The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1877
1877

 

1877    
     

1877 7 იანვრამდე

საცენზურო კომიტეტის სახელზე წერს განცხადებას იმავე წლის მარტიდან ქართული საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ და ურთავს პროგრამას.  

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ნაბეჭდი № 2218; „ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 269-270.

     

1877 7 იანვარი

ცენზურა ნებას რთავს, გამოაქვეყნოს განცხადება გაზეთ „ივერიის“ გამოსვლის შესახებ.  

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ნაბეჭდი № 2218; „ი. ჭავჭავაძე, საარქივო გამოცემა: ლექსები, პოემები, თარგმანები, ჩანაწერები, პირადი წერილები“, 2010, გვ. 269-270.

     

1877 7 თებერვალი

აკეთებს საბოლოო კორექტურას და რამდენიმე ადგილს სტილურად ასწორებს ივანე მაჩაბლისა და მის მიერ თარგმნილ „მეფე ლირში“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 1, გვ. 15.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1877 თებერვლის ბოლომდე

წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. წუხს, რომ ავადმყოფობის გამო სამი კვირის განმავლობაში, ვერ შეძლო ასვლა და არ იცის, როგორ არიან ის და ელისაბედი. სწერს, რომ სახლის მშენებლობა ვერა და ვერ დასრულდა, რათა შეძლოს მათი ჩაყვანა. იმედს გამოთქვამს, რომ თვის ბოლოსთვის ყველაფერი მოგვარდება და შეძლებენ ერთად ყოფნას.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 386; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 379-380; ჭავჭავაძე ი., თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 223-224, 376.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 251-252. პირთა იდეტიფიკაცია: წერილში საუბარია ელისაბედ გრიგოლის ასულ ჭავჭავაძესაგინაშვილისაზე.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და

     

1877 3 მარტამდე

იღებს დისწულის, სიმონ აფხაზის დეპეშას. იგებს, რომ ავად არის და აპირებს მის სანახავად გამგზავრებას.

  წყარო:

ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 226, 377.

დათარიღება:

3 მარტამდე ეს დეპეშა მეუღლეს გაუგზავნა წერილთან ერთად

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

     

1877 3 მარტამდე

თბილისიდან საგურამოში წერილთან ერთად მეუღლეს უგზავნის დისწულის, სიმონ აფხაზის დეპეშას, რომელშიც საუბარია მის ავადმყოფობაზე. განზრახული აქვს მასთან გამგზავრება. ოლღას ატყობინებს, რომ მას და ელისაბედს შეუძლიათ სახლის რემონტის დასრულებამდე რედაქციისათვის განკუთვნილ ორ ოთახში დაბინავდნენ. ბარათის ბოლოს სწერს, რომ საგურამოში ავა და ერთად მოილაპარაკებენ, როგორ მოიქცნენ.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 417; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 381; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 226, 377.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 250-251.

პირთა იდეტიფიკაცია:

წერილში საუბარია ელისაბედ გრიგოლის ასულ ჭავჭავაძე-საგინაშვილისაზე. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1877 3 მარტამდე

წიგნის საგამომცემლო ქართველთა ამხანაგობა, სერიით „ქართული მწერლობა“, ექვთიმე ხელაძის სტამბაში წიგნად ბეჭდავს ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილ უილიამ შექსპირის „მეფე ლირს“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 1, გვ. 15.

პირთა ანოტაციები:

ხელაძე ექვთიმე ივანეს ძე (1845-1905)

მესტამბე, წიგნის გამომცემელი. მის სტამბაში პერიოდულად იბეჭდებოდა გაზეთი „ივერია“.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     

1877 3 მარტი

ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ გამოვიდა და იყიდება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ტრაგედია უილიამ შექსპირისა „მეფე ლირი“.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 1, გვ. 15.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი

     

1877 3 მარტი

მთაწმინდის ქუჩაზე ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით გამოსვლას იწყებს საპოლიტიკო და სალიტერატურო გაზეთი „ივერია“, რომლის პირველ ნომერშიც, ხელმოუწერლად იბეჭდება „წინასიტყვაობა“, ფელეტონი „კარგი რამ მჭირდეს, გიკვირდეს, ავი რა საკვირველია“ და პოლიტიკურ-ეკონომიკურ ნარკვევ „ცხოვრება და კანონის“ პირველი წერილი.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი,ასლი ,№ 217, გვ. 612, 678- 681; ასლი № 1052, გვ. 138-142; 143-147; გაზ. „ივერია“, 1877, № 1 , გვ. 5, 13-15; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 172; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 38, 340.

     

1877 3 მარტი

ყოველკვირეულ გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ გამოვიდა და იყიდება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ტრაგედია უილიამ შექსპირისა „მეფე ლირი“.

 

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 1, გვ. 15.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     

1877 6 მარტი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება ნიკო ნიკოლაძის რეცენზია, სათაურით „ივერიის“ პირველი ნომერი“, რომელშიც ავტორი იწუნებს როგორც გაზეთის ენას, ისე მის შინაარსს. ერთადერთი, რასაც იგი დადებითად აფასებს, არის ნარკვევი „ცხოვრება და კანონი“.

 

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1877, № 26.

პირთა ანოტაციები:

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1877 10 მარტამდე

ვასილ მაჩაბლისგან იღებს ბარათს, რომელშიც თავისთვის და თავისი ძმის, ივანესათვის სთხოვს „ივერიის“ ნომრების გაგზავნას.

 

  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17558.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1877 10 მარტი

გამოდის „ივერიის“ მეორე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი სტატია „კავკასიის სამეურნეო საზოგადოების გამო“ და ნარკვევ „ცხოვრება და კანონის“ მეორე წერილი.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 194-198, 612; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 1052; გაზ. „ივერია“, 1877, № 2, გვ. 1-3, 8; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 345.

     

1877 10 მარტი

„ივერიის“ პირველი ორი ნომრის კომპლექტებს წერილთან ერთად პეტერბურგში უგზავნის ვასილ მაჩაბელს. სთხოვს, რომ წიგნები მის ძმას – ივანესა და დავით ჩუბინაშვილსაც გადასცეს და ავალებს შეუსყიდოს გაზეთის დასაბეჭდი ქაღალდი. ასევე ატყობინებს „მეფე ლირის“ გამოცემას და სთხოვს აცნობოს ძმის მისამართი. ივანე მაჩაბელს, დავით ჩუბინაშვილსა და ალექსანდრე ცაგარელს უთვლის, რომ გაზეთისათვის მასალები მიაწოდონ.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217, გვ. 194-198; გაზ. „ივერია“, 1877, № 2, გვ. 1; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 558; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 59-60; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 79-80, 398.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე (1845-1918)

თავადი, ვექილი, საზოგადო მოღვაწე, ივანე მაჩაბლის ძმა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

ცაგარელი ალექსანდრე ანტონის ძე (1844-1929)

ფილოლოგი, ისტორიკისი, პეტერბურრგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ სწავლობდა გერმანიასა და ავსტრიაში. 1872 წლიდან პეტერბურგის უნივერსიტეტში განაგებდა ქართული ენის კათედრას. 1922 წლიდან იყო თბილისის უნივერსიტეტის პროფესორი.

     

1877 11 მარტი

მარი ბროსე ამთავრებს ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის“ ფრანგულად თარგმნას (ორი რედაქციით), რისთვისაც წყაროდ იყენებს 1869 წლის გამოცემას.

 

  წყარო:

მარი ბროსე – ქართული მწერლობის მკვლევარი, თბ. 1962, გვ. 104, შარაძე, გვ. 344.

პირთა ანოტაციები:

ბროსე მარი ფელისიტე (1802-1880)

ფრანგი ორიენტალისტი, ქართველოლოგი. საფუძველი ჩაუყარა მეცნიერულ ქართველოლოგიას ევროპაში. ფრანგულად თარგმნა და გამოსცა „ქართლის ცხოვრება“, შეადგინა ქართული ენის თვითმასწავლებელი.

     

1877 12 მარტი

თსს ბანკის ზედამხედველი კომიტეტი ამოწმებს და ამტკიცებს ბანკის წლიურ ანგარიშს.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, 14 აპრ., № 7, გვ. 4.

     

1877 17 მარტი

გამოდის გაზეთ „ივერიის“ მესამე ნომერი, რომელშიც ქვეყნდება მისი „ცხოვრება და კანონის“ მესამე წერილი.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 612; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 1052; გაზ. „ივერია“, 1877, № 3, გვ. 5; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 351.

     

1877 23 მარტი

გაზეთებში, ილიასა და სხვათა ხელმოწერით, იბეჭდება თსს ბანკის ბალანსი 1877 წლის 1 იანვრისათვის.

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1877, № 33; გაზ. «Кавказ», 1877, № 44.

     

1877 24 მარტი

გამოდის „ივერიის“ მეოთხე ნომერი, რომელშიც იბეჭდება მისი „ცხოვრება და კანონის“ მეოთხე წერილის პირველი ნაწილი, სტატია „ჩვენის ქალაქის ჯანმრთელობის საქმე“ და ლექსი „კ. ბ. მ–სას“ („ნუ, ნუ მაყვედრი, რომ ყოველს ჩემგანს...“).  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 612; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 1052; გაზ. „ივერია“, 1877, № 4, გვ. 1-3 , 8; წყარო: ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 49, 364.

პირთა იდენტიფიკაცია:

ლექსის „კ. ბ. მ–სას“ ადრესატის შესახებ იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 128-131.

     

1877 2 აპრილი

გამოდის „ივერიის“ მეხუთე ნომერი, რომელშიც აქვეყნებს მხატვრულ-ისტორიული ხასიათის პროზაულ ტექსტს „ამბავათ გაგონილნი“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 5, გვ. 13-14.

     

1877 7 აპრილი

გამოდის „ივერიის“ მეექვსე ნომერი, რომელშიც იბეჭდება მისი „ცხოვრება და კანონის“ მეოთხე წერილის მეორე ნაწილი.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 6, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 364.

     

1877 12 აპრილამდე

თურქეთში რუსეთის იმპერიის ვიცე კონსული ალექსი წერეთლი მეუღლის – მარინა უსპენსკაიას ხელით, გადასცემს ბარათს, რომელშიც საუბარია რუსეთსა და თურქეთს შორის შესაძლო საომარი კონფლიქტის დაწყების შემთხვევაში საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების დაბრუნების იმედის შესახებ. როგორც ბარათიდან ჩანს, ილია ჭავჭავაძეს ტელეგრაფის საშუალებით უნდა უზრუნველეყო ინფორმაციის გადაცემა პეტერბურგისთვის. ფრაზა: „აბა, დანარჩენი თქვენ იცით“ და მინაწერი: „თქვენი სიკეთის მავედრებელი“ მიგვანიშნებს, რა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ადრესანტი ამ საქმეში მის დახმარებას.

 

  წყარო:

დ. ნაცვალაძე. ბრძენკაცის საზრუნავი. 1978, გვ. 8-9.

დათარიღება:

რამდენადაც წერილიდან ჩანს, რომ ომი ჯერ გამოცხადებული არ არის, ვათარიღებთ ომის დაწყებასთან დაკავშირებით რუსეთის იმპერატორის მიერ მანიფესტის ხელმოწერის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი ალექსი ნიკოლოზის ძე (1847-1883)

თავადი. რუსი დიპლომატი და მწერალი. რუსეთის ვიცე-კონსული თურქეთში (1877)

უსპენსკაია მარინა

რუსეთის ვიცე-კონსულის დიპლომატისა და მწერლის ალექსი წერეთლის მეუღლე.

     

1877 15 აპრილი

გამოდის „ივერიის“ მეშვიდე ნომერი, რომელშიც აქვეყნებს საკუთარ თარგმანს ალფონს დოდეს მოთხრობისა „უკანასკნელი გასაკვეთი, ნაამბობი პატარა ელზასელისა“.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 612; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 1052; გაზ. „ივერია“, 1877, № 7, გვ. 9-12.

პირთა ანოტაციები:

დოდე ალფონს (1840-1897)

ფრანგი მწერალი და პუბლიცისტი.

     

1877 აპრილის მეორე ნახევარი

მასთან სახლში იკრიბებიან დიმიტრი ყიფიანი, ნიკო ცხვედაძე, ბესარიონ ღოღობერიძე და იაკობ გოგებაშვილი ქშწ-კგ საზოგადოების წესდების პროექტის განსახილველად და გარკვეული ცვლილებები შეაქვთ მასში.

 

  წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1904, 31 მარტი, № 2452, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ღოღობერიძე ბესარიონ ლევანის ძე (1832-1879)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, 1876-1879 წლებში ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის თავმჯდომარე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

     

1877 21 აპრილი

გამოდის „ივერიის“ მერვე ნომერი, რომელშიც უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს თარიღით „ტფილისი, 21 აპრილს“ („ასტყდა ომი!.. ამის მსმენელს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ასტყდა ომი“

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 282; № 1052, გვ. 148; გაზ. „ივერია“, 1877, № 8, გვ. 1; ჟურნ. „მნათობი“, 1957, № 10; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 54.

     

1877 21 აპრილი

მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1877 წლის 1 იანვრისათვის.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 8, გვ. 15-16.

     

1877 25-26 აპრილი

მონაწილეობს თსს ბანკის კრებაში, რომელიც განიხილავს 1876 წლის საქმიანობის ანგარიშს და ბანკის წესდების ცვლილების პროექტს. 

  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1877, № 98.

     

1877 28 აპრილის შემდეგ

გამოდის „ივერიის“ მეცხრე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად ბეჭდავს წერილს „ოსმალოს საქართველო“.  

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 9, გვ. 1-3; გრ. ყიფშიძე, ბიოგრაფია ილია ჭავჭავაძისა. ილიას თხზულებათა გედევანიშვილისეული გამოცემა, ტფ., 1914; ი. ჭავჭავაძე, პოლემიკური წერილები, წ.-კ. გამ. საზ. გამოცემა № 99, ტფ., 1909, გვ. 35-42.

დათარიღება:

ვათარიღებთ გაზეთის ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

     

1877 5 მაისი

გამოდის „ივერიის“ მეათე ნომერი, რომელშიც აქვეყნებს კრიტიკულ წერილს „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“, გორის საოსტატო სემინარიაში ქართული ენის არასწორი მეთოდით სწავლების შესახებ.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 697-700; გაზ. „ივერია“, 1877, № 10, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 61.

ატრიბუცია:

ი. გოგებაშვილი, ნაწერების კრებული, 1910, გვ. 52.
     

1877 12 მაისი

გამოდის „ივერიის“ მეთერთმეტე ნომერი, რომელშიც რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („ინგლისი – მართლა და ცხარი ბაასი...“)

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 463- 476; გაზ. „ივერია“, 1877, № 11, გვ. 6-9, 10-12.

     

1877 14 მაისი

კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე ირჩევენ მის ვიცეპრეზიდენტად.

  წყარო:

 გაზ. „ივერია“, 1877, 19 მაისი, № 12, გვ. 3

     

1877 19 მაისამდე

ირჩევენ ახლად დაარსებულ ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების საორგანიზაციო კომიტეტის წევრად.

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 12, გვ. 3.

დათარიღება:

ვათარიღებთ გაზეთის ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

     

1877 19 მაისის შემდეგ

გამოდის „ივერიის“ მეთორმეტე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიებს: რუბრიკებში „საქართველოს მატიანე“ („ჩვენი გლეხობა და ტყით სარგებლობის საქმე...“) და „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („უცნაური მდგომარეობაა სწორედ რომ...“)

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 280- 281; გაზ. „ივერია“, 1877, № 12, გვ. 1-2, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 73, 76.

დათარიღება:

ვათარიღებთ გაზეთის ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

     

1877 26 მაისის შემდეგ

გამოდის „ივერიის“ მეცამეტე ნომერი, რომელშიც რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („ეხლანდელმა საფრანგეთის საქმეებმა...“).

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 476- 482; გაზ. „ივერია“, 1877, № 13, გვ. 4-7 (ცენზურის ნებართვა: 1877. 26. V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 85.

დათარიღება:

ვათარიღებთ გაზეთის ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

     

1877 29 მაისი

გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება მასწავლებელ ფ. ნათიევის გამოხმაურება ილია ჭავჭავაძის წერილზე „ვიცინოთ თუ ვიტიროთ“.

  წყარო:

ფ. ნათიევი, „უფ. რედაქტორო!“, გაზ. „დროება“ № 59, გვ. 3.

პირთა იდენტიფიკაცია:

ფ. ნათიევის შესახებ დამატებითი ცნობების მოძიება არ მოხერხდა.

     

1877 1 ივნისის შემდეგ

გამოდის „ივერიის“ მეთოთხმეტე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად აქვეყნებს დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ საკუთარი თარგმანის პირველ ნაწილს და წერილს რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. ახალს სამინისტროში ბურთი და მოედანი...“).

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 482-489; გაზ. „ივერია“, 1877, № 14, გვ. 3-7, 8-11; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 92; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

დათარიღება:

ვათარიღებთ გაზეთის ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში

     

1877 9 ივნისი

გამოდის „ივერიის“ მეთხუთმეტე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად განაგრძობს დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანის ბეჭდვას.

 

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 15, გვ. 8-12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში

     

1877 15 ივნისის შემდეგ

გამოდის „ივერიის“ მეთექვსმეტე ნომერი, რომელშიც ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილებს: „ქალების არჩევანის უფლება და ინგლისის პარლამენტი“ და „ფიცი გვწამს და ბოლო გვაკვირვებს“. ეს უკანასკნელი წარმოადგენს პასუხს 29 მაისს „დროებაში“ დაბეჭდილ ფ. ნათიევის წერილზე. აქვე ხელმოუწერლად განაგრძობს დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანის ბეჭდვას.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 260- 263, 700-705; გაზ. „ივერია“, 1877, № 16, გვ. 1-3, 8-11, 11-14. კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 700- 705; ფ. ნათიევი, „უფ. რედაქტორო!“, გაზ. „დროება“ № 59, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 102, 107; ილია ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

დათარიღება:

ვათარიღებთ გაზეთის ნომერზე მითითებული ცენზურის ნებართვის დროის მიხედვით.

ატრიბუცია:

დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა იდენტიფიკაცია:

ფ. ნათიევის შესახებ დამატებითი ცნობების მოძიება არ მოხერხდა.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

     

1877 22 ივნისი

გაზეთ „კავკაზში“ მისი ხელმოწერით ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1877 წლის 1 ივლისისათვის.

  წყარო:

გაზ. «Кавказ», 1877, № 147.

     

1877 23 ივნისი

გამოდის „ივერიის“ მეჩვიდმეტე ნომერი, რომელშიც ამთავრებს დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ საკუთარი თარგმანის ხელმოუწერლად ბეჭდვას. აქვე აქვეყნებს ლექსებს: „ვიხილე სატრფო: იგი ცრემლს ღვრიდა...“ და „ს... ჩ...სას“ („სატრფოვ! ხშირად ლაღი ფიქრი“).

 

  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, № 17, გვ. 8, 9-12; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

დავით ჩუბინაშვილის ნარკვევის „ეტნოგრაფიული განხილვა ძველთა და ახალთა კაპადოკიის ან ჭანეთის მკვიდრთა მოსახლეთა“ თარგმანი ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

     

1877 3 ოქტომბრამდე

 თბილისიდან საგურამოში მეუღლეს უგზავნის მოკლე ბარათს, რომელსაც თან ურთავს თავისი დის, ელისაბედისა და დისწულის, სიმონ აფხაზის წერილს.  

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 414-1. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 244, 386.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 252-253.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

     

1877 3 ოქტომბერი

რუსეთ-თურქეთის ომში ეღუპება დისწული, სიმონ აფხაზი.

 

  წყარო:

ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ. 1980, გვ. 165.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში.

     

1877 13 ოქტომბერი

გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ აქვეყნებს მეთაურს. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სოფლის მოხელეთა არჩევანი“. ამავე ნომერში ქვეყნდება მისი „საპოლიტიკო მიმოხილვა („საკვირველი რამ არის...)“.

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 489-491, 709- 710; გაზ. „ივერია“, 1877, № 33, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 114, 117.

     

1877 13 ოქტომბრის შემდეგ

გამოდის კრებული „სალამური ანუ ლექსთა კრება ქართველ მწერალთა“, რომელშიც იბეჭდება მისი ლექსები „ნანა“ და „ელეგია“.  

  წყარო:

გაზ. „დროება“, 1877, № 166.

დათარიღება:

13 ოქტომბრის „ივერიაში“ ნათქვამია, რომ კრებული იმ დღეებში გამოვიდოდა.

     

1877 3 ოქტომბრიდან - ოქტომბის შუა რიცხვებამდე

მოულოდნელად იგებს თავისი დისწულის, სიმონ აფხაზის დაღუპვის ამბავს.

 

  წყარო:

ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 203; ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ. 1980, გვ. 165.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში

     

1877 3 ოქტომბრიდან - ოქტომბის შუა რიცხვებამდე

მოკლე ბარათს უგზავნის მეუღლეს და ატყობინებს თავისი დისწულის, სიმონ აფხაზის დაღუპვის ამბავს. სწერს, რომ თავად აღარ აპირებს საგინაშვილებთან ვახშმად წასვლას, მაგრამ სთხოვს, ის მაინც მივიდეს, რომ მისმა დამ – ელისაბედმა არაფერი იეჭვოს.

  წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 414 (3); ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 387; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 203, 370-371; ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ. 1980, გვ. 165.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 162-163.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

აფხაზი სიმონ (სენო) ნიკოლოზის ძე (... 1877)

ილია ჭავჭავაძის დის, ნინოს ვაჟი. განათლება მიღებული ჰქონდა ვორონეჟის პაჟთა კორპუსში. დაიღუპა რუსეთთურქეთის ომში. ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა,

ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1877 10 ნოემბერი

გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ აქვეყნებს მეთაურს. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება“. გაზეთის ამავე ნომერში ქვეყნდება მისი „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („ჩვენებმა ყარსი აიღეს...“).  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 491- 494, 711- 713; გაზ. „ივერია“, 1877, № 37, გვ. 1-3, 6-8; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 120, 124.

     

1877 14 ნოემბერი

წერილს უგზავნის მღვდელ ალექსი გულისაშვილს და სთხოვს, დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია კიაზო ჩოლოყაშვილის მამულის შესახებ.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 219 (108); ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 103; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 150; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 79, 397-398;

პირთა ანოტაციები:

გულისაშვილი ალექსი ნიკოლოზის ძე (1865-1948 წ. შემდგ.)

 მღვდელი, პედაგოგი, პუბლიცისტი. იბეჭდებოდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ჩოლოყაშვილი კიაზო

მემამულე.

     

1877 15 ნოემბერი

ესწრება სათავადაზნაურო ბანკის დამფუძნებელთა კრებას, რომელზეც იხილავენ საზოგადო საჭიროებისათვის ბანკის მოგების განაწილების საკითხს.

  წყარო:

გაზ. „Кавказ“, 1877, 24 ნოემბერი, გვ. 3

     

1877 17 ნოემბერი

გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. აი დეპუტატთა პალატის წევრთა არჩევანიც...“).

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 494-496; გაზ. „ივერია“, 1877, № 38, გვ. 8-10.

     

1877 19 ნოემბერი

თხოვნით მიმართავს გაზ. „კავკაზის“ რედაქტორს, დაუბეჭდოს გაზ. „ტიფლისკი ვესტნიკში“ რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვის მიერ გამოქვეყნებული შენიშვნის საპასუხო წერილი.

 

  წყარო:

გაზ. „Кавказ“, 1877, 24 ნოემბერი, გვ. 3. «Тифлисский вестник», № 252.

პირთა ანოტაციები:

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე.

     

1877 24 ნოემბერი

გაზეთ „კავკაზში“ ბეჭდავს გაზეთ „ტიფლისკი ვესტნიკში“ რედაქტორ კონსტანტინე ბებუთოვის მიერ გამოქვეყნებული შენიშვნის საპასუხო წერილს.

 

  წყარო:

გაზ. „Кавказ“, 1877, 24 ნოემბერი, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 81-84, 399, «Тифлисский вестник», № 252.

პირთა ანოტაციები:

ბებუთაშვილი (ბებუთოვი) კონსტანტინე ალექსანდრეს (აშხარბეკის) ძე (1847-1907)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი, გაზეთ „ტიფლისსკი ვესტნიკის“ დამაარსებელი და რედაქტორი, თბილისის საკრედიტო საზოგადოების ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე.

     

1877 24 ნოემბერი

გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საქართველოს მატიანე“ აქვეყნებს მეთაურს. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლეხთა მამულების ვალში გაყიდვა“. ამავე ნომერში ქვეყნდება მისი სტატია რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. დღე და ღამე საფრანგეთის საქმე უფრო...“).

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 695-696; 496-502. გაზ. „ივერია“, 1877, № 39, გვ. 1-9; 3-7; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 131, 134.

     

1877 31 ნოემბერი

გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. განწირულებითი მდგომარეობა საფრანგეთისა...“).

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 503- 508; გაზ. „ივერია“, 1877, № 40, გვ. 3-6; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 142.

     

1877 8 დეკემბერი

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. მაკ-მაჰონს ძალიან გაუჭირდა...“).

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 509-514; გაზ. „ივერია“, 1877, № 41, გვ. 3-7; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 149. ^

     

1877 15 დეკემბერი

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილებს რუბრიკებში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („პლევნის დაპყრობამ რუსთა მიერ...“) და „საქართველოს მატიანე“. მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლეხები და საიჯარო მამულები“.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 514-518; გაზ. „ივერია“, 1877, № 42, გვ. 1-4, 4-6; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 156, 162.

ატრიბუცია:

ნ. ტაბიძე, „ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები“, ალმანახი „კრიტიკა“, 1977, № 3.
     

1877 22 დეკემბერი

გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას („ყველანი მოელოდნენ, რომ პლევნის აღებას“...).

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 519-521; გაზ. „ივერია“, 1877, № 43, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 164.

     

1877 29 დეკემბერი

გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას („მას აქედ, რაც საფრანგეთში მაკ-მაჰონი ძალაუნებურად...“). აქვე იბეჭდება ცნობა იმის შესახებ, რომ იყიდება ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ ინგლისურიდან თარგმნილი ტრაგედია უილიამ შექსპირისა „მეფე ლირი“.

 

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 521-524 გაზ. „ივერია“, 1877, № 44, გვ. 3-5, 16; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 167.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     

1877 დეკემბრის ბოლომდე

გადაამუშავებს ლექსს „მეფანტურე“ და წარუმძღვარებს ახალშექმნილ პოემას „მეფე დიმიტრი თავდადებული“.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 125; გაზ. „ივერია“, 1878, № 1, გვ. 4-8.

დათარიღება:

1878 წლის 4 იანვარს ცენზურის ნებართვა უკვე გაცემული იყო მის პუბლიკაციაზე.

პირთა ანოტაციები:

დიმიტრი თავდადებული (დემეტრე II) (1259-1289)

საქართველოს მეფე 1270- 1289 წლებში. თავი მოჰკვეთეს მონღოლთა ხანის – არღუნის ბრძანებით. შერაცხილია წმინდანად.

     

1877 დეკემბრის ბოლო

ირჩევენ კომისიაში, რომელსაც ევალება წერა-კითხვის საზოგადოების წესდების პროექტის გაცნობა ორგანიზაციის წევრებისთვის და მათი ხელმოწერების ორგანიზება.  

  წყარო:

„ცნობის ფურცელი“, 1904, 31 მარტი, № 2452, გვ. 3.

     

1877

ლევან ჯანდიერს უგზავნის მოკლე ბარათს და ეკითხება „დიღმელების საქმის“ ამბავს, რაზედაც იღებს პასუხს, რომ უკვე მოაგვარა.  

  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი № 435; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 32; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 81, 399.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

     

1877

სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე, რომელიც განიხილავს მოგების განაწილებას, გამოდის წინადადებით, რომ დაფინანსდეს სათავადაზნაურო სკოლა. ეკატერინე გაბაშვილი წამოაყენებს წინადადებას, რომ თანხა გამოიყოს ქალთა განათლებისთვისაც.  

  წყარო:

ლიტერატურული მატიანე, 1940, ეკატერინე გაბაშვილი, მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე, გვ. 101, 111, 119.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი (გაბაშვილისა) ეკატერინე რევაზის ასული (1851-1938)

მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო კომიტეტის წევრი.