The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


12.01

 

1881   
    
1881    
    
 12 იანვარი   
    
დიმიტრი ყიფიანი წერილობით ატყობინებს საჩხერის აზნაურთა სურვილს, რომ ქშწ-კგ საზოგადოებამ მათთან გახსნას ორკლასიანი სასწავლებელი. იქვე აცნობებს სკოლის მოსწავლეების სავარაუდო რაოდენობას, სთხოვს, უხელმძღვანელოს ამ საქმეს და უზრუნველყოს სანდო მასწავლებლების შერჩევა.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 10.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1878    
    
12 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „საპოლიტიკო მიმოხილვა“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს („რუსის ჯარი თანდათან წინ მიდის სტამბოლისკენ...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 526-529; გაზ. „ივერია“, 1878, № 1, გვ. 4-6; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 6, თბ., 1997, გვ. 176.

    
1880 12 იანვარი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს წერილისა „თეატრის მატიანე“ („უწინ, როდესაც ჩვენი ქართული წარმოდგენები...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1880, 12 იანვარი, № 8, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 30.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 632-33.

    
1881 12 იანვარი   
    
დიმიტრი ყიფიანი წერილობით ატყობინებს საჩხერის აზნაურთა სურვილს, რომ ქშწ-კგ საზოგადოებამ მათთან გახსნას ორკლასიანი სასწავლებელი. იქვე აცნობებს სკოლის მოსწავლეების სავარაუდო რაოდენობას, სთხოვს, უხელმძღვანელოს ამ საქმეს და უზრუნველყოს სანდო მასწავლებლების შერჩევა.   წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 10.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

    
1882    
    
 12 იანვარი   
    
კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს უფროსი თანხმობას უცხადებს საცენზურო კომიტეტს, რომ, ილია ჭავჭავაძის მოთხოვნის შესაბამისად, ჟურნალ „ივერიის“ თანარედაქტორად, სერგეი მესხის ნაცვლად, დაინიშნოს ივანე მაჩაბელი.   წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 9, 1956, გვ. 346.

პირთა ანოტაციები:

მესხი სერგეი სიმონის ძე (1844/1845-1883)

მწერალი, პუბლიცისტი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი. 1868 წლიდან მიიწვიეს „დროების“ რედაქტორად. იყო „ახალი ახალგაზრდობის“ ლიტერატურული ჯგუფის წევრი. დიდი წვლილი შეიტანა ქართული ჟურნალისტიკის, ლიტერატურის კრიტიკისა და თეატრის განვითარების საქმეში.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

 პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1883    
    
 12 იანვარი   
    
გაზეთ „შრომაში“ მისი და ივანე მაჩაბლის ხელმოწერით ქვეყნდება განცხადება „ჟურნალ „ივერიის“ გამოცემაზე 1883 წელსა“. _ 1883   წყარო:

გაზ. „შრომა“, 1883, № 2.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

 პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
12 იანვარი    
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „გახშირებული ავადმყოფობა“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1883, 12 იანვარი, № 7, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 387.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 698.

    
1886    
    
12 იანვარი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 იანვარს“ („ქვეყანაზედ არ არის იმისთანა სულიერი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სახასო გლეხთა მდგომარეობა“. აქვე „ხონელის“ ფსევდონიმით ქვეყნდება ილია ბახტაძის „სახელდახელო“, რომელშიც განხილულია სხვადასხვა პირთა მოსაზრებები გაზეთ „ივერიის“ შესახებ.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1152, გვ. 254; გაზ. „ივერია“, 1886, № 8, გვ. 1, 3-4; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 7, თბილისი, 2005, გვ. 270.

პირთა ანოტაციები:

ბახტაძე ილია ლუკას ძე (1859-1900)

პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი. იბეჭდებოდა ფსევდონიმით “ხონელი”.

    
1887   
    
12 იანვარი    
    
როგორც თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე ხელშეკრულებას დებს გრიგოლ არწრუნისეული შენობის თეატრად გადასაკეთებლად, მოსახატად, ვენტილაციისა და გათბობის დასაყენებლად  წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, № 226.

პირთა ანოტაციები:

არწრუნი გრიგოლ იერემიას ძე (1845-1892)

სომეხი საზოგადო მოღვაწე და პუბლიცისტი. 1879 წლიდან თავისი ქარვასლის ერთი ნაწილი თეატრად გადააკეთა და იქ წარმოდგენებს მართავდა ქართული თეატრის მუდმივი დასი.

    
1888    
    
12 იანვარი  
    
გაზეთ „ივერიაში“ ბეჭდავს „ოთარაანთ ქვრივის“ ΙX-X თავებს და უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 11 იანვარი“ („ჩვენ ვნახეთ, რომ ინგლისი ვერაფერი საიმედო სახელმწიფოა გერმანიისათვის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიისა და ავსტრიის ურთიერთობა“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 12 იანვარი, № 7 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 18.

 

1889    
    
 12 იანვარი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 იანვარი“ („ერთი დიდი საგრძნობელი წუნი საგლეხკაცო ბანკისა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო ბანკის საკითხისათვის“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი №S-5168-ბ, გვ. 624-631; გაზ. „ივერია“, 1889, 11 იანვარი, № 8 , გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 17.

    
1897    
    
12 იანვარი    
    
გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება მისი ლექსის „მას აქეთ, რაკი შენდამი ვცან მე სიყვარული“ ივან თხორჟევსკისეული თარგმანი.  წყარო:

„С тех пор, как полюбил я Грузию родную...“, გაზ. «Новое обозрение», 1897, № 4476.

პირთა ანოტაციები:

თხორჟევსკი ივანე ფელიქსის ძე (1843-1910)

 რუსი პოეტი და ჟურნალისტი, ცნობილი მთარგმნელი. გამოსცემდა ჟურნალებს «Гусли» და «Аргонавт». სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა თბილისში.