The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


16.09

1874    
     
16 სექტემბერი    
     
 თბილისიდან ყვარელში წერილს და თანხას უგზავნის მეუღლეს. სწერს, რომ ქალაქში ბანკის საქმეების გამო შეყოვნდა. სთხოვს, მის ჩასვლამდე ქვევრები დაარეცხინოს.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 413; ი. ჭავჭავაძე, თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 351–352; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 186–187, 365.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

     
1881    
     
 16 სექტემბერი    
     
ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობა იღებს ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორის ალექსი ჭიჭინაძის წერილს ახალი მასწავლებლების მოწევევის საჭიროების შესახებ.   წყარო:

ქუთაისის ცენტრალური არქივი, ფონდი 9, საქ. 19, ფ. 5. პირთა ანოტაციები: ჭიჭინაძე ალექსი ბესარიონის ძე (1851-1913) პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, თბილისის სათავადაზნაურო სკოლის გამგე 1880-1886 წლებში, ქშწკგ საზოგადოების გამგეობის წევრი 1888-1893 წლებში.

 

     
16 სექტემბერი    
     
წერილს უგზავნის მეუღლეს თბილისიდან საგურამოში. სთხოვს, რომ ხუთშაბათს მის დას ელისაბედს და დისწულ მაკო აფხაზს ფაეტონი გაუგზავნოს ავჭალაში, მას კი ორშაბათს მცხეთაში ეტლი დაახვედროს. ვარაუდობს, რომ რუსეთში წასვლა არ დასჭირდება. სწერს, რომ წიწამურში რთველი 22 სექტემბერს დაიწყონ, როდესაც თავადაც საგურამოში იქნება.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 362. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 230, 378.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 253-254.

პირთა ანოტაციები:

 გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

მეუღლე ,–საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიოსაეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და. აფხაზი-მაყაშვილისა მარიამ (მაკო) ნიკოლოზის ასული (გარდ. 1894) – ილია ჭავჭავაძის დისწული, დიმიტრი სოლომონის ძე მაყაშვილის მეუღლე.

     
1886    
     
16 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მეთაური წერილისა თარიღით „ტფილისი, 15 სექტემბერი“ („მუსლიმანები, მაჰმადის რჯულის მადიდებელნი, კარგა ბლომა ნაწილს შეადგენენ კაცობრიობისას...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „მაჰმადიანთა გაერთების საკითხი“.   წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ასლი № 1052, გვ. 466; გაზ. „ივერია“, 1886, 16 სექტემბერი, № 199, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ცხრა ტომად (პ. ინგოროყვასა და ალ. აბაშელის რედ.), ტ. 10, 1929, გვ 83. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 365.

     
1888    
     
16 სექტემბერი    
     
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 15 სექტემბერი“ („დღეს დასრულდა ფელეტონი სანდალას წიგნის თაობაზედ...“) მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „სანდალას წიგნის გამო“. ამავე ნომერში ხელმოუწერლად ასრულებს ბეჭდვას ფელეტონისა „ორნი არიან, ტოლნი არიან, ანუ აგანგალა განგალა, შაროვი და სანდალა“ („რა შეცდომებია ჩვენი მამაპაპური ისეთი, რომ ჩვენს სანდალას...“).   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1888, 16 სექტემბერი, № 193, გვ. 1-2, 1-3 (ცენზურის ნებართვა 1888, 15/ IX); ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 5, თბ., 1991, გვ. 438, 446. პირთა იდენტიფიკაცია: „სანდალა“ ზაქარია ჭიჭინაძის ფსევდონიმია.

პირთა ანოტაციები:

შავროვი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1826-1899)

რუსი ჟურნალისტი, სამხედრო ადმინისტრატორი, მსახურობდა კავკასიის მთავარ სამმართველოში.

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.