The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1864
1864

1864

   
     

1864 10 აპრილი

   
     

ნიშნავენ იმერეთში, ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, 445;”ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 570-571; საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 214-1-2734, 3.

დოკუმენტი:

 

     

1864 14 ნოემბერი

   
     
თბილისის სამოქალაქო გუბერნატორი კონსტანტინე ორლოვსკი კავკასიის მეფისნაცვლის მთავარი სამმართველოს საფინანსო დეპარტამენტს სწერს, რომ გლეხთა საქმეების მოსაგვარებლად დანიშნულ 12 მომრიგებელ შუამავალზე გამოყოფილი თანხები გაიცემა 1864 წლის 8 ნოემბრიდან. იქვე დანართის სახით წარმოდგენილია ამ შუამავალთა სია და ილია ჭავჭავაძის გვართან მინიშნებულია, რომ იგი დაინიშნა თბილისის მაზრის I განყოფილებაში.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 10, აღწ. 1, საქ. 3056, 19967.

პირთა ანოტაციები:

ორლოვსკი კონსტანტინე ივანეს ძე (1810-1876)

პოლონელი სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის სახელმწიფო საიდუმლო მრჩეველი. 1834 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოში. 1860 წელს დაინიშნა თბილისის სამოქალაქო გუბერნატორად.

დოკუმენტი:

 

     

1864 16 ნოემბრამდე

   
     
თბილისიდან ქუთაისში წერილს უგზავნის მეუღლეს. სთხოვს, დეპეშით შეატყობინოს გამომგზავრების დრო, რომ მცხეთაში დახვდეს. სწერს, რომ ორ დღეზე მეტ ხანს ვერ დაელოდება, რადგან მეფისნაცვალ მიხაილ რომანოვთან უნდა გამოცხადდეს.  

წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 415-4. ჭავჭავაძე ი., თსკ (ათ ტომად), ტ. 10, 1961, გვ. 378-379; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 235, 381. დათარიღება: იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 256-258.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

რომანოვი მიხეილ ნიკოლოზის ძე (1832-1909)

დიდი მთავარი გენერალ-ფელდმარშალი, იმპერატორ ალექსანდრე II-ის ძმა. კავკასიის მეფისნაცვალი 1862-82 წლებში.

     

1864

   
     
გამოდის კრებული „სალამური“, რომელშიც იბეჭდება მისი ლექსი „ელეგია“  

წყარო:

სალამური, ანუ ლექსთა კრება ქართველთა მწერალთა, გამოცემული ზ. ჭიჭინაძისაგან, ტფილისი, 1877, გვ. 8.