The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

ცისკარი №4 (1861)


ცისკარი №4 (1861)



ცისკარი

ყოველთვიური ლიტერატურული ჟურნალი, გამოდიოდა 1852-1853 წლებში, როგორც „ქართული სიტყვიერებითი ჟურნალი“ და 1857-1875 წლებში, როგორც „ქართული სალიტერატურო ჟურნალი“. 1852-1853 წლებში „ცისკარს“ ხელმძღვანელობდა გიორგი ერისთავი, ხოლო 1857–1875 წლებში კი ივანე კერესელიძე. 1852–1853 წლებში ჟურნალი იბეჭდებოდა პატკანოვის სტამბაში, 1857 წლიდან "ცისკრის" რედაქციის სტამბაში, ხოლო 1870 წლიდან სტამბაში მ.მარტიროზიანისა, შემდეგ ექვთიმე ხელაძისა.

„ცისკარში“ იბეჭდებოდა სულხან-საბა ორბელიანის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და სხვათა თხზულებები, რომლებიც მანამდე ხელნაწერების სახით ვრცელდებოდა. ასევე XIX საუკუნის ქართველ მწერალთა ნაწარმოებები; ნ.ბარათაშვილის, დანიელ ჭონქაძის, ლ.არდაზიანის, ალ.ჭავჭავაძის, გრ.ორბელიანის, ანტ.ფურცელაძის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, გიორგი წერეთლის, რაფ.ერისთავის, მამია გურიელისა და სხვა. ასევე იბეჭდებოდა თარგმანები: პუშკინის, ლერმონტოვის, ნეკრასოვის, ჟუკოვსკის, ტურგენევის, ბაირონის, ბერანჟესი, ჰიუგოსი, დიკენსისა და მრავალ სხვა რუს და ევროპელ მწერალთა ნაწარმოებებისა; საისტორიო, სალიტერატურო, პუბლიცისტური და სხვა სტატიები.

1 შესხმა

▲ზევით დაბრუნება


შესხმა

იმერეთის და გურიის კეთილშობილისა წოდებისადმი, თქმული წინეთ დაფიცებისა მისისა აღმოსარჩევად გუბერნიის და უეზდის წინამძღვრებთა. ჩყია-სა წელსა, იანვარს.

საქმე რომელმან შეგვკრიბნა თქვენ, კეთილ-შობილნო თავადო და აზნაურნო იმერეთსა და გურიისანო, და რომლისა კეთილთა სვინიდისთა აღსასრულებლადთქვენ უნდა სთქვათ ფიცი წმიდასა ამას ეკკლესიასა შინა, საქმე იგი არს, ფრიად მძიმე და ღირსი ყოვლისა ყურადღებისა, არათუ მხოლოდ თქვენთვის, არამედ მთელისა საზოგადოებისათვის, ვინაითგან კეთილ-მდებარეობა და ბედნიერება თქვენისა წოდებისა განავრცელებს ბედნიერებასა ყოველთა შორის სხვათა წოდებათა. დღეს თქვენ უნდა აღმოირჩიოთ თქვენ შორის პირნი გონიერნი და პატიოსანნი, რომელნი შემძლებელ იყვნენ აღსრულებად დიდისა მათისა მოვალეობისა. ნუ დაივიწყებთ კეთილ-შობილნო, რომელ სჯული რუსეთისა მისცემს თქვენგან რჩეულთა დიდსა სამართალსა და მოითხოვს მთგან ვრცელსა მოქმედებასა. იგინი უნდა შუამდგომელ იყვნენ შორის თქვენსა და მთავრობისა, იგინი უნდა გამოიკითხავენ მმართველობისაგან ყოველსა რაცა განამტკიცებს კეთილ-მდგომარეობასა თქვენსა; იგინი უნდა დაესწრებოდნენ ყოველსა განკარგულებასა მთავრობისასა შესახებ თქვენის წოდებისა, მათ უნდა ჰქონდეთ ყურადღება, რათა არცა ერთი თქვენგანი არ შეარცხვენდეს თვისსა წოდებასა, არ ითმენდეს უსარგებლობასა, არ იყოს შეწუხებულ და არც აწუხებდეს სხვათა; ბოლოს ვიტყვი, მხოლოდ ერთსა, და ერთი ესე საკმაოდ გამოაჩენს თუ ვითარ მძიმე არს მოვალეობა მათი: მათ ძალუძს რათა თქვენ შორის არ იყოს უსარგებლობა და მართლმსაჯულება ეღირსებოდეს თვითოეულს თქვენგანსა.

ამით ყოველთაგან ცხად არს, თუ ვითარითა სიფრთხილითა უნდა შეუდგეთ თქვნ აწინდელსა რჩევასა და აღმორჩევასა და მით გაამრათლოთ წოდება თქვენი. აქა თვითოეულმან თქვენმან უნდა დაივიწყოს ყოველი მოყვრობა და მტრობა და მისცეს ხმა თვისი პირ მოუთვნელად მხოლოდ მათ, რომელთათვის გული ეტყვის მას, ვითარცა კაცთა გონიერთა და კეთილთა. უკეთუ აღმორჩევა წინამძღვართა თქვენთა არ ყოფილიყოს მინდობილი თქვენდამი, და თვით მმართველობა აყენებდეს მათ, მაშინ ძალ გედვათ დრტვინვად და ყვედრებად, გარნა ოდეს მოწყალემან ხელმწიფემან თქვენმან თქვენვე მოგანდო ზრუნვა თქვენისა კეთილმდგომარეობისათვის, პასუხი აღარ გექმნებათ ამიერიდგან, უკეთუ თქვეგანვე რჩეულნი არ იქნებიან ღირსნი და პატიოსანნი. ჯერ არს რათა რჩეულნი თქვენნი იყვნენ გამოცდილნი და ღრმად მჭვრეტელნი, რათა ცხადად ხედვიდნენ ყოველთა თქვენთა ნაკლულევანებათა, საჭიროებათა, და არათუ ხედვიდნენ, არამედ იცოდნენ და შეეძლოთ პოვნა საშვალებისა მოსპობად მათდა; ხოლო უმეტეს ყოვლისა ჰქონდეთ კეთილ-მსაჯულება.

გარნა პატივცემულნო თავადნო და აზნაურნო, აწინდელი თქვენი აქ შეკრებულება მარტო მით არ უნდა დაბოლოვდეს, რომ აღმოარჩიოთ წინამძღვარნი: არიან სხვანი უდიდესნი და უსაჭიროესნი საგანნი, რომელთათვის ჯერ არს ჰყოთ რჩევა და ზრუნვა. ვსარგებლობ მეცა აწინდელითა შეკრებულებითა თქვენითა, რათა გამოგიცხადო გულის ზრახვანი გულისა ჩემისანი. დარწმუნებულ იყავით კეთილშობილნო, რომელ მხოლოდ სიყვარული მამულისა ჩემისა მათქმევინებს მე. არ ვეძებ მე სარგებლობასა ჩემსა, არამედ წარმატებასა თქვენსა. მიიღეთ ჰაზრი ჩემნი სიყვარულითა და აღასრულეთ რჩევანი ჩემნი უეკთუ გეჩვენნენ თქვენ სასარგებლოდ და ჭეშმარიტად.

უწინარეს ყოვლისა ვიტყვი: ჩვენ ყოველნი მიჩვეულ ვართ ფიქრობად, ვითამც ყოველი ჩვენი წარმატება და ბედნიერება დამოკიდებულ იყოს მმართველობასაზედა: სრულიად უსაფუძვლო არს ჰაზრი ესე ძმანო ჩემნო! მმართველობასა, რაც გინდა მამობრივი და კეთილ-მოსურნე იყოს იგი, ვერ შეუძლია ჩვენი გაბედნიერება, თუმცა მრავალიც ეცადოს, უკეთუ ჩვენვე არ ვეცდებით ჩვენთვის. საბრალო არს საზოგადოება იგი, რომელი ყოველსა ელის მთავრობისაგან და არა თავისა თავისაგან. ისტორია ცხადად გვასწავლის ჩვენ რომელ ესე ყოველი განათლება, კეთილ-მდგომარეობა, ბედნიერება, კეთილწყობილება ევროპიის სახელმწიფოთა შინა წარმოდგა თვით საზოგადოებისა მეცადინეობითა და ხშრად გარეშე მთავრობის შემწეობისა. თუ მე ჩემს თავს არ შევეწევი და არ ვეძიებ ჩემსა წარმატებასა სხვა როგორ შემეწევა მე; ეგრეთვე საზოგადოებას ვინ გააბედნიერებს, უკეთუ თვითან არ ცდილობს. ამისთვის თქვენცა კეთილშობილნო, არ უნდა მოშალოთ აწინდელი თქვენი შეკრებულება უნაყოფოდ, არამედ იფიქროთ მისთის, თუ რაი შეეწევა წარმატებასა თქვენსა.

აწინდელი დროება კეთილ-შობილნო სრულიად სხვა არის და მოითხოვს სხვათა განკარგულებათა და ზრუნვათა, ვიდრე წარსული დროება. თქვენ ყოველთა გესმისთ და იცით რა დიდი ცვლილება წარმოებს რუსეთში, უმეტესად კეთილსა წოდებასა შინა. ქვეყანა წინ მიდის ძმანო და ჩვენ დავრჩებით მედგარნი? რითა ვართ ჩვენ სხვათა უცუდესნი? რა მოგვაკლო ჩვენ ღმერთმან? ცოდვა იქნება და სირცხვილი ჩვენთვის, უკეთუ ჩვენ დავრჩებით უზრუნველ ამ ჟამად! კვალად ვიტყვი, დიდ-დიდნი განკარგულებანი და ახალნი წესდებანი გვესმის ჩვენ ყოვლის მხრიდამ და ჩვენ დავრჩებითაა უზრუნველ? ნუ იქნებინ! მადლითა ღვთისათა ქვეყანა ესე ჩვენი შეიქმნა ასო დიდისა და ვრცელისა რუსეთის სახელმწიფოისა ამისთვის, ვითარცა გვამსა შინა კაცისასა, ერთი ასო ვერ შეძლებს იქონიოს კერძობითი განსხვავებული ცხოვრება, ეგრეთვე ქვეყანასა ჩვენსა ვერ შეუძიან იცხოვროს კერძობით, და არ მოახდინოს ცვლილებანი, რომელნი წარმოებენ რუსეთში. უმჯობეს არს რათა ჩვენვე, ადრიდგან, ვიწყოთ ფიქრობა და ზრუნვა ორთა მათ უდიდესთა საგანთა ზედა, რომელსა შინა აწ გართულ არიან რუსეთისა კეთილშბილნი წოდებანი და რომელთა კეთილად დაბოლოებასა ელიან და ცდილობენ იგინი დაუცხრომელად,' ესე იგი განათლებისათვის ყოველთა წოდებათა და მებატონეთა და ყმებთა შორის უმჯობესისა დაწყობილებისათვის.

ვიწყოთ, ძმანო ჩვენცა ამ ორს საგანზედა ფიქრობდა. კვალად ვიტყვი, არ შეგვიძლია ჩვენცა გვიან იქნება თუ ადრე, არ მოვახდინოთ ცვლილება დაწყებული რუსეთში, გარნა უმეტესად დაუფასებელი პატივი იქნება ჩვენთვის და ჩვენის წოდებისათვის უკეთუ ჩვენვე კეთილითა ნებითა ვიწყებთ ფიქრობად ამაზედ. ვიტყვი ჩვენთვის და ჩვენის წოდებისათვის, ვინაიდგან ამ შემთხვევაში მეც ვეკუთვნი თქვენს წოდებასა, და მმართებს ვეზიარო აქა თქვენსა ზრუნვასა. ამით უმეტესად იცანით კეთილ-შობილნო, რომელ პირმოუთნელად ვიტყვი, რასაც გული მეტყვის, იმას ვიტყვი.

გაბრიელ, ეპისკოპოზი იმერეთისა.

2 სიტყვა, თქმული იმერეთის ეპისკოპოზის დასაფლავების დროს

▲ზევით დაბრუნება


სიტყვა, თქმული იმერეთის ეპისკოპოზის დასაფლავების დროს

„ამაო ამაოთა და ყოველივე ამაო არს“. ყოველთა ამის სოფლისათა, ესე იგი ღირსებასა, პატივსა და ყოველსავე დიდებასა კაცისასა, აღრევს და შეაერთებს საშინელი იგი სიკვდილი მტვერთა თანა მიწისათა. ბრწყინვალენი ხარისხნი, რომელნიცა განაკვირვებენ მსოფლიოსა, დაიფარვიან და განქარდებიან წყუდიადსაშინა საფლავისასა, ვითარცა წუთიერი ჩვენება. სატრფოთა საგრძნობელთა ჩვენთვის კმაყოფილებათა და შექცევათა, ერთი ოდენ წარმოდგენა საუკუნოისა, შესცვლის მწუხარებად და სინანულად. განცხრომისათვის და მეგობრობისა უკანასკნელ მიწყავთ ჩვენ მწარეთა ცრემლთა, და ესრეთ, რაოდენსაცა რასა მიიღებს კაცი სოფლისაგან უკვე თანა აძს მიქცევად სოფლისა კიბესა ზედა საუკუნოისასა. სახილველი ესე სამწუხარო ცხადად და ჭეშმარიტად დაგვიმტკიცებს ჩვენ, ამაოებასა კაცობრივობისასა. მწყემსთ-მთავარი ესე ჩვენი შემკული სათნოებითა, და განშვენებული ქვეყნიურითაცა დიდებითა, აწ სამშვინველსაცა მოკლებული შევალს ბნელსა ამას საფლავსა, ხოლო წმინდასა და საღმრთოსა თხემსა მისსა ზედა არს ბეჭედი საშინელისა ხრწნილებისა. გუშინ ტკბილად ზრახვიდა მეგობართა და მოყვარეთა თვისთა თანა, და დღეს მიეცემის საფლავსა გრილსა გულსა ნოტიოსა მიწისასა. ოი შენ ღმერთო, ამისათვის ოდენ მოუწოდს კაცსა, სოფელსა ამას შინა, ყოვლისა შემძლებელი იგი სახიერება შენი, რათამცა იშვას და მოკვდეს? რა არს კაცი შემდგომად ამისა, წინაშე ჭინჭველისა, რომელიცა ფერხთა ქვეშე მსწრაფლ მსრბოლისა მოგზაურისათა განიხილვის! ოი ხატო ღმრთისა სათნოებაო! ამისთვის შეგწირვენაა მოყვარენი შენნი გულსა და სულსა თვისსა, რათამცა შერაიძიონ ქებანი და შეიმოსონ დიდება, დაუტევონ იგინი სიღრმესა შინა საფლავისასა? ესრეთ, ნუ უკვე ჰაზრი აღმავალი საზღვართა ძალით სოფლისათა, საყდრისა მიმართ საუკუნოისა მჭვრეტელი სრულებათა მისთა, და შემამზადებელი ქვეყანასა ზედა სამსახურებლად მისდა, სულიერისა საკურთხეველისა; ჰაზრი, - რომელი წამისყოფასა შინა ერთსა, მოვლის ცასა და ქვეყანასა, საუკუნოთა, ყოფილთა და მომავალთა თვით საუკუნესა შინაცა ვერა მპოვნელი მსწრაფლ მოტყინარებისა თვისისათვის საზღვართა, შეერთდეს მტვერთა თანა? ნუ უკვე ხატება იგი ღვთისა, სული ჩვენი დაშტეს, მსგავსად ლამპრისა, და გული მკობილი სახიერებითა, სიმშვიდითა და კეთილთა წადილთა მსხვერპლ იქმნეს ხრწნილებასა? ხოლო სასოებანი ზეციურნი და საღმრთონი იგი სურვილნი განქარდნენ ვითარცა აჩრდილი რაიმე? და ამისათის აღიყვანესაა კაცსა სიბრძნე ღვთისა ხარისხსა ზედა დიდებისასა, რათამცა მით უძლიერეს შთააგდოს იგი, უფრსკულსა შინა ამაოებისასა! სადა უკვე არიან აღთქმანი იგი სახარებისანი, „რომელსაცა ჰრწმენეს ჩემი არა სადამე წარსწყმდეს“. სადა არს სიხარული იგი, რომელსაცა სათნოება გულსა კაცისასა მიანიჭებს ჟამთა უბედურებათა და ურვათა მრავალთასა? რასაცა უკვე ჰგრძნობდა პორფირ მოსილი წინასწარმეტყველი იგი ისრაელისა, ოდეს განმჭვრეტი ამაოებისა წყმენდულთა კმაყოფილებათასა იტყოდა: სიმართლითა ვეჩვენო, პირსა შენს ღმერთო, განვსძღე გამონებასა შენისასა“. ნუ ესრეთ კეთილ-მსახურნო მსმენელნო! არამედ ბოროტთა ბოროტი, და სათნოთა ღვთისათა მიეგოს კეთილი, ჭეშმარიტება ესე არს საუკუნო და მართალი გარნა სადღაა უკვე არს მოქმედება მისი, მაშინ რაჟამს ცხოვრება ესე არს ბრძოლა, სადაცა წინა აღმდეგი მხარე შეიმოსს ძლევასა! არს ღმერთი მართალი და ჭეშმარიტი და მსჯავრი მისი არა არს, ვითარცა მსჯავრი კაცისა, „მე მივაგებ კაცად კაცადსა საქმეთა მისთაებრ“, იტყვის იგი, მისაგებელი სათნოთა მისთა კეთილთა შინა მისთა არს, რომელიცა ესრეთვე უხრწნელი არს, ვითარცა უკვდავი სული ჩვენი. და ესრეთ მწყემს-მთავარი ესე ჩვენი აღვსილი ზეციურთა სათნოებათა, აწ მშვიდობით განისვენებს სასიკვდინესა ცხედარსა ზედა, განვალს მშვიდობით და წარსდგების მუნ, სადაცა მიხედვაცა არა ყოველთა ძალმსმენელნო, რათამცა თვითოეული ჩვენგანი ყოველთვის საშინელსა სახესა სიკვდილისასა განეროს და ბნელი იგი საფლავი არა ეჩვენებეოდეს, ესრეთ საშინლად, ვიხილოთ კურთხევითა მაღალ ყოვლად უსამღვდელოესისა მწყემსმთავრისათა თუ ვითარნი უკვე ღონის-ძიებანი სამხარ არიან აქვნდეს ქრისტიანეთა პირის-პირ საშინელებათა მათ სიკვდილისათა.

პირველად რათამცა აღესრულოს კაცი მშვიდობით, სამხარ არს მისთვის აქვნდეს სიმართლე და უბიწოება, რამეთუ ჟამსაცა ცხოვრებისასა ფრიად მძიმე არს. ოდეს სვინიდისი ცხადად წარმოგვიდგენს, სხვათა ჩვენ მიერ ქმნულსა ბოროტსა, გარნა ესე ჟამსა სიკვდილისასა ას გზის უმძიმეს არს, რაჟამს სვინიდისი იქმნების უწმიდეს და უცცხოველეს, მაშინ ბნელდების მხედველობა და ეძიებს განსასვენებელსა. ჰსაჯეთ და იხილეთ, ვითარი უკვე იქნების განსასვენებელი ესე, რაჟამს ერთბამად წარმოუდგებიან კაცსა ნაყოფნი ფიცხელობისა და სიბოროტისა მისისანი! და არა ესე არსაა იგი საშინელნი ოცნებანი, რომელთა მიერცა ხშირად იტანჯვიან კაცნი ჟამსა სიკვდლისასა? ჩენ ამას ვგონებთ და ვუბნობთ ვნებულებად სხეულისა. გარნა სხეული არა სრულებით ბრალეულ არს; რამეთუ სხვამცა რაიმე გვესმა ჩვენ ღვთისა მიმართ განსვენებულისა ამა მეუფისაგან. უკეთუმცა არა იყოს შეპყრობილ ენა მისი საკვირველთაგან სიკვდილისათა, და უკეთუ აქვნდა ხელმწიფება უბნობად, მაშინ გამოგვიცხადებდაცა განსაცვირვებელსა ჭეშმარიტებასა. სხეულით ივნებოდიან მართალნიცა. გარნა სული მათი გავიდოდა და ისწრაფდა უფლისა მიმართ მშიდობით, მით, რამეთუ ჰსცხოვრებდენ იგინი უფლისა თანა მშვიდობასა შინა. სვინიდისი მათი იყო რა მარადის ამშიდობით ამშვიდებდა და განუსვენებდა სხეულსაცა მათსა. ხოლო სული თავისუფალი სიმძიმეთაგან ცოდვათასა ამაღლდებოდა ქვეყანით და აღფრინდებოდა ცად მიმართ; რამეთუ ვითარცა იქნების ცხოვრება კაცისა, ეგრეთვე სიკვდილიცა მისი. მეორე ღონის-ძიება წინააღმდეგ საშინელებათა სიკვდილისათა, არს სიყვარული ღვთისა. რამეთ ვითარცა ძე, რომელსა ფრიად უყვარს მამა თვისი და განშორებულ არს მისგან მრავალსა ჟამსა, განემზადების იტვირთოს ყოველივე სიძნელე მირათუ იქცეს სახლის შინა მამისა თვისისასა; იგი არა მიხედავს არცა მძვინვარებასა ღელვათა ზღვისათა, არცა სიმაღლესა მთათასა და არცა სხვათა და სახვათა საშიშროებათა; ეგრეთვე ვისაცა უყვარს ღმერთი, სიხარულით ისწრაფოს საფლავად, არა მიხედავს არცა იწროებასა და არცა სიბნელესა მისსა, ვინადგან უწყის, რომელ ესე არს მხოლო და ჭეშმარიტი გზა, რომლითაცა მიიქცევის სახლად მამისა თვისისა. კაცისა მისთვის, რომელი არა შეიყვარებს მამასა ზეციურსა და არცა მზგავსად ყრმისა შემსჭვალავს გულსა თვისსა მემამულობისა მიმართ ზეციურისა, განხილვა სოფლისა ამისგან სხვასა უცხოსა სოფელსა შინა, იქნების საშინელ და შესაძრწუნებელ; ვინაიდგან ვითარ უკვე გამოსცხადდეს იგი წინაშე ღვთისა, რომელსაცა ყოველსავე ცხოვრებასა შინა თვისსა ანუ დავიწყებიეს და ანუ განურისხებიეს იგი. კაცი ესრეთი მსგავს არს მონისა მის, რომელიცა ივლტოდის რა უფლისაგან თვისისა, იქმნეს შეპყრობილ და მოიქცეს იძულებით უფლისავე მიმართ თვისისა. ვიტყვი: კაცსა ამას არცაღა თვალთა შედგმად ძალუძს მას ზედა, თვინიერ შიშისა და ძრწოლისა.

მესამე საშუალობა წინააღმდეგ საშინელისა მის სიკვდილისა, არს აღვსება სულისა წმიდისა. ნეტარება ესე, მსმენელო თვინიერ ჭირვისა ექნებოდის თვითოეულსა ჩვენგანსა, დაღაცათუ ჩვენ თვით თავით თვისით არა მოვაკლდებოდეთ მას, მით რამეთუ მადლი სულისა წმინდისა მოეფინების თვითოეულსა ჩვენგანსა ზედა თვით დასაწყისსავე შინა ჩვენისა ახლისა სულიერისა ცხოვრებისასა, ესე იგი ჟამსა საიდუმლოსა ნათლის-ღებისასა, და ეგრეთვე ჟამსა მირონის-ცხებისასა, ჩვენ ხილვად აღვიბეჭდებით ბეჭდითა სულისა წმინდისათა. ერთ სახედვე ყოველთა ქრისტიანეთა შორის ჰგიეს სული წმინდა და ამისათვის ჩვენ გვქონანცა მრავალნი ღონის-ძიებანი და საშუალობანი წინააღმდეგ საშინელებათა სიკვდილისათა, გარნა კვლადცა ვსძრწით და გვეშინის სიკვდილისა კეთილითა ჰაზრთა, და საქმეთასა ცეცხლი სულისა წმინდისა მყის დაშტების ჩვენ შორის მოძრაობისაგან ვნებულებათასა, და ბეჭედი ცხოვრებისა ბნელდების და წარიხოცების სულსა შინა ჩვენსა ღელვარებათა მიერ ზღვისა მის მეწამულისათა, მით რამეთუ ჩვენ აღვივსენით სულითა ამის სოფლისათა, რომელიცა განგრძობასა შინა ცხოვრებისა ჩვენისასა, ხშირად იქცევის თვით გრიგლად და ჩვენცა გვარყვეს ვითარცა მტვერსა; ხოლო ჟამსა სიკვდილისასა უმეტეს განძვინდების და აღშფოთდების და აღშფოთდების ლპოლვილთა სახსართა სხეულისა ჩვენისათა, და ვაი მისდა არს ვინაცა უკვე ვიდრე მოწევნადმდე სიკვდილისა ერჩდეს განმხრწნელსა და ხრწნადსა სულსა მას: რამეთუ კაცისა მის აღმოფშვინვა იყოს ჯოჯოხეთებრი, განგრილდეს რა სული სასიკვდინესა ცხედარსა ზედა მდებარისა, განკრთეს გული მისი და აღიაროს სავანე ცხოვრებისა მისისა. დასასრულ თვით სარწმუნო ღონის-ძიება, რომლითაცა კაცმან განეროს შიშისაგან სიკვდილისა, არს ცხოველი სარწმუნოება ღვთის მიმართ. და ესრეთ ქრისტიანენო, თვინიერ სარწმუნოებასა საძნელო არს ცხოვრება სოფლისა ამასა შინაცა, გარნა ასგზის უძნელეს არს ჟამსა სიკვდილისასა, რამეთუ ცხოვრებასა ამას შინა მრავალნი რაიმე, ვითარცა ჩვენ გვეჩვენების, გვმსახურებენ ნაცვლად სარწმუნოებისა და მიჰფარავენცა მას, გარნა ჟამსა სიკვდილისასა არა რასა ძალუძს მსახუროს კაცსა ნაცვლად მისსა, რამეთუ ჟამსა ამას ნუ უკვე კაცი მოსავ ექმნეს თავსა თვისსა, გინა მამაცობასა თვისსა? მუნ ჩვენ განვქარდებით სოფლისათვის და სოფელი ჩვენთვის; მუნ წარმოდგენა სოფლისა არს საშინელი განკითხვა და მსჯავრი თვითოეულისათვის, და ამისათვის სახმარ არს შეწევნა ზეციური, ყოვლისა შემძლებელი, და სახმარ არს მუნ არაოდენ შუამდგომელი, არცა ანგელოზი, არამედ თვით უფალი. ვინაითგან სახელსა ოდენ მისსა ერჩიან ცანი და ქვეყანა, და სძრწიან წინაშე მისსა ჯოჯოხეთი და ყოველნივე სულნი ჯოჯოხეთისანი. და ამისათვის ცხოვლითა სარწმუნოებითა უფლისათა განვლით საშინელსა უფსკრულსა ხრწნილებისასა და თვინიერ ბრკოლისა მივეწიფებოდით თავისუფლებასა შვილთა თანა ღვთისათა. მოუცილებლობითსა საჭიროებასა ღვთისა მიმართ სარწმუნოებისასა, ჟამსა სიკვდილისასა, მშენიერად განგვიცხადებს „წმიდა ეკკლესია ჩვენი, მიუპყრობს რა ჯვარსა ხელთა შინა განსვენებულისათა. - გარნა ქრისტიანენო! რათამცა ჯვარსა მას აქვნდეს ძალი მოქმედებად ჩვენდა შეწევნისა, ჟამსა სიკვდილისა ჩვენისასა, ჯერ არს რათამცა მოქმედებდეს იგი ჩვენ შორის, ჟამსაცა ჩვენისა ცხოვრებისასა და აღმოფხვრიდეს ცოდვათა ჩვენთა. ჯვარი პყრობილი ხელთა შინა შესვენებულისათა დაშთების საფლავს. შინა, და მიეცემის მისთანა ხრწნილებას. ხოლო სულისათანა აღვალს ჯვარი იგი, რომელიცა ცხოვრებასა ამას შინა შეუთხზავს მას თავისა თვისისათვის; ჯვარი ესე არა განიხრწნების მიწას შინა, არამედ მისთანა სული წარსდგების რა ჟამსა მსოფლიოსა განკითხვისასა, ექნების მას იგი შემამკობელად უკუნისამდე. აჰა ქრისტეს მოყვარენო მსმენელნო! იგი საზრდელნი სულისანი, რომელნიცა შემდგომ საფლავისა, კაცისა ზეცად მიყვანებად თანამდებ არიან; და ვიანიდგან დღეს ანუ ხვალე ჩვენთვისცა მოიწევის განწესებული ჟამი იგი, და ჩვენცა მსგავსად ღვთივ შესვენებულისა ამის დავიდებით ბნელსა საფლავსა და გრილსა; ამისათვის ჩვენცა თანა გვაძს ვხცოვრებდეთ ესრეთ, ვითარცა ითხოვს დიდი და ნეტარი წინათ დანიშნულობა ჩვენი. და მივაქცევდეთ მხედველობასა ჩვენსა უხშირეს ცად მიმართ, სადაცა არს მემულეობა და სავანე ჩვენი დრო არს ასპარეზი სრბოლისა ჩვენისა მხარესა შინა საუკუნოსა, ხოლო კეთილნი ამის სოფლისანი არა არიან ნეტარებანი, არამედ სასიამოვნონი ბორცვნი გზასა ზედა ცხოვრებისასა, რომელთა ზედაცა განვისვენებთ ჩვენ, ვითარცა მოგზაური ამის სოფლისა. მაშვრალი და ტვირთ მძიმე და მით უმეტეს მხნედ და გულს მოდგინედ ვრბით ადგილსა ჩვენსა მამეულობისასა. დასასრულ რასა უკვე ვიტყოდე შენდამო მწყემსთ-მთავარო ჩვენო, რომელი განხვალ ჩვენგან! შევთხზავთ შენდა გვირგვინსა ქებისასა, გარნა თავსა, რომელსა განლევს საჭურველი სიკვდილისა, არა ძალუძს ტვირთვა მისი. განვაცხადებთ ყოველთავე ქველის საქმეთა შესაბამთა მწყემს-მთავარისათა, გარნა ამას ვეღარა ისმენენ ყურნი შენნი მდებარენი მიწასა შინა, რომელთაცა შეძვრა ვერცაღა ქუხილსა ძალუძს. აღვმართავთ პატივად შენდა რვალსა, გინა მარმარილოსა, გარნა სიმძიმესა შინა ამისსა, მოუძლურდებიან ძვალნი მრავალთანი, რომელნიცა ბუნებამან მშვიდითა მიმყოვრებითა მიიზიდნა ძილად და განსვენებად. და რაიღა უკვე ვსთქვთ შენდა განსვენებულო მეუფეო! აჰა ესერა შენ აღასრულე მშვიდობით მოგზაურობა შენი და გულარძნილება და სიხენეშე სოფლისა ამის, ამიერითგან არღარა შესძრავენ სულსა შენსა, რამეთუ შენ განვლე ადგილი გონებისა, და დაემკვიდრე ზეციურსა ქალაქსა შინა და ესრეთ განისვენე მწყემს მთავარო ჩვენო ვიდრემდის არა გესმას შენ ხმა ანგელოზისა, და ვიდრემდის არა განგაღვიძოს შენ გრძელ-ჟამიერისა ძილისაგან საყვირმან, ოდესცა გეგულვების შენ ერთ სახეთა შენთა თანა მიგებებად სიძისა ზეციურისა და აქ თქვენცა საყვარელნო სამწყსონო! მოვედით ამბორებად უკანასკნელითა ამბორ-ყოფითა განგრილებულთა ხელთა მწყემს მთავრისა ჩვენისათა, ვეამბორნეთ და დავედგნეთ კვალად მისთანა, რომელსა განვეშორებით ამიერითგან მრავალსა ჟამსა. ამინ.

გ. დიდებულიძე.

3 ჩამორჩობილი

▲ზევით დაბრუნება


ჩამორჩობილი

მოთხრობა

დანიაში ყოველთვის იყვნენ სახელოვანნი ექიმნი. ოც და ხუთის წლის წინეთ საკვირველის და თვითქმის შეუძლებელისა შემთხვევისა დოკტორ სტუენზისა, რომელზე მაშინ ლაპარაკობდნენ მთელ ევროპაში, იყო დანიის კარზედ ექიმი იოანეტელაი, რომელი აღვსებულ იყო თავის თანამედროებითა ოქროთი და საჩუქრებით, მის ჩინებული წარმატებისათვის და გამოჩინებისათვის ექიმობაში.

ეხლა ჩვენ შეგვიძიან ვიფიქროთ რომ ეს ქება გადიდებული იყო, მაგრამ ის ამტკიცებს რომ უწინდელნი მოდგმანი უმეტესად მადლობელნი იყვნენ. ეხლა ჩვენ არ დაუჯერებთ სიტყვაზე სწავლულებთ და მათ გამოჩენას ყველაზედ მოვითხოვთ დასამტკიცებლებს, მაშინკი სიხარულით უჯერებდნენ ყველას და აღავსებდნენ ტელაისსიმდიდრითა და პატივისცემითა, უმცირესის გამოჩენისათვის სწავლაში.

ამ ნაირათ დიდება ტელაისაგანთქმულ იყო მთელს ქვეყანაზედ, მფარველობა კოროლის სახლისა ძლიერ ეხმარებოდა მის სახელოვნებას. სხვა ევროპიის ფაკულტეტები, რომელნიც სიხარულით დაარქმევენ მას შარლატანს, იყვნენ გაჩუმებულნი, და ვერ შეეძლოთ მისი ძაგება რაგანც უყურებდნენ პატივისცემას და მინდობილებას მისადმი პრინტებთა და სახელოვანთა დიდკაცთა. ისინი ერთმანერთის უწინ აქებდენ მას და უგზავნიდნენ მას სწავლულ დიპლომებს. ამისაგამო დოკტორი ტელაი ესრეთ გასახელოვანდა, რომ ვისაც ის სწამლობდა ის თავის თავს ბედნიერად ითვლიდა თუგინდ მომკვდარიყო მისიბ წამლებისაგან. ერთის სიტყვით ის იყო გმირი, ორატორი ექიმობისა, შემოხვეულიყო ყოველივე პატივისცემითა, რომელიც აცდუნებდა მას თავის მოყვარებასა და ის შეაგულიანებდა მას ახალ-ახალ გამოჩენასა.

იმან გამოაჩინა მრავალი სასარგებლო საშუალებანი, მოარჩენდა შაკიკსა ფეხის ვანებით, რევმატიზმეს - მომატებულ ტრანსფირმატიით, და გაწმენდდა კაცის არსენალს, სხვა და სხვა მიკსტურებით რომელთა არქმევდა სხვა და სხვა საკვირველ და ბარბაროსებრ სახელებს, და რომელნიც შეადგენდნენ ცაცხვის ყვავილსა, სამყურათი და მოლაქის ნადუღებითგან.

რაგინდ რამ ყოფილიყო, დიდებული ის ატარებდა უბედნიერესს სიცოცხლეს. საექიმო და სამოქალაქო რჩევამ ქალაქი კოპენგაღენისა დადდვეს სხვათა შორის, რომ ყველა მკვდარი უსახლო და უნათესაო, მიეცენ დოკტორ ტელაის ანატომიის გამოძიებისათვის, რომელი მაშინ კარგათ არ იყო გამოძიებული. ტელაიმთვითან ითხოვა ეს, და თუმც არავის არ იამება ამისთანა საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ იმას ძლიერ უყვარდა გამოძიება კაცის აგებულებისა, იმასკი არ დაეძებდა თუ ვის ეკუთვნოდა ეს მაშინა ჭკვიანად გაკეთებული. ამ შემთხვევამ უმეტესათ განადიდა საერთო პატივისცემა მისადმი. ყოველნი იყვნენ დაუჯერებელნი რომ იმან იცის ყოველნივე საიდუმლონი იმა მაშინისა; რომ იმას შეუძლია არათუ გაასწოროს ის როდესაც მოიშლება, არამედ გაახლოს როდესაც სდგება.

კაცის გამოხატულებას არას დროს არა აქვს სამძღვარნი. კითხამდენ ტელაისსიცოცხლეზედ, სიკვდილზედ, ყველას უნდოდა რომ მას გამოეჩინა უმაღლესნი საიდუმლონი, რომელნიც ვითომც იცოდა დოკტორმა. ტელაიმჯერ მოშორებისათვის შესაწყენ კითხვათა, და მერმე გასაყოფელად თავის თავის თანა მოქალაქებთან თავის სწავლისა, დაიწყო თავის სახლში კითხვა საზოგადო ლექციებისა ანატომიაზედ, პატიჟებდა ყოველთა ამა ლექციებზე, თვითქმის ქალებსაც, და აპირებდა გაცემას თავის სწავლისა სახალხო ენაზედ. ეს იყო უმეტესი სიდიდე მისის დიდებისა, ხალხის შეკრება იყო უშველებელი, მისი ქება გამოუთქმელი, ლექციების წარმატება იყო უმეტეს ყოვლის მოლოდინებისა. ტელაიაიყვანეს და ხელით ატარეს, ყველამ მიართვეს მას ფული და დიდათ პატივს სცემდნენ.

თუმცა ძლიერი იყო მისი სურვილი სწავლისა, რომელიც იწყებდა მას რომელიმე საცხოვლო მდგომარეობაში, თუმც თავს დასასხმელი იყო მისი ბედნიერება და წარმატება ყოველივეში, მარამ ის იყო მაგარი, მთელი, მხიარული და მშვიდობიანი. ბედი დაუღალველათ უცინოდა მას.

ერთხელ კოპენგაღენში დასაჯეს სიკვდილით სამნი შემცოდენი ერთათ.

ისინი, ავაზაკობდნენ რა ერთათ, დაისაჯნენ ერთ დღეს. დააყენეს სამნი ახალნი სარჩობელანი, იყიდეს ახალნი თოკნი, ხალხი შეიკრიბა, და შემდგომ ყოველთა კანონიერთა მოქმედებათა სამნივე ავაზაკები ჩამოეკიდნენ ჰაერში. ზოგიერთნი შესწუხდნენ, სხვები თავის ქნევით წავიდნენ სახლში.

კანონებნი დაკმაყოფილდნენ, ეხლა უნდა დაეკმაყოფილებინათ დოკტორი ტელაი, რომელსაც ეკუთვნოდა ჩამორჩობილნი.

ისინი ჩამოხსნეს სარჩობილებთაგან და წაუღეს დოკტორს. ის იყო თავის სახლში და იმ წამს ძლიერ სურდა გამოძიება. მომტანთა დასტოვეს ჩამორჩობილნი იმ ოთახში, სადაც დოკტორი კითხულობდა თავის ლექციებს და დასტოვეს დოკტორი იმ ნაირ სასწავლებელ შეკრებულებაში.

ერთმან ჩამორჩობილმან მაშინვე მიიქცია ყურადღება დოკტორისა. კარგათ დაწყობილი, ფხარი ფართო, სასიამოვნო სახით, რომელი არ შეშლილიყო სასჯელის წამში ისე და იმსახურებდა უმეტეს გამოძიებას და ტელიამიმიდგან დაიწყო თავისი პირობები.

- როგორ კარგათ შენახულა ეს უკეთური! დაიძახა მან შინჯამდა რა მძორსა; მისი ხორცი იმ ნაირათ ფეროვანია რომ გონია მის გაციებულ ძარღვებში მდინარეობდა სისხლი, აესვენა, ისე გაბერილა როგორც ცოცხალი კაცი. მე ამას გავჭრი ჩემის ნესტარით, ვნახო რა იქნება...

იმან აიღო თავისი ნესტარი, გასჭრა ენა და თავისთვის ლაპარაკობდა:

- იქნება მე მოუნდომელათ გავჭრა არტესია? დიდი უბედურებაკი არ იქნება, ამიტომ რომ ჩამორჩობილნი ამისათვის არ წყრებიან. რა იქნება! არაფერი, სისხლი მაინც არ გამოუვა... მე სულელური ფიქრი მომივიდა...

დოკტორი ცოტათი დაფიქრდა უძრავ მძორზედ, მაგრამ მერმე იმან ისევ დაიწყო ლაპარაკი.

- რა უყო მე ამ მძორსა? ოჰ!... მე დავპირდი აქაურს აკადეიას თხზულებას: „ხორციელ ფსინოლოგიურ თვისტომობაზედ კაცის გულისა“. და ამისთვის მე უნდა გავშინჯო გული ამა უკეთურისა... აბა თუ ამისი გული იქნება მზგავსი კეთილკაცის გულისა... ამაში მე დარწმუნებული ვარ, ბუნება აკეთებს ყველა კაცებს ერთ გვარათ და მერმე კაცები თვითან ცდილობენ რომ განსხვავებულნი იყვნენ ერთ ერთმანეთისაგან...

შემდგომ ამისა ტელაიმდაიწყო ძებნა თავისის ხელსაწყობისა.

- ოჰ! თქვა მან დაიკრა რა თავზედ ხელი, ჩემი ხელსაწყო არის ჩემ საწოლ ოთახში, რომელი მე დაუტოვე ისინი გუშინ მაზოლებს რომ ვსჭრიდი.

ისინი აქ უნდა მოვიტანო. შემდგომ ამისა ის წავიდა ხელსაწყოს მოსატანათ.

მაშინ მოხდა საკვირველი და მოულოდინებელი შემთხვევა. ცივების კანკალი დაიწყო ტანმა, დასასჯელის კაცისა. ვითარმა შეუნიშნავმა ძალამ გასწია მთელი ტანი მისი. ყოველივე მისი მწევრები გაიჭიმნენ. სისხლი გამოვიდა კამკამით და მკვდარის გაჭრილმა ძარღვმა გამოაჩინა თავის სიცოცხლის ძალა: ჩამორჩობილმა ასწია ზეით ორვე ხელები როგორც კაცმა, რომელი სწოდინობს და ამთქნარებს. ერთი მრქალი ხმა გამოვიდა მის გულიდგან. მკვდარმა ტკბილად ამოიოხრა, მერმე თვალი ახვნა, ადგა და დაჯდა, რა სტოლზედ დაიწყო გამომძიებლობით მიხედ-მოხედვა. შეხედულობა არ იყო ძალიან შესაქცეველი. მის გვერდით იყვნენ ორნი მისნი ამხანაგნი. ამავე სტოლზედ, რომელიც აჩნდათ ნიშნები უწინდელთა კაცის გაჭრათა.

ჩამორჩობილმა კიდევ დაიწყო კანკალი და კბილების ცახცახი. მაგრამ ის სიევ იხედებოდა და უნდოდა წარსულის გახსენება. დიდხანს მისი მეხსიერება უარს უყოფდა მას, მაგრამ ბოლოს იმან ყოველივე გაიხსენა და წამოიძახა.

- მე ცოცხალი ვარ!...

ეს სიტყვა რომ სთქვა მან, სიხარულით წამოხტა სტოლიდგან, დაიწყო ხტომა და მერმე დაჯდა დოკტორის კრესლაში.

შემდგომ წამის განზრახვისა იმან იფიქრა რომ როგორც ცოცხალს კაცს იმას აღარ აქვს ნება სიარულისა, მის სასჯელის ტანისამოსში და იმისაგან გამოიყვანა რომ ცოცხალ კაცს უნდა რომელიმე საშუალება განგრძელებისათვის თავის ახალის სიცოცხლისა.

ამისთვის იმან ჯერ ჩამოხსნა მდიდარი აბრეშუმის ხალათი დოკტორისა, რომელიც ეკიდა იქ ლურსმანზედ. და მერმე, შეხედა რა მის გვერდში დაკიდებულ ოქროს საათს დიდი ოქროს ძეწკვით, ჩამოხსნა და ჩამოიკიდა საჭიროებისათვის, მეორედ მის სოფელში მოსვლისა. თავისი ახალი ტანისამოსით იმან დაიწყო მოფიქრება ღონისძიებისა გამოსვლის ამა სახლიდგან, რომელში იყო ამისთანა მიუზიდველი შეკრებულება, და მსგავსათ ჩვეულებისა მივიდა ფანჯარასთან, უნდოდა რა იქიდგან ჩამოსვლა, მაგრამ ეს ჩასვლა ძლიერ ძნელი იყო და ამისთვის იმან მოინდომა თავისი ბედის გამოცდა კარებში.

როგორცკი იმან ხელი მოკიდა კარს გასაღებათ, მაშინვე პირის პირ შეეყარა ტელაის, რომელი მობრუნდა თავის საწოლ ოთახიდგან ხელსაწყოთი. ორნივე გაჩერდნენ და ორნივეს ცოტათ შეეშინდათ. ჩამორჩობილმა იგრძნო რომ იმას მოთხოვენ უსიამოვნო ახსნასა ხალათზე, და დოკტორი გაკვირვებული იყო რომ მკვდრები იმ ნაირათ პატრონობენ მის სახლში. შემდგომათ ერთი წამისა ორივეს გაჩუმებულებისა, იმათ დაიწყეს ჩქარი ლაპარაკი:

- სად მიდიხარ შენ უკეთურო?

- წმინდა ჰაერში სულის მოსათქვამათ.

- ჩემი ხალათით?

- თქვენ თვითან იცით რომ კოპენღაგენში ნებას არ აძლევენ ტიტვლათ სიარულისას.

- მაგრამ სხვის საათის წაღებასაც აძლევენ ნებასა?

- რადგანც მე არ მაქვს ჩემი საკუთარი დროს შესატყობლათ.

ტელაიმ მაშინვე შენიშნა რომ ეს უკეთური ჭკვიანია და მოხერხებულიაო. ის გრძნობდა რომ თავისთვის დაუძახებს მოსახმარებლათ იმათი დასჯის ხელახლად ავაზაკს, და როს მოეხმარებოდა ის დასჯა ავაზაკზედ დოკტორს? მას ქონდა უფრო მეტი გამომძიებლობა შესატყობლათ იმა საოცარის გამოჩინებისა. სიკვდილი დარჩობილთა და ჩამორჩობილთ ჭკვიანურათ ჯერ იმას არ გამოეძია.

- უნდა ხელი მოვკიდოთ ამ უკეთურს, იფიქრა იმან და გამოვიძიოთ თუ რა გრძნობა ჰქონდა იმას სასჯელის დროს და შემდგომ იმისა ეს იქნება დიდი ფიზიოლოგიის ზადაჩა, იქნება უდიდესი და მსახურება სწავლისათვის, ახალი ნაბიჯი ჩემის დიდებისა.

ამას რომ ფიქრობდა, ის მივიდა ჩამორჩობილთან და უთხრა მას:

- გაიგონე საყვარელო მეგობარო; გინდა რომ დამავალო მე დიდი სამსახურით!

- დიდის კმაყოფილებით, თუ თქვენი მხრით დამავალებთ მაგისთანავეს, არ მიმცემთ ჩემს თავს მართლმსაჯულების ხელში, არ მოიძულებთ რა ხტომას ჰაერში, ეს მოქმედება მე არ მამწონს და არ მინდა მისი გარემოება.

- რასაკვირველია! წამოიძახა დოკტორმა, სიცოცხლე შენი მე მეკუთვნის, და ის არის ჩემთვის საჭირო, მე გპირდები მის შენახვას და დაცვას. რა გქვია შენ?

- ლაზარე.

- მაშ დაჯექ ჩემო ლაზარე და ვილაპარაკოთ. ის დაჯდა უცერემონიოთ და დოკტორმა თქვა:

- როგორ გრძნობ შენს თავს? ხომ არ გცხელა ან არ გცივა?

- არა ბატონო! მე ეხლა ძალიან კარგათ ვარ.-

- მაშ გაიგონე... გახსოვს შენი საათი შენის სასჯელისა.

- ძალიან კარგათ მახსოვს... მე ძლიერ შემეშინდა, და ჩემის ჰარეში მოგზაურობამდი, ესე იგი როგორც ჩვენ ჩვენ ენაზედ ვანბობთ, სანამდი მე თავი გავყავი ფანჯარაში, მე ვიყავი ნახევრათ მკვდარი.

- ეს საწყენია, თქვა დოკტორმა. შენი მოგონებანი...

- ნუ შეწუხდებით ისინი ძალიან ცხადნი და სწორენი არიან.

- მაშ თქვენ შეგიძლიანთ მიამბოთ დაწვრილებით?...

- ჩემი მოქმედება?... კარგი, დიდის კმაყოფილებით, ამიტომ რომ ის მოქმედება იყო ჩემთვის კმაყოფილება მოულოდინებელთა.

- შენ ანბობ კმაყოფილბა?

- უდიდესი, დაიძახა ბანთიტმა. წარმოიდგინეთ საყვარელო დოკტორო, დოკტორს გიწოდებთ თქვენ ამიტომ რომ, თქვენ ხელსაწყობიდგან სჩანს, წარმოიდგინეთ... იმ წამში როდესაც მოვიდნენ ჩემ წასაყვანათ სასჯელზედ, მე მეძინა, და დამესიზმრა რომ ვითომც მე წარმემართა უმშვენიერესი საქმე, რომელსა უნდა უზრუნველ ვექმნე მთელ ჩემ სიცოცხლეში... მე ვიყავი კმაყოფილი, ბედნიერი, მდიდარი... იმ წამს მე გამაღვიძა საბყრობილის ზედამხედველმა... როგორი გაღვიძებაა? საბყრობილის ზედა მხედველს ჰქონდა იმისთანა სახე, რომ მე ჩემებურათ ავკანკალდი... მე არ მესმოდა რას მელაპარაკებოდა ის. მე ძლივს შევიტყე რომ ის მე მიგალობს, რომ ყოველივე ჩემთვის აღსრულებულა... მე მაინც ავდექი, ჩავიცვი ტანისამოსი, წავყევი ჩემ დამყოლებს და კვალად გამოვჩნდი ღვთის სოფელში, უკანასკნელ ჯერ გამოთხოვებისათვის. მე მივდიოდი ამაყად თავი აწეული ამიტომ, რომ ეს იყო უკანასკნელი დრამა ჩემის სიცოცხლისა, და მე ღირსათ უნდა გამეთავებინა ავაზაკის როლი. გზაზედ მესმოდა მე სხვა და სხვა ძახილი, ზოგი სხვებს ვებრალებოდი, თვითქმის იყვნენ იმისთანა კაცები, რომელნიც მიცნობდენ მე. ამ კაცებთათვის სასჯელი ჩემი იყო სპეკტაკლი და ამასთანავე უფულო.ისინ მოვიდნენ საყურებლათ სასიკვდილო ბრძოლაზედ, როგორც ისინი მიდიან ეკვიდი ბრიტის კარავში. იმ დღეს ჩვენ სამნი ვიყავით და ეხლა მე ვხდეავ ამ სტოლზედ რომ ჩვენ აქაც არ გავშერებულვართ, როგორც განუშორებლივ ვიყავით ავაზაკობაში, ჯერ ჩემი ამხანაგების რიგი იყო და მე გამოვცადე საშინელი მძიმე და საძაგელი გრძნობა, უყურებდი რა იმათ სასჯელზედ რომელსაც მეც მალე მივიღებდი... დიდხანს კი არ უცდიდი მე ჩემს რიგს. მაყურებლებმა დაიკივლეს, პალაჩმა ღონიერი ხელი მტაცა ბეჭებზედ, მომაბრუნა და მიჭიანა ხელი საუკუნეში, ჩემი კბილები შეიკრენ ტკივილისაგან და სიავისაგან. მე ვიგრძენ რომ ჩემი კისერი მაგრათ შემოჭირებულია თოკით და ფეხები ჰაერში ინძრევიან. გარეშემოდგან მესმოდა როგორც ხალხი ყვიროდა და იცინოდა.

- შენ შეგეძლო ხმის გაგონება? კითხა დოკტორმა.

- მესმოდა როგორც შორი ხრიალი, მომაკვდავი გამოხმობა. მიუგო ჩამორჩობილმან. მე გამაოცა მან რომ მე მალე არ მოვკვდი. მე მქონდა ვითარიმე გრძნობა თავის ცნობისა, რომლით შემეძლო მე გაგება და გარჩევა ჩემისმდგომარეობისა. მე მაშინვე მივხვდი რომ ეს მომივიდა ან სხვა ნაირ აგებულებისაგან ჩემის კისერისა, ან რამე შეცთობილებისაგან პალაჩისა პირველი ფიქრი არ იყო დასაჯერებელი და მეორე დიდებულება სწორე იყო. ეს მე შევნიშნე იმითიც რომ უყურებდირა სასჯელზედ ჩემთა ამხანაგთა, მე კარგათ შევნიშნე რომ თოკი მოუჭერდა მათ კისერზე როგორც რგოლი რომელიც თან და თან პატარდება, მაშინ როდესაც ზოგიერთნი კაცნი აიხვევენ თავსა როდესაც მათ ტკივათ კბილები. ამისაგამო მე არ დავირჩვე და არც გავიგულე, მაგრამ კიდევ სულს ვითქვამდი.

- მაგრამ ეს იქნებოდა საშინელი ტანჯვა, წამოიძახა დოკტორმან.

- თქვენ სცდებით!შემდგომ ცოტა რყევისა ჩემ თავს ჰქონდა საფუძველი და ვითარიმე აღტაცებული მდგომარეობაში, რომლისა აღწერა მე არ შემიძლია. მე მეგონა ვითამ ვფრინამდი ჰაერში და გრძნობა ამა ფრინვისა იყო ძლიერ სასიამოვნო ჩემთვის. ცოტცოტათ ვითქვამდი სულსა და ეს სუნთქვა იყო უდიდესი კმაყოფილლება. ყოველნი ჩემნი ძარღვები და ნერვები გაიწიეს როგორც სასიამოვნო მთქნარების დროს. მე მეგონა რომ მე ვიყავ ღონიერი, როგორც ლომი და მჩატე როგორც ჩიტი... მე წარმომიდგნენ განუზომელნი მინდურები, მთები, კასკადები და მე ვფრინამდი მათზე როგორც არწივი.

- რა დაგემართა სარჩობელასაგან რომ ჩამოგხსნეს?

- იმ წამში ყოველივე აღსრულდა ჩემთვის: მე არაფერი არ მესმოდა, ვერც ვუყურებდი და ვერც ვსუნთქავდი... მე გავხდი ძორათ, რომელი ვარგოდა მხოლოდ ყორანების გასაძღებათ, ან გამოსაგზავნელათ თქვენ ლაბარატორიაში. კარგია კიდევ რომ თქვენ სისხლი გამართვით... უიმისოთ მე სრულებით მოვკვდებოდი. ეხლა სიცოცხლე ჩემი თქვენ გეკუთვნის და თქვენ ძლიერ ფიცხათ მოიქცევით თუ კიდევ მიმცემთ მე პალაჩის ხელში. ის მეორეჯერ აღარ შესცდება.

- მოსვენებული იყავი, უთხრა დოკტორმა, რომელი ღრმად დაფიქრებული იყო.

ლაზარე უცდიდა თავის ბედის გადაწყვეტას მოუთმენელობით. ბოლოს დროს დოკტორმა უთხრა მას:

- მე არა თუ შენს სიცოცხლეს დაგიტევებ შენ, არამედ ბედსასც გაგიწყობ. შენ მემსახურე მე. მე ჩაგაცმევ, დაგხურამ, გასმევ, გაჭმევ.

- საკმაოა, საკმაოა!... წამოიძახა ლაზარემ.ამისათვის თავს ვაკლავდი მთელ სიცოცხლეში. მაგრამ უბედურებამ სარჩობელაზედ გამიყვანა. მიბძანეთ რა გავაკეთო!...

- მაგას შენ მერმე შეიტყობ. ეხლა წამოდი, ჯერ რიგიანათ უნდა ჩაგაცვა.

კოპენგაღენში პოლიცია იყო ეჭვიანი. დოკტორ ტელაის არ უნდოდა რომ მასთან პროცესი ჰქონდა ლაზარეს პატრონობაზედ, ამიტომ რომ იცოდა პროცეს წააგებდა, იმისათვის რომ მართებლობა მეორეჯელ არ გამოუშობს ქვეყანაზედ იმისთანა კაცებს როგორც ლაზარე. ტელაიმ აჯობინა პოლიციის დატყვეება, გამოაცხადა რა რომ ერთმა სწავლულთაგან ბადენის ქალაქისამან გამოუგზავნა მას ავათმყოფი, რომელიც იმან დაიტოვა თავის სახლში. ეს სიცრუვე ყველამ დაიჯერა და იმის გარდამკიდე ლაზარე არ გამოდიოდა დოკტორის სახლისაგან, გამოუშვა წვერები და თმა. ერთის სიტყვით ლაზარე აღარ გავიდა თავის თავს.

ორი თვე მალამდა დოკტროი ლაზარეს დაკლეტილ სახლში, შინჯავდა მას სხვა და სხვა ნაირათ და იყო იმ შინჯვის მადრიელი. ეს შინჯვა იყო ლაზარეს დაკიდება, მაგრამ რაც შეიძლებოდა უფროსი მომთხილები, მხოლოდ მიფიოლოგიურის გრძნობათა შესანიშნავი. ლაზარე ყოველთვის ამტკიცებდა რომ გრძნობანი ესენი ძალიან სასიამოვნო არიან, და სულის მდგომარეობა აღტაცებულიაო. ეს პირობები განგრძელდებოდნენ ან ხუთს ან ექვს მინუტს, ლაზარესკი ძლიერ იამებოდა, ამიტომ რომ მათში დიდ ქირას იღებდა.-

ტელაიმ იმ ნაირ შინჯვაში ძლიერ გაეჩვია და სწავლაში. დიდათ წარიმატა. იმან იქამდი მიაწია რომ გაწევი ბაწარით რომელზედ შემოხოვილი იყო ბამბა დაკიდებდა ლაზარეს და უშველიდა მას დაკრუვადგან(?) ტელაი ღრმათ დააკვირდებოდა ყოველივეს განძრევას დარჩობილისას, როგორც ექიმობისა აგრეთვე ფიზიოლოგიის მხრით, და იმდენათ ჩაღმავდა იმა შენიშვნებაში რომ არათუ დაიწყეს ჩივილი მის გულ აგდებაზედ ავათ მყოფლებთაგან, მაგრამ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ის კუდიანობს, დაენწყდოვარა თავის ცრუ ავათმყოფით.

ეს უკანასკნელი შეწამება ძლიერ ძნელი იყო იმ დროში, ამიტომ ტელაიმ თუმცა ხმა დიდი ჰქონდა კოროლის კარზედ მაგრამ აირჩია კოპენღაგენის დატოვება.

ეს გარდასახლება არაფერს არ ნიშნავდა იმისთანა კაცისათვის რომლის ქება მთელს ქვეყანაზედ არის გასული. ტელაის მიიღებდენ დიდის სიხარულით.

რასაკვირველია რომ ტელაიმ თან წაიყვანა ლაზარე, რომელი გახდა არათუ მის მინდობილ კაცათ, მაგრამ მის მეგობრათ.

ტელაის მოგზაურობა წმინდა ტრიუმფი იყო. ღერმანიაში, გოლანდიაში და ფრანციაში ტელაის მიიღებდენ როგორც კაცსა, რომელმან თავისი სიცოცხლე შესწირა ახალთა და სასარგებლოთა გამოჩენათა. ის ყოველგან ხელახლად ჩამოკიდებდა ლაზარეს და ყველას უკვირდა მოთხრობა ამ კაცისა და ახსნანი დოკტორისა.

ბოლოს დროს ტელაი ანგლიაში მივიდა. იქ მხოლოდ ნახა იმან ნამდვილი თანაშემწეობა, და თან აგრძნო ყოველთა განათლებულთა კაცთა. იქ ყოველი კაცი გამომძიებელია და სწავლულია.

ლონდონში ლორდები არ იყვნენ კმაყოფილნი მით, რომ ლაზარეს პრობებზედ უცქერდნენ, და ძლიერ ბევრ ფულს აძლევდნენ ტელაის ლექციების სმენისათვის. მაგრამ იქ ყოველთვის არიან იმისთანა კაცები, რომელთაც უნდათ ყოველივე თვითან გამოსცადონ და გაიგონ. ამისაგამო იქ მრავალმა მოითხოვეს რომ ლაზარეს თავისი ადგილი დაეთმო მათთვის. წარმატება რასაკვირველია უმეტესი ბრწყინვალე იყო ამიტომ რომ ყველას უნდოდა თავის მოთხრობაში, გრძნობაზედ ჩამორჩობის დროს, ეჯობინებია სხვებისათის. დიდება და სიმდიდრე დოკტორისა ყოველ დღეს მატულობდნენ.

ჩვენ ყველანი ქვეყანაზედ სიმდიდრეს ვეძებთ... რისთვის? ჩვენს სიცოცხლეში უზრუნველობისათვის, ოჯახის მამანი თავის შვილების გარდასაცემლათ და მათი ბედნიერებისათვის. დოკტორ ტელაიმ იშოვნა უშველებელი სიმდიდრე და ეხლა დაფიქრდა: რისთვის ან ვისთვის? იმას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილი ყოლია, არც ნათესავი ვინმე ჰყავს. თვითან იმას უზრუნველათ შეუძლია გაძლება ათასის წლისა. თავის სწავლისაგან იმან იცოდა რომ შეიძლება სიკვდილი ყოველ დღეს, ყოველ საათში მოულოდინებელათ და ამისთვის იმან ფიქრვა დაიწყო თუ ვის დარჩება იმოტენა მისი სიმდიდრე.

ჯერ იმან მოიგონა გამოცხადება მთელს ქვეყანაზედ რომ ის დაუტოვებს თავის სიმდიდრეს იმ სწავლულს, ვინც გამოაჩენს საშუვალოებას გაცოცხლებისათვის კაცებთა საეჭვოდ მომკვდართა? სხვა და სხვა საშვალოებით, და არა როგორც ტელაი მარტო ჩამორჩობილთა. მალეკი მიხვდა რომ იმისთანა გამოჩენამდის შეიძლება რომ მის სიმდიდრე არავის არ დარჩეს, და თუ ვინმეკი გამოაჩენს იმისთანა საშუვალობას მიიღებს პრივილეღიას, რომელიც მას მეტს შეუტანს მინამ ტელაის სიმდიდრე.

მერმე იფიქრა იმან დაეტოვებინა თავისი სიმდიდრე ანდერძით შეუძლებელ კაცს მით რომ იმას მიეცა შემწეობა ლიტერატორებთათვის და ხელოსნებთათვის. მაგრამ ეს ფიქრიც მალე დასტოვა, ამიტომ რომ გრძნობდა დიდკაცებთან პირობის ქონის სიძნელეს.

ბოლოს დროს უეცარმა ფიქრმა განანათლა მისი გონება. ის მეორეს ეძებდა იმას ვინც ხელქვეშ ყავდა. ვის უნდა მისცეს თავის სიმდიდრე თუ არა იმას, ვინც მოეხმარა მის შეკრებაში.

ერთჯელ დაუძახა ლაზარეს და გამოუცხადა თავისი განზრახვა, საწყალი ლაზარე აღტაცებაში იყო. როდესაც ის იდგა დოკტორთან სჩანდა რომ იმან დასტოვა ყოველივე უსაზოგადონი ფიქრნი, რომელნი მას ხშირათ აჩხუბებდენ (მსაჯულებთაგან) სასამართლოსთან.

ლაზარეს ცრემლი მოვიდა დოკტორის მოწყალებისაგან. ის ეუბნებოდა დოკტროს რომ ღირსი არ არის ამისთანა მოწყალებისა. ამაზედ ტელაიმ (რომელი ჩუმათ ვსთქვათ მედიცინამ და ფილოსოფია ჭკუიდან შეშალეს) მიუგო მას:

- ჩვენ ბედში არ არის შემთხვევა. სწავლამ გამოგვარჩია ჩვენ ორღანათ მშვენიერისა გამოჩენისა. უჩემოთ შენ დიდიხანია მკვდარი იქნებოდი და უშენოთ მე ვერ გამოვაჩენდი დარჩობილების ტეორიას და გრძნობასა იმა სიკვდილის დროს. რასაც ეხლა მე შენ გაძლევ უმეტეს ნაწილი შენგან არის ნაშოვარი. ამის შემდგომ ერთგულება და მინდობილება ლაზარესი განძლიერდნენ.

ტელაი განაგრძელებდა პრობებს ჩამორჩობილისას არა თუ მხოლოდ ლაზარეზედ და მოყვარებაზედ ახალთა გრძნობათა მაგრამ სხვა და სხვა გვარი ცხოვრებაზედ იმავე წარმატებით.

ბოლოს დროს დოკტორმა მოინდომა თავის თავზედ გამოცდა იმა ტეორიისა რომელი იცოდა მხოლოდ მოთხრობათაგან გარეშე და უმეტეს ნაწილათ უსწავლელ კაცთაგან. ასიამოვნებდა რა სხვათა თავის თავზედაცკი უნდა ეფიქრებინა.

ტელაიმ დაუძახა ლაზარეს და აუხსნა მას თავის ფიქრი.

- მშვენიერია! წამოიძახა ლაზარემ. მერმე თქვენ უმეტეს სწავლით და ნათლათ ახსნით იმ სწავლას. ყველანი უფრო დაგიჯერებენ თქვენ როდესაც შეიტყობენ რომ თქვენ თვითან ჩამოეკიდეთ.

- მაგრამ გახსოვდეს ლაზარე რომ ხუთ მინუტზედ მეტი არ იყოს...

მოსვენებული იყავით... ეს საქმე მე ეხლა ზეპირათ ვიცი. მე შემიძლია ვიმოქმედო თქვენზე უკეთესათ. მე გავიგებ თქვენ უმცირეს პრობს გასათავებელად ბორჯზე უწინ.

შემზადება გრძელი არ იყო. საქმე ძალიან საცნობი იყო, დოკტორმა უბძანა მოსამსახურეს რომ მის სახლში არავინ არ შემოვიდეს და თვითან შეიყვანა ლაზარე თავის კაბინეთში და გადმოიკლიტა კარი.

დაიწყეს პრობა.

როდესაც ლაზარემ დაინახა ჩამოკდებული დოკტორი, მის ძარღვებში გაიხსნა კანკალმა... რისგან იყო ეს? ამას ჩვენ შემდგომ შევიტყობთ.

მაგრამ შეხედა რა ტელაის, რომელიც რაღაც ნაირათ ანიშნებდა მას, იმან უთხრა მას:

ძლიერ მადლობელნი იქნებით, ნუ შეწუხდებით.

ლაზარემ დაუწყო ყურება დოკტორს ისე რომ არ მოაშორებდა მას თვალებს. ყოველნივე მოქმედებანი იყვნენ ისე როგორც იყო აღწერილი ტელაის ტეორიაში. რამდენიმე ამმოხსენებამ შეანიშვნინეს რომ სიკვდილი სიცოცხლეს ებრძოლოს. ეხლა ლაზარეს უნდა ეშველებინა ამ ბრძოლისათვის, ამიტომ რომ უმისოთ ის ბრძოლა სიკვდილით გათავდებოდა, იმას უნდა ჩაესუნთქვა დოკტორისათვის სული, და ხან და ხან ეხიჩინებინა ხელების და ფეხების გულში, მაგრამ ლაზარე რაღაცას ფიქრობდა და სრულებით დაავიწყდა ეს საშველებელნი საშვალობანი. ლაზარეს ეგონა რომ დოკტორი იმისთანა ბედნიერია იმა გრძნობით რომ იმას არ უნდოდა მათი შეშლა. სეკუნტები და მინუტები გადიოდნენ და ლაზარე არ ინძრეოდა თავისის დადგილიდგან.

რა დაემართა მას?

შემდგომ ერთის საათისა იმან შეხედა რომ დოკტორი თავისი დროებით სიამოვნებისაგან გადავიდა საუკუნე ნეტარებაში.

მაშინ ლაზარემ გააღო დოკტორის კოლოფი და ამოიღო იმისაგან ანდერძი, რომლით ის იყო დანიშნული მემკვიდრეთ დოკტორის სიმდირეთა.

ანდერძით ის წავიდა ნოტარიუსთან, სადაც ჩააწერინა ანდერძი და მერმე პოლიციაში გამოაცხადა თავისი ნებრივი სიკვდილი დოკტორ ტელაისა.

კანსტაბლი წავიდა დოკტორის სახლში და ნახა ის იმავე ჩამოკიდებულ მდგომარეობაში, დაამოწმა რომ მისი სიკვდილი არ ყოფილა ძალობრივი, და მხოლოდ ნება დოკტორისა იყო მიზეზად მისისა სიკვდილისა, აბეჭდა ყოველივე ოთახები და კოლოფები დოკტორისა.

ლაზარემ გამოაცხადა რომ ეს საშვალობა არ იყო საჭირო ამიტომ მის მეტი მემკვიდრე ტელაის არავინ არ დაუტოვებია.

იმ დროს მოვიდა ნოტარიუსი, რომელიც კოსტაბლის ძებნის დროს შეეტყო რომ ის ტელაის სახლშიაო. ნოტარიუსმა მისცა კოსტაბლს ანდერძი და წაიყვანა ის ცალკე ფანჯარასთან, იქ იმ ორმა მოილაპარაკეს და კოსტაბლმა შემდგომთ წაკითხვისა ანდერძისა თავი გაიქნია და დაუძახა ოთახში ორს მცველებს, დაანახვა მათ ლაზარე და უთხრა.

- წაიყვანეთ ეს უფალი საპყრობილეში.

- მე?... რისთვის?... სთქვა განკვირვებულმან და შეშინებულმა ლაზარემ.

- ანდერძში სწერია ისტორია თქვენის გაცნობისა დოკტორთან. თქვენ ხართ ავაზაკი, თოკითგან გამოქცეული, და ჩვენ გაგზავნით თქვენ კოპენდაღენში .

ლაზარემ თავი დაღუნა.

- ეს ძალიან დიდი სისულელეა!... თქვა იმან, რაღასთვის მაცოდვილებდი მე... საწყალს დოკტორს შეეძლო კიდევ რომ ეცოცხლა. თქვენ ნუ გაირჯებით ჩემს გაგზავნას, მგონია ლონდონშიაც არის თოკები... გიცხადებთ თქვენ რომ მე გახლავარ დოკტორის მკვლელი.

- ამ შემთხვევაში თქვენთვის საჭირო არ არის იმ სიშორეზედ წასვლა. თქვენ აქაც მიიღებთ იმისას რაც თქვენ გერგებათ.

ერთის კვირის შემდგომ ლაზარე ჩამოკიდებულიყო ლონდონში . პლაჩსკი არ შეშლია თავისი ხელობა [1]

ნიკოლოზ ნიკოლაძე.

ქ. ქუთაისს.

ეს მოთხრობა ნათარგმნია ილლიუსტრაციით 1860 წ.

______________

1 ეს მოთხრობა დაბეჭდილია სტყვითი სიტყვად. რედ.

4 ლექსები სხუა და სხუა მწერლებისა

▲ზევით დაბრუნება


4.1 თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე

▲ზევით დაბრუნება


თ. ალექსანდრე ჭავჭავაძე

«Его стиховъ пленительная сладость
Проидёть вековъ завистливую даль».

პუშკინი.

მისი ლექსი სუბუქ ფრთითა,
ხან მეჯლისში შეჰფრინდება,
გულს ჩაეკვრის, გაილაღებს,
მხიარულად ამღერდება;

ხან ღონდება ნაზ ქალსავით
უიმედო სიყვარულით,
ხან იფეთქებს ჭაბუკსავით,
და განდევნის სევდას გულით;

ხან ჰრბის ველად, მაღალ კლდეზედ
ზის მარტო ვით იადონი,
ისმის მღერა ბუნებური
ვით ბუნება მოსაწონი;

ხან დაჰყურებს ღრუბლიანი
დაფიქრებით გოქჩის ტბასა
და ემდურის ყარიბ მღერით
დაუნდობელ დროთ ბრუნვასა;

.....................................................
.....................................................
....................................................
....................................................

ილია ჭავჭავაძე.

15 ივლისს 1860 წ.

პავლოვსკი

4.2 ალბომში

▲ზევით დაბრუნება


ალბომში

გახსოვს, ტურფავ, ჩუჱნს დიდ ბაღში
მე და შენ რომ ერთათ ვრბოდით?
ნეტა იმ დროს!... სიყვარულის
მეტს არაფერს ჩუჱნ არ ვგრძნობდით!...
შენ მოსწყვიტე ქორფა ვარდი
გარდმომიგდე საყვარელსა
და მითხარი: „ჩემო გიჟო!“
ჩემ სახსოვრად გქონდეს ესა!
ან შენ მაშინ რა იცოდი,
ან შენ გიჟმა რა იცოდა,
რომ იმ ვარდზედ ადრე შენი
სიყვარული დაჭკნებოდა!
გახსოვს, ტურფავ, იმავ ბაღში
იხრიდი ჩემ მკერდზედ თავსა?
შენ ჩემ სუნთქვას ჰგუშაგობდი
და მე შენსა წრფელ სუნთქვასა;
დაგყურებდი, ვეღარ გავძელ,
ლოყით კოცნა მე მოგპარე;
შენ შეკრთი და ლამაზ თითით
ღიმილით დამემუქრე.
ან შენ მაშინ რა იცოდი
ან შენ გიჟმა რა იცოდა
რომ ის კოცნა ბოლოს გესლად
შავ გმობითა შემეცვლოდა!

თ. ილია ჭავჭავაძე.

5 ნოემბერს 1860 წელსა

4.3 გაზაფხული.

▲ზევით დაბრუნება


გაზაფხული.

ტყეს ესხმება ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბარში ვაზი ობოლი,
მეტის ლხენითა ტირის;

აყვავებულა მდელო,
აყვავებულა მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?...

თ. ილია ჭავჭავაძე.

1861 წელსა იანვრის 28 დღესა.

4.4 ი. კ.

▲ზევით დაბრუნება


ი. კ.

ნაწერნი შენნი გულს კაცისას აგრძნობინებენ,
ფიქრით მოცული მდუმარებით თუმც დაჰყურებენ;
საგანნი ხმას ტკბილს ალერსიანს განადიდებენ,
ზოგან მწყრალობას უმეცრულს. შემოგვჩივლებენ!

ხან განიტაცებს გონებას. მიუწთომელად,
ზეციურ ძალთა უხილავთა შემმართებელად;
თან ქვე დაუშვებს უფსკრულთ შინა ჩასაფლობელად,
სიკვდილისა მწარეს წარმოგვიდგენს განსაქრობელად!
განვლილსა დროსა ვინ ყოფილან და აწ ვინა ვართ?

მტვერსა ნიავით განფანტულსა სადღა იხილავთ.
ნაწერნი ჩვენნი ჩვენ სანაცვლოდ შემოგღიმილავთ,
მაშინ მოყვასთა დაეხატვის ვინც რა ვჰყოფილვართ!
რა რომ განვიცდი ცისა სივრცეს განუსაზღვრელსა,
მას-ზედ მნათობთა მოკამკამეთ, მზეს ბრწყინვალესა,
ქვეყანას შემკულს, ნივთიერსა დიდ საკვირველსა,
ვსცნობ წარმავლად ჩვენდა სიზმრად კუალთა აჩრდილსა.
თუ განქრებიან სხვა და სხვანი ღვთის ქმნილებანი,
გრძნობა არა აქვსთ ჩვენებრ ჰქონდეთ მწუხარებანი,
ეცნოთ, ეგებათ სიცოცხლისა სიტკბოებანი,
მათცა ჰქონდათ ხსოვა, რა ვართ მოჩვენებანი?..

კ. ბარბარე ჯორჯაძისა.

5 იოანე ბატონი-შვილი და იმისი „კალმასობა“

▲ზევით დაბრუნება


იოანე ბატონი-შვილი და იმისი „კალმასობა“

ერმი. არცარა ჩუჱნ წინაპართა იცოდნენ რა.
იოანე ხელა-შვილი. ამ ქვეყანას რაც გაეწყობოდა, ისინივე გვჯობდნენ ჩუჱნ საქმითაც და ვაჟკაცობითაც.
კალმასობა

ხალხი, რომელიც მაღალს ნიჭიერებით არის შემკული, რომელსაც ისტორიულის ცხოვრებით უცხოვრია და მრავალი განსაცდელი გამოუცდია, ის ხალხი უბედურების ჟამს აღმოიჩენს ნებისა და ხასიათის ძალასა. ასე დაუწესებია ბუნებასა და ამის მაგალითებს გვიჩვენებს თვით ისტორიაცა. ამ გვარ ხალხთა შორის უნდა შეირიცხოს ჩვენი ქვეყანა. მეცამეტის საუკუნით საქართველო დაუცხრომელს ურვაშია. მონგოლთ შემდეგ იმას აშფოთებენ თურქნი, სპარსნი და ლეკნი. ის იგლიჯება სამ სამეფოდ და ხუთს სამთავროდ, რომელთა შორის სუსტდება კავშირი. უპირველესი მაზრა, ზემო-ქართლი ანუ საათაბაგო, სრულებით წაგვერთმევა. ასტყდება შინაური არეულობა, ერთ-ერთმანეთის მტერობა, ტყვეთა ტაცება და გასყიდვა. ადამიანის მოსაზრებით, საქართველოს ბოლო უნდა მოღებიყო: შესანიშნავნი კერძობითნი პირნი უნდა განწვლილებულიყვნენ; მთელს ხალხს დაეკარგა სულის ძალა; სარწმუნოება შერყეულიყო; მიდრეკილობა სწავლისადმი გამქრალიყო; სიტყვიერება სრულებით დაცემულიყო, მაგრამ არა, თავისუფლების მოყვარეობა და სულის სიმტკიცე ძველთაგანვე შეადგენდნენ ჩვენის ტობის უპირველესს ღირსებასა და ეს იყო მიზეზი, რომ ამერიმერნი არას დროს არავის არ დამონავებიან. თუმცა მტერნი მრავალ-ჯერ სძლევდნენ და დაიჭერდნენ საქართველოსა, მაგრამ ხანგრძლივსა აქ დაფუძნებასა ვერა ბედავდნენ, რადგანაც კარგათ იცდონენ, რომ ქართველნი, განტოლვილნი მთების სიმაგრეებში, მოსვენებას არ მისცემდნენ იმათა. თუმცა ჩვენი ქვეყანა უკანასკნელთ მეჩვიდმეტე და მეთვრამეტე საუკუნოებში აურაცხელს ბედკრულებას მიეცემა, ვინამც წარსულს საუკუნოებში, მაგრამ ამასთამავე ის აღმოაჩენს მრავალთა სამაგალითო ღირსებათა აღმოგვიბრწყინდებიან წარჩინებულნი მეომარნი, შესანიშნავნი მწერალნი, და მიმზიდაობა სიტყვიერებისადმა, სარწმუნოება შეურყეველად სუფევს. მთელი ტომი თავად-აზნაურობა და დაბალი ხალხი არ დაუვარდებიან ერთი-ერთმანერთსა ბრძოლაში მამულისათვის. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ სასიკვდილოდ იღვწიან, მაგრამ სასოწარკვეთილებას არ მიეცემიან. ისინი გვიჩვენებენ ნამდვილს ახოვანებასა და სასწაულებრივთა საქმეებთა. ისინი გაკვირვებაში მოიყვანენ მტერთაცა და ევროპიელთაცა, რომელთაც საკუთარის თვალით უნახავთ იმათი მოღვაწეობა. გიორგი XI, ქართლის ბატონი, მირვეისს რომ ებრძოდა ავგანისტანში, ერთი დედაკაცი, რომელმაც ქმრის სიკვდილი იზღვია 80 ავგანთ მოკვლითა, ამათ საქმეები აგვიწერა ერთმა იეზუტმა კრუზინსკიმ. აგრეთვე ევროპიის ავტორთა დაგვიტევეს ცნობანი შემდეგთა ახოვანთა პირთა ზედა, გიორგი სააკაძეზედ და იმის შვილზედ, თეიმურაზ მეორეზედ და ირაკლი მეორეზედ. ვის არ მოსმენია, რა სიტყვა წარმოსთქვა ფრიდრიხ-დიდმა? შესანიშნავნი პირნი ამ დროისა ერთი მე ვარო და მეორე ირაკლიო. ვის არ ამოუკითხავს, რომ სპარსთა და ოსმალთაგან ირაკლი იყო წოდებული „აშვებულ ლომად“, რომ შაჰ-ნადირის სიკვდილის შემდეგ შიშობდნენ, სპარსეთის ტახტი ირაკლიმ არ დაიჭიროსო? რამდენჯერ მომხდარა რომ 2000 ქართველთ წყობას 20000 მტერი სრულებით უძლევიათ! სარწმუნოება?... მთელი ქვეყანა იყო განცვიფრებული ჩვენ წინაპართ სიმტკიცითა სჯულზედ და დაცვითა თვისის აღსაარებისა. მოვიგონოთ რომ უპირველესი რუსეთის მღვდელ-მთავარი მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი, რუსეთის მართლ-მადიდებლობის დასამტკიცებლად უჩვენებს ჩვენს ეკკლესიასა, რომელიც შეურყეველად სდგასო მეოთხის საუკუნით, როდესაცკი უჯეროება რამ შემოერეოდა ქართულს სარწმუნოებაში, ანუ ზნეობითს-წესდებულებაში, ყოველთვის მეფენი მოიწვევდნენ კრებათა, და აღმოხოცავდნენ უწესოებათა. უკანასკნელი კრება იყო ირაკლის დროს. ვერც მეცადინეობა მაჰმადიანთა, ვერც მეცადინეობა კათოლიკეთა ვერ შეიძლებდნენ ჩვენის სარწმუნოების შერყევასა. ფრანცუზის მწერალი შარდენ გვიანბობს, რომ როდესაცკი სპარსნი დაიწყებდნენ მეჩითის შენებასა ტფილისში, იმათ ქვებით თურმე ამოხოცდნენ ქალაქის მცხოვრებნი. მოვიხსენოთ, როგორც განდევნეს საქართველოდამ თეიმურაზის დროს, კათალიკოსი ანტონი 1, როდესაც „ის დამწამეს კათოლიკთ აღსარების მიღებაზედა“. არა რაი შეიწროება არ შეაყოვნებდა ქართველთა რომ მზრუნველობა არ ექონიათ თავიანთ მონასტრებისათვის პალესტინაში და საბერძნეთში. ჩვენი მამანი და დედანი, იარაღით ხელში, დაუყოვნებლივ შაასრულებდნენ თავიანთ მოგზაურობასა იერუსალიმს, მაშინ როდესაც ევროპიელთ ქრისტიანენი დიდად შიშობდნენ. სჯულისათვის მრავალთ ქართველთ მოუთმენიათ ტანჯვანი, რომელნიც ედრიან პირველ-საუკუნეთ ქრისტიანეთ წამებათა. მოვიგონოთ კახთა დედოფლის ქეთევანის სიკვდილი სპარსეთში. დაუჯერებელი იქნებოდა იმისი ტანჯვა, რომ თვით კათოლიკთ მოსიონერთ თვალწინ არ მომხდარიყო და იმათვე დაწვლილებით არ აეწერათ. იმ დროსვე შაირიცხნენ მოსავთა შორი მეფენი არჩილ და ლუარსაბ, თავადნი - ბიძინა ჩოლაყაშვილი, ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავის შვილები.

ღელვით სავსემ ცხოვრებამ ვერ განაქარვა ქართველებში ცნობისა და სწავლის-მოყვარება. ვიცით, რა პატივისცემა და შემწეობა მიაგეს ირაკლიმ, გიორგიმ და სოლომონ პირველმა, ბატონიშვილთა და თავად-აზნაურთა ევროპიის მეცნიერთა გუდენშტეტსა და რეინეგსა, რომელნიც კავკასიის აღსაწერად იყვნენ წარმოგზავნილნი! ვიცით, რა მიწერ-მოწერა ჰქონდათ იმათთანა, რა გვარათ სარგებლობდნენ იმათის ცოდნითა, როგორ მოიწვევდნენ, რომ ჩვენს ქვეყანაში დასახლებულიყვნენ! თვითეულს მოგვსმენია, რა პატივს უჩვენებდნენ საქართველოში მყოფთა პატრთა, რომელთაგანაც მიიღებდნენ, როგორათაც ნასწავლთა ექიმებთაგან, სასარგებლო სამსახურსა და აგრეთვე მეცნიერებრივსა ხელთ-მძღვანველობასა. ქართველებს ჰქონდათ საკუთარი შკოლები ტფილისში, თელავში და დიდს მონასტრებში. ჩვენ ყოველთ ვიცით, რა იყო თელავის სემინარია, დაფუძნებული ანტონი პირველისაგან, დროს გაიოზ არხიეპისკოპოსის თაყაშვილისაგან და ვინ იყო დავით რეკტორი. ამ სასწავლებლები მიიღეს მრავალთა თავად-აზნაურთა და სამღვდელოთა საღმრთო და საერო სწავლა. ვიცით რაოდენნიმე გვამნი, რომელთაც სამხედრო და არტილერიის სწავლა მიიღეს რუსეთში, და იმათის შემწეობით ირაკლიმ დააფუძნა სამხედრო ხელოვნება და არტილერია. ერთმა ისწავლა თვით ანგლიაში. პეტრე დიდის დროს რუსეთის არტილერიის დამწესებელი და თავი იყო ჩვენი მეფის არჩილის შვილი. თვით ოსმალების ფლოტის დამფუძნებელი იყო ქართველი, რომლისაც გვარი ჩვენ არ ვიცით. იყვნენ იმისთანანიცა, რომელთაც ცოდნის შესასრულებელად მიმოიარეს მთელი ევროპა და უკუქცევის შემდეგ შრომა დასდეს სასარგებლოდ ჩვენის სიტყვიერებისა. ზოგნი იმათგანნი ჩვენიმიერ ცნობილ არიან. ისინი მიიღებდნენ მონაწილეობასა ბრძოლაებში. და ამ ბრძოლათა თვითანვე აღწერდნენ. აი გამოჩენილნი იმათ შორის - ფარსადან გიორგოჯანიძე, სეხნია ჩხეიძე, პაპუნა ორბელიანი, ომან ხერხეულიძე, ამ მწრალთ შრომაები დაბეჭდილებია ქართულათაცა და ფრანციცულათაცა. იმათ თქმულბაში გამომეტყველებს განუსაზღვრებელი სიყვარული მამულისადმი და მინდობილება ზეციურისა მფარველობისადმი. ასეთნი მწერალნიც აღმობრწყინდნენ, რომელთაც აღმოაჩინეს უპირველესი ნიჭიერება და ვრცელი მეცნიერება, რომელთა თხზულებაებათა მოიპოვეს ევროპიული მნიშვნელობა. იგინი არიან ვახტანგ VI, ვახუშტი, ანტონი 1, არხიეპისკოპოზი გაიოზ და საბა ორბელიანი. ჩვენ ყოველთა ვიცით, რა შრომა არის ვახტანგის „ქართლის-ცხოვრება“ და მისი, „სჯული“ ახუშტის „გეოგრაფია“ და კერძობითნი მოთხრობანი საქართველო იმერეთის სამეფოთა და სამთავროთა, ანტონის მსოფლიო საგნების განმარტებანი და თარგმნილებანი რუსულით და ლათინურით, გაიოზის მრავალნი თარგმნილბანი, საბას პროზა, ლექსნი და ჩინებული ლექსიკონი. განმეორებით ვიტყვი, რომ ამ მწერლებზედა ჩვენ ყოველთა გვაქვს ცნობა. მაგრამ იყო ერთი კაცი, რომელიც უპირველესისავე ნიჭით იყო შემკული, როგორათაც მოსხენებულნი მეცნიერნი, და რომელმაც დაგვიტევა ისეთი თხზულება, რომ იმისი მსგავსი ჯერ საქართველოს არა ჰქონია. ჩვენ ვანბობთ იოანე ბატონი-შვიზედა და იმას „კალმასობაზედა.“

იოანე იყო ძე უკანასკნელის ქართლის - კახეთის მეფის გიორგისა და იმისის პირველის მეუღლისა, ქეთევან ანდრონიკაშვილის ასულისა. იოანე დაიბადა 1772 წელსა. ის იყო რვის წლისა, როდესაც მოკვდა დედა. მთელი იოანეს ცხოვვრება იყოფა ორ ნაწილად. პირველი განატარა სამშობლოში, მეორე რუსეთში. საქართველოში იოანეს არა ჰქონია მოსვენება დაუცხრომელთა ომიანობათაგამო. ოსმალნი, სპარსნი და ლეკნი აუწერელის მტრობით იყვნენ მომდგარნი ჩვენზედა. საქართვეოში აღარ იყო დაშთენილი არც ერთი კუთხე, რომ ლეკების გროვა არ ყოფილიყო. იმათ იცოდნენ ყოველი ადგილის მდებიარობა და ყოველი გზები; გამოიღებდა და ტყე ფოთოლსა, ისინი ჩამოიპარებოდნენ დაღისტნით და ახალციხის მხრით და დაიბნეოდნენ აქა-იქ. ჩვენ წინაპართ დიაღ დიდი სიფრთხილე მართებდათ. ჩვენდა სანუგეშოდ უნდა ვსთქვათ, რომ მთელი ხალხი დიდნი და მცირენი მღვიძარეთიყვნენ. თვით ბატონიშვილები, მანამდისინ განხეთქილება არ ჩამოუვარდათ, მაგალითს უჩვენებდნენ ტახტისა და მამულის ერთგულებაში. ბატონიშვილებთა შორის პირველი იყო იოანე. აი შემოკლებით საქმეები, რომელშიაცა ის აღმოჩნდა ისტორიულ პირად. იმერეთში დავით ებრძოდა სოლომონს და ამან მოითხოვა ამერთაგან შემწეობა. ეს იყო 1790 წელსა, და იქ წარიგზავნა არტილერიით იოანე, რომელმაც დაამშვიდა აღელვებული მხარე და სრული წარმატება მოიპოვა. 1795 წ. ტფილისის აღების დროს აღა-მაჰმადისაგან, იოანე ახოვნად ეკვეთა აბანოებთან სპარსთა და შეაყენა იგინი. ამითი იოანემ მიაგო ირაკლის შემთხვევა ქალაქით გასავლისათვის. ტფილისით სპარსთა გუნდნი განიგზავნენ ქართლის ასაოხრებლად და აქ ლამის ყანას იოანემ დაფანტა და უკუაქცია. 1796 წ. როდესაც ომარ ხან, ნურალი შვილი და მემკვიდრე, ავარიის ხანი დაეცა შილდასა ლეკის ჯარითა, იოანემ დაახშო სიმაგრე და იძულებულჰყო ომარ-ხანის ლაშქრის უკუქცევა. 1798 წ. იოანე დირბში დაესხმის ლეკთა, მოსრავს იმათ სრულებით და მოუკლავს წარჩინებულს ბელადს ალი-ფოლადსა. იმავე წელს გიორგი მეფის ბრძანებით, იოანე დავითითურთ განემგზავრებიან ყარსისაკენ 2000-ს კაცითა, მოაოხრებენ ყიზი-ჩახჩახის გარეშე-ადგილთა და ნატყვევებით მოიქცევიან სამშობლოს. 1799 წ. იოანე და ბაგრატ კახეთის წყობითა და 600-ს რუსის სალდათითა სძლევენ ნიახურში ომარ-ხანსა და იმისს 10,000 მეომართა. იმავე წელს იოანე და ბაგრატ იორის პირზედ ექვსის ზარბაზნითა და 2000 კაცითა, რომელნიც იყვნენ შემდგარნი კახთა და თუშთაგან, შემუსრავენ 12000 ლეკთა წინამძღომელობისა ქვეშე ომარისავე, რომელსაც მიეხმარება ალექსანდრე ბატონიშვილი, ომარხანი დაიკოდება. იმპერატორი პავლე, რომელთანაც წარგზავნილ იქმნა ორი ნატყვენავი დროშა, დააჯილდოებს ორთავე ძმათა, იოანეს და ბაგრატს, წმინდა იოანე კომანდორის ორდენითა. 1800 წ. ოდეს გიორგი მეფე მიიცვლება და იმის მაგიერ პატრონობა მიეცემა დავითსა, იმის ბიძები, იულიონ და ვახტანგ გულნაკლულნი ამ განკარგულებითა, განივლტვიან მთებში და აღვძვრენ კავკასიელთა. იმათ დაამშვიდებს იოანე. იოანე იყო 28 წლისა, როდესაც მოუკვდა მამა, 9-სა მარტსა 1801 წ. ბატონიშვილნი იოანე, ბაგრატ და მიხეილ განემგზავრებიან რუსეთს თან-ხლებულნი რაოდენთამე თავად-აზნაურთა და მოხელეთა. მხოლოდ მოზდოკში სცნობენ პავლე იმპერატორის სიკვდილსა. იოანეს ესვა ცოლად ქეთევან, ასული ზურაბ წერეთლისა, რომელიც რომელიც დიაღ გამოჩენილი იყო იმერთა სამეფოში. იოანემ დაჰყო რუსეთში 38 წელი და გარდაიცვალა 15-ს ფებერვალს, 1839 წ. 67-ის წლისა. იმან დაუტევა ერთი ვაჟი გრიგოლ, რომელიც შეეუღლა ბარბარე ბუკრინსკისა და რომელსაც დაშთა ქალ-ვაჟი: იოანე და ქეთევან. იოანე სცხოვრობს პეტერბურგში; ქეთევან ჰყავს საქართველოს თავადს ზუმბათაშვისა.

ხანგრძლივ იოანე ბატონიშვილის ცხოვრება რუსეთში არ იყო უქმი. იმან შეისრულა რაცკი სწავლა აკლდა და აღმოჩნდა დიდ მეცნიერ კაცად. იოანემ დაგვიტევა, როგორათაც ზემოთ ვსთქვით შესანიშნავი თხზულება, რომელსაცა ეწოდება „კალმასობა“ კალმასობა ნიშნავს პურისა და ღვინის მოთხოვნასა მონასტრისათვის კალმასობას და რთველში -რომელიც განიყოფა ორ წიგნად. ჩვენ ხელშა მხოლოდ პირველი, წიგნი, თვითქმის ოთხასის სრულის ფურცლით შემდგარი, რომელიც შეიცავს მთელს მეთვრამეტე საუკუნოს ამერთა ქვეყნის გამოხატულობასა და მსოფლიო მეცნიერებათა.

„კალმასობაში“ ავდა-პირველადვე, ესე იგი 1798 წ. ავტორს გამოჰყავს საკალმასოდ ქვაბთა ხევის მონასტრის იპოდიაკანი იოანე ხელაშვილი. შეუდგება ამ საქმესა თავისს წინამძღვრის დოსითეოს ფურცხელაურის ბძანებითა, რომელიც შემდეგ იყო არხიეპისკოპოსად და რომელზედაც მოსმენუა თვითოეულს ქართველსა. იოანე ხელაშვილმა მიიღო სწავლა თელავის სემენარიაში, სადაც მიბარებულიქმნა თვით იოანე ბატონი-შვილისისაგან და რუსული ენაც იცოდა, რადგანც რუსეთში დაჰყო მრავალი წელი. ის იყო აზნაურთაგანი, ქიზიყის მხარიდგან, სოფლით ვაქირით. განემგზავრება გორისაკენ, მდოესის მინდორში შეხვდება ერთს გორის მცხოვრებთაგანსა, ზურაბ ღამბარაშვილსა და ეს ორნი პირნი ერთ-მეორეს აღარ მოშორდებიან. ზურაბ არის დიაღ სასიამოვნო მოუბარი და საკვირველი ოხუნჯი, იოანე და ზურაბ მოივლიან მთელს ქართლსა, აქედგან წავლენ კახეთს, ქიზიყს და შემდეგ მიმართვენ სომხეთისაკენ, საიფგანაც უკუიქცევიან ტფილისს. აი სოფლები, სადაც ჩვენი მეკალმასენი შავლენ: ხიდის თავი, სკრა, ხვედურეთი, ქარელი, ჭალა, ხაშური, სურამი, მაგინი, რუისი, გორი, ცხინვალი, მეჯვრისხევი, ჭალა, მუხრანი, მცხეთა, მარტყოფი, ხაშმი, თელავი, ლალისყური, ალვანი, ენესელი, საბუე, შილდა, ყვარელი, ფაშაანი, ველისციხე, გურჯაანი, ზორკოკი, კარდანახი, ვაქირი, სიღნაღი, მანავი, ყარაბულახი, რორიო, მარაბდა, საბოზკურო, შულავერი, ბორჩალო, ახტალა, მისხანი, ხანაიანი, აზბათა, სადახლე, ყულარი, ბაიდარი, დემურჩასალი, ვაშლოვანი, ტფილისი. ამ მოგზაურობაში იოანე ხელაშვილი ხშირად გამოგვიხატავს ადგილობრვთა მდებიარებათა, იმათის მცენარების თვისებათა, აღგვიწერს სხვა და სხვა შენობათა: ვრცლად გვიანბობს ტფილისზედ და მცხეთაზედ; გაგვაცნობს ხალხის ხასიათსა და ჩვეულებათა. ჩვენ დიაღ ადვილად მივხვდებით, რომ აი ეს არის ქართლელი, ეს კახელი, ეს ქიზიყელი და ეს თუში ანუ შაველი, ამას ცხოვლად გვიანბობენ იმათი ენის გამოთქმა და საუბარი, მიხვრა-მოხვრა და ზნეობითნი თვისებან. თითქმის არ არის არც ერთი იმ მხარეთა გვარი, არც ერთი შესანიშნავი მეთვრამეტის საუკუნის პირი, რომ არ იყოს გამოყვანილი „კალმასობაში“ ხშირად არიან ნაჩვენებნი გვართა შთამომავლობა და იმათი ისტორიული სამსახური, ადგილი იმათის ცხოვრებისა, და იმათი სასაფლაოები. აი რა პირნი არიან გამოყვანილნი: მღვდელი კოშორიძე, ვიღაც ანდრია სალოსი, გიორგი და ნიკოლოზ ციციშვილები (ნიკოლოზ თელავის სემინარიაში იყო ნასწავლი) ლევან აბაშიძე და პაპუა ორჯონიკიძე, მამუკა ხიდირბეგაშვილი, ქაიხოსრო მურვანიშვილი, მიმბაში ამირეჯიბი, მიტროპოლიტი მროველი, მამაცაშვილები, მაჩაბლები, გიორგი და გოდა ამილახვრები, გიორგი ქსნის -ერისთავი, იოანე მუხრანბატონი, ზაალ ზურაბაშვილი, რუსთაველი, ნათლის-მცემლის უდაბნოს წინამძღვარი, დავით რეკტორი ალექსიძე, ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი, იოანე ჯიმშერი შვილი ცისკარაშვილი, გიორგი ავალიშვილი, დიდოს მოურავი დიმიტრი, მღვდელი ზაქარია ლალის ხანიშვილი. ნოდარიანები, ელეფთერ მოხელე, სულხან მდივანბეგი, ზაქარია ანდრონიკაშვილი, ნენია ერასტიშვილი, ქნჯოქ ბებურიშვილი ხელაშვილები, დოსითეოს ფიცხელაური ბოდბელი, ნინო წმინდელი, არსენ ტფილელი, ეკატერინე ყაფლანიშილის ქალი, ჩოლოყაშვილის ცოლი, მღვდელი პეტრე ლარიძე, ირაკლი მასხარა, ოთარიკა ნორიელი, მღვდელი ქრისტესია კეჟერაშვილი, რომელსაც მოევლო ეგვიპტი, იერუსალიმი და როდოსი. ირაკლი შანშიაშვილი, ზაალ ორბელიანი, ნიკოლაოზ ორბელიანი, ჩესტია ბაზიერთუხუცესი, მღვდელი ცოფურაშვილი, ახტალის ეპისკოპოსი იოაკიმე, სოლომონ არყუთაშვილი, ასლან ორბელიანი, მღვდელი იოანე კალაუბნელი, ომან ხერხეულიძე, თამაზ ორბელიანი და იასტოხი, კონსტანტინე მუხრანბატონი, არონ და სოლომონ ალექსიძეები, ვიღაც მეცნიერი პრუსელი იოსებ იაკოვლევიჩი, ტფილისის პატრი ანდრია, ხან და ხან ერთნი და იგივენი გამოჩენილნი პირნი შეგვხვდებიან რამდენჯერტმე სხვა და სხვა ადგილს. „კალმასობაში“ გაიცნობთ მაშინდელთ შესანიშნავთ ექიმებთა: იოანე ყარაშვილსა და თათულას, აგრეთვე იმათის ექიმობის თვისებათა; გაიცნობთ განთქმულთ მოლექსეთა და მესაკრევეთა ალავერდასა და საათლამასა, აგრეთვე საეკკლესიო მგალობელსა ლეონტი სალაღაშვილსა. შეიტყობთ, სად იყო სასწავლებლები და რა იყო, ან რაგვარათ იყო დაფუძნებული თელავის სემინარია. რა ხასიათისა და ცოდნის კაცი იყო დავით რეკტორი. ამ შკოლაში თვით იოანე ხელაშვილი გამოცდის ეგზემენიითა მოსწავლეთა, რამდენთამე გარეშე პირთა დასწრობით. „კალმასობაში“ ამოიკითხავთ, რა გვარი ცხოვრება ჰქონდათ ქართველთ ბერებთა, რა შემოსავალი, ან რა მამული ეკუთვნოდათ მონასტერსა. - საუბარი იოანე ხელაშვილისა სავსეა ზნეობითის აზრებითა. იმისი ქადაგებაები შეიცვენ ისტორიულთა და პოლიტკურთა სწავლათა. ერთს დროს დაიწყებს ლაპარაკსა აღზდაზედ და იმის საჭიროებაზედ, მეორე დროს იტყვის ბატონ-ყმობაზედ - რა გვარი ერთგულობა მართებთ ყმათა იმათ ბატონისათვის, როგორ უნდა ეპყრობოდნენ მებატონენი ყმათა და რა მზრუნველობას უნდა მიაგებდნენ იმათა. იოანე გვიანბობს როგორ იყვნენ ერთი-ერთმანეთთანა ქართველნი და სომეხნი, რა მიზეზი იყო იმათ განხეთქილებისა, რაში მდგომარებდა ქართველთ-სომეხთ სარწმუნოებრივნი ცვლილებანი, და ან თვით იმას რა აზრი აქვს იმათზედა. ერთის სიტყვით, ჩვენ ვხედავთ „კალმასობით“, რა ხარისხზედ იდგა ზნეობა და ცოდნა ჩვენ წინაპართა. იოანე არა მოუწონებს, მიზეზიც ეს არის, რომ უბედური იპოდიაკვანი მოითმენს ხან შეურაცხებასა, ხან განდევნასა, ხან ცემასა, მაგრამ ბერი არაოდეს არ მიეცემა სასოწარკვეთილებასა და არც დასცხრება... „კალმასობაში“ არიან წარმოდგენილნი მეფე ირაკლი, იმის ხასიათი და ცხოვრება, იმისნი შვილები და შვილის-შვილები: გიორგი, იულონ, თეიმურაზ, ვახტანგ, ალექსანდრე, დავით, იოანე და ბაგრატ; არიან ნაამბობნი მაშნდელნი ბრძოლანი ოსმალებთანა, სპარსებთანა და ლეკებთანა: სად რა ბრძოლა მოხდა, რა გვარათ იყო საქმე, როგორ გათავდა, ან ვინ იყვნენ წინამღომი და მონაწილენი. რა იყო ხალხის განსჯა იმაზედა. აქ ხედავთ მოხელეთა, მოურავებთა, მდივანბეგებთა, ეშყააბაშთა, სარდალთა. აქ შეხვდებით შაბაშ ვეზირიძესა, რომელმაც დიდი სამსახური მიაგო ირაკლისა დესპინობითა ანუ ელჩობითა სპარსეთის შაჰ-ქურუმხანთანა და ოსმალეთში; შეხვდებით გარსევან ჭავჭავაძესა და იმის ამხანაგთა, დავით ჯიმშერიშვილსა, გიორგი ავალიშვილსა, ელიაზარ ფალავანდიშვილსა, და იმათ თარჯუმანს სერგი ლაშქრიშვილსა, რომელნიც რუსეთს გაიგზავნენ მოციქულებათა: თქვენ იცით რა რჩევა იყო ამ საგანზედ სასახლეში, რა ინსტრუკცია მიეცემათ დესპანთა და რას შეიცავდა ტრაკტაკი, საქართველომ რომ წინა-დაუდო რუსეთის მმართველობასა. თქვენ დაესწრობით ირაკლის სიკვდილსა თელავში და გიორგის ტახტზედ ასვლასა, იმის შემდეგ დავითის მოადგილობას. თქვენ სწუხართ ადგულ-მტკივნელობას გრძნობთ, როდესაც ხედავთ ბატონი-შვილების დაუმშვიდებელს განხეთქილებასა ერთი-მეორესთანა და ამ შემთხვევისაგამო საქართველოს ჭმუნვასა; თქვენ წარმოიდგენთ ჩვენის ქვეყნის ძველსა აღყვავებასა და შემძლებლობასა, ოდესაც იგი კასპიის ზღვით ვიდრე შავზღვამდე, კავკასიის ქედით ვიდრე სპარსეთის სამზღვრამდე ერთს მჭიდოთ დამყარებულს სამეფოს შაადგენდა; შემდეგ თქვენ მოიგონებთ ეს მშვენიერი სამეფო როგორ ცოტ-ცოტად იგლიჯება და ირღვევა; თქვენ ნუგეშობთ მხოლოდ იმით, რომ ამერ-იმერნი არა ჰკარგვენ არც თავისს ხასითს ძალასა, არც მიდრეკილობასა მეცნიერებისადმი, არც სარწმუნოებრივსა და ზნეობითსა სიმტკიცესა; თქვენ გეხსნებათ გული, როდესაც ხედავთ ბრწყინვალე პირთა, რომელნიც მამულის-სიყვარულითა, სამხედრო ახოვანებათა და ყოველ-გვართ მოღვაწეობითა განაცვიფრებენ აზიისა თუ ევროპიისა მფლობელთა და ხალხთა...

„კალმასობა“ დიაღ შესანიშნავია მსოფლიო სწავლათა განმარტებითა. ზემოთა სვთქვით, რომ არ არის თვითქმის მეცნიერობა, რომელსაც არ შაეხებოდეს იოანე. უჩვენოთ შემოკლებით თვითოულის შეცვა; შექმნა ქვეყნისა, ღმერთი და იმის თვისებაები, საღმრთო-წერილი, რაოდენ ნაწილად განიყოფება, იმისნი მწერალნი: წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, ძველი აღთქმა, ათი მცნება, ახალი მცნება, ცხრა ნეტარება, შიდი საიდუმლო, ანგელოზნი, მათნი მოვალეობანი და ხარისხნი, ეშმაკნი, სატანა, მიზეზი ამათია გარდამოყრისა... მნიშვნელობა თეოლოგიისა, ბუნებითი ღვთის-მეტყველება, კაცი რისგან და რამდენთა ნაწილისაგან არის შემდგარი, სული, თვისებანი, ხუთი გრძნობა, აღბეჭდილებანი ნერვებთაგან, მოქმედება სულისა, სმენა, შათანასწორება საგანთა, გულის-ხმისყოფა და გრძნობელობა, სჯა, მილტოლვა, გამოხატულობა საგანთა, გონება, მეხსიერება, ნება, ძალი, ჩვეულებანი, გვამის მოძრაობა სულის მოქმედებითა, იდეათა ზნეობრივთა მოქმედებათა... სარწმუნოებანი. სომეხნი და იმათი აღსარება, დრო იმათის განტოლვისა, საგანი განხეთქილებისა, განსხვავება მარხვაში, თვითოეულნი მარხვანი, ისტორია მარხვათა, პირველად როდის არიან მოცემულნი, შემდეგ როდის დაეწესნენ, კრებანი, რომელნიც უარჰყვეს სომეხთა, ერთობა ბუნებისა, დამტკიცებანი წმინდათა მამათაგან - კათოლიკნი, ლიუტერი და იმის აღსარება. რეფორმანტნი, იაკობინტნი, ნესტორიელნი, თომელნი, სტაროვერნი, ფარისეველნი, სადუკეველნი, მაჰმადი და იმისი სწავლა, განყოფა წარმართნი, ცეცხლის-თაყვანისმცემელნი... ჭეშმარიტი სარწმუნოება, საეკკლესიო იერარხია ანუ ხარისხნი: დიაკონი, მღვდელი, არხიმანდრიტი, ეპისკოპოსი, არხიეპისკოპოსი, იტროპოლიტი, კათალიკოზი, პატრიარხი, მონაზონობა: მამათ-მონაზონნი და დედათ მონაზონნი, ძველთა დროთა მონასტრები, როგორ ლოცულობდნენ ბერნი, დაუძინებელი მონასტრები... მითოლოგია: იუპიტერი, ნეპტუნი, პლუტონი, აპოლონი, მუზები, დიანა, მინერვა, მარსი, ვენერა, ვულკანი, ციკლონი, ეოლა, ცერრერა, ბახუსი, მერკური, ვესტენი, მსოფლიო ღმერთნი, ალლეგორიულნი ღმერთნი, გმირნი, პერსეი, ბელლერფონი, გერკულესი, ატლასი, კოსტერი, პოლლეკი, იაზონ -კოლხიადათეზეი, ახილესი... შვიდნი სასწაულნი: მავზოლეი, ტაძარი იერუსალიმისა, ტაძარი დიანისა, ზღუდე ბაბილონისა , ტაძარი იუპიტერისა, კოლოსი როდოსისა, პირამიდნი და ლაბირინტი ეგვიპტისა ... კოსმოგრაფია: ცა, ატმოსფერა, სამყარო, მზე, სიშორე, მოძრაობა, მთვარე, ცვლილებანი მთვარისა, სიდიდე, მოქმედება დედა-მიწაზედ, სხვა სხვა გვარნი ვარსკვლავნი: პლანეტა, ურანი, მოძრავნი პლანეტნი, კომეტა, მეტკორები, ქვეყანა, სივრცე. ფორმა, მოძრაობა, დაბნელება მზისა და მთვარისა, თორმეტნი ზოდიაქნი... ქარები აღმოსავლეთ ჩრდილოეთისა, წყნარი, ცხელი, სამუმი, წინათგრძნობა ქარისა... მეტალები: სხვა და სხვა გვარნი მეტალნი, ისტორია, შემოღება მანათთა, მანათების გამოხატულობანი, სხვა და სხვა გვარნი მანათნი: ქართულნი, ოსმალურნი, ეფიოპიურნი, ევროპიულნი, რუსულნი, ფილოსოფიური ქვა... დრო: წელიწადი, თვე, დღე, საათი, ჟამნი წელიწადისა, დღისა და ღამის გასწორება. არდადეგი, და უდიდესნი დღენი ღამენი, უმცირესნი, რიცხვი დღეთა წელიწადში, მიზეზი, კალენდარები იულიანური, გრიგოლიანური, რუსული, ოლიმპიადა, ეპოხა, იუბილეი, ინდიკტიონი, არიფმეტიკა, გეომეტრია, ტრიგონომეტრია, დიფერენცია, უმაღლესი მათემატიკა, ფორტიფიკაცია, ტაკტიკა, არტილერია, სამხედრო იერარხია ანუ წესი... მედიცინა: მნიშვნელობა, სხვა და ასხვა გვარი ექიმობა, მიზეზი სნეულებათა, ანატომია, ფიზიოლოგია, პატროლოგია, ტერაპია, მატერია მედიკებისათვის, ფარმაკოპო, აკუშერობა, აპტეკა, ბოტანიკა, ნატურალის ისტორია, რიცხვი პირუტყვთა და ფრინველთა... მისნობა: მნიშვნელობა, ისტორია, უბედურნი დღენი თვისა, მნიშვნელობა თვითოეულისა, როგორ უნდა შაიტყოს ვაჟი დაიბადება თუ ქალი, წინათ-ცნობა ცუდისა ამინდისა, მნიშვნელობანი სხვა და სხვა მისნურთა ნიშანთა ჰაერში, ბუნებაში, პირუტყვებში და სხ... გრამატიკა ქართული, რომელიც ვრცლად არის დაწერილი... იურისპრუდენცია: დასჯანი საქართველოში, ვახტანგის ცვლილებანი, მდივანბეგობა. მისნი თვისებანი... ენები: უშესანიშნავესი ძველი ენები: ბერძნული და ლათინური, ახალთა შორის ფრანციცული, ანგლიური, ნემენცური, ღირსებანი თვითოეულისა, ძველის მცნების ენა, ახლის მცნების ენა, ბერძნული ჟამი თარგმნილობისა ებრაული ბერძნულზედ, რიცხვი მოსეს წიგნთა. უძნელესი ენა: ჩიხური, ანბანი, შემომღები მწერლობა, ბეჭვდა, შემომღები, სარგებლობა, კალლიგრაფია, სარგებლობა, ხელოვნება გამოქანდაკებისა... მუზიკა: ისტორია, სხვა და სხვა გვარნი საკრავნი, სხვა და სხვანი სიმღერანი, ძველი ქართული საკრავები, ტანციობა, ისტორია, სარგებლობა, ქართული ცეკვა ლეკური... ბაზიერობა, თანამდებობა ბაზიერისა. სანადირო ფრინველნი, როგორ უნდა ნადირობა, სნეულებანი სანადირო ფრინველთა, სანადირო ძაღლები... პოეზია: პოეზიის ხელოვნება, სტიხი, ხორეი, (ვინ იყო ჩახრუხაძე), ფიზიკაური (რუსთველი როგორ სწერდა) რვეული შეწყობილი, მოკლე შეწყობილი, წყობილი, მოკლე წყობილი, მრჩობლედი, მრჩობლედი შაირული, შერეული, ჩახრუხაული შერეული, ჩახრუხაული მრჩობლედი, ტაეპი ჩახრუხაული, მრჩობლედი ფისტიკაური, ძაგნაკორული, ჩახრუხაული ძაგნაკორული, (იამბიკო შემოქმედელისაგან ნათქვამი), მაჯამა (თქმული დიდის მეფე თეიმურაზისაგან) იმაბკო (ვახტანგ მეფისა და საბა ორბელიანისაგან, ანტონ კათალიკოზისა, იოანე ფილოსოფოსისა და ნიკოლოზ ტფილელისა) კედურ წერილი (გაიოზ არქიელისა თაყაიშვილისა, პეტრე ლაღიძისა, ანტონი კათალიკოსისა) ტაეპი ზმითი (დარეჯან დედოფლისა, გიორგი მეფისა, ქეთევან მეფის სძლისა ენდრონიკაშვილისა, მეფის სოლომონისა, მამია გურიელისა, ჭყონდიდელისა, დავით აღმაშენებლისა. (ბეჭედი) ამილახვარისა, იესე ოსძისა), ანბანთქება (ვახტანგ ორბელიანისა ჩახრუხაულად, ვახტანგ მეფისა), ძეობის სიმღერის ლექსები (მზეჭაბუკ მდივანბეგის ნათქვამი ქეთევვან ბატონიშვილის ძეობაში, ნანინა, მესტვირული, (კიჭაშვილის განთქმულისა ქართლში, რომელმაც შეასხა ირაკლის ქება), სპარსთა ხმები, ქართულის ლექსებით (სათლამასი, ბესარიონ გაბაშვილისა, მისივე, ოდეს განიდევნა ქართლით იმერეთს ), თეჯნიში, (ბესარიონისავე), თახმისი, (ლეონ ბატონიშვილისა), შაირი (ბესარიონისა მზეჭაბუკ მდივანბეგზედ.)... გეოგრაფია: მატემატიკური, ფიზიკური, პოლიტიკური: მონარხიული, კერძობითნი გეოგრაფიანი: პორტუგალია, იშპანია, ფრანცია, დიდი ბრიტანია, გოლანდია, გერმანია, ბოგემია, ვენგრია, შვეიცარია, იტალია. პაპის სამფლობელო: ნეაპოლი, სიცილია, პრუსია: თვითოეულის გეოგრაფია, ისტორია, მცენარებანი, ხელოვნებანი და სხვანი და სხვანი მნიშვნელობანი გარკვევით არიან ნაჩვენებნი.

აი რა არის „კალმასობა“. ჩვენ არ გვიჩვენებია ყველა საგნები, რომელნიც იმაში განმარტებულნი არიან, ესე იგი, დიალეკტიკა, მეტაფიზიკა, „კალმასობა“. აზრი ისაა რომ ხალხში განვრცელდნენ ცნობა საქართელოს მდგომარეობაზედ მეთვრამეტე საუკუნეში და მსოფლიო მეცნიერებანი, რომელშიაც დიაღ ვსაჭიროებთ. „კალმასობის“ ენა არის მსუბუქი და ცხოველი, მიმზიდავი და ადვილად გასაგონი, როგორათაც კარგის საზოგადოებისათვის, აგრეთვე დაბალის ხალხისათვის. ჩვენის აზრით, ასეთის მშვენიერის ენით ახლანდელს დროს არავინა სწერს; ძველს სიტყვიერებაშიაც მცირე რა იპოება „კალმასობის“ ენით დაწერილი. თვით ტონი აქვს დიაღ სასიამოვნო. ჩვეულებრივი საუბარი, რომელიც სწავლას არ შესახებ, სავსეა ნამდვილის ქართულის ხუმრობითა და ოხუნჯობითა. ზურაბ ღამბარაშვილი, რომელიც იოანე ხელაშვილთან მოგზაურობს, ყოველთვის მასხარაობს ისე მარილიანათ, რომ არ შეგიძლიანთ სიცილი დაიჭიროთ, როდესაცკი ის დაიწყებს ლაპარაკსა: მასხარაობს თავის თავზედ, მასხარაობს იპოდიაკვანზედა, მასხარაობს სხვათაზედა. სხვანიც მრავალნი პირნი „კალმასობაში“ არ დაუვარდებიან ზურაბს. იმათ შორის უჩვენებთ ნორიოს მცხოვრებსა ოთარიკასა, ირაკლი მეფის მასხარა, რომელსაც იოანე ბერი შეხვდება, შემდეგ დაბრუნებისა კახეთით: ოთარიკა უანბობს თავისს ცხოვრებასა, თავისს შემთხვევათა ირაკლის სასახლეში და დადიანთა ისეთს გასაოცარის კომიკურის სახითა, რომ შეუძლებელია დაივიწყოთ იმისსი სიტყვები და ნაუბარი. ერთის სიტყვით „კალმასობაში“ არიან მრავალნი ქართველნი დიდის ხელოვნებით გამოხატულნი, ასე რომ კომიკური მწერალი აურაცხელს სუჟეტებს პოებს პოემათა და კომედიათათვის. თვითოეული პირია სიცოცხლით სავსე. ასე გგონიათ, თქვენ თქვენის თვალით ხედავთ, თქვენის პირით ემუსაიფებით და იცით ყოველი გარემოება იმის გვარისა და იმისის ცხოვრებისა; ასე გგონიათ, თქვენ გიცხოვრიათ თვით იმ დროში. „კალმასობა“ არის სარკე წარსულის საუკუნისა. ჩვენ განგებ შევამოწმეთ ისა ისტორიის თქმულებათა და არათუ წინააღმდეგობა რაი ვჰპოვეთ: იმით ისტორიის მოთხრობანი ბევრით შეიმსებიან. ასეც უნდა იყოს: იოანე ბატონი-შვილი არათუ იმ საუკუნოის კაცი იყო, თვითქმის თვითოეულს შემთხვევაშიაცა მონაწილე ყოფილა. რადგანც უაღმატებულესად განათლება ჰქონია, ვინამც სხვათა თანამედროეთა ისტორიკოსთა ყოველივე საქმე უფრო დაწვლილებით და ნათლად ესმოდა. რაგვარად არიან გამორკვეულნი სწავლანი და მეცნიერებანი. ესეც უნდა ვსთქვათ, რაცკი საჭიროა, რომ საგანზედ ითქვას, უეჭველად იტყვის, თუნდა ის საგანი არ გესწავლოთ, ორის-სამის წაკითხვითა, სრულს წარმოდგენას და ცნობას მიიღებთ იმაზედა და ეს ნაწილიც დიაღ მისახვედრია თვითოეულისათვის. იოანე იპოდიაკვანი სარგებლობს ყოველსავე შემთხვევასა და ახლად გამოყვანილს კაცსა ისე დააყენებს, რომ რომელსამე საგანზედ დაუწყოს საუბარი. ფორმა არის კითხვა-მიგებითი. ის პირი კითხავს, იოანე მიუგებს, აუხსნის, განუმარტავს. ყოველთვის ერთსა და იმავე საგანზედ ერთს ადგილს არ ასრულებს, რაც სათქმელი აქვს, ხან და ხან უბედურება, ერთთან დაიწყებს, მეორესთან დააბოლოებს. ამას იმისთვის იქმს, რომ არ დაღალოს მკითხავის და მკითხველის ყურადღება.

როგორათაც ვსთქვათ, იოანე ბატონი-შვილი არის მაღალის ნიჭით შემკული. კითხულობთ რა „კალმასობასა“, თქვენ არ შეიძლება არ მოხვიდეთ განცვიფრებაში ავტორის ჭეშმარიტების მსჯელობითა, სწავლათ მეცნიერების სივრცითა, პოეტურისა და კომიკურის აღბეჭდილობითა, დაწვლილებითის ცოდნითა საქართველოს ძველთა და ახალთა მწერლობათა შორის ისე განსხვვავდება „კალმასობის“ ავტორი, როგორათაც განსხვავება მზე პლანეტთა და ვარსკვლავთა შორის. იოანე არის ჩვენი ჰომერი, ჩვენი დანტე, ჩვენი შეკსპირი... მაგრამ, სმენია ვისმე სიტყვა „კალმასობაზედა“? ამას დარწმუნებით ვიტყვით, რომ ოთხს კაცს არ წაეკითხოს ეს წიგნი. თვით ჩვენ, ამ სტატიის ავტორმა, მხოლოდ ახლა პირველად ვნახეთ და წავიკითხეთ. ერთის ეკზემპლიარის მეტიც არსად არის. „კალმასობა“ განიყოფება, როგორათაც მოხსენებულია, ორ ნაწილად. პირველი, რომელიც არის საგნად ამ სტატიისა, და ის მოეპოვებინა განსვენებულს დავით დადიანსა და შემდეგ იმისა ეშოვნა თ. ალექსანდრე წერეთელსა. მეორე ნაწილი არ წაგვიკითხავს, თუმცა ვიცით რა საგანიც აქვს: ის შეიცავს იმავე იპოდიაკვანის მოგზაურობასა იმერეთის მხარეშია და ეჭვი არ არის, ისიც ისე მშვენივრათ უნდა იყოს დაწერილი. მეორე ნაწილი აქვს პეტერბურგში მცხოვრებს იოანე ბატონიშვილის შვილის-შვილსა. ამასაც ვიტყვით, რომ ამ გვარს წიგნსა ვერც ერთს ენაზედ ვერა ნახავთ, როგორათაც არც ერთს ხალხს არ აქვს, თვით ბროსსეს შემოწმებითა, ჩვენის ვახუშტის გეოგრაფიასთანა გეოგრაფია. „კალმასობას“ რომ საგნად ქონდეს სხვა ევროპიის სახელმწიფო და იყოს დაწერილი ფრანციცულს ანუ ნემეცურს ენაზედა, ამაში ჩვენ ეჭვი არ გვაქვს, რამდენჯერმე გამოიცემოდა და იმ ქვეყანაში, რომელსაც ეკუთვნებოდა, თვითოეულს ექნებოდა ხელში. „კალმასობა“ უნდა მივსცეთ პირველი ადგილი ქართულს სიტყვიერებაში. „კალმასობა“ ყოველს ამერ-იმერთ სახლში უნდა იპოებოდეს „კალმასობით“ უნდა ჩვენთა ყრმა-ჭაბუკთ მიიღონ ქართულის ენის სწავლა სასწავლებლებში. „კალმასობა“ არის უმჯობესი ხელ-მძღვანელობა, უმჯობესი ქრესტომათია...

მართლა და დრო არის, ვიფიქროთ ჩვენს ენაზედა. უენოთ ჩვენ არა რანი ვართ. ენა არის ადამიანის უპირველესი და უკეთილშობილესი ნაწილი. იმაში გამოიხატების ჩვენი ხასიათი, ჩვენი წარსული სვე, ჩვენი ღოირსებანი და ნაკლულევანებანი; იმით ვართ დაკავშირებულნი ერთი ერთმანეთზედა. უიმისოდ არც მამულის სიყვარული შეიძლება და არც სხვანი მოქმედებანი საზოგადო-სასარგებლოდ. აწინდელს დროში ყოველგან გრძნობენ სამშობლო ენათ სწავლის საჭიროებასა; ყოველგან შაუდგებიან ღონისძიების მოპოებასა, რომ ენა განვრცელდეს და დამყარდეს. მივხედოთ ჩვენთა უძველესთა ძმათა და მეზობელთა - სომეხთა. ვიცით, რა გვარი ყურადღება და მზრუნველოდა აქვსთ ენისათვის. მხოლოდ ჩვენ ქართველნი ვართ გულ-გრილად ამ საგანზედ. ჩვენი ენა უფრო და უფრო სუსტდება. თუ ამ მდგომარეობისაგან არ გამოვალთ, საკმაოა ნახევარ-საუკუნე, რომ ის სრულებით დაემხოს. ვისღა შეუძლიან ჩვენში სთქვას, ენა ვიციო. განა ის ცოდნა ცოდნაა, რომ თვითოეული ვეღარ ფიქრობს თავისის ენის კანონებთაებრ და თუ ჯერ რუსულად არ მოიაზრა, არ შეუძლიან დასწეროს რამე პირ და პირ ქართულათ. ჩვენ მწერალთ სიტყვათ-ქცევანი და ფრაზებით-წყობილებანი არიან რუსულნი. ამ ჟამად რომ ერთი მცოდნეთაგანი ჩვენი წინაპარი საფლავათ ადგეს და გადაავლოს თვალი „ცისკარსა“ რა იფიქრებდა? გვიცნობდაღა ჩვენ ქართველებს?...

არც შეიძლება რომ ასე არ იყო. ქართული ძველი სიტყვიერება დავიწყებაში გვაქვს, ყმაწვილკაცობა თვითქმის თაკილობს იმის კითხვასა ძველი წიგნების კითხვა რა სასარგებლო არისო, მაშინ როდესაც აწინდელი ენა დამყარებულია ძველზედა, როგორათაც საფუძველზედა და ენის სახლის აშენება შაუძლებელია, თუ ჯერ საფუძველი არ დაიდო, ესე იგი, თუ ჯერ ძველი სიტყვიერება არ მიითვისა. მიზეზიც ეს არის, რომ ლი წიგნები, რომელზედაც უშრომიათ ჩვენ წინაპართა, გაბნეულია სხვა და სხვა ამერ-იმერთა სახლებში, სადაც ზანდუკებში და ორმოებში ლპება, ამას სიცრუით არ ვანბობთ. ჩვენ თვითან ვიცნობთ რამდენიმე პირთა, რომელთა მამათაც მოღვაწეობა დაუდვიათ ძველ წერილთ შეკრებაზედა და იმათნი შვილნი არათუ თვითან არა კითხულობენ, არცარავის ასარგებლებენ, და ამისათვის ანუ მტვერში და ნაგავში უყრიათ, როგორათაც სვანებს თავიანთი ხატები შებოლილს კოშკებში, ანუ მიწაში აქვთ დაფლული. მრავალნი თარგმნილნი სხვა და სხვა ენით და თვით ქართველთაგან ნაშრომნი წერილნი ყოფილან ამერ-იმერთში. კეთილგონიერათ დაწესებულს ქვეყანაში ამ გვარი წიგნები თვით ქვეყანას ეკუთვნიან და იკრიფებიან ბიბლიოტეკებში, სადა თვითოეულის სასარგებლოდ არიან. ჩვენ ქართველთ ეს წესი არ გვესმის ჩვენში ძველ წიგნებთა მესამედი ნაწილი აღარსად არის, სხვა სულ გატანილია და დაბნეული. ვის არ გაუგონია, როგორი ბიბლიოტეკა ქონდა დავით დადიანს შედგენილი ზუგდიდში. რა იქნა?... რაც აქ მოვიხსენეთ, რას გვიმტკიცებს, თუ არ ჩვენს გულგრილობასა ენისადმი. აი სხვა ფაკტიაც; საქართველოს - იმერთის სასწავლებლებში ასწავლიან ქართულს ენასა: ეს მართალია მაგრამ როგორ ასწავლიან? ჯერ ერთი ესა, რომ თვით მასწავლეთა ისე იციან, როგორათაც მოსწავლეთა, ამაზედ უნდა დარწმუნებულნი ვიყვნეთ; გარდა ამისა ხელთ-მძღვანელობად არის მიღებული გრამატიკა დაწერილი რუსუსლ ენაზედ რუსთ მოსწავლეთათვის. ქართველთ ყმწავითაგან ქართულის სწავლა რუსულის გრამატიკით, - ამაზედ რას ბძანებთ?!.. ან ფიქრობს ვინმე ამაზედა? მიაქცევს ამას საზოგადოება ყურადღებასა? ჩვენნი თავად-აზნაურნი სამს წელიწადში ერთხელ იკრიფებიან ქუთაისში და ტფილისში, კენჭის-ყრისათვის, როგორათაც თვითოეულმა იცის. პრეტენზიები მრავალი გვესმის გვაროვნობაზედა, იმათ მომდინარეობაზედა თვით ქრისტეს დროითგან, დიდ-კაცობაზედა: ჩვენა ვართო საფუძველი მამულისა, ჩვენ ამა და ამ გვარის პირნი პირველნი უნდა ვიყვნეთო, ამა და ამ დაბალმა თავადმა და აზნაურმა როგორ უნდა ხმა ამოიღოს საცა ჩვენა ვართო, უნივერსიტეტის სწავლა რა ფეხებიაო... ამ გვარის პრეტენზიებით იწყობა და თავდება კენჭის ყრა. ნამდვილი მოვალეობა სადღაა! არგანვავრცელებთ სიტყვას: ჩვენ მხოლოდ ამას ვიტყვით, რომ ყურადღება ენის სწავლაზედ შკოლებში პირველი მოვალეობა უნდა იყოს თავად-აზნაუთა და მათ შეყრილობათათვის კენჭის ყრაში... და ან რას ვერ შაიძლებს საზოგადო ხმა და მოთხოვნილება...

ასე გულ-გრილათ რომ არ ვიყვნეთ ჩვენს ენაზედ, ჩვენ ძველის წიგნებით აქმომდე, რა საკვირველია ერთი თუ ორი ბიბლიოტეკა დაეფუძნებოდა ქუთაისში და ტფილისში, და ყოველივე, რაცკი ვისმე ამგვარი რამ დაშთენია მამა-პაპათაგან, იმ ბიბლიოტეკაში წარმოიგზავნებოდა. ღონის-ძიებაც მოვიხმარებდით, რომ რომ შესანიშნავი იმ წიგნთაგანი დაბეჭდილიყო. „კალმასობა“ რამდენჯერმე გამოიცემოდა - და უფრო განვრცელებული იქნებოდა, ვინამც ვეფხვის ტყაოსანი... არც არის არის. „კალმასობა“ ეჭველად უნდა დაიბეჭდოს. ამ განზრახვით ქუთაისში შესდგა მსურველთაგან ქართული ტრუპპა და 3-ს მარტს წარმოდგენილ იქმნა „გაყრა“ თ. ერისთავისა. ნააღდგომევსაც აპირებენ ორს-სამს წარმოდგენასა, ფულის შესამსებლად. თუ ეს განზრახვა არ აღსრულდება, „კალმასობისა“ დასაბეჭდავად უნდა შესდგეს ხელის-მოწერა მაინც „ცისკრის“ რედაქციაში და პირველის ნაწილის გასყიდვით დაიბეჭდოს მეორე და შემდეგ მეორის ნაწილისა საბა ორბელიანის ლექსიკონი.

დიმ. ბაქრაძე.

14 მარტს, 1861. ქ. ქუთაისი.

6 ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა

▲ზევით დაბრუნება


ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა

როცა გაგვახსენდება კაზლოვი და მისი პოეზია, თუკი არის პოეზია მის დაძალებულ ცრემლიან ლექსებში, როცა გაგვახსენდება, მაშინვე ენაზედ მოგვადგებიან ჩვენ სასიქადულო რუთაველის სიტყვები, მხოლოდ ჩვენებურად კი დავიწყობთ ხოლმე:

„კაზლოვის ლექსი ცოტაა ნაწილი მოშაირეთა,
არ ძალუძთ სრულ ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა,
ვამსგავსე შვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა
და დიდსა ვერ მოჰკლენ, ხელად აქვს[1]
ხოცვა ნადირთა მცირედთა“.

ეს ლექსები თუ არ ამაღლებენ კაზლოვს, სრულიად არ ამცირებენ: კაზლოვის ნიჭი სწორეთ იმ ყრმა მონადირების შვილდია, რომელიც ტოროლის და ჩიტის მეტს ვერას განჰგმირავს, თუმცა ზოგიერთნი რუსნი ჰხედვენ კაზლოვში რაღაც პატარა ტალანტსა, მაგრამ ჩვენ სრულიად არაფერს არა ვხედავთ, და თუ ვხედავთ, პატარასკი არა, ძალიან უპატარესსა, ბეწვის ოდენას, ისიც იმისათვის, რომ ორიოდე ლექსი აქვს, მართლა და ცოტა სიამოვნებით წასაკითხავნი და გრძნობით გამთბარნი. აი ის ლექსები, რომელნიც ჩვენ საუკეთესოდ მიგვაჩნია: «вечернiй звонъ» რომელიც ერთ დროს დიდ პატივში იყო, ასე რომ ყოველს რუსის ცოტაოდენ განათლებულს ხალხში მღეროდნენ ხოლმე: «На погребенiе Англiйскаго Генерала Сира Джона Мура» ესეც თავისი არ არის, ნათარგმნია; მაგრამ კარგი თარგმანიც სასარგებლოა; «Романъ Дездемоны» შექსპირიდგან თარგმნილია. ამით გარდა იქნება ორი, თუ სამი ლექსი კიდევ გვაჩვენოთ მთელ კაზლოვის თხზულებაში სასიამოვნონი, თორემ დანარჩენ ლექსებში სუყველგან თითქმის დაძალებული. ე.ი. ძალად მოყვანილი გრძნობაა, ძალად მოყავნილი ცრემლი სასაცილოა, საზიზღარი და არა სამწუხარო დასანახავად.-

კაზლოვი იყო კარამზინის სხოლის მწერალი. არამცთუ მარტო თავის ლექსებს კაზლოვმა შეჰყარა ჭირი იმ წირპლიან სხოლისა, არამედ სხვა და სხვა პოეტებსაც, რომელთაცა ჰსთარგმნიდა და რომელთაცა სულ არ ჰსცვიოდათ ძალად გაჭიმული პაწაწინა გრძნობის უმარილო ცრემლი კარაზმინისავით მიიღეთ შრომა გადაშალეთ კაზლოვის გაბერილი წიგნი და ყურადღებით განიხილეთ ლექსები ანდრე შენისეი, ფრანციის პოეტისა, ძლივსღა იცნობთ კაზლოვის ლექსებში იმ შენიეს, რომელმაც წარსულ საუკუნეში თითქმის პირველად დაანახა ფრანციას, და მისგამო ევროპიასაც ჭეშმარიტი, ნამდვილი პლასტიკა საბერძნეთის მშვენიერებისა, და ამით, თუ არ დასცა ზარი, შეარყია მაინც თვის საფუძველში ცრუ კლასიკური მიმართულება ფრანციის ლიტერატურისა. კაზლოვის თარგმანში ისე ცხადად არ ისმის ის ნაზი და წრფელი სიტკბოება მშვენიერებისა, ის უმანკო, უცოდვილო და ნამდვილი ბგერა გულისა. ის ქროლა პოეზიისა, რომლითაც ანდრე შენიე ჯადოსავით მოჰხიბლავს ხოლმე კაცსა. მაგრამ ანდრე შენიეს ლექსები კაზლოვის თარგმნაში ისე ბევრნი არ არიან და არც ისე უფერულნი, როგორც სახელოვანი მიცკევიჩის „ყირიმის სონეტები“ ეგ სონეტები, ეგ უკეთესნი ყვავილნი პოეზიისანი რარიგ უსულდგმულო, უსურნელო ყვავილებად შეიცვალნენ კაზლოვის თარგმანში! არამცთუ კაზლოვმა შეარჩინა მიცკევიჩის სონეტებს ფორმა სონეტისა, არამედ არ შეარჩინა თითქმის არც ის მშვენიერნი სურათნი, რომელშიაც ისე ნათლად გამოეხატვნენ წუთის გრძნობანი იმ სახელოვან პოლშელ პოეტს. დასარწმუნებლად, შეადარეთ თარგმანი კაზლოვისა უფალ ლუგოვსკის იმავ სონეტების თარგმანთანა, რომელიც გამოიცა ოდესაში 1859 წელსა, როგორც გვახსოვს, თუმც არც უ. ლუგოვსკის თარგმანია ძალიან მოსაწონი და საქებელი, მაგრამ მაინც ეს უფრო განუზომელად უკეთესია კაზლოვის თარგმანზედა. ამათ გარდა სხვა ბევრი პოეტები, ალაგ ალაგ გარდმოთარგმნილი ჰყავს და სხვათა შორის ლორდი ბაირონიცა. ბაირონი უთარგმნია კაზლოვს ნაწყვეტ ნაწყვეტად და ერთი მთელი პოემაც ამისი, წოდებული «Абидосская Невеста»მაგრამ სად არის კაზლოვის თარგმანში ის მეხი-სიტყვა, ის საკვირველი ძლიერი სული ბაირონის გენიისა!

ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა; არა პოეტს თითქმის არ დაუბადნია მბაძვანი იმოდენა, რამოდენაც დაჰბადა ბაირონმა ევროპიაში და ნამეტნავად რუსეთში თუმცაკი სატანის სხოლის თავადად უხმობდნენ თანამედროვენი ბაირონისა. რასაკვირველია, მისი მბაძავნი, ზოგნი სულ უნიჭონი იყვნენ, ზოგნიკი კარგა დიდ ტალანტებისანი, რომელთათანაც კაზლოვი ბუზათ გამოჩნდება. თითონ პუშკინიც მთელ თავის გენიით ვერ გადურჩა ემაგ ჭირსა; მთელი ერთი პერიოდი პუშკინის წერისა „კავკაზიის ტყვიდგან“ დაწყობილი „ევგენი ონეგინამდინ, და თვით „ევგენი ონეგინიც“ თითქმის იყო ბაირონის გავლენის ქვეშა. ლერმონტოვიც ჰბაძავდა ბაირონსა; მთელ მის პოემას ეტყობა, როგორც ზემოხსენებულს პერიოდს პუშკინისას, ბეჭედი მომხიბლავ ბაირონის გენიისა, თუმცაკი ლერმონტოვი, როგრც მბაძავი ბაირონისა, მაღლა დგას თვით პუშკინზედაც. აი ეს უპირატესნი ვარსკვლავები რუსის ლიტერატურისა და ამით გარდა რამდენი სხვა პაწაწკინტელა პოეტები იყვნენ ბაირონის გავლენის ქვეშა!... ეს საზოგადო ჭირი იმ დროებისა ჩვენ კაზლოვსაც შეეყარა. მართლა და კაზლოვი არა დროს არა ყოფილა თავისუფალი მწერალი, ის არამცთუ იყო მარტო ბაირონის გავლენის ქვეშა, არამედ ბრმათა ჰბაძავდა ასე, რომ თავის საკუთარს ლექსებში ბაირონის თითქმის სიტყვებს სურათებსა ჰხმარობდა. გაშინჯეთ, მაგალითად მეცხრე გვერდი კაზლოვისა «Чернецъ-ისა» ჩაიკითხეთ ცამეტი სტრიქონი და შეადარეთ ბაირონის „მანფრედის“ სიტყვებთანა, როცა იგი ელაპარაკება წყლის ფეიასა, როგორც «Чернецъ» ისე ეს ორივ პოემა კაზლოვისა ბაირონის გავლენისანი არიან; ამ პოემაზედ ეტყობათ რომ კაზლოვი ცდილა ბაირონის გმირებისავით რაღაცის გამოხატვასა, მაგრამ სად შეეძლო კაზლოვის პაწაწა ნიჭსა შთაებერნა კაზლოვის გმირებისათვის ის მორჭმული, მოუდრეკელი სული ბაირონის ხასიათებისა! განა მარტო სიბნელე მოთხრობისა, მწუხარება, წყევლა და აი! უი! ოხ! უხ! და ამაზედ უფრო უძლიერესნი შორისდებულნი შეჰქმნიან ბაირონსა? ბაირონის გმირები კაზლოვის ბერისავით არ კნავიან და ჩივიან, რათა ნუგეში სცეს ვინმე; ისინი ისეთ აგებულებისანი არიან, რომ თავის ტანჯვების წვაში, ეჭვის ღრღვნაში, თავის სულის წყურვილში ჰხედავენ უკვდავების ღირსს ცხოვრებასა, ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასმენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ, ისინი არ მირბიან გულის გაუთავებელ წყლულთა მოსარჩენად კაცთან, არამედ თვითთანვე გულის სიღრმეში და სულის უკვდავებაში ეძებენ სასოწარკვეთილების წამალსა. ბაირონის ნაცვლად, რომელსაცა ცრემლის მაგიერ მდუღარე ტყვია ჰსცვივა თვალთაგან და კალმის მაგიერ ხელთ ეპყრა მეხი, იმ ბაირონის ნაცვლად კაზლოვი შეიქმნა ერთ კარაზმინის სხოლის მტირალ და ღრეჭია აშუღათა. მაგრამ ესკი უნდა ვსთქვათ, რომ ერთს დროს კაზლოვი მიიზიდავდა რუსებსა. მისმა чернецъ-მა დაუგდო ხმა შუათანა მწერლისა რუსეთში; ეგ საზოგადოების მიღება ყოველთვის არ ნიშნავს, რომ მწერალი ტალანტიანია; აი, მაგალითად, ჩვენში, ქართველებში დიდი მწერლის ხმა აქვს დაგდებული ჩახრუხაძესა, მაგრამ არამც თუ დიდი, პატარაც, არა ბძანდება ის კურთხეული. მისი თამარის ქება მთელ მოთხრობის ოდენაა, ზედ შესრულით დაიწყობა და თითქმის ზედ-შესრულით თავდება. რა ვაი ვაგლახით და კისრის მტვრევით მოგოგამს დავარდნილ ცხენსავით მძიმე ლექსები!... არც აზრი, არც სურათი, არც მშვენიერება, არც ჭკუა, არც გული, არაფრისთანა არაფერი, გარდა ზედ-შესრულების რახა-რუხისა! აბა ეხლა ნახეთ, რა სახელი აქვს ჩვენში! სადა რუსთაველს, მაგ თითქმის გენიასა ახსენებენ, იქ, გინდათ თუ არა, წამოაკუნკულებენ ჩახრუხაძესაც, რომელსაც გვგონია, ფიქრითაც არა ჰქონია ამისთანა დიდების იმედი. ეგ რად გინდათ, აიღეთ რუსეთში ხერასკოვი, სუმაროკოვი და სხვა მათებრ გაბერილები თავიდან ფეხებამდინ უნიჭობითა, რამდენ მკითხველსა და ტაშის მკვრელსა შოულობდნენ გაუნათლებელ რუსეთშია ! ეხლა რად უნდა გვიკვირდეს, რომ კაზლოვსაცა ერთ დროს ჰყავდა მკითხველიც და მაქებარიც, ამას კაცური სიტყვა მაინც ჰქონდა, რო სხვა არაფერი იყოს. ჩვენ გვინდა ამით ვსთქვათ, რო მაშნ რუსეთის საზოგადოება არ იყო ისე ესტეტიკურად გახსნილი და განვითარებული, როგორც პუშკინის შემდეგ და ნამეტნავად ეხლა; იმათთვის ძალიან საკმაყოფილონი იყვნენ ის სენტიმენტალური, ყალბი-გრძნობიანი, მტირალა და წირპლიანი მწერლები, რომელბის თავი და თავი, პირველი ბაირახტარი იყო სახელოვანი კარამზინი. ამის „უბედურ ლიზას“, რომელიც გადმოთარგმნილიყო ქართულზედ და დაბეჭდილი ჩვენ „ცისკარში“, კითხულობდნენ თვით პუშკინის დროსაც, თუმცა ეხლა კარგ რუსსა სატანჯავად მიაჩნია მისი წაკითხვა. სწორედ ამისთან მხვედრი ჰქონდათ კაზლოვის პოემებსაც, თუმცა ესენი მაღლა დგანან კარამზინის „უბედურ ლიზაზედ“. კაზლოვის მოსათმენი ესნა, შუათანა, შეუკვეცავი რითმა, ზოგო ერთგან გრძნობიანი სიტყვა და უფრო ის ბნელი და მწუხარე საგანი მის «чернецъ»-ისა არ იყვნენ უკანასკნელნი მიზეზნი, რომ მაშინ რუსები მაგ პოემებს კითხულობდნენ. კაზლოვის „შეშლილის“ ქება კი ჩვენ არსად შეგვიტყვია, და თუ უქია ვისმეს, უთუოთ კაზლოვის თხზულების გამომცემს უქია. იმ გამომცემს, რასაკვირველია, სხვა შაგნიტიკური, მისატევებელი მიზეზი ექნებოდა ქებისა, რადგანც მარტივნი ამა ქვეყნისანი მალე დაიტაცებდნენ გამოცემულ წიგნსა და მით გაახარებდნენ გამოცემის მგლოვიარე ჯიბესა. ამას გარდა, ჩვენ ვფიქრობთ კიდეც, რომ სწორეთ იმ გამოცემის სიტყვებს უმოქმედნია, რომ თ. რევაზ შალვას ძეს ერისთავს აუღია ეგ უშვერი და გამოუსადეგი პოემა ქართულს ენაზედ გადმოსაღებელად, თორემ თქვენვე გაშინჯეთ, ჩვენო; რა საჭიროა ეხლა ან ჩვენ ლიტერატურისათვის ან ხალხისათვის სენტიმენტალურ სხოლის მწერლების გაცნობა? რამდენიმე წლის წინათ უ. სარდიონ ალექსი-მესხიშვილმა გადმოთარგმანა სენტიმენტალურ სხოლის მწერალი მარმონტელი და ეხლა იმავე სხოლის მწერალი კაზლოვი გადუთარგმნია თავად ერისთავს. იქნება ფიქრობენ, რომ ჩვენი ლიტერატურა არ აღზდგება, თუ არ განიმეორა თავის განვითარებაში წარსულ დროთა სიცრუე და ცთომილება, თუ ამას ფიქრობენ, მაშ ისტორიას აღარა აქვს თავისი დიდი მნიშვნელობა. ისტორია იმითია დიდი, რომ გვავჩვენებს ჩვენ წინაპართა ცთომილებას, მასთანავე გვასწავლის ჭკვასა, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკან მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს. მთელი კაცობრიობის უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმათ ცხოვრებიდამ ჩვენ სასარგებლოს არას გამოვიტანთ. რაც მამ პაპას უქნია, ის ჩვენ უნდა ვქნათო, - ეგ ჩინეთის ფილოსოფია არის, თუ მაგას მოვყევით, ჩვენც ჩინებსავით შევზდგებით ერთ ალაგზედ და წინ ფეხს ვეღარ წავზდგამთ.-

მართლა და რასაკვირველია! თუ კაცს რუსულიდგან თარგმანა უნდა რისამე, პუშკინი, ლერმონტოვი, გოგოლი როგორ უნდა დაავიწყდეს და მივარდეს წირპლიანს კაზლოვსა, მერე ნეტავმ იმის ცუდ პოემებში უცუდესი მაინც არ ამოირჩევა თავად ერისთავს, ეს „შეშლილი“ მართლა რომ შეშლილი რა სათარგმნელია? მაგრამ ერთის მრხით თავად ერისთავს კარგი უნებებია, რომ ღონის გასაშინჯავათ და გამოსაცდელათ კაზლოვი ამოურჩევია. ეხლა თვითვე, გვგონია დარწმუნდნენ, რომ არამცთუ პუშკინის და ლერმონტოვის თარგმანა შეეძლოს, არამედ კაზლოვსაცა და სხვათა უფრო მდარეთა რითმების მბეჭდველთა პოეტთა, რომელნიც რუსეთში ქვიშაზედ უმრავლესნი არიან. დიახ, ძალიან კარგათ მოქცეულა თავადი ერისთავი, რომ პუშკინის და ლერმონტოვისათვის ხელი არ უხლია, თორემ ამათი ქმნულებაც, ისე წაეხდინა, როგორც წაუხდენია კაზლოვის „შეშლილი“ სწორეთ ღვთის გმობა იქნებოდა.

ეხლა მოვუბრუნდეთ და მოკლედ განვიხილოთ თვითან კაზალოვის პოემა „შეშლილი“ რა წითელი კოჭი ბრძანდება რუსულს ენაზედ, მერე ვახსენოთ ღმერთი და შეუდგეთ თარგმნას; მაგრამ, ჩვენო, ჩვენ სტატიაში ნუ ელოდებით ესტეტიკურ კრიტიკასა; ვინ ჩვენ და ვინ ესტეტიკური კრიტიკა! ჩვენ ერთი უბრალო სიკვდილის შვილი ვართ, სად შეგვიძლიან? და თუნდ დიდი, დიდი ბობოლაც რომ ვიყოთ და შეგვეძლოს, ამ შეშლილში მცირედი საზდოც არ არის ესტეტიკურ კრიტიკისათვის. ეგ პოემა არის ჩვენ „ეო მეოსავით“ რაღაცა, უბრალოდ აღსრულებული, რაღაც ბნელი სუჟეტი. აქ ისმის რაღაც უიმედო სიყვარულის ტანჯვა, რაღაც უგემური ჩივილი, კვნესა და ოხვრა რუსის გოგოსი, როგორც კაზლოვი ანბობს. ტანჯვა და რაღაც ჩივილის მზგავსად კნავილი არც ტანჯვასა ჰგავს, არც ჩივილსა; აქ არ ისმის ის გულის განგმირავი კვნესა მოტყუებულ გულისა, აქ არა ჩანს ის უნებური სიუგუნურე მარტივ სოფლის გოგოს სიყვარულისა, რომლის მუხთლობამაც შეშალა ჭკვიდამ იგი. მერე რა მოგახსენოთ!... ის გოგო რუსის მუჟიკისა, რომ სრულიად შეშლილი არ არი, თუმცა კაზლოვი გვეფიცება, რომ შეშლილიაო; ძალიან კარგ გონებაზედ გახლავსთ, კარგად ლაპარაკობს, კარგათა ჰსჯის, მართალია, ლაპარაკში თავლები ერევა და სახე ეშლება, მაგრამ განა მარტო თვალების და სახის ამღვრევაში სჩანს ადამიანის შეშლილობა ჭკვიდამა? აბა შექსპირის ოფელია აიღეთ, ან კოროლი ლირი და გაშინჯეთ! იქ თუმცა შექსპირი არ ანბობს, რომ ჭკვიდამ შეშლილები არიანო, მაგრამ მიაყოლეთ გონება იმათ სიტყვებს და მაშინვე გაიგებთ შესაბრალებელს შეშლილ ადამიანის სულის მდგომარეობას, იქ წინასიტყვაობა საჭირო არა არის, რომ შეშლილიაო, საქმიდამა ჩანს ყველაფერი; სიტყვა არის პირ და პირი გამომთქმელი სულის მდგომარეობისა. აბა კაზლოვის პოემიდამ ამოფხიკეთ ზედშესრული „შეშლილი“ და მერე გაშინჯეთ სიტყვები შეშლილისა თუ ჭკვიანათ არ გეჩვენოთ. თუმცა შეშლილს ქვეშ აწერია წუსული მოთხრობაო, მაგრამ ამ მოთხრობაში მარტო ენა, ზარი, მარხილი და იემშჩიკი თუ არის რუსული, თორემ სხვა არაფერი. ქართველმა ბევრიც რომ იკითხოს, არამცთუ ეს საშინელი თარგმანი თავად ერისთავისა, არამედ ათი ათასჯერ უდიდესი, (მაინც იქნება არა გამოვიდესრა: ათი ათასჯერ არაფერი მაინც ქართველი ვერ გაიცნობს ფრჩხილის ოდენასაც რუსის სოფლის გოგოსა, იმიტომ რომ ეს შეშლილი გოგო, თუმცა კაზლოვი ანბობს რუსისაო, მაგრამ რუსის სარაფანიც არ აცვია ზედა; ეგ რაღაც ურუსო რუსია, კაზლოვის ფანტაზიის შვილი, და არა რუსის ცხოვრებისა. მაგას ვინ ჩივის, რომ პოემის გმირი არა არის რუსი, ერთი ბეწო დრამმატიზმი და ხელოვნება მაინც იყოს.

ეს გძელი შესავალი იმიტომ გაუკეთეთ ჩვენ სტატიასა, რომ თუ, ვინიცობაა, ცისკრის მკითხველი ბევრს რასმეს ელოდდა თავად ერისთავის შეშლილის თარგმანისაგან და ვერა ჰპოვა, მაგის მიზეზი თითონ კაზლოვი, იყო, მეორე იმისთვის, რომგვეცნობებინა ჩვენ მკითხველთათვის, რომ მთელი კაზლოვიც რომ გადმოეთარგმნა ვისმეს, არა თავად ერისთავსავით უხერხოდ, არამედ უფრო ბევრად უკეთესად მაინც არაფერი არ გამოვიდოდა; უსარგებლო შრომა იქნებოდა იმიტომ რომ, კაზლოვის ლექსები თვით რუსეთში ჩაჰბარდნენ პატრონს და ქართველებს რათ გვინდა?

ეხლა მიუბრუნდეთ თარგმანსა. თავად ერისთავის შეშლილის თარგმანი, როგორც ხელოვნება, არ შეიძება განიხილოს კაცმა, რადგანც თვით ნამდვილი უხელოვნოა. თუ სათავე მღვრივეა, ბოლოში ამაო იქნება წმინდა წყლის ძებნა. თუ ჩვენ გვკითხავს ვინმე, ჰგავს, თუ არა კაზლოვის შეშლილს თავად ერისთავის შეშლილი, ჩვენ მოიუგებთ, რომ სრულიად არა. კაზლოვის შეშლილი, რაც უნდა ცუდი იყოს, მაინც თუ კაცმა იკისრა იმისი გადმოთარგმნა, გულმოდგინედ და მზგავსად უნდა გადმოეთარგმნა და არა ისე უწყალოდ გაეფუჭებინა, როგორც თავად ერისთავს გაუფუჭებია. მისი ტარგმანი ასეთი რამ არის, რომ გამოუთქმელ სიცუდის მაგალითად, სახეში ჰქონდეთ მომავალს მწერლებს თარგმანი როგორც თარგმანი ხომ არ ვარგა, ენა უფრო უარგისი აქვს თავად ერისთავს. ჩვენ გულ დაჯერებით უწინასწარმეტყველებთ თავად ერისთავს, რომ დრო მოვა, როცა მის თარგმანის ლექსებითა დაჰსჯიან წარმართთა, როგორც დიდი ეკატერინეს დროს ტრეტიაკოვსკის ლექსებითა ჰსჯიდნენ. როცა ვკითხულობდით თარგმნილ შეშლილსა, სწორეთ უნდა მოგახსენოთ, ხან ეგრედ უენო ენად ვნახეთ ჩვენი საყვარელი ენა, ისე ენა, რომელზედაც დაიღიღინა ჩვენმა უკვდავმა რუსთაველმა თავისი უკვდავი „ვეფხვის ტყაოსანი“. ის ენა, რომელზედაც დაიგალობა თავისი ღვთიური სიმღერები თავად ალექსანდრე ჭავჭავაძემ, ის ენა, რომელზედაც თავად ნ. ბართაშვილმა, მაგ უდროოდ დამარხულმა ჩვენმა იმედმა ღარმონიულად და ნაღვლიანად დაიმღერა და ზეგარდამო შთაგონებული წვრილი ლექსები!... გვიკვირს, კაცმა როგორ უნდა გამოიმეტოს თავის დედმამის ენა ისე, როგორც თავად ერისთავს გამოუმეტნია! სწორედ უნდა მოგახსენოთ, ამისთანა წერაში არამცთუ იყოს ენის სიყვარული არამედ ენის სრული უპატიობა და სიძულილი. რომ არა გვყვანდნენ რუსთაველი, ალ. ჭავჭავაძე, ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრ. ორბელიანი კიდევ ჰო, რომ გვყვანან რატომ არა ვსწავლობთ იმათ მშვენიერს ლექსებში მშვენიერს ენას? დაუდევნელები ვართ ქართველები და კიდეც ეგ მოგვიღებს ბოლოს, თუ ჩვენ საუბედუროდ არ გავსწორდებით როდისმე. არა არა, ღმერთმა დაგვიფაროს თავად ერისთავის თარგმანისავით თარგმანის წაკითხვასა, იმისტანა ცოდვა ძნელად ენქება კაცსა, რომ ეგ სასჯელი მისი შესაფერი იყოს, თუმცა უწინაც ცისკარში შეგხვედრია ქართულს სტატიაში რაღაც გარმონიული სიტყვები, მაგ. ზადაჩა, ოსტროვები, ლინიები, მაგრამ ეს სიტყვები ისე სასაცილონი იყვნენ თავის უშვერობითა, როგორც თვით მატემატიკური სტატია იყო სასაცილო ჟურნალში თავის განუზომელ ღრმა აზრითა. ჩვენ გვიკვირს უ. რედაკტორი როგორ ჰბეჭდავს შეშლილსავით და უფრო შეშლილ „ზადაჩებსავით“ გამოუსადეგ სტატიებასა? მაგრამ უ. კერესელიძე გასამტყუნარი არ არი; აბა ნუ დაჰბეჭდავს და ჰნახამს რამდენი ხელის მომწერი მოაკლდება გულ ნატკენ ვიღაც „მოზადაჩების“ მეცადინეობით. თუ ხელის მომწერი არ ეყოლება ჟურნალსა როგორ იცოცხლებს იგი? ეგრედ ჯოჯოხეთში არის ხომელმე ყოველი რედაკტორი, რომლის ჟურნალსაც საკუთარი კაპიტალი, ანუ თანხა არა აქვს. გინდა თუ არა, უნდა დამოკიდებული იყო იმ კაცებზედ, რომელნიც წინ დაუხედავად, უთავბოლოდ რაც მოხვდებათ და როგორც მოხვდებათ ჰბღაჯნიან, რადგანაც იმედი აქვსთ, რომ საბრალო ცისკარი მათგან ფულით დავალებული ნებით, თუ არა ნებით ალაგს მისცემს თავის ფურცლებში იმათ გამოუსადეგ სტატიასა, რად უნდა ვემდუროდეთ უ. რედაკტორს, რომ ჟურნალი არ უვარგა? აბა რა თანხები გაუმართეთ, რომ თავისუფლად ამოერჩია სტატიები და არ ჰშინებოდა წყენოსა, როცა იძულებულ იქნებოდა ჩაებარებინა უკანვე გამოსადეგ პატრონისათვის მისი გამოუსადეგი სტატია. კიდევ, მადლობა ღმერთს, რომ ცისკარი მაგ ყოფაშია, ორიოდე თავად ალ. ჭავჭავაძის, თავად ნ. ბარათაშვილის და გრ. ორბელიანის ლექსებთან მაინც გაგვაცნ, რომ სხვა არა იყოს რა. სხვა ახალი პროზაიკები და მოლექსები ზოგ ერთის გარდა, ღმერთმა შეინახოს. პუშკინისა არ იყოს, ამითი ცოდვები ისე მალე დაივიწყოს, როგორც იმათი ლექსები დაბეჭვდის უმალვე დაივიწყებიან ხოლმე. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ ამ ახალ რითმების მორახუნებლებს არავის ისეთი ენა არა ჰქონია, როგორც თავად ერისთავს აქვს; აი მაგალითებრ, ყველაზედ უმდარესი მწერალი უ. ბერიევი, რომელიც გუთნისდედას აძინებს ხოლმე და ანუგეშებს, რომ ძილზედ უკეთესი არა არის ქვეყანაშიო, ის კი არ აგონდება უ. ბერიევს, რომ სულ მაგ ტკბილმა მამაპაპურმა ძილმა დაგვღუპა ჩვენ, - აი. უ. ბერიევი, თუმც პოეზიაზედ უკაცრაოდ ბძანდება, მაგრამ ენა მაინც უვარგა, თუმცკი ესეც გამოაპარებს ამ გვარ კონსტრუქციას რითმის ტრფიალებისაგამო „ფეხი გავიქნიე ხელი“ ფეხი და ხელი გავიქნიეს მაგივრად მაგრამ, ერთი ალილო ღვდელსაც წასცდებაო, ნათქვამია. ჩვენ მთარგმნელის თავად ერისთავის ენაკი სწორეთ ნაღველას გაუხეთქამს კაცს; ძალიან მოთმინება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ, „შეშლილი“ თავიდამ ბოლომდი წაიკითხოს. ვისაც არ წაგიკითხავთ „შეშლილი“ ჩვენ, ვითარცა კაცთ-მოყვარენი, არ გირჩევთ წაკითხვასა: პირველი, რომ უწყალოდ დაიტანჯებით, მეორე, რომ ჩვენ გაგვამართლებთ და ეგ, იქნება, თავად ერისთავს ეწყინოს. - ასეთ ნაირად ჭრიჭინებენ თავად ერისთავის ლექსები, როგორც გაუსაპნავი საპალნის ურმის თვალები; ასეთ ჟრჟოლას დაგმართებთ რომ „ჟამი მოგივათ გაციებისა“ თავად რაფ. ერისთავისა არ იყოს: ნამეტნავად ნაზ აგებულების ქალს მოარიდეთ ეგ თარგმანი, თორემ ჭლექით ჩავარდება. როგორ მოგწონთ ეს რახარუხიანი ღარმონია ამ გაუგებარ ლექსებისა:

„დედავ ბუნებავ! მშვენიერებით
შენ ყველგან ხარ თავისუფლებით“
თუ გინდ რომ იყო საშიშროებით,
მაინცა ჰსუნთქავ ღვთაებრიობით!“

აქ ორ პირველი სტრიქონში სწორედ იმისთანა კონსტრუქციაა, როგორც ზემოხსენებულ მაგალითში „ხელი გავიქნიე ფეხი“ და სწორედ იმისთანაც აუარებელი სიღრმეა ცარიელობისა. თუნდ ეგ არ იყოს, სულ ერთად გაშინჯეთ, რა მწყობრი, ხმოვანი ბრახაბრუხია რითმებისა! სად ალ. ჭავჭავაძე და ნ. ბარათაშვილი და სად შეშლილის მთარგმნელი!

ანუ ეს:

„ესე ყოველი სახელოვნება;
არს საიდუმლო აღსაარება[2];
რომელსა ერთი ერთისა სულით
ყველასა მართავს ერთისა ძალით:
ამა ქვეყნისა მშვენიერებას
და აგრეთვეცა საშიშროებას-
ზღვათა და ცათა, ქვეყნიერებას
რომელსაც უწოდთ ერთსა ღვთაებას“ და სხვანი.

ამ რვა ღარმონიულ ლექსში რაღაც ღრმა აზრი უნდა იყოს, მაგრამ ჩვენი სუსტი გონება ვერ მიწვდება და ვგონებთ, თვით უ. მთარგმნელსაც არ ესმის, აქ რა არის. თუნდ, რომ აზრიც იყოს, ამ გვარი გამოთქმა მისი, კაცს გულს გაუხეთქავს. აი უბრალო სიტყვების და რითმების რახარუხი! ამას იქით ვისაც არ უწერია ლექსი, თავად რ. ბარათაშვილისა არ იყოს, მართლა უნდა უხაროდეთ, რომ ლექსებს არა სწერენ, თორემ ამისთანა ორიოდე ლექსი, რომ წაჰსცდენოდა ვისმეს, აპოლონი, როგორც მარსიაზსა, ფეხებიდამ თავამდი ტყავს ააძრობდა და პირ და პირ ტრედიაკოვსკისთან გავხტუნებდა ფერხულში. აი კიდევ სამაგალითო განსახოვნება აზრისა:

„ეგრეთ ჩაფლული ოცნებაშია“ და სხვანი.

კაი ტლაპო ყოფილა თქვენმა მზემ! აბა, თქვენი ჭირიმე, ოცნება რა ტლაპოა, რომ ჩაფლობა შეიძლებოდეს! დანთქმული ეთქო, კიდევ ჰო, ტლაპო მაინც არ მოაგონდებოდა კაცსა და გაახსენდებოდა ან ზღვა, ანუ სხვა წყალი რამე, რომელზედაც მაინც კიდევ ათასჯერ ფაქიზია ოცნება.

„მეც დავინახე ცა, როგორც სისხლი,
ზღვებრივ ღელავდა, ღრუბლიდგან ცეცხლი,
თითქო ცა ღრუბლად გადაქცეული
დანთქმას გვიპირებს... და სხვანი.

აბა მოდი და ამ უთავბოლოდ აშენებულ სიტყვის ყორეში პოეზიის ვარდი მონახე! ჭინჭარიც არ არის, თორემ ვარდს ვინა ჩივის? „ღრუბლიდგან ცეცხლი“ პირველი, რომ ქართული ენა ბძანებს, რომ ღრუბლიდგან ცეცხლი უნდა იყოსო, მეორე გონება გვეუბნება, რომ თუ ქვემდებარეა, ზმნაც აქვს უნდა იყოსო. „ღელვიდა“ არის „ღრუბლიდგან ცეცხლის“ ზმნა, ნიშანი რაღად უზის განყოფისა? მაგრამ, თუ ნიშნებს გავყევით ჩვენ, ათასი სხვა შეცთომებია ნიშნის ხმარების შესახები. ვინ ამოსწერს სუყველასა?

„თოვლიან მინდორს, ახლორეს ტყესა,
ზედ დაჰნათოდენ ბნელსა ხევებსა,
ყუითუკის მსგავსად ჭირხლი ჰრტოებსა
გარე მორტყმოდა ფიჭვის ხეებსა“. და სხვ.

თუ აქ გაიგება რამე, ხელს მოვიჭრით! აქ რომ აზრის გაგება უნდოდეს კაცს, უნდა თავთავის ალაგს დასვას გადარეული რითმის გულისათვის სიტყვები. აი აქ როგორი სიტყვის მოწყობილობაა, ანუ კონსტრუქციაა: „ხელი გავიქნიე ფეხი“. იქნება ჩვენ შეშლილის მთარგმნელს ჰგონია, რომ „ხელი და ფეხი გავიქნიე“ და „ხელი გავიქნიე ფეხი“ ერთი და იგივე იყოს? არა, ერთნი არ არიან. ამ ორ მაგალითში, მართალია, ერთი და იგივე სიტყვებია, მაგრამ ის სიტყვები ერთგან თავის ალაგს არიან, მაგ. „ფესი და ხელი გავაქნიე“ და მეორეშიკი არა, იმისთვისაც „ფეხი და ხელი გავიქნიე“ მეც მესმის და თქვენც „ხელი გავიქნიე ფეხი“ არც თქვენ გესმით, არც მე.

„ჩემი ცხენები როგორც შეშლილნი“
და სხვანი.

ჭკვიდამ ხომ არა? ძალიან ახალი ანბავი იქნებოდა, მართლა დასაბეჭდი. სწორედ უნდა თქოს კაცმა, რომ ეს IV მუხლი, თუ თავი კაზლოვს ლამაზად აქვს გამოყვანილი, ასე, რომ მთელ კაზლოვის თხზულებაში ძნელად იპოვნით ამისთანას. აბა ეხლა გაშინჯეთ თავად ერისთავის თარგმანი რა საცოდაობაა! თუ კაზლოვი შეგძულდეთ ჩვენო, თავისი ბრალი ისე არ იქნება, როგორც მის უწყალო მთარგმნელისა. თუმცა კაზლოვი, მართალია, იმისთანა მწერალია, რომ არაფერი დაეწერა, რუსეთს იმითი არ დააკლდებოდარა და რადგანაც დაუწერია, იმითაც არ მოჰმატებიარა, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც შებრალება უნდოდა და არა ეგრეთ გაწირვა.

„ძველი საყდარი ვგონებ ფიცრისა
დგას, საფლავები გარემო მისსა
ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს“
და სხვა

კიდევ ქვემდებარეა და ზმნა ოცნებაებში ჩაფლულა და ჩაჰბარებია პატრონსა: „საფლავები გარემოს მისსა“ უზმნოდ ბძანდება. არა, არა, ეგრედ წერას ვერ აიტანს კაცი, ასე ჰგონია კაცსა ახალი მოსწავლეს გარმიანელს უცხოვილებია კალამი ენის გასავარჯიშებლად და არა ჟურნალში დასაბეჭდავად. - უზმონოდ არა ენა, ფრინველის ენის მეტი, არ იხმარება და უფრო ჩვენი დალოცვილი ენა; რუსეთში ზოგიერთგან არსებითი ზმნა არ იხმარება, მაგრამ ქართული რუსუსლი ხომ არა არი? ქართულში ყოველთვის ზმნა უნდა, - ეგ მეორე კლასის მოწაფემაც იცის. „ძველ კარის ბჭეში კანდელი ბჟუტავს მის სიახლოვეს ვიღაცა სუნთქავს“... და სხ.

გესმით! მთარგმნელი ამა პოემისა, (თუნდ თვით დამწერი კაზლოვი, სულ ერთია), ზის მარხილში, ნაბადში შეხვეული და მიაქროლებს, „ზარი წკრიალებს“ „მარხილი ჭყრიალებს“ როგორც თავადი ერისთავი გვარწმუნებს; გზის იქიდამ მდინარის პირზედ ერთი ფიცრის საყდარია, იმ საყდრის ბჭეში კანდელია, იმ კანდლის ახლო ვიღაც სუნთქავს და ის სუნთქვა ესმის მარხილში მიმაქროლებელს, ნაბადში შეხვეულს „ზარის წკრიალში“ და „მარხილის ჭყრიალში“!! აგანგალა განგალა, გამოუცვნია! კაი ყურები არ უნდა ჰქონდეს იმ კაცს, რომელსაც ის სუნთქვა გააგებინა თავად ერისთავმა! გვიხარიან, ტელეგრაფები აღარ მოუნდება საქართველოს თუ მაგისთანა ყურების პატრონები ჰსცხოვრებენ, რომ ისე ლამაზად შორიდამ ესმით ვიღაცის სუნთქვა. გამოყვანეთ ის ბედნიერი კაცი, დააყენეთ მოედანზედ და დააგდებინეთ ყური ქვეყანაზედ რა ანბავია, ის მოედნიდამ ყველაფერს გაიგებს. მერე თითონ ის ვიოღაცა საშინელი მსუნთქავიც კარგი ცხრა თავიანი მდევი უნდა ყოფილიყო, რომ ისე ესუნთქა, რომ გზაზედ მიმაქროლებელს მარხილითა ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაეგო. არა თავადო ერისთავო! ბევრიც რომ გვიფიცოთ, რო ეგ მართალია, მაინც არა გვგონია, მაგის დამტკიცება მოინდომოთ. ეს უშესაბამო შეუძლებელი სინთქვის გაგება კაზლოვისა ნუ გგონიათ, ჩვენო, ეგ თავად ერისთავის მოგონილი გახლავსთ პოემის გასამშვენიერებლად. კარგად უხერხნია! თავად ერისთავს უხმარია ეს უშესაბამობა იმისთვის, რომ სიტყვაზედ „ბჟუტავს“ რითმა ვერ მოუწყვია, ამის და გამო გაუფიქრია.„მოდი მიუწერ „ვიღაცა სუნთქვას“, რითმა ხომ გამოვა, უაზრო იქნება, აზრიანი, ღვთის მადლით, მოდავე არავინ მეყოლება; არავის არა ჰყოლია და მე რა ღმერთი გამიწყრება ჩვენკი მოულოდნელად გამოგიჩნდით, თავადო. ერისთავო!

„თეთრი მკერდი, ბუნებით ქმნული“

ესრე ნაწყვეტ ნაწყვეტ რომ ვიღებთ ლექსებს თავად ერისთავისას ნუ გეგონოთ, რომ ძალათა ვშვრებოდეთ, რათა დაუკარგოთ აზრი, არა ამოწერა გვეზარება. თქვენვე შიგ ჩართვით წაიკითხეთ და მაშინ უფრო უაზროდ გეჩვენება ეგ ლექსები.

„ბუნებითი ქმნული“ რომ არ დაემატნა უ. მთარგმნელსა, პირველი, რომ რითმა არ გამოვიდოდა, მეორე, რომ მკითხველი იფიქრებდა, არა, ბუნებითი ქმნული მკერდიც პირველზედ თუ გაგიფიქრიათ, მართალი ხართ, უ. მთარგმნელო, მეორეზედკი უკაცრაოთ არ ვიყოთ, შემცდარხართ. მაგას არავინ არ იფიქრებდა. - აი რითმის გულისათვის ორი სიტყვა სულ გამოსადეგნი ჩაგიტანიათ, განა მარტო ამ ზემოხსენებულს ლექსებში, ბევრგან სხვაგანაცა, განა რითმა რომ არ იყოს, პოეზიაც არ იქნება? აბა აიღეთ ურითმო ლექსები თავადი გრ. ორბელიანისა, თუნდ ბოლონდელი ოკტომბრის ცისკრის „ო... დარდები“; აბა ყურადღებით წაიკითხეთ, რა პოეზიაა მაგ ურითმო ლექსშია! თვალწინ წამოგიდგებათ ის ჩათუქესანი ტფილისის ქართველი, რომლის ნატვრა და სამოთხე კახური ღვინოა, სიყვარული და ორთაჭალის ბაღები. აბა ნახეთ ის ქართველი პაჟარნი, ნაბად წამოსხმული, ლოთურად ჩითმერდინით ყელზედ, როგორ გულმოდგინედ შეჰყურებს თავის საყვარლის ფანჯრებს, ვინცკი დაუშლის, აღრინდება და ეუბნება: „მოდი ამ ვირს ეშხზედ ელაპარაკე“ რამდენი ნამდვილობა და ჭეშმარიტებაა მის წმინდა ქართულ პოეტურ დარდებში, კვნესაში და ნატვრაში! პოეზია განსახოვნებაა ჭეშმარიტების, ცხოვრებისა და არა ჯაჭვი უთავბოლოდ გადაბმულ რითმებისა. არა, როგორც ვხედავთ, თქვენ ძალიან სულ წასულხართ გყვარებიათ რითმების რახარუხი, იმისთვის შეგიწირავთ აზრიც, ფიქრიც, ის ცოტაოდენი გულის სითბოც, რომელიც ალაგ და ალაგ ჩანან ორიგინალშია, სულ ხელ აღებით მოგითხრიათ კაზლოვი.

„იმ მშვენიერსა, თოვლებრივ თეთრსა
ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენ მის შუბლსა...
და სხვანი.

ჩვენ მივხვდეით, რის თქმაც გინდათ თქვენ: იმ მშვენიერ თოვლებრივ თეთრსა შუბლსა ხუჭუჭნი თმანი ჰფარვენო; მაგრამ ისევ ის გაუთავებელი „ხელი გავაქნიე ფეხი“ გაგიდვიათ. ათასი კიდევ სხვა ამისთანა მაშრიყმაღრიბულ ენის კონსტრუქცია აქვს თავად ერისთავს თითქმის ყოველგან, მაგრამ ჩვენ აღარ ამოვსწერთ.

„გაჰსწი, გაჰკურცხლე! იმის ანბავი
შენ მომიტანე, რომ სატრფო თავი
ჩემზედ რას ჰფიქრობს“... და სხვანი.

სასაცილოა, რომ რითმის ტფილების გამო კაცმა თქვას: „სატრფოს თავი ჩემზედ რას ფიქრობსო“ თავი იფიქრებდა, თუ იფირებდა, ფეხები ხომ არა, რაღა თქმა უნდა მაგას? როგორც ვხედავ, თავადი ერისთავი ფეხებსაცკი აფიქრებინებდა, რომ რითმას მოეთხოვნა. მერე პოეტი რა ლაპარაკობს შეშლილზედ ათავებს ეგრე მშენივრად:

...„გულს აწუხებენ
ძველი საყდარი, ის საფლავები
თითქოს ბნელაში დგებიან მკვდრები
დაყრუებული ის არე მარე
საშიშარია ეგრეთი ღამე
ჩემ ფიქრთ აღელვებს ეს მოსაუბრე“ და სხ.

წადი და ეძებე ვინ მოსაუბრე? დაყრუებული ღამე, თუ ის არემარე? აი ამათკი სწორედ უზმნო ენა აქვსთ, თუ ეგენი არიან მოსაუბრეთა.

„არა, რა მესმის გაუგებრადა“,

გაუგებრად ვისრა ესმის, რომ თქვენ გაგეგოთ? სულ ამაო ჩივილია. მაგრამ თუ მარხილით მიმაქროლებელმა, ზარის წკრიალში და მარხილის ჭყრიალში გაიგო ის სახელოვანი ზემოხსენებული სუნთქვა საყდრიდამ, თქვენ გვიკვირს, გაუგებრად რატომ არ გაგიგიათ?

„თითებითა თვლის კიდეცა თვეებს“
და სხვანი.

ახალი თვლა შემოუღიათ საქართველოში - თითებითა და არა ჭკვითა. ჩვენ მარტო ის ვიცით, რომ თითებზედ შეიძლება თვლა და არა თითებითა.

„ვხედავ საცრათ მე სანახავთა
თითქოს რაღასაც მოჩვენებათა;
იქნება არის მხოლოდ ოცნება,
მაგრამ ბუნება თვით რომ იცვლება!“ და სხ.

ამ ორ პირველ სტრიქონშ კიდევ იგივე „ფეხი გავიქნიე ხელია“; ჩვენ ამისთვის კი არ ამოვწერეთ ეს ლექსი, რომ ეს გვეჩვენებინა, არამედ იმისთვის, რომ უალაგო ალაგს „მაგრამ“ კუნტია. მაგრამ, ეგ ისეთი პატარა შეცოდებაა სხვა ახოვან შეცოდებაებთან, რომ თითქმის ღირსებად მიეწერება თავად ერისთავს და არა ცოდვად.

„აი ამ ქვემო მოხსენებულ ლექსში
გაშინჯეთ
რა აუარებელი ტანჯვაა გამოთქმული
და იქავე ცოტაოდენი ნუგეშ, რომელიც
ჰხურვებია შეშლილსა და არ მოსცემია, მაგ“.

„დილით, თუ ღამე ვფიქრობ მასზედა ცრემლი არ მშრება არც ერთ თვალზედა და სხ. ერთ ერთ თვალზედ მაინც შეშრომოდა, რა უღთობაა! მითამ რა ნუგეშია, რომ ერთ ერთ თვალზედ შეშრეს, მეორიდამკი ჰსცვიოდეს ცრემლი?

„მის საშინელსა ჩემსა ტანჯვასა“ და სხ.

ეს არ არის ნეტავი გვითხრათ? თუ ის საშინელი ტანჯვა მისია, თქვენი რაღად იქნება, თავადო ერისთავო, და თუ თქვენია, იმისი რაღად იქნება? მაგრამ მაინც კიდევ დაძმურად გაგიყვიათ: სახელი არსებითი თქვენ აგიღიათ და იმ არსებითი სახელის ზედ შესრული შეშლილისათვის დაგითმიათ, კიდევ კარგი, რომ ხელცარიელი არ დაგიგდიათ.

„ბნელი ტუტუნი... და სხვანი.

მითამ ნათელი ტუტუნიც არის ქვეყანაში, არა გვგონია!

„იცი რა მითხრა, ღამე მთვარეში„ და სხ.

ეს სულ ახალი გამოჩენაა ასტრონომიაში! რომელ ტელესკოპით დაუნახავს თავად ერისთავს ღამე მთვარეში?

„ან სვინიდისის მე ყვედრებაში
რისთვის ჩავარდი ვფიქრობ ჩემ თავში...
და სხვანი.

რა ჩაუვარდა საწყალს შეშლილს თავშია, რომ ეგრე ჩივის? არაფერი არ ჩაჰვარდნია თავში, მხოლოდ თავად ერისთავს ვერ მოუხმარია ზმნა. პირველი პირი ამ ზმნისა ჩავვარდი არის და არა ჩავარდი. თუნდ რომ ეგრე იყოს, რომ „მე ყვედრებაში რისთვის ჩავვარდი, ვფიქრობ ჩემ თავში“ რაღა არის! რატომ „ვფიქრობ“ ამის წინ ნიშანი არა ზის? მერე ვფიქრობ ჩემ თავში რაღა სათქმელია, ვინ იცის რომ ფეხებში ფიქრობა არ შეიზლება? მაგრამ ვინ იცის? თუ ღამე მთვარეშია, რატომ ფიქრობა ფეხებში არ იქნება!... და სხვანი და სხვანი ჩვენო კეთილო მკითხველო !

თავიდამ იქამდი, სადამდინაც მე წავიკითხე ეს შეშლილი, სულ ამისთანა შეცდომებია, მაგრამ ჩვენ სულ ყველა იგი რომ ამოგვეწერა ხელახლად დაბეჭვდა მოუნდებოდა თითქმის, ის არ ეყოფა ამ საშინელს თარგმანს, რომ ერთხელ ეღირსა დაბეჭდა, რომ მეორეთაც არ დაბეჭდილიყო? ჩვენც თითონ ისე დავიღალენით, დავიქანცენით, დავყრუვდით რითმების უთავბოლო რახარუხით, რომ ვერ შევძელით შეშლილის ბოლომდი წაკითხვა. სწორედ მეოცდა მეერთეს თავის, თუ მუხლის მეხუთე სტრიქონზედ შევდექით! კიდევ ბარაქალა ჩვენს ბიჭობას, რომ იქამდი მივსულვართ!...

ეს არაცა ვსთქვით ჩვენა, მგონია სამყოფი იყოს, თითონ მკითხველი დაგვემოწმოს, რომ სწორედ მიწასთან გაუსწორებია ისიც არც ძალიან მაღლა მდგომარე კაზლოვი. საწყალი კაზლოვი! იფიქრებდა რომ იმისი შეშლილი, რომელზედაც იქნება უტირნია, რომ ესრეთი სასაცილო ქინებოდა თავად ერისთავის თარგმანში? მართლა რომ კაზლოვს შეშლილი სრულად შეშლილა ქართულს ენაზედ; ერთი ბეწო შებრალება და სიყვარული არა ჰქონია იმის მთარგმნელს არც იმისი, რაც უთარგმნია, არც თავისვე, ამორჩეულ პოეტისა, არც ხელოვნებისა არც თავის მშობლიორ ენისა. მარტო ჩანს, რომ საკვირვლად ჰყვარებია თავად ერისთავს რითმების რახარუხი.

მთელს თავის თარგმანში თავად ერისთავს აქვს ექვსი სტრიქონი ლექსი ასეთი დამაზი და მსუბუქი რომ ჩვენც არცკი გვჯერა, რომ იმისი დაწერილი იყოს. აი ის ლექსები რა რიგად ჰხატვენ შეშლილის მდგმოიარებას:

„ხან მიიხედავს, ხან მოიხედავს, გარემოს ჩვენსა საფლავთ შეხედავს ამოიოხრებს იწყებს ლოცვასა ხან ათრთოლდება შეხედავს ცასა შეშინებული მე მომეკვრება და ხან უეცრად კრეჭას მოჰყვება“

აი აქ ჩანს ენაც, მხატვრობაც, აზრიც და ის სურათი, რომლის წარმოდგენაც ცხადად შეიძლება. ეს ლექსები ისე შვენიან დანარჩენ ლექსებში, როგორც ვარდი ჭინჭრებში. სწორედ უნდა ვსთქვათ, რომ ეს ლექსები ისეთი ლამაზები არიან რომ ჩვენ გვიკვირს ამისთანა ლექსები როგორ შესძლო იმან, ვინც მაგალითებს ეს დასწერა:

„ესე ყოველი სახელოვნება;
არს საიდუმლოს აღსაარება;
რომელ არს ერთი ერთისა სულით
ყველასა ჰმართავს ერთისა სულით
ამა ქვეყნისა მშვენიერებას
და ეგრეთვეცა საშიშროებას,
ზღვათა და ცათა ქვეყნიერებას-
რომელსაც უწოდთე ერთსა ღვთაებას!“
და სხვანი.

ეხლა როცა გვინდა კალამი თავის ალაგს დავზდვათ, ფიქრათ მოგვივიდა: იქნება თავად ერისთავმა გვიწყინოს ეს პირ მიუფერებელი სტატია, არა გვგონია. ჩვენ ყველანი ქართულ ენის ხმარებაში ცოდვილნი ვართ და ჩვეულება ურთი ერთის ცოდვებისა არ იქნება მომატებული. მაშ როგორ უნდა გავსწორდეთ, თუ ჩვენი სიმრუდე არ გვეცოდინება? ნეტავი ორიოდე კაცი იყოს საქართველოში, რომ ჩვენი ბოროტება ერთიანად ასწიოს და დაგვანახოს... აბა ის იქნება ნამდვილი და საქებარი მამულის მოყვარე და არ ის ვინც მეტისმეტად დამჟავებულ სიყვარულისა გამო, ანგელოზივით ასახელებს საქართველოსა. ბოროტების ღვიარება ნახევარი გასწორებაა. თუნდ რომ იწყინოს თავად რ. შ. ერისთავმა ჩვენი პირ მოუფერებელი სტატია, რა უყოთ? მისი ნებაა! სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა პაპათგან: მამაული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ უპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას? სხვისა არ ვიცით და ჩვენკი მშობელ მამასაც არ დაუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას; ენა სამღთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს. იქნება ჩვენც ამ სტატიაში ბევრი შევცოდეთ ჩვენს საყვარელს ენასა, მაგრამ ჩვენ არა ვხედავთ, მაგის განხილვა მკითხველის ნებაა. ჩვენის მხრით ამასკი ვიტყვით, რომ ჩვენი ქართული ენა ისე გვიყვარს, რომ ჯერ ვეცდებით და თუ ღმერთი გაგვიწყრება და უხერხოთ მოგვივა რამე, მის შენიშვნას სიხარულით და მადლობით მივიღებთ.

დასასრულ, თუ მკითხველი ეყოლება ჩვენ სტატიას, მასთან ბოდიშს ვიხდით ჩვენ: იქნება იგი ჩვენს სტატიაში ერთს ჭკვიანურს განხილვას ელოდდა და ვერა ჰპოვა. რა უყოთ? როგორიც ღვდელია ისეთიც ერიაო, ანბობს ქართველი ანდაზა, როგორიც პოემა იყო ნათარგმნი, იმისთანაც ღვთის წყალობა თქვენ გაქვსთ, განმხილავიც შეჰხვდა. ჩვენ ჩვენის ენის დამცირებამ დაგვაწერინა ეს სტატია თორემ ჩვენ ვინა და კალამი ვინა?

თ. ილ. ჭავჭავაძე.

1861. წელსა, ნოემბრის 5-სა დღესა.

ლოტოთი ლოთობაზედ ქუთაისში.

__________________

1 უჱ, ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ეს ასოები სულ არ გვიხმარია ჩვენ სტატიაში; თუ ვინიცობაა ეს ენის წინააღმდეგად მიაჩნდეს ვისმეს, ჩვენ ყოველთათვის მზათ ვართ გავსცეთ პასუხი და გამოუცხადოთ რა მიზეზითაც არა ვხმარობთ.

2 აქ აღსარებაშია მოუმატნია, რადგანაც სილაბი არ გამოდიოდა, მაგრამ ეგ პოეტიკური სილაღეა, მიეტევება!?

7 ლოთი ლოთობაზედ ქუთაისში

▲ზევით დაბრუნება


ლოთი ლოთობაზედ ქუთაისში

წარსულს სეკტემბრის წლის ცისკარში იყო თ. იმერელისაგან დაწერილი სტატია „ლოტო ქუთაისში“, მოკლე, გაურკვეველი და არა შემდგომილი აღწერა. მაგრამ ავტორი მისი არ გამოდის სამძღვრიდამ მრჯელობისა. ის ანბობს, რომ ლოტო მეტად გავრცელებულია ქუთაისის საზოგადოებაში, მაგრამ არ რაცხავს მას არა რაიმე ნაკლულევანებათა შორის, და არცა ჰპოვებს მასში არა რაიმე ცუდსა დაწყობასა. მე მეგონა, რომ ეს ასეთი შეურაცხავი აზრის იყო, ესე იგი ლოტოზედ წინააღმდეგი წერა, რომე ამით დასჯერდებოდნენ. ამ წლის მარტის წიგნში ვიხილე თ. იმერელისა, როგორც ჰსწერს იგი, „ლოთობა ლოტოთი ქუთაისში“ ვეება პოემა რომელშიაც ჩემის აზრით მკითხველი ვგონებ მხოლოდ ენისა მეტს ვერას ჰპოებს ღირსებასა. მეტად უსაფუძვლოდ არის დაწერილი, შეუსაბამოთ და უზდელათ. ვგონებ უ. იმერელი უფიქრელათ და მხოლოდ იმ აზრით, რომე გახდეს თანამეშრომე „ცისკრისა“, დაუბღაჯამს ესე. თვითონაცკი ხედავდა თავის უშვერს აზრსა და არ მოაწერა სახელი. კაცი თუკი მართალს ანბობს, არაფრის არ უნდა ეშინოდეს და არც გვარს მალავდეს. თვითონ ხომ პირველის სტატიის დამწერს უწოდებს ფრთხალად, მაგრამ თვითონაცკი არ ყოფილა კარგი მხედარი. რა საკადრისია ასრე მეტად ქალების შეურაცხება. იქნება იფიქრა, რომ ქალთაგან არ დაუწერდა არავინ კრიტიკას. რატომ ამას კი არ იფიქრებს, რომ გამოცა კაცი, რომელიც დაეტაკება მას, ვითარცა მხედარი მხედარს ტურნირზედ, რომ ეს ჩვენი პატიოსანნი, ზრდილნი და უმანკონი ქალნი განამართლოს ამისთანა ცილის წამებაში. რა დასაჯერია რომ ვითომც ქალებს რა წაეკითხოთ სტატია ბ. ლოტოზედ ეთქვათ: „თუ ჩავიგდეთ ჩვენ ხელში ის პირიო, რომელსაც ჩვენ დაულანძღივართო ცემით მოვკლავთო“. ამაზედ ავტორი აღიჭურვება ნიჩბით, ბეთურთ და განაგრძელებს „მე და ბ. თუ ცოცხლები ვართ თუნდ ასი ქალიც რომ შემოგვეხვიოს ერთს ასეთს დავყვირებთ, რომ სულ ყორნებსავით დავფანტავთო“. მიბძანეთ თქვენი ჭირიმე მკითხველნო, სად მიუღია გაზდა თავად იმერელს, ოკეანიაში თუ სადა, რომ ამისთანა სიტყვებს უშვებს პირიდან ქალებზედ. თუნდ რომ გულში კიდევაც ქონდეს. ჩვენ ბუნება და მემრეთ სწავლა ამას გვეუბნება, რომ რაც შეგვიძლიან მოვექცეთ ზრდილათ და მოწიწებით ქალებს როგორათაც სიტყვით, ეგრეთვე საქმით, რადგანაც იგინი არიან ასეთნი სუსტნი არსებანი, რომელ ჩვენ კაცთა ვერ შეგვებმებიან რაც უნდა დაუშაოთ და ესრეთ უნდა იჩაგრებოდნენ. ამას არ ჯერდება ავტორი, კერძობითი სული გამოჰყავს ასპარეზზედ და თვითოეულად აღწერს მათ ხასიათს და გულის სურვილს. რასაკვირველია ყველა ესრე დიდს მიკროსკოპში არის წარმომდგარი. ის ანბობს „ერთს წუთს არ შეუძლიანთ ულოტოოთ გაატარონ დროო. ათენებენ ლოტოთიო“, მოდით და დაიჯერეთ, რომ მართლა ასე ლოთობდნენ ლოტოთი აქ ქალები. კაცს პურის ჭამაც მოსწყინდება ბევრსა, არამცთუ ყოველს წამს ყურება ლოტოსი. „ოთხოთხი ფარანი აქვსთ თვითო ქალსაო,“ რადგანც ავტორის აზრით თვითო მეორე მოსვლა არ შეაყენებს ქალს ლოტოს სათამაშოზედ მისვლას და დაბრუნებისას გასანათლებელად გზისა. თავადი იმერელი ქალებს კი არ დასცინის, არამედ ქუთაისს, ამიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ დიდის შრომით არ შეიძება მთელს ქალაქში ოციოდე ფარნის შეკრება. ამითი დასცინის ის აქაურს ვაჭრობას. კიდევ ანბობს „ერთხელ კირიალეისონი რა გაიგონეს ქალებმა, ეგონათ გიორგაძე ლოტოს თამაშობს ეკლესიაშიდაო“. პირველად ეს აზრი არის წინააღმდეგი ეკლესიისა და მღვდლისა, შემდეგ მითომ ავტორმა რითი მიიღო ჩვენი ქალები ისე სუსტის ჭკუით, რომ კირიალეისონს ვერ განარჩევდნენ ლოტოს ნუმერაციაში. რა ბრძანებთ მე თვითონ ვყოფილვარ მოწამე, რომ ორის წლის ყმაწვილს პირჯვარი დაუწერია კირიალეისონზედ და ნუმერაციაზედ, სწორე მოგახსენოთ, არა მქონია შემთხვევა გაგებისა. განაგრძელებს იგი „ერთი ერთმანერთსა გლეჯენ ფლეთენ ლოტოს თამაშობაშიაო.“ ამაზედ საუბედურით ვერ დაუთანხმდებით ავტორსა. ჩემის მოკლეს ჭკუით, მე ვფიქრობ რომ თუ კაცს კაცთან მოუვიდა ჩხუბი, მერმე ჩვენს ხასიათთან, გარიგება ძვირათ მოხდება. მაგრამ აქკი ყოველ დღე კი ქალები თავს მოიყრიან ერთი ერთმანეთთან და ატარებენ დროს. ჰსჩანს რომ ნაჩხუბები არ არიან ერთი ერთმანერთთან. არ ეშვება თავადი იმერელი „შინ არ მუშაობენ ქალებიო“, ვგონებ უფ. ავტორი არ არის აქაური მცხოვრები, თუ არის, რა უკეთებია, რომ ეგეც არ გაუგია. ნეტამც მიბძანოს ასე მშვენივრად რომ იცმენ აქ ქალები და იმერული ნაკერი ოქრომკერდით ყველამ იცის რაც არის, მითომ გონია პარიჟიდამ მოსდისთ? ანუ ქუთაისი მოდისტკებს აკერინებენ? კიდევ. „შვილებს არ ზდიანო.“ თავად იმერელს უნახავს ქუჩებში მორბინალე ყმაწვილები უპატრონოდ, ანუ იქნება თავის ფულით გაუზდია ისინი. იტყვის „არ კითხულობენო“. შრომა მიიღოს უფალმა ავტორმა და თვალი გარდაავლოს ხელთ მომწერთ სიასა და ნახავს შედარებით რიცხვთა მცხოვრებთა, რაოდენი გამოიწერების ეკზემპლიარი ცისკრისა იმერეთში.

თუ რომ უ. ავტორი ნაკლულევანებად რიცხამს ლოტოს მეტად თამაშობასა, ამაზედ უარს არ ვიტყვი, რომ სასარგებლო იყოს ასეთი შენიშვნები. კაცი, რომელიც სცხოვრებს საზოგადოებაში, ვალდებულია, რომ როდესაც რაიმე ცუდსა ხედამს, მაშინვე გამოაცხადოს წერილით, რომე ყოველმა დაინახოს, როგორათაც მზე ნათლად, რასაც მოიქმედს ცუდად. თორემ სხვით არაფრით არ შეიძლება, ხალხმა მოიშალოს თავისი ნაკლულევანება. რა დროის ისტორიასაც გნებავს მიხედეთ, რა განმრავლდებოდნენ ნაკლულევანებანი, დაიბადებოდნენ სატირიკნი, რომელიცა წინა აღუდგებოდნენ მრავალთა დაბრკოლებათა და შიშთა და ოთახში ანუ გარეთ ყვიროდნენ ამაზედ. მივხედოთ თვით ეხლა ანგლიას, რა რომ არათუ მწევრის საზოგადოებისა, არამედ პირნი, რომელნიც შეადგენენ მართებლობასა რა გარდავლენ კვალსა თვისსა, მაშინვე გაიმსებიან გაზეთები და ჟურნალები ბროშუროებითამით წინააღმდეგად. აი ერთი მაგალითი, სწორეთ არ მაგონდება დრო, ვგონებ ამ ოც და ათის წლის წინეთ ანგლიის მინისტრის რობერტ-პილის დროს საშინლათ მკაცრი დამოჟნა იყო, ასრე რომ თვით მხარეში არ იყო პური, სამძღვარ გარედან არ შემოქონდათ დიდის პოშლინისგამო. ხალხი დამშივდა, შეირყა, ბროშურა ბროშურაზედ გამოდიოდა მართებლობის წინააღმდეგ. დამოჟნები აღხოცეს და ეხლა, არამცთუ ანგლიაში შემოაქვთ პური, ბევრი სცდება, რომ ლოტოს თამაშობა მიაჩნია ნაკლულევანებად. იმას ჩემის აზრით სრულებით არ ცოდნია საზოგადოების ცხოვრება, და მეტად სასტიკად სჯის. იმას უნდა, რომ ყველა ფილოსოფოსნი იყვნენ და სხვა და სხვა ახალს გამოჩენებას აკეთებდენ ანუ მთელი დღე თავს არ იღებდნენ წიგნიდამ. არას დროს კაცი არ უნდა ჩავარდეს უკიდურესობაში, ყველას თავისი დრო უნდა ქონდეს, კითხვისაც და შექცევასაც. თავად იმერელს რომ მიყვნენ, ორ დღეზედ ისე მოწყინდებათ საქმე, რომ შესძულდებათ უკეთესის თხზულების დანახვა. თამაშობაებას აქვს თავიანთ დანიშნულება და არც არიან უჭკუოთა კაცთაგან მოგონილნი. ესენი შემოღებულნი არიან დროთი კაცისაგან, რა იგი შემოდიოდა ნელ-ნელად განათლებაშდ, თვის შესაქცეველად, ვითომც რითი ჰსჯობდეს ფრაფერანსი ანუ ტანცაობა. რა მოიყრიან კაცები სადმე თავს, კაცი ვეღარ მოასწრობს თავლს, რა ჩასხდებიან სამიოდე კაცი კუთხეში, სიჩუმე საშინელი. ამ დროს ერთი მათგანი არა მადლობელი ვისტეიუშჩის გამოსვლისა, წამოხტება, მიაყრის ქაღალდს პირში და წავა ბაასი, რომლისა ბოლოს ბევრჯელ მოხდება ხრმალში გამოთხოვა და სხვა. რამდენჯელ გაგვიგონია და ვყოფილვართ მოწამენი, რომ ჩვენი ძმა ერთს კარგს ღამეს გაათენებს, მიაჭყლეტს, ოც და ათიოდე თუმანს და მერმე სცხოვრებს მამა ანტონის საზრდოზედ. ბალებში ანუ ვეჩერებში ტრიალებენ როგორც დაგიჟებულები. ეს უფრო მოსაწონია თუ? ერთს მხარეზედ შეხედამ წაქცეული ბძანდება ქალი, მეორეზედ გულშემოყრილს აბრუნებენ. და რამდენი ცივდებიან და ემართებათ ანთება. რა ვქნა რო არ მესმის რითი ჰსჯობიან ლოტოს ეს თამაშობაები? თუმცა ღმერთია მოწამე მე არა ვარ წინააღმდეგ არცა ერთსა დროს გატარებაზედ, რადგანც მოითხოვს თვით ამა ბუნება კაცისა. ლოტოში ამაზედ დარწმუნებულია ყველა არცარავის გული ეყრება, არცარავინ უპატიურად ხდება და არც ღარიბდება. დიდი საქმეა, რომ ორი ანუ სამი მანეთი მთელს თამაშობაში კაცმა წააგოს.

არ მესმის მე, ასრე უცებ როგორ ეცვლება ავტორს აზრი. აქამდინ ის ამდაბლებდა და ეხლაკი მიულაქუცუნდება და აყავს ზეცამდე, როგორათაც სილამაზით, ეგრეთვე ჭკუით ისეთნი მკითხველნი! მე მხოლოდ ამ ერთს აზრზედ არა ვარ წინააღმდეგ. სამი წელიწადია, თვალი მიდევნებია და ტყუილს არ ვიტყვი, იმერეთის ქელებისათვის ბუნებას არა დაუშურებია იმას და შეუმკია ისენი ბევრის ღირსებით და სილამაზითა, ნიჭს მათისას აღარ უნდა შორს ძებნა. ყველას წაეკითხებათ „წიგნი, მიწერილი უ. რედაკტორთან უ. ბაქრაძისა შესახებ თეატრისა“ რომელიცა იყო აქ ამ წლის მარტის სამს. აქ ითამაშეს „გაყრა“ თავადი გიორგი ერის-თავისა. შესანიშნავი პირველად ის არის, რომ რა აზრით ითამაშეს. კალმასობის დასაბეწდავად. პირველად იმერთა გაიგეს საჭიროება რა საზოგადოებისა და ამით აღასრულეს ესე შეუწევნელად მთავრობისა. დროს განვლო, როდესაც სახალხო საჭიროების აღსრულებაში მოყვანისათვის, საზოგადოება მიმართამდა მართებლობასა შემწეობისათვის. ეხლა საზოგადოებამ თვით უნდა იზრუნოს თავისა თვისისათვის. როგორათაც კაცთა, ეგრეთვე ქალთა, დიდათ კარგათ აღასრულეს თავიანთი საქმე - თეატრში, ყველანი კვირობდნენ ნიჭზედ, გამბედაობაზედ თათელასას და ყარდაშვერდისას და ნინოსას, პატივი და ღირსება ამ ქალთა, რომელთაც დაამტკიცეს ეს ჩემი აზრი.

თ. ზ. ერის-თავი

25-სა მარტსა 1861 წელსა.

ქ. ქუთაისი .

8 ნაკმაზი.

▲ზევით დაბრუნება


ნაკმაზი

(განგრძელება.)

იმ დროს მეც მივედი და პატარა იმათ მოშორებით დავდექი. აქეთ და იქით ტყუილათ ვიყურებოდი, ვითომც ვეძებდი ვისმე და ყურიკი იმათკენ მქონდა. ინჩხაბარე რომ გავიგონე, მაშინვე ვსთქვი, უთუოთ ესენი ახალს ანბავს რასმე იტყვიან მეტქი, რადგანაც ინჩხაბარე ისეთი რაღაცა ძალია პატრონი არის მეთქი, რომ კაცს უნებლიეთ ათქმევინებს როგორც საიდუმლო და დაფარული საქმე იყოს მეთქი. მართლაც რომ ინჩხაბარესთვის საიდუმლო არა ჰსცხოვრებს ქვეყანაზედ. რომ იტყვიან ხოლმე ეს და ეს საქმე რაღაცა უცნაურის მოგვრის ძალით მოხდაო, მერწმუნეთ, რომ ამ გვარის ძალით ჰსწორეთ ინჩხაბარე არის მინიჭებული. ამ ძალამ როგორც ეტყობოდა, შეარყია საწყალი ეჯუფა და უნდოდა თუ არ უნდოდა უამბო პოღოსას ერთი ახალთ-ახალი, რომ იტყვიან, ცოცხალ-ცოცხალი, ანბავი, რომელიც იმ საათში პოლიციის წინ მომხდარიყო.

ვინცკი ყოფილა ტფილისში ყველამ იცის, რომ პოლიციის მეიდანი არის ალაგი, სადაც შეიყრებიან ხოლმე მედროშკები. იქითკენ რომ კაცი გაივლის ყურებს მოსვენება აღარა აქვსთ და აღარაფერს აღარ გააგებინებე. „მობძანდით ბატონო? საცოდავად დაგეღრიჯება აქეთ იმერელი მედროშკე; ღიმილით. მოგძახიან იქით რუსები. უნდა გაიგოთ იმათი ყვირილი, როდესაც ჩვენ ყმაწვილებს დანახავენ, ლოთურათ მხარზედ ყურთმაჯ გადაგდებულები რომ დაბძანდებიან, თითქო ქვეყანა ამათი არისო. იმათთან გარიბალდი როგორ შეგვიძლიან ვახსენოთო!... ოღონდ დაინახონ მედროშკებმა ჩვენშ ყურთმაჯოვანნი, ერთსთვალის დახამხამებაზედ სუყველანი გარს შემოეხვევიან. იტყვით: აქ უთუოთ შფოთი უნდა ატყდესო. მაგრამ არა. აღტაცებული ამისთანა პატივითა ყმაწვილი უცინის თვითეულად მედროშკეებს, რომლითა ჰსჩანს ბეჭედი იმის უგუგუნუროებისა და უმეცრებისა. ბოლოს აქეთ იქით მიიხედამს, მოიხედამს დამინახეს თუ არა და შეხტება დროშკაზედ როგორც ბურთი და მაშინ მიბძანდით და მიჰყევით. მალე მოეწევით! რად გაგიგძელოთ, იმ დროს როდესაც შემხვდნენ ზემოთ ხსენებულნი პატივსაცემელნი გვარნი, ეჯუფა და პოღოზა, შეგროვილიყვნენ მედროშკები, ჩველებისამებრ, პოლიციის წინა. აკი გამოჩნდა თურმე იმათი ჩათუქესანი და ჩვენი ყურთმაჯიანი. მათრახები თურმე მოიბრუნეს და საცოდავ პირუტყვთ ზურგებზედ დაამტვრივეს: არა მე მივეგებო პირველად, არა მეო. ღმერთმა დაგიფაროსთ იმ დროს შეეფეთოთ როგორმე. მალე გაცვლევინებენ ფერსა და დაგაწერინებებნ პირჯვარს. გარწმუნებ დაგავიწყებენ მამაცობასა! სარკეში რომ ჩაიხედო იმ დროს, შენს სახეს სრულებით ვეღარ იცნობ. ამ არეულობაზე აკი შახვდა თურმე ერთს მედროშკეს ერთი ყმაწვილი და ჩაუარდა ცხენებს თურმე ფეხებს შუა. იბრალა ღმერთმა ეს ყმაწვილი შახვდა თურმე იმ დროს ახლო ერთი ვიღაცა, კაცი, რომელიც წაწვდა იმ ცხენებსა, დააყენა, გამოათრია და გადაარჩინა საწყალი თურმე სიკვდილსა. ამ შემთხვევაზედ, რასაკვირველია, შაგროვდა თურმე დიდი ხალხი. მედროშკემ ერთიკი დახედა ყმაწვილს და დაინახა თუ არა რომ ყმაწვილი ცოცხალი არისო, მაშინვე დაჰკრა თურმე ცხენებს მათრახი და გაქრა როგორც ჯადო. იმ დროს გამოჩნდება იმ ხალხში ვიღაცა პოლიციის ჩინოვნიკი, შემოერევა, მიირეკს, მოირეკს აქეთ იქით იმ ხალხსა და წაავლებს ხელს იმ კაცს, რომელმაც იხსნა საწყალი ყმაწვილი სიკვდილისაგან და პოლიციაში თურმე მიათრიეს, სუყველანი განცვიფრდნენ და არ იცოდნენ თურმე რა ეთქვათ. ნაცვლად ჯილდოსი პოლიციაში დაწერას თურმე ექადდა ჩინოვნიკი, ამ მიზეზით, რომ მედროშკე რატომ არ დაიჭირე და რათ დაანებე თავიო.

- მე ყმაწვილის ჯავრი მქონდა, მედროშკესათვის ვის ეცალაო და თუ გნებავდათ რატომ არ მობძანდით და თითონ თქვენ არ დაიჭირეთო, ხომ პოლიციის კარებზედ ბძანდებოდითო. ძლივ ამოილუღლუღა თურმე საცოდავმა.

მე ლაპარაკისათვის არა მცალია, წამო, წამო პოლიციაშიო, ეხლავ პოლიცმეისტართან უნდა წარგადგინოვო. შეუტია ჩინოვნიკმა და წაავლო ხელი სარტყელში.

ჩაუარდა საცოდავს ენა, დაედვა ზაფრანის ფერი და ხმას თურმე ვეღარ იღებდა, და ან მიბძანეთ რა უნდა ეთქვა. „სადაც შევაო, სამართალი ბანიდამ ავაო“ წარმოიდგინეთ მდგომარეობა იმ კაცისა. სასოწარკვეთილებას მიეცა საცოდავი და არ იცოდა რა ღონისძიება უნდა ეხმარა თავის გამოხსნისათვის. მართალს კაცსა, ღმერთი თავს არ დაანებებსო. იმ დროს გამოვიდნენ რამდენიმე მოქალაქეები, წაავლეს თურმე ხელი იმ ჩინოვნიკსა და თხოვნით თურმე რომ ვერა გააწყეს, ძალით გამოგლიჯენ თურმე ხელიდამ საცოდავი.

ვკითხოთ ახლა იმ პოლიციის ჩინოვნიკსა: პოლიცმეისტართან რომ მიათრევდა იმ კაცსა, რა უნდა ეთქვა: რისთვის დავიჭირეო? რომელს ბოროტობაზედ და ავაზაკობაზედ მივასწარიო?... ვიცით, გვსმენია და გაგვიგონია, რომ „ძალა აღმართსა ხნავსო,“ რომ ყოველთვის ვერ მოხნავს აღმართსა. გამოიცვლება დროება, გამოიცვლება იმათანავე ძალაცა. გუშინ რაც მომხდარა და ყოფილა, დღეს ის ვეღარ მოხდება და იქნება. ზემო ხსენებულ ჩინოვნიკს როგორც ჰსჩანს, უთუოთ ბევრჯერ უხმარია ამისთანა უკანონოობა და ხმის გამცემი არავინ ყოლია, მაგრამ ეხლაკი... განმზადებული მსხვერპლი პოლიციისა, პოლიციის წინვე წაართვეს და არ დაანებეს. მოგახსენეთ მსხვერპლი მეთქი. რასაკვირველია იმ კაც, მე თვით ვიცი, არ ჩამოარჩობდნენ და არც დაჰსწვამდნენ, მაგარამ კეთილსკი არ დააყრიდნენ. ჯიბეში რაც ებადა სულ წაართმევდნენ და იმის სიცოცხლეც ის იქნებოდა. სანამ ქრთამს არ გამოართმევდნენ პოლიციიდამ არ გამოუშვედნენ. მისცემდა ვაი იყო და არ მისცემდა ვაგლახი. ქრთამი და ქრთამი, სხვა აღარა ისმის ქვეყანაზედ. უქრტამოთ საქმის გარიგება არ შეიძლება. დესეტნიკი არ არის ისიც უქრთამოთ ხმას არ გაგცემთ, გზას არ მოგცემსთ რომ გაიარო. პოლიციის ჩინოვნიკების აღწერას რომ გამოეკიდოს კაცი, აჩვენოს იმათი ჩვეულება, ზნეობა, მოქმედება, გარწმუნებთ, სისხლი გაუშრება. დასამტკიცებლად ამის გიამბობთ ერთს ანბავს, რომელიც წავიკითხე რუსულ გაზეთში:

კაცი თუ მიიქცა ბოროტებისაკენ ბევრს ისეთ საქმეს იქმს, რომ იტყვით: ღმერთო საიდამ მოუვიდა ეს საქმე ფიქრშიაო. თუმცა ჰვსცდილობთ მივცეთ სამძღვარი იმის ბოროტ-მოქმედებასა და ვჰსდევნოთ ყოველთვის სასხელით, მაგრამ შრომა ჩვენი ხშირათ ჰრჩება ამაოდ. ეს კიდევ არაფერი. ხშირათ მივეცემით იმისთანა რწმუნებასა რომ, ერთს ანუ მეორეს პირზედა, რომ არა რომელიმე დარწმუნება და ნამდვილი საქმე ვერ მიიღებენ ძალასა დარღვევისათვის ჩვენის აზრისა და ამისთვის ვაქებთ ხშირათ იმისთანა პირსა, რომელიც ღირსია ძაგებისა და დათხოვნისა კეთილ-საზოგადოებიდამ. კაცი ძნელი საცნობია, უმეტესად ბოროტი კაცი, რომელსაც შეხებია ბოროტება და შექმნილა იმისთის მეორე ბუნებით. ყოველს საქმეში დახელოვნებულია და ყოველს საქმეს დაჰფარავს კიდეც განუჭვრეტელის სიბნელის ზეწრითა ასე, რომ არა რომელიმე გუბერნატორის თვალი, ყურადღება და კეთილგანძრახვა, რომ ძირიანათ აღმოფხვრას სენი ბოროტ მოქმედებისა, ვერ მიჰსწვდებიან. დარწმუნებული ვარ რომ ეს საქმეც, რომელიც მე წავიკითხე დარჩებოდა უცნობელად გუბერნატორისა, რომელიც წასულა, როგორც ჰსჩანს რევიზიისთვის, მაგრამ... აი ის ახალი ანბავი. ერთი ვიღაცა მგზავრი მიდენილა ოდესიდამ პეტერბურღში და დამდგარა რამდენიმე დღე რომელიმე ქალაქში, სადაც ჰყოლია მეგობარი და ერთს ცივიან, ღრუბლიან და წვიმიან დღეს წასულა თურმე იმის სანახავათ. გაუვლია დიდი მეიდანი, აცდენია პოლიციის სასახლესა და შესულა ერთს ქუჩა-ბანდში, სადაც იდგა თურმე იმის მეგობარი. იმ ქუჩაში ნახა საშინელი გროვა ხალხისა; ქალნი და კაცნი იყვნენ თურმე არეულნი ერთმანერთში - ზოგნი ისხდნენ ტროტუარზედ და ზოგნი გარს თურმე ეხვეოდნენ ორს პოლიციის სალდათებს.

- რატომ არ წაიყვანთ პოლიციაშიო! ღმერთო, რისთვის ვიტანჯამთ მთელს დღესაო! ევედრებოდნენ მაღლის ხმით თურმე წესდებულების მცველებსა.-

- „ეშმაკმა ნუ იცის თქვენი! შაგიძლიანთ მოითმინოთ!... შაქრისანი ხომ არა ხართ, რომ დადნეთო“ უთხრა თურმე ერთმა პოლიციის სალდათმა.

- მაშ წაგვიყვანეთ გუბერნატორთანაო, ჩვენ თითონ მოვახსენებთ სუყველასაო. მაღლის ხმით თურმე წამოიძახა ერთმა გლეხკაცმა, რომელსაც ეცვა გძელი ნაშურის სერთუკი, სრულიად დასველებული და კანკალებდა თურმე სიცივისაგან.

- წადი შე გაზუნზლულო! განა წინააღმდეგობა შეგიძლიანო!... შენისთანანი ბევრნი არიანო! გენერალი მაგისთანა ჩიხიბიხო საქმეს ყურს არ უგდებსო! დაიღრიალა დესეტნიკმა და დაუბრახუნა თურმე ამასთანავე ფეხები. -

ეშმაკები! ჰსწორეთ ეშმაკები არიანო? შაჰყვირეს ორივემ და მეგობრულად შახედეს თურმე ერთმანერთს.

იმ დროს ის მგზავრიც მისულა და იმათთან დამდგარა.

- „აქ რას აკეთებთ, აქ რისთვის დგახართო? ჰკითხა თურმე იმან.

- თქვენი ჭირიმე ბატონო! თქვენ მაინც დაგვეხმარენითო“ დაიწყეს საშინელი ყვირილი და რამდენიმე დედაკაცები გარს თურმე შემოეხვივნენ.

- პოლიციიდამ გამოგვყარესო! უგზოუკვლოდ დაგვათრევენო; ვიყინებითო!... არ უნდათ ამათ რომ პოლიციაში წაგვიყვანონო! მიიშვირეს თურმე ხელები იმ ორს სალდათებზედ, რომელნიც იდგნენ თითქო არა ესმოდათრა.

- ეს რა ანბავიაო? რისთვის დაგიყენებიათ ესენი ამ ქუჩაშიო? ჰკითხა თურმე მგზავრმა იმ სალდათებს.

- ბძანება გვაქვსო! უგულოთ უთხრა ერთმა სალდათმა და პირი თურმე მოარიდა.

- ბძანებაა, რომ პოლიციაში უნდა წაგვიყვანოთო. ჩვენ დიდი ხანია იქა ვართ დატუსაღებულებიო. საჩქაროთ უთხრა ერთმა ყმაწვილმა ბიჭმა და მივარდა თურმე მგზავრსა.

- პოლიციაშიო! წაგიყვანთ, წაგიყვანთ პოლიციაშიო! განგრძელებით უთხრა იმ ბიჭს მეორე სალდათმა, რომელიც იფხანდა თურმე ბეჭებსა თავისუფლად.

- მაშ რატომ არ მიგყავთ. ჩემო საყვარელო და აქ რათ გიყენიათო! განიმეორა თურმე იმ მგზავრმა.

- წავიყვანთო ბრიყულათ უთხრა სალდათმა, გამოიღო ბეჭებიდამ ხელი და დაიწყო თურმე ქექა, ბაკების გასწორება.

- მაშ წაიყვანეთ, ჩემო საყვარელო, აქ ნუ გიყენიათო! არ ეშვებოდა თურმე მგზავრი.

- გითხარ რომ წავიყვანთო?... დაუყვირა თურმე სალდათმა, რომ ამით ეგების შეეშინებინა და ხელი აეღებინებინა.

- ჰე, ძამიაო! ნაჩალნიკის ბძანება უნდა აღასრულოთო, თორემ ძნელიაო, ახლათ დაუწყო თურმე ლაპარაკი.

- ძნელია თუ არა ჩვენ ვიცითო! როგორც ბძანება არის, ჩვენ კარგათ ვიცით და აღვასრულებთო! მიუგო თურმე სალდათმა და დადგა დოინჯ შემოყრილი, რომ იმით ეგრძნობებინა რომ პატივს ნურას ნუ მეელი ჩვენგანაო.

- რა ბძანება უნდა იყოს მაგისთანა. ჩააცივდა თურმე.

- რაც ბძანებაა ჩვენ ვიცით, შენ რა გინდაო!... და ამის თქმაზედ ორთავ მოარიდეს თურმე პირი.

- გასაოცარი ბძანებააო? იფიქრა თურმე მგზავრმა. თუ არ შავიტყე არ შაიძლებაო და ჰსცდილობდა რომ ეთქმევინებინა როგორმე.

იმ ხალხს გადაუწყდათ იმედი და გულგრილათ უყურებდნენ თურმე იმ მგზავრსა, რადგანაც ვერაფერი ვერ შეიძლორა.

- გამიგონე ძამიაო! ძალიან მინდა რომ შევიტყო მიზეზი ამ გვარის დაჭერისაო! დაუწყო იამთ კიდევ ლაპარაკი მიფერების ხმით და მივიდა ერთს სალდათთან და ჩუმათ, საიდუმლოთ, ჩაუდო თურმე ხელში ორი შაურიანი.

იგრძნო თუ არა ხელში ორი შაურიანი, მაშინვე შეატყო თურმე სახეზედ მხიარულება, თითქო ნათელი დაადგაო.

- განა არ იცით ბატონოო! უთხრა თურმე ღიმილით, გუბერნატორი პოლიციაში მოვიდა რევიზიისათვისა და იმისთვის არიან ესენი აქ დაჭერილებიო.

- წაიყვანეთ გუბერნატორთან, ჩვენ თითონ ვეტყვით სუყველასაო. სთქვა თურმე ერთმა დედაკაცმა და ავიდა საჩქაროთ ტროტუარზედ, რომელზედაც იქამამდისინ თურმე იჯდა.

- რასაკვირველია! ჰსწორეთ იქ წაგიყვანთო. დაუყვირა თურმე მეორე სალდათმა. შენისთანა საძაგელთან გუბერნატორი იკადრებსკი რომ ლაპარაკი დაუწყოსო.

ვგონებ შეიტყეთ მიზეზი, რომლისათის ის საცოდავები გამოუყვანიათ პოლიციიდამ, და დაუყენებიათ ქუჩაში იმ საშინელ ტალახში, წვიმაში და სიცივეში. ეს ღონისძიება რომ არ მიეღო პოლიციასა, მაშ რა პასუხი შეეძლო მოეხსენებინა გუბერნატორისათვის რომ ეკითხა: რა მიზეზისათვის არიან დაჭერილნიო?... მიზეზი... მაგრამ რაღა განვაგრძელოთ, მიზეზი ყოფილა: „მიზეზ-მიზეზ, დოს მარილი აკლიაო“. ღმერთო რამდენი ამგვარი, თუ შეიძლება ვსთქვათ, ოინბაზობა არის ქვეყანაზედ! მინდოდა განმეგრძელებინა კიდევ ლაპარაკი სხვა საგანზედ, მაგრამ ამ საქმეების აწერამ თვით ჩემმა კალამმაც ვერ გაუძლო და უარი მყო სამსახურისა. ესრეთ მშვიდობით ნახვამდისინ!

თბილელი.

9 რედაქციისაგან

▲ზევით დაბრუნება


რედაქციისაგან.

წარსულს თვის ნუმერში დაბეჭდილი იყო ნამდვილი ქართული რომანი, შენხზული ჩვენის თანმედროე მწერლის ლავრენტი არდაზიანისაგან. რედაქციაში მოგვდის ამ საგანზედ სხვა და სხვა პირთაგან წიგნები, სადაც ისმის ხმა ქებისა და მადლობისა. რედაქცია ამ საზოგადო აზრს, დამმატებს თავისს აზრს და განუცხადებს უფალს არდაზიანს უგულითადესს მადლობას ამ გვარ შრომისათვის და ჩვენს ლიტერატურაზედ ღვაწლის დიდებისათვის. - კვალად იმედოვნებს, რომ თავისს ძვირფასს შრომას არ მოაკლებს რედაქციას უფ. არდაზიანი

10 ჴელი მოსწერდება

▲ზევით დაბრუნება


ჴელი მოსწერდება

1861 წელსა.

ქ. ტფილისში, ქართულის ჟურნალის „ცისკრის“ რედაქციაში, კუკიას, კერესელიძის სახლებში.

ფასი ერთის წლის გამოცემისა, ქ. ტფილისში გაუგზავნელად ექვსი მანეთი, ხოლო შინ მიწოდებით, ანუ სხვა ადგილებში გაგზავნით: შვიდი მანეთი თეთრი ფული.

რედაქცია ჰსთხოვს „ცისკრის“ ხელის მომწერთა, ვისაც ჟურნალი დააკლდეს და დროზედ არ მიუვიდეს, მაშინვე აცნობოს რედაქციას, ესრეთის ზედ წარწერით: „ცისკარი“ რედაქციაში, ტფილისს .-