The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ერეკლე მეორის გმირობა და თავდადება


ერეკლე მეორის გმირობა და თავდადება



1 სერგი მაკალათია - ბიოგრაფია

▲ზევით დაბრუნება


დაბადების თარიღი: 2 დეკემბერი, 1893
გარდაცვ. თარიღი: 30 აპრილი, 1974  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი: დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია: ეთნოლოგი, ისტორიკოსი
ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  აბაშის რაიონი, სოფელი სეფიეთი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1916 წელს, ხოლო 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტი.

1921-1935წწ. მუშაბდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში უფროს მეცნიერ მუშაკად. 1926 წლიდან გარდაცვალებამდე სწავლობდა საქართველოს ცალკეული რეგიონებისა და ხეობების ისტორიულ ეთნოგრაფიას. ს. მაკალათიას პირველი ეთნოგრაფიული ექსპედიცია 1923 წ. აბაშის რაიონში ჩატარდა, 1923-1939წწ. აბაშის გარდა მოიარა მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ზუგდიდის, ხობის, სენაკის, გალისა და ოჩამჩირის რაიონები, მოინახულა სამეგრელოს ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და ისტორიული ძეგლი. შეკრებილი დიდძალი მასალა გადაამუშავა და 1941 წელს გამოსცა წიგნად "სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია", სამეგრელოში ხანგრძლივი ექსპედიციების შუალედში, 1928-1929წწ. ს. მაკალათიამ მთიულეთში იმოგზაურა. 1930 წელს. გამოსცა მონოგრაფია "მთიულეთი." ამავე პერიოდში ს. მაკალათიამ მთის რაჭაშიც იმოგზაურა, სადაც საყურადღებო ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა, უამრავი ხალხური თქმულება და ლექსი ჩაიწერა. ს. მაკალათია ექვთიმე თაყაიშვილის შემდეგ პირველი პროფესოიონალი არქეოლოგი იყო. მის სახელთანაა დაკავშირებული რეკას, დვანის, ტყვიავის გათხრები და გვიანანტიკური სამარხების კვლევა. 1948 წელს მას მიენიჭა ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორის, ხოლო 1950 წელს პროფესორის წოდება.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. -თბ., 1983. -გვ. 368-369
 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
  • საქართველოს მხარეთმცოდნეობის საზოგადოება, სწავლული მდივანი (1934-1974)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
ბიბლიოგრაფია

 

2 ერეკლე მეორის გმირობა და თავდადება

▲ზევით დაბრუნება


2.1 * * *

▲ზევით დაბრუნება


 

„გმირნო, შამულის მადიდნო,
თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
ვაქვენა სახელთა ამაყად წარმოთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლი მოედინება,
მხნეობით აღტაცებული, ჭაბუკი ხმალსა მისწვდება“.

გრიგოლ ორბელიანი "სადღეგრძელო"

   

2.2 ერეკლე მეორის გმირობა და თავდადება

▲ზევით დაბრუნება


 

 

ერეკლე მეორის გმირობა და თავდადება

| თანამედროვე ეროვნებათა შორის ქართველები უძველესი ერია, რომელმაც დღემდის შეინარჩუნა თამისი სამშობლოს მიწა-წყალი, ენა, ნაციონალური შეგნება და კულტურა, მისი სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორია აწინდელ საქართველოს ტერიტორიაზე განისაზღვრება 2.500 წლით და ამ საკმაო ხანგრძლივ პერიოდში მან შესძლო თავდადებული ბრძოლებით დაეცვა გარეშე მტრებისაგან თავისი ეროვნულლი ინტერესები. - მართლაც გმირი და მამაცი უნდა ყოფილიყო ის ერი, რომელმაც 25 საუკუნის მანძილზე შეინარჩუნა ისეთი ქვეყანა, როგორიც საქართველოა — ამიერ-კავკასიაში ცენტრალური და სტრატეგიულად ფრიად მნიშვნელოვანი მხარე. ეს მით უმეტეს აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში თითქმის არ ყოფილა ისეთი დიდი შემოსევები, რომელსაც ცეცხლითა და მახვილით არ გადაელახოს საქართველოს საზღვრები. | ამით აიხსნება, რომ საქართველოს ისტორია და მისი ხალხური შემოქმედება ასე მდიდარია გმირობისა და თავდადების ეპიზოდებით, ქართველი ერი ასეთი რომ არ ყოფილიყო, ის ვერ გაუძლებდა ისტორირა იმ დიდ ქარტეხილებს, რომლებმაც გაანადგურეს და ფესვე ზიკურადაც კი მოსპეს ისეთი დიდი და მრავალრიცხოვანი ერები, როგორიც იყვნენ: ძველი სუმერები, რომაელები, სკვითები, სარმატები და სხვა. . — ქართველთა გმირობის ეპოპეა ისტორიამ და ხალხურმა შემოქმედებამ შემოგვინახა ვახტანგ გორგასლანიდან, რომელიც ცხოვრობდა მე-V საუკუნეში და გმირულად ებრძოდა შემოსეულ მტრებს: ალანებს, ბერძნებს და განსაკუთრებით ირანელებს. ისტორიამ მას უწოდა „გორგ-ასლან“ (მგელ-ლომი) და მადლიერმა ხალხმა მას შეუქმნა მრავალი ლეგენდები და თქმულებები.

ქართველი ხალხის ხსოვნაში ეს გმირი მეფე დღესაც ცოცხალია და მისი გმირობის შესახებ ასე მღერიან:

„ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა,

ციდან ჩამოესმა რეკა,

იალბუზზე ფეხი შესდგა,

დიდმა მთებმა შექმნეს დრეკა,

ოსეთი გადაიარა,

ჩერქეზები გადარეკა“.

სამშობლოსათვის თავდადება და გმირობა ქართველთა გულში არასდროს არ ჩაფერფლილა. მას აღვივებდა მტრის დასახვედრად მუდამ მზადყოფნა და ჩვენი ხალხიც იარაღით ხელში ყოველთვის საქართველოს საგუშაგოზე იდგა. ქართველი ხალხის მესვეურები აგრძელებდნენ ვახტანგ გორგასლანის გმირულ ტრადიციებს და ჰქმნიდნენ გმირობის ახალ ეპიზოდებს.

საქართველოს ისტორიის თითოეულ ეპოქას ჰყავს დათ და ამშვენებდნენ თავისი გმირები, რომლებუIULU მაც თავგანწირული ბრძოლებით შესძლეს დაეცვათ GSქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მისი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები. ამ გმირთა პლეადას ეკუთვნის: დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, დიმიტრი თავდადებული, ცოტნე დადიანი, გიორგი ბრწყინვალე, გიორგი სააკაძე და ერეკლე II. ამ მონოგრაფიაში შევჩერდებით ერეკლე II-ზე, რომლის სახით ერთხელ კიდევ თავი ისახელა ქართველთა ძველმა გმირობამ. | ერეკლე II იყო ნამდვილი რაინდი, მხნე მეომარი, ნიჭიერი სახელგანთქმული სარდალი, ბუნებით დიდი დიპლომატიური ნიჭის მქონე და ამავე დროს აზიური პოლიტიკის ჩინებული მცოდნე. რუსეთის გენერალი პავლე პოტიომკინი, რომელიც 1784 წელს ჩამოვიდა ქართლ-კახეთის სამეფოს გასაცნობად, ერეკლეს ასე ახასიათებდა: „მეფე ირაკლი შუა ტანისაა, ფიცხი ხასიათი აქვს, ლაპარაკის დროს შუბლშეჭმუხნული იცქირება ქვემოდან, შეიძლება იმიტომ, რომ თანამოსაუბრის სახის მოძრაობას დააკვირდეს. ცოტათი წელში მოხრილია, ვინაიდან უკვე სამოცდა ორი წლისაა, მაგრამ ჯერ კიდევ მხნედაა. ირაკლი მეფე ეკუთვნის იმ ადამიანთა რიცხვს, რომელთაც ისე შეუძლიათ პასუხის მიცემა, რომ ჰოც გამოდიოდეს და არაც. ესაა არაჩვეულებრივი ჭკუის ადამიანი, იშვიათად მომთმენი და გასაოცრად მომქმედი. მთელი ღამეები ფხიზლობს, ვინაიდან თვითონ ხელმძღვანელობს თავის სახელმწიფოს საქმეებს; ცოტა სძინავს. აზიურ პოლიტიკას კარგად იცნობს საკუთარი გამოცდილებით, ცდილობს თავdrum ერი ევროპიულად მოაწყოს“-ო.

ასევე ახასიათებს ერეკლეს კავკასიის ახალი ისტორიის ცნობილი რუსი მკვლევარი პ. ბუტკოვი, რომელიც ამბობს, რომ მეფე ერეკლეს თავის ხანგრძლივ მეფობაში ახასიათებდა დიდი ჭკუა, სულიერი სიმხნევე, მამაცობა და გმირობაო.

ერეკლეს ძლიერებამ და დაუღალავმა მკლავმა ქართველებს კვლავ აღუდგინა მე-18 საუკუნეში სახელი და პატივი. იგი სახელგანთქმული სარდალი იყო და ამიტომ არა მარტო კავკასიაში, არამედ შორეულ ქვეყნებშიაც სასახელო შეიქმნა ერეკლესებური ვაჟკაცობა, ერეკლესებური სარდლობა. ქართველი ახალგაზრდობისათვის ის წარმოადგენდა ცოცხალ მაგალითს რაინდობისა და სამშობლოსათვის თავდადებისას.

ამიტომ ქართველმა ხალხმა იგი დასახა უძლეველ გმირად, დაადარა მთელ კახეთს და უწოდა მას „პატარა კახი“. ამ პატარა კახის გმირობით აღტაცებული, ცნობილი პოეტი გრიგოლ ორბელიანი ამბობს:

„აჰა ივერის ნუგეშ-დიდება,
თვისის დროისა გამშვენებელი,
მამაცთა შორის საკვირველება,
პატარა კახი, მეფე ირაკლი!
წარბ-შეჭმუხვნილი, ხმალ-ხელ მოწვდენით,
ვაი მას მტერსა, სად აღჩნდებოდა!
ერთის შეხედვით, მტერთა შემუსვრით, ბრძოლა წამსავე გარდაწყდებოდა!“. ("სადღეგრძელო")

მაგრამ სანამ ჩვენ შევეხებოდეთ ერეკლეს მოღვაწეობის საგმირო საქმიანობას, საჭიროა მოკლედ დავახასიათოთ ის საერთო სოციალ-ეკონომიური და პოლიტიკური გარემო, რომელმაც წარმოქმნა ერეკლეს გმირული სახე.

ცნობილია, რომ გმირს წარმოშობს გმირული ეპოქა, როდესაც ერს უხდება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლების წარმოება ყოფნა - არყოფნისათვის, ნაციონალურ და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის. ასეთ განსაცდელის ჟამს სამშობლო მოითხოვს თავდადებას და გმირობას.

ასეთმა მღელვარე ეპოქამ წარმოშვა მე-18 საუკუნეში ერეკლე, რომელმაც თავდადებული ბრძოლებით შესძლო ქართველი ხალხის ნაციონალური ინტერესების დაცვა.

საქართველოს სამეფოს პოლიტიკური დამოუკიდებლობა მე-17-18 საუკუნის მიჯნაზე განსაცდელში იყო, სახელმწიფოებრივი მთლიანობა ამ დროს უკვე დაიშალა და დაქუცმაცებული საქართველოს სამეფოები და სამთავროები განიცდიდნენ ოსმალეთ-სპარსეთის პოლიტიკურ ბატონობას. ორივე ეს საქართველოსადმი მტრულად განწყობილი სახელმწიფო იბრძოდნენ საქართველოს დასაპყრობად, რომ ამით ხელში ჩაეგდოთ შავი და კასპიის ზღვის სანაპიროები და აქედან მიმავალ ლი სავაჭრო გზები.

საქართველო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და სტრატეგიული მნიშვნელობით წარმოადგენდა ევროპა-აზიის გზას და ხიდს. ამის გამო საქართველო გადაიქცა ოსმალეთ-სპარსეთის საომარ ასპარეზად. მაგრამ ბატონყმური საქართველო მოკლებული იყო პოლიტიკურ ძლიერებას, ის ვერ ახერხებდა სპარსეთოსმალეთისათვის იარაღით სათანადო წინააღმდეგობის გაწევას. ამისათვის მას არ გააჩნდა არც ჯარი და არJ , ელე იარაღი. ამის გამო საქართველოს მეფე-მთავრები სამშ.ILI 333 ლებულნი იყვნენ ეწარმოებინათ თავდაცვითი და მოგერიებითი ბრძოლები. ისინი დიპლომატიური ნერხებით ცდილობდნენ ხელისუფლების შენარჩუნებას, ხშირად კი გარეშე ძალთა უაღრესად მოწოლის პერიოდში გადადიოდნენ ხან ოსმალეთისა და ხან სპარსეთის მხარეზე. მე-16 საუკუნიდან აღმოსავლეთი საქართველო მოექცა სპარსეთის ხელქვეით, დასავლეთი და სამხრეთი საქართველო კი მოჰყვა ოსმალეთის დამოკიდებულებაში.

ოსმალების გაძლიერებამ მე-15 საუკ. მეორე ნახევრიდან საქართველო მოსწყვიტა დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებს; ოსმალებმა მაგრა ჩაკეტეს შავი ზღვის სანაპიროები და ამან ფრიად შეასუსტა ვაჭრობა და აღებ-მიცემობა. ამასთანავე ოსმალეთი გართული იყო ბრძოლებით, რაც მოითხოვდა დიდძალ ფულს და იარაღს და ამიტომ ოსმალეთის მთავრობა მოსახლეობას ბეგრავდა სხვადასხვა გადასახადებით.

სპარსეთის ახალი გაძლიერება მე-16 საუკუნის დასაწყისიდან იწყება. სპარსელების მრავალი შემოსევებით ქართლ-კახეთი განადგურებული შეიქმნა. მეურნეობა დაეცა, მოსახლეობა შემცირდა, კახეთი 18151616 წლებში შაჰ-აბაზმა თითქმის მთლიანად ამოწყვიტა, ანდა მისი მოსახლეობის ნაწილი სპარსეთს გადაასახლა. ვაჭრობა მეზობელ ქვეყნებთან ლეკიანობის შიშით თითქმის მოისპო, ამას ემატებოდა ის ხარკიც, რომელსაც სპარსეთის შაჰები მოითხოვდნენ ქართლ-კახეთისაგან და ამან კატასტროფიულ მდგომარეობაში ჩააგდო ქართლ-კახეთის მოსახლეობა.

კიდევ უფრო მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიურ პირობებში მოექცა სამხრეთი საქართველო; ძველი საათაბარელი გო, რომელმაც ეკონომიურ განადგურებასთან მე-17 საუკუნის დასასრულში დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ქრისტიანული რწმენა და გამაჰმადიანდა, საქართველოს დანარჩენ ნაწილებს ჩქარა ტერიტორიულადაც მოწყდა და დაადგა გადაგვარების გზას.

ძლიერ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ქართლკახეთი მე-18 საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ლეკებმა ოსმალების წაქეზებით და დახმარებით დაიწყეს განსაკუთრებით ძლიერი გამანადგურებელი თარეშები. ლეკებმა ხელში ჩაიგდეს კახეთის სიმაგრეები, ისინი იტაცებდნენ საქონელსა და ტყვეებს. ლეკიანობისაგან მრავალი სოფელი ამოწყდა, როგორც კახეთში, ისე ქართლშიც. მოსახლეობა გარბოდა, რომ თავი დაეღწია ტყვეობისა და ფიზიკურ განადგურებისაგან. ამ ხანებში იყო, რომ მთელი ქიზიყი და ალაზნის გაღმა მხარე, ლეკებმა ჩაიგდეს და იქ დასახლდნენ. კახეთიდან ლეკების თარეში გუნდ-გუნდად გადადიოდნენ ქართლის ყველაზე მჭიდრო დასახლებულ ადგილებზე და აქ მოსახლეობას არბევდნენ, ცარცვავდენ და ტყვედ მიჰყავდათ. თბილისის სამხრეთი მხარე და თრიალეთი (წალკა) ქართულ მოსახლეობას ჰკარგავდნენ, საერთოდ ქართლ-კახეთში ლეკების შიშით გლეხობა ვერ ბედავდა თავისუფლად ყანის სამუშაოზე გასვლას და ამის გამო მეურნეობა ნადგურდებოდა. ლეკების რბევის გამო გახშირდა ტყვეების გაყიდვა ოსმალებზე, რაც მოსპობის გზაზე აყენებდა ისედაც შემცირებულ მოსახლეობას.

ასეთ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა კახე | თი, როდესაც ფშავში გახიზნული თეიმურაზ II დამჩენმ სი შვილი ახალგაზრდა ერეკლე შეუდგნენ კახეთის განთავისუფლებას ოსმალების ბატონობისაგან და ლეკე” ბის თარეშის მოსპობას. ამ მიზნით თეიმურაზმა ალავერდში ჩამოგზავნა ერეკლე, თვითონ კი მოვიდა თელავს და აქ შეკრიბა ლაშქარი. საჭირო იყო პირველყოვლისა ქიზიყისა და გაღმა კახეთიდან ლეკების განდევნა და ეს დავალება იკისრა ახალგაზრდა 15 წლის ერეკლემ, რომელიც მცირე რაზმით თავს დაესხა 1733 წელს ლეკების ჯარს ნეიშინის ველზე და ლეკები სასტიკად დაამარცხა. ამის შესახებ ისტორიკოსი — მდივანბეგი ომან ხერხეულიძე მოგვითხრობს: „მაშინ იყო ძე მეფისა თეიმურაზისა ირაკლი წლისა 15, რომელმან შემოიყარა სოფლებიდამ ჯარი, ეწია (ლეკებს) ნეიშნის მინდორში და ძლიერად შემოებნენ ლეკნი. გარნა თვით ეს ყრმა ირაკლი მეორედ შევიდა შინაგან ჯარსა ლეკისასა და პირველად ამან მოკლა კაცი და ამის მხილველთა კახთა ერთპირად მიმართეს ყივილით და წინა-წარიქციეს ჯარი ლეკისა და მოსწყვიტეს უმრავლესნი“-ო.

ეს იყო ერეკლეს პირველი ლაშქრობა და გამარჯვება, რომლის შემდეგ თეიმურაზი და ერეკლე შეუდგნენ აქტიური პოლიტიკის წარმოებას ქართლ-კახეთის სახელმწიფოს აღსადგენად და მისი გასანთავისუფლებლად უცხოეთის ბატონობისაგან.

ქართლ-კახეთში ამ დროს ბატონობდა ოსმალეთი, რომლის დასამარცხებლად საჭირო იყო მის მოქიშპე ძალაზე დაყრდნობა. ასეთ ძალას წარმოადგენდა სპარსეთი, სადაც იჯდა ძლიერი ნადირ-შაჰი. ოსმალეთის სულთანმა 1744 წელს გამოგზავნა დიდი ხაზინა და ახალციხის ფაშას დაავალა ეს ხაზინა ლეკების ბელადისთვის მალაჩისათვის ჩაებარებინა, რომ ლეკებს ქართლ-კახეთის დარბევა განეგრძოთ. მალაჩა ამ დროს საქართველოში იყო და მას თან ჰყავდა 2000 მეომარი.  მალაჩამ მიიღო საზინა და თავისი ჯარით გამოიარა ქართლში, რომ არაგვის ხეობით გადასულიყო დაღესტანში. ერეკლემ მალაჩას ეს განზრახვა დროზე გაიგო და მაშინვე გაეშურა გზის შესაკვრელად. ერეკლე მალაჩას ჩაუსაფრდა არაგვის მარცხენა ნაპირას, საგურამოში. ლეკებმა იწყეს არაგვში გაცურვა და ამ დროს მოულოდნელად მათ თავს დაესხა ერეკლე. მან გასცურა არაგვი, ეკვეთა მტერს და მისმა გასროლილმა პირველმა ტყვიამ მალაჩას გული გაუპო, მეფის მაგალითით გამხნევებულმა ქართველმა ლაშქარმა შეუტია მტერს და ლეკ-ოსმალნი შეშინდნენ და გაიქცნენ, მხოლოდ მათმა მცირე ნაწილმა ძლივს-ღა მიაღწია ახალციხემდის.

ჩქარა დაიწყო ბრძოლები ოსმალეთსა და სპარსეთს შორის და გაძლიერებულმა ნადირმა ოსმალები აიძულა დაეტოვებინათ ყარსი, 1735 წელს ოსმალებმა დასცალეს თბილისიც, სადაც დიდი ზეიმით შემოვიდა ნადირ-შაჰი. თეიმურაზი და ერეკლე გადავიდნენ ნადირის მხარეზე და მასთან შეთანხმებით მოქმედებდნენ ოსმალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლებში ნადირის ყურადღება მიიქცია ახალგაზრდა ერეკლეს მამაცობამ და ნიჭმა და მან იგი სპარსეთში გაიწვია. ნადირმა ერეკლე) თანხლებით გაილაშქრა ინდოეთზე, რომელიც მეამბოხე ავღანელების თავშესაფარი იყო და ამის გამო 100.000 კაცით წადირმა 1738 წელს აიღო ინდოეთის ქალაქები და ხელში ჩაიგდო აურაცხელი ნადავლი, რომლის წამოსაღებად დასჭირდა 13.OOO ცხენი და ჯორი. ინდოეთში ლაშქრობა გაგრძელდა ორი წელიწადი გავა - ხნის განმავლობაში ერეკლე ნადირ-შაჰთან ერთად იბრძოდა და მიიღო კარგი გამოცდილება სამხედრო საქმის ცოდნაში ისეთ დიდ და ნიჭიერ სარდალთან, როგორიც იყო თვით ნადირ-შაჰი.

ერეკლემ ინდოეთის ბრძოლებში თავი ისახელა მამაცობით და გულადობით და ამის გამო ნადირი დიდად აფასებდა ახალგაზრდა ერეკლეს სამხედრო ნიჭსა და გამჭრიახობას, · ინდოეთის ლაშქრობის დამთავრების შემდეგ 1739 წელს ნადირმა ერეკლე საქართველოში გამოისტუმრა,

1748 წელს ნადირ-შაჰი მის მიერ დამყარებული საშინელი ტირანიის გამო მოჰკლეს. ნადირ-შაჰის მოკვლის შემდეგ სპარსეთი მოიცვა საშინელმა ანარქიამ, გაჩნდნენ ყაენის ტახტის სხვადასხვა მაძიებელნი, რომლებიც ერთმანეთს ხოცავდნენ.

სპარსეთის ასეთი მდგომარეობით ისარგებლა ერეკლემ და დაიწყო აქტიური პოლიტიკის წარმოება ამიერკავკასიაში და ჩრდ. სპარსეთის მიმართ. ამ დროს სპარსეთისა და მისი ხელისუფლების ძლიერების დაცემის შემდეგ მოისპო ის პოლიტიკური დამოკიდებულება, რომელშიაც მანამდის ქართლ-კახეთი იმყოფებოდა სპარსეთისაგან. და ახლა ქართლ-კახეთის მეფეები თეიმურაზი და ერეკლე თავს სრულიად დამოუკიდებლად გრძნობდნენ სპარსეთისაგან და შეტევით პოლიტიკას აწარმოებდნენ მეზობელ სახანოების მიმართ.

ერევნისა და განჯის სახანოების დამორჩილების შემდეგ ერეკლემ განიზრახა გაელაშქრა თვით სპარსეთში, სადაც მძლავრობდნენ სხვადასხვა უზურპატორები (სახელმწიფო ძალა-უფლების მიმთვისებელნი) და სადაც ასე გამეფებული იყო საშინელი ტერორი, სპარსეთის ასეთი მდგომარეობა ხელს უშლიდა ქართლ-კახეთის მოსაზღვრე სახანოებში მშვიდობიანობის დამყარებას და საფრთხეს უმზადებდა ერეკლეს პოლიტიკურ გავლენის განმტკიცებას აზერბაიჯანის სახანოებში. ამიტომ 1751 წელს ქართლ-კახეთის ჯარი ერეკლეს მეთაურობით გაემართა სპარსეთისაკენ. ჯარისკაცებს ნიშნად გაკეთებული ჰქონდათ ჯვრები, როგორც ქრისტიანობის ემბლემა და ეს ამ ლაშქრობას აძლევდა ჯვაროსანთა სახეს. ერეკლემ გაილაშქრა თავრიზის მიმართულებით და აქედან იგი ემზადებოდა შიგ სპარსეთში წასასვლელად. მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგანაც ამ დროს არეზის გამოღმა გადმოვიდნენ სპარსეთში შერჩენილი ავღანელები და შეესივნენ ნახიჩევანის მხარეს ერევნამდის, რომელიც იმყოფებოდა ერეკლეს მფარველობაში.

ავღანელებთან შეთანხმებით ამოძრავდნენ ლეკებიც, რომლებიც კახეთს დარბევით ემუქრებოდნენ და ამის გამო ერეკლე იძულებული შეიქნა დაბრუნებულიყო თბილისში.

ავღანელების წინამძღოლმა აზატ-ხანმა  მოკლე ხანში აიღო თავრიზი და 1752 წელს იგი შემოვიდა აზერბაიჯანში 40,000 მეომრით. ჯარის ერთი დიდი რაზმი მან შეუსია ერევნის სახანოს, რომელიც მის მამას ქართლის მეფეს თეიმურაზ II-ს ემორჩილებოდა და ყოველწლიურად იხდიდა 40.000 მანეთს. ამ რაზმმა მოაოხრა ერევნის მიდამოები და ალყა შემოარტყა ერევნის ციხეს.

ერევნის ხანმა, როგორც თეიმურაზ-ერეკლეს ქვე- - შევრდომმა, მეფეებს შეატყობინა აზატ-ხანის თავდაჯეველ 1 სხმაზე და ითხოვა დახმარება, ერეკლე 5,000 მეომრიქINIUშ33 გაეშურა ერევნისაკენ. მეფემ დაამკევინა ყანები, გაალეწვინა მოსავალი და 10,000 ფუთი პური მიაწოდა დამშეულ ერევნელებს. შემდეგ შარურის იალაღებზე დადგა და აქედან გაუსია ჯარი და მოაოხრებინა არეხის აქეთი მხარე.

აზატ-ხანს ჰყავდა 18.000 შუბოსანი და 14 ზაობაზანი. ეს თავისი ჯარი მან გააწყო გარნისის ნაპირას. ერეკლე თავისი რაზმით, რომლის რიცხვი 3000 კაცი იყო, იდგა ყარა-ბულაღის მთაზე, სადაც აზატ-ხანიც აპირებდა მოსვლას. მალე ყარაულებმა მეფეს მოახსენეს, რომ მტერი გვიახლოვდებაო. მაშინ მეფემ ჯარი განაწყო საომრად. მოწინავე ჯარს სარდლობდა რევაზ ორბელიანი, "შუა გული ეკავა ერეკლეს, რომელიც ჯარს ზურგით უდგა და ხელმძღვანელობდა. მეფემ ბრძანება გასცა, რომ პირველად საომრად მისულიყო მეწინავე ჯარი. ავღანელებმა წინ წამოიწიეს და გაჩაღდა დიდი ბრძოლა, რომელშიაც ორივე მხარე დიდად დაზარალდა. თუმცა ჯერ ქართველებმა გაიმარჯვეს, მაგრამ ბოლოს ვერ გაუძლეს ავღანელების ძლიერ შემოტევას და ქართველთა მემარცხენე რაზმი გამოაქციეს. ამის გამო ქართველებმა უკან დაიხიეს და ერთ მაღლობზე გამაგრდნენ. აზატ-ხანის ჯარი შეტევაზე გადმოდიოდა. ერეკლემ მტრის დიდი ჯარი რომ დაინახა, ცხენიდან ჩამოხტა და სასწრაფოდ მოახდინა სამხედრო თათბირი, რომელშიაც მონაწილეობა მიიღეს ყველა სარდლებმა. მოთათბირეთა უმრავლესობა ერეკლეს ურჩევდა დაბრუნებას, მაგრამ მან ეს წინადადება არ მიიღო. როგორც ისტორიკოსი ომან ხერხეულიძე  მოგვითხრობს, ერეკლემ თავისიანებს ასეთი სიტყემბრის თვე მიმართა:

„იცოდეთ, მე აზატ-ხანის შეუბმელი არ დავდგები, ამაღამ რომ გავიქცეთ, ხვალ გზაზედ მოგვეწევიან და უნამუსოდ სიკვდილს ნამუსიანად სიკვდილი ჰსჯობსო; ესეთ ყველამ უწყის, რომ სიკვდილის შვილნი ვართ და ჩვენს გვარსა და სახელსა ორის დღის სიცოცხლისათვის ნუ მოვაყოვნებთ-ო (ნუ გავაფუჭებთო), დაამტკიცეს ომი პირისპირ და (ერეკლეც) წარვიდა ორის ათასის კაცითა აზატ-ხანის შესაბმელად და მცირედი რა წარვლეს, იქით მხარესაც გამოჩნდა აზატ-ხანის ჯარი დასტებად: მაშინ გარდახტა ირაკლი და უთხრა მხედრობათა: „ჩემნო ძმანო და შვილნო, თქვენ ჩემის განძლიერებისა და ჩემის გულისათვის იხოცებით და მე ღმერთთან თქვენი მოვალე ვარო და დღეს რაც მე გითხარით ის დამიჯერეთ და სისხლსა თქვენსსა მე ვინდობო“, მაშინ მხედრობამ ერთ პირად მოახსენა: „მეფეო და დიდებაო ჩვენო, სისხლი ჩვენი თქვენთვის შემოგვიწირავს და ბრძანებასა თქვენსა ვერჩით და ნებასა თქვენსა აღვასრულებთო“,

ამ დროს გამოჩნდა აზატ-ხანი, რომელსაც ერთმა ხანმა მოახსენა: „დასტურ მეც, რათა, წარვიდე და მეფე ირაკდი ცოცხლივ შეპყრობილი მოგართვა“-ო, აზატხანს ეს გაუხარდა, ნება მისცა და ხანიც ცხენს მოახტა, ქართველ ლაშქარს მიუახლოვდა და დაიძახა: „ჰამამან ჰანიერ ირაკლი ხანი“-ო. (სად არის ირაკლი მეფეო). ერეკლე მაშინვე გამოუხტა და შესძახა: „მე ვარ მეფე ერეკლეო“, მაშინვე თოფი ესროლა და ხანიც იქვე მკვდარი დაეცაო. ერეკლე მეფე სწრაფად შეახტა თავის მერანს და ლაშქარს მოუწოდა ბრძოლისაკენ - ქართველები გმირულად ეკვეთნენ მტერს, და მტროი):ნული ორი ათასი კაცი იქვე ბრძოლის ველზე გაიჟლიტა. აზატხანის მხედრობას თავზარი დაეცა. ერეკლე ხმალ ამო- 1 ღებული პირველი აფრენდა თავის მერანს და ჯარს ხმამაღლა მოუწოდებდა მტრის შესამუსრავად. აზატ-ხანი იძლია და გაიქცა. ამ ბრძოლაში ერეკლემ გამოიყენა ცხენოსანთა რაზმები და მან კარგად იცოდა, რომ ცხენოსანთა ჯარის გამარჯვების ერთი მთავარი პირობათაგანი იყო მოძრაობის სისწრაფე. ერეკლეს მეთაურობით ეს ცხენოსანთა რაზმები ხელში ამოწვდილ ხმალხანჯლებით ხოცავდნენ აზატ-ხანის ურდოებს, ქართველმა ლაშქარმა ძლეულ მტერს სდია ორმოცი კილომეტრის მანძილზე. ქართველებს დარჩათ მტრის მთელი ბანაკი, თოფები, ზარბაზნები და სხვა ნადავლი.

ამ გამარჯვებამ დიდი სახელი და გავლენა მოუპოვა ერეკლეს. მოსალოდნელი იყო მის მიერ პირველობის ჩაგდება აზერბაიჯანის ტერიტორიაზე და აგრეთვე სპარსეთის სახელმწიფოს ჩრდილოეთ ნაწილში. მაგრამ ქართველების ასეთი გაძლიერება უკმაყოფილებას იწვევდა მაჰმადიან სახანოებში. ამის გამო აზერბაიჯანის ხანები, რომლებიც წინად ერეკლეს სთხოვდნენ მფარველობას და დახმარებას, ახლა უნდობლად უცქეროდნენ ერეკლეს და ამ ნიადაგზე დაიწყო მათში ერეკლეს საწინააღმდეგო მოძრაობა, რათა მაჰმადიანობა გაენთავისუფლებინათ ქართველ ქრისტიან მეფის მძლავრებისაგან..

ამ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა შაქის ხანი ჰაჯიჩელები, რომელსაც კავშირი ჰქონდა დაღესტნის ლეკებთან და მათთან შეთანხმებით მოქმედებდა. ჰაჯი-ჩელებმა შეკრიბა დიდი კარი და მიადგა განჯას. ერეკლემ გაილაშქრა განჯაზე. საქმე პირველად კარგად  მიდიოდა, მაგრამ მას აქ გადუდგნენ აზერბაიჯანის ხანები, რომლებიც მიემხრნენ ჰაჯი-ჩელებს. ამის გამო ჰაჯი-ჩელებთან პირველ შეტაკების დროსვე ქართლ-კაზეთის ლაშქარი დამარცხდა და უკან დაბრუნდა, მაშინ ერეკლემ გადმოიყვანა დაქირავებული ჩერქეზთა ჯარი 4000 კაცი და 1752 წელს გაილაშქრა ყაზახზე, სადაც იდგა ჰაჯი-ჩელების ჯარი.

ამ ბრძოლას პაპუნა ორბელიანი  ასე აგვიწერს: „გაჯდა უკეთესსა ცხენსა მეფე ერეკლე, ჰკრა მათრახი და წავიდა, ვითა შავარდენი. ყაზახისა და შამშადილის სამძღვარში რომ ჩავიდა აჯი-ჩალაბის შვილი, მოეწია მეფეს ერეკლეს. რა ცნეს ჯარის მიწევა, დადგნენ და შემოებნენ. ასე ძალიან მოინდომეს (ომი), რომ სახმლოდ შიგ ჯარში შემოვიდნენ. მეფემ ერეკლემ ჯ - იწყინა, მობრძანდა თვითონ, მიუძღვა ჯარს და ვითა " ლომი ეგრე მიესივა, გაერივა ხმალ-და-ხმალ. ამის მნახველი ვინღა დადგებოდა უომრად. გააქცივეს აჯი-ჩალაბის შვილი და განჯის ხანი“-ო. - ამ ბრძოლაში ჰაჯი-ჩელები სასტიკად დამარცხდა და ამიტომ ერეკლემ ისევ შემოიმტკიცა განჯა-ერევანი და ყაზახი. ბორჩალოც ქართლ-კახეთს დარჩა. ამ გამარჯვებამ თვალსაჩინოდ გააძლიერა ერეკლეს პოლიტიკური გავლენა ამიერკავკასიაში და მას მოუპოვა საკმაო დიდი სახელიც.

სპარსეთისა და ამიერ-კავკასიის საქმეებს ამ დროს თვალყურს ადევნებდნენ დასავლეთ ევროპაშიც და ერეკლეს პოლიტიკურ მოღვაწეობას ირანის მდგომარეობის მოწესრიგების საქმეში დიდ მნიშვნელობას აძლევდნენ. ერეკლეს ბრძოლებზე და გამარჯვებებზე სწერდნენ ევროპის გაზეთებში.

1753 წელს პარიზში გამოვიდა წიგნი საფრანგეთის ყირიმელ ელჩის პეისონელისა „სპარსეთისა და საქართველოს ეხლანდელი არეულობათა შესახებ“. ამ წიგნის ავტორი დაინტერესებული იყო ქართლ-კახეთის სამეფოს გამოყენებით საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალის გზის გასაკაფავად სპარსეთსა და აღმოსავლეთის ბაზრებისაკენ. ამის გამო იგი დიდი სიმპატიით უყურებდა ქართლ-კახეთის მეფეს ერეკლე II-ეს, რომელსაც სთვლიდა ევროპიელებისა და ფრანგების მომხრედ და მასზე ამყარებდა იმედებს საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალის გასაძლიერებლად სპარსეთში.

ავტორი ეხება ერეკლეს როლს სპარსეთის ამბებში და აღნიშნავს მის არა ჩვეულებრივ გაძლიერებას: „პრინცი (მთავარი) ერეკლე, ამბობს პეისონელი, თუმცა ძლიერ დაშორებულია სპარსეთის გვირგვინს, რომელსაც მას სძღვნიან, მაინც არის იმდენად დიდი მთავარი, რომ არ ითვლებოდეს მარტო რომანების გმირად, როგორც ის გამოჰყავთ ყოველდღე (ევროპაში). ეს მთავარი არის ყველა იმათი აზრით, ვინც მას იც· ნობს, ყველაზე უფრო სრული პიროვნება, როგორიც კი კიდევ გამოჩენილა აღმოსავლეთში. ის არის 27 წლის. მისი ფართო ბუნებას ავსებს ხნოვანებასთან შედარებით მისი მეტი ჭკუა, დიდი გამოცდილება, შეუდარებელი მამაცობა, მუდმივი სამართლიანობა და განუსაზღვრელი ლმობიერება. ეს ღირსებები მას ხდიან თავისი ხალხების და ჯარისკაცების სათაყვანებელ კერპად, მეზობლების საკვირველებად და მტრების რისხვად. თავის მოპყრობაში და ტანისამოსის ხმარებაში ის არის მარტივი და უბრალო, მაგრამ მთელს მის პიროვნებაში გამოსჭვივის დიდებულების იერი, რომელიც გვიჩვენმა | ნებს, რომ ის არის ხელმწიფე სასახლეში და სარდალი თავის ჯარში, რატომ არ უნდა ვიცოდეთ ჩვენ ისეთი მთავრის (ერეკლეს) შესახებ, რომელიც ამასთანავე ფლობს ორ დიდს სამეფოს — საქართველოს და სპარსეთის სომხეთს და რომელსაც აქვს ის უპირატესობა, რომ უფროსობს აღმოსავლეთის ორს ყველაზე უფრო მამაც ხალხს. ამ ორ ხალხის წაყვანა შეუძლია თავისი მთავრისადმი სიყვარულს“-ო.

ევროპაში იმდენად იყვნენ დაინტერესებული ერეკლეს, პიროვნებით, რომ ეს წიგნი მეორე წელსვე გადაითარგმნა ფრანგულიდან გერმანულ ენაზე და კიდევაც დაიბეჭდა გერმანიაში. გამოჩენილმა გერმანელმა დრამატურგმა და კრიტიკოსმა ლესინგმა, თავის „მინა ფონ ბარნჰემში“ ერეკლე დასახა „მამაც ვაჟკაცად, რომელმაც სპარსეთი მოსდრიკა და დღეს თუ არა ხვალ თურქეთის კარიბჭეში შეიჭრება“-ო. ზოგიერთი“ გერმანელი მხედრები, რომლებიც სახელის მოხვეჭაზე ოცნებობდნენ, საქართველოში გამოპარვას აპირებდნენ თურმე „რათა მისი უმაღლესობის პრინც ირაკლის მთავარსარდლობის ქვეშ ორ-სამჯერ მაინც გაილაშქრონ ივურქების წინააღმდეგ“-ო,

ერეკლე II ევროპაში იმდენად პოპულარული ყოფილა, რომ პრუსიის მაშინდელ მეფეს ფრიდრიხ დიდსაც კი ეთქვა, რომ ევროპაში მე ვარ პირველი და აზიაში კი ერეკლეო.

„აღმოსავლეთში ერეკლეს უწოდებდნენ „აზიის ლომს“. ამის შესახებ ომან ხერხეულიძე მოგვითხრობს ერთ ეპიზოდს:

„აღსიხის (ახალციხის) ფაშა სულეიმან მარადის აბეზღებდა ხონთქართან მეფეს ირაკლის და მას უჩიოდა ხვანთქართან დარბევასა და შეწუხებას, ამისათვის წარავლინა ელჩი თავისი ხვანთქარმან ერანის მეპატრონის ქარიმ ხანისა-თანა და შეუთვალა მას: «თუმცა ჩვენსა და თქვენს შორის არის მშვიდობა, რამეთუ ზავ-გვიყოფიეს. გარდა ეგრეთცა აღგიშვია ერთი ლომი (რომელ არს საქართველოს ვალი, ე. ი. მმართველი) რომელ აოხრებს მარადის სამფლობელოსა ჩემსა და ამის გამო იხარჯვის ჩემგან არა მცირედი ხაზინანი, რომლისათვის მაქვს განცხადება მეგობრობისადმი თქვენისა, რათა დააყენოთ იგი ესე ვითარისა მძლავრებისაგან».

„ხოლო მსმენელი ამისი ქარიმ-ხან ეტყოდა ვეზირთა თვისთა და ადრიბეჟანისათა ხანებთა, რომელნიცა აბეზღებდენ მეფესა ირაკლის: «შეხედეთ მეფეს ირაკლის, ახლა მე ის როგორ არ უნდა მიყვარდესო, რაც ჩემთვის უმსახურია, იმას გარდა ეს უმეტესი ჩემი დიდება არის, რომელ ხონთქარი დააჩოქა და ჩემთან აჩივლებსო, ამისთანა კაცი ერანის ხელმწიფისაგან დიდად პატივსაცემელი არისო».

იმ ეპოქის რუსი ისტორიკოსი ბუტკოვი ამბობს: „ერეკლე მეფემ თავისი წარჩინებული გონებით, პირადი სულიერი მღვიძარებით, უშიშროებით, სიმამაცით და სპარსეთში მომხდარ ხშირ ცვალებადობათა ხელმარჯვედ გამოყენებით ისეთ მნიშვნელოვან სიმაღლეზე აიყვანა საქართველო, რომ ეს ქვეყანა ცნობილი გახდა მეზობელ სახელმწიფოებისათვისო“.
 

რუსეთის მთავრობის საგანგებო რწმუნებული აზიკოვი წერდა: „მეფე ერეკლე ნიჭიერი სარდალია :დ ყველ, წარჩინებული მხედარი. ყოველთვის დამბაჩით ან თოფით შეიარაღებული დადის და ომში ქართველ ჯარს გულადობის მაგალითს აძლევს, - იგი ხმალამოწვდილი პირველი იჭრება მტრის რაზმში“-ო.

_ ქართლ-კახეთის მეფის გაძლიერება შიშს იწვევდა ახალციხის საფაშოში, მით უმეტეს რომ ერეკლე მიზნად ისახავდა სამცხე-საათაბაგოს განთავისუფლებას ოსმალების ბატონობისაგან. ოსმალეთის მიერ დაპყრობილი სამცხე-საათაბაგოში მცხოვრები ქართველები კულტურულად მოწყვეტილი იყვნენ საქართველოს დანარჩენ ნაწილებს, ძველი მესხეთი აშკარად ადგა გათურქების გზას. ის ჰკარგავდა ეროვნულ შეგნებას, ენას და რწმენას. ამის გამო სამცხე-საათაბაგოს შემოერთების საკითხი ერეკლე II-სათვის გადაიქცა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხად.

ამ მიზნით ერეკლემ 1768 წელს მიმართა რუსეთს და სთხოვა მას დახმარება დასავლეთ-სამხრეთ საქართველოს განსათავისუფლებლად ოსმალეთის ბატონობისაგან, რუსეთის მთავრობა ამ დროს ემზადებოდა ოსმალეთთან საომრად და მას განზრახვა ჰქონდა თავისი აგრესიული მიზნებისათვის გამოეყენებინა საქართველო და აქ გაეჩაღებინა ბრძოლის ერთ-ერთი ფრონტი. თვითმპყრობელური რუსეთი გასავალს ეძებდა შავ ზღვაზე და ამისათვის აუცილებელი იყო შავი ზღვის სანაპიროების დაპყრობა და იქიდან ოსმალების განდევნა.

1768 წლის დასასრულს გამოცხადდა ომი რუსეთსა და ოსმალეთს შორის და ერეკლემ განიზრახა ესარგებლა ამ შემთხვევით, რათა შემოერთებინა მესხეთ-ჯავახეთთი. წინასწარ მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა, რომელიც ამ ბრძოლაში მონაწილეობა უნდა მიეღო ერეკლეს, რომლის დასახმარებლად მეფის რუსეთი საქართველოში გზავნიდა ჯარს გენერალ ტოტლებენის სარდლობით. 1769 წელს დარიალის ხეობით ჩვენში შემოვიდა ტოტლებენი რუსეთის ჯარით და 12 ზარბაზნით. მაგრამ ტოტლებენმა და ერეკლემ ვერ გამონახეს მოქმედების საერთო ენა და მათ შორის ჩამოვარდა უთანხმოება, ტოტლებენი არ იყო დაინტერესებული სამცხესაათაბაგოს შეერთებით ქართლ-კახეთთან. ბოლოს 1770 წელს ერეკლემ და ტოტლებენმა პირველად გაილაშქრეს ახალციხის მიმართულებით, მაგრამ აწყურთან რომ მივიდნენ, ტოტლებენმა ვერ გაბედა ოსმალების ჯართან შებრძოლება, მოულოდნელად დასტოვა ერეკლე და წავიდა სურამისაკენ. ეს გარემოება იმით იყო გამოწვეული, რომ ერეკლეს არ მიაჩნდა მიზანშეწონილად აწყურის გარემოცვა და ამავე დროს დაკარგვა. მას უნდოდა თავდაპირველად დაერტყა ახალციხეზე, სადაც გამაგრებული იყო მტრის მთავარი ძალები. ტოტლებენს კი აწყურის ციხის ზურგს უკან დატოვება შეუძლებლად მიაჩნდა. ბოლოს ერეკლე მას დასთანხმდა და რუს-ქართველთა ლაშქარმა აწყურის ციხეს ალყა შემოარტყა. ამის შესახებ ერეკლე სწერდა რუსეთის ვიცე-კანცლერს გოლიცინს: „აწყურის ციხის შემოდგომა ჩემი ნება არ იყო, ამისათვის რომ რადგან მტრის მამულში ვიყავით, უმჯობესად ეს აღმოჩნდა — მათნი ქონებულნი, რომელნიც სოფლებში სურსათი, ჰქონდათ, სულ ჩვენ მოგვეგროვებინა და შემდგომად მისსა, უკეთუ უმჯობესი იქნებოდა, მივსულიყავით ახალციხეზედ“-ო.

მესამე დღეს ალყაშემორტყმულ აწყურის მეციხოვნე ჯარს ახალციხიდან მოეშველა ოსმალებისა და ლეკების ჯარი, რომელსაც შეეძლო გარემომცველ რუსქართველთა ჯარის მომწყვდევა. ტოტლებენი შეშინდა და მაშინვე შეუდგა უკან დახევის სამზადისს, ამის შესახებ ერეკლე სწერდა გოლიცინს: „მე მიველ და ღრაფს დიდად ვევედრე და ჩემი თავი ვითა ერთი მისისა კამანდის აფიცერი ეგრეთ კამანდაში ვაძლივე და მრავალს ვევედრე გამობრუნებას მტერზედ“-ა, მაგრამ ტოტლებენზე ასეთმა მუდარამ ვერ გასჭრა, მან რამდენიმეჯერ ზარბაზანი ესროლა აწყურის ციხეს და სურამისაკენ გამობრუნდა.

პლატონ იოსელიანის სიტყვით, მაშინ ტოტლებენთან მისულა გიორგი ბატონიშვილი და უთქვამს: „ლენერალო, სირცხვილია ამისთანა დროს ღალატი მეფისა“ - „არა მაქვს ბრძანება იმპერატრიცისა, რომ შევება ჯარითა ესრეთ მცირითა მტერსა დიდსა უსარგებლოდ“, უპასუხნია ტოტლებენს.

 

„ - „მაგითი, ღენერალო, არცხვენ რუსეთისა ჯარმა და უტეხ სახელსა დიდსა რუსეთსა. ღმერთი ჩვენსკენ იქნება, ჩვენ შევებმით, გავიმარჯვებთ და მოვახსენებთ იმპერატრიცასა შენსა სიმხდალესა“-ო, უთქვამს გიორგი ბატონიშვილს..

მარტოდ დარჩენილი ერეკლე არ შეუშინდა მრავალ რიცხოვან ოსმალთა ჯარს და 1770 წელს იგი შეებრძოლა ოსმალებს ასპინძასთან.

 

ამ ბრძოლაში ერეკლეს ჰყავდა 2000 კაცი, რომელიც გარშემორტყმული იყო ექვსი ათასი მტრის ჯარით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში ერეკლე როგორც გამოცდილი სარდალი იჩენდა დიდ ნიჭსა და გამბედაო ბას. ერეკლემ კარგად იცოდა, რომ მარჯვე პოზიცია, მოხერხებული საომარი ადგილი აუცილებელი საჭირო იყო ასეთ უთანასწორო ბრძოლაში. ერეკლემ ამ შემთხვევაში გამოიყენა ასპინძის მაღლობები, სადაც ჩაასაფრა თავისი მცირე ჯარი, შუა მაღლობები ერეკლემ დაიჭირა თავისი რაზმებით. მალე ამის შემდეგ ასპინძის გრძელი და ვიწრო ვაკე გაივსო თათრის ჯარით და მტრის ჯარიდან ათასი ცხენოსანი ლეკი ხმალამოღებული გამოექანა იერიშის მისატანად. მას წინ მოუძღოდა ბელადი კოხტა, დაღესტნის ცნობილი მეომარი. ქართველთა ბანაკიდან მის წინააღმდეგ გაექანა ხმალამოწვდილი ერეკლე, რომელსაც მისდევდნენ ხმალამოღებული სახელოვანი შვიდი ხევსური (ესენი იყვნენ ერეკლეს პირადი მცველნი). ჩქარა ორივე მხედარი ერეკლე და კოხტა ერთმანეთს ხმალ და ხმალ დაეტაკნენ. ერეკლემ მას ხმლის ერთი მოქნევით თავი გაუპო და მოკლული კოხტა ცხენიდან ჩამოვარდა.

 

ამ დროს გაისმა ერეკლეს ძახილი: „ხმალი ამ წუნკლებსო“. ქართველი ცხენოსნები გამხნევებული ერეკლეს საოცარი მამაცობით, მიესია მტერს და დაიწყო ოსმალ-ლეკების ჯარის ჟლეტა. მტერმა დაიწყო და ხევა, ფიქრობდა მტკვარზე გასვლას და გაქცევას. მაგრამ ერეკლეს განკარგულებით ხიდი წინასწარ იყო მტკვარზე ჩაშლილი. მტრის ლაშქარი სასოწარკვეთილებამ მოიცვა და პირდაპირ მდინარეში სცვივოდა, რომ როგორმე მეორე ნაპირზე გასულიყო და თავი დაეღწია განადგურებისაგან. ადიდებულ მტკვრის მორევში დაიხრჩო მრავალი ოსმალ-ლეკები. მაგრამ გამარჯვებულმა ერეკლემ ჯარის სიმცირის გამო ვერ შესძლო მტრის შეტევაზე გადასვლა და უკანვე გამობრუნდა (ეს ბუმულირდება ლა მოხდა 1770 წლის აპრილში).

 

ამაზე დიდი საფრთხე ერეკლეს მმართველობის ბოლო ხანებში ქართლ-კახეთს მოელოდა ირანის შაჰის აღა-მაჰმად-ხანისაგან, რომელიც ერეკლესაგან მოითხოვდა რუსეთთან კავშირის გაწყვეტას და ირანსა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობის აღდგენას. ერეკლემ ამის შესახებ აცნობა რუსეთის მთავრობას და სთხოვა 1783 წლის ტრაქტატით დაპირებულ დახმარების აღმოჩენა, მაგრამ ამაზე მან უარი მიიღო. მაშინ ერეკლემ გარდასწყვიტა საკუთარი ძალით გამკლავებო და მოსალოდნელ საგარეო საფრთხეს.

 

ყველაფერი ეს კარგად იცოდა აღა-მაჰმად-ხანმა, შეკრიბა 70.000 კაცი და გამოემართა საქართველოსაკენ. მდ. არეზზე მას მიეგება განჯის ხანი და ყაენი მიაცილა ყარაბაღში. აზერბაიჯანის ხანები ერეკლეს გადაუდგნენ და მორჩილება განუცხადეს ირანის მბრძანებელს, ამის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანი დაიძრა საქართველოსაკენ. შაჰმა ხელმეორედ მისცა წინადადება ერეკლეს გაეწყვიტა კავშირი რუსეთთან და აღეარებინა სპარსეთის მფარველობა. მაგრამ ერეკლე მაინც უარზე იდგა. მაშინ აღა-მაჰმად-ხანი 35.000 მსუბუქი ცხენოსნით გამოემართა თბილისისაკენ.


ცხრა ენკენისთვეს 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანი დაბანაკდა სოღანლუღში, მტკვრის პირად. თბილისელების უმრავლესობა უკვე იხიზნებოდა. ქალაქი კარგად იყო გამაგრებული. ციხეებიდან ზარბაზნები მრისხანედ დაჰყურებდნენ სეიდაბადის მიდამოს, სადაც მტერი უნდა შემოსულიყო, აღა-მაჰმად-ხანი განჯის კარით (ორთაჭალისკენ) შემოსვლას ვერ ბედავდა, გზის სივიწროვე აშინებდა — ჯარი ფრთას ვერ გაშლისო, ერეკლემr: jსLI31 კარგად იცოდა, მაგრამ მაინც შავ-ნაბადისა და თელეთის მთა ზარბაზნებით გაამაგრებინა, რომ მტერი იქიდან არ შემოეშვა.

 

10 სექტემბერს, ორშაბათ დილას, დაიწყო პირველი დიდი ბრძოლა. მტერი კრწანისის მხრით გამოჩნდა და წინ სწევდა თავის რაზმებს. შაჰი ფრთხილობდა ერეკლემ ქალაქში არ შემიტყუოს და ჯარი არ ამომიწყვიტოსო: „მე კარგად ვიცი, ამბობდა შაჰი, ერეკლე-ხანი ნადირ-შაჰის მოწაფეა და რამე მახეს დამიგებსო“. ამიტომს აღა-მაჰმად-ხანმა ადიდებულ მტკვარში ცხენით გასცურა, გავიდა მტკვრის მარცხენა მხარეს და იქიდან დაათვალიერა კრწანისის ველი და თბილისის ციხის მდგომარეობა. როდესაც შაჰი დარწმუნდა, რომ ეს გზა იყო უშიშარი, უბრძანა ჯარს გადასულიყო შეტევაზე.


11 სექტემბერს ბრძოლა განახლდა, ერეკლეს განკარგულებით ჯარი ასე იყო განაწილებული: მეწინავედ კრწანისის ველზე დადგა ერეკლე 1500 კაცით, ქალაქის პირას იდგა 2000 იმერელი, აბანოს კარებთან მეფე სოლომონ 2000 კაცით, კოჯრის მთის გზას იცავდა ბატონიშვილი დავითი 4 ზარბაზნით და 400 კაცით. თვით თბილისის ციხე გამაგრებული იყო 16 ზარბაზნით. ჯარის ასეთი განაწილება იმით აიხსნებოდა, რომ ერეკლეს განზრახული ჰქონდა, თუ აღა-მაჰმად-ხანი შეტევას დაიწყებდა, ქალაქში გამაგრებულიყო. მართლაც, ერეკლეს საიდუმლოდ მოსვლოდა ცნობა, რომ პირველ შეტაკებაში დამარცხების შემდეგ შაჰი დაშინდა, აპირებდა თურმე აყრას და უკანვე გაბრუნებას. მაგრამ მეორე ბრძოლის დაწყების წინა ღამეს შაჰის მოსყი_ _ _ დულმა სომხის მელიქებმა თბილისიდან გააპარეს პაე ტიმრად მყოფი სპარსეთის ელჩი, რომელმაც კაენსე აცნობა ერეკლეს ჯარის სიმცირე და სისუსტე.


ამის შესახებ ჯამბაკურ ორბელიანი მოგვითხრობს: „მეფე ირაკლი, ამბობდა აღა-მაჰმად-ხანი, ნადირ-შაჰის გაზრდილია, მე იმან ომი არსად არ დამიწყო, მომიყვანა თავის ქალაქის პირში, ორი დღე ძალიან ომი გვქონდა და ვერა დავაკელი-რა; ეტყობა ირაკლის დიდი ჯარი ჰყავს იმ ხევებში დამალული და მე კი განგებ ცოტას მიჩვენებს, თორემ თუ ცოტა ჯარი ჰყვანდეს, ამ საქმეს ვერ მიზამდა, მე ვხედავ, მეფე ირაკლი ისეთ საქმეს მიპირებს, თუ არ წავედი, ბოლოს ვინანებო, |

 

„ელჩმა ფიცით დაარწმუნა, მეფე ირაკლის მაგთენი ჯარი არა ჰყავს, რაც თქვენ გინახამთ, იმაზე მეტიო. ექვსი ათასი მეომარი მიბოძე, ქეთი მხრის მოკლე გზები ვიცი, ერთ-ერთს მოკლე გზაზე გადავივლი და მეფე ირაკლის უკან მოვექცევი, აქედან თქვენ მიხვალთ და შუაში მოვამწყვდევთ თავის ჯარით“-ო,

 

დაიმედებულმა შაჰმა 11 სექტემბერს გადასწყვიტა გადასულიყო შეტევაზე და 5000 კაცი გაგზავნა თბილისზე უკან მოსავლელად. თვითონ შაჰი კი თავისი ჯარით გადავიდა შეტევაზე. სპარსელმა ჯარიმა უკანიდან შემოუარა თბილისს, ავიდა მთაზე და მიუახლოვდა ციხის ზარბაზნებს. ამან დააფრთხო და არევ-დარევა გამოიწვია ქალაქში მდგომ ჯარში და სოლომონ მეფეს საქმე წაგებული ეგონა, მან თავისი ჯარი მოხსნა პოზიციებიდან და დაიძრა თბილისიდან. კოჯრის გზაზე მდგომმა დავით ბატონიშვილმაც დასტოვა თავისი პოზიცია, ზარბაზნები ხევში გადაყარა და კახეთისაკენ

 

გაეშურა, ამასობაში აღა-მაჰმად-ხანის მთავარმა ძალები მა შეუტიეს ერეკლეს ლაშქარს კრწანისის ველზე. პირ ველად მტერს ეკვეთა იოანე ბატონიშვილის რაზმი, რომელმაც მტრის შუა გული გაარღვია. ერეკლემ იოანეს მიაშველა ვახტანგი, რომელსაც თან ახლდნენ სამასი რჩეული ვაჟკაცნი არაგველნი და ფშავ-ხევსურნი.

 

ომი გაცხარდა და ქართველებმა რამდენიმე დროშაც მოსტაცეს მტერს. შაჰი მაღლიდან დაჰყურებდა და ქართველების გმირობით გაოცებული ამბობდა თურმე: „ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს და ვერ წარმოვიდგენდი ამისთანა გულოვანს და გმირულს ლაშქარს“-ო. - ეს იყო ის წამი, როდესაც არაგველები და ფშავხევსურები მტერს ეკვეთნენ:


„და გარდიწერეს პირს-ჯვარი...

ვაჟკაცებრ ხმალი იშიშვლეს...

და შავარდენებრ მივარდნენ

სპარსთა ურიცხვსა სიმრავლეს! შეჰსძრეს...

გაჰფანტეს, მარამა

ზედ თავიც თვისი დააკლეს!“
 

გრიგოლ ორბელიანი "სადღეგრძელო"

 

ასეთ მედგარ წინააღმდეგობას ვერ გაუძლო აღამაჰმად-ხანის მეწინავე რაზმმა და უკან დაიხია, მაშინ შაჰიმ ახალი ჯარი მოაშველა, ქართველები გმირულად იბრძოდნენ და როდესაც შაჰმა დაინახა, რომ ქართველთა ძალა შესუსტდა, სპარსელთა ლაშქარმა დაიწყო ვახტანგისა და იოანეს რაზმის უკან შემოვლა, ირგვლივ შემორტყმა, რომ მათთვის გზა შეეკრა. ეს მეტად საშიში იყო, რადგანაც მოსალოდნელი იყო მთელი ოაზიმის ტყვედ ჩავარდნა მტრის ხელში. ამ დროს

 

„რა ნახეს ქართველთ გაჭირდა საქმე,

მყის ჩაიკეცეს ქუდები თურმე,

ხრმალს ხელი იკრეს მამა-პაპურად

და დაერივნენ თავისებურად!“

 

ნიკოლოზ ბარათაშვილი "ბედი ქართლისა"


 გააპეს რკალი და მეფე ერეკლესთან მივიდნენ. საღამო ჟამს შეიქმნა ხელჩართული ომი სეიდ-აბადის ბოლოს, სადაც ერეკლე იდგა. მოხუცებული ერეკლე (ის ამ დროს 75 წლისა იყო) ხმალ ამოწვდილი შუაგულ ომში შეიჭრა და თავგანწირულად იბრძოდა, რომ სიცოცხლე შეეწირა მამულისათვის.

 

ბრძოლით თავდავიწყებულ ერეკლეს სპარსელებისაგან მოელოდა ტყვედ შეპყრობა, მაგრამ მას ქართველი ცხენოსნები დროზე მიეშველნენ (რჩეული ქართველი ცხენოსნები) და იხსნეს განსაცდელისაგან. თითქმის მთელი ქართველი ლაშქარი გაწყდა და მეფე ერეკლე ძალით გამოიყვანეს ბრძოლის ველიდან.

 

ალექსანდრე ორბელიანის სიტყვით: „როდესაც მეფე ირაკლი ავლაბრის ხიდის თავში მივიდა, მან 'შუა ხიდზე ცხენი გამოატრიალა და დაიძახა: — «ნეტა სად მივდივარ? — წავალ და მეც მოვკვდები ამ ქალაქის ხალხში და იმათ ვნებას მე ვერ ვნახამო». მაგრამ ივანე მუნრან-ბატონმა მეფის ირაკლის ცხენს ლაგამზე ხელი უტაცა და გულმოკლული მეფე საჩქაროდ გაარბენინა ხიდზე და წაიყვანეს საგურამოსაკენ.

 

როდესაც მახათას ძირში მივიდნენ, ერეკლე თურმე მწარეთ მოთქვამდა:

 

„ოჰ ღმერთო, რასა ვხედავ და ან რა ხმა მესმის ჩემო საყვარელო შვილებო, მე თქვენს ამაღლებას ვცდილობდი, მე თქვენის ბედნიერებისათვის ვზრუნავდი, თქვენი მცირე მწუხარება ჩემთვის სასიკვდილო იყო და სიხარული ბედნიერება. ნაცვლად თქვენის დღესასწაულისა, დღეს საშინელება ტრიალებს თქვენზე, დღეს თქვენი მწარე ტირილი ზეცაში ღაღადებს. ჩემო ძმებო, ჩემო შვილებო, ჩემო მეგობრებო, ჩემო საყვარლებო, მე თქვენთვის უნდა მომკვდარვიყავ და თქვენ ჩემთვის იხოცებით, აბა რაღას მეფე ვარ, რით დაგიფაროთ?“


აქედან ერეკლე თავისი ამალით გაიხიზნა მთიულეთში. აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო. ყაენმა განიზრახა ერეკლესთან მორიგება იმ პირობით, თუ ის აღიარებდა სპარსეთის მორჩილებას. მაგრამ რადგანაც ერეკლე ამაზე არ დასთანხმდა, ამიტომ აღა-მაჰმად-ხანმა გადაწვა მთელი თბილისი და გაბრუნდა სპარსეთში.

 

აღა-მაჰმად-ხანთან ლაშქრობამ დაამტკიცა, მიუხედავად ერეკლეს პირადი გმირობისა და დიდი სამხედრო ნიჭისა, ფეოდალური წყობილების უვარგისობა ქართლ-კახეთის სამეფოს დაცვის საქმეში. ცალკეულ საერისთაოების გამგებელი ბატონიშვილები და მსხვილი ფეოდალები უპასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ სახელმწიფოს დაცვის საქმეს. მათ შორის ადგილი ჰქონდა პირად ანგარიშებს, ინტრიგებს და ყველაფერი ეს ხელს უშლიდა მეფე ერეკლეს სამშობლოს თავდაცვის საქმეში. მაგალითად, კრწანისის ბრძოლის დროს ბატონიშვილმა იულონმა არც კი მოაშველა ჯარი თავის მამას. ტახტის მემკვიდრე გიორგი იმყოფებოდა ეს.. ლავში და იქ არხეინად განისვენებდა და სხვა. - ყველაფერი ეს აიხსნებოდა ბატონყმური სახელმწიფო აპარატის უვარგისობით და მეფის ცენტრალური ხელისუფლების სისუსტით, მაგრამ მიუხედავად ამისა ერეკლემ თავისი მამაცობით, სამხედრო საქმის დიდი ცოდნით და ტაქტიკით მაინც შესძლო ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვა და ჩამორჩენილი სპარსეთის ბატონობისაგან თავისი ქვეყნის გადარჩენა. ამის გამო ქართველ ერის ხსოვნაში იგი დაუვიწყარია, როგორც დიდი სარდალი და გმირი მეფე.

 

თავის სიცოცხლეში ერეკლეს გადაუხდია 64 დიდი ომი და თითქმის ამდენჯერვე გაუმარჯვია წვრილწვრილ შეტაკებებში. გასაკვირველია ამასთანავე, რომ ამ ბრძოლებში ერეკლეს არც ერთი ჭრილობა არ მიუღია, თუმცა იგი ყოველთვის მოწინავე რაზმებში იბრძოდა. ეს აიხსნება მისი ხელის და თვალის არაჩვეულებრივი სისწრაფით.

 

ამდენ ომებში ერეკლე ორჯერ დამარცხდა და ისიც მოღალატური გამცემლობით. ერთი იყო ჰაჯი-ჩელების პირველი შეტაკების დროს, როდესაც ერეკლეს გადაუდგნენ აზერბაიჯანის ხანები და მეორე აღა-მაჰმად-ხანთან კრწანისის ველზე, ყარაბაღელ სომეხ მელიქების გამცემლობის გამო, მაგრამ ორივე ეს უბედური ომიც მდიდარია გმირობისა და თავდადების ეპიზოდებით, რომელნიც მუდამ აღელვებდნენ სამშობლოსათვის მებრძოლ ქართველ ახალგაზრდობას.

 

1798 წელს 11 იანვარს ქალ. თელავში გარდაიცვალა მეფე ერეკლე და მას მგლოვიარე ქართველი ხალხის ასე მოუწოდებდა:


„აღსდეგ გმირთ-გმირო,

ნუ გძინავს, მტერთა ისმიან ხმანია,

გრძლად ძილის ჩვეულ როდი ხარ,

მოგვიხმე უნჯნი ყმანია,

არ გნახოს მტერმან ძაბუნად,

ვჰსდევნოთ, ვაკვეცნეთ თმანია,

ვართ ბრძოლად მათდა მოსრულნი,

ზოგთაგან ოთხნი ძმანია“.

 

 


პასუხისმგებელი რედაქტორი პროფ. ს. კაკაბაძე სტამბის შეკვეთის # 597. ტირაჟი 8000 ეგზ. უე 66 47.
სტამბა გ-ბა „ზარია ვოსტოკა“ რუსთაველის გამზ. N 36