The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №8 (1858)


ცისკარი №8 (1858)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 ტფილისის კლუბში

▲ზევით დაბრუნება


ტფილისის კლუბში

გაგრძელება.

50. გრიგოლ ორჯონიკიძე.

თ. ალექსანდრე თუმანოვი.
პავლე გაბაევი
თ. პეტრე ბებუთოვი.
თ. გიორგი ბარათოვი.
ვასილ ექიმოვი.
თ.თ. ივანე ენდრონიკოვი.
თ. ამირბარ მაღალოვი.
იაკინტე ალექსიევ მესხიევი.
60. ალექსანდრე სვანელი.
გაბრიელ მელქუნოვი.
გიორგი ყარანგოზოვი.
თ. თამარ ერისთავისა.
დიმიტრი ბაქრაძე.
ლავრენტი არდაზიანი.
ისაკ. ბაშბეუქოვი.
თ. ალექსანდრე ორბელიანი.
თ. ალექსანდრე ბარიატინსკი.
ხალათოვი.
70. თ: გრიგოლ ორბელიანი.
ენჶიაჯიანცი.
ანტონ მამულოვი.
იაკობ პავლიევი.
ელისაბედ ხიხანოვისა.
დიმიტრი ყიფიანი.
თ. ალექსანდრე ჯავახოვი.
თ. ივანე მუხრანსკი.
აბელ გურგინბეგოვი.
თ. დიმიტრი ორბელიანი.
80. თ. ალექსანდრე მაღალოვი.
ალექსანდრე თამამშოვი.

2 მკითხველთადმი

▲ზევით დაბრუნება


როდესაც კაცი აღსრულებდეს თავის ნამდვილს მოვალეობას, მაშინ იმ მოვალეობის აღსრულება არ არის დასაყვედრებელი. ყოველი კაცი მოვალეა უყვარდეს თავისი მამული, უკეთუ მამული უყვარს, რასაკვირველია ენაცა ეყვარება. თუ ხედვენ სხვანი რომ ვმეცადინეობ ჩემის სამშობლოს ენისათჳს, (მე ჯერეთ ვერ მივცემ ჩემს თავს ამ ღირსებას.) გარწმუნებთ, რაც შეშვენის ჩუჱნს მამულს და ჩუჱნის საზოგადოს მამის საზოგადოებითს ზრუნვითს დროებასა, ეს ჩემი მეცადინეობა მეათედი ნაწილიც არ არის, რასაკვირველია ამისი მიზმეთ არა ერთ ოდენ მე ვარ... მშობლის სიყვარულისათჳს, რომელი იქნება მოითხოვოს ჯილდო; თავის აღმზრდელის პატივის-ცემისათჳს, რომელი იქნება მოითხოვოს საჩუქარი? უკეთუ დავაყვედრებთ ვისმეს ჩუჱნს მეათედს მეცადინეობას, რომელიცა სახსენებელი არ არის; უკეთუ მოვითხოვთ საჩუქარსა რასამე, ეს არათუ მხოლოდ გამოვალს პატიოსნებითგან, არამედ დასცემს ყოველსავე კაცის ღირსებასა! ამაზედ უკეთესი საჩუქარი და ამაზე უკეთესი დიდება ჩუჱნთჳს რა იქნება, რომ ვგრძნობდეთ რა ჩუჱნს ღირსეულს მდგომარეობასა, უშიშრად და გაბედვით ვუწოდოთ ჩუჱნს თავს: „მამულის შვილი“!

კარგა ხანი იქნება, მივიღეთ რედაქციაში იმ გვარი ლექსი, (როგორც წარიკითხავთ ქვემოთ) რომლისაცა დაბეჭდვასა ვერას გზით ვერა ვბედავდით, რადგანც ამ გვარის ლექსის დაბეჭვდა შეეხებოდა თავის მოყვარეობასა. თავის-მოყვარეობა ღმერთმან გვაშოროს! ზემოთვე წარმოვსთქვი საყვარელნო „ცისკარის“ მკითხველნო. დასასრულს ვბეჭდავთ ერთსა ამ გვარსა ლექსთაგანსა, რა ვეღარ ვუწინააღმდეგეთ მრავალთა თხოვნათა.

რედ. ი. კერესელიძე

3 ლექსები

▲ზევით დაბრუნება


3.1 იოანე კერესელიძე-ზე.

▲ზევით დაბრუნება


იოანე კერესელიძე-ზე.

გაჩნდა ჩუჱნ შორის მომშტვენო ჩიტი,
ტკბილ-მოღუღუნე ვითა რომ გვრიტი,
გვასმენს ყოველთა სიამის ხმასა
და არ იკრძალვის კეთილის თქმასა!
გონებით მკვეთრი, ეს არის ერთი,
ყოველს ღირსებას მიუწერ მასა,
ყოველი მისი, ცხადი და მყისი:
არის მარტივი და ჭეშმარიტი.
დაბნელებული აწ მნათობს ყველა,
ქართველთ სიამით აწ ძლივს ეშველა,
აღმოაცენა უფსკრულს შთანთქმული
და დიდის ხნითგან იქ შენახული,
ძირნი საუნჯის ვითარცა მუნჯის
გული და სული უენოთ თხზული.
თითების თვლითა, ნიშან დასმითა,
მიხვდების ოდენ შეიტყობს ყველა!
ძმანო! ჩუჱნს შორის მართლა „ცისკარი“
აწ აღმოგვიჩნდა ყმაწვილი მტკბარი,
აბა ვინ გვივის ამ გვარნი სხვანი,
რომ მოღალონ მათ თჳსნი ჭკუანი
და ის იფიქრონ: რა არგებსთ ქართველთ,
დაჭმუნებულთა, ვით მომწყინართა,
ადრით ქებულთა დავიწყებულთა,
ვინა აღახვებს მათთათჳს კართა...
შენ ხარ ბულბული, აი ვარდიცა,-
ზედან დაჰყეფე ქებულო მშტვენო,
რომ მით ნაყოფი, დავიწყებული,
ქართველთა შორი აღმოაცენო!
შენნი შრომანი, ღვაწლნი ძვირფასნი,
ყოველთა სულთა ცხადად გვაჩუჱნო.
ჩუჱნო იმედო, ყმაწვილო კაცო,
ერთო ამ გვარათ აღმომაჩენო!...

დ. ბ.
1858 წელსა.
ქ. ტფილისს.

3.2 N

▲ზევით დაბრუნება


N

ვნახე საცვიფრო შენი სახე და გავხდი რეტად,
თვალნი შენნი გულსა გამლენ, ისართაცა გარდამეტად,
ყელნი ღაბაბ ქვეშ შეგდგმიან, ვითა მზესა ბროლნი სვეტად,
შენსა გულსა ყულად ვექმნე თუ ღირს გავხდე შენდა ჭვრეტად.

ბუნებამ წარმოგადგინა, ეგე ვითარი მკულება,
რომლისა მზგავსი არ იყო და არცა აწ იპოება,
ეფროტიდებრივ ციმციმით მხილველს მისტაცე გონება,
ნეტარებს აქვს სვესა მისს, რომელიც შენ გეკონება.

პირ ბადრს სხივი მოგირაზმავს, განაათლე ცა და ხმელი,
შენს ნახვაზე რომ არ განკრთენ, არ იქნება არ რომელი,
სიცოცხლეო! უკვდავების წყარო მეცი მე სასმელი,
კრძალვით გიძღვენ მნათობთ მეფავ, ლექსი ესე არ სანთელი!

თ. ზ. ანდრონიკოვი.
1858 წელსა.15 მარტსა.

3.3 ცრემლი ალაზანისა

▲ზევით დაბრუნება


ცრემლი ალაზანისა

მზე შარავანდსა მშვენიერს
მდიდართ ველთ კახთა მოჰფენდა:
ავრორა ზეფირს ზეციურს,
თითქოს რომ მათზედ მოჰბერდა.
ძველებრივ თუმცა მას მხარეს
მწვანე მანტია ეფარა,
გარნა ვით ობოლს მწუხარეს,
მცენარეთ თანვნი (თავნი) ეხარათ.
ამ დროს ალაზნის მშობელი
გამწარებული მორბოდა,
გლეჯით თჳს თავსა ყოველი,
თან არემარე მოჰქონდა.
ჭმუნვარე ბეჭედ დასმული
მოვიდა ნახა რა შვილი,
აუქვითქვითდა მას გული,
საოცრად იწყო ტირილი:-
შენ ალაზანო! მშობელი
გულ-შემსჭვალული მე შენი,
მოვდილვარ გითხრა ყოველი,
გცე, თუ მიძს, მასთან ნუგეში!
ტალღათა შორის ვეძიებ,
რა შენთ კიდეთა ვედები,
წარსულთა დღეთა მშვენიერთ
ძეგლნი რამ ვპოვო ეგები!
გარნა, ახ! ძეგლნი ის მკულნი,
დაშლამულ არან მღვრივის წყლით,
საუკუნეთგან ლახულნი,
მირბიან ჩემგან ტირილით!
გარნა მას ვწუხვარ შენს ჩემებრ,
ნუ თუ ხარ ესრეთ ჭმუნვარე,
თვალთაგან ჩემებრ შენც ცრემლებრ,
ნაკადი მოგდის მდუღარე?
ნუ, ნუ, შენ ძეო, ნუ სტირი,
ნუ მამიმატებ მე წყრულსა,
ერთხელა იყავ ხომ გმირი,
ჭმუნვას არ სცემდი შენ გულსა.
რისთჳს ამაყთა თვალთაგან,
ზღვებრ ცრემლნი მომდინარობენ,
ზვირთნი ეგ შენნი-მტკბართაგან
მსწრაფლ რისთჳს მიმავალობენ
მსწრაფლ ნუ შორდები მშვენიერთ
სტუმართ-მოყვარეთ კიდეთა,
ნუ იმღვრევ ძირსა ვერცხლის ფერს,
სიმშვიდით შორდი ზღუდეთა!
ყრმობა მოკლეა ღვთით შენი,
აწმყოს დროს მყოფმან იხელთე,
გელიან ზღვისა ზღუდენი,
თევზისა მზგავსად იცელქე.
დე აღიზარდნენ ლერწამნი,
რომელნი შენს გარს მრავლობენ,
გარწმუნებ მათზედ ბულბულნი,
დილამდინ გრძნობით გალობენ!...
შენ შორის გულსა კამკამოს,
დე აღიზარდნენ ჩინარნი,
რტოთ გაიდგამდნენ უვარგოს,
შენზედან იყვნენ მცინარნი.
ნუ აქცევ ყურსა, დე მწყემსნი,
შენდა სასმელად ვიდოდნენ,
ცხოვართა თანა მხურვალედ
შენსას შვენებას მღეროდნენ.
ბატკანნი, ცხვარნი, ციკანნი,
შენკენ ბღავილით ვიდოდნენ,
შენის შუალით თიკანნი,
ერთომ სმენითა ტკბებოდნენ!“
ამ დროს მდინარემ ქუხილით,
ჭექით და აღელებულმან,
მოიღო ქაფი თჳს გულით
მიუგო აზვირთებულმან,
„გულმტკივნეულად მომიგე,
აბა თუ შენ ხარ მშობელი,
შველასა, - თუ გიძს მარიგე,
მე ვიღასაგან მოველი?
რადღა მიმრავლებ ჭმუნვასა,
ჩქარათ განვლილთა ჩემ დღეთა,
და რად უმატებ ურვასა,
ჩემთა ჭმუნვერეთ ზღუდეთა?
სულთა უტკბესო! როს ნახე
შენ კაცი შემდგომს სიკვდილის,
რომე-ღა განსვენებული,
ყოფილი იყოს სამოსლით!
ვისთჳს მოვირთო, ვეჩუჱნო,
ვის დაუბნელო მე თვალნი,
ზოგსა მე ვძულვარ, ზოგი მძულს,
მზდევნიან ზოგანმრავალნი...
იყო დრო ოდეს მშვენებით,
პატარძალივით მორთული,
მილლიონ ფერად ღირსებით,
ვიყავი გარემოცული.
წარსულთა დროთა მშვენიერთ,
გამიქრა ვხედავ სანთელი,
ცურავს ხოლოდღა ჩემს სიღრმეს,
ძველით ნაშთენი ნათელი.
სადა არიან ის დღენი,
რა დამრჩა საწყალს იმ დღისა,
სადა არნ ისი ღელენი,
ვცელქობდი სადაც მზგავს ყრმისა?
უფრო უწუხ მას, რომ მაჰმადნი,
მოდიან ჩემკენ სალევად,
წმიდისა გულის ჩემისა
წახდენად ასამღვრეველად.
ერთი მაქვს მხოლოდ ნუგეშად:
მწყემსნი რა მოვლენ საშვებად,
მათგნით ვიგრილებ მე გულსა,
და რა ყურს უგდებ ბულბულსა!“
…………
არღა რა უთხრა მის მეტი,
მან ალაზანმან თჳს მშობელს:
კლაკვნითა გველებრ მოედო,
და ჭმუნვარებით მწვანე ველს!...

ი. კერესელიძე

4 პროზა

▲ზევით დაბრუნება


4.1 ჰამლეტი

▲ზევით დაბრუნება


ჰამლეტი

(მოქმდება 4)

გამოცხადება 1.
(კოროლის სასახლე)

კოროლი, დედოფალი, როზენკრანცი და გილდენშტერნი.

კოროლი.

არის მიზეზი ამ ჭმუნვარებისა, ამ ოხვრათა. მე უნდა ვიცოდე ეს. მითხარ-სად არის შენი შვილი?

დედოფალი.

დაგვიტევეთ ჩუჱნ. (როზენკრანცი და გილდენშტერნი მიდიან.) - ოჰ, ხელმწიფეო! საშინელი იყო წუხანდელი ღამე!

კოროლი.

რა, გეტრუდა? რა ჰყო ჰამლეტმა?

დედოფალი.

უგონოა, გაცოფებულია, გეგონება თითქოს ქარიშხალი ებრძვის მძლე ოკეანსა, და უგონობაში გაიგონა, რომ ხალიჩების იქით არის ვინმე, ამოიღო ხმალი, შეჰყვირა: „თაგვი, თაგვი!“ და, სიგიჟესში, დაჰკრა, და მოკლა, უგუნურმა, ჩუჱნი მრჩეველი და მეგობარი...

კოროლი.

საშინელია! მე რო ვყოფილიყავი ხომ დავიღუპებოდი! საშიშია, დასანთქამია თუ მივსცემთ ჰამლეტს თავისუფლებას. შენთჳს, ჩემთჳს, ყველასათჳს საშიშია ჰამლეტი, უი! ვინ ზღავს ამ სისხლს? ჩუჱნ, ჩუჱნ შეგვეძლო წინათდაგვენახა და უგუნური უნდა განგვეშორა კაცთაგან; მაგრამ სიყვარული მისადმი ოდენ დიდი გვაქვს, რომ ჩუჱნ დავივიწყეთ მოვალეობა ჩუჱნა. ესრეთ მძიმე სნეულება ვისაც ჰქეჯნის, შიშისაგან მას ჰფარავს და იღუპება. სად არის შენი შვილი?

დედოფალი.

წაათრია მოკლული პოლონი. საშუალ უგონობისა, როგორათაც ოქროს ნაპერწკალნი საშუალ შერეულობისა ტლანქ მადნის ქვათა-ელვარებენ მის შორის გონება და გული-ჰამლეტი სტირისგვიანღა არის!...

კოროლი.

წავიდეთ, გედრუდა. უწინარეს მანამ მზის სხივნი აიკრიფებიან ქედთაგან მთათა, ხომალდს ჰამლეტის წასაყვანად შეამზადებენ. უგუნურ მკვლელობას დავფარავთ ჩუჱნ, მოვახერხებთ მიზეზსა. გილდენშტერნო! (როზენკრანცი და გილდენშტერნი გამოდიან.) მეგობარო ჩემნო! წაიყვანეთ მცველნი. ჰამლეტმან მოკლა პოლონი უგუნურს აღტაცებულობაში და წაათრია მისი უსულო გვამი. წადით, მოილაპარაკეთ მასთან იპოვეთ გვამი და დამარხეთ პატივით - გაეშურენით - (როზენკრანცი და გილდენშტერნი მსდიან (მიდიან).) მე მივალ შევკრიბო რჩევა, ვეტყვი რაც მოხდა, ვკითხავ, როგორ უნდა მოვიქცეთ, ჩვეენ, რათა ცილის წამებამ,-რომელიცა ესრეთ სასწრაფოთ შემოირბენსსოფელსა, როგორათაც ზარბაზნის ტყვია მოჰფრინავს ნიშანზე, და რომელიცა დაშხამავს, ყოველსავე გზაზე,-არ შემოგვანთხიოს ჩუჱნ გესლიანი შურის-ძიება, განიბნიოს, გაქრეს.- დავეშურნეთ სული ჩემი აღშფოთებულია და სავსეა ეჭვებითა. (მიდიან.)

ჰამლეტი, გამორბის.

ჩინებულად მივმალე!

როზენკრანცი და გილდენშტერნი, სცენას იქით.

ჰამლეტი! პრინცო, ჰამლეტი!

ჰამლეტი.

წყნარა! რა ყაყანია? რათ გინდათ ჰამლეტი? მოდიან... (როზენკრანცი და გილდენშტერნი გამოდიან.)

როზენკრანცი.

რა უყავით, პრინცო, გვამი პოლონისი?

ჰამლეტი.

მივეც მისსახლო ნათესავს-მიწას მივეც.

როზენკრანცი.

სად არის? უნდა დავეხმაროთ.

ჰამლეტი.

ამას ნუ ერწმუნებით.

როზენკრანცი.

რას ნუ ვერწმუნებით?

ჰამლეტი.

მას, რომ ვიცი რა დაცვა თქვენთა სადუმლოთა, მე არ ვიცი დაცვა ჩემთა საიდუმლოთა. რას მიუგებს შვილი კოროლსა, თუ რო ჰკითხავსმას ღრუბელი*

როზენკრანცი.

პრინცო, განა მე ღრუბელი ვარ?

ჰამლეტი.

დიახ, ღრუბელი, რომელიცა შეისვავს წყალობასა, ალერსსა და ხელმწიფებასა თჳსის კოროლისასა. მაგრამ თქვენ ხართ უკეთესნი მოსამსახურენი კოროლთათჳს. კოროლნი გიფრთხილდებიან თქვენ საუზმისათჳს, როგორათაც მაიმუნები გემრიელს ლუკმას. რა წამს დასჭირდებათ მიიღონ უკანვე ისი, რაცა შეისვით-გაგწურვენ, და-თქვენ დაშთებით მშრალი, როგორათაც ღრუბელი!

როზენკრანცი.

მე არ მეყურება, პრინცო.

ჰამლეტი.

მოხარული ვარ. ვისის ყურში მოსვენებით სძინავს თავ-საცილსა, ისი-სულელია!

როზენკრანცი.

გვითხარით, სად დასდეთ სხეული, და მერმე წამობრძანდით კოროლთან.

ჰამლეტი.

სხეული იქმნება კოროლად, მაგრამ კოროლი არ უნდა იყოს სხეულად.

კოროლი

არის რაჲმე.

როზენკრანცი.

რაჲმე, პრინცო?

ანუ არა-რაჲ. წავიდეთ კოროლთან. წინ წადით მელებო, ძაღლი დაგედევნებათ. (მიდიან.)

კოროლი და კარისკაცნი.

კოროლი.

მე ვუბრძანე მოუწოდონ ჰამლეტსა და იპოვონ სხეული პოლონისა. რა საშინელია თუ მივცემთ მას თჳსუფლებას! მაგრამ მმკაცრად არ უნდა მოვექცეთ მას-შეუსაბამო იქმნება. ჰამლეტი უყვარს სულელ ხალხს, რომელიცა უგუნურად სჯის მას, რასაცა ხედავს, და ვინც დაისჯება, ისი მათ თვალწინ მართალია, მისიღა დანაშაულობა დავიწყებულია. წყნარად, დამშვიდებით მოხერხდეს და უცები მისი წასვლა დავანახოთ საჭიროებად. ჩუჱნ ბოროტს უშველით ბოროტით, ანუ არაფრით. (როზენკრანცი და გილდენშტერნი გამოდიან.)- აბა, რა არის, თქვით?

როზენკრანცი.

ჩუჱნ ვერ შევიტყეთ, ხელმწიფეო, გვამი სად მიუფარავს.

კოროლი.

თჳთონ სადღაა?

როზენკრანცი.

აქ გახლავს, ყარაული ადგას-ველით თქვენს ბრძანებას.

კოროლი.

შემოიყვანეთ.

როზენკრანცი.

გილდენშტერნო, შემოიყვანეთ. (შემოიყვანენ ჰამლეტს).

კოროლი.

აბა, ჰამლეტი - სად არის პოლონი?

ჰამლეტი.

ვახშამზე.

კოროლი.

როგორ თუ ვახშამზე?

ჰამლეტი.

დიახ, სადაცა თჳთონ არა სჭამს-მას სჭამენ. მას-თან შეკრებილან მრავალნი უმეცნიერსნი ჭიაღუანი. თქვენ იცით, რომ ჩუჱნი ვახშმები კეთდებიან ჭიებისა-თჳს: ჩუჱნ გამოჰკვებთ პირუტყვთა, რათა გამოჰკვებოთ თავი ჩუჱნი, და თავსა ჩუჱნსა გამოქკვებთ (გამოჰკვებთ), რათა გამოჰვკბოთ ჭიები. კოროლი და გლახაკი-რა არის ეს! ორგვარი საჭმელი იმათთჳს, და ორივე იქმნებიან ერთ სუფრაზე-ერთი დასასრულია ორივესთჳს!

კოროლი.

დიდო ღმერთო!

ჰამლეტი.

კაცი იჭერს თევზსა ჭიითა, რომელმანცა, იქმნება, დაისაუზმა კოროლითა, და სჭამს თევზსა, რომელმანცა დაისაუზმა ამ ჭიითა.

კოროლი.

რა უნდა სთქვა მაგითი?

ჰამლეტი.

არაფერი-მე მხოლოთ მინდა გიჩუჱნო თქვენ, რომ გლახაკს შეუძლიან შეჭამოს კოროლი.

კოროლი.

სად არის პოლონი

ჰამლეტი.

ცათა შინა-გაგზავნეთ შეიტყონ. თუ იქ ვერ იპოვიან, გაგზავნეთ მოძებნონ სხვა ადგილს. და თუ არსად ვერ იპოვნონ, მაშ ერთ თთჳს შემდეგ, თჳთონ გამოიჩენს თავს კეთილსუნნელებით ტალავარის კიბის ქვეშ.

კოროლი.

გაეშურენით იქ.

ჰამლეტი.

რა საჭიროა გაშურება-თჳთონ მოიცდის. (რავდენიმე კარისკაცთაგანი მიდიან.)

კოროლი.

ჰამლეტი! შემდეგ შენის საქციელისა, ვზრუნავ რა შენ-ზე გულითად, თუმცა ძლიერ სამწუხაროა ჩუჱნთჳს, მაგრამ შენ უთუოთ უნდა საჩქაროთ გაშორდე აქაურობას. მზა იყავ. ხომალდიც შემზადებულია, მოემზადე ანგლიაში წასასვლელად.

ჰამლეტი.

როგორ! ანგლიაში?

კოროლი.

დიახ, ჰამლეტი.

ჰამლეტი.

კარგი.

კოროლი.

ეხლა იცი ჩუჱნი ჰაზრი.

ჰამლეტი.

დიახ ეს ესმის ზეციურს ანგელოზს-მაგრამ ეგრემც იყოს: წავალთ ანგლიაში, მშვიდობით საყვარელო დედა!

კოროლი.

შენი მოყვარული მამა-გინდოდა გეთქვა, ჰამლეტი?

ჰამლეტი.

დედა-ვამბობ მე: მამა და დედა-მამაკაცი და დედაკაცი არიან, მაგრამ ორნი ერთათ ერთ არიან- დედა, კეთილო დედა-წავალთ ანგლიაში. (მიდის.)

კოროლი.

გაჰყევით მაგას; დაიყოლიეთ რო წავიდეს; ნუ-ღა იგვიანებთ, ღამემ აქ არ გისწროთ. კეთილი მგზავრობა მოგცეთ. ყოველივე მზათ არის, რაცკი შაეხება თქვენს გასტუმრებასა. გთხოვთ თქვენ დაეშურნეთ. (როზენკრანცი და გილდენშტერნი მიდიან.) და შენ, ო ანგლიავ! თუ იცი დაფასება ჩემის წყალობლობისა (ეს შეგეძლო დაგეფასა, იგრძენ რა ღრმა ცემა ხმლითა, რომლითაცა შენ დამარცხდი, და ხარჯით შეისყიდე რა ჩუჱნი მეგობრობა,) გულგრილად არ მოისმენ ჩუჱნსა თხოვნასა, და გრამატა, რომელიცა ჩაბარებული აქვს ჰამლეტსა, გიჩუჱნებს, თუ რა უნდა ჰყო შენ-სიკვდილთ ჰამლეტსა! იყავ, ანგლიავ, მორჩილ, მიხსენ ამ მძიმე სენისაგან,-მანამ ჰამლეტი ცოცხალა-ჩემთჳს არ არის ბედნიერება! (მიდის.)

ჶორტინბრასის ელჩნი.

პირველი ელჩი.

წადით და მიულოცეთ კოროლსა. მოახსენეთ, რომ თანახმად მისი ნებისა, ნორვეგიის პრინცი ელის თჳსის მხედრობით, რომ ნებას მისცემენ მას გაიაროს დანიაზე, და თუ მისს დიდებულებას ნებავს პირ-და-პირი ნახვა ჩუჱნი, დაგვინიშნოს ადგილი, სადაცა ჩუჱნი პრინცი მივა პატივსაცემელად.

მეორე ელჩი.

მშვიდობას და მყუდროებას ჩუჱნ დავიცავთ.

ჰამლეტი, როზენკრანცი და გილდენშტერნი,

გამოდიან.

ჰამლეტი.

ეს რა ხალხია?

ელჩი.

ელჩნი ნორვეგიის მეუფისა.

ჰამლეტი.

რა გნებავსთ?

ელჩი.

ჩუჱნ პოლშაზე მივდივართ, და ვითხოვთ ნების დართვასა გავიაროთ დანიაზე.

ჰამლეტი.

ვინ არის თქვენი მბრძანებელი?

ელჩი.

ჶორტინბრასი, ნორვეგიის პრინცი.

ჰამლეტი.

რაო, სულ მთელი პოლშა გინდათ დაიპყრათ, თუ მცირე რამ მიწის ნაგლეჯის დასაჯერად შეკრებილხართ თქვენ?

ელჩი.

სწორეთ ვსთქვა, ჩუჱნ ვიბრძვით მიწის ნაგლეჯისათჳს, რომელიცა ხუთ ოქროთაც არა ღირს.

ჰამლეტი.

რაღა? მიწის ნაგლეჯს მოგიგდებენ უჩხუბრათაც.

ელჩი.

ნუ გგონიათ-პოლიაკებმა საჩხუბრად თავს გამოიდეს.

ჰამლეტი.

ოციათას კაცად და ოციათას ოქროდ თქვენ მოგივათ ნაგლეჯი მიწისა-შეიძლება მოგილოცოთ გამარჯვება.

ელჩი.

თქვენს ბედნიერებას ვისურვებთ. (ელჩნი მიდიან.) როზენკრანცი. წავიდეთ, პრინცო!

ჰამლეტი.

წადით, მე დაუყოვნებლივ შემოგიდგებით.

(როზენკრანცი და გილდენშტერნი მიდიან.)

როგორ ყოველივე წინაღმიდგა დაყოვნებისათჳს შურისძიებისა!... რა ხარ შენ, კაცო, ოდეს აღნიშნავ დღეთა ძილით და სადილით? მხეცი ხარ, არა მეტი. ღმერთმა, შეგვქმნა რა ესრეთის გონებით, რომილთაცა წარსულსა და მომავალსა ვხედავთ ჩუჱნ - მოგვანიჭა ღვთაებრივი გონება არა მისთჳს, რათა დავღუპოთ იგი უნაყოფოდ. თუ მოშიში იჭვნეულობა ჰყოფნის საქმით და იღუპება გაუბედავს აღშფოთილებაში- აქ არის სამი ნაწილი სარცხვენელის სიმხდალისა და მეოთხედი მხოლოდ წმინდისა სიბრძნისა. რათ მინდა სიცოცხლე? მხოლოთ ვიზეპირო: მე უნდა აღვასრულო, და ვჰყოვნო, თუ კი მაქვს ძალიცა, ნებაცა, მიზეზიცა, ღონისძიებაცა აღსრულებისა! აჰა მაგალითი: ახალ-გაზრდა მხედართ-მძღვარსა მიჰყავს მხედრობა, მძლე და ძლიერი; იგი ყოველსავე შესწირავს მსხვერპლად პატივსა და დიდებასა, ყოველსავე დამხობს და მისცემს სიკვდილსა. რათა? და რისა-თჳს? კვერცხის ნაჭუჭათ არა ღირს მიზეზი მისის ჩხუბისა. დიდი არ არის პატივი, დიდი არა არის დიდებაცა შესწიროს ვინმე თავი თჳსი შეურაცხ სამქესა. მაგრამ რათღაა მიზეზი? ამ მიზეზს გამართლებენ ჩუჱნნი მოქმედებანი... მე კი - მამა მამიკლეს, დედა გამიუპატიურეს-სისხლი როგორ არ უნდა ადუღდეს, გონება როგორ არ უნდა ღელავდეს, მე კი - უქმად ვარ, ოდეს ჩემ საკიცხავად, აქ სიკვილისათჳს (სიკვდილისათჳს) მიდის ოციათასი მხედრობა, და მრავალთ არ იციან რასათჳს მიდიან, ათასნი სდევნიან დიდების აჩრდილსა, და ის მიწა რომლისა-თჳსცა იგინი დაიღუპებიან, იმათ საფლავისათჳს არა კმარა... არა! ამ ჟამიდგან მექმნება მხოლოთ ერთი ჰაზრი-სისხლი-ანუ სრულებით არ მექმნება არცა ერთი ჰაზრი! (მიდის.)

გამოცხადება 2.

(ოთახები დედოფლისა.)

დედოფალი და გორაციო.

გორაციო.

ოჶელია გთხოვს - ღირსია შებრალებისა.

დედოფალი.

მე არ შემიძლიან?

გორაციო.

სულ მამას იგონებს, სულ იძახის, რომ კაცი მატყუარა-არისო, გრგვინავს და უჭკუობს. უგუნურ სიტყვებს წარმოსთქვავს, მაგრამ სიტყვა მისი სულს მეტად ხვდება, და უნებლიეთ კაცს დააფიქრებს. მისი მწუხარება, მოძრაობა, შესახედაობა, ყოველივე დაგვარწმუნებენ, რომ სული მისი ჰფარავს ღრმას ნაღველსა და უგუნურს მწუხარებასა.

დედოფალი.

მაშ უნდა ველაპარაკო მას. იგი განაღვიძებს საშიშართა ეჭვთა და ბოროტთა მითქმა-მოთქმათა - დაეხსენ შემოვიდეს. (გორაციო მიდის.) ბოროტმოქმედებაო! მცირედი მიზეზი აღგაშფოთებს, წინათ გაუწყებს რა ვაებასა; მინდობლობაღა და იჭვნეულობა - უნებლიეთ გამოაშკარებენ ბნელსა ბიწიერების საიდუმლოებასა

ოჶელია, გამორბის.

სად არის, სად არის შვენიერი დედოფალი?

დედოფალი.

ოჶელია! რა, რა დაგემართა?

ოჶელია, იმღერის.

იცნობდითა ჩემსა მეგობარსა? ის იყო ვაჟკაცი საქებური, თერის გერმით, მოსული მხედარი, პირველ მეომარი დანიისა.

დედოფალი.

ახ, საბრალო ოჶელია! რასა მღერი?

ოჶელია.

რასა ვმღერი? მოისმინეთ რა სიმღერაა -
შორს, შორს, იქით ზღვისა,
წევს ისი საფლავში;
აძევს მძიმე ბორცვი,
საწოლად აქვს-მიწა!

დედოფალი.

საყვარელო ოჶელია...

ოჶელია.

გაიგონეთ რაღა სიმღერა!
თეთრ სუდრით შემოსეს,
კუბო მორთეს ვარდით,
საფლავში ჩასვენეს,
ტირილით, ტირილით.

დედოფალი, კოროლისა, რომელიცა გამოდის.

ხელმწიფეო, შეიბრალეთ საცოდავი; უყურეთ -

კოროლი.

შენ რაღა ოჶელია?

ოჶელია.

მე რაღა? არაფერი. უმორჩილესად გმადლობ. იცით თქვენ, რომ ბუკანჭო იყო გასათხოვარი ქალი, და შემდეგ იქმნა ბუ? შენ იცი, რაცა ხარ ეხლა და რაღა იცი რა იქმნები. გამარჯვება თქვენი. მშვიდობა თქვენი ნახვა.

კოროლი.

საწყალი! არ შეუძლიან დაივიწყოს მამა.

ოჶელია.

მამა? რა ტყვილია-სრულებით არა, აი რა: ქალი მივიდა განთიადისას ვალენტინის დღესა მეგობართან და უთხრა:

მეგობარო ტკბილო! მოვედ შენთან.
ბზინვარ განთიადს, საიდუმლოდ.
იყავ შენ შვენიერ ვალენტიად,
გადმომხედე-აქ ვარ ფანჯარასთან!
იმანაც სასწრაფოდ ტანთ-გადიცო,
წყნარა, წყნარა კარი გამოაღო,
საშინლად შეჰფიცა ერთგულება,
მაგრამ უმტყუვნა და-მოიძულა!

კოროლი.

კმარა, ოჶელია!

ოჶელია.

დიახ, იმან ქალი მოატყუა - ეს კიდევ არაფერი, მაგრამ რათ-ღა ჰფიცავდა? ცოდვა-ა მისთჳს!

ცუდია კაცის სვინდისითა
მეგობრის გულითად შეყვარება -
ისი ჩემ-ზედა დაიცინება,
როგორ უნდა ვიყო? რა უნდა ვჰქმნა
ქალწულმა ქალმა უთხრა მეგობარს.
„მოცემული ფიცი შენ გასტეხე-
მე არ დამვიწყებიხარ აქამდე-
შენღა რასათჳს მე დამივიწყე?“
დაცინვით მიუგო მეგობარმა:
„არ გამიტეხია ფიცი ჩემი-
განა არ იცის ქალწულმა ქალმა:
მე ხომ ვხუმრობდი, მე ხომ ვხუმრობდი!“

კოროლი.

დიდი ხანია რაც დაემართა?

ოჶელია.

ყოველივე ესე კარგი იქმნება, მერწმუნეთ-მხოლოთ, მოითმინეთ-მე კი სულ მინდა ვიტირო, რა მოვიგონებ, რომ ის დაფლეს ცივ მიწაში! ჩემი ძმა ყოველსავე ამას შეიტყობს, თქვენ კი გმადლობ რჩევისათჳს. ჩქარა კარეტა! ღამე მშვიდობისა ჩემო საყვარელო, ღამე მშვიდობისა!... (მირბის.)

კოროლი.

გაჰყევით მაგას, გაუფრთხილდით. (გორაციო მიდის.)

მამის მწუხარების გესლმა დაუშხამა ოჶელიას სული. ხედავ, გეტრუდა, ჭირნი დაიარებიან არა მარტო, ჯგუფად. გაფუჭდა, პოლონი, შვილი შენი განვაძევეთ-თჳსის უგუნურობით ღირს-იქმნა განძევებისა - და აჰა ხალხი შეიძრა, შფოთობს, იჭვნეულობს პოლონის სიკვდილზე და დრტვინავს. ამაოდ დავჰფარეთ მიზეზი მისის სიკვდილისა! და აჰა ოჶელია ჰკარგავს გონებასა, და რა უფრო ძნელია, მე ვიცი, რომ ოფელიის ძმა დაფარულად მოსულა აქ. ლაერტი თურმე გაბოროტებულია, და თავს გამოუდვია იზღვიოს სისხლი მამისა, რომლის სიკვდილსა ჩუჱნ გვაბრალებს. ოჰ საყვარელო გეტრუდა! მძიმეა გულისათჳს ატანა ესოდენ სალმობიერთა შემთხვეულობათა! (ისმის ხმაურობა.)

დედოფალი.

ეს რა ამბავია? ყაყანი, აღრეულობაა ხალხისა!

კოროლი. ვინ არის აქ? მცველნო! დაიცეთ შემოსავალი! (გამოდის გორაციო.)

გორაციო.

ხელმწიფეო! მიუტევეთ-როგორათაც ღელვანი ზღვისა გაანჩხლებულისა მიილტვიან ეგრეთ ლაერტი და მეგობარნი მისნი მოილტვიან თქვენდა გაფიცხებულნი ხლმებით; მათ მისდევს უგუნური ხალხი, და ხმა მაღლა წარმოსთქვავს ლაერტის სახელსა. ლაერტი ითხოვს შურის-ძიებას მამის სიკვდილისათჳს,ამაზე ევედრება ხალხსაცა!

დედოფალი.

მათ თავზე დაეცემა შურის-გება! უგუნურნი შესდგომიან ლაერტსა...

ლაერტი, სცენას იქით.

სად არის? სად არის კოროლი? ჩამოდექით, ჩამოდექით გზიდგან!

ხალხი სცენას იქით.

ჩამოდექით! სად არს კოროლი?

ლაერტი, ძალით შემორბის.

მამეც მამა ჩემი!

დედოფალი.

ლაერტი! რას ნიშნავს ეგ? დამშვიდდი.

ლაერტი.

წყეული, შერცხვენილი, უპატივო ვიყო, თუ რო დავმშვიდდე!

კოროლი.

ნუ სწუხარ, დედოფალო. მე არ მეშინის უგუნურ ლაერტის მუქარებისა. მითხარ, რა გინდა, უგუნურო?

ლაერტი.

სად არის მამა ჩემი?

კოროლი.

მოკვდა.

დედოფალი.

და მისს სიკვდილში ჩუჱნ ბრალი არა გვაქვს.

კოროლი.

რაჲღა? მკითხე, ლაერტი! მე მოგიგებ.

ლაერტი.

არა! მცბიერის ენით ვერ მაცთუნებ-მითხარ ვინ იყო ჩემის მამისა მკვლელი? მამიგე, თუ არა, საშინელ იქმნება შურის-გება შვილისა!

კოროლი.

რაღას უყურებ?

ლაერტი.

ნეშტი პატივისცემისა, მამის ერთგულობისა, შეიმაგრებს ხმალსა ჩემსა, თუ რო შენ გასცემ მამის ჩემის მკვლელსა!

კოროლი.

ხელ-ახლა ვჰსცნობ ლაერტსა. კეთილი შვილი მაშფოთარი და ორგული არ იქმნება, და არ მოინდომებს შური-უგოს უბრალოთა-არა! შურის-უგებს მხოლოთ დამნაშავეთა.

ლაერტი.

დიახ, დამნაშავეთა:

კოროლი.

შენ გაიცნობ მათ.

ლაერტი.

დაეხსენ ისინი დაიღუპნენ, და მაშინ ხელ-ახლა სისხლი და სიცოცხლე ჩემი ეკუთნიან მამულსა და კოროლსა!

კოროლი.

კმარა. თუ მე ბრალეულ ვიყო მამის სიკვდილში, დაეხსენ შვილმა განსაჯოს, დაეხსენ თჳთ იხილოს.

ხალხი, სცენას იქით.

გზა მიეცით ქალსა, გზა მიეცით!

ლაერტი.

რა მესმის? (გამოდის ოჶელია, რომელიცა გასაოცრად მორთულია ყვავილებითა და ულოთი.)

გახმი, ტვინო ჩემო, იდინე, ცრემლო ჩემო! დაო ჩემო! ოჶელია, დაო, მეგობარო! შენს უგონობასა ზღავს მტერი! მაგრამ უმჯობესია ჩუჱნთჳს ვიყვნეთ უჭკუონი, რაგადანაც მიგვეღო რაცკი გვქოდა უძვირფასესი-ბედნიერება და სიყვარული!

ოჶელია, იმღერის.

დასაფლავეს ის პირ დაუფარებელი,
საფლავის ბორცვზე შეიკრიბნენ ისინი,
და გადმოსდიოდა მათ მდუღარე ცრემლი,
ოდეს გამოესალმნენ მოხუცს იგინი.

მშვიდობით, ტრედო!

ლაერტი.

თუ რო სრულს ჭკუით შენგან ვყოფილვიყავ აიძულებულ შურის ძიებად, მე უმცირესად აღვიძროდი შურიოს-გებად, ვინამ ეხლა-დაო უბედურო!

ოჶელია.

ამასობაში თქვენ იმღევთ (იმღერთ): „შორს, ბოროტო! სასჯელზე, ბოროტო!“ შვენიერი სიმღერა! თქვენ იცით? ეს იმ პაჟზეა, რომელმანცა მოიტაცა ქალი რაჲნდისა.

ლაერტი.

ამისი უგონობა მტაცებს გონებასა!

ოჶელია, გადაარჩევს ყვავილებსა.
აჰა ზღვის ვარდი-ეს ნიშნავს მოგონებასა!
სულო, ლამაზო! მამიგონე მე! აჰა თაგვის-ყურა
(Незабудка) - ეს ნიშნავს-ნუ დამივიწყებ მე!

ლაერტი.

ხსოვა კიდევ შერჩენია უბედურსა!

ოჶელიე.

აჰა თქვენ კვლიავი, აჰა სადაფა, მწარე ბალახი - თქვენ და მე. თქვენ ეს თან იქონიეთ მხოლოთ უქმე დღეს-ვაია კაცისთჳს უქმე დღე. ახ! აჰა მარგარიტაცა - ია არ არის - უკაცრავოთ - დაჭკნდა მას აქეთ, რაც მამაჩემი გარდაიცვალა მშვიდობიანად- სიმხიარულე სულისა დამეკარგა, რაც ტურფა მეგობარი გარდამეცვალა!

ლაერტი.

ოცნებაცა, მწუხარებაცა, გულის-თქმაცა, თჳთ სიგიჟეცა ამაში მეტად სანდომიერნი არიან!

ოჶელია.

ისი აღარ მოვა, ის აღარ მოვა,
და ჩუჱნ იმას სრულებით ვერ-დავიხილავთ.
არა! ის გარდაიცვალა, დაასაფლავეს!
და ჩუჱნ იმას სრულებით ვერ-ღა ვიხილავთ.
აჰა დაქრის საფლავსაზედა ნიავი.
სადაცა დაიმარხა მოხუცებული,
დარგეს სამი არყის ხე, სამი ტირიფი,
რომელნი სტირიაან, ვით ურვა ჩემი, ნაღველი!
ნუ სტირით, ნუ სტირით, იმისთჳს ილოცეთ.
განუსვენე მას, ღმერთო, მართალთა ძილით!
და სულნი ყოველთა, რომელნიც გარდაიცვალნენ...
ილოცეთ მისთჳს და-ღმერთი იყოს თქვენთან! (მიდის)

ლაერტი.

ოჰ ღმერთო ჩემო! ნუ თუ ოჶელია უნდა დაიღუპოს?

კოროლი.

ლაერტი! შენს მწუხარებაში მე მივიღებ მონაწილეობას, და შენ გამამართლებ მე - გავშორდეთ აქაურობას, მე მწადის მოვილაპარაკო შენთან წამოიყვანე თან მეგობარნიცა, თუ რო გეშინის მზაკვარებისა- დაეხსენ ისინი იყვნენ ჩუჱნ შორის მსასჯულად, და თუ ესენი გამამტყუნებენ-მზა ვარ ჩემი გვირგვინი, სიცოცხლე და ყოველივე დაგითმო შენ სამაგიეროდ. და თუ მე გავმართლდე-თანახმა იყავ შევაერთოთ ძალი შენი და ძალი ჩემი და ერთათ შური-უგოთ მტერსა.

ლაერტი.

ეგრეთ იყოს!-უცნაური მშობლის აღსრულება, მისი დავიწყებული კუბო, მისი საფლავი, ღირსი ხსოვისა, მოურთავი, და დასაფლავება უპატივოთ - ყოველივე შეჰღაღადებს შურის-ძიებისა-თჳს-ცა და ქვეყანა მიბრძანებენ მოვითხოვო პასუხი!

კოროლი.

მე მზა ვარ მოგცე პასუხი, და თავსაზედა დამნაშავისა დაეცემა ნაჯახი სასჯელისა! წავიდეთ,

(მიდიან, გორაციოს გარდა.)

გორაციო, მარტო,

წიგნი ჰამლეტისა! ვნახოთ, რასა გვწერს მე და კოროლსა.

„ოდეს შენ მიიღებ ამ წიგნსა, გორაციო, იცოდე, რომ ჩქარა მნახავ მე. გასაოცარმა გარემოებამ მოახდინა, რომ მე ვეღარ წავალ ანგლიაში, სადაც წავიდნენ უჩემოთ როზენკრანცი და გილდენშტერნი. მეორე წიგნი მიეც კოროლს. მე გიამბობ შენ მრავალთა საკვირველებათა.“ ჰამლეტი. ეს რას ნიშნავს? მე ვერ მიმხვდარვარ! კოროლი და ლაერტი, დაბრუნდებიან.

კოროლი.

ეხლა, ლაერტი. ეხლა ხომ დამიბრუნებ შენს მეგობრობასა? ხომ მიხვდი, რომ მე მდევნიდა ეგრეთვე, საშიშროება და მე დავიღუპებოდი მაგიერ მამისა შენისა?

ლაერტი.

მე ვხედავ, მრწამს, მაგრამ ჯერაც არ მეყურება, როგორ დაუტევეთ დაუსჯელად ბოროტმოქმედება, ოდეს საშიშროება გიქადებდა დაღუპვასა...

კოროლი.

ორი მძიმე მიზეზი მე განგიმარტე შენ, ლაერტი, და განგიმეორებ: ჰამლეტი უყვარს დედოფალსა; სიცოცხლე მისი ოდენ შემსჭვალულია შვილის სიცოცხლისაგან, რომ ჰამლეტის სიკვდილსა შეუდგებოდა მისი სიკვდილი. ვერა რა ვერ შეიმაგრებს დედოფალსა, რომ შვილი შესწიროს სხვათა. ჰამლეტი უყვარს ერს; დუნდგო ხალხი, უგუნური, აღსდგებოდა ჰამლეტისათჳს, და ისარნი უგმერდნენ მას, ვინცა გაჰბედავდა ისარის სროლასა დამნაშავის დასასჯელად!

ლაერტი.

მამავ! და ესრეთ შენის უპატიურ აღსასრულისათჳს არ ვის გარდახდება! და შენ, დაო. ჩემო, შენ, უმშვენიერესო ღვთისა ქმნილებაო-დაიღუპე ასე, რომ არ ვის გარდახდა... მაგრამ, არა! არარა ჩემს მრისხანებასა ვერ დამშვიდებს-მკვლელს მე ვიპოვი უშორეს ზღვის იქითაც... გორაციო, მიახლოვდება. ხელმწიფეო, ნება მართჳთ მოგართო წიგნი ჰამლეტისა.

კოროლი.

წიგნი ჰამლეტისა? ვინ მოიტანა?

გორაციო.

მე ვერ შევიტყვე, ვინ მოიტანა. იქმნება, თჳთ პრინცი იწერებოდეს მაგაზე.

კოროლი.

ლაერტი! გეყურება? - გორაციო! ნება გაქვს დაგვიტევო ჩუჱნ.

გორაციო.

მე გავეშურები-პრინცს მივეგებები. (მიდის.)

კოროლი.

ჰამლეტი აქ არის! მაგრამ სად-ღა არიან მასთან გაგზავნილნი? მე არ მეყურება-გაიგონე წიგნი: „შიშველი და მარტო დავბრუნდი მე მამის ჩემის სახელმწიფოში, თქვენის და დედის ჩემის სახელმწიფო-ში. პირად მექმნება პატივი გიამბო თქვენ ყოველივე გარემოება ჩემის საკვირველის დაბრუნებისა.“

ლაერტი.

მითამ ეგ ჰამლეტის ხელია?

კოროლი.

დიახ, ჰამლეტის ხელია. ლაერტი! ეხლა მირჩიე, თქვი, მითხარ, რა უნდა ვჰყო? ესრეთ-მართალს შურისგებას მზა ვარ მივცე ჰამლეტის ბედის-წერა.

ლაერტი.

დაეხსენ მოვიდეს, დაეხსენ გამოცხადდეს: მე გაბედვით წინ დაუდგები და ვეტყვი მას: „მკვლელო!“

კოროლი.

მარტო ეგ არის?

ლაერტი.

დაეხსენ ბედმა გადაწყვიტოს, ჩუჱნგანი რომელი უნდა მოკვდეს ბრძოლაში!

კოროლი.

ბედი ბრმაა! მაგრამ ჩუჱნ მაგას უშველით, ნამდვილი შურის გება არ დააცდენს, დაკვრა საცა დანიშნულია იქ დაეცემა. ლაერტი! შენი ნდობა ჩემთჳს საჭიროა; რაცა მაქვს გულში განზრახვა, მე შენ გამოგიცხადებ!

ლაერტი.

მერწმუნეთ, რომ მე თვალებ ახვეული დაგემონებით თქვენ!

კოროლი.

შენ თანახმა იქმნები, რომ ჰამლეტის განკითხვა და სასჯელი ჩემგან შეუძლებელია. ერთია მხოლოდ ღონისძიება: ჩუჱნ შეგვიტყვია, რომ შენ ხარ მარდი მბრძოლავი, რომ თჳთ ფრანციაში ვერ ჰპოვე შენი ღირსი წინააღმდეგი. ჰამლეტს დიდიხანია სურდა გამოეცადა შენი ხელოვნება ბრძოლაში.

ლაერტი.

მოგვეცით ჩუჱნ ადგილი, მაშინ ხმალი ჩემი, სარწმუნო ჩემი ამხანაგი, იპოვის, სადაც უცემს გული მტერსა ჩემსა!

კოროლი.

შენ გავიწყდება, რომ სისხლიანი ბრძოლა აქ შეუძლებელია - ხარისხი ჩემი და მდგომარეობა არ მაძლევენ ნებას გაგიხდე შენ თანახმა.

ლაერტი.

როგორ?

კოროლი.

თუნდ რო შემეძლოს კიდეც ნების დართვა - ვინ იცის, თქვენგანი რომელი დაეცემა? განაღა იქმნება შურიძიება განა-ღა იქმნება სასჯელი ეს ბრძოლა? ლაერტი, მითხარ, გიყვარდა მამა შენი? მზა ხარ დასაჯო მკვლელი?

ლაერტი.

ო! მზა ვარ გავხდე მისს მტარვალად!

კოროლი.

კმარა! დაჰფარე სიძულილე წინაშე სხვთა; დაეხსენ დაბრუნდეს ჰამლეტი, მე მოგახსენებ, რომ შეიძლებოდეს გამოსცადოთ თქვენ ერთმანეთი ბრძოლაში, მეგობრულად, როგორათაც მოცილეთა ხელოვნებაში. მე ჰამლეტის ხელზე დაგენაძლევები შენ, და - მაშინ ჰამლეტო დაინთქმის!

ლაერტი.

როგორ თუ დაინთქმის?

კოროლი.

დიახ-სასიკვდინე შხამში მე შენს ხმალს ამოვავლებ - მიმნდობი ჰამლეტი ვერაგობას ვერ მიხვდება, და ერთს შეხებითა შენ შეამთხვევ ჰამლეტს სიკვდილსა...

ლაერტი.

ეგ იქმნება დაფარული მოკვლა! კოროლი. არა! მოკვლა კი არ უნდა, უნდა შურის-ძიება დამნაშავესა, რომელიცა არის სჯულს გარე! მაშინ ლაერტი, შენ გარდიხდი მამის სისხლსა, ჩემს სიცოცხლეს უშიშარ ჰყოფ, და დანაშაულობაზე აღასრულებ შენ სასჯელსა! - ეს რა ხმაურობაა! აქ მოდის გაჩქარებული დედოფალი! დედა არის ჰამლეტისა! ლაერტი-მდუმარება! - რა დაგმართებია, გეტრუდა.

დედოფალი.

ვაი გვდევნის ფერხ-და-ფერხ. ლაერტი! შენი და დაიღუპა!

ლაერტი.

როგორ? დაიღუპა!

დედოფალი.

დაიღუპა-დაიხრჩო.

ლაერტი.

ცაო მართალო!

დედოფალი.

იქ, სადაცა დგას ტირიფი და დახრილია ზედ მდინარეზე, ოჶელია გვირგვინებს სწნავდა და იმღერდა. ქალმა მოინდომა გაფენა ტირიფზე გვირგვინები - ტოტი მოსწყდა, და, საწყალი, წყალში ჩავარდა, და, წყალზე, არა გრძნობდა რა შიშსა და სიკვდილსა, იმღერდა, და გვირგვინებს სწნავდა, მანამ ტანისამოსი არ დაუსველდა და საბრალო არ დასძირა...

ლაერტი.

და დაიხრჩო?

დედოფალი.

დაიხრჩო, დაიხრჩო!

ლაერტი.

ოჰ, საწყალო დაო ოჶელია! არა ვტირი-მეშინის, რათა ცრემლით არ გავიქრო მე ბოროტება ალებრივ ჩემს გულში მგზნებარა... არა! ცრემლი თვალთაგან გადმამცვივდა-უნდა დავჰფარო ცრემლი... (მიდის.)

კოროლი.

გავეშურნეთ, გეტრუდა! რის ყოფით ლაერტს დაუმშვიდე ბოროტება, რომელიცა შეიძლება ხელახლა განეღვიძოს მას-გავეშურნეთ.

მოქმედება 5.

გამოცხადება 1.

(სასაფლაო. გამოდიან ორნი მესაფლავენი ბარებით. ერთ მათგანი სთხრის საფლავსა.)

პირველი მესაფლავე.

განა ქალსა მას დამარხვენ, როგორათაც რიგიან კაცსა, ოდეს თჳსის ნებით გამგზავრდა იმ სოფელს?

მეორე მესაფლავე.

რასაკვირველია-მოთხარე ჩქარა საფლავი; მსაჯულთ კიდეც განსაჯეს რო ის უნდა დაიმარხოს, როგორც რიგია.

პირველი.

როგორ უნდა მოხდეს ეგ, ოდესაც იმან დაღუპა სხეული თჳსი კეთილნებობით.

მეორე.

გამოჩნდა, რომ უნებურად.

პირველი.

მაინც ყველა გამოჩნდება უნებურად. აჰა რაშია მიზეზობა: თუ მე ვღუპავ ჩემს სხეულს - დიაღ-საქმეა, საქმეკი შეიქმს-საკუთრად საქმესა, შემდგომ აწარმოებს საქმესა და აღსრულებასა საქმისასა. აჰა! როგორც გინდა ისი დაიხრჩო კეთილნებობით.

მეორე.

გამიგონე ამხანაგო,

პირველი.

მოიცადე! - აჰა მდინარე-დიაღ; აქ კაცია - დიაღ; თუ კაცი მივიდა მდინარეზე და დაიხრჩო-გინდა იდავოს მან, გინდა არ იდავოს-ისი მივიდა-ხედავ? კაცი, და არა ქალი. თუ რო მისულ იყო ქალი, მაშინ გამოვიდოდა, რომ ქალი იგი დაიხრჩო, და გამოდის, რომ ისი არ არის ბრალეული თჳს სიკვდილში, ვინც თავი არ გადასდვა სასიკვდილოდ. ჰა?

მეორე.

სჯულით კი?

პირველი.

სჯულით? ჰო - დიაღ, ეგრეა სწორეთ-მეც არ ვამბობ.

მეორე.

არა, ეგრე არ არის. ის იყო კეთილშობილი, ამიტომ იმარხება კეთილშობილურად.

პირველი.

როგორ? ჰო, დიაღ, აბა ეგ არის სანანური, რომ ვინც ძლიერია, მისთჳს დახრჩობაცა არა არის ცუდი. ამხანაგო-ბარი? ვიმუშაოთ! ეშმაკმა წაიყვანოს-არა ვინ არის ქვეყანაზე უფროსი წოდებით როგორათაც მებაღე, მთხრელი და მესაფლავე- უუძველესი ხელოვნებაა, ადამისი სამუშაოა.

მეორე.

განაღა რაც უფროსია, ისი უკეთესია?

პირველი.

რასაკვირველია. - რა უგუნური ყოფილა!

მეორე.

მაშ უთუოთ, ვირი ჩემზე უმჯობესია, ოდეს იგი უფროსია ჩემზე?

პირველი.

აი მე შენ გკითხავ-მამიგე.

მეორე.

ყურს დაგიგდებთ.

პირველი.

რა უფრო მკვიდრად შენდება ქვეყანათაზე?

მეორე.

რა უმკვიდრესად შენდება? სახრჩობელა-სახრჩობელა დარჩება ხოლმე კიდევ, ოდეს გაისტუმრებს საიქიოს ყოველთა თჳსთა მცხოვრებთა.

პირველი.

მაგისთჳს ღირსი იქმნებოდი თჳთ შენ აგამაღლონ სახრჩობელაზე. ხედავ შენ, ჭკვიანო: ვინც ცუდსა ჰაყოფს, მას კარგა უხდება სახრჩობელა; შენ ცუდზე კარგს ამბობ; მაშასადამე, შენ გინდა ცუდი. პასუხი მამე აბა კთხვაზე.

მეორე.

კითხვაზე? ესე იგი, რა უფრო უმკკვიდრესად შენდება ქვეყანათაზე?

პირველი.

ჰო, მამიგე.

მეორე.

ბატონი ხარ-ვიცი...

პირველი.

მაშ თქვი.

მეორე.

ბატონი ხარ... მართლად, ძმაო, არ ვიცი-მაიცა ვიფიქრო. (გამოდიან ჰამლეტი და გორაციო.)

პირველი.

უბრალოთ თავს ნუ იტეხ-ზარმაც ვირს ჯოხით ვერ აჩქარებ. ოდესაც გკითხონ, რა უფრო მკვიდრად შენდებაო ქვეყანათაზე, მიუგე: კუბო-თქო, ამიტომ, რომ მას აღუშენებენ კაცსა საუკუნო საცხოვრებლად. - წადი ერთი, მაიტანე ღვინო. (ერთი მესაფლავე მიდის; მეორე დაშთება, სთხრის საფლავსა და იმღერის.)

მე ვიყავ მარჯვე და გამბედავი,
სიმღერა თამაშობა მიყვარდა;
ეხლაღა დავბერდი მოუძლურდი,
არ მიძს მღერა, ვიკვნესო უნდა.

ჰამლეტი.

ეყურება ამ ბრიყვსა, რასა სჩადის? საფლავსა ხრის და დამღერის!

გორაციო.

ჩვეულებისაგან შექმნილია ეგ გულგრილ თჳსის საქმისადმი.

ჰამლეტი.

მართალია. ოდეს ხელი გართული აქვს მუშაობაში თავზე აღარ ჰფიქრობს.

მესაფლავე, იმღერის.

ბებერი დაეთრეოდა ჯოხით.
მე მას შემახვედრეს უნებლიეთ,
და მე დავშთი უძველეს სულელათ-
სიყმაწვილევ ჩემო მშვიდობით!
(ამოაგდებს თავის სარქველს.)

ჰამლეტი.

ამ თავის სარქველს ჰქონდა ენა, რომელიცა ეგრეთვე მღერობდა. როგორ გადმოაგდო ეს უკეთურმა, თითქოს თავის სარქველი კაენისა, პირველ მკვლელისა! იქმნება კდეც, ეს თავის სარქველი, რომელსაცა ესრეთ ადვილად გადისვრიან ეხლა- შეადგენდა თავსა დიდის პოლიტიკოსისასა, ანუ კაცისასა, რმელიცა(რომელიცა) ჰფიქრობდა განეგო მთელი სოფელი-მართალი არ არის?

გორაციო.

შეიძლება პრინცო.

ჰამლეტი.

ანუ კარისკაცისასა, რომელმანცა ესრეთ საყვარლად, ესრეთ მარდათ იცოდა თქმა: „გადღეგრძელოსთ, მოწყალენო ხელმწიფენო, ხომ მშვიდობით ბრძანდებით, მოწყალენო ხელმწიფენო.“ - იქმნება, ეს იყო გამოჩინებული მებატონე, მოყვარული ცხენებისა, და ყოვლისავე სხვისა - შეიძლება?

გორაციო.

დიაღ, პრინცო.

ჰამლეტი.

დიაღ, რასაკვირველია, დიაღ, და-აჰა ეხლა, დავლაა უფლის მატლისა, ეს დიდი თავი, უკბილო, გატეხილი სულელ მესაფლავის ბარით! ჩინებული ცვლილებაა, ღირსი მისი რათა ვიფიქროთ მაზე! ნუ თუ ეს თავის სარქველნი აღარაფრისათჳს აღარ ვარგანან, თუ არ სათამაშოდ? ამისაგან სქდება ჩემი თჳს-სარქველი!

მესაფლავე, მღერის.

ედავებიან კაცნი საფლავსა -
იცოცხლე, იცოცხლე, მაინც უნდა
დავხოცნეთ თანაბრად ყველა.

(ამოაგდებს თავის სარქველსა.)

ჰამლეტი.

კიდევ თავის-სარქველი! მითამ რათ არ უნდა იყოს ეს თავის-სარქველი სჯულის მცოდნისა. სად არიან მისნი სჯულნი, საქმის გამონაწერები,გამოძიებანი, საქმენი და ცრუდავანი? როგორ ითმენს ეხლა წყენასა ბარისაგან ამ მედგარისა და ბრიყვისა? რატო არ მისცემს ამაზე საჩივარსა? ჰა, ჰა, ჰა! იქმნება ეს იყო დახელოვნებული მცოდნე, როგორ შაიძინა დიდი მამულები, როგორ შაედგინა ბარათები, შეყვანა მფლობელობაში, უზრნველეყო პირობა, და დასასრული ყოველთა მის მტვრიან ქაღალდებთა არის ისი, რომ თავის-სარქველი მისი სავსეა მტვერითა, და ბარათებმა მისმა შეიყვანეს ისი მფლობელობაში მიწისა, არა გრძელისა ოთხ-თაბახ ეტრატზე, რომელზედაცა მისს სამფლობელოთაგან მას არღა აძლევენ თითქმის საფლავსაცა, რომელსა ისი ვერღა დაუტევებს თჳსსა მემკვირდესა!... ვაჲ!

გორაციო.

საყოველთაო ხვედრია.

ჰამლეტი.

ეტრატი კეთდება ხომ ცხვრის ტყავისაგან?

გორაციო.

დიაღ, ეგრეთვე ხბოს ტყავისაგან.

ჰამლეტი.

ხბო და ცხვარი ის არის, ვინცა ენდობა მათ ტყავზე წარწერილი სიმტკიცესა! მე მინდა დაველაპარაკო ამ მესაფლავესა. - ეი. რეტიანო! ვისია ეგ საფლავი.

მესაფლავე.

ჩემი. (იმღერის.)

იცოცხლე, იცოცხლე, მაინც უნდა

დავიხოცნეთ თანასწორად ყველა.

ჰამლეტი.

რასაკვირველია, შენია, ამიტომ რომ შენ სთხრი. ის მითხარ, ვინ იქმნება მაგაში.

მესაფლავე.

თქუჱნ არა, უფალო, ამას თქუჱნვე ხედავთ, ამიტომ რომ თქვენ საფლავში არა ხართ, და არცა მე, თუმცა ვარ საფლავში.

ჰამლეტი.

ნუ სთხრი, მეგობარო, სისრულესა საფლავითგან.

მესაფლავე.

მე კი არა ვსთხრი, ვფლავ სისრულესა.

ჰამლეტი.

მითხარ, რომელ კაცისათჳს არის ეგ საფლავი!

მესაფლავე.

კაცისთჳს არ არის უფალო.

ჰამლეტი.

მაშ დედაკაცისათჳს არის

მესაფლავე.

არცა დედაკაცისათჳს არის.

ჰამლეტი.

მაშ ვის დასაფლავებენ მანდ?

მესაფლავე.

მას ვინც იყო დედაკაცი, და ეხლა არცა ის არის, არცა ეს არი,.

ჰამლეტი, გორაციოს.

ხედავ, როგორი მარჯვეა! ამ კაცთან ადვილად ვერ აღმოსთხრი ჰაზრს; მართლად,

გორაციო.

სოფელი დაჭკვიანდა, ასე, რომ ეხლა გლეხი შეადგება აზნაურს ფერზე და არა ჰფიქრობს მოსთხოვოს ბოდიში! - (მესაფლავეს.) დიდი ხნია, რაცა ხარ მესაფლავედ?

მესაფლავე.

იმ ჟამიდგან, ოდესაც განსვენებულმა ჩუჱნმა კოროლმა დაამარცხა ჶორტინბრასი.

ჰამლეტი.

დიდი ხანია რაც ეგ იყო?

მესაფლავე.

ვითომც თქვენ არ იცით? სულელიც კი გეტყვის თქვენ, რომ იმ წელს დაიბადა პრინცი ჰამლეტი, აი, ეხლა რომ გასულელდა და გაგზავნეს ანგლიაში.

ჰამლეტი.

რასთჳსღა გაგზავნეს ის ანგლიაში?

მესაფლავე.

რასათჳს? მისთჳს რომ, ის არის სულელი, და იქ დაჭკვიანდება, და თუ არ დაჭკვიანდა, დიდი არაფერია.

ჰამლეტი.

რატომ?

მესაფლავე.

ამიტომ, რომ ამდენ სულელებში ერთით მეტი იყოს, ანუ ნაკლები, სულერთია.

ჰამლეტი.

როგორ მოხდა, რომ ის გასულელდა?

მესაფლავე.

ძალიან საკვირველად. ამბობენ.

ჰამლეტი.

ძალიან საკვირველად?

მესაფლავე.

დიაღ, საკვირველად. დაუკარგავს ისი, რაცა არა ჰქონია.

ჰამლეტი.

რაზე შეშლილა.

მესაფლავე.

უთუოთ დედამიწაზე, რომელზედაცა ბედის განჩინებით მე უნდა ვთხარო საფლავები, და ის იყოს სულელი.

ჰამლეტი.

რავდენ ხანს დალპება კაცი საფლავში?

მესაფლავე.

თუ რო მცირედ მაინც არ დალპა ცოცხალი, გასძლებს რვას, ანუ ცხრა წელს. დაბაღი, სწორეთ, გასწევს ცხრა წელს.

ჰამლეტი.

დაბაღი სხვაზე მეტად რათა სძლებს?

მესაფლავე.

იმიტომ, რომ ტყავი მისი სიცოცხლეშივე კეთდება და არ-ღა ეშინის წყლისა; წყალი მეტად აფუჭებს ამ სულელ მკვდრებსა. აჰა თავის-სარქველი, რომელიცა ოცი წელიწადი იწვა მიწაში.

ჰამლეტი.

ვისი უნდა იყოს ეგ? მესაფლავე. ერთის ცელქისა. აბა, შეიტყეთ, ვისი უნდა იყოს?

ჰამლეტი.

მართლა, არ ვიცი.

მესაფლავე.

ეშმაკმა წაიყვანოს უკეთურნი! იმან ერთჯერ შემომასხა ღვინო. ეს თავის-სარქველი იორიკისა არის, რომელიცა იყო კოროლის მასხარა.

ჰამლეტი.

ეს? (გამოართმევს თავის-სარქველს.)

მესაფლავე.

დიაღ:

ჰამლეტი.

ახ! საწყალი იორიკი! - მე ვიცნობდი მას, გორაციო: ის იყო მხიარული და გონიერი. რავდენჯერ უტარებივარ მე იმას მკლავით, ეხლა კი რა საძაგელი სანახავია! აქ იყო ტუჩები, რომელნიცა მკოცნიდნენ მე. სად არის შენი ხუმრობა, შენი სიტყვის სიმახვილე, შენი სიმღერები, ყოველივე, რაც კი ძალიან აცინებდა სხვასა? ნუ თუ არ-ღა-რა დაგშთა რა, რათა გაიხარხარო შენს თავზე. რა სულელურად იჭმუჭვნი პირისახეს? რაო, ხომ არ გინდა წახვიდე აქო რომელიმე შვენიერი ქალი? გააცინო ისი? გამიგონე გორაციო.-

გორაციო.

რა გნებავსთ, პრინცო?

ჰამლეტი.

ნუ თუ ალექსანდრე მაკედონელის თავიცა ეგრეთვე არის ეხლა?

გორაციო.

დიახ, პრინცო.

ჰამლეტი.

და ეგრეთვე საფლავის სუნი აქვს? ფუჰ! (გადააგდებს თავის სარქველს.)

გორციო.

ეგრეთვე პრინცო.

ჰამლეტი.

ხედავ, გორაციო, სადამდინ ვიმცრობით ჩუჱნ! და რატომ პატიოსანი მტვერი ალექსანდრე მაკედონელისა არ უნდა იყოს წაცხებული რომელიმე ქოხზე?

გორაციო.

ეგ, მგონია, დაუჯერებელია.

ჰამლეტი.

რა არის აქ დაუჯერებელი? რატომ არ უნდა განვსაჯოთ ესე: ალექსანდრე მოკვდა, დაიმარხა, მტვრად გარდაიქცა, მტვერი მიწაა, მიწა თიხაა - თიხა იხმარება კედლების წასაცხებად.

დიდმშვენიერი კეისარი დღეს არს მტვერი, ხრწნილება,
და კედლების დასაკერებლად ისი ნახმარებია,
ცოცხალმა თიხამა შეარყია მთელი დედა-მიწა,
ხოლო მკვდარი-ღა წასაცხებად ბუხრებისა შეიქმნა!
მაგრამ, წყნარა, წყნარა, აჰ კოროლი!

მოაქვთ კუბოო ოჶელიისა. ლაერტი, კოროლი,

დედოფალი, და კოროლის ვერძობა.

ჰამლეტი.

კოროლი, დედოფალი, კარი კოროლისა - ეს რას ნშნავს? ლაერტი, და ესრეთ მწუხარე? (კუბოს ჩასვენებენ საფლავში.)

ლაერტი.

მშვიდობა შენდა, დაო! იხარონ ყვავილთა და დააშვენონ ბორცვი შენის საფლავისა!

ჰამლეტი.

როგორ? ოჶელია? რა მესმის!

დედოფალი.

მშვიდობით, ოჶელია! ადრე მე ვჰფიქრობდი, რომ შენ შეადგენდი ჰამლეტის ბედნიერებასა; ყვავილებს საგვირგვინოთ გიმზადებდის, ეხლაღა ამ ყვავილებს დავფენ შენ სამწუხარო კუბოზე!

ლაერტი.

წყევა, წყევა მკვლელსა! მიწას ნუ წააყრით-მაცადეთ გავძღე ყურებით-მეც ჩემ დასთან წამაყარეთ მიწა.

ჰამლეტი, მიახლოვდება.

აქ ვინ სლუკუნებს? ვინ ჰბედავს ტირილსა?

ლაერტი, მივარდება ჰამლეტს.

წყეულ იყავ შენ, მკვლელო!

ჰამლეტი.

წყნარა, წყნარა! ყელში რათ მიჭერ? შორს, შორს მოგიცდება ჩემთან ბრძოლა მეგობარო!

კოროლი.

დააყენეთ ეგენი.

დედოფალი.

ჰამლეტი, შვილო ჩემო, ჰამლეტი!

ჰამლეტი. ა

რა! მე მაგას არ დავთმობ მანამ ცოცხალი ვარ! განა მაგან უნდა გამაკვირვოს თჳსის მწუხარებითა? - ოჶელია მე მიყვარდა, როგორათაც ორმოც ათას ძმებს არ შუძლიანთ უყვარდესთ!

დედოფალი.

ჭკუისაგან შეიშალა!

ჰამლეტი.

რა გინდა შენ? იტირო, იბრძოლო, მოკვდე, თან ჩაჰყვე ოჶელიას საფლავში? რა საკვირველებაა! მე მზა ვარ, ყოველივე აღვასრულო - ძმაზე უკეთესად მიყვარდა ოჶელია... (მიდის საჩქაროდ.)

კოროლი.

გაჰყევით ჰამლეტს - ჭკუისაგან შეიშალა. ნუ სტირი, გეტრუდა! - ჩუჱნ კიდევ ვნახავთ ბედნიერ დღეთა... ხომ გახსოვს, ლაერტი, ჩუჱნი უბნობა? დრო-ა ეხლა აღვასრულოთ ისი. (ყველანი მიდიან.)

გამოცხადება 2.

(ზალა სასახლეში.)

ჰამლეტი და გორაციო.

ჰამლეტი.

დიახ, მე ისინი მოვატყუე, გორაციო, მე ავიცდინე უბედურება, რომელიცა მივაქციე უკეთურებ-ზე. განგებ გიჟად ვეჩუჱნე, და ამიტომ ადვილ იყო მამეპარა გრამატები, წარმეკითხა, გამეკეთებინა რიოშად. ამასთან მქონდა მე ბეჭედი განსვენებულის მამის ჩემისა; ამ ბეჭდით დვბეჭდე-გინდა შეიტყო, რა ეწერა გრამატებში?

გორაციო.

მსურს, პრინცო.

ჰამლეტი.

ბრძანება - დაუყოვნებლივ მოკლულ ვყოფილიყავ მე! ნუ გიკვირს, მეგობარო ჩემო! საჩუქრად როზენკრანცსა და გილდენშტერნსა, მე ჩავწერე ნაცვალ-გებით დახოცონ ისინი, რა წამს ფეხნი გადასდგან ანგლიის მიწაზე. დაეხსენ დაინახონ, თუ როგორ საშიშია ყოფნა საშვალ ორის მახვილისა, ოდეს მძვინვარე ბრძოლა დაიწყო შორის ძლიერთა კაცთა!

გორაციო.

ბიძა თქვენი ბოროტმოქმედია - არა კოროლი!

ჰამლეტი.

ეხლსა გადაწყვეტილია-მამის ჩემის მკვლელი, სახელმწიფო ტახტის მარბიელი, და დედა ჩემის უპატივო მაცთენელი, რომელიცა მზაკვარ განიზრახავდა ჩემს დანთქმასა, უნდა დაიღუპოს-სვინიდისი მიბრძანებს დავსაჯო ბოროტმოქმედი-შევცოდავ, თუ ის დაშთება ქვეყნის შესარცხვენელად.

გორაციო.

კოროლი მსწრაფლ მიგიხვდება ჰაზრსა.

ჰამლეტი.

ვერ მოასწრებს მიხვდეს-მისი წამი აღრიცხულია მაგრამ ვიტანჯები მე ეხლა ლაერტის წყენისათჳს - მე მივეც დავიწყებასა, მე უნდა პატივიმეცამისის მწუხარებისათჳს-მისი ხვედრი ჰგავს ჩემს ხვედრსა...

გორაციო.

აქ მოდიან პრინცო! ღვთის გულისათჳს, წყნარა!

ოსრიკი, გამოდის.

უგანათლებულესო პრინცო! უმდაბლესად მოგილოცავ დანიაში დაბრუნებასა.

ჰამლეტი.

გულითად გმადლობ. - იცნობ, გორაციო, ამ ბუზანკალსა?

გორაციო.

არა, პრინცო.

ჰამლეტი.

მით უკეთესია შენთჳს - სირცხვილია მაგისი გაცნობა. ეგ მდიდარია დაეხსენ პირუტყვი ჰფლობდეს პირუტყვებსა, და მაგიერ თავლისა იარებოდეს კოროლის სუფრაზე - ამასთანავე ამ თუთიყუშს მრავალი აქვს მფლობელობაში ტალახი, რასაც კაცნი უწოდებენ მიწად.

ოსრიკი.

უგანათლებულესო პრინცო! თუ გაქვსთ დრო მოისმინოთ,რაცა მექმნება მე პატივი მოგახსენო.

ჰამლეტი.

სულ ყოვლის მოწადინებით, - იხმარეთ თქვენი შლაპა მისთჳს, რასთჳსაცა ეგ გაკეთებულია - დაიხურეთ თავზე.

ოსრიკი.

ყოვლად უმორჩილესად გმადლობ-თბილა!

ჰამლეტი.

არა, ძალიან ცივა. ჩრდილოეთის ქარია.

ოსრიკი.

დიახ, პრინცო-საშინელი სიცივეა!

ჰამლეტი.

არა, ქარიშხალია და ცხელა - მე ესე მგონაა!

ოსრიკი.

მეტისმეტად, პრინცო - ასეთი ქარია, ასე ცხელა, რომ არ შეიძლება თქმა! პრინცო-კოროლმა ჩამაბარა მოგახსენოთ თქვენ, რომ ის -

ჰამლეტი.

დაიხურეთ რაღა თქვენი შლიაპა.

ოსრიკი.

მერწმუნეთ, პრინცო, რომ მე ესე მირჩევნია, და თქვენ მეტად კეთილი ბრძანდებით. თქვენ, უთუოთ მოგეხსენებათ, რომ ლაერტი დაბრუნდა ფრანციიდან, ვფიცავ, რომ ის არის სრულება ყმაწვილკაცთა, მექონი უწარჩინებულესთა ვითარებითა, შვენიერი, მარჯვე-მართლად, პირუთვნელად ვსთქვა, სახეა, კომპასია ჭაბუკია, იმიტომ რომ მის შორის ჰპოებთ ყოველსავე, რაც კი შეადგენს ბრულებასა ახალგაზრდა უფალთა.

ჰამლეტი.

ლაერტი არაფერსა ჰკარგავს თქვენს გამოხატულობაში, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, არა ვიტარი არითმეტიკა ვერ შეიძლებს აღრიცხოს ყოველნი მისნი ღირსებანი. პირუთვნებელად ვსთქვა - მხოლოდ სარკეს შეუძიან გამოხატოს ისი მზგავსად მისა, და სხვა ყოველი გამოსთქვამს მხოლოთ მისსა აჩრდილსა!

ოსრიკი.

თქვენ ბრძანებთ ნამდვილს მართალს პრინცო!

ჰამლეტი.

ვსთქვათ, რომ ეგრეა, მაგრამ რასთჳსრა ვრთავთ მას ჩუჱნის ქებით?

ოსრიკი.

ესე იგი?

გორაციო.

ესე იგი, არ შეიძლება ვილაპარაკოთ როგორმე სხვა გვარ?

ჰამლეტი.

და განვმარტოთ, რასათჳს ჩუჱნ ვლაპარაკობთ -

ოსრიკი.

ლაერტზე?

ჰამლეტი.

დიახ. მე ძალიან ვიცი, რომ ქისა თქვენის მჭევრ-მეტყველობის უკლებელად სავსეა ოქროებით, მაგრამ დახურდავეთ ეგ ოქროები წვრილ ფულზე.

ოსრიკი.

პრინცო! თქვენ, რასაკვირველია, უნდა მოგვეხსენებოდესთ...

ჰამლეტი.

დაუტევოთ-რომ მე მომეხსენება, ანუ არ მომეხსენება - რა გინდათ სთქვათ?

ოსრიკი.

თქვენ, რასაკვირველია, უნდა მოგეხსენებოდესთ, პრინცო, რომ ლაერტი აღგემატებათ...

ჰამლეტი.

მე სიდგან უნდა ვიცრდე (ვიცოდე) მისი აღმატებულება?

ოსრიკი.

მე მინდოდა მეთქო მხოლოთ, რომ ლაერტი აღგემატებათ ხელოვნებით ხმალში.

ჰამლეტი.

რა გამოდის მანდედგან?

ოსრიკი.

კოროლი დაენაძლია ლაერტს - სანაძლეოდ დასდეს: მისმა დიდებულებამ ესვსი წარჩინებული ცხენი, ლაერტმა ექვსი საკვირველი, ძვირფასი ხანჯალი და ექვსი ხმალი, რომ თორმეტ დაკვრიდგან ლაერტი დაგკრავს თქვენ სამჯერ, ლაერტი კი იმა-ზე იდგა, რომ ცხრა დაკვრითგან თქვენ დაგკრავს სამჯერ. ბაასი ასე დაიწყო, რომ კოროლმა გამომგზავნა შევიტყო: გნებავსთ, და როდის დანიშნოთ დრო გამოცდისათჳს.

ჰამლეტი, დაფიქრებულად.

მე რო თანახმა არ ვიყო?

ოსრიკი.

სანაძლეო მოსცდება.

ჰამლეტი.

რათ უნდა მოსცდეს, უთხართ კოროლსა, რომ მე თანახმა ვარ. დაეხსენ მამცენ ხმალი და მე ვეცდები მოვიგო მისის დიდებულებისათჳს ექვსი ხმალი და ექვსი ხანჯალი.

ოსრიკი.

ეგრე მიბრძანებსთ მოვახსენო?

ჰამლეტი.

დიახ, რასაკვირველია-მხოლოთ გაამშვენიერეთ ჰაზრი ყვავილებითა თქვენის მჭევრ-მეტყველებისათა.

ოსრიკი.

და თქვენ გნებავსთ, პრინცო, დაუყოვნებლივ შეუდგეთ გარდაწყვეტილობასა?

ჰამლეტი.

თუნდ ამ წამს.

ოსრიკი.

კოროლი, დედოფალი, და ხელმწიფის კარი იქმნებიან თქვენ მჭვრეტელად.

ჰამლეტი.

დიახ მოხარული ვარ.

ოსრიკი.

მისი დიდებულობა, დედოფალი, გსთხოვს თქვენ, პირველად უთხრათ ლაერტს რავდენიმე მოსარიგებელი სიტყვა.

ჰამლეტი.

მაგასაც აღვასრულებ.

ოსრიკი.

ჩავაბარებ ჩემს თავს თქვენს ყურადღებას. (მიდის.)

გორაციო.

პრინცო! მე მეფიქრება-თქვენ წააგებთ სანაძლეოს.

ჰამლეტი.

არა-მგონია. კარგა ვჰფლობ ხმალსა. მაგრამ, გირაციო. შენ არ შეგიძლიან წარმოიდგინო... მე ასე ნაღვლიანად ვარ, ასე ნაღვლიანად ვარ... მაგრამ დაუტეოთ ეს.

გორაციო.

რათა, პრინცო?

ჰამლეტი.

ეს სისულელეა. მხოლოთ დედაკაცს შეაშინებს წინასწარი გრძნობა.

გორაციო.

თუ სული თქვენი გატყობინებს რასამე, ნუ შეურაცხ-ჰყოფთ მაგ სულის გრძნობასა. მე წავალ შევატყობინებ, რომ თქვენ ჯერ ხალისი არა გაქვსთ.

ჰამლეტი.

არა! ეგ სისულელეა. შეურაც-ვჰყოთ ყოველივე წინასწარი გრძნობა. თუ ღვთის განგებას არა ნებავს, ჩიტიცა, არ წარხდება. რაც უნდ იყოს დღეს იგი შემდეგ არღა იქმნება. რაც უნდა იყოს შემდეგში, ისი არ იქმნება დღეს. თუ რამ ეხლა არ იქმნება, მოხდება შემდეგ. მხოლოდ ყოველთჳს მზა უნდა ვიყვნეთ-ეს არის ყოველივე! თუ რო არ ვინ არ იცის იგი, რაჲცა მას შაემთხვევა-დაუტეოთ ყოველივე მოხდეს ისე, როგორათაც ვის რა უწერია (დაფიქრდება.)

კოროლი, დედოფალი, ლაერტი, ოსრიკი,

კარის კაცნი, კარის ქალნი, მცველნი

(სადღესასწაულო მარში.)

კოროლი.

ჰამლეტი! მამეც ხელი-მე მაგას მივცემ ლაერტსა. (კოროლი შეაერთებს ჰამლეტისა და ლაერტის ხელთა.)

ჰამლეტი.

ლაერტი! გთხოვ მომიტევო. არა მე, უგონობა ჩემი იყო მიზეზი, რომ ჰამლეტმა აწყინა ლაერტის. სულერთია, ვითომც უეცრად ისარით წარმიქცევია მეგობარი, ეგრეთ მე გაწყინე შენ...

ლაერტი.

კმარა პრინცო. დაეხსენ განსაჯონ, დაეხსენ გარდაწყვიტონ წყენა, მაგრამ მე მზა ვარ დავივიწყო წყენა, და აქ შევეყრები მე თქვენს გამზადებულობასა მოსწყვიტოთ მტრობა მოკითხვით მეგობრობისა და პატივისცემისა.

ჰამლეტი.

კმარა. მოგვეცით ოთხ-კუთხიანი ხმლები - მე მზა ვარ.

ლაერტი.

მეც მზა ვარ.

ჰამლეტი.

მე თანახმა ვარ შევიქმნა შენ საფთხულად. ჩემი სიმდამბლავე ეგრეთ ხელოვანსა, მოგცემს უეჭველს ძლევას.

ლაერტი.

თქვენ დამცინით.

ჰამლეტი.

არა.

კოროლი.

მიეცით მაგათ ოთხკუთხიანი ხმლები. სანაძლეო იცი, ჰამლეტი?

ჰამლეტი.

დიახ. თქვენ წააგებთ - მე ეს ვიცი. (ჰამლეტი და ლაერტი არჩევენ ხმლებსა.)

კოროლი.

ჰამლეტი! მე ვუბრძანე, რათა ძლევასა შენსა გაუწყებდეს ქუხილი ზარბაზნებისა, და თჳთოეულ გამარჯვებისათჳს მე დავლევ შენს სადღეგრძელოს. თასები აქ დააწყეთ. თჳთოეულ თასში მე ჩავაგდებ მარგალიტებს , უძვირფასესი რომელთა არ იპოება ჩუჱნს სახელმწიფო სალაროში. - დაიწყეთ. (თასებს დააწყობენ სტოლზე. ერთ-ერთს თასში კოროლი ჩაჰყრის შხამსა.)

ჰამლეტი.

მზათ არის? (აიღებს - ერთს ხმალს და დადგება პირ-და-პირ კოროლისა. ლაერტი გამოცვლის თჳს ხმალს სხვაზე.)

კოროლი.

გულის ყურიანად თვალი ადევნეთ დაკვრასა, და მომახსენეთ დაუყოვნებლივ. იმედი გამარჯვებისა არ მოგვატყუებს. (ჰამლეტი და ლაერტი იბრძვიან.)

ჰამლეტი, შედგება.

დაგკარ!

ლაერტი.

არა.

ჰამლეტი.

მსაჯულნო ჰთქვით!

ოსრიკი, და სხვანი.

დაგკრა, უეჭველად დაგკრა!

ლაერტი.

დაეხსენ ეგრე იყოს - განვაგრძოთ!

კოროლი.

შეიცადეთ! მე ვსვამ ჰამლეტის სადღეგრძელოს! (საყვირი და ზარბაზნების სროლა.) აიღე, ჰამლეტი, შენი თასი! (კოროლი მიაწვდის ჰამლეტს თასსა.)

ჰამლეტი.

არა! ჯერ საქმე შევასრულოთ. (იბრძვიან. კოროლი დასდებს თასს სტოლზე.) კიდევაც დაგკარ!

ლაერტი.

მართალია.

კოროლი.

ძლევაა. ჰამლეტი.

დედოფალი.

შენი სადღეგრძელო ოყოს, შვილო ჩემო? (აიღებს თასს.)

კოროლი.

არა! ნუ სვავ, გეტრუდა!...

დედოფალი.

ჰამლეტის სადღეგრძელოს! (სვავს.)

კოროლი. იქით

დედოფალი დაიღუპება! თასში შხამი იყო!

ჰამლეტი.

არა! გმადლობ! ჯერ დავასრულოთ ჩხუბი.

ლაერტი.

ჰამლეტი დაიჭრა?

ჰამლეტი.

არა! (ძლიერ იბრძვის.) მე ვგონებ, შენ ხუმრობ,

ლაერტი.

თამაშობ, და არ იბრძვი!

ლაერტი.

მე ვხუმრობ? ვნახავთ. (დასჭრის ჰამლეტსა.)

გორაციო.

ეს რა არის? პრინცი დაიჭრა! (ჰამლეტი დააგდებინებს ლაერტს ხმალსა და თჳთონაც გადააგდებს თჳსს ხმალს ლაერტი სიცოფეში აიტაცებს ჰამლეტის ხმალსა. ჰამლეტი აიღებს ლაერტის ხმალსა.იბრძვიან.)

კოროლი.

დადეგით! საკმაოა გააშველეთ ეგენი!

(დედოფალი ჰკარგავს გრძნობასა.)

ოსრიკი.

რა შაემთხვა დედოფალსა?

კოროლი.

უთუოთ შაეშინდა!

ლაერტი.

ეს რა არის? მე დავიჭერ - ჰამლეტი ჩემის ხრმლით იბრძოდა - დავიღუპე. (აღრეულობა. ლაერტი ძლივს იმაგრებს თავსა.)

ჰამლეტი.

დედავ! შენ შეგეშინდა ჩემის გამოისობით!

დედოფალი.

არა! შხამი, შხამი იყო თასში - შხამი - ოჰ საყვარელო შვილო! (კვდება.)

ჰამლეტი.

ბოროტმოქმედებაა! დაკეტეთ კარები! არვინ გაუშვათ აქედგან, მოძებნეთ ბოროტმოქმედი!

ლაერტი, დაეცემა.

ბოროტმოქმედი წინ გიდგას, ჰამლეტი! შენ ხარ დაჭრილი სასიკვდილოდ - შხამია შენს სისხლში მე ვკვდები ღალატისათჳს - ხმალი - იყო - დაშხამული ხელთ გიჭირავს - ორთავეს დამღუპავი - შენ და დედოფალი დაღუპა კოროლმა, კოროლმა...

ჰამლეტი.

შხამო! მო სამუშავოთ! (უგმირავს კოროლს.)

კოროლი.

მიშველეთ!

ოსრიკი და სხვანი.

ღალატია.

ჰამლეტი.

რაო - მითხარ: როგორია ჩემი თასი, მკვლელო, მომწამვლელო? შესვი? ჩემი დანთქმა! (კოროლი დაეცემა და კვდება.)

ლაერტი.

კოროლი. ღირსი იყო დანთქმისა - მან დაგვღუპა ჩუჱნ! მამიტევე, ჰამლეტი, სიკვდილი შენი, მამიტევე, როგორათაც მე მოგიტევე შენ ჩემის მამისა სიკვდილი! (კვდება.)

ჰამლეტი.

დაიძინე მშვიდობიანად! - სიკვდილო! - აჰა იგი, გორაციო!... და თქვენ, მოწამენო ბოროტმოქმედებისა, თქვენ გაყვითლებულნო, მთრთოლარენო კაცნო! თუ რო სიკვდილს არ მოეტაცა ენა ჩემი, მე გეტყოდიმცა თქვენ... სიკვდილი შეუბრალებელია! გორაციო! შენ განმამართლებ მე წინაშე კაცთა...

გორაციო.

არა! თასში კიდევ დაშთა შხამი - ის ჩემია.

ჰამლეტი.

არა, არა, გორაციო, შენ უნდა იცოცხლო, შენ უნდა გაამართლო სახელი ჰამლეტისა! შენ უამბობ კაცთა საშინელთა საქმეთა, შენ დაიცავ ჰამლეტის სახელსა ლანძღვისაგან... (ისმის მარში.) აჰა! ჶორტინბრასი დაბრუნებულა-სსვე აძლევს მას ჩემს გვირგვინსა-გორაციო! შენ ყოველსავე უამბობ მას - (კვდება.)

გორაციო.

უკანასკნელ გაირღვა დიდშვენიერი გული! ანგელოზნო, მიიღეთ თქვენ ნეტარებაში ჰამლეტი, რომელიცა ღირსია ნეტარის სხოვრებისა!

ფორტენბრასი, გამოდის.

რა სანახაობაა! როგორი სისხლიერი მეჯლიშია! სიკვდილი დღესასწაულობს საშინელს ძლევასა!...

გორაციო.

პატივისცემას განგიცხადებ, პრინცო, მე გიამბობ შენ საქმეთა გაუგონართა, სისხლიერთა, საშინელთა დანთქმასა ბრალეულთა და უბრალოთა, განგების განჩინებათა, ჩუჱნთჳს მიუცდომელთა, და ხმას გარდმოგცემ ჰამლეტისასა, რომელითაცა იგი გაძლევს თჳსსა გვირგვინსა.

ჶორტინბრასი.

სამწუხარო საჩუქარს განსვენებულისას მივიღებ. ცრემლით პატივივცეთ ჰამლეტის სახსენებელსა, და პატივი ვცეთ მკვდართა დამარხვით.

(ისმის დასაღონებელი მუსიკა.)

დასასრული.

ლავრენტი არდაზიანი.