The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1841

1841

     

1841 15 იანვარი

მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე თხოვნით მიმართავს საქართველო-იმერეთის თავადაზნაურთა სადეპუტატო საკრებულოს თავისი ვაჟების – კონსტანტინესა და ილიასათვის თავადის წოდების დამტკიცების თაობაზე. 

 

წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947, გვ. 161.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ჭავჭავაძე კონსტანტინე გრიგოლის ძე (1833-1854)

ილია ჭავჭავაძის უფროსი ძმა. სწავლობდა რუსეთში და ცოლად მოიყვანა წარმოშობით ვორონეჟელი ბარბარე კუკოლევსკაია. მოკლეს ლეკებმა წინანდალზე თავდასხმისას.

     
1841 31 იანვარი

ყვარლის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ეკლესიის ჩანაწერის საფუძველზე კეთდება რუსულენოვანი მეტრიკულ მოწმობა ილია ჭავჭავაძის დაბადების შესახებ.

  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947

პირთა ანოტაციები:

იოანე ნათლისმცემელი

იესო ქრისტეს უახლოესი წინამორბედი, რომელმაც მესიის მოსვლა იწინასწარმეტყველა. ჭავჭავაძეთა კარის ეკლესია ყვარელში მისი სახელობისა იყო.