The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


14.05

1860    
    
14 მაისი   
    
წერილს უგზავნის მამიდა მაკრინეს და უზიარებს გულისტკივილს თეიმურაზის გარდაცვალების გამო.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17541; ი. ჭავჭავაძე, წერილები (რედ. ი. ბოცვაძე, სოხუმი, 1949, გვ. 22; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 21-22; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 23-24, 369-370.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე-ერისთავისა მაკრინე პაატას ასული

ილია ჭავჭავაძის გამზრდელი მამიდა, ივანე რაფიელის ძე არაგვის ერისთავის მეუღლე.

ჭავჭავაძე თეიმურაზ გრიგოლის ძე (1844-1860)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი ძმა. სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში და პეტერბურგის კადეტთა კორპუსში. გარდაიცვალა პეტერბურგში და დაკრძალულია იქვე.

    
1861    
    
14 მაისი   
    
წერს „პასუხს“ 1860 წელს ქართული სალიტერატურო ენის შესახებ „ცისკარში“ გამოქვეყნებულ ალექსანდრე ორბელიანის წერილებზე და ამავე ჟურნალის 1861 წლის მაისის ნომერში გამოქვეყნებულ ბარბარე ჯორჯაძის, რევაზ ერისთავისა და გიორგი ბარათაშვილის კრიტიკულ სტატიებზე.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 217, გვ. 170-193; № 1052, გვ. 21- 47.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ვახტანგის ძე (1802-1869)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, პუბლიცისტი. ქართველ რომანტიკოსთა თაობის უფროსი წარმომადგენელი, თბილისის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლი, 1932 წლის შეთქმულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.

ერისთავი-ჯორჯაძისა ბარბარე დავითის ასული (1811-1895)

რაფიელ ერისთავის და, რომანტიკოსი პოეტი, კრიტიკოსი, დრამატურგი. ერისთავი რევაზ შალვას ძე (1827-1899) პოეტი, მთარგმნელი. გორის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი.

ბარათაშვილი გიორგი ვახტანგის ძე (1831-1892)

 მწერალი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, იბეჭდებოდა ,,ცისკარში”.

    
1873    
    
14 მაისი    
    
საოლქო სასამართლოს ბრძანებით ათავისუფლებენ დუშეთის მაზრის მომრიგებელი მოსამართლის მოვალეობისაგან.  წყარო:

„საისტორიო მოამბე“, ტ. 3, 1947. გვ. 275.

    
1876    
    
14 მაისი   
    
 თსს ბანკის გამგეობის თავმჯდომარე – ი. ჭავჭავაძე, ორ წევრთან – ალექსანდრე ჩოლოყაშვილთან და დავით ავალიშვილთან ერთად, წერილს გზავნის გაზეთ „ტიფლისკი ლისტოკის“ რედაქციაში იმ შენიშვნასთან დაკავშირებით, რომელიც რედაქტორმა გაუკეთა მის 12 მაისის წერილს და განუმარტავს, რომ გაზეთში გამართული პოლემიკა დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს და მკაფიო დასკვნებამდეც ვერ მივიდეს, სამედიატორო სასამართლო კი უფრო მოკლე ხანში, სათავადაზნაურო ბანკის დამაარსებელთა საერთო კრების გამართვამდე (16 მაისამდე) გაარკვევს სიმართლეს. გარდა ამისა, წერილში ნათქვამია, რომ გამგეობის წევრები, პოლემიკაში შეუსვლელად, მიუძღვნიან სპეციალურ სტატიას იმ საკითხების ნათელყოფას, რაზეც იყო საუბარი ნიკო ნიკოლაძის წერილში „სამიწათმოქმედო კრედიტის პრაქტიკა“.  წყარო:

Тифлисский Вестник“, 1876, № 106; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 77-78, 397.

პირთა ანოტაციები:

ჩოლოყაშვლი ალექსანდრე (სანდრო) ზაალის ძე თავადი

თსს ბანკის დირექტორი 1874 წელს, ქშწკგ საზ-ის გამგეობის წევრი 1885-1886 წლებში, 1898 წელს შეწირულობა გაიღო სათავადაზნაურო სკოლისათვის ადგილის შესაძენად და შენობის ასაგებად.

ავალიშვილი დავით ივანეს ძე (1845-1897)

 რუსეთის არმიის შტაბს-კაპიტანი. 1883 წელს აირჩიეს ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარედ. თადარიგში გასვლის შემდეგ იყო ნაფიცი ვექილი და თბილისის სათავადაზნაურო ბანკის დირექტორი.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843-1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

    
1877    
    
14 მაისი   
    
კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე ირჩევენ მის ვიცეპრეზიდენტად.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, 19 მაისი, № 12, გვ. 3.

    
1877 14 მაისი   
    
კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების წლიურ კრებაზე ირჩევენ მის ვიცეპრეზიდენტად.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1877, 19 მაისი, № 12, გვ. 3.

    
1885    
    
14 მაისი    
    
მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა ყოფილი წინამძღოლის დავით სუმბათაშვილის პატივსაცემად გამართულ გამოსათხოვარ ნადიმში და სიტყვით მიმართავს მას.  წყარო:

«Новое обозрение», 1885, № 477.

პირთა ანოტაციები:

სუმბათაშვილი დავით ალექსანდრეს ძე (1831–1920)

გენერალ-ლეიტენანტი, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი 1882 წელს.

    
1887    
    
13-14 მაისი    
    
იმყოფება ქუთაისში სათავადაზნაურო ბანკის გამგებლის არჩევნებთან დაკავშირებით.   წყარო:

იაკობ გოგებაშვილის წერილი, მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან, თბ., 1981, გვ. 150; გაზ. „ივერია“, 1887, 19 მაისი, გვ. 1-2.

დათარიღება:

იაკობ გოგებაშვილის 13 მაისის წერილში კირილე ლორთქიფანიძისადმი ჩანს, რომ ამ დროს ილია ჭავჭავაძე საქმეებზეა ქუთაისში, გაზ. „ივერიის“ 19 მაისის პუბლიკაციიდან კი ჩანს, რომ იქ ბანკის სხდომები დამთავრდა 14 მაისს.

    
14 მაისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 მაისი“ („ბოსნიის საქმის გამო გაცხარებული და გამწარებული ბაასი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბოსნიის საქმის ამოტივტივება“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 14 მაისი, № 95, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 318.

    
1888    
    
14 მაისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 მაისი“ („როგორც გუშინწინა ვსთქვით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის პოლიტიკის შეფასება რუსულ პრესაში“.   
    
14 მაისი   
    
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას, სადაც განიხილავენ წლიურ ანგარიშს და დავით ავალიშვილი გამოდის ამ ანგარიშის დამტკიცების წინააღმდეგ.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 14 მაისი, № 99, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, 2007, გვ. 229.

    
1891    
    
14 მაისი    
    
თსს ბანკის წლიურ კრებაზე კითხულობს მოხსენებას მისი მმართველობის მოქმედების შესახებ და განმარტავს პეტერბურგის საადგილმამულო ბანკების წარმომადგენელთა კრებაზე გამოთქმულ მოსაზრებას მოგებიდან ვადაგადაცილებული სესხის თანდათან გამორიცხვის შესახებ.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, № 101, № 1-2, გვ. 1-2.

    
1892    
    
14 მაისი   
    
ესწრება თსს ბანკის წევრთა წლიურ კრებას და მოხსენებას აკეთებს იმ გადაწყვეტილებების შესახებ, რომლებიც მიიღეს პეტერბურგში იმპერიის სხვადასხვა ბანკის წარმომადგენელთა შეკრებაზე მამულების დაფასების საკითხებთან დაკავშირებით. განმარტავს, რომ თბილისის ბანკისთვის დაფასების წესების შედგენისას იხელმძღვანელეს ამ კრებაზე მიღებული და მინისტრის მიერ დამტკიცებული საერთო გადაწყვეტილებებით, მაგრამ დაამატეს მცირეოდენი ნიუანსები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით. სთავაზობს ამ წესების მიღებას ერთი წლით და შემდეგ, შედეგების მიხედვით, მის გადახედვას. დღის მეორე ნახევარში გამართულ სხდომაზე დამსწრეთ განუმარტავს, რომ ბანკის შესატანის უსაზღვროდ გადავადება არ შეიძლება, რადგან ამ თანხამ გირავნობის ფურცელთა მეპატრონეები უნდა დააკმაყოფილოს. სტიქიით ან უბედური შემთხვევით დაზარალებულთა ოჯახებისთვის შეღავათის გაწევასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ შესატანის დაგვიანებისთვის ბანკი მათ 12%- იანი ჯარიმის ნაცვლად 6%-იანს უწესებს, მაგრამ ამაზე მეტი შეღავათის გაწევა არ შეუძლია  წყარო:

გაზ. „ივერია“, 21 მაისი, № 104, გვ. 2-3. 23 მაისი, № 105, გვ. 1-2.

    
14-15 მაისი   
    
 მონაწილეობს სათავადაზნაურო სკოლის შეუძლებელ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოების კრებაში. განიხილავენ სკოლისთვის შენობის შეძენის საკითხს.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 21 მაისი, № 104, გვ. 2-3. 23 მაისი, № 105, გვ. 1-2.

1894    
    
14 მაისი   
    
ესწრება თსს ბანკის წევრთა საერთო კრებას, რომელზეც გრძელდება წლიური ანგარიშის განხილვა. ოპოზიციონერები, ილია ჭავჭავაძის დადანაშაულების მიზნით, მოითხოვენ ბანკის მიერ მიღებული ზარალის ცალკეული შემთხვევების განხილვას მაგრამ მის მიერ წარმოდგენილი საბუთებით ნათელი ხდება, რომ დამნაშავეა მიწის დამფასებელი, კერძოდ, ივანე მაჩაბელი.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, 15 მაისი, № 101, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

    
1895    
    
13-14 მაისი    
    
თსს ბანკის წლიურ კრებაზე მისი ინიციატივით მუხლობრივად განიხილავენ წესდებაში შესატანი ცვლილებების შესახებ ერთი მხრივ თავადაზნაურთა საკრებულოსა და ბანკის ზედამხედველი კომიტეტის და, მეორე მხრივ, გამგეობის მიერ მომზადებულ პროექტებს და ხმათა უმრავლესობით იღებენ დადგენილებას, რომ დასამტკიცებლად გაგზავნონ მეორე.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 16 მაისი, № 101, გვ. 2-3.

    
1900    
    
14 მაისი   
    
 გაზეთ „კვალში“ იბეჭდება გამომცემელ კონსტანტინე თავართქილაძის წერილი რედაქციის მიმართ, რომლითაც იგი ნოე ჟორდანიასა და „ახალ მოსულისგან“ ითხოვს ნებართვას, ცალკე წიგნად დაბეჭდოს მათი პოლემიკური წერილები. იქვე დართულ სარედაქციო შენიშვნაში ნოე ჟორდანია უფლებას აძლევს დაბეჭდოს წერილი „გზა და გზა“, მაგრამ წერილ „პრესასთან“ დაკავშირებით ამბობს, რომ ის სულ სხვა თემას ეხება. წყარო:

გაზ. „კვალი“, 1900, № 20.

პირთა ანოტაციები:

თავართქილაძე კონსტანტინე (კოწია) ჩითანას ძე (1860-1934 წ. შემდგ.)

წიგნების გამომცემელი, მესტამბე. მოღვაწეობდა ფსევდონიმით „ოცხანელი კ.“

ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953)

სოციალ-დემოკრატი, ქართველი მენშევიკების ლიდერი. 1898 წლიდან „კვალის“ რედაქტორი. 1918-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავჯდომარე. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში, გარდაიცვალა საფრანგეთში.