The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1903
<b><b>1903</b></b>

1903

   
     

1903-მდე

 

 

 

 

 

მოკლე ბარათს უგზავნის დას, ელისაბედს და სთხოვს, თანდართული წერილი  სასწრაფოდ გაუგზავნოს ილია წინამძღვრიშვილს.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 540; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 265, 511.

დათარიღება:

ბარათი დაწერილი უნდა იყოს იმ პერიოდში სანამ და-ძმა ერთ სახლში ცხოვრობდა.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

წინამძღვრიშვილი ილია ივანეს ძე (1834-1920)

აგრონომი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ილია ჭავჭავაძის სტუდენტობისდროინდელი მეგობარი. 1883 წელს სოფელ წინამძღვრიანთკარში გახსნა სასოფლო-სამეურნეო სკოლა.

1903 1 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „დუტუ მეგრელის“ ფსევდონიმით იბეჭდება დიმიტრი ხოშტარიას საახალწლო ნობათი ილია ჭავჭავაძისადმი:

 

„ღმერთმა ნუ ჰქნას, რომ რედაქტორს

მწერალიც თან გაჰყოლოდე...“.

 

წყარო:

გაზეთ „ივერიის“ № 1, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ხოშტარია დიმიტრი თომას ძე (1867-1938)

პოეტი, წერდა ფსევდონიმით „დუტუ მეგრელი“.

 

 

 

 1903 1 იანვარი

 

 

 

 

 

გაზ. „კვალში“ „რიგოლეტოს“ ფსევდონიმით იბეჭდება იროდიონ ევდოშვილის „სადღეისო ვიზიტები“, რომელშიც ერთ-ერთი შარჟი ილია ჭავჭავაძეს ეძღვნება.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1903, № 1.

პირთა ანოტაციები:

ევდოშვილი (ხოსიტაშვილი) იროდიონ ისაკის ძე (1873-1916)

მწერალი, „მესამე დასის“ წევრი. თანამშრომლობდა „ივერიასა“ და სხვა ჟურნალ-გაზეთებში.

 

 

 

 1903 6 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიის“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ბზიკი“ აქვეყნებს სტატიას „ხილად“ ქვეშ მინაწერით „ახალ თაობის რაინდს“ („წარსულ წლის დამლევს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 6 იანვარი, № 6, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 548.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 716, 725-726.

 

 

 

 1903 14 იანვარი

 

 

 

 

 

მუშაობს კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის საბჭოს წევრ კრიმ გირეის მიერ სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების საწინააღმდეგო გამოსვლის საპასუხო სიტყვაზე. ამის გამო ვერ მიდის წვეულებაზე ვლადიმერ მიქელაძესთან და უგზავნის ბარათს.

 

წყარო:

ჟურნ. „ნიშადური“, 1908, № 59. ვ. მიქელაძის პუბლიკაცია; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 161; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 224, 482.

დათარიღება:

„ლიტერატურული ძიებანი“, № 3, 1989, გვ. 469-470.

პირთა ანოტაციები:

სულთან-კრიმ-გირეი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1836-1917/1920)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1895 წელს კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის საბჭოს წევრი, 1903 წლიდან საიდუმლო მრჩეველი, 1905 წლიდან კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე სამოქალაქო დარგში.

მიქელაძე ვლადიმერ (პროკოფი) სიმონის ძე (1855-1926)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, „ივერიის“ თანამშრომელი, თბილისის სასოფლოსამეურნეო ბანკის მმართველი, თბილისის საბჭოს ხმოსანი.

 

 

 

 1903 14 იანვარი

 

 

 

 

 

ესწრება „სამეურნეო საზოგადოების“ კრებას, რომელზეც სიტყვით გამოდის კრიმ გირეი და საუბრობს სკოლებში ადგილობრივი ენების გამოყენების მიზანშეუწონლობის შესახებ.

 

წყარო:

ჟურნ. „ნიშადური“, 1908, № 59.

პირთა ანოტაციები:

სულთან-კრიმ-გირეი ნიკოლოზ ალექსანდრეს ძე (1836-1917/1920)

რუსი სახელმწიფო მოღვაწე, 1895 წელს კავკასიის მთავარი სამმართველოს სამოქალაქო ნაწილის საბჭოს წევრი, 1903 წლიდან საიდუმლო მრჩეველი, 1905 წლიდან კავკასიის მეფისნაცვლის მოადგილე სამოქალაქო დარგში.

 

 

 

 1903 15 იანვარი

 

 

 

 

 

თსს ბანკის საერთო კრებაზე ირჩევენ ბანკის რწმუნებულად.

 

წყარო:

გაზ, „ნოვოე ობოზრენიე“, 1903, № 6282.

 

 

 

 1903 20 იანვარი

 

 

 

 

 

იღებს ანტონ ფურცელაძის წერილს, რომელშიც აცნობებს, რომ ავად არის და სთხოვს, აპრილის ხელფასიდან მხოლოდ მეოთხედი დაუკავოს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 612.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

 

 

 

 1903 25 იანვარი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 25 იანვარს“ („ღვაწლი საქართველოს უწინდელ სამღვდელოებისა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავისი სამწყსოს „სარკე“ და „სანთელი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 25 იანვარი, № 20, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 555.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 726-727.

 

 

 

 1903 30 იანვარი

 

 

 

 

 

თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე წერილობით მიმართავს ილია ჭავჭავაძეს, როგორც მომრიგებელ მოსამართლეს, რომ დაესწროს თბილისის საოლქო სასამართლოს მეორე სამოქალაქო განყოფილების სხდომას 12 თებერვალს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 20.

 

 

 

 1903 31 იანვარი

 

 

 

 

 

დუშეთის მაზრის სახაზინო სამსახური აცნობებს დუშეთისა და თიანეთის მაზრებში მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების გადასახადის ოდენობას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 13.

 

 

 

1903 31 იანვარი

 

 

 

 

 

კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების გამგეობა სხდომაზე, რომელსაც არცერთი ქართველი წევრი არ ესწრება, იღებს დადგენილებას, რომ უარი თქვას ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულობად მიღებაზე.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 6 თებერვალი, № 30, გვ. 1.

 

 

 

 1903 5 თებერვალი

 

 

 

 

 

კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოება გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ აქვეყნებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უარს ამბობს ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხიდან შემოწირულობის მიღებაზე. ასევე აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელს უფლება არ ჰქონდა კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოებასთან შეუთანხმებლად წიგნზე მიეწერა, რომ ყოველი გაყიდული ეგზემპლარიდან 5 კაპიკს გადასცემდა ამ ორგანიზაციას.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 6 თებერვალი, № 30, გვ. 1.

დათარიღება:

6 თებერვლის გაზეთში ნათქვამია, რომ ეს წინა დღეს მოხდა.

 

 

 

 1903 9 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება მეთაური თარიღით „ტფილისი, 9 თებერვალი“, რომელშიც საუბარია კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების გამგეობის გადაწყვეტილებაზე, უარი თქვას ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულობად მიღებაზე. პუბლიკაციის ავტორი ამბობს, რომ გამგეობის დასკვნა, თითქოს, ილია ჭავჭავაძის ეს ნარკვევი ვინმეს ჩირქს სცხებდეს, უსაფუძვლო და სასტიკად შეურაცხმყოფელია. მისი აზრით, მსგავსი განაჩენის გამოტანამდე საკითხი საფუძვლიანად უნდა განეხილა კომპეტენტურ პირებს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 9 თებერვალი, № 33, გვ. 1.

 

 

 

 1903 9 თებერვალი

 

 

 

 

 

სომხურ გაზეთ „მშაკში“ იბეჭდება სტატია „კავკასიის სტუდენტთა დამხმარებელი საზოგადოების ერთი განაჩენის გამო“, რომელშიც ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გამო ქართველები „კაცთმოძულეებად“, „მოძმეთჭამიებად“ და „სომეხთყლაპიებად“ არიან მოხსენიებული და მოწონებულია კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ასეთი წიგნის გაყიდვიდან შემოწირული თანხის მიღებაზე უარის თქმის შესახებ.

 

წყარო:

გაზეთი „მშაკ“ 1903, № 30

 

 

 

 1903 11 თებერვლის შემდეგ

 

 

 

 

 

ფილიპე გოგიჩაიშვილი წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „ამიერკავკასიის გლეხთა მცირემიწიანობა“.

 

წყარო:

Малоземелье среди крестьян Закавказья. Доклад, читанный на заседании Имп. Кавказ. О-ва сель-хоз. 11 февр. 1903 г.; „საქართველოს კალენდარი“ 1903, გვ. 355.

დათარიღება:

მოხსენება, რომელიც დაიბეჭდა ამ წიგნში, ავტორმა წაიკითხა 11 თებერვალს.

პირთა ანოტაციები:

გოგიჩაიშვილი ფილიპე გაბრიელის ძე (1872-1950)

პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, მენშევიკური მთავრობის მინისტრი.

 

 

 

 1903 24 თებერვალი

 

 

 

 

 

იღებს გიორგი ორბელიანის დეპეშას. ადრესანტი აცნობებს, რომ პრინცი ალექსანდრე ოლდენბურგი იწვევს გაგრაში სასწავლებლის მოწყობის საკითხთან დაკავშირებით.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 669.

დათარიღება:

დეპეშაზე წელი მითითებული არ არის, მაგრამ მიმოწერა ამ სასწავლებელთან დაკავშირებით 1903 წელს მიმდინარეობდა. იხ, მაგ. 1903 წლის 10 მაისის „ივერია“.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გიორგი ილიას ძე (1853-1924)

რუსეთის არმიის გენერალი, ილია ბატონიშვილის შვილიშვილი (ბარბარეს ვაჟი) გრიგოლ ორბელიანის ძმისწული, კავკასიის ცხენოსანთა ბრიგადის მეთაური.

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

 

 

 

 1903 თებერვალი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიის“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ნაიბი“ აქვეყნებს სტატიას „აი ძმობა!?“ („გასულ კვირას (იხ. „ივერია“ № 33) ერთი სწორედ ხელისხელ საგოგმანები...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 6 იანვარი, № 6, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 558.

ატრიბუცია

:სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 727.

 

 

 

1903 თებერვალი

 

 

 

 

 

ჟურნალ „ისტორიჩესკი ვესტნიკში“ იბეჭდება რეცენზია ილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“. ავტორი აღიარებს, რომ სომხები კავკასიაში ყველაფრის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. იგი მადლობას უხდის ილია ჭავჭავაძეს ისტორიის ფალსიფიკატორთა მხილებისათვის, ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილს ამ ნაშრომის რუსულენოვანი მკითხველისთვის გაცნობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ვინმე ამ ტექსტს ევროპულ ენებზედაც თარგმნის და მათაც გააცნობს ისტორიის გამყალბებელთა ოინებს.

 

წყარო:

ჟურნ. «Исторический вестник», 1903, № 2; გაზ. „ივერია“, 1903, 13 მარტი, № 58, გვ. 1.

პირთა ანოტაციები:

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე (1840-1908)

პუბლიცისტი, მთარმნელი, თეატრალური მოღვაწე. 1903 წლიდან იყო ,,კვალის” რედაქტორგამომცემელი.

 

 

 

 1903 8 მარტი

 

 

 

 

 

„არტისტული საზოგადოების“ დარბაზში გამართულ კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების კრებაზე კამათის საგანი ხდება, მიიღონ თუ არა ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხიდან შეგროვილი შემოწირულობა. საზოგადოების ზოგი წევრი მიიჩნევს, რომ ნარკვევი კავკასიის ხალხთა შორის ეროვნულ განხეთქილებას თესავს. კენჭისყრის შედეგად იღებენ დადგენილებას, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს საზოგადო კრებამ და არა გამგეობამ და კრება შემოწირულობაზე უარის თქმის წინააღმდეგია.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 10 მარტი, № 2092; გაზ. „ივერია“, 1903, 8 მარტი, № 54, გვ. 1.

 

 

 

 1903 8 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოუწერლად იბეჭდება მოწინავე, რომელშიც საუბარია კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვაზე წიგნის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულობად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. სტატიაში ნათქვამია, რომ ილია ჭავჭავაძის ნარკვევში არაფერია სომეხი ერის საწინააღმდეგო, მაგრამ მხილებულია ისტორიის ფალსიფიკატორები.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 8 მარტი, № 54, გვ. 1.

 

 

 

 1903 13 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ იბეჭდება ალექსანდრე ხატისოვის სტატია, რომელიც ცდილობს კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების გამგეობის გამართლებას ილია ჭავჭავაძის ნარკვევთან „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ დაკავშირებით. იგი ამბობს, ილია ჭავჭავაძის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვინც კი კარგი გვყავდა სომხებს, ყველა გაგვიკრიტიკა და ვინღა დაგვრჩაო.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 10 მარტი, № 2092; გაზ. „ივერია“, 1903, 8 მარტი, № 54, გვ. 1.

 

 

 

 1903 13 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ იბეჭდება ვრცელი ამონარიდები ჟურნალ „ისტორიჩესკი ვესტნიკში“ ილია ჭავჭავაძის ნარკვევზე „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ გამოქვეყნებული რეცენზიიდან.

 

წყარო:

ჟურნ. «Исторический вестник», 1903, № 2; გაზ. „ივერია“, 1903, 13 მარტი, № 58, გვ. 1.

 

 

 

 1903 14 მარტი

 

 

 

 

 

იღებს ლევან ჯანდიერის წერილს ბანკში შესატანი თანხისა და ვექსილის შესახებ.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 662.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

 

 

 

 1903 16 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიის“ სარედაქციო გვერდზე ხელმოწერით „ნაიბი“ აქვეყნებს სტატიას „ბ-ნ ალ. ხატისოვის ღაღადი“ („ამ თვის „13-ს „ნოვ. ობ“-ეს ფურცლებზე. ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 16 მარტი, № 61, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 561.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 727-728.

პირთა ანოტაციები:

ხატისოვი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე (1874-1945)

სომეხი სახელმწიფო მოღვაწე, ექიმი, განათლება მიიღო იტალიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში. 1900 წელს დაბრუნდა თბილისში. 1902 წლიდან იყო თბილისის საბჭოს ხმოსანი, ხოლო 1905 წლიდან - თვითმართველობის წევრი.

 

 

 

1903 21 მარტი

 

 

 

 

 

ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის რედაქციისაგან იღებს წერილს, რომელშიც სთხოვენ ავტობიოგრაფიული მონაცემების გაგზავნას.

 

წყარო:

პეტერბურგის რუსული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის (პუშკინის სახლი), ხელნაწერთა განყოფილება, ავტოგრაფი, ფონდი 377, საქმე 2882; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 24.

პირთა ანოტაციები:

ბროკჰაუზი ფრიდრიხ არნოლდი (1772-1823)

გერმანელი გამომცემელი, რომლის ენციკლოპედიური გამოცემაც საფუძვლად დაედო რუსეთში 1890-1907 წლებში ბროკჰაუზისა და ეფრონის გამოცემას.

ეფრონი ილია აბრამის ძე (1847-1917)

რუსი ტიფოგრაფი და გამომცემელი, სამეცნიერო ებრაულ გამოცემათა საზოგადოების წევრი.

 

 

 

 1903 25 მარტი

 

 

     

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ ფსევდონიმით „სიტყვა“ იბეჭდება სამსონ ფირცხალავას წერილი, რომელშიც იგი მხარს უჭერს კავკასიის სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების განზრახვას, უარი ეთქვათ ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსული თარგმანის გაყიდვით შემოსული თანხის შემოწირულობად მიღებაზე.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2107.

პირთა ანოტაციები:

ფირცხალავა სამსონ გიორგის ძე (1872-1352)

სოციალ-ფედერალისტთა პარტის ერთერთი დამფუძნებელი, პუბლიცისტი. პიესად გადააკეთა „ოთარაანთ ქვრივი“. წერდა ფსევდონიმებით: „სიტყვა“, „კალამი“ და სხვ.

 

 

 

 1903 30 მარტი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება სია თელავის მაზრის თავადაზნაურთა, რომელთაც აქვთ საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება. მათ შორის არის ილია ჭავჭავაძე.

 

წყარო:

გაზ.„ივერია“, 1903, № 72.

 

 

 

 1903 იანვრის მეორე ნახევარი- მარტი

 

 

 

 

 

ლუარსაბ ყიფიანი გაზეთ „ნოვოე ობოზრენიეში“ აქვეყნებს უარყოფით გამოხმაურებას ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილის მიერ შესრულებულ თარგმანზე.

 

წყარო:

გაზ. «Новое обозрение», 1903, № 6336, 6339, 6346, 6348, 6352.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი მიხეილ (მიშო) ქაიხოსროს ძე (!1846-1916)

რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთი მეთაური, პედაგოგი. წერდა ფსევდონიმებით: „იორდანე ტუსაღი“, „ტუსაღი“, „ზემო ქართლელი“, „ტ“-ი და სხვ.

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე (1840-1908)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. 1903 წლიდან იყო ,,კვალის” რედაქტორგამომცემელი.

 

 

 

 1903 17 მარტამდე

 

 

 

 

 

თბილისის სამეურნეო ბანკის წლიურ კრებაზე ირჩევენ სამეურნეო საზოგადოების წესდების 34-ე მუხლის ხელახლა შესამუშავებლად შექმნილი კომისიის წევრად.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 1 აპრილი, №2112, გვ.3.

 

 

 

 1903 2 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება სია დუშეთის მაზრის თავადაზნაურთა, რომელთაც აქვთ საზოგადო კრებაში მონაწილეობის უფლება. მათ შორის არის ილია ჭავჭავაძე.

 

წყარო:

გაზ.„ივერია“, 1903, № 74.

 

 

 

 1903 2 აპრილი

 

 

 

 

 

იღებს პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის დეპეშას, რომელშიც მადლობას უხდის მის წერილზე გაგზავნილი პასუხისთვის.

 

წყარო:

გაზ.„ივერია“, 1903, № 74.

 

 

 

 1903 3 აპრილი

 

 

 

 

 

ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონისთვის წერს ავტობიოგრაფიას.

 

წყარო:

პეტერბურგის რუსული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტის (პუშკინის სახლი), ხელნაწერთა განყოფილება, ავტოგრაფი, ფონდი 377, საქმე 2882; კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ასლი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 24; „ვესტნიკ გრუზიი“, № 1, „ი. გ. ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია“ (დაწერილია ბროკჰაუზეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის 1903 წ.); 1907, №, თბ., 11-17; ჟურნ. „განათლება“, № 1, „ი. გ. ჭავჭავაძის ავტობიოგრაფია“ (დაწერილია ბროკჰაუზ-ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონისათვის 1902 თუ 1903 წ.ელს), თბ., 1908, გვ. 17-22; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 225-232, 483-484.

პირთა ანოტაციები:

ბროკჰაუზი ფრიდრიხ არნოლდი (1772-1823)

გერმანელი გამომცემელი, რომლის ენციკლოპედიური გამოცემაც საფუძვლად დაედო რუსეთში 1890-1907 წლებში ბროკჰაუზისა და ეფრონის გამოცემას.

ეფრონი ილია აბრამის ძე (1847-1917)

რუსი ტიფოგრაფი და გამომცემელი, სამეცნიერო ებრაულ გამოცემათა საზოგადოების წევრი.

 

 

 

 1903 20 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „კვალში“ იბეჭდება ირაკლი წერეთლის წერილი „აკაკანებული მამულიშვილები“, რომელიც მიმართულია მეცხრამეტე საუკუნის სამოციანი წლების მოღვაწეების ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და სხვათა შეხედულებების წინააღმდეგ.

 

წყარო:

გაზ. „კვალი“, 1903, № 17.

პირთა ანოტაციები:

წერეთელი ირაკლი (კაკი) გიორგის ძე (1882-1959)

პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი, მენშევიკი, დროებითი მთავრობის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრი.

წერეთელი აკაკი როსტომის ძე (1840-1915)

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

 1903 20 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად ბეჭდავს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 20 აპრილი“ („მეოცე საუკუნე დადგა და ჩვენს ცხოვრებაში...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „თავადაზნაურული ცრუმორწმუნეობა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 20 აპრილი, № 86, გვ. 1.ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 16, 2017.

ატრიბუცია:

სტატია ილია ჭავჭავაძის თხზულებათა მე-16 ტომში დაბეჭდილია „სავარაუდონის“ განყოფილებაში. ატრიბუციის შესახებ იხ. იქვე და. ლ. ჭრელაშვილი, ჟურნ. „საქართველო“, 1998, № 1.

 

 

 

1903 24 აპრილამდე

 

 

 

 

 

საპასუხო წერილს უგზავნის ბათუმში გრიგოლ საყვარელიძეს. სწერს, რომ გაკვირვებულია უცნობი კაცის ასეთი კადნიერებით და უარს ეუბნება თანხის გადახდაზე.

 

წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 28818-3-ხ; გრ. საყვარელიძე, მოგონება, წიგნში: ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული. 1939, თბ., გვ. 404-405. მ. კვატაია, ილია ჭავჭავაძის პირადი წერილების დათარიღებისთვის. „ლიტერატურული ძიებანი“. 1989, № 3, გვ. 470-471; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 234-235, 486. დთარიღება: წერილს ვათარიღებთ მასზე გრიგოლ საყვარელიძის პასუხის დროის მიხედვით.

პირთა ანოტაციები:

საყვარელიძე გრიგოლ

ბათუმის რკინიგზის თანამშრომელი.

 

 

 

 1903 24 აპრილი

 

 

     

გრიგოლ საყვარელიძე უგზავნის კიდევ ერთ წერილს და წუხილს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ ილიამ არასწორად გაუგო.

 

წყარო:

გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, 28818-3-ხ.

პირთა ანოტაციები:

საყვარელიძე გრიგოლ

ბათუმის რკინიგზის თანამშრომელი.

 

 

 

 1903 27 აპრილი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ “Plebs”-ის ფსევდონიმით იბეჭდება ნიკო ხიზანიშვილის სტატია, რომლითაც იგი პასუხობს გაზეთ „ცნობის ფურცელში“ გამოქვეყნებულ უარყოფით გამოხმაურებას ილია ჭავჭავაძის ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ რუსულად თარგმნაზე. ხიზანიშვილი წერს, რომ ნიკოლოზ ალექსი-მესხიშვილმა ამ შესანიშნავი წიგნის თარგმნით კარგი საქმე გააკეთა, „ცნობის ფურცლის“ ავტორი კი სოლიდარობის სახელით მართლაც მტრობას აღვივებს ქართველებსა და სომხებს შორის. სტატიის ავტორის აზრით, ახალთაობას ეროვნული გზა და კვალი დაკარგული აქვს, სამშობლოსი აღარა სწამს და მის დროშას მხოლოდ „მარქსიზმი“ და „კოსმოპოლიტიზმი“ აწერია.

 

წყარო:

“Plebs” მასლაათი (მამებისა და შვილების გამო), გაზ. „ივერია“, 1903, № 91, გვ. 2-3.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

ალექსი-მესხიშვილი ნიკოლოზ იაკინთეს ძე (1840-1908)

პუბლიცისტი, მთარგმნელი, თეატრალური მოღვაწე. 1903 წლიდან იყო ,,კვალის” რედაქტორგამომცემელი.

 

 

 

 1903 27 აპრილი

 

 

 

 

 

იღებს პრინც ალექსანდრე ოლდენბურგის წერილს. აცნობებს, რომ აპირებს გაგრაში დაარსოს დაწყებითი სკოლა და სთხოვს რჩევას ამასთან დაკავშირებით.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 562.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

 

 

 

 1903 27 აპრილის შემდეგ

 

 

 

 

 

დეპეშას უგზავნის გიორგი ორბელიანს გაგრაში და წუხილით ატყობინებს, რომ თსს ბანკის საერთო კრებების დამთავრებამდე ვერ ჩავა აფხაზეთში პრინც ოლდენბურგთან შესახვედრად.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ავტოგრაფი, ილია ჭავჭავაძის ფონდი 430; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 160; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 224-225, 483.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 219.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი

 

 

 

 1903 30 აპრილი

 

 

 

 

 

ესწრება თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებას. მონაწილეობს კამათში ბანკის ანგარიშზე დაჩენილი მამულების მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობასთან და ორი დამატებითი დამფასებლის არჩევასთან დაკავშირებით.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 94, გვ. 3; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2138, 2139

 

 

 

 1903 2 მაისამდე

 

 

 

 

 

საპასუხო წერილს უგზავნის პრინც ალექსანდრ ოლდენბურგს. აღტაცებას გამოთქვამს ხალხის განათლებისადმი მის მიერ გამოჩენილი მზრუნველობის გამო. სთხოვს ნებართვას, რომ სათავადაზნაურო კრებას გააცნოს მისი გეგმები.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი № 564. მ. კვატაია, „ილია ჭავჭავაძის ეპისტოლური მემკვიდრეობა და შემოქმედებითი ევოლუცია“. თბ., 1989, გვ. 24-27; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 233, 484- 485.

დათარიღება:

წერილში თავადაზნაურობის კრების თარიღად დასახელებულია 2 მაისი.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

 

 

 

 1903 2 მაისი

 

 

 

 

 

თსს ბანკის რწმუნებულთა წლიურ კრებაზე კენჭისყრის გარეშე ირჩევენ გამგეობის თავმჯდომარედ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 95, გვ. 3; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2141.

 

 

 

 1903 2 მაისი

 

 

 

 

 

მის საპატივცემულოდ მართავენ წვეულებას და იღებენ ჯგუფურ ფოტოს.

 

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 32591, 32596.

ფოტო

ილია  ჭავჭავაძე ზის ცენტრში, პირველ რიგში.

 

 

 

 

 1903 2 მაისის შემდეგ

 

 

 

 

 

პრინცი ალექსანდრე ოლდენბურგი დეპეშით უხდის მადლობას გულისხმიერებისთვის და სწერს, რომ მისი მონაწილეობა ამ საქმეში წარმატების იმედს აძლევს.

 

წყარო:

გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე)“, ტ. 2, თბ., 1990, გვ. 224; გაზ. „ცნობის ფურცელი“ 1903, 10 მაისი, 2147, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

 

 

 

1903 3 მაისი

 

 

 

 

 

იღებს წერილს ანტონ ფურცელაძისგან. იგი იწონებს თსს ბანკის დამფასებელთა რაოდენობის მომატებას, რადგან საქმეს ძნელად აუდიოდნენ. მადლობას უხდის მისი ვაჟის დახმარებისთვის.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 613.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

 

 

 

 1903 4 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში იბეჭდება ოტო შმერ

[1]

ლინგის კარიკატურები სათავადაზნაურო ბანკის შესახებ. ილია ჭავჭავაძის გამოსახულებასთან ერთგან მიწერილია სიტყვები: „რა ვუყო ღმერთმანი, ამ ხალხს, გული მემდუღრება, გული...“, მეორეგან კი: „მამონას და პოეზიას – ორივეს ვუკმევ გუნდრუკსა!..“.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცლის“ სურათებიანი დამატება, 1903, № 115.

პირთა ანოტაციები:

შმერლინგი ოსკარ ივანეს ძე (1863-1938)

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი და კარიკატურისტი, ჟურნალ „კოღოს“ დამაარსებელი. თანამშრომლობდა პერიოდულ გამოცემებთან: „ფალანგა“ და „ეშმაკის მათრახი“.

 

 

 

 1903 5 მაისი

 

 

 

 

 

მონაწილეობს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაში.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2143, გვ. 3-4. გაზ. „ივერია“, 1903, № 97.

 

 

 

 1903 9 მაისი

 

 

 

 

 

თავადაზნაურობის კრებაზე განიხილავენ პრინც ოლდენბურგის მიერ ილია ჭავჭავაძისთვის გაგზავნილ წერილს. მასში საუბარია გაგრაში რეალური სასწავლებლის დაარსებასა ორწლიანი სამეურნეო და სატექნიკო კურსის გამართვაზე მათთვის, ვისაც უმაღლეს სასწავლებელში წასვლის საშუალება არა აქვს. საქმის გამოსარკვევად და პრინცისთვის მადლობის გადასახდელად ირჩევენ კომისიას ილია ჭავჭავაძის თავმჯდომარეობით.

 

წყარო:

„ცნობის ფურცელი“ 1903, 10 მაისი № 247, გვ. 2 ტიფლისკი ლისტოკი 1903, № 9, კავკაზი, 10 მაისი 1903, № 122.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

 

 

 

 1903 9 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „ნაიბი“ აქვეყნებს მოწინავეს „კუდაბზიკობის მოსარჩლე“ („ამას წინად ჩვენმა გაზეთმა (იხ. „ივერია“ № 86) აღნიშნა...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 9 მაისი, № 100, გვ. 3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 565.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 728-729.

 

 

 

 1903 9 მაისის შემდეგ

 

 

 

 

 

პრინც ალექსანდრე ოლდენბურგს წერილით აცნობებს, რომ გუბერნიის თავადაზნაურთა კრებამ აირჩია კომისია მისთვის მადლობის გამოსაცხადებლად და მის მიერ წამოწყებული მამულიშვილური საქმის განხორციელებაში ხელშესაწყობად.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის ფონდი № 564. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 233-234, 485;

დათარიღება:

დეპუტაცია აირჩიეს 9 მაისს. იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 219.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

 

 

 

 1903 11 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმული სიტყვა.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 2150.

 

 

 

 1903 11 მაისი

 

 

 

 

 

თავადაზნაურობის კრებაზე ფეხზე ადგომით უხდიან მადლობას 30 წლის განმავლობაში სათავადაზნაურო ბანკის მუშაობის ისე წარმართვისათვის, რომ ეს დაწესებულება ახერხებს არაერთი მამულიშვილური და საქველმოქმედო საქმის გაძღოლას. კრების დასასრულს ილია ჭავჭავაძე ამბობს სამადლობელ სიტყვას.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 2150, 13 მაისი, გვ. 4.

 

 

 

 1903 12 მაისი

 

 

 

 

 

თავადაზნაურობის კრებაზე ირჩევენ საშუალო სამეურნეო სასწავლებლის დასაარსებლად შექმნილ კომისიაში.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 2151, 14 მაისი, გვ. 3.

 

 

 

 1903 13 მაისამდე

 

 

 

 

 

ესწრება მოლდოვის ქალაქ ტირასპოლის კათოლიკეთა ეპისკოპოს ედუარდო როპპის მიერ თბილისში გამართულ დარბაზობას.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 102, გვ. 1.

 

 

 

1903 13 მაისი

 

 

 

 

 

მიემგზავრება ქუთაისში ადგილობრივ თავადაზნაურობასთან თბილისის მაზრის თავადაზნაურობის მიერ წამოჭრილ ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 2152, გვ. 2-3.

 

 

 

 1903 13 მაისი

 

 

 

 

 

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა კრებაზე თელავის მაზრიდან ირჩევენ თავადაზნაურთა რწმუნებულად, ხოლო დუშეთის მაზრიდან – თავადაზნაურთა დეპუტატად.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 17 მაისი, № 2153, გვ. 3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 234, 486-487.

დათარიღება:

კრება, რომელზეც ეს დეპეშა წაიკითხეს, ჩატარდა 14 მაისს.

 

 

 

 1903 14 მაისამდე

 

 

 

 

 

ქუთაისის გუბერნიის თავადაზნაურთა საერთო კრებას დეპეშით აცნობებს თბილისის თავადაზნაურთა კრებაზე მიღებულ ორ მნიშვნელოვან დადგენილებას: ხელისუფლების მიერ ნაბოძები ფული მოხმარდეს საშუალო სამეურნეო სასწავლებლის დაარსებას, თბილისისა და ქუთაისის ბანკების შეერთების პირობები კი შემუშავდეს საგანგებო კომისიის მიერ ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“ 1903, 19 მაისი, .№ 106 (დამატებითი ფურცლები).

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

 1903 19 მაისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ქვეყნდება თბილისის სათავადაზნაურო ბანკის მიერ გადასახადის შეუტანლობისათვის გასაყიდად გატანილი მამულების სია. განცხადებაში დასახელებულთა შორის არიან ილია და ოლღა ჭავჭავაძეები.

 

წყარო:

გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე)“, ტ. 2, თბ., 1990, გვ. 226; გაზ. „ივერია“, 1903, 19 მაისი, № 106.

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი ალექსანდრე ესტატეს ძე

ილია ჭავჭავაძის დის, ელიაბედ ჭავჭავაძის მაზლი.

 

 

 

 1903 19 მაისი

 

 

 

 

 

მიემგზავრება გაგრაში. დელეგაციაში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, არიან თბილისის მაზრის თავადაზნაურთა ყოფილი წინამძღოლი ალექსანდრე ორბელიანი, სიღნაღის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი დიმიტრი ჩოლოყაშვილი და სხვები.

 

წყარო:

გურამ შარაძე, „ილია ჭავჭავაძე (ცხოვრება, მოღვაწეობა, შემოქმედება - ფოტომატიანე)“, ტ. 2, თბ., 1990, გვ. 226.

 

 

 

 1903 19 მაისის შემდეგ

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძე და დელეგაციის სხვა წევრები გემით ჩადიან გაგრაში. ადგილობრივები მათ ზარბაზნების ზალპით ეგებებიან. სტუმრები გაგრაში სამ დღეს რჩებიან. უკანა გზაზე მათ ისევ ისეთი პატივით აცილებენ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“ 1903, 19 მაისი, .№ 106 (დამატებითი ფურცლები).

პირთა ანოტაციები:

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

 1903 24 მაისი

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძე და დელეგაციის სხვა წევრები გაგრიდან ჩადიან სოხუმში პრინც ალექსანდრე ოლდენბურგთან.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 4 ივნისი, № 118, გვ. 3.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

 

 

 

 1903 24 მაისი

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძე და დელეგაციის სხვა წევრები სოხუმთან, ბესლეთის ხიდის ფონზე იღებენ ფოტოს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 4 ივნისი, № 118, გვ. 3.

 

 

 

 1903 24 მაისი

 

 

 

 

 

ილია ჭავჭავაძეს და დელეგაციის სხვა წევრებს შერვაშიძეთა ბაღში უმართავენ დიდ წვეულებას. ნადიმს ესწრება ამ დროს სოხუმში მყოფი ქართული დრამატული დასი. ილია ჭავჭავაძე მისასალმებელ სიტყვაში საუბრობს მშობლიური მიწა-წყლის გაფრთხილების აუცილებლობაზე. სოხუმელები სთხოვენ ქშწ

[1]

კგ საზოგადოებასთან შუამდგომლობას მათ ქალაქში ქართული სკოლის დასაარსებლად. უღებენ ფოტოს საზოგადოებასთან ერთად. ხელში აყვანილი მიჰყავთ ეტლამდე და სიმღერით აცილებენ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 118, გვ. 1-3; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 451; თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 24-25; გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმი, № 4529-i; საქართველოს ეროვნული მუზეუმი, 0-42388.

ფოტო

ჯგუფური ფოტო და ფრაგმენტი.

ცენტრში:

ილია ჭავჭავაძე;

მარცხნივ:

ჩოლოყაშვილი დიმიტრი

სიღნაღის თავადაზნაურობის მარშალი

შარვაშიძე ივანე

საფაროვა-აბაშიძისა მაკო (მარიამ) მიხეილის ას (1860-1940)

მსახიობი და მთარგმნელი.

 მარჯვნივ:

ორბელიანი (ჯამბაკურიანი) ალექსანდრე (სანდრო) ესტატეს ძე (1835-1837)

თავადი. შტაბსკაპიტანი, ილია ჭავჭავაძის დის, ელისაბედის მაზლი (პირველი ქმრის ძმა). თბილისის თავადაზნაურობის მარშალი 

გაბუნია ნატო (ნატალია) მერაბის ასული (1859-1910)

მსახიობი, დრამატურგ ავქსენტი ცაგარლის მეუღლე, მოღვაწეობდა გორსა და თბილისში.

აბაშიძე ვასო (ვასილ) ალექსის ძე (1854-1926)

მსახიობი, დრამატურგი, რეჟისორი, მთარგმნელი, რეალისტური აქტიორული სკოლის ფუძემდებელი.

ილია ჭავჭავაძის უკან:

შარვაშიძე ალექსანდრე

სოხუმის ქალაქისთავი

მარცხნივ:

ჩიჩუა-მიქელაძე ნინო

მარჯვნიდან მეორე:

 ჩიჩუა-ანჩაბაძე  მელიკო

მეექვსე

სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)

მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა

მეშვიდე

 გეგია-თურქია თეკლე

პირველ რიგში:

ლოლუა ძუკუ

 ლოტბარი

მომღერლების გუნდი.

 

 

 

1903 25 მაისი

   
     

ილია ჭავჭავაძე და დელეგაციის სხვა წევრები სოხუმიდან გემით მიემგზავრებიან ფოთისკენ.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 4 ივნისი, № 118, გვ. 3; თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 27.

 

 

 

 1903 1 ივნისი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც განიხილება განვლილი წლის ანგარიში, ხდება კორექტივების შეტანა და დამტკიცება. გამგეობის წევრად ირჩევენ ვახტანგ მუსხელიშვილს.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 848, გვ. 4.

პირთა ანოტაციები:

მუსხელიშვილი ვახტანგ სოლომონის ძე (1869-1933)

ოფთალმოლოგი. მუშაობდა ამიერკავკასიის რინიგზის საავადმყოფოში, ხელმძღვანელობდა კათედრას თსუ-ში.

 

 

 

 1903 8 ივნისი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების სხდომას, რომელზეც ხდება საზოგადოების წევრთა სიის გადამოწმება და ახალი წევრების მიღება. განიხილავენ წინადადებას, რომ იმ წევრებს, რომლებიც არ იხდიან საწევრო გადასახადს, არ მიეცეთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება. თანხმდებიან, რომ საზოგადოებამ წინასწარ შეამოწმოს ხოლმე წევრობის კანდიდატთა სია.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, ფ. 481, აღწ.1, № 848, გვ.3.

 

 

 

 1903 10 ივნისი

 

 

 

 

 

თავმჯდომარეობს ქშწ-კგ საზოგადოების წლიურ კრებას, რომელზეც იღებენ დადგენილებას, შუამდგომლობა აღძრან სამოსწავლო ოლქის მზრუნველის წინაშე სოხუმში სასწავლებლის გახსნასთან დაკავშირებით.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, N2178, გვ. 2.

 

 

 

 1903 13 ივნისი

 

 

 

 

 

იღებს ბერლინში სამკურნალოდ წასული ანტონ ფურცელაძის წერილს, რომელშიც აცნობებს, რომ ვარშავაში ჩასვლისას გაძარცვეს და უფულოდ დარჩა. სთხოვს ორი თვის ხელფასის წინასწარ გაგზავნას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 614.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

 

 

 

 1903 17 ივნისი

 

 

 

 

 

შემფასებელი კომისიის წევრი ლევან ჩერქეზიშვილი ადგენს ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების შეფასების აქტს. დოკუმენტის მიხედვით ქონების ღირებულება შეადგენს 22800 მანეთს.

 

წყარო:

ი. გორგაძე, ნ. გურგენიძე, ილია ჭავჭავაძე, ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 1987, გვ. 327.

პირთა ანოტაციები:

ჩერქეზიშვილი ლევან ლევანის ძე (1852-1930)

კავკასიის სამეურნეო საზოგადოების წევრი, თსს ბანკის საბჭოს და დამფასებელი კომისიის წევრი. ილია ჭავჭავაძისა და ვანო მაჩაბლის მიერ თარგმნილი „მეფე ლირი“ ხელით გადაწერა.

 

 

 

 1903 28 ივნისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „ფ. ტვირთმძიმელის“ ფსევდონიმით იბეჭდება სტატია „ვითომ სამეცნიერო კრიტიკა“. მასში ლუარსაბ ყიფიანის მიერ „ნოვოე ობოზრენიეში“ გამოქვეყნებული კრიტიკა ნარკვევის „სომეხთა მეცნიერნი და ქვათა ღაღადი“ წინააღმდეგ შეფასებულია როგორც ფუნდამენტურ გამოკვლევასთან რიტორი

[1]

კული შეკითხვებით დაპირისპირების „სუსტი მცდელობა“ და ნათქვამია, რომ კრიტიკის ავტორმა ვერ გააბათილა ილია ჭავჭავაძის ვერცერთი არგუმენტი.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 139, გვ. 2.

პირთა ანოტაციები:

ყიფიანი ლუარსაბ ქაიხოსროს ძე (1852-1930)

დიმიტრი ყიფიანის ძმისწული, სურამის ბიბლიოთეკის დამაარსებელი.

 

 

 

 1903 7 ივლისი

 

 

 

 

 

იღებს ალექსანდრე ოლდენბურგის წერილს. პრინცი მადლობას უხდის არტურ ლაისტის მიერ გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნის „ქართველი პოეტები“ გაგზავნისთვის. კრებულში შედის ილია ჭავჭავაძის თხზულებათა თარგმანებიც.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 563.

პირთა ანოტაციები:

ოლდენბურგელი ალექსანდრე პეტრეს ძე (1844-1932)

რუსეთის ინფანტერიის გენერალი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგში ექსპერიმენტული მედიცინის ინსტიტუტისა და საქართველოში კურორტ გაგრის დამაარსებელი.

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

 

 

 

 1903 9 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 9 ივლისი“ („უსიამოვნო ამბავი მოგვიტანა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „სამწუხარო ცნობა“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 9 ივლისი, № 148, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 570.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 729.

 

 

 

1903 11 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს დასაწყისს ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („უეჭველია, ყველამ უწყის...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 11 ივლისი, № 149, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 575.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 730-731.

 

 

 

 1903 18 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ უსათაუროდ და ხელმოუწერლად აქვეყნებს მოწინავეს თარიღით „ტფილისი, 18 ივლისი“ („ქართული საეკკლესიო გალობა...“). მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ძვირფასი განძი“.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 18 ივლისი, № 152, გვ. 1; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 573.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 729-730.

 

 

 

 1903 20 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ეხლა თვალი გადავავლოთ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 20 ივლისი, № 154, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 578.

 

 

 

 1903 25 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთის საშუალებით მადლობას უხდის ყველას, ვინც წერილებითა და დეპეშებით მიულოცა სახელობის დღე.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 25 ივლისი, № 157, გვ. 1; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 234, 486.

 

 

 

 1903 27 ივლისი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ჩვენ სამართლიანად გვისაყვედურეს...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 27 ივლისი, № 159, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 582.

 

 

 

 1903 აგვისტომდე

 

 

 

 

 

საგურამოში ეტლით მიმავალი ილია არაგვის პირას, ყვავის ეკლესიასთან ჩერ]დება და სადილობს გლეხებთან ერთად, რომლებიც მკის შემდეგ ისვენებენ.

 

წყარო:

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, შწ. 1030, გვ. 8.

 

 

 

 1903 1 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს გაგრძელებას ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ჩვენის უკანასკნელის წერილის შემდეგ...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 1 აგვისტო, № 163, გვ. 1-2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 586.

 

 

 

 1903 6 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ ბეჭდავს დასასრულს ვრცელი სტატიისა „ქართული თეატრი და მისი რეჟისურა“ („ჩვენს ორს წინა წერილში...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 6 აგვისტო, № 167, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 591.

 

 

 

 1903 6 აგვისტო

 

 

 

 

 

პეტერბურგიდან იღებს ანტონ ფურცელაძის ბარათს. სწერს, რომ ბერლინში მკურნალობის შემდეგ უკეთ არის, მაგრამ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა. აგრეთვე ატყობინებს, რომ ერთ იქაურ ბანკირს შეუსყიდია თსს ბანკის გირავნობის ფურცლები და მათ განაღდებასთან დაკავშირებით რაღაც პრეტენზიით მიუმართავს თსს ბანკისთვის. სთხოვს, გაეცნოს ამ კაცის წერილს და დროულად გამოეხმაუროს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 615.

პირთა ანოტაციები:

ფურცელაძე ანტონ ნიკოლოზის ძე (1839-1913)

მწერალი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე. მუშაობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ ზუგდიდში. მოღვაწეობდა „ცისკარში“, „მნათობში“, „გუთნის დედასა“ და სხვა ჟურნალებში.

 

 

 

1903 12 აგვისტო

 

 

 

 

 

ქვეყნდება ცნობა, რომ ქართველთა გამომცემელ ამხანაგობას განზრახული აქვს ილია ჭავჭავაძის პუბლიცისტური წერილების გამოცემა.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2234.

 

 

 

 1903 13 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „სცენის მოყვარე“ აქვეყნებს სტატიას „წლიურად შენახვა ქართული დასისა“ („შარშან ქართულ დრამატულ საზოგადოების...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 13 აგვისტო, № 172, გვ. 2; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 597.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 731.

 

 

 

 1903 13 აგვისტო

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ „ვარ-ნელის“ ფსევდონიმით იბეჭდება იაკობ გოგებაშვილის კორესპონდენცია ბორჯომიდან. მასში ანონიმურად არის საუბარი საზოგადო მოღვაწეზე, რომელმაც იქ დასასვენებლად ყოფნისას დაიზიანა თვალი. მკურნალობის შედეგად ავადმყოფი სრულად განიკურნა, მაგრამ, მისივე თქმით, დარჩა ერთი საწუხარი. რამდენადაც 20 ივლისს ავად იყო, სახელობის დღე ვერ მიულოცა მისთვის უაღრესად პატივსაცემ ადამიანს, ილია ჭავჭავაძეს.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, № 172, გვ. 1-2.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

 

 

 

 1903 24 აგვისტო

 

 

 

 

 

დურგალთა ამხანაგობა „შრომის“ წევრთა საერთო კრებაზე ირჩევენ ამ ამხანაგობის წევრად.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 27 აგვ., № 2248.

 

 

 

 1903 ივლისი – აგვისტო

 

 

     

საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა პარტიის თბილისის კომიტეტის დავალებით საგურამოში აკითხავენ ვალერიან გუნია, პეტრე ყიფიანი და თედო სახოკია. სთხოვენ დავით სარაჯიშვილთან შუამდგომლობას ფედერალისტთა პარტიის დასაფინანსებლად. ილია ჭავჭავაძეს მოსწონს ავტონომიის აზრი, მაგრამ მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება პარტიის სათავეში და შეძლებს თუ არა ამ მძიმე საქმის გაძღოლას.

 

წყარო:

თ. სახოკია, ჩემი საუკუნის ადამიანები, 1984, გვ. 27-28.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

ყიფიანი პეტრე იოსების ძე

ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის პედაგოგი, ფედერალისტთა პარტიის წევრი, საზოგადო მოღვაწე.

სახოკია თედო ტიმოთეს ძე (1868-1956)

მწერალი, ლექსიკოგრაფი, მთარგმნელი. თანამშრომლობდა „ივერიასთან“, იყო საფრანგეთში გამომავალ გაზეთ „საქართველოს“ თანარედაქტორი. 1908 წელს ციმბირში გადაასახლეს და მხოლოდ 8 წლის შემდეგ დაბრუნდა.

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911)

მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

 

 

 

 1903 13 სექტემბერი

 

 

 

 

 

თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი დავით მელიქიშვილი წერილობით სთხოვს, დაესწროს თავადაზნაურთა წინამძღოლებისა და დეპუტატთა საკრებულოს სხდომას, რომელზეც განიხილავენ სათავადაზნაურო დაწესებულების მშენებლობის პროექტებს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 25 (266).

პირთა ანოტაციები:

მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე (1856-1909)

თბილისის გუბერნიის მარშალი, იმპერატორის კარის ეგერმაისტერი, ოლღა გურამიშვილ-ჭავჭავაძის სიძე, დისშვილის – რუსუდან სტაროსელსკაიას მეუღლე.

 

 

 

 1903 15 სექტემბერი

 

 

 

 

 

იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს. ადრესანტი თავს იმართლებს იმის გამო, რომ მისთვის დაუკითხავად გაყიდა ქვევრები.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480.

პირთა ანოტაციები:

გოგინაშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში.

 

 

 

 1903 24 სექტემბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ივერიაში“ ხელმოწერით „დედის ერთა იოთამი“ აქვეყნებს სტატიას „სალიტერატურო პრემია „შურდულის“ რედაქციისა“ („მე, ქვემორე ხელის მომწერი...“). ტექსტი ილია ჭავჭავაძის სახელით პირველად დაიბეჭდა მწერლის თხზულებათა ოცტომეულში.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 24 სექტემბერი, № 204, გვ. 2-3; ლ. ჭრელაშვილი, ილია ჭავჭავაძის უცნობი ნაწერები 1900-იან წლებში, ილიას კრებული, II, თსუ, 2004; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 601.

ატრიბუცია:

სტატია დაიბეჭდა „სავარაუდო“ თხზულებათა ტომში. ატრიბუციის არგუმენტირება მოცემულია იქვე; იხ. ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 15, 2007, გვ. 622, 711, 731-732.

 

 

 

 1903 25 სექტემბერი

 

 

 

 

 

თავის დას – ელისაბედს უხდის ვალის ნაწილს - 300 მანეთს.

 

 

 

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 692.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე (ჭავჭავაძე-ჯამბაკურ-ორბელიანისა, ჭავჭავაძე-საგინაშვილისა) ელისაბედ (ლიზა) გრიგოლის ასული (1840-1925)

ილია ჭავჭავაძის უმცროსი და.

1903 6 ოქტომბერი

 

 

 

 

 

პეტერბურგში გამართულ ხილეულის პირველ გამოფენა-ბაზრობაზე ილია ჭავჭავაძის საკონსერვო ფირმა „ანკარას“ პროდუქცია ჯილდოვდება ოქროს მედლით.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2292). თ. ღლონტი, ილია ჭავჭავაძე და სოფლის მეურნეობა, თბ., 1988, გვ. 102.

 

 

 

 1903 14 ოქტომბერი

 

 

 

 

 

გაზეთ „ცნობის ფურცელში“ იბეჭდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგურამოში, ილია ჭავჭავაძის ბაღში ქართული საწარმოო ფირმა „ანკარა“ ამზადებს კონსერვებსა და ხმელ ხილს.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, № 2292.

 

 

 

 1903 20 ოქტობერი

 

 

 

 

 

ადგენს პირობის წერილს, რომლის თანახმად, მოჯამაგირედ აჰყავს დუშეთის მაზრის სოფელ საგურამოს მცხოვრები სანდრო უნდილაშვილი. დოკუმენტში პუნქტების სახით არის ჩამოყალიბებული მოჯამაგირის უფლება [1] მოვალეობები.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 676.

პირთა ანოტაციები:

უნდილაშვილი სანდრო

დამატებითი ცნობები პიროვნების შესახებ არ მოგვეპოვება.

 

 

 

 1903 24 ოქტომბრამდე

 

 

 

 

 

ნიშნავენ თბილისის ოლქის საპატიო მოსამართლედ.

 

წყარო:

გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 24 ოქტ., № 2302.

დათარიღება:

ინფორმაცია ამის შესახებ დაიბეჭდა 24 ოქტომბერს.

 1903 27 ოქტომბერი

 

 

     

 მამუკა ჭავჭავაძე უძღვნის ლექსს:

 

„Уж сколько лет я приучился,

Тебя стихами поздравлять,

Но князь Георгий отлучился,

И завещал мне продолжать...“.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქივი № 72.

პირთა ანოტაციები:

ჭავჭავაძე მამუკა (მაკარ) რამაზის (რომანის) ძე (1836-1916)

მონაწილეობდა სევასტოპოლის დაცვაში. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ იყო სამოქალაქო მრჩეველი და საბაჟოს მოხელე.

 

 

 

 1903 ოქტომბერი

 

 

 

 

 

სტუმრად არის დავით სარაჯიშვილთან ბარონ დე-ბაის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე.

 

წყარო:

გაზ. „ივერია“, 1903, 9 ოქტ., № 215; გაზ. „ცნობის ფურცელი“, 1903, 24 ოქტ., № 2302.

პირთა ანოტაციები:

სარაჯიშვილი დავით ზაქარიას ძე- (1848-1911)

მეწარმე და მეცენატი, ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი. განათლება მიიღო პეტერბურგის, მიუნხენისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1885 წელს თბილისში ააგო კონიაკის დასაძველებელი საწყობი.

ბარონ დე ბაი ამურ ოგიუსტ ლუი ჟოზეფ ბერტელო (1853-1931)

ცნობილი ფრანგი არქეოლოგი, ავტორი წიგნისა „პრეისტორიული არქეოლოგია“. 1897 წელს დაინტერესდა საქართველოთი და არაერთი ნაშრომი გამოაქვეყნა ჩვენი ქვეყნის შესაახებ.

 

 

 

 1903 2 ნოემბერი

 

 

 

 

 

სადილად იწვევს ნიკო ხიზანიშვილს მნიშვნელოვან საკითხზე შესათანხმებლად.

 

წყარო:

გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, ავტოგრაფი № 17 606; ი. ჭავჭავაძე, წერილები (ი. ბოცვაძის რედ.), სოხუმი, 1949, გვ. 93-94; ი. ჭავჭავაძე, თსკ ათ ტომად, X, 1961, გვ. 90; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 17, 2012, გვ. 144, 435.

დათარიღება:

იხ. „ტექსტოლოგიური კვლევები ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანისთვის“, თბ., 2016, გვ. 219-220.

პირთა ანოტაციები:

ხიზანიშვილი ნიკოლოზ თადეოზის ძე (1851-1906)

იურისტი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, ლიტერატურის კრიტიკოსი. განათლება მიიღო ნოვოროსიის უნივერსიტეტში, მუშაობდა საქართველოს სხვადასხვა მაზრებში. ბოლოს იყო თბილისის მომრიგებელი მოსამართლის მოადგილე, თანამშრომლობდა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებთან.

 

 

 

 1903 27 ნოემბერი

 

 

 

 

 

ბორის ესაძე წარწერით უძღვნის კრებულს „მთელი კავკასია, ილუსტრირებული საცნობარო-ლიტერატურული კრებული“.

 

წყარო:

„Весь Кавказ“, Иллюстрированный справочно-литературный сборник. Тфл., 1903.

პირთა ანოტაციები:

ესაძე ბორის სპირიდონის ძე (1870-1914)

ისტორიკოსი, ჟურნალისტი, სამხედრო პირი.

 

 

 

 1903 2 დეკემბერი

 

 

 

 

 

პოეტი და ჟურნალისტი ვასილი ველიჩკო წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „არაბესკები“. მასში შესულია ილია ჭავჭავაძის ლექსების: „უსულდგმულო ცხოვრება“, „იანიჩარი“, „წუხილი“, „გუთნისდედა“ ველიჩკოსეული თარგმანები და ილია ჭავჭავაძისადმი მიძღვნილი მისივე ლექსი.

 

წყარო:

Арабески, новыя стихотворения, с портретом автора В. Л. Величко, СанктПетербург, 1903.

პირთა ანოტაციები:

ველიჩკო ვასილ ლვოვის ძე (1860-1903)

პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. რედაქტორი გაზეთებისა „კავკაზ“ (1897-დან), „რუსსკი ვესტნიკ“ (1901-დან).

 

 

 

 1903 6 დეკემბერი

 

 

 

 

 

ქვეყნდება ინფორმაცია, რომ ილია ჭავჭავაძეს განზრახული აქვს ქართულად თარგმნოს ალექსანდრე სუმბათაშვილის დრამა „ღალატი“.

 

წყარო:

კიტა აბაშიძე, „ღალატი“ ტრაგედია თ. სუმბათაშვილისა, ჟურნ. „მოამბე“, 1904, № 5, განყ. 2, გვ. 51-69.

პირთა ანოტაციები:

სუმბათაშვილ-იუჟინი ალექსანდრე ივანეს ძე (1857-1927)

რუსი დრამატურგი, მსახიობი. საქართველოში თამაშობდა „სოლცევის“ ფსევდონიმით.

 

 

 

 1903 7 დეკემბერი

 

 

     

იღებს წერილს ლევან ჯანდიერისგან, რომელიც მისი ვექსილის საფუძველზე აცნობებს ბანკში შესატანი თანხის ოდენობას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 663.

პირთა ანოტაციები:

ჯანდიერი (ჯანდიერაშვილი) ლევან გიორგის ძე (1840-1918)

კახელი მემამულე, ილია ჭავჭავაძის ახლო მეგობარი. სხვადასხვა დროს თიანეთისა და თბილისის მაზრების უფროსი.

 

 

 

1903 30 დეკემბერი

 

 

     

ლევან გორდელაძე ღია ბარათით ულოცავს დამდეგ ახალ წელს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 483.

პირთა ანოტაციები:

გორდელაძე ლევან მამუკას (გიორგის) ძე (გარდ.1919 წ. შემდ.)

ქშწ-კგ საზოგადოების წევრი.

 

 

 

 1898- 1903

 

 

     

იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის ბარათს, რომელშიც სწერს მოსავლის შესახებ და სთოვს, რომ ყვარელში გავრცელებული ციებ-ცხელების გამო გაუგზავნოს ათი მანეთი.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480.

დათარიღება:

მოურავი გიორგი გიგინაშვილი იხსენიება 1898-1903 წლის წერილებში. 1904 წლიდან ყვარლის მოურავი უკვე არის ნოშრევან ჯაფარიძე.

პირთა ანოტაციები:

გოგინაშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში.

 

 

 

 1898- 1903

 

 

     

იღებს ყვარლის მოურავ გიორგი გიგინაშვილის წერილს სამეურნეო-საოჯახო საკითხებთან დაკავშირებით.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის არქ. № 480.

დათარიღება:

მოურავი გიორგი გიგინაშვილი იხსენიება 1898-1903 წლის წერილებში. 1904 წლიდან ყვარლის მოურავი უკვე არის ნოშრევან ჯაფარიძე.

პირთა ანოტაციები:

გოგინაშვილი გიორგი

ილია ჭავჭავაძის ყვარლის კარ-მიდამოს მოურავი 1893-1898 წლებში.

 

 

 

 1903

 

 

ნაძალადევში ბიბლიოთეკის გახსნაზე მისულს სოციალ-დამოკრატები უწყობენ დაპირისპირებას და ცდილობენ ხალხის წაქეზებას მის წინააღმდეგ.

 

წყარო:

ვახტანგ გურული, ილია ჭავჭავაძე რევოლუციიდან მომდინარე საფრთხის თაობაზე, ილია ჭავჭავაძე და ქართული ეროვნული ცნობიერება, ვ. გურული, თ. წითლანაძე, გ. ქავთარაძე, ბ. შურღაია, თბ., 2009, გვ. 88-94.

 

 

 

 1903

 

 

     

 ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიაში იბეჭდება მისი ავტობიოგრაფია.

 

წყარო:

Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона, 1903, т. 38, ст.359; ი. ჭავჭავაძე, თსკ ოც ტომად, ტ. 14, 2007, გვ. 527-528.

პირთა ანოტაციები:

ბროკჰაუზი ფრიდრიხ არნოლდი (1772-1823)

გერმანელი გამომცემელი, რომლის ენციკლოპედიური გამოცემაც საფუძვლად დაედო რუსეთში 1890-1907 წლებში ბროკჰაუზისა და ეფრონის გამოცემას.

ეფრონი ილია აბრამის ძე (1847-1917)

რუსი ტიფოგრაფი და გამომცემელი, სამეცნიერო ებრაულ გამოცემათა საზოგადოების წევრი.

 

 

 

 1903

 

 

     

ბათუმიდან იღებს მისთვის უცნობი პიროვნების – გრიგოლ საყვარელიძის წერილს. ადრესანტი ითხოვს ბათუმში ილია ჭავჭავაძის სასარგებლოდ დანიშნული ლიტერატურული საღამოს ორი ბილეთის საფასურს.

 

წყარო:

გრ. საყვარელიძე, მოგონება, წიგნში: ი. ჭავჭავაძე, საიუბილეო კრებული. 1939, თბ., გვ. 404-405.

პირთა ანოტაციები:

საყვარელიძე გრიგოლ

ბათუმის რკინიგზის თანამშრომელი.

 

 

 

 1903

 

 

თბილისში განმეორებით იბეჭდება კრებული „პატარა ჩანგი“, რომელშიც შესულია მისი ლექსები „გახსოვს, ტურფავ...“ და „კითხვა -პასუხი“

 

წყარო:

„პატარა ჩანგი“, მეორე გამოცემა ი. იმედაშვილისა, (სტამბა ძმები თავართქილაძეებისა), ტფილისი, 1903, გვ. 4, 32.

 

 

 

 1903

 

 

     

წიგნში „გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე“ იბეჭდება ილია ჭავჭავაძის მიერ მღვდელმთავრისადმი წარმოთქმული სიტყვა.

 

წყარო:

გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი ყოვლად სამღვდელო ალექსანდრე, ტფ., 1903.

პირთა ანოტაციები:

ალექსანდრე ეპისკოპოსი (ოქროპირიძე ალექსი დავითის ძე) (1824-1907)

ცნობილი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე. სხვადასხვა დროს იყო აფხაზეთის არქიმანდრიტი, ქართლ-კახეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი.

 

 

 

 1903

 

 

     

დრეზდენში გამოდის არტურ ლაისტის წიგნი „საქართველოს გული“, რომელშიც იბეჭდება ილია ჭავჭავაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მოკლე დახასიათება და გერმანული თარგმანები ლექსებისა: „გაზაფხული“, „პოეტი“, „კითხვა-პასუხი“ და ნაწყვეტებისა პოემებიდან სათაურებით: „არაგვს“, „მყინვარს“, „შემოღამება ალაზანზე“.

 

წყარო:

Arthur Leist, Arthur Leist, Dresden, 1903.

პირთა ანოტაციები:

ლაისტი არტურ (1852-1927)

გერმანელი მწერალი, პუბლიცისტი, მთარგმნელი. შეისწავლა ქართული ენა, და აქვეყნებდა საქართველოსთან დაკავშირებულ სტატიებს. თბილისში დააარსა გერმანული გაზეთი “Kaukazishe post”.

 

 

 

 1903

 

 

     

მისი ხელმოწერით ცალკე წიგნად გამოდის ქშწ-კგ საზოგადოების ანგარიში.

 

წყარო:

„ანგარიში ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლის საზოგადოების მოქმედებისა 1902 წ. წელიწადი მეოცდაოთხე“, ტფ., 1903.

 

 

 

 1903

 

 

     

იაკობ გოგებაშვილი მას და მის მეუღლეს წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „როგორ გავაუმჯობესოთ კავკასიის სახალხო სკოლები“.

 

წყარო:

Как улучшить кавказскую народную школу. Тфл., 1903.

პირთა ანოტაციები:

გოგებაშვილი იაკობ (1840-1912)

მწერალი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

გურამიშვილი-ჭავჭავაძისა ოლღა თადეოზის ასული (1842-1927)

საზოგადო მოღვაწე, ქართველთა  შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტისა და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებების წევრი, ქველმოქმედი.

 

 

 

 1903

 

 

     

ვალერიან გუნია წარწერით უძღვნის მის მიერ გამოცემულ „საქართველოს კალენდარს“.

 

წყარო:

„საქართველოს კალენდარი“ 1904 წ., ვალ. გუნიასი, ტფ., 1903.

პირთა ანოტაციები:

გუნია ვალერიან ლევანის ძე (1862-1938)

მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრალური მოღვაწე.

 

 

 

 1903

 

 

     

ზაქარია ჭიჭინაძე წარწერით უძღვნის საკუთარ წიგნს „ღვთისმშობლის კათოლიკეთა ეკლესია ბათუმში“.

 

წყარო:

მღვთის-მშობლის კათოლიკეთა ეკკლესია ბათუმში, თფ., 1903, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა, FS 5224/09.

პირთა ანოტაციები:

ჭიჭინაძე ზაქარია ეგნატეს ძე (1834-1931)

საზოგადო მოღვაწე, გამომცემელი, ლიტერატურისა და ისტორიის მკვლევარი, ბიბლიოფილი. აქვეყნებდა წერილებსა და ნარკვევებს საქართველოს სოციალურ, ეკონომიკური და კულტურის ისტორიის საკითხებზე.

 

 

 

 1903

 

 

     

ავსებს კერძო მამულის მფლობელებისთვის კანონით დამტკიცებულ სავალდებულო კითხვარს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ილია ჭავჭავაძის პირადი არქივი № 26.

 

 

 

 1903

 

 

     

„საქართველოს კალენდარში“ იბეჭდება მისი 1877 წელს გადაღებული პორტრეტი და კრიტიკულ-ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ.

 

წყარო:

„საქართველოს კალენდარი“ 1903, გვ. 355

 

 

 

 1903

 

 

     

უბის წიგნაკში იწერს პურისა და ქერის მოსავლის რაოდენობას.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 10, ავტოგრაფი № 65, ფ. 8 (წიგნაკის უკანა მხრიდან).

 

 

 

 1903-დან  

 

 

 

 

 

უბის წიგნაკში იწერს შესაძენი რუსულენოვანი წიგნებისა და სხვადასხვა ნივთების ჩამონათვალს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 15

დათარიღება:

ფაქტს ვათარიღებთ ჩამოთვლილი წიგნების გამოცემის წლებიდან ყველაზე გვიანდელის საფუძველზე.

 

 

 

 1903-დან

 

 

     

უბის წიგნაკში იწერს საბანკო საქმესთან დაკავშირებულ ფორმულებს.

 

წყარო:

კ. კეკელიძის სახ. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ი. ჭავჭავაძის პირადი საარქივო ფონდი, უბის წიგნაკი № 2, ავტოგრაფი № 57, ფ. 16.

დათარიღება:

ვათარიღებთ წინა ჩანაწერის დროის მიხედვით.