The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)


მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)



საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

ლორთქიფანიძე კირილე 

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი ტექსტი შესავალი წერილით, კომენტარებითა და ს საძიებლით გამოსაცემად მოამზადა წ ელისო აბრამიშვილმა

გამომცემლობა „მეცნიერება“,

 თბილისი 1981

წიგნში შერჩევითაა წარმოდგენილი გამოჩენილი. საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის — კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა. მასში მოწოდებული ცნობები რამდენადმე აცოცხლებს სხვა ქართველ მოღვაწეთა (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ნ. ღოღობერიძე, ს. ხუნდაძე და სხვ.) სახეებსაც და შუქს ჰფენს XIX საუკუნის 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.

რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ჯ. ჭუმბურიძე,

© გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981

1 წერილი გიორგი წერეთელს

▲ზევით დაბრუნება


კირილე ლორთქიფანიძის წერილი გიორგი წერეთლისადმი

ძმაო გიორგი!

ქ. პეტერბ. 19 იანვარს [1867]266

ძლიერ დიდი ხანია მას აქეთ, რაც შენთვის წიგნი არ მომიწერია. მე, რასაკვირველია, არ შემიძლია, რომ თავი გავიმართლო. მე შემიძლია მხოლოდ მოვიყვანო რამოდენიმე რეზონები, რომლებიც თუმცა არ დაგაჯერებენ, ვიცი, ჩემს სიმართლეს, გათქმევინებენ მაინც, რომ კირილეს სრულიად უმიზეზოთ ან უკადრისობით არ მოსვლიაო ჩემთან წიგნის მოუწერლობაო.

მაგრამ რეზონებამდის ორიოდე სიტყვა მათქმევინე. ზოგიერთი ზნეობითი თვისებები და იმათ შორის პატიოსნებაც სწავლის პრინციპებით არ შემიძენია, სწავლამ გამივრცელა და უფრო გამიგანიერა ის, რაც მივიღე შინაურის აღზრდისაგან. მე არა მაქვს პრეტენზია დიდს ჭკუაზე, დიდ სწავლაზე დიდს ენერგიაზე და თავს არ გავიტეხ, თუ კაცმა არ*... ან დიდის სწავლის და ენერგიის, ოღონდ ნაცრად ნუ გამხდის, რადგანაც ვგრძნობ, რომ მოღალატე მტერი არა ვარ, მაგრამ პატიოსნების ცოტაოდენი შებღალვის მოთმეხაც არ შემიძლიან, რაც უნდა დატუქსული მყავდეს გონიერებით ჩემი თავის იმედოვნება და თავის მოყვარება. ვისიც ვალი მაქვს, საზოგადოების, თუ კერძო პირების, ზნეობითი თუ მატერიალური, ყველას გადახდის იმედი მაქვს იმდენად, რამდენადაც გასჭრის ჩემი ჭკუა, სწავლა და ენერგია. ერთი სიტყვით, ჩემი ცხოვრების პროგრამმა ეს არის: რომ უსაქმოდ არ ვიყო, არ დავდგე უსაქმოდ და ყოველივე დავამყარო გონივრულს ზნეობაზე.

მაგრამ ჯერ თავდაპირველად უნდა შევნიშნო, რომ, რაც უნდა უპატიოსნო კაცი უნდა ვიყო მე და ამგვარ კაცად მიგაჩნივარ ერთს შენგან მოწერილს წიგნში267, ისე უპატიოსნო, ვგონებ, არ ვიქნები, რომ რაც სხვისი მმართებს, თუ სარგებლით არა, თავნი მაინც მივსცე. შეიძლება ვალის გადახდა დაგვიანდგეს, შეიძლება, რომ ეს დაგვიანება უპატიოსნობის ნაშობი იყოს, მაგრამ, მგონი, იმაზედ დამეთანხმები, რომ ვალის დაგვიანება, თითქმის სრულიად მოუცემლობაც, ყოველთვის უპატიოსნობით არ აიხსნება.

თუ შენ აზრი არ გამოგიცვლია ჩემ გზაზე, ესე იგი, თუ ჩემი ან შენი გზა არ გამოგიცვლია, მაშინ ჩემს ზევითურს და ქვეითურს სიტყვებს, უთუოდ, ექნება მნიშვნელობა და ფარდა გადაუფარებელი აზრი და თუ ცვლილება მოხდა, მაშინ ჩემი ეხლანდელი შრომა ტყუილა უბრალოდ ჩაივლის. ამ შემთხვევაში ერთი მხოლოდ ის იქნება ჩემი მანუგეშებელი, რომ მარტო მე არ ძოვტყუვებულვარ კაცში და საკუთარს შრომაში, თუმცა, რასაკვირველია, ეს ნუგეში ძლიერ ძვირად დამიჯდება.

მას აქეთ იმდენი დრო გავიდა, რომ, იქნება, კიდევაც დაგავიწყდა იმათი აზრი, მაგრამ ჩემ ვალად ვრაცხ, განგიახლო ის და ახლა მაინც გიპასუხო. სხვათა შორის, მე შემოგითვლი ზოგიერთ ამბავს და წვრილმანებსაც, რომელიც თუმცა არ შეეხებიან ჩემს პასუხს და არც შენ, მაგრამ, ვიცი, საინტერესო იქნება შენთვის.

თუ აქამდის ნათქვამს სიტყვებში შეგიძლიან დაინახო ფარდა გადაუფარებელი მნიშვნელობიანი აზრები, მაშინ, რასაკვირველია, ადვილად მიხვდები, რომ ბარათის დასაწყისი არის დასაწყისი ჩემი ახსარება ამხანაგთან; და ამ ახსარებას იმიტომ ვიწყებ, რომ (და არა თაყვანსა ვსცემ) გონიერების და ზნეობის საფუძველზე დამყარებულ ამხანაგობას დიდი უფლება მოუცია ჩვენთვის ერთმანეთზე, — აქედამ იმასაც გამოიყვან, რომ „უკადრისობას“ არ უხელმძღვანელებია ჩემთვის წიგნის მოუწერლობაშიო. მგონია, რომ ამგვარი უნდა იყოს შენი აზრიც, რადგანაც 3 ივლისს 1866 წ. მწერდი, სხვათაშორის, რომ „ჩვენ შორის გაწყრომას ალაგი არ ექნებაო“268. თუ გაწყრომას არ უნდა ქონებოდა ადგილი, უკადრისობაზე*... მეტადრე გეტყვი**", თუ ჩემი ან მოკლედ ნათქვამს სიტყვებს კარგად დააფიქრდები.

.....................
...რაც შეეხება ჩემს საკუთარს სარგებლობას, ამაზედ ახლა უფრო ადვილად გაიგებ შენ, ვინემ მაშინ, როცა წიგნს მწერდი. შენ ახლა მუდამ თარგმანში ხარ და გეცოდინება იმისი გემო და სარგებლობაც. მე დავრწმუნდი, რომ სანამ ჩვენს ენას არ მიუღია ლიტერატურულად დაწყობილი ფორმა, მანემდის მეცნიერული წიგნების თარგმნა იქნება ყოველთვის ტანჯვა და რომ ჩემი ერთი თაბახი ნათარგმნი, თუ კაცი სინდისიანად დააფასებს, ერთ თუმანზე მეტი უნდა ეღირს, ვგონებ. მაშასადამე, კარგად გაიგებ, რომ ექვსასი მანეთის მიღებისათვის არც მე დავიწყებდი ეთერის ფრთებით აღმაფრენას. ამას გარდა, როცა ყველა ეს გარემოებაები ავსწონე, მაშინ ცხადად დავინახე, რომ ჩემი ერთი წელის განსაკუთრებითი თარგმნითი შრომა დარჩებოდა უმადურ შრომად, რომლისაგან ვერც საზოგადოება მიიღებდა სარგებლობას, ვერც გამომცემელი და მე დავკარგავდი ერთს წელიწადს, რომლის განმავლობაში უნდა მეცადა არა მარტო ჩემთვის სასარგებლო სწავლის შეძინება, რომლის ნაკლულევანებას კაცი თანდათან უფრო და უფრო გრძნობს.


აი, ამ მიზეზების გამო მე ვერ ავასრულე ჩემგან დანაპირები თარგმნის გამოგზავნა. მაგრამ მე რომ სახეში არ მქონებოდა ძველი ამხანაგობა, რომელიც პირობის დამდებლებს ცოტა თავისუფლებას გვაძლევს, მე რომ ნიკოს9 შუამდგომლობით შემეკრა პირობა ვინმე ვაჭართან და არა აფხაზთან223, მათ შინ, რაც უნდა დამმართოდა, უნდა ამესრულებინა უთუოდ პირობა და გადმომეგზავნა ნათარგმნი წიგნი. თუ ამას ვერ ვიქდი, მაშინ მე არა თუ ვაჭრისთვის, აფხაზისთვისაც უნდა გადამეხადა ის ფულები თავის დროზე და ისე წყაროსაგან, რომელიც ნიკოს ვუჩვენე, მაგრამ გარემოებაები ისე დაიხლართენ და ისე მავნებელი გამოდგნენ ჩემის აქ დარჩენისათვისაც და მაქეთ წამოსვლისათვისაც, რომ ვერ მოვახერხე ფულების გადახდა. მე რომ ვაჭართან მქონებოდა საქმე, ან არ მცოდნებოდა, რომ აფხაზი უექვსას მანეთად არ დაიღუპებოდა, მაშინ პირველ შემთხვევაში, როგორც თავის თავის გამოსახსნილად, ისე ნიკოს გამოსახსნელად და მეორე შემთხვევაში ზნეობითის ტანჯვისაგან გასათავისუფლებლად უნდა მეშოვნა როგორმე ფულები და გარდამეხადა.

შენ მკითხავ: „რა უყავ შულგინის ისტორია?“ ამისი პასუხი, ვგონე ზევითა ვსთქვი, მაგრამ შენ მახვილგონიერებას კავშირი მოუპოვია აფხაზის დაკმაყოფილებასა და „ჩონგურის“ გამოცემას შუა, — შენ ამბობ: „შენ იტყვი, რომ მაგივრად „ჩონგური“ გამოვეციო,“ — საიდამ სადაო!.. ამისთან
ლოღიკური აზრი ღმერთმა ნურავის ათქმევინოს. მერმე განაგრძობ: „—კარგი დაგემართოს, მაგრამ იმ ფულსაც რომ შენ კვრეხ...“ და ამასთან მიკითხა - ჯერ პრაქტიკული ფილოსოფიის ლექციას, მერმე ზნეობითი ფილოსოფიისას, რომლის ბოლოს მამხილებ უპატიოსნებაზედაც კიდევ უფრო უარესს რამეს.


მე რომ ექვსასი მანეთი მივიღე ნიკოსაგან°, იმისაგან 200 მანეთი უმეტესი ნაწილი ვალებში წავიდა და სხვით წიგნები ვიყიდე. ზოგი ჩვენთაგანი ისეთი გაჭირვებული იყვნენ, რომ დანარჩენი 400 მანეთისაგან არ შემეძლო არ მეთხოვებია ერთისთვის 50 მანეთი, მეორესთვის — 50, მესამესთვის –60, ისე რომ, იმედი აღარ მქონდა საქართველოში წასვლამდის მიმეღო. 40 მანეთამდის თითქმის წავიდა წვრილმან სავაჭროებში: თუ ნიფხავ-პერანგში, თუ საბანსა და ზეწრებში, რომელთაც სრულიად მიღალატეს და სხვ. მაშ, დამრჩა 200 მანეთი ან ცოტა მეტი და რადგანაც ეს ფული არ მეყოფოდა მეორე სექტემბრამდის (მაშინ ვერც მოვასწრებდი ეკზამენის დაჭერას და არც ნებას აძლევდნენ), და სხვა ღონისძიებას ვერსად ვხედავდი, მე განვიზრახე უპრაკტიკოდ სისრულეში მომეყვანა დიდი ხნიდამ განზრახული აზრი (ლექსების კრების გამოცემა) და ამით ცოტა ხელი გამემართა და ეს საჭირო იყო როგორც ეკზამენისთვის, ისე აფხაზთან შეკრული პირობის ასასრულებლად.

„მაშ, მე არ ვსტყუვი “ — დაიყვირებ შენ: „მაშ, შენ სპეკულიატივური აზრი გქონია სახეში“, ვნახოთ!

არ დაივიწყო, რომ, „ჩონგურის“66 ბეჭდვას მე, შევუდექი ნოემბრის დასაწყისში და მაშინ მარტო ქაღალდის მეტი არაფერი მიყიდია; აქედამ ადვილად დაინახავ, თუ რამდენი დამრჩებოდა კიდევ იანვრისა და თებერვლისათვის, როცა გადვიხადე ტიპოგრაფიის ფულები, აკინძვის, ფოჩტის. მაშ, აფხაზის ფულებით არ გამომიცია „ჩონგური“ და კიდევაც რომ იმის ფულებით გამომეცეს, შულგინის ისტორიის სამაგიერო რათ იქნებოდა, — აბა, შენი ჭირიმე, რა აფხაზის ვალის გადახდა იქნებოდა ჩემგან ლექსების გამოცემა! მიკვირს!

ახლა მე უნდა მოგიყვე „ჩონგურის“ ისტორია, რომელიც უინტერესო არ იქნება შენთვის. იმედი მაქვს, რომ იქიდამ აღარ გამოიყვან, ვითომც, მე სპეკულაცია მქონდეს სახეში და რომ ეს სპეკულიაცია პატიოსნების ფარდით დამეფაროს. — როცა „ჩონგურის“ გამოცემის სისრულეში მოყვანა განვიზრახე, მე მოვწერე წიგნი ილ. ჭავჭავაძეს215, რომ ახალი ლექსები გამოეგზავნა და „რამდენიმე სურათის“215 გასწორებული გაგრძელება; ამასთან მივწერე სხვის ხელით წიგნი აკ. წერეთელსაც54 იმავე თხოვნით; ილიკომ215 გამომიგზავნა ორი ლექსი; „ნანინა“276 და „სტუდენტების სიმღერა“277. ეს უკანასკნელი არ დამიბეჭდავს, რადგან ჩვენები თავის მოწონებათ ჩამოგვართმევდნენ, სხვა ლექსებზე იმან მომწერა, რომ არა მაქვსო, „ქართვლის დედაო“278 არ ვარგაო და „რამდენიმე სურათი“ სულ გადასწორებული ქონდა, თუ არა ამაზედ არაფერი შემოუთვლია, მწერდა მხოლოდ, რომ არ გიგზავნი „რამდენიმე სურათს“, რადგან ვიცი, ცენზურა არ გაუშვებსო და რომ კიდევაც გაუშვას, წიგნს აგიკრძალვენო279.

აკაკიზედაც. იმედი მქონდა, მე მეგონა, რომ ლექსების გამოცემაში არ გაიხსენებდა იმას, რომ ჩვენ არ ვიყავით კარგად ერთმანეთთან 1863 წლიდამ. იმან პასუხი არ შემომითვალა, თორემ ლექსების გამოუგზავნელობას ვინღა დაეძებდა? მხოლოდ სამსონ აბაშიძე?“ სწერდა იმ კაცს, რომელსაც წიგნი მივაწერინე აკაკისათვის, რომ აკაკიმ თავისი ლექსები, რაც დაუწერია და ან რასაც დასწერს, ყველა მე მომცა, ისე რომ, არა თუ სხვას, თვითონ აკაკისაც არ შეუძლიან ჩემდა უნებურად გამოცემაო, ამისათვის მე veto-ს გეუბნებითო, არ გამოსცეთო, თორემ წიგნებს კონფისკაციას ვუქო. მე ამაზედ ბევრი ვიცინე და რადგანაც იმის ლექსებზე იმედი გადავწყვიტე, გავუგზავნე ჩემს შუამდგომელს ამის პასუხი, რომელიც, თუ იმას სურდა, უნდა გაეგზავნა აკაკისათვის. ამ წიგნში მე ვწერდი, რომ, თუ უკაცრავად არ ვარ, ჩემი თხოვნა ვერ გაუგია უფალ სამსონს მეთქი, მე ხომ ნებას არ ვთხოვდი, ნებას მაშინ ვთხოვდი, რომ აკაის ყველა ლექსების გამოცემა მნდომებოდეს, მაგრამ მე სბორნიკს, ვსცემ და სბორნიკისათვის დაბეჭდილ ლექსებს ყოველთვის მოვიხმარ მეთქი.— მე ვთხოვდი ახალ ლექსებს, რომ ისინი სხვა იმის დარჩეულ ლექსებთან დამებეჭდა და ამითი, მე მგონია, სრული იმისი ლექსების გამომცემელს სრულიად არ ვაჩვენებდი ზარალს, მე მგონია, რომ სბორნიკში დაბეჭდილი დარჩეული ლექსები რეპუტაციას გაუკეთებდნენ მწერალს და მაშინ იმისი სრული თხზულებაების კრება უფრო გაიყიდებოდა მეთქი. ამასთან მე ვწერდი, თუმცა ძლიერ ფრთხილად, სხვადასხვა რამეებს, რომელიც იმან მიიღო დაცინებათ, და წიგნის ბოლოში ისე ვაგრძნობინე, რომ, თუ სამსონ.. ძალიან ფეხს გაიდგამს, გაიხსენოს, რომ მე შემიძლიან ბევრი რამ სასიამო ჩავურთო ჩემ ლექსების კრებაში მეთქი... მიიღეს თუ არა ეს წიგნი ორმა მეგობრებმა, ორივემ ცალ-ცალკე წიგნი გამოუგზავნეს ჩემს შუამდგომელს და მლანძღავდნენ, ერთი რასაკვირველია, ძლიერ იდიოტურად და მეორე ბორო
ტად, მაგრამ, არ შემიძლიან არა ვსთქვა, მახვილგონივრულად, თუმცა, რასაკვირველია, კრიტიკას ვერ გაუმაგრდებოდა იმისი პასუხი. როცა ლანძღვით ვერა გაარიგეს რა, მაშინ დაიწყეს ყვირილი: კირილე ნუ სცემს სბორნიკსო, თორემ ჩვენც გამოვცემთო და მის სავნებლად ხუთშაურად გავყიდითო281.

რა უნდა მექნა? ფულები ცოტა იყო, ლექსები ვერ მივიღე. უნდა დამეტოვებია „ჩონგურის“ გამოცემა. მაგრამ გულმა მითხრა: „რაც უნდა იყოს, გამოეცი! შენ ამხანაგებს და შენ ბევრი რამ საქმეები დაგიწყიათ და არც ერთი არ შეგისრულებიათ, — მუდამ ამგვარად საქმის გათავება ენერგიას უკარგავს კაცს, გამოეცი!“ შევუდექი ლექსების კრებას. „ცისკრის“70 ნომრებიდამ აკადემიის ბიბლიოთეკაში გადავწერე აკაკის ლექსები: „სიმღერა მკის დრო[ს]“282, „მოგონება“283, „გლეხის აღსარება“24, ზღაპარი285, რათ. ერისთავის: „წრეს გარდასული წრეში შემოსულს“286 და უმეტესი ნაწილი ბარათაშვილის213, ილ. ჭავჭავაძის, აკ. წერეთლის და რაფ. ერისთავის ლექსებითგან, შევასწორე „ცისკარში“ დაბეჭდილთან და მართლწერის ნიშნები . დავუსვი, რაც საჭირო იყო და „ცისკარში“ არ იყო, გადავიკითხე სულ ყველა ლექსები, რაც ცისკარში იყო, ან „საქართველოს მოამბეში“127, მაგრამ კარგი ლექსები ძლიერ ცოტა მოგროვდნენ, ერთის მხრით, იმიტომ, რომ აკ. წერეთლის ლექსებს კანონით ბევრს ვერ დავბეჭდავდი, რადგანაც იმას ჩივილი შეეძლო, თუ რომ იმისი ლექსები წიგნის მესამედზე მეტი გამომდგარიყო.

ეს ლექსების სიცოტავე და ის, რომ აკაკის დარჩეული ლექსები წიგნის მესამედზედ მეტი არ დარჩენილიყო, იყვენ იმისი მიზეზი, რომ „ჩონგურში“ შევიდნენ უცებ და ამის გამო უხეიროდ, თუმცა ორგინალთან სწორედ, გადათარგმნილი „პოეტი და მოქალაქე“287 და სხვა ლექსები, როგორიც არიან, მაგალითად: „მოხუცის ნაამბობი4288, „ყადის ჯორი“289, „წრეს გარდასული წრეში შემოსულს“, „მადლი შენს გამჩენს ლამაზო ქალო შავთვალებიანო“ 290 და სხვა ამგვარები.

ამავე მიზეზებმა მაიძულეს და ავტორის215 კეთილგანზრახვამ და გულკეთილობამ გამაბედვინეს, რომ ავტორის უნებურად ჩავურთე ცენზურაში შესატანს წიგნს „ქართვლის დედას“ და მთელი „რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდამ“. თუმცა „ჩონგურში“ ზოგი ლექსები უხეირო არიან, მაგრამ მე ვცდილობდი, რომ უხეირო ლექსებისაგან გამომერჩია უფრო ცოტათი უხეირო ლექსები, რომ ყოველივე ლექსი ცოტა რამეთი მაინც ყოფილიყო კარგი, ამა[ს] გარდა, მე ვცდილობდი, ისე დამეწყო ეს ლექსები, რომ ამ რიგზე დაწყობაშიაც აზრი ყოფილიყო. აგრე ტყუილათ არ დამიწყვია ლექსები გრუპპებათ და ტყუილად და არც თავმოწონებით არ დამიბეჭდავს „ჩონგურის“ თავში „პოეტი და მოქალაქე“, „იარალისადმი“291-ს დაბეჭდისათვის აბდუშელიშვილმა292 დიდი საყვედური შემომითვალა; მე თუმცა თანახმა ვარ იმისი, მაგრამ ეგ ლექსი „საფრად, დავბეჭდე, ვინცობაა, პატრიოტულ ლექსებს ჭვანგი მოჰკიდონ, ხელში „იარალისადმი“ მივცემთ[ქუო. მართლაცდა, ეგ, ლექსი შემეწია „ნანინას“ დაბეჭდვაში. „მოხუცის ნაამბობში“, თუმცა აზრი არაფერია, მაგრამ კარგი მიბაძვა არის და კარგის ენით დაწერილი. „პეპელალა“293, „სიყვარული“294, „წრეს გარდასული“286, „თვალებო“290 და სხვა ამგვარებში. გრძნობა არის ძლიერ კარგად გამოთქმული. „ყადის ჯორი“-ს ამბავი, თუმცა არ მომწონს, მაგრამ ბოლოში ორიოდე სიტყვა კარგია.

წიგნი შევიტანე ცენზურის კომიტეტში სექტემბრის პირველ რიცხვებში, იქიდამ გააგზავნეს უნივერსიტეტში და უნივერსიტეტმა გადასცა ჩუბინოვს118 წასაკითხავად. ჩუბინოვს ჰქონდა ის წიგნი ნოემბრამდის. ყოველ კვირას დავდიოდი იმასთან, რომ როგორმე მალე წამეკითხვინებინა ის წიგნი. ბოლოს გააგზავნა წიგნი უკანვე თავისი პასუხით, რომ წიგნი შეიძლება დაიბეჭდოსო, უნდა გითხრა, რომ იქ გახაზული იყო წითელი მელნით „გლეხის ახსარებაში“284 სიტყვა „მღვდელივით“, რომლის მაგიერ იმას უნდოდა, რომ დამეწერა „ბატივით“, თუმცა მე მოუყვანე საბუთად, რომ „ცისკარში“ დაბეჭდილია-მეთქი; მაგრამ მან არ ინება და არც მე დავეთანხმე „ბატივით“-ის დაბეჭდაზე. ამოშლილი იყო კიდევ „ქართვლის დედაში“276; „სწორობას“, „თავისუფლებას“, „მუშურში.295. „სამართალს“, „რამდენიმე სურათში“: „გლეხ კაცის და ყმის საბრალო ბედი ვერა, ვერ გასძლებს ბატონის ხელში“ და სხვა სიტყვები ბატონისა, ზაქროს და კაკოს, რომელიც შეეხებოდნენ ან ზაქროს მამის ცოცლად დამარხვას, ან ბატონის მოკვლას.

ამგვარად, წიგნის ბეჭდვა დავიწყე ნოემბერში, მაგრამ რადგანაც აკადემიის ტიპოგრაფს ბევრი საქმეები ჰქონდა, როგორც საკუთრად აკადემიის, ისე სხვისი, ჩემი წიგნით დაწყებული და ჩემი წიგნის ამწყობმა ბეჭდვა არ იცოდა, ამისათვის ბეჭდვა ძლიერ გაგრძელდა, ისე რომ, იანვარში ძლივს მიკიდა ბეჭდვა „რამდენიმე სურათამდის“. ჩუბინაშვილს ეთხრობია ცენზორიათვის, რომელმაც ხელი მოაწერა „ჩონგურზე“, „რამდენიმე სურათის“ აზრი; იმას ეთქვა, რომ მაგისთანა ლექსები შურს აღძრავს მებატონეებსა და გლეებს შუა და რაც ორ წოდებას შუა შურის აღმძვრელია, იმისი დაბეჭდა არ შეიძლებაო; ამგვარად, „რამდენიმე სურათის“ ბოლო ათი გვერდი გამომაშვებინეს. იქნება, ნებაც მოეცათ, მაგრამ ავტორის სიტყვების გამო იძულებულმა ბევრი აღარც მე შევიწუხე თავი; მაგრამ, რადგან ქაღალდი ტყვილად რჩებოდა, ამისთვის მე ვთხოვე ცენზორს, რომ გამოშვებული ადგილის მაგიერ სხვა ლექსები მაინც დამაბეჭდინეთ-თქო და მივიტანე რვა გვერდზე დასაბეჭდი ლექსები: „ყველაზედ უფრო“298 (გვარიან კარგად გადასწორებულია), „ყველანი ძმანები ვართ“297, თუმცა 1865-ში ნათარგმნია, მაგრამ რადან წიგნზე დაბეჭდილი იყო მაშინ 1864, ამისათვის ლექსის ქვეშაც ეს წელია, და „საბრალო გული“298 (აკ. წერეთელი). ამათგან „ყველაზედ უფრო“ არ გაუშვეს და „ყველანი ძმანები ვართ“ ძლივს გადავა[რ]ჩინე სოციალური აზრის შეწამებისაგან.

რამდენჯერ მივსულვარ უნივერსიტეტის კანცელარიაში, რამდენჯერ ცენზურის კამიტეტში, რამდენჯერ ცენზორთან, ეს ღმერთმა შეინახოს, სხვაზედ მოვილაპარაკებ...