The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


17.11

 1856   
    
17 ნოემბერი   
.   
თბილისშია, ასრულებს მუშაობას „ჩიტის“ თარგმანის მეორე რედაქციაზე და გამოსაქვეყნებლად უგზავნის ჟურნალ „ცისკარს“  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 108, ფ. 1; გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის მუზეუმი № 17501, გვ. 1.

    
1877    
    
17 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ აქვეყნებს წერილს „საპოლიტიკო მიმოხილვა“ („საფრანგეთი. აი დეპუტატთა პალატის წევრთა არჩევანიც...“).  წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, № 217, გვ. 494-496; გაზ. „ივერია“, 1877, № 38, გვ. 8-10.

    
1891    
    
17 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ბ-ნი იზმაილოვის ამორჩევა კანონიერად ცნობილ იქნა...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „საგაზეთო შენიშვნები თბილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზედ“.   წყარო:

გაზ. „ივერია“, 1891, 17 ნოემბერი, № 245, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად (შემდგ. პ. ინგოროყვა), ტ. VIII, 1957, გვ. 56.

პირთა ანოტაციები:

იზმაილოვი პავლე ალექსანდრეს ძე (1852-1895)

ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, „ტიფლისსკი ვესტნიკის“ რედაქტორი 1878 წლიდან. 1893 წელს აირჩიეს თბილისის მერად.

    
1895    
    
17 ნოემბერი    
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას ვრცელი მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 17 ნოემბერი“ („მეორე საგანი „კახეთის მეურნეთა კავშირისა“ იგია..“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „კახეთის სოფლის მეურნეთა კავშირი“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1895, 17 ნოემბერი, № 249, გვ. 1-2; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 13, თბილისი, 2007, გვ. 114.

    
1898    
    
17 ნოემბერი   
    
გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს გაგრძელებას მოწინავე წერილისა თარიღით „ტფილისი, 16 ნოემბერი“ („ჩინეთის საქმე ხომ ყველაზე მეტად...“). მწერლის თხზულებათა კრებულებში იბეჭდება სათაურით „ევროპის პოლიტიკა ახლო და შორ აღმოსავლეთში“.  წყარო:

გაზ. „ივერია“, 1898, 17 ნოემბერი, № 246, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბილისი, 2007, გვ. 126.