The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები

გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი


გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი


საბიბლიოთეკო ჩანაწერი:
ავტორ(ებ)ი: მერკვილაძე ია
თემატური კატალოგი ლექსიკონები
წყარო: ISBN 99928-71-46-6
საავტორო უფლებები: © ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი, სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიურო
ლექსიკონის შექმნის თარიღი: 2003
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება
ლექსიკონის აღწერა: გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი=Краткий словарь гендерных терминов / [რედ.: ნაირა პოპიაშვილი ; თარგმანი ჰამლეტ ზუკაკიშვილისა] - თბ. : კავკას. სახლი, 2003 - 112გვ. ; 20სმ. -: [ფ.ა.] [MFN: 19863] „კავკასიური სახლი“ თბილისი 2003 ავტორი - ია მერკვილაძე რედაქტორი - ნაირა პოპიაშვილი თარგმანი - ჰამლეტ ზუკაკიშვილისა



1 * * *

▲ზევით დაბრუნება


„კავკასიური სახლისა“ და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის (გერმანი) თანამშრომლობის პროექტის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას წარმოადგენს გენდერული პრობლემებისა და ქალთა საკითხების აქტუალიზება საქართველოში. ამ პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქალთა ცხოვრების ამსახველი დოკუმენტური ფილმების სერია, ჩატარდა საგანმანათლებლო სემინარები. ტრენინგები ქალაქად და სოფლად. განხორციელდა სოციოლოგიური კვლევები საზოგადოებაში ქალის როლის, გენდერული სტერეოტიპების შესახებ და ა.შ.

ამჯერად პროექტის გენდერული მიმართულების ინიციატივით შეიქმნა გენდერულ ტერმინთა მოკლე ლექსიკონი, რომლის მიზანია გენდერულ ლექსიკაში დღეს არსებული ძირითადი ტერმინების მოკლე განმარტება. ლექსიკონი მოიცავს 75 სიტყვასა და სიტყვათშეთანხმების შესაბამის მნიშვნელობას ქართულსა და რუსულ ენებზე.

ლექსიკონში ტერმინის განმრტების დროს გამოყენებული ზოგიერთი სიტყვა და სიტყვათშეთანხმება დაბეჭდილია განსხვავებული შრიფტით და განმარტებულია ამავე ლექსიკონში.

ვიმედოვნებთ, რომ წინამდებარე გამოცემა ხელს შუეწყობს საზოგადოების დაინტერესებას გენდერით და ან თანამედროვე ინტერდისციპლინარული მეცნიერების პოპულარიზაციას საქართველოში.

ლექსიკონი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის.

2

▲ზევით დაბრუნება


ანდროგინია (ლათ.andros -მამაკაცური, gynes - ქალური) ამერიკელი ფსიქოლოგის ს. ბემის მიერ შემოღებული ტერმინი-მახასიათებელი. იგი გამოიყენება იმ ადამიანის მიმართ, რომელშიც ტრადიციულად დამკვიდრებულია როგორც ქალური (ფემინური), ასევე მამაკაცური (მასკულინური) ფსიქოლოგიური თვისებები. ანდროგინი მითოლოგიური ტომია, რომელის ისტორიამდელ დედამიწაზე ცხოვრობდა. მის წარმომამდგენლებს ჰქონათ როგორც მამაკაცური, ასევე ქალური თვისებები. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსმა ანდროგინები ორ ნაწილად გახლიჩა და მთელს მსოფლიოში მიმოიფანტა, რათა მათ ერთმანეთთან შერწყმა არ შეძლებოდათ.

ცნობილია, რომ ამა თუ იმ სქესის წარმომადგენლად ინდივიდის ჩამოყალიბება ხდება სოციალიზაციის პროცესში და ადამიანის ხასიათში ერთი სქესის ნიშან-თვისებებების მკვეთრი გამიჯვნა მეორისაგან არამართებულია. გამოვლენილია სექსუალურ-ფსიქოლოგიური დისჰარმონია იმ წყვილებში, რომლებიც მკაცრად ემხრობიან ტრადიციულად არსებული ქცევის მამაკაცურ ან ქალურ ტიპებს. ამავე დროს, აღმოჩენილია კავშირი ანდროგინიასა და მაღალ თვითშეფასებას შორის, როდესაც ადამიანი პიროვნულად სრულყოფილია და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა.

ანდროცენტრიზმი (ლათ. Andros - მამაკაცური) - დღეისათვის მსოფლიოში გაბატონებული მამაკაცური (მასკულინური) შეხედულება სამყაროს მოწყობაზე. სადაც ქალური (ფემინური) არის მეორე, უცხო, სხვა. ამგვარ იერარქიულობას ქმნის ცივილიზაციის პოლიტიკური, კულუტურული, რელიგიური, სოციალური სტერეოტიოპები, რაც ქალის დაქვემდებარების ტექნოლოგიებში ვლინდება. ისტორიის, საზოგადოებრივი პროცესების ქალის თავლთახედვით, დისკუსიით, შეფასება არაა მიღებული. „ქალის ჭკუა“ და „ქალის ლოგიკა“ დაცინვისა და იგნორირების ობიექტია, რაც ტრადიციულ-ფუნდამენტალისტურ წარმოდგენებში ძნელად ექვემდებარება კორექციას. ქართული ანდაზები „კაი ქალს კაი ცხენი სჯობიაო“. „ქალი სხვისი საქონელი“ და ა.შ. ქართული კულტურისა და რეალობის ანდროცენტრული ხასიათის მაჩვენებელია. ანდროცენტრიზმის სინონიმად ხშირად ფაოცენტრიზმსაც ხმარობენ. ფალოსი ბერძნულად (phallos) მამაკაცის სასქესო ორგანოს ნიშნავს. იგი აქტიური ძალის, კოსმიური სიძლიერისა და სიცოცხლის მუდმივობის სიმბოლოდაა მიჩნეული.

3

▲ზევით დაბრუნება


ბიოდეტერმინიზმი - ბიოლოგიური დეტერმინიზმი. პროცესის ან მოვლენის აღწერისას ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორად სქესის ბიოლოგიური როლისა და, აქდან გამომდინარე, ფუნქციის იმთავითობის, უცვლელობის კონცეფცია.

ბისექსუალიზმი - (ლათ. Bis - ორჯერ; sexualis- სასქესო) ინდივიდის სექსუალური ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენლისადმი. არსებობს ე.წ. “იძულებითი ბისექსუალიზმი“, რომელიც თავს იჩენს ციხეში. ჯარში, ხანგრძლივი იზოლაციისას და „ჭეშმარიტი ბისექსუალიზმი“, როემლიც უკავშირდება ადამიანის სქესობრივი იდენტიფიკაციის ცვლილება-დარღვევას.

4

▲ზევით დაბრუნება


გაუპატიურება - სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარითან ადამიანის უმწეო მდგომარეობის გამოყენებით. გაუპატიურება ზღუდავს ქალის სექსუალურ თავისუფლებას, ე.ი. მდედრობითი სქესის სრულწლოვანი წარმომადგენლის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, თუ ვინ აირჩიოს სექსუალურ პარტნიორად, ხოლო სხვა შემთხვევაში ( 14 წელს მიუღწევლის, არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ქალის გაუპატირებისას) ირღვევა როგორც სქესობრივი ხელშეუხებლობის კანონი, ასევე ნორმალური ფიზიკური განვითარება და აღზრდის სტილი. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გადაწყვეტისას მნიშვნელობა არა აქვს, თუ როგორი ურთიერთდამოკიდებულება არსებობდა/არსებობს) მოძალადესა და მსხვერპლს შორის. ადამიანი შეიძლება დადანაშაულდეს ცოლის, საცოლის გაუპატირებაში. მსხვერპლი შესაძლებელია ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდა სქესობრივ კავშირში მოძალადესთან. დანაშაულის კვალიფიცირების მნიშვნელობა არა აქვს ქალის მორალურ სახეს, სახელდობრ, გაუპატირების წინ პიროვნების მაპროვოცირებელ ქცევას, სოციალურ სტატუსს და ა.შ. ყველაზე სექსუალური ძალადობა ჰეტეროსექსუალური ხასიათისაა, უფრო იშვიათად სჩადიან მას ბისექსუალები ან ჰომოსექსუალები. რასაკვირველია, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი შეიძლება იყო როგორც ქალი, ასევე - მამაკაცი. გაუპატიურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით ისჯება 3-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

გაეროს დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თაობაზე - მიღებულ იქნა 1993 წლის 20 დეკემბერს კანადის ინიციატივით. დეკლარაციაში განმარტებულია, რომ ძალადობა არის ფიზიკური და ფსიქოლოიური ზიანის მიყენების მიზნით ჩადენილი ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხორციელდება როგორც საზოგადოებრივ, ასევე პირად ცხოვრებაში. დეკლარაციაში დეტალურადაა აღწერილი, თუ რას წარმოაგდენს ფიზიკური, ფსიქოლოგიური ძალადობა სქესობრივი ნიშნით, აღნიშნულია, რომ ძალადობა შეუთავსებელია დემოკრატიულ ღირებულებებთან და აუცილებელია ყველა ზომის მიღება ძალადობის დასაძლევად, ზომებში იგულისხმება ეროვნული კანონმდებლობა, ძალადობის მსხვერლთა დახმარების ქსელის შექმნა და ძალადობის პროფილაკტიკის უზრუნველყოფა.

გაეროს რეზოლუცია № 1325 - ისეთი სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიცაა გაერო, მრავალ დადგენილებას (რეზოლუციას) იღებს არა მარტო გენდერული თანასწორობის მისაღწევად მთელს მსოფლიოში, არამედ შიდასრტრუქტურულ, საშტატო განაკვეთში გენდერული სიმეტრიის დასამკვიდრებლად. 2000 წლის 31 დეკემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე მიღებულ იქნა № 1325- ე რეზოლუცია, როემლიც გაეროს წევრ სახელმწიფოებს ავალებს ცხოვრებაში გაატარონ გაეროს წესდებით განსაზღვრული ქალთა და მამაკაცთა თანასწორობის პოსტულატები ჯერ კიდევ 20 წლის წინ ქალთა საერთაშორისო მოძრაობის ლიდერებმა გადაწყვიტეს ლობირება გაეწიათ ისეთი კონვენციისათვის, რომელიც აღნიშნავდა ქალთა სპეციფიკურ როლს, მნიშვნელობას ძალადობის დეესკალაციისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში.

№ 1325 - ე რეზოლუციაში ხაზგასმულია ქალის მნიშვნელობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ქალთა ჩართვის აუცილებლობა ჰუმანიტარულ და ადამიანთა უფლებების დამცველ მისიებში. ასევე აუცილებელია მათი დანიშვნა ე.წ. სპეციალური წარმომადგენლების პოსტებზე. საჭიროა, სათანადო ყურადღება მიექცეს ქალისა და გოგონას სპეციფიკურ მოთხოვნილებებს ომისა და ომის შემდგომ პერიოდში. ამგვარი დებულება ხაზგასმულია ჟენევის კონვენციაში. შეიარაღებული კონფლიქტის დროს ქალები დაცულნი იყვნენ სექსუალური ძალადობისგან. დოკუმენტში კატეგორიულადაა მინიშნებული, რომ გაუპატიურების დანაშაული არ ექვემდებარეა ამნისტიას. გენერალურ მდივანს ევალება ქალზე ომის გავლენის შესახებ კვლევის ჩატარების უზრუნველყოფა და სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ქალთა აქტიური ჩაბმის ხელშეწყობა.

გაეროს სპეციალური მომხსნებელი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე - გაეროს მანდატით განსაზღვრული წარმომადგენლობა, როემლიც არსებობს გაეროს ადამიანთა უფლებების კომისიაში. სპეციალური მომხსენებელი გაეროს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს წარუდგენს ქალთა დისკრიმინაციის გამოვლინების ზოგად და კონკრეტულ სურათს ქვეყნების მიხედვით. აღსანიშნავია, რომ ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორებიცაა ევროსაბჭო (EC), ეუთო (OSCE), საერთაშორისო განგაში (International Alert), საერთაშორისო ამნისტია (Amnesty International) და სხვა, აქვთ ქალთა (გენდერული) განყოფილებები, რომლებიც სწავლობენ ქალთა სტატუსს მოცემულ ქვეყანაში და ამ მონაცემთა ბაზის საფუძველზე ქვეყნის მთავრობას რეკომენდაციებს სთავაზობენ.

განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირთა (მოძველებული ტერმინი - ინვალიდები) გენდერული დიფერენციაცია - სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის პირობებში საზოგადოების განსაკუთრებით მოწყვლად, მარგინალიზებულ კატეგორიას განეკუთვნებიან განსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები. თუმცა ამ სოციალურ ფენაშიც არსებობს გენდერული დიფერენციაცია. პატრიარქალურ საზოგადოებაში „ინვალიდობის“ მქონე მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხასაითდება ყველაზე დაბალი ცხოვრების დონით. იგი უფრო ხშირადაა სექსუალური, ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური აგრესიის სამიზნე შინ და გარეთ, ვიდრე მამაკაცი; ქალები არ არიან ჩართული ეკონომიკურ პროცესებში და მათ უფრო ნაკლები შანსი აქვთ პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში თვითრეალიზაციისა. თუ მამაკაცი ასეთ მდგომარეოაბშიო თავისი სოციალური წრის საშუალებით მეტ-ნაკლებად მაინც ახერხებს განათლების მიღებას, გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში ჩართვას, დაქორწინებას, ამგვარი შესაძლებლობები ქალთათვის, ფაქტობრივად, მინიმალიზებულია. არსებობს განსხავვებული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო თუ ეროვნული დონის პოლისი, მაგრამ არ არსებობს ამგავრი კატეგორიის ქალთა სპეციფიკურ პრობლემებზე ორიენტირებული კანონმდებლობა თუ შეთანხმებები.

გენდერი - (ინგლ. Gender სქესის გრმატიკული კატეგორია) - ბიოლოგიიდან და ფიზიოლოგიიდან ამ ტერმინმა ისეთ მეცნიერებებში გადაინაცვლა, როგორიცაა სოციოლოგია, პოლიტოლოგია, ეთნოგრაფია, კულტუროლოგია. გენდერი, როგორც სქესის სოციალური მახასიათებელი, წარმოაგდენს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის თანამედროვე იდეოლოგიას. სოციალური სქესი ეს არის სოციალური კონსტრუქცია, რომელიც გამოხატავს საზოგადოების მიერ დადგენილ თუ გამომუშავებულროლურ, ფუნქციურ, ქცევით, მენტალურ თუ ემოციურ განსხვავებულობას ქალსა და მამაკაცს შორის. მეცნიერებმა დიდი ხანია დაადასტურეს, რომ სტერეოტიპი წმინდა მამაკაცურ (მასკულინურ) და ქალურ (ფემინურ) აზროვნებასა და ქცევაზე. ის სტერეოტიპები, რაც „ქალურისა“ და „მამაკაცურის“ გარშემო იყრის თავს. გულისხმობს მკვეთრ მახასიათებელ ცარჩოებს სქესის ფუნქციური დატვირთვისთვის. ამავე დროს, ეს სტერეოტიპები მოქმედებს „აქ და ამჟამად“, ანუ დამახასიათებელია კონკრეტული საზოგადოების არსებობის ფორმისათვის და ორი სქესის ურთიერთმიმრთებას განაპირობებს. სწორედ სოციალურ-კულტურული ნორმები (ეროვნება, ყოფითი სამართალი, ტრადიცია, რელიგია, ტაბუ) განსაზღვრავენ ქალისა და მამაკაცის პროფესიას, ქცევის მოდელს, ჩაცმას, ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს და არა ბიოლოგიური სქესი. შესაბამისად, სოციუმი ქალისა და მამაკაცისგან ითხოვს უკვე დამკვიდრებული ფუნქციების შესრულებას, რაც ბიოლოგიური სქესის გენდერულ პარამეტრს ქმნის.

ინგლისელის ენ ოუკლის მიერ დამკვიდრებული ტერმინი „გენდერი“ თანამედროვე დასავლურ სოციოლოგიაში გამოხატავს არა ინდივიდუალურ იდენტიფიკაციას, არამედ ქალურობისა და მამაკაცურობის იდეალებს. პატრიარქალურ საზოგადოებაში არსებობს ე.წ. გენდერული ასიმეტრია, როდესაც „მამაკაცური“ პრივილეგირებულ-დომინირებულ პოზიციაზეა, ხოლო „ქალური“ ითვლება არამეწინავედ, დაქვემდებარებულად, პირველზე დამოკიდებულად. ამგვარი ღირებულებათა სისტემა ბადებს საუკუნეობით გამყარებულ წარმოდგენებს, ცრურწმენებს, კულტურულ შეფასებებს - გენდერულ სტერეოტიპებს, რომლებიც ფაქტობრივად, რეფორმას ვერ თუ არ განიცდის და მცირედტრანსფორმირებული სახით გადადიან თაობიდან თაობაში. სოციალური როლები შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ გენდერული უთანასწორობა კვლვ სიცოცხლისუნარიანია, რადგანაც გლობალიზაციის, მოდერნიზაციის პროცესში ხდება დისრკიმინაციის ფორმების „გაკულტურება“, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს საზოგადოების იერარქიულობის გაღრმავებას. გენდერული ნორმები განაპირობებს ნანაკაცისა და ქალის ქცევის წესებს დაბადებიდან გარდაცვალებამდე. ეს კი თავისთავად განისაზღვრება მამისა და დედის ფუნქციური დაყოფით, სექსში ქალისა და მამაკაცის ხატით, აღზრდის სისტემებით, განათლებით, კულტურით, რელიგიური დოგმებით, პოლიტიკა-ეკონომიკით. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მასკულტურას, მასმედიას, როგორც სტერეოტიპიზაციის საშუალებას.

გენდერი ინტერდისციპლინური მეცნიერებაა, რომელიც მოიცავს ფსიქოლოგიას, სოციოლოგიას, ანთროპოლოგიას, ისტორიოგრაფიას, გეოგრაფიას, კულტუროლოგიას, პოლიტოლოგიას. საკანონმდებლო აქტებისა თუ საზოგადოებრივი პროცესების გენდერული ექსპერტიზა საშუალებას იძლევა მოხდეს ინდივიდისა თუ სოციუმის ცნობიერებბი დემოკრატიულობის, ჰუმანურობის ხარისხის დადგენა.

გენდერლექტი - ქალური და მამაკაცური მეტყველების დამახასიათებელი ნიშან-თვისებების ერთობლიობა. დადგენილია, რომ ადამიანი სხვადასხვა სიტუაციაში სხვადსხვაგვარ სასაუბრო რეპერტუარს იყენებს. სახლში, ქუჩაში, სამსახურში, სტუმრად, ოფიციალურ მიღებაზე, ძველსა თუ ახალ სიტუაციაში ფინქციონირებს საუბრის სხვადასხვა სტილი, რომელიც გენდერული ფაქტორებითაა განპირობებული. არსებობს აზრი, რომ ქალები უფრო ხშირად იყენებენ მეტყველებაში კნინობით სუფიქსებს, ზრდილობიან წინადადებებს, უფრო ხშირად მიმართავენ პარტნიორს სახელით, ვიდრე - მამაკაცები.

გენდერული ადაპტაცია - მოცემულ სინამდვილეში მამაკაცისა და ქალის არსებული ხატებისადმი, გენდერული სტერეოტიპებისადმი შეგუების პროცესი. გენდერული ადაპტაცია მოიცავს იმ ბიო-ფსიქო-სოციალურ ფაქტორებს, როემლიც ისტორიულად ყალიბდება და ფუნქციონირებს, როგორც მორალურ-გენდერული ჩარჩოები. ამ დროს ვითარდება ის უნარ-ჩვევები, რომელიც მიღებულია ნორმად, წესად. გენდერული კონფლიქტი, სექსუალობა, სიყვარული, ბიოლოგიურისა და ფსიქოლოგიურის ურთიერთმიმართება სქესის როლური ადაპტაციის საფუძველია და განისაზღვრება იმით, თუ რამდენად ადეკვატურად ხდება ინდივიდის მიერ რეალობის აღქმა. გენდერული ადაპტაციის დარღვევა ხშირად ფსიქოსომატური დარღვევების, ნევროზის, კრიმინალური ქმედების საფუძველი ხდება. ცხოვრების რეალიებისადმი მოქნილი დამოკიდებულება უფრო მეტად ანდროგინული ტიპის ადამიანს ახასიათებს, ვიდრე გენდერული სტერეოტიპების მატარებელს.

გენდერული ასიმეტრია - ცხოვრების სხვადასხვა სფეროში (პოლიტიკა, ეკონომიკა, განათლების სისტემა და ა.შ.) ქალთა და მამაკაცთა არათანაბარი წარმომადგენლობა. მაგალითად, საქართველოში მოსახლეობის 52 პროცენტს ქალები შეადგენენ, მაგრამ მათი რაოდენობა საკანონმდებლო ორგანოში წლიდან წლამდე 6-7 პროცენტს არ აღემატება. ქალები არ ინიშნებიან წამყვან პოლიტიკურ და ეკონომიკურ პოსტებზე, მათ ხელი არ მიუხვდებათ მსხვილ ბიზნესზე „საუკუნის პროექტებზე“, ბანკებზე, რაც გენდერული ასიმეტრიის მაჩვენებელია. არჩევნების დროს პარტიების გენდერულმა ექსპერტიზამ ცხადყო, რომ იქ ქალები მინიმალური რაოდენობით არიან წარმოდგენილნი და იშვიათად ხვდებიან პარტიული სიის პირველ ათეულში ან ოცეულში. პროფესიული სფეროც რაოდენრობრივი უთანაბრობის (ასიმეტრიის) მაჩვენებელია. არსებობს წარმოდგენა წმინდა ქალურ პროფესიებზე (პედაგოგი, ექიმი, მეჩაიე, და ა.შ.) რაც ხშირად პროფესიული სეგრეგაციის მიზეზი ხდება. გენდერული ასიმეტრია მასკულინური იდეოლოგიის - ქალის მხოლოდ დედის, ცოლის, ბებიის ფუქნციით შემოფარგვლის ილუსტრაციაცაა. გენდერული ასიმეტრია უშუალოდ უკავშირდება ქალისა და მამკაცის ფარულ თუ ხილულ დისკრიმინაციას. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ასიმეტრიის ნიშნები შრომის ანაზღაურების პოლიტიკაში, სიღარიბის ზღვრულ დეფიმინიზაციაში. რაც ხშირად ქვეყნის განვითარების შეფერხების მიზეზი ხდება.

გენდრული ეკონომიკა - ეკონომიკური კვლევის მიმართულება, რომელიც სწავლობს გენდერული ინდიკატორების არსებობას ან არარსებობას ეკონომიკის როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ სექტორში. გენდრულად მგრძნობიარე ეკონომიკა, საბანკო, საგადასახადო, დასაქმების პოლიტიკა, ასიგნაციები, ბიუჯეტი და ა.შ. მოიაზრებს ქალთა დასაქმებას, პროფესიული კარიერის განმტკიცებას, ანაზღუარებას, მამაკაცთან თანასწორი ეკონომიკური პირობების ლობირებას საერთაშორისო და ეროვნული დონის ნორმების საფუძველზე. ეკონომიკური პროცესები არასრულფასოვანია, თუ მათში ქალები და მამაკაცები თანაბრად არ მონაწილეობენ.

გარდამავალმა პერიოდმა და გლობალიზაციის პროცესმა გამოიწვია ქალთა ჩაბმა ე.წ. ჩრდილოვან დინებაში, რაც ეკონომიკური კრიზისით, ოჯახის გადარჩენის სტრატეგიით და საბაზრო ეკონომიკის არაცივილიზებული კანონების არსებობითაა განპირობებული. მაღალკვალიფიციური სპეციალისტი ქალები იძულებულნი არიან ე.წ. არაპრესტიჟულ (დაბალანაზღაურებად) სამუშაოს დასთანხმდნენ როგორც სამშობლოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ. მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ინიცირებულმა პროგრამებმა გააძლიერა ქალთა დისკრიმინაცია. განვითარებადი ქვეყნები გადაიქცნენ ნედლეულისა და იაფი მუშახელის მიმწოდებელ ბაზრად და ამ ბაზარს ძირითადად ქალის მიერ წარმოებული პროდუქცია ავსებს. ამავე დროს, ქალებმა „ვერ მოახერხეს“ დიდი კაპიტალის დაგროვება, რამაც ისინი დიდი ხნით ჩამოაშორა ეკონომიკის მართვის ბერკეტებს.

გენდერული ექსპერტიზა - პოლისის გენდერული შეფასება და კრიტიკა. ეს არის მთელს მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკა ცხოვრების სხვადასხვა სფეროშო გენდერული უთანასწორობის, გენდერული ასიმეტრიის და სექსიზმის აღმოსაფხვრელად. იგი გულისხმობს გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურების თუ სხვა დონის ინსტიტუციების, პროგრამების, პროექტების, ბიუჯეტის, დასაქმების პოლიტიკის, მასმედიის, სოციალურ-კულტურულ-რელიგიური პროცესების გენდერული ინდიკატორით შეფასებას.

გენდერული იდეტნობა - ახლაშობილის სქესის გარკვევისთანავე იწყება ბიოლოგიური სოციალიზაციის პროცესი. სოციალური იდენტურობა საბაზისო სტრუქტურაა, რომელიც ადამიანს მდედრობით ან მამრობით სქესს აკუთვნებს. პიროვნების გენდერული იდენტურობისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს აღზრდის კულტურას, ოჯახური ცხოვრების ყოველდღიურობას, საზოგადოების გავლენას, როგორც სკოლამდელ, ასევე უფროს ასაკაში.

გენდერული იდეოლოგია - იდეათა და შეხედულებათა სისტემა, რომლის მიზანია ქალებისა და მამაკაცების, როგორც ცალკეულ ინტერესთა ჯგუფების კონსტრუქციული ურთიერთმიმართების დამკვიდრება, ერთგვარი კონსენსუსის მიღწევა. გენდერული იდეოლოგია წარმოადგენს „გრძელვადიან პროექტს“, ღირებულებათა სისტემას, რომელსაც ზენაციონალური, ზეკლასობრივი გეგმები აქვს. იგი მქადაგებელია ეგალიტარული წყობისა, რომლის მიზანია კაცებსა და ქალებს შორის პარტნიორობაზე აგებული ურთიერთობის გამყარება სქესის წარმომადგენელთათვის თვითრეალიზების მასქიმალური ხელშეწყობა.

განდერული იდეოლოგიის გამტარებელი გაერო, ევროსაბჭო, საერთაშორისო თუ სხვა დონის სტრუქტურები. ისინი თავიანთ წესდებებში, რეზოლუციებში, დეკლარაციებსა თუ რეკომენდაციებში საკმაოდ მკაფიოდ უსვმანე ხაზს ქალათა და მამაკაცთა თანასწორობის აუცილებლობას, როგორც დემოკრატიზაციის ფილოსოფიასა და ტექნოლოგიას. აქედან გამომდინარე, ეს იდეოლოგია ემსაუხრება არა ვისიმე არ რისიმე ინტერესებს, არამედ ზოგადი გლობალური მასშტაბისაა და წარმოადგენს პოზიტიურ მომავალზე ორიენტირებულ იდეათა წყობას.

გენდერული ინდიკატორები - გაეროს, ევროსაბჭოს, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა თუ ადამიანის უფლებათა დოკუმენტების ორდინალური ტერმინი, რომელიც გულისხმობს ნებისმიერი საკითხის (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა, ეკოლოგია და ა.შ.) გენდერული მახასიათებლებით ანალიზს. რაოდენობრივი მაჩვენებლები მოიცავს სტატისტიკურ მონაცემებს და ამა თუ იმ სტრუქტურას, მოვლენას, პროცესს (რეგრესს, პროგრესს) აფასებს გენდერულ ჭრილში, ხოლო ხარისხობრივი მაჩვენებლები აღწერს ამგვარი მიდგომის ეფექტურობას. მაგალითად, ურთიერთკავშირი პარლამენტში ქალთა რაოდენობას, გადაწყვეტილების მიღების პროცესს, დემოკრატიულობასა და ამ გადაწყვეტილებათა ეფექტურობას შორის. ანდა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტისა და მისი სოციალური შედეგების ურთიერთმიმართება - თანაბრი ანაზღარებისა და დასაქმების უზრუნველყოფა, ჰუმანური განვითარების ინდექსი, დემოკრატიზაციის ხარისხის დონე. გაეროს 1995 წლის მოხსენება აზუსტებს უმაღლესი რანგის ხელმძღვანელთა მოვალეობას გედნერული ინდიკატორების ასამოქმედებლად. გენდერული ინდიკატორები გენდერული თანასწორობის მიღწევის საშუალებებია.

გენდერული ისტორია - დისციპლინა, რომელიც სწავლობს გენდერულ ურთიერთობათა ისტორიულ რეტსროსპექტივას. იგი მოიცავს ქალებისა და მამკაცების სქესთაშორისი ურთიერთობების ისტორიას. შესწავლის საგანს წარმოადგენს სოციალური კონტროლის ინსტიტუტები, ძალაუფლება, პრესტიჟის გენდერული ასპექტები, გენდერული უთანასწორობის სოციალურ-კულტურული კონსტრუქციები.

გენდერული კვლევა - სამეცნიერო კვლევის შედარებით ახალი დარგი, რომელიც XX 70-800-იან წლებში ჩამოყალიბდა. იგი სწავლოსბ მოცემულ სოციალურ-კულტურულ კონტექსტში გენდერული იდენტობის, უთანასწორობის, დისკრიმინაციის, ძალადობის რეპრეზენტაციებს, ქალურობისა და მამაკაცურობის პრობლემებს, როგორც საოჯახო უოფაში, ასევე გლობალურ დისკურსში. ბუნებრივია, იგი მოიცავს ფემინიზმის განვითარების დინამიკის აღწერას, ქალთა უფლებების რეალიზების მცდელობებს, ქალთა მოძრარობის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

დასავლეთის მრავალ უმაღლეს სასწავლებელში პოლიტოლოგიის, ეკონომიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, კულტუროლოგიის, ჟურნალისტიკის, პედაგოგიკისა და სხვა ფაკულტეტებზე ისწავლება საგანი - გენდერი, რომელსაც კვლევის ახალ მიმართულებებთან (სტრატეგიული, მიგრაციული, მშვიდობის, მოქალაქეობის და ა.შ.) ერთად უდიდესი წვლილი შეაქვს აკადემიური მეცნიერების განვითარებაში.

გენდერული კვოტა (ლათ.quota - რისიმე დასაშვები რაოდენობა, მიღებული ნორმა, დადგენილი წილი) - წარმოაგდენს კანკნით განსაზღვრულ ნორმას პოლიტიკურ ინსტიტუციებში - საკანომდებლო თუ აღმასრულებელ ხელისუფლებაში - ქალთა მონაწილეობის გასააქტიურებლად. კვოტირების იდეა მოიზარებს ქალთა დაცვას პოლიტიკური იზოლაციისგან. იგი ეფექტური საშუალებაა გენდერული უთანასწორობის მისაღწევად, რაც ქვეყანაში „წარმომადგენლობითი დემოკრატიის“ ბაზისს ქმნის. მთელს მსოფლიოში ქალთა 30 პროცენტიანი წარმომადგენლობა ითვლება ე.წ. „კრიტიკულ მასად“, რომელიც საშუალებას აძლევს ქალებს, როგორც ინტერესთა ჯგუფს, სახელმწიფო პოლიტიკაზე საგრძნობი გავლენა მოახდინონ. გაეროს 1990 წლის ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების რეკომენდაციის თანახმად - 30 პროცენტიანი კვოტირება განიხილება, როგორც დირექტიული ხასიათის მინიმალური მოთხოვნა სახელმწიფო სტრუქტურების დემოკრატიზაციისათვის. მაგალითად, იტალიაში ქალები 50 პროცენტიანი რაოდენობით უნდა დაფიქსირდნენ საარჩევნო ბიულეტენებში, ხოლო ბრაზილიაში - 20 პროცენტიანი, არგენტინაში 30 პროცენტიანი კვოტით. ამ უკანასკნელში არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს ქალთა გადანაცვლებას პარტიული სიით არგამსვლელ პოზიციებზე. კვოტირების სისტემა დროებითი, იძულებითი, ხელოვნური ღონისძიებაა, მაგრამ , რადგანაც ქალთა ჩართვა სახელმწიფოს მმართველ სტრუქტურებში მრავალ ბარიერთანაა დაკავშირებული, კვოტირება, როგორც იძულებითი ზომა, ამ ბარიერების გადალახავს ემსახურება. 2003 წელს საქართველოს პარლამენტში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა მიუხედავად ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კომიტეტის 29-ე, 34-ე და 35-ე რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებს სპეციალური დროებითი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის კვოტირების დაწესებას.

გენდერული კონფლიქტი - კონფლიქტი, რომელსაც საფუძვლად უდევს მამაკაცისა და ქალის ინტერესების, ქცევის, ხასიათების დაპირისპირება. იგი შეიძლება იყოს როგორც შინაგანი, ასევე პიროვნებათშორისი და ჯგუფთაშორისი. შინაგანი კონფლიქტი ვითარდება გარეგან ე.წ. „საპასპორტო სქესსა“ და როლურ სტერეოტიპს შორის . პიროვნებათშორისი კონფლიქტი ვითარდება მამაკაცსა და ქალს შორის უფლებრივი, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური შეხედულებების სხვადასხვაობისას. ასეთი კონფლიქტი ზოგჯერ სტატუსების კონფლიქტადაც მოიხსენიება. ჯგუფთაშორისი დაპირისპირების მაგალითად კი შეიძლება წარმოდგენილ იქნას ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კონფლიქტი გარკვეული პოლიტიკური თუ კომერციული ინტერესების გამტარებელ გაერთიანებებთან, კორპორაციებთან, პარტიებთან, ელიტასთან.

გენდერული ლინგვისტიკა - ენის სტრუქტურული ანალიზი ამომწურავ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ, თუ რა როლს ასრულებს გენდერი ამა თუ იმ კულტურაში, რა ტიპის წარმოდგენები არსებობს ქალურობასა და მამაკაცურობაზე მთელს მსოფლიოში თუ რომელიმე ერის კულტურაში. რადგანაც ენა ერთგვარი პროდუქტია საზოგადოებაში არსებული სოციალურ-კულტურული წარმოდგენებისა, ენობრივი პრაქტიკის, ქალისა და მამაკაცის საკომუნიკაციო ენის შესწავლა პატრიარქალური სტერეოტიპების რეტროსპექტივისა და პერსპექტივის ანალიზის შესანიშნავ საშუალებას იძლევა.

გენდერული მგრძნობელობა - ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის, ტექსტის, სტრუქტურის „სუბიექტური“ მიმართება მამაკაცისა და ქალის თანასწორობის ფენომენისადმი. ამგვარი მგრძნობელობა სულაც არ წარმოადგენს მხოლოდ ფემინიზმის მიმდევრების განსჯის საგანს. იგი სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების, სიფხიზლის ორგანული ატრიბუტია და მისი ხარისხი მოცემული სოციუმის შემფასებელ კატეგორიად შეიძლება ჩაითვალოს. განსაკუთრებით საინტერესოა მასკულტურის, უფრო კონკრეტულად კი, მასმედიის ნიმუშების მონიტორინგი გენდერული მგრძნობელობის რაკურსით. მხატვრული, აუდიო-ვიზუალური თუ საგაზეთო პროდუქტი მრავლად შეიცავს სექსისტურ ტექსტებსა და ქვეტექსტებს, რომლის შემჩნევა-არშემჩნევა პიროვნების პიროვნების გენდერულ მგრძნობელობაზეა დამოკიდებული.

გენდერულად მგრძნობიარე კონსტიტუცია, სისხლის სამართლის კოდექსი, ეკონომიკა, ბიუჯეტი, დასაქმების სფერო, საბანკო, საგარეო თუ საშინაო პოლიტიკა, მასმედია გენდერული თანასწორობის მიღწევის საშუალებაა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 142-ე მუხლის თანახმად: „ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევა მათი რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიისადმი დამოკიდებულების, აღმსარებლობის, პოლიტიკური და სხვა შეხდულებების, ეროვნული, ეთნიკური, სოციალური, რომელიმე წოდებისადმი და საზოგადოებრივი გაერთიანებისადმი კუთვნილების, წარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის ან ქონების მდგომარეობის გამო, რამაც არსებითად ხელყო ადამიანის უფლება - ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვაიდთ ორ წლამდე“. სამწუხაროდ, კანონმდებლობაში არ არსებობს სპეციალური მუხლები, რომლებიც გენდერული დისკრიმინაციის, გენდრული ძალადობის, ოჯახური ძალადობის საკითხებს მოიცავს. ამგვარი სამართლებრივი ვაკუუმი სერიოზული ბარიერია გენდერული თანასწორობის მიღწევის გზაზე.

გენდერ-მეინსტრიმინგი - (ინგლ. Main - მთავარი, streaming- წყება, დინება, ხაზის გატარება) - ცხოვრების სხვადასხვა სფეროში გენდერული ინდიკატორების გატარების კომპლექსური პოლიტიკა. მაგალითად, პეკინის პლატფორმის 12 პრიორიტეტიდან 1998 წლის თებერვალში საქართველოს პრეზიდნეტის განკარგულებით შექმნილმა „ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელმა სახელმწიფო კომისიამ“ სამოქმედო გეგმისთვის 7 ძირითადი პრიორიტეტი აირჩია: ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა; ქალის როლისა და მონაწილეობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში; ეკონომიკური პოლიტიკა; ქალი და სიღარიბე; ქალი და შეიარაღებული კონფლიქტები; ქალის ჯანმრთელობის გაუმჯობესება; ქალთა უფლებები. არსებობს ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებულებები საქართველოში ქალთა უფლებების განმტკიცების გეგმის შესახებ (2000-2002 და 2002-2004 წლებისა). თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი სფერო გულისხმობს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის პოლიტიკის გატარებას და გენდერული ასიმეტრიის დაძლევას საერთაშორისო და ეროვნული შეთანხმების საფუძველზე.

გენდერული სისტემა - მეცნიერები ფიქრობენ, რომ არ არსებობს გენდერულად ნეიტრალური მოვლენა თუ სოციალური სიტუაცია. ითვლება, რომ კონტრაცეფცია, აბორტი, საოჯახო საქმე - ქალის დაინტერესების სფეროა, ხოლო ფინანსები, სპორტი, პოლიტიკური პარტიების პლატფორმა - მამაკაცების სამოქმედო ველი. პატრიარქალური გენდერული სისტემა ამგვარი დაყოფის, წარმოდგენათა წყობის ურთიერთმიმართებაა, სადაც „ქალის სფერო“ მეორეხარისხოვანია. თანამედროვე გენდერული სისტემა კი ორიენტირებულია „თანაბარი სტატუსის“ დამკვიდრებაზე. როცა პატრიარქატის კანონების მაგივრად ხება იერარქიულობის ტრანსფორმაცია ეგალიტარიზმის პრინციპებად. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ისტორია ეს არის არა მარტო ისტორიულ ფორმაციათა ცვლილება, არამედ გენდერულ სისტემათა შინაარსის ტრნასფორმირების პროცესიც.

გენდერული სტატისტიკა - სტატიტიკური მონაცემების გენდრულ ჭრილში დამუშავების თეორია და პრაქტიკა. გენდერული სტატისტიკა საშუალებას იძლევა შეფასდეს გენდერული ინდიკატორების რაოდენობრივი მდგომარეობა მოცემულ ქვეყანაში. გენდერული სტატისტიკა მოიცავს მამაკაცებისა და ქალების რაოდენობრივ მაჩვენებლებს სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: მოსახლეობის სქესობრივი შემადგენლობა, დედის (მამის) საშუალო ასაკი ბავშვის დაბადებისას; ქალის (მამაკაცის) სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა; თვითმკვლელობები; დასაქმებულთა განაწილება საკუთრების ფორმის მიხედვით; თვითდასამქებულთა საშუალო თვიური შემოსავალი; ხელისუფლებაში ქალებისა და მამაკაცების რაოდენობა; მსჯავრდებულთა რიცხვი დანაშაულებათა სახეობის მიხედვით და სხვა. გენდერული სტატისტიკა გენდერულ ფსიქოლოგიასთან ერთად აანალიზებს, მეცნიერულ დონეზე განაზოგადებს გენდერული ასიმეტრიისა და სექსიზმის გამოვლინების მიზეზ-შედეგობრივ კავშირს.

გენდერული სტერეოტიპები - წარმოდგენები, შეხედულებები, ცრურწმენები ქალისა და მამაკაცის სოციალური როლის, ფუნქციის, დანიშნულების, შესაძლებლობების, სტატუსის შესახებ, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. „არსებობს კეთილი საწყისი, რომელმაც შექმნა წესრიგი, სინათლე და მამაკაცი და ბოროტი საწყისი, რომელმაც შვა ქაოსი, სიბნელე და ქალი“ - ამბობდა პითაგორა.

გენდერული სტერეოტიპების შექმნაში, ბუნებრივია, უდიდესი როლი ენიჭება ოჯახსა და საზოგადოებაში არსებულ ტრაიდიციებს, ასევე კულტურულ, რელიგიურ, სამართლებრივ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ წარმოდგენებსა და ტექსტებს. გაბატონებულია აზრი, რომ ქალი უნდა იყოს ლამაზი, ჩუმი, ნაზი, დამთმობი, პასიური, არაავტორიტარული, არარაციონალური, ემოციურ-სპონტანური, ინტუიციური, კონსრევატიულად მოაზროვნე არსება, ხოლო მამაკაცი - ძლიერი, აქტიური, „მაიმუნზე ოდნავ ლამაზი“, პრინციპული, რაციონალური, ლოგიკური, ბრძენი, წარმატებაზე ორიენტირებული, განზოგადების კარგი უნარის მქონე. ბიოლოგიური დანიშნულებიდან გამომდინარე, ქალს ევალება ოჯახის, ბავშვების მოვლა, ხოლო მამაკაცი კონცენტრირებულია „ფულის შოვნაზე“, არასაოჯახო ეკონომიკაზე და პოლიტიკურ საქმიანობაზე. როლების ამგვარი სტერეოტიპიზაცია მამაკაცს საშუალებას აძლევს მიაღწიოს დომინირებულ მდგომარეობას საზოგადოებაში, სამაგიეროდ, იგი ნაკლებად მონაწილეობს საკუთარი შვილის აღზრდაში. გენდერული უთანასწორობა და გენდერული სტერეოტიპები უშუალოდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. იქმნება მოჯადოებული წრე, არსებული შაბლონი ერთგვარად სოციალურ შეკვეთას წარმოადგენს და დეკლარიებული ეგალიტარული კანონების სიმრავლის მიუხედავად, საკმაოდ რთულია მისი დაძლევა. გენდერული სტერეოტიპები სექსიზმის ერთგვარი მეთოდოლოგიაა და საფუძვლად უდევს შრომის არათანაბარ დაყოფას. არსებობს წარმოდგენა, რომ პოლიტიკა, ეკონომიკა, ბიზნესი, ტექნიკა, მაღალი ტექნოლოგიები ხელეწიფება მამაკაცურ გონებას, ხოლო სამზარეულო, სახლი, ოჯახი, საექიმო საქმე, პედაგოგიკა - ქალური პროფესიებია. თუმცა თანამედროვე რეალობა გვიჩვენებს, რომ ამგვარ სტერეოტიპებს არაფერი აქვს ცხოვრებისეულ სინამდვილესთან. განსაკუთრებით ეს მკაფიოდ გამოიხატა გარდამავალ პერიოდში, როცა ეკონომიკური კრიზისი ქალის მხრებს დააწვა და სწორედ მან იტვირთა ოჯახის ფიზიკური გადარჩენა. მიუხედავად ამისა, გენდერული სტერეოტიპები კვლავ სიცოცხლისუნარიანია. ქალი - ცოლი, დედა, ბებია, საყვარელი, სექსუალური ობიექტი, „მეორე სქესი“, მამაკაცის სატელიტი, დამოკიდებული არსება; მამაკაცი - ოჯახის უფროსი, მარჩენალი, მთავარი გადაწყვეტილების მიმღები.

გენდერული სტრესი - გენდერული კონფლიქტით გამოწვეული ნერვული დაძაბულობის სახე, რომელიც ვლინდება ტრადიციული გენდერული როლის შენარჩუნების მცდელობისას. დამახასიათებელია შფოთი, შიში, დეპრესია, აგრესია, ინტერპერსონალური კონფლიქტები, თვითშეფასების დონის შემცირება. გენდერული სტრესი ერთგვარი საპასუხო რეაქციაა გენდერულ სტერეოტიპებზე.

გენდერული უთანასწორობა - სოციოლოგური ტერმინი, რომელიც ახასიათებს პატრიარქალურ საზოგადოებას, როგორც ინტერესთა სხვადასხვა ჯგუფების ერთობლიობას სხვა სქესის დაქვემდებარების სტრატეგია კი ეფუძნება ქალისა და მამაკაცისთვის განვითარების არათანაბარ პირობებს, შრომის გადანაწილებას, ანაზღაურებას. რუსთაველის ცნობილი ფრაზა - „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.სულაც არ ნიშნავს საქართველოს ოქროს ხანაში არსებულ გენდერული თანასწორობის პრიმატს. ცნება „ლომი“ აქ მიანიშნებს მაღალი სოციალური კლასის ორივე სქესის წარმომადგენელთა თანასწორობის შესაძლებლობას და არა ეგალიტარული პრინციპების საყოველთაობას. გედნერული უთანასწორობა განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ეკონომიკურ თუ პროფესიულ სფეროში ქალებისა და მამაკაცების არათანაბარი გადანაწილებისას.

გენდერული ფაქტორის შემცველი ჰუმანური განვითარების ინდექსი - ჰუმანური განვითარების ინდექსი წარმოადგენს ადამიანის რესურსებისა და, ზოგადად, საზოგადოების განვითარების ერთგვარ პარამეტრს, რომელიც აერთიანებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, განათლების დონეს და ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლებს. 1994 წლდან მთელს მსოფლიოში გენდერული ფაქტორი და ქალთა შესაძლებლობების გაფართოების მაჩვენებლები ჰუმანური განვითარების ინდექსის შემადგენელი ნაწილია. მაგალითად, 2001-2002 წელს სისტემური პარამეტრების შკალით პირველ ადგილზე აღმოჩნდა ნორვეგია, პირველ ათეულში ადგილი დაიმკვიდრეს კანადამ, აშშ-მ, ავსტრალიამ, ისლანდიამ, 33-ე ადგილზეა ჩეხეთი, 55-ზე - რუსეთი, 72-ზე - სომხეთი, 76-ზე საქართველო, 79-ზე-აზერბაიჯანი, 103-ზე - ტაჯიკეთი. საქართველოს არასახარბიელო მდგომარეობა ასევე განპირობებულია ქვეყნის გენდერული განვითარების დაბალი ინდექსით, რომელიც დგინდება ადმინისტრაციულ და პოლიტიკურ სტრუქტურებში ქალთა მონაწილეობის ხარისხით. გენდერული თანასწორობის პარამეტრები სიღარიბის, განათლებისა და ჯანდაცვის მაჩვენებლებთან ერთად განიხილება ქვეყნის საერთო მდგომარეობისა და დემოკრატიულობის ინდიკატორად.

გენდერული ფსიქოლოგია - მეცნიერების ნაწილი, რომელიც სწავლობს სქესთა შორის ურთიერთობის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, მამაკაცისა და ქალის ხასიათობრივ განსხვავებულობათა მთელ სპექტრს, გენდერული სტერეოტიპების გავლენას პიროვნების სოციალიზაციის დინამიკას.

გენდრული ცენზურა - ქალთა მოძრაობის, წარმატებების, დისკრიმინაციის, რეალური მდგომარეობის მიჩუმათების ტექნოლოგია, როემლსაც იყენებს როგორც პატრიარქალური სახელმწიფო, ასევე მეოთხე - მასმედია. არსებობს სხვადსხვა ხერხები, არ დაუშვან გენდერული (ქალთა) პრობლემების აქტუალიზება და მათი მნიშვნელობის განვრცობა მთელს საზოგადოებაში. გენდერული იდეოლოგია, როგორც დღეისათვის გაბატონებული პატრიარქალური იდეოლოგიის ალტერნატივა, იგნორირებულია ჯერ კიდევ ბავშვის აღზრდისას, ოჯახში, სკოლაში, საზოგადოებასა და პირად ცხოვრებაში. გენდერული ცენზურა გენდერული ძალადობის ფორმაა. ამგვარი წნეხი იწვევს ე.წ. ქალთა თვითცენზურას, რაც დისკრიმინაციის ფარულ თუ ხილულ მექანიზმებს აღრმავებს. საკუთარი უფლებების არცოდნა ასევე ნოყიერ ნიადაგს უქმნის გენდერული ცენზურის არსებობას.

გენდერული ძალადობა - ძალადობის ფორმა (აგრესია, შეურაცხყოფა, მუქარა, ცემა), რომელიც ხორციელდება ერთი სქესის წარმომადგენლის მიერ მეორე სქესის (ქალის, მამკაცის) მიმართ. რადგანაც პატრიარქალურ საზოგადოებაში მამაკაცებს განსაკუთრებული უფლებები ენიჭებათ, ძალადობის სამიზნე უფრო ხშირად ქალია. გენდერული ძალადობა ემყარება ორმაგ მორალს, აღზრდის ტიპს, კულტურულ და რელიგიურ ტრადიციებს, ცრურწმენებს. ჩვენს საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ მამაკაცს აქვს უფლება და მისთვის რეკომენდებულიცაა ადრეული ასაკიდან, ქორწინებამდე მიიღოს სქესობრივი გამოცდილება, ქალი კი გათხოვებამდე ქალწული უნდა იყოს. მამაკავისათვის დასაშვებია სქესობრივი თავისუფლება, ცოლის ღალატიც, ხოლო ქალი უნდა იყოს პატიოსანი, ღალატის შემთხვევაში კი იგი გაცილებით მკაცრადიკიცხება, ვიდრე მამაკაცი. მამაკაცებს ე.წ. „დონჟუანობა“ დადებით თვისებად ეთვლებათ და „აქტივში“ ეწერებათ. ორმაგი მორილის სტანდარტები საზოგადოების ისტორიული განვითარების ყველა ეტაპზე არსებობდა, მაგრამ განსაკუთრებით მკვეთრად იგი გამოვლინდა ინგლისელი დედოფლის ვიქტორიას მმართველობის დროს (1837-1901 წწ.), ამიტომაც ორმაგ მორალს ვიქტორიანულ მორალსაც უწოდებენ.

გენდერული ძალადობის მიზანია მოპირდაპუირე სქესზე ძალაუფლების კონტროლის გამაყარება. არსებობს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, ლატენტური (ფარული) ძალადობა. საქართველოში გავრცელებული ქალის მოტაცება, მასზე ქორწინების მიზნით, ასევე გენდერული ძალადობის ფორმას წარმოადგენს.

5

▲ზევით დაბრუნება


ეგალიტარული სახელმწიფო პოლიტიკა - ( ფრანგ. egalitee - თანასწორობა) - ეგალიტარიზმზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკა მოიზრებს ქალისა და მამაკაცის უპირობო თანასწორუფლებიანობას, როდესაც ყოველ მოქალაქეს სქესის მიუხედავად რეალურად ექმნება განვითარების, თვითრეალიზების თანაბრი და სრული პირობები. ამგვარი პოლიტიკა გამორიცხავს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, იბრძვის გენდერული ასიმეტრიის დასაძლევად. ეგალიტარული პოლიტიკის მიმართულებებია: პროფესიული მოღვაწეობის ყველა სფეროში მამაკაცებისა და ქალების თანაბრი მონაწილეობა, გენდერული სტერეოტიპების დაძლევა, ქალებისა და მამაკაცებისათვისსრული განათლების ხელმისაწვდომობა, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში თანაბარი მონაწილეობისათვის ხელშეწყობა. ბუნებრივია, მიზნის მისაღწევად საჭიროა როგორც სამართლებრივი ბაზის არსებობა, ასევე, რეალობიდან გამომდინარე, სპეციალური ზომების მიღება. მათ შორის ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა - ქალთა საკითხების გათვალისწინება ბიუჯეტის შედგენის თუ საგადასახადო პოლიტიკის დაგეგმვის დროს.

ედვოკასი - (ინგლ. Advocacy - დაცვა ) - წარმოადგენს პოლისის შეცვლის, გათანამედროვების, შევსების სტრატეგიას. ე.წ. “ადამიანის უფლებების მესამე თაობის“ შექმნა სწორედ ედვოკასის საშუალებით გახდა შესაძლებელი, როდესაც დროის მოთხოვნებმას წინა პლანზე დააყენა უკვე არსებული ადამიანის უფლებების დაცვის კანონების თანამედროვეობასთან ადაპტირების პრობლემა. ედვოკასი, როგორც ლობირების იარაღი, საერთაშორისო თუ ეროვნული დონის იურიდიული დოკუმენტებისა თუ შეთანხმებების სევსება თუ შეცვლის საშუალებას იძლევა. იგი წარმოადგენს უფლებას, იმოქმედო „უუფლებო სახელით“, ან „დარაზმო უფლებააყრილნი საკუთარი უფლების დასაცავად“. გაეროს რეზოლუცია № 1325 სწორედ ედვოკასის ტექნოლოგიების გამოყენებით იქნა მიღებული, როდესაც რამდენიმე საერთაშორისო ორგზანიზაცია გაერთიანდა ერთი იდესი გარშენმო და აქტიურად დაიწყო ქმედება მაღალი დონის - გაეროს უშიშროეობის საბჭოს - სპეციალური დირექტივის მისაღებად.

ეროტიკა - (ბერძნ. erotikos - სასიყვარულო) - სექსუალური გრძნობები, ვნებები, ფანტაზიები და მათი მასტიმულირებელი ლიტერატურული, სახვითი, აუდიო და ვიდეო ნაწარმოებები. დღეისათვის არ არსებობს ზუსტად განსაზღვრული სხვაობა ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის, თუმცა საერთო მათ ის აქვთ, რომ ცენტრალური ფიგურა ეროტიკულ თუ პორნოგრაფიულ სცენებში - ქალი და მისი სხეულია. თანამედროვე ესთეტიკაში არსებობს რამდენიმე ნორმატიული კრიტერიუმი, რომელიც ეროტიკულ ხელოვნებას პორნოგრაფიისგან განასხვავებს: ეროტიკა ისევე, როგორც სხვა რომელიმე ხელოვნება, ადამიანის გრძნობათა მრავალფეროვნების გამომხატველია. მისი სამიზნეა არა ადამიანის სექსუალური ცხოვრების ტექნიკა, არამედ შინაგანი სამყარო. პორნოგრაფია კი სხეულს უტილიტარულად უდგება, იგი კლიშეებით სარგებლობს და ამიტომაც სხეულის, სიშიშვლის, სექსუალობის რეპრეზენტაციებით განსხვავდება ნამდვილი ხელოვნებისაგან. ეროტიკული ხელოვნებამ, უპირველეს ყოვლისა, მხატვრის თავისუფალი თვითგამოხატვის საშუალებაა, ხოლო პორნოგრაფია შეურაცხჰყოფს და თრგუნავს პორნოგრაფიული სცენის მონაწილე ქალსაც და მამაკაცსაც.

6

▲ზევით დაბრუნება


კონკუბონატი - (ლათ. concubinatus - ერთად ცხოვრება) - იგი აღნიშნავს ქალისა და მამაკაცის თანაცხოვრებას ქორწინების (სამოქალაქო, საეკლესიო) გარეშე. ეს ცნება ძველ რომში წარმოიქმნა. ქართულად მის შესატყვისად საყვარლოების ინსტიტუტი შეიძლება მივიჩნიოთ. მთელს მსოფლიოში არსებობდა და არსებობს ქალის კონკუბინატად „აყვანის“ ტრადიცია ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენელი მამაკაცისათვის - მეფიდან დაწყებული ვიდრე ჯარისკაცამდე. კონკუბინატად, ბუნებრივია, მამაკაციც შეიძლება იგულისხმებოდეს. ევროპაში მამაკაცისა და ქალის ამგვარ თანაცხოვრებას თავისუფალ, ფაქტობრივ ქორწინებას უწოდებენ, რომის იმპერიის დროს კონკუბინატის შედეგად შეძენილ ბავშვებს გარკვეული უფლებები ენიჭებოდათ. მაგალითად, მიწის მემკვიდრეობით მიღების უფლება, მაგრამ როგორც წესი, პრიორიტეტი „კანონიერ“ შვილებს ეძლეოდათ. ქართველ მეფეებსაც ჰყავდათ ხასები (კონკუბინატი ქალები), ბატონყმობის დროს ქართველი ბატონი გლეხის ქალთან ცხოვრობდა, თუმცა ამ კავშირის ლეგიტიმაცია არასოდეს ხდებოდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში რეგისტრირებული ქორწინება. ამიტომაც, ფაქტობრივი განქორწინების, გაყრის შემთხვევაში, ქალები მოკლებლუნი არიან სამართლებრივ გაყოფას, მემკვიდრეობის გახსნის დროს სამკვიდროს მიღებას თუ სხვა საოჯახო საკითხების გადაწყვეტაში თანასწორ მონაწილეობას.

7

▲ზევით დაბრუნება


ლესბოსელობა - ანუ საფიზმი - ქალთა ჰომოსექსუალიზმი, რომლისთვუისაც დამახასიათებელია ქალის სქესობრივი ლტოლვა, საყვარელი მდედრობითი სქესის წარმომადგენლისადმი. სახელწოდება მომდინარეობს ძველი საბერძნეთის კუნძულ ლესბოსიდან (Lesbos), რომელზეც ჩვენს წელთაღრიცხვამდე VII-VI საუკუნეებში ცხოვრობდა ცნობილი პოეტი ქალი საფო. მას ლესბოსური სუბკულტურის ფუძემდებლად მოიხსენიებენ. ცნობილია, რომ ისტორიამდელ ეპოქაში მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთით ცხოვრობდნენ ამორძალები - მეომარი ქალები, რომლებიც ასევე ლესბოსელები იყვნენ.

თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციაში არსებობს ე.წ. ლესბოსური სოციუმები, ჯგუფები, რომლებიც ერთგვარ სუბკულტურულ კონსტრუქტს ქმნიან არა მარტო ქალთა ხელოვნებაში, არამედ, ზოგადად, კულტურულ ფარგლებში. ლესბოსელებს აქვთ თავიანთი გამოცემები, ინტერნეტ-გვერდები, იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად.

8

▲ზევით დაბრუნება


მაჩიზმი - (ესპ. Macho - მამაკაცი) - ტერმინი „მაჩო“ გადატანითი მნიშვნელობით „მაგარი ბიჭის“ აღმნიშვნელია. მაჩო ნამდვილი მამაკაცის - ვაჟკაცურობის კვინტენსაციაა. როგორც წესი, იგი ქალთა გულების სწრაფი დამპყრობია, ზერელე, რისკიანი, გამარჯვებული, აგრესიული და კონფლიქტურია, გართულია მხოლოდ „მამაკაცური საქმიანობით“, აქვს ღირსების საკუთარი კოდექსი და ფლობს მამაკაცურობისთვის დამახასიათებელ ყველა ნიშან-თვისებას. მაჩიზმი პატრიარქალური საზოგადოებუს ლოგიკური გამოვლინებაა. მაჩო თითქოს ქალის ქომაგია, მეხტობე, ქალის პატივისმცემელი, მოყვარე, მაგრამ მისი გულმოწყალება ქალზე ნადირობის, ქალთა სქესზე დომინირების, კონტროლის სურვილითაა ნაკარნახევი. მაჩო მასკულინობის თავისებური მხატვრული გამოვლინებაა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ლათინიოამერიკელ მაჩოსთან. თანამედროვე გენდერული კვლევის მიხედვით შოვინიზმი, ნაციონალიზმი, ეთნიკური სეპარატიზმი მაჩიზმის გამოვლინებაა.

მასკულინობა - ( ლათ. Masculinos - მამრობითი) - ესაა ნორმატიულუი წარმოდგენები ფსიქიკური, სომატური და ქცევითი მახასიათებლების შესახებ, რომელიც მამაკაცს ქალისაგან განასხვავებს. მასკულინობა მამაკაცური თვისებების ერთობლიობაა და პატრიარქატის ქვაკუთხედს წარმოადგენს. მასკულინობა ქალებზე დომინირების ერთგვარი იდეოლოგიაა, რომელიც ემყარება მამრობითი სქესის პრიორიტეტულობას. მამაკაცი თითქოს უფრო ჭკვიანი, ძლიერი, ობიექტური, ინიციატივიანი და კონკურენტიანი, ვიდრე ქალი. კულტურული ნორმები ადგენს შეხედულებებს, თუ როგორი უნდა იყოს მამრობითი სქესი, ნამდვილი მამაკაცი, რაც გენდერული სტერეოტიპების არსებობის მიზეზად შეიძლება დასახელდეს.

მატრიარქატი - ( ლათ. - mater, matris დედა. ბერძნ. - ძალაუფლება) - პირველყოფილ-გვაროვნული წყობილების ადრეული პერიოდი, როდესაც გვაროვნული ჯგუფები იქმნებოდა ქალის ხაზით ნათესაობის საფუძველზე. ძველი პალეოლითის ხანა ქალთა მკვეთრი დირკიმინაციის პერიოდი იყო. თუმცა მიწათმოქმედებასთან ერთად ქალის, დედის ავტორიტეტმა საკმაოდ მოიმატა. ქალი აქტიურად ეწეოდა მიწათმოქმედებას, მოიპოვა ეკონომიკური დამოუკიდებლობა და სანადიროდ წასული მამაკაცი გარკვეულწილად დამოკიდებულიც გახადა მასზე. ქალს მიეცა საშუალება ეცხოვრა მამაკაცისგან დამოუკიდებლად. ქალების ხელში იყო ძალაუფლება და სწორედ ისინი წყვეტდნენ ტომის ცხოვრების წესს. თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ მატრიარქატი სოციალური წყობის ჰიპოთეზური ფორმაა, რომელიც წინ უძრვოდა პატრიარქატს. არ არსებობს მეცნიერულად ზუსტად დადასტრებული მონაცემები ქალთა წყობის არსებობის შესახებ, არადა, ისეთი არგუმენტები, როგორიცაა მითებში ქალ-ღმერთების, ამორძალების წილი, რიგ ანთროპოლოგებს აფიქრებინებს ისტორიამდელ წყობაში ქალების აბსოლუტური ძალაუფლების არსებობას.

მინის ჭერი - იმ წინააღმდეგობათა ერთობლიობა, რომელიც ხელს უშლის ქალის კარიერას, პროფესიულ, საზოგადოებრივ წარმატებებს. გენდერული სტერეოტიპები, გენდერული ასიმეტრია და ქალთა დისკრიმინაციის მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება აფერხებს ქალის სრული თვითრეალიზაციის პროცესს. ქალები პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში შემსრულებელ ინსტრუმენტს უფრო წარმოადგენენ , ვიდრე ხელღძვანელს, ლიდერს, მაშინ, როცა მათი კომპეტენტურობის დონე ანდა ლიდერის უნარ-ჩვევები სულაც არ ჩამოუვარდება მამაკაცისას. ზოგჯერ ქალი თავად უქმნის საკუთარ თავს ბარიერებს, რადგანაც საზოგადოების ნეგატიური შეფასების ეშინია. გენდერული ცენზურა „მინის ჭერის“ წარმოქმნის ერთ-ერთი პირობაა.

9

▲ზევით დაბრუნება


ოჯახური ძალადობა - გენდერული ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელსაც ოჯახის რომელიმე წევრი სხვა წევრებზე ახორციელებს. ოჯახური ძალადობა არის განმეორებადი, ხშირი სექსუალური, ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური შეურაცხყოფა, რომელიც მოზალადის მიერ სხვაზე (მსხვერპლზე) კონტროლსა და ძალაუფლების მოპოვებას გულისხმობს. რუსეთში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში 14 ათასზე მეტი ქალია მოკლული მეუღლის ან სექსუალური პარტნიორის მიერ, აშშ-ში წელიწადში საშუალოდ 4 მლნ. ქალი განიცდის ფიზიკურ შეურაცხყოფას მამაკაცების მხრიდან. ფიზიკური შეურაცხყოფა მოიცავს ქმედებას ცემითა და გარე სამყაროდან იზოლირებით დაწყებული, პარტნიორის საკუთრების ხელყოფით დამთავრებული; სექსუალური შეურაცხყოფა არის - გაუპატიურება, ქალისამი, როგორც საგნისადმი მოპყრობა, ცემის შემდეგ სექსუალური ურთიერთობის დამყარების მცდელობა; ფსიქოლოგიური - განუწყვეტელი კრიტიკა, აბუჩად აგდება, ეჭვიანობა, საზოგადოებრივი საქმიანობისა და ხალხში ერთად გასვლის აკრძალვა, ბავშვებით მანიპულირება, ფიზიკური ზიანის მიყენების მუქარა; ეკონომიკური - ეკონომიკური მონოპოლია საოჯახო ფინანსებზე, საკუთრებაზე, მუდმივი კონტროლი ეკონომიკური ზეგავლენის შენარჩუნების მიზნით. ოჯახური ძალადობა ჩვენს საზოგადოებაში ტაბუირებული თემაა და გენდერული ცენზურისა და თვითცენზურის გავლენის გამოხატულებაა.

დასავლეთის ქვეყნების კანონმდებლობაშო არსებობს სპეციალური მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მოძალადობის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საქართველოში ამგვარი კანონმდებლობა არ არსებობს, თუმცა ფუნქციონირებს იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრები ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის და ასევე არსებობს არასამათვრობო ორგანიზაციათა კოალიცია ოჯახური ძალადობის წინააღდმეგ.

10

▲ზევით დაბრუნება


პატრიარქატი - ( ბერძ. Patriarches - გავრის მეთაური) - პირველყოფილი თემური წყობილების გვაროვნული ორგანიზაციის ფორმა, რომელიც ხასიათდება მამაკაცის პირველმნიშვნელოვანი როლით საზოგადოებრივ წარმოებაში და თემის სოციალურ ცხოვრებაში. ითვლება, რომ პატრიარქატი მატრიარქატის მომდევნო ისტორიული ფრომაცაა, როემლიც დღემდე ცივილიზაციის საბაზისო ფორმას წარმოადგენს. პატრირქატი მამაკაცის დომინირების, ქალსა და მამაკაცს შორის იერარქიული დამოკიდებულების ისტორიაა, რომელიც ვლიდნება საზოგადოებრივი თუ შრომითი გადანაწილების პრაქტიკაში ქალთა მონაწილეობით და მისი სტატუსით ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. პატრიარქატი პოლიტიკაში, ეკონომიკაში, რელიგიაში, კულტურასა და ისტორიაში გენდერული უთანასწორობის დამკვიდრებელი სისტემაა. ავტორიტარული მმართველობა, ქალურობისა და მამაკაცურობის სტერეოტიპიზაცია, ბავშვის აღზრდის სისტემა, ოჯახური ყოფა, საზოგადოების ეთიკური ნორმები, ამა თუ იმ სოციუმის სტატუს-ქვო პატრიარქალური ზეგავლენის პროდუქტია, სწორედ პატრიარქალური წყობის სიმყარემ და სტატიკურობამ მისცა ბიძგი ქალთა მოძრაობას, ქალთა ემანსიპაციის პროცესს, რომლის მიზანი გახლდათ ღირებულებათა ახალი სისტემის, დემოკრატიული ფასეულობების დანერგვა და მათ შორის ქალთა უფლებების აქტუალიზება.

პოლისი - (ბერძ. Policy - ქალაქი-სახელმწიფო) - იმ დეკლარაციების, კონვენციების კანონების, ნორმატიული აქტების, შეთანხმებების, ბრძანებულებებისა თუ კონტრაქტების ერთობლიობა, რომელიც ნებისმიერი სტრუქტურისა თუ საზოგფადოებრივი მოძრაობის სამართლებრივ ბაზას წარმოადგენს. მაგალითად, არასამთვარობო ორგანიზაციების გაერთიანებისთვის ეს შეიძლება იყოს ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიღებული წესდება. მიუხედავად მნიშვნელოვანი „ქალთა პოლისის“ არსებობისა, ქალები ჯერ კიდევ დგანან იმ რეალობის წინაშე, როცა ხდება მათი ფუნდამენური უფლებების უარყოფა ან დარღვევა. ქალებს თავად აკლიათ პოლისის გამოყენების უნარ-ჩვევები .

ისტორიულად ადამიანის უფლებათა დაცვის პრაქტიკა ვერ ახერხებდა ადამიანის უფლებათა იმ დარღვევების დაფიქსირებას, რომელიც ქალთა დისკრიმინაციის ფაქტებს მოიცავდა. ხშირად ეს დარღვევა გამართლებული იყო ბიოლოგიური და სოციალური როლებისა და ღირებულებების არსებობით. მაგალითად, დიასახლისობის ინსტიტუტი.

საქართველო შეუერთდა შემდეგ საერთაშორისო კონვენციებს: ადამიანის უფლებათა დეკლარაციას; ეუთოს დოკუმენტაციას; სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტს; ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციას (CEDAW); №111-3 კონვენციას „შრომისა და დასაქმების სფეროში დისკრიმინაციის სესახებ“; №100-ე კონვენციას „ქალთა და მამაკაცთა თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურების შესახებ“.

შეუერთდა რა CEDAW კონვენციას 1994 წელს. საქართველოს მთავრობამ აიღო ვალდებულება შეასრულოს ამ კონვენციის ყველა მოთხოვნა. ქვეყნის ეროვნულ კანონმდებლობაში ასახულია კონვენციის მ-4 მუხლის ყველა პირობა, რომელიც მოითხოვს გარკვეულ ღონჯისძიებათა გატარებას გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ამ მოთხოვნების შესრულების პასუხისმგებლობა დაეკისრა ისეთ ძირითად სახელმწიფო უწყებებს, როგორებიცაა: ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის, განათლების, შინაგან საქმეთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროები, აგრეთვე სახალხო დამცველის ოფისს და სათანადო სამთავრობო კომისიას. ქალთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას საქართველოში არეგულირებს შემდეგი სამართლებრივი დოკუმენტები: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს შრომის კანონთა კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება ქალთა განვითარების სახელმწიფო პოლიტიკის შემმუშავებელი სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ.

არსებობს რანდენიმე რეგიონალური სამართლებრივი სისტემა, რომელიც ქალთა უფლებებს ეხება: ადამიანის უფლებათა ევროპული, ინტერამერიკული, აფრიკული სისტემა, ქლათა ქსელური მუშაობის აღმოსავლურ-დასავლური სამართლებრივი კომიტეტი, ქალთა უფლებების აზიის საბჭო, ქალთა უფლებების დაცვაზე საერთაშორისო დაკვირვება და ა.შ. აფრიკული სისტემა შედარებით ახალი დოკუმენტია. მის მე-18 მუხლში ჩადებული ქალთა უფლებების დაცვის მექანიზმი ორაზროვანი და ბუნდოვანია. ასე რომ, გარკვეულწილად, ეს სამართლებრივი ვაკუუმი ედვოკასის ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას იძლევა.

ჟენევის კონვენციას, რომელიც მოიცავს საერთაშორისო, ჰუმანიტარულ სამართალს ქალთა დაცვის სესახებ, საქართველო 1993 წელს შეუერთდა. კონვნციაში ჩამოყალიბებულია ომის დროს მოწინააღმდეგის მიმართ ჰუმანური დამოკიდებულების წესები. იკრძალება ლაზერული იარაღისა და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გამოყენება. დაუშვებელია კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების განადგურება და ბავშვთა მონაწილეობა საბრძოლო ქმედებებში. კონვენცია ხაზს უსვამს შემდეგს: „ქალების სპეციალურად უნდა იყვნენ დაცულნი მათი ღირსების შელახვისაგან, კერძოდ, გაუპატიურებისაგან, პროსტიტუციაში ჩართვისაგან ან რაიმე სხვა ფორმით შეურაცხყოფისაგან.“ კონვენცია აღნიშნავს, რომ განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ფეხმძიმე ქალები და მცირეწლოვანი ბავშვის დედები. ისინი არ ექვემდებარებიან სიკდვილით დასჯას, თუმცა ზოგიერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ემორჩილება ამ დებულებას. აუცილებელია ტყვედ ჩავარდნილი ქალებისა და მამაკაცების ცალ-ცალკე მოთავსება და ნორმალური სანიტარულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.

პორნოგრაფია - (ბერძ. Pornos - პროსტიტუტი, გარყვნილება; graphos - წერა, გამოსახვა) - porne აღნიშნავდა ყველაზე უღარიბესი ფენის მეძავებს. ისინი „ემსახურებოდნენ“ ყველას და წარმოადგენდნენ სექსუალურ მონებს. შესაბამისად, პორნოგრაფიის ჩასახვა უშუალოდ უკავშირდება პროსტიტუციას. მოგვიანებით კი ჩნდება სექსუალური ქმედებების აღმწერი მხატვრული ტექსტები. საუკუნემ მოიტანა ახალი ცნებებიც. პორნოფილმი და პორნო ვებ-გვერდი.

პატრიარქალურ კულტურაში ძალაუფლების გავრცელების, კონტროლის ობიექტია არა მარტო ქალის გონებრივი შესაძლებლობები, არამედ ქალის სხეულიც. ითვლება, რომ პორნოგრაფია, როგორც სპეციფიკური ჟანრი, უპირველეს ყოვლისა, იქმნება მამაკაცებისათვის მამაკაცების მიერ. სექსოლოგიის ცნობარში პორნოგრაფია განმარტებულია, როგორც „სქესობრივი ცხოვრების ვულგარულ-ნატურალისტური, უხამსი ასახვა ლიტერატურაში, სახვით ხელოვნებაში, თეატრში, კინოში და ა.შ.“ ცნობილი ფემინისტი, ანტიპორნოგრაფიული მოძრაობის ხელმძღვანელი ანდრეა დვორკინი წერდა, რომ „პორნოგრაფია ესაა სექსუალური დისკრიმინაციის კულტურული პრაქტიკა“. ზოგი ფემინისტი, რომელიც სექსუალურ თავისუფლებას ქადაგებს, არ ეთანხმება პორნოგრაფიის მიმართ ცენზურის პოლიტიკას. სხვა ფემინისტები კი თვლიან, რომ პორნოგრაფია იმთავითვე არღვევს ქალთა უფლებებს, რადგანაც „პორნოგრაფია თეორიაა, ხოლო გაუპატიურება - პრაქტიკა“.

დღიესათვის ინტერპრეტაციის მაღალი ამპლიტუდის გამო, ძალიან ძნელია გაივლოს მკვეთრი ზღვარი ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის, თუმცა არსებობს მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული და იურიდიული და საზოგადოებრივი განმარტებები. ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი და სექსოლოგი დონ ბირნი წერს, რომ „პორნოგრაფიის საგანია არა ადამიანის პიროვნება და არა მისი სხეული, არამედ მხოლოდ მისი სასქესო ორგანოები“. სექსოლოგიის სახელმძღვანელო კი განმრატავს, რომ „ეროტიკა - ეს არის მაყურებლისათვის სექსუალურად მისაღები მასალა, ხოლო პორნოგრაფია - მიუღებელი“. ყვითელი პრესა, საზღვარგარეთ არსებული სპეციალური მაღაზიები, სატელევიზიო არხები, ვიდეოსალონები პორნოგრაფიის შემცველ ინფორმაციას ავრცელებენ. ქალთა IV მსოფლიო კონფერენციამ აღნიშნა, რომ მასმედია განაგრძობს ქალთა წარმოჩენას ნეგატიური კუთხით და ამ პროცესში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი პორნოგრაფიას უჭირავს. ამიტომაც კონფერენციის მოქმედებათა პლატფორმაში რეკომენდირებულია ეფექტური ღონისძიებებების გატარება პორნოგრაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად. საერთაშორისო სამართალში ძირითად დოკუმენტს, რომელიც არეგულირებს პორნოგრაფიული პროდუქციის გავცელელებას, წარმოადგენს 1923 წელს მიღებული ჟენევის კონვენცია ,,პორნოგრაფიული ნიმუშებით ვაჭრობის აკრძალვის შესახებ.“ სსრკ ამ კონვენციას 1935 წელს შეუერთდა. კონვენცია 57 ქვეყნის მიერაა რატიფიცირებული. იგი სახელმწიფოებს მოუწოდებს დაადგინოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ყველა სახის კანონპროდუქციის დამზადების, შენახვისა და გავრცელების გამო. ჟენევის კონვენციის შემდეგ მრავალმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის ევროკავშირმა, ევროსაბჭომ, ინტერპოლმა, ევროპოლმა მიიღო სხვადასხვა დოკუმენტი პორნოგრაფიის პრობლემების შესახებ. საქართველოში მიღებულია კანონი ,,მავნე ზემოქმედებისაგან მოზარდების დაცვის შესახებ“ (2002 წლის 1 იანვარი). ქართულ კანონმდებლობაში არსებობს 255-ე სტატია უკანონოდ დამზადებული პორნოპროდუქციის გავრცელების შესახებ. თუმცა არაა განსაზღვრული, რას ნიშნავს კანონიერი და უკნონო პორნოპროდუქცია. ამიტომაც ეს სტატია კონკრეტიზაციას მოითხოვს. არ არსებობს ნორმატიული აქტი, რომელიც მსგავსი პროდუქციის ექსპერტიზის ჩატარებას ითვალისწინებს.

პროსტიტუცია (ლათ. - prostitutis - შერცხვენა, წაბილწვა - ე. წ. უძველესი პროფესია, რომლის წარმომადგენლები (ძირითადად ქალები) ყიდიან თავიანთ სხეულს გასამრჯელოს მიღების მიზნით. ეს სოციალური მოვლენა ძველთაგანვეა ცნობილი და ყველა საზოგადოებრივი ფორმაციისთვისაა დამახასიათებელი. სხვადასხვა კულტურებში არსებობდა და არსებობს სხვადასხვა სახის პროსტიტუცია: ქუჩის, საროსკიპოს, ტაძრის, საერო, სამასპინძლო და ა. შ. არ არსებობს ერთიანი აზრი პროსტიტუციის წარმოქმნის და მისი სიცოცხლისუნარიანობის შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით პროსტიტუციის მიზეზი სოციალურ-ეკონომიოური კრიზისი და გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემებია. XX საუკუნეში ელექტრონული ტექნოლოგიების გავრცელებისა და გლობალიზაციის პროცესის მომძლავრების ფონზე მოხდა სექსუალური მომსახურების, სექსმუშაკის, როგორც პროფესიის დამკვიდრება, რომლის წარმომადგენლები ჩართულნი არიან როგორც ჩვეულებრივ პროსტიტუციაში, ასევე - ვირტუალურში. მაგალითად, სექსი ტელეფონით, სექსი ინტერნეტით, სექს-შოუ და ა.შ. სექსმა და პროსტიტუციამ გართობის სფეროში გადაინაცვლა. ამავე დროს, როგ ქვეყნებში, მაგალითად, ავსტრალიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში სექს-მომსახურება, პროსტიტუცია ლეგალიზებულია და მისი სტატუს-კვო კანონმდებლობით რეგულირდება. თუმცა ამავე ქვეყნებში არსებობს ე.წ. არაკანონიერი პროსტიტუციაც, რომელშიც ჩართულნი არიან ორივე სქესის არასრულწლოვანნი, ტრეფიკინგის მსხვერპლნი და ა.შ. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, დღესაც მიმდინარეობს მსჯელობა პროსტიტუციის ლეგალიზაციის თაობაზე.

11

▲ზევით დაბრუნება


საქორწინო ხელშეკრულება - კანონის ფარგლებში მეუღლეებს შორის დადებული იურიდიული აქტი, რომლითაც განისაზღვრება მათი ქონებრივი უფლებები და მოვალეობები, როგორც ქორწინების განმავლობაში, ასევე განქორწინების რეგისტრაციის დღიდან. საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს მეუღლეთა შორის პირადი ურთიერთობების რეგულირება. საქორწინო ხელშეკრულება არეგულირებს როგორც უკვე არსებულ, - ისე მომავალში შეძენილ ქონებას. კონტრაქტის მხარეებს უფლება აქვთ საქორწინო ხელშეკრულებით განსაზღვრონ შემოსავლებში მონაწილეობის პირობები, თითოეულის მიერ საოჯახო ხარჯების გაწევის წესი და ქონება, რომელიც თითოეულ მეუღლეს ქორწინების შეწყვეტისას გადაეცემა. დასავლეთის რიგ ქვეყნებში დიდი ხანია არსებობს საქორწინო ხელშეკრულების დადების პრაქტიკა. ამგვარი იურიდიული აქტი საქართველოშიცაა დანერგილი, თუმცა დღეისათის მეუღლებს შორის საქორწინო ხელშეკრულების გაფორმების ერთეული შემთხვევებია ცნობილი.

სექსიზმი - (ლათ. sexsux - სქესი) - სქესობრივი ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის იდეოლოგია და პრაქტიკა. ტერმინი გაჩნდა აშშ-ში 1960-იან წლებში. იგი მოიცავს იმ სოციალურ სტერეოტიპებს, რწმენებსა და წარმოდგენებს, რომელიც ერთი სქესის მეორეზე დომინირებას აწესებს და გენდერული უთანასწორობის საფუძველს ქმნის. თავისი იდეოლოგიური ფუნქციით სექსიზმი რასიზმის (დისკრიმინაცია ეთნიმური ნიშნით) ანალოგიურია. განსაკუთრებით გავრცელებულია სექსიზმის ფორმა - ,,მამაკაცური შოვინიზმი“, თუმცა არსებობს ,,ქალაქური შოვინიზიც.“ სექსიზმის წყარო გახლავთ კონკრეტული სოციალური პირობებისა და კულტურული ნორმების ნიადაგზე შექმნილი სქესობრივი განსხვავებების აბსოლუტიზაცია და ბიოლოგიზაცია. სექსიზმი მამაკაცურ დომინირებას ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევს. ეს იდეოლოგია, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევაში ვლინდება, ამცირებს, არახელსაყრელ პირობებში აყენებს ქალებს. ტრადიციული, პატრიარქალური შეხედულებები მამაკაცისა და ქალის როლზე თან სდევს ბავშვის სოციალიზაციის მთელ პროცესს და, ბუნებრივია, უყალიბებს რეალობის აღქმის ამა თუ იმ მოდელს, როგორც წესი, სტერეოტიპულს: ქალი - სამზარეულოში, მამაკაცი - სამსახურში.

სექსიზმის მთავარ ფუნქციას წარნმოადგენს სქესის როლური სტერეოტიპების გამართლება და გენდერული უთანასწორობის ლეგიტიმაცია. ამავე დროს, ხდება ისეთი სოციალური პრობლემის დაკანონება, როგორიცაა ტრეფიკინგი. სარეკლამო პროდუქციაში ხშირადაა ექსპლუატირებული ქალის ხატი. ქალი რეპრეზენტირებულია, როგორც გასაყიდი საგანი, მონა, სავაჭრო ერთეული, ,,საქონელი“, რომელიც მყიდველს სტიმულს აძლევს იაფად იყიდოს და ძვირად გაყიდოს იგი.

სექსიზმის გამოხატულებაა, მაგალითად, მამაკაცების იძულებული გაწვევა სამხედრო სამსახურში. სექსისტური ტენდენციები ვლინდება ენის ბუნებაშიც: განსაზღვრებები ,,ნამდვილი მამაკაცი“ ან ,,ნამდვილი ქალი,“ ,,კაცის საქმე“ ან ,,ქალის საქმე.“ გენდერული სტერეოტიპები განსაკუთრებით თვალსაჩინოა მასმედიაში, სადაც ფართოდაა წარმოდგენილი იდეალური, კარგი (ცუდი) ქალისა და მამაკაცის ხატები. ე. წ. ,,ქალის კულტი,“ უფრო სწორად, ,,დედის კულტი,“ რომელიც არსებობდა საქართველოში, ძირითადად უკავშირდება ქალის ბიოლოგიურ ფუნქციას. დღეისათვის სექსისტური წარმოდგენები ტრანსფორმირდება, თუმცა ქალის, როგორც სანიმუშო დედისა და წარმატებული პოლიტიკოს-ბიზნესმენის ,,მეორე ნახევრის“ ხატი კვლავ დღის წესრიგშია.

სექსუალობა (ლათ. sexualis - სქესობრივი) - ადამიანის სექსუალური აქტივობის, ლტოლვის, სექსუალური ქცევის, რეაქციების ერთობლიობა. ყველა საზოგადობაში არსებობს წარმოდგენები და რელიგიურ-კულტურული ნორმები, ჩარჩოები, თუ როგორ უნდა ავლენდეს (არ ავლენდეს) მამაკაცი თუ ქალი თავის სექსუალობას. სექსუალობას, სქესობრივ მორალს თავისი ისტორია აქვს. იგი ისტორიულ-კულტიტული, ეთნოგრაფიული, გენდერული კვლევის საგანია. არსებობს საზოგადოებრივი ნორმები ჰეტეროსექსუალობის, ბისექსუალობისა თუ ჰომოსექსუალობის გემოვლენებებისადმი. სექსუალობა გულისხმობს ასევე მისი გამოვლენის ლეგიტიმაციას - ოჯახი, ქორწინება, კონკუბინატი, რეპროდუქციული უფლებების რეალიზება და ა. შ.

სექსუალური მეძიებლობა - სექსიზმის, მაჩიზმის გამოვლენა. მისთვის დამახასიათებელი სექსუალურად შეფერილი სიტყვიერი მიმართვა თუ ფიზიკური ქმედება მიმართულია ,,სექსის გამორჩენაზე,“ როგორც წესი, სექსუალურ მაძიებლობას ადგილი აქვს მაღალი სამსახურებრივი თანამდებობების მქონე მამაკაცების მხრიდან ქალის სამსახურში დაქირავების, კარიერული წინსვლის, სამსახურის დაკარგვით (შემცირებით) მანიპულირების შემთხვევაში.

თუმცაღა სექსუალური მაძიებლობა არახალი მოვლენაა. ეს პრობლემა საზოგადოებას აღელვებდა ქალთა მოძრაობის გააქტიურებამდეც. აშშ-ში სექსუალური მაძიებლობა ფედერალური სასამართლოს მიერ განიხილება გენდერული ძალადობის ფორმად და 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მიხედვით ცხადდება კანონსაწინააღმდეგო ქმედებად. ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სავარაუდოა სექსუალური მაძიებლობის ფაქტების მასობრივი ზრდა, თუმცა საზოგადოების პატრიარქალური წყობა ამ თემას ტაბუს ადებს: ითლება, რომ ქალი თავად აპროვოცირებს ამგვარი სახის ქმედებას. ქალი მიმართავს თვითცენზურას და არ აცხადებს დისკრიმინაციის ამ გამოვლენის გამო, არ ითხოვს მოძალადის დასჯას. მით უმეტეს, როდესაც მოცემულ საზოგადოებაში სექსუალური მეძიებლობა არ ითვლება არც ეთიკური, არც იურიდიული ნორმების დარღვევად.

სექსუალურ მაძიებლობად აღიქმება ქარაგმით ნთქვამი სიტყვა. ხუმრობა, ანეკდოტი, უხამსი შეთავაზება, ქალის ფიზიკური მონაცემების, გემოვნების, ჩვევების თუ ჩაცმულობის კრიტიკა, შენიშვნები, ქალის ნების საწინააღმდეგო ფიზიკური შეხება, სამსახურეობრივი მდგომარეობით მანიპულირება და ა. შ.

12

▲ზევით დაბრუნება


ტრანსსექსუალიზმი - (ლათ.trans - გავლით - sexualis - სქესობრივი) - ინდივიდის ბიოლოგიური და სოციალური სქესის შეუსაბამობა, რომელიც ევლინება საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნებულობის მტკიცებით. ტრანსსექსუალიზმი ითვლება დაავადებად, რომლის მიზეზს წარმოადგენს ტვინის სტრუქტურის პათილოგია. არსებობს ამ დაავადების რამდენიმე ფორმა. სხვადასხვა ავტორების მიხედვით ტრანსსექსუალიზმის გამოვლენის სტატისტიკა შემდეგია: 1:40 ათას ადამიანზე. ცნობილია ისიც, რომ მედიკამენტოზური თუ ფსიქოთერაპიული მკურნალობა უძლურია ამ პრობლემასთან. ამიტომაც დაგეგმილია სქესის შეცვლის ოპერაციული მეთოდი, რომელიც არსებობს როგორც დასავლეთის ქვეყნებში, ასევე პოსტსაბჭოურ სივრცეში, მათ შორის საქართველოშიც. ტრანსსექსუალობისადმი დამოკიდებულება საზოგადოების ტოლერანტულობისა და ადამიანის უფლებების რეალიზების საშუალბათა ინდიკატორია.

ტრეფიკინგი - (ინგლ. traffic - ტრანსპორტირება, მოძრაობა,) - მონებით ვაჭრობის თანამედროვე ფორმა. ადამიანთა, უფრო ხშირად ქალთა დაქირავება სამსახურისა თუ მომსახურებისათვის, მათი საზღვარგარეთ გადაყვანა მუქარით, მოტყუებით ან ძალადობით. გაეროს შეფასებით, ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 4 მლნ.-ზე მეტი ადამიანი გადაჰყავთ სხვადასხვა ქვეყნის საზღვარზე იძულებითი შრომისათვის. მიგრაციული პროცესების (შრომითი მიგრაცია) ინტენსივობა, ეკონომიკური კრიზისი, ქვეყნის კანონმდებლობის ნაკლოვანებები განიხილება ტრეფიკინგის ხელშემწყობ პირობებად.

ადამიანებით ვაჭრობის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებად, მომგებიან და უკონტროლო სახეს სექს-ვაჭრობა წარმოადგენს. ქალის, როგორც სავაჭრო საგნის იმიჯს ამყარებს მასკულტურაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები და ქალის დაქვემდებარებული სტატუსი. ტრეფიკინგი გენდერულ ძალადობად განიხილება. ძირთადად, იგი დამახასიათებელია ეკონომიკური კრიზისის კერებისათვის. სამხრეთ კავკასიის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოური სივრცის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კარიბის აუზის მოქალქეები ბედი საძიებლად უფრო მდიდარ ქვეყანაში მიემგზავრებიან. მოდის სააგენტოები, ტურისტული ბიუროები, საცეკვაო კლუბები ქალებს მაღალანაზღაურებად და პრესტიჟულ სამუშაოს სთავაზობენ, ტრეფიკერთა მაფია კი გულუბრყვილო ქალებს საროსკიპოში, იძულებით პროსტიტუციაში, შინამოსამსახურეებად ამწესებეს. ტრეფიკერები, ფაქტობრივად ერთსა და იმავე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას მიმართავენ: მსხვერპლისთვის პასპორტის, დაბადებისა და პირადობის მოწმობის, უბის წიგნაკის წართმევას, ფიზიკურ ძალადობას (ცემა, გაუპატიურება), დამცირებას, კრიმინალურ ქმედებაზე დათანხმებას, იზოლირებას, ოჯახის წევრებისათვის ზიანის მიყენების მუქარას და ა.შ.

ჯერ კიდევ 19004, 1910, 1921 და 1933 წლებში დასავლეთის ქვეყნებში დაიდო ქალთა ტრეფიკინგის წინააღმდეგ მიმართული საერთაშორისო შეთანხმებები. საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის ბრძანებულება ,,ტრეფიკინგთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის შესახებ“ ითვალისწინებს საკანონმდებლო ზომების განხორცილებას, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ტრეფიკინგის მსხვერპლთა, განსაკუთრებით ყველაზე მგრძნობიარე და დაუცველი ჯგუფის - ქალთა, მოზარდთა და ბავშვთა - უფლებებისა და ინტერესების დაცვა.

13

▲ზევით დაბრუნება


ფემინიზმი - (ლათ. femina - ქალი) - ფილოსოფიის მიმდინარეობა, რომელიც ქალისა და მამაკაცის თანასწორობას ქადაგებს. ეს ტერმინი პირველად 1895 წელს იხმარა ელის როსიმ, როგორც ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგიის აღმნიშვნელი სიტყვა. ფემინიზმი, როგორც თეორია, წარმოიქმნა ქალთა მრავალსაუკუნოვანი დისკრიმინაციის, ისტორიული უსამართლობის, პატრიარქალური წყობის, მამაკაცის დომინირების უალტერნატივობის კრიტიკის შედეგად. უდიდესმა ჰუმანისტმა მაჰათმა განდიმ თავისი რეფორმების გატარება სწორედ ქალთა უფლებების წინ წამოწევით დაიწყო. ფემინიზმის პირველი ტალღა XIX საუკუნეში აგორდა. მისი მიზანი იყო სქესთა იურიდიული უფლებების გათანაბრება. ფემინიზმის მეორე ტალღა ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანასწორობას ქადაგებდა, როგორც სამართლებრივ, ასევე სოციალურ-კულტურულ ასპექტში. საფრანგეთის რევოლუციამ საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი შესარულა ქალთა მოძრაობაში. 1792 წელს ოლიმპია და გუჟმა გამოაქვეყნა ,,ქალისა და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია.“ პარალელურად ინგლისში მერი უილსტონკრაფტი აქვეყნებს წიგნს ,,ქალის უფლებათა დაცვა,“ ხოლო გერმანიაში გამოდის თეოდორ ფონ გიპელის ნაშრომი ,,ქალთა სამოქალაქო მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“. მეცნიერთა აზრით, ფემინიზმი, როგორც იდეათა წყობა, წარმოიქმნა სენ-სიმონის, ფურიეს, ოუენის უტოპიური სოციალიზმის ნიადაგზე.

დღეისთვის ფემინიზმი წარმოადგენს თანამედროვე საზოგადოების სოციალურ-კულტურული განვითარების ალტერნატიულ ფილოსოფიურ კონცეფციას. ფრანგმა ეგზისტენციალისტმა ფილოსოფოსმა სიმონა დე ბოვუარმა თავის ნაშრომში „მეორე სქესი“ დასვა საკითხი კულტურაში ქალურობის დართგუნვის პრობლემის აქტუალურობის შესახებ. მან აჩვენა, რომ სწორედ საზოგადოებრივი ნორმები უწოდებს მამაკაცურს (მასკულინურს) პოზიტიურს, ხოლო ქალურს (ფემინურს) - ნეგატიურს, „სხვას“ ანუ ეს განსხვავებები გენდერული ხასიათისაა და პატრიარქატის გამყარებას უწყობს ხელს.

XX საუკუნის დასავლურ ცივილიზაციაში გამოიკვეთა ფემინიზმის (შესაბამისად ფემინისტთა აქტივობის) სამი მიმდინარეობა: ლიბერალურ-რეფორმატორული (ქალთა სამოქალაქო და იურიდიული უფლებების დაცვა); სოციალისტური (მარქსისტული და ფემინისტური შეხედულებების შერწყმა)და რადიკალური (ქალთა დისკრიმინაციის საერთო საფუძვლების ძიება-გამოაშკარავება და კრიტიკა).

არსებობს ფემინიზმის მრავალი მიმართულება, მათ შორის:

ანარქისტული - ქალთა მოძრაობის აქტივისტების იდეოლოგია, რომლებიც გამოდიან ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურის, იერარქიის, ძალაუფლების წინააღმდეგ. ისინი რეფორმების გასატარებლად ქალთა რევოლუციურ ქმედებას ემხრობიან.

ანტირასისტული - ანუ „შავი“ ფემინიზმი. აფრიკასა და აშშ-ში მცხოვრები აქტივისტ ქალთა მოძრაობა, რომელთა აზრით, „თეთრი“ კულტურა იმთავითვე შეიცავს დომინირების ელემენტებს, რასაც ქალთა დისკრიმინაციის დისკურსში შემოაქვს ეთნოსის, რასის, კლასის ტერმინოლოგია. „შავი“ ფემინიზმი ე.წ. „ნაციონალური“ ფემინიზმის ნაირსახეობაა, რომელშიც ქალთა მდგომარეობის ანალიზი ეროვნულობის გათვალისწინებით ხდება.

ეგალიტარული - მამაკაცისა და ქალის პიროვნული არსის თანასწორობის მტკიცება. მისი მიმდევრები უარყოფენ ქალში ქალური საწყისის, ქალური სექსუალობის არსებობას.

ეკონომიკური - მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ქალთა როლს ეკონომიკურ პროცესებში, შრომის გენდერული დიფერენციაციის პრაქტიკებს, ეკონომიკური კრიზისების გავლენას ქალტა მდგომარეობაზე, ქალთა დისკრიმინაციის ეკონომიკურ მახასიათებლებს.

კიბერფემინიზმი - ლიტერატურული ჟანრი, რომელიც მხატვრული (უფრო ხშირად, ფანტასტიკური) ლიტერატურის ფარგლებში თავისუფლად მსჯელობს მამაკაცისა და ქალის თანასწორობის პრობლემებზე, სოციალურ ეგალიტარიზმზე. კიბერფემინიზმი ვირტუალურ დონეზე ებრძვის სექსიზმს და ამყარებს ისეთ საზოგადოებრივ წყობას, სადაც იმთავითვე გამორიცხულია რომელიმე სქესზე დომინირების პრაქტიკა.

კულტურული - ფემინისტური თეორია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს მამაკაცებისა და ქალების განსხვავებას და ხაზს უსვამს ქალის ღირსებებს. რადიკალური ფემინიზმის ამ მიმართულების თანახმად, ქალებს თავიანთი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, აქვთ მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი თვისებები: მზრუნველობა, სიმშვიდე, თანაგრძნობა, ემოციურობა, ბუნებრიობა, დათმობა. კულტურული ფემინიზმი შორსაა პოლიტიკისაგან და მისი მიზანია ცხოვრების განსაკუთრებული სტილის გამომუშავება, რომელიც შეცვლის არსებულ პატრიარქალურ-კულტურულ სინამდვილეს.

ლესბოსური - ფემინიზმის მიმართულება, რომლის მიმდევრები იბრძვიან მსოფლიო ცივილიზაციაში ლესბოსელთა უფლებების დასაცავად, ლესბოსუ სუბკულტურის ღვაწლის აღიარებისათვის, სოციალურ კონსტრუქციებში სპეციფიკური ქალური გამოცდილების დასამკვიდრებლად.

ლიბერალური - ფემინიზმში თანასწორობისა და დემოკრატიულობის პრინციპების მქადაგებელი მიმდინარეობა, რომლის მიზანია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიღწევა როგორც პოლიტიკურ, ასევე სოციალურ სფეროში. იგი ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის დროს აღიარებულ „ბუნებრივი უფლებების“ კონცეფციას ეყრდნობა. მას მერე, რაც დასავლეთში ლიბერალური დემოკრატია პოლიტიკურ სისტემად გადაიქცა და იგი მხოლოდ იდეოლოგიის აღმნიშვნელი ცნება აღარაა, ლიბერალური ფემინიზმი საზოგადოების ორგანულ ნაწილად იქცა.

მარქსისტული - ფემინიზმის მიმდინარეობა, რომელიც ქალთა დისკრიმინაციას კლასობრივი ბრძოლის შედეგს მიაკუთვნებს და ამ პროცესებს მარქსისტულ თეორიაზე დაყრდნობით ხსნის. მარქსისტული ფემინიზმის თეორეტიკოსების აზრით, ქალთა დისკრიმინაცია გაქრება, როდესაც ისინი მუშათა კლასის ნაწილი გახდებიან, ხოლო შრომის სტრუქტურა და ორგანიზაციის კლასობრივი და სქესობრივი განსხვავებულობის გარეშე იარსებებს.

ნეოფემინიზმი - ფემინისტური იდეოლოგია, რომელიც ეწინააღმდეგება პატრიარქალურ საზოგადოებაში გაბატონებულ წარმოდგენას ქალის, როგორც მხოლოდ რეპროდუქციული ფუნქციის შემსრულებლის როლს. ნეოფემინისტები თვლიან, რომ დედობა ქალის მოვალეობა კი არა, არჩევანი უნდა იყოს. ამიტომაც ისინი იბრძვიან ოჯახის დაგეგმარებისა და შეგნებული დედობის ცნებების დასამკვიდრებლად. ნეოფემინიზმის ფუძემდებლად აღიარებულია ფრანგი ფილოსოფოს-ეგზისტენციალისტი სიმონა დე ბოვუარი, რომელიც თავის ნაწარმოებში, „მეორე სქესი“, ქალის თავისუფალი ნების, თავისუფალი არჩევანის და დამოუკიდებელი პიროვნების პრიმატს ამკვიდრებს.

პოსტკოლონიალური - მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ქალთა მდგომარეობას პოსტსაბჭოურ, პოსტსოციალისტურ სივრცეში. პოსტკოლონიალური ფემინიზმი ასევე მოიცავს ამერიკის, აფრიკის, აზიის, კარიბის აუზის ქვეყნების ქალთა თვითიდენტიფიკაციის პროცესს. მისი შესწავლის საგანია პატრიარქატის, კოლონიალიზმის, სეპარატიზმის, ეროვნული მოძრაობის დათრგუნვის პოლიტიკის, ძალაუფლების, ძალადობისა და ქალთა მდგომარეობის ურთიერთმიმართება.

ჰუმანური ფემინიზმი - პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალთა დისკრიმინაციის კანონზომიერებების შემსწავლელი მიმდინარეობა, რომელიც ქალისა და მამაკაცის უპირობო თანასწორობას ქადაგებს. ჰუმანური ფემინიზმის თანახმად, მამაკაცის განვითარებისათვის თავისუფალი, სრულფასოვანი ქალი ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორიც ასეთი მამაკაცი - ქალისათვის. იგი უარყოფს ქალისა და მამაკაცის მიმართ სტერეოტიპულ დამოკიდებულებას და ამოსავალ წერტილად ორივე სქესის თანამშრომლობას, პარტნიორულ, პატივისცემაზე დამყარებულ ურთიერთობას ამკვიდრებს.

ფემინისტური ეთნოგრაფია - ეთნოგრაფიული მეცნიერების ალტერნატიული მიმდინარეობა, რომელიც სოციოლოგიაში და ეთნოგრაფიულ ძიებებში ქალთა თვალთახედვის, ქალთა ისტორიების რესურსს სწავლობს. იგი მიმართულია გენდერული და რასობრივი უთანასწორობის დაძლევისაკენ. ფემინისტური ეთნოგრაფია ტრადიციულად არსებული ანდროცენტრული კვლევის ერთგვარი ოპოზიციაა და ამა თუ იმ ისტორიულ ფორმაციაში, პერიოდში ან მომენტში გენდერული დამოკიდებულებების შესწავლაზეა ორიენტირებული. ფემინისტური ეთნოგრაფიის კვლევის ერთ-ერთი ფორმაა ქალთა ზეპირი ისტორიები.

ფემინისტური ისტორიოგრაფია - XX საუკუნის 60-70-იან წლებში ქარმოქმნილი ისტორიოგრაფიის მიმდინარეობა, რომელიც სწავლობს ქალის, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ემანსიპაციის ადგილსა ისტორიულ პროცესში. ფემინისტური ისტორიოგრაფია ისტორიული პროცესების ქალთა თვალთახედვის შეფასებისას საშუალებას იძლევა. ისტორიაში ქალთა როლის „ამოტივტივება“ ისტორიის „თეთრი ლაქების“ შევსების, მსოფლიო პროცესების (პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, რელიგიური) სრული სურათის შექმნის მცდელობაა. იგი, ამავე დროს, მოიცავს ქალთა მოძრაობის ისტორიის აღწერას: ფემინიზმის, სექსუალობის, სოიალური რევოლუციების დინამიკას, დემოკრატიული ღონისძიებების ღირებულებების და ქალთა უფლებების დამკვიდრების, ქალთა თვითშეგნების გაღვიძების, მოქალაქედ ჩამოყალიბების პროცესს - ქალისა და არსებული რეალობის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური რეჟიმების ურთიერთმიმართებას.

ფემინურობა - (ლათ. Femininus - ქალური) - მოცემულ სოციუმში იმ თვისებათა ერთობლიობა, რომელსაც ქალს მიაწერენ. პატრიარქატი, ბუნებრივია, თავის სტერეოტიპულ შეხედულებებს ქმნის, ამკვიდრებს ქალურობის ჩარჩოებს და თავისი ისტორიული, ეთნოსპეციფიკური მახასიათებლები შეაქვს ქალურობის გამოვლინებაში. ქალურობა - სინაზე, სიმშვიდე, პასიურობა, ემოციურობა, მზრუნველობა თითქოს მასკულინობის, კაცურობის ოპოზიციაა.

ანთროპოლოგიურად ქალი შეესაბამება ბუნების პასიურ პრინციპს. იუნგი „ტრანსფორმაციის სიმბოლოებში“ წერდა, რომ უწინ ქალი იყო ევა, ან ელენე, ან სოფია, ან მარიამი. სახელების შესაბამისი თვისებები კი ასე ნაწილდებოდა - იმპულსურობა, ემოციურობა, ინტელექტუალობა და კეთილშობილება. ევა არა მარტო ძველი, არამედ თანამედროვე კულტურაშიც მოიაზრება როგორც მაცდური, ცოდვილი, რომელიც „ქვევით“ ექაჩება ადამს. მიღებულია, რომ ევა და ელენე იერარქიულ კიბეზე უფრო დაბლა დგანან, ვიდრე მამაკაცი.

ფემინისტები თვლიან, რომ ქალურობა არის არა ბუნებით მონიჭებული ფუნქცია-როლი, არამედ აღზრდით განპირობებული სოციალურ-კულტურული მახასიათებლების ერთობლიობა, რომელიც გენდერულ სტერეოტიპებად გვევლინება. არადა ტრადიციულად მიჩნეული მასკულინური თვისებები - სიამაყე, პრინციპულობა, თვითკმარობა, გამბედაობა ისევე ახასიათებს მამაკაცს, როგორც - ქალს. თუმცა მიჩნეულია, რომ მამაკაცს ძირითადად უნდა ახასიათებდეს მასკულინობა და „ოდნავი“ ფემინურობა.

14

▲ზევით დაბრუნება


ქალთა ავტობიოგრაფია - ფემინისტურ ლიტერატურაში არსებული ჟანრი, რომელიც ასახავს ქალის თვალთახედვას საკუთარი ცხოვრების აღწერისას. ფრიად საინტერესოა ჟურნალისტ ქალთა საკუთარი „მე“-ს რეალიზების პროცესის დოკუმენტირება. ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი . ბენკსი იყო პირველი ჟურნალისტი ქალი, რომელმაც ავტობიოგრაფია გამოაქვეყნა. ავტობიოგრაფია მოგვითხრობს ქალის გაცნობიერებულ ბრძოლაზე საზოგადოებრივ სტერეოტიპებსა და თავის ე.წ. ქალურ საწყისთან. ქალთა ავტობიოგრაფიები ძირითადად მოიცავს „მე“-ს თვითრეალიზაციის პროცესის აღწერას, საკუთარი პროფესიონალიზმის აღიარებისათვის განვლილ გზას - გამარჯვებასა და დამარცხებას.

ქალთა გაერთიანებები - ქალთა თუ ქალთა ჯგუფებს შორის წარმოქმნილი ერთობა, რომელმაც შეიძლება მიიღოს ორგანიზაციის, ფონდის, საინიციატივო ჯგუფის, რეგიონალური სტრუქტურის, დროებითი კავშირის სახე და შეიძლება იმოქმედოს ლობისტური მექანიზმის თუ ედვოკასის განხორციელების, არაფორმალური გავლენის, ქველმოქმედების, პარტიის შექმნის თუ სხვა მიზნის მისაღწევად. ქალთა აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მათი მდგომარეობის ანალიზი, დისკრიმინაცია და მსგავსი სახის ინფორმაციის არსებობა ზრდის ქალთა მოტივაციას, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე (პოლიტიკა, ეკონომიკა, კულტურა და ა.შ.). ქალთა გაერთიანებების ძირითადი მიზანია ქალთა უფლებების დაცვა, პროფესიული მხარდაჭერა და ქალთა ჩართვა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში, გენდერული უთანასწორობის დაძლევა, ქალთა თვითრეალიზაციისათვის ხელშეწყობა, ცხოვრებაში საერთაშორისო დონის გადაწყვეტილებების დანერგვა, სოციალურ-კულტურულ რეალობაში ქალთა თვალთახედვის დამკვიდრება, აქტიური მონაწილეობა სოციალურ, პოლიტიკურ, კულტურულ პროცესებში. ქალთა გაერთიანებები ქმნიან ე.წ. ქალთა პოლიტიკურ, პროფესიულ, კულტურულ, სამეცნიერო, ინფორმაციულ თუ სოციალურ ქსელებს, რომლის სუბიექტები პარტნიორულ, თანასწორუფლებიან, ჰორიზონტალურ, არაიერარქიულ პრინციპებს აღიარებენ და ახორციელებენ.

საქართველოში არსებობს ქალთა 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია („გენდერული განვითარების ასოციაცია“, „ქალთა პოლიტიკური რესურს-ცენტრი“, „ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის“, ქალთა რესურს-ცენტრი „სათნოება“ და ა.შ.), რომელთგანაც 45-ზე მეტი ეუთოს მხარდაჭერით შექმნილ ქალთა არასამთავსრობო ორგანიზაციათა კოალიციაშია გაერთიანებული. კოალიციაში არსებობს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები ინტერესთა მიხედვით, მაგალითად: ,,ქალი და მშვიდობის მშენებლობა“, ,,ქალი, გარემო და გლობალური უსაფრთხოება“, „ქალი და პოლიტიკა“ და სხვა. არსებობს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ, ფონდის „ღია საზოგადოება - საქართველო“ -ს მიერ შექმნილი ჟურნალისტ ქალთა ქსელი, რომელიც ქალთა პრობლემებზე მუშაობს, „კავკასიის ქალთა ლიგა“, „კავკასიის ახალგაზრდული ქალთა ღია ქსელი“, „ქალთა სამშვიდობო საბჭო“, ქალებისა და ბავშვების ძალადობისაგან დაცვის რეგიონალური კომიტეტები და ა.შ.

საქართველოში და პოსტსაბჭოურ სივრცეში ამგვარი გაერთიანებების შექმნა ძირითადად საერთაშორისო ფონდების, დონორი ორგანიზაციების საშუალებით ხდება.

აზერბაიჯანში არსებობს „ქალთა კოალიცია 1325“, სომხეთში - ორგანიზაცია „საუნივერსიტეტო განათლების მქონე ქალები“, რუსეთში - ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, ბალტიისპირეთში - ქალთა ორგანიზაციების „მრგვალი მაგიდები“ და ა.შ.

არსებობს საერთაშორისო ქსელები - აღმოსავლეთ-დასავლეთის ქალთა ქსელი, ასევე ელექტრონული, საინფორმაციო ქსელები. ხდება ბუკლეტების, მიმართვების, მასმედიის სიახლეების, გენდერული კვლევის შედეგების ურთიერთგაცვლა.

დასავლეთის ქვეყნებში არსებულ ქალთა ფონდებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ აღმოსავლეთი თუ ცენტრალური ევროპის ქალთა გაერთიანებების საქმიანობათა ინიცირებაში.

ისტორიულად ქალთა გაერთიანებები მნიშვნელოვან როლს ასერულებდნენ საზოგადოების რეფორმირების, დემოკრატიზაციის პროცესში. მაგალითად, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში აგორდა სუფრაჟისტების (ინგლ. suffrage - ამომრჩევლის უფლება) მოძრაობა, რომლის შედეგად ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ქალთა დისკრიმინაცია - (ლათ. diskriminatio - განსხვავება) - სოციალურ-იურიდიული ცნება, რომელიც ასე შეიძლება განიმარტოს: ,,ნებისმიერ რაციონალურ დასაბუთებას მოკლებული, ცალკეული პირებისა და ჯგუფების უფლებების შეზღუდვას ან მათდამი უარყოფითი დამოკიდებულების ფორმა, რომელიც ფიზიკურ და ბიოლოგიურ ნიშნებზე აგებულ უფლებათა და უფლებამოსილებათა იერარქიულობაში გამოიხატება“. ქალთა დისკრიმინაციას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და მისი მიზეზები ყოფით, რელიგიურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ წარმოდგენებში უნდა ვეძიოთ. ცივილიზაციამ სხვადასხვა ისტორიული ფორმაციები, რევოლუციურ-ევოლუციური მოძრაობები მოიცვა, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მიჩუმათებული და ისტორიულად აუწერელი გახლავთ ქალი საზოგადოებრივ თუ პრივატულ ყოველდღიურობაში, ქალთა მოძრაობა თანასწორუფლებიანობისათვის. ქალთა დისკრიმინაციას სხვადასხვა გრადაციები აქვს: ინდოეთში ქვრივი ქალის დაწვის რიტუალიდან, ვიდრე შრომის არათანაბარი ანაზღაურების პოლიტიკამდე ცენტრალურ ევროპაში.

ქალის იგნორირების თეორია და პრაქტიკა, ქალის თვალთახედვისადმი სექსისტური მიდგომა პატრიარქალურ საზოგადოებაში ყოველთვის არსებობდა. მხოლოდ 1946 წელს ამუშავდა გაეროს კომისია ,,ქალთა სტატუსის შესახებ“ ქალთა რეალური მდგომარეობის შესწავლის მიზნით. მისი მთავარი ამოცანა გახლდათ ქალთა დისკრიმინაციის ფაქტების დოკუმენტირება. ,,კონვენციამ ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ ცნება ,,ქალთა დისკრიმინაცია“ დანმარტა, როგორც ,,სქესის ნიშნით ნებისმიერი განსხვავება, გამიჯვნა ან შეზღუდვა, რომელმაც შესაძლებელია შედეგად მოიტანოს ან რომლის მიზანია მამაკაცისა და ქალის თანასწორობის საფუძველზე ქალის (მიუხედავად მისი ოჯახური მდგომარეობისა) უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა აღიარების, სარგებლობის ან გამოყენების შესაძლებლობების შესუსტება ან სრული უარყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, სამოქალაქო ან ნებისმიერ სხვა სფეროში“.

ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია - ,,ქალთა კონვენცია - სოციალური თანასწორუფლებიანობის პრობლემამ წარმოშვა საჭიროება საერთაშორისო სამართალში შექმნილიყო სპეციალური დირექტივები და კონვენციები ცალკეულ ჯგუფთა სასიცოცხლო შესაძლებლობების გასაფართოებლად. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გაეროს მიერ 1979 წლის 18 დეკემბერს მიღებული ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია“, რომელსაც საქართველო 1994 წლის 22 სექტემბერს შეუერთდა. კონვენცია ავალდებულებს გაეროს წევრ ქვეყნებს კონსტიტუციაში ქალებისა და მამაკაცების თანასწორუფლებიანობის პრინციპის ჩართვას; დისკრიმინაციის შემცველი ეროვნული კანონების, აქტების, პრაქტიკების წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს დისკრიმინაციის საწინააღმდეგო დირექტიული მეთოდები. ცხოვრების ყველა სფეროში უნდა შეიქმნმას სათანადო პირობები ქალებისა და მამაკაცების ყველა სახის თანასწორობის უზრუნველსაყოფად. ზემოხსენებული კონვენცია სრულად მოიცავს იმ პრინციპებს, რომელთა რეალიზება შესაძლებელს ხდის გენდერული თანასწორობის მიღწევას.

ქალთა ემანსიპაცია - (ლათ. emancipatio - განთავისუფლება, გათანაბრება) - ეს ტერმინი XIX საუკუნეში გაჩნდა. იგი აღნიშნავდა ქალთა მოძრაობას დისკრიმინაციის წინააღმდეგ, ქალთა უფლებების პრობლემატიზაციას, საზოგადოების გააქტიურებას გენდერული უთანასწორობის დასაძლევად.

ქალთა ემანსიპაციის თეორიული საფუძვლების შექმნას თავისი ისტორია აქვს: 1504 წელს იტალიელმა კრისტინა დე პიზანმა გამოაქვეყნა ნაშრომი ,,წიგნი ქალთა ქალაქზე“, სადაც იგი ამტკიცებდა, რომ ქალებს განათლების უფლება აქვთ. 1790 წელს ფრანგმა ფილოსოფოსმა კონდორსემ გამოაქვეყნა სტატია ,,ქალთათვის სამოქალაქო უფლებების მინიჭების შესახებ“. 1848 წელს ქალთა უფლებების დაცვის I კონფერენცია ჩატარდა ნიუ-იორკის მახლობლად არსებულ სოფელ სენაკა ფოლსში. დელეგატებმა ხელი მოაწერეს ,,პოზიციებისა და რეზოლუციების დეკლარაციას“, რომელიც ქალთა მოძრაობის საფუძველი გახდა. სხვათა შორის, ამ დეკლარაციის ზოგიერთი პუნქტი გაეროს 1948 წლის ადამიანის უფლებათა დეკლარაციაშია გამოყენებული. 1869 წელს აშშ-ში შეიქმნა პირველი ქალთა საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ქალთათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მინიჭებას მოითხოვდა. სუფრაჟისტები ყოველგვარი ხერხით ცდილობდნენ საზოგადოების ყურადღება მიეპყროთ. 1913 წელს პირველად აშშ-ში შეიქმნა ქალთა პარტია. 1910 წელს კლარა ცეტკინი ქალ-სოციალისტთა II კონფერენციაზე ქალთა დღის აღნიშვნის ინიციატივით გამოვიდა. 1963 წელს კი ბეტი ფრიდმანმა გამოაქვეყნა წიგნი ,,ქალურობის საიდუმლო“, რომელიც თანამედროვე ქალთა მოძრაობისა და ქალთა ემანსიპაციის ერთგვარ სახელმძღვანელოდ გადაიქცა.

დღეისათვის ქალთა ემანსიპაცია პატრიარქატის მრავალსაუკუნოვანი ბატონობის ლოგიკურ შედეგად მოიაზრება. ქალთა ჩართვა ,,მამაკაცურ“ საზოგადოებრივ სფეროებში სოციალური შეკვეთით განპირობებული მოთხოვნაა, როგორც ქალთა უფლებების რეალიზების აუცილებლობა პირად თუ საზოგადოებრივ სფეროებში.

ქალთა ზეპირი ისტორიები - ფემინისტური ისტორიოგრაფიის მეთოდი, რომელიც ითვალისწინებს ქალის პირადი, სუბიექტური გამოცდილების დისკურსით თანამედროვე საზოგადოების სოციალურ-კულტურული და სულიერი ტრანსფორმაციის აღწერას. ქალთა ზეპირი ისტორიები მოიცავს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროში პარტიარქალური ატრიბუტიკის (დომინირება, უთანასწორობა) არსებობს, ქალის საზოგადოებრივი თვითრეალიზაციის ხელშეწყობა-უგულებელყოფის დინამიკის კვლევას. ამგვარი ისტორიების დოკუმენტირება საშუალებას იძლევა აღმოვაჩინოთ და დავაკვირდეთ პოლიტიკური რეალიების გავლენას ინდივიდების თუ სოციალური წრის მენტალიტეტსა და ქცევის მოდელებზე, ინდივიდუალიზაციის, სოციალიზაციის პერიოდზე, სოციალურად ინდიფერენტული და აქტიური პერიოდების ურთიერთმიმართებაზე. კვლევისას გამოიყენება საოჯახო თუ კერძო საარქივო მასალები და ე.წ. მეორე პირთა მოგონებები თუ შენიშვნები ძირითადი მთხრობელის ზეპირი ისტორიის კორეგირება-შევსების მიზნით.

ქალთა მოძრაობა - ქალთა გაერთიანებების მოქმედება გარკვეული მიზნის მისაღწევად, ძირითადად გენდერული უთანასწორობის, ქალთა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად. ესაა ქალთა ორგანიზაციების, ქალთა საინიციატივო ჯგუფების ერთობლივი ქმედება ქალთა უფლებების დასაცავად, სახელმწიფო პოლიტიკის სფეროში გენდერული ინდიკატორების გათვალისწინების ლობირებისათვის. ისტორიულად ცნობილია ქალთა ბურჟუაზიული, პროლეტარული (,,ვარდისფერსაყელოიანთა“) მოძრაობები.

მსოფლიოში სისხლიანი კონფლიქტების საწინააღმდეგოდ განსაკუთრებით გააქტიურდნენ სამშვიდობო მისიის მქონე ქალთა ორგანიზაციები. მაგალითად, 1915 წელს 13 ქვეყნის წარმომადგენელმა ქალებმა ინტერნაციონალურ ლიგაში შექმნეს ომის საწინააღმდეგო გაერთიანება. ქალთა გაერთიანებები - კოლუმბიაში, ისრაელში, ჩრდილოეთ ირლანდიაში, კვიპროსში, მოზამბიკში, იუგოსლავიაში, საქართველოში, მოქმედებენ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისათვის. რუსეთ-ჩეჩნეთის ომის დროს რუსეთში გააქტიურდა ორგანიზაცია ,,ჯარისკაცთა დედების კომიტეტი“, რომელიც ომის გაჩაღებასა და სტუდენტების ჯარში გაწვევას აპროტესტებდა. ჩეჩნეთის ომის ,,მეორე რაუნდის“ დროს გააქტიურდა ორგანიზაცია ,,სანკტ-პეტერბურგის ჯარისკაცთა დედები“, რომელიც არა მარტო ღიად უპირისპირდებოდა რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას, არამეგ ხელს უწყობდა წვევამდელებს ჯარიდან თავის დაღწევაში, აქტიურად მონაწილეობდა მძევლებისა და ტყვეების გათავისუფლებაში. საქართველოში აფზახეთის კონფლიქტების დროს ომის საწინააღმდეგო აქცია მოაწყო ორგანიზაციამ ,,თეთრი მანდილი“.

ათეულ წელზე მეტია, რაც მთელს მსოფლიოსჰი სხვადასხვა ორგანიზაციები ერთიანდებიან აქციის - ,,16 დღე გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ - ჩასატარებლად. მისი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის ქალთა გაერთიანების ერთობლივი ქმედების მიმართვა გენდერული ძალადობის დასაძლევად.

ქალთა საკითხთა შესახებ მსოფლიო კონფერენციები - XX საუკუნის ბოლო მეოთხედი აღინიშნა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში ქალთა როლის გაძლიერების მოთხოვნით, ,,ქალთა საკითხს“ ლოკალური, ეროვნული კონტექსტიდან გლობალურში გადანაცვლების პროცესით.

გაერომ 1975 წელი ქალთა საერთაშორისო წლად გამოაცხადა და მექსიკის დედაქალაქ მეხიკოში ქალთა I საერთაშორისო კონფერენცია მოეწყო. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს 133 ქვეყნის სახელმწიფო და 100-მდე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციამ, აგრეთვე ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წარმომადგენლებმა. 1975-1985 წლები ,,ქალთა ათწლეულად“ გამოცხადდა. კონფერენციამ მიიღო ორი ფრიად მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ქალთა თანასწორუფლებიანობასა და მსოფლიოს განვითარებაში ქალთა წვლილის დეკლარაცია და მოქმედებათა მსოფლიო გეგმა. დეკლარაცია მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს, გაეროს, რეგიონალურ თუ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებდა ისეთი საზოგადოების შექმნისაკენ, სადაც ქალები, მამაკაცები და ბავშვები იცხოვრებდნენ ,,პატივისცემის, ღირსების, თავისუფლების, განვითარების პირობებში“. მოქმედებათა გეგმა კი 1980 წლამდე ქალთათვის განათლების, დასაქმების, პოლიტიკური მოღვაწეობის, ჯანდაცვის, ოჯახის დაგეგმარების ხელმისაწვდომობას ითვალისწინებდა. დეკლარაციის განსახორციელებლად გადაწყდა შექმნილიყო ფონდი ქალთათვის, რომელიც 1977 წელს დაარსდა და ახლა მას გაეროს ქალთა ფონდი (UNIFEM) ეწოდება.

ქალთა II საერთაშორისო კონფერენცია - გაიმართა 1980 წელს დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში და მან I კონფერენციის სედეგები შეაჯამა. კონფერენციის მუშაობაში 145 ქვეყნის დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა. აღინიშნა, რომ მიუხედავად კანონით გამყარებული უფლებებისა, ქალთა რეალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ მომხდარა. 1980-85 წლების სამოქმედო პროგრამაში ხაზგასმული იყო ურთიერთკავშირი მშვიდობის მშენებლობას, განიარაღებას, ქვეყნისეკონომიკურ-კულტურულ განვითარებასა და ქალთა მდგომარეობას შორის. პროგრამით გათვალისწინებული იყო ქმედებები ქალთა პოლიტიკური აქტიურობის გასაძლიერებლად და ქალთა სამსახურებრივი დაწინაურების, სოფლელ ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, ბრძოლა სიღარიბესთან. კოპენჰაგენში მსოფლიო კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომლის მუშაობაშიც 8 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მაღალი შეფასება მიეცა 1979 წელს მიღებულ ,,ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენციას“. კოპენჰაგენში ჩატარდა ამ კონვენციის ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია. სსრკ იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ კონვენციას ხელი მოაწერა, ხოლო შემდეგ მისი რატიფიცირება მოახდინა.

ქალთა III მსოფლიო კონფერენცია - გაიმართა 1985 წელს კენიის დედაქალაქ ნაირობიში. მუშაობაში მონაწილეობა მიიღო 157-მა ქვეყანამ და 160-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ. კონფერენციამ შეაჯამა ქალთა ათწლეულის შედეგები და დაასკვნა, რომ განვითარებად ქვეყნებში ქალთა მდგომარეობა ფაქტობრივად არ შეცვლილა. ასე რომ ათი წლის განმავლობაში განსახორციელებელმა პროგრამამ მიზანს ვერ მიაღწია და არსებული პრობლემების გადასაწყვეტად ახალი სტრატეგიები დაიგეგმა. ქვეყნების მთავრობებს დაევალათ ეროვნული კანონმდებლობებისა და კონსტიტუციის დახვეწა, სოციალურ პროგრამებში და პოლიტიკურ ცხოვრებაში გენდერული ასიმეტრიის დაძლევა.

პარალელურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელშიც 15 ათასმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. შემუშავებულ გეგმაში ხაზგასმული იყო, რომ ქალთა დისკრიმინაცია წარმოადგენს მწვავე სოციალურ პრობლემას, რომლის დაძლევას სჭირდება არა მარტო ქალთა, არამედ მთელი საზოგადოების ძალისხმევა.

ქალთა IV მსოფლიო კონფერენცია - გაიმართა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 1995 წელს და მასში 189 ქვეყნის 17000-მა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე შეჯამდა ნაირობიში გამართული შეხვედრის შედეგები და აღინიშნა, რომ აქცენტი ქალთა პრობლემებიდან უნდა გადასულიყო გენდერის კონცეფციაზე - ცვლილებები უნდა შეხებოდა საზოგადოებაში ქალისა და მამაკაცის როლის ყველა ასპექტს. კონფერენციის შემაჯამებელი დოკუმენტი შეიცავდა გენდერული თანასწორობის მიღწევის სტრატეგიას განათლებაში, ჯანდაცვაში, პოლიტიკაში. აღინიშნა, რომ ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში უზრუნველყოფდა საზოგადოებაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას და გენდერული ასიმეტრიის დაძლევას.

კონფერენციამ ერთხმად მიიღო პეკინის დეკლარაცია და მოქმედებათა პლატფორმა, რომელიც ქალთა შესაძლებლობებს აფართოებს. დასახელდა 12 ძირითადი საპრობლემო სფერო, რომელიც ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობაში ქალთა სრულფასოვან ჩართვას: ქალი და სიღარიბე; განათლება და ქალთა პროფესიული მომზადება; ქალი და ჯანდაცვა; ქალთა მიმართ ძალადობა; ქალი და შეიარაღებული კონფლიქტები; ქალი და ეკონომიკა; ქალთა მონაწილეობა მმართველ ორგანოებსა და გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებში; ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესების ინსტიტუციონალური მექანიზმები; ქალი და უსაფრთხოება; ქალი და გარემო; ქალი და ადამიანის უფლებები; ქალი და მასმედია; გოგონები.

კონფერენციის პარალელურად მიმდინარეობდა არასამთავრობო ორგანიზაციათა ფორუმი, რომელშიც 47 ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კონფერენციის დასასრულს პეკინში მიღებული გეგმის შესრულებაზე კონტროლის გაწევის ვალდებულება გაერომ აიღო.

ქალთა უფლებები - ე.წ. კოლექტიური უფლებები, რომელიც „ადამიანის უფლებათა მესამე თაობას“ განეკუთვნება. ქალის უფლებების ცალკე გამოყოფა ნაკარნახევი იყო ქალისადმი ისტორიულად ჩამოყალიბებული სტერეოტიპული დამოკიდებულებით, გენდერული ასიმეტრიისა და გენდერული უთანასწორობის დაძლევის სურვილით. ქალთა უფლებები ითვალისწინებს ქალის რეპროდუქციულ, პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური გადაწყვეტილებების მიმღებ სტრუქტურებში მონაწილეობის, განათლების, დასაქმების, სუფთა გარემოს, სამშვიდობო პროცესში ჩართვის უფლებებს. ქალთა უფლებების პოლისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კონვენცია“.

ქალთა ხელოვნება - ქალის მიერ შექმნილი პროზა, პოეზია, კინო-ფოტო პროდუქცია, დრამატურგია, მხატვრობა. ამგვარი განსაზღვრების დამკვიდრება, ბუნებრივია, სამართლიან პოლემიკას იწვევს. მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ არსებობს კარგი და ცუდი ხელოვნება და არა - სქესობრივი ნიშნით განპირობებული. თუმცა პატრიარქალური, მასკულინური ცივილიზაციის არსებობის პირობებში უპრიანია ქალის გამოცდილების, ქალთა თვალით დანახული სამყაროს გარკვეულწილად გამიჯვნა „პირველი სქესის“ მიერ შექმნილი კულტურული მემკვიდრეობისგან. ამ ტერმინის გაჩენა, ფაქტობრივად განპირობებულია გენდერული უთანასწორობით, სტერეოტიპების არსებობით, ქალთა მოძრაობის აქტუალიზებით. ქალი, როგორც ტექსტის ავტორი, ბუნებრივია, ახალი ფენომენი არაა, მაგრამ ქალისადმი არსებული პატრიარქალური დამოკიდებულებების სიმყარემ ცნების - ქალთა ხელოვნების - ცალკე გამოყოფა მოითხოვა.

ქალი რელიგიაში - გენდერული კვლევის მიმართულება, რომელიც სწავლობს მსოფლიო რელიგიებში, საეკლესიო რიტუალებსა და საღვთისმეტყველო ტექსტებში ქალის ხატის, როლისა და ფუნქციური დატვირთვის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს. მოცემული კვლევის საგანია საზოგადოებრივი განვითარების პროცესებში ქალის სტატუსზე რელიგიურ-ეთიკური მემკვიდრეობის გავლენის შესწავლა და ანალიზი. ქრისტიანობის, ისლამის, იუდაიზმის, ბუდიზმის, ე.წ. არატრადიციული რელიგიების შეხედულებები ქალის სტატუსის შესახებ ფემინისტური თეორიების რევიზიის საგანია და, ამავე დროს, მოიცავს პატრიარქალური სოციალური ურთიერთობების კრიტიკასაც.

ქალწულობის ინსტიტუტი - მოცემულ საზოგადოებაში სოციალურ-კულტურულ-რელიგიური ჩარჩოებით განპირობებული ნორმა, ტრადიცია, რწმენა, რომ ქალი გათხოვებამდე აუცილებლად ქალწული უნდა იყოს. ქალწულობის ინსტიტუტი უშუალოდ უკავშირდება პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალის ხატს, როლს, ფუნქციას, გენდერულ სტერეოტიპებსა და გენდერული უთანასწორობის მასშტაბებს. მეცნიერთა აზრით, ქალწულობის ინსტიტუტი დომინირებს, კონტროლის მასკულინურ სტრატეგიებს ემსახურება. პატრიარქალურ კულტურებში ქალწულობის ინსტიტუტებისადმი დამოკიდებულება და მისი სიმყარე გამოწვეულია არა იმდენად რელიგიური დოგმებით, რამდენადაც ანდროცენტრული საზოგადოებრივი ნორმების არსებობით. ქალწულობის საკითხი უკავშირდება მამაკაცისა და ქალის თავისუფლების, ქალთა დისკრიმინაციის პრობლემას, საზოგადოების დამოკიდებულებას ადამიანის უფლებებისადმი, პირადი არჩევანისადმი.

15

▲ზევით დაბრუნება


შინ შრომა - ინდივიდის აუნაზღაურებელი შრომა, რომელიც მოიცავს ოჯახის წევრების, ბავშვის, მეუღლის, სახლის, ეზოს მოვლას; ოჯახის წევრებისათვის, ნათესავებისათვის საზოგადოებრივი საქმიანობის პირობების შექმნას. სახლში შრომის (დალაგება, პროდუქტების მოტანა, კერძების მომზადება, რეცხვა და ა.შ.) არათანაბარი გადანაწილება ქალთა დისკრიმინაციის ძირითადი ფორმაა, რომელიც შრომის სქესობრივი ნიშნით დაყოფასა და ქალის საქმიანობის დაუფასებლობას გულისხმობს. ტერმინი „დიასახლისი“ იმთავითვე აუნაზღაურებელი შრომის სინონიმად მოიაზრება და იგი შრომისა და ანაზღაურების გენდერული დიფერენციაციის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. დასავლეთის რიგ ქვეყნებში მიმდინარეობს მსჯელობა შინ შრომის ანაზღაურების პრაქტიკის დანერგვის შესახებ.

შრომისა და ანაზღაურების გენდერული დიფერენციაცია - ერთნაირი კვალიფიკაციის მქონე მამაკაცისა და ქალის შრომის არათანაბარი ანაზღაურება. დამქირავებლის მხრიდან ამგვარი დისკრიმინაციის დროს ადგილი აქვს ქალის მიწვევას უფრო დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, პროფესიული დაწინაურების ბლოკირებას და, შესაბამისად, ანაზღაურების სიმცირეს. შრომისა და ანაზღაურების ამგვარი დაყოფის დროს ქალებისათვის განკუთვნილია ისეთი სამუშაოები, როგორიცაა: დამწყები მუშაკი (მოხელე), მდივანი, მიმტანი, ძიძა, წვრილი მოვაჭრე, ბიბლიოთეკარი, დაწყებითი კლასების მასწავლებელი და ა.შ. დამქირავებელი ფიქრობს, რომ საოჯახო საქმიანობის გამო ქალი ნაკლებად კონკურენტუნარიანია სერიოზული საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროში. ამავე დროს, მამაკაცი კოლეგები ნაკლებად ითვალისწინებენ ქალი-პროფესიონალის აზრს „ქალის ჭკუის“ გამო, ხოლო დამქირავებელი ნაკლებად ცდილობს ქალის პროფესიულ ზრდასა და მისი განათლების სტიმულირებას. ამგვარი სახის დისკრიმინაცია აძნელებს ქალის საარსებო საშუალებებით სრულად უზრუნველყოფას, რაც მას ეკონომიკურად არამომგებიან მდგომარეობაში აყენებს.

16

▲ზევით დაბრუნება


ჰეტეროსექსუალობა - (ბერძ. Heteros - სხვა; ლათ. Sexualis - სქესობრივი) ნორმალურ ქცევად მიჩნეული სქესობრივი ლტოლვა, რომელიც მიმართულია საპირისპირო სქესის წარმომადგენლისაკენ.

ჰომოსექსუალიზმი (ბერძ. Homos - მსგავსი; ლათ. Sexsualis - სქესობრივი) - მამაკაცთა ჰომოსექსუალიზმი - მამაკაცის სექსუალური ლტოლვა მამრობითი სქესის წარმომადგენლის მიმართ. ამ სახის სექსუალური ორიენტაციის არსებობა ჯერ კიდევ უძველესი დროიდანაა ცნობილი. ჰომოსექსუალური სუბკულტურის შექმნა დღეისათვის წარმოადგენს არა მარტო ამ ორიენტაციის პარტნიორების ურთიერთმოძიების მცდელობას, არამედ გარკვეული ნიშან-თვისებებისა და მემკვიდრეობის მქონე კულტურული კონსტრუქტის ჩამოყალიბების პროცესს. არსებობს უამრავი გამოცემა, საინტერესო ჟურნალი, კლუნი, თეატრ-სტუდია, სადაც ხდება ე.წ. „გეი-კულტურის“ წარმომადგენლების ინტერესებისა და თვალთახედვის წარმოჩენა.

ჰომოფობია - (ბერძ. Homos - მსგავსი, phobos - შიში) - ჰომოსექსუალების სიძულვილი. ხშირად იგი ინდივიდის საკუთარი სექსუალური ფანტაზიებისა და იმპულსების შიშითაა გამოწვეული. ამავე დროს, ეს ფენომენი უკავშირდება იმ მითებსა და სტერეოტიპებს, რომლებიც არსებობს მოცემულ საზოგადოებაში. დასავლური სტანდარტებით ჰომოფობია მიუშვებელია.