The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1890
1890

1890

     
1890 1 იანვარი    
     

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება მისი ახალი ნაწარმოები „ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილი“ ქვეშ მინაწერით „საახალწლო მოთხრობა“. გაზეთის ამავე ნომერში „დონ-იაგოს“ ფსევდონიმით იბეჭდება იაკობ მანსვეტაშვილის საახალწლო მილოცვები ქართველი საზოგადო მოღვაწეებისადმი, მათ შორის „ივერიის“ რედაქტორისადმი.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, № 1, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ

     

1890 1 იანვარი

     

ივანე მაჩაბელი სთხოვს ბანკიდან ათასი მანეთის წინასწარ მიცემას, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი რამის გაკეთება კანონით არ შეიძლება, უარს ეუბნება.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1891, 1 ივნისი, № 114, გვ. 3.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია გაზეთ „ივერიის“ 1891 წლის 1 ივნისის პუბლიკაციაში.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1890 1 იანვრის შემდეგ

     

ივანე მაჩაბელი წერილობითი თხოვნით მიმართავს თსს ბანკის გამგეობას, რომ დივიდენდის ანგარიშში წინასწარ მისცენ ათასი მანეთი, მაგრამ ისევ უარს იღებს, რაც იწვევს მის განაწყენებას ილია ჭავჭავაძეზე.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1891, 1 ივნისი, № 114, გვ. 3.

დათარიღება:

დროზე მინიშნებულია გაზეთ „ივერიის“ 1891 წლის 1 ივნისის პუბლიკაციაში.

პირთა ანოტაციები:

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.

     

1890 5 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 4 იანვარი“ („ახალმა წელიწადმა ერთი საყურადღებო ამბავი მოგვიტანა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახალი წლისთვის“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 5 იანვარი, № 3, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 444.

     

1890 9 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 იანვარი“ („ბოლგარიამ ხელახლად ააყაყანა ევროპის დიპლომატია...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის ინტერესი ბულგარეთისადმი“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 9 იანვარი, № 5, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 449.

1890 11 იანვარი

     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 იანვარი“ („ამ ბოლოს ხანებში ძალიან გახშირდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სასწავლო პროგრამების შეცვლის აუცილებლობა რუსეთში“.  

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 11 იანვარი, № 7, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 453.

     

14 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 13 იანვარი“ („ყოველი სახელმწიფო ევროპისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის ხარბი ხელი საყოველთაო საქმეებში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 14 იანვარი, № 10, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 456.

1890 17 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 იანვარი“ („ჩვენ ამას წინათ ვაუწყეთ ჩვენს მკითხველებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „საფრანგეთის საგარეო პოლიტიკა ჟურნალ-გაზეთების თვალით“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 17 იანვარი, № 12, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 461.

     

1890 21 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 იანვარი“ („დასავლეთს ევროპას, დიდ ატლანტიკის ოკიანეს პირად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის დიდი და პატარა ონავრები“.

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1890, 21 იანვარი, № 16, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 464.

 

1890 24 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 23 იანვარი“ („ბატონყმობა გაუქმდა რუსეთში თუ არა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 24 იანვარი, № 18, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 469.

     

1890 25 იანვარიდან

     

თსს ბანკის დირექტორ გიორგი თარხნიშვილს ატყობინებს, რომ 7 საათამდე სახლიდან ვერ გავა და თუ საჭიროება მოითხოვს, შინ მიაკითხონ.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17567; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 209, 469.

პირთა ანოტაციები:

თარხნიშვილი გიორგი იორამის ძე (1841-1911)

პოდპოლკოვნიკი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ერთ-ერთი დირექტორი.

 

1890 26 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 25 იანვარი“ („ჩვენ ამას წინათ საუბარი ჩამოვაგდეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგლეხო გამსესხებელ-შემნახველი საზოგადოებანი და მოკლევადიანი კრედიტის საკითხი გლეხობისათვის“.

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 26 იანვარი, № 20, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 473.

 

1890 28 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 იანვარი“ („საკვირველი კაცი ბძანდება ეხლანდელი ახალგაზდა იმპერატორი გერმანიისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალგაზრდა იმპერატორ ვილჰელმის დაინტერესება მუშა ხალხის ბედით“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 28 იანვარი, № 22, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 477.

პირთა ანოტაციები:

ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941)

გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.

 

1890 29 იანვარი    
     

მოსკოვში, ქართველ სტუდენტთა სასარგებლოდ გამართულ საღამოზე დგამენ ცოცხალ სურათებს ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილიდან“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, № 30, გვ. 2-4.

 

1890 31 იანვარი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 30 იანვარი“ („ჩვენ ამას წინათ გერმანიის იმპერატორის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „გერმანიის საშინაო პოლიტიკა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 31 იანვარი, № 24, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 482.

     

1890 იანვარი

     

ჟურნალ „ჯეჯილში“ იბეჭდება მისი ლექსი „ბაზალეთის ტბა“.

წყარო:


ჟურნ. „ჯეჯილი“, 1890, № 1, გვ. 26.

     

1890 2 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 1 თებერვალი“ („დღე ყოველ გვესმის...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ყრუ-მუნჯთა სასწავლებელი ლონდონში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 2 თებერვალი, № 26, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 487.

     

1890 4 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 თებერვალი“ („დიდი ხანია ისმოდა საზოგადოებასა საერთოდ და...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ეკლესიების შემოსავალ-გასავლის საქმე“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 4 თებერვალი, № 27, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 491.

 

1890 7 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 6 თებერვალი“ („ერთი უდიდესი საჭიროება სახელმწიფოსი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მოსალოდნელი საყოველთაო აღწერა რუსეთის იმპერიაში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 7 თებერვალი, № 29, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 494.

     

1890 7 თებერვალი

     

წერილს უგზავნის გრიგოლ ყიფშიძეს და ატყობინებს, რომ მის მიერ გაგზავნილი მასალა არ მოსწონს, თუმცა თუ საჭიროდ მიიჩნევს, შეუძლია დაბეჭდოს. იმ შემთხვევაში, თუ არ დაბეჭდავენ, თავად დაწერს მეთაურს.

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17575; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 97; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 140, 432.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 205-206.

პირთა ანოტაციები:

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

 

1890 9 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 8 თებერვალი “ („ყველას, დიდია თუ პატარა, გაგონილი აქვს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ახალი კანონპროექტი „უკანონოდ“ შობილთათვის“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 9 თებერვალი, № 31, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 496.

     

1890 13 თებერვალი

     

ესწრება დიმიტრი ბაქრაძის დაკრძალვას დიდუბის ეკლესიის ეზოში და ცხედარს ამკობს გვირგვინით, რომელსაც აწერია: „საფლავი შენისთანა კაცისა, სალოცავია მამულისა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 15 თებ., № 34, გვ. 2; აკაკი სურგულაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თსუ 1977, გვ. 43; ი. გომელაური, მოგონებათა ეპიზოდები ლიტერატურის მატიანე, წ. 6, ნაკვ. 1,1952, გვ. 82.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

 

1890 13 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 12 თებერვალი“ („დიდი უბედურება გვეწვია...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის გარდაცვალების გამო“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 13 თებერვალი, № 32, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 12/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 478.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

     

1890 13 თებერვლის შემდეგ

     

თავმჯდომარეობს გაზეთ „ივერიიის“ რედაქციის გაფართოებულ სხდომას, რომელზეც განიხილავენ დიმიტრი ბაქრაძის ოჯახის მიერ შემოწირული თანხის განკარგვის საკითხს. საუბარია მისი სახელობის მუზეუმის აგებაზე ან გუჯრებისა და საისტორიო მასალების გამოცემაზე.

წყარო:


აკაკი სურგულაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, თსუ 1977, გვ. 44.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

1890 14 თებერვალი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი 13 თებერვალი“. („13 თებერვალს, სამშაბათს, დაასაფლავეს დიმიტრი ბაქრაძე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „დიმიტრი ბაქრაძის ღვაწლი“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 14 თებერვალი, № 33, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 13/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 481.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

 

1890 18 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 თებერვალი“ („დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისა..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კარგად წაკითხვა წასაკითხისა..“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 18 თებერვალი, № 37, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1890, 17/ II); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 482.

 

1890 21 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 თებერვალი“ („ერთი დიდი ნაკლი ჩვენის სოფლის მოწყობილობისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სოფლად ხარჯის მოკრების და მისი შენახვის ნაკლი“

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 21 თებერვალი, № 39, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 500.

     

1890 21 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1890 წლის 1 იანვრისთვის.

წყარო:


„ბალანსი ტფილისის სათავად–აზნაურო საადგილმამულო ბანკისა 1 იანვრისათვის 1890 წლისა“, გაზ. „ივერია“, 1890, № 39.

1890 21 თებერვლის შემდეგ

     

ილია ჭავჭავაძის, ლევან ჯანდიერის, ივანე ხატისოვისა და სხვათა ხელმოწერით გამოდის ბროშურა სასოფლო საზოგადოებათა მიერ საზოგადო სარგებლობის კაპიტალის წარმოქმნის წესების შესახებ.

 

წყარო:


Нормальные Правила об образовании общеполезного капитала каждого отдельного сельского общества. Тфл., 1890; გაზ. „ივერია“, 1890, 21 თებ. № 39, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

დათარიღება:

1890 წლის 21 თებერვლის მეთაური წერილიდან ჩანს, რომ ბროშურა ჯერ გამოსული არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სტატია ამ საკითხებს ეხება, ისიც კი არ არის ნათქვამი, რომ ბროშურაზე მუშაობა დაწყებულია.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

ხატისოვი ივანე სტეფანეს ძე (1840-1894)

სახელმწიფო მოღვაწე, 1865-1875 წლებში კავკასიის მეფისნაცვლის საგანგებო საქმეთა მრჩეველი, 1887-1893 წლებში კავკასიის სახელმწიფო ქონებათა სამმართველოს უფროსი.

 

1890 23 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 თებერვალი“ („მუშა ხალხის საქმემ, რომელიც გერმანიის იმპერატორმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მუშა ხალხის საქმე გერმანიაში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 23 თებერვალი, № 41, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 505.

1890 25 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 თებერვალი “ („შარშანდელმა წელიწადმა თითქმის სრულად მოიდნო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კალიასთან ბრძოლის აუცილებლობა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 25 თებერვალი, № 43, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 510.

     

1890 25 თებერვალი

     

ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას.

 

 

წყარო:


ქუთაისის ცენტრალური არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 9, საქ, 393, ფ. 11.

     

1890 27 თებერვალი

     

მონაწილეობს თბილისის გუბერნატორთან გამართულ თათბირში. განიხილავენ სოფლად პურის მაღაზიების მოწყობის საკითხს და ირჩევენ საორგანიზაციო კომისიაში.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 1 მარტი, № 45, გვ. 1.

     

1890 28 თებერვალი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 თებერვალი“ („აქაურ გაზეთების მკითხველებმა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „მკურნალის მოქალაქეობრივი მოვალეობა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 28 თებერვალი, № 44, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 514.

1890 თებერვალი

     

ჟურნალი „თეატრი“ „წყალტუბელის“ ფსევდონიმით აქვეყნებს გიორგი იოსელიანის წერილს „ეპისტოლე წყალტუბელისა ილიას მიმართ“, რომელიც მიმართულია „ივერიისა“ და მისი თანამშრომლების წინააღმდეგ.

წყარო:


ჟურნ. „თეატრი“, 1890, № 6.

პირთა ანოტაციები:

იოსელიანი გიორგი ნიკოლოზის ძე (1847-1919)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ ტანამშრომელი, ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის წევრი. წერდა „წყალტუბელის“ ფსევდონიმით.

     

1890 4 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 3 მარტი“ („ყველას შეტყობილი ექმნება ის სამწუხარო ამბავი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ტრაგედია მცხეთაში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 4 მარტი, № 46, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 518.

     

1890 8 მარტი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 მარტი“ („ალიანქოთი, რომელიც ამ ბოლოს ხანებში ასტყდა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხმაური საკრედიტო საზოგადოებაში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 8 მარტი, № 50, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 521.

 

1890 10 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 მარტი“ („ჩვენს გუშინდელს გაზეთში გამოცხადებული იყო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ხუთსარგებლიანი გირავნობის ფურცლის შემოღების აუცილებლობა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 10 მარტი, № 52, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 527.

1890 13 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 10 მარტი“ („ჩვენის სათავადაზნაურო ბანკის აწ მომქმედს წესდებაში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შესახებ“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 13 მარტი, № 53, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 534.

1890 14 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 13 მარტი“ („მოწინააღმდეგენი იმ დივიდენტისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების შესახებ“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 14 მარტი, № 54, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 540.

     

1890 16 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 მარტი“ („ქ. ტფილისში, ახალციხესა, გორსა და დაბა კოჯორში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ჩვენი ქალაქების სამწუხარო მდგომარეობა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 16 მარტი, № 57, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 547.

     

1890 16 მარტი

     

ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორ ალექსი ჭიჭინაძეს წერილობით აცნობებს ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის 25 თებერვლის დადგენილებას იმის თაობაზე რომ რუსულ ენაზე ოქმი უნდა შედგეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგთა შეკრებას ესწრება ქართული ენის არმცოდნე მასწავლებელი.

წყარო:


ქუთაისის ცენტრალური არქივი, ავტოგრაფი, ფონდი 9, სქ, 393, ფ. 11; ვ. ხაბურძანია, იჭავჭავაძე და ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლა, გაზ. „ქუთაისი“, 1986, № 90, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 141, 433.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913)

პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში.

 

1890 18 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 17 მარტი“ („თ. ბისმარკი, ეს სახელოვანი, ეს გენიოსი კაცი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბისმარკის გადადგომა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 18 მარტი, № 59, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 550.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     

1890 22 მარტამდე

     

წერილს უგზავნის და გადაუდებელ საქმეზე თავისთან იწვევს გრიგოლ ყიფშიძეს. სთხოვს, რომ თან წაიღოს შეკითხვები, რომლებიც ლეონარდ ზაგურსკიმ ჩააწერინა.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17576; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 118; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 205.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 206-207.

პირთა იდენტიფიკაცია:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 157-158.

პირთა ანოტაციები:

ზაგურსკი ლეონარდ პეტრეს ძე (1827-1891)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ზაგურსკი ლეონარდ პეტრეს ძე (1827-1891)

ლინგვისტი, ეთნოგრაფი, რუსული გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მმართველი. ილია ჭავჭავაძის ისტორიის მასწავლებელი გიმნაზიაში.

     

1890 23 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 22 მარტი“ („დღეს აქამომდე მთელის ქვეყნის სალაპარაკო...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „უთანხმოება იმპერატორ ვილჰელმ II-სა და ბისმარკს შორის“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 23 მარტი, № 63, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 554.

პირთა ანოტაციები:

ვილჰელმ მეორე ჰოჰენცოლერნი (1859-1941)

გერმანიის იმპერატორი და პრუსიის მეფე 1888-1918 წლებში. 1918 წელს, როდესაც რევოლუციამ დაამხო მონარქია, ვილჰელმი ტახტიდან გადადგა და გაიქცა ნიდერლანდებში.

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     

1890 24 მარტი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 23 მარტი“ („მოვიდა გაზაფხული და საცაა გამოიტანს კვირტსა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ვენახების წამლობის შესახებ“.  

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 24 მარტი, № 64, გვ. 1-2. ი. ჭავჭავაძე, თხზულებათა კრებული ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VII, 1956, გვ. 512; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 559.

 

1890 24 მარტი

ავჭალის ქუჩაზე მდებარე მისი საცხოვრებელი სახლიდან იპარავენ ოქროს საათს, თანხას და ძველი გაზეთების დიდ შეკვრებს. სასამართლო ბრალს სდებს კედლების მღებავ ხელოსანს.

წყარო:


«Тифлисский листок», 1890, № 70, გვ. 2.

     
1890 25 მარტი    

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 24 მარტი“ („თანდათან ირკვევა, რომ თ. ბისმარკი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „შინაური აშლილობა გერმანიაში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 25 მარტი, № 65, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 562.

პირთა ანოტაციები:

ბისმარკი ოტო ფონ (1815-1898)

გერმანიის იმპერიის პირველი რაიხსკანცლერი. „სამთა კავშირის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი.

     

1890 28 მარტი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 მარტი“ („დიდი ხანია ჩვენს საზოგადოებაში ჰტრიალებს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ბანკის საადგილმამულო კრედიტის გამო“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 28 მარტი, № 67, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 566.

     

1890 31 მარტი

     

ელის სტუმრებს და წერილს უგზავნისს პეტრე უმიკაშვილს. სთხოვს, ეწვიოს, რათა ერთად გაიხსნილონ და „ივერიასთან“ დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრონ.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17548; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 42; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 40; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 141, 433.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

     
1890 31 მარტი    
     

აღდგომის ღამეს წვეულება აქვს, მეგობრებთან ერთად იხსნილებს და ხვდება ბრწყინვალე დღესასწაულს.

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 141, 433.

     

1890 1 აპრილი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 27 მარტი“ („ამ მოკლე ხანში ევროპას ბევრი რამ მოსალოდნელი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპის პოლიტიკური მდგომარეობა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 1 აპრილი, № 69, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 569.

     

1890 8 აპრილი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 7 აპრილი“ („დღეს აქამომდე არ გათავებულა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ევროპა პოლიტიკურ ცვლილებების მოლოდინში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 8 აპრილი, № 72, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 574.

1890 11 აპრილი

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 10 აპრილი“ („განსამართლების ახალმა წესდებამ...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „კანონმდებლობა კერძო ვექილობის წინააღმდეგ“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 11 აპრილი, № 74, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბილისი, 2007, გვ. 578.

     

1890 17 აპრილამდე

   
 

უბის წიგნაკში იწერს ამონარიდს გრიგოლ ორბელიანის „სადღეგრძელოდან“.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 1.

დათარიღება:

ვათარიღებთ მომდევნო ჩანაწერის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

1890 17 აპრილიდან

უბის წიგნაკში იწერს სათავადაზნაურო სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებით ბანკის მიერ სხვადასხვა დროს გადადგმულ ნაბიჯებს.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 1

დათარიღება:

ვათარიღებთ ჩანაწერში ნახსენები ყველაზე გვიანდელი ინფორმაციის დროის მიხედვით.

     

1890 17 აპრილიდან

     

უბის წიგნაკში იწერს „ჰ“-ს ხმარების მაგალითებს წმინდა წერილიდან.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 2.

დათარიღება:

ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის მიხედვით.

     

1890 17 აპრილიდან

     

უბის წიგნაკში იწერს იმ პერიოდში როდის რა თანხა მისცა თავის დას – ელისაბედს.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 2.

დათარიღება:

ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

     

1890 17 აპრილიდან

     

უბის წიგნაკში იწერს, რომ 1885 წლის 16 აპრილს სათავადაზნაურო ბანკს შესთავაზა საზოგადო მოხმარების კაპიტალის მთლიანად სათავადაზნაურო სკოლისთვის დახარჯვა.

 

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 7, ავტოგრაფი № 62, ფ. 1.

დათარიღება:

ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის მიხედვით.

 

1890 1218 აპრილი

     

მონაწილეობს თსს ბანკის წლიური კრების მუშაობაში. აქტიურ მონაწილეობას იღებს დივიდენდების, ვენახის მავნებლებთან საბრძოლველად თანხის გამოყოფის, დრამატული საზოგადოებისა და გაზეთ „მეურნეს“ დახმარების, ბანკის წესდების ზოგიერთი მუხლის შეცვლისა და სხვა საკითხების შესახებ გამართულ კამათში. კვლავ ირჩევენ ბანკის მმართველობის თავმჯდომარედ.

წყარო:


გაზ. «Новое обозрение», 1890, №№ 2170-2177.

     

1890 18 აპრილი

     

კავკასიის მთავარმართებლის საბჭოს მიწვევით მონაწილეობს სხდომაში, რომელიც განიხილავს თსს ბანკის მოგების განაწილების საკითხს.

წყარო:


«Новое обозрение», 1890, № 2177.

1890 20 აპრილი

     

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოების კომიტეტის ერთი წლის ანგარიში, რომელსაც ხელს აწერს, როგორც ამ კომიტეტის წევრი.

წყარო:


„ანგარიში 1889 წლის პირველი მაისიდან 1890 წლის აპრილამდე გამგე კომიტეტისა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა საზოგადოებისა შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობისათვის“, გაზ. „ივერია, 1890, № 82.

     
1890 8 მაისის შემდეგ    

 

პეტერბურგიდან იღებს დავით ჩუბინაშვილის წერილს, რომლიდანაც ჩანს, რომ ადრესანტი ქშწ-კგ საზოგადოების მიერ დაარსებული სასწავლებლებისთვის უფასოდ უგზავნის მის მიერ გამოცემული ქართულ-რუსული ლექსიკონის 300, რუსულ-ქართულის 26 და გრამატიკის 50 ეგზემპლარს.

წყარო:


„საისტორიო მოამბე“, ტ. 37–38, 1978, გვ. 82.

დათარიღება:

წერილი 8 მაისით არის დათარიღებული.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

1890 27 მაისი

     

სათავადაზნაურო ბანკის თეატრში ესწრება უილიამ შექსპირის „მეფე ლირის“ წარმოდგენას ცნობილი იტალიელი მსახიობის ერნესტო როსის მონაწილეობით.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 29 მაისი, № 110, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 28/ V).

პირთა ანოტაციები:

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

 

1890 29 მაისი

     

გაზეთ „ივერიის“ რუბრიკაში „ახალი ამბავი“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს ერნესტო როსის მონაწილეობით გამართული წარმოდგენის შესახებ („კვირას, 27 მაისს, სახელგანთქმულმა მთელს ევროპაში არტისტმა როსიმ წარმოადგინა თავადაზნაურთა ბანკის თეატრში „მეფე ლირი“ შექსპირისა“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ერნესტო როსი „მეფე ლირის“ როლში“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 29 მაისი, № 110, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 28/ V); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 486.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     

1890 9 ივნისი

     

ალექსანდრე ჭყონია „ივერიის“ რედაქციას უძღვნის თავის წიგნს „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე“.

წყარო:


ა. ჭყონია, „ისტორიული ნარკვევი ანუ ქრისტომატია საქართველოს ისტორიისათვის უძველეს დროიდამ ბაგრატიონთ გამეფებამდე“. ტფ., 1890. FS 5208/09 – რარიტეტის განყოფილება, ი. ჭავჭავაძის კოლექცია.

პირთა ანოტაციები:

ჭყონია ალექსანდრე მირიანის ძე (1855-1907)

საზოგადო მოღვაწე, ქუთაისის გიმნაზიის შემდეგ სწავლობდა მოსკოვსა და პარიზში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ფოთის, ოზურგეთის, შორაპანის, ქუთაისის სასამართლოებში, იყო „მოამბისა“ და „ცნობის ფურცელის“ რედაქტორი.

     

1890 17 ივნისი

     

ესწრება ერნესტო როსის გამოსათხოვარ წარმოდგენას - შექსპირის „ჰამლეტს“.

წყარო:


გაზ. „ივერია“,1890, 17 ივნ., № 127, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896)

მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

შექსპირი უილიამ (1564-1616)

ინგლისელი პოეტი და დრამატურგი.

     

1890 18 ივნისი

     

სიტყვით მიმართავს ერნესტო როსის მტკვრის სანაპიროზე, „ვაზის“ ბაღში მის საპატივცემულოდ გამართულ ნადიმზე.

 

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 20 ივნ., № 129, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

1890 18 ივნისი

     

ერნესტო როსის საპატივცემულოდ გამართულ ვახშამზე იტალიელ მსახიობთან, ივანე თარხნიშვილთან და სხვა სტუმრებთან ერთად უღებენ ფოტოს.

ყარო:

„ერნესტო როსსის პატივსაცემლად გამართული სადილი“, გაზ. „ივერია“,1890, 20 ივნ., № 129, გვ. 2-3.

ფოტო

ილია ჭავჭავაძე ზის სუფრასთან ცენტრალურ ადგილას. მის მარცხნივ, შავი ცილინდრით ზის ერნესტო როსი.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

თარხნიშვილი ივანე რამაზის ძე (1846-1908)

ფიზიოლოგი, პეტერბურგის სამედიცინოქირურგიული აკადემიის პროფესორი. 1900 წელს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე დააჯილდოვეს ,,საპატიო ლეგიონის” ორდენით.

 

1890 25 ივნისი

     

გაზეთ „ივერიის“ რედაქცია მსახიობ ერნესტო როსისაგან იღებს დეპეშას, რომელშიც იგი მადლობას უხდის ყველას არაჩვეულებრივი მასპინძლობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ კიდევ მოახერხებს საქართველოში ჩამოსვლას.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 27 ივნ., № 135, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896)

იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

     

1890 28 ივნისი

     

ესწრება იოზეფ რატილის ქართული გუნდის კონცერტს გერმანელთა დასახლებაში.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 21 აგვისტო, № 179, გვ. 1-2 (ცენზურის ნებართვა 1890, 20/ VIII).

პირთა ანოტაციები:

ბებურიშვილი ეტლია გურგენის ძე

ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ცხოვრობდა გურიაში.

1890 ივნისი

თბილისსა და საგურამოში მასპინძლობს იტალიელ მსახიობ ერნესტო როსის.

წყარო:


გ. მიხელიძე, ალ. კალანდაძე, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის შრომები. წ. 1, 1958, გვ. 46.

პირთა ანოტაციები:

როსი ერნესტო (1827-1896) იტალიელი მსახიობი. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი შექსპირის პიესებში. ჰქონდა გასტროლები რუსეთსა და საქართველოში.

     

1890 20 ივლისი

     

ილიაობის აღსანიშნავ წვეულებას მართავს საგურამოში. მიწვეულ სტუმრებთან, მღვდელ გიორგი ასათიანთან, ნიკო ნიკოლაძესთან და სხვებთან ერთად უღებენ ფოტოს.

წყარო:


საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/1.

ფოტო

დათარიღება:

ამ ფოტოს ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891 წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.

 

ილია ჭავჭავაძე დგას შუაში. უკან უდგას მღვდელი გიორგი ასათიანი, მარცხნივ კი - ნიკო ნიკოლაძე და ალექსანდრე ყიფშიძე.

პირთა ანოტაციები:

ასათიანი გიორგი (დაახლ. 1840-1931)

წინამძღვრიანთკარის დეკანოზი, ავტორი მოგონებისა „ოლივერ უორდროპის სტუმრობა სოფ. საგურამოში ილია ჭაჭავაძესათან“.

ნიკოლაძე ნიკო (ნიკოლოზ) იაკობის ძე (1843- 1928)

ცნობილი პუბლიცისტი, კრიტიკოსი და საზოგადო მოღვაწე.

     

1890 20 ივლისი

     

საგურამოში ილიაობის დღესასწაულზე აუზთან მდგომს უღებენ ფოტოს მიწვეულ სტუმრებთან ერთად.

წყარო:


ალექსანდრე როინაშვილი, საქართველოს ეროვნული არქივი, ა. 667/2; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 74-i.

ფოტო

დათარიღება:

ამ ფოტოს ერთ-ერთ ასლზე მიწერილია, თითქოს გადაღებულია ილიაობის დღესასწაულზე 1891 წელს, მაგრამ ამ წლის ივლისში მწერალი რუსეთში იმყოფებოდა.

ფოტო / დოკუმენტი:

ილია ჭავჭავაძე დგას აუზის მარცხენა მხარეს, აცვია თეთრები და ახურავს რუხი ფერის მზის ქუდი. მის წინ, აუზის კიდეზე ჩამომჯდარია თეთრებში ჩაცმული კაცი (სავარაუდოდ, ალექსანდრე ჭყონია), რომელიც ამავე წლის მეორე ფოტოზეც არის აღბეჭდილი.

 

     

1890 28 ივლისი

     

მისი და სხვათა ხელმოწერით გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება თსს ბანკის ბალანსი 1890 წლის 1 ივლისისთვის.

წყარო:


„ბალანსი ტფილისის სათავად–აზნაურო საადგილ–მამულო ბანკის 1 მკათათვისათვის 1890 წლისა“, გაზ. „ივერია“, 1890, № 161.

     

1890 30 ივლისამდე

     

პეტერბურგიდან იღებს დავით ჩუბინაშვილის წერილს. ატყობინებს, რომ ავადმყოფობის გამო ვერ ჩამოდის საქართველოში მისადმი მიძღვნილ საიუბილეო საღამოში მონაწილეობისთვის.

წყარო:


კ. კინწურაშვილი. დავით ჩუბინაშვილი. 1970, გვ. 75.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

1890 30 ივლისი

     

დეპეშას გზავნის ქუთაისში, დავით ჩუბინაშვილის მოღვაწეობის 50 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო წვეულებაზე წასაკითხად.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 3 აგვ., № 166, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

     

1890 4 აგვისტო

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 3 აგვისტო“ („ქუთაისის ბანკის წლევანდელ კრების გამო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 4 აგვისტო, № 167, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 582.

1890 5 აგვისტო

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 4 აგვისტო“ („ჩვენ მინამ ვიტყოდეთ რასმე...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 5 აგვისტო, № 168, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 586.

     

1890 8 აგვისტო

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 7 აგვისტო“ („ადვილად ასაკინძი და გამოსარკვევი არ არის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 8 აგვისტო, № 169, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 595.

1890 9 აგვისტო

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 8 აგვისტო“ („ჩვენ წინა მეთაურ წერილიდამ ვნახეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 9 აგვისტო, № 170, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 601.

1890 10 აგვისტო

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 9 აგვისტო“ („ჩვენ წინა მეთაურ წერილიდამ ვნახეთ...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 10 აგვისტო, № 171, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 609.

 

1890 12 აგვისტო    
     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 11 აგვისტო“ („სწორედ მოგახსენოთ, არც ზედამხედველი კომიტეტი...“). ეს არის დასასრული სტატიისა, რომელიც მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმე“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 12 აგვისტო, № 173, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 620.

     

1890 18 აგვისტო

გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს მისი წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ რუსული თარგმანის დასაწყისს რედაქციის შენიშვნებით.

წყარო:


„Иверия“ о Кутайском земельном банке“, «Новое обозрение», 1890, № 2290.

     

1890 19 აგვისტო

     

გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ხელმოწერით აქვეყნებს სტატიას სათაურით „წერილი მეგობართან“ („დავუბრუნდეთ ძველს ამბავს...“). ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ცხრატომეულში.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 19 აგვისტო, № 178, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 626.

ატრიბუცია:

ლ. ჭრელაშვილი, ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ და გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხები, კრებ. „ქართული ჟურნალისტიკა“, 1981.

     

1890 19 აგვისტო

     

გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს მისი წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ რუსული თარგმანის გაგრძელებას რედაქციის შენიშვნებით.

წყარო:


„Иверия“ о Кутайском земельном банке“, «Новое обозрение», 1890, № 2291.

     

1890 21 აგვისტო

გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს მისი წერილის „ქუთაისის ბანკის საქმე“ რუსული თარგმანის დასასრულს რედაქციის შენიშვნებით.

წყარო:


„Иверия“ о Кутайском земельном банке“, «Новое обозрение», № 2293.

     

1890 21 აგვისტო

     

გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ხელმოწერით აქვეყნებს სტატიას სათაურით „წერილი მეგობართან“ („28 თიბათვეს შევესწარი რატილის ხოროს გალობას...“).

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 21 აგვისტო, № 179, გვ. 1 (ცენზურის ნებართვა 1890, 21/ VIII); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 489.

ატრიბუცია:

ლ. ჭრელაშვილი, ჟურნ. „საქართველოს მოამბეში“ და გაზეთ „ივერიაში“ სფირიდონ ჩიტორელიძის ფსევდონიმით გამოქვეყნებული ნაწერების ატრიბუციის საკითხები, კრებ. „ქართული ჟურნალისტიკა“, 1981.

პირთა ანოტაციები:

ბებურიშვილი ეტლია გურგენის ძე

ვექილი და საზოგადო მოღვაწე, ცხოვრობდა გურიაში

1890 31 აგვისტო

     

ქუთაისიდან იღებს პეტრე უმიკაშვილის ბარათს, რომელშიც ადრესანტი და ალექსანდრე ნანეიშვილი თანხმობას სთხოვენ ქუთაისის ბანკის შესახებ გაზეთ „ივერიაში“ დაბეჭდილი მისი ვრცელი წერილის ბროშურად გამოცემაზე.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17598; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 143.

პირთა ანოტაციები:

უმიკაშვილი პეტრე იოსების ძე (1838-1904)

საზოგადო მოღვაწე, ფოლკლორისტი. იყო მასწავლებელი თბილისის ქართულ გიმნაზიაში, შემდეგ მუშაობდა შავი ქვის წარმოებში ზესტაფონსა და და ბათუმში. წერდა ნარკვევებს, პიესებს, შექმნა ქართული ფოლკლორის მდიდარი კოლექცია.

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

1890 31 აგვისტო    

 

წერილს უგზავნის ალექსანდრე ნანეიშვილს ქუთაისში და თანხმობას აძლევს ქუთაისის ბანკის შესახებ „ივერიაში“ დაბეჭდილი მისი წერილის ბროშურად გამოცემაზე, მაგრამ ურჩევს, რომ იგი გაზეთის რედაქციის სახელით არ გამოაქვეყნონ.

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 143.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“

     

1890 1 სექტემბრის შემდეგ

     

საყვედურს ეუბნებიან, რომ არ შეხვდა თბილისში რამდენიმე დღით მყოფ რუსეთის იმპერიის ფინანსთა მინისტრ ივან ვიშნეგრადსკის და არ წარუდგინა ბათუმელების თხოვნა თბილისის ბანკისთვის ბათუმის მამულების გირაოდ მიღების ნებართვის მიცემასთან დაკავშირებით.

წყარო:


ი. მეუნარგია, „ნანახი და გაგონილი ილიას შესახებ“, 1937.

დათარიღება:

ვიზიტი გაგრძელდა 1 სექტემბრამდე.

პირთა ანოტაციები:

ვიშნეგრადსკი ივან ალექსეის ძე (1831-1895)

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი და სახელმწიფო მოღვაწე, 1887-1892 წლებში იმპერიის ფინანსთა მინისტრი.

     

1890 5 სექტემბრამდე

     

თბილისში ჩამოსულს, სახლში ხვდება ალექსანდრე ნანეიშვილის მიერ ქუთაისიდან გამოგზავნილი წერილი, რომელიც ილიას 31 აგვისტოს ბარათის მიღებამდე, სექტემბრის პირველსავე დღეებშია დაწერილი. საქმე ეხება ქუთაისის ბანკის შესახებ წერილების ბროშურად გამოცემის საკითხს, რაზეც ილია ჭავჭავაძეს დასტური უკვე მიცემული აქვს.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17599; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, თბ., 2012, გვ. 143-144.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

     

1890 5 სექტემბერი

     

საპასუხო წერილს უგზავნის ქუთაისში ალექსანდრე ნანეიშვილს. ურჩევს, რომ ქუთაისის ბანკის შესახებ ბროშურაზე გამომცემლად ვინმე ადგილობრივი პირი იყოს მითითებული, რომ ილია ჭავჭავაძეს არ მიეწეროს მისი გამოცემაგავრცელება.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17599; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 83-84; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 90; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 143-144, 435.

პირთა ანოტაციები:

ნანეიშვილი ალექსანდრე თეიმურაზის ძე (1857-1904)

ხალხოსანი მწერალი და პუბლიცისტი, ჟურნალ „იმედის“ თანამშრომელი. წერდა ფსევდონიმებით: „მე გახლავარ“, „ძველი ეკალი“.

     

1890 10 სექტემბერი

     

ცენზურა გასცემს ნებართვას მისი ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დაბეჭდვაზე.

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, „ქუთაისის ბანკის საქმე“, ტფილისი, ქუთათელის გამოცემა, 1890.

     

1890 18 სექტემბერი

 

ცენზურა გასცემს ნებართვას მისი ბროშურის „ქუთაისის ბანკის საქმე“ დაბეჭდვაზე ახალი სათაურით „ქუთაისის ბანკის კომიტეტი და ბ-ნი ჩიკვაიძე“.

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, „ქუთაისის ბანკის კომიტეტი და ბ–ნი ჩიკვაიძე“, ტფილისი, ქუთათელის გამოცემა, 1890.

პირთა იდენტიფიკაცია:

იგულისხმება ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე კალისტრატე ჩიკვაიძე.

პირთა ანოტაციები:

ჩიკვაიძე კალისტრატე ნიკოლოზის ძე

ექილი, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარე 1890 წელს.

     

1890 19 სექტემბერი

 

იღებს პოლონელი ექიმის ჰენრიხ როძევიჩის წერილს. სთხოვს გაუგზავნოს ქშწ-კგ საზოგადოების ბიბლიოთეკის ხელნაწერი კარაბადინიდან ამონაწერები „ქვის ავადმყოფობის“ შესახებ.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 575.

პირთა ანოტაციები:

როძევიჩი ჰენრიხ იოსების ძე (1850–1903)

პოლონური წარმოშობის, მედიცინის დოქტორი, ბიბლიოფილი. წიგნებს აგროვებდა 1872 წლიდან. დიდი რაოდენობით ჰქონდა სამედიცინო წიგნები, ექიმების პორტრეტები და ნახატები.

     

1890 30 სექტემბერი

     

გაზეთ „მწყემსში“ იბეჭდება დასაწყისირედაქტორ დავით ღამბაშიძის სტატიისა „მწარე ფიქრები“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძის რედაქტორული მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

წყარო:


ჟურნ. „მწყემსი“, 1890, № 18, გვ. 4-6.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

     

1890 ოქტომბრამდე

     

ბარათს უგზავნის დავით ერისთავს, რომელშიც კოტე ყიფიანს უთვლის, მიაკითხოს ბანკში ან სახლში.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, № 17549; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, ტ. 10, 1961, გვ. 35; ჭავჭავაძე, ი., თსკ ოც ტომად, ტ.17, 2012, გვ. 260, 507.

დათარიღება:

რამდენადაც დავით ერისთავთანაც და კოტე ყიფიანთანაც მრავალი წლის მანძილზე ჰქონდა ურთიერთობა და ბარათი ნებისმიერ დროს შეიძლებოდა დაეწერა, დავათარიღეთ დავით ერისთავის გარდაცვალების დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე.

ყიფიანი კონსტანტინე (კოტე) დიმიტრის ძე (1849-1921)

მსახიობი, დრამატურგი, მთარგმნელი და ლექსიკოგრაფი, ქართული რეალისტური სამსახიობო სკოლის ფუძემდებელი. მიღებული ჰქონდა სამეურნეო განათლება და აქვეყნებდა საბუნებისმეტყველო წერილებს.

     

1890 1 ოქტომბერი

     

ვალერიან გუნია წარწერით უძღვნის „საქართველოს კალენდარს“.

წყარო:

საქართველოს კალენდარი, 1890, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

1890 2 ოქტომბერი

 

ესწრება ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ვახტანგ ორბელიანის დაკრძალვას. ქშწ-კგ საზოგადოებისა და „ივერიის“ რედაქციის სახელით გარდაცვლილის კუბოს ამკობს გვირგვინებით.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 3 ოქტომბერი, № 209, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890)

პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე.

     

1890 14 ოქტომბერი

     

დავით ერისთავის გარდაცვალების გამო გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად ბეჭდავს ნეკროლოგს „თ. დავით გიორგის ძე ერისთავი“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 14 ოქტომბერი, № 219, გვ. 2 (ცენზურის ნებართვა 1890, 13/ X); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 495.

ატრიბუცია:

ნ. შალუტაშვილი, „ილია ჭავჭავაძის უცნობი წერილები თეატრის შესახებ“, თბ., 1969.

პირთა ანოტაციები:

ერისთავი დავით გიორგის ძე (1847-1890)

მწერალი, დრამატურგი, საზოგადო მოღვაწე

 

1890 15 ოქტომბერი

     

გაზეთ „მწყემსში“ იბეჭდება დასასრული რედაქტორ დავით ღამბაშიძის სტატიისა „მწარე ფიქრები“, რომელშიც გაკრიტიკებულია ილია ჭავჭავაძის რედაქტორული მოღვაწეობა „დროებასა“ და „ივერიაში“.

წყარო:


ჟურნ. „მწყემსი“, 1890, № 19, გვ. 5-6.

პირთა ანოტაციები:

ღამბაშიძე დავით ბესარიონის ძე (1837-1910)

დეკანოზი, გაზ. „მწყემსის“ რედაქტორი 1883-1910 წლებში. წერდა ფსევდონიმებით: „შორაპნელი ბლაღოჩინი“, „სოფლის ხუცესი“, „სოფლის მღვდელი“.

     

1890 16 ოქტომბრამდე

     

გამოდის ბროშურა „ქუთაისის ბანკის საქმე“, წერილები ილია ჭავჭავაძისა“, რომელსაც აწერია, რომ იბეჭდება ავტორის ნებართვით.

წყარო:


ი. ჭავჭავაძე, „ქუთაისის ბანკის საქმე“, ტფილისი, ქუთათელის გამოცემა, 1890. გაზ. „ივერია“, 1890, 16 ოქტ., № 220, გვ. 1.

     

1890 19 ოქტომბერი

     

ნიკო ხიზანიშვილს ეპატიჟება საგურამოში გიგა და ალექსანდრე ყიფშიძეებთან ერთად.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 609; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 146, 437-438.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 207-208.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

ყიფშიძე გრიგოლ თევდორეს ძე (1858-1921)

მწერალი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი, ისტორიკოსი, ლიტერატურათმცოდნე, ბიბლიოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა ქართულ გაზეთებთან.

ყიფშიძე ალექსანდრე თევდორეს ძე (1862-1916)

ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, მთარგმნელი. გაზ. „საქართველოს“ ერთ-ერთი დამაარსებელი. წერდა ფსევდონიმით „ფრონელი”.

     

1890 30 ოქტომბერი

     

იღებს მცხეთის საზოგადოების წერილს, რომელშიც ულოცავენ ანგელოზის დღეს.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 554.

პირთა იდენტიფიკაცია:

მილოცვას ხელს აწერენ:

მაჩხანელი ივანე

იმერლიშვილი ზაქარია

ბერიევი იაკობ

თათარაშვილი რომანოზ

გიუტაშვილი რომანოზ

კობიაშვილი  მიხაკა

მაისურაძე იაგორ

მრევლიშვილი  იოსებ და სხვები.

შესაძლოა ზოგი მათგანი პირადად არც იცნობდა ილია ჭავჭავაძეს, მაგრამ პატივს სცემდნენ მას, როგორც ღირსეულ მამულიშვილს

     

1890 30 ოქტომბერი

     

იღებს მოურავ მიხეილ გოცირიძის წერილს, რომელშიც სწერს სამეურნეოსაოჯახო საკითხების შესახებ.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 482.

პირთა ანოტაციები:

გოცირიძე მიხეილი

ილია ჭავჭავაძის მოურავი 1890 წელს.

 

1890 2 ნოემბერი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 1 ნოემბერი“ („გაგონილა იმისთანა ამბები, რაც ქუთაისის ბანკის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 2 ნოემბერი, № 233, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 635.

     

1890 3 ნოემბერი

     

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 2 ნოემბერი“ („დღე ისე არ გადის, რომ ახალი სამწუხარო...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 3 ნოემბერი, № 234, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 11, თბ., 2007, გვ. 637.

     

1890 3 ნოემბერი

     

გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“ აქვეყნებს ქუთაისის ბანკის საქმეთა გამო „ივერიაში“ დაბეჭდილი მისი წერილის რუსულ თარგმანს რედაქციის შენიშვნებით.

წყარო:


„Иверия“ о „Кутаисской смуте“, გაზ. «Новое обозрение», 1890, № 233.

     

1890 6 ნოემბერი

     

იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად წერილს უგზავნის კირილე ლორთქიფანიძეს იმის დასაზუსტებლად, თუ ვისი შემოწირული იყო მის მიერ ქშწ-კგ საზოგადოებისთვის გადაცემული

წყარო:


ავტოგრაფი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი 913, 1049; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 144- 145, 436.

პირთა ანოტაციები:

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.

     

1890 6 ნოემბერი

     

იაკობ მანსვეტაშვილთან ერთად თხოვნით მიმართავს კირილე ლორთქიფანიძეს, დააბრუნოს ქშწ-კგ საზოგადოების წიგნთსაცავიდან გატანილი წიგნები.

წყარო:


ავტოგრაფი, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის ფონდი 913, 1047; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 145, 436.

პირთა ანოტაციები:

მანსვეტაშვილი იაკობ ალექსანდრეს ძე (1855-1939)

ჟურნალისტი, მწერალი, პუბლიცისტი, „ივერიის“ თანამშრომელი, საზოგადო მოღვაწე. ქშწ-კგ საზოგადოების მდივანი, წერდა ფსევდონიმებით: „ალექსანდრიძე“, „დონ იაგო“, „ბარელი“ და სხვ.

ლორთქიფანიძე კირილე ბეჟანის ძე (1839-1919)

საზოგადო მოღვაწე, პოეტი, ჟურნალისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი

     

1890 21 ნოემბერი

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც პატივს მიაგებენ გარდაცვლილი წევრების: დიმიტრი ბაქრაძის, ანა ღოღობერიძემუსხელიშვილისასა და ვახტანგ ორბელიანის ხსოვნას. განიხილავენ წლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას. გამგეობას ავალებენ მოძრავი სკოლების გახსნის პირობების შესწავლას და დავით ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკის წერა-კითხვის საზოგადოებისთვის გადაცემაზე მოლაპარაკების წარმოებას. იღებენ დადგენილებას, რომ შედგეს საზოგადოების კუთვნილი ძველი ფულების კატალოგი და ექსპონატები გაამრავალფეროვნონ ერთნაირი მონეტების გაცვლის გზით. საპატიო წევრებად ირჩევენ გაბრიელ ეპისკოპოსს და იაკობ გოგებაშვილს. ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობას უცხადებენ მიხეილ ყიფიანს; განსაზღვრავენ მდივნისა და მისი თანაშემწის ხელფასებს.

წყარო:


ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 303, ფ. 1.

პირთა ანოტაციები:

ბაქრაძე დიმიტრი ზაქარიას ძე (1826-1890)

ისტორიკოსი, არქეოლოგი, ეთნოგრაფი, გამომცემელი. მისი ინიციატივით შეიქმნა საეკლესიო მუზეუმი. გამოაქვეყნა იოანე ბატონიშვილის “კალმასობა”.

ღოღობერიძე მუსხელიშვილისა ანა ბესარიონის ასული (1842-1890)

პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ბესარიონ ღოღობერიძის ქალიშვილი. ახალციხეში დააარსა ქალთა სასწავლებელი.

ორბელიანი ვახტანგ ვახტანგის ძე (1812-1890)

პოეტი რომანტიკოსი, ერეკლე II ასულის თეკლა ბატონიშვილის უმცროსი ვაჟი, 1832 წლის შეთქმულების ინიციატორი, მომრიგებელი მოსამართლე.

ჩუბინაშვილი დავით იესეს ძე (1814-1891)

მეცნიერი, ლექსიკოლოგი, მთარგმნელი, რუსთველოლოგი. პეტერბუგის უნივერისტეტის პირველი ქართველი პროფესორი. შეადგინა ქართულ-რუსულ-ფრანგული ლექსიკონი. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული კულტურის აღორძინებისა და განვითარების საქმეში.

გაბრიელ ეპისკოპოსი, ერისკაცობაში გერასიმე მაქსიმეს ძე ქიქოძე (1825-1896)

იმერეთის ეპისკოპოსი 1860-96 წლებში, თეოლოგი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ყიფიანი მიხეილ ზაალის ძე (1833-1891)

პედაგოგი, სამოქალაქო მრჩეველი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, გაზ. „ივერიის“ კორესპონდენტი, „ქართული დრამატული საზოგადოების“ გამგეობის წევრი. მისი თაოსნობით გაიხსნა ქართული სკოლები სტეფანწმინდასა და ვლადიკავკაზში.

1890 ნოემბერი

მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

წყარო:


„ანგარიში ქშწ-კგ საზოგადოების მოქმედებისა 1889 წლის სექტემბრის 1–დამ 1890 წლის 1–ლ სექტემბრამდე“, 1890.

     

1890 დეკემბრამდე

 

იღებს დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის, გიორგი თუმანიშვილის წერილობით თხოვნას, რომ მიმდინარე ზამთარს ვასო აბაშიძის მიერ შედგენილ დასს დაუთმოს თეატრის შენობა და ამის შესახებ აცნობოს მის დამქირავებელს.

წყარო:


საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, № 226.

პირთა ანოტაციები:

თუმანიშვილი გიორგი მიხეილის ძე (1854-1920)

კრიტიკოსი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე. აქტიურად თანამშრომლობდა როგორც ადგილობრივ, ისე რუსულ პრესასთან. 1891-1903 წლებში იყო გაზეთ «Новое обозрение»-ს რედაქტორი.

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

     

1890 2 დეკემბერი

     

ქართული დრამატული დასის მსახიობები: ელისაბედ ჩერქეზიშვილი, მიხეილ დიდებულიძე, დავით გამყრელიძე და სხვები, ალექსანდრე ნებიერიძის რეჟისორობით წარმოადგენენ აქვსენტი ცაგარელის მიერ ილია ჭავჭავაძის „კაცია – ადამიანიდან?!“ გადაკეთებულ პიესას „მკითხავი“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 2 დეკ. № 257. გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ჩერქეზიშვილი ელისაბედ ალექსანდრეს ასული (1863-1948)

მსახიობი, სახალხო არტისტი, მოღვაწეობდა რუსთაველის და მარჯანიშვილის სახელმწიფო თეატრებში.

დიდებულიძე მიხეილ

ქართული დრამატული დასის მსახიობი.

გამყრელიძე დავით მერაბის ძე (1863-1928)

მსახიობი, დრამატურგი. გამოდიოდა „აწყურელის“ ფსევდონიმით. მუშაუბდა თბილისის, ქუთაისის, თელავის, ბაქოს თეატრებში.

ნებიერიძე ალექსანდრე (ალექსი) ექვთიმეს ძე

მსახიობი, ანტრეპრენიორი, ჟურნალისტი, გაზ. „თეატრის“ რედაქტორ-გამომცემელი 1887-1891 წლებში.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

1890 9 დეკემბერი

     

ესწრება ნატო გაბუნია-ცაგარელის საბენეფისოდ წარმოდგენილ აქვსენტი ცაგარელის დრამებს „მტარვალი“ და „ქართვლის დედა“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 16 დეკემბერი, № 268, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა 1890, 15/ XII).

პირთა ანოტაციები:

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

ცაგარელი ავქსენტი ანტონის ძე (1857-1902)

პოეტი და პუბლიცისტი, 1879 წელს თბილისში შექმნილი მუდმივი ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი, მსახიობ ნატო გაბუნიას მეუღლე.

1890 12 დეკემბერი

     

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილავენ წლიურ ანგარიშს და ილია ჭავჭავაძის თხზულებათა სრული კრებულის გამოცემის საკითხს. ამტკიცებენ გრიგოლ ვოლსკის მიერ ბათუმში ჩატარებული კონცერტის ანგარიშს.

წყარო:


ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 198.

პირთა ანოტაციები:

ვოლსკი გრიგოლი იოსების ძე (1860-1909)

პუბლიცისტი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. თანამშრობლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან, ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობას.

     

1890 16 დეკემბერი

     

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად აქვეყნებს წერილს „ახალი დრამების გამო“.

წყარო:


გაზ. „ივერია“, 1890, 16 დეკემბერი, № 268, გვ. 1-3 (ცენზურის ნებართვა 1890, 15/ XII). ილია ჭავჭავაძის ნაწერები, I, კრიტიკა, ქ.შ.წ.-კ. გ. საზ. გამოცემა, № 97, 1909 წ; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 497.

     

1890 16 დეკემბერი

პეტერბურგელი ქართველი სტუდენტები მართავენ კავკასიურ საღამოს, რომლის მესამე განყოფილებაშიც წარმოადგენენ ცოცხალ სურათებს „განდეგილიდან“.

წყარო:


გაზ. „ივერია, 1890, 25 დეკ., № 275, გვ. 2.

1890 დეკემბერი

     

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასთან დებს ხელშეკრულებას მისი ნაწერების სრული კრებულის ერთგზის გამოცემის შესახებ. დოკუმენტში აღნიშნული პირობების თანახმად, ავტორმა და გამგეობამ თანაბრად უნდა გაიყონ მოგება და, გარდა ამისა, ავტორს უსასყიდლოდ უნდა მიეცეს 20 ეგზემპლარი.

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ. 1, საქ. 250.

     

1890

     

განცხადებით მიმართავს თსს ბანკის ზედამხედველ კომიტეტს, რომ შემოსავლის 35 % მოხმარდეს ვაზის ავადმყოფობა მილდიუსთან ბრძოლას და სასოფლოსამეურნეო გამოფენის მოწყობას.

წყარო:


საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 394, საქ. 11802, გვ. 1-2.

     

1890

     

რუსი პოეტი და მთარგმნელი ვასილი ველიჩკო დიდი პატივისცემით უძღვნის თავის წიგნს „აღმოსავლური მოტივები (ლექსები)“.

წყარო:

В.Л. Величко, Восточные мотивы. (Стихотворения). საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ილია ჭავჭავაძის პირადი კოლექცია, R 39.382/2 09.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

     

1890

     

იწყებს მოთხრობის წერას, სათაურით „პატარა ამბავი“, მაგრამ აღარ განაგრძობს.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 154.

დათარიღება:

თარიღდება ხელნაწერის სპეციფიკის მიხედვით.

1890    

 

იწყებს მოთხრობის წერას, სათაურით „დედის ანდერძი“, მაგრამ აღარ განაგრძობს.

წყარო:


კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, № 152.

1890-დან

     

დას, ელისაბედს სთხოვს, გაუგზავნოს საპარსი იარაღები, რომელბიც დევს კაბინეტის ერთ-ერთ ფანჯარაზე.

წყარო:


გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 533; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 117; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 70; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 267, 512-513.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 205.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.