The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


11.07

1886    
    
11 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 ივლისი“ („გამოჩენილი მაღალაზროვანი ფილოსოფოსი კუზმა პრუტკოვი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პასუხი „ტურისტს“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 11 ივლისი, № 149, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 214.

პირთა ანოტაციები:

პრუტკოვი კოზმა პეტრეს ძე

ლიტერატურული ნიღაბი, რომელსაც რამდენიმე რუსი ავტორი იყო ამოფარებული. არსებობდა ამ პიროვნების გამოგონილი პორტრეტი და ბიოგრაფია დაბადება-გარდაცვალების წლებით – 1803-1863.

 
1887
11 ივლისი
 
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 ივლისი“ („ბოლგარიის დიდმა საერო კრებამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „პოლიტიკის სასწორის ორმხრივი ტოკვა“. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 11 ივლისი, № 141, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 463.

    
1889    
    
11 ივლისი    
    
ხელწერილს აძლევს თბილისელ ბაყალ სვიმონ არუთინოვს, რომ მიჰყიდის წიწამურსა და საგურამოში მოწეულ მოსავალს.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 670.

პირთა ანოტაციები:

არუთინოვი სვიმონ

თბილისელი ვაჭარი.

    
1895    
    
11 ივლისი   
    
საგურამოდან ჩამოსული დაგვიანებით იგებს პეტრე ნაკაშიძის გარდაცვალების ამბავს.  წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17615.

პირთა ანოტაციები:

ნაკაშიძე პეტრე (1838-1895)

მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“.

    
11 ივლისი    
    
სამძიმრის წერილს უგზავნის პეტრე ნაკაშიძის მეუღლეს, ბაბალეს და დიდ გულისტკივილს გამოთქვამს საუკეთესო მეგობრის გარდაცვალების გამო.   წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17615; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 140; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 171, 453.

პირთა იდენტიფიკაცია:

ბაბალეს (ბარბარეს) გვარი უცნობია.

პირთა ანოტაციები:

ნაკაშიძე პეტრე (1838-1895)

მწერალი, პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი, „თერგდალეულთა“ წრის წევრი. ჟურნალ „საქართველოს მოამბეში“ გამოაქვეყნა „სამგზავრო წერილები“.

ნაკაშიძისა ბაბალე

პეტრე ნაკაშიძის მეუღლე, გვარი უცნობია.

    
1902    
    
11 ივლისი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 11 ივლისს“ („წინა წერილში ვსაუბრობდით...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ისევ მამულების გაყიდვის შესახებ”.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1902, 11 ივლისი, № 145, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 502.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 719;

    
1903    
    
11 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს დასაწყისს ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („უეჭველია, ყველამ უწყის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 11 ივლისი, № 149, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 575.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 730-731.

1906
11 ივლისი
იღებს ემანუელ ნოლდეს წერილს აფხაზთა საქმესთან დაკავშირებით. წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 560.

პირთა ანოტაციები:

ნოლდე ემანუილ იულის ძე (1854-1909)

რუსი სახლმწიფო მოღვაწე, 1902-1906 წლებში მინისტრთა კომიტეტის საქმეთა მმართველი, 1905 წელს ასრულებდა კავკასიის მეფისნაცვლის მოვალეობას, 1906 წელს აირჩიეს სახელმწიფო საბჭოს წევრად.