The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1837

 

1837    
     

1837 27 ოქტომბერი

ყვარლელ თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძესა და მის მეუღლეს – მარიამ ქრისტეფორეს ასულ ბებურიშვილს შეეძინათ მესამე შვილი, რომელსაც ბიბლიური წინასწარმეტყველის სახელი – ილია დაარქვეს.

 

წყარო:

ი. ჭავჭავაძე, „ავტობიოგრაფია“, თსკ ოც ტომად, ტ. 14, თბ., 2007, გვ. 443; ელისაბედ ჭავჭავაძის მოგონება, „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, წ. 1, 1935, გვ. 552, 555; საქართველოს ეროვნული არქივი, სინოდალური კანტორის ფონდი, 489, აღწ. 6, საქ. 301, ფ. 16; „საისტორიო მოამბე“, ტ. 3. 1947, გვ. 162; აპოლონ წულაძის წერილი მიხეილ გედევანიშვილისადმი, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, № 8590/49-50.

დათარიღება:

ილია ჭავჭავაძის დაბადების თარიღის მეორე სავარაუდო ვერსიის – 20 იანვრის შესახებ იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 276-277.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე გრიგოლ პაატას ძე (1811-1852)

ილია ჭავჭავაძის მამა. 17 წლისამ დაიწყო სამხედრო სამსახური ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკში. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის 1828-1829 წლების ომში, თავი გამოიჩინა ყარსის, ახალქალაქის, ახალციხის აღებაში, იბრძოდა ტაო-კლარჯეთში. 1845 წ. დაინიშნა კახეთის ათასკაციანი მილიციის უფროსად და იგერიებდა ლეკთა შემოტევებს.

ბებურიშვილი მარიამ (მაგდანა) ქრისტეფორეს (ხაჩატურის) ასული (1818-1848)

ილია ჭავჭავაძის დედა. 1832 წელს დაქორწინდა თავად გრიგოლ პაატას ძე ჭავჭავაძეზე. ზოგიერთი გადმოცემით, სახადით გარდაიცვალა, სხვა ვერსიით, მშობიარობას გადაჰყვა.

ილია წინასწარმეტყველი (ძვ. წ. IX ს.)

ბიბლიური წინასწარმეტყველი.

დოკუმენტი:

 საეკლესიო ჩანაწერი, საქართველოს ეროვნული არქივი, სინოდალური კანტორის ფონდი, 489, აღწ. 6, საქ. 301, ფ. 16.