The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


10.07

1880    
    
10 ივლისი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „პირველი შკოლა ბათუმში“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში. წყარო:

გაზ. „დროება“, 1880, 10 ივლისი, № 146, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 138.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 653-654.

1886
10 ივლისი
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ივლისი“ („გუშინდელმა დეპეშამ, დღეს დაბეჭდილმა ჩვენს „ივერიაში...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „გლადსტონის სამინისტროს გადადგომა წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 10 ივლისი, № 148, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 211.

პირთა ანოტაციები:

გლადსტონი უილიამ (1809-1898)

ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ვაჭრობის, კოლონიების, ფინანსთა მინისტრი და პრემიერმინისტრი.

    
1887    
    
 10 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ივლისი“ („ჩვენს გაზეთში ზედიზედ მოწერილი ამბავია დაბეჭდილი...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სწავლა-განათლება ერის წარმატების საწინდარია“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 10 ივლისი, № 140, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 459.

    
1888    
    
10 ივლისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასასრულს ვრცელი ნარკვევისა თარიღით „ტფილისი, 9 ივლისი“ („ამაოდ არ ჩაიარა საპედაგოგიო მეცნიერებისათვის...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „პედაგოგიის საფუძვლები“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 811-832; გაზ. „ივერია“, 1888, 10 ივლისი, № 144 , გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 10, თბ., 2007, გვ. 219.

    
1891    
    
9-10 ივლისი    
    
პეტერბურგშია. უბის წიგნაკში იწერს, რომ წერილი და კრებული გააგზავნა ბანკის გამგეობაში და შესთავაზა საგანგებო კრების მოწვევა.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 5, ავტოგრაფი № 60, ფ. 2.

    
1894    
    
10 ივლისი   
    
 გაზეთ „ივერიის“ „დამაკვირდის“ რუბიკაში ასტრონიმით (**) აქვეყნებს საკუთარ სენტენციას „მდიდარს უფრო ადვილად აძლევენ საჩუქრად, ვიდრე ღარიბს სესხად“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1894, № 146, გვ. 2