The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


13.05

1881    
    
13 ივნისი   
    
გაზეთ „დროების“ სარედაქციო გვერდზე ხელმოუწერლად აქვეყნებს სტატიას „სწავლა-განათლების საქმე“. ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.   წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, 13 ივნისი, №გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 247. ატრიბუცია: სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 621, 675.

 

    
13 ივნისი   
    
თბილისის გიმნაზიის კურსდამთავრებულებს ულოცავს სწავლის დასრულებას.  წყარო:

გაზ. “დროება“, 1881, № 123, 16 ივნისი, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 250, 621-623, 675 დათარიღება: დროზე მინიშნებულია 16 ივნისის გაზეთ „დროების“ პუბლიკაციაში. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 279.

    
1884    
    
13 ივნისი    
    
გაზეთ „დროებაში“ იბეჭდება დასასრული „თბილისის გუბერნიის შეუძლებელ მოსწავლეთა შემწეობის საზოგადოების“ კრების მიმოხილვისა.   წყარო:

გაზ. „დროება“, № 126, გვ. 1.

    
13 ივნისი   
    
 წერილს უგზავნის საგურამოში მეუღლეს. სთხოვს, მომდევნო დღეს სამი შეკაზმული ცხენი დაახვედროს ავჭალაში დილის მატარებლის ჩასვლის დროისთვის. აცნობებს, რომ სირაჯი მიდის ღვინის ამოსაღებად. მოურავ დავით ციციშვილს უთვლის, ღვინის ამოღების პროცესს დაესწროს და სირაჯს ბარათი ჩამოართვას მის მიღებაზე.   წყარო:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 357; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 18, თბ., 2009, გვ. 197-198, 368-369.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 263-264.

პირთა იდენტიფიკაცია:

ტექსტში მოურავის მხოლოდ გვარია ნახსენები. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 166-167.

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

ციციშვილი დავით

ილია ჭავჭავაძის საგურამოს მოურავი 1866-1887 წლებში.

    
1886    
    
13 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს „ტფილისი, 12 ივნისს“ („მთელი ევროპის ჟურნალ-გაზეთობა ეხლა თითქმის მარტო ბავარიის კოროლის ამბავზეა მოცლილი...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ბავარიის მეფე ლუდვიგ ΙI“. გაზეთის ამავე ნომერში გრძელდება ქშწ-კგ საზოგადოების განვლილი წლის ანგარიშის ბეჭდვა.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1886, 13 ივნისი, № 125, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 8, 2007, გვ. 107.

პირთა ანოტაციები:

ლუდვიგ II (1845-1886) – ბავარიის მეფე 1864-1886 წლებში.

    
1887   
     
13 ივნისი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს დასაწყისს მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 12 ივნისი“ („გუშინ, ესე იგი 11 ივნისს...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „დიმიტრი სულხანის-ძე ჭავჭავაძის ანდერძი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1887, 13 ივნისი, № 118, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 9, თბ., 2006, გვ. 411.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე დიმიტრი სულხანის ძე (1829-1886)

სამხედრო მოღვაწე, ცხოვრობდა საზღვარგარეთ, გარდაიცვალა თელავში. მემკვიდრე არ ჰყავდა. ანდერძის მიხედვით, მისი დიდძალი ქონება ქველმოქმედებას უნდა მოხმარებოდა.

    
1895    
    
13 ივნისი   
    
თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც გამოყოფენ წიგნების დასაკაზმ თანხას და მიხეილ ნასიძის ჰონორარს წიგნისთვის „ქართული ქრესტომატია უმცროს კლასებისათვის“. ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ინსპექტორად იჩევენ სიმონ ღოღობერიძეს. თანხმდებიან, რომ პეტერბურგის, მოსკოვისა და ხარკოვის წერა-კითხვის კომიტეტებს წერილობითი თხოვნა გაუგზავნონ მათ მიერ გამოცემული წიგნების, პროგრამების, წესდებებისა და სასკოლო ბლანკების მისაწოდებლად.   წყარო:

ქშწ-კგ საზოგადოების ოქმი, საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, № 349, გვ. 176.

პირთა ანოტაციები:

ნასიძე მიხეილ ალექსანდრეს ძე (1859-1935)

პედაგოგი, პოეტი, პუბლიცისტი, ვექილი. წლების მანძილზე მსახურობდა სამასწავლებლო ინსტიტუტში.

    
1898    
    
13 ივნისი   
    
 გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მარია გლეზერს განზრახული აქვს „განდეგილის“ თარგმნა გერმანულ ენაზე.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, № 124.

პირთა ანოტაციები:

გლეზერი მარია

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

    
1903    
    
13 ივნისი   
    
იღებს ბერლინში სამკურნალოდ წასული ანტონ ფურცელაძის წერილს, რომელშიც აცნობებს, რომ ვარშავაში ჩასვლისას გაძარცვეს და უფულოდ დარჩა. სთხოვს ორი თვის ხელფასის წინასწარ გაგზავნას.  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 614.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

    
1905    
    
12-13 ივნისი     
    
ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა კრებას, რომელზეც განიხილავენ 1904 წელს ბანკის მფლობელობაში დარჩენილი გაუყიდავი მამულების საკითხს. საგანგებო სარევიზიო კომისია დაგირავების დროს მათ ზედმეტად დაფასებაში ადანაშაულებს გამგეობას, ილია ჭავჭავაძე კი განუმარტავს, რომ დამფასებელი კომისია ცალკე ორგანოა, გამგეობას არა აქვს მის საქმიანობაში ჩარევის უფლება და ბანკის წესდების მე-16 მუხლის მიხედვით, არასწორ შეფასებაზე პასუხისმგებელია მხოლოდ შემფასებელი. იგი დამსწრეთა ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან გარემოებებზე, რომლებმაც განაპირობა სახლების გაუყიდავობა. გაბატონებული არეულობის გამო მყიდველებს მისდით მუქარის წერილები და ვერ ბედავენ ბანკისგან სახლების შესყიდვას. შემდეგ ცალ-ცალკე განიხილავს გაუყიდავი სახლების მაგალითებს და ასაბუთებს, რომ დამნაშავე არათუ გამგეობა, დამფასებელი კომისიაც კი არ არის და რომ ასეთი შედეგი ძირითადად პოლიტიკური კრიზისის ბრალია.  წყარო:

გაზ. „ივერია“ 1905, 15 ივნისი, № 100, გვ. 3-4