The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)


მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)



საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

ლორთქიფანიძე კირილე 

მასალები XIX ს. 60-90-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან : (კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა)

კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტი ტექსტი შესავალი წერილით, კომენტარებითა და ს საძიებლით გამოსაცემად მოამზადა წ ელისო აბრამიშვილმა

გამომცემლობა „მეცნიერება“,

 თბილისი 1981

წიგნში შერჩევითაა წარმოდგენილი გამოჩენილი. საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის — კირილე ლორთქიფანიძის მიმოწერა. მასში მოწოდებული ცნობები რამდენადმე აცოცხლებს სხვა ქართველ მოღვაწეთა (გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ნ. ღოღობერიძე, ს. ხუნდაძე და სხვ.) სახეებსაც და შუქს ჰფენს XIX საუკუნის 60–90–იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებას.

რედაქტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფ. ჯ. ჭუმბურიძე,

© გამომცემლობა „მეცნიერება“, 1981

1 შესავალი

▲ზევით დაბრუნება


აბრამიშვილი ელისო

შესავალი

   

„მას აქეთ, რაც მე ჩემ თავს ვიცნობ, მე ერთი წადილის მეტი არ მქონია, ერთი ღმერთის გარდა სხვისთვის თაყვანი არ მიცია... მე შენ მიყვარდი, შენ მწამდი, შენ გემსახურებოდი, ავად თუ კარგად, როგორც შემეძლო, როგორც ჭკუა მიჭრიდა, მე შენ მიყვარდი, როგორც ჩვენი ქვეყნის კაცი, ჩემი თანამემამულე და ძმა, როგორც ისეთი პირი, რომლის ბედი და უბედობა, რომლის ავი და კარგი ჩემი პირადი ბედი და უბედობა, ჩემი საკუთარი ავი და კარგი მეგონა... ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა... სხვაგან და ჩვენში, მწერალი და გაჩუმებული ნიადაგ შენი ერთგული და შენი მსახური ვიყავი“.

ეს სიტყვები, მიმართული სამშობლო ქვეყნის მიმართ, ნიკო ნიკოლაძეს ეკუთვნის, მაგრამ იგივე შეიძლებოდა ეთქვა კირილე ლორთქიფანიძესაც, რომლის მიმოწერასაც ეძღვნება წინამდებარე წიგნი, და არა მარტო მას, არამედ აქ თავმოყრილი წერილების ყველა ავტორსა თუ ადრესატს. ზოგი მათგანი ისეთი დიდი მასშტაბისაა, რომ მათ სახელს საუკუნეთა სვლა ჩრდილს ვერ მიაყენებს. მუდამ ეცოდინება ყველა ქართველს, თუ ვინ არის ილია, ვინ არის აკაკი; ვერც ერთი ქართული ლიტერატურის ისტორიკოსი ვერ აუვლის გვერდს გიორგი წერეთელს, ნიკო ნიკოლაძეს; ვერ დაივიწყებს სერგეი მესხს, რომელმაც ასე დაუშურვებლად შეალია თავისი სიცოცხლე ქართული პრესის აღორძინებას. კირილე ლორთქიფანიძის სახელი განუყრელა დაა დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის ამ გამორჩეულ შვილებთან. ის მუდამ მხარში ედგა მათ და გასული საუკუნის ახალ თაობას, ე. წ. „თერგდალეულთა“ შორის მას უთუოდ ერთ-ერთი თვალსაჩინო ადგილი ეკავა.

60-იან წლებში, „მამათა და შვილთა“ ბრძოლისას (კირილე მაშინ პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა), ის იყო ერთი პირველთაგანი და, შეიძლება ითქვას, ყველაზე უფრო ძლიერი დამცველი „შვილების“ ბელადის — ილია ჭავჭავაძის — პოზიციებისა. თავისი გაბედული წერილებით, რომლებშიაც იგი ბრძოლას უცხადებდა ძველ თაობას, კირილემ იმთავითვე მიიქცია ქართველი მკითხველის ყურადღება. მას შემდეგ მოყოლებული ის, დროდადრო ბეჭდავდა სტატიებს „ცისკარსა“ და „საქართველოს მოამბეში“. პეტერბურგში ყოფნის დროსვე, 1864 წელს, მან გამოსცა ქართველ პო ეტთა ლექსების კრებული „ჩონგური“, რომელიც მრავალი წლის მანძილზე, ჩვენი ხალხის უსაყვარლეს წიგნად ითვლებოდა. კირილე იყო სულისჩამდგმელი ქართველ სტუდენტთა იმ წრისა, რომელიც „ამხანაგობის“ სახელწოდებით იყო ცნობილი. ამ წრის, კერძოდ, კირილეს ინიციატივით 1869| წელს პირველად გამოვიდა ცალკე წიგნად ილიას უკვდავი მოთხრობა „კაცია-ადამიანი?! გარდა ამისა, კირილე პატრონობდა პეტერბურგში დაარსებულ ქართულ ბიბლიოთეკას, რომელიც შემდეგში მანვე გადმოაგზავნა საქართველოში. 70-იან წლებში, როდესაც კ. ლორთქიფანიძე საბოლოოდ დაუბრუნდა თავის სამშობლოს, მან კიდევ უფრო გაცხოველა მუშაობა საზოგადოებრივ-კულტურულ სარბიელზე. 1873—1874 წლებში ის რედაქტორობდა გაზეთ „დროებასა“ და „ჟურნალ „კრებულს“, უფრო მოგვიანებით თანამშრომლობდა გაზეთ „ივერიასა“ და „შრომაში“, ამ უკანასკნელის დამაარსებელი და ხელმძღვანელიც ფაქტიურად კ. ლორთქიფანიძე იყო. აქტიურ მონაწილეობას იღებდა იგი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მუშაობაშიც. მისივე ინიციატივით ქუთაისში შეიქმნა ქართულლი წიგნების გამომცემელი საზოგადოება. კირილე სისტემატურად ეხმარებოდა ქართველ მწერლებს თავიანთი თხზულებების დაბეჭდვაში, ის იყო მათი კორექტორიცა და სტილისტიც. პარალელურად ამისა, ეწეოდა თეატრალურ საქმიანობას: აწყობდა ლიტერატურული კითხვის დილა-საღამოებს თბილისსა თუ ქუთაისში, წერდა რეცენზიებს სპექტაკლებზე. დაჯილდოებული სამაგალითო ორატორული ნიჭით, ის ხშირად იღებდა მონაწილეობას ამა თუ იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით გამართულ დისკუსიებში, განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გამოსვლები ქართულ სკოლაში მშობლიური ენის აკრძალვის წინააღმდეგ. დიდი წვლილი მიუძღვის კირილეს აგრეთვე სტამბების გამართვასა და ხელმძღვანელობაში. მანვე შეადგინა ქართული შრიფტი. ეს კირილეს შრიფტია, რომელსაც დღესაც ვიყენებთ ქართული წიგნების ბეჭდვისას. ყველაფერ ამასთან ერთად ის 30 წლის განმავლობა- ში თავმჯდომარეობდა ქუთაისის ბანკს. ნახევარ საუკუნეზე მეტი კ. ლორთქიფანიძე დაუღალავად ემსახურებოდა ქართულ საქმეს და ბოლოს თავისი ხანგრძლივი მოღვაწეობა იმით დააგვირგვინა, რომ საკუთარი ბიბლიოთეკა და არქივი ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს გადასცა.

კირილეს ბიბლიოთეკა მოიცავს წიგნებს მეცნიერების სრულიად სხვადასხვა დარგიდან: ლიტერატურიდან, ისტორიიდან, ფილოსოფიიდან, ფსიქოლოგიიდან, პოლიტიკური ეკონომიიდან, ბუნებისმეტყველებიდან, პედაგოგიკიდან (ბევრი მათგანი დღეს უკვე იშვიათობად არის ქცეული). აქვეა წარმოდგენილი იმდროინდელი ჟურნალ-გაზეთების („ცისკარი“, „დროება“, „ამირანი“, „ივერია“, „თემი“, „კოლხიდა“, „იმერეთი“, „ისარი“, „მეგობარი“, „სამშობლო“, „სახალხო გაზეთი“, „შრომა“, „სახალხო ფურცელი“, „ჩვენი ქვეყანა“, „ცნობის ფურცელი“ და სხვ.) თითქმის მთლიანი კომპლექტები.

კიდევ უფრო დიდ სიმდიდრეს წარმოადგენს კ. ლორთქიფანიძის არქი- ვი. მასში დაცულია როგორც კირილეს შემოქმედებითი მემკვიდრეობის, ასევე სხვა ქართველ მწერალთა (აკაკი წერეთლის, პარმენ თვალჭრელიძის (ცხელი), მამია გურიელის, გიორგი ქოჩაქიძის (ჭალადიდელი) და სხვათა) თხზულებების ავტოგრაფები.

განსაკუთრებულ ინტერესს ამ არქივიდან მიწერ-მოწერა იწვევს. აქ შეხვდებით არა მარტო კირილეს, არამედ თითქმის ყველა იმდროინდელი მწერლის, საზოგადო მოღვაწისა თუ მეცნიერის წერილებს, მათ შორის ისეთი
გამოჩენილი პირების, როგორებიც არიან: ილ. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, გ. წერეთელი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, ი. გოგებაშვილი, დ. ყიფიანი, ალ. ცაგარელი, ნ. ცხვედაძე, ი. მეუნარგია, პ. უმიკაშვილი, ნ. ღოღობერიძე, ივ. თარხნიშვილი, ივ. მაჩაბელი, ანასტასია და გიორგი თუმანიშვილები, დ. კარიჭაშვილი, ნ. მარი, ივ. ჯავახიშვილი და სხვანი. არქივში ასოცდაათამდე წერილის ავტორი დაითვლება. კი ათეული წლების განმავლობაში კირილე ფაქიზად ინახავდა თავისი ქვეყნის სახელოვანი მამულიშვილების ნაწარმოებთა ავტოგრაფებსა და კერძო წერილებს, დარწმუნებული იმაში, რომ ამით ის საშვილიშვილო საქმეს აკეთებდა, და, მართლაც, თუ არა კ. ლორთქიფანიძე, დღეს ჩვენთვის ბევრი რამ სრულიად უცნობი იქნებოდა ქართველი ხალხის სასიქადულო შვილების შესახებ; დავიწყებას მიეცემოდა მრავალი მნიშვნელოვანი მომენტი გასული საუკუნის საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრებიდან.

კ. ლორთქიფანიძის მიწერ-მოწერიდან გარკვეული ნაწილი ქართველი მკითხველისათვის უკვე ცნობილია*. წინამდებარე წიგნში კი შერჩევითაა თავმოყრილი ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი წერილები**. მათში ასახულია XIX ს. 60-70-იან წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტში მყოფი ქართველი სტუდენტების ცხოვრება; მათ მიერ დაარსებული წრის „ამხანაგობის“ საქმიანობა, ლექსთა კრებულის „ჩონგურისა“ და ილ. ჭავჭავაძის „კაციაადამიანის?!“ გამოცემის ისტორია. ამავე დროს მოცემულია საგულისხმო ცნობები პეტერბურგში დაარსებული ქართული ბიბლიოთეკის, ძველი ქართული წიგნების გამომცემელი საზოგადოების, ქართული სტამბების, ჟურნალ „საქართველოს მოამბის“, გაზეთ „დროებისა“ და ქართველი ინტელიგენციის ერთსულოვანი საქმიანობის შესახებ ამავე საუკუნის 60-90-იანი წლების საქართველოში. წერილებში მოწოდებულია აგრეთვე ამა თუ იმ საზოგადო მოღვაწისა და მწერლის ბიოგრაფიული ხასიათის დეტალები, მოღვაწეობის ამსახველი კონკრეტული მასალა და მათი პიროვნებისათვის დამახასიათებელი ინდივიდუალური თვისებები. ამ წერილების საფუძველზე განსაკუთრებით ცხადად იკვეთება ისეთ საინტერესო პირთა სახეები, როგორე. ბიც არიან: ნიკო ნიკოლაძე, სერგეი მესხი, კირილე ლორთქიფანიძე.

 

* იხ. ილია ჭავჭავაძის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი (ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტ. X, მიმოწერა, პ. ინგოროყვას რედაქტორობით, თბ., 1961) აკაკი წერეთლის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი (აკაკი წერეთელი, თხზულებათა სრული კრებული, ტ. XV, გ. აბზიანიძის რედაქტორობით, თბ., 1963), სერგეი მესხის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი (ს. ხუნდაძე, მასალები ქართული ლიტერატურისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიისათვის, თბ., 1949); გიორგი წერეთლის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი (მაცნე“, 1966, № 1); ნიკო ღოღობერიძის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი („ლიტერატურული აჭარა“, 1965, № 1).

** თემა „კირილე ლორთქიფანიძის მიწერ-მოწერა“ (სპუბლიკაციოდ გამზადებული წერილებითურთ) ჩვენ მიერ დამუშავებული იყო კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის 1963—1964 წწ. სამუშაო გეგმის თანახმად. 1965 წელს ამ შრომიდან გამოვაქვეყნეთ ნიკოლოზ ღოღობერიძის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი („ლიტერატურული აჭარა“, № 1), ხოლო 1966 წ. გიორგი წერეთლის წერილები კირილე ლორთქიფანიძისადმი („მაცნე“, № 1); 1968 წელს კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის X სამეცნიერო სესიაზე ჩვენ მიერ წაკითხულ იქნა მოხსენება „კირილე ლორთქიფანიძის ეპისტოლარული მემკვიდრეობა“ (თეზისები დაბეჭდილია).

წინამდებარე ნაშრომში კ. ლორთქიფანიძის მიმოწერიდან უკვე გამოქვეყნებული წერილები არ შ გვაქვს; ვერ შეგვაქვს წიგნის მოცულობის განსაზღვრულობის გამო ბევრი ისეთი წერილიც, რომელთა გამოქვეყნება მიზანშეწონილად მიგვაჩნია.

..............

კირილეს უშუალო ინიციატივით 1868 წ. პეტერბურგში ჩამოყალიბდქართველ სტუდენტთა წრე „ამხანაგობის“ სახელწოდებით. ამ წრეში შედიო დნენ: მიხეილ ბეთანიშვილი, ბებურ ბებურიშვილი, ნიკო ინაძე, კირილ ლორთქიფანიძე, ვლადიმერ მაჩაბელი, ბეჟან ხამაშურიძე, მიხეილ ჭავჭავაძე და სხვანი. თავდაპირველად „ამხანაგობის“ მიზანი ყოფილა, შეეგროვებინა გარკვეული საპრემიო თანხა საუკეთესო წერილების ავტორთა დასაჯილდოებ ლად. ამით მათ სურდათ, აემაღლებინათ სტატიების ხარისხი და ამ გზით გა ეზარდათ ჟურნალ-გაზეთებზე ხელისმომწერთა რიცხვი. მაგრამ, ვინაიდა „ამხანაგობის“ წევრები ჩქარა დარწმუნებულან, რომ სასურველ თანხას, რო გორც კირილე წერს, „თაგვებისაგან დაჭრილი ჯიბით“ დიდხანს ვერ შეაგრო ვებდნენ, გადაუწყვეტიათ სხვა საქმისათვის მოეკიდათ ხელი. ამჯერად მან განეზრახეს, გამოექვეყნებინათ საჭირო წიგნები, სახელმძღვანელოები დ თარგმანები; დაებეჭდათ შოთა რუსთველისა და ერეკლე II-ის სურათებ და შეედგინათ ქართული ანბანი*

 

* იხ. კ. ლ-ძის 1869 წ. 21 მარტით დათარიღებული წერილი (აქვე, გვ, 135—142. რომელი ადრესატია მიხეილ ჭავჭავაძე და არა კირილეს ნათესავი, როგორც ამას ფიქრობს კ. მეძველი („თერგდალეული კირილე ლორთქიფანიძე“, თბ., 1965, გვ. 153). „ამხანაგობის“ საქმიანობასთა დაკავშირებით იხ. აგრეთვე მ. ბეთანიშვილის წერილი ს. მესხისადმი (ხელნაწერთა ინსტიტუტი ს. მ სხის არქივი, # 39, წერილი 11). 40

შედარებით უფრო მოგვიანებით „ამხანაგობამ“ გადაწყვიტა, ყოველ თვე ში წრის ერთ-ერთ წევრს გაეგზავნა „დროებაში“ დასაბეჭდად წერილი. ამავე დროს ამ წრის წევრებმა განიზრახეს, დახმარება გაეწიათ ახლად დაარსეტულ ჟურნალ „მნათობისათვისაც“. ამ მიზნით დაიწყეს ჯემს გრინვუდის რომანის თარგმნა.

„ამ თარგმანის მნათობის რედაქციაში გაგზავნა იმ პირობით გვინდოდა, — წერს კირილე, — რომ რედაქციას დაებეჭდა თავის ხარჯზედ ჩვენდა სასარგებლოდ 200 ეგზემპლიარი ამ რომანის ნათარგმნი. მაგრამ ნამდვილად შეყატყეთ, რომ იმას ბევრი ნათარგმნი რომანები ჰქონია. ისე, რომ ჩვენი როშანი იმისათვის მეტი იქნებოდა და იმას გარდა ხელისმომწერლები ისე ცოტა ჰყოლია, რომ არა თუ ჩვენი რომანის 200 ეგზემპლარის დაბეჭდა, თავისი ჟურნალის პირველი ნომერიც ვერ დაუბეჭდია. მაშასადამე, ჩვენი შრომა ამ შემთხვევაში გაფუჭდა, — თუმცა, რასაკვირველია, მეხუთედის მეტი არ გადაგვითარგმნია, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ამ შრომის დაკარგვაც არ არის სასიამო“*

 

* აქვე. გვ.. 138

ჯ. გრინვუდის რომანის „უპატრონო და უსახლკარო ყმაწვილის ცხოვრება“ თარგმნა, როგორც ჩანს, კ. ლორთქიფანიძეს უკისრია. ქუთაისის ისტო|რიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცულია კირილეს ხელით დაწერილი ამ რომანის თარგმანი.*

 

* აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის პირადი საარქივო ფონდი. № 593

ერთადერთი წიგნი, რომლის გამოცემაც შეძლო „ამხანაგობამ“ 1869 წელს — ეს იყო ილ. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“ როგორც კ. ლორთქიფანიძისა და მიხეილ ჭავჭავაძის მიწერ-მოწერიდან ჩანს*(ამასვე ადასტურებს მ.. ბეთანიშვილის წერილიც ს. მესხისადმი)**, „კაცია-ადამიანის?!“ დაბეჭდვაში „ამხანაგობისათვის“ ფულადი დახმარება მ. ჭავჭავაძეს გაუწევია. წიგნი განზრახულ ვადაზე უფრო მოგვიანებით გამოსულა, რადგანაც მისი გამოცემისათვის გადადებული თანხები „ამხანაგობას“ პეტერბურგში დაავადებულ ერთ-ერთ ქართველ სტუდენტზე დაუხარჯავს*** (ვფიქრობთ, ეს სტუდენტი ბეჟან ხამაშურიძე უნდა ყოფილიყო).

 

* აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის პირადი საარქივო ფონდი. 1029

** ხელნაწერთა ინსტიტუტი, ს. მესხი, 39, 1969 წ. 14 ივლისით დათარიღებული წერილი.

*** აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის პირადი საარქივო ფონდი. 460

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „კაცია-ადამიანის?!“ თავფურცელზე გამომცემლად მხოლოდ მიხეილ ბეთანიშვილი ეწერა. წინასიტყვაობაშიაც არაფერი იყო ნათქვამი „ამხანაგობის“ წვლილის შესახებ ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით. ბეთანიშვილის ასეთ თვითნებურ მოქმედებას მ. ჭავ|ჭავაძისა და კ. ლორთქიფანიძის სამართლიანი გულისწყრომა გამოუწვევია.

„თუ „კაცია-ადამიანის“ გამოცემაზედ მე თანახმა შევიქენ, იმისათვის, — სწერს მ. ჭავჭავაძე კირილეს, — რომ იმედი მქონდა წინასიტყვაობაში გამოცხადებული იქნებოდა საზოგადოების არსებობა, იმისი აზრი და სურვილი“-ო*

 

* აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის პირადი საარქივო ფონდი. № 1029

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ „კაცია-ადამიანის?!“ თავფურცელზე გამომცემლად მხოლოდ მიხეილ ბეთანიშვილი ეწერა. წინასიტყვაობაშიაც არაფერი იყო ნათქვამი „ამხანაგობის“ წვლილის შესახებ ამ წიგნის გამოცემასთან დაკავშირებით. ბეთანიშვილის ასეთ თვითნებურ მოქმედებას მ. ჭავ|ჭავაძისა და კ. ლორთქიფანიძის სამართლიანი გულისწყრომა გამოუწვევია.

კ. ლორთქიფანიძემ მ. ბეთანიშვილზე. საგანგებო სტატიაც კი დაწერა „სამოქალაქო მამაცობა უფ. ბეთანიშვილისა“*, რომელიც „დროებაში“ დასაბეჭდად გაგზავნა. კირილეს ეს სტატია არ გამოქვეყნებულა, რის გამოც 1870 წ. 14 ივლისით დათარიღებულ წერილში იგი უსაყვედურებს „დროების“ რედაქტორს — ს. მესხს და თანაც დაუნდობლად კიცხავს ბეთანიშვილს:

 

* აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის პირადი საარქივო ფონდი. № 460

„ბეთანიშვილს ყველაფერი აქვს, — ვკითხულობთ კირილეს წერილში, — მაგრამ ნიჭისა, განათლებისა და ზნეობისა კი რა მოგახსენო. რომ არ მეზარებოდეს მოწერა, მე დაგიმტკიცებდი, რომ ის არ არის არც სიყვარულისა და პა– ტივისცემის ღირსი და არც დაზოგვის. მე იმედი არა მაქვს, რომ ოდესმე ცოტათი მაინც გასწორდეს...

დროა გავიგოთ, რომ მარტო იმისათვის არ უნდა მოეტევებოდეს კაცს შეცოდება, რომ ის სტუდენტია. მხედველობაში უნდა გვქონდეს, როგორე ყმაწვილია, ანუ როგორი იქნება“*

 

 

* აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის პირადი საარქივო ფონდი. № 104

ს. მესხს დაუმსახურებლად შეხვდა კ. ლორთქიფანიძის საყვედური. კირილეს ამ სტატიის აწყობა უკვე დაწყებული ყოფილა, როდესაც სტამბაში შეუვლია ნ. ნიკოლაძეს, წაუკითხავს ეს სტატია და დაურწმუნებია ს. მესხი, რომ ამ წერილის გამოქვეყნება არ იქნებოდა სასურველი. ამის შესახებ ნ. ნიკოლაძე თვით მოუთხრობს კირილეს:

„...მართლა, მე დამავიწყდა მეთქვა შენთვის ორიოდე სიტყვა ამ სტატი-| აზე, რომელიც შენ ამას წინეთ ბეთანიშვილის წინააღმდეგ გამოგეგზავნა. მე] კოჯორს ვიდექი ამ ზაფხულს და ერთხელ, როცა ტფილისს ჩამოვედი, ვნახე. სტამბაში შენი ნაწერი, რომელსაც „დროებისათვის“ აწყობდნენ. მე, რასაკვირველია, ეს ძალიან მეამა, მაგრამ, როცა სათაური წავიკითხე და დავინახე სტატიის საგანი, მე მაშინვე შევაჩერებინე სტატიის აწყობა, და დავაჯერე, სერგეი, რომელსაც სტატია დასაბეჭდად მიეცა, რომ ამ სტატიას ჩვენ საზო| გადოებაზე, აი, როგორი გავლენა ექნებოდა: :„ამ ოხერ სტუდენტებს ერთი, უბედური წიგნი გადმოუბეჭდიათ, და ეხლა ამ საქმის გულიზა ერთ უშველე. ბელ ისტორიას და ვაივაგლახს ტეხენ“. ეს ერთი. მეორეთ — ბეთანიშვილი, ინაშვილი, ანტონოვი და სხვებიც ხმას ამოიღებდნენ, და „დროებას“ უფ. ბექ თანიშვილის მოქმედებების და ხასიათის განხილვითა და აწერით აავსებდნენ." მაგისთანა კაცი სხვა რამე საქმეში უნდა დაიჭირო და გააფიცხო ხალხის წინ.. “

 

 

* აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, კირილე ლორთქიფანიძის პირადი საარქივო ფონდი. № 174

კირილეს წერილი ბეთანიშვილზე არც მაშინ და არც შემდეგ არ დაეჭდილა. ჩანს, ს. მესხმა ანგარიში გაუწია ნ. ნიკოლაძის ამ რჩევა-დარიგესას.

„კაცია-ადამიანის?!“ გამოქვეყნების შემდეგ ამხანაგობას გადაწყვეტილი ჰქონდა, დაებეჭდა დ. ჭონქაძის „სურამის ციხე“, რუსთაველის სურათი და ანბანი.

.........