მისი თანამედროვე დონეზე განვითარებისთვის ხანგრძლივი პერიოდი და დიდი მოცულობის ინვესტიციების ჩადებაა საჭირო.

- ბატონო ვაჟა, თქვენ წლების მანძილზე ტურიზმის სახელმწიფო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირობებში, ქვეყანაში ტურიზმის განვითარების პოლიტიკის სათავეებთან იდექით. საინტერესოა, თქვენი მოსაზრება - რა სახის ტურიზმია ძირითადად საქართველოში განვითარებული და რამდენად მასშტაბურია ქართული კომპანიების საქმიანობა ამ თვალსაზრისით?

- მიუხედავად იმისა, რომ საბაზრო ეკონომიკის პრინციპზე გადავედით, შიდა ტურიზმი (ანუ ადგილობრივი) დიდად არ შეცვლილა. ამ სფეროში დომინირებს სამი ტურისტული პროდუქტი: ზაფხულისა და ზამთრის დასვენება და სამკურნალო ტურიზმი. საერთაშორისო ტურისტული ბაზრებისთვის კი, ძირითადად მიმდინარეობს ე.წ. „აღმოჩენითი ტურიზმის“ („discovery tourism“) შეთავაზება. საქართველოში, ასეთი ტიპის ტურიზმი, უმეტესად ჯგუფურად, ანუ ორგანიზებული სახით ხორციელდება. ინდივიდუალური ტურიზმი კი, უსაფრთხოების პრობლემების ტრანსპორტისა და კომუნიკაციასთან დაკავშირებული სირთულეების გამო, სუსტადაა განვითარებული.

საქართველოში ტურისტებს შეუძლიათ ნახონ არამარტო ულამაზესი ბუნება და ლანდშაფტები, არამედ ისტორიული ძეგლები. ჩვენი ქვეყანა მდიდარია კურორტებით, მინერალური და თერმული წყლებით.

საქართველოს კურორტებისა და ქვეყნის რეკრეაციული სიმდიდრეების მოვლა და გაფრთხილება ჩვენი მომავალი თაობებისთვის აუცილებელია, რისთვისაც სახელმწიფომ სათანადო ყურადღება უნდა გამოიჩინოს.

საქართველოს უდიდესი ტურისტული და საკურორტო პოტენციალი გააჩნია. 1998 წელს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა - ფრანჩესკო ფრანჯიალიმ საქართველოში ყოფნისას ასეთი სიტყვები წარმოთქვა: მე ვნახე საქართველო და დავრწმუნდი, რომ ეს საოცარი, პატარა ქვეყანა განწირულია დიდი ტურიზმისთვის - ამ სიტყვებით მან პირდაპირ აღიარა, რომ ტურიზმი - საქართველოს მომავალია!

ესაუბრა მზია გოგოძე

13 ტურიზმი და ელექტრონული ვაჭრობა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ანდრო ასლანიშვილი
იურისტი

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ ტურიზმი, როგორც საერთაშორისო ბიზნესის განუყოფელი ნაწილი, დიდ სარგებლობას იღებს ელექტრონული ვაჭრობის განვითარების შედეგებიდან. უნდა აღინიშნოს, რომ თვით საქართველოშიც, სადაც ელექტრონული ვაჭრობა ობიექტური მიზეზების გამო ჯერ კიდევ არ არის კარგად განვითარებული, საკმაოდ სწრაფად იზრდება იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომელთათვისაც ინტერნეტ მომსახურებით სარგებლობა უკვე ფუფუნებას აღარ წარმოადგენს.

რაც შეეხება უშუალოდ ტურიზმისა და ელექტრონული ვაჭრობის შეხების სფეროს, ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ დღეისათვის უამრავ ადამიანს აქვს შესაძლებლობა სახლიდან გაუსვლელად, დროის მინიმალური დანაკარგით და დროის ნებისმიერ შუალედში (24 საათის განმავლობაში) მოიძიოს მისთვის საინტერესო ინფორმაცია ამა თუ იმ ტუროპერატორთა, მათ მიერ შეთავაზებული სამოგზაურო მარშრუტებისა და ტურისტული მომსახურების ტარიფების შესახებ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. ინტერნეტის მეშვეობით ტურისტულ მარშრუტებზე სასარგებლო ინფორმაციის მოძიებას განსაკუთრებული დატვირთვა გააჩნია ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების მომსახურების დონის ამაღლების მიზნით. მითუმეტეს, რომ ბოლო წლებში საგრძნობლად იზრდება ქვეყანაში შემომსვლელ ტურისტთა რაოდენობა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ დასვენებისათვის განწყობილი ტურისტისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს რაც შეიძლება ნაკლები დრო და ენერგია დახარჯოს ტურისტული მოგზაურობის ტექნიკური დეტალების გადასაწყვეტად. ბუნებრივია, ბევრად უფრო მიმზიდველია ტურისტული ინფრასტრუქტურა და გარემო, როდესაც სპეციალურ ინტერნეტ გვერდებზე თავმოყრილია ქვეყანაში მოქმედი ტუროპერატორები. ამასთან, აუცილებელია, რომ ინფორმაცია იყოს მრავლისმომცველი. გარდა ინფორმაციის მყისიერად მოძიების შესაძლებლობისა, ელექტრონული ვაჭრობის ფარგლებში შესაძლებელია სასურველი მარშრუტის შერჩევის შედეგად ტუროპერატორთან დაკავშირება და ამა თუ იმ მომსახურებაზე რეზერვაციის გაკეთება, აპლიკაციის შევსება, დამატებითი კონსულტაციების მიღება და საგზურების შეძენა ინტერნეტ საბანკო ოპერაციების განხორციელების გზით, რაც აღარ საჭიროებს ბილეთის შესაძენად რიგებში დგომას. განვითარებული ქვეყნების მაგალითზე კარგად ჩანს, თუ რამდენად ბევრი მომხმარებელი ჰყავს ტურიზმის ინფრასტრუქტურის ისეთ განუყოფელ შემადგენელ ნაწილს, როგორიცაა მაგალითად, თვითმფრინავის ბილეთების დაჯავშნა და შეძენა. ამასთან, უცხოური ავია კომპანიები თავიანთი კლიენტებისათვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით შესაძლებელს ხდიან არა მხოლოდ ბილეთების დაჯავშნას და გამოსყიდვას, არამედ, ფრენის დროს სასურველი საკვების შერჩევას. მართალია, თავდაპირველ ეტაპზე ე.წ. ელექტრონული ბილეთი ელექტრონული სხით არსებობს, თუმცა, სათანადო მონაცემები მყისიერად შეიძლება გადმოტანილ იქნას ქაღალდზე და მგზავრებს გაეგზავნოს.

მაგალითად, საქართველოში მოქმედმა ბრიტანეთის სიდიდით მეორე ავია კომპანია „ბი-ემ-აი“ მ (BMI) უკვე შემოიღო ინტერნეტის საშუალებით მომსახურება (www.flybmi.com).

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ამ მხრივ სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ 2008 წლის 14 მარტს მიიღო კანონი ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ. თუმცა ჯერჯერობით არ არის მიღებული სხვა ისეთი მნიშვნელოვანი ხასიათის სამართლებრივი დოკუმენტები, როგორიცაა: კანონი ელექტრონული ვაჭრობის შესახებ“, კანონი ,,ელექტრონული გარიგებების შესახებ, რომლებიც უშუალოდ ქმნიან იმ სამართლებრივ გარემოს, სადაც წარმატებით და შეუფერხებლად უნდა განვითარდეს ელექტრონული ვაჭრობა (მათ შორის საინფორმაციო ტურისტული ინფრასტრუქტურა). თუმცა, ზემოთ ნახსენები კანონი მაინც წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, მითუმეტეს, რომ იგი საკმაოდ ლიბერალურ მიდგომებს ემყარება. ლიბერალური გარემო კი უპირველესი პირობაა ზოგადად ვაჭრობისა და ბიზნესის განვითარებისათვის (ამ შემთხვევაში შეგნებულად ვუვლი გვერდს ულტრა ლიბერალური მიდგომების უარყოფითი მხარეების ხსენებასა და განხილვას). ელექტრონული ხელმოწერების საკანონმდებლო დონეზე აღიარება და მათი ფიზიკურ ხელმოწერებთან გათანაბრება მნიშვნელოვანწილად განაპირობებს საქართველოში ელექტრონული ბიზნესის განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკის წინსვლის ერთერთი საყრდენია, ვინაიდან, ელექტრონული ვაჭრობა თავისთავად ელექტრონული ხელმოწერების განხორციელებას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ელექტრონული ხელმოწერების დამკვიდრების აუცილებლობას მომავალში უფრო დეტალურად დავუბრუნდები, მსურს მკითხველის ყურადღება შევაჩერო ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებკანონის ძირითად ასპექტებზე. კერძოდ, კანონი განმარტავს, თუ რა მოიაზრება ელექტრონული თუ ციფრული ხელმოწერის ქვეშ (,,ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული დოკუმენტის შესახებ“ კანონი ერთმანეთისაგან განასხვავებს ელექტრონულ და ციფრულ ხელმოწერებს), კანონი ასევე იძლევა ელექტრონული დოკუმენტის დეფინიციას და ა. შ. ერთი სიტყვით, კანონის წაკითხვის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზეა მცდელობა ელექტრონულ გარემოში ბრუნვადი დოკუმენტების და ხელმოწერების ქაღალდის გარემოსთან ადაპტაციისა.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ელექტრონული ვაჭრობის ინფრასტრუქტურის განვითარებას ასევე დადებითი გავლენა ექნება ტურიზმის განვითარებისთვის, კერძოდ, ტურიზმისთვის თანამედროვე ინფრასტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად, რაც ქვეყნის, როგორც თანამედროვე სახელმწიფოს იმიჯის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი უშუალოდ განაპირობებს არა მხოლოდ ტურისტული მიზნებით მოგზაურთა რიცხვის ზრდას საქართველოში, არამედ, ასევე გაზრდის ბიზნესით დაინტერესებულ უცხოელ პარტნიორთა რაოდენობასაც.

0x01 graphic

0x01 graphic

14 ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გიორგი გვენეტაძე
დამოუკიდებელი ექსპერტი, ადვოკატი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველო თავისი მრავალფეროვანი და ლამაზი ბუნებით მიმზიდველ ტურისტულ ქვეყანას წარმოადგენს უცხოელი სტუმრებისათვის. ამავე დროს, საბედნიეროდ, უფრო და უფრო მეტ ჩვენს თანამემამულეს უჩნდება შესაძლებლობა დაისვენოს საზღვარგარეთ და მოინახულოს მსოფლიოს სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა.

ამ პროცესში ტურისტებს, როგორც წესი, საქმე აქვთ სხვადასხვა ტურისტულ კომპანიებთან, რომლებიც უნდა უზრუნველყოფდნენ მათ სასიამოვნო, უსაფრთხო და მომსახურების ფასის შესაბამის დასვენებას. სამართლებრივად ამ დროს მხარეთა შორის იდება ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება და ამ თვალსაზრისით, საინტერესოა, თვალი გადავავლოთ მოქმედ კანონმდებლობას, რომლის ნორმების ცოდნა ალბათ ზედმეტი არ იქნება უკვე მიმდინარე ტურისტული სეზონის გათვალისწინებით.

ტურიზმის მომსახურების ძირითადი საკანონმდებლო უზრუნველყოფა და ამ სფეროში არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ნორმები დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11 თავით. აღსანიშნავია, რომ დასახელებულ თავს საქართველოს პარლამენტის 2006 წლის 28 აპრილის კანონით დაემატა მთელი რიგი ნორმები, რითაც შემოღებულ იქნა ტურისტის უფლებების დამატებითი დაცვის გარანტიები და ამაღლდა ტურისტული კომპანიების პასუხისმგებლობის ხარისხი.

ვფიქრობთ, რომ ტურისტული ურთიერთობის მონაწილეებმა კარგად უნდა იცოდნენ შესაბამისი სამართლებრივი ნორმები და უფლებამოვალეობანი, რაც გაცილებით უფრო აამაღლებს მომსახურების ხარისხს და უზრუნველყოფს მხარეთა ურთიერთსასარგებლო დამოკიდებულებას.

პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ტურისტული მომსახურების ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს ზეპირადაც და წერილობითი ფორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის. ამდენად, ტურისტმა უნდა იცოდეს, რომ ტურისტული კომპანიის შეთავაზებაზე ზეპირი ფორმით დათანხმების შემთხვევაშიც, მიუხედავად წერილობითი ფორმით ხელშეკრულების არარსებობისა, მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება და ორივე მხარე ვალდებულია შეასრულოს შეთანხმებული პირობები. ამ ვალდებულებათა ამა თუ იმ დოზით შეუსრულებლობა გამოიწვევს შესაბამისი მხარის მიმართ ნეგატიურ სამართლებრივ შედეგებს.

ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი კისრულობს ვალდებულებას გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 657-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ტურისტული მომსახურების პაკეტი ტურისტული მომსახურების ორი, ან ორზე მეტი კომპონენტისგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში. ამასთან, მოგზაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთავაზება, პირობები არ უნდა შეიცავდეს ყალბ, არასათანადო და შეცდომაში შემყვან ინფორმაციას.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტურისტული კომპანიის მიერ გაკეთებული რეკლამა, შეთავაზება მომსახურების ფასთან, პასპორტთან და ვიზებთან, სხვა ნებისმიერ საკითხთან მიმართებით წარმოადგენს ოფერტს, ესე იგი, ხელშეკრულების გაფორმების შეთავაზებას და ტურისტის მიერ თანხმობის (აქცეპტის) გამოხატვის შემთხვევაში ხელშეკრულება ითვლება დადებულად. შესაბამისად, მხარეებს ეკისრებათ მისი პირობების შესრულების იურიდიული ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6571, 6572, 6573-ე მუხლებით დადგენილია ტურისტის უფლებების დაცვის მთელი რიგი მექანიზმები და დაწესებულია ტურისტული კომპანიის ვალდებულებები.

კერძოდ, ტურისტული კომპანია ვალდებულია ხელშეკრულების დადებამდე ტურისტს წერილობით, ან მისთვის მისაღები ნებისმიერი ფორმით დაწვრილებით მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია:

მომსახურების ღირებულების, მისი გადახდის მეთოდებისა და განრიგის შესახებ;

დანიშნულების ადგილისა და მიზნების, გამოსაყენებელი სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი დახასიათების შესახებ;

განთავსების ტიპის, მდებარეობის, კატეგორიის, მომსახურების ხარისხის, მისი კლასიფიკაციის, გადაადგილების მარშრუტის და სხვა ძირითადი მახასიათებლების შესახებ;

კვების შესახებ;

პასპორტთან და ვიზასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესახებ;

ვიზიტების, ექსკურსიების და სხვა მომსახურების შესახებ, რომლებიც შედის პაკეტის ღირებულებაში;

- იმ შემთხვევისათვის, თუ მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელია ტურისტთა გარკვეული რაოდენობის შეგროვება და ის არ შეგროვდა, ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ტურისტის ინფორმირების შესახებ.

0x01 graphic

გარდა ამისა, ტურისტული კომპანია (მოგზაურობის მომწყობი) ვალდებულია მოგზაურობის დაწყებამდე გონივრულ ვადაში მიაწოდოს მოგზაურს ინფორმაცია შუალედური გაჩერებების დროისა და ადგილის შესახებ, საკუთარი წარმომადგენლობების, ადგილობრივი სააგენტოების და სათანადო სამსახურების დასახელება, მისამართი და ტელეფონის ნომერი, ვისაც შეიძლება დახმარებისათვის მიმართოს ტურისტმა. ტურისტს უნდა განემარტოს მის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში მოსალოდნელი შედეგები, აგრეთვე მოგზაურობის ყველა სხვა დეტალი. ამასთან, ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაცია და რეკომენდაცია სათანადო ფორმით მიწოდების შემდეგ სავალდებულოა შესასრულებლად მოგზაურობის მომწყობისა და ტურისტისათვის.

ტურიზმის სამართლებრივი რეგულირების ერთერთი მნიშვნელოვანი ასპექტია კანონით (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6573 მუხლით) დადგენილი მოგზაურობის ღირებულების უცვლელობის პრინციპი. კერძოდ, მხარეთა მიერ შეთანხმებული მოგზაურობის პაკეტის ღირებულება გადასინჯვას (გაზრდას, შემცირებას), როგორც წესი, არ ექვემდებარება. ღირებულება შეიძლება გადაისინჯოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადასინჯვის შესაძლებლობა მხარეებმა ხელშეკრულებითვე გაითვალისწინეს ისეთი შემთხვევებისათვის, როგორიცაა: დამატებითი სატრანსპორტო და გადაზიდვის მომსახურება, პორტებსა და აეროპორტებში ტვირთის გადატანაგადაზიდვა, ტაქსის დაქირავება და ა.შ.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, თუ ტურისტი წინასწარ შეთანხმებული მომსახურების გარდა სურვილს გამოთქვამს დამატებით მომსახურებაზე, მას შესაძლოა მოუწიოს დამატებითი დანახარჯების გაწევა. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია მოგზაურობის დაწყებამდე ტურისტი დეტალურად იცნობდეს შემოთავაზებული პაკეტის ყველა დეტალს.

აღსანიშნავია ასევე ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ მოგზაურობის მომწყობი უფლებამოსილია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეცვალოს ხელშეკრულების არსებითი პირობები, რაზედაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ტურისტს, რათა მან მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის, ან შეცვლილი პირობებით მისი მიღების თაობაზე. თუმცა, მოგზაურობის მომწყობს მკაცრად აქვს შეზღუდული ვადა, როცა მას შეუძლია შეთანხმებული პირობების შეცვლა. კერძოდ, მას აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნია მოგზაურობის დაწყებამდე არაუგვიანეს ოცი დღით ადრე.

მაგალითად, 2008 წლის 1 მაისს ტურისტულმა სააგენტომ გააფორმა ხელშეკრულება (წერილობით ან ზეპირად) ტურისტთან ეგვიპტეში 10 დღიანი მოგზაურობის მოწყობის შესახებ 3000 ევროს საფასურად. მოგზაურობა უნდა დაიწყოს 2008 წლის 1 ივნისს. 25 მაისიდან მოულოდნელად გაძვირდა საჰაერო მიმოსვლის ღირებულება და ტურისტული სააგენტოსათვის შეთანხმებულ ფასში მომსახურების გაწევა არარენტაბელური გახდა. მიუხედავად ამისა, სააგენტოს უფლება არა აქვს უარი თქვას ხელშეკრულებაზე ან გაუძვიროს ტურისტს შეთანხმებული საფასური, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, ამ შემთხვევაში მოგზაურობის დაწყებამდე დარჩენილია 20 დღეზე ნაკლები.

რაც შეეხება ტურისტის სასარგებლოდ ღირებულების შემცირებას, ასეთი შესაძლებლობა გათვალისწინებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოგზაურობა წარიმართება ხარვეზებით.

0x01 graphic

თუ მოგზაურობა ხარვეზიანია, მაშინ, მისი ღირებულება მცირდება იმ დროის გათვალისწინებით, რომლის განმავლობაშიც არსებობდა ხარვეზები. ღირებულება არ შემცირდება, თუ ტურისტი თავისი ბრალით არ შეატყობინებს მოგზაურობის მომწყობს ხარვეზის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 659-ე მუხლის თანახმად, თუ მოგზაურობას ხარვეზები აქვს, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს მათი აღმოფხვრა, თუმცა, მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს უარი თქვას ხარვეზის გამოსწორებაზე, თუ ეს მოითხოვს შეუსაბამოდ დიდ ხარჯებს. სხვა შემთხვევაში ტურისტს შეუძლია თვითონ აღმოფხვრას ხარვეზები და მოითხოვოს მათზე გაწეული აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება.

თუ მოგზაურობისას წარმოქმნილი ხარვეზის გამო ტურისტს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა, მას შეუძლია შეწყვიტოს ხელშეკრულება. ხელშეკრულების შეწყვეტისას მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მიღების უფლებას, მაგრამ მას შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება უკვე გაწეული უხარვეზო მომსახურებისათვის.

ასეთ შემთხვევაში, ესე იგი თუ ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა მოგზაურობის დაწყების შემდეგ, მოგზაურობის მომწყობი ვალდებულია უკან მიიყვანოს ტურისტი, თუკი უკან მოყვანა გათვალისწინებული იყო შეწყვეტილი ხელშეკრულებით.

თუ მოგზაურობის დაწყებამდე 20 დღით ადრე ტურისტული კომპანია გაზრდის მოგზაურობის (პაკეტის) ღირებულებას და ტურისტი გადაწყვეტს შეწყვიტოს ხელშეკრულება, ტურისტული კომპანია (მოგზაურობის მომწყობი) ვალდებულია ხელშეკრულების შეწყვეტამდე შესთავაზოს მას თავდაპირველი პაკეტის ექვივალენტური, ან უკეთესი ხარისხის ახალი პაკეტი, თუკი ეს შესაძლებელია, ან აუნაზღაუროს განსხვავება ფასში, თუ შეთავაზებული ახალი პაკეტი დაბალი ხარისხისაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ტურისტული კომპანია ვალდებულია დაუბრუნოს პირს ხელშეკრულების თანახმად გადახდილი თანხა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 665-ე მუხლის შესაბამისად, ტურისტს უფლება აქვს მოგზაურობის დაწყებამდე ნებისმიერ დროს უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ასეთ შემთხვევაში მოგზაურობის მომწყობი კარგავს შეთანხმებული საზღაურის მთლიანად მიღების უფლებას. თუმცა, კომპანიას შეუძლია მოითხოვოს შესაბამისი ანაზღაურება, რომლის ოდენობაც განისაზღვრება შეთანხმებული ანაზღაურების საფუძველზე იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მას შეეძლო მიეღო თავისი მომსახურების სხვაგვარად გამოყენების შედეგად.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, ანაზღაურებას ექვემდებარება მოგზაურობის ხარვეზით წარმართვით, ჩაშლით ან შეწყვეტით გამოწვეული ზიანი. კერძოდ, თუ მოგზაურობა წარმოებს ისეთი ხარვეზებით, რომლებზედაც პასუხისმგებელია მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

მაგალითად, თუ შეთანხმების მიუხედავად მოგზაურობის მომწყობმა თავისი მიზეზით ვერ უზრუნველყო ტურისტის დროული მიყვანა ამა თუ იმ ქვეყანაში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებაზე, ტურისტს შეუძლია შეამციროს გადასახდელი ანაზღაურების თანხა, ან, შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამის პარალელურად მას შეუძლია მოითხოვოს იმ დასაბუთებული ზიანის ანაზღაურებაც, რაც მას მიადგა ღონისძიებაზე დასწრების ჩაშლით, იქნება ეს პირდაპირი მატერიალური ზიანი (მაგალითად, შეძენილი ბილეთის ღირებულება), თუ მორალური ზიანი.

ანალოგიურად წესრიგდება ზიანის ანაზღაურების საკითხი, თუკი მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული. ასეთ შემთხვევაში ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება.

თუ ხელშეკრულება ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებული იყო მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში.

ზიანი ასევე არ ანაზღაურდება იმ შემთხვევაშიც, თუ ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.

დაუძლეველ ძალასთან მიმართებით საინტერესოა ისიც, რომ თუ დაუძლეველი ძალა წარმოიშვა ხელშეკრულების შესრულების დაწყების შემდეგ, არათუ ზიანის ანაზღაურების უფლება არ არსებობს, არამედ, სამოქალაქო კოდექსის 666ე მუხლის მე2 ნაწილის თანახმად, მოგზაურობის მომწყობს უფლება აქვს არ დააბრუნოს უკვე გაწეული ფაქტიური ხარჯების ღირებულება. ამასთან, თითოეულ მხარეს ეკისრება ტურისტის უკან დაბრუნების დამატებითი ხარჯების ნახევარი.

ასევე მნიშვნელოვანია მოგზაურობის მომწყობის ვალდებულება სწრაფი რეაგირება მოახდინოს ტურისტის საჩივარზე და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. ამასთან, ტურისტისთვის დამატებითი ხელშემწყობი ფაქტორია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 6622 მუხლით ტურისტული კომპანიებისათვის დაკისრებული ვალდებულება წარუდგინოს ტურისტს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები გაკოტრების შემთხვევაში მომხმარებელთა რეპატრიაციის და მათთვის გადახდილი თანხების უკან დაბრუნების მიზნით ხარჯების გაწევასთან დაკავშირებით.

ტურისტული მომსახურების ხელშეკრულებასთან დაკავშირებული დავების შემთხვევაში დადგენილია მოთხოვნის ხანდაზმულობის სპეციფიკური ვადები.

კერძოდ, თუ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოგზაურობა დაიწყო, მაგრამ შეწყდა ტურისტის ინიციატივით, ან მოგზაურობა დასრულდა, მაგრამ იგი წარიმართა ხარვეზებით, ტურისტი უფლებამოსილია დაიწყოს დავა ტურისტულ კომპანიასთან და დააყენოს ზიანის ანაზღაურების, ან სხვა მოთხოვნა მხოლოდ ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლიდან ერთი თვის მანძილზე.

ამ ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის ვადის გადაცილებაში.

სხვა შემთხვევაში კი (როცა მოგზაურობა არ დაწყებულა და არ შემდგარა) ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როცა ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, როცა მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას.

ამრიგად, როგორც ვხედავთ, ტურისტული მომსახურება საკმაოდ რთული სამართლებრივი გარიგებაა და კანონით დადგენილი ნორმების ცოდნა ამ გარიგების მონაწილე ორივე მხარისთვის პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე აუცილებლობაა.

RESUME
CONTRACT ON TOURIST SERVICE

Giorgi Gvenetadze, Independent expert, lawyer

As it is generally known, Georgia is quite attractive for visitors thanks to its diverse and beautiful nature. At the same time, more and more people living in Georgia are able to spend their holidays abroad and see the worldfamous sites.

In such situation tourists usually have to deal with travel agencies that are expected to guarantee their pleasant and safe rest, with the service adequate to the price of the holidays. As for the legal side of the matter, a contract on tourist service is concluded between two sides. With a tourist season already underway, it is interesting to look through the current Georgian legislation, whose norms are quite desirable to know.

The main legislative security and legal relationship norms in the above field are defined in Chapter 11 of the Georgian Civil Code. It is noteworthy that based on the law passed by the Georgian Parliament on April 28, 2006, the abovementioned chapter incorporated a number of norms providing for the additional guarantees of protection of tourists' rights and the increased responsibility of travel agencies.

We think that the participants of tourist relations should be well aware of respective legal norms and their rights and responsibilities, which is sure to raise the quality of service and to ensure mutually useful relationships between the sides.

Tourists should know that even in case of their verbal consent to a travel agency's suggestion, and despite the absence of a written agreement, a contract shall be considered concluded between the sides, both of which shall be responsible for fulfillment of the contract terms. Any kind of failure of any side to fulfill its responsibilities shall cause negative legal results for the respective side.

Tourist service is a rather complicated legal transaction and the knowledge of norms prescribed by law is practically necessary for the both sides of such contract.

15 იმოგზაურეთ პარიზში! მეგზურობას CGTT ვოიაჟი გაგიწევთ

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

საფრანგეთი ის ქვეყანაა, სადაც მოგზაურობა, სეზონის მიუხედავად, ყოველთვის მოხიბლულს ტოვებს სტუმარს და იქ კვლავ დაბრუნების მძაფრ სურვილს უტოვებს. პარიზი, ნიცა, ლიონი, სენტროპე თუ ტულუზა ანდამატივით იზიდავს ტურისტებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან და იქ გატარებულ დღეებს დაუვიწყარ მოგონებებად უქცევს... მაგრამ, თუკი თქვენს დასვენებას ან საქმიან მოგზაურობას პროფესიონალებს არ მიანდობთ, შესაძლოა, თქვენი ლამაზი მოგზაურობა გაუთვალისწინებლად წამოჭრილი პრობლემების საკუთარი ძალებით გადაჭრის მცდელობამ გაგიფერმკრთალოთ...

0x01 graphic

CGTT Voyages, ანუ ტურიზმისა და ტრანსპორტის გენერალური კომპანია საფრანგეთში უკვე 50 წელია, რაც აღმოსავლეთ ევროპისა და დსთს საუკეთესო სპეციალისტად ითვლება. მისი მომსახურებით ყოველ წელს ათასობით ტურისტი თუ ბიზნესმოგზაური სარგებლობს. გასული საუკუნის 80იან წლებში კომპანია საფრანგეთის საზღვრებს გასცდა და ფილიალები მოსკოვში, სანკტპეტერბურგში, ალმაატაში, კიევში, ბაქოში, ერევანსა და ტაშკენტში დააარსა, 2000 წლის 1 მარტიდან კი CGTT Voyages წარმომადგენლობა თბილისშიც გაიხსნა. ჩვენი ქვეყნის მასშტაბებიდან გამომდინარე, თბილისის ფილიალი დსთს სივრცეში ყველაზე პატარაა: ოფისმა მუშაობა სამი თანამშრომლით დაიწყო, ამ დროისთვის კი მათი რიცხვი მხოლოდ შვიდამდე გაიზარდა. მაგრამ მრავალენოვანი და გამოცდილი გუნდი, სასტუმროებისა და ბილეთების დაჯავშნის მაღალგანვითარებული კომპიუტერული სისტემები ფილიალის წარმატებულ საქმიანობას განაპირობებს.

აღსანიშნავია, რომ CGTT თბილისი საქართველოს ტურისტულ ბაზარზე წარმოდგენილი ერთადერთი „100პროცენტიანი“ უცხოური კომპანიაა.

შორენა ნინიაშვილი, ფრანგული კომპანიის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში: - „ამხელა ინვესტიციას საფრანგეთი ჩვენს ქვეყანაში ტყუილუბრალოდ, საქართველოსადმი დიდი ინტერესის გარეშე არ ჩადებდა, რაც, თავისთავად, უკვე ძალიან მნიშვნელოვანია. ტურისტული კომპანიების ბიუჯეტი, როგორც წესი, საკმაოდ შეზღუდულიახოლმე და ხშირად კომპანიები უცხო ქვეყანაში რომელიმე კომპანიასთან ფრანჩაიზინგით ან წარმომადგენლის აყვანით კმაყოფილდებიან.“

CGTT Voyages სანდოობა და მომსახურების უმაღლესი ხარისხი სავიზიტო ბარათად იქცა, რაც ამ სფეროში წარმატების მიღწევისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად მიიჩნევა. სწორედ ნდობაზეა დამყარებული კომპანიის ურთიერთობები ქართველ თუ უცხოელ კლიენტურასთან.

შორენა ნინიაშვილი: - ტურიზმი ისეთი ბიზნესია, რომლის პროდუქტი ხელშესახები არ არის: ტურისტი იღებს მხოლოდ დოკუმენტს, რომელშიც წერია, რა მომსახურება შეიძინა მან, ასე რომ, უბრალოდ, მთლიანად უნდა ენდოს ტურისტულ კომპანიას, რათა დახვდეს ადგილზე სწორედ ის პროდუქტი და ის ხარისხი, რაშიც მან ფული გადაიხადა. ამაში კი ჩვენს მომსახურებას წუნი ნამდვილად არ დაედება. ჩGთთ თბილისის სანდოობაზე მათი მუდმივი კლიენტების სიისთვის ერთი თვალის შევლებაც კი კმარა: საფრანგეთის საელჩო, ევროსაბჭო, ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრი, იონის დეპარტამენტის გენერალური საბჭო საფრანგეთში, ჟურნალი ამარტა, ფრანგული პარფიუმერიის ქსელი სტაილი”, ჰოფმან ლა როშის წარმომადგენლობა საქართველოში, ბოფურ იპსენის წარმომადგენლობა საქართველოში, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო ცენტრი...

0x01 graphic

მაინც, რას სთავაზობს ტურისტებს CGTT Voyages? ეს არის ყველა სახის ტურისტული მომსახურება საფრანგეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში, თვითმფრინავისა და მატარებლის ბილეთების დაჯავშნა ყველა მიმართულებით, სასტუმროების დაჯავშნა მთელი მსოფლიოს მასშტაბით და საქართველოს ტერიტორიაზე, ტრანსფერები, მანქანის დაქირავება კვალიფიციური მძღოლით (პარიზში, თურმე, ერთი ქართულენოვანი მძღოლიც კი ემსახურება ტურისტებს, რომელზეც განსაკუთრებული მოთხოვნაა), საექსკურსიო მარშრუტები, რუსულენოვანი გიდისა და თარჯიმნის მომსახურება, გამარტივებული და მოსახერხებელი სავიზო მომსახურება საფრანგეთის საკონსულოში, მათ შორის, საბუთების ურიგოდ შეტანა.

კომპანია ტურისტებს კომბინირებულ ტურებსაც სთავაზობს: საფრანგეთიჰოლანდია, საფრანგეთიესპანეთი, საფრანგეთიიტალია, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა მაინც პარიზზეა, რადგან, როგორც შორენა ნინიაშვილი ამბობს, ის მაინც ქართველების საოცნებო ქალაქად რჩება. ასევე პოპულარულია ლაჟვარდოვანი სანაპიროც, როგორც მას შტეფან ლიეგრანის ამავე სახელწოდების წიგნის გამოსვლის შემდეგ უწოდებენ. კომპანია CGTT თბილისი ამჟამად ბრეტანისა და საფრანგეთის ბასკეთის მიმართულების განვითარებაზე მუშაობს.

შორენა ნინიაშვილი: - „ქართველებს საფრანგეთის ყველა კუთხე ერთნაირად არ აინტერესებთ. მაგალითად, ნაკლები მოთხოვნაა ალპებზე. ჯერ ერთი, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, რადგან სათხილამურო სპორტი თავისთავად ძვირადღირებული სახეობაა. გარდა ამისა, საქართველოშიც შესანიშნავი ზამთრის კურორტები გვაქვს და ხალხი იქ დასვენებითაც საკმაოდ კმაყოფილია. თუმცა, ალპების კურორტების, მერიბელისა და შამონიქსის, ვალ დიზერისა და ვალ ტორანსის სილამაზეს ძნელია, გვერდი აუარო!..“

კომპანია პარიზის დისნეილენდში გამგზავრებაშიც დაგეხმარებათ, თქვენს საყვარელ ზღაპრის გმირებთან შეგახვედრებთ და ალადინისა თუ რობინზონ კრუზოს სამყაროში გამოგზაურებთ, ექსტრემალური ატრაქციონებისა და გალაქტიკის დათვალიერების მსურველებს კი... კოსმოსში „გამგზავრების“ საშუალებასაც მოგცემთ.

16 თქვენი მასპინძელი ცაში...

▲ზევით დაბრუნება


ნაციონალური ავიახაზები

მასპინძლის როლი ხმელეთზე ხომ საპატიო და საპასუხისმგებლოა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რაოდენ დიდი ტვირთი აწევს მას, ვინც მასპინძლობას, მართალია, სულ რაღაც რამდენიმე საათით, მაგრამ სამაგიეროდ, მიწიდან ათასობით კილომეტრს მოწყვეტილს გიწევთ? დიახ, საუბარია ავიაკომპანიაზე, თანაც ისეთზე, რომელმაც ეს მისია თავის სლოგანშიც კი გამოიტანა.

თქვენი მასპინძელი ცაში... არ შემცდარხართ - ეს ნაციონალური ავიახაზებია”! კომფორტული სავარძელი, ლამაზად ჩაცმული ბორტგამყოლები, ღიმილიანი მისალმება, გემრიელი სამზარეულო, შესანიშნავი ქართული ღვინო, უზადო სისუფთავე, წესრიგი და, რაც მთავარია, გამოცდილი მფრინავები - ეს ყველაფერი თქვენ „ნაციონალური ავიახაზების” თვითმფრინავით მგზავრობისას გელით.

ავიაკომპანიის მთავარი მიზანი ფრენის უსაფრთხოების დაცვა და მგზავრებისთვის მაქსიმალური კომფორტის შექმნაა. სწორედ ამიტომ ერთი თვის წინ პირველად ქართულ ავიაბაზარში, „ნაციონალურმა ავიახაზებმა” სერიოზული განაცხადი გააკეთა: საკუთარი თვითმფრინავი, თანაც თავისი უსაფრთხოებით, სისწრაფითა და კომფორტით გამორჩეული ბოინგ DC9 “ ჩამოიყვანა. წლის ბოლომდე ავიაკომპანია კიდევ ოთხი ასეთივე თვითმფრინავის შეძენას აპირებს, ხოლო 10 წელიწადში „ნაციონალური ავიახაზების“ კუთვნილი საჰაერო ხომალდების რიცხვი 20მდე გაიზრდება. ბუნებრივია, ეს უზარმაზარ ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ავიაკომპანიის პრეზიდენტი გიორგი კოდუა მიიჩნევს, რომ კომერციულად ეს ბევრად უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე თვითმფრინავების ლიზინგით აღებადაბრუნება.

მგზავრების კომფორტზე ზრუნვა ამით არ დამთავრებულა: გიორგი კოდუას სპეციალური შეკვეთის შესაბამისად, 140 სავარძლიანი ბოინგი 125 სავარძლიანად გადააკეთეს, ამოცლილი 15 სავარძლის ხარჯზე კი დარჩენილებს შორის დისტანცია ბიზნესკლასის სტანდარტებამდე გაზარდეს.

გიორგი კოდუა: - ქართველი კაცი - დიდი და ომახიანიც კი, თავისუფლადაც მოთავსდება, ფეხებსაც გაშლის და დაუღლელად გადაფრინდება იქ, სადაც სურს. ჩვენ დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, თითქოს ეკონომკლასის მგზავრი თავს აუცილებლად შევიწროვებულად უნდა გრძნობდეს. მართალია, ამით მოგება შევამცირეთ - ნაკლებ ბილეთს გავყიდით, მაგრამ, სამაგიეროდ, ის ნაკლები მგზავრი კომფორტულად იმგზავრებს.

ნაციონალური ავიახაზების ეკონომკლასი, სავარძლებს შორის გაზრდილი დისტანციის გარდა, ისედაც მაღალი დონის მომსახურებით გამოირჩევა და სრულად ამართლებს კომპანიის მეორე სლოგანს: იფრინეთ დაბალი ტარიფით და მაღალი სერვისით.

ავიაკომპანიამ სერვისიც განაახლა და ტარიფებიც დაბლა დაწია. მაგალითად, თბილისიმოსკოვი 220 ევრო ღირს, კიევის მიმართულებით კი ორი გზა მხოლოდ 200 ევრო ღირს.

გიორგი კოდუა: - ჩვენ უკვე რამდენიმე პარტნიორმა კომპანიამ, მათ შორის, უკრაინულმა ავიაკომპანიამაც მოგვმართა, რომელიც ტარიფების კვლავ გაძვირებას გვირჩევს და ამას ქართულ ავიაკომპანიაზე ზრუნვით ხსნიან. უკვირთ, როგორ დავფრინავთ და ჰგონიათ, რომ დანახარჯებს ვერ ამოვიღებთ, მაგრამ ჩვენზე თავად ჩვენს გარდა არავინ არ იზრუნებს! არავინ არ იქნება მგზავრებზე ისე ორიენტირებული, როგორც თავად იმ ქვეყნის კომპანია... აქედან გამომდინარე, მე ჩემს მოსახლეობას ვთავაზობ ყველაზე დაბალ ტარიფს, ფრენის ყველაზე მოსახერხებელ განრიგს... ნუთუ ის უკეთესია, ღამის რეისებზე თბილისის აეროპორტში გამოუძინებელი ხალხი რომ ათენებს და წვალობს?! ჩვენ კი რეისებს დილის ცხრა საათზე, ბიოლოგიურად მისაღებ დროს გთავაზობთ: მგზავრი გამოიძინებს სახლში, მოვა აეროპორტში 78 საათზე და გაფრინდება ადამიანურად, დაბალი ტარიფითა და დიდი დისტანციით. ამაზე მეტი რა უნდა შესთავაზო ადამიანს? მე თვითონ ვარ ქართველი მოქალაქე და ამ პოზიციიდან ვუდგები სა კითხს: რის დანახვას ვისურვებდი ავიაკომპანიაში? ეს ტარიფები და განრიგები სწორედ ამ პოზიციიდან გამომდინარეა შედგენილი.... შედეგიც უკვე სახეზეა: უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოსკოვის რეისზე ბილეთებს ვეღარ ვიპოვით!

0x01 graphic

„სასაცილო ფასები” კი უახლოეს მომავალში ბათუმის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ელით: ივლისიდან ისინი ბათუმში 25 დოლარად (!) გადაფრინდებიან.

ავიაკომპანიაში დანერგილ სიახლეებს ბიზნესკლასის მოყვარულებიც შეიგრძნობენ. „ნაციონალური ავიახაზები მათ განსაკუთრებულ კომფორტს სთავაზობს: ბალიშები, გადასაფარებლები, ჩუსტები, წინდები, სუნამოები ქალბატონებისა და ბატონებისათვის, კბილის ჯაგრისები და პასტები... და, რასაკვირველია, განსაკუთრებული მენიუ, რომელშიც შავი შამპანურიც კია ჩართული...

უსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განსამტკიცებლად ავიაკომპანიამ ტექნიკურ დეპარტამენტთან უსაფრთხოებისა და ხარისხის დეპარტამენტიც დააარსა, უკრაინის ავიაკომპანიიდან კი ტექნიკური პერსონალი მოიწვია. „ნაციონალური ავიახაზების” მომსახურებას ევროპიდან მოწვეული ექსპერტებიც აკონტროლებენ.

გიორგი კოდუა: - „ჩვენ თვითონ ვირთულებთ პოზიციებს, რათა ფრენა მაქსიმალურად უსაფრთხო გავხადოთ. ბოინგი თავისთავად უსაფრთხო თვითმფრინავია, რასაკვირველია, თუ კარგად მოემსახურები. სანამ ქართველი მომსახურე პერსონალი სათანადოდ არ გადამზადდება, თვითმფრინავების გამართულობას ადგილობრივი პერსონალი ევროპელ კოლეგებთან ერთად გააკონტროლებს. ბორტგამყოლები საგანგებოდ ჩამოყვანილმა ინსტრუქტორებმა გადაამზადეს.

როცა „ნაციონალური ავიახაზების“ დირექტორს ნომრის მთავარი თემა გავაცანით, მან ასეთი კომენტარი გააკეთა:

„ისე, საინტერესოა, როგორ განვითარდებოდა ტურიზმი ავიაციის გარეშე? შარშან ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ერთერთ კონფერენციას დავესწარი, სადაც ტუროპერატორები სულ გულზე მჯიღს ირტყამდნენ და ტურისტების შემოყვანაზე საუბრობდნენ... საინტერესოა, ამ ტურისტების ჭოკით შემოგდებას აპირებენ თუ ტივით შემოყვანას? ტურისტების შემოყვანის უმთავრესი გზა ხომ ავიაციაა? ჩვენს გვერდით დაყენებაზე კი სერიოზულად არავინ არ ფიქრობს. ამ ბოლო ხანებში კიდევ იგრძნობა

„თქვენც მობრძანდით ტიპის მესიჯები. ჩვენც კი არა, უპირველესად ქართული ავიაკომპანია უნდა დადგეს მათთან! არც ერთი უცხოური ავიაკომპანია არ მოგცემთ ისეთ ტარიფებს, რომ ტურიზმი განვითარდეს! ტურიზმი და 500 ან 1000 დოლარიანი ბილეთების კლიენტები სულ სხვადასხვა რამ არის! ტურისტები მსოფლიოში ყველაზე იაფ ბილეთებს, იაფ პაკეტს ეძებენ და ისე მოგზაურობენ. კი ბატონო, უსაფრთხო გარემო შეიქმნა, გზები დაიგო, შუქი გვაქვს, მაგრამ არავინ არ ფიქრობს ავიაკომპანიასთან ალიანსზე. მე ყველაფერ ამას მოთმინებით ვუყურებ, დამოუკიდებლად ჩვენ თვითონვე დავიწყეთ მუშაობა. ბაზარზე შევაგდეთ სენსაციურად დაბალი ტარიფები. რომელიმე ტურისტული სააგენტო კი მოვა და ამ ტარიფებს თავის პაკეტს მიაბამს, მაგრამ კარგი იქნებოდა უფრო პროფესიული მიდგომა... არც მაღალი კლასის, ძვირადღირებული სასტუმროების რიგრიგობით გახსნაა ტურიზმის განვითარების საწინდარი და არც უცხოური ავიაკომპანიების შემოსვლა! პირიქით: იაფი ბილეთები და დაბალბიუჯეტიანი სასტუმროები დაბალი ფასებით. სწორედ მაშინ განვითარდება ტურიზმი და მილიონობით მგზავრი შემოვა. „კემპინსკი“, „მერიოტი“, „შერატონი“, „ლუფთგანზა“ - ეს არის ბიზნესსექტორი, ასევე აუცილებელი. ტურიზმის დეპარტამენტი კი ნაციონალურ ავიაკომპანიასთან ერთად უნდა დაჯდეს და მასთან შეთანხმებით უნდა გამიჯნოს სტრატეგია. მე შევთავაზე დეპარტამენტის ხელმძღვანელობას: მითხარით, რომელი ქვეყნიდან გნებავთ ტურისტების შემოყვანა, შესაბამის ქალაქში ფრენებს დავიწყებ, მოგცემთ თქვენ სპეციალურ, ძალიან დაბალ ტარიფებს, მიაბით ეს სასტუმროებს და შექმენით პაკეტი. მესიჯი გაკეთებულია, ველოდები რეაგირებას. მე თანამშრომლობისთვის მზად ვარ. ავიაციის გარეშე ტურისტი ვერ შემოვა და, ბუნებრივია, ტურიზმიც ვერ განვითარდება. “

17 რატომ უნდა ენდოთ „პელიკან თრეველ ჯორჯიას“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

გრიგოლ ბუაძე,
პელიკან თრეველ ჯორჯიასდირექტორი

დასვენება, ენერგიის აღდგენა და გართობა რომ ძალიან სასიამოვნოა ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, შემოსავლის რაოდენობა ბევრ ჩვენგანს არ აძლევს იმის საშუალებას, რომ საკუთარი სურვილის შესაბამისად გაატაროს შვებულება, მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი დაძაბულობა და სტრესი მოიხსნას და გარემო შეიცვალოს. ან, მით უმეტეს, სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შეუთავსოს და ეს დრო ახალი პროფესიის შესწავლას დაუთმოს.

ახლა იმ კომპანიაზე მოგითხრობთ, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ან თუნდაც ჯერჯერობით დაუსაქმებელ (!) პირებსაც კი დაეხმარება ამგვარი ოცნებების ასრულებაში.

ბიზნესჯგუფი პელიკან თრეველ ჯორჯია 2007 წლის ნოემბრიდან გამოჩნდა ბაზარზე და ამ დროიდან მოყოლებული აქტიურ საქმიანობას ეწევა. კომპანიის მთავარი მიმართულება ტურიზმია, თუმცა, ბიზნესჯგუფის სატრანსპორტო და სამშენებლო განყოფილებებიც საკმაოდ საინტერესო პროექტებზე მუშაობენ. მაგრამ, მოდით, თანამიმდევრულად გავეცნოთ კომპანიის საქმიანობას.

როგორც ყველა ტურისტული კომპანია, პელიკან თრეველ ჯორჯიაც მსურველებს ცხელ ზაფხულში თურქეთის, ესპანეთისა თუ ბულგარეთის პოპულარულ კურორტებზე დასვენებას სთავაზობს და კლიენტის მოთხოვნების შესაბამის ნებისმიერ ინდივიდუალურ ტურს ადგენს. სხვა კომპანიებისაგან განსხვავებით კი ამ დაუვიწყარი ტურების საფასურის გადახდის უპროცენტო განვადებით გადახდის საშუალებას აძლევს, რაშიც მას პარტნიორი და მეგობარი ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტეჯენერალი“ ეხმარება. მომსახურებაში შედის ავიაბილეთების დაჯავშნა, შესაძლებელია ბილეთების მიტანა კლიენტისთვის სასურველ ადგილზე, სასტუმროში განთავსება, ტრანსფერი და გიდის მომსახურება. „ცხელ ტურებს“ კომპანია, უმთავრესად, იმ ქვეყნებში შემოგთავაზებთ, რომლებთანაც საქართველოს გამარტივებული სავიზო რეჟიმი გააჩნია. საკმაო პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდული გასართობი ტური ოდესაში. საქართველოში პირველად სწორედ „პელიკან თრეველ ჯორჯიამ“ შესთავაზა მსურველებს „ფორმულა1“-ზე დასწრება, რამაც ავტომოყვარულების საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია. კომპანია თავის კლიენტებს ახალახალი შეთავაზებებით მომავალშიც გაანებივრებს. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ კონკურენტებისაგან მომსახურების მაღალი დონე და კლიენტის სურვილების გათვალისწინება გამოარჩევს.

გარდა ამისა, პელიკან თრეველ ჯორჯია 18-დან 30 წლამდე დაინტერესებულ, შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებმაც უცხო ენა იციან, საკმაოდ მომგებიან მომსახურებას სთავაზობს, რომელიც, ამასთან, ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას და ამ სფეროს გამოცდილი პერსონალით უზრუნველყოფს. კერძოდ, პროგრამა „ტი-ეს-ემის“ - ტურიზმის, სერვისისა და მენეჯმენტის პროექტის ფარგლებში ახალგაზრდები ეგვიპტის ან თურქეთის სახელგანთქმულ კურორტებზე ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გაივლიან სტაჟირებას, რის შემდეგაც მათ საერთაშორისო დონის სერთიფიკატები გადაეცემათ. სწავლების კურსი სამთვიანი ან ექვსთვიანია. სტაჟიორებს 100-დან 300 დოლარამდე სტიპენდიაც ენიშნებათ, რაც უცხო ენის ცოდნის დონეზეა დამოკიდებული. სტაჟიორები იმავე სასტუმროში ცხოვრობენ და იკვებებიან, რომელშიც გადიან სტაჟირებას. ახალი პროფესიის დაუფლების, გამოცდილების მიღების, ენის პრაქტიკისა და, ამავე დროს, დასვენების შანსი რომ ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი გახადოს, ბიზნესჯგუფს აქაც ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი „სოსიეტეჯენერალ“ ეხმარება ექვსთვიანი უპროცენტო განვადებით. ასე რომ, თქვენ არაფერს არ კარგავთ: უცხო ქვეყანას მოინახულებთ, კომ ფორტულ პირობებში იცხოვრებთ, ტურიზმისა და სასტუმრო საქმის სპეციალისტი გახდებით და დიდი შანსი გაქვთ, რომ ჩამოსვლისთანავე დასაქმდეთ. როგორც კომპანიის დირექტორის მოადგილე გელა გოგრიჭიანი ამბობს, ამისათვის მხოლოდ 200 ლარიანი შემოსავალიც კი საკმარისია. უფრო მეტიც: თუ არსად მუშაობთ, მაგრამ თავდებად თქვენი ახლობელი ადამიანი დაგიდგებათ, განვადების გაფორმებას მაინც შეძლებთ. ყოფილა შემთხვევები, როდესაც განვადების თანხა სტაჟირებაზე გამგზავრებულს ყოველთვიური სტიპენდიიდანვე დაუფარავს. აღსანიშნავია, რომ ბიზნესჯგუფის პარტნიორი და მხარდამჭერია საქართველოს საელჩო ეგვიპტის რესპუბლიკაში, რაც აღნიშნული პროექტის სერიოზულობაზე მეტყველებს.

0x01 graphic

გელა გოგრიჭიანი, დირექტორის მოადგილე: - ჩვენი სურვილია, საქართველოს გამოცდილი პერსონალი ჰყავდეს ამ სფეროში. დღეს ჩვენს ქვეყანაში უამრავი ახალი სასტუმრო შენდება, მაგრამ მენეჯმენტი საკმაოდ მოიკოჭლებს. სწორედ ამ საქმის წამოწევას ვცდილობთ. ალბათ, ყველას ოცნებაა, რომ საქართველო მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ტურისტული ქვეყანა იყოს!.. ჰოდა, ამ საქმეში ჩვენი წვლილის შეტანა გვსურს. საქართველოს ხომ ამ კუთხით უზარმაზარი პოტენციალი აქვს და გამოცდილი ადამიანები ნამდვილად გვჭირდება... დარწმუნებულები ვართ, რომ არა მხოლოდ ჩვენს ბიზნესში ვიქნებით წარმატებულები, არამედ საქართველოსაც მოვუტანთ სარგებელს.

საგულისხმოა ისიც, რომ კომპანია თავის კლიენტზე პასუხისმგებლობას მხოლოდ მაშინ იხსნის, როდესაც ის საქართველოს სახელმწიფო საზღვარს გადმოკვეთს. ჩვენი უმთავრესი მიზანია, არ დაირღვეს საქართველოს მოქალაქეთა უფლებები უცხოეთში ყოფნისას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს მოქალაქეს. თითოეული ადამიანის მიერ საქართველოს საზღვრის დატოვებისთანავე ინფორმირებულია შსს, ტრეფიკინგთან ბრძოლის სამმართველო, საგარეო საქმეთა სამინისტრო. გარდა ამისა, ეს ადამიანი აღრიცხვაზე აჰყავს იმ ქვეყნის საკონსულოს, სადაც ჩადის. თუკი შენი ამა თუ იმ ქვეყანაში ყოფნის შესახებ არ იციან ამ ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებში, შესაბამისად, ვერც დაგიცავენ.

0x01 graphic

აქვე დავძენ, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ბიზნესჯგუფის დახმარებით გადის საზღვარგარეთ, სადაზღვევო კომპანია „იმედი L “ აზღვევს.

თავიანთი თანამშრომლების ჯგუფურ გადამზადებას კომპანიას სასტუმროებიც უკვეთავენ. განსაკუთრებით აჭარის რეგიონიდან, სადაც ზამთარში საკურორტო სეზონი დახურულია, სამაგიეროდ კი ზაფხულის სეზონზე სასტუმრო დამსვენებლებს გადამზადებული პერსონალით ხვდება. სასტუმროები ბიზნესჯგუფს პერსონალსაც უკვეთავენ, რადგან, ბუნებრივია, ყველა დამსაქმებელს გამოცდილი და სტაჟირებაგავლილი თანამშრომლის აყვანა ურჩევნია.

კომპანია შიდა ტურიზმის განვითარებას უმნიშვნელოვანეს საქმედ მიიჩნევს.

მარიამ წამაშვილი, კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: - „ძალიან გვინდა, რომ ქართველ ტურისტებს საქართველო გავაცნოთ. თუ შენი ისტორია და კულტურა არ იცი, ვერც სხვისას გაიგებ და დააფასებ. ამიტომ ამ მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურად ვმუშაობთ, შემდეგ კი თანდათანობით ყველა ქვეყანას მოვიცავთ.“

რაც შეეხება სამშენებლო განყოფილების პროექტებს, ამჟამად თბილისში, გლდანის V მიკრორაიონის ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც სულ ცოტა ხანში დასრულდება. ახალი ცენტრი 50 ადამიანს დაასაქმებს. „პელიკან თრეველ ჯორჯია“ სამშენებლო გეგმები მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება: საქართველოს სხვადასხვა ადგილზე არა მარტო სავაჭრო ცენტრები, არამედ სასტუმროები, საცხოვრებელი სახლები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრები აშენდება და, როგორც კომპანიაში დასძენენ, გამოცდილი არქიტექტორების წყალობით, საქართველოს კიდევ არაერთი ლამაზი ნაგებობა შეემატება, სადაც მათივე გადამზადებული პროფესიონალებიც დასაქმდებიან.

კომპანიამ ბანკ „რესპუბლიკასთან “ ერთად ტაქსოკომპანიაც ჩამოაყალიბა. კლიენტს ტაქსისთვის დამახასიათებელი ჭადრაკული ნიშნებითა და „პელიკანისა “ და ბანკ „რესპუბლიკას “ ლოგოებით დამშვენებული ლურჯი ფერის „ტოიოტაკოროლას“ და „Nissansan“-ის მარკის 2008 წლის მოდელები 24 საათის განმავლობაში მოემსახურება. თანამედროვე მოდელის მანქანები რაციებით, ტერმინალებითა და მრიცხველებითაა აღჭურვილი. ღამის საათებში მათ შორიდანვე იცნობთ სხვებისაგან გამორჩეული ამოსაცნობი ნიშნებით. რაც მთავარია, მგზავრებს გამოცდილი მძღოლები მოემსახურებიან, რომლებმაც ფსიქოლოგიური ტრენინგები გაიარეს.

გელა გოგრიჭიანი: - „ტაქსები, რომლებიც თუნდაც აეროპორტში ხვდებიან უცხოელებს, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებენ და ქვეყნის იმიჯსაც ლახავენ. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტაქსების შექმნა, ბიზნესის წესების გარდა, ჩვენი ქალაქის სიყვარულმა გადაგვაწყვეტინა “.

ასე რომ, კლიენტები „პელიკანთან“ ერთად მშვიდად და კომფორტულად იმგზავრებენ. თვენახევარში კომპანიას უკვე 55 ტაქსი ეყოლება. თუ ტაქსის გამოძახება გსურთ, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე: 928; 155656. გამოძახება უფასოა.

კომპანია მუდმივ კლიენტებს ათასგვარ შეღავათებსა და ბონუსებს სთავაზობს და მათ მეგობრებად მიიჩნევს. ამაში თავად დარწმუნდებით, თუკი მათი მომსახურებით სარგებლობას გადაწყვეტთ და რუსთაველის გამზირის №36-ში მდებარე მყუდრო და კომფორტულ ოფისს მიაკითხავთ ან დაუკავშირდებით:

ტელ.: (995 32) 93 40 89; 45 37 11
ფაქსი: (995 32 )92 30 04
ელფოსტა: office@ptg.ge
www.ptg.ge eka jimSelaZe

18 დააგემოვნეთ „ტკბილ ქვეყანაში “

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შორენა ვაჩეიშვილი,
ტკბილი ქვეყანა-ს მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი

საკონდიტრო ფაბრიკა ტკბილი ქვეყნის პროდუქცია თავიდანვე გამოგიტყდებით, რომ ჯერ არც კი მქონდა გასინჯული, მაგრამ თავად სახელწოდებამ საოცრად მომხიბლა, ბავშვობა, ვანილისა და შოკოლადის არომატები გამახსენა... ჩემთვის, გულში ვისურვე, რომ ამ გემრიელი სახელწოდებით ჩემსავით მოხიბლული გურმანებისათვის იმედი არ გაეცრუებინათ...

ერთი სიტყვით, ტკბილმა ქვეყანამ ჩემი იმედი მართლაც გაამართლა.

საქართველოში საკონდიტრო საქმეს ღირსეული ტრადიციები გააჩნია. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი პერიოდიდან მოყოლებული, ამ საქმით მხოლოდ პატარპატარა ფირმები იყვნენ დაკავებული, მოსახლეობა კი უცხოეთიდან ან მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილ (არც თუ იშვიათად საეჭვო ხარისხის!) ტკბილეულს მიეძალა. სამამულო წარმოების ნუგბარს მონატრებულმა მომხმარებელმა თავიდანვე გამოარჩია ტკბილი ქვეყნის პროდუქცია და მისი მაღალი ხარისხიც სათანადოდ შეაფასა.

2006 წლის მაისში შექმნილი საკონდიტრო საწარმო 50-ზე მეტი სახეობის ნამცხვარს, მარმელადს, ზეფირს, გრილიაჟს, „ჩიტის რძეს,“ თაფლაკვერსა თუ ვაფლს უშვებს. სულ ახლახან კი მომხმარებელს უგემრიელესი ტორტებიც შესთავაზა. მრავალფეროვანი ასორტიმენტი ზედმეტად პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნილებებსაც კი აკმაყოფილებს. მარხვის პერიოდში საწარმო მრავალფეროვან სამარხვო პროდუქციას გვთავაზობს და ამ ტიპის პროდუქციის წილს მნიშვნელოვნად ზრდის, თუმცა, მცენარეულ პროდუქტებზე დამზადებულ ტკბილეულს „ტკბილი ქვეყნის“ ასორტიმენტში მთელი წლის განმავლობაში შეუზღუდავად შეხვდებით.

საწარმო, უმთავრესად ნატურალურ ქართულ ნედლეულზე მუშაობს. ტკბილეულში გამოყენებული ფქვილიც ქართულია, შაქარიც და ხილის პიურეც. კომპანიის სადისტრიბუციო ქსელი საკმაოდ ფართოა და მთელი საქართველოს თითქმის 80 პროცენტს მოიცავს. კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი შორენა ვაჩეიშვილი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ქსელში ის ტერიტორიებიც ჩაერთვება, რომლებსაც საქართველო კვლავ შემოირთებს. მხოლოდ მოგებაზე კი არ ვფიქრობთ! გვინდა, რომ საკონდიტრო საქმე აღორძინდეს საქართველოში, მომხმარებელმა ქართული პროდუქტი მიიღოს, ჩემმა და თქვენმა შვილებმა თუ მეგობრებმა გემრიელი და უსაფრთხო ტკბილეული მიირთვან. ეს ნამდვილად ეროვნული საქმეა!

რაც მთავარია, „ტკბილი ქვეყნის“ პროდუქცია მხოლოდ არაჩვეულებრივი გემოთი კი არა, ეკოლოგიური სისუფთავითაც გამოირჩევა. საწარმოში მაქსიმალურად ერიდებიან კონსერვანტების გამოყენებას.

„ტკბილი ქვეყნის“ პროდუქციას ხანგრძლივი ტრანსპორტირება არ სჭირდება, დახლზე დამზადებიდან უმოკლეს პერიოდშივე ხვდება და იმდენად სწრაფად იყი დება, რომ შენახვის ვადის გამახანგრძლივებელი დანამატები არც კი სჭირდება. ასე რომ, ამგვარი წესით დამზადებული ტკბილეული პატარებსაც თამამად შეგიძლიათ შესთავაზოთ.

შორენა ვაჩეიშვილი: - ჩვენს ნამცხვრებს ჩემი წლინახევრის პატარაც სიამოვნებით მიირთმევს, მე კი მშვიდად ვარ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ პროდუქცია ეკოლოგიურად სუფთაა. პირიქით, ზოგიერთი დანამატი, მაგალითად, პექტინი, რომელიც ვაშლისაგან მიიღება და რომლითაც მარმელადი მზადდება, არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის.

საწარმო ყველანაირ საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება და სულ მალე ISO-ს სერთიფიკატსაც მივიღებთ.

ქართული ტკბილეული ევროპულ, კერძოდ, იტალიურ დანადგარებზე მზადდება. საოცარი ტექნოლოგები გვყავს, რომლებმაც ევროპული მანქანები ქართულ გემოს მოარგეს. ისე, ქართველებს ეს შესანიშნავად გამოგვდის! თუკი ევროპულ ბაზარზე ისეთი სიახლე შემოვა, რომელიც ქართველ მომხმარებელს მოეწონება, აუცილებლად დავნერგავთ.

0x01 graphic

კომპანია პროდუქციას სულ მალე საზღვარგარეთაც გაიტანს. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ჩვენი პასქები შეიძინა და ერაყში ქართველ ჯარისკაცებს გაუგზავნა და ძალიან მოეწონათ. ასე რომ, შეიძლება ითქვას, პირველი ნაბიჯი გადავდგით, - იღიმება მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი.

შორენა ვაჩეიშვილი - თავდაპირველად, მეზობელ ქვეყნებში ვაპირებთ ექსპორტს. მართალია, ეს მდიდარი საკონდიტრო ტრადიციების მქონე ქვეყნებია, მაგრამ სულაც არ ვღელავთ: ქართველი მომხმარებელი იმდენად გემოვნებიანია, რომ მისი აღიარების შემდეგ არც ერთ ბაზარზე შესვლის არ გვეშინია. აღდგომის პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელმა აჩვენა, რომ ქართველმა მომხმარებელმა „ტკბილი ქვეყნის“ პასქა არჩია იტალიურს. რაც შეეხება კომპანიის სიახლეს - ტორტებს, ბისკვიტის დამზადებისას საწარმო ავსტრიულ ტექნოლოგიას იყენებს. კრემიც ზაფხულის შესაფერისია - მსუბუქი, ფაფუკი, დაბალკალორიული და ადვილად მოსანელებელი.

შორენა ვაჩეიშვილი: - შეიძლება, ზოგიერთმა თქვას, ზაფხული ტორტის სეზონი არ არისო... ვინც ჩვენს ხილით, შოკოლადითა და თხილით გაჯერებულ ან ეგზოტიკურ, მომჟავო გემოიან ტორტს გასინჯავს, აღიარებს, რომ ტკბილმა ქვეყანამ ეს სტერეოტიპი ნამდვილად დაამსხვრია... ჩვენ კარგად ვიცით, რა უყვარს ჩვენს მომხმარებელს. ქართველი მომხმარებელი ძალიან პრეტენზიულია, თითქმის ყველა ქართველი გურმანია და ეს სამართლიანი პრეტენზიაც სწორედ აქედან მომდინარეობს.

მომხმარებლის ნდობა, კეთილგანწყობა და სიყვარული რომ შეინარჩუნონ, საწარმოს პერსონალს რეგულარული ტრეინინგები უტარდება. „ვცდილობთ არ ჩამოვრჩეთ დროს, რომელიც ასეთი ჩქარი ტემპით მიდის და ჩვენგანაც ამგვარივე ტემპით ცხოვრებას მოითხოვს.“

ტკბილი ქვეყნის პროდუქციის ფასები 2 ლარიდან იწყება, ასე რომ, ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლისთვის ხელმისაწვდომია. მომხმარებელს გამორჩეულად უყვარს ნამცხვარი თბილისური, გრილიაჟი, ჩიტის რძე, ზებრა, ვაფლი, ჩხირები ალუბლის ჯემით, კრუასანები...

თუკი დღეს საწარმოს პროდუქცია მხოლოდ წონით იყიდება, უახლოეს მომავალში მას დახლებზე ლამაზად შეფუთულსაც იხილავთ. კომპანია ამასაც მომხმარებლისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად აკეთებს.

0x01 graphic

ეს ინფორმაცია კი განსაკუთრებით იმ მანდილოსნებს გაახარებს, რომლებიც გამუდმებით წონას აკონტროლებენ და თითოეულ კალორიას ითვლიან: „ტკბილი ქვეყნის“ პროდუქცია დაბალკალორიულობით გამოირჩევა, რაც ისევ და ისევ კომპანიის ტექნოლოგების დამსახურებაა. შოკოლადსაც კი მხოლოდ მწარეს იყენებენ, რომელიც ზოგიერთ დიეტაშიც კი არისხოლმე ჩართული.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ჭეშმარიტი ბიზნესი ქველმოქმედების გარეშე, უბრალოდ, წარმოუდგენელია, ამიტომ სისტემატურად მონაწილეობენ საქველმოქმედო აქციებში. წითელ ჯვართანაც მეგობრობენ, განსაკუთრებული სიამოვნებით კი ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს ახარებენ. ბავშვები ხომ „ტკბილი ქვეყნის“ ყველაზე საყვარელი სეგმენტია...

ეკა ჯიმშელაძე

19 ესტუმრეთ „PCSHOP.GE“-ს

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

PCSHOP.GE“ ეს არის კომპიუტერული მაღაზია, რომელიც ხარისხთან ასოცირდება. მას ყოველდღიურად ასობით საქმიანი ადამიანი, კომპიუტერებით ახლახან დაინტერესებული პირი, თუ ამ სფეროში კარგად გათვითცნობიერებული მომხმარებელი სტუმრობს.

თავდაპირველად საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანია იუჯითის საცალო ვაჭრობის განყოფილება იყო. იუჯითი, უმთავრესად, კორპორაციული კლიენტებისა და სახელმწიფო სექტორის მომსახურებაზეა ორიენტირებული. PCSHOP.GE“ ს დირექტორის ზურაბ ხორგუაშვილის თქმით: იუჯითის მომსახურების ხარისხით კმაყოფილ კლიენტებს პირადი მოხმარებისთვის ტექნიკის ამავე კომპანიისაგან შეძენის სურვილი უჩნდებოდათ. მათმა რიცხვმა თანდათანობით იმატა, პრაქტიკამ კი აჩვენა, რომ კორპორაციულ სეგმენტთან სამუშაოდ გათვლილ სივრცეში საცალო ვაჭრობისათვის განკუთვნილი შოურუმი ვერ განთავსდებოდა. სწორედ ამიტომ, გაიხსნა ცალკე მაღაზია რუსთაველის გამზირის №37-ში.

PCSHOP.GE“ გახსნის დღიდანვე მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ვაჭრობდა, ამიტომ სულ უფრო მეტი ადამიანი სტუმრობდა. აქ ფართოდ იყო წარმოდგენილი კომპიუტერული ინდუსტრიის ლიდერი Hewlett Packard, რომელსაც საქართველოში უამრავი მოყვარული ჰყავს. თანდათანობით მას სხვა სახელგანთქმული ბრენდების პროდუქციაც შეემატა.

დროთა განმავლობაში აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ საცალო ვაჭრობის განყოფილების ჩარჩოებში ვერ თავსდებოდა... სწორედ მაშინ იქცა PCSHOP.GE“ ცალკე იურიდიულ პირად - შარშან ზაფხულში, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე კი ახალი ფილიალიც გაიხსნა. PCSHOP.GE“ სამომავლოდ საქართველოს რეგიონებში აპირებს გასვლას.

დაზოგეთ დრო - მიიღეთ ხარისხი! - ასეთია PCSHOP.GE“-ის დევიზი. ჩვენ ვყიდით ხარისხიან პროდუქციას, ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენი კლიენტი აუცილებლად კმაყოფილი იყოს. მომხმარებელს უნდა შესთავაზო მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მისცე არჩევანის საშუალება, მიაწოდო ამომწურავი ინფორმაცია კომპეტენტური კონსულტანტების მეშვეობით და, რაც მთავარია, შესთავაზო მისაღები და არა დაბალი ფასები (რომელთა წარმოქმნაც ხშირად მომსახურების ხარჯზე ხდება), - ასეთია ბატონი ზურაბის პოზიცია.

PCSHOP.GE- ში 1500ზე მეტი დასახელების პროდუქციაა წარმოდგენილი - „HP“, Acer, Toshiba, Sony, Targus, APC, TrippLite, Canon, Nicon, Olympus, ABBYY“… მაღაზიაში ამ და სხვა სახელგანთქმული ბრენდების პროდუქციის დათვალიერება, მათი მახასიათებლების გაცნობა, კვალიფიციურ სპეციალისტთაგან კონსულტაციების მიღება და, რასაკვირველია, სასურველი ნივთის შეძენა შეგიძლიათ. თქვენს განკარგულებაშია ოფისის, სახლის, გრაფიკული სამუშაოებისათვის განკუთვნილი კომპიუტერები და ნოუთბუქები, სხვადასხვა ზომის მონიტორები, სმარტტელეფონები, ლაზერული, ჭავლური თუ კომბინირებული პრინტერები, სკანერები, კოპიერები, მაერთებლები, სხვადასხვა სახის მეხსიერებები, ოპტიკური დრაივები, გრაფიკული კარტები და სხვა აქსესუარები.

PCSHOP.GE“ - ში შეგიძლიათ ისარგებლოთ „საქართველოს ბანკის“ მომენტალური განვადებით. ამისათვის მხოლოდ თქვენი პირადობის მოწმობის წარდგენა და განაცხადის ბანკის წარმომადგენლის დახმარებით შევსებაა საჭირო.

თითოეულ კლიენტთან ინდივიდუალური მიდგომა, მათთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა, ობიექტური და მოქნილი საფასო პოლიტიკა, კომპეტენტური კონსულტაციები, პროდუქციის მიწოდების მოქნილი სისტემები, გაყიდვის შემდგომი მომსახურება - ეს უპირატესობები „PCSHOP.GE „სთან ურთიერთობას საიმედოსა და ეფექტურს ხდის. ასე რომ: დაზოგეთ დრო - მიიღეთ ხარისხი PCSHOP.GE სთან ერთად.

ეკა ჯიმშელაძე

20 გვინდა პრიორიტეტი, რომელიც ქვეყანას მომსახურე ერად აქცევს?

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

თამაზ აქუბარდია
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი

კაცობრიობის განვითარების თანამედროვე ეტაპზე, ეკონომიკური აღმავლობის საკმაოდ შეზღუდული შესაძლებლობებია. ეს განსაკუთრებით იმ პოსტკომუნისტურ ქვეყნებს ეხებათ, რომელთაც დროზე ვერ აუღეს ალღო საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თავისებურებებს.

როგორც ეკონომიკური თეორია ამბობს, იმისათვის, რომ ქვეყანამ „ხვალ“ მეტი პროდუქციის წარმოება შეძლოს, დღეს მეტი უნდა დაზოგოს, რათა მეტი ინვესტიციები განხორციელდეს. ეს არის ის ერთადერთი და უმოკლესი გზა, რომელიც ქვეყანას საშუალებას აძლევს წარმატებული ეკონომიკური ზრდა განახორციელოს. მაგრამ განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაზე, იმისდა მიუხედავად, მას ამის საშუალება აქვს თუ არა, რატომღაც გავრცელებულია აზრი, რომ მათ არ ძალუძთ საკუთარი ძალებით რაიმე მნიშვნელოვანის წამოწყება და, როგორც წესი, მისჩერებიან უცხოურ ინვესტიციებს. ცხადია, ისმის კითხვა, რატომ?

დღეს (ყოველ შემთხვევაში, პოსტკომუნისტურ ქვეყნებში მაინც), ბიზნესი შეზრდილია ხელისუფლებასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება მთლიანად აკონტროლებს მას. ის, ვისაც დამოუკიდებლად საქმის წარმოება შეეძლო, ან საერთოდ ჩამოაშორეს ბიზნესს, ან (ვინც მოასწრო), „უცხოელ ინვესტორს“ გადააბარა და ამით შეეცადა დამოუკიდებლობის სულ მცირე ნაწილის შენარჩუნებას. ასეთი სიტუაციის კლასიკური მაგალითია რუსეთი, სადაც მთელი ბიზნესი სახელისუფლებო ვერტიკალსაა დამორჩილებული.

მთავარია, ეკონომიკის რომელი დარგი შეასრულებს იმ ლოკომოტივის როლს, რომელიც თან წაიძღვანიებს ეკონომიკის დანარჩენ დარგებს. ეს უნდა განისაზღვროს არა რომელიმე პროფესიული ორგანოს და არა ერთი კაცის მიერ, რომლის ეკონომიკური განათლების დონე დიდ ეჭვებს ბადებს. ასეთ ლოკომოტივად, ოფიციოზის ნების თანახმად, ტურიზმი გამოცხადდა.

საქართველოს, შეიძლება ითქვას, უნიკალური ბუნებრივი, კლიმატური, გეოგრაფიული და სხვა ფაქტორები გააჩნია ტურიზმის განვითარებისათვის და ეს არავისთვის საკამათო არ არის. აქ ერთნაირი წარმატებით შეიძლება განვითარდეს პრაქტიკულად ტურიზმის ყველა ქვედარგი, თუნდაც ვთქვათ, შემეცნებითი ტურიზმი, რეკრეაციული ტურიზმი, ექსტრემალური ტურიზმი, სამონადირეო ტურიზმი, სამთოსათხილამურო ტურიზმი და ა.შ.

ქვეყანაში შემოსული ყოველი ტურისტი საშუალოდ ერთი კვირა რჩება და დაახლოებით 1000 დოლარის ექვივალენტურ თანხას ტოვებს. 80იან წლებში ჩვენთან დაახლოებით 6 მილიონამდე ტურისტი ჩამოდიოდა. მათი უდიდესი უმრავლესობა ე.წ. „არაორგანიზებული დამსვენებელი“ იყო, რადგანაც ქვეყანას არ გააჩნდა ტურიზმისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა და, აქედან გამომდინარე, ტურისტული მომსახურების შესაბამისი დონე. დავუშვათ და ქვეყანამ შექმნა ყოველივე ეს და შეძლო 6 მილიონი ტურისტის მოზიდვა, რაც ქვეყანას 6 მილიარდი დოლარის ექვივალენტურ შემოსავალს მოუტანს. ჩვენი ვარაუდით, თითოეული ადამიანის ერთი კვირით დასვენება, 6 მილიონ ტურისტზე გადაანგარიშებით ნიშნავს, ერთ ჯერზე 120 ათასი ტურისტის მომსახურებას. ტურისტთა ასეთი ნაკადის მიღებას დასჭირდება დაახლოებით 400 ათასამდე მომსახურე პერსონალი (როგორც სპეციალურ ლიტერატურაშია მიღებული, ერთ ტურისტზე დაახლოებით სამი მომსახურე პერსონალი მოდის). ამ 400 ათასი ადამიანიდან, ყველაზე უკეთეს შემთხვევაში, 10 ათასი თუ იქნება დაბალი ან საშუალო რგოლის, შესაბამისი განათლების მქონე, კვალიფიციური მენეჯერი და მხოლოდ 23 ათასი, ასევე შესაბამისი განათლების მაღალკვალიფიციური მენეჯერი, ყველა დანარჩენი - მაღალკვალიფიციური ოფიციანტი, ბარმენი, მზარეული, მრეცხავი, დამლაგებელი და ა.შ. მათი უდიდესი ნაწილი, ცხადია, ახალგაზრდობა იქნება. ანუ, მოვლენათა განვითარების ასეთი „სცენარის “ შემთხვევაში ქართველ ახალგაზრდობას, უკეთეს შემთხვევაში, უცხოელი ტურისტების მომსახურე პერსონალის „საპატიო მისია“ თუ დაეკისრება.

0x01 graphic

რამდენად მომხიბლავია ასეთი პერსპექტივა და არის თუ არა საერთოდ მომხიბლავი იგი? ნუთუ მეტს არ იმსახურებს, სულ ცოტა, 3500 წლიანი ისტორიის (თანაც როგორი ისტორიის!) მქონე ქვეყანა?

მაგრამ ეს კიდევ არაფერი. უფრო მნიშვნელოვანი ის გახლავთ, რომ ამ 400 ათას ადგილს ქართველების გარდა სხვებიც დაიკავებენ. ამისი მაგალითია აფხაზეთის შავიზღვისპირეთი, დღეს ასეთივე ბედი ემუქრება აჭარას და კახეთის საზღვრებსაც კი აზერბაიჯანთან!

როგორც ამბობენ, ერთერთ არაბ შეიხს ძალიან მოსწონებია საქართველო და ამასთან, რომ გაუგია თბილისთან მის წინაპრებს უბრძოლიათ, ტაბახმელაწავკისის მიდამოები შეუძენია და, თურმე, მთელი საქართველოს შესყიდვაზეც ოცნებობდა, მოსახლეობის ერთ ნახევარს არაბეთში გადაასახლებდა, სადაც ცხოვრების ნორმალურ პირობებს შეუქმნიდა, ხოლო მეორე ნახევარს ადგილზე მომსახურე პერსონალის რანგში დაიტოვებდა...

ვერაფერი პერსპექტივაა!

აქედან გამომდინარე, ტურიზმის განვითარების პრიორიტეტად გამოცხადება არ შეიძლება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში ჯდებოდეს. ცხადია, ეს სულაც არ ნიშნავს ტურიზმის განვითარებაზე უარის თქმას, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ის დარგი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების ლოკომოტივის როლს შეასრულებს.

არსთაგამგებელმა მრავალგვარი სიკეთე დაანათლა ჩვენს ქვეყანას, მას გააჩნია იმის რეზერვები და პოტენციალი, რომელიც საქართველოს ეკონომიკური განვითარების აღმავალ პროცესს უზრუნველყოფს. რამდენადაც დღეს ბრძოლის მეთოდები შეიცვალა მხოლოდ, ხოლო ბრძოლის სიმძაფრე არა თუ არ განელებულა, არამედ უფრო მეტი სისასტიკით დაიტვირთა, ქვეყნის გადარჩენის უმთავრესი გზა ქვეყნის სასწრაფო ეკონომიკური აღმავლობაა, მაგრამ ეს აღმავლობა ყველაფრის ხარჯზე არ უნდა მოხდეს. ღვთის მადლით, ჩვენ არ განვეკუთვნებით იმ ქვეყნებს, რომელთაც სხვა არჩევანი არ გააჩნიათ და მათი გადარჩენის ერთადერთი გზა ტურიზმია. საკმაოდ დიდი არჩევანი გვაქვს იმისათვის, რომ აღმავლობის გზით წავიდეთ, თანაც ეროვნული ინტერესების შეულახავად.

21 ობიექტივშია აჭარა

▲ზევით დაბრუნება


მობრძანდით, გელით...

მედია მენეჯმენტ სერვისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით ყოველწლიურ გამოსაცემად ამზადებს ინგლისურენოვან ტურისტულ და ბიზნეს გზამკვლევს - Adjara Guidebook 2008“-ს. იგი აჭარაში ჩამოსულ სტუმრებს აჭარის კურორტების შესაძლებლობებს აცნობს. მასში შევა ინფორმაცია აჭარაში არსებული სასტუმროების, რესტორნების, კლუბების, მაღაზიების, სერვისკომპანიებისა და პროდუქტების, აგრეთვე, საკურორტო სეზონის პერიოდში დაგეგმილი კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების შესახებ.

აჭარაში სტუმრად ჩამოსული ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების რაოდენობა სწრაფი ტემპით მატულობს. წლეულს, ზაფხულში, აქ დაახლოებით 500 000 სტუმარს ელიან. ყოველწლიურად ეს რიცხვი საშუალოდ 25 პროცენტით მოიმატებს.

0x01 graphic

უფრო დაწვრილებით ინფორმაციას თუ გადავხედავთ, 2008 წლის იანვარმაისში აჭარაში ტურისტების რაოდენობამ 25 535 კაცი შეადგინა, რაც 2007 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67,9 პროცენტით მეტია. აქედან შიდა ტურისტების რაოდენობა 16 251 კაცია, ხოლო უცხოელი ტურისტებისა - 9 284 კაცი. შიდა ტურისტების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 43,9 პროცენტით, ხოლო უცხოელებისა 137პროცენტით აღემატება.

0x01 graphic

წლის დასაწყისიდან მაისის ჩათვლით აჭარის რეგიონის უცხოელი ვიზიტორებიდან თურქეთზე 42,9 პროცენტი მოდის, ისრაელზე - 10,5, აშშზე - 6,2, გერმანიაზე - 6, რუსეთზე - 4,8, სომხეთზე - 4,2, უკრაინაზე - 3,4, დიდ ბრიტანეთზე - 3, აზერბაიჯანზე - 2,5, იტალიაზე - 1,4, საბერძნეთზე - 1,3, ნიდერლანდებზე - 1,2 პროცენტი, ხოლო დანარჩენი 12,6 პროცენტი აჭარას სხვა ქვეყნებიდან ეწვია.

აგროტურიზმის პერსპექტივები

ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი და ფონდი „გლეხების მასპინძლობა საქართველოში ჩვენში აგროტურიზმის განვითარებით დაინტერესდნენ. „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, რომლის საქმიანობის ერთერთი პრიორიტეტული მიმართულება სამეწარმეოეკონომიკურ სფეროში სოფლად მცხოვრები ქალების ინიციატივების მხარდაჭერაა, 1999 წლიდან თანამშრომლობს ფრანგულ აგროტურისტულ ასოციაციასთან „Accueil Paysan“. 2000 წლიდან კი, ფრანგ პარტნიორებთან შეთანხმებით, შეიმუშავა ფორმაციების შესაბამისი კურსი და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აგროტურიზმით დაინტერესებული ოჯახების ძებნა დაიწყო. შერჩეული ოჯახების გაერთიანება ჯერ არაფორმალურ აგროტურისტულ ქსელად ჩამოყალიბდა, 2006 წელს კი, ისევ „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის“ დახმარებით, დაფუძნდა ფონდი „გლეხების მასპინძლობა საქართველოში“. დღეი სათვის ფონდი 10 ნამდვილ და 16 ასოცირებულ წევრს ითვლის.

ახლახან ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც საქართველოში საფრანგეთის საელჩოც მონაწილეობდა, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფისა“ და ფონდის „გლეხების მასპინძლობა საქართველოში“ წარმომადგენლებმა საქართველოში აგროტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. კერძოდ, აღნიშნეს, რომ ის ეხმარება შემოსავლების გადანაწილებას რეგიონებსა და სოფლებში, რეგიონის მცხოვრებთა ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და სოფლებიდან ქალაქებისკენ მიგრაციის პროცესების შეჩერებას, დაეხმარება რაიონისა და სოფლის მკვიდრთ ყოფითი დონის, კვალიფიკაციის ამაღლებაში, ქვეყანაში მიმდინარე სოციალურკულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვაში, თანაც, საკუთარი მეურნეობიდან მოუწყვეტლად. გარდა ამისა, აგროტურიზმის წყალობით, მასპინძელი ოჯახების გარშემო სათემო მეურნეობები შეიქმნება და მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა ჩამოყალიბდება.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი გლეხებისათვის იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა საქმიანობის ეს ტიპი, რომ შერეული საქმიანობიდან (ისინი მხოლოდ პერიოდულად იღებდნენ სტუმრებს), მთლიანად ბიზნესის ამ სახეობაზე გადაერთნენ და პროდუქციის მწარმოებელი ფერმერებიდან მენეჯერებად და მასპინძლებად იქცნენ.

მიიღეთ ამომწურავი ინფორმაცია...

0x01 graphic

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ქობულეთში, ისპაანის ჭაობის მიმდებარე ტერიტორიასთან პირველი ეკოტურისტული საინფორმაციო ცენტრი გახსნა. ახალი ცენტრი ტურისტებს მოემსახურება და ქობულეთში ღირსშესანიშნაობების, ნაკრძალებისა თუ პარკების შესახებ ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის.

0x01 graphic

გარდა ამისა, ტურისტული საინფორმაციო ცენტრები მოქმედებს ბათუმის ზღვისპირა პარკის ცენტრალურ შესასვლელთან, №6 საშუალო სკოლასთან, სარფის საბაჟოს გამშვებ პუნქტთან, ასევე ქედისა და შუახევის რაიონებში.

ახალიც, თანამედროვეც...

ქობულეთში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „Georgian Hotel Palace“ გაიხსნა. ფეშენებელური სასტუმროს მეპატრონე ბიზნესმენი თემურ ჭყონიაა. „Georgian Hotel Palace“ - ში 30 მილიონიანი ქართული ინვესტიცია ჩაიდო.

სასტუმროს გახსნას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ესწრებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა „Georgian Hotel Palace“- ს საქართველოს შავიზღვისპირეთში ერთადერთი ნამდვილი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უწოდა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ინვესტორიც ქართველია, მშენებლებიც და მომსახურე პერსონალიც. მათი რიცხვი 250- ს აღწევს.

სასტუმროში 156 ნომერია, ფასები კი 240-დან 3 ათას ლარამდე მერყეობს. აქვე მოქმედებს გულსისხლძარღვთა პათოლოგიების სარეაბილიტაციო ცენტრი.

„Georgian Hotel Palace“-ი ადგილობრივმა სამშენებლო კომპანია „ანაგმა “ ააშენა.

22 ბიზნესი და საყოველთაო კეთილდღეობა

▲ზევით დაბრუნება


ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა საერთაშორისო კონფერენცია ბიზნესი და საყოველთაო კეთილდღეობა მოაწყო. აღნიშნული ფაკულტეტის ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და თსუს დაარსების 90 წლისთავს მიეძღვნა.

ფორუმში სოხუმის, საქართველოს აგრარული, გორის, თბილისის ეკონომიკური ურთიერთობათა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები, ბათუმის საზღვაო აკადემიის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ბიზნესის სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე მოხსენებები გამოგზავნეს და მომავალში ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტთან სისტემატური სამეცნიერო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს იმიტაციური მოდელირებისა და საქმიანი თამაშების მსოფლიო ასოციაციის იტალიის განყოფილების პრეზიდენტმა, პროფესორმა ალექსანდრა ფილიმონოვამ და ეკონომიკისა და ბიზნესის კათედრის გამგემ, პროფესორმა ზაურ მენაბდემ.

კონფერენცია მიზნად ქვეყნის ხელისუფლების ინიციატივის - ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე მხარდაჭერას ისახავდა. აქედან გამომდინარე, ფორუმის მონაწილეებმა სიღარიბის დაძლევისა და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული საკითხები განიხილეს და 60მდე მოხსენება მოისმინეს.

კონფერენცია სამი სექციისაგან შედგებოდა: ბიზნესის განვითარების არსებული მდგომარეობა საქართველოში და მისი პერსპექტივები, ბიზნესგარემო საქართველოში და მისი სრულყოფის ძირითადი მიმართულებები და ბიზნესის განვითარების სოციალურეკონომიკური შედეგები საქართველოში.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ თსუს სამეცნიერო ცხოვრებაში ახალი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია ფუძნდება, რომლის მიზანია უმაღლესი განათლების რეფორმის მოთხოვნების შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე თანამედროვე საბაზრო ეკონომიკის შესატყვისი ბიზნესის თეორიისა და პრაქტიკის განვითარებისთვის ხელშეწყობა, რაც ქვეყნის იმ სტრატეგიული ამოცანის წარმატებით გადაწყვეტის ერთერთი მნიშვნელოვანი პირობაა, რომელსაც ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე ჰქვია. გარდა ამისა, კონფერენცია მიზნად ისახავს ქართველი მეცნიერეკონომისტებისა და ბიზნესმენების დაახლოებას და მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრების მეცნიერებთან მათი კავშირების განვითარებას. კონფერენციებს შორის პერიოდში იმუშავებს მრგვალი მაგიდა ელექტრონული ფოსტისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის დახმარებით, რაც ქართველ და სხვა ქვეყნების მოწვეულ მეცნიერეკონომისტებს საშუალებას მისცემს, სისტემატურად იმსჯელონ ბიზნესის როლზე თანამედროვე მსოფლიოს ერთერთი გლობალური პრობლემის - სიღარიბის დაძლევისა და ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებაში, ამასთან, ხელისუფლებას და მთლიანად საზოგადოებას თავისი რეკომენდაციები მიაწოდონ.

0x01 graphic

კონფერენციის პლენარულ სხდომაზე მომხსენებლებმა: რევაზ გველესიანმა, გულნაზ ერქომაიშვილმა, დემნა კვარაცხელიამ, პაატა კოღუაშვილმა, ვასილ ლობჟანიძემ, უშანგი სამადაშვილმა, ლარისა ყორღანაშვილმა, თეიმურაზ შენგელიამ და გიორგი შიხაშვილმა ყურადღება გაამახვილეს სიღარიბის პრობლემაზე მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. მათი მოსაზრებით, სიღარიბის დაძლევა მსოფლიოს გლობალური პრობლემების რიცხვს მიეკუთვნება და ნებისმიერი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელობის მუდმივ ზრუნვას მოითხოვს. მომხსენებლებმა საფუძვლიანად განიხილეს საქართველოში დღეისათვის სიღარიბის კუთხით შექმნილი მდგომარეობა და ამ პრობლემის გადაწყვეტის სტრატეგია, მიმართულებები და რეკომენდაციები წარმოადგინეს, რომელთა გამოყენებაც ხელს შეუწყობს სიღარიბის აღმოფხვრას, ხალხის ცხოვრების დონის ამაღლებას, ქვეყანაში მდგრადი ეკონომიკის განვითარებას, დემოკრატიის განმტკიცებას, სამოქალაქო საზოგადოების შექმნას და საქართველოს მსოფლიო ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრირებას.

სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენციის მასალები კრებულის სახით გამოქვეყნდება.

23 აგფლაცია - მსოფლიო ეკონომიკური უსაფრთხოების ახალი მუქარა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

იაკობ მესხია
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

აგფლაციაეკონომიკური მეცნიერების ერთერთი ყველაზე უახლესი კატეგორიაა და ნიშნავს აგრარულ პროდუქციაზე ფასების უფრო დაჩქარებულ ზრდას სხვა სამომხმარებლო საქონელზე ფასებთან შედარებით. ტერმინი შემოიღეს საინვესტიციო ბანკ Golden Sachsის სპეციალისტებმა. მათი გაანგარიშებით სურსათზე მსოფლიო ფასების ინდექსი 2006 წელს გაიზარდა 26 პროცენტით, 2007 წელს 47 პროცენტით, ხოლო 2008 წლის იანვართებერვალში 8,5 პროცენტით.

უკანასკნელ წლებში მსოფლიო ეკონომიკაში შეინიშნება ინფლაციის ტემპების ზრდა, განსაკუთრებით მკვეთრი ხასიათი მან გასული წლის მეორე ნახევრიდან მიიღო. დღეისათვის ევროზონაში ინფლაციამ 3 პროცენტს გადააჭარბა, რაც ყველაზე რეკორდული მაჩვენებელია მისი არსებობის მანძილზე. დიდ ბრიტანეთში 2008 წლის აპრილისთვის ინფლაცია 7,5%25ით გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მაღალი ინფლაცია ფიქსირდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც. რუსეთში მან შეადგინა 6,5%25, უკრაინაში 13,1%25 და ა.შ. აშშში ინფლაციამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია: მიმდინარე წლის მარტში ის 3,2%25-ს გაუტოლდა, ჩინეთში უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში მისი მაჩვენებელი პირველად 8,5%25იან ნიშნულამდე ავიდა.

რაც შეეხება აგფლაციას (აგრარულ ინფლაციას), მან ბოლო წლებში გლობალური ხასიათი მიიღო. დაწყებული 70იანი წლებიდან მსოფლიოში სურსათზე ფასების კლების ტენდენცია შეინიშნებოდა, მხოლოდ 34 წლის წინ დაიწყო ზრდა. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სურსათზე მსოფლიო ფასები 2-ჯერ გაიზარდა, რის შედეგადაც სიღარიბის ზღვარს მიღმა დამატებით 100 მილიონი ადამიანი დარჩა. გასულ 2007 წელს აგფლაციის პროცესი აზვირთდა, რაც მეტწილად განაპირობა ევროპაში, აზიაში, აშშსა და ავსტრალიაში ხორბლის მოუსავლიანობამ. კერძოდ, მისმა წარმოებამ მსოფლიოში შეადგინა 593 მლნ ტონა დაპროგნოზებული 614 მლნ ტონის ნაცვლად. მთლიანად მარცვლეულის მოსავალმა 1573 მლნ ტონა შეადგინა, რაც 2 პროცენტით ნაკლები იყო 2006 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ხორბლის გარდამავალი მსოფლიო მარაგი 2007 წელს ყველაზე მინიმალური იყო უკანასკნელი 3 ათეული წლის განმავლობაში (116 მლნ ტონა). ვარაუდობენ, რომ 2008 წელს იგი კიდევ უფრო შემცირდება. სპეციალისტთა გაანგარიშებით, მიმდინარე წელს ხორბალზე მსოფლიო მოთხოვნა, ისევე როგორც მთლიანად მარცვლეულზე, გადააჭარბებს მის წარმოებას დაახლოებით 1,2 პროცენტით.

აგფლაციის გამომწვევი მიზეზები დღეისათვის ექსპერტთა და მკვლევართა ცხარე დისკუსიის საგანია. მის გამომწვევ ძირითად ფაქტორებს შორის სახელდება შემდეგი:

  • ენერგომატარებლებსა და ნედლეულზე ფასების ზრდამ გამოიწვია სურსათის წარმოებისა და ტრანსპორტირებაზე დანახარჯების მატება. 2007 წელს ქვანახშირზე ფასი გაიზარდა 30%25ით, რკინის მადნის ნედლეულზე თითქმის 2-ჯერ, ნავთობზე - 50%25-ით. 2008 წელს მათზე ფასები კიდევ უფრო გაიზარდა, განსაკუთრებით ნავთობსა და ლითონზე. ანალიტიკოსთა მტკიცებით, მათზე ფასების ზრდა განპირობებულია განვითარებად ქვეყნებში წარმოებისა და მოხმარების მოცულობის მკვეთრი ზრდით, განსაკუთრებით კი ჩინეთსა და ინდოეთში. ამავე დროს, საყურადღებოა, რომ მსოფლიოში თანდათანობით იწურება ნავთობის, ქვანახშირისა და გაზის ადვილად მოპოვებადი მარაგები, რის გამოც მათზე დანახარჯები იზრდება. ბუნებრივ გაზზე ფასების მატებამ გამოიწვია სასოფლოსამეურნეო დანიშნულების აზოტისა და კალიუმის სასუქების გაძვირება, ხოლო ლითონზე ფასების ზრდის შედეგად მატულობს ფასები სასოფლოსამეურნეო ტექნიკასა და მოწყობილობებზე.

  • გაიზარდა მოსახლეობის შემოსავლები და შეიცვალა შესაბამისად კვების სტრუქტურა ეკონომიკურად სწრაფად განვითარებად ქვეყნებში, განსაკუთრებით კი ჩინეთში, ინდოეთსა და სამხრეთაღმოსავლეთის ქვეყნებში. კერძოდ, ადრე ამ ქვეყნების მოსახლეობის კვების რაციონში ძირითადი ადგილი ეკავა ბრინჯსა და მარცვლეულს, ხოლო ბოლო წლებში გაიზარდა ცხიმოვანი საკვების (ხორცისა და რძის პროდუქტების) წილი, რომელთა წარმოებისათვის საჭიროა გაცილებით მეტი სასოფლოსამეურნეო ფართობი. ასეთივე მდგომარეობა ყალიბდება აფრიკის ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა მათთვის ტრადიციული მანიოკის (ტროპიკული ბუჩქნარი საკვები) მოხმარებიდან გადადის ხორბალსა და სხვა მარცვლეულზე. მაგალითად, ნიგერიაში უკანასკნელ 10 წელიწადში გასამმაგდა ხორბლის მოხმარება, ყოველწლიურად იზრდება მისი იმპორტი, ხოლო 2007 წელს პურის ფასმა მოიმატა 50%25ით.

0x01 graphic

  • მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა სასოფლოსამეურნეო პროდუქციის ბაზაზე დაიწყეს ბიოსაწვავის (ბიოეთანოლი, ბიოდიზელი) წარმოება და მოხმარება. ამ მიზნით აშშ, ბრაზილია, ევროკავშირის ქვეყნები გამოყოფენ სუბსიდიებს მოდიფიცირებული სოიოს, შაქრის ლერწმის, რაპსის (ზეთოვანი მცენარე) და სიმინდის წარმოებისთვის. ტრადიციული ნავთობსაწვავის გაძვირებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების გამო ბიოსაწვავის მიღება უფრო ეფექტიანი და მიზანშეწონილი გახდა. გამომდინარე აქედან, სულ უფრო იზრდება ამ კულტურების გასაშენებლად ფართობების გამოყოფა, ხოლო სურსათის წარმოებისთვის იგი თითქმის არ მატულობს. ამას ემატება ისიც, რომ მთელი რიგი ქვეყნები არარაციონალურად იყენებენ მიწის რესურსებს. მაგალითად, მექსიკაში გამოიყენება სასოფლოსამეურნეო მიწის 13%25, მალიში - 30%25, მადაგასკარში - 7%25 და ა.შ. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გლობალური დათბობა, რომელიც თანდათანობით ძალას იკრებს, ნეგატიურად მოქმედებს კლიმატზე, იწვევს ნიადაგის ეროზიას და, შესაბამისად, სურსათის საწარმოებლად ვარგისი ფართობების შემცირებას.

  • სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი წამყვანი ქვეყნები ფასების ზრდის მეშვეობით იცავენ თავიანთ საშინაო ბაზრებს, აწესებენ სხვადასხვა შეზღუდვებს სურსათის ექსპორტზე, რაც ამცირებს მათ მსოფლიო სასურსათო ბაზარზე მიწოდებას და შესაბამისად, იწვევს ფასების ზრდას. ზოგიერთ ქვეყანაში იზღუდება სურსათის ჭარბწარმოება იმ მიზნით, რომ თავიდან აიცილონ ფასების დაცემა და ფერმერების გაკოტრება.

  • შრომის საერთაშორისო დანაწილებამ და ეკონომიკურმა გლობალიზაციამ ქვეყნების ერთი ნაწილი (მაგალითად, აშშ) აქცია იაფი სურსათის ექსპორტიორად, რის გამოც იმპორტიორმა ზოგიერთმა ქვეყანამ სათანადოდ არ იზრუნა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, რამაც თავის მხრივ გამოიწვია მსოფლიო სასურსათო ბალანსის ნეგატიური ტრანსფორმაცია.

  • პლანეტის მოსახლეობის რიცხოვნობა ბოლო პერიოდში ყოველწლიურად 90 მლნ კაცით იზრდება. 2006 წლისათვის მან შეადგინა 6,3 მლრდ კაცი, მაშინ, როდესაც 1993 წელს მისი რიცხოვნობა იყო 5,5 მლრდ კაცი. სურსათის წარმოების ტემპი აშკარად ჩამორჩება მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდას. ხორბლის ნათესების ფართობი 1999 წლიდან 2007 წლამდე გაიზარდა 215,9 მლნდან 217,4 მლნ ჰამდე, ხოლო ამავე პერიოდში ბრინჯის ნათესები შემცირდა 155,3 მლნდან 154,3 მლნ ჰამდე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წინასწარი პროგნოზებით 2150 წლისათვის მოსახლეობის რაოდენობა პლანეტაზე გაორკეცდება.

  • პოლიტიკური არასტაბილურობა განვითარებად ქვეყნებში აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას. მაგალითად, ზიმბაბვე ადრე მსოფლიოში სიმინდის ერთერთი მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანა იყო, მაგრამ პოლიტიკური კრიზისის შედეგად აქ მკვეთრად შემცირდა სურსათის წარმოება. სიმინდის მოსავლიანობა ქვეყანაში 1 ჰადან 2 ტონიდან შემცირდა 0,5 ტონამდე, ხოლო მარცვლეულის ექსპორტი 2275 ათასი ტონიდან - 837 ათას ტონამდე. ასეთივე მდგომარეობაა კუბაში, რომელიც ადრე დიდი რაოდენობით აწარმოებდა საექსპორტო შაქარს. სსრკს დაშლის შემდეგ მისი ექსპორტი 8 მლნ ტონიდან 1,2 მლნ ტონამდე შემცირდა.

აგფლაციის გამომწვევ ზემოაღნიშნულ ფაქტორებს შორის ყველაზე მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სურსათზე ფასების ზრდის დამოკიდებულება ბიოსაწვავის წარმოებასთან. ექსპერტთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ბიოსაწვავის საწარმოებლად ჯერჯერობით არ გამოიყენება სასურსთო მარცვლეული კულტურები, მათ შორის ხორბალი და ბრინჯი. ბიოსაწავავი მზადდება ცელულოზისაგან, კოპტონისა და დურდოსა გან, რომლებსაც, მათი აზრით, სურსათთან არანაირი კავშირი არა აქვთ. თუმცა, ეს მტკიცება არ არის არგუმენტირებული, გამომდინარე იქიდან, რომ ამ კულტურების განაშენიანება ხელს უშლის სასურსათო ნათესი ფართობების ზრდას. შესაბამისად, იზრდება დისბალანსი სურსათზე მიწოდებასა და მოთხოვნას შორის. აშშში დღეისათვის ფუნქციონირებს ბიოსაწვავის მწარმოებელი 110-ზე მეტი ქარხანა, უახლოეს მომავალში კიდევ დაგეგმილია 73 ასეთი ქარხნის აშენება, წელიწადში იწარმოება 11 მლრდ გალონზე მეტი ბიოსაწვავი, ხოლო პროექტით 2017 წლისათვის იგი გაიზრდება 35 მლრდ გალონამდე. ცხადია, რომ ნებისმიერი სახის ბიოლოგიური ნედლეულის გამოყენება პირდაპირ თუ ირიბად მაინც მოახდენს ნეგატიურ გავლენას სურსათის წარმოებაზე. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბიოსაწვავის დამზადება საჭიროებს დიდი რაოდენობის სასოფლოსამეურნეო ნედლეულის გამოყენებას. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ერთი ამერიკული ჯიპის ბიოსაწვავით ერთჯერადი გაწყობისათვის საჭიროა 200 კგ სიმინდის გადამუშავება, რაც საკმარისია წლის განმავლობაში ერთი კაცის გამოსაკვებად.

0x01 graphic

ფაქტია, რომ დღეისათვის აგფლაციასთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა შემაშფოთებელია. გაერო გვაფრთხილებს, რომ სურსათზე ფასების შემდგომი ზრდის პირობებში მსოფლიო პოლიტიკურ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას სერიოზული პრობლემები შეექმნება. მშიერთა აჯანყებებმა შეიძლება გამოიწვიოს განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკის დესტაბილიზაცია. უკანასკნელ წლებში სურსათზე ფასების ზრდისა და მისი უკმარისობის გამო აჯანყებები და ხელისუფლებასთან დაპირისპირებები მოხდა ეგვიპტეში, იემენში, ბოლივიაში, მოზამბიკში, სენეგალსა და ინდონეზიაში. ჰაიტში და კამერუნში სულ ახლახან პოლიციასთან დაპირისპირებისას დაიღუპა ასობით ადამიანი. ჰაიტი მსოფლიოს ერთერთი უღარიბესი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობა 21-ე საუკუნეში დაუბრუნდა საკვების დამზადების უძველეს ტრადიციულ წესს. კერძოდ, ქვეყნის დამშეული მოსახლეობის ნაწილი ცენტრალურ ზეგანზე მოპოვებულ შეზელილ თიხას მზეზე აცხობს კვერის სახით და მიირთმევს პურის სანაცვლოდ. აფრიკის მთელ რიგ ქვეყნებში მიმდინარეობს პერმანენტული აქციები და სოციალური დაპირისპირებები ხელისუფლებასთან სურსათზე ფასების ზრდის გამო (ბურკინაფასო და სხვ.). გაეროს მონაცემებით, დღეისათვის შიმშილობს დაახლოებით 900 მილიონი ადამიანი, რომელთა გამოსაკვებად საჭიროა 30 მილიარდი აშშ დოლარი. გაერო იძლევა გაფრთხილებას, რომ თუ დროზე არ მოხდა სურსათთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება, მოხდება სერიოზული კრიზისები, მათ შორის ეკონომიკურ ზრდაში, სოციალურ პროგრესსა და პლანეტის პოლიტიკურ უსაფრთხოებაშიც კი. მისი პროგნოზების თანახმად, 20-30 წლისათვის დედამიწის მოსახლეობის გამოსაკვებად საჭიროა სურსათის წარმოების 50%25ით გაზრდა.

გაეროსთან არსებული სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციას (FAO) მიაჩნია, რომ, თუ არ გატარდა სასწრაფო ღონისძიებები, სურსათის პრობლემა შეიძლება დაუდგეთ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებსაც. ამ ორგანიზაციის აზრით, საჭიროა გაეროს წევრმა ქვეყნებმა უკანა პლანზე გადასწიონ წმინდა პოლიტიკური ინტერესები და პრიორიტეტი მიანიჭონ კაცობრიობისათვის ყველაზე უფრო მწვავე გლობალურ თანამედროვე პრობლემას - სურსათის პრობლემას.

გაეროს ეგიდით 2008 წლის 35 ივნისს ქ. რომში სასურსათო პრობლემაზე ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, აშკარად გამოიკვეთა მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების შეშფოთება აგფლაციის პრობლემასთან დაკავშირებით. გერმანიამ მოუწოდა „დიდი რვიანის“ ქვეყნებს მომავალ სამიტზე განიხილონ სურსათზე ფასების ზრდის საკითხი, რასაც მხარი დაუჭირა იაპონიამ, აგრეთვე ამ გაერთიანების სხვა ქვეყნებმაც: აშშმ, რუსეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, კანადამ.

ევროპასა და აშშსთან ერთად სასურსათო პრობლემის დაძლევაში განსაკუთრებული როლი განეკუთვნება აზიის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის რიცხოვნობამ დღეისათვის 4 მილიარდს გადააჭარბა. როგორც ზემოთ აღინიშნა, სურსათის მოხმარებაზე იზრდება ჩინეთის და ინდოეთის, განსაკუთრებით კი ჩინეთის მოთხოვნილება. ამ ქვეყნის როლი მსოფლიო ეკონომიკის განვითარებაში დღითიდღე მატულობს. დიდი ხნის განმავლობაში მსოფლიო ფასე ბის დაბალ დონეზე შენარჩუნებას ხელს უწყობდა ჩინეთის იაფი ექსპორტი. უკანასკნელ დრომდე ჩინეთის შრომის ბაზარი ყველაზე იაფი იყო, რის გამოც პროდუქციის ერთეულზე შრომითი დანახარჯები ყოველწლიურად 45%25-ით მცირდებოდა და, შესაბამისად, იწარმოებოდა ყველაზე იაფფასიანი საექსპორტო პროდუქცია. აშშს ფედერალური სარეზერვო სისტემის შეფასებით, ჩინეთის სამუშაო ძალის სიიაფე, რომელიც გაგრძელდა 2004 წლამდე, აშშ-ში ინფლაციას ამცირებდა 1 პროცენტული პუნქტით. ამ ბოლო წლებში კი ჩინეთში დანახარჯები შრომაზე მკვეთრად გაიზარდა: 2005 წელს - 1,5%25-ით, 2006 წელს - 2,9%25-ით, 2007 წელს - 3,1%25-ით, ხოლო 2008 წლის პირველ ნახევარში - 10%25-ით. დღეისათვის ჩინეთში დაბალხელფასიანი დარჩა მხოლოდ 50 მილიონი მუშაკი, რაც ანალიტიკოსთა აზრით, ერთორ წელიწადში გადაინაცვლებს მაღალანაზღაურებადთა კატეგორიაში.

მიუხედავად შემოსავლების გაზრდისა, ჩინეთში სერიოზულად დგას ხარისხიანი კვების პრობლემა. ხორცისა და რძის პროდუქტები მოსახლეობის უმრავლესობისათვის ფუფუნებად იქცა. პეკინის ხელისუფლებამ მოსახლეობის პროტესტის ასაცილებლად სურსათის ძირითადი სახეობების ფასები სახელმწიფო კონტროლს დაუქვემდებარა. თუმცა, უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში სურსათზე მაინც რეკორდული ფასებია. 2008 წლის პირველ ნახევარში ინფლაციამ 8%25-ს გადააჭარბა, მაშინ როდესაც გეგმით 4,8%25 -იყო გათვალისწინებული.

0x01 graphic

აგფლაციური პროცესების გამწვავებაზე ძლიერ გავლენას ახდენს უკანასკნელ პერიოდში აშშში მიმდინარე ფინანსური და ეკონომიკური კრიზისული მოვლენები. 2007 წელს ინფლაციამ აშშში შეადგინა 4,1%25, რაც მაქსიმალური მაჩვენებელია ბოლო 17 წლის განმავლობაში. 2008 წელს მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. აშშ დოლარი, რომელიც იმავდროულად მსოფლიო ფულის ფუნქციას ასრულებს, სულ უფრო და უფრო კარგავს მსყიდველობითუნარიანობას. იპოთეკური კრიზისის შედეგად აშშის და ევროპის საბანკო სისტემამ მილიარდობით დოლარი დაკარგა. სამუშაოდან დათხოვნილია 90 ათასზე მეტი ბანკირი. აშშმ და დასავლეთის ქვეყნებმა დაიწყეს კრიზისის ჩაქრობა: მსოფლიო საფინანსო სისტემაში ჩართეს 1 ტრილიონზე მეტი დოლარი, აშშმ რამდენიმეჯერ შეამცირა საბაზო საპროცენტო განაკვეთი, რამაც დროებით შეარბილა კრიზისი, მაგრამ სტიმული მისცა ინფლაციას და დოლარის კურსის დაცემას. იაფმა დოლარმა ნეგატიურად იმოქმედა ნედლეულის ფასზე (ნავთობი, ხორბალი, მეტალი და ა.შ.). საქონელი, რომლის კოტირება ხდება დოლარებში, ძვირდება უფრო სწრაფად იმ პროდუქტებთან შედარებით, რომლებიც სხვა ვალუტით მიმოიქცევა. დოლარის კურსის დაცემა ძვირი უჯდებათ იმ ქვეყნებს, რომელთა ეროვნული ვალუტა მიბმულია აშშ დოლართან.

ექსპერტთა აზრით, დღეისათვის აშშ ითვლება მაღალი ინფლაციური რისკის ქვეყნად. ისინი შიშობენ, რომ ამერიკაში შეიძლება შენელდეს მშპს ზრდის ტემპები. ამასთან, მოსალოდნელია მაღალი უმუშევრობა და ინფლაციის ზრდა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მომასწავებელი იქნება. 2008 წლის ივნისში სანკტპეტერბურგში ჩატარებულ ეკონომიკურ ფორუმზე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცხადად მიანიშნა, რომ აშშ-ის არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მსოფლიო კრიზისის პროვოცირება მოახდინა.

ჩემის აზრით, აშშს ფედერალური სარეზერვო სისტემისა და ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გატარებული ანტიკრიზისული ღონისძიებები (საბაზო განაკვეთების შემცირება, საბანკო სისტემაში დიდძალი დამატებითი სახსრების მოქცევა) ნეგატიურად აისახა ეკონომიკაში, კერძოდ, მან დააჩქარა ფასების გლობალური ზრდა. სავარაუდოა, რომ ეკონომიკაში დიდძალი კაპიტალის შემოდინების ინფლაციურმა ეფექტმა გრძელვადიანი სახე მიიღოს, იგი 12 წლიანი იქნება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მსოფლიო ინფლაცია 2008 წელს გაიზრდება 3,6 პროცენტამდე (2007 წ. იყო 2,8%25).

აგფლაციური პროცესების დარეგულირებაში მნიშვნელოვანია რუსეთის როლი. მსოფლიო ბაზარს რუსეთმა 2007 წელს მიაწოდა 17 მილიონი ტონა მარცვლეული. თუმცა რუსეთშიც აშკარად შეინიშნება სურსათზე ფასების მატება. 2008 წლის 5 თვეში რუსეთში სასურსათო საქონელზე ფასები 89 პროცენტით გაიზარდა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსი ექსპერტები სასურსათო კრიზისის დრამატიზების წინააღმდეგი არიან. ისინი მიიჩნევენ, რომ სახეზეა არა გლობალური სასურსათო კრიზისი, არამედ დროებითი დისბალანსი სურსათის მიწოდებამოთხოვნას შორის, საჭიროა დაბალანსება ნახევრად მშიერ და ზედმეტად გასუქებულ ქვეყნებს შორის სურსათის გადანაწილებაში.

0x01 graphic

რუსეთი აქტიურად შეუდგა ახალი აგრარული პოლიტიკის გატარებას. მისი მიზანია არა მხოლოდ ქვეყნის შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება სურსათზე, არამედ ერთერთ მსხვილ მოთამაშედ გახდომა მსოფლიო ბაზარზე. ფაქტობრივად, რუსეთს ამის სასტარტო დონე გააჩნია. მაგალითად, თუ სსრკს დაშლისას სასოფლოსამეურნეო საწარმოების 90%25 ზარალიანი იყო, ამ ბოლო წლებში რუსეთში გატარებული აგრარული პოლიტიკის შედეგად ზარალიან აგროსაწარმოთა რიცხვი 25%25-მდე შემცირდა.

როგორია აგფლაცია საქართველოში?

ვერც ის აცდა მსოფლიოში მიმდინარე სურსათზე ფასების გლობალური ზრდის პროცესს. დაწყებული 2000 წლიდან სურსათზე ფასების ზრდამ აშკარად გამოკვეთილი ტენდენცია მიიღო, ბოლო 2 წლის განმავლობაში იგი თითქმის გაორმაგდა. გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით 2008 წლის პირველ კვარტალში პურის ფასმა იმატა 36%25-ით, პურის ფქვილისამ - 27%25-ით, სიმინდის ფქვილისამ - 21%25-ით. 2007 წელს ხორცის ფასი არასტაბილური იყო და ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. ქათმის ხორცის ფასმა ერთი წლის განმავლობაში მოიმატა 7%25-ით, საქონლის ხორცისამ - 16%25, ხოლო ღორის ხორცისამ - 20%25-ით. ფასების ზრდის განსაკუთრებით მაღალი ტემპები დაფიქსირდა მზესუმზირის ზეთზე (68%25), რძეზე (39%25), ყველზე (32%25), უმნიშვნელოდ შემცირდა კარტოფილის, ლობიოს და შაქრის ფასები.

საქართველოში 2008 წლის პირველ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი გაზარდა 11%25-ით, მაშინ, როდესაც სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ფასების ზრდამ 14%25 შეადგინა. ეს კი აშკარად მიუთითებს აგფლაციური პროცესების არსებობაზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში სამომხმარებლო კალათის 60%25-ზე მეტი კვების პროდუქტებისგან შედგება, რომელთა ნახევარი მოდის მარცვლეულსა და მისი გამოყენებით მიღებულ სურსათზე (პური, მაკარონი, ხორცი, რძის პროდუქტები და ა.შ.).

საქართველოში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოებში, აგფლაცია გამოწვეულია როგორც გარე (ეგზოგენური), ასევე შიდა (ენდოგენური) ფაქტორების ზემოქმედებით. აგფლაციის გამომწვევ შიდა მიზეზებს შორის უნდა გამოიყოს შემდეგი:

  • სასოფლოსამეურნეო კულტურების ნათესი ფართობების შემცირება. კერძოდ, 2001 წელთან შედარებით 2007 წელს საზაფხულო ხორბლის ნათესი ფართობი შემცირდა 5,1 ათასი ჰადან 2,4 ათას ჰამდე, საგაზაფხულო ქერის - 24,4-დან 11,7-მდე, სიმინდის - 202,7-დან 119,9-მდე, ლობიოსი - 9,9-დან 7,1-მდე, კარტოფილის - 37,4-დან 25,7-მდე, ბოსტნეულის - 40,9-დან 30,4-მდე, მზესუმზირის - 43,7-დან 22,5 ათას ჰამდე. მართალია აღნიშნულ პერიოდში სასოფლოსამეურნეო კულტურების მოსავლიანობა ნაწილობრივ გაიზარდა, მაგრამ მან ვერ გადაფარა ნათესი ფართობების შემცირებით გამოწვეული დანაკლისი და საბოლოო ჯამში ქვეყანაში გაცილებით ნაკლები სასურსათო საქონელი იწარმოება.

  • პირუტყვისა და ფრინველის სულადობის შემცირება. უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში საქართველოში შემცირდა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა, ასევე მნიშვნელოვნად იკლო ღორისა და ფრინველის სულადობამ, უმნიშვნელოდ გაიზარდა მხოლოდ ცხვრის და თხის სულადობა. გამომდინარე აქედან, შემცირდა მეცხოველეობის ძირითადი პროდუქტების წარმოების მაჩვენებლები. საკუთრების ყველა ფორმის მეურნეობებში 2006 წელს წარმოებული იქნა 100 ათასი ტონა ხორცი, მაშინ როდესაც 2000 წელს 8 ათასი ტონით მეტი აწარმოეს. კვერცხის რაოდენობამ ამავე პერიოდში შესაბამისად შეადგინა 359 და 361 მლნ ცალი. მოიმატა მხოლოდ რძის წარმოებამ, თითქმის 100 ათასი ტონით, რაც დაკავშირებულია უცხოური მაღალპროდუქტიული სარძევე პირუტყვის შემოყვანით საქართველოში.

  • სურსათის ექსპორტიმპორტის უარყოფითი ბალანსი. საქართველო ტრადიციულად აგრარული ქვეყანაა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებისათვის მას ხელსაყრელი ბუნებრივგეოგრაფიული პირობები გააჩნია, მაგრამ მაინც დიდი ადგილი უკავია სურსათის იმპორტს. მაგალითად, ბოლო ორ წელიწადში საკვები პროდუქტებისა და ცოცხალი ცხოველების იმპორტმა 500-700 მლნ ლარი შეადგინა. ქვეყანაში შემოდის 200 მლნ ლარზე მეტი მცენარეული წარმოშობის პროდუქტები, ხოლო კვების მზა პროდუქტები 300-350 მილიონი ლარისა. ცხადია, ასეთი ვითარება ხელს უწყობს სურსათის ფასის ზრდას.

  • მოსახლეობის შემოსავლების ზრდა. საქართველოში შრომის ანაზღაურება უკანასკნელ წლებში ყოველწლიურად მინიმუმ 15 პროცენტით იზრდება, სხვა სოციალური გასაცემლები 23-ჯერ და მეტად, მაშინ როდესაც მპპს საშუალოწლიური ზრდა 89 პროცენტს არ აღემატება. გამომდინარე აქედან, მოთხოვნა გაცილებით მაღალია წარმოებასთან შედარებით, რაც შესაბამისად იწვევს ფასების ზრდას. გარდა ამისა, შემოსავლების ზრდა იწვევს არა მხოლოდ მოსახლეობის მოთხოვნილების მატებას, არამედ ზრდის პროდუქციის წარმოების თვითღირებულებასაც.

  • შემოსავლების მყისიერი ხარჯვის მენტალიტეტი. საქართველოში მოსახლეობის შემოსავლები იზრდება არა მხოლოდ ხელფასებისა და სოციალური გადახდებიდან, არამედ აგრეთვე მოგებიდან: უძრავი ქონების დაბანდებიდან, დეპოზიტებიდან და ა.შ. განვითარებულ ქვეყნებში ამგვარი ინვესტიციების ზრდა ჩვეულებრივ ინფლაციას ზღუდავს, რადგან მოსახლეობა დამატებით შემოსავალს წარმართავს არა მოხმარებაზე, არამედ ბიზნესისა და წარმოების განვითარებაზე (საფონდო ბაზრების, დეპოზიტების და სხვა ინსტრუმენტების მეშვეობით). საქართველოში კი დაბანდებები ინვესტინსტრუმენტებში ძალიან დაბალია და ისიც მოკლევადიანია. ერთი და ორწლიანი მოგება, როგორც წესი, წარიმართება მოკლევადიან მოხმარებაზე და არ ხდება მათი რეინვესტირება. დაკრედიტების ზრდამ კი გამოიწვია სამომხმარებლო ბუმი (მაგალითად, შეიძლება დასახელდეს ავტომანქანების შესყიდვის უაღრესად მაღალი ტემპი).

  • მოსახლეობის მაღალი ინფლაციური მოლოდინი. მოსახლეობა მიეჩვია ფასების ყოველწლიურად ზრდას და, მათი აზრით, ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. ამიტომაც ისინი პირველ შესაძლებლობისთანავე იძენენ საქონელს (ეს ნაკლებად ეხება სურსათს), რაც ზრდის მოთხოვნას. ფასების ზრდას რომ ჰქონდეს მოულოდნელი (და არა მუდმივი, თანდათანობითი) ხასიათი, მაშინ მომხმარებელი მას არ შეიძენს, ხოლო შესაბამისად მწარმოებლებს მოუწევთ ფასების შემცირება და შესაბამისად შერბილდებოდა ინფლაციური პრობლემა. მომხმარებლის მენტალიტეტი ასეთია: შევიძინოთ ახლა, სანამ კიდევ არ გაძვირებულა. ბიზნესმენმეწარმეთა მენტალიტეტი კი ასეთი: მივიღოთ მაქსიმალური მოგება, სანამ კრიზისი არ შექმნილა. ჯერჯერობით საქართველოში ბიზნესის დიდი ნაწილი ამორალური და არაქრისტიანულია. იგი მყისიერ გამდიდრებაზეა ორიენტირებული.

აღნიშნულ შიდა ფაქტორებს შორის აგფლაციის ზრდაზე მრავალი გარე ფაქტორი ახდენს გავლენას, რომელთა შორის განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს დოლარის შესუსტება. საქართველოს ეროვნული ვალუტა მიბმულია აშშ დოლართან, ამიტომაც დოლარის დაცემა მსოფლიო ბაზარზე ასუსტებს ეროვნულ ვალუტას სხვა ვალუტებთან, განსაკუთრებით კი ევროსთან მიმართებაში. აშშ აფართოებს ფულად მასას და ზრდის შიდა მოხმარებას. ასეთი პოლიტიკა ავტომატურად ექსპორტირდება საქართველოში. დოლარის ღირებულების დაცემა და ევროს გაძლიერება გარკვეულწილად ზრდის ევროპული საქონლის ფასს და, შესაბამისად, იზრდება ევროპიდან შემოტანილი პროდუქციის ფასი.

რამ შეიძლება დააჩქაროს საქართველოში აგფლაციის ტემპი?

  • ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების განუვითარებლობამ. ეს მოსალოდნელია მარცვლეული კულტურების ნათესი ფართობების შემცირების გამო. აგრეთვე ბუნებრივმა კატაკლიზმებმა, რომლისგანაც არც ერთ დროში არც ერთი ქვეყანა არაა დაზღვეული და რომლის ალბათობა განუსაზღვრელია.

  • გაზის და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდამ. ამის ალბათობა მაღალია, მსოფლიოში მათზე ფასების ზრდის გამო.

  • ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდამ. ამ მხრივ მსოფლიო პროგნოზი პესიმისტურია და ფასების შემდგომი ზრდა მაღალალბათურია.

  • პოლიტიკურმა არასტაბილურობამ. დღევანდელი გადასახედიდან ალბათობა ძალიან მაღალია. ამას ემატება ქვეყნის ტერიტორიული ერთიანობის პრობლემა, რომლის მშვიდობიანი გზით გადაჭრის ჩიხში შესვლამ, შეიძლება ახალი პრობლემის წინაშე დაგვაყენოს.

  • მხოლოდ მოკლევადიან ეფექტზე ორიენტირებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, უცხოეთიდან ეკოლოგიურად მავნე სურსათის შეუზღუდავად იმპორტირებამ.

პირდაპირ უნდა ითქვას, რომ საქართველო არაა იმ მასშტაბის და ეკონომიკურად იმ პოტენციალის ქვეყანა, რომ მან ზეგავლენა მოახდინოს აგფლაციის გამომწვევ გლობალურ გარე ფაქტორებზე. ამიტომ, საქართველოს ხელისუფლებამ მთელი ძალისხმევა უნდა წარმართოს იმ საშინაო მიზეზებისა და ფაქტორების გასანეიტრალებლად, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ ქვეყნის მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფაზე. ჩემის აზრით, უმთავრესია შემდეგი ღონისძიებების გატარება:

აგფლაციური პროცესების მართვისა და სასურსათო უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გასატარებელ პირველი რიგის ამოცანებს შორის უნდა აღინიშნოს შემდეგი:

  • მთავრობამ უნდა შეიმუშაოს სოფლის მეურნეობის განვითარების კომპლექსური მიზნობრივი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა სურსათის წარმოების გაზრდისკენ. აგრეთვე საჭიროა ადგილობრივი სურსათის წარმოებაზე ინვესტიციების გაზრდა და საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიების გამოყოფა. მიზანშეწონილია სახელმწიფო კანონის შემუშავება ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების შესახებ.

  • გარკვეულ მოდიფიცირებას საჭიროებს სურსათის სფეროში საგარეოეკონომიკურ ურთიერთობათა პოლიტიკა იმ კუთხით, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს სურსათის ადგილზე წარმოებას და მოქმედ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში შეიზღუდოს ეკოლოგიურად მავნე სურსათის იმპორტი. შეიძლება განხილულ იქნას ვერსია: თუ საქართველოს საზღვრები კვლავაც შეუზღუდავი და ზედმეტად ღია იქნება ნებისმიერი იმპორტისათვის, მოხდეს ეროვნული ვალუტის და აშშ დოლართან მიბმულობის აშვება, რათა თავიდან იქნას აცილებული აგფლაციის იმპორტირება.

  • ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყოს ინფლაციის თარგეთირება, შეზღუდოს დაკრედიტების უზომოდ ზრდის ტემპი, გააძლიეროს ეროვნული ვალუტის სტერილიზაცია, მოძებნოს ის ოქროს შუალედი, რომელიც, ერთის მხრივ, უზრუნველყოფს ინფლაციის შემცირებას და მეორეს მხრივ, გაცვლითი კურსის სტაბილიზაციას.

  • ხელისუფლებამ აგფლაციის შეზღუდვის მიზნით საჭირო შემთხვევაში მოახდინოს სურსათის სახელმწიფო რეზერვების ინტერვენცია ბაზარზე (ხორბალი, ხორცი და ა.შ.). ამის საკმაოდ ეფექტიანი გამოცდილება უკვე არსებობს საქართველოში მარილთან დაკავშირებით.

ასეა თუ ისე, საქართველოში ფასების ზრდა კვლავაც გაგრძელდება, სანამ საქონლისა და მომსახურების ფასები არ გაუტოლდება მსოფლიო ფასებს. მთავარია ისეთი საფინანსოეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომ ინფლაციის წყარო არ გახდეს მიწოდებამოთხოვნას შორის წარმოქმნილი დისბალანსი.

РЕЗЮМЕ
АГФЛЯЦИЯ - НОВАЯ УГРОЗА МИРОВОЙ ЭКОНОМИЧЕСКОЙ БЕЗОПАСНОСТИ

МЕСХИЯ ЯКОВ,
Доктор экономических наук, профессор

Агфляция - процесс опережающего удорожания продовольствия по сравнению с общим ростом цен на другие потребительсткие товары. Высокие темпы агфляции фиксируются уже два года подряд. В 2006 году индекс цен на продовольственные товары увеличился на 26 процентов, а в 2007 году его рост составил 41%25. Основными причинами агфляции являются: рост цен на энергоносители, нефть и металл, увеличение доходов и изменение структуры питания населения быстро развивающихся стран (Китай, Индия и т.д.), увеличение объема используемого для производства биотоплива сельскохозяйственной продукции, рост численности населения планеты и т.д.

С начала прошлого года в большинстве стран мира наблюдается резкий рост инфляции, которая в еврозоне достигла 3%25, в США - 3.2%25, в Китае за апрель 2008 года стала максимальной за последние 12 лет, достигнув 8.5%25, в России - 6.5%25, в Украине - 13.1%25 и т.д.

Рост цен на продукты питания является признаком всеобщего кризиса и может оказать негативное влияние на экономический рост и безопасность мировой экономики. Продовольственный кризис больнее всего затронул самые бедные страны. По некоторым оценкам число голодающих в мире возросло на 100 млн. человек. Развитым странам Европы и США голод не грозит, но агфляция уже захватила и их. Высокие темпы агфляции наблюдаются а странах Латинской Америки, Азии и Африки, что может привести к ухудшению политической стабильности в мире. Власти развитых стран и международные финансовые институты ищут пути преодоления новой угрозы мировой продовольственной безопасности.

В течении двух последних лет высокие темпы агфляции наблюдаются и в Грузии. В частности, при 11 процентном росте индекса цен на потребительские товары, цены на продовольствие выросли на 4%25. Причинами агфляции в Грузии являются как внешние, так и внутренние факторы. При этом, разрушительное воздействие внутренних факторов, вызвавших развал агропромышленного комплкса, оказалось куда более масштабным, чем воздействие внешних факторов. Поскольку значительная часть населения Грузии находится за чертой бедности, оно не может питаться даже по физиологоческим нормам. В работе предложены практичесике рекомендации и предложения по решению продовольственной проблемы и снижению агфляционных процессов в Грузии.

24 საჯარო, მაგრამ ხელმიუწვდომელი...

▲ზევით დაბრუნება


რას გვაძლევს ცვლილებები მეწარმეთა შესახებკანონში

0x01 graphic

ზაქარია ქუცნაშვილი
იურისტი

2008 წლის 14 მარტსმეწარმეთა შესახებსაქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები სპეციალისტთა და ბიზნესით დაინტერესებულთა ყურადღების არეალში მოექცა.

0x01 graphic

ეს ცვლილებები და დამატებები მისი როგორც რაოდენობრივი, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით, საქართველოში მოქმედი ბიზნესკომპანიების საქმიანობის ისტორიაში ყველაზე მოცულობითია. ცვლილებების მასშტაბურობის საჩვენებლად მარტო ამ მაგალითების მოყვანაც საკმარისია: კაპიტალის ერთობაზე დაფუძნებული საწარმოებისათვის (შპს, სს) აღარ არის დაწესებული მინიმალური საწესდებო კაპიტალის შეტანის ვალდებულება და მხოლოდ პარტნიორების კეთილ ნებაზე გახდა დამოკიდებული საზოგადოების საქმიანობის 10 თუ 10 000 ლარით დაწყება. ერთი შეხედვით, ეს ბიზნესის დაწყების გაიაფების მიზნით გაკეთდა, მაგრამ რეალურად ამან სამეწარმეო სუბიექტებს შორის მთავარი განსხვავებები გააბათილა და რეალურად კიდევ უფრო გაზარდა საბანკო გარანტიებისა თუ ვალდებულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების აუცილებლობა. შემოვიდა სრულიად ახალი სამეწარმეო სუბიექტი - სამეწარმეო ამხანაგობა (იგი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ამხანაგობისგან). ამასთან, შემოღებულ იქნა საწარმოთა რედომიცილების მექანიზმი - სრულიად ახალი უფლება, რაც ნიშნავს საქმიანობის უწყვეტობის დაურღვევლად, უცხოური საწარმოების რეგისტრაციას საქართველოში და პირიქით, ქართული საწარმოების რეგისტრაციის უცხოეთში გადატანას. რედომიცილებისათვის საჭირო წესების და პროცედურების შემუშავება ძალზედ მნიშვნელოვანი იქნება ქართული ბიზნესის ექსპორტირების, ანუ უცხოეთში გატანის წახალისებისთვის. სამწუხაროდ, ხშირად, ჩვენი ბიზნესის სისუსტისა და სახელმწიფოებრივი აზროვნების დეფიციტურობის გამო, ქართული კანონმდებლობა ხელს უწყობს მხოლოდ უცხოურ საწარმოებს. სასურველი იყო კანონის მიღებას წინ წამძღვარებოდა სათანადო სამუშაოები, კერძოდ, საქართველოს ყველა მეზობელ და ასევე აქტიური ეკონომიკური თანამშრომლობის მქონე ქვეყნებთან დადებულიყო საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლითაც ქართული საწარმოებისთვის შესაძლებელი გახდებოდა ის, რაც, ჩვენთან, უცხოური საწარმოებისათვის უკვე დაშვებულია. ცვლილებაა იმ თვალსაზრისითაც, რომ თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ საქართველოში დარეგისტრირებულ საწარმოებს მიეცათ შესაძლებლობა დაარსონ ფილიალი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რაც გააადვილებს საქართველოს საწარმოების ინტეგრირებას ამ ჯერჯერობით ბევრისთვის უცხო ზონაში. მნიშვნელოვანი ცვლილებებია იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც. თუ აქამდე ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, კანონის პუნქტებისა და ქვეპუნქტების დანომვრისათვის დადგენილი წესი ირღვეოდა, ცვლილებებით ყველაფერი გასწორდა და შესაბამისობაში მოვიდა დანომვრის სისტემასთან. ასევე მისასალმებელია ის ფაქტი, რომ პარტნიორთა კრების დარღვევით ჩატარების შემთხვევაში, გასაჩივრების ვადა 2 თვიდან 1 წლამდე გაიზარდა. თუმცა, კანონის დათქმა, რომ 1 წლამდე გაზრდილი გასაჩივრების ვადა ეხება მხოლოდ კანონის ან წესდების ნორმათა უხეში დარღვევის შემთხვევას, ტოვებს საშუალებას იმისათვის, რომ არაწესიერმა ადამიანებმა დარღვევაზე გასაჩივრების უფლების წასართმევად ამტკიცონ ამ დარღვევის არაუხეშობაზე. ასეთი შემთხვევა კი ჩვენი მართლმსაჯულების პირობებში მხოლოდ ადამიანიმოსამართლის პატიოსნების იმედზე რჩება. ბევრჯერ გამხდარა დავის საგანი, თუ რომელი დარღვევა უნდა იქნეს მიჩნეული უხეშ დარღვევად და რომელი არა. სამწუხაროდ, არსებული პრაქტიკის შედეგად, ამ დავაში ხშირად წესიერი ადამიანები დაზარალებულან. ასე რომ, 2008 წლის 14 მარტის ცვლილებები და დამატებები თავისი მნიშვნელობიდან და ოდენობიდან გამომდინარე უნდა გახდეს სერიოზული მსჯელობის საგანი. თუმცა, აჯობებდა, ამ ცვლილებების განხილვაში, ბიზნესისა და სამართლის სპეციალისტები ჩაერთონ, არადა, კანონი უკვე მიღებულია და ჩვენ სხვა არაფერი დაგვრჩენია გარდა მის ავკარგიანობაზე მსჯელობისა.

0x01 graphic

0x01 graphic

ამჯერად მხოლოდ იმ ცვლილებებს განვიხილავ, რომელიც საწარმოთა შესახებ სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემების საჯაროობას შეეხება. როგორც ძველი, ასევე 2008 წლის 14 მარტის ცვლილებების შემდეგ მეწარმეთა შესახებ კანონის რედაქცია ამბობს, რომ სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა და ნებისმიერ პირს შეუძლია გაეცნოს მათ. თუმცა ცვლილებების შედეგად დაინტერესებული პირებისთვის აიკრძალა მონაცემთა გაცემა საწარმოთა პარტნიორების ანუ მესაკუთრეების და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ. ერთის მხრივ, სამეწარმეო რეესტრში შეტანილი მონაცემები საჯაროა, მაგრამ, მეორეს მხრივ, დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაცია საწარმოთა მესაკუთრეების შესახებ ხელმიუწვდომელი ხდება.

ისმება კითხვა: რას გამოიწვევს ცვლილებები, რითაც აიკრძალა მონაცემების გაცემა საწარმოთა პარტნიორების, ანუ მესაკუთრეებისა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ?

სამეწარმეო რეესტრი არის სამეწარმეო სუბიექტების როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების, სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია, რომელიც რამდენიმე წელია ერთდროულად ხორციელდება. რეგისტრაცია გამოიხატება სამეწარმეო რეესტრში სათანადო ჩანაწერების გაკეთებაში, საწარმოსთვის საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭებაში და რეგისტრაციის მოწმობის გაცემაში. სხვანაირად რომ ვთქვათ, ეს არის ფორმალური უფლება, რაც სამეწარმეო სუბიექტმა სახელმწიფოსაგან უნდა მიიღოს ლეგალური საქმიანობის დასაწყებად. ამის შემდგომ ამა თუ იმ საქმიანობის მიხედვით მას შეიძლება დასჭირდეს სპეციალური ნებართვა ან ლიცენზია, რაც უკვე სხვა კანონის - „ნებართვებისა და ლიცენზირების შესახებ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს მიეკუთვნება. ანუ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია არის აუცილებელი, ყველასათვის სავალდე ბულო ის მინიმალური მოთხოვნა, რომლის გარეშე ვერც მეწარმე ფიზიკური პირები, ვერც სამეწარმეო ამხანაგობები და ვერც იურიდიული პირები ვერ დაიწყებენ ბიზნესს. რატომ არის საჭირო რეგისტრაციის გავლა ყველა სამეწარმეო სუბიექტისთვის, გასაგებია და ეს მოთხოვნა არცერთ ქვეყანაში დავის საგანი არ არის. ხალხი სახელმწიფოს ქმნის იმისათვის, რომ ძალისხმევათა გაერთიანებით უკეთ შევძლოთ საზოგადოების წინაშე მდგარი მუდმივი თუ დროებითი გამოწვევების დამარცხება, ვუზრუნველვყოთ თითოეულისა და მთელი საზოგადოების უსაფრთხოება, ჯანმრთელობის დაცვა, განათლება, კეთილდღეობა, კულტურული თუ სოციალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ყველაფერი ეს ლეგალიზებული ბიზნესის, ანუ გადასახადების გადახდის გარეშე წარმოუდგენელია და, ამდენად, ეს საკითხი სადაო არ არის. სამეწარმეო რეესტრს, ანუ სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაციას, გარდა სამეწარმეო საქმიანობის დაწყების ნებართვისა, სხვა დანიშნულებაც გააჩნია, კერძოდ: ის რომ, სახელმწიფომ მისი უფლებამოსილი ორგანოს, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მეშვეობით აწარმოოს საწარმოთა შესახებ მონაცემების რეესტრი არა მარტო თავისთვის, არამედ ყველა უფლებამოსილი (დაინტერესებული) პირისათვისაც. ასეთები კი თავად ამ საწარმოების პარტნიორები და თანამშრომლები, ამ საწარმოებთან გარიგებაში ან კონფლიქტში შესული მხარეები, ანტიმონოპოლიურ საქმიანობაზე ზედამხედველი სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კომპანიებზე ზედამხედველობის თუ მონიტორინგის განმახორციელებელი და ა.შ. პირები არიან. სამეწარმეო რეესტრის მონაცემები ბევრისთვის საჭიროა და ზოგადი განმარტება, რომ გარიგების დასადებად და მისი ნამდვილობაში დასარწმუნებლად საკმარისია ვიცოდეთ რა ჰქვია ფირმას, სად მდებარეობს იგი და ვინ არის მისი დირექტორი, დამეთანხმებით, საკმარისი არ არის. კანონში ამ ცვლილებების განხორციელებამდე სახელმწიფო ყველა დაინტერესებულ პირს აძლევდა ინფორმაციას, რაც სამეწარმეო რეესტრის ფუნქციას როგორც ბიზნესისთვის, ასევე ყველა სხვა პირისათვის გასაგებს და გამართლებულს ხდიდა. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ სამეწარმეო რეესტრი, ერთის მხრივ, საჭიროა სახელმწიფოსათვის ქვეყანაში ლეგალური ბიზნესი წარმოებდეს და მეწარმე სუბიექტები გადასახადებს იხდიდნენ და მეორეს მხრივ, იგი საჭიროა ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც ბიზნესშია, მასთან თანამშრომლობს, დავობს ან მის საქმიანობაზე ზედამხედველობამონიტორინგს ახორციელებს.

ახლა კი პასუხი გავცეთ კითხვას: რას გამოიწვევს მეწარმეთა შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რითაც სამეწარმეო რეესტრს აეკრძალა დაინტერესებული პირებისთვის მონაცემების გაცემა საწარმოს პარტნიორების, ანუ მესაკუთრეთა და მათი წილობრივი მონაწილეობის შესახებ? ამ ცვლილებების თანახმად, საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილება არ მოითხოვს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას. ცვლილებების რეგისტარცია თუ პარტნიორთა რაოდენობა არ აღემატება 50-, უნდა განახორციელოს თავად საწარმომ ან დამოუკიდებელმა რეგისტრატორმა. დამოუკიდებელი რეგისტრატორი არის „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორი. მოგეხსენებათ, რომ ხუთივე სამეწარმეო სუბიექტს, ვინც იურიდიული პირის ფორმით საქმიანობს ჰყავს თავისი მესაკუთრეები ფიზიკური ან იურიდიული პირების სახით. შესაბამისად, ბიზნესსაქმიანობის მიმდინარეობა ან კიდევ ცხოვრებისეული საჭიროებები ხშირად აიძულებს მათ გაყიდონ, გაცვალონ, დათმონ, გააჩუქონ თავიანთი წილი ან უბრალოდ გავიდნენ საზოგადოებიდან. წილების ყიდვაგაყიდვა ყოველდღიური რეალობაა და ბუნებრივი მახასიათებელია საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნისათვის. ამიერიდან ყველა ამ გარიგების შედეგი უნდა დარეგისტრირდეს არა სამეწარმეო რეესტრში, არამედ საწარმოში და შენახული უნდა იქნეს თავად ამ საწარმოს ხელმძღვანელთან (დირექტორთან). კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დირექტორს დაევალა პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის თაობაზე განხორციელებული ცვლილებების საჯაროობა და ხელმისაწვდომობა ნებისმიერი დაინტერესე ბული პირისათვის. ეს ნიშნავს იმას, რომ საწარმოს დირექტორს უნდა სთხოვოს სხვა დაინტერესებულმა პარტნიორებმა წილის დათმობის, წილის გასხვისების, ჩუქების თუ სხვა შემთხვევების შესახებ ინფორმაცია, რაც პარტნიორთა შორის დაძაბული ურთიერთობის შემთხვევაში კიდევ უფრო ართულებს ინფორმაციის მოპოვების პროცესს. აღარ ვლაპარაკობთ გარეშე პირებზე, რომელთა ინტერესის მიმართ საზოგადოების დირექტორის მხრიდან ყოველთვის იქნება მეტნაკლებადგასაგები რეაქცია ინფორმაციის გაუცემლობაზე და რაც დიდი ალბათობით ინფორმაციის ხელმიუწვდომლობის მიზეზით სასამართლო პროცესების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის. თუ აქამდე საჯარო ინფორმაციის გაცემაზე საზოგადოების მიერ დაფინანსებული სახელმწიფო ინსტიტუტი - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი განყოფილება აგებდა პასუხს და დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ერთ ადგილზე მისვლით დაეკმაყოფილებინათ თავისი კონსტიტუციური უფლება ინფორმაციის თავისუფლებაზე, ახლა მოპასუხე იქნება ასეულობით კერძო საწარმო, რომელთა მხრიდან დიდი ალბათობით უნდა ველოდოთ ინფორმაციის გაუცემლობას იმ საბაბით, რომ ამ საწარმოთა ხელმძღვანელები იმოქმედებენ პრინციპით - „რა მაგათი საქმეა ჩვენ საწარმოში ვინ რას ფლობსო!“ მითუმეტეს, ამ ინფორმაციის გაუცემლობაზე არანაირი ჯარიმა დაწესებული არ არის, რაც გადაფიქრებისათვის ეკონომიკურ მიზეზს არ იძლევა. აქ შეიძლება ვინმემ თქვას, რომ საზოგადოების წესდებების უმრავლესობით პარტნიორის მიერ წილის გასხვისება ან საზოგადოებიდან გასვლა უნდა მოხდეს სხვა პარტნიორებთან შეთანხმებით (ანუ წესდებითაა დაწესებული შეზღუდვა) და ამის გამო ყველანი ინფორმირებულნი აღმოჩნდებიან პარტნიორთა და მათი წილობრივი მონაწილეობის ცვლილების თაობაზე, მაგრამ ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია მეწარმეთა შესახებკანონი უშვებს წილის გასხვისების თაობაზე საზოგადოების წესდებით შეზღუდვების დაწესებას, მაგრამ იგივე კანონი, ყველაზე პოპულარული იურიდიული პირის - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისათვის ასევე უშვებს სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე წილის გასხვისების ან დატვირთვის უფლებას. ანალოგიური ნორმა მოქმედებს კომანდიტური საზოგადოების პარტნიორებისათვის. მათაც, კანონის თანახმად, შეუძლიათ საკუთარი წილის გასხვისება ან მემკვიდრეობით გადაცემა სხვა პარტნიორების თანხმობის გარეშე მოახდინონ. სამეწარმეო სუბიექტების სტრუქტურაში შპსს ფორმით შექმნილი საზოგადოებები სხვადასხვა მონაცემების მიხედვით შეადგენს 90-95%25-ს, ანუ აბსოლუტურ უმრავლესობას, ხოლო მათ წესდებში თუ როგორია თანაფარდობა წილის გასხვისებასთან დაკავშირებით, შეზღუდვების დაწესებასთან მიმართებაში, ყველასათვის უცნობია. დიდი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საზოგადოების უმრავლესობაში პარტნიორები თავისუფალნი არიან წილის გასხვისების უფლებაში. ეს კი ნიშნავს იმას, რომ მათ, თუ საზოგადოების დირექტორი არ ეტყვის, უბრალოდ არ ეცოდინებათ პარტნიორთა წილობრივ მონაწილეობაში ცვლილებების ფაქტი. ეს ფაქტი მათთვის ცნობილი გახდება მხოლოდ მაშინ, როცა პარტნიორთა მორიგი ან რიგგარეშე კრება ჩატარდება, სადაც უკვე ახალი პარტნიორები ან მათი წარმომადგენლები გამოცხადდებიან.

0x01 graphic

ამ ცლილებების თანახმად, სახელმწიფომ დაიტოვა უფლება და შპსს მართვაზე ან/და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები დაავალდებულა სამეწარმეო რეესტრში წარადგინონ ინფორმაცია წინა წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საწარმოში პარტნიორების წილობრივი მონაწილეობის შესახებ, ანუ სახელმწიფო თავისთვის იტოვებს უფლებას, რომ კერძო საწარმოების მესაკუთრეთა შესახებ ჰქონდეს ინფორმაცია და ყოველწლიურად გაიახლოს იგი. ყველა სხვა დაინტერესებულ პირს კი იშორებს და ინფორმაციის მოპოვებისთვის ამ საზოგადოების ხელმძღვანელებთან უშვებს. რატომ? განა სახელმწიფოს ვალი არ არის ხელი შეუწყოს ბიზნესის გამჭვირვალობას ან კიდევ დაიცვას ჩვენი მოქალაქეებისა, თუ იურიდიული პირების უფლება ინფორმაციის თავისუფლებაზე? რატომ არ შემცირდა სარეგისტრაციო მოსაკრებლის რაოდენობა, თუ სამეწარმეო რეესტრის მიერ გასაკეთებელი საქმეთა რაოდენობა შემცირდა? ამ ცვლილებებით, განზრახ ან უნებლიედ, იმ სახელმწიფო მოხელეთა და მათი ნათესავების დაფარვა ხომ არ ხდება, ვინც უკანონოდ გახდა ბევრი ძველი თუ ახალი ბიზნესის მეწილე? ვფიქრობ, ეს კითხვები პასუხის გაცემას იმსახურებს.

25 დღგს გადამხდელთა დასჯის „ახალი ტექნოლოგიები“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სულიკო ფუტკარაძე
საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის აჭარის რეგიონული ფილიალის
თავმჯდომარე,ექსპერტი

მოქმედი საგადასახადო კოდექსი საგადასახადო სამართალდამრღვევთა მიმართ მეტად მკაცრია. ამასთან, მასში ბევრია ნორმის თავისუფალი ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც. ადმინისტრაციული რესურსების ყველანაირი მექანიზმი მიმართულია გადამხდელისგან გადასახადების მაქსიმალური ოდენობის ამოღებისკენ. მაკონტროლებელი ორგანოები, ყველა შესაძლო გზებითა და მეთოდებით ცდილობენ გაზარდონ დამრღვევ გადამხდელებზე დასარიცხი ფინანსური სანქციების მოცულობა. საგადასახადო სამართალდარღვევაზე (ზოგჯერ უნებლიეზეც კი) ერთდროულად გამოიყენება სსკის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებული დასჯის ფორმა, რაც საბოლოოდ გადამხდელს უმძიმეს ტვირთად აწვება, წელში წყვეტს და საბოლოოდ ნადგურდება კიდეც.

აღნიშნულ პრობლემას ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა არაერთხელ გამოეხმაურა (მათ შორის, იხ. 2007 წ. 17 „ბიზნესი მართლაც გაშიშებულია - მას მოქმედი კანონმდებლობა უწყობს ხელს “; 2007 . 2 (17) „ხელოვნური ბარიერები და მაკონტროლებელთა თავნებობა“).

საგადასახადო სამართალდარღვევათა ნაწილი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით და უმეტეს შემთხვევაში გადამხდელი კეთილსინდისიერია. ჩვენის აზრით, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ისეთი ნორმების დარღვევა, რომლებიც გადასახადების შემცირებასა და გადავადებას არ იწვევს, მკაცრად (მით უმეტეს, რამდენიმე მუხლით) დასჯადი არ უნდა იყოს. ვფიქრობ, დასჯის მექანიზმების გამკაცრება პრობლემიდან ერთადერთი გამოსავალი არაა მორალური და თუ გნებავთ, სამართლიანობის მხრივაც.

ამასთან, უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი ნაბიჯებიც გადადგა საგადასახადო სამართალდარღვევებზე პასუხისმგებლობის ნორმების ცხოვრებისეულ რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანისა და შემსუბუქების მხრივ.

ამის დასტურია მოქმედი საგადასახადო კოდექსის XVIII თავში საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა“, შეტანილი 22 ცვლილება, რომელთა დიდი ნაწილიც სწორედ, რომ ფინანსური სანქციების გაკეთილშობილებისა და გადამხდელის სასარგებლოდ გადაწყვეტისაკენაა მიმართული. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა საქონლის აღრიცხვისა და მოძრაობის ჟურნალების ხმარებიდან ამოღება, აგრეთვე, აღნიშნული ჟურნალების წარმოების დადგენილი წესის დარღვევისათვის დასჯილი (დაჯარიმებული) პირებისთვის საჯარიმო სანქციების მოხსნა და მათთვის, ვისაც ჯარიმები ბიუჯეტში უკვე გადახდილი ჰქონდათ, თანხის უკან დაბრუნება (სხვა საკითხია ვინ როგორ მოირგო ან გამოიყენა საგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმა).

ასევე, მნიშვნელოვანი იყო მოქმედ საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლში საგადასახადო ორგანოში სახელმწიფო რეგისტრაციის ან/და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევა“, შეტანილი ცვლილება, რომელიც საგადასახადო ორგანოში გადასახადის გადამხდელად აღრიცხვაზე დადგომის წესის დარღვევისას 90 დღემდე დაგვიანების შემთხვევაში შემოსავლების 10%25ით, 90-დან 180 დღემდე დაგვიანებისას შემოსავლის 20%25-ით, ხოლო 180 დღეზე მეტი ვადით დაგვიანების შემთხვევაში შემოსავლების 50%25-ით ჯარიმას ითვალისწინებდა ისე, რომ პირველ შემთხვევაში ჯარიმა არ უნდა ყოფილიყო 100 ლარზე, II შემთხვევაში 1000 ლარზე და III შემთხვევაში 5000 ლარზე ნაკლები. ამ ყველაფერთან ერთად გადამხდელს ეკისრება ეკონომიკური საქმიანობის პერიოდში წარმოშობილ საგადასახადო ვალდებულებებზე შესაბამისი ძირითადი (კუთვნილი) გადასახადები, ჯარიმები და საურავები, რომლებსაც საგადასახადო კოდექსის სხვა მუხლები ითვალისწინებს. დამეთანხმებით, რომ ასეთი დასჯა მეტისმეტად მკაცრია. საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის ამჟა მად მოქმედი რედაქცია კი, ყველა შემთხვევისათვის, მხოლოდ 200 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

უდაოდ, შეარბილა გადამხდელთა პასუხისმგებლობა სსკის 95ე - საგადასახადო დეკლარაცია“, 168-ე - გადასახადებისაგან განთავისუფლება და 217-ე დეკლარაციის წარდგენა მუხლებში შესულმა ცვლილებებმა, რომლითაც გადამხდელთა ნაწილს მოეხსნა დეკლარაციების წარდგენის ვალდებულება, ნაწილსაც გაუმარტივა;

შემცირდა ფინანსური სანქციების ნიხრიც: თუ ადრე გადასახადების გადამხდელი 50000 ლარამდე გადასახადის შემცირებისას, შემცირებული გადასახადის 25%25-ით, 50000დან 100000 ლარამდე შემცირებისას (გადასახადის დიდი ოდენობით შემცირება) 50%25-ით და 100000 ლარზე მეტით შემცირებისას (ამასთან, შემცირებული თანხა თუ სჭარბობდა დარიცხული გადასახადის 25%25-ს - განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის შემცირება) შემცირებული თანხის 75%25ით ჯარიმდებოდა. ამჟამად, უკვე 25%25-იანი ჯარიმა მხოლოდ 15000 ლარამდე შემცირებაზე ვრცელდება, დიდი ოდენობით გადასახადის შემცირებად 15000-დან 25000 ლარამდე შემცირება ითვლება, განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემცირებად კი 25000 ლარზე მეტი შემცირება და მათზე შესაბამისად, შემცირებული გადასახადის 50 და 75 პროცენტიანი ჯარიმები ვრცელდება.

საგრძნობლად გამკაცრდა საჯარიმო სანქციები მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლოსალარო აპარატის გამოყენების წესის დარღვევაზე (სსკის 139-ე მუხლი), თუმცა, აქვე აღვნიშნავთ იმ გარემოებასაც, რომ კანონმდებელი გარკვეულ დათმობებზეც წავიდა და უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გამოყო იმ პირთა წრე, რომლებიც საკონტროლოსალარო აპარატების გამოყენებისგან განთავისუფლდნენ (იხ. საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე6 და 28-ე პუნქტი).

0x01 graphic

ცხადია, ზემოაღნიშნული ტენდენცია გადამხდელთა მიერ დადებითად იქნა აღქმული და ექსპერტთა შეფასებით, ასეთი მიდგომა ეკონომიკურ აღმავლობაზე სასიკეთოდ იმოქმედებს. თუმცა, საგანგაშო ისაა, რომ საგადასახადო წნეხისა და ფინანსური სანქციების შემსუბუქების მიუხედავად, მაკონტროლებელთა მხრიდან ცალკეულ შემთხვევებში კვლავაც ადგილი აქვს გადამხდელებზე ისეთი ფინანსური სანქციების დაკისრებას, რასაც მოქმედი კანონმდებლობა ფაქტობრივად არ ითვალისწინებს. მათ შორის, შეიძლება დავიმოწმოთ, სსკის 247-ე მუხლის შესაბამისად, დღგის ჩათვლაზე წარდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებისთვის 300%25-იანი ჯარიმის გავრცელების არაერთი გახმაურებული ფაქტი. ამ პრობლემაზე ვრცლად ვისაუბრეთ გამოხმაურებაში კანონის არასწორი განმარტებით უკანონოდ დასჯილი გადამხდელები (იხ. ჟურნალი ბიზნესი და კანონმდებლობა №3, 2008 წელი) და მასზე მეტად აღარ შევჩერდები. მკითხველის ყურადღება მინდა მივაპყრო სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ისეთ ფაქტებზე, რომლის მიხედვითაც, აშკარაა, რომ ჩვენის აზრით, გადასახადის გადამხდელები სრულიად არამართლზომიერად დაისაჯნენ და გადასახდელად გაუმართლებლად დაეკისრათ სხვადასხვა ფინანსური სანქციები (ცხადია, გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, მათი უშუალო დასახელებისგან თავს შევიკავებთ).

კერძოდ, ადგილი ჰქონდა ასეთ შემთხვევებს:

- დღგის გადამხდელად რეგისტრირებულმა პირმა (გამყიდველმა) მყიდველს პარასკევ დღეს მიაწოდა საქონელი, რაზეც გამოწერილი იყო შესაბამისი სასაქონლო ზედდებული. სსკის 248- მუხლის 1 ნაწილის მიხედვით, გამყიდველს მყიდველისთვის მე-2 დღეს (შაბათს) უნდა გამოეწერა დღგის საგადასახადო ანგარიშფაქტურა. აღმოჩნდა, რომ ამ დროისათვის მას აღარ გააჩნდა თავისუფალი საგადასახადო ანგარიშფაქტურის ნაშთი. მან საგადასახადო ინსპექციას მიმართა მომდევნო სამუშაო დღეს (ორშაბათს) და მიიღო საგადასახადო ანგარიშფაქტურები, აქედან გამომდინარე, იგი იძულებული შეიქმნა დღგის საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოეწერა საქონლის მიწოდებიდან არა მეორე დღეს (როგორც ამას სსკს 248- მუხლის 1 ნაწილი ითვალისწინებს), არამედ მე-3 დღეს. აღნიშნული დარღვევა მაკონტროლებელთა მხრიდან შეფასდა არაკანონიერად და მყიდველს (რომლის ბრალეულობა აღნიშნულ სამართალდარღვევაში, როგორც ხედავთ, პრაქტიკულად უმნიშვნელოა, ამასთან, არც გადასახადის მოცულობა შემცირებულა და არც დეკლარაციის წარდგე ნის ვადა არ დარღვეულა) გაუუქმეს დღგის ჩათვლა და სსკს 132- მუხლის შესაბამისად დაარიცხეს ჯარიმა გადასახადის შემცირებისთვის (კიდევ კარგი, არ გამოიყენეს სსკს 138-ე მუხლი 300%25-იანი ჯარიმა);

კიდევ უფრო უარეს ფაქტსაც ჰქონდა ადგილი ზუსტად ანალოგიური შემთხვევის დროს: იმის გათვალისწინებით, რომ გამყიდველს არ სურდა დაერღვია სსკის 248- მუხლის 1 ნაწილის მოთხოვნა (რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურა უნდა გამოიწეროს საქონლის მიწოდებიდან არა უგვიანეს მეორე დღისა) წინა თარიღით (ორშაბათს) საგადასახადო ინსპექციიდან მიღებული ანგარიშფაქტურა გამოწერა უკანა თარიღით (შაბათს). ამ შემთხვევაში, გამყიდველს იმ მოტივით, რომ ამ დროისათვის საგადასახადო ანგარიშფაქტურის ეგზემპლარები (ნომრები) არ გაააჩნდა, შესრულებული ოპერაცია ჩაუთვალეს ფიქტიურ ოპერაციად, აღიძრა საქმე და დაიწყო გამოძიება, მყიდველს კი გამოძიების დამთავრებამდე გაუუქმეს ჩათვლა და დაარიცხეს ფინანსური სანქციები სსკის 138- და 132- მუხლების შესაბამისად. არადა, ფაქტობრივად, არც ამ შემთხვევაში, არც ფიქტიურ ოპერაციას და არც გადამხდელთა მხრიდან გადასახადის დამალვას, ან შემცირებას ადგილი არ ჰქონია.

0x01 graphic

საგადასახადო კოდექსის XVIII თავი (საგადასახადო სამართალდარღვევათა სახეები და პასუხისმგებლობა) მსგავსი დარღვევისთვის არავითარი პასუხისმგებლობის ნორმას არ ითვალისწინებს და მაკონტროლებელთა მხრიდან აღნიშნული ფაქტებისადმი ასეთი მიდგომა, ვფიქრობ, უფლებამოსილების გადამეტება თუ არა, სულ ცოტა, უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა საქმისადმი.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საგადასახადო კოდექსი ფინანსური სანქციებით ისედაც გადატვირთულია, მასში მრავლადაა მუხლები (133 ,134, 139, 140), რომელთა ინტერპრეტაციის საშუალებაც ისედაც არსებობს და „მგელი და კრავის“ იგავარაკისა არ იყოს, მაკონტროლებლებს დამატებითი „შარების“ გამოგონება გადამხდელების დასასჯელად ნამდვილად აღარ სჭირდებათ.

ასეთი მაგალითები შეიძლება ბევრი მოვიყვანოთ. მაგრამ პრობლემის წარმოსაჩენად აღნიშნულიც საკმარისია. მას სახელისუფლო დონეზე შესაბამისი ყურადღება და რეაგირება სჭირდება. ჩვენის აზრით, უთუოდ გასათვალისწინებელია ისეთი გარემოებები, როცა გადამხდელთა მიერ შეცდომები დაშვებულია გამოუცდელობით, კანონის არასაფუძვლიანი ცოდნით, ან ხშირ საკანონმდებლო ცვლილებათა შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით და ასეთი შემთხვევებისთვის გადამხდელი მთელი სიმკაცრით არ უნდა დაისაჯოს. მით უმეტეს, სრულად უნდა გამოირიცხოს მაკონტროლებელთა მხრიდან „შარების“ აკიდების შესაძლებლობა!

ვიდრე ეს განხორციელდება, პრობლემების თავიდან ასაცილებლად, ცხადია, გადამხდელებს ვურჩევ, ყურადღებით მოეკიდონ დღგს საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოწერას და უზრუნველყონ მათი სსკს 248-ე მუხლის მოთხოვნების სრულ შესაბამისობით გამოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მაკონტროლებელთა მხრიდან დღგს გადამხდელთა დასჯის „ახალი ტექნოლოგიის“ მსხვერპლნი კვლავაც შეიქნებიან.

P.S. თითქოს აქ უნდა დაგვესვა წერტილი, მაგრამ საინტერესოა როგორ მოგვივიდა აზრად ზემოთ აღნიშული „ახალი ტექნოლოგიის“ იდეის ავტორებს, მათ, ვინც ფიქრობს, რომ სსკს 248-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ყველა გადამხდელი უნდა წერდეს დღგს საგადასახადო ანგარიშფაქტურას საქონლის მიწოდებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა, პრაქტიკულად როგორ მოახერხებენ ამას პურის საწარმოები, როცა ისინი პურს ყოველდღიურად აწვდიან ობიექტებს, ან თუნდაც ის საწარმოები, ვინც მზა ბეტონის მასას თითქმის ყოველდღიურად აწვდის საამშენებლო საწარმოებს და სხვა (ცხადია, არაფერს ვამბობთ ელექტროენერგიის, გაზის, წყლის მიწოდების და იმ საწარმოებზე, რომლებიც მომსახურებას ეწევიან უწყვეტად, რამდენადაც აღნიშნული შემთხვევები დარეგულირებულია სსკს 238-ე მუხლის (დასაბეგრი ოპერაციის დრო მე-2 და მე-3 პუნქტებით), გამოდის, რომ ასეთ საწარმოებს ყოველ მეორე დღეს მოუწევთ დღგს ანგარიშფაქტურების გამოწერა. რამდენად შესაძლებელია ეს განსასჯელად მკითხველისათვის მიგვინდია!

26 სტრატეგია - წარმატებული ბიზნესის საფუძველი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შოთა შაბურიშვილი
ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, თსუ ასისტენტპროფესორი

Bain&Company- მიერ მსოფლიოს წამყვანი საწარმოების მენეჯერთა გამოკითხვით ირკვევა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მართვის ყველაზე ეფექტიან და პოპულარულ ინსტრუმენტს კვლავ სტრატეგიული დაგეგმვა წარმოადგენს.

თანამედროვე ბიზნესში სტრატეგია - მართვის პროცესის ერთერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რომელიც გრძელვადიანი მიზნების მიღწევის საშუალებების განსაზღვრას გულისხმობს. ეს ხანგრძლივი და გულმოდგინე აზროვნების ნაყოფია, როდესაც საწარმოს გარემოს, შიდა სტრუქტურის, რესურსების ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზით, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირებით, ხდება არასასურველი სცენარების თავიდან აცილება. შესაბამისად, შეუძლებელია სტრატეგიის ფორმირება დანერგვის პროცესში. აქ მთავარია „ყანაში გასვლამდე გავთვალოთ მოსალოდნელი შედეგები და არა მუშაობისას“.

სტრატეგია იბადება ორიგინალური იდეის საფუძველზე. მაგალითად, ჰ. ფორდის იდეა მანქანების აწყობასთან დაკავშირებით ან უ. დისნეის ანიმაციური ფილმები. შესაბამისად, სტრატეგიის ძირითადი მახასიათებელია უნიკალურობა. როგორც წესი, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები - როგორ მოვახდინოთ წარმოების პროცესში წუნის მინიმიზაცია, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება, საქონლის დასაწყობება და ა.შ., ძნელია უნიკალურობით გამოირჩეოდეს. ამიტომ, ამ ტიპის აქტივობა არ განეკუთვნება სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა სფეროს და ოპერაციული ეფექტიანობის ამაღლების პრობლემას წარმოადგენს. მ. პორტერის განმარტებით, ოპერაციული ეფექტიანობა ნიშნავს მსგავსი საქმიანობის კონკურენტებზე უკეთ შესრულებას. ამის საპირისპიროდ, სტრატეგია გულისხმობს კონკურენტებისგან განსხვავებულ ქმედებებს ან მსგავს საქმიანობას, მაგრამ სხვა გზებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სტრატეგიის ერთერთი უმნიშვნელოვანესი მახასიათებელი შეიძლება გადმოვცეთ ორი სიტყვით - „იყავი განსხვავებული“.

ნებისმიერი სტრატეგია გულისხმობს არჩევანის გაკეთებას მრავალ ალტერნატივას შორის. ზოგჯერ მენეჯერს ეჩვენება, რომ კომპრომისები ეღობება ზრდას. მაგალითად, მომხმარებელთა ერთ ჯგუფზე ფოკუსირებამ და სხვებზე უარის თქმამ შეიძლება მიგვიყვანოს შემოსავლების შემცირებამდე: ფასების დაწევაზე ორიენტირებულმა სტრატეგიამ შეიძლება დაგვაკარგვინოს საქონლის და მომსახურების განსაკუთრებული თვისებების მიმართ მგრძნობიარე მომხმარებელი; დიფერენცირების სტრატეგიამ კი პირიქით - ეკონომიური მომხმარებელი გაანაწყენოს. მენეჯერის მხრიდან აღნიშნული შეზღუდვების დაძლევის ცდუნება ხშირად სტრატეგიის დეფორმაციას განაპირობებს. ამ დროს ის ორი კურდღლის მდევარს ემსგავსება, რომელიც საბოლოოდ ვერცერთს ვერ იჭერს. როგორც წესი, ზრდისკენ მისწრაფება საწარმოს სტრატეგიის გაფართოებისკენ, ახალი ტექნოლოგიების ათვისებისაკენ, კონკურენტების წაბაძვის ან ზოგიერთ შემთხვევაში, მათი შთანთქმისაკენ უბიძგებს. ერთდროულად რამდენიმე გზით წარმატების მიღწევის მცდელობა კი იწვევს გაურკვევლობას, ზიანს აყენებს საწარმოს მოტივაციას და მიზანსწრაფულობას. ამიტომ, როდესაც სხვადასხვა სტრატეგიული პოზიცია შეუთავსებელია, აუცილებელია განისაზღვროს, თუ რომელზე ითქვას უარი. შედეგად სტრატეგია ხდება უფრო გასაგები და მისაღები, როგორც აქციონერებისათვის, ასევე თანამშრომლებისა და მომხმარებლებისათვის.

სტრატეგიის წარმატება დამოკიდებულია მრავალ ფუნქციაზე და მათ ოპტიმალურ შეხამებაზე. საქმიანობის ფორმათა ეფექტიანი შეხამება სტრატეგიის ერთერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი იდეაა, რადგან საქმიანობის ცალკეული მიმართულებები დიდ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე. მაგალითად, სავაჭრო ობიექტების კვალიფიციური მუშაკები დიდ უპირატესობას ქმნიან, როდესაც საქონელში განივთებუ ლია მოწინავე ტექნოლოგია, ხოლო მარკეტინგული საქმიანობა აქცენტირებულია მომხმარებლის ინფორმირებასა და დახმარებაზე. მრავალფეროვანი მოდელების მწარმოებელი ხაზი უფრო სასარგებლოა, თუ ის შეხამებულია სათანადო მატერიალურტექნიკურ მარაგებთან და შეკვეთების დამუშავების ისეთ სისტემასთან, რომელიც მინიმუმამდე ამცირებს საქონლის დასაწყობების საჭიროებას და ა.შ. მსგავსი ურთიერთკავშირების პრინციპი სულ უფრო ფართო გავრცელებას პოულობს თანამედროვე ბიზნესის სტრატეგიებში. ამ დროს აუცილებელია აკუმულირდებოდეს საქმიანობის ყველა ფორმის უპირატესობა და არ ხდებოდეს ცალკეული მიმართულების განდევნაშევიწროება.

საქმიანობის ფორმათა ოპტიმალური შეხამებით მიიღწევა სინერგიული ეფექტი და იზრდება საწარმოს კონკურენტუნარიანობა. როგორც წესი, კონკურენტებისათვის უფრო რთულია მრავალი ურთიერთგადახლართული საქმიანობის ფორმის მქონე საწარმოსათვის მიბაძვა, ვიდრე ცალკეული მიმართულებისა (გაყიდვების ორგანიზაცია, ტექნოლოგიური პროცესი და ა.შ.). მაგალითად, იმის ალბათობა, რომ კონკურენტი შეძლებს საქმიანობის ნებისმიერი ფორმისათვის მიბაძვას უმეტეს შემთხვევაში ერთზე ნაკლებს შეადგენს, ვთქვათ, 0,8. შესაბამისად მრავალი ურთიერთდაკავშირებული საქმიანობის მქონე საწარმოსათვის მიბაძვის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შემცირდება:

0,8X0,8=0,64

0,8X0,8X0,8X0,8=0,41 და ა.შ.

თანამედროვე ბიზნესსტრატეგიის ძირითადი ნიშნების (უნიკალურობა, კომპრომისები და საქმიანობის ფორმათა ეფექტიანი შეხამება) განსაზღვრის შემდეგ, აუცილებელია განვიხილოთ, თუ როგორ ფორმირდება იგი.

ცნობილ ექსპერტთა ნაშრომებში სტრატეგიის ფორმირების უამრავ მიდგომას ვხვდებით. მათი ანალიზის საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ სამი ძირითადი მიმართულება.

პირველი მიდგომით, სტრატეგია წარმოადგენს დიდ მოდელს. სტრატეგიის ფორმირების ეს მიდგომა ყველაზე ფართოდაა გავრცელებული MBA სახელმძღვანელოებში. ის ძირითადად დაკავშირებულია ჰარვარდის ბიზნეს სკოლასთან, კერძოდ კი კენეს ენდრიუსის ნაშრომებთან.

ამ მიდგომით სტრატეგიის ფორმირებისას მიზნებისა და მიმდინარე ამოცანების შემოწმება ხდება SWOT (ძლიერი (strengths) და სუსტი (weaknesses) მხარეები, შესაძლებლობები (opportunities) და საფრთხეები (threats)) ანალიზით, რის საფუძველზეც განისაზღვრება სტრატეგიული ალტერნატივები. შემდეგ ისინი გაიცხრილება საწარმოს ხელმძღვანელობაში ჩამოყალიბებული ფასეულობათა სისტემის საფუძველზე და შეირჩევა „საუკეთესო“, რომელიც გამოყენებული იქნება პრაქტიკაში (იხ. ნახაზი).

0x01 graphic

SWOT ანალიზის ჩასატარებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვებს:

  1. როგორია საწარმოს ძლიერი მხარეები?

  2. როგორია საწარმოს სუსტი მხარეები?

  3. რა შესაძლებლობები იქმნება მომავალში საწარმოსათვის?

  4. რა საფრთხეებმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი დასახული მიზნების მიღწევაში?

საწარმოს ძლიერი და სუსტი მხარეები გამოვლენილი უნდა იყოს ისეთ ფუნქციურ სფეროებში, როგორიცაა: წარმოება, ფინანსები, სამუშაო ძალა, მარკეტინგი, მართვა, ორგანიზაციული სტრუქტურა. ძლიერ მხარედ შეიძლება მივიჩნოთ ცოდნა, გამოცდილება, მძლავრი ფინანსური შესაძლებლობები, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები, წარმოების განსაკუთრებული ტექნოლოგია და ა.შ. მაგალითად, Intel-ის აღმასრულებელი დირექტორი ენდი გროუ დარწმუნებულია, რომ მისი ორგანიზაციის ერთერთი მთავარი ძლიერი მხარეა - კონკურენტების პარანოიდული შიში, რაც Intel-ს აიძულებს დახარჯოს დიდძალი თანხები მეცნიერულტექნიკურ კვლევებსა და საცდელსაკონსტრუქტორო სამუშაოებზე.

ხელმძღვანელები ფირმის ძლიერ მხარეებს უფრო ადვილად ხედავენ, ვიდრე სისუსტეებს. მაგრამ მათი გამოვლენის გარეშე ვერცერთი საწარმო ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას. სისუსტეებია ის ცოდნა, გამოცდილება, კომპეტენცია, რომელიც არ გააჩნია საწარმოს. ეს შეიძლება იყოს - საქმიანობისათვის მოუხერხებელი და მცირე ზომის შენობა, მისი არახელსაყრელი მდებარეობა, უხარისხო ნაწარმი, სუსტი მარკეტინგის სამსახური, გამოუცდელი თანამშრომლები და სხვა.

შესაძლებლობებისა და საფრთხეების შეფასებისას ხდება ბიზნესის გარე გარემოს ანალიზი, როგორიცაა: კონკურენცია, მიმწოდებლების და მომხმარებლების პოზიცია, სამართლებრივი, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურკულტურული, ბუნებრივგეოგრაფიული და დემოგრაფიული ფაქტორები. მაგალითად, ბაზარზე ძლიერი და აგრესიული კონკურენტების გამოჩენა წარმოადგენს საფრთხეს, ხოლო ახალი მიმწოდებლების გამოჩენა, პირიქით - აიაფებს ნედლეულს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს საწარმოსათვის.

0x01 graphic

ერთი სიტყვით, SWOT ანალიზით ყალიბდება მენეჯერის ხედვა ბიზნესის შიდა და გარე გარემოს შესახებ, რაც სტრატეგიული ალტერნატივების გენერაციის საშუალებას იძლევა, საიდანაც ოპტიმალური ვარიანტი უნდა შეირჩეს.

მოდელირების მთავარი უპირატესობაა უნიკალური სტრატეგიის ფორმირება. თუმცა, ალტერნატივებს შორის არჩევანის გაკეთებისას, ობიექტური კრიტერიუმების არქონის გამო, ზედმეტადაა დამოკიდებული სტრატეგზე. ბუნებრივია, სტრატეგია ვერ იქნება საწარმოს მართვის ყველა დონეზე მიღებული ყოველდღიური გადაწყვეტილებების შედეგი, პირიქით, მსგავსი აქტივობა სწორედ მართვის ზედა რგოლში ჩამოყალიბებულ ფასეულობათა სისტემიდან გამომდინარეობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სტრატეგია აუცილებლად ერთი ლიდერის თავში უნდა მოიხარშოს, რომელიც თავის ინტუიციასა და წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით განსაზღვრავს საწარმოს მომავალს. თანამედროვე ბიზნესის მასშტაბების გათვალისწინებით ძნელი წარმოსადგენია სტრატეგის ერთმა თავმა შესძლოს და სწორედ შეაფასოს საწარმოზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორები. ამიტომ ამ მიდგომამ წარმატებით შეიძლება მხოლოდ მცირე ზომის, მარტივ სისტემებში იმუშაოს.

მეორე მიდგომით, სტრატეგია წარმოადგენს სწორი პოზიციის დაკავებას (პოზიცირება). ამ მიდგომის მიმდევართა მოსაზრებები ხშირად როგორც საომარი მოქმედებების წესები ასე ჟღერს - თუ თქვენ მოხვდით ასეთ და ასეთ სიტუაციაში, მაშინ დაიკავეთ შემდეგი პოზიცი. მაგალითად, ბოსტონის საკონსულტაციო ჯგუფის მატრიცა, რომელიც გვთავაზობს ოთხ სიტუაციას ანუ ოთხი სახეობის საქონელს (ვარსკვლავი, მეწველი ძროხა, კითხვის ნიშანი და ძაღლი) და სტრატეგიულ გადაწყვეტილებათა პაკეტს თითოეული შემთხვევისათვის.

პოზიცირების ერთერთი თვალსაჩინო მიმდევარია მ. პორტერი, რომელმაც მიზნად დაისახა ეჩვენებინა თუ რომელი სტრატეგიები მუშაობს უფრო ეფექტიანად კონკრეტულ სიტუაციებში. ის სტრატეგიას განიხილავს, როგორც ახალი პოზიციის ძიების პროცესს, სადაც საწარმო ყველაზე უკეთ იქნება დაცული კონკურენტული ძალების (არსებული და პოტენციური კონკურენტები, შემცვლელი საქონლის მწარმოებლები, მომხმარებლები და მიმწოდებლები) ზემოქმედებისაგან და თავის მხრივ გავლენას მოახდენს მათზე. მართალია, პორტერთან სტრატეგიის ფორმირება წარმოადგენს კონკრეტული საწარმოსათვის დამახასიათებელ, გააზრებულ და კონტროლირებად პროცესს, მოდელირებისათვის დამახასიათებელი უნიკალური სტრატეგიები ადგილს უთმობს ზოგად მიდგომებს, როგორიცაა: დანახარჯებში ლიდერობა, დიფერენცირება და ფოკუსირება. სტრატეგს ისღა დარჩენია კონკურენტული ძალების ანალიზის საფუძველზე შეარჩიოს საუკეთესო პოზიცია.

დანახარჯებში ლიდერობის სტრატეგია ეყრდნობა მწარმოებლურობას და დაკავშირებულია გამოცდილების ეფექტის არსებობასთან. ის გულისხმობს დანახარჯებზე მუდმივ კონტროლს, ახალი საქონლის წარმოების დაგეგმვის და გასაღების ხარჯების შემცირებას. დანახარჯების მიხედვით უპირატესობა საწარმოს საშუალებას აძლევს შექმნას ეფექტიანი დაცვის მექანიზმი კონკურენტული ძალების წინააღმდეგ.

დიფერენცირების სტრატეგიის მიზანს წარმოადგენს საქონლისათვის ისეთი თვისებებისა და მახასიათებლების მინიჭება, რომელიც მნიშვნელოვანია მომხმარებლისათვის და განასხვავებს საწარმოს საქონელს კონკურენტების პროდუქტისაგან. დიფერენცირებამ შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა: ფირმის იმიჯი, აღიარებული ტექნოლოგიური სრულყოფა, გაყიდვის შემდგომი მომსახურება. დიფერენცირების მაჩვენებლებია: პროდუქციის დამატებითი შესაძლებლობები, მისი გამოყენების ეფექტიანობა, კომფორტულობა, ხანგრძლივობა, სტილისტური ფორმები და დიზაინი. ამ მიდგომით საწარ მო ცდილობს დაასაბუთოს, რომ მისი საქონელი უნიკალურია ან განსხვავდება სხვისგან ანუ საქონლის ატრიბუტები აღემატება კონკურენტებისას. დიფერენცირების სტრატეგია ჩვეულებრივ მოითხოვს მნიშვნელოვან ინვესტიციებს გასაღების სტიმულირებაში იმ მიზნით, რომ აცნობოს მყიდველს საქონლის განსაკუთრებულ თვისებებზე.

ფოკუსირების სტრატეგია ანუ ერთი სეგმენტის საჭიროებებზე და მოთხოვნილებებზე ან მყიდველთა კონკრეტულ ჯგუფებზე კონცენტრაცია. ამ სტრატეგიის მიზანია არჩეული მიზნობრივი სეგმენტის მოთხოვნილებების უკეთ დაკმაყოფილება, ვიდრე ამას კონკურენტები აკეთებენ. ასეთი სტრატეგია შეიძლება ეყრდნობოდეს, როგორც დიფერენცირებას, ისე ლიდერობას დანახარჯების მიხედვით ან ორივეს ერთად, მაგრამ მხოლოდ მიზნობრივი სეგმენტის ჩარჩოებში.

პოზიცირების მთავარი პრობლემაა სტრატეგიის არსებობა არა უნიკალური შეხედულების, არამედ ფორმულის სახით. მენეჯერი შეზღუდულია „რეცეპტების“ სიით, პოზიციების ჩამონათვალით, რომელთაგან ერთერთი უნდა შეარჩიოს. ამიტომ, ხშირად მივყავართ ადვილად მისაბაძი სტრატეგიების ფორმირებამდე.

მესამე მიდგომით, სტრატეგია ფორმირდება, როგორც დიდი გეგმა. ესაა ფორმალიზებული, რაციონალური პროცესი დაყოფილი საფეხურებად, როდესაც თითოეულის დამუშავება დაკავშირებულია კონკრეტული საკითხების გადაჭრასთან. სტრატეგიის ფორმირების პროცესი მოგვაგონებს ერთგვარ კონვეიერს ანუ გეგმიდან გამოიყოფა ცალკეული ელემენტები, მუშავდება და ერთიანდება. მათი დამუშავებისას კი გამოიყენება, როგორც მოდელირების, ისე პოზიცირების ინსტრუმენტები, რაც სტრატეგიის ფორმირების განხილული მიდგომების ნაკლოვანებათა დაძლევის საშუალებას იძლევა. პროცესს მთლიანად გენერალური დირექტორი აკონტროლებს, უშუალოდ სამუშაოებს გამოცდილი მგეგმავების ჯგუფი ასრულებს, რომელშიც შედიან როგორც ზედა, ასევე საშუალო რგოლის მენეჯერები, რაც შესაძლებელს ხდის იდეები მართვის ქვედა დონიდანაც წამოვიდეს და საშუალო რგოლის მენეჯერების გავლით აისახოს სტრატეგიაში. ბუნებრივია, ეს ერთ მუშტად კრავს საწარმოს კოლექტივს, ზრდის მოტივაციას და ამარტივებს სტრატეგიის ცხოვრებაში გატარებას.

ეფექტიანი დაგეგმვა უნდა დაიწყოს ზემოდან. მიზანშეწონილია გამოვყოთ სამი ძირითადი საფეხური - ორგანიზაციის სტრატეგია, კონკურენტული სტრატეგიები და ფუნქციური სტრატეგიები (იხ. ნახაზი).

0x01 graphic

ორგანიზაციის სტრატეგიამ უნდა განსაზღვროს ძირითადი ფასეულობები და უზრუნველყოს ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების ოპტიმალური შეხამება. ეს ითვალისწინებს საკვანძო რესურსების და მწარმოებლური შესაძლებლობების ბიზნესის ცალკეულ მიმართულებებს შორის განაწილებას.

თავის მხრივ, კონკურენტული სტრატეგია განსაზღვრავს, თუ რა გზებით უნდა მიაღწიოს საწარმომ წარმატებას კონკრეტულ დარგში, რაც სხვა სტრატეგიული ხასიათის გადაწყვეტილებებთან ერთად, უპირატესად საჭიროებს კონკურენტული ძალების ანალიზს და სწორი პოზიციის შერჩევას.

ფუნქციური სტრატეგიები გამომდინარეობენ ორგანიზაციისა და კონკურენტული სტრატეგიებიდან, აძლიერებენ და უზრუნველყოფენ მათ სიცოცხლისუნარიანობას. კერძოდ, ესენია მარკეტინგული, ფინანსური, ტექნოლოგიური, ინოვაციური, საინვესტიციო და ა.შ. სტრატეგიები, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია თანამედროვე ბიზნესში წარმატების მიღწევა.

RESUME
STRATEGY BASIS FOR SUCCESSFUL BUSINESS

SHOTA SHABURISHVILI,
Academic Doctor of Economy, Assistant Professor at Tbilisi state University

Effective strategy is one of necessary preconditions for development of modern business. Frequently the managers engaged in development of strategic plans, do not have enough simplicity and clearness of representations that such strategy, from what elements develops its success and how it is formed.

In article the author results definitions and the basic characteristics of strategy of modern business: uniqueness; precise compromises and definition of that what will not do the enterprise; actions which are combined with each other and mutually strengthen effect.

On the basis of the analysis of different approaches of formation of strategy, it is allocated three basic directions: 1. Strategy as the big model; 2. strategy as occupation correct positions; 3. strategy as the big plan. Thus, the third directions the most suitable to modern business as allows to take into account lacks of first two. Here formation of strategy is an integral part of process of planning. It is very much formalized, rational process usually divided on concrete steps, each of which is accompanied by analytical work and search of answers to some questions. Such approach reminds the conveyor: each element of the plan can be concretized and allocated, then there is a work above all components which then again gather in a single whole, and effective strategy turns out.

27 როცა კანონი მოითხოვს კანონს!

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

1992 წლიდან კომუნალური ბინების საკუთრებაში გადაცემის შემდეგ აქტუალური გახდა ბინათსარგებლობის საკითხების მოგვარება და გადაწყვეტა.

.თბილისში და სხვა ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში საბინაო საკითხებს, როგორც წესი, აგვარებდა ქალაქისა და რაიონის უბნებში შექმნილი .. სახლმმართველობები (საბინაოსაექსპლუატაციო უბნები), რომელთა გაუქმების შემდეგაც ეს ფუნქციები სერვისულმა ცენტრებმა აიღეს. თუმცა, აღნიშნული სამსახურებიც ძალიან მალე გაუქმდა.

1997 წლის 25 ნოემბერს მიღებულ იქნა საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ამ კოდექსის მეოთხე თავი ეხება და არეგულირებს ისეთ ურთიერთობებს, როგორიცაა: ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლებში, თუმცა, აღნიშნულმა კოდექსმა არამც თუ ამომწურავად, არამედ ძალზე ზოგადადაც ვერ მოაწესრიგა ბინათსარგებლობის საკითხები. ძნელი გახდა რიგი საკითხების დეტალური რეგულირება, რამაც თავისთავად დააყენა დღის წესრიგში სპეციალური კანონის მიღების აუცილებლობა - ისეთი კანონისა, რომელიც დეტალურად მოიცავდა ამ სპეციფიკურ საკითხს და ამომწურავად გასცემდა ყველა საჭირო კითხვაზე პასუხს.

2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ. ამ კანონის მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის, ექსპლუატაციისა და განვითარების სამართლებრივი პირობების უზრუნველყოფა.

კანონი არეგულირებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ფორმებსა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საკუთრების ფორმებს, აგრეთვე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმოშობის, ჩამოყალიბების, საქმიანობისა და ლიკვიდაციის ძირითად სამართლებრივ პირობებს.

ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შემადგენელი მიწის ნაკვეთი, სახლის ნაწილი და ის შენობანაგებობები, დანადგარები, საინჟინრო ქსელები, მოწყობილობები, რომლებიც არ არის ინდივიდუალური საკუთრება, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას (საერთო საკუთრებას) წარმოადგენს. საერთო ქონების მეწილეთა რაოდენობა განისაზღვრება ბინების რაოდენობის შესაბამისად.

მესაკუთრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განისაზღვრება მის ინდივიდუალურ საკუთრებაში არსებული ფართობის შეფარდებით მრავალბინიანი სახლის ბინათა საერთო ფართობთან.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას წარმოადგენს: მიწის ნაკვეთი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მომსახურებისათვის განკუთვნილი შენობანაგებობები და საინჟინროკომუნიკაციური მოწყობილობა და გაყვანილობა; მრავალბინიანი სახლის მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები (საძირკვლები, კარკასი, კედლები, საერთო სარგებლობის აივნები, სართულშუა გადახურვები, პარაპეტები (მოაჯირები), ლავგარდანები (კარნიზები), საწვიმარი მილები და . .); მრავალბინიანი სახლის ვესტიბიულები, სადარბაზოები, დერეფნები, კიბის უჯრედები, სარდაფები, სხვენები, საქვაბეები, ტექნიკური სართულები, სახურავები, ლიფტები, სხვადასხვა დანიშნულების შახტები, არხები, ნაგავგამტარები, ბუნკერები და . ., რომლებიც არ იმყოფება ინდივიდუალურ საკუთრებაში; სატრანზიტო გაყვანილობა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შეიძლება შედიოდეს შეძენილი მოძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები და არამატერიალური სიკეთეები. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრის წილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში განსაზღვრავს მის წილს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მოვლაპატრონობის, ექსპლუატაციისა და განვითარების საერთო ხარჯებში, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

კანონის მე4 მუხლის მეორე ნაწილი ეხება მრავალბინიან სახლში სამეურნეო სათავსების საკუთრების უფლებით გადაცემის პროცესს. თანახმად ხსენებული მუხლის მეორე ნაწილისა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები კრებაზე აფიქსირებენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა მიერ მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსების (სარდაფები, სხვენები და ..) მფლობელობის ამ კანონის ძალაში შესვლის დროს არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ხმათა 2/3ით იღებენ გადაწყვეტილებას, რომლის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი, თუ წესდებით არ განისაზღვრება განსხვავებული ქვორუმი. მრავალბინიანი სახლის სამეურნეო სათავსებზე (სარდაფები, სხვენები და ..) საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში დასარეგისტრირებლად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრმა უნდა წარმოადგინოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრების მიერ შედგენილი ოქმი და ნახაზი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია სამეურნეო სათავსის ადგილმდებარეობის დადგენა.

0x01 graphic

გაურკვეველია, კანონი ზემოხსენებულ მუხლში საუბრობს ამხანაგობის წევრთა 2/3-ზე, თუ დამსწრე წევრთა 2/3-ზე. კანონის 28-ე მუხლის თანახმად კრება გადაწყვეტილებაუნარიანია თუკი მას ესწრება ამხანაგობის წევრთა 2/3. აქ კი, ერთგვარად, უხერხული სიტუაცია იქმნება, მაშასადამე, გამოდის, რომ წევრთა 2/3ის მოწვევის შემთხვევაში შესაძლებელია სამეურნეო სათავსების საკითხის განხილვა და გადაწყვეტა დამსწრე წევრთა 2/3-ის მხარდაჭერით. ეს კი ქმნის სერიოზული კონფლიქტის მიზეზს ამხანაგობის წევრებს შორის, რადგან რეალურად საერთო სარგებლობაში არსებული ფართების - სამეურნეო ფართების საკუთრების უფლებით გადაცემას ძალზე მცირე ხმათა რაოდენობა სჭირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მსგავსი დღის წესრიგით მოიწვევა კრება ხელმეორედ, როცა უკვე აღარაა გადამწყვეტი, თუ რამდენი წევრი ესწრება კრებას და მათი უბრალო უმრავლესობით მარტივადაა შესაძლებელი საკითხის განხილვა და გადაწყვეტა. ყოველივე ეს აშკარა წინააღმდეგობაშია კანონის მე-10 მუხლის 1 ნაწილთან, რომლის მიხედვითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ისეთი განვითარება, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებას და გავლენას ახდენს სხვა ბინის მესაკუთრეთა მიერ საერთო ქონების გამოყენებაზე, ხორციელდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე. ეს უდაოდ საყურადღებო დათქმაა, რადგან ეს მუხლი, ერთგვარად პრევენციული ზომის გატარებაა, რათა თავიდან იქნას აცილებული მნიშვნელოვანი საკითხების ამხანაგობის მცირე წევრთა მიერ მიღება და გადაწყვეტა.

კანონი არ განმარტავს და არ აკონკრეტებს ფაქტობრივ მდგომარეობაში რას მოიაზრებს, ამ სათავსის ფლობის ფაქტს, თუ მის მდებარეობას, ან უპირატეს უფლებას მისი საკუთრებით გადაცემისთვის. თუკი ადგილი აქვს მობინადრის მიერ წლების განმავლობაში ფლობის ფაქტს ან განსხვავებულ ქვორუმს უპირატესი უფლების მქონე პირისათვის. საყურადღებოა, რომ პრაქტიკაში ფორმალობად იქცა ამ კონკრეტულ საკითხებზე საერთო კრების მოწვევის პროცედურა და ამ კრების მოწვევის გარეშეც ძალზე მარტივად ხდება ამ ფართების რეგისტრირება ინიციატივის მქონე ამა თუ იმ დაინტერესებულ პირთათვის. სარეგისტრაციო სამსახური და ნოტარიუსი, რომელიც პირდაპირაა ჩართული ამ პროცედურაში, მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარისა და კრების მდივნის ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს, ისინი არ ითხოვენ საერთო კრების მონაწილეთა ხელმოწერებს. ეს კი აადვილებს კანონის გვერდის ავლით, კრების მოწვევის გარეშეც კი საკუთრების უფლებით ამა თუ იმ ფართების რეგისტრაციას მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერით, რაც თავისთავად ამ პროცედურის დაცვის გარეშე გარიგების ბათილობის საფუძველია. ამრიგად, კანონის აღნიშნული ხარვეზი შესავსებია, რათა ყველა წესის სათანადო დაცვით მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თითოეული წევრის ინტერესის დაცვა, რაც განაპირობებს კიდეც მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას, რამდენადაც სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, სამეზობლო სამართალში პრიორიტეტულია ურთიერთპატივისცემის მომენტი და სამართლის ეს ნაწილი, ზოგადად, სწორედ ამაზეა დამყარებული.

შემდეგი მუხლები ეხება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო და ინდივიდუალურ ქონებას. ხსენებულ საკითხებს სამოქალაქო კოდექსიც განიხილავს, რომლის თანახმადაც, მრავალბინიან სახლებში არსებობს საკუთრების უფლება ბინაზე (ბინის საკუთრება) და შენობის იმ ნაწილზე, რომელიც არ გამოიყენება ბინად (არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება). ბინის საკუთრება და არასაცხოვრებელი ფართის საკუთრება მიიჩნევა ინდივიდუალურ საკუთრებად.

კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ განმარტავს საერთო ქონების ცნებას და მისი განკარგვის წესს, რომლის თანახმადაც - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე შესაძლებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი შემდეგი ობიექტების სარგებლობაში გადაცემა: კიბის უჯრედები და კიბეები, ლიფტები, სალიფტე თუ სხვაგვარი საერთო სარგებლობის შახტები და არხები, საერთო სარგებლობის დერეფნები და გალერეები; ტექნიკური სართულები, მზიდი და შემომზღუდავი არამზიდი (ფასადის) კონსტრუქციები, სახურავები; მრავალბინიანი სახლის მომსახურე მექანიკური, ელექტრო, სანტექნიკური და სხვაგვარი მოწყობილობადანადგარები.

0x01 graphic

0x01 graphic

არც ამ შემთხვევაში მოითხოვს კანონი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ხელმოწერებს, რაც თავისთავად პრობლემატური საკითხია. საინტერესოა, რომ მოცემული ნორმა საერთო საკუთრების ობიექტად მოიაზრებს მიწის ნაკვეთს, რომლის განკარგვა ხდება ამხანაგობის ყველა წევრის მიერ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით. ამ მხრივ საინტერესოა ამხანაგობის წევრთათვის ავტოფარეხების საკუთრების უფლებით გადაცემის პრაქტიკაში დამკვიდრებული წესი. იგი პირობითად, შეიძლება ორგვარად დავყოთ: ერთის მხრივ, ავტოფარეხის გადაცემა ამხანაგობის წევრისთვის ხდება იმგვარად, რომ საკუთრების უფლების მოპოვება არ ხდება მიწაზე, რაც აშკარა წინააღმდეგობაშია სამოქალაქო კოდექსის 150- მუხლთან. კერძოდ, აღნიშნული მუხლი განმარტავს ნივთის არსებითი შემადგენელი ნაწილის ცნებას - ნივთის შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავებაც შუეძლებელია მთლიანი ნივთის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, ცალკე უფლების ობიექტად შეიძლება იყოს მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კანონი კი მსგავს მუხლს არ შეიცავს, ამგვარად, არ შეიძლება ავტოფარეხი მოვიაზროთ მიწის გარეშე, რომელზედაც დგას ავტოფარეხი... მეორეს მხრივ, ავტოფარეხის საკუთრების უფლებით გადაცემა იმ მიწითურთ, რომელზედაც დგას ეს ავტოფარეხი. პირველ შემთხვევაში უფლების მოპოვებისთვის საჭირო ხმათა ქვორუმი განისაზღვრება ამხანაგობის წევრთა კვალიფიციური 2/3-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში წევრთა აბსოლუტური უმრავლესობით 100%25-იანი ხმათა რაოდენობით. რაც საჯარო რეესტრის ჩანაწერში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას უკავშირდება, კერძოდ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების შედეგად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ფართობის ცვლილებების შემთხვევაში უნდა მოხდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა წილების გადაანგარიშება და რეგისტრაცია საჯარო რეესტრში იმ წევრის (წევრთა) ხარჯზე, რომელსაც (რომლებსაც) ფართობის ცვლილების შედეგად გაეზარდა წილი, თუ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები განსხვავებულ წესზე არ შეთანხმდებიან. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, საჭირო და აუცილებელია კანონი მიწის სტატუსის კონკრეტულ ფორმაზე ჩამოყალიბდეს და ამხანაგობის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გადაცემის კონკრეტული ფორმა შეიმუშაოს, რაც შემდგომ გამორიცხავს იგივე ავტოფარეხის საკუთრების უფლებით გადაცემის არაერთგვაროვან წესს და მასზე საკუთრების უფლების გადაცემის ფიქციაც თავიდან იქნება აცილებული.

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი. მას შეიძლება ჰქონდეს საანგარიშგებო და სხვა ანგარიშები ბანკში, აგრეთვე სხვა საჭირო რეკვიზიტები. ბი ნათმესაკუთრეთა ამხანაგობას აქვს განცალკევებული ქონება; მას შეუძლია თავისი სახელით შეიძინოს ქონებრივი, არაქონებრივი უფლებები და ვალდებულებები; სამართლებრივ ურთიერთობებში ამხანაგობას წარმოადგენს თავმჯდომარე ან საამისოდ უფლებამოსილი სხვა პირი. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა პასუხს არ აგებს თავისი წევრების ვალდებულებებზე.

კანონის 11-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობა ხორციელდება ამ კანონითა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდების საფუძველზე.

ამ მუხლიდან გამომდინარე წესდების ქონა კანონის იმპერატიული მოთხოვნაა, რაც კოლიზიაში მოდის 23-ე მუხლის 1 ნაწილთან, რომლის თანახმადაც, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეიძლება ჰქონდეს წესდება და აქვე აკონკრეტებს წესდების სავალდებულო რეკვიზიტებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას შეიძლება ჰქონდეს წესდება, რომელშიც განისაზღვრება: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარების წესები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა რეგულარული ხარჯებისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების განვითარებასთან დაკავშირებული დამატებითი სადანახარჯო შენატანების ოდენობა ამ კანონის მე-5 მუხლის მე6 პუნქტის შესაბამისად; სამეურნეო გეგმის მიღებისა და შესრულების წესები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების გასხვისების, გაქირავების, იჯარით გაცემის, დაგირავების, აგრეთვე სერვიტუტისა თუ სხვაგვარი უფლების სხვა პირებისთვის გადაცემის წესები; სესხის აღებისა და გაცემის წესები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების შეძენის წესები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევისა და გათავისუფლების წესები; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების მართვის ფუნქციების მოწვეული მმართველისთვის გადაცემის წესი; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

კანონის 28-ე მუხლის 1-ლი ქვეპუნქტი კი მიუთითებს იმაზე, რომ წესდების ქონა ამხანაგობისთვის არასავალდებულო მოთხოვნაა - ამ შემთხვევაში, კანონმა უნდა უზრუნველყოს ყველა სადაო საკითხების მოგვარება, შესაბამისად კანონი უნდა იყოს სრულყოფილი და ამომწურავი. კანონის უამრავი მუხლი ბუნდოვანია და მოითხოვს დაზუსტებას. ამასთან საკითხები არასისტემურადაა დალაგებული, კანონის რეგულირების სფეროს, მიზანს და ტერმინთა განმარტებებს მოსდევს საკითხი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინდივიდუალურ და საერთო ქონებაზე, მის განკარგვასა და მისით სარგებლობაზე. მხოლოდ ამის შემდეგაა მოქცეული ნორმები, რომლებიც განმარტავს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ამოცანებს, სამართლებრივ სტატუსს, ეკონომიკურ საქმიანობას, ამხანაგობის წევრთა უფლებებს, წევრობას, მათ მოვალეობებს, ამხანაგობის წესდებას, ლიკვიდაციას, გაერთიანებას, ამხანაგობის მართვას, კრების მოწვევას, გარდამავალ და დასკვნით დებულებებს. უმჯობესი იქნებოდა კანონის რეგულირების სფეროს, მიზანს და ტერმინთა განმარტებების საკითხებს მოსდევდეს ამხანაგობის სამართლებრივი სტატუსი, ამოცანები, ამხანაგობის წევრობა, უფლებები, მათი მოვალეობები და მხოლოდ ამის შემდეგ იქნას მოქცეული საკითხები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ინდივიდუალურ და საერთო ქონებაზე...

ამრიგად, მართალია, ბუნებაში იმთავითვე სრულყოფილი კანონის მიღება, როგორც წესი, ვერ ხდება, პრაქტიკის განზოგადება, სიტუაციური ექსცესები სრულყოფს და ხვეწავს მას, თუმცა, მიუხედავად ამისა, მას (კანონს) მაინც მოეთხოვება იყოს არა ზოგადი, არამედ უფრო კონკრეტული, ნაკლებ ხარვეზიანი და ყოვლისმომცველი, რაც ზემოთ აღნიშნულ კანონს, სამწუხაროდ, არ გააჩნია.

ანზორ მესხიშვილი, ქეთი აბაშიძე
პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფისმთავარი კონსულტანტები

28 საბიუჯეტო ორგანიზაციების ძირითად აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლევან გრიგალაშვილი
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

ჟურნალის წინა ნომერში საუბარი გვქონდა ძირითადი აქტივების შესყიდვისა და მშენებლობის აღრიცხვის საკითხებზე. ამჯერად, ძირითადი აქტივების რემონტის, უსასყიდლოდ მიღებისა და გადაცემის, ასევე ჩამოწერისა და გაყიდვის ოპერაციებს განვიხილავთ.

ძირითადი აქტივების თავდაპირველი ღირებულებით აღიარების შემდეგ ექსპლუატაციასთან დაკავშირებული დანახარჯები (რაც იწვევს აქტივების არსებით გაუმჯობესებას, აუმჯობესებს აქტივის საექსპლუატაციო თვისებებს, ზრდის წარმოების მოცულობას ან მნიშვნელოვნად ახანგრძლივებს აქტივის სასარგებლო მომსახურების ვადას) „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ ახალი ინსტრუქციის შესაბამისად, წარმოადგენს კაპიტალურ შეკეთებას (რემონტს).

ძირითადი აქტივების კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯები უნდა დაემატოს აქტივების საბალანსო ღირებულებას და აღირიცხოს, როგორც ძირითადი აქტივების მიღება. აღსანიშნავია, რომ წინამორმედი ინსტრუქციის მიხედვით, კაპიტალური შეკეთების ხარჯები არ ზრდიდა ძირითადი აქტივების თავდაპირველ ღირებულებას.

ბუღალტრულად, კაპიტალურ შეკეთებაზე გაწეული ხარჯები აისახება ძირითადი აქტივების (2100) ანგარიშის დებეტში, ფულადი და სხვა ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.

ძირითადი აქტივების მოვლაშენახვაზე და მიმდინარე შეკეთებაზე (რემონტზე) დახარჯული საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რაც გავლენას არ ახდენს მათ საწარმოო სიმძლავრეზე, ხარისხზე, მომსახურების გაუმჯობესებაზე ან სასიცოცხლო ციკლზე, განიხილება, როგორც საქონლისა და მომსახურების გამოყენება და აღიარდება ხარჯებად. ასეთი სახის დანახარჯების გაწევა აისახება „საქონლისა და მომსახურების გამოყენების“ (7200) ანგარიშის დებეტში და „ფულადი საშუალებებისა“ და „მატერიალური მარაგების“ შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.

მაგალითი:

საბიუჯეტო ორგანიზაციამ ბიუჯეტური დაფინანსების სახსრებიდან სამეურნეო წესით ჩაატარა თავისივე ადმინისტრაციული შენობის მიმდინარე რემონტი. რემონტის მთლიანმა თანხამ 50000 ლარი შეადგინა. მათ შორის, სამშენებლო მასალების ღირებულებაა 40000 ლარი, მუშამოსამსახურეთა ხელფასი 10000 ლარი, იმავდროულად, რემონტზე გამოყოფილი თანხებიდან საიჯარო წესით ჩატარდა სასწავლო კორპუსის სარემონტო სამუშაოები, რომელზეც 60000 ლარი დაიხარჯა.

ზემოაღნიშნულზე შედგება შემდეგი გატარებები:

1. საბიუჯეტო სახსრებიდან გაწეული რემონტის ხარჯების ასახვა:

დებეტი 7200 „საქონლისა და მომსახურების გამოყენება“ 50000 ლარი;

კრედიტი 2221 „ნედლეული და მასალები“ 40000 ლარი;

კრედიტი 3231 „გადასახდელი ხელფასები“ 10000 ლარი.

2. რემონტზე გაწეული ხარჯების ჩამოწერა წმინდა ღირებულების ანგარიშზე:

დებეტი 5100 „წმინდა ღირებულება“ 50000 ლარი;

კრედიტი 7200 „საქონლისა და მომსახურების გამოყენება“ 50000 ლარი.

3. საიჯარო წესით შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარჯების ასახვა მოიჯარის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების საფუძველზე:

დებეტი 7200 „საქონლისა და მომსახურების გამოყენება“ 60000 ლარი;

კრედიტი 3210 „ვალდებულებები მიწოდებიდან“ 60000 ლარი.

4. საიჯარო წესით შესრულებული სარემონტო სამუშაოების ხარჯების ჩამოწერა წმინდა ღირებულების ანგარიშზე:

დებეტი 5100 „წმინდა ღირებულება“ 60000 ლარი;

კრედიტი 7200 „საქონლისა და მომსახურების გამოყენება“ 60000 ლარი.

ზემოაღნიშნულ ოპერაციებთან ერთად საჭიროა ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსების თანხების, სამეურნეო წესით რემონტის ჩატარების ოპერაციებზე მუშამოსამსახურეთა ხელფასისა და საიჯარო წესით რემონტის ჩატარების ოპერაციებზე მოიჯარეთა დავალიანების დაფარვის აღრიცხვა, რაზეც შედგება შემდეგი გატარებები:

1. სახაზინო ანგარიშზე ხელფასის თანხის ჩარიცხვა:

დებეტი 1221 „ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის“ 10000 ლარი;

კრედიტი 4100 „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება“ 10000 ლარი;

2. სახაზინო ანგარიშიდან სალაროში თანხის გამოტანა ხელფასის გასაცემად:

დებეტი 1110 „სალარო“ 10000 ლარი;

კრედიტი 4100 „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება“ 10000 ლარი;

3. დაფინანსების მიღება საიჯარო წესით რემონტის ჩასატარებლად:

დებეტი 1221 „ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის“ 60000 ლარი;

კრედიტი 4100 „ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება“ 60000 ლარი;

4. მოიჯარეზე თანხის გადარიცხვა:

დებეტი 3210 „ვალდებულებები მიწოდებიდან“ 60000 ლარი;

კრედიტი 1221 „ანგარიში საბიუჯეტო სახსრებით ორგანიზაციის საკასო ხარჯებისათვის“ 60000 ლარი.

ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ მიღება აისახება ძირითადი აქტივების (2100) შესაბამისი ანგარიშების დებეტში და გრანტების (6300) ან ნებაყოფლობითი ტრანსფერების (6440) ანგარიშების კრედიტში, ხოლო ერთი დონის სახელმწიფო ერთეულების შემთხვევაში წმინდა ღირებულების (5100) ანგარიშის კრედიტში.

მაგალითი 1.

სამინისტროს ტერიტორიულმა ორგანომ (ან საქვეუწყებო დაწესებულებამ) სამინისტროსგან უსასყიდლოდ მიიღო სატრანსპორტო საშუალებები, რომელთა ღირებულება შეადგენდა 50000 ლარს. ზემოაღნიშნულზე შედგება შემდეგი ბუღალტრული გატარება:

დებეტი 2121 „სატრანსპორტო საშუალებები“ 50000 ლარი;

კრედიტი 6300 „გრანტები“ ან 6440 „ნებაყოფლობითი ტრანსფერები“ 50000 ლარი.

მაგალითი 2.

მთავრობის განკარგულებით სამინისტროს სხვა სამინისტროსაგან გადმოეცა შენობა, რომლის საბალანსო ღირებულება შეადგენდა 400000 ლარს. ზემოაღნიშნულზე შედგება შემდეგი ბუღალტრული გატარება:

დებეტი 2110 „შენობანაგებობები“ 400000 ლარი;

კრედიტი 5100 „წმინდა ღირებულება“ 400000 ლარი.

ძირითადი აქტივების უსასყიდლოდ გადაცემა სხვადასხვა დონის სახელმწიფო ერთეულებს შორის აისახება „გრანტების“ (7600) ან „სხვადასხვა კაპიტალური ხარჯების“ (7822) ანგარიშების დებეტში და „ძირითადი აქტივების“ (2100) შესაბამისი ანგარიშების კრედიტში. თუ გადაცემა ერთი დონის სახელმწიფო ერთეულებს შორის ხორციელდება, თანხები აისახება „წმინდა ღირებულების“ (5100) ანგარიშის დებეტში და „ძირითადი აქტივების“ (2100) ანგარიშის შესაბამისი ანგარიშების კრედიტში.

საბიუჯეტო ორგანიზაციის ბალანსიდან ძირითადი საშუალებების ჩამოწერა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. როგორიცაა მაგალითად, სიძველის, რეალიზაციის, დანაკლისის, უსასყიდლოდ გადაცემის გამო და ა. შ.

უვარგისი ძირითადი საშუალებების ჩამოსაწერად ხელმძღვანელის ბრძანებით უნდა შეიქმნას კომისია, რომელიც ადგენს ძირითადი საშუალებების ჩამოწერის აქტებს. ამასთან ერთად, ძირითადი საშუალებების ჩამოწერა შეთანხმებული უნდა იყოს ქონების მართვის შესაბამის სამსახურებთან. ჩამოწერის აქტების დამტკიცებამდე, არ შეიძლება ძირითადი საშუალებების დაშლა და დემონტაჟი. ჩამოწერილი ძირითადი საშუალებების განადგურების შემთხვევაში საჭიროა შედგეს განადგურების აქტი.

ჩამოწერისას მიღებული სასარგებლო ნარჩენები აიღება შემოსავალში, მათი რეალური ღირებულებით.

მაგალითი:

ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციის ბალანსიდან ჩამოწერილია ძირითადი აქტივები, რომელთა ნარჩენი ღირებულება შეადგენდა 70000 ლარს. შენობის დაშლაზე დარიცხულია დაქირავებული მუშების ხელფასი 4000 ლარი, ხოლო სამშენებლო ნარჩენების გატანაზე 1000 ლარი.

ზემოაღნიშნულ ოპერაციებზე შედგება შემდეგი ბუღალტრული გატარებები:

1. ძირითადი საშუალებების ჩამოწერა:

დებეტი 5100 „წმინდა ღირებულება“ 70000 ლარი;

კრედიტი 2110 „შენობანაგებობები“ 70000 ლარი.

2. შენობის დაშლაზე დაქირავებული მუშების ხელფასის დარიცხვა:

დებეტი 7110 „ხელფასები“ 4000 ლარი;

კრედიტი 3232 „გადასახდელი ხელფასები შტატგარეშე მომუშავეებისათვის“ 4000 ლარი.

3. სამშენებლო ნარჩენების გატანაზე გაწეული ხარჯების დარიცხვა:

დებეტი 7821 „სხვადასხვა მიმდინარე ხარჯები“ 1000 ლარი;

კრედიტი 3210 „ვალდებულებები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ 1000 ლარი.

ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ძირითადი საშუალებების რეალიზაცია გარკვეულ პროცედურებს ექვემდებარება. ეს იმითაა გამოწვეული, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციების ბალანსზე რიცხული ქონება სახელმწიფო საკუთრებას განეკუთვნება, რომლის რეალიზაციაც ხორციელდება პრივატიზების წესით. მოქმედ ინსტრუქციაში (რომელიც 2008 წლის 1 იანვრიდან შევიდა ძალაში), 23-ე მუხლის მე-17 პუნქტში აღნიშნულია, რომ ძირითადი საშუალებების გაყიდვა აღირიცხება ფულადი საშუალებების ანგარიშების დებეტში და ძირითადი აქტივების შესაბამისი ანგარიშების კრედიტში. როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საბიუჯეტო ორგანიზაციების ქონების რეალიზაცია ხორციელდება პრივატიზების წესით. აქედან გამომდინარე, რეალიზაციიდან შემოსული თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. გარდა ამისა, მე-17 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულია, რომ საბალანსო ღირებულებასა და გაყიდვის ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, ნამეტი თანხა აისახება ძირითადი აქტივების (2100) ანგარიშის დებეტში და მოგება/ზარალი ფლობიდან (8100) ანგარიშის კრედიტში. ამ გატარებიდან გამომდინარეობს, რომ გაყიდვის შედეგად წარმოქმნილი ნამეტი თანხა ისევ „ძირითად აქტივებად“ აღირიცხება, რაც არასწორია. როგორც ინსტრუქციიდან ჩანს, 23-ე მუხლის მე-17 და მე-18 პუნქტები საბიუჯეტო ორგანიზაციების არაეკონომიკურ საქმიანობას ეხება. აქედან გამომდინარე, ამ პუნქტებში ძირითადი აქტივების მხოლოდ ბალანსიდან ჩამოწერის ოპერაციები უნდა იყოს ასახული და არა პრივატიზების შედეგად ბიუჯეტში შესული თანხები. ცხადია, აღნიშნული ხარვეზები გამოსწორებას საჭიროებს.

RESUME
BUSINESS ACCOUNTING OF TRANSACTIONS CONNECTED
WITH CAPITAL ASSETS OF BUDGET ORGANIZATIONS

Leval Grigalashvili, Doctor of Economy Professor

This research deals with the issues of business accounting of capital assets of the organizations financed from the state budget in accordance with the new accounts plan. Particularly, it contains the characteristics of business accounting for such transactions as capital repairs of basic assets, ongoing repairs, putting out of operation, selling etc. The research will render both theoretical and practical help to the staff of statefunded organizations engaged in business accounting and other persons concerned.

29 მომსახურების სფეროს საწარმოების შემოსავლების (ამონაგების) აღრიცხვა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ლელა პატარაია
მაგისტრი

საქართველოში მომსახურების სფეროს საწარმოებს თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვხვდებით. ეს იქნება ტურიზმის სფეროში სხვადასხვა სასტუმროები და მომსახურების სააგენტოები, სასწავლებლები, სადაზღვევო კომპანიები, იურიდიული და საკონსულტაციო ფირმები, სარეკლამო სააგენტოები თუ სხვა. თითოეული მათგანის საქმიანობა უკავშირდება ამონაგების მიღებას, რომელიც მომსახურების ტიპიდან გამომდინარე, განსხვავებულად აღირიცხება.

ზოგადად, ამონაგები წარმოადგენს საწარმოში შემოსულ ეკონომიკური სარგებლის საერთო თანხას, რომელიც მიიღება საწარმოს ჩვეულებრივი საქმიანობის შედეგად.

მომსახურების გაწევიდან მიღებული ამონაგები წარმოიშობა საწარმოს მიერ შესრულებული მომსახურების კვალობაზე - ზოგიერთი მომსახურება შეიძლება განხორციელდეს ერთ საანგარიშგებო პერიოდში, ხოლო ზოგიერთი - შეიძლება გაგრძელდეს ერთზე მეტი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში.

0x01 graphic

საერთაშორისო სტანდარტებით, მომსახურების სფეროს საწარმოების მიერ მომსახურების გაწევიდან მიღებული შემოსავლები, აღრიცხვაში სხვადასხვა დროს აისახება, რაც, გარკვეულწილად, დამოკიდებულია მომსახურების შინაარსსა და ვადებზე. არსებობს მომსახურებიდან შემოსავლების აღიარების (აღრიცხვაში ასახვის) შემდეგი მეთოდები: პროცენტული შესრულების მეთოდი, დასრულებული სამუშაოს მეთოდი და განსაზღვრული სამუშაოს მეთოდი.

ქვემოთ განვიხილავთ თითოეულ მათგანს.

0x01 graphic

0x01 graphic

მომსახურების გაწევიდან ამონაგების აღიარების პროცენტული შესრულების მეთოდი გამოიყენება მაშინ, როდესაც კონტრაქტის პირობები ითვალისწინებს მომსახურების შესრულებას ორი ან მეტი საანგარიშგებო პერიოდის მანძილზე. ასე, მაგალითად, სამშენებლო კონტრაქტი შეიძლება ითვალისწინებდეს მშენებლობის პროცესს რამდენიმე წლის განმავლობაში და სხვ. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ საანგარიშგებო პერიოდში ამონაგების აღიარება შეიძლება განხორციელდეს შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, საანგარიშგებო პერიოდში მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით გაწეული პირდაპირი ხარჯების პროპორციულად ან სხვა შესაბამის მაჩვენებელზე დაყრდნობით. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ თითოეული საანგარიშგებო პერიოდის შესაბამისი ამონაგების აღრიცხვაში ასახვის მიზნით, უნდა დაიგეგმოს შესაბამისად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, მომსახურებაზე გაწეული პირდაპირი დანახარჯები და სხვა ობიექტური მაჩვენებლები. იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში მომსახურების გაწევას რეგულარული ხასიათი გააჩნია, დასაშვებია, ამონაგები აღიარებულ იქნას თანაბარ ნაწილებად, მომსახურების მიწოდების პერიოდულად (რომელიც შეიძლება განისაზღვროს სა მუშაოების შესრულების შესახებ პერიოდულად შედგენილი ანგარიშგების საფუძველზე), რაც ბუღალტრულად აისახება შემდეგი გატარებით:

- ფულადი სახსრები ან
- მოთხოვნები მიწოდებიდან
და მომსახურებიდან
- შემოსავალი რეალიზაციიდან

დასრულებული სამუშაოს მეთოდი გამოიყენება ერთდროულად რამდენიმე სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების აღრიცხვაში ასახვის მიზნით - კერძოდ, მაშინ, როდესაც მომსახურების საბოლოო სახე იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი დასრულების გარეშე უკვე გაწეული მომსახურების სახეები შეიძლება არც კი ჩაითვალოს შესრულებულად. ასე, მაგალითად, აუდიტორული მომსახურების პაკეტი, რომელიც გულისხმობს ქონების ინვენტარიზაციას, შეფასებას, ფინანსური ანგარიშგების აუდიტს, რომელიც შეიძლება არ ჩაითვალოს შესრულებულად, თუ არ იქნება ფინანსური ანგარიშგების აუდიტი ჩატარებული და ა. შ.

აღნიშნული მეთოდის თანახმად, მომსახურების თითოეულ სახეზე გაწეული დანახარჯები აისახება როგორც დაუმთავრებელი მომსახურება, შემდეგი გატარებით:

- დაუმთავრებელი მომსახურება
- ფულადი სახსრები ან
- ვალდებულებები მოწოდებიდან და მომსახურებიდან

რაც შეეხება ამონაგების აღიარებას, უნდა აღინიშნოს ის, რომ ცალკეული სახის დასრულებული სამუშაოების მიხედვით შემკვეთიდან მიღებული გადახდები შემოსავლად არ აღიარდება მანამ, სანამ ძირითადი მომსახურება არ მიიღებს დასრულებულ სახეს. ყველა სახის მომსახურების დასრულების შემდეგ, მოხდება შემოსავლების აღიარება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

- ფულადი სახსრები ან
- მიღებული ავანსები
- შემოსავალი რეალიზაციიდან

განსაზღვრული სამუშაოს მეთოდი გამოიყენება კონკრეტული სახის მომსახურების გაწევისას. ასე, მაგალითად, აუდიტორის შემოსავალი ქონების ექსპერტიზიდან, ფინანსური ანგარიშგების აუდიტიდან, ტურიზმის სააგენტოების მომსახურება, რომელიც დაკავშირებულია სასტუმროების, ბილეთების დაჯავშნასთან და სხვ.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ განხილული მეთოდები ამონაგების აღიარებას შემოსავლების მიღების სხვადასხვა ეტაპზე გულისხმობს, მათ ახასიათებთ შემდეგი საერთო თვისება თითოეული მათგანი ამონაგების აღიარების უფლებას იძლევა იმ შემთხვევაში, როცა შესაძლებელია მისი საიმედოდ შეფასება, რომელიც განისაზღვრება მიღებული ან მისაღები რეალური ღირებულებით. თუ შეუძლებელია მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული შედეგის საიმედოდ შეფასება, მაშინ ამონაგების შეფასება ხდება მხოლოდ უკვე აღიარებული ამოღებადი ხარჯების ფარგლებში, ხოლო, იმ შემთხვევაში, როცა შეუძლებელია მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ამონაგების საიმედოდ შეფასება, ასევე, საეჭვოა გაწეული დანახარჯების დაფარვის შესაძლებლობაც, ამონაგების აღიარება საერთოდ არ ხდება, გაწეული დანახარჯები კი აისახება მოცემული პერიოდის ხარჯების სახით, მომსახურების შედეგების საიმედოდ შეფასებამდე.

30 შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა საჯარო სკოლებში

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

მარიამ ვარდიაშვილი
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის
ფაკულტეტის ასისტენტპროფესორი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის 1327 ბრძანებით დამტკიცდა ინსტრუქცია ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ, რითაც დარეგულირდა საბიუჯეტო ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრული აღრიცხვის წესები. 2008 წლის 1 იანვრიდან საჯარო სკოლები ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებენ ამ ინსტრუქციის შესაბამისად. ცვლილებები, რომლებიც შეტანილია საბიუჯეტო ორგანიზაციების და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ბუღალტრულ აღრიცხვაში მეტად მნიშვნელოვანია. განვიხილოთ საჯარო სკოლებში შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის საკითხები.

საჯარო სკოლის ფონდების მართვის პროცესში, მათ ოპტიმალურ ხარჯვაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბიუჯეტის სწორად შედგენას. ბიუჯეტის შედგენა ნიშნავს შემოსავლების წყაროების და მისი განაწილების განსაზღვრას. ბიუჯეტის შედგენას ხელმძღვანელობს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, რომელიც ამტკიცებს სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს და წლიურ ანგარიშს.

საჯარო სკოლის დაფინანსების
ძირითადი წყაროებია:

ვაუჩერული დაფინანსება

ვაუჩერი - სახელმწიფოს მიერ მოსწავლისათვის გადაცემული, მიმოქცევადი ფინანსური ინსტრუმენტია, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ ზოგადი განათლების მიღების დასაფინანსებლად. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად „სახელმწიფოს მიერ მოსწავლის განათლების დაფინანსება ცენტრალური ბიუჯეტიდან ხორციელდება ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი ვაუჩერით, რომელიც არ მოიცავს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კაპიტალურ ხარჯებს. საჯარო სკოლის კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

გრანტები

სახელმწიფო ერთეულების ან საერთაშორისო ორგანიზაციებისგან და მთავრობისგან არასა ვალდებულო მიმდინარე და კაპიტალური ტრანსფერები (6300).

კერძო სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსული თანხები

აქ აღირიცხება საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული, ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი, დამატებითი საგანმანათლებლო ფასიანი მომსახურება და სხვა ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავლები. ვინაიდან, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის შესაბამისად საჯარო სკოლას უფლება აქვს მოიზიდოს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა ფინანსური სახსრები, მათ შორის მიიღოს შემოსავალი ეკონომიკური საქმიანობით, თუ ეს საქმიანობა არ ეწინააღმდეგება სკოლის შინაგანაწესს და მიღებული სახსრები ხმარდება სკოლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას.

სხვა შემოსავლები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული ზემო აღნიშნულ პუნქტებში

დაფინანსების აღნიშნული წყარო აერთიანებს საჯარო სკოლის მიერ მიღებულ ისეთ შემოსავლებს, როგორებიცაა: აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები, ექსპლოატაციაში ნამყოფი საქონლის რეალიზაცია, საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული მეორადი ნედლეულის (მაკულატურა, შავი ლითონის ჯართი) რეალიზაცია, შემოწირულობანი და სხვა.

შემოსავლების განსაზღვრის შემდეგ ხდება ხარჯვითი ნაწილის დამუშავება. საჯარო სკოლის ბიუჯეტის ძირითადი ნაწილი, დაახლოებით მისი 70-80%25 განკუთვნილია თანამშრომლების ხელფასებით უზრუნველსაყოფად. სახელფასო ხარჯები ძირითადად ფინანსდება ვაუჩერული დაფინანსებით, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის ბიუჯეტი ითვალისწინებს დამატებითი სახსრების მოზიდვას კომერციული საქმიანობის შედეგად, რომლითაც უნდა მოხდეს ხელფასების ან/და ხელფასების დანამატების ნაწილობრივი დაფინანსება, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ბიუჯეტში გამიჯნულ იქნეს სახელფასო ფონდის დაფინანსების წყაროები და მათი მოცულობა. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში აუცილებლად უნდა გაიწეროს საჯარო სკოლის მიერ წლის განმავლობაში გასაწევი სხვა ხარჯები დაფინანსების წყაროების შესაბამისად.

შემოსავლების ზუსტი პროგნოზირების სირთულე განპირობებულია შემოსავლების ნაწილში ისეთი თანხების გათვალისწინებით, რომელთა მოზიდვაც რეალურია, მაგრამ არა გარანტირებული. ასეთ შემოსავლებს მიეკუთვნება: გრანტები, სკოლის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობის შედეგად მიღებული სახსრები და სხვა. გამომდინარე აღნიშნულიდან, საანგარიშო წლის განმავლობაში ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად მიზანშეწონილია ძირითადი საოპერაციო ხარჯები, ისევე როგორც ხელფასები, დაგეგმილი იქნეს ვაუჩერული დაფინანსებიდან, ხოლო სხვა დამატებითი ხარჯების დაფინანსება - სხვა შემოსავლებიდან.

შემოსავლების აღრიცხვა

შემოსავლებისა და ხარჯების ფორმირება უკავშირდება სამეურნეო ოპერაციების ანუ ნაკადების განხორციელებას. ნაკადები - ესაა სააღრიცხვო პერიოდის განმავლობაში ფულადი ფორმით გამოსახული ეკონომიკური ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობენ ინსტიტუციონალური ერთეულები და სხვა მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენენ ინსტიტუციონალური ერთეულის ეკონომიკურ მდგომარეობაზე.

ამჟამად მოქმედი ინსტრუქციით ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმა ითვალისწინებს შემოსავლების აღრიცხვას მათი ტიპების მიხედვით და შესაბამისად გამოყოფილია ანგარიშების ოთხი ჯგუფი:

№ 6100 - გადასახადები;
№6200 - სოციალური შენატანები;
№ 6300 - გრანტები;
№ 6400 - სხვა შემოსავლები.

სხვა შემოსავლებში გაერთიანებულია:

№ 6410 - ქონებასთან დაკავშირებული შემოსავლები;
№ 6420 - საქონლისა და მომსახურების გაყიდვები.

საქონლისა და მომსახურების გაყიდვები კლასიფიცირდება სხვადასხვა მახასიათებლებით და იგი მოიცავს:

საქონლისა და მომსახურების საბაზრო წესით რეალიზაციას;

ადმინისტრაციულ მოსაკრებლებს;

არასაბაზრო დაწესებულებების შემთხვევით გაყიდვებს;

საქონლისა და მომსახურების პირობით გაყიდვებს;

სანქციებს, ჯარიმებს და პირგასამტეხლოებს;

ნებაყოფლობით ტრანსფერებს, გარდა გრანტებისა;

სხვადასხვა არაიდენტიფიცირებად შემოსავლებს.

საჯარო სკოლებში ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, განხორციელებული საქმიანობა, რომლის დაფინანსება ხდება ვაუჩერით, სახელმწიფო მმართველობის ორგანოების მიერ, განიხილება როგორც არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება.

ვაუჩერით მიღებული შემოსავალი აღირიცხება შემდეგ ბუღალტრულ ანგარიშებზე:

დებეტი № 1211 - საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;

კრედიტი №6423 - არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება.

შემოსავლები დარიცხვის მეთოდით უნდა აისახოს იმ მომენტში, როდესაც სამეურნეო ოპერაციების განხორციელების შედეგად წარმოიქმნება მოთხოვნები შემოსავლების მიღებაზე. საჯარო სკოლა ყოველთვიურად ბიუჯეტიდან ღებულობს დაგეგმილ ვაუჩერულ დაფინანსებას, რომლის დაგვიანების შემთხვევაშიც ბიუჯეტის მიმართ წარმოექმნება მოთხოვნები. ამ შემთხვევაში შემოსავლის აღიარება უკავშირდება მოთხოვნების ზრდას და აღირიცხება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

დებეტი №1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან;

კრედიტი № 6423 - არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება.

თანხის ჩარიცხვის შემდეგ, მოთხოვნების დაფარვა აისახება:

დებეტი № 1211 - საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;

კრედიტი № 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, საჯარო სკოლის კაპიტალური ხარჯები არ ფინანსდება ვაუჩერით.

კაპიტალურ ხარჯებს ანაზღაურებს სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. როდესაც საჯარო სკოლა იმყოფება ცენტრალური ბიუჯეტის დაფინანსებაზე, მაგრამ კაპიტალური ხარჯების დაფინანსებას იღებს სხვა დონის სახელმწიფო ერთეულებისგან, მიღებული კაპიტალური ტრანსფერები აღირიცხება №6300 გრანტების ანგარიშზე.

გრანტები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფულადი ან სასაქონლო ფორმით. ფულადი ფორმით გრანტების მიღების დროს შედგება შემდეგი ბუღალტრული გატარება:

დებეტი № 1211 - საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;

კრედიტი № 6300 - გრანტები.

აქტივების სახით გრანტების მიღება აისახება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

დებეტი № 2100 - ძირითადი აქტივები ან № 2200 - მატერიალური მარაგები;

კრედიტი № 6300 - გრანტები.

კერძო სუბიექტებისგან მიღებული საჩუქრები და კერძო შემოწირულობანი, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს ფულადი სახსრების, ან მატერიალური აქტივების სახით აღირიცხება შემდეგი ბუღალტრული გატარებით:

დებეტი № 1211 - საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში ან №2100 - ძირითადი აქტივები ან № 2200 - მატერიალური მარაგები;

კრედიტი № 6440 - ნებაყოფლობითი ტრანსფერები.

საჯარო სკოლის მიერ განხორციელებული დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო ფასიანი მომსახურება ან სხვა ეკონომიკური საქმიანობა განიხილება როგორც საბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება, რადგან საქონლისა და მომსახურების ამ ტიპის გაყიდვებზე ფასს განსაზღვრავს საჯარო სკოლა საბაზრო ფასებიდან გამომდინარე.

საბაზრო ფასით გაყიდული საქონელი და მომსახურება აღირიცხება:

დებეტი № 1410 - მოთხოვნები მიწოდებიდან და მომსახურებიდან ან № 1211 - საანგარიშსწორებო ანგარიში;

კრედიტი № 6421 - საბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება.

სხვა შემოსავლები, რომლებიც არ არის კლასიფიცირებული ზემო აღნიშნულ პუნქტებში, მაგალითად, ექსპლოატაციაში ნამყოფი საქონლის და საჯარო სკოლის საკუთრებაში არსებული მეორადი ნედლეულის (მაკულატურა, შავი ლითონის ჯართი) რეალიზაციით მიღებული შემოსავლები, აქტივების ჩამოწერის შედეგად მიღებული მასალები და სხვა შემოსავლები გატარდება შემდეგი ბუღალტრული მუხლით:

დებეტი № 1211 - საანგარიშსწორებო (მიმდინარე) ანგარიში;

კრედიტი № 6450 - სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები.

ხარჯების აღრიცხვა

ხარჯის ცნების ქვეშ იგულისხმება ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი გასავლები ხარჯებს მიეკუთვნება: ხელფასი, რეკლამა, იჯარა, კომუნალური მომსახურება, მასალებისა და სხვა ხარჯები. საჯარო სკოლებში ხარჯვითი ოპერაციები ხორციელდება დამოუკიდებლად, საქონლისა და მომსახურების შესყიდვებით.

ინსტრუქციით „ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ“ განსაზღვრულია ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაცია და შესაბამისი ხარჯების აღრიცხვის ანგარიშები.

7100 მომუშავეთა ანაზღაურება;
7200 საქონლისა და მომსახურების გამოყენება;
7300 ძირითადი კაპიტალის მოხმარება;
7700 სოციალური დახმარებები;
7800 სხვა ხარჯები.

საჯარო სკოლებში შრომის ანაზღაურება ხდება შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტების საფუძველზე. ბუღალტრულ ანგარიშებზე სახელფასო დანახარჯების აღრიცხვა კი წარმოებს შტატით მომუშავეთა და კონტრაქტორთა ხელფასების მიხედვით.

შტატით მომუშავეთა ხელფასის დარიცხვა აისახება ბუღალტრული გატარებით:

დებეტი 7110 ხელფასები;

კრედიტი 3231 გადასახდელი ხელფასები შტატით მომუშავეთათვის.

დამქირავებელი ამ შემთხვევაში საჯარო სკოლა, ვალდებულია ხელფასიდან დააკავოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადი და გადარიცხოს ბიუჯეტში ხელფასის გადახდისთანავე. ეს ოპერაცია ბუღალტრულად შემდეგნაირად აისახება:

დებეტი 3231 გადასახდელი ხელფასები შტატით მომუშავეთათვის;

კრედიტი 3222 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი.

ხელფასის გაცემა აისახება გადასახდელი ხელფასების ამსახველი ანგარიშის დებეტში - № 3231, ფულადი სახრების ამსახველი ანგარიშების კრედიტის კორესპოდენციით.

ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადის გადახდა აისახება:

დებეტი 3222 გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი;

კრედიტი 1200 ფულადი ანგარიშები და დეპოზიტები.

კონტრაქტორებისთვის და ფასიანი მომსახურებთ დასაქმებული სხვა პირებისათვის, გადასახდელი თანხები აღირიცხება შესაბამისი ბუღალტრული გატარებით:

დებეტი 7200 საქონლისა და მომსახურების გამოყენება;

კრედიტი 3232 გადასახდელი ხელფასები შტატგარეშე მომუშავეთათვის.

იმისათვის, რომ საჯარო სკოლამ სრულფასოვნად შეასრულოს მის წინაშე დასმული ამოცანები, იგი დამოუკიდებლად ახორციელებს საქონლისა და მომსახურების შესყიდვებს. შესყიდვების სახე, მისი ოდენობა და სავარაუდო ფასი დაანგარიშებულია და დამტკიცებულია წლიური ბიუჯეტით. წლის დასაწყისში ფორმდება ხელშეკრულებები საქონლისა და მომსახურების მომწოდებელთან, რომელშიც ასახულია საჭირო მახასიათებლები და ანგარიშსწორების ფორმები.

საქონლისა და მომსახურების მუხლით გათვალისწინებული ხარჯები შემდეგნაირად კლასიფიცირდება:

შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურება; მივლინებები; ოფისის ხარჯები; წარმომადგენლობითი ხარჯები; კვების ხარჯები; სამედიცინო ხარჯები; რბილი ინვენტარის, უნიფორმისა და ჰიგიენის საგნების შეძენის ხარჯები; ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლაშენახვის ხარჯები; სამხედრო ტექნიკისა და ტყვიაწამლის შეძენის ხარჯები; სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების ხარჯები.

ხარჯვითი ოპერაციების აღრიცხვა წარმოებს დარიცხვის მეთოდით, 7200 - „საქონლისა და მომსახურების გამოყენება“ ანგარიშის დებეტში და 3210 - „ვალდებულებები მიწოდებიდან და მომსახურებიდან“ ანგარიშის კრედიტში.

ანგარიშთა გეგმაში საქონლისა და მომსახურების შესყიდვების აღრიცხვისათვის გამოყოფილია 7200 ანგარიში, მაგრამ რეკომენდირებულია ორგანიზაციამ ხარჯების აღრიცხვა აწარმოოს ამ მუხლით გაერთიანებული დანახარჯების სახეების მიხედვით:

ანგარიში № 7210 შტატგარეშე მუშათა ხელფასები;

ანგარიში № 7220 მივლინების ხარჯები;

ანგარიში № 7230 ოფისის ხარჯები, რომელსაც მიეკუთვნება: საკანცელარიო, ჟურნალგაზეთების, კავშირგაბმულობის, ელექტროენერგიის, წყლის, გათბობისა და სხვა ხარჯები;

ანგარიში № 7240 ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლოატაციისა და მოვლაშენახვის ხარჯები;

ანგარიში № 7250 სხვა დანარჩენი საქონელი და მომსახურება, სადაც აღირიცხება სასწავლო მიზნით საჭირო ნივთებისა და მასალების, სასკოლო ჟურნალების და სხვა სასწავლო დოკუმენტების შეძენის, აგრეთვე ბანკის მომსახურების და სხვა ხარჯები.

ძირითადი აქტივების ფიზიკური და მორალური ცვეთა აისახება როგორც ძირითადი კაპიტალის მოხმარება.

მაგალითად, სკოლის შენობას მოქმედი ნორმების შესაბამისად დაერიცხა ცვეთა, რომელიც ჰპოვებს შესაბამის ბუღალტრულ ასახვას შემდეგი გატარებით:

დებეტი 7310 ძირითადი აქტივების ფიზიკური ცვეთა;

კრედიტი 2110 შენობანაგებობები.

საანგარიშო პერიოდის ბოლოს საჯარო სამართლის იურიდიული პირი აწარმოებს შემოსავლებისა და ხარჯების გადახურვას. შემოსავალი გულისხმობს საწარმოს ეკონომიკური სარგებლის და შესაბამისად მის განკარგულებაში არსებული კაპიტალის ზრდას.

ხარჯების ცნებაში იგულისხმება ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში წარმოქმნილი გასავლები, რომლებიც პირდაპირ აისახება კაპიტალის შემცირებაზე.

ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის მიხედვით კაპიტალის ანგარიშებზე აღირიცხება წმინდა ღირებულება (5100) და საკუთარი კაპიტალი (5200).

საანგარიშო პერიოდის ბოლოს ბიუჯეტიდან მიღებული დაფინანსება გადაიხურება 5100 წმინდა ღირებულების ანგარიშზე. საჯარო სკოლის შემოსავლებიდან წმინდა ღირებულებაზე გადაიხურება - არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურებიდან - მიღებული შემოსავლები, გრანტები თუ ის მიღებულია ბიუჯეტიდან.

ეს ოპერაციები ბუღალტრულ აღრიცხვაში აისახება შემდეგი გატარებით:

დებეტი 6423 არასაბაზრო წესით გაყიდული საქონელი და მომსახურება ან 6300 გრანტი;

კრედიტი 5100 წმინდა ღირებულება.

საჯარო სექტორში განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობით მიღებული ეკონომიკური სარგებლის ზრდა აისახება საკუთარი კაპიტალის ცვლილებაზე. შესაბამისად დანახარჯები, რომელიც საჯარო სკოლას ჰქონდა გაწეული ბიუჯეტიდან მიღებული სახსრებით, ჩამოიწერება წმინდა ღირებულების ანგარიშზე, ხოლო საკუთარი კაპიტალის ამსახველი ანგარიშის დებეტში ჩამოიწერება ხარჯები, რომლებიც უკავშირდება ეკონომიკურ საქმიანობას.

31 ექსპერტის კომენტარი

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

რედაქციაში შემოსულ კითხვებს პასუხობს იურიდიული ფირმა ალპ-ი ინტერნეიშენალ გრუპის“ დამფუძნებელპარტნიორი და აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ პაპიძე.

კითხვა: გთხოვთ განგვიმარტოთ, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ინდივიდუალური მეწარმის გარდაცვალების შემთხვევაში მისი ვალდებულებების უზრუნველყოფაზე?

პასუხი: პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური მეწარმე საქმიან ურთიერთობებში თავის უფლებამოვალეობებს ახორციელებს, როგორც ფიზიკური პირი. ასევე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 35-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირად ითვლება:

ა) ინდივიდუალური საწარმო ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე;

ბ) ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას.

ამგვარად, ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებებზე პასუხისმგებლობა ჩვეულებრივი ფიზიკური პირებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად წესრიგდება. გარდაცვლილი ფიზიკური პირის ქონებრივი უფლებები და ვალდებულებები გადადის მემკვიდრეზე (მემკვიდრეებზე).

საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების შესრულების პირობებს, კერძოდ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 62-ე მუხლის 1, 2 და მე-3 ნაწილების თანახმად:

1. გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულებას ასრულებს მისი მემკვიდრე (მემკვიდრეები) მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულების ფარგლებში და სამკვიდრო ქონებაში მისი (მათი) წილის პროპორციულად მემკვიდრეობის მიღების დღიდან.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია გარდაცვლილი ფიზიკური პირის მემკვიდრეს (მემკვიდრეებს) გაუგზავნოს შეტყობინება გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო დავალიანებისა და მემკვიდრეობის მიღების შემთხვევაში მისი (მათი) ვალდებულების შესახებ გარდაცვლილი ფიზიკური პირის მაგივრად დადგენილი წესით შეასრულოს საგადასახადო ვალდებულება.

3. მემკვიდრის (მემკვიდრეების) არარსებობის ან მემკვიდრის (მემკვიდრეების) მიერ მემკვიდრეობის მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ან თუ გარდაცვლილი ფიზიკური პირის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა აღემატება მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულებას, საგადასახადო ვალდებულების დარჩენილი დავალიანების თანხა ითვლება უიმედო ვალად და ჩამოიწერება ამ კოდექსით დადგენილი წესით.

გარდაცვლილი ფიზიკური პირის ვალდებულებების მემკვიდრეობას ითვალისწინებს, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლიც:

1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად;

2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს;

3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

ზემოთქმულიდან გამომდინარე შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ გარდაცვლილი ინდივიდუალური მეწარმის ვალდებულებები მთლიანად გადადის მემკვიდრეზე.

კითხვა: „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში 2008 წლის 14 მარტს შესული ცვლილებებისა და დამატებების შესაბამისად, მე-2 მუხლის I პუნქტის ახალი რედაქციის მიხედვით მეწარმე სუბიექტად განიხილება სამეწარმეო ამხანაგობა. აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, გთხოვთ განგვიმარტოთ:

1. ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობები (რომლებსაც ამჟამად მასობრივი ხასიათი აქვს საქართველოში) განხილული იქნებიან თუ არა სამეწარმეო ამხანაგობად და თუ განიხილებიან სამეწარმეო ამხანაგობად, რა საგადასახადო ვალდებულებები წარმოექმნებათ მათ ბიუჯეტთან მიმართებაში?

2. ,,მეწარმეთა შესახებ-“ კანონის მე-5141 მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრები ექვემდებარებიან თუ არა იმავროულად მეწარმეებად რეგისტრაციას და თუ ექვემდებარებიან რეგისტრაციას, რა წესით უნდა მოხდეს იმ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრთა ინდ. მეწარმეებად რეგისტრაცია, რომლებიც კანონის აღნიშნული მუხლის ძალაში შესვლამდე (2008 წლის 10 მაისამდე) არიან რეგისტრირებული ამხანაგობაში?

პასუხი: ამჟამად მოქმედი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის (მასში 2008 წლის 14 მარტს შესული ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით), მე-5141 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად, სამეწარმეო ამხანაგობის მონაწილე ფიზიკური პირები, რომლებიც არ არიან მეწარმედ რეგისტრირებული, ვალდებული არიან, სამეწარმეო ამხანაგობის სარეგისტრაციო განცხადებასთან ერთად წარადგინონ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, რომლის საფუძველზედაც ეს პირები იმავდროულად რეგისტრირდებიან ინდივიდუალურ მეწარმეებად. სამეწარმეო ამხანაგობის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია ხორციელდება განცხადების წარდგენისთანავე.

ამასთან, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის გარდამავალ დებულებებში (მუხლი 69ის პირველი ნაწილი) აღნიშნულია, რომ 2008 წლის 15 აპრილამდე მოქმედი საწარმოები აგრძელებენ საქმიანობას და მათი ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით არ მოითხოვებ.

2008 წლის 15 აპრილამდე მოქმედ ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობებთან დაკავშირებით, „მეწარმეთა შესახებ “ საქართველოს კანონი სხვა რაიმე დამატებით დებულებას არ ითვალისწინებს. მაშასადამე, ცვლილებების განხორციელებამდე მოქმედი ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრები არ ექვემდებარებიან იმავდროულად ახალი სარეგისტრაციო პროცედურების გავლას. მათ არც რაიმე განსხვავებული ანდა დამატებითი საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოექმნებათ ბიუჯეტთან მიმართებაში. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამხანაგობებს, მათ შორის, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობებს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი უკვე განიხილავს სამეწარმეო სუბიექტებად, რაც, შეიძლება ითქვას, არ წარმოადგენს სიახლეს, რადგან საქართველოს საგადასახადო კოდექსი (იხ. 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) ყოველთვის განიხილავდა ამხანაგობებს (მათ შორის, ცხადია, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობებს) როგორც საწარმოებს და 169-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მათ მოგების გადასახადის გადახდა ეკისრებათ 206-ე მუხლით განსაზღვრული პირობის მიხედვით (იურიდიული პირის დაფუძნების გარეშე ერთზე მეტი პირის საკუთრების ბაზაზე ამხანაგობის ან სხვა წარმონაქმნების ერთობლივი ფლობის (თანამფლობელობის) შემთხვევაში დასაბეგრი მოგება (შემოსავალი) მიეკუთვნება მათ მფლობელებს წილის შესაბამისად და ჩაირთვება მათ ერთობლივ შემოსავალში).

რაც შეეხება სხვა გადასახადებს, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საგადასახადო კოდექსში არ შესულა რაიმე ცვლილება ან დამატება, რაც გულისხმობს იმას, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგაც ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობის წევრები სახელმწიფოს წინაშე გადასახადებს გადაიხდიან იმავე წესით, რა წესითაც აქამდე იხდიდნენ მათ.

კითხვა: ,,მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გართულდა საწარმოს დამფუძნებელ პარტნიორთა შესახებ საჭირო ინფორმაციის წარდგენისა და დადასტურების პროცედურები. კერძოდ, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებიდან ამოღებული იქნა მონაცემები კომპანიის დამფუძნებელი პარტნიორებისა და მათ შორის წილის განაწილების შესახებ. გთხოვთ განგვიმარტოთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როდესაც ესა თუ ის დაწესებულება მოითხოვს პარტნიორის შესახებ ინფორმაციის წარდგენას, მაშინ, როდესაც სამეწარმეო ამონაწერში უკვე აღარ არის მითითებული დამფუძნებელი პარტნიორების შესახებ ინფორმაცია?

პასუხი: „მეწარმეთა შესასებ“ საქართველოს კანონში 2008 წლის 14 მარტს შესულმა ცვლილებებმა და დამატებებმა მნიშვნელოვანწილად გაამარტივა რეგისტრაციის პროცედურები, მაგრამ ამასთან, სამწუხაროდ, წარმოშვა გარკვეული გაურკვევლობები იურიდიული პირების დამფუძნებელთა შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სამეწარმეო ამონაწერი, რომელიც მიმდინარე წლის 10 მაისიდან მოყოლებული ახლებური ფორმით გაიცემა, აღარ ასახავს, თუ ვინ არის ამა თუ იმ კონკრეტული საწარმოს დამფუძნებელი, იქნება ეს რეზიდენტი, თუ არარეზიდენტი ფიზიკური თუ იურიდიული პირი. სამეწარმეო ამონაწერებში ასევე აღარ ჩანს, თუ რომელი დამფუძნებელი პარტნიორი რა წილის კაპიტალის მფლობელია საწარმოში. სრულიად ლოგიკურია, რომ აღნიშნული გარემოებები პრაქტიკაში უკვე ქმნიან სამართლებრივი ხასიათის დაბრკოლებებს. მაგალითად, უკვე პრობლემატურია საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა დაადასტუროს საწარმოს დამფუძნებელმა პარტნიორმა, მისი როგორც დამფუძნებლის და მისი წილის ოდენობის ფაქტი, მაგალითად, საბანკო დაწესებულებაში, როდესაც პარტნიორს სურს საწარმოში თავისი წილის დაგირავება, ანუ პრობლემა დაკავშირებულია იმასთან, თუ რა გზით უნდა დაუდასტუროს დამფუძნებელმა - პარტნიორმა ბანკს, რომ იგი ნამდვილად უფლებამოსილი პირია. როგორც ცნობილია, ამ თვალსაზრისით, წესდების წარდგენა ბევრი არაფრის მთქმელია. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ბოლო ცვლილება (აქ მხედველობაში გვაქვს, უპირველეს ყოვლისა, პარტნიორის შეცვლა ანდა პარტნიორის წილის გასხვისება) წესდებაში საკმაოდ დიდი ხნის წინ განხორციელდა. ერთი სიტყვით, წესდება, რომლის წარდგენაც უკვე აღარც მოითხოვება საგადასახადო და სამეწარმეო რეგისტრაციის დროს, ვერ ჩაანაცვლებს მუდმივად (გაცემიდან ყოველი ათ დღიანი ვადის გასვლის შემდეგ) განახლებად სამეწარმეო რეესტრის ამონაწერს. მეორეს მხრივ, თავისი შინაარსით, არც პარტნიორთა კრების ოქმი წარმოადგენს ისეთ დოკუმენტს, რომლითაც პარტნიორს შეუძლია გამუდმებით ადასტუროს, თუ რომელ პარტნიორს რა წილი ეკუთვნის მოცემულ საზოგადოებაში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება პარტნიორთა წილების გასხვისება სხვა დანარჩენი პარტნიორების თანხმობით. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-51 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილეობის ცვლილება არ მოითხოვს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციას. ხოლო მე-52 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს პარტნიორთა წილობრივი მონაწილების ცვლილების რეგისტრაციას ახორციელებს თავად საწარმო, თუ საწარმოს პარტნიორთა რაოდენობა 50 ან 50-ზე ნაკლებია ანდა რეგისტრატორი. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პრაქტიკაში რთულია იმავე საბანკო დაწესებულება დათანხმდეს თვითონ დაინტერესებული პარტნიორის ანდა საწარმოს მიერ წარდგენილ დოკუმენტს. აქედან გამომდინარე, ერთადერთი გამოსავალი შეიძლება იყოს დამოუკიდებელი რეგისტრატორის მიერ გაცემული დოკუმენტი წილობრივ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ პარტნიორმა წარადგინოს შესაბამის დაწესებულებაში თავისი წილის დამადასტურებელი დოკუმენტი, მან უნდა მიმართოს დამოუკიდებელ რეგისტრატორს, რომელიც გასცემს ასეთ საბუთს. აღნიშნული კი ბუნებრივია დაკავშირებულია გარკვეულ დამატებით ხარჯებთან და ფორმალობებთან, რაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების განხორციელებამდე გაცილებით იოლი მისაღწევი იყო.

კითხვა: ზაფხულის საკურორტოტურისტული სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, გთხოვთ განმიმარტოთ, შესაძლებელია თუ არა ტუროპერატორის საქმიანობა განვახორციელო ინდივიდუალური მეწარმის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმით და თუ აღნიშნული შესაძლებელია, რა გადასახადების გადახდა მომიწევს აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით?

პასუხი: ამ მხრივ, საქართველოს კანონმდებლობა საკმაოდ მოქნილად და ლიბერალურად გამოიყურება და იგი არ შეიცავს რაიმე სახის შეზღუდვებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ,,ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონში 1999 წლის 9 სექტემბერს შევიდა ცვლილებები და დამატებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მე-20 და 21-ე ქვეპუნქტების შესაბამისად, როგორც ტუროპერატორი, ისე ტურაგენტი შეიძლება იყოს როგორც იურიდიული პირი, ისე ინდივიდუალური მეწარმე. აქედან გამომდინარე, ტუროპერატორის საქმიანობა შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალური მეწარმის ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმით. ხოლო რაც შეეხება გადასახადებს მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ტუროპერატორი, რომელიც თავის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს როგორც ინდივიდუალური მეწარმე, ვალდებულია გადაიხადოს ყველა ის გადასახადი, რომლებსაც ჩვეულებრივ იხდიან ინდმეწარმე ფიზიკური პირები, პირველ რიგში, საშემოსავლო გადასახადი (სსკის 165-ე მუხლი) და ქონების გადასახადი (სსკის 271-ე და 272-ე მუხლები), ხოლო დამატებითი ღირებულების გადასახადი (სსკის 220-ე მუხლი) მხოლოდ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

კითხვა: როგორც მოგეხსენებათ, ზოგიერთ შემთხვევებში ტურისტული მოგზაურობის დროს წარმოიშობა გარკვეული სახის სადაო საკითხები, რომლებიც უკავშირდება ტუროპერატორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს. გთხოვთ განგვიმარტოთ, რა უფლებები და ვალდებულებები აკისრიათ ტურისტულ სააგენტოებს იმ შემთხვევაში, თუ ტურისტს წარმოეშობა მოგზაურობასთან დაკავშირებული ამა თუ იმ ხასიათის პრეტენზია?

პასუხი: მართლაც, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც ტურისტული სერვისით მოსარგებლე მოქალაქეებს აინტერესებთ, თუ რა უფლებები გააჩნიათ მათ ტუროპერატორებთან მიმართებაში, რომელი სამართლებრივი ნორმებით რეგულირდება ტურისტებისა და ტურისტულ სააგენტოებს შორის ურთიერთობები.

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სსკ). კერძოდ, მის მე-11 თავში - ტურისტული მომსახურება, თავმოყრილია ყველა შესაძლო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმა (იხ. 657-667-ე მუხლები).

კონკრეტულად, მოგზაურობის ხარვეზიანობასთან დაკავშირებულ საკითხს ეხება სსკის 662-ე მუხლი, რომლის თანახმადაც:

1. თუ მოგზაურობის ხარვეზები წარმოიშვა იმ გარემოებათა შედეგად, რომლებზედაც პასუხს აგებს მოგზაურობის მომწყობი, ტურისტს შეუძლია ხარვეზების გამო ანაზღაურების შემცირების ან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლების შეუზღუდავად მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება;

2. თუ მოგზაურობა ჩაიშალა ან იგი არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული შესაბამისი ფულადი ანაზღაურება;

3. თუ ხელშეკრულება, ტურისტის ბრალის გარეშე, მოგზაურობის დაწყებამდე შეწყდება, ტურისტს უფლება აქვს მოითხოვოს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა:

ა) ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობა იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის (პაკეტის) აღწერილობაში;

ბ) ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.

როგორც სამოქალაქო კოდექსის ამ მუხლის შინაარსიდან ჩანს, მოგზაურთა უფლებები საკმარისად დაცულია: სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ერთდროულად, ხარვეზის გამო, ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასაც და ასევე, ანაზღაურების შემცირებას, ანდა ანალოგიურ შემთხვევაში, ხარვეზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას და ხელშეკრულების შეწყვეტას ანაზღაურების შემცირების ნაცვლად. გარდა ამისა, თუ ტურისტული მოგზაურობა არაჯეროვნად იყო ორგანიზებული, მაშინ ტურისტს შეუძლია მოითხოვოს ასევე შვებულების უსარგებლოდ დაკარგვით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. თუმცა, აქვე გათვალისწინებულია ისეთი გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა ტურსიტს არ შეუძლია ასეთი მოთხოვნის დაყენება. კერძოდ, ეს ის შემთხვევებია, როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია მოგზაურობის მოსაწყობად აუცილებელ პირთა რაოდენობის სიმცირე, რის შესახებაც ტურისტს წერილობითი ფორმით ეცნობება იმ ვადის განმავლობაში, რომელიც მითითებულია მოგზაურობის აღწერაში, ანდა როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზია დაუძლეველი ძალა.

მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ხარვეზის შემთხვევაში, ტურისტს შეუძლია გამოიყენოს კანონმდებლობით დადგენილი დაცვის მექანიზმები და ტუროპერატორებს ზემოთ მითითებული სამართლებრივი ნორმების ძალით მოსთხოვოს დაშვებული ხარვეზების გამოსწორება, ანდა ზიანის ანაზღაურება.

კითხვა: გასული წლის აგვისტოს თვეში ერთერთი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით ორი კვირის ვადით გავემგზავრე საბერძნეთში. ჯგუფში მყოფ რამდენიმე მოქალაქეს გაგვიჩნდა, საკმაოდ საფუძვლიანი პრეტენზია იმისთვის, რომ ხარვეზიანი ტურისტული მოგზაურობის სანაცვლოდ მოვითხოვოთ ზარალის ანაზღაურება. გთხოვთ აგვიხსნათ, რა ვადებია დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით მიღებული ხარვეზიანი მომსახურების კომპენსირებისათვის?

პასუხი:

- ისევე, როგორც ტურიზმთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს, გასაჩივრების და საჩივრების ხანდაზმულობის ვადებსაც განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. კერძოდ, სსკის 663-ე მუხლის შესაბამისად, ტურისტული მოგზაურობის ხარვეზევის შესახებ პრეტენზიები, ანუ „659-662-ე მუხლებში გათვალისწინებული მოთხოვნები ტურისტს შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ხელშეკრულებაში მითითებული მოგზაურობის ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე. ვადის გასვლის შემდეგ ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში.

ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს ექვს თვეს. ეს ვადა იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. თუ ტურისტი მოთხოვნებს წარადგენს ხანდაზმულობის ვადის დაწყებამდე, მაშინ ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება იმ დღემდე, რომელ დღესაც მოგზაურობის მომწყობი უარყოფს მოთხოვნას“.

როგორც ციტირებული მუხლიდან იკითხება, ტურისტს თავისი მოთხოვნები შეუძლია წარუდგინოს მოგზაურობის მომწყობს ტურისტულ ხელშეკრულებაში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ ერთი თვის მანძილზე, ხოლო ვადის გასვლის შემთხვევაში, ტურისტს შეუძლია წარადგინოს თავისი მოთხოვნები მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ბრალი არ მიუძღვის მოთხოვნის წარდგენის ვადის გადაცილებაში, რისი მტკიცების ტვირთიც სწორედ ამ უკანასკნელს აკისრია. ამიტომ ჩვენს შემთხვევაში გადამწყვეტია ხელშეკრულებაში მითითებული ვადების დადგენა. თუმცა, სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს თუ კონკრეტულად რა შემთხვევებში არ შეიძლება მიუძღვოდეს ბრალი ტურისტს ანდა რომელია ის გარემოებები, რომლებიც ამართლებენ მოგზაურის მხრიდან ხანდაზმულობის ვადის გაშვებას. აქვე, სამოქალაქო კოდექსის 663-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ტურისტის მოთხოვნის ხანდაზმულობის ზოგად ვადასაც, რომელიც შეადგენს 6 თვეს (ანუ როდესაც ხელშეკრულებით შეუძლებელია რაიმე ვადების დადგენა). აღნიშნული ვადა კი იწყება იმ დღიდან, როდესაც ხელშეკრულებით მოგზაურობა უნდა დამთავრებულიყო. მაშასადამე, მოცემულ შემთხვევაში, სამწუხაროდ, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სარჩელის წარდგენის ხანდაზმულობის გაშვებასაც, რაც ფაქტიურად, აზრს უკარგავს დაგვიანებული საჩივრის წარდგენას ტურისტული სააგენტოსათვის.

კითხვა: საწარმოს მოქალაქეზე გასაცემი აქვს სესხის პროცენტი, რომელიც ხელშეკრულების მიხედვით უნდა გადაეხადა 8 თვის წინ. ხსენებული თანხის გაცემამდე საწარმოს ხომ არ წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულება?

პასუხი: მოცემულ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქე, ანუ კრედიტორი აყენებს მოთხოვნას, საწარმოსათვის გადაუხდელი პროცენტების თანხა წარმოადგენს შემოსავალს, ანუ სარგებელს, ვინაიდან მას მოთხოვნის მომენტიდან წარმოეშობა გადახდის ვალდებულება, რომელსაც ვერ ასრულებს. აქედან გამომდინარე, საწარმოს წარმოეშობა საგადასახადო ვალდებულება, თუ ის მოთხოვნის შესაბამისად არ იხდის სესხის პროცენტის შესაბამის თანხას. მსგავსი ვალდებულება წარმოიშობა აგრეთვე, როდესაც კრედიტორის მხრიდან ადგილი აქვს ვალის პატიებას. ამ დროს საწარმო ვალდებულია ვალის პატიების ექვივალენტური თანხა აიღოს საკუთარ შემოსავლებში.

კითხვა: როგორია ქვეყნის შიდა და საზღვარგარეთ მივლინებების დღეღამური ხარჯების ტარიფები?

პასუხი: სამსახურებრივი დავალების შესასრულებლად დამქირავებლის ბრძანებით მუდმივი სამუშაო ადგილის ფარგლებს გარეთ, მაგრამ ქვეყნის შიგნით დაქირავებულის სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმად განსაზღვრულია თანხა 15 ლარის ოდენობით, რომელიც გაიანგარიშება მივლინებაში ფაქტობრივად ყოფნის დღეების მიხედვით. რაც შეეხება ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების სადღეღამისო ხარჯებს, ანაზღაურების ნორმები ერთმანეთისაგან განსხვავებულია და მათი ცვალებადობა დამოკიდებულია ისეთ მახასიათებლებზე, როგორიცაა: ქვეყანა და ამ ქვეყანაში მოქმედი უცხოური ვალუტის დასახელება.

32 როგორ დავიკანონოთ უძრავი ქონება

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

შემოსულ კითხვებზე კომენტარს იძლევა ექსპერტი უძრავი ქონების საკითხებში, პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფის მთავარი კონსულტანტი, დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი ბნი ანზორ მესხიშვილი.

კითხვა: საცხოვრებელი სახლის პრივატიზაციის დროს ხელშეკრულებაში აღნიშნულია მისი საცხოვრებელი ფართი, რომელშიც არ შედის სამზარეულო, ლოჯია, სანიტარული წერტილები და დერეფანი. ხელთ მაქვს ყოფილ ტექბიუროში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულება. საჭიროა თუ არა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაცია და როგორ მოვიქცე, რომ ბინის მთლიანი ფართი დარეგისტრირდეს?

პასუხი: ბინების პრივატიზაციის დროს, ხშირ შემთხვევაში ყოფილი სახლმმართველობები ხელშეკრულების გაფორმებისას არ ითვალისწინებდნენ არასაცხოვრებელ ფართს, რაც შემდგომში პრობლემებს უქმნიდა მოქალაქეებს (საჯარო რეესტრი რეგისტრაციაში ატარებდა მხოლოდ იმ ფართობს, რაც ხელშეკრულებაში იყო აღნიშნული). 2007 წლიდან, შესაბამისი საკანონმდებლო აქტის მიღების შემდეგ, მდგომარეობა გამოსწორდა სარეგისტრაციო სამსახურები ბინის რეგისტრაციას უკვე ფაქტიური ფართის მიხედვით ახდენენ. მოსალოდნელი შესაძლო გართულებების ასაცილებლად, მიზანშეწონილია თქვენი კუთვნილი ბინაც საჯარო რეესტრში ფაქტობრივი ფართის შესაბამისად დარეგისტრირდეს.

თქვენი ბინის მთლიანი ფართის რეგისტრაციისათვის:

უნდა შეადგინოთ ბინის შიდა აზომვითი ნახაზი. უფრო სწორი იქნება გირჩიოთ, რომ მიმართოთ ამ საქმით დაკავებულ სპეციალისტებს („პროფესიონალ კონსულტანტთა ჯგუფს“, ქ. თბილისი, მარჯანიშვილის ქ. №4), რომლებიც დადგენილი ფორმითა და სახით მოგიმზადებენ ამ დოკუმენტს;

ყოფილი ტექბიუროს არქივიდან (საჯარო რეესტრიდან) გამოითხოვეთ თქვენი ბინის ცნობადახასიათება (მომსახურება ფასიანია და ამდენად, განცხადებას, ბინის აზომვითი ნახაზის ასლთან ერთად, მოგიწევთ დაურთოთ ხუთლარიანი ქვითარიც). ექვსი სამუშო დღის განმავლობაში სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია მოგცეთ შესაბამისი ცნობა;

ზემოაღნიშნული დოკუმენტების მოპოვების შემდგომ, მათთან (ანუ ბინის შიდა აზომვით ნახაზთან და ცნობადახასიათებასთან) ერთად, სარეგისტრაციო სამსახურს (საჯარო რეესტრს) უნდა წარუდგინოთ შემდეგი საბუთები:

1. ბინის პრივატიზაციის ხელშეკრულება;

2. პირადობის მოწმობის ასლი;

3. რეგისტრაციის მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი (50 ლარი);

4. განცხადება (ბინის მთლიანი ფართის რეგისტრაციის მოტივაციამოთხოვნის შესახებ).

საბუთების წარდგენიდან 6 სამუშაო დღის განმავლობაში, თუ კი ამ დოკუმენტებში არ აღმოჩნდა არსებითი შეუსაბამობა ან ხარვეზი, სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია მოახდინოს თქვენი ბინის მთლიანი ფართის რეგისტრაცია და გასცეს თქვენზე შესაბამისი ცნობა (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან).

კითხვა: ვცხოვრობ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, ჩემი კუთვნილი ბინა რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში, მაგრამ მაქვს სარდაფი, რომელიც არ არის რეგისტრირებული, როგორ მოვახდინო მისი რეგისტრაცია?

პასუხი: თავდაპირველად, ისევე, როგორც ზემოთ განხილული შემთხვევისთვის, ისეთივე თანმიმდევრობით, შეადგინეთ (მოიპოვეთ) სარდაფის აზომვითი ნახაზი; მიმართეთ სარეგისტრაციო სამსახურს (საჯარო რეესტრს) და მოითხოვეთ თქვენს მიერ დაკავებული სარდაფის ცნობადახასიათება (მასზედ, რომ აღნიშნული ფართი არაა სხვაზე რეგისტრირებული); ამის შემდგომ, ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებითა და განცხადებით უნდა მიმართოთ თქვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობას (შესაბამისი კანონის მიღებიდან, საერთო საკუთრების ქონების კერძო მფლობელობაში გადაცემის, მოვლაპატრონობის და ექსპლუატაციის სა კითხები მხოლოდ ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობების გადაწყვეტილებათა საფუძველზე ხორციელდება).

ამხანაგობის კრების მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურს უნდა წარუდგინოთ შემდეგ საბუთები:

1. განცხადება სარდაფის დარეგისტრირებაზე, რომელსაც უნდა დაურთოთ;

2. ამხანაგობის დაფუძნების ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმი;

3. სარდაფის თქვენზე გამოყოფის შესახებ ამხანაგობის გადაწყვეტილება (ნოტარიალურად დამოწმებული კრების ოქმი);

4. პირადობის მოწმობის ასლი;

5. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის 50 ლარიანი ქვითარი.

კითხვა: ჩვენი სახლი ცხრა სართულიანია, მე ვცხოვრობ ბოლო სართულზე. სხვენის პრივატიზაციის დროს მაქვს თუ არა უპირატესობა? რა არის ამისთვის საჭირო?

პასუხი: სხვენი მობინადრეთა საერთო საკუთრებაა, შესაბამისად, მისი გასხვისება (რომელიმე მაცხოვრებლის მფლობელობაში გადაცემა) ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების გადასაწყვეტია და მისი პრივატიზაციის დროს თქვენ (არც სხვას) უპირატესობა არ გეკუთვნით. მიუხედავად ამისა, თუ გაქვთ სურვილი (ან ფაქტობრივად უკვე სარგებლობთ) და მოცილე არ გყავთ, ცნობილია სხვა მობინადრეთა განწყობა თქვენს მიმართ, სხვენის თქვენს სახელზე რეგისტრაცისათვის, თავდაპირველად, შეადგინეთ აზომვითი ნახაზი; სარეგისტრაციო სამსახურიდან (საჯარო რეესტრი) აიღეთ ცნობა სხვენის მდგომარეობის შესახებ (ამ დოკუმენტების მოპოვების პროცედურები ზემოთ განხილული შემთხვევების იდენტურია და ვფიქრობ, განმეორება საჭირო არაა); ამის შემდგომ, უნდა მიმართოთ ამხანაგობას განცხადებით, წარუდგინო სხვენის აზომვითი ნახაზი და სარეგისტრაციო სამსახურის ცნობა, რომ სხვენი არავისზე არ არის რეგისტრირებული. ამხანაგობის კრების მიერ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინეთ შემდეგი საბუთები:

0x01 graphic

1. განცხადება სხვენის დარეგისტრირებაზე, რომელსაც უნდა დაურთოთ;

2. ამხანაგობის დაფუძნების ნოტარიულად დამოწმებული კრების ოქმი;

3. თქვენზე სხვენის გამოყოფის შესახებ ამხანაგობის გადაწყვეტილება (ნოტარიალურად დამოწმებული კრების ოქმი);

4. პირადობის მოწმობის ასლი;

5. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის 50 ლარიანი ქვითარი.

კითხვა: გთხოვთ, დაწვრილებით განგვიმარტოთ, როგორ ხდება უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის დაკანონება და საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაცია?

პასუხი: უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხის დაკანონების პროცედურები ერთხელ უკვე განვმარტეთ (იხ. ჟურნალი „ბიზნესი და კანონმდებლობა“ №5, 2008 წ. გვ. 46). თუმცა, როგორც ჩანს, საკითხი კვლავ აქტუალურია და ვფიქრობ, უპრიანია, მასზე უფრო დეტალურად შევჩერდეთ.

უნებართვოდ აშენებული ავტოფარეხების, აგრეთვე, სხვა ნაგებობათა დაკანონებისთვის სახელმძღვანელო სამართლებრივ საფუძვლებს ქმნიან საქართველოს კანონი ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ (№5274 რს, მიღებულია 11.07.2007 წ.), საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ (№525, მიღებულია 11.07.2007 წ.), საქართველოს კანონი „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, აგრეთვე, მათგან გამომდინარე სხვა კანონქვემდებარე აქტები.

კონკრეტულად, ავტოფარეხების დაკანონებასთან დაკავშირებით, პრაქტიკაში გვხვდება ორი ვარიანტი: პირველი - როცა პრეტენდენტის ავტოფარეხი განთავსებულია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ და მოქცეულია ამ სახლის წითელ ხაზებში და მეორე - როცა ავტოფარეხი კორპუსის წითელ ხაზებს მიღმაა (სხვა ტერიტორიაზეა). ორივე შემთხვევისთვის ავტოფარეხის დაკანონებისთვის პროცედურები ერთმანეთისაგან ნაწილობრივ განსხვავებულია.

ამდენად, პირველყოვლისა, უნდა გავერკვეთ, რომელ ვარიანტთან გვაქვს საქმე.

თუკი ავტოფარეხი მოქცეულია თქვენი კორპუსის წითელი ხაზების ფარგლებში, ასეთ შემთხვევაში, საკითხი უნდა განიხილოს კორპუსის მაცხოვრებელთა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრებამ. როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, შესაბამისი კანონის მიღებიდან, საერთო საკუთრების ქონების კერძო მფლობელობაში გადაცემის, მოვლაპატრონობის და ექსპლუატაციის საკითხები მხოლოდ ბინისმესაკუთრეთა ამხანაგობების გადაწყვეტილებათა საფუძველზე ხორციელდება.

თუ კორპუსში ამხანაგობა არაა შექმნილი, ის უნდა შეიქმნას „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“, კანონით გათვალისწინებული პროცედურის შესაბამისად. სხვანაირად საქმე წინ ვერ წავა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილების გარეშე, ავტოფარეხის დაკანონება ვერ განხორციელდება.

ავტოფარეხის დაკანონებისთვის, უპირველესად, დაგჭირდებათ ავტოფარეხისა და ავტოფარეხით დაკავებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებული UTM საკოორდინატო სისტემაში (ამ დოკუმენტის მოსაპოვებლად, უმჯობესია, მიმართოთ სპეციალისტებს. მისამართი მითითებულია ზევით). ამის შემდგომ, საკადასტრო აზომვითი ნახაზითა და განცხადებით უნდა მიმართოთ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობას, რომელიც საერთო კრებაზე განიხილავს საკითხს ავტოფარეხის თქვენს საკუთრებაში გადაცემის შესახებ. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში (რაც ნიშნავს იმას, რომ მობინადრეთა სულ ცოტა 2/3 დათანხმდა ავტოფარეხის თქვენზე მიკუთვნებას), ფაქტობრივად სხვა ხელშემშლელი გარემოებები არ უნდა შეგექმნათ - საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა წარუდგინოთ შემდეგი საბუთები:

  1. განცხადება;

  2. ნოტარიულად დამოწმებული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფუძნების კრების ოქმი;

  3. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის გადაწყვეტილება (ნოტარიალურად დამოწმებული კრების ოქმი, რომლითაც გიდასტურდებათ ავტოფარეხის თქვენზე გამოყოფა);

  4. ავტოფარეხისა და ავტოფარეხით დაკავებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი შესრულებული UთM საკოორდინატო სისტემაში.

  5. პირადობის მოწმობის ასლი;

  6. სარეგისტრაციო მომსახურების საფასურის გადახდის 50 ლარიანი ქვითარი.

სარეგისტრაციო სამსახური (საჯარო რეესტრი), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს თქვენი ავტოფარეხის რეგისტრაციას და ამონაწერის თქვენს სახელზე გაცემას. თუკი საჭიროდ ჩათვლით საკადასტრო რუკის აღებას, დამატებით სარეგისტრაციო სამსახურს უნდა წარუდგინოთ 5 ლარიანი ქვითარიც.

0x01 graphic

იმ შემთხვევაში თუკი ავტოფარეხი არაა მოქცეული კორპუსის წითელ ხაზებში, თქვენ უნდა მიმართოთ ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედ კომისიას და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების შესაბამისად წარუდგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

  1. განცხადება;

  2. პირადობის მოწმობის ასლი;

  3. ავტოფარეხის აზომვითი ნახაზი (ელექტრონული ვერსია);

  4. თბილისის სარეგისტრაციო სამსახურიდან ორი ცნობა (არქივიდან და საჯარო რეესტრიდან) მასზედ, რომ მიწის ნაკვეთი არ არის სხვაზე რეგისტრირებული;

  5. ავტოფარეხის ფოტოსურათები;

  6. გადასახადის ქვითრები თუ ასეთი გაქვთ (ელ. ენერგიის, წყლის, მიწის და სხვა);

  7. ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად (ცნობა მიწის დანიშნულების შესახებ, სასოფლოსამეურნეოა თუ არა სასოფლოსამეურნეო, რომელზეც აგებულია ავტოფარეხი;

  8. მიწის მართლზომიერი მფლობელობის, სარგებლობის ან/და თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ასეთი არსებობს;

  9. (თუ არა და) მეზობლების (35) მიერ წერილობით დადასტურებული და ნოტარიულად დამოწმებული განაცხადი, მასზედ რომ მიწის ნაკვეთი თქვენს მიერაა დაკავებული), ავტოფარეხი ააშენეთ და სარგებლობთ (თარიღი გარკვევით უნდა აღინიშნოს);

  10. საექსპერტო დასკვნა (საჭიროების მიხედვით).

ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და და საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების მუდმივმოქმედი კომისია ვალდებულია ერთი თვის ვადაში განიხილოს თქვენი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.

33 გამარჯვებული ბიზნესიდეები და იდეალური პარტნიორი „ელიტ ელექტრონიქსი“

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

ეკა ჯიმშელაძე
ჟურნალ ბიზნესი და კანონმდებლობის წამყვანი რედაქტორი

ერთად ვაშენოთ ქვეყანა ასეთი სტიმულის მომგვრელი სახელწოდება შეურჩიეს ორგანიზატორებმა სტუდენტურ ბიზნესოლიმპიადას, რომლისთვისაც მზადება 2008 წლის თებერვალში დაიწყო, ფინალურ შეჯიბრს კი 13 ივნისს ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური დრამის სახელმწიფო თეატრმა უმასპინძლა.

ღონისძიება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის ინიციატივითა და კომპანია ელიტ ელექტრონიქსის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა და სტუდენტებისთვის და მათი პედაგოგებისთვის დაუვიწყარ მოვლენად იქცა. ნიჭიერი სტუდენტების გამოვლენა, ახალგაზრდებისთვის ლიდერის თვისებების, გუნდური მუშაობისა და ურთიერთობის ხელოვნების განვითარების საშუალება - ეს იმ მიზნების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ეს ღონისძიება მიეძღვნა.

0x01 graphic

ოლიმპიადაში საქართველოს 24 წამყვანი უმაღლესი სასწავლებლის 240 სტუდენტი იყო ჩართული. პირველი ეტაპის გადალახვა მხოლოდ 10 სასწავლებლის გუნდმა შეძლო.

სტუდენტური ოლიმპიადა ერთად ვაშენოთ ქვეყანა სამ კონკურსს მოიცავდა. კერძოდ:

I კონკურსი ახალგაზრდული იდეების ბაზარი, რომელზეც გუნდებმა ბიზნესგეგმა, ორიგინალური ბიზნესიდეა, ამ იდეის განხორციელების და წარმატების მიღწევის დასაბუთებული გეგმა და დათვლილი ბიუჯეტი წარადგინეს.

II კონკურსი ფირმის სარეკლამო კამპანია - აქ კი ახალგაზრდებმა კომპეტენტური ჟიურის სამსჯავროზე საკუთარი ფირმის წინასწარ მომზადებული სარეკლამო ბუკლეტები და სარეკლამო ვიდეორგოლები გაიტანეს.

III კონკურსი სოციალური რეკლამა გუნდებმა წარმოადგინეს სარეკლამო რგოლი, პლაკატი და ლოზუნგი, რომელშიც საქართველოში არსებული კონკრეტული სოციალური პრობლემა იყო ასახული.

და აი, მღელვარე დღის ბოლოს კომპეტენტურმა ჟიურიმ ოლიმპიადის გამარჯვებულები დაასახელა. მესამე საპრიზო ადგილზე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის „იესემის“ გუნდი გავიდა, რომელსაც „ელიტ ელექტრონიქსმა“ შესანიშნავი საჩუქრები და 1000 დოლარი გადასცა. მეორე ადგილის მფლობელი თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გახდა, რომელმაც ფასიან საჩუქრებთან ერთად ფულადი ჯილდო - 1500 დოლარი მიიღო. ყველაზე წარმატებული და ინტელექტუალური გუნდის წოდება, პირველი ადგილი, პრიზები და 2000 დოლარი კი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა დაიმსახურა. გამარჯვებული პროექტი მზა ვებგვერდების ინტერნეტმაღაზიის შექმნას გულისხმობს.

0x01 graphic

ნინო ტალახაძე, საქართვე ლოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის დირექტორი: ჩვენი ორგანიზაცია ამერიკის ეკონომიკური განათლების ეროვნული საბჭოს პარტნიორია. 2000 წელს, სწორედ ამ საბჭოს სასწავლო პროგრამის ფარგლებში აშშში ყოფნისას ვნახე პირველად ასეთი ტიპის ოლიმპიადა - ორმოცდათერთმეტივე შტატის 51 გამარჯვებული გუნდის ფინალური შეჯიბრი, რომელმაც დაუვიწყარი შთაბეჭდილებები დამიტოვა. მას შემდეგ განუწყვეტლივ ვფიქრობდი, როგორ მოგვეხერხებინა საქართველოში ასეთი ოლიმპიადის მოწყობა. იცით, რა არის მნიშვნელოვანი? საერთოდ, ამერიკელებს სჩვევიათ, ყველა სტუდენტური ღონისძიება დღესასწაულად აქციონ. დღესასწაული კი, მოგეხსენებათ, ძვირი სიამოვნებაა, ამიტომ, ძალიან მეეჭვებოდა, დაინტერესდებოდა თუ არა ქართული ბიზნესი მსგავსი ოლიმპიადის დაფინანსებით. „ელიტ ელექტრონიქსის“ დახმარებით კი ჩვენ ეს შევძელით. ეს იყო საქმე და დღესასწაული ერთად! სტუდენტებმა ერთხმად აღიარეს, რომ ფინალური შეჯიბრის დღე მათ ცხოვრებაში არასოდეს დაავიწყდებათ!.. რასაკვირველია, მოსამზადებელმა პერიოდმა დაძაბულად და საკმაო მღელვარების ფონზე ჩაიარა - ჯგუფების მობილიზება, მათი მუშაობაში ჩართვა და ოლიმპიადის ფორმატზე მორგება ადვილი სულაც არ არის. თანაც, ასეთი რამ ხომ პირველად მოხდა საქართველოში! პირველი კი ყოველთვის რთულია... თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ოთხი წელია დავფუძნდით, ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობის სტილია, ყოველთვის წინ უსწრებდეს ეკონომიკურ განათლებაში განვითარებულ მოვლენებს. მომავლისათვის ბევრ რამეს გავითვალისწინებთ, რადგან პრაქტიკამ გვასწავლა - სად არის ჩვენი სუსტი მხარე, რა უნდა გავაძლიეროთ, რას უნდა მივაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება... სამომავლოდ პროგრამის კიდევ უფრო გართულებას და მისთვის საერთაშორისო ელფერის მიცემას ვაპირებთ ამ საბჭოს პარტნიორი სხვა ქვეყნების ანალოგიური ცენტრების ჩართვით. თანაც, სტუდენტების მიერ მომზადებული პროექტები იდეის დონეზე კი აღარ დარჩება, ოლიმპიადის შედეგი რეალური და ქვეყნისათვის უფრო სასარგებლო გახდება. მეორე ოლიმპიადა შედარებით ხანგრძლივიც იქნება. მზადებას სექტემბრიდან დავიწყებთ. უნივერსიტეტებში შიდა კონკურსები მოეწყობა, შერჩეულ პროექტებში საუკეთესოს კი ისევ კონკურსი გამოავლენს. მართალია, შერჩევის პრინციპი ახლაც ასეთი გახლდათ, უბრალოდ, ყველაფერი, ცოტა არ იყოს, ნაჩქარევად მოხდა დროის სიმცირის გამო. ის, რომ ჩვენი პროექტი „ელიტ ელექტრონიქსის“ ხელში მოხვდა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, ქალბატონ გულნაზ ერქომაიშვილის ოპტიმიზმის დამსახურებაა, რომელიც მიიჩნევდა, რომ ამ კომპანიის სლოგანი - „ცოდნა და ინტელექტი - წარმატებისათვის“ არის სწორედ ის, რაც ამ პროექტს შეესაბამება. განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი, ბატონი ანზორ ქოქოლაძე ამ ოლიმპიადის ტრადიციულ, ყოველწლიურ ღონისძიებად გადაქცევას დაგვპირდა. საგულისხმოა, რომ მსგავსი ოლიმპიადები მრავალ ქვეყანაში ტარდება, თუმცა, ჩვენი ოლიმპიადა ყველასგან განსხვავებული, ქართულ რეალობას მორგებული იყო. საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება და მეწარმეობის ხელშეწყობა სახელმწიფო პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებაა. ოლიმპიადის მთავარი მიზანი სწორედ ამ პროგრამის გამოხმაურება გახლდათ. გვსურს, მეტი სტუდენტი ფიქრობდეს საწარმოს შექმნაზე, საკუთარი თავისა და მეგობრების დასაქმებაზე... ხოლო როდესაც კარგი პარტნიორი გყავს, მუშაობა განსაკუთრებით სახალისოა: სირთულეებს ადვილად გაუმკლავდები, კარგი შედეგი კი შემდგომი წინსვლისთვის კიდევ უფრო მეტ სტიმულს გაძლევს. „ელიტ ელექტრონიქსი“ სწორედ ასეთი პარტნიორია, თანაც, განსაკუთრებული პარტნიორი, რომელიც არა მხოლოდ ფინანსური, არამედ პროგრამული მხარდაჭერითაც დაინტერესდა, სპონსორის ჩარჩოებს გასცდა და ყველაფერში სული და გული ჩადო.

გულნაზ ერქომაიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: მე კი მსგავსი ოლიმპიადა 1999 წელს ლონდონში ვნახე პირველად. მას შემდეგ, რაც ქალბატონი ნინო აშშდან შთაბეჭდილებებით დატვირთული დაბრუნდა, ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე. 2005 წელს კი უნივერსიტეტში საკუთარი ძალებით ვცადე ოლიმპიადის მოწყობა. ჩემს სტუდენტებს ბიზნესგეგმები მოვამზადებინე, პატარპატარა საჩუქრებიც თავადვე მოვუმზადე, ზოგს სუვენირი, ზოგს - ჩემი წიგნი. ეს იყო ერთგვარი პირველი მცდელობა... რაც შეეხება ამ ოლიმპიადას, ეს იყო ზეიმი არა მხოლოდ სტუდენტებისთვის, არამედ პროფესორმასწავლებლებისთვისაც. ღონისძიებამ კონკურენტუნარიანი უნივერსიტეტები და ისეთი სტუდენტებიც კი წარმოაჩინა, რომლებიც, შესაძლოა, ყურადღების მიღმა დარჩენილიყვნენ... ჩვენს პროგრამას ხომ ჰქვია „ერთიანი საქართველო სიღარიბის გარეშე“ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების გარეშე კი სიღარიბის დაძლევა წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ეს პროცესი პატარა აგურს მაინც შემატებს ამ მნიშვნელოვან საქმეს. სამომავლოდ ოლიმპიადის ხანგრძლივობის გაზრდით მის დონეს კიდევ უფრო ავამაღლებთ, თანაც, ახალგაზრდებს სწავლაში ხელი არ შეეშლებათ. „ელიტ ელექტრონიქსმა“ წარმოუდგენელი რამ შეძლო! მინდა დიდი მადლობა გადავუხადო პროექტის კოორდინატორებს ლიკა გიგაურსა და იმედა კოჭაურს, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსს ია ნადირაშვილს, რომელმაც მთელი თავისი ძალისხმევა ჩადო ბიზნესოლიმპიადის დასკვნითი ტურის ორგანიზებისათვის. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლებს: ირინა ეგაძეს, ია გოგოლაძესა და მარიკა ლომიძეს.

0x01 graphic

ანზორ ქოქოლაძე, კომპანია „ელიტ ელექტრონიქსის“ გენერალური დირექტორი, ჟიურის თავმჯდომარე: მიხარია, რომ ძალიან ნიჭიერი თაობა მოდის. სტუდენტურ ოლიმპიადამდე ორი კვირით ადრე ჩატარდა საბავშვო ოლიმპიადა. ამ ოლიმპიადის მიზანი სკოლის ასაკის ბავშვებში ბიზნესის პოპულარიზაცია იყო - ბავშვებმა სკოლის ასაკშივე უნდა დაიწყონ ბიზნესზე ფიქრი. მათ საკმაოდ რეალური ბიზნესგეგმები ჰქონდათ. მთლად იმ დონეზე არ იყო, როგორც ეს უნივერსიტეტებმა შეძლეს, მაგრამ საკმაოდ კარგად იყვნენ პატარებიც მომზადებულნი. რაც შეეხება საუნივერსიტეტო ოლიმპიადას, შერჩევის პროცესი სამი თვე გრძელდებოდა და საუკეთესოები ფინალურ ეტაპზე გამოვლინდნენ. ყველაზე მეტად ოპტიმისტურად განმაწყო იმან, რომ სტუდენტებს ძალიან მაღალი მოტივაცია ჰქონდათ. ვფიქრობ, მათ მიერ წარმოდგენილი ყველა პროექტი იყო რეალური და განხორციელებადი. დარწმუნებული ვარ, ბიზნესპროექტის ავტორები წარმატებულ ბიზნესმენებად მოგვევლინებიან. ასე რომ, ძალიან დიდი პოტენციალი დავინახე სტუდენტობაში - მჯერა, ეს ის თაობაა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გადაარჩენს!

მოგეხსენებათ, სოციალურ პასუხისმგებლობებში ჩვენი პრიორიტეტი განათლებისა და დასაქმების პროექტებია. განათლებული ადამიანი სამუშაოსაც ადვილად იშოვის, შემდგომში სხვასაც დაასაქმებს. დიახ, განათლებული ადამიანები გადაარჩენენ კულტურასაც, სპორტსაც და ნებისმიერ სხვა მიმართულებასაც. ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ბიზნესსკოლებისა და ბიზნესიდეოლოგიის განვითარება. რაც უფრო მეტი წარმატებული ბიზნესმენი და მენეჯერი იქნება ქვეყანაში, უფრო მეტი დასაქმებული გვეყოლება. ინტელექტი ყველაზე დიდი ინვესტიციაა. რაც შეეხება ამ სტუდენტურ ოლიმპიადას, მისი ჩატარება ჩვენი იდეა არ იყო, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ეკონომიკური განათლებისა და განვითარების ცენტრმა შემოგვთავაზა. რადგან ეს შემოთავაზება ჩვენს კონცეფციაში სრულად ჯდებოდა, დიდი სიამოვნებით დავუჭირეთ მხარი. ვფიქრობ მომავალშიც, კიდევ უფრო ფართო მასშტაბებში გადავიტანოთ ეს თანამშრომლობა.

- საინტერესოა, როგორც ჟიურის თავმჯდომარე რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად სტუდენტების მიერ წარმოდგენილ პროექტებში, განსაკუთრებით რომელს გამოყოფდით სამი გამარჯვებული პროექტიდან?

- ჟიურის შეფასება ობიექტური იყო. თუმცა, პროექტები, რომლებმაც საპრიზო ადგილები ვერ მოიპოვეს, აბსოლუტურად რეალური და საინტერესო ჩანდა. უბრალოდ, შეფასების დაწესებულ კრიტერიუმებს ეს სამი პროექტი უფრო აკმაყოფილებდა. კიდევ ვიმეორებ, დანარჩენი პროექტებიც რეალობაში აბსოლუტურად განხორციელებადია. საერთოდ, ყველაზე კარგი ჟიური ცხოვრებაა, სწორედ ცხოვრება აჩვენებს, რომელი პროექტი შეიძლება იყოს კარგი და რომელი ცუდი. ვთვლი, რომ ოლიმპიადის ტიპის კონკურსები არ არის ბიზნესპროექტების წარმოჩენის საუკეთესო საშუალება, ამას ცხოვრება და რეალური ყოფა გაცილებით უკეთ ახერხებს. ამიტომ, იქ ჩვენ სხვა პროექტსაც დავუჭირეთ მხარი, მაგალითად, შიდა ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებულ ორ პროექტს ქუთაისიდან და ბათუმიდან. შემდგომში სხვა მსგავს პროექტებსაც დავუჭერთ მხარს. უახლოეს მომავალში ვიწყებთ უფრო მასშტაბურ სტუდენტურ პროექტს. მოგეხსენებათ, დღეს საკმაოდ რთულია კრედიტების მიღება, განსაკუთრებით საწყის ეტაპზე, ამიტომ გვინდა, რომ გარკვეული რისკები ჩვენს თავზე ავიღოთ - დაფინანსების 50%25-ს საკუთარ თავზე აიღებს „ელიტ ელექტრონიქსი“, 10%25-ს ის უნივერსიტეტი, რომელშიც სწავლობს სტუდენტი და დარჩენილ 40%25-ზე თავად სტუდენტმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. თითქმის ყველა უნივერსიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. პროექტში მონაწილეობით ნებისმიერ სტუდენტს მიეცემა საშუალება, განახორციელოს თავისი ორიგინალური იდეა. ვფიქრობ, ეს გარკვეული სტიმული იქნება იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მომავალში ბიზნესით იქნებიან დაკავებული. ჩვენ მათ საწყის ეტაპზე საკრედიტო განაკვეთის 50%25-საც დავუფინანსებთ, რათა სტუდენტს მძიმე ტვირთად არ დააწვეს.

0x01 graphic

რაც შეეხება იმას, თუ რა გამოკვეთა უკვე ორგანიზებულმა სტუდენტურმა ბიზნესოლიმპიადამ, გეტყვით: გამოიკვეთა ის, რომ საკმაოდ დიდი პოტენციალი გვაქვს. ამ ოლიმპიადის მიზანი, რა თქმა უნდა, წარმატებული ბიზნესპროექტების გამოვლენა იყო. უფრო დიდი მიზანი გახლდათ ის, რომ დღევანდელი ახალგაზრდობა ფიქრობდეს და ვითარდებოდეს ბიზნესის მიმართულებით. ვმუშაობთ იმაზე, შემდგომში როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესები და გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომლებიც ამ ოლიმპიადამ წარმოაჩინა. ეს მოთხოვნილება ოლიმპიადაზევე გაჩნდა - რაც მთავარია, სტუდენტები არიან მოტივირებულნი და თუ ჩვენ დავეხმარებით, მათი წარმატება გარანტირებული იქნება.

- საინტერესოა, თუ მონაწილეობს რაიმე ფორმით ამ პროცესებში განათლების სამინისტრო, თუნდაც რეკომენდატორის როლში, რამდენად სერიოზული და მოტივირებულია სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი?

- მე როგორც ვიცი, აქამდე განათლების სამინისტრო ამ პროცესებში არ მონაწილეობდა, თუმცა, შემდგომში არცერთი რეზერვის გამორიცხვას არ ვფიქრობთ. პირიქით, ნებისმიერ მსგავს ინიციატივას მივესალმებით. ჩემის აზრით, სახელმწიფოს როლი ამ საქმეში მასშტაბური უნდა იყოს. იმედს გამოვთქვამ მომავალში განათლების სამინისტროც დაინტერესდება და აქტიურად ჩაერთვება ამ ტიპის პროექტებში. იმასაც გეტყვით, რომ განათლების სამინისტროსთან ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გვქონია კონსულტაციები, ვიმსჯელეთ უნივერსიტეტის რექტორებთან, რომელთა ინტერესი და მოტივაცია ძალიან მაღალი აღმოჩნდა - მხარდაჭერა უნივერსიტეტების ხელმძღვანელობისგან საკმაოდ მაღალი იყო. იმედი მაქვს, მომავალში ამ პროცესებში განათლების სამინისტროც ჩაერთვება. მინდა გითხრათ, რომ ოლიმპიადაში მონაწილე სტუდენტები საკმაოდ თავდაჯერებულები იყვნენ და წარმოდგენილი პროექტების ყოველი დეტალი სრულად ჰქონდათ გააზრებული. გაცილებით უკეთესი თაობა მოდის, ვიდრე ჩვენი თაობა იყო. გარწმუნებთ, როცა ეს თაობა მოვა ბიზნესში, ჯანსაღი პროცესები წავა ქართულ ეკონომიკაში. დამეთანხმებით, დღეს ყველაზე დიდი დეფიციტი კარგ მენეჯერზეა. კარგი მენეჯერები კი მომავალში დანარჩენ კადრებზეც გააჩენს მოთხოვნას, ანუ სხვა პროფესიების კვალიფიკაციაზე მოთხოვნაც წამოიწევს წინ. რაც უფრო მაღალკვალიფიციური მენეჯერები გვეყოლება, მით უფრო დაჩქარდება ბიზნესპროცესები და გაიზრდება კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა. ასეთი მოთხოვნა უკვე დღეს არსებობს და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, გარკვეულწილად, ბიზნესის ჩარევა თუნდაც ამ ტიპის პროექტების განხორციელებაში ძალიან წაადგება საქმეს, მით უფრო, თუ სახელმწიფოც გააქტიურდება ამ მიმართულებით.

34 საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების ონლაინ აუქციონი შეიქმნება

▲ზევით დაბრუნება


განახლებადი ენერგიის წყაროების ეფექტიანი და პრაქტიკული გამოყენება, ქართული ინოვაციური პროექტების დანერგვაპოპულარიზაცია, ეს იმ თემის გაგრძელებაა, რომელზეც ჩვენი ჟურნალის წინა ნომერში ვწერდით...

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ინოვაციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, არაერთი გამოგონების ავტორი, ბატონი თამაზ ვაშაკიძე ბრიუსელიდან სამშობლოში „ეროვნული გამარჯვებულის“ სტატუსით დაბრუნდა.

თამაზ ვაშაკიძე: - პირველ რიგში, მინდა მადლობა გამოვუცხადო საგამომცემლო სახლ „ინოვაციის“ ხელმძღვანელობას, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიჩინა ევროპაში აღიარებული ჩემი გამოგონების მიმართ. ეს გამარჯვება ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა იყო. ბრიუსელში, კონკურსზე წარდგენილი 853 გამოგონებიდან საქართველოდან გაგზავნილი პროექტი ლაურეატი და ნომინანტი გახდა და როგორც გამარჯვებულს, საშუალება მომეცა გარდამავალი პრიზი და დიპლომი მიმეღო.

შეკრებაზე იმყოფებოდნენ წარმომადგენლები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ფორუმზე ძირითადად წარმოდგენილი იყო ისეთი პროექტები, რომელიც ყოველდღიური, საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაწყვეტას ემსახურება.

დაჯილდოების ცერემონიალი ბრიუსელის ევროპარლამენტის შენობაში გაიმართა: დომინანტებს საშუალება მოგვეცა „ოქროს გლობუსის“ ღირსეული მფლობელი გამოგვევლინა. სტიმულის მომცემია ის, როცა მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები განახლებადი ენერგეტიკის პრობლემებისადმი კეთილ დამოკიდებულებას იჩენენ.

დაჯილდოების ცერემონიალს ევროპარლამენტის პრეზიდენტი ბატონი ჰანს ბერტ პოტერი უძღვებოდა - ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ ცნობილი ინდოელი საზოგადო მოღვაწის, ინდირა განდის შვილიშვილი, განეკა განდი. ღონისძიებას ესწრებოდა, აგრეთვე, „ენერჯი გლობალ ევარდის“ პრეზიდენტი, ვოლფანგ ნოიმანი. ფორუმზე მიწვეული იყო გაეროს მთავარი წარმომადგენელი - კოფი ანანი, მთლიანად ევროპარლამენტის შემადგენლობა და რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის უკანასკნელი პრეზიდენტი, ბატონი მიხეილ გორბაჩოვიც, რომელიც პრიზის მფლობელი გახდა და იქვე, მწვანე ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარედ დაინიშნა.

პროექტების მოკლე ანოტაციებს გავეცანი. ისინი ძირითადად წყალსა და ენერგიაზე იყო ორგანიზებული. მათგან მინდა აღვნიშნო ძალზე ორიგინალური პროექტი, რომლის დასახელებაც პირდაპირ ემთხვეოდა საკუთარი პროექტის სახელწოდებას - ის ნიგერიიდან სამმა გამომგონებელმა წარმოადგინა. პროექტს ერქვა „წყლის, ქარის და მზის კომპლექსური გამოყენება ნიგერიის მოსახლეობის სიღარიბიდან გამოსვლისათვის“. როცა ვიკითხე, სამი ადამიანის გამგზავრება ბრიუსელში როგორ მოხერხდა, ეს ხომ საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, - მითხრეს, რომ ისინი სახელმწიფომ დააფინანსა... მათ დავუახლოვდი. ნიგერიელებმაც ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და დამპირდნენ, ნიგერიის ენერგეტიკის სამინისტროს შორეული საქართველოდან წარმოდგენილი პროექტის შესახებ მოახსენებდნენ და დაინტერესების შემთხვევაში, შეგვეხმიანებოდნენ. ასევე დამამახსოვრდა სლოვენიის წარმომადგენელი, რომელსაც ქვეყნის პრემიერმინისტრმა და ენერგეტიკის მინისტრმა დაურეკეს და გამარჯვება მიულოცეს, საქართველოს მთავრობამ კი, გასამგზავრებლად გარკვეული თანხებზე უარი მითხრა... არადა, სხვა სახელმწიფოთა მთავრობები ძალზე დიდ ყურადღებას უთმობენ ენერგიის გამოყენებას და მაქსიმალურად ცდილობენ მათ დანერგვასა და პოპულარიზაციას.

„ბ.კ.“: - ბატონო თამაზ, საინტერესოა, როგორ წარმოგიდგენიათ, ქართული ინტელექტუალური საკუთრების, ქართული ინოვაციური პროექტების კომერციალიზაცია. რა ბედი ელის ამგვარ პროექტებს საქართველოში?

თამაზ ვაშაკიძე: - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციასთან შექმნილი ინოვაციების დეპარტამენტი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ზუსტად იმისკენაა მიმართული, რომ მოახდინოს ქართული ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია. გვაქვს მიმართულებები, რომელიც, პირველ რიგში, განახლებადი ენერგიის წყაროებს ეხება. ეს მეტად საჭირბოროტო საკითხია და დამოკიდებულია ენერგომატარებლების შემოტანაზე, რომელიც ჯერჯერობით შეიძლება ძვირიც ღირს, მაგრამ, ამ საქმეში დღეს ჩადებული თანხა მომავალში - 2025 წლის შემდეგ, შესაძლოა, უზარმაზარ კაპიტალად იქცეს - ბუნებისგან ბოძებული რესურსებით ქვეყანა ენერგეტიკის სფეროში დამოუკიდებელი გახდეს.

0x01 graphic

„ბ.კ. “: - გქონიათ საუბრები ამ საკითხებზე ქართველ ბიზნესმენებთან და ყოფილა თუ არა მათი მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა?

თამაზ ვაშაკიძე: - მართალი გითხრათ, ჩვენს ასოციაციაში გაერთიანებულნი არიან მსხვილი ბიზნესმენები, მაგრამ მათი მხრიდან არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა, ალბათ იმის გამო, რომ უმეტესობა მაინც, საკუთარი ბიზნესითაა დაინტერესებული. ჯერჯერობით ისინი ამ საკითხებით ნაკლებად ინტერესდებიან - ჩვენს სფეროსთან მათი ინტერესთა თანხვედრა ძალზე მცირეა... საქართველოში რეალურად არსებობს იმის საშუალება, რომ დღესვე შეიქმნას ინტელექტუალური საკუთრების ონლაინაუქციონი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, რაც რეგიონალური ბაზრის შესწავლისა და მისი მოთხოვნების შესაბამისად უნდა განხორციელდეს, - ამ საქმეზე პასუხისმგებლობას ინოვაციების დეპარტამენტი იღებს. აღნიშნული აუქციონი ცნობილია - მასში მონაწილეობენ ისეთი ორგანიზაციები და კომპანიები, როგორიცაა: „აიბიენი“, „ჯენერალ მოტორსი“ და ა.შ. სწორედ ისინი მუშაობენ ინტელექტუალური საკუთრების რეალიზაციაკომერციალიზაციაზე. მოგეხსენებათ, „აიბიენის“ - ამ უზარმაზარი კომერციული ორგანიზაციის შემოსავლების ერთერთ წყაროს ინტელექტუალური საკუთრების ყიდვაგაყიდვა წარმოადგენს.

„ბ.კ.“: - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ თაროზე არ ჩამოიდოს ამგვარი პროექტები? ადვილი შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ისინი მოძველდეს კიდეც-პროექტი ერთია და მისი რეალიზაცია - მეორე...

თამაზ ვაშაკიძე: - ეკონომიკის სამინისტროში მცირე ბიზნესისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ ვმუშაობდი, მალე ეს განყოფილება გაუქმდა და ინოვაციების სამმართველოს ხელმძღვანელად გადამიყვანეს. როცა ბატონი ბენდუქიძე მინისტრად დანიშნეს, მას ერთადერთი შეხვედრა ჰქონდა ჩვენს კოლექტივთან. ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველოში მცირე მეწარმეობა უნდა განვითარდეს და ამას უპირველესად სოციალურეკონომიკური მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ეხება ინოვაციურ მცირე მეწარმეობას, რომელიც მთელ მსოფლიოშია განვითარებული. რუსეთში შემოიღეს ამგვარი ტერმინი: „ინოვაციური ეკონომიკა“, რომელიც ოთხ მიმართულებად იყოფა: ინსტიტუტი, ინფრასტრუქტურა, ინვესტიციები და ინოვაცია.

ბატონმა ბენდუქიძემ კი, ამ საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსთვის ინოვაციები ფუფუნებაა. სამწუხარო რეალობაა ის, რომ დღეს საქართველოს მთავრობა საერთოდ არ ინტერესდება ამ საკითხებით, - როდესაც საქართველოდან გაგზავნილმა ინოვაციურმა პროექტმა ევროპაში გაიმარჯვა, როცა ორ მთავარ, შესაბამის სახელმწიფო უწყებას დაფინანსებას სთხოვ და უარით გისტუმრებენ, გულსატკენია.

თვითონ ტერმინი „ინოვაცია“ მისი ავტორისა და გამომგონებლის, იოსებ შუბენდერის სახელთანაა დაკავშირებული, შემდეგ მას სხვაგვარი ინტერპრეტაცია მიეცა. „ინოვაცია“ კომერციალიზებული გამოგონებაა...

რაც შეეხება ჩვენი პროექტების გამძლეობასა და დროში მათ აქტუალობას, საქართველოში 7 ათასზე მეტი გამოგონება და ამდენივე, ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი საპატენტო მოწმობა არსებობს. ამ პროექტებს 20 წლიანი ვადა აქვს. რასაკვირველია, დღედღეზე მათი ვადები იწურება და ბევრმა მათგანმა დროთა განმავლობაში დაკარგა კიდევაც აქტუალობა, მაგრამ ბევრს სრულიად მარტივად შეუძლია კიდევ ერთხელ, გარკვეული თანამედროვე ტექნოლოგიური ცვლილებების გათვალისწინებით ხელახლა მიიღოს შესაბამისი პატენტი... სახელმწიფო სტრუქტურებმა საქართველოში ინოვაციების დანერგვაზე უარი თქვეს და ეს საქმე თავიდან აიცილეს, „საქპატენტი“ კი, მხოლოდ ინოვაციური პროექტების რეგისტრაციას ახდენს.

ერთადერთი მზრუნველი ჩვენი ორგანიზაცია დარჩა, რომელმაც პირველ რიგში, მეცნიერულტექნიკური სიახლის დანერგვა იტვირთა - მთავარია მათი საწარმოში გამოყენებადობა და კომერციული რენტაბელობა.

საქართველოში უნიჭიერესი ხალხია და მათი პროექტების საერთაშორისო აუქციონზე გატანა აუცილებლად უნდა მოხდეს, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ქართველ გამომგონებელთა სააზროვნო არეალი, პრაქტიკულად განუსაზღვრელია.

ესაუბრა
თამარ ჭეჟია

35 მოზაიკა

▲ზევით დაბრუნება


0x01 graphic

სტივ კაუფმანი უდიდესი დისტრიბუტორი

კორპორაციული სუბიექტების კრიზისული მდგომარეობის თავიდან აცილების ან გადალახვის ერთერთი ეფექტური საშუალებაა საწარმოს არაეფექტური ქვედანაყოფების გაყიდვა, ახალი პერსპექტიული სიმძლავრეების ყიდვა, ან ამ საწარმოს სხვა კომპანიასთან შერწყმა.

ამ მიმართულებით ყველაზე რეკორდული გარიგებების ავტორად „ეროუ ელექტრონიქსის“ მმართველი სტივ კაუფმანი ითვლება.

კაუფმანი თავიდან არ გეგმავდა გამოეყენებინა ქვედანაყოფების ყიდვაგაყიდვის სტრატეგია, მაგრამ საბაზრო კონიუნქტურის ანალიზის შემდეგ იგი მივიდა დასკვნამდე, რომ არსებულ სიტუაციაში ეს ყველაზე ეფექტური სტარტეგია იქნებოდა.

მანამდე, სანამ სტივ კაუფმანი „ეროუ ელექტრონიქსის“ ხელმძღვანელად დაინიშნებოდა, ეს კომპანია №2 მოთამაშედ თავის დარგში ითვლებოდა. მისი აქტივები ლიდერი კომპანიის „ავნეტის“ აქტივების 1/3ს უტოლდებოდა, რომლის გაყიდვების მოცულობაც 1 მილიარდი დოლარი იყო. თვითონ „ეროუს“ გაყიდვები კი მხოლოდ 350 მილიონს აღწევდა. კომპანიები, რომლებსაც მომდევნო მე-3, 4, 5 ადგილები ეკავათ, 250დან 300 მილიონ დოლარამდე გამოიმუშავებდნენ და „ეროუს “ თავიანთი ზრდის პოტენციალით მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ.

თუმცა, მიუხედავად კარგი პოზიციებისა, „ეროუს“ არც ისე კარგ მწარმოებლად ახასიათებდნენ. ცდილობდნენ რა რეპუტაციის გამოსწორებას, კომპანიის მესვეურები „თან გადაკლულნი“ იყვნენ პროდუქციის ხარისხზე და პროცესების მწარმოებლურობაზე, მაგრამ იმავდროულად აღარ შეეძლოთ ყურადღება გაემახვილებინათ კომპანიის ზრდის პოტენციალის გამოყენებაზე.

ამის გამო, კომპანია მალე გადააწყდა პრობლემების გლუვ „კედელს“, რომლის გადალახვაც სტივ კაუფმანის დამსახურებაა.

სტივ კაუფმანმა კომპანიის საქმიანობის ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ პრობლემების მთავარი მიზეზი კონკურენტების სიმრავლე იყო. ამიტომ მან მთელი დარჩენილი რესურსები სუსტი კონკურენტების შესყიდვაზე გადაისროლა. იგი გამალებით ყიდულობდა მე-4 თუ მე-5 დონის კომპანიებს და ისინი „ეროუს“ დონემდე „ამოჰყავდა“. ასეთი სტრატეგიით „ეროუ“-მ ლიდერ კომპანია „ავნეტს“ გაუსწრო და მისმა გაყიდვებმა უკვე 12 მილიარდი დოლარი შეადგინა.

1986 წლიდან, როდესაც კაუფმანმა კომპანიის ადმინისტრატორის თანამდებობა დაიკავა, კომპანიის პარამეტრების გაუმჯობესება დაიწყო. 1985 წელს კომპანიის შემოსავალი 501 მილიონ დოლარს შეადგენდა, ქსელური დანაკარგები კი 31 მილიონს. კაუფმანმა იმდენად სრულყო საწარმოო პროცესები, რომ ერთი წლის შემდეგ კომპანიის შემოსავალი 562 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, დანაკარგები კი 3ჯერ 10 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

ასევე რეკორდული ცვლილებებით აღინიშნა კაუფმანის დანიშვნა კომპანიის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ 1994 წელს. ამ წელს „ეროუს “ სუფთა მოგება 111,8 მილიონი დოლარი იყო. ერთი წლის შემდეგ კი მოგება თითქმის გაორმაგდა და 202,5 მილიონ დოლარს მიაღწია - ასეთი ნახტომისებური ზრდა არც ისე ხშირია ბიზნესსამყაროში.

2000 წელს კაუფმანმა განაცხადა: „ჩვენ ვახორციელებდით შესყიდვებს იმისათვის რომ კომპანიის ხარვეზები გამოგვესწორებინა, მაგრამ დღეს ეს სტრატეგია უკვე კომპანიის „ცხოვრების წესად“ იქცა“.

და ეს სიტყვები საქმითაც დაამტკიცა 2000 წლის დასაწყისში „ეროუ-“-მ შეისყიდა ერთერთი უმსხვილესი დისტრიბუტორი ელექტრონიკის დარგში - „იზრაელებეიზდ როპაკ ელექტრონიკს“ - ი. საფრანგეთის ერთერთი უმსხვილესი დისტრიბიუტორიტაკელეკ“-ი 2000 წლის გაზაფხულზე შეუერთდა „ეროუს“. 2000 წლის ზაფხულში კი „ეროუმ“ ჩრდილოეთ ევროპის ბაზრის დიდი ნაწილი დაიკავა „ნორვეი ჯაკობ ჰატელენდ ელექტრონიკსისშესყიდვით.

იმავე წელს, „ეროუმ“ შეისყიდა „ვაილ ელექტრონიკსი“ კანადაში და „დისკოპელი მექსიკაში. „ვაილ ელექტრონიკსის“ შესყიდვით „ეროუ“ მისთვის ახალ დარგში - ქსელური კომუნიკაციების ინდუსტრიაში შეიჭრა, რამაც ახალი ჰორიზონტები გაუხსნა კომპანიას.

2002 წელს „ეროუ“ გახდა მსოფლიოს ერთერთი ლიდერი ელექტრონული კომპონენტების და კომპიუტერების დისტრიბუციის დარგში და ასევე წამყვანი პროვაიდერი ელექტრონული ინდუსტრიის სფეროში.

0x01 graphic

კაუფმანის ხელმძღვანელობით „ეროუს“ კაპიტალიზაცია 40 მილიონიდან 4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. კომპანიამ 100 საუკეთესო კორპორაციის რეიტინგში დაიკავა საპატიო ადგილი...

„ეროუს“ შტაბბინა ნიუიორკში წარმოადგენს მომარაგების არხს 600 დიდი მწარმოებლისთვის და 200000 კორპორაციული მომხმარებლისათვის. კომპანია შედგება გაყიდვების 225 განყოფილებისაგან და 23 სადისტრიბუციო ცენტრისაგან 39 ქვეყანაში.

კაუფმანი საკმაოდ თავმდამბლად აფასებდა თავის თვისებებს: „მე არ ვიყავი უმწიკვლო, შეცდომებსაც ვუშვებდი, მაგრამ მყოფნიდა ტვინი იმისათვის, რომ ყველაფერი თავიდან დამეწყო და სხვაგვარად მეცადა. ჩვენ კონკურენტის პირველი შესყიდვა იმიტომ განვახორციელეთ, რომ წარუმატებლობებს განვიცდიდით… . . .

1985 წლიდან კომპანიის ბრუნვა კი იზრდებოდა, მაგრამ „ეროუ“ წელიწადში ბაზრის მოცულობის ზრდის 5%25-ს ჰკარგავდა. საკუთარი სიმძლავრეების გაზრდა საკმაოდ ძვირი დაჯდებოდა და თან ეს კონკურენციის წნეხს კიდევ უფრო გააძლიერებდა. ამიტომ, კაუფმანმა მიიღო გადაწყვეტილება მათზე სუსტი კონკურენტები შეესყიდა. როდესაც პირველი გარიგება წარმატებული აღმოჩნდა, მან შესთავაზა კომპანიის მმართველობას - „მოდი ეს კიდევ გავიმეოროთ“.

ასეთი გამეორებების შედეგად ეროუს შემოსავლები 500 მილიონიდან 13 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

კაუფმანის აზრით, ასეთი წარმატებისათვის არ არის საკმარისი მხოლოდ თეორიების ან სტატისტიკის ცოდნა. კომპანიის განვითარებას სჭირდება ისეთი ლიდერი, რომელიც „ინსტინქტურად“ გრძნობს ბიზნესგარემოს, დარგის განვითარების პერსპექტივებს და ყველა იმ კორპორაციულ პროცესს, რომლებსაც იგი მართავს.

ასეთი „ინსტინქტური“ შეგრძნება კი მხოლოდ მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ყალიბდება.

ლიდერმა არ უნდა იტანჯოს თავი სტატისტიკური მონაცემების და ანალიტიკური გამოკვლევების სკურპულოზური შესწავლით - ამ დროს მან შეიძლება კარგი პერსპექტივა ვერ შენიშნოს. ლიდერმა უნდა გააკეთოს „ფსონი“ იმ გამოცდილების მიხედვით, რაც მას გააჩნია. შეიძლება ის ტენდენცია, რომელზეც ფსონია დადებული, წარუმატებელი აღმოჩნდეს, მაგრამ სკურპულოზურ ანალიზზე მაინც ინტუიცია უნდა დომინირებდეს. კარგ თეორეტიკოსს იშვიათად უმართლებს პრაქტიკულ საქმიანობაში.

თუმცა, კომპანიის საქმიანობაში არის ისეთი მომენტები, როდესაც ცივ ანგარიშს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს, ვიდრე შემოქმედებით ინტუიციას და რისკს.

ციფრებით და ანალიზებით ხელმძღვანელობა აუცილებელია მაშინ, როდესაც კომპანიის ექსპანსიური ზრდის პოტენციალი იწურება. ბაზარი არ არის უსასრულო და ადრე თუ გვიან მაინც დგება კომპანიის მწარმოებლურობის ამაღლების საკითხი.

როდესაც „ეროუს“ ზრდის ტემპი შენელდა, კომპანიის ხელმძღვანელობამ დაიწყო ისეთი ლიდერების ძიება, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებოდნენ მწარმოებლურობის ამაღლებაზე. ამ მიმართულებით განვითარება მოითხოვდა, რომ კომპანია უნდა გადასულიყო მმართველობის უფრო დისციპლინირებულ და პედანტურ სტილზე, რადგან ამბიციურობა და „შემოქმედებითობა “ კომპანიის შიგნით არაეფექტურ თვისებებს წარმოადგენდნენ.

თვითონ კაუფმანი აღნიშნავდა: „ჩემი მმართველობა არ იყო მაინცდამაინც პედანტური, რადგან ჩვენ მაშინ გვჭირდებოდა ადამიანები საკმაოდ მოთოკილი ამბიციებით, მაგრამ არა უბრალოდ მოანგარიშეები ან ბუღლტრები. მე მინდოდა რომ ჩემს მაგივრად ემუშავა ისეთ ადამიანს, რომელიც უფრო მომზადებული იქნებოდა პროგრამული სამუშაოების შესასრულებლად. მე კი უფრო მეტად ჩემი ინდუსტრიის „ევანგელისტი“ და „წინასწარმეტყველი“ ვიყავი, ვიდრე ადმინისტრატორი.“

2000 წელის ბოლოსათვის კაუფმანი და მისი დირექტორთა საბჭო კარგად მიხვდა, რომ ზრდის პოტენციალი უკვე იწურება. კომპანიის ზრდის ტემპი უკვე აღარ აკმაყოფილებდა აქციონერთა მოლოდინებს - კომპანია სულ უფრო მეტ ზეწოლას განიცდიდა მათი მხრიდან.

„ეროუს “ მმართველობას სხვა არა დარჩენოდათ რა, რომ გაეკეთებინათ ფოკუსირება კომპანიის მწარმოებლურობის ამაღლებაზე.

კაუფმანის აზრით, ამერიკული კაპიტალიზმის ერთერთი მთავარი პრობლემაა „აქციონერების უფლებები“. მაგრამ როგორი უფლებები? განვითარების სწრაფი ტემპების დროს აქციონერები ერთხმად უჭერდნენ მხარს კომპანიის სტრატეგიებს, მაგრამ 2000 წლის რეცესიის შედეგად თითქმის ყველა კომპანიამ განიცადა დანაკარგები. ინვესტორებმა შეწყვიტეს კომპანიების ფინანსური მხარდაჭერა. ბევრმა საბირჟო სპეკულანტმა კი დიდი რაოდენობით შეისყიდა გაიაფებული აქციები.

„ეროუს“ აქციათა პაკეტის 25%25 4 ახალმა ორგანიზაციამ შეისყიდა და მათ პრეტენზია გამოთქვეს კომპანიის მმართვლობაში მონაწილეობაზე.

მათ ჩათვალეს, რომ კომპანია ძალიან სწრაფად იზრდება და შეიძლება „გასკდეს“ კიდეც. ამიტომ მათ მოსთხოვეს კაუფმანს, რომ კომპანია „შეემცირებინა“. ახალ აქციონერებს უნდოდათ, რომ „ზედმეტი“ ფული მათ აქციებზე დარიცხულიყო იმის ნაცვლად, რომ ეს ფული ახალ შენაძენებზე დახარჯულიყო. მაგრამ კაუფმანმა არ დათმო თავის პოზიციები. იმედგაცრუებულმა ახალმა აქციონერებმა შესთავაზეს მას, რომ გამოისყიდე ჩვენგან აქციები - ამით აქციების ფასი ბირჟაზე გაიზრდება. ჩვენც ფულს ვიშოვით და თქვენც მოგებული დარჩებით, რადგან აღიდგენთ სრულ კონტროლს კომპანიაზეო. გარდა ამისა, აქციათა კოტირების ზრდა თვითონ „ეროუ“-საც აწყობდა. კაუფმანმა კი დაიწყო აქციების შესყიდვა, მაგრამ არა იმ ტემპით, როგორც ეს აბეზარ აქციონერებს უნდოდათ, რომ აქციათა ფასი ზედმეტად არ ავარდნილიყო. კაუფმანი 20 თვის განმავლობაში ყიდულობდა აქციებს, რის შედეგადაც ახალი აქციონერები თავიდან მოიშორა, თუმცა, ისინი წაგებულნი არ დარჩენილან, რადგან „ეროუს “ აქციათა ზრდაზე საკმაოდ დიდი მარჟა მიიღეს.

კაუფმანს რომ დაეთმო და კომპანიის ზრდა შეეჩერებინა, დღეისათვის „ეროუს“ მასშტაბები სამჯერ ნაკლები მაინც იქნებოდა. შეიძლება საერთოდ სულ გაკოტრებულიყო, რადგან, როდესაც მიმწოდებლები გაიგებდნენ, რომ კომპანიის მასშტაბები მცირდება, მაშინ ისინი ახალ დისტრიბუტორს დაუწყებდნენ ძებნას.

კაუფმანმა დაუმტკიცა ზემოთ აღნიშნულ აქციონერებს, რომ მათი წინადადებები ბრიყვული იყო. თუმცა, ამ აქციონერებმა საკმაოდ უარყოფითი გავლენა მოახდინეს კომპანიაზე. „ეროუ“ იძულებული გახდა გამოესყიდა თავისი აქციები - კომპანიამ 300 მილიონი დოლარი დახარჯა ამ ოპერაციებზე, რაც დააკლდა კომპანიის საკუთარ ხარჯებს და რამაც გაზარდა კომპანიის ვალები.

კაუფმანი ამ ფულს ფუჭად დახარჯულს უწოდებდა, რადგან მისი აზრით, ამ ფულის დახარჯვა ახალ შენაძენზე უფრო მეტ მოგებას მოუტანდა არსებულ ძირითად აქციონერებს.

ამ გამოსყიდვამ არც ისე დიდად გაზარდა აქციათა ფასები, მაგრამ ამ ფაქტმა მაინც მიიზიდა სხვა ინვესტორები. ამიტომ „ეროუმ“ აქციათა მხოლოდ 12%25-ის გამოსყიდვა მოასწრო. დანარჩენი აქციები შედარებით „მცირეგაბარიტიანმა“ ინვესტორებმა დაიტაცეს.

მაგრამ „ეროუ“ მაინც იძულებული იყო შეეჩერებინა კომპანიის ზრდა, რადგან ბაზარზე აღარ დარჩნენ ისეთი სუსტი კონკურენტები, რომელთა შესყიდვა ადვილი იქნებოდა.

კომპანია უკვე 1999 წლიდან ახორციელებდა მწარმოებლურობის ზრდის ინიციატივას. ამ მიმართულების ხელმძღვანელად ფრენსის სკრიკკო მოიწვიეს, რომელმაც შეცვალა კიდეც სტივ კაუფმანი კომპანიის ხელმძღვანელის პოსტზე.

კაუფმანის გამოცდილებამ დაარწმუნა ბევრი კომპანია, რომ საკუთარი წარმოების განვითარებას უმეტეს შემთხვევაში უკვე არსებული და სუსტი ბიზნესსტრუქტურების შესყიდვა სჯობს. რა თქმა უნდა, კომპანიების შესყიდვა, შერწყმა თუ კარტელებში გაერთიანება სტივ კაუფმანამდეც ხდებოდა, მაგრამ იგი შეიძლება ჩაითვალოს ამ სტრატეგიის „კორიფედ“, რადგან შესყიდვების თუ შერწყმების ასეთი ტემპი და მოცულობა ჯერ არცერთ კომპანიას არ ჰქონია, თუმცა, ამის შესაძლებლობა ყველა მის კონკურენტს ჰქონდა.

კობა ბიწაძე

0x01 graphic

მიქელგაბრიელისთვის მილიარდებიც გახვრეტილი შაურიანია

„ერთადერთი, რაც დღეს მხედველობაში მიიღება, ფულია“, - ეს ფრთიანი გამონათქვამი ეკუთვნის ბერძენ მილიარდერს არისტოტელე ონასისს, რომლის სახელი განსაკუთრებით პოპულარული გახდა გასული საუკუნის 6070იან წლებში, როცა მან თავის „ოქროს ბანკნოტებს“ ჯონ კენედის ქვრივი, უმშვენიერესი ჟაკლინიც მიამატა. მათი ტანდემი მყარი არ აღმოჩნდა იმ „უბრალო “ მიზეზის გამო, რომ ონასისმა ვერ მოინელა მეუღლის ხელგაშლილობა სიძუნწის სენი მასაც ფრიად აწუხებდა. ამაზე ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ, ახლა კი იმაზე ვისაუბროთ, როგორ შესძლო მან, იზმირელი კომერსანტის შვილმა, მართლაც ზღაპრული ქონების მოხვეჭა. ის ხომ სწორედ მილიარდების წყალობით შევიდა მსოფლიო ელიტაში და, რომ იტყვიან, ხშირად „მუსიკასაც უკვეთავდა“.

თავდაპირველად არისტოტელე ონასისმა სულ სხვა ასპარეზზე გამოიჩინა თავი. თორმეტი წლისა იყო, ფრანგულის მასწავლებელმა რომ აცდუნა. მოწაფე ფრიად ალღოიანი გამოდგა - რახან „აკრძალულ ხილს“ გემო გაუსინჯა, მალე თვითონ დაიწყო „გაკვეთილების მიცემა“. სხვათა შორის, თავის დაუცხრომელ ენერგიას ჭაბუკი ონასისი სწორედ რომ სასიყვარულო თავგადასავლებში ხარჯავდა. ამან გადაატანინა ავი დედინაცვლის კაპრიზები და, წარმოიდგინეთ, უფრო მიზანსწრაფულიც გახადა!

პირველი მსოფლიო ომის წლებში თურქეთში ბერძნების წინააღმდეგ საყოველთაო ლაშქრობა დაიწყო. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩაგრავდნენ და ავიწროებდნენ, ამიტომ ვინც ამ რეჟიმს ვერ შეეგუა, სხვა ქვეყნებში გაქცევით უშველა თავს. მათ შორის გახლდათ 16 წლის ონასისი. თან ბევრი არაფერი წაუღია - „ყოველი შემთხვევისათვის“ ხელს გააყოლა პატარა ჩემოდანი, რომელიც საუკეთესო თურქული თამბაქოთი იყო სავსე. შილიფად ჩაცმული ონასისი ამ ჩემოდნით ხელში შეაბიჯებს ხმაურიან ბუენოს-აირესში. მართალია, მისი ჩასვლა მილიონიან ქალაქში ზალპებით არ აღუნიშნავთ, მაგრამ მომავალი მილიარდერისათვის ამას ნირი ოდნავადაც არ შეუცვლია. სავსე ჩემოდანი დროებით შეინახა და ინგლისურ კომპანია „ბრიტიშ იუნაიტედ რივერის“ სატელეფონო სადგურში კლერკად მოეწყო.

არავინ იცის, კომპანიაში რა გეგმებით მივიდა 16 წლის ბედის მაძიებელი. წინასწარ მოიფიქრა ის, რამაც პირველი დოლარები მოუტანა თუ, უბრალოდ, ფაქტის წინაშე დამდგარმა შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა: ონასისი ღამის ცვლაში მუშაობდა და ხელს არავინ უშლიდა, რომ... გავლენიან პირთა შესახებ საიდუმლოებები შეეგროვებინა, სარფიანად გაეყიდა. მერე რა, რომ მორალისა და ზნეობის მიხედვით ასეთი რამ დასაგმობია, რომ ადამიანს, რომელიც სხვის ნაგავში იქექება, მაღალ მატერიებზე ვერ დაელაპარაკები. ონასისისთვის მთავარი ის იყო, გაამართლებდა თუ არა შედეგი მიზანს. გაამართლა კიდეც - სულ მალე რამდენიმე ათასი დოლარი ჩაიჩხრიალა! ეტყობა, ვიღაცვიღაცებმა კარგად იცოდნენ იმ საიდუმლოებათა ფასი, ონასისი რომ ჰყიდდა. ამ ბადეში თამბაქოს უმსხვილესი ფირმის ხელმძღვანელი სუან გაონიც გაება. ყოველ შემთხვევაში, ის პირველი პიროვნება იყო, ვინც გაქნილ და ალღოიან ჭაბუკს რეკომენდაცია მისცა. ამას პირველი სერიოზული შეკვეთა მოჰყვა.

0x01 graphic

არისტოტელემ ახლა კი მოძებნა თავისი პატარა ჩემოდანი. მოძებნა და საქმეში ჩართო. ამერიკელებს ძალიან მოეწონათ თურქული საქონელი და ათიათას დოლარიანი შეკვეთაც გაფორმდა. ამას მოჰყვა მეორე, ხუთჯერ უფრო ძვირი შეკვეთა, რაც მისი სწრაფი გამდიდრების წყარო გახდა. მერე ნავთობის ბიზნესს მოჰკიდა ხელი, რამაც მილიონები მოუტანა, თუმცა ამ საქმეში საკუთარი ერთი ცენტიც კი არ დაუბანდებია. უკვე 1929 წელს არისტოტელე ონასისის სახელზე ბანკში მილიონნახევარ დოლარზე მეტი ირიცხებოდა.

უზომო ქონებით აღზევებულს პოლიტიკური ამბიციებიც გაუჩნდა - ბუენოსაირესში საბერძნეთის კონსულის პოსტი „იყიდა“, მერე კი ლონდონისკენ გაემგზავრა. აქაც მისი ყოველი ნაბიჯი მკაცრად ანგარიშიანია და ემსახურება მიზანს, ფულს ფული მიუმატოს და ამით კიდევ უფრო განიმტკიცოს საზოგადოებრივი მდგომარეობა. ვფიქრობთ, სწორედ ამან აპოვნინა ნორვეგიელი მაგნატის ქალიშვილი ინგერბორგ დიდიჰენი და მხურვალე სიყვარული შეჰფიცა. ამ კავშირმა მას საერთაშორისო სახომალდო კომპანიების სამყაროში შეაბიჯებინა. მიუხედავად ამისა, ონასისს დიდიჰენზე დაქორწინება გულში არ გაუვლია! 45 წლისამ ცოლად შეირთო 16 წლის ელადელი თინა ლევანოსი, რომელმაც ორი შვილი - ალექსანდრე და კრისტინა აჩუქა.

0x01 graphic

მუდამ მოუსვენარი ონასისი მაინც ბობოქრობდა - ახალი რომანი გააჩაღა მომღერალ მარია კალასთან, რომელიც კონცერტებს ხშირად აწყობდა სამეფო კარზე და, ცხადია, თავის რჩეულსაც გზის გაკაფვაში ეხმარებოდა. ეს გულმოდგინება ონასისმა მაინცადამაინც ვერ დაუფასა მომღერალს - მისი ყურადღება ჟაკლინ კენედიმ მიიპყრო. მალე ჟაკლინი მისის ონასისი გახდა, თუმცა არც ეს ქორწინება გამოდგა იღბლიანი: მილიარდერმა ქმარმა ვერ მოინელა ჟაკლინის ხელგაშლილობა - ის ხომ მხოლოდ ტანსაცმელზე წელიწადში მილიონ დოლარზე მეტს ხარჯავდა! მართალია, ონასისის მილიარდებზე ეს დიდ გავლენას ვერ ახდენდა, მაგრამ მან ლამაზ ცოლს თავქარიანობა მაინც არ აპატია და... ისევ მარია კალასს დაუბრუნდა.

ვერ ვიტყვით, რომ მილიარდებმა ონასისს სრული ბედნიერება მოუტანა. მანაც უამრავჯერ იწვნია ბედის ირონია. 1973 წელს ავიაკატასტროფაში დაეღუპა ვაჟი, ალექსანდრე, იმავე წლის შემოდგომაზე თავი მოიწამლა ონასისის პირველმა ცოლმა თინამ. თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე ქალიშვილმა კრისტინამაც. ყოველივე ამან გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა არისტოტელეს ჯანმრთელობას - უეცრად მოტყდა და ეს სიცოცხლით სავსე კაცი ბებრუხანად იქცა. 69 წლისა იყო, როცა გარდაიცვალა. ეს მოხდა 1975 წლის 15 მარტს. დატოვა 5 მილიარდამდე დოლარის ქონება.

0x01 graphic

არის თუ არა ფული მართლაც ყველაფრის საზომი, როგორც ონასისი ფიქრობდა? ფული, რა თქმა უნდა საჭიროა, რომელი სულელი იტყვის, სიმდიდრეს სიღარიბე სჯობსო, მაგრამ... ყველაფერს თავისი ზომა და წონა აქვს. არც ის არის უმნიშვნელო, ვინ რაში ხარჯავს ღვთის ბოძებულს. უცხოეთში ქველმოქმედება კეთილშობილურ საქმედ ითვლება. საბედნიეროდ, ჩვენი ზოგიერთი ბიზნესმენიც ასე ფიქრობს, თუმცა, ხელმოჭერილები უფრო მეტი გვყავს. იყო თუ არა ონასისი ქველმოქმედი, არ ვიცი. ის კი ვიცი, რომ მილიარდებმა მას სრული ბედნიერება ვერ მოუტანა...

მოამზადა
გური ჯანელიამ.

0x01 graphic

როგორ მოვიზიდოთ ქალბატონები?

ქალები, როგორც მომხმარებლები, ბევრად განსხვავდებიან მამაკაცებისგან, კერძოდ:

კაცები უფრო პირდაპირნი არიან მიზნის მიღწევისას, მაშინ, როდესაც ქალები დიდხანს ორჭოფობენ და არჩევანის პროცესით ერთობიან. ქალებს შეუძლიათ ერთდროულად იმუშაონ რამდენიმე საქმეზე და ეს მრავალფეროვნება ჰარმონიულად შეახამონ.

ასევე განსაკუთრებულია ქალების სამომხმარებლო მიდრეკილებები. შესაბამისად, მათდამი მარკეტინგული მიდგომაც განსხვავებული უნდა იყოს.

თანამედროვე ქალები დაინტერესებულნი არიან ჯანმრთელობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრობლემებით. მათ სულ უფრო მეტად იზიდავთ საზოგადოებრივი საქმიანობა.

ამიტომ, ქალებზე ორიენტირებულმა მარკეტინგულმა სტრატეგიამ შეიძლება მოულოდნელად კარგი შედეგები მოიტანოს. ამ მიმართულებით შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი სტრატეგიები:

1. სარეკლამო ტექსტების შედგენისას მოიზიდეთ უმეტესად ქალები. მათ მიერ შემუშავებული სარეკლამო მიმართვები შეიძლება მიმზიდველი აღმოჩნდეს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მამაკაცებისთვისაც - კაცების დიდი ნაწილი ხომ იხიბლება ქალის ხასიათით და მანერებით!!! ასევე მიმზიდველი შეიძლება აღმოჩნდეს „ქალური“ რეკლამაც. მაგრამ, მათი გამოკითხვა უნდა ხდებოდეს სპონტანურად, არაფორმალურ გარემოში - ჭიქა ყავასთან, სეირნობის, ან პიკნიკის დროს. დისციპლინა ნამდვილად არ ავითარებს ქალების შემოქმედებით უნარჩვევებს, რადგან, ქალებს ძალიან უყვართ გრძნობების, ოცნებების, შიშების, ინფორმაციების და არა „ადათწესების“ გაზიარება.

2. განათავსეთ თქვენი რეკლამა ქალების „პერიფერიული ხედვის“ ზონაში. ფრონტალური და მყვირალა რეკლამა ვერანაირად ვერ დაიპყრობს ქალთა გულებს.

ქალებისთვის მთავარია არა მხოლოდ პროდუქტის მატერიალური სარგებლიანობა, არამედ ასევე მისი სოციალური ღირებულება.

პროდუქტი უნდა შეესაბამებოდეს იმ სოციალურ ორიენტირებს, თუ ინიციატივებს, რომლებსაც ქალთა „კასტა“ აღიარებს.

პროდუქტი უნდა წარმოაჩინოთ არა როგორც მხოლოდ ნივთი, არამედ, როგორც ცხოვრების სტილის შემადგენელი ნაწილი.

3. დააჯგუფეთ ქალები არა ასაკის, არამედ ცხოვრების სტადიების მიხედვით.

ქალის ცხოვრება რამდენიმე სტადიად იყოფა: სანამ ქალი გაუთხოვარია - მისთვის მთავარია თავისი თავის გამოხატვა, მოდურობა, გართობა . . .

დაოჯახების შემდეგ პრიორიტეტულ ადგილს იჭერენ შვილები, ნათესაური კავშირები..

არიან ქალები, რომლებსაც 45 წლის ასაკში „მეორე სუნთქვა“ ეხსნებათ - მათ განსაკუთრებული მიდგომა სჭირდებათ.

ცხოვრების ბოლო პერიოდში კი ქალებისთვის მთავარი პრობლემა ჯანმრთელობაა.

მაგრამ ზოგისთვის ბოლო პერიოდი 45 წლიდან იწყება, ზოგისთვის კი 55-დან...

4. გაითვალისწინეთ განსაკუთრებული ურთიერთობები დედებსა და ქალიშვილებს შორის.

გამოკითხულ ქალთა 41%25 აღიარებს, რომ დედა მათი საუკეთესო მეგობარი და მესაიდუმლეა. დედებისგან შორს მცხოვრებ ქალთა 64%25 კი თავიანთ დედებს თითქმის ყოველდღიურად, ან კვირაში ერთხელ მაინც ესაუბრებიან ტელეფონით.

გაითვალისწინეთ, რომ ქალებს უყვართ თავიანთი განსაკუთრებულობის აღნიშვნა. მაგალითად, ევროპის ბევრ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობენ ბანკების ის ფილიალები, რომლებიც მხოლოდ ქალებს ემსახურებიან.

ასევე ეფექტურია კაფებარები მხოლოდ ქალებისათვის...

0x01 graphic

სრული დროით მუშაობა ყოველთვის არ არის ეფექტური!!!

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მკვლევარები. მათ დაეთანხმა რამდენიმე კომპანია, სადაც უარი თქვეს არსებულ შრომით სტანდარტებზე. მათ შესთავაზეს თანამშრომლებს, რომ თვითონ აერჩიათ არა მხოლოდ დროის გრაფიკი, არამედ სამუშაო ადგილის ადგილმდებარეობაც.

სტრესის მართვის საერთაშორისო ასოციაცია ამტკიცებს, რომ უაზრო დროითი ან სივრცობითი შეზღუდვები უარყოფითად მოქმედებს თანამშრომელთა შრომისუნარიანობაზე. ბევრ შეფს მიაჩნია, რომ მისი თანამშრომელი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე უნდა იჯდეს ოფისში - მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას საქმე დღის ამა თუ იმ მონაკვეთში.

ოფისში იძულებითი ჯდომა უარყოფითად განაწყობს თანამშრომელს კომპანიისადმი და მისი შრომაც არაეფექტური ხდება.

რა მოხდება მაშინ თუ ოფისის თანამშრომელი თავის ნოუტბუქს პარკში, კაფეში ან თუნდაც პლაჟზე წაიღებს და იქ შეასრულებს თავის სამუშაოს?

როგორც აღმოჩნდა, ასეთ გარემოში შრომის ხარისხი და ეფექტურობა მნიშვნელოვნად იზრდება. ასეთმა სისტემამ მიიღო სახელწოდება ROWE (Results Only Work Environment - სამუშაო, რომელიც მხოლოდ შრომის შედეგებს ეფუძნება). ეს სისტემა დღითი დღე იხვეჭს პოპულარობას ამერიკაში.

0x01 graphic

ROWE ს შემქმნელებს მიაჩნიათ, რომ კაცობრიობა ჯერ კიდევ ძველი სტერეოტიპების ტყვეობაში იმყოფება. 40 საათიანი და 5 დღიანი სამუშაო კვირა ჯერ კიდევ 30იან წლებში დააკანონეს, მაგრამ შრომისადმი და თანამშრომლებისადმი დამოკიდებულება პრაქტიკულად არ შეცვლილა. კომპანის მფლობელები თანამშრომელს უყურებენ როგორც სასარგებლო ნივთს, რომელიც უსიტყვოდ უნდა დაემორჩილოს დროით გრაფიკებს თუ მეპატორნეთა ახირებებს.

ასეთი დამოკიდებულება კი მხოლოდ ზიზღს და ანტიპატიებს იწვევს, რასაც არც ერთი რელიგია არ უჭერს მხარს.

ROWEს სისტემის მიხედვით კი მთავარია მუშაობის შედეგი და არა უაზრო დისციპლინა ან „უფროსობისადმი“ მლიქვნელობა და მორჩილება.

ამ სისტემამ უკვე დაამტკიცა თავის ეფექტურობა: ამერიკული კომპანიის Best Buy-ს თანამშრომლები უკვე ერთი წელია რაც ამ სისტემით მუშაობენ, რის შედეგადაც შრომის პროდუქტიულობა 40%25-ით გაიზარდა, ხოლო უკმაყოფილო კადრების დენადობა 90%25ით შემცირდა...

ამ მეთოდმა უკვე დააინტერესა ევროპელები, მაგრამ რამდენად მიიღებენ - ჯერ კიდევ უცნობია. ევროპელები ისედაც მიჩვეულნი არიან დისციპლინას, აკურატულობას. თანამშრომლებს შორის დამოკიდებულებაც კოლეგიალურია და ამიტომ ევროპელთა უმეტესობა ხალისით მიიჩქარის სამსახურისაკენ, რომ თავისუფალ დროს თანამშრომლებს „ეჭორაოს“ ან ინტერნეტში მაინც „იჩატაოს“.

კობა ცხრუკვეთელი