მძინარე ქალი
მე შენ დაგყურებ მშვიდ მძინარესა და დავტრიალებ შენს ბროლის მკერდსა; მესმიხ მის რხევა შუქშესხმულისა და ნელი ღელვა წრფელის გულისა. აგწითლებიან ნაზი ლოყები, ღიმილით თრთიან ტუჩთა ლალები; წრფელი გაქვს ძილი, ვით ხილვა ცისა, ზედ გადგა ჩრდილი ანგელოზთ ფრთისა. შენ თვითან წრფელსა წრფელიც გაქვს ფშვენა, ნეტა მის ბედსა, ვისიც ხარ შენა!..
|
|
ხელნაწერი: U: ავტოგრაფი, კრებ. № 108, გვ. 105 (B). ნაბეჭდი: ჟურნ. «საქართველოს მოამბე», 1863, № 4. გვ. 79 (C); თხზულებანი ილია ჭავჭავაძისა, I, ტფილისი, 1892, გვ. 138 (A); ჩანგი შედგენილი ვ. აბაშიძისა, გამოცემა მე-2, ტფილისი, 1892, გვ. 381 (D); სალხინო სახანდარი ანუ უქმ-დროების შემაქცევარი სიმღერების კრება ძველთა და ახალთ მწერალთა, შედგენილი და შეთხზული გ.ი. სკანდარნოვისაგან, გამოცემე მე-4, ტფილისი, 1895, გვ. 160 (E). თარიღი: 1859 A, 19 ივნისი 286 B. B - ში ტექსტი მელინითაა ნაწერი, ფერგადასულია. 3 დავტრიალებ] დავსტრფიალებ BC, დავსტრიელებ DE. 4 შენს] შენ B. ლექსს ვათარღებთ ავტოგრაფის მიხედვით. ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1914 წლის გამოცემაში ლექსი დათარიღებულია 1860 წლის 10 ივნისით (სარჩევში, გვ. II).
|