რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ
შოთა რუსთაველი . სამშობლოს ცასა ბნელად გაშლილი კაკო ყაჩაღად გამოვარდნილი. მხედარი
— მოყვრად, გულფიცხო, იყავ მშვიდადა.
— თუ მოყვარე ხარ, მაშ გამარჯობა! მხედარი
— ამინ!..შენ არ ხარ ბღაჭიაშვილი? კაკო
— დიაღ! გახლავარ!..რა გნებავს შენა? მხედარი
— შენთან სიცოცხლე, შენთან სიკვდილი, კაკო
— მომწონს ეგ სიტყვა... შენც მომეწონე მხედარი
— გულს გული იცნობს და ღონეს— ღონე, კაკო
— ხოშ-გელდი, ძმაო!.. მე ვარ მდიდარი, მხედარი
მყისვე გადმოხტა მარდად კაკო
ს პირდაპირ დადგა მდუმარი. მხედარი
— შენი გაცნობა არ არის ძნელი, მამა
თანდათან მიბერდებოდა, ბატონი
— რაო, რას ბოდავ? მამა
— შენს სადღეგრძელოდ ბატონი
— ეგ რომ არ იყოს, გაექცევოდი მამა
— არა მქონია მაგის ფიქრი მე, ბატონი
— მერე მე ძროხა ვის ჩავაბარო? მამა
— მე ჩემი მომეც, შენ შენი გქონდეს ბატონი
— გამეცა, ვირო, ნუ მეღრიჯები! მამა
— რომ გაგეცალო, ვისღა მივმართო, ბატონი
— თუნდ სულიც გაგძვრეს, არ მენაღვლება, მამა
— შენ დალოცვილო, ქვა ვიცე თავში, — ბატონი
— სუ!.. შე ქოფაკო!... გაიკმიდე ხმა!.. მამა
— როგორ თუ ჩამჩრი... კაცს შიმშილით მკლავ,
ეცა ურჯულო ბატონი
ჩვენი... მამა
მოხუცი, პატივს ჩვეული... მამას გიკლავდნენ, არ იღებდი ხმას... მხედარი
— კაკო
, ნუ სწყრები! კარგად არ იცნობ ჯერ ხომ ზაქროსა? კაკო
— შენი გამჩენის ჭირიმე, შენი! მხედარი
— განა საქები არის, რომ შვილმა
1860 წ., 11 დეკემბერს, |
ხელნაწერი: U: ავტოგრაფები - № 140 (B); № 110 (C); M: № 17506 (D); U: კრებ. № 108, გვ. 134 (E). ნაბეჭდი: ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1863, № 10, გვ. 50 - 56 (G), ჩონგური, შედგენილი კ. ლორთქიფანიძისაგან, პეტერბურღი, 1864, გვ. 129 - 147 (H); ჟურნ. “ივერია”, 1879, № 5 - 6, გვ. 152 - 173 და “რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”, ტფილისი, ა. ენფიანჯიანცის სტამბა, 1879 (I); გაზ. “დროება”. 1879, №167, გვ. 1 და № 168, გვ. 1 (J); თხზულებანი ილია ჭავჭავაძის ა, I, ტფილისი, 1892, გვ. 101 - 124 (A); ორი პოემა... გამოცემა სპ. ჭელიძისა, №9, 1904 (K); ჩანგური, შედგენილი სპ. ჭელიძისა, ბათუმი, 1904, გვ. 339 - 360 (L); ქართველი მწერლები, წიგნი I. ი. გომელაურის გამო., თბ., 1906, გვ. 138 - 159 (m); ჩვენი მწერლობა, I. მგოსნები, შედგენილ-გამოცემული ს. გორგაძის მიერ, თბილისი, 1907, გვ. 47 - 49 (n); კაკო ყაჩაღი. რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან, თბილისი, ქ. შ. წ. კ. გ. საზ-ის გამოცემა, № 82, 1907; რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ, ქუთაისი, ჭილაძის სტამბა, 1907. სათაური: *** “ნიავო, ჩემო ნიავო”... B; მოთხრობა ქისიყელისა C; ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდგან E; ერთი მოთხრობის დასაწყისი G; რამდენიმე სურათი ყაჩაღის ცხოვრებიდან J; ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან L; საღამო ალაზნის პირად n; - DE. სათაურის ქვეშ: შეუპოვარი C. ხელმოწერა: *** DGH; ილია ჭავჭავაძე I; ი. ჭავჭავაძე (სარჩევში) K; - J. თარიღი: 16 დეკემბერი, 1860 წელს, პიტერი C; 1860 წ., დეკემბ. 11 D; 1860 წ., 11 დეკემბერს, პიტერი E; დეკემბერი, 1860 წ. H; 1860 წ. AIn; - G. ეპიგრაფი: - C. ჩვენი ძირითადი ტექსტი ეყრდნობა ილია ჭავჭავაძის თხზულებათა 1892 წლის გამოცემას, მაგრამ ვითვალისწინებთ 1925 - 1951 წწ. გამოცემებსაც, რომლებშიც ავტოგრაფებიდან აღდგენილ იქნა 1892 წელს დაბეჭდილ ტექსტში გამოტოვებული სტრიქონი: “საწყალი იყო თავისმომწონე” (ჩვენი გამოცემის გვ. 224, სტრ. 1). 1925 - 1951 წწ. გამოცემებში მართებულად არის გასწორებული კორექტურული შეცდომა, რომელიც ტექსტში აზრობრივ ცვლილებას იწვევდა. 1892 წ. გამოცემაშია:
|
|||||||
გასწორდა: დრო გადიოდა და თან მოჰქონდა
1892 წ. გამოცემაში: “და იქამდინა მიუშვი მტვერი” (გვ. 121, 16). 1914, 1925-1951 წწ. გამოცემაში გასწორდა: “და იქამდინა მიუშვა მტერი”.
წინამდებარე ტომში ეს სწორებები გათვალისწინებულია.
1925 - 1951 წწ. გამოცემებში პოემის ტექსტში შეტანილია სხვა ცვლილებებიც, რომლებიც ილიას ბოლო ნებას არ გამოხატავს და ამდენად ისინი გაუმართლებლად მიგვაჩნია. კერძოდ, ზემოხსენებულ გამოცემებში სხვა ვარიანტებიდან შეცვლილია სტრიქონი:
“ეგრეა, ძმაო, გლეხკაცის ბედი”, ნაცვლად ილიას ბოლო ნებისა: “ეგრეა, ძამო, კაცისა ბედი”. ასევე შესწორდა “მერე მდუმარემ მწუხარე თავი” ნაცვლად ილიას ნებისა: “მერმე მწუხარემ მწუხარე თავი”.
შეზდილა” შესწორებულია “შეზრდილა”; ბევრჯელ→ბევრჯერ; შინჯავდნენ-სინჯავდნენ; ბაშვი→ბავშვი; იქმნება→იქნება; რიგ- რიგად→რიგრიგითა; გარშემო→გარშემო; ეგრედ→ეგრეთ. ჯერედ→ჯერეთ; გამიმთელა→გამიმრთელა; ხლმის→ხმლის; მერმე→მერე და სხვ.
U № 140 ხელნაწერისარედაქციო კოლეგიის გადაწყვეტილებით, ჩვენი გამოცემის ძირითად ტექსტში (A) შეტანილია სულ რამდენიმე შესწორება: 210, 17 მოჰსცა→მოსცა; 219, 22 იახლა→ეახლა; 227, 7 მომკდორიყო→მომკვდომიყო.
U № 140 ხელნაწერი წარმოადგენს ილიას დაუმთავრებელ მოთხრობას “კაკო”, რომელიც დაწერილია “კაკო ყაჩაღზე” ადრე, 1858 - 1859 წწ.
B ტექსტი მოთავსებულია სწორედ ამ მოთხრობის თავფურცლის (რომელიც ყდის მაგივრობას ეწევა) მეორე გვერდზე, ნაწერია და ნასწორები ფანქრით. შესაძლოა იგი იყოს შესავალი მოთხრობისა “კაკო” ან დაწერილი იყო პოემაში შესატანად.
B ტექსტს წინ უძღვის (გვ. 1) ერთსტროფიანი ლექსი, ხელმოწერით: “ილ. ჭავ.” იგი მელნით არის ნაწერი:
დარდთა მოთქმითა,
1925 - 1951 წწ. გამოცემებში ამ ტექსტში ცვლილებებია შეტანილი (იგი დაბეჭდილი ვარიანტების განყოფილებაში სათაურით “პირვანდელი ესკიზები პოემისა “ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდამ”). კერძოდ, “სუნბულო”-ს ნაცვლად წერია “სუმბულო”; ჭკნების→ჭკნები; უმისოთ→უმისოდ; კაკო→ბიჭი; დამსხნელო→დამხსნელო.
თუ რატომ არ შეიტანა ეს ლექსი პოეტმა “კაკო ყაჩაღში” ან რატომ არ დაბეჭდა იგი საერთოდ, ამის შესახებ კიტა აბაშიძე სამ შესაძლებლობას უშვებს:
1. ილია რეალისტური მიმართულების წარმომადგენელი იყო, ამიტომ ცდილობდა არ გემოემჟღავნებინა პირადი რომანტიკული დამოკიდებულება თავის გმირისადმი. “შესაძლოა ამ მოსაზრებით ილიამ უხერხულად მიიჩნია ამ ლექსის ჩართვა პოემის სათაურში და მით უფრო - მოთხრობის შესავალში.
მაშინდელ ლიტერატურულ მოთხოვნილებას არ შეესაბამებოდა... ის გენიალური დარღვევა ლიტერატურული მოდისა, რომელიც კიდევ მეტ ფასს დასდებდა მის მომაჯადოებელ პოემას და სახელგანთქმულ მოთხრობას”.
2. შესაძლოა ილიამ ტექნიკურად ვერ გადაწყვიტა, სად მოეთავსებინა ის - პოემაში თუ მოთხრობაში. |
||||||||
3. ილია ყოველგვარ დაბრკოლებას გადალახავდა, მაგრამ ცენზურა ძნელად მოსარევი იყო. “ეს ლექსი ცენზურას შეეძლო “ყაჩაღობის” ხოტების შესხმად მიეღო, მის გამართლებად”. ამ დროს ილიას არ აპატიებდნენ “ყაჩაღის” მოფერებას და მის თანაგრძნობას. ამიტომ კ. აბაშიძეს ეს ახსნა ყველაზე საფუძვლიანად მიაჩნია: სწორედ ცენზურის გამო ვერ შეიტანა ვერსად ილიამ ეს ლექსი და ვერ დაბეჭდა საერთოდ. * | * კიტა აბაშიძე, ილია ჭავჭავაძე (კრიტიკული მიმოხილვა). 1914, გვ. XCI. ). - ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, 1914, გვ. XCI. | |||||||
C პატარა,
ყავისფერ მუყაოს ყდაში ჩასმული უხაზო ფურცლებისაგან შემდგარი წიგნაკია,
გვერდებნაკლულია, ნაწერია ხან ფანქრით, ხან მელნით. პირველი ფურცლის მეორე
გვერდზე გადახაზულია სტრიქონები:
გაკვირვებული დარჩა მეურმე,
აქ წყდება ტექსტი. შემდეგ იგი კვლავ მეორდება ბოლო სტრიქონის გარდა, მხოლოდ გადახაზული აღარ არის. წიგნაკის მეორე ფურცლიდან იწყება პოემა, რომელშიც შავი მელნით არის შესრულებული. აქა-იქ კი ფანქრითაა ნასწორები. სათაურად აწერია “მოთხრობა ქისიყელისა”, ხოლო სათაურს ქვეშ მიწერილი აქვს: “I. შეუპოვარი”. ტექსტს ეპიგრაფი არა აქვს. იგი თავებად არის დაყოფილი მხოლოდ მე-5 თავამდე.
D ავტოგრაფს დასაწყისი აკლია. ნაწერია პატარა ფორმატის უხაზო რვეულში. თავზე აწერია: “გაგრძელება”. ტექსტი წარმოადგენს პოემის ბოლო ნაწილს და იწყება სიტყვებით: “მხეცი რამ იყო ჩემი ბატონი” (გვ. 219). ილია ჭავჭავაძის თხზულებანი, ტ. I, 1914, გვ. XCI. E ავტოგრაფი სუფთად ნაწერი ტექსტია, მაგრამ, A-სგან განსხვავებით, მასში საგრძნობლად შემოკლებულია ცალკეული ადგილები (დაწვრილებით იხ. ქვემოთ ვარიანტებში). ნაბეჭდი ტექსტები ასეთ სურათს იძლევა: G ნაწყვეტია და თანხვდება A-ს. იწყება თავიდან და წყდება სტრიქონზე: “ეხლანდელ დედამ ვეღარ გაზარდოს “ (გვ. 214). H მცირეოდენ სხვაობებს იძლევა A-სთან. დაბეჭდილია დასაწყისი, რომელიც მთავრდება სტრიქონით: “იახლა ბატონს თხოვნით, ხვეწინითა (გვ. 219). I სრული ტექსტია, A-ს მისდევს მცირეოდენი სხვაობით. J-ში ტექსტი დაბეჭდილია სტრიქონიდან “მაშინ შევიქენ მეც ოცის წილისა” (გვ. 219). n-ში ორი ნაწყვეტია: გვ. 47-ზე დაბეჭდილია ზაქროს ბავშვობა (სტრიქონიდან “მაშინ თორმეტი წლისა ვიყავი”, ვიდრე სტრიქონამდე “მადლიერია თავის ბედისა”). გვ. 49 ნაწყვეტია, სათაურით “საღამო ალაზნის პირად” (სტრიქონიდან “სამშობლოს ცასა” - ვიდრე სტრიქონამდე “თვისი სიმღერა დაიღუღუნა”). პოემა პირველად სრულად დაიბეჭდა ჟურნ. “ივერიაში” 1879 წელს, № 5-6. სქოლიოში ვკითხულობთ რედაქტორის შენიშვნას: “ამ პოემის პირველი ნაწილი დაბეჭდილი იყო “ჩონგურში”, ეხლა იბეჭდება მთლად და ამის გამო ამ ნაწილის გადმობეჭდვაც საჭიროდ დავინახეთ”. “დროების” (J) სქოლიოში კი წერია: “პოემის დასაწყისი დაბეჭდილი იყო “ჩონგურში”, აქ იბეჭდება ბოლო”. CE-ში ზაქროს ნაცვლად ყველგანაა მხედარი. მათ ვარიანტების ჩვენების დროს აღარ აღვნიშნავთ: 208. 1 სამშობლოს] სამხრეთის C; 2 მწუხრის] ღამის CE. 3 და მთვარის შუქზე მთებისა] და მაღალ მთების მობნელე CE. 5-6 მუდამ მჭმუნავი... ვიდოდა] მთვარე მჭმუნავი, ხელმწიფურად მომდინარობდა E. 6 მთვარე... ვიდოდა] ხელმწიფურადა მომდინარეობდა C. 9 შორნი მნათობნი] ტურფა ვარსკვლავნი CE. 11 მდუმარს ქვეყანას] და ერთმანეთსა C. მდუმარე მთებსა E. 12 ზედ დაჰხაროდნენ] ეთამაშოდენ C. 209. 2 ველს მშვენიერსა] ალაზნის ველსაც CE. 3 მხოლოდ] ხოლოდ CE. 7 მარტო მთაი] იქ მთა მარტო CE. 8 დაფიქრებული] დაღონებული C; ჩაფიქრებული E. 9 ყველას ეძინა, დღით ჰფეთქავს რაცა] არრა ისმოდა... არც ფეხის ხმაცა CE. 11 მხოლოდ კი] მხოლოთღა C. მხოლოდდა E. 12 მიჭრიალებდა] ჭრიჭინით ვლიდა CE. 14 დაღუღუნებდა] ველს გაჰსძახებდა CE. 15-18 ღუღუნი იგი... ქარი] შორს გაისმოდა ხმა ზარივითა დაგვიანებულ იმ მეურმისა CE; ოხ, ბევრჯელ, ბევრჯელ მაგრამ მღერითა გამქარვებია გესლი ჭმუნვისა C; - E; სავსე იყო სრულ სიმარტივითა CE; გლეხური დარდი მისი მღერისა C; კვნესა და დარდი იმ სიმღერისა E; C-ში გადახაზულია: “ოჰ ბევრჯელ, ბევრჯელ მაგგვარ მღერითა გამქარვებია გესლი ჭმუნვისა” 20. ასკუპა] მოსხლიტა CE. 21 იგი ურემს ~ CE. 24 თამამად] ამაყად E. 35 ვხედავ] გხედავ E. 210. 1 ბევრს] ბევრ E. 2 მაინც, თუ] ცოტათ E. 4 შენს ქურანს] ემაგ შენს E. 6 - 9 მალია... ხელი - E. 15 უცებ] მარდად E. 17 მოსცა] მისცა E. 18 - 19 თითქო... შენ] გაკვირვებული დარჩა მეურმე, ცხვირში რაღაცა E. 25 უწინ ყაჩაღის იყო საფარი] ყაჩაღებისა ერთგული ფარი E. 28 ბღაჭიაშვილი] ბღაჭაშვილიო] C; C-ში 28-ე სტრიქონიდან ტექსტი პირდაპირ გადადის გვ. 211-ის მე-11 სტრიქონზე “წამოხტა კაკო...” 211. 3 შეჰკრთა, აცქვიტა] შეკრთა, აცქვიტნა E. 4 თავი აიღო და გაიხედა] აქედ იქით მიმოიხედა E. 5 მერე] მერმე E; იწყო] მოჰყვა E. 6 ერთ ალაგსა] ერთსა ალაგს E. 7 უცქერდა] უჭვრეტდა E. 10 დააფრთხობინა] დააფთხობინა E. 15 რისთვის ... მტრადა] მოყვარე ხარ თუ მოსული მტრადა C. 16 მხედარი - C. 17 მოყვრად, გულფიცხო] მოყვარე, სთქვა მან C. C-ში ამის შემდეგ მოდის გვ. 212-ის მე-11 სტრიქონის ტექსტი: “კაკო: ხოშ[1]გელდი, ძმაო!” რომელიც უკვე ფანქრითაა შესრულებული (მანამდე მელნითაა ნაწერი). 5 - 9 მომწონს ეგ სიტყვა... ჭირი და ლხენა - E. 16 სადც მიღამდება] სად მიღამდება C, სადაც ღამდება H. 213. 1 მყვანან რკინისა] მახლავს ერთგული C; მე თანა მყვანან] ჩემთან ჩვეულნი მე მყვანან E. 3 არც მიმტყუნებენ, არც ვემტყუნები] ამათ არასდროს არ გავეყრები C. 4 მკლავი] სული C. 6 როგორც რომ] როგორცა E. 9 - 12 ამათ... ერთგულებს ზედა - C. 10 არ აიყრიან] არა იყრიან H. 13 ჩემი სიმდიდრე აი ეს არი] აი, სიმდიდრე ჩემი, ეს არი!... E. 17 ჩამოხედ ბინას გაჩვენებ] ბინას გაჩვენებ, ჩამოხედ, C. 22 წამოჰყარა] წამოჰყვარა C. 23 მაგრად] ნაზად C. 25 ჩაკრული უკან ~ C. 26 სავსე] ცხენით CE. 32 - 33 სტრიქონებს შორის (“და მოეწონნენ”... “მივიდნენ წყნარად...”) C-ში არის (გადახაზულია): წავიდეთ ძმაო, უთხრა კაკომა, შენ დაღლილი ხარ შორის გზიდამა, ხის ძირს დასხდნენ ორივე ერთად... 33 მივიდნენ წყნარად და ხის ძირს] მივიდნენ ხის ძირს და ორნივ C; წყნარად] მერე E. 214. 1 ერთმანეთს თითქო] ერთი ერთმანეთ C. ერთი ერთმანეთს E. 2 ბოლოს კი] და დაბოლოს CE. 4 დამძრახავ] დამძრახამ CE. 6 ჩემთან მოსვლა რამ გაგაბედვინა?] ვინ მოგასწავლა ეს ჩემი ბინა C; ან რად მოსულხარ, რამ დაგაშინა E. 8 C-ში სიტყვების - “შენი გაცნობა” - ზემოთ მელნით ეწერა: “შენი გაცნობა ძნელი არ არის, შენი ამბავი შორს ზღაპარად გადის, შორს გავარდნილა შენი სახელი”, გადახაზულია. მე-15 სტრიქონის (“ზღაპრად მიუვა ჩვენს შვილიშვილებს”) შემდეგ C-ში გვ. 215-ის I სტრიქონამდე (“ჯერ არ მენახე”...) გამოტოვებულია ტექსტი . 20 - 23 რომ ბედში... დაჩაგრულია - E. 26 - 27 გლეხკაცის... უტარებია] გლეხკაცის დარდი, გლეხკაცის ლხენა იმ ბიჭსა გულში უტარებია E. 215. 2 შენი ცხოვრება] შენი ნახვა მე E. 4 მენანებოდა] მებრალებოდა E. 6 დამიტრიალდა... ბედი] უკუღმა ბედი დამიტრიალდა C. 6 - 7 სტრიქონებს შორის (“დამიტრიალდა”... “ყური მომიგდე”) C-ში წერია: “გულში ამენთო მე ჯოჯოხეთი და კაცი ვინმე მე შემომაკვდა”. 9 ერთ დროს] წინად C; ბოლოს E. 11 მაშინ... ვიყავი] თორმეტი წლისა მაშინა ვიყავი C. 15 დაჩაგრდა] დაძმარდა C. 16 უმშობლოდ] მეძროხედ E. 17 ჰლხინობდნენ] მღეროდნენ C. 17 - 18 სხვები... მშრებოდა] ბაშვი მამასთან სიყრმით ჩვეული, რაღა თქმა უნდა, დაღონდებოდა E. 18 ცრემლისა თვალზედ] ცრემლის თვალზედა C. 23 მრცხვენოდა] მცხვენოდა C. 24 ამხანაგებს] ამხანაკებს E. 25 მივუჯდებოდი] მიუჯდებოდი C. 31 ჩემს ყოფას მალე] მერე ჩემს ყოფას C. 33 ჩემს სახლ-კარზედა] ჩემ მშობელზედა C, და ჩემ მამაზედ E. 216. 1 ძმაო, რა ტკბილად] და ჩიტივითა, უდარდელადა C. 3 საფიქრელად] სატანჯველად C. 3 - 4 არარა მქონდა... არ მაძალებდნენ] რად მომცა დღენი მაშინ სალხენად ღმერთმა, თუ ბოლოს გამწარდებოდნენ F. 5-დან (“ძროხას ვუვლიდით”...) 218-ის 6-მდე (“მე მამა მყვანდა”) – E. 9 დაწვებოდა] ჩაქრებოდა C. 12 ყველანი] მაშინვეC. 13 და დავაბამდით] დავაბამდით ჩვენ C. 14 ტყის პირს] ტყეში C. 24 და დილის ტკბილსა] დილისა ტკბილის E. 26 მთა-ბარი] ტყე, ველი C. 31 სხვა იქ] ზოგი H. 35 ჩვენ კი ხტომით] ჩვენ მღერითა C. 217. 1 ძილს დავიფრთხობდით] ვაფრთხობდით ძილსა C. 3 ვხტოდით...] შიგ ჩავაგდებდით ტიკს გაბერილსა C. 5 ვმართავდით] ვმართამდით C. 8 ჩამოვრეკავდით] ჩამოვრეკამდით C. 18 აქამდინა დამრჩნენ ხსოვნაში] აქამდისა შემჩენ ხსოვაში C. 20 მხიარულ] უდარდელ C. 21 - 28 ეჰ, მარტო ერთი... გული და სული]. ჩვენი ნაქები ყველა გათქმული 24 ხან მომალხენდა, ხან მაღონებდა ~ H. 30 მე მეზდებოდა] გამეზრდებოდა H. 30 - 34 არსენას ამბით... ბიჭობაში შეუპოვარი] იმ ზღაპრებითა გაიზდებოდა და ჩემი დილა კეთილდღიანი ღრუბლითა დიდხანს არ ბნელდებოდა C. 218. 3 და მადლიერი...] და ბედნიერი მადლიერ ღვთისა C. 4 რომ ჩემებრ] ჩემსავით C. 7 დაუღლელი და] დაუღალავი E. 9 ბევრი არ] არავინ C. 12 უხვად] იმას CF. 14 იქმნება] ვიქნებით C. 15 მადლიერად...] მადლიერები შვილი და მამა C. 16 ის დააღონა] ჩვენ დაგვაღონა C. 17 უმტყუვნა] გვიმტყუნა C. 19 რარიგ] როგორც C. 20 ყმასა გუშინ] ყმა გუშინა CEH. 21 არ] ნუ C. 24 - 25 გლეხკაცის... გასძლებს] და საწყალ ყმისა უბრალო ბედი დიდხანს ვერ გაძლებს C; ლიტონი] EH. 30 თუმცა კი შერჩა] თუმცა შერჩა ისევ C. 32 აღარც] არცა C. 33 დროგარდასრულსა] მოხუცებულსა C. 33 - 34 სტრიქონებს შორის (“აღარ მოსდევდა”... “საბრალო მამა”) C-ში წერია: რომ გლეხიკაცი ორჯელა კვდება, 34 საბრალო მამა] მამაჩემიცა C. 34-იდან (“საბრალო...”) 219, 2-მდე (“და სახლ[1]კარიცა”...) – E. 35 რამდენადაც] რამდვენადაც C; აკლდება] უკვდება C. 219. 1 იმდენად] იმდვენად C. 3 უბედურსა] განწირულსა E. 7 კაცისა] გლეხკაცისა C. 9 გადუბრუნდება] გაუბრუნდება C. 10 სულ უკუღმართათ დატრიალდება] ძნელად [....] ზედ გამაჰყვება C. 17 სხვისთვისა] უსაქმოდ CE. 18 შინ კი...] მამას კი შემწე ენატრებოდა CH; მეღუპებოდა] გვეღუპებოდა E. 19 - 22 ერთხელ... ხვეწნითა - C; 21 - 22 საწყალი ... ხვეწნითა] იახლა ბატონს მოხუცებული, საბრალო მამაჩემი ხვეწნითა EH. 24 ერთი, აჯამი გულქვა....] უჯათი, გულქვა, უღვთო C. 25 იმას] ამას D; კაცებრი] კაცისა CDE. 27 რა... თავადის-შვილი] ერთი სიტყვითა თავადიშვილი CE. 28 ავი] ცუდი CDE. 30 ამგვარს უხამსსა ბატონს] ბატონს თხოვნით, ხვეწნითა I; უხამსსა] აჯამსა CDE. 32 გავუველ] აუველ D. 33 დამითმე] მომეცი C, მიბოძე D. 220. 2 რას ბოდავ] რა გნებავს D. 5 ზაქარა] ზაქრო DE. 7 მერე თუნდა] მერმე თუგინდ DE. 9 ორად] ორათა D. 13 ეგ რომ] თუ ეგ CDE; გაექცევოდი] გაექცეოდი D. 14 შენ ჩემს სამსახურსა CE. 15 - 16 ქოფაკო... თქმასა] განა ქოფაკო? თუ მაგ ფიქრობდი, მიწაში ეხლავ დაგფლამ ცოცხალსა C; განა ქოფაკო!... თუ მას ფიქრობდი, ეხლავ მიწაში ჩაგფლავ ცოცხალსა DE. 21 მექმნება] მექნება D. 24 ვიქმ] CD; მთლად] სულ CE. 26 ვინახავდი] ვინახამდი D. 221. 1 ვიწურავდი] ვიწურამდი D. 3 აწ] მე CDE. 5 ვეღარა ვუვლი] ვეღარ ვმსახურობ C; ვეღარ მოუვლი D. 7 ეხლა] სრულად C. 8 კაი] ვაი D. 10 არა] არის D. 11 - 22 სიყრმით ჩამიკლავს... დამითმე შვილი] შენი ჭირიმე, გთხოვ მე ამასა, D-ში “და”-ს ნაცვლად არის “მე”). 13 ჩემის ოფლითა] ეგ ჩემის ოფლით E. 14 წვით და დაგვითა] დაგვით, შრომითა E. 16 ჩემის... ოჯახისთვის] ჩემ სახლ-კარისთვის, ჩემ ოჯახისთვის E. 17 ამდენი ჯაფა] ამთვენი შრომა E. 22 დამითმე] მომეცი E. შვილი] + და შენს სახელსა მტლად დავედები E. 25 ვიშოვნი] ვიშოვი D. 26 ვერა... ზაქარო] ვერ[1]ვერა მოგცე შენ მე ზაქარო C. მე შენ D. 28-დან გვ. 222-ის 4-მდე ვერ უყურებთ... ბატონო] მე შენ სახლ-კარსა, შენს ოჯახსაცა, მაგ შენ ჩერჩეტა ქოფაკ თავსაცა, მე მირჩევნია ჩემი ძროხები E; წადი, გამეცა, ვირო, ნუ სცდები C. წადი, ქოფაკო, ნუ მეღრიჯები D. 222. 1 - 5 მამა... მეღრიჯები] – D. 7 ვისღა] ვიღას C. 8 მომაშველებს] გამიმართავს CDE. 14 თუნდ... მენაღვლება] მეტი ჯავრი მე ნუღარ მექნება C; არ] რა D. 15 ისა] ისე D. 18 იქმნება] იქნება D. 223. 2 - 5 სუ! შე ქოფაკო... სიტყვებს] ხმა ჩაიწყვიტე, ქოფაკო, ეგ ხმა, 7 მკლავ] მკლამ CDE. 8 მმარხავ] მმარხამ CD. მიღუპავ] მიღუპამ CD. 9 - 10 ბებერ კაცს... უკვდება - C. 10 შვილსა შიმშილით მამა] მამა შიმშილით შვილსა D. 11 მამის] ჩემი C; მამის] მისი D. 12 ამის] იმის C. 14 შემინახოს] გამომზარდოს CDE. 15 მართალს] მართალ E. 18 უღმრთოდ] უღვთოდ CD. 20 აბა სთქვი] მითხარი D; მიბრძანე C. C-ში 20 - 21 სტრიქონებს შორის (“მაგრამ”... “ეხვეწებოდა”) წერია: ბებერ ცხოვრების ილაჭს ართმევდნენ, 22 საწყალი] საბრალო C. 23 როგორც ცივს რკინას და ქვასა] როგორცა უგულო ქვასა CE. 26 მოკლულმა] მოწამლულ CE. 28 უსამართლობამ] უსამართლობით C. 224. 5 მომიბრუნაო] შემიბრუნაო CD. 8 წამოეჭიდნენ მისივ მოძმები] წამოეჭიდნენ თვით გლეხები E; გამოეკიდნენ ის უღვთოები C; შეაჭიდნენ ის უღვთო ბიჭები D. 11 იმისი კვნესა] იმის კნავილი C. 12 მიკლავს] მიკლამს C; რო] რომ D. 13 - 14 (“არც უღონობამ”... “არც სიბერემა”...) სტრიქონები D-ში გადახაზულია, CE-ში კი გადაადგილებული. 15 და არც] არცა C. 16 მიპატივეს] გიპატიეს D; ბებერი] საწყალი C; 18 გულამომჯდარმა] გულ ამომჯდარად CD. 19 მერმე მწუხარემ მწუხარე] მერეთ მწუხარედ, მდუმარე CD. 20 - 21 სტრიქონებს შორის (“ამოიკვნესა”...) “წამოხტა”) C-ში წერია: “ფუ, შენს კაცობას, კაცისშვილობას, ფუ შენს სახელსა, შენს ვაჟკაცობას. 22 აერია] აემღვრია E. 23 შეუტია] შეუტივა CDE. 24 იდექი] იდეგი E. 27 მითხარ, დედალო] მითხარი მხთალო CE; მითხარი, მხდალო D. 31 რას... სეირსა] შენ უყურებდი მარტო სეირსა D; ნუთუ] მარტო E. 32 სწუწვნიდნენ] სწუწნიდნენ D. 33 - 34 ფუ, შენს ნამუსსა.. შენს ვაჟკაცობას - C; 33 ნამუსსა...] კაცობას, კაცისშვილობას DE. 225. 1 გიკლავდნენ] გიკლამდნენ D. 2 იდექი] იდეგი E. 6 - 7 ემაგ შერცხვენილ... ჰბედავდი] ჩემთან მოსვლასა როგორ ჰბედავდი, ემაგ შერცხვენილს ხლმისა პატრონი? CD. 9 შენ, ძმავ, ყაჩაღად] შენ ყაჩაღადა CDE. 9 - 11 შენ, ძმავ... კაცობას] მე შენი ვიყო, თავს მოვიკლავდი ან თავზედ ლეჩაქს დავიხურავდი, წადი, გამეცა C. 11 ფუ, მაგ კაცობას] წადი, გამშოდი D. 16 არც გავექცევი ხმალში] და არც შევარცხვენ მხთლობით CD. 18 მეძახის მხდალს] ეძახის მხთალს D. 18 - 19 (“და იმის”... “ეგრე ნუ მძრახავ”) სტრიქონებს შორის C-ში გადახაზულია: “ყური მომიგდე, მე საცოდავი, მაშინ შორს ვიდექ, მე მომესმა ხმა; გავხედე, ვნახე მე ის ამბავი”. 19 ეგრე ნუ მძრახავ] ნუ მძრახავ, ძმაო CD. 21 ბატონი ხელითა ~ D. 23 “მოჰკალ”... მაძალებდა] მოკალ... ჩამძახებდა D. 26 მკვდარსა...] ცოცხალს თუ მკვდარსა კბილით დაჰჭამდნენ C; შეშჭამდნენ D. 27 ამის] მაგის CD. 28 უღმრთოდ სტანჯავდნენ] უღვთოთ სტანჯავდნენ D. 30 მაშინ კი, როცა] როცა კი მამა CDE. 226. 1 ამენთო] მომიკვდა CD. 3 მხრიდამ გადვიგდე ~ CD. 4 რო] როს E. 7 იმ] ამ D. 8 წამწყმენდელსა+მაშინ თავი არ მაგონდებოდა და დაჭერისა არ მეშინოდა C, - გადახაზულია. 11 ბიჭი ყოფილხარ] ბიჭი ხარ, ბიჭი E. ხლმისა] ხმლისა D; ბიჭის C. 15 ვისაც შენებრი] ვისც შენი მზგავსი E. 15 - 16 ვისაც შენებრი... შენის ჭირიმე] ვისც შენთვის ძუძუ უწოვებია, შენი გამჩენის, ძმაო ჭირიმე CD. 24 ვაჟკაცი] მამაცი C. 25 - 26 ვით... ქება - C. 25 ვით მეტი იყო] როგორც მეტ იყო E. 227. 7 ვაიმე, მამა...] საწყალი მამა მომკვდარი იყო C. 8 როზგქვეშა უღმრთოდ, უზიარებლად - C. 10 ჯოჯოხეთია] მე მეძნელება DE. 13 - 17 დიდხანსა ეგდო... ბალღამიც დუღდა] მის მიხედვით თვით კაკოც შეწუხდა, სულ გაიტაცა ზაქროს ნაღველმა, რა ცეცხლიც ამ ორ გულშია დუღდა C; 14 - 18 გულში ვაებით... თვითონ მკითხველმა] თავის ტანჯვებში მარტო დანთქმული,
|
||||||||
თუ რამ შთააგონა პოეტს ამ პოემის დაწერა, ამის შესახებ მოგვითხრობს ილიას სიყრმის მეგობარი კოხტა აბხაზი (1838 -1913): “...კაკო ყაჩაღის” შესახებ მახსოვს კარგად, რომ კაკო პირდაპირ ცხოვრებიდან არის აღებული. კაკო გახლამთ ერთიკარდანახელი გლეხი, ვინმე გაუხარაშვილი*, რომელმაც მართლა ესროლა თავის ბატონს (რომელიღაც ვაჩნაძეს) და ყაჩაღად გვარდა, იმალებოდა კარდანახის ტყეში და გამვლელ-გამომვლელს სცარცვავდა. ხმა და სახელი დიდი ჰქონდა გავარდნილი. ერთხელ ილია სწორედ იმ გზით მოდიოდა ჩვენსა კარდანახში, თან ახლდა მოსამსახურე ბიჭი. უცბად ერთ ალაგას წინ გადასდგომია შეიარაღებული გაუხარაშვილი და შეუჩერებია, გამოუკითხამ ვინაობა და მოგზაურობის მიზანი. რომ გაუგია ჭავჭავაძის გვარი, უკითხამ: ჭავჭავაძეს კრადანახში რა უნდაო? ბიჭს აუხსნია, რომ კარდანახში თავის ნათესავ აბხაზიანთსა მიდისო. მაშინ ყაჩაღს თოფი დაუშვია ძირს და ილია მიუწვევია თავის ბინაზე, კარგად გამასპინძლებია და დაუთვრია კიდეც. ასე რომ, როდესაც ილია ჩვენსა მოვიდა, ბარბაცებდა და მარტო იმას გაიძახოდა ენის ბორძიკით: “დამაძინეთ, დამაძინეთო!” მეორე დღეს კი გვიამბო თავის თავგადასავალი. ხოლოდ დაუმატა, რომ გაუხარაშვილი სულ ბატონებს სწყევლის და აგინებსო” (ლიტერატურული მემკვიდრეობა, ტ. I, 1935. გვ. 565). მართლაც, ყაჩაღთან შეხვედრას გავლენა უნდა მოეხდინა პოეტზე. ამას პოემის თავდაპირველი სათაურიც გვაფიქრებინებს - “მოთხრობა ქისიყელისა”. გაუხარაშვილიც კარდანახელი იყო. მაგრამ პ. ინგოროყვას აზრით, “კაკო ყაჩაღში” ილიამ მაინც მხატვრულად განზოგადოებული სახე წარმოადგინა. მისი პროტოტიპი პირველ ყოვლისა არსენა უნდა იყოს, რადგანაც კაკო, მართლაც, არსენას ორეულიაო**. პოემას ვათარიღებთ E ავტოგრაფის მიხედვით. |
* არსებობს ცნობა, რომ გაუხარაშვილი იგივე გლეხი ივანე
ჩალათაშვილია, რომელსაც საცოლის გამო მოუკლავს თავადი ვაჩნაძე და ყაჩაღად
გავარდნილა, - იხ. ალ. მღვდლიაშვილი, “ილია კარდანახში” ჟურ. “დროშა”, 1968, № 8,
გვ. 15 ** ილია ჭავჭავაძე , თხზულებათა სრული კრებული, ტ. 1, 1951. გვ. 373-374. |
|||||||