The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები


1880
1880

1880    
     
1880 10 იანვარი    
     

ესწრება ქშწ-კგ საზოგადოების გამგეობის სხდომას გრიგოლ ორბელიანთან, რაფილ ერისთავთან, ნიკო ცხვედაძესთან, დიმიტრი ყიფიანთან, ივანე მაჩაბელთან და სხვებთან ერთად.

 

წყარო:

საქართველოს ეროვნული არქივი, 0-31916.

დოკუმენტი:

საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ფერწერული ტილო, რომელზეც ასახულია „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობის პირველი სხდომა. ცენტრში დგას ილია ჭავჭავაძე. მის ირგვლივ სხედან: გრიგოლ ორბელიანი, რაფიელ ერისთავი, ნიკოლოზ ცხვედაძე, დიმიტრი ყიფიანი, ივანე მაჩაბელი და სხვები

პირთა ანოტაციები:

ორბელიანი გრიგოლ დიმიტრის (ზურაბის) ძე (1804-1883)

რომანტიკოსი პოეტი, სამხედრო და საზოგადი მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი.

ერისთავი რაფიელ დავითის ძე (1824-1901)

პოეტი, დრამატურგი, ეთნოგრაფი, ლექსიკოლოგი, საზოგადო მოღვაწე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

ცხვედაძე ნიკოლოზ (ნიკო) ზებედეს ძე (1845-1911)

საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, პუბლიცისტი. დაამთავრა მოსკოვის აკადემია. 1869 წლიდან ასწავლიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1874 წლიდან – თბილისის ქალთა ინსტიტუტში. 1898 წლიდან სათავეში ჩაუდგა ქართული გიმნაზიის, სინამდვილეში მომავალი ქართული უნივერსიტეტისათვის შენობის აგების საქმეს.

ყიფიანი დიმიტრი ივანეს ძე (1814-1887)

მწერალი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო ბანკის, თბილისის ბიბლიოთეკის, წერა-კითხვის გამავრცელებელი და დრამატული საზოგადოებების ერთ-ერთი დამაარსებელი. გადასახლებაში მოკლეს რუსეთის აგენტებმა. ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა.

მაჩაბელი ივანე (ვანო) გიორგის ძე (1854-1898)

პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის დირექტორი.