The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1887
1887    
     

1887 1 იანვარი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 დეკემბერი“ („ესეც კიდევ ერთი წელიწადი ჩაბარდა თავის პატრონს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რით იმართლებს თავს ეს ძველი წელიწადი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 1 იანვარი, № 1, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 628.

 

     
1887 4 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით 3 იანვარი“ („ამ შვიდის წლის წინათ „ივერიამ“, როცა ჯერ ჟურნალი იყო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პოლემიკური წერილები „ცხოვრება და კანონის“ გამო (წერილი პირველი)“ გაზეთის იმავე ნომერში იბეჭდება რაფიელ ერისთავის საახალწლო პოეტური მილოცვები ილია ჭავჭავაძისადმი „გლეხისაგან“ და „ვაჭრისაგან

 

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 2 იანვარი, № 2, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 9.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

 
1887 6 იანვარი    
     
 განაგრძობს მუშაობას „ოთარაანთ ქვრივის“ ტექსტზე   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 153, გვ. 1-69.

     
1887 6 იანვარი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 5 იანვარი“ („ჩვენი წერილები პურის ვაჭრობის თაობაზედ ჩვენში სავსე არ იქნება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 527-531; გაზ. „ივერია“, 1887, 6 იანვარი, № 3, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 12.

     

1887 8 იანვარი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 იანვარი“ („საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაშინებისა ამერიკაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულით ვაჭრობის საქმე ჩვენში“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 527-531; გაზ. „ივერია“, 1887, 8 იანვარი, № 4, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 15.

     

1887 9 იანვარი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი 8 იანვარი“ („რუსეთში დიდძალი ფაბრიკები და ქარხნებია ბამბეულობის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბამბის მოყვანის საქმე და ბაზრის საკითხი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 532-535; გაზ. „ივერია“, 1887, 9 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 19.

     
     

1887 10 იანვარი

   
 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 იანვარი“ („საკვირველი გახშირება სამიწათმომქმედო მაშინებისა ამერიკაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბამბის მოყვანის საქმე და ბაზრის საკითხი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 532-535; გაზ. „ივერია“, 1887, 10 იანვარი, № 6, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 23.

     
1887 11 იანვარი    
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 იანვარი“ („ჩუმი, მშვიდობიანი, დინჯი, არამყვირალა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იასე ანდრონიკაშვილი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 537-541; გაზ. „ივერია“, 1887, 11 იანვარი, № 7, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 26.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811)

ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები.

 
1887 12 იანვარი    
     
 როგორც თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ხელშეკრულებას დებს გრიგოლ არწრუნისეული შენობის თეატრად გადასაკეთებლად, მოსახატად, ვენტილაციისა და გათბობის დასაყენებლად   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, № 226.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

     
1887 12 იანვრის შემდეგ    
     
როგორც თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ხელშეკრულებას დებს იტალიელ მხატვარ ჯუზეპე მილიართან 1 სექტემბრამდე თეატრისათვის ფარდისა და დეკორაციების მოსახატად.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, № 226.

პირთა ანოტაციები:

მილიარი ჯუზეპე

დამატებითი ინფორმაცია პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

     

1887 13 იანვარი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 იანვარი“ („მთელი ევროპაა და თ. ბისმარკის სიტყვა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის სიტყვა სამხედრო კანონის შესახებ“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 იანვარი, № 8, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 30.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     
1887 14 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 იანვარი“ („ამ მთავარ-მინისტრობიდან გადამდგარ ფრეისინეს მაგიერ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საერთაშორისო მდგომარეობის განმტკიცებისათვის ზრუნვა“

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 14 იანვარი, № 9, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 33.

პირთა ანოტაციები:

ფრეისინე შარლ ლუი (1828-1923)

ფრანგი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, სენატორი, სხვადასხვა წლებში საფრანგეთის საგარეო საქმეთა, სამხედრო მინისტრი და პრემიერმინისტრი.

     

1887 16 იანვარი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 იანვარი“ („მთელი ევროპა სცდილობს, ღვიძლი უპოვოს ბისმარკის სიტყვასა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აჟიოტაჟი ბისმარკის სიტყვის გამო“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 16 იანვარი, № 10, გვ. 1. წყარო: გაზ. „ივერია“, 1887, 16 იანვარი, № 10, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 36.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი

     
1887 17 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („1866 წელს, როცა ბისმარკმა დაუპირა ავსტრიას ომი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბელგიის საომარი მზადება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 17 იანვარი, № 11, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 39.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     

1887 17 იანვარი

   
     
გაზეთ „კავკაზში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება განცხადება გაზეთ „ივერიის“ ხელმოწერის პირობების შესახებ 1887 წლისათვის.  

წყარო:

გაზ. «Кавказ», 1886, № 15.

 

 

1887 18 იანვარი

  წყარო:
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 იანვარი“ („რა ჰქმნას კარგმა მონარდემა, დროზედ შაში თუ არ მოვა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ნავთის საქმე კაკასიაში“.

   

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 541-549; გაზ. „ივერია“, 1887, 18 იანვარი, № 12, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 42.

     

1887 20 იანვარი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 იანვარი“ („ჩვენ წინა წერილში ნავთზედ ჩამოვაგდეთ ლაპარაკი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ნავთის საქმე კაკასიაში“).

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 541-549; გაზ. „ივერია“, 1887, 20 იანვარი, № 13, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 46.

     

1887 21 იანვარი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („ამ წინაზე ჩვენა ვსთქვით, რომ უთვალავი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ნავთის საქმე კაკასიაში“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 541-549; გაზ. „ივერია“, 1887, 21 იანვარი, № 14, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 49.

     
1887 22 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 იანვარი“ („რუსეთის გაზეთებმა მოგვიტანეს ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საშემოსავლო გადასახადის შემოღება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 22 იანვარი, № 15, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 53.

     
1887 23 იანვარი    
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 იანვარი“ („ამ უკანასკნელი დღეების გაზეთებს რომ ყური უგდოს კაცმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობის გამწვავება“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 23 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 55.

     
1887 24 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 იანვარი“ („ბულგარიის საქმემ დღეს თავისი პირველხარისხოვნება დაკარგა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის წვრილ სახელმწიფოთა საომარი მზადება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 იანვარი, № 17, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 60.

     
1887 25 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 იანვარი“ („რუსეთის ჟურნალ-გაზეთობამაც, როგორც იქნა, მიაქცია ყურადღება...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჭაჭისაგან არყის გამოხდაზე შეღავათიანი საბაჟო წესების შემოღება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 25 იანვარი, № 18, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 63

     
1887 27 იანვარი    
     

რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილებისგან იღებს შეტყობინებას, რომ აირჩიეს ამ საზოგადოების ნამდვილ წევრად

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 10 (477).

   
1887 27 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 იანვარი“ („ჩვენ რამდენისამე დღის წინად მოვიხსენიეთ, რომ გერმანიაში ატეხილი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პარლამენტი თუ სამინისტრო“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 იანვარი, № 19, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 66.

 
1887 28 იანვარი    
     

ესწრება აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერის“ პრემიერას.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 28 იანვარი, № 20, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 73.

1887 29 იანვარი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 იანვარი“ („ბოლგარიის საქმე იქამდე იახეს გაუთავებლად...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის საქმის მშვიდობიანად დამთავრების ცდა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 30 იანვარი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 78.

     
1887 30 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 იანვარი“ („ამ რამდენიმე წლის წინად ყველა სახელმწიფოს ევროპაში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იტალიის მიერ მასსოვას დაპყრობის მცდელობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 31 იანვარი, № 23, გვ. 1, 2; (ცენზურის ნებართვა 1887, 30/I); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 81; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 339.

პირთა ანოტაციები:

საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940)

მსახიობი და მთარგმნელი.

     
1887 31 იანვარი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 იანვარი“ („კარგა ხანია, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში შემდგარია ეგრედწოდებული...“), მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ზემსკი ნაჩალნიკის“ შემოღების აუცილებლობა“. აქვე რუბრიკაში „ქართული თეატრი“ ხელმოუწერლად აქვეყნებს რეცენზიას („ოთხშაბათს, 28-ს იანვარს, ბ-ნ საფაროვა-აბაშიძის საბენეფისოდ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თამარ ცბიერი”და „მეჯლისი იტალიელებით“ ქართულ სცენაზე“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 31 იანვარი, № 23, გვ. 1, 2; (ცენზურის ნებართვა 1887, 30/I); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 81; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 339.

პირთა ანოტაციები:

საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940)

მსახიობი და მთარგმნელი.

     
1887 1 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 იანვარი“ („ევროპის დიპლომატიამ დაქანცულმა და მოღალულმა ბოლგარიის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აბისინიის სახელმწიფოს რაობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 1 თებერვალი, № 24, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 83.

     
1887 4 თებერვალი    
 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 თებერვალი“ („ქალაქს მასსოვას უჭირავს ერთი პატარა კუნძული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „იტალიასა და აბისინიას შორის ურთიერთობის გამწვავება მასსოვას გამო“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 4 თებერვალი, № 25, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 87

 
1887 5 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 თებერვალი“ („ის გაჭირებული მდგომარეობა, რომელმაც ამ რამდენისამე ხნის წინად...“) მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დაძაბული პოლიტიკური ვითარება ევროპაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 თებერვალი, № 26, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 91.

     
1887 6 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 თებერვალი“ („თ. ბისმარკი, ეტყობა, ეხლა ისე ყოვლად ძლიერად არა ჰგრძნობს თავის თავსა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის ავტორიტეტის შესუსტება გერმანიაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 6 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 93.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     
1887 7 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 თებერვალი“ („ბატონი ა. ს. ერმოლოვი, თუ არა ვცდებით, შარშან თუ შარშანწინ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერმოლოვი და ჩრდილო კავკასიის ღვინოები“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 550--553; გაზ. „ივერია“, 1887, 7 თებერვალი, № 28, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 98.

პირთა ანოტაციები:

ერმოლოვი ალექსი სერგეის ძე (1847-1917)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე. სოფლის მეურნეობისა და სახელმწიფო ქონებათა მინისტრი, აქვეყნებდა სტატიებს მიწათმოქმედების საკითხებზე.

     
1887 8 თებერვალი    
 

ესწრება აკაკი წერეთლის პიესა „თამარ ცბიერის“ წარმოდგენას ქართულ თეატრში.

  გაზ. „ივერია“, 1887, 9 თებერვალი, № 30, გვ. 1-2.

დათარიღება:

დროზე მითითებულია 9 თებერვალს რუბრიკით „ქართული თეატრი“ გამოქვეყნებულ რეცენზიაში.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
1887 8 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 თებერვალი“ („ჩვენს განათლებულს საზოგადოებაში ხშირად ისმის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 632-633; გაზ. „ივერია“, 1887, 8 თებერვალი, № 29, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1887, 7/II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 341.

     
1887 10 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი“ („იმ დღეს კვირის ნომერში წარმოვსთქვით, რომ კრიტიკის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „რა მიზეზია, რომ კრიტიკა არა გვაქვს“). ამავე ნომერში უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („თუ ვისმე ოდესმე სწყურებია თვალით ნახვა მწერლობის აპოთეოზისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ისევ „თამარ ცბიერის“ დადგმის გამო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 633-636; გაზ. „ივერია“, 1887, 9 თებერვალი, № 30, გვ. 1-2, 2; (ცენზურის ნებართვა 1887, 9/II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 342, 347.

     

1887 11 თებერვალი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 თებერვალი“ („ევროპის პოლიტიკამ კიდევ ხელახლად იცვალა საგანი და გზა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკის ცვალებადობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 102

     
1887 12 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 თებერვალი“ („ამ უკანასკნელ დღეებში დეპეშამ გვაცნობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ადგილობრივ შავ ნავთზე და უცხოეთიდან შემოტანილ ნავთზე ბაჟის დადების საკითხის გამო“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 12 თებერვალი, № 32, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 105.

     
1887 13 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 12 თებერვალი“ („ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ნავთზედ ბაჟის დადება..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ადგილობრივ შავ ნავთზე და უცხოეთიდან შემოტანილ ნავთზე ბაჟის დადების საკითხის გამო“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 თებერვალი, № 33, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 107.

     
1887 15 თებერვალი    
     

ესწრება შექსპირის „ჰამლეტის“ წარმოდგენას ქართულ თეატრში.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 348.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია 19 თებერვალს „ქართული თეატრის“ რუბრიკით გამოქვეყნებულ რეცენზიაში.

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     
1887 17 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 თებერვალი“ („ამ ბოლო ხანებში ჩვენმა ქვეყანამ და უფრო მისმა ბუნებურმა სიმდიდრემ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი სოფლური მეურნეობის შესაძლებლობანი და ბიუროკრატიზმი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 557--558; გაზ. „ივერია“, 1887, 17 თებერვალი, № 34, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 111.

     
1887 18 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 თებერვალი“ („გუშინ სიტყვა ჩამოვაგდეთ მასზედ, რომ ჩვენს ქვეყანაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინო ჩვენი ქვეყნის სიმდიდრის წყარო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 558—561, გაზ. „ივერია“, 1887, 18 თებერვალი, № 35, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 113.

     

1887 19 თებერვალი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 თებერვალი“ („ევროპის ერთმანეთში მორიგებას და გარიგებას ძალიან აბრკოლებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეგვიპტე – ევროპის სახელმწიფოთა ერთმანეთში მოურიგებლობის მიზეზი“. გაზეთის ამავე ნომრის რუბრიკაში „ქართული თეატრი“ ხელმოუწერლად ბეჭდავს რეცენზიას („შექსპირი, – ამბობს ერთი გამოჩენილი მწერალი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჰამლეტი შექსპირისა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 19 თებერვალი, № 36, გვ. 1, 2-3 (ცენზურის ნებართვა 1887, 11/II). ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად, ტ. IX , 2006; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 348; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 117.

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     
1887 20 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 19 თებერვალი“ („ჩვენს ეკონომიურს ყოფა ცხოვრებას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით “ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 561—564, გაზ. „ივერია“, 1887, 20 თებერვალი, № 37, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 120.

     
1887 21 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 20 თებერვალი“ („ჩვენ მინამ მოვიყვანდეთ ჩვენ მიერ წინა წერილში დაპირებულ...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 564—567, გაზ. „ივერია“, 1887, 21 თებერვალი, № 38, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 125.

     
1887 22 თებერვალი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 21 თებერვალი“ („ერთი ჯურის ოსტატები ხომ ვენახის მიწის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 567-570, გაზ. „ივერია“, 1887, 22 თებერვალი, № 39, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 128.

     
1887 23 თებერვალი    
 

ესწრება იასე ანდრონიკაშვილის 50 წლისთავის იუბილეს და მიესალმება იუბილარს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 თებ. № 40, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ანდრონიკაშვილი იასე რევაზის ძე (დაბ. 1811)

ოლღა გურამიშვილის მამის – თადეოზის ბიძაშვილი. თადეოზის დედა – ნინო და იასეს მამა რევაზი იყვნენ მარტყოფის მოურავის – ზაალ ზაზას ძე ანდრონიკაშვილის შვილები.

     
1887 24 თებერვალი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 თებერვალი“ („როცა ბისმარკმა შეიტანა რეიხსტაგში თავისი სამხედრო კანონპროექტი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის მუქარა“   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 თებერვალი, № 40, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 199.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     

1887 25 თებერვალი

   
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალი“ („ჯერ მინამ შევუდგებოდეთ იმის გარჩევას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 570—572, გაზ. „ივერია“, 1887, 25 თებერვალი, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 131.

     

1887 26 თებერვალი

 
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 თებერვალი“ („23-ს თებერვალს. იასე ადამის ძეს ანდრონიკაშვილს გადაუხადეს...“). მწერლის თხზულებათა ათტომეულში სათაურად აქვს „იასე ანდრონიკაშვილი“, ხოლო ოცტომეულში – „ღირსეულის დაფასება“   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 570—572, გაზ. „ივერია“, 1887, 25 თებერვალი, № 41, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბილისი, 2006, გვ. 131.

 

     

1887 27 თებერვალი

   
     
ესწრება კავკასიის სამეურნეო საზოგადოების კრებას, რომელზეც ვიქტორ დინგელშტეტი გამოდის თბილისში სრულიად კავკასიის სამეურნეო გამოფენის მოწყობის ინიციატივით.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 4 მარტი, № 45, გვ. 2; “ივერია“, 1887, 23 აპრილი, № 79, გვ. 1. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული ოც ტომად , ტ. 9, 2006, გვ. 683-684.

დათარიღება:

27 მარტს გამართულ კრებაზე გილდენშტეტის გამოსვლა ნახსენები აქვს 23 აპრილის მოწინავეში.

პირთა ანოტაციები:

დინგელშტეტი ვიქტორ ალექსანდრეს ძე (დაბ. 1837)

კავკასიის საცენზურო კომიტეტის მთავარი ცენზორი, 1884 წელს ასრულებდა საცენზურო კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას. ამიერკავკასიის საირიგაციო სისტემების შესახებ წიგნის ავტორი

     
1887 28 თებერვალი    

 

   
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 თებერვალი“ („გერმანიის აწინდელი ყოფა და ქცევა ყველას აოცებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის შეშფოთების მიზეზი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 28 თებერვალი, № 43, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 206.

 

   
1887 1 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 28 თებერვალი“ („ჩვენ ღვინის კეთების ავკარგიანობის გამო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“. ამ ნარკვევთან დაკავშირებით გაზეთის ამავე ნომერში სათაურით „ბატონო რედაქტორო“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის გამოხმაურების დასაწყისი.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 572-574, გაზ. „ივერია“, 1887, 1 მარტი, № 44, გვ. 1, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 133.

პირთა ანოტაციები:

ინანაშვილი (ინანიშვილი) ვლადიმერ დიმიტრის ძე

აგრონომი

     

1887 4 მარტი

 
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 3 მარტი“ („ორი ჯურაა ღვინის მუშტრისა და თვითვეული მათგანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“. ამ ნარკვევთან დაკავშირებით გაზეთის ამავე ნომერში სათაურით „ბატონო რედაქტორო“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის გამოხმაურების გაგრძელება.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 574-577, გაზ. „ივერია“, 1887, 4 მარტი, № 45, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 136.

პირთა ანოტაციები:

ინანაშვილი (ინანიშვილი) ვლადიმერ დიმიტრის ძე

აგრონომი.

 
1887 5 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 4 მარტი“ („შევუდგებით რა ღვინის კეთების საქმის აღწერასა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“. ამ ნარკვევთან დაკავშირებით გაზეთის ამავე ნომერში სათაურით „ბატონო რედაქტორო“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის გამოხმაურების დასასრული.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 580-582, გაზ. „ივერია“, 1887, 6 მარტი, № 47, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 143.

     
1887 6 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 5 მარტი“ („ევროპაში არამცთუ ყურადღებას აქცევენ, რომ ყურძნის მარცვალს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 7 მარტი, № 48, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 209.

     
1887 7 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 მარტი“ („ჩვენს გაზეთში იყო თქმული, რომ მთავრობას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამიჯვნის უკეთ მოწყობისთვის“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 7 მარტი, № 48, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 209.

     
1887 8 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 7 მარტი“ („რაკი ყურძენი დაიწურება ხოლმე ასე თუ ისე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 582-584, გაზ. „ივერია“, 1887, 8 მარტი, № 49, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 146

 

1887 10 მარტი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 9 მარტი“ („წინა წერილში მოვიყვანეთ გამოჩენილის პასტერის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით “ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 584-586, გაზ. „ივერია“, 1887, 10 მარტი, № 50, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 148.

 
1887 11 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 მარტი“ („გერმანიისა და საფრანგეთს შორის ჯერ შარშანსვე ასტყდა აყალ-მაყალი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთსა და გერმანიას შორის დაძაბულობის შენელების ცდები“. გაზეთის ამავე ნომერში იბეჭდება ექიმ ნიკოლოზ ხუდადოვის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის წერილებზე ერობის შემოღების საკითხებთან დაკავშირებით („სწორედ ორი თვეა მას აქედ...“).

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 მარტი, № 51, გვ. 1, 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 213.

პირთა ანოტაციები:

ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905)

სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი

     
1887 12 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 11 მარტი“ („საწნახელიდამ ყურძნის წვენის გამოშვების შემდეგ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“. გაზეთის ამავე ნომერში კრიტიკის უქონლობის შესახებ მის წერილებთან დაკავშირებით ფსევდონიმით „ნ. ურბნელი“ იბეჭდება ნიკოლოზ ხიზანიშვილის გამოხმაურების დასაწყისი სათაურით „კიდევ კრიტიკის უქონლობაზედ“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 586-590, გაზ. „ივერია“, 1887, 12 მარტი, № 52, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 151.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

     
1887 13 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 მარტი“ („არაერთხელ გვითქვამს ჩვენ, რომ ავსტრია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ავსტრიის ორჭოფული პოლიტიკა“. გაზეთის ამავე ნომერში კრიტიკის უქონლობის შესახებ მის წერილებთან დაკავშირებით ფსევდონიმით „ნ. ურბნელი“ იბეჭდება ნიკოლოზ ხიზანიშვილის გამოხმაურების დასასრული სათაურით „კიდევ კრიტიკის უქონლობაზედ“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 მარტი, № 53, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 217.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

     
1887 14 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 13 მარტი“ („რა ყურძენიც გინდათ აიღოთ, მისი წვენი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 590-593, გაზ. „ივერია“, 1887, 14 მარტი, № 54, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 155.

     
1887 15 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 14 მარტი“ („ბ-მა ხუდადოვმა ჩვენის ერთის მეთაურის გამო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პოლემიკური წერილები „ცხოვრება და კანონის“ გამო (წერილი მეორე)“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 629-632, გაზ. „ივერია“, 1887, 15 მარტი, № 55, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 221.

     
1887 17 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 მარტი“ („კაცმა რომ სთქვას, ავტორიტეტობა, ავტორიტეტი დიდი ხანია გადავარდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პოლემიკური წერილები „ცხოვრება და კანონის“ გამო (წერილი მეორე)“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 629-632, გაზ. „ივერია“, 1887, 15 მარტი, № 55, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 221.

     
1887 18 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 17 მარტი“ (“ღვინის შენახვისთვის, ყველაზედ უწინარეს, საჭიროა...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 593-596, გაზ. „ივერია“, 1887, 18 მარტი, № 57, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 158.

     
1887 19 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 18 მარტი“ („ჩვენ ის დაგავიწყდა გვეთქვა, რომ ჩვენში, როგორც ევროპაშიაც...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 596-600, გაზ. „ივერია“, 1887, 19 მარტი, № 58, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 162.

     

1887 20 მარტი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 19 მარტი“ („ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ ჩვენი თავდარიგი ღვინის გამძლეობის თაობაზედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 600-603, გაზ. „ივერია“, 1887, 20 მარტი, № 59, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 166.

     
1887 21 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 20 მარტი“ („გარდა იმისა, რაც წინა წერილში მოვიხსენიეთ, სხვა რა წუნი აქვს ჩვენებურს ქვევრსა?“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 603-606; გაზ. „ივერია“, 1887, 21 მარტი, № 60, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 169.

     
1887 21 მარტი    
     

თეატრში გამართულ ლიტერატურულ საღამოზე კითხულობენ მის პოემას „მეფე დიმიტრი თავდადებული“. მხატვარ გევორქ ბაშინჯაღიანის დადგმით ცალკეულ ეპიზოდებს წარმოადგენენ ცოცხალ სურათებად.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 21 მარტი, № 60, გვ. 1,

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II თავდადებული) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

ბაშინჯაღიანი გევორქ (გიორგი) (1857-1925)

თბილისში მოღვაწე სომეხი მხატვარი

     

1887 22 მარტი

 

   
 

ესწრება იოსებ დავითაშვილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს კალოუბნის ეკლესიაში და ამბობს გამოსათხოვარ სიტყვას.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 21 მარტი, № 60, გვ. 1,

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II თავდადებული) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1271-1289 წლებში. ყაენის ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

ბაშინჯაღიანი გევორქ (გიორგი) (1857-1925)

თბილისში მოღვაწე სომეხი მხატვარი

     
1887 22 მარტი    
 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 მარტი“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „იოსებ დავითაშვილის გარდაცვალების გამო“. ამავე ნომერში ხელმოუწერლად აქვეყნებს კიდევ ერთ წერილს „მოკლე ბიოგრაფია იოსებ დავითაშვილისა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 22 მარტი, № 61, გვ. 1, 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 21/III). ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 353-360.

პირთა ანოტაციები:

დავითაშვილი იოსებ სიმონის ძე (1850-1887)

თვითნასწავლი პოეტი, რომელსაც ჩაგრულთა ხსნის ერთადერთ პირობად ცოდნის შეძენა მიაჩნდა.

     
1887 24 მარტი    
 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 23 მარტი“ („რაც დღევანდლამდე წერილები იყო დაბეჭდილი, იმითი ვათავებთ...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 606-608; გაზ. „ივერია“, 1887, 24 მარტი, № 62, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 173

     
1887 25 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 24 მარტი“ („რაც შეეხება ადამიანის ოსტატობითა და ხელით ბუნებურ ღვინის გარდაქმნასა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 608-610; გაზ. „ივერია“, 1887, 25 მარტი, № 63, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 175.

 
1887 26 მარტი    
     

ესწრება აკაკი წერეთლის მიერ რუსულ ენაზე წაკითხულ პირველ ლექციას „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი #1052, გვ. 463-654; გაზ. „ივერია“, 1887, 18 აპრილი, № 75, გვ. 1-2; (ცენზურის ნებართვა 1887, 17/IV).

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
1887 27 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 მარტი“ („ჩვენის გაზეთის მკითხველებმა უკვე იციან...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტრაგედია რკინიგზაზე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 მარტი, № 64, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 231.

 
1887 28 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 27 მარტი“ („ხელთნაქმარის, ანუ ოსტატობით ნამოქმედარის ღვინისათვის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 611-614; გაზ. „ივერია“, 1887, 28 მარტი, № 65, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 178.

     
1887 29 მარტი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 28 მარტი“ („წყალსა და შაქარს ხმარობენ ევროპაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 611-614; გაზ. „ივერია“, 1887, 28 მარტი, № 65, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 182.

 
1887 29 მარტი    
     

ესწრება აკაკი წერეთლის მიერ რუსულ ენაზე წაკითხულ მეორე ლექციას „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი #1052, გვ. 463-654; გაზ. „ივერია“, 1887, 18 აპრილი, № 75, გვ. 1-2; (ცენზურის ნებართვა 1887, 17/IV).

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
1887 31 მარტი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 მარტი“ („რა ამბავია ქვეყნიერობაზე, ანუ უკედ ვსთქვათ, ევროპაში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიწყნარე ევროპის პოლიტიკურ სარბიელზე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 31 მარტი, № 67, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 234.

     
1887 31 მარტი    
     

იაკობ გოგებაშვილი ქშწ-კგ საზოგადოების მმართველობას წერილობით აცნობებს, რომ მის მიერ დაწერილი პასუხი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორ ლევიცკის მოთხოვნაზე ძველი სენაკის სააზნაურო სკოლაში ქართულის ნაცვლად სწავლების მეგრულ ენაზე შემოღების შესახებ, წაიკითხა და მოიწონა საზოგადოების თავმჯდომარე ილია ჭავჭავაძემ.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1. საქ. 117.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ლევიცკი ფ. ზ.

 იურისტი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი, თადა აშორდიას მამაინაცვალი. ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას.

აშორდია თადა

ცაიშის სკოლის მასწავლებელი, რომელმაც შეადგინა დამწერლობა მეგრული ენისთვის.

     
1887 1 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 31 მარტი“ („ღვინის სიმაგრისა და გამძლეობისათვის ევროპაში უმატებენ ალკოგოლსა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 616-619; გაზ. „ივერია“, 1887, 1 აპრილი, № 68, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 185.

     

1887 2 აპრილი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 1 აპრილი“ („ჩვენ გავსინჯეთ სამი ევროპიული სიტემა ღვინის კეთებისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 619-621; გაზ. „ივერია“, 1887, 2 აპრილი, № 69, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 189.

     
1887 5 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 აპრილი“ („ქრისტე აღზდგა! აღზდგა მაცხოვარი კაცობრიობისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „აღდგომის დღესასწაული“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 აპრილი, № 70, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 238.

     
1887 6 აპრილამდე    
     

დას – ელისაბედს უგზავნის მოკლე ბარათს, რომლითაც მას და მის მეუღლე ალექსანდრე საგინაშვილს ეპატიჟება საგურამოში, სადაც ასევე იქნებიან ნიკო, იასე და დავით ჭავჭავაძეები.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 540; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 30.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 201.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე. ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

ჭავჭავაძე ნიკოლოზ დიმიტრის ძე (1830-1903)

თბილისის მაზრის სასამართლო პალატის სამოქალაქო დეპარტამენტის თავმჯდომარე. ილია ჭავჭავაძის ნათესავი და მეჯვარე.

ჭავჭავაძე იასე ნოშრევანის ძე (1824-1898)

1850 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი, იყო სამოქალაქო მრჩეველი და საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრი.

ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1818-1884)

პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი, 1853-1856 წლებში ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას. ცოლად ჰყავდა გიორგი XII-ის შვილიშვილი – ანა ილიას ასული ბაგრატიონ-გრუზინსკაია.

     
1887 6 აპრილამდე    
     

დას, ელისაბედ ჭავჭავაძე-საგინაშვილს ატყობინებს, რომ საგურამოში მიემგზავრება. ურჩევს, ის და მისი მეუღლე ავჭალის გავლით წავიდნენ, რადგან შესაძლოა გზაზე შეხვდნენ ერთმანეთს

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 540; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 262, 510.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 201.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     
1887 6 აპრილი    
     

გარდაეცვალა სიძე, ელისაბედის ქმარი გენერალ ლეიტენანტი ალექსანდრე საგინაშვილი.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 14 აპრ. № 71, გვ. 1.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 280.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

     

1887 6 აპრილის შემდეგ

დის ელისაბედ ჭავჭავაძისაგან იღებს ბარათს, რომელშიც სთხოვს ვიღაცისთვის ფულის სესხებას.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 267, 512.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

 
1887 6 აპრილის შემდეგ    
     

დას ელისაბედ ჭავჭავაძეს უგზავნის საპასუხო ბარათს, რომელშიც აღნიშნავს, რომ არათუ ფულის გასესხების საშუალება არ აქვს, ვალების გასტუმრებაც კი უჭირს.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 533; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 61; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 267, 512.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 201.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     
1887 6 აპრილის შემდეგ    
     

მოკლე ბარათს უგზავნის უკვე დაქვრივებულ დას, ელისაბედ ჭავჭავაძე საგინაშვილისას და უხსნის, თანდართულ დოკუმენტზე სად და როგორ მოაწეროს ხელი.

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17529; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 265, 511.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 201-202.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და

     
1887 7 აპრილი    
     

ნიკოლოზ მთვარელიშვილი წერილობით სთხოვს შეატყობინოს ილია ოქრომჭელიშვილს, რომ „არჩილიანის“ დაბეჭდვა დაჯდება 600 მანეთი.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 142, გვ. 5.

პირთა ანოტაციები:

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

     

1887 11 აპრილი

   
     

სოფელ კოდაში ასაფლავებენ მის სიძეს – ალექსანდრე საგინაშვილს.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 14 აპრ. № 71, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

     
1887 14 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 13 აპრილი“ („მოვაწყინეთ თავი ჩვენს მკითხველებს ასე გრძლად ლაპარაკით...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 622-624; გაზ. „ივერია“, 1887, 14 აპრილი, № 71, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 191.

     

1887 15 აპრილი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 აპრილი“ („ევროპა მაინც თავისას არ იშლის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის საომარი მზადება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 15 აპრილი, № 72, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 242.

 
1887 16 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 15 აპრილი“ („რაც რამა ვსთქვით ღვინის კეთების თაობაზედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის ქართულად დაყენება“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 624-626; გაზ. „ივერია“, 1887, 16 აპრილი, № 73, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 194.

 

1887 17 აპრილი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 აპრილი“ („საფრანგეთის მეცნიერი, სახელგანთქმული რენანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ზნეობრივი სიწმინდის მნიშვნელობა ერის მერმისისათვის“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 641-642, გაზ. „ივერია“, 1887, 17 აპრილი, № 74, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 245.

 
     

1887 18 აპრილი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 აპრილი“ („წელს ერთი იშვიათი ამბავი ჩვენში ის მოხდა...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 18 აპრილი, № 75, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 17 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 361.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

 
1887 19 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 აპრილი“ („ჩვენს წინა წერილში ჩვენი შეძლებისამებრ ვაჩვენეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 19 აპრილი, № 76, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 18 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 364.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

     
1887 21 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 აპრილი“ („ჩვენს წინა წერილში სიმოკლისათვის მარტო ორი მაგალითი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“. გაზეთის ამავე ნომერში სათაურით „პასუხის პასუხი“ იბეჭდება ნიკოლოზ ხუდადოვის კიდევ ერთი გამოხმაურება მის სტატიებზე ერობის საკითხებთან დაკავშირებით, რომელსაც ახლავს ილია ჭავჭავაძის შენიშვნები.

 

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 21 აპრილი, № 77, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1887, 20 აპრილი); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 369.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

ხუდადოვი ნიკოლოზ ალექსის ძე (გარდ. 1905)

სომეხი ექიმი და საზოგადო მოღვაწე. ქალაქის საბჭოს წევრი. ხელმძღვანელობდა ტუბერკულოზით დაავადებულთა საავადმყოფოს თბილისში და ჰაერის გასაჯანსაღებლად ნაძალადევის ფერდობზე გააშენა ტყე-პარკი.

     
1887 22 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 აპრილი“ („საფრანგეთის გაზეთი „Nation“-ი, რომელიც სხვაზედ უფრო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შნებელეს საქმე“.

 

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 22 აპრილი, № 78, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 249.

პირთა ანოტაციები:

შნებელე გიომ (ვილჰელმ) (1831-1900)

ფრანგი პოლიციის კომისარი. ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურს ელზასსა და ლოტარინგიაში. 1887 წელს გაეხვა პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელმაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა

     
1887 23 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 აპრილი“ („ვისაც კი ცოტად მაინც თვალ-ყური უდევნებია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გამოფენის მოწყობის უპერსპექტივობა“.

 

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 23 აპრილი, № 79, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 253.

 

     

1887 24 აპრილი

მონაწილეობს ქალაქის საბჭოს სხდომაში, რომელზეც განიხილავენ ავლაბრელების საქმეს.

 

  წყარო:

გაზ „ივერია“, 1887, 26 აპრ., № 82, გვ. 1.

 

1887 24 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 აპრილი“ („შნებელეს საქმეა და მთელი ჟურნალ-გაზეთობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კვლავ შნებელეს და გაუჩის შესახებ“.

 

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 აპრილი, № 80, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 258.

პირთა ანოტაციები:

შნებელე გიომ (ვილჰელმ) (1831-1900)

ფრანგი პოლიციის კომისარი. ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურს ელზასსა და ლოტარინგიაში. 1887 წელს გაეხვა პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელმაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

გაუჩი

გერმანელი პოლიციის კომისარი 1887 წელს.

     
1887 25 აპრილი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 აპრილი“ („გაზეთებიდამ ამოკითხულ დეპეშებს თუ დავუკვირდებით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკის ფერისცვალება ბალკანეთის ნახევარკუნძულზე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 25 აპრილი, № 81, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 261.

 

     
1887 26 აპრილი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 აპრილი“ („პარასკევ საღამოს, 24-ს აპრილსა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 655-657, გაზ. „ივერია“, 1887, 26 აპრილი, № 82, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 265.

 

     

1887 27 აპრილს

   
     

წერილს იღებს ჰუსეინ აბაშიძისგან, რომელიც სთავაზობს საკუთარი მამულიდან მიწის შეწირვას ბათუმში სკოლის ასაშენებლად.

  წყარო:

ჰაიდარ აბაშიძე, წერილები, თბ., 1963, 149.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ჰუსეინ (ხუსეინ)

ბათუმელი საზოგადო მოღვაწე.

     
1887 28 აპრილი    
     

ცაიშის სახალხო სკოლის მასწავლებელი თადა აშორდია კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველ კირილ იანოვსკის წერილობით აუწყებს ცალკეული საზოგადო მოღვაწეების არაკეთილსაიმედოობის შესახებ. მისი მტკიცებით, დიმიტრი ყიფიანის გადასახლებამდე ის და ილია ჭავჭავაძე ხალხს ამხედრებდნენ იმ ცირკულარის წინააღმდეგ, რომელიც ითვალისწინებდა სამეგრელოს სკოლებში ქართულის ნაცვლად მეგრულის დანერგვას, გაზეთ „ივერიაში“ კი ხელისუფლების საწინააღმდეგო წერილები იბეჭდებოდა. ამის საილუსტრაციოდ ადრესანტი დაწვრილებით აღწერს სამსონ ყიფიანის ფელეტონს „წერილი კუდიანეთიდამ“, რომელშიც, მისი თქმით, კუდიანების უფროსად თავად კირილ იანოვსკია გამოყვანილი, მის ქვეშევრდომ დემონებად კი – ქუთაისის სახალხო სკოლების დირექტორი ლევიცკი და თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორი ალექსეი გრენი. თადა აშორდია განსაკუთრებით შეწუხებულია მეგრული ანბანის შედგენისთვის მის მიმართ გაჩენილი მუქარებით და ადრესატს სთხოვს, დააჩქაროს ამ ანბანის ბეჭდვა.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 422, აღწ. 1, საქ. 2891. „საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 229.

პირთა ანოტაციები:

აშორდია თადა

ცაიშის სკოლის მასწავლებელი, რომელმაც შეადგინა დამწერლობა მეგრული ენისთვის.

იანოვსკი კირილე პეტრეს ძე (1822-1902)

რუსი რეაქციონერი მოხელე. კავკასიის სასწავლო ოლქის მზრუნველი 1878-1901 წლებში.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერაკითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

გრენი ალექსეი ნიკოლოზის ძე (დაბ. 1862)

რუსი ორიენტალისტი, გაზ. „კავკაზის“ თანამშრომელი, კიევის უნივერსიტეტის დოცენტი, თბილისის სახალხო სკოლების ინსპექტორი, მეგრული ანბანის ერთ-ერთი ავტორი.

ლევიცკი ფ. ზ.

იურისტი, ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების ინსპექტორი, თადა აშორდიას მამაინაცვალი. ატარებდა რუსიფიკატორულ პოლიტიკას

დოკუმენტი:

 

     

1887 28 აპრილი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 აპრილი“ („მეტისმეტად საინტერესოა ცნობანი მასზედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 657-659, გაზ. „ივერია“, 1887, 28 აპრილი, № 83, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 268.

 
     

1887 29 აპრილი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 აპრილი“ („როგორც წინად მოგახსენეთ, ავლაბრელების ნაჭერი მიწები...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 659-662, გაზ. „ივერია“, 1887, 29 აპრილი, № 84, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 270.

     
1887 30 აპრილი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 აპრილი“ („ჩვენ წინა წერილში მოვიხსენიეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 662-666, გაზ. „ივერია“, 1887, 30 აპრილი, № 85, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 274.

 
1887 1 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 აპრილი“ („16 მარტს ამ 1887 წლისას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 666-670, გაზ. „ივერია“, 1887, 1 მაისი, № 86, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 279.

 
1887 2 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 მაისი“ („წინა წერილებში მოყვანილი ცნობანი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 670-674, გაზ. „ივერია“, 1887, 2 მაისი, № 87, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 284.

 
1887 3 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 2 მაისი“ („თუნდ დავანებოთ იმას თავი, რომ საჯარო ვაჭრობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ავლაბრელების საქმე“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 674-676, გაზ. „ივერია“, 1887, 3 მაისი, № 88, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 288.

 
1887 3 მაისი    
     

ვერ ახერხებს ვასო აბაშიძის სასცენო მოღვაწეობის ათი წლისთავის აღსანიშნავ საღამოზე წასვლას. მისი სახელით იუბილარს ყვავილების გვირგვინს გადასცემს და მის მისალოც წერილს უკითხავს ანდრია ღულაძე.

  წყარო:

თეატრალური მუზეუმის ფონდი, ავტოგრაფი 757; გაზ. „ივერია“, 1887, 5 მაისი, № 89, გვ. 2-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 391; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 122, 423.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

 ღულაძე ანდრია სოლომონის ძე (1857-1920)

პედაგოგი, ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, საბავშვო ჟურნალ “ნობათისა” და გაზეთ „დილას“ რედაქტორი.

 
1887 5 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება მისი მისალოცი წერილი ვასო აბაშიძისადმი.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 მაისი, № 89, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

 
1887 5 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 მაისი“ („კრედიტი, ესე იგი ნდობისა და ესტიბარის ძალით ხელის გამართვა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კრედიტის როლი ქვეყნის ეკონომიკაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 მაისი, № 89, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 292.

 
1887 6 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 მაისი“ („ეხლანდელმა სახელმწიფო ქონებათა მინისტრმა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღვინის წარმოების გასაუმჯობესებელი ღონისძიებანი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 676-678, გაზ. „ივერია“, 1887, 6 მაისი, № 90, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 296.

 
1887 8 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მაისი“ („მას აქედ, რაც შნებელეს საქმემ გამოჰყო თავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 8 მაისი, № 91, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 300.

პირთა ანოტაციები:

შნებელე გიომ (ვილჰელმ) (1831-1900)

ფრანგი პოლიციის კომისარი. ხელმძღვანელობდა საიდუმლო დაზვერვის სამსახურს ელზასსა და ლოტარინგიაში. 1887 წელს გაეხვა პოლიტიკურ ინტრიგაში, რომელმაც საფრანგეთსა და გერმანიას შორის ურთიერთობა უკიდურესად დაძაბა.

 
1887 9 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 მაისი“ („მთავარ-მინისტრი საფრანგეთისა გობლე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიასა და საფრანგეთს შორის ახალი ხიდის გადების ცდა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 მაისი, № 92, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 306.

 
1887 9 მაისი    
     

კავკასიის სამოსწავლო ოლქის მზრუნველი ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორს წერილობით აცნობებს, რომ გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნებული იყო მისი განკარგულების წინააღმდეგ მიმართული წერილები, მოითხოვს, ამოწერონ, უთარგმნონ და მიაწოდონ.

  წყარო:

იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 150.

 
1887 12 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 მაისი“ („ვნახოთ, რას ამბობენ გაზეთები...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის დიპლომატიური სვლები“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 12 მაისი, № 93, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 310.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     

1887 13 მაისი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 მაისი“ („პოლიტიკაში პატარა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიწყნარე ევროპის პოლიტიკაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 მაისი, № 94, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 313.

 

1887 13 მაისი

   
     

იაკობ გოგებაშვილი კირილე ლორთქიფანიძეს ქუთაისში უგზავნის იმ სახელისუფლებო დადგენილების წინააღმდეგ დაწერილ წერილს, რომლის მიხედვითაც სენაკის სააზნაურო სკოლაში ქართულ ენაზე სწავლა უნდა შეწყვეტილიყო. ადრესანტი დასძენს, რომ ამასთან დაკავშირებით მათთან უნდა ელაპარაკა იმ დროს ქუთაისში მყოფ ილია ჭავჭავაძესაც და სთავაზობს, რომ დოკუმენტები თბილისში მას გამოატანონ.

 

წყარო:

იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 150.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოპღვაწე.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     
1887 13-14 მაისი    
 

იმყოფება ქუთაისში სათავადაზნაურო ბანკის გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებით.

  წყარო:

იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 150; გაზ. „ივერია“, 1887, 19 მაისი, გვ. 1-2.

დათარიღება:

იაკობ გოგებაშვილის 13 მაისის წერილში კირილე ლორთქიფანიძისადმი ჩანს, რომ ამ დროს ილია ჭავჭავაძე საქმეებზეა ქუთაისში, გაზ. „ივერიის“ 19 მაისის პუბლიკაციიდან კი ჩანს, რომ იქ ბანკის სხდომები დამთავრდა 14 მაისს.
     
1887 14 მაისი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 მაისი“ („ბოსნიის საქმის გამო გაცხარებული და გამწარებული ბაასი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბოსნიის საქმის ამოტივტივება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 14 მაისი, № 95, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 318.

 
1887 მაისის პირველი ნახევარი    
     

მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

  წყარო:

„ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა 1886 წლის მაისის 15-დამ 1 იანვრამდე 1887 წლისა“, 1887.

 
1887 17 მაისამდე    
     

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ სოფელ წინამძღვრიანთკარიდან სახურავის ხელოსანი ჩამოაყვანინოს და დააანგარიშებინოს რა მასალა დასჭირდება მათი სახლის გადახურვას.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 245.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 266-267.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 
1887 17 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 მაისი“ („ჩვენი ხალხი უმთავრეს ნაწილად მეურნეობას მისდევს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულის ყიდვა სამხედრო უწყების მიერ“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 679-680, გაზ. „ივერია“, 1887, 17 მაისი, № 96, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 321.

 
1887 17 მაისის შემდეგ    
     

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ მოურავი გაუგზავნოს და სახურავის ხელოსნის მიერ დაანგარიშებული გადასახურავი მასალის ნუსხა ჩაუტანოს. მოურავს ასევე უთვლის, გაუგოს, შეძლებენ თუ არა მცხეთაში კრამიტისა და აგურის შოვნას, რათა არყის სახდელი გამართონ.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 361. ჟურნ. „მაცნე“, ენისა და ლიტერატურის სერია, 1992, I, გვ. 149; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 254-255, 394.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 266-267.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 
1887 17 მაისის შემდეგ    
     

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. აცნობებს, რომ ავად არის და იმიტომ ვერ ჩააკითხა. აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს და სთხოვს, რომ იმ კვირას თბილისში გაემგზავროს იქ დასარჩენად.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 241.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 268.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 
1887 17 მაისის შემდეგ    
     

თბილისიდან საგურამოში წერილთან ერთად მეუღლეს უგზავნის იმ მასალას, რომელიც სახურავის ხელოსანმა მოითხოვა სახლის გადასახურავად. სწერს, რომ ყველაფერი თვლით უნდა ჩაიბაროს მოურავმა და საჭიროებისამებრ აძლიოს ხელოსანს. უთვლის, თუ თუნუქი მორჩებათ, არყის სახდელი ქვაბის მილი გააკეთონ.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 398. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 241-242, 385.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 266-267.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 
1887 19 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 მაისი“ („როგორც წინა წერილში მოვიხსენიეთ, უმთავრესი გაჭირება...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პურეულის ყიდვა სამხედრო უწყების მიერ“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 680-681, გაზ. „ივერია“, 1887, 19 მაისი, № 97, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 323.

 
1887 20 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 მაისი“ („მას შემდეგ, რაც პრუსიამ საფრანგეთი დაამარცხა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის მბრძანებლობას ევროპაში აღსასრული დაუდგა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 20 მაისი, № 98, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 326.

 
1887 21 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 მაისი“ („უახლოესი მიზეზი გობლეს სამინისტროს სამსახურიდამ გადადგომისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის პოლიტიკა გერმანიისკენ გადაიხარა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 21 მაისი, № 99, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 330.

 
1887 22 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 მაისი“ („დღევამდელს ევროპას რომ კაცი დაუკვირდეს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტოკვა ევროპის თანასწორობის სასწორისა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 22 მაისი, № 100, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 333.

 
1887 23 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 მაისი“ („ერთი უკეთესი და უმდიდრესი სამფლობელო ინგლისისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისი ინდოეთის შესანარჩუნებელი გზების ძიებაშია“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 23 მაისი, № 101, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 338.

 

1887 24 მაისი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 მაისი“ („დღეს კიდევ მოგვივიდა ამბავი სიღნაღის მაზრიდამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კალიების შემოსევა სიღნაღის მაზრაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 მაისი, № 102, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 342.

 
1887 24 მაისი    
     

მონაწილეობს ქშწ-კგ საზოგადოების კრებაში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 მაისი, № 103, გვ. 1-2.

 
1887 27 მაისი    
     

მონაწილეობს კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 მაისი, № 105, გვ. 1-2

 
1887 27 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 მაისი“ („კანონის წინაშე თანასწორობა ყველასი ერთად და თვითვეულისა ცალკე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კანონის წინაშე თანასწორობა საზოგადოების წესიერი აგებულების საფუძლის ქავკუთხედია“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 მაისი, № 103, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 346.

 
1887 28 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 27 მაისი“ („საძოვრების საქმის დაულაგებლობა, მოუწყობლობა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი მესაქონლეობის საჭიროებანი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 682-684, გაზ. „ივერია“, 1887, 28 მაისი, № 104, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 350.

     
1887 29 მაისი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 მაისი“ („დღეს ევროპაში მხოლოდ ორი სახელმწიფოა იმოდენად ძლიერი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის ორჭოფული პოლიტიკა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 მაისი, № 105, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 357.

 
1887 30 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 მაისი“ („ტფილისის ქალაქის საბჭოში ხმოსანმა ბ-ნმა გარსოევმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხანძრისაგან შენობების დაზღვევის შემოღება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 30 მაისი, № 106, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 361.

პირთა ანოტაციები:

გარსოევი ნიკოლოზ

თბილისის საკრედიტო ბანკის წევრი მისი დაარსებიდან, ქალაქის საბჭ჻ოს ხმოსანი.

 
1887 31 მაისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 მაისი“ („დღეს რუსეთში საურთიერთო ნდობით დაზღვევა..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხანძრისაგან შენობების დაზღვევის შემოღება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 31 მაისი, № 107, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 365.

 
1887 გაზაფხული    
     

მასპინძლობს საქართველოში პირველად ჩამოსულ ბრიტანელ დიპლომატ ოლივერ უორდროპს, რომელიც აღფრთოვანებულია ჩვენი ქვეყნით და იწყებს ქართული ენის შესწავლას.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 6 დეკ. № 257, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

უორდროპი ჯონ ოლივერ (1864-1848),

ინგლისელი დიპლომატი, მთარგმნელი, ქართული კულტურის მოამაგე. თარგმნა სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, გამოსცა „საქართველოს სამეფო“, „ინგლისურ-სვანური ლექსიკონი“. კომენტარები დაურთო მისი დის, მარჯორის მიერ თარგმნილ „ვეფხისტყაოსანს“.

 
1887 2 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 ივნისი“ („იმ შეუწყნარებელმა ყოფამ და მდგომარეობამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხანძრისაგან შენობების დაზღვევის შემოღება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 2 ივნისი, № 108, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 368.

 
1887 3 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 2 ივნისი“ („ჩვენ წინა წერილში ვსთქვით, რომ საურთიერთო ნდობით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხანძრისაგან შენობების დაზღვევის შემოღება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 3 ივნისი, № 109, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 372.

 
1887 4 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 ივნისი“ („მას აქედ, რაც იტალია გაერთდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რომის პაპების ბრძოლა ძველი დიდების აღსადგენად“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 4 ივნისი, № 110, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 377.

 

1887 5 ივნისი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 ივნისი“ („მდაბიო ნაწილი ერისა, რომელიც შინ უილაჯობის გამო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტფილისის უღარიბეს მკვიდრთათვის საკვირაო სკოლის გამართვის სიკეთე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 ივნისი, № 111, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 382.

 

1887 6 ივნისი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 5 ივნისი“ („ჩვენ დროში ქვეყნის საქმეებმა ისეთი ძირი გაიკეთა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და პროტექციონობა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 684-687, გაზ. „ივერია“, 1887, 6 ივნისი, № 112, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 385.

 

1887 7 ივნისი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 6 ივნისი“ („ჩვენა ვსთქვით, რომ უცხო ქვეყნების საქონლის შემოტანაზედ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და პროტექციონობა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 687-690, გაზ. „ივერია“, 1887, 7 ივნისი, № 113, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 389.

 
1887 9 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ივნისი“ („ეგვიპტის საქმე, ავღანიისა და ბოლგარიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მორიგების მცდელობა ინგლისსა და ოსმალეთს შორის ეგვიპტის თაობაზე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 ივნისი, № 114, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 402.

 
1887 9 ივნისი    
     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ისმენენ ნიკოლოზ ცხვედაძის მოხსენებას ბათუმის სკოლის შესახებ. იღებენ დადგენილებას, რომ მოსე ნათაძე კვლავ დარჩეს ბათუმის სკოლის მასწავლებლად. ნიკოლოზ მთვარელიშვილს საკუთარი თხოვნის საფუძველზე ათავისუფლებენ საზოგადოების მდივნის თანამდებობიდან. მასწავლებლებს ურიცხავენ ივნის-ივლისის ხელფასს. მტკიცდება წვრილმანი ხარჯები.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 183.

პირთა ანოტაციები:

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ნათაძე მოსე ივანეს ძე (1856-1890)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი. მასწავლებლად მუშაობდა პატარძეულის, მეჯვრისხევის, ხონის სკოლებში.

მთვარელიშვილი ნიკოლოზ ვასილის ძე (1844-1923)

პედაგოგი, პუბლიცისტი, მკვლევარი. პეტერბურგის სასულიერო აკადემიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, იყო ქშწ-კგ საზოგაოდოების მდივანი.

 
1887 10 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 9 ივნისი“ („ჩვენი გაზეთის №№ 112 და 113 ლაპარაკი ჩამოვაგდეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და პროტექციონობა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 690-693, გაზ. „ივერია“, 1887, 10 ივნისი, № 115, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 394.

 
1887 11 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 ივნისი“ („ევროპაში არსებობდა და მოქმედებდა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სატამოჟნო პოლიტიკა ევროპაში. ფრიტრედერობა და პროტექციონობა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 693-696, გაზ. „ივერია“, 1887, 11 ივნისი, № 116, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 397.

 
1887 12 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 ივნისი“ („დღეს ყველაფერი პოლიტიკამ შთანთქა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ინგლისში შექმნილ დამხმარე საზოგადოებათა სიკეთე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 12 ივნისი, № 117, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 407.

 
1887 13 ივნისამდე    
     

წიგნად გამოსცემს დიმიტრი ნადირაძის („მაჩხანელის“) „ძმურ სიტყვას“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 ივნისი, № 118, გვ. 4.

დათარიღება:

13 ივნისის „ივერიაში“ არის განცხადება, რომ უკვე იყიდება.

პირთა ანოტაციები:

ნადირაძე დიმიტრი (1861-1903)

პოეტი, პროზაიკოსი და პუბლიცისტი, წერდა ფსევდონიმით „მაჩხანელი“. იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში: „მოამბე“, „ივერია“, „აკაკის კრებული“, „ჯეჯილი“ და სხვ.

     
1887 13 ივნისი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 12 ივნისი“ („გუშინ, ესე იგი 11 ივნისს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი სულხანის-ძე ჭავჭავაძის ანდერძი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 ივნისი, № 118, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 411.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე დიმიტრი სულხანის ძე (1829-1886)

სამხედრო მოღვაწე, ცხოვრობდა საზღვარგარეთ, გარდაიცვალა თელავში. მემკვიდრე არ ჰყავდა. ანდერძის მიხედვით, მისი დიდძალი ქონება ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.

     
1887 14 ივნისამდე    
     

ლაიფციგში გამოდის არტურ ლაისტის მიერ თარგმნილი წიგნი სახელწოდებით „ქართველი პოეტები“, რომელშიც დაბეჭდილია ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოკლე მიმოხილვა, მისი ლექსების: „გაზაფხული“, „მტკვრის პირას“, „ელეგია“, „არაგვს“, „ქართვლის დედას“, „ვიხილე სატრფო...“, „გახსოვს, ტურფავ...“, „მძინარე ქალს“ და პოემათა ნაწყვეტების გერმანული თარგმანები.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 8 აგვისტო, № 163, გვ. 2; Georgische Dichter. Verdeutsch von Artur Leist. Leipzig, 1887, X, 150.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

     

1887 14 ივნისამდეგ

ერმანელი პოეტი და მთარგმნელი ფრიდრიხ ბოდენშტეტი თავისი რედაქტორობით გამომავალ გაზეთში აქყვეყნებს რეცენზიას არტურ ლაისტის წიგნზე „ქართველი პოეტები“. იქვე დაბეჭდილია ილია ჭავჭავაძის ლექსებიც.

  წყარო:

„აზრი ბოდენშტეტისა ა. ლაისტის გერმანულს თარგმანზე. ქართველი პოეტები“, გაზ. „ივერია“, 1887, 14 ივნისი, № 119, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ბოდენშტეტი ფრიდრიხ (1819-1892)

გერმანელი პოეტი და მთარგმნელი. მის აზრს ქართველების შესახებ ილია იმოწმებს „ქვათა ღაღადში“.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”

 
1887 14 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ვლადიმერ ინანაშვილის მიერ გერმანული გაზეთიდან გადმოთარგმნილი ფრიდრიხ ბოდენშტეტის რეცენზია არტურ ლაისტის წიგნზე „ქართველი პოეტები“.

  წყარო:

„აზრი ბოდენშტეტისა ა. ლაისტის გერმანულს თარგმანზე. ქართველი პოეტები“, გაზ. „ივერია“, 1887, 14 ივნისი, № 119, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

 ინანაშვილი (ინანიშვილი) ვლადიმერ დიმიტრის ძე

აგრონომი.

ბოდენშტეტი ფრიდრიხ (1819-1892)

გერმანელი პოეტი და მთარგმნელი. მის აზრს ქართველების შესახებ ილია იმოწმებს „ქვათა ღაღადში“.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

 
1887 14 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 ივნისი“ („იგი გარემოება, რომელმაც ხელახლად აღძრა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი სულხანის-ძე ჭავჭავაძის ანდერძი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 14 ივნისი, № 119, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 415.

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი სულხანის ძე ჭავჭავაძე (1829-1886)

სამხედრო მოღვაწე, ცხოვრობდა საზღვარგარეთ, გარდაიცვალა თელავში. მემკვიდრე არ ჰყავდა და მისი ანდერძის მიხედვით მისი დიდძალი ქონება ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.

 
1887 16 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 15 ივნისი“ („აღმოსავლეთ საქართველოში ბევრია იმისთანა ადგილები...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ჩვენი მესაქონლეობის საჭიროებანი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 697-700, გაზ. „ივერია“, 1887, 16 ივნისი, № 120, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 353.

 
1887 18 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 ივნისი“ („სერბიაში მთავარ-მინისტრი გარაშანინი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მთავარ-მინისტრის შეცვლა სერბიაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 18 ივნისი, № 122, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 421.

 
1887 19 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ივნისი“ („ეხლანდელი დრო ევროპაში სრული,ზღვარდაუდებელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის ზღვარდაუდებელი ბატონობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 19 ივნისი, № 123, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 424.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

 
1887 20 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 ივნისი“ („ჩვენის ფიქრით, გერმანიამ რომ ჩამოართვა..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის მიერ არასწორად გადადგმული ნაბიჯი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 20 ივნისი, № 124, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 429.

 
1887 24 ივნისი    
     

გიორგი თუმანიშვილი „ივერიის“ რედაქციას უძღვნის მის მიერ შედგენილ საცნობარო ხასიათის წიგნს კავკასიის შესახებ.

  წყარო:

Кавказ. Справочная книга составленная старожилом. Вып. I. Тфл., 1887. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია TS 3.273/09.

პირთა ანოტაციები:

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

     
1887 24 ივნისი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 23 ივნისი“ („როცა ამბობენ, ესა თუ ის ქვეყანა მდიდარიაო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მევენახე გლეხთა მდგომარეობა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 700-702, გაზ. „ივერია“, 1887, 24 ივნისი, № 127, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 433.

 
1887 25 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 24 ივნისი“ („ცალკე ის მოწმობანი, რომ ყველგან...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მევენახე გლეხთა მდგომარეობა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 702-706, გაზ. „ივერია“, 1887, 25 ივნისი, № 128, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 435.

 
1887 26 ივნისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 ივნისი“ („თავისუფლება იგი ყოფა-მდგომარეობაა ადამიანისაო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რა არის თავისუფლება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 26 ივნისი, № 129, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 442.

     
1887 27 ივნისი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 26 ივნისი“ („ივერიის 122 ნომერში დაბეჭდილია სურამიდან მოწერილი ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კანონის ცოდნა და მისი ფარად გამოყენების აუცილებლობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 ივნისი, № 130, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 446.

 
1887 28 ივნისი    
     

მეუღლესთან ერთად ესწრება გამოცდებს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლაში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 27 ივნისი, № 130, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 446.

 
1887 30 ივნისი    
     

იღებს ალექსანდრე სარაჯიშვილის წერილს ქშწ-კგ საზოგადოების საწევრო გადასახადის შეტანასთან დაკავშირებით.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 165.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი ალექსანდრე ივანეს ძე (1851-1914)

მწერალი, კრიტიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, საქართველოს საისტოიო და საეთნოგრაფიო საზოგაოების ერთ-ერთო ფუძემდებელი, 1902-03 წლებში იყო „ივერიის“ რედაქტორ-გამომცემელი.

 

1887 ივნისი

   
     

რაღაც საბუთს და წერილს უგზავნის თბილისიდან საგურამოში მეუღლეს. სთხოვს, საბუთზე მისმა დამ, ელისაბედმა ხელი მოაწეროს, როგორც გენერალ-ლეიტენანტ საგინაშვილის ქვრივმა. დარიგებებს აძლევს ორშაბათს საგურამოში არქიელის ასვლასთან დაკავშირებით. პარასკევს თბილისში იბარებს „პოვოსკას“ ან ფურგონს სურსათის წასაღებად.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 416; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 383; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 232, 379.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 269.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

საგინაშვილი ალექსანდრე დიმიტრის ძე (1808-1887)

ილია ჭავჭავაძის სიძე – ელისაბედ ჭავჭავაძის მეორე ქმარი. გენერალ-ლეიტენანტი, რუსეთ-ირანის, რუსეთთურქეთის და ყირიმის ომების მონაწილე, 1844-1850 წლებში მსახურობდა გენერალურ შტაბში, 1851 წელს იყო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის თანაშემწე.

 
1887 3 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ივლისი“ („არა გვგონია, სადმე სხვაგან იყოს ისეთი ქვეყანა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთ „ივერიის“ მარცხი“. სტატიის დაწერა განაპირობა ამავე გაზეთში სოფრომ მგალობლიშვილის მიერ „ს. გუმცაძის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულმა წერილმა „რამე-რუმე“, რომელშიც ავტორი ახსენებდა გორში გავრცელებულ პასკვილ „ქალ-ვაჟიანს“. აღმოჩნდა, რომ პასკვილში გაშარჟებული იყო გორელი ქალბატონი მარიამ კერესელიძე. ილია ჭავჭავაძე აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მისი რედაქტორობით გამომავალმა გაზეთმა ამ ტექსტის ხსენებით შეურაცხყოფა მიაყენა ღირსეულ ქალბატონს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 707-709, გაზ. „ივერია“, 1887, 3 ივლისი, № 134, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 449.

პირთა ანოტაციები:

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925)

ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი.

კერესელიძე მარიამ

გორის ინტელიგენციის წარმომადგენელი, წიგნის მაღაზიის მფლობელი.

 
1887 3 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 2 ივლისი“ („არა გვგონია, სადმე სხვაგან იყოს ისეთი ქვეყანა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთ „ივერიის“ მარცხი“. სტატიის დაწერა განაპირობა ამავე გაზეთში სოფრომ მგალობლიშვილის მიერ „ს. გუმცაძის“ ფსევდონიმით გამოქვეყნებულმა წერილმა „რამე-რუმე“, რომელშიც ავტორი ახსენებდა გორში გავრცელებულ პასკვილ „ქალ-ვაჟიანს“. აღმოჩნდა, რომ პასკვილში გაშარჟებული იყო გორელი ქალბატონი მარიამ კერესელიძე. ილია ჭავჭავაძე აღაშფოთა იმ ფაქტმა, რომ მისი რედაქტორობით გამომავალმა გაზეთმა ამ ტექსტის ხსენებით შეურაცხყოფა მიაყენა ღირსეულ ქალბატონს.

  წყარო:

ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938, გვ. 140.

დათარიღება:

დროზე მითითებულია სოფრომ მგალობლისშვილის 4 ივლისით დათარიღებულ პირად წერილში.
 
1887 4 ივლისი    
     

მოგზაურობს შუა ქართლის სოფლებში.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 427; გაზ. „ივერია“, 1887, 9 მაისი, № 92, გვ. 1-2; გაზ. „ივერია“, 1887, 3 ივლისი, № 134, გვ. 1.

დათარიღება:

წერილი 4 ივლისით არის დათარიღებული.

პირთა ანოტაციები:

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925)

ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი.

 
1887 4 ივლისის შემდეგ    
     

სოფრომ მგალობლიშვილი წერილობით ატყობინებს, რომ წყვეტს „ივერიის“ რედაქციასთან თანამშრომლობას. მისი განაწყენება გამოიწვია ილია ჭავჭავაძის წერილმა „ივერიის მარცხი“, რომელშიც სოფრომ მგალობლიშვილის მიერ ფსევდონიმით გამოქვეყნებული წერილის არაკორექტულობაზე იყო საუბარი.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 709-710, გაზ. „ივერია“, 1887, 7 ივლისი, № 137, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 452.

 
1887 7 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 ივლისი“ („ჩვენ არაერთხელ ამ რამდენისამე წლის წინად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სახასო გლეხთა მამულების გაყიდვა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 427; მგალობლიშვილი ს., მოგონებები, 1938, გვ. 133-145; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 121-124; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 122-126, 423- 424;

პირთა ანოტაციები:

მგალობლიშვილი სოფრომ ზაქარიას ძე (1851-1925)

ხალხოსანი მწერალი, მემუარისტი, პუბლიცისტი, გაზ. „თემის“ რედაქტორი.

     
1887 9 ივლისი  
     

საპასუხო წერილს უგზავნის სოფრომ მგალობლიშვილს. უხსნის, რომ მისმა პუბლიკაციამ, მართალია უნებურად, მაგრამ შეურაცხყოფა მიაყენა ღირსეულ ადამიანს, რაც ყოვლად მიუღებელი იყო და რეაგირებას საჭიროებდა.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 ივლისი, № 139, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 455.

პირთა ანოტაციები:

გლადსტონი უილიამ (1809-1898)

ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი.

     
1887 9 ივლისი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ივლისი“ („მარკიზმა სალუსბერიმ თუმცა თავისი გაიყვანა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკური ამინდის შეცვლა გლადსტონის სასარგებლოდ“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 10 ივლისი, № 140, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 459.

 
     
1887 10 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ივლისი“ („ჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლა-განათლება ერის წარმატების საწინდარია“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 ივლისი, № 141, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 463.

 
1887 11 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 ივლისი“ („ბოლგარიის დიდმა საერო კრებამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკის სასწორის ორმხრივი ტოკვა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 711-713, გაზ. „ივერია“, 1887, 12 ივლისი, № 142, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 468.

 
1887 12 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 ივლისი“ („ჩვენებურის გაზეთების მკითხველთა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 713-715, გაზ. „ივერია“, 1887, 14 ივლისი, № 143, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 472.

 

1887 14 ივლისი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 ივლისი“ („ავტორი იმ ორი მეთაურისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 713-715, გაზ. „ივერია“, 1887, 14 ივლისი, № 143, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 472.

 

1887 15 ივლისამდე

   
     

ხელმოუწერლად გამოდის აკაკი წერეთლის წიგნი „რამდენიმე სიტყვა ბ-ნ ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ „ვეფხისტყაოსნის“ გამო“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“,1887, 15 ივლ. № 144, გვ. 2. აკაკი წერეთელი, რამდენიმე სიტყვა ბატ. ილია ჭავჭავაძის საპასუხოდ „ვეფხის ტყაოსნის”-ს გამო“, თბ. 1887.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

 
1887 15 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 14 ივლისი“ („ცხადია, რომ ჩვენის მიწათმფლობელობის საქმის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 716-718, გაზ. „ივერია“, 1887, 15 ივლისი, № 144, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 476

 
1887 16 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 15 ივლისი“ („Крестъянский Банк”-ის ავტორმა მეორე წერილში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. 1, საქმე 820, ფ. 34 (რუსული ენაზე); ნ. ტაბიძე, ეტიუდები, 1986, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 126, 424-425.

 
1887 16 ივლისი    
     

თხოვნით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს ჟურნალ „ივერიაში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ფშაური ლექსების ცალკე წიგნად გამოცემის ნებართვისთვის.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. 1, საქმე 820, ფ. 34 (რუსული ენაზე); ნ. ტაბიძე, ეტიუდები, 1986, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 126, 424-425.

 
1887 17 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ივლისი“ („ჩვენ გამოვირკვიეთ „Крестъянский Банк”-ის ავტორის აზრი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 721-725, გაზ. „ივერია“, 1887, 17 ივლისი, № 146, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 483.

     

1887 18 ივლისი

   
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ივლისი“ („წინა წერილში მოყვანილი წესის ძალითა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 728-729; გაზ. „ივერია“, 1887, 18 ივლისი, № 147, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 488.

     

1887 19 ივლისი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 18 ივლისი“ („გვგონია, ჩვენ საკმაოდ ვაცოდინეთ მკითხველს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  ყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 730-732, გაზ. „ივერია“, 1887, 19 ივლისი, № 148, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 492. ^2509 წ

 
1887 21 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 20 ივლისი“ („შინაგანი მიზეზი იმისა, რომ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 732-734, გაზ. „ივერია“, 1887, 21 ივლისი, № 149, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 494.

 
1887 22 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 21 ივლისი“ („ჯერ მინამ საგლეხკაცო ბანკი დაარსებული არ იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 736-738, გაზ. „ივერია“, 1887, 22 ივლისი, № 150, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 497.

 
1887 27 ივლისი    
     

დეპეშას უგზავნის ფოთში მყოფ კოტე ჭავჭავაძეს. სთხოვს სასწრაფოდ გაუგოს, რა ღირს კოპიტის ფიცრები და არის თუ არა შესაძლებელი დიდი პარტიის შეძენა თეატრისათვის გრიგოლ არწრუნისეული შენობის კეთილმოსწაყობად. იმავე დღეს იღებს პასუხს, სადაც მითითებულია ფასი, მაგრამ ნათქვამია, რომ მზა სახით არ არის და შეკვეთაა საჭირო.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფონდი I, გვ. 57, 394, 226 (რუსული ენაზე); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 126, 425.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე კოტე (კონსტანტინე) რამაზის (რომანის) ძე (დაბ. 1844)

ილია ჭავჭავაძის შორეული ნათესავი.

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

 
1887 29 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 28 ივლისი“ („წინა წერილში ჩვენ მოვიყვანეთ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 736-738, გაზ. „ივერია“, 1887, 29 ივლისი, № 155, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 500.

 
1887 30 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 29 ივლისი“ („მეორე საშუალებად, რომლის ძალითაც...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 738-741, გაზ. „ივერია“, 1887, 30 ივლისი, № 156, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 503.

 
1887 31 ივლისი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 ივლისი“ („გარდა იმისა, რაც შესწევს კრედიტის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 741-742, გაზ. „ივერია“, 1887, 31 ივლისი, № 157, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 506.

     
1887 1 აგვისტო    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 31 ივლისი“ („ჩვენ ჩამოვთვალეთ, რაც საზოგადო მიზეზნი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 743-745, გაზ. „ივერია“, 1887, 1 აგვისტო, № 158, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 509.

 
1887 2 აგვისტო    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 აგვისტო“ („ერთი განსაკუთრებული ჩვენის ქვეყნის შესახები...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 745-749, გაზ. „ივერია“, 1887, 12 აგვისტო, № 159, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 512.

 
1887 5 აგვისტო    
     
 
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 აგვისტო“ („ამას წინად გაზეთ „Новое обозрение”-.ში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მკურნალი დ. ერისთავი“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 5 აგვისტო, № 161, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 521.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ერისთავის სახელი აღნიშნული არ არის, მაგრამ საუბარია დიმიტრი კონსტანტინეს ძე ერისთავზე.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დიმიტრი კონსტანტინეს ძე (1862-1924)

ექიმი, ლიტერატორი, საზოგადო მოღვაწე. ოზურგეთში სასწავლებლისა და აფთიაქის გახსნის მოთავე.

 

     
1887 6 აგვისტო
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 აგვისტო“ („მკითხველებმა უკვე იციან, რომ ბოლგარიას..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბულგარეთის ისტორიაში ახალი ხანის დადგომა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 6 აგვისტო, № 162, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 523.

 

     
1887 8 აგვისტო    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 აგვისტო“ („ჩვენ მოვიყვანეთ წინა წერილებში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საგლეხო ბანკის“ გარშემო“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 749-750, გაზ. „ივერია“, 1887, 8 აგვისტო, № 163, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 515.

 

     
1887 8 აგვისტო    

 

გაზეთ „ივერიაში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1887 წლის 1 ივლისისთვის.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, № 163.

 
1887 9 აგვისტო    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 აგვისტო“ („მაშინ როდესაც მთელი ევროპა..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საერთაშორისო სასამართლოს შემოღების აუცილებლობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 აგვისტო, № 164, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 526.

 

1887 14 აგვისტო

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 აგვისტო“ („დღესაც, როგორც წინედაც..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კვლავ ბულგარეთის შესახებ“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 14 აგვისტო, № 168, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 530.

 
1887 აგვისტო    
     

მოკლე ბარათით აცნობებს მეუღლეს, რომ ნიკოლოზ ერისთავთანაა სადილად მიწვეული. წერილთან ერთად უგზავნის დოკუმენტს, რომელიც უნდა გადაწერონ ალექსანდრე ჩოლოყაშვილმა და სოლომონ მირიმანოვმა. სთხოვს, მათი მისვლა აცნობოს და დაბრუნდება.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 388. ი.ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 384; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 233, 380.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 246-247.

პირთა იდენტიფიკაცია:

წერილში ალექსანდრე ჩოლოყაშვილის მხოლოდ სახელია ნახსენები, სოლომონ მირიმანოვისა კი მხოლოდ გვარი.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ერისთავი (ქსნისა) ნიკოლოზ (კოლა) რევაზის ძე (1850-1915)

ნიკოლოზ ბარათაშვილის დის და რევაზ შალვას ძე ერისთავის ვაჟი.

ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე

თავადი – თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად.

მირიმანოვი სოლომონ მირიანის ძე

სომეხი სახელმწიფო მოღვაწე, 1862-1867 წლებში იყო თბილისის ქალაქის თავი.

 
1887 6 სექტემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 5 სექტემბერი“ („არ გათავდა და გვგონია, არც გათავდეს..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკი და ევროპის პოლიტიკა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 6 სექტემბერი, № 185, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 533.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

 
1887 9 სექტემბერი    
     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ ქუთაისის გუბერნიის სასოფლო სკოლების დირექტორის მიწერილობას, რომ სენაკის სათავადაზნაურო სკოლის ზედამხედველმა გაიცნოს მეგრული ენის ანბანი. გამგეობის წევრები მიუღებლად მიიჩნევენ სწავლების მეგრულ ენაზე დაწყებას და საკითხის მოსაგვარებლად ჩანართს აკეთებენ სენაკის სკოლაში მიღების წესებში. ამ მუხლის მიხედვით, სასწავლებლად მიიღებიან ის მეგრელი ყმაწვილები, რომელთაც იციან ქართული ლაპარაკი და წერა-კითხვა ან რომელთა მშობლებიც თანახმა არიან, რომ მათ შვილებს სწავლება ქართულ ენაზე დააწყებინონ. სენაკის სკოლის ინსპექტორის თანამდებობაზე კვლავ ტოვებენ სამსონ ყიფიანს. გამომცემელ გრიგოლ ჩარკვიანს ატყობინებენ, რომ საზოგადოების მიერ გამოცემული წიგნებიდან მას დარჩება 25 პროცენტი.

 

ყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 194.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი. ჩარკვიანი გრიგოლ (გიგო) ვასილის ძე (1852-1922) – მესტამბე, გამომცემელი.

 
1887 11 სექტემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 სექტემბერი“ („გუშინ მოვიხსენიეთ, რომ საქმეთა მსვლელობამ..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სათავადაზნაურო სკოლებში სწავლების ხასიათის ძირეულად შეცვლის აუცილებლობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 სექტემბერი, № 188, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 538.

 
1887 12 სექტემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 სექტემბერი“ („გარდა იმისა, რაც გუშინდელ მეთაურში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სათავადაზნაურო სკოლებში სწავლების ხასიათის ძირეულად შეცვლის აუცილებლობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 12 სექტემბერი, № 189, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 542.

 
1887 13 სექტემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 სექტემბერი“ („ერთი დიდი და ფრიად შესამჩნევი..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გიმნაზიების ერთი დიდი ნაკლი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 სექტემბერი, № 190, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 546.

 

1887 20 სექტემბერი

 
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 სექტემბერი“ („ბევრნი სჩივიან ჩვენში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისეთი დაწესებულების საჭიროება, სადაც შესაძლებელი იქნება გართობა, გასაუბრება, დასვენება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 სექტემბერი, № 190, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 546.

 
1887 22 სექტემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 21 სექტემბერი“ („ჩვენმა მკითხველებმა უკვე იციან, რომ თ. ბისმარკმა..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის პოლიტიკა ბულგარეთთან მიმართებაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 22 სექტემბერი, № 196, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 552.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

 
1887 24 სექტემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 სექტემბერი“ („ჩვენი მკითხველები დღევანდელს „ივერიაში“..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საქმის სიყვარული წარმატების საწინდარია“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 24 სექტემბერი, № 198, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 555.

     
1887 26 სექტემბერი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 სექტემბერი“ („ჯანმრთელობა ერისა ერთი უდიდესი..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ერის ჯანმრთელობა სახელმწიფოს ერთი უდიდესი საზრუნავია“

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 26 სექტემბერი, № 200, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 558

 
1887 28 სექტემბერიდან    
     

საგურამოდან თბილისში ვექსილს და მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს, საბუთს ხელი მოაწეროს და მეორე დღესვე დაუბრუნოს. მოურავს უთვლის, რომ წიწამურის ჭაჭა კარგად შეინახოს, რადგან არყის გამოხდას აპირებს.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 414; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 231, 378.

 

1887 30 სექტემბერი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 სექტემბერი“ („ამას წინად ქუთაისში მომრიგებელ სასამართლოში..“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შეუწყნარებელი გულგრილობა საზოგადო საქმისადმი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 30 სექტემბერი, № 202, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 562.

     
1887 1 ოქტომბერი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 სექტემბერი“ („არ ვიცით, შეხვედრია თუ არა ოდესმე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამრეწველო და სამეურნეო ნაწარმთა გამოფენის მოწყობის შესახებ“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 1 ოქტომბერი, № 203, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 565.

 
1887 1 ოქტომბერი    
     

მეგრული ენის სწავლებასთან დაკავშირებით წერილს უგზავნის სენაკის სკოლის ინსპექტორ სამსონ ყიფიანს.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფ. 481, № 117, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი სამსონ გიორგის ძე (1855-1937)

პედაგოგი, მსახიობი, პუბლიცისტი, სენაკის სააზნაურო სკოლის ინსპექტორი.

 
1887 7 ოქტომბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 ოქტომბერი“ („გლეხთა განთავისუფლების წესდების...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მამულების გამოსყიდვის ოქმის შედგენის ხარჯის განსაზღვრის აუცილებლობა“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 750-751, გაზ. „ივერია“, 1887, 7 ოქტომბერი, № 207, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 571. ^

 
1887 8 ოქტომბერი    

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 ოქტომბერი“ („ვაჭრობა, აღებმიცემობა და ყოველგვარი მრწველობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სიყალბე ნავთის მრეწველობაში“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 8 ოქტომბერი, № 208, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 574.

 
1887 9 ოქტომბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 ოქტომბერი“ („დიდი ხანია, საფრანგეთი სწამებს გერმანიას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის მთავრობის დაუდგრომელობა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 9 ოქტომბერი, № 209, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 577.

     

1887 11 ოქტომბერი

   
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 ოქტომბერი“ („მას აქეთ, რაც ბატონი ნიკოლაძე მიემხრო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პასუხი ნიკო ნიკოლაძეს“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 ოქტომბერი, № 211, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 10/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 375.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     
1887 13 ოქტომბერი    
 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ოქტომბერი“ („ევროპა საოცარი ქვეყანაა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის სახელმწიფოთა დაინტერესება მაროკოთი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 ოქტომბერი, № 212, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 582.

 
1887 14 ოქტომბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 ოქტომბერი“ („ერთგვარის ყალიბის მწერალნი არიან ჩვენში...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბულვარის აკადემია“).

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 752-755; გაზ. „ივერია“, 1887, 14 ოქტომბერი, № 213, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 13/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 382.

 
1887 15 ოქტომბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 14 ოქტომბერი“ („მთელი ქვეყანაა და გენერალ კაფფარელის ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გენერალ კაფფარელის საქმე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 15 ოქტომბერი, № 214, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 586.

პირთა ანოტაციები:

კაფფარელი ლუი შარლ (1829-1907)

ფრანგი გენერალი, 1887 წელს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. ბრალი დასდეს ორდენების გაყიდვაში და სამხედრო სამსახურიდან გადააყენეს

     
1887 18 ოქტომბრამდე  
     

დავით ჩუბინაშვილისაგან საჩუქრად იღებს მის მიერ შედგენილ ქართულ-რუსულ ლექსიკონს.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 18 ოქტ., № 217, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 126-129.

დათარიღება:

დროზე მითითებულია 22 ოქტომბერს ილია ოქრომჭედლიშვილისათვის გაგზავნილ წერილსა და გაზეთ „ივერიია“ 18 ოქტომბრის პუბლიკაციაში.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

     
1887 18 ოქტომბერი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ოქტომბერი“ („ლოღიკა თითქოს ბაჟს რასმე ემალებაო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ყალბი და ნამდვილი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 755-759; გაზ. „ივერია“, 1887, 18 ოქტომბერი, № 217, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 17/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 387.

 

1887 20 ოქტომბერი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 19 ოქტომბერი“ („კვირანდელს ნომერში ჩვენმა მეთაურმა წერილმა...“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ყალბი და ნამდვილი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 755-759; გაზ. „ივერია“, 1887, 18 ოქტომბერი, № 217, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 17/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 387.

 
1887 22 ოქტომბრამდე    
     

ცალკე წიგნად ბეჭდავს „ივერიის“ დამაკვირდის რუბრიკაში გამოქვეყნებულ გამონათქვამებს, მათ შორის „ლარიძის“ ფსევდონიმით დაბეჭდილ 14 საკუთარ ლექსს და სენტენციას.

  წყარო:

„დამაკვირდი, ანუ ძველთა და ახალთა ბრძენთა, მეცნიერთა და გამოჩენილთა კაცთა მიერ თქმულნი“, თბ. 1887; გაზ. „ივერია“, 1887, № 220, გვ. 1, 4.

დათარიღება:

22 ოქტომბრის „ივერიაში“ არის განცხადება, რომ ეს წიგნი უკვე იყიდება.
 
1887 22 ოქტომბერი    
     

 

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაიბეჭდა და იყიდება „დამაკვირდი ანუ აფორიზმები, ძველთა და ახალთა ბრძენთა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 22 ოქტ., № 220 გვ. 1.

     
1887 24 ოქტომბრის შემდეგ  
     

ირჩევენ დიმიტრი ყიფიანის გადმოსვენებისა და დაკრძალვის საორგანიზაციო კომისიაში.

  წყარო:

გაზ. „თემი“, 1915, № 127; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 93-96; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 126-129, 425-426.

პირთა ანოტაციები:

ოქრომჭედლიშვილი ილია ლაზარეს ძე (1838-1898)

საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი, აღმოსავლური ენების სპეციალისტი. ასწავლიდა ქართულს მოსკოვის უნივერსიტეტში.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში

     
1887 22 ოქტომბერი  
     

წერილს და ახალგამოცემულ წიგნებს უგზავნის მოსკოვში ილია ოქრომჭედლიშვილს. ატყობინებს, რომ ქშწ-კგ საზოგადოებამ დაიწყო ძველი წიგნების მომზადება გამოსაცემად და აინტერესებთ, აღმოუჩენს თუ არა ფინანსურ დახმარებას. ბარათში ასევე საუბარია დავით ჩუბინაშვილის იუბილეს შეფერხების შესახებ, ჩამოთვლილია ბოლო პერიოდში „ივერიის“ რედაქციის მიერ გამოცემული წიგნები და ნათქვამია, რომ შესანიშნავი გამოდის ქართული თეატრის გადაკეთებული და განახლებული შენობა.

  წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ქართული ემიგრანტული ლიტერატურა – დაბრუნება, ტ. 1, 1991, გვ. 393.

დათარიღება:

ვათარიღებთ დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალების თარიღის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

1887 28 ოქტომბერი

   
     

ხელს აწერს დიმიტრი ყიფიანის ტრაგიკულად დაღუპვის გამო თსს ბანკის გამგეობისა და ზედამხედველი კომიტეტის მიერ გარდაცვლილის ქვრივის – ნინო ჭილაშვილ-ყიფიანისათვის გაგზავნილ სამძიმრის წერილს. მისი წინადადებით ოჯახისთვის თანაგრძნობის გამოსაცხადებლად ქვიშხეთში საგანგებოდ გზავნიან ვალერიან გუნიას.

  წყარო:

დიმიტრი ყიფიანის არქივი. 1951, გვ. 11.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ჭილაშვილი-ყიფიანისა ნინო იაგორის ასული

დიმიტრი ყიფიანის მეუღლე. თბილისის მუსიკალური საზოგადოების დამფუძნებელი და წმ. ნინოს სახელობის ქალთა საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრი, მონაწილეობდა თეატრალურ წარმოდგენებში.

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

 
1887 29 ოქტომბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 ოქტომბერი“ („თავზარის დაცემამდე შემაძრწუნებელი ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი ყიფიანის გარდაცვალება“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 ოქტომბერი, № 225, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 594.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 

1887 30 ოქტომბერი

 
   
     

თსს ბანკის დარბაზში მართავს კრებას, რომელმაც უნდა შეიმუშაოს დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხები. იღებენ გადაწყვეტილებას, რომ ხარჯები მთლიანად გაიღოს ბანკმა.

  წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ქართული ემიგრანტული ლიტერატურა – დაბრუნება, ტ. 1, 1991.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 
1887 31 ოქტომბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 30 ოქტომბერი“ („ყველა სწუხს, ყველა ჰგლოვობს..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ყიფიანი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 763-771; გაზ. „ივერია“, 1887, 31 ოქტომბერი, № 227, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1887, 30/X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 393.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა

     
1887 1 ნოემბერი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 31 ოქტომბერი“ („არა გვგონია ჩვენს მკითხველებში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყრმობა დიმიტრი ყიფიანისა. მის საკუთარ ნაწერთაგან“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 1 ნოემბერი, № 228, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 597.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 
1887 4 ნოემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 3 ნოემბერი“ („კაცი მოკვდა ან მოჰკლეს...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ყიფიანი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 755-759; გაზ. „ივერია“, 1887, 4 ნოემბერი, № 230, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1887, 3/XI); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 395.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 
1887 8 ნოემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 7 ნოემბერი“ („უფროს-ერთი ადამიანი ისე გაივლის ხოლმე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ყიფიანი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 755-759; გაზ. „ივერია“, 1887, 8 ნოემბერი, № 234, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1887, 7/XI); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 399.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 
1887 8 ნოემბერი    
     

დიმიტრი ყიფიანის ოჯახის წევრებთან, აკაკი წერეთელთან და სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად წინ მიუძღვის დაკრძალვის პროცესიას. მისი გვარი შეაქვთ იმ პირთა ოცკაციან სიაში, რომლებმაც, პოლიციის მკაცრი განკარგულების მიუხედავად, ბოლომდე მიაცილეს ცხედარი და დაესწრნენ დასაფლავებას. სიტყვით არ გამოსულა, მხოლოდ გვერდით მდგომთ უთხრა: „რა ამბავსაც დღეს აქ ვუყურებთ, ამას არავითარი სიტყვა არ სჯობიაო!”

  წყარო:

ექვთიმე თაყაიშვილი, მოგონებანი ქართველ მწერლებზე, ქართული ემიგრანტული ლიტერატურა – დაბრუნება, ტ. 1, 1991, გვ. 395.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე

 
1887 8 ნოემბრის შემდეგ    
     

იღებს სტუდენტ ივანე ბახუტაშვილის წერილს. ადრესანტი გაღიზიანებულია გაზეთ „ივერიის“ სტატიით, რომელშიც ნათქვამია, რომ ქალაქის საბჭომ მას წინდაუხედავად დაუნიშნა სტიპენდია, რადგან, მის განათლებაზე შეეძლოთ ეზრუნათ ექიმ ძმებს, სტიპენდია კი უნდა მისცემოდა რომელიმე ხელმოკლე სტუდენტს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 470.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 282-283.

პირთა ანოტაციები:

ბახუტაშვილი ივანე

პეტერბურგელი სტუდენტი, რომელსაც თბილისის ქალაქის საბჭომ დაუნიშნა ლორის მელიქოვის სახელობის სტიპენდია

 
1887 10 ნოემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ნოემბერი“ („საერო განათლება ისეთი საგანია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პირველდაწყებით სკოლებში სწავლების გაუმჯობესების საკითხი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 10 ნოემბერი, № 235, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 605.

 
1887 12 ნოემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 ნოემბერი“ („ჯერ, როცა ჩვენს ქალაქში დეპეშით ამბავი მოვიდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „რუვიეს სამინისტროს გადადგომა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 12 ნოემბერი, № 237, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 608.

პირთა ანოტაციები:

რუვიე მორის (1842-1911)

ფრანგი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. 1887 წელს გახდა ფინანსთა მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარე.

 
1887 13 ნოემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 ნოემბერი“ („ერთი დიდი ნაკლულევანება ჩვენებურის სოფლებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ვენახებისა და ჭირნახულის წანახედობა და მისი საწინააღმდეგო ზომები“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 ნოემბერი, № 238, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 612.

 
1887 17 ნოემბერი    
     

კოტე ყიფიანისთვის გასაგზავნად ვალერიან გუნიას გადასცემს დიმიტრი ყიფიანის დაკრძალვაზე მიტანილი გვირგვინების სამგლოვიარო ლენტებს. უთვლის, რომ დეპეშებს ჯერ ვერ მიაწვდის, რადგან საცენზურო კომიტეტს უნდა წარუდგინოს, როგორც ნივთმტკიცება. ხელისუფლებას გაუჩნდა ეჭვი, რომ სამგლოვიარო დეპეშები საერთოდ არ არსებობდა და ილია ჭავჭავაძე თავად თხზავდა მათ „ივერიაში“ დასაბეჭდად. ამავე მიზეზით დროებით ვერ უგზავნის ვერც შეკრებილი და დახარჯული თანხის ანგარიშებს.

  წყარო:

ს. ხუციშვილი, „მოგონებანი გარდასულ დღეთა“, გაზ. „სახალხო განათლება“, 16, 09, 1987.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938) მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

 
1887 18 ნოემბერი    
     

ვალერიან გუნია სამგლოვიარო ლენტებთან ერთად წერილს უგზავნის კოტე ყიფიანს ქვიშხეთში და უთვლის ილიას ჭავჭავაძის დანაბარებს.

  წყარო:

ს. ხუციშვილი, „მოგონებანი გარდასულ დღეთა“, გაზ. „სახალხო განათლება“, 16, 09, 1987.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

 

1887 18 ნოემბერი

   
     

გაზეთ ივერიაში ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა „იცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათასა“ („იმდენად იმატა ჩვენში ამ დღემდის მწერლობამ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა თხზულებათა ოცტომეულში.

  ყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 18 ნოემბერი, № 241, გვ. 1.ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

„იცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათასა“ ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე და ასევე ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები და ნ. ნიკოლაძესთან დუელის ისტორია. ჟურნ. „მნათობი“, 1997, № 6, გვ. 134.
 
1887 20 ნოემბერი    
     

გაზეთ ივერიაში ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა „იცვნე იგინი კარავსა შენსა ხდომისაგან ენათასა“ („მართლა რომ საკვირველი და მიუწდომელი დარჩებოდა ჩვენთვის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა თხზულებათა ოცტომეულში.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 20 ნოემბერი, № 243, გვ. 2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

     
1887 24 ნოემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 ნოემბერი“ („კარგა ხანია, რაც რუსეთი ეჭვის თვალით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის ორპირი პოლიტიკა რუსეთის მიმართ“.

  ყარო: გაზ. „ივერია“, 1887, 24 ნოემბერი, № 245, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 616.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     
1887 27 ნოემბერი    
     

დავით ერისთავი წერილთან ერთად უგზავნის გრიგოლ ორბელიანის ლექსის რუსულ თარგმანს.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 504.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

     
1887 6 დეკემბერი  
     

ამთავრებს მოთხრობა „ოთარაანთ ქვრივის“ წერას.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 2, თბ., 1988, გვ. 609.

 
1887 6 დეკემბრის შემდეგ    
     

ახალდასრულებულ მოთხრობას „ოთარაანთ ქვრივი“ საჯაროდ კითხულობს სოლოლაკში, დავით სარაჯიშვილის სახლში ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების: რაფიელ ერისთავის, ნიკო ნიკოლაძის, ივანე მაჩაბლის, პეტრე უმიკაშვილის, გრიგოლ ვოლსკისა და სხვათა წინაშე.

  წყარო:

არ. ლაისტი. „საქართველოს გული“. 1963. გვ. 12; ი. ჭავჭავაძე. საიუბილეო კრებული. 1939, გვ. 289.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911)

მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

     
1887 9 დეკემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 დეკემბერი“ („საფრანგეთმა საკვირველი ბეწვის ხიდი გამოიარა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის ზნეობრივი ძალ-ღონე მამულის სიყვარულშია“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 771-772, გაზ. „ივერია“, 1887, 10 დეკემბერი, № 259, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 622.

     
1887 11 დეკემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 დეკემბერი“ („ევროპის ჟურნალ–გაზეთობას ტყვია–წამლის სუნი მოედინათ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის საომარი მზადება“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 დეკემბერი, № 260, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 624.

 
1887 15 დეკემბერი    
     

ესწრება სათავადაზნაურო ბანკის თეატრის კურთხევას.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. 1, საქმე 820, გვ. 54; ნ. ტაბიძე, ეტიუდები, თბ., 1986, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 130, 426.

 
1887 16 დეკემბერი    
     

თხოვნით მიმართავს კავკასიის საცენზურო კომიტეტს, ნება დართონ ცალკე წიგნად დაბეჭდოს მის მიერ „ივერიაში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული ხევსურული პოეზიის ნიმუშები.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 480, აღწ. 1, საქმე 820, გვ. 54; ნ. ტაბიძე, ეტიუდები, თბ., 1986, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 130, 426.

 
1887 16 დეკემბერი    
     

ესწრება თეატრალური სეზონის გახსნას სათავადაზნაურო ბანკის თეატრის ახალ შენობაში. წარმოადგენენ გიორგი ერისთავის „გაყრას“ და დავით ერისთავის მიერ გადმოკეთებულ ვოდევილს „საძაგელი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 18 დეკემბერი, № 266, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი გიორგი დავითის ძე (1813-1864)

დრამატურგი, პოეტი, ქართული თეატრის დამაარსებელი, წერდა „გლუხარიჩის“ ფსევდონიმით.

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

 
1887 17 დეკემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 დეკემბერი“ („მკითხველი, რასაკვირველია, ყურადღებას მიაქცევდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკურ ასპარეზზე მყუდროებამ დაისადგურა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 17 დეკემბერი, № 265, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 628.

 
1887 18 დეკემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 დეკემბერი“ („იმ სახელმწიფოებსაც კი, რომელნიც ძლიერ და შემძლე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაგროვილი ჭარბი სიმდიდრე“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 18 დეკემბერი, № 266, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 630.

 
1887 19 დეკემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 დეკემბერი“ („კავკასიის სამკურნალო საზოგადოების უკანასკნელს კრებაზე...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბათუმის ჰავის ავკარგიანობის შესახებ“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 773-774, გაზ. „ივერია“, 1887, 19 დეკემბერი, № 267, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 633.

     
1887 20 დეკემბერი  
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 19 დეკემბერი“ („ვის არ წაგიკითხავთ ჩვენი აქაური რუსული...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გაზეთი „კავკაზი“ და ქართველი ხალხი“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 774-777, გაზ. „ივერია“, 1887, 20 დეკემბერი, № 268, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 636.

     
1887 21 დეკემბერი    
     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ხელთუბნის სკოლის მასწავლებელს იბარებენ თბილისში ცალკეული საკითხების გასარკვევად და სასოფლო სკოლების დირექტორთან ანგარიშის წარსადგენად. მსჯელობენ საქმეთა მწარმოებლის მოხსენებაზე წიგნის მაღაზიისა და სამკითხველოს მოწყობასთან დაკავშირებით.

  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 3, გვ. 211.

     
1887 23 დეკემბერი    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 დეკემბერი“ („ამ ბოლო დროს ჩვენს განათლებულ საზოგადოებაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ხალხის ჩვეულებათა შესწავლის შესახებ“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 777780, გაზ. „ივერია“, 1887, 23 დეკემბერი, № 270, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 640.

     

1887 24 დეკემბერი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება რეკლამა, რომ სადღესასწაულოდ იყიდება ილია ჭავჭავაძისა და სხვა მემამულეთა ნამდვილი კახური ღვინოები

  წყარო:

გაზ. „ივერია“, № 271, გვ. 4.

     

1887 25 დეკემბრის შემდეგ

 
     

პეტერბურგიდან იღებს ახალგაზრდა მხატვარ გიგო გაბაშვილის წერილს. ადრესანტი მადლობას უხდის თანხის გაგზავნისათვის. ჭავჭავაძისა და სხვა მემამულეთა ნამდვილი კახური ღვინოები.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 473.

დათარიღება:

წერილი დათარიღებულია 27 დეკემბრით.

პირთა ანოტაციები:

გაბაშვილი გიორგი (გიგო) ივანეს ძე (1862-1936)

ფერმწერი, ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ-ერთი დამფუძნებელი. თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი და პირველი პროფესორი.

     

1887 25 დეკემბერი

 
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 დეკემბერი“ („გილოცავთ წმინდა დღეს ქრისტეს შობისას...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქრისტეშობის მოლოცვა“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 25 დეკემბერი, № 272, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 644.

     
1887 29 დეკემბერი  
     
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 28 დეკემბერი“ („ამ უკანასკნელს ხანებში ქუთაისი მეტად აღშფოთებული...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ქუთაისის საქალაქო არჩევნების მოლოდინში“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 29 დეკემბერი, № 273, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 646.

 

1887 30 დეკემბერი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 29 დეკემბერი“ („ჩვენი გაზეთი მეტად ჰფრთხილობს...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საზოგადო საქმის მსახურთა სახელის დაცვისათვის“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 780-783, გაზ. „ივერია“, 1887, 30 დეკემბერი, № 274, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 649.

     

1887 31 დეკემბერი

   
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 დეკემბერი“ („ეხლანდელი დრო ისეთია, რომ თუ კაცი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „თვითმოქმედებისათვის“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 783-785, გაზ. „ივერია“, 1887, 31 დეკემბერი, № 275, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 653.

     
     

1875-1887

 
     

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. მოურავ დავით ციციშვილს უთვლის, თუ ღვინოებს ადგილზე ვერ გაყიდის, მცხეთაში ჩაიტანოს. თუ იმავე დღეს არ გაიყიდა, ქვევრებში გადაიტანოს, მაგრამ წინასწარ შეამოწმოს, რომ კარგად იყოს გარეცხილი.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 237-238. _

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 269-270.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

     

1875-1887

   
 

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში და სთხოვს, რომ შაბათს მცხეთაში დაახვედროს ცხენი. მოურავ დავით ციციშვილს უთვლის, როცა ღვინოს ამოიღებს, ოთხი კასრი საუკეთესო ღვინო სახლისთვის გადაინახოს.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 380; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 381-382; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 227, 377.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167, 269-270.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

რუკსი

ინგლისელი მეწარმე. მისი მექანიკური ქარხანა თბილისში დაარსდა 1865 წელს.

ციციშვილი დავით

 ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

     

1882- 1887

   
     

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში და ატყობინებს, რატომ ვერ შეძლო წინა დღეს ასვლა. მექანიკური მანქანა გასაკეთებლად ჰქონდათ მიტანილი თბილისში, ინგლისელი მეწარმის, რუკსის საზეინკლო ქარხანაში, იმ დღეს უკვე შეკეთებული იყო და უკან უნდა წაეღოთ, მაგრამ მოურავმა დავით ციციშვილმა არ ჩააკითხა, მან კი დაღამებამდე ეძება ურმები მანქანის გასაგზავნად. ამის გამო საყვედურს უთვლის მოურავს, მეუღლეს კი უბოდიშებს აუსვლელობის გამო. მეორე დღეს ბანკში გაყიდვებია დანიშნული და არ უნდა, ნამგზავრი და გადაღლილი მივიდეს.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 249-250.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 269-270.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

     

1882-1887

   
   

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში და აძლევს სამეურნეო ხასიათის დარიგებებს. მოურავ დავით ციციშვილს უთვლის, თბილისში ჩაიტანოს ღვინის კასრები და ჭურჭელი მანქანის ზეთისთვის

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 249-250.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 269-270.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

     

1886-1887

   
     

აპირებს მეფე ლირის დადგმას, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღონ პეტრე გრუზინსკიმ, თათარყან დადეშქელიანმა და მარიამ ორბელიანმა, თავად კი ლირის როლი უნდა ითამაშოს, მაგრამ წარმოდგენის მოწყობა მთავრობის ჩარევის გამო არ ხერხდება.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 373. ჟურნ. „დროშა“, 1957, № 9, გვ. 6-7; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 375-377; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 218-221, 374.

პირთა ანოტაციები:

ბაგრატიონ-გრუზინსკი პეტრე ალექსანდრეს ძე (1857-1922)

კავკასიის მეფისნაცვლის სამმართველოს საგანგებო დავალებათა მოხელე, თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების კომიტეტის წევრი.

დადეშქელიანი თათარყან (ივანე) თენგიზის (ნიკოლოზის) ძე (1855-1910)

სვანეთის ბეჩოს თემის მფლობელი 1857 წელს რუსეთის მიერ სამთავროს გაუქმებამდე.

ორბელიანი მარიამ ვახტანგის ასული (1852-1941)

ცნობილი პოეტის – ვახტანგ ვახტანგის ძე ორბელიანის ქალიშვილი, თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლის – ალექსანდრე ივანეს ძე ორბელიანის მეუღლე, ქართული სათავადაზნაურო სკოლის, სამუსიკო და მასწავლებელთა საზოგადოებების წევრი

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში. ^

     

1887

   
 

შაბათ-კვირას საგურამოში ასულ ილია ჭავჭავაძეს მოურავის სიზარმაცე და დაუდევრობა მოთმინებიდან გამოიყვანს. მის წყრომას ოლღა თავის თავზე იღებს, ფიქრობს, რომ მის მიმართ გული გაუგრილდა, თბილისში დაბრუნებულს უგზავნის წერილს და უზიარებს თავის განცდებს.

  წყარო:

„მწიგნობარი“, 1984, გვ. 212. ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938, გვ. 241.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1887

   
 
საპასუხო ვრცელ წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. არწმუნებს, რომ მოურავზე იყო გაბრაზებული და არა მასზე. უხსნის, რომ ძველებურად უყვარს, მაგრამ ჭეშმარიტი გრძნობა „კატასავით დღე მუდამ არა სჩხავის და მზეთუნახავად დაბინავებულია გულში“. ამიტომ სთხოვს, გულში ჩაჰხედოს და დარწმუნდება, რა დიდი სიყვარულია იქ მისი „კარგის ოლიკოსი“.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 373. ჟურნ. „დროშა“, 1957, № 9, გვ. 6-7; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 375-377; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 218-221, 374.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1887    
     

მისი ხელმოწერით ქართულ და რუსულ ენებზე წიგნად გამოდის თსს ბანკის 1886 წლის ანგარიში.

  წყარო:

„Доклад Правления Тифлисского дворянского земельного банка общему собранию о действиях банка в течении двенадцатого отчетного 1886 года“. Тифлис, 1887; „ცნობანი თბილისის სათავად-აზნაურო საადგილმამულო ბანკის მოქმედებისა 1886 წელსა“, თბ., 1887.

     

1887

   
     

არტურ ლაისტი ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის დახმარებით იწყებს „ვეფხისტყაოსნის“ გერმანულად თარგმნას.

  წყარო:

"მწიგნობარი“, 1984, გვ. 212. ს. მგალობლიშვილი, მოგონებანი, 1938, გვ. 241.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

1887-დან  
     

უბის წიგნაკში იწერს მისთვის საინტერესო ცნობებს ეგვიპტის ისტორიიდან.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 1.

დათარიღება:

ვათარიღებთ მომდევნო ჩანაწერის დროის მიხედვით, რომელიც, ბევრად გვიან არ უნდა იყოს გაკეთებული.

1887-დან

   
     

უბის წიგნაკში იწერს შესაძენი ისტორიული ხასიათის რუსულენოვანი წიგნების ჩამონათვალს. 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 1, ავტოგრაფი № 56, ფ. 2.

დათარიღება:

ვათარიღებთ მომდევნო ჩანაწერის დროის მიხედვით, რომელიც, ბევრად გვიან არ უნდა იყოს გაკეთებული.