წინასაარჩევნო გარემო საქართველოში და ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია |
|
საბიბლიოთეკო ჩანაწერი: |
თემატური კატალოგი დემოკრატია|არჩევნები |
საავტორო უფლებები: © ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" |
თარიღი: 2006 |
კოლექციის შემქმნელი: სამოქალაქო განათლების განყოფილება |
აღწერა: ანგარიში, ანალიზი, რეკომენდაციები, 2006 წელი |
1 კვლევითი პროექტის აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
კვლევითი პროექტის აღწერა1
____________
1. საკვლევი პრობლემის შესწავლა ჯერჯერობით არ არის დასრულებული: ფოკუს ჯგუფების შედეგად მიღებული ინფორმაცია ამჟამად დამუშავების პროცესშია, მაგრამ არჩევნების მოახლოების გამო, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ კვლევის იმ ნაწილების გამოქვეყნება, რომელთაც დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვთ. შესაბამისად, თითოეული ნაწილისათვის ძირითადი დასკვნები და შედეგები ინდივიდუალურადაა წარმოდგენილი. მოკვლეული ინფორმაციის სრულად გაანალიზების შემდეგ მოხდება სხვადასხვა წყაროდან მიღებული შედეგების შედარებითი ანალიზი, ზოგადი დასკვნების გამოტანა და რეკომენდაციების შემუშავება.
1.1 შესავალი |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოების ნდობა ქვეყნის პოლიტიკური და სოციალური სტაბილურობის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სწორედ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2003 წლის 2 ნოემბერს არჩევნების შედეგებისადმი საზოგადოების უნდობლობამ გამოიწვია ის მღელვარება, რომელსაც `ვარდების რევოლუციად“ ცნობილი მოვლენები, და საბოლოოდ, ხელისუფლების ცვლილება მოყვა.
საარჩევნო კომისიების ფორმირების ადრე მოქმედი სისტემა, რომელიც ძირითადად საარჩევნო კომისიების პარტიული პრინციპით დაკომპლექტებას ითვალისწინებდა, ყველა დონის საარჩევნო კომისიისადმი საზოგადოების უმრავლესობის უნდობლობას იწვევდა.
შედეგად საზოგადოებაში, არც თუ უსაფუძვლოდ, დამკვიდრდა აზრი, რომ არჩევნებს იგებს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც საარჩევნო კომისიებში მეტი წევრის შეყვანას ახერხებს. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური პარტიების წინაასარჩევნო კამპანიების ერთ-ერთ მთავრ მიზანს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში საკუთარი წარმომადგენლების რიცხოვნობის ზრდა წარმოადგენდა. რასაც წარმატებით ახერხებდა მმართველი და მისი სატელიტი პოლიტიკური პარტიები (ბლოკები). გარდა ამისა, საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ზემოთაღნიშნულმა პრინციპმა, ერთი მხრივ, ხელი შეუწყო საზოგადოებაში საარჩევნო ნიჰილიზმის ჩამოყალიბებას და, მეორე მხრივ, ამ სისტემის საფუძველზე არჩეული ხელისუფლებისადმი უნდობლობის დამკვიდრებას. თუმცა, საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ადრეული წლების სუსტი დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განუვითარებლობის პირობებში, საარჩევნო ადმინისტრაციის პარტიულ პრინციპზე მოწყობა, არჩევნებში მონაწილე პარტიების მხრიდან, საარჩევნო პროცესის კონტროლის განხორციელების პრაქტიკულად ერთადერთ საშუალებას წარმოადგენდა.
საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების ამგვარმა სისტემამ, ერთსა და იმავე პოლიტიკურ ძალას ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის ილუზია შეუქმნა, რამაც, საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებაზე ნეგატიური გავლენა მოახდინა.
ამგვარად, საზოგადოების წინაშე ხელისუფლების არასაარჩევნო გზით ცვლილების საკითხი დადგა. 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა თვალნათლივ აჩვენა, რომ საარჩევო კომისიების პარტიული პრინციპით დაკომპლექტების სისტემამ ვეღარ უზრუნველყო ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემა და, ამდენად, წარუმატებელი აღმოჩდა. აქედან გამომდინარე, დღის წესრიგში დადგა საარჩევნო სისტემის დაკომპლექტების წესის შეცვლის აუცილებლობა; რაც საქართველოს პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსის შეცვლით განხორციელდა კიდეც.
შეცვლილი საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო სისტემა პროფესიული ნიშნით ყალიბდება, რაც ფორმალურად, შეიძლება სამართლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარების გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად ჩაითვალოს, თუმცა ამ კანონის პრაქტიკული რეალიზაცია, ანუ საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების პრაქტიკა (საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების კანონით 3 დადგენილი პროცედურის შესაბამისობა საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების არაფორმალურ წესთან), სოციოლოგიურ კვლევას მოითხოვს.
საარჩევნო დმინისტრაციის დაკომპლექტების კანონით გათვალისწინებული მოდელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრაქტიკის შესატყვისობის დასადგენად შეიქმნა მკვლევართა ჯგუფი (ჯგუფის ხელმძღვანელი ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ემზარ ჯგერენაია. ჯგუფის წევრები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ნინო დურგლიშვილი, ეკონომისტ-მათემატიკოსი გიორგი კილაძე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის სამოქალაქო განათლების განყოფილების უფროსი თეა კენჭოშვილი).
მკვლევართა ჯგუფმა, პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, შეიმუშავა კვლევის მეთოდოლოგია, მოახდინა პროექტის სხვა მონაწილეთა ინტერვიუერების რეკრუტირება, ტრენინგი, გააანალიზა მოპოვებული ემპირიული სოციოლოგიური ინფორმაცია და კვლევის შედეგები წარმოადგინა წინამდებარე ანგარიშის სახით.
1.2 კვლევის მიზნები |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების კანონით გათვალისწინებული მოდელისა და საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრაქტიკის შესატყვისობის დასადგენად გამოიკვეთა კვლევის ძირითადი მიზნები:
არჩევნების პროცესზე გავლენის მქონე სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარემოს თავისებურებებისა და სხვა ევრისტიკული ხასიათის ფაქტორების გამოვლენა;
საარჩევნო სუბიექტების ინტერესებთან საარჩევო კოდექსის შესაბამისობის განსაზღვრა;
საარჩევნო კომისიებზე სხვადასხვა სახელისუფლებო სტრუქტურების შესაძლო ზემოქმედების გამოვლენა;
საარჩევნო კომისიების წევრთა პოლიტიკური ორიენტაციის გამოვლენა, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე;
საარჩევნო კომისიების წევრთა სავარაუდო გარიგებებისა და პოლიტიკურ პარტიათა სავარაუდო გარიგებებს შორის კორელაციის შესწავლა.
1.3 კვლევის მეთოდოლოგია |
▲ზევით დაბრუნება |
საკვლევი ობიექტის თავისებურებებიდან გამომდინარე, მკვლევართა ჯგუფმა სრულფასოვანი სოციოლოგიური ინფორმაციის მისაღებად სოციოლოგიური კვლევის თვისებრივი მეთოდოლოგია აირჩია, რაც გულისხმობდა დოკუმენტების ანალიზს; პრესის სტრუქტურულ-შინაარსობრივ ანალიზს, კვლევას ფოკუს-ჯგუფების მეშვეობითა და ჩაღრმავებულ-სტრუქტურირებულ ინტერვიუს.
1.4 დოკუმენტების ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
დოკუმენტების ანალიზი წარმოადგენს სოციოლოგიური კვლევის მეთოდს და შესაძლებელს ხდის შესასწავლი მოვლენის შესახებ არსებული დოკუმენტების (ოფიციალური დოკუმენტები, რეგულაციები, მიმოწერები და ა.შ.) ანალიზით კვლევისათვის პირველადი სოციოლოგიური ინფორმაციის მოპოვებასა და მის საფუძველზე კვლევის მომდევნო ეტაპებისათვის ახალი საოლქო საარჩვნო ადმინისტრაციების დაკომპლექტების პრაქტიკის გამოვლენას, რესპონდენტთა შერჩევას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას.
აქედან გამომდინარე ჩვენთვის საინტერესო დოკუმენტების მოპოვების მიზნით მკვლევართა ჯგუფმა განცხადებით მიმართა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და გამოითხოვა შემდეგი დოკუმენტები: 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების, 2004 წლის 4 იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების, 2004 წლის 28 მარტის საპარლამენტო არჩევნებისთვის შექმნილი საქართველოს ცენტრალური და საოლქო კომისიების წევრების სიები, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციების (საოლქო საარჩევნო კომისიების) წევრთა შრომითი გამოცდილება ე.წ. CV და სერთიფიცირების შედეგები.
მიღებული დოკუმენტების ანალიზმა საშუალება მოგვცა, ახალ კომისიებში ძველი საარჩევნო კომისიების წევრების გამოვლენის მიზნით ერთმანეთისთვის შეგვედარებინა ძველი და ახალი საარჩევნო კომისიების შემადგენლობები; გაგვეანალიზებინა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა შრომითი გამოცდილება მათი ადრინდელი პარტიული კუთვნილების განსაზღვრისა და შესაბამისი დასკვნებისათვის; შეგვესწავლა ახალი საარჩევნო კომიისის წევრთა სერთიფიცირების შედეგები და მის საფუძველზე გაგვერკვია თუ რამდენად მოახდინა ზეგავლენა სერთიფიცირების განსხვავებულმა შედეგებმა საარჩევნო ადმინისტრაციაში კომისიის წევრის პოზიციის დაკავებაზე.
1.5 ბიუროკრატიის ყურადღებიანობა |
▲ზევით დაბრუნება |
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ ცსკო-დან კვლევისათვის საჭირო დოკუმენტების მოპოვების პროცესმა გამოავლინა ისეთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი როგორიცაა საარჩევნო ბიუროკრატიის ყურადღებიანობა.
ზოგადად, ბიუროკრატიის ყურადღებიანობა გულისხმობს ბიუროკრატიული აპარატის რეაქციას მოქალაქეთა შეკითხვებსა და მიმართვებზე. ჩვენს შემთხვევაში ცსკოს აპარატის ყურადღებიანობა გაიზომა ჩვენს მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების მოწოდების სისწრაფით.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ყველა დოკუმენტი მოწოდებულ იქნა სრულყოფილად და კანონით დადგენილ ვადაში.
1.6 შრომითი გამოცდილების ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
შრომითი გამოცდილების ანალიზის მიზანს წარმოადგენდა ახალ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროფესიული საქმიანობის შესწავლით კლასტერების გამოყოფა, სამუშაო გამოცდილების მაჩვენებლების სტატისტიკური გარდასახვა, კვლევის მომდევნო ეტაპისათვის რესპონდენტთა შერჩევა და, აქედან გამომდინარე, ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების პრაქტიკის სპეციფიკის გამოვლენა.
ა) ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა კლასტერიზაცია შრომითი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე.
შრომითი გამოცდილების ანალიზმა საშუალება მოგვცა გამოგვევლინა ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა ჩვენთვის საინტერესო ბიოგრაფიული მაჩვენებლები, რომელთაც, სავარაუდოდ, არსებითი ზეგავლენა მოახდინეს საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე. ამ მაჩვენებელთაგან აღსანიშნავია: სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრობა (თავმჯდომარეობა, მოადგილეობა, მდივნობა), არჩევნებზე სადამკვირვებლო გამოცდილება, არჩევნებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრობა.
სწორედ ამ მაჩვენებლების საფუძველზე გამოიყო რამდენიმე კლასტერი:
1) ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში წევრობის გამოცდილების მქონე წევრების რაოდენობა;
2) ახალი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში მხოლოდ სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე წევრები;
3) ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში სხვა საარჩევნო გამოცდილების (არჩევნებზე ორიენტირებული არასამთავრებო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში ყოფილი ცსკოს კომისარი ან წარმომადგენლობა, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო ტრენინგების გავლა) მქონე წევრები;
4) ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო გამოცდილების არმქონე წევრები
თითოეული ბიოგრაფიული მაჩვენებლების სტატისტიკურ ცხრილებში გარდასახვამ ცხადყო საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრაქტიკა. გარდა ამისა, გამოიკვეთა ზოგიერთი ბიოგრაფიული მაჩვენებელი (გამგეობებსა და სხვა სახელისუფლებო სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება,
პოლიტიკური პარტიების (მოძრაობების) წევრობა ან აქტივისტობა), რომლებმაც საოლქო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების პრაქტიკაზე გავლენა ვერ მოახდინა.
ბ) სამუშაო გამოცდილების მაჩვენებლების სტატისტიკური გარდასახვის შედეგები
როგორც უკვე აღვნიშნეთ, შრომითი გამოცდილების ანალიზმა გამოავლინა ჩვენთვის საინტერესო ისეთი ბიოგრაფიული მაჩვენებლები, როგორიცაა სხვადასხვა დონის კომისიის წევრობა, სადამკვირვებლო საქმიანობა, არჩევნებზე ორიენტირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წევრობა და აღმასრულებელ ხელისუფლებაში (გამგეობის დონეზე) მუშაობა. ამ მაჩვენებელთაგან ყველაზე საყურადღებო (სიხშირის თვალსაზრისით) სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრობა აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად გარდაისახა და გრაფიკულად აღიწერა.
ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის გენერალურ ერთობლიობაში (374 წევრი) საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე წევრთა წილი 63,1% (236 წევრი) შეადგენს, რაც ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა საერთო რიცხოვნობისა და ამ ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილების მქონე წევრთა რიცხოვნობას შორის საკმარისად დიდ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის დარჩენილ წევრებს (36,9%) საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილება არ გააჩნიათ.
საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა საერთო რიცხოვნობაში საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრებსა და საარჩევნო გამოცდილების არმქონე წევრთა ურთიერთმიმართება წარმოდგენილია დიაგრამა 2-ზე.
ხოლო 2004-2006 წლებში საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრთა რაოდენობის თანაფარდობა ახალ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა საერთო რაოდენობასთან (23.56%25) იხ. დიაგრამა 3. ახალი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე წევრთა რაოდენობა 32 ანუ 8,56%25. მოცემული მიმართება ასახულია დიაგრამა 4-ზე. ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში სხვა საარჩევნო გამოცდილების (არჩევნებზე ორიენტირებული არასამთავრებო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილება, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში ყოფილი ცსკოს კომისრობა ან წარმომადგენლობა, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო ტრენინგების გავლა) მქონე წევრების საერთო რაოდენობის (17 ანუ 4,55%25) მიმართება ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა საერთო რიცხოვნობასთან მოცემულია დიაგრამა 5-ზე. ცალკე აღებული ეს მიმართება ვერ გამოავლენდა ახალი საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პრაქტიკას, თუმცა, სხვა კლასტერებთან ერთად ის მაინც იძენს მნიშვნელობას.
ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო გამოცდილების არმქონე წევრების (109 ანუ 29,14%25) მიმართება ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა საერთო რიცხოვნობასთან მოცემულია დიაგრამა 6-ზე.
ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების (საოლქო საარჩევნო კომისიები) შრომითი გამოცდილების, ე.წ. CV-ების ანალიზმა ცხადყო, რომ კომისიების წევრების აბსოლუტური უმრავლესობა არ მიუთითებდა მათ ყოფილ პარტიულ კუთვნილებას. ჩვენს მიერ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების პარტიული კუთვნილების გამოსაკვლევად შედარებულ იქნა 2003 წლის საარჩევო კომისიების შემადგენლობა 2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებისა და 28 მარტის საპარლამენტო არჩევნების ჩამტარებელი კომისიების სიებთან. აღსანიშნავია, რომ ახალ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებთაგან მხოლოდ 4,8%25-ია იმ კომისიის წევრები, რომლებიც 2003 წლის 2 ნოემბრის არჩევნები ჩაატარა (დიაგრამა 7).
2003 წლის საოლქო სარჩევნო კომისიის 18 წევრი 5 სხვადასხვა პარტიის წევრი აღმოჩნდა. ეს პარტიებია: „დემოკრატიული აღორძინების კავშირი“ (5 წევრი), „ქრისტიან კონსერვატიული პარტია“ (4 წევრი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (5 წევრი), „ახალი მემარჯვენეები“ (2 წევრი) და „მრეწველეობა გადაარჩენს საქართველოს“ (2 წევრი). პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო კომისიებს წევრებს შორის მიმართებას ასახავს დიაგრამა 8.
პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო კომისიების წევრებს შორის ამგვარი შესაბამისობა არ გვაძლევს შესაძლებლობას დაბეჯითებით დავასკვნათ, რომ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტებისას ფარულად გამოიყენებოდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატის პოლიტიკური სიმპატია ან პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამის გამოვლენას კვლევის შემდეგი ეტაპი ითვალისწინებდა.
როგორც დიაგრამა 3-ის განმარტებისას აღვნიშნეთ, ჩვენი ყურადღება მიიპყრო 2004-2006 წლებში საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრთა მიმართებამ ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის საერთო რიცხოვნობასთან. საინტერესო აღმოჩნდა 2004-2006 წლებში საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრთა დისპერსია საარჩევნო ოლქებში. აღსანიშნავია, რომ სამგორის, მთაწმინდისა და ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიების 5 წევრიდან 4-ს ანუ 80%25-ს 2004-2006 წლების საარჩევნო მუშაობის სხვადასხვა გამოცდილება აქვს. ხოლო ვაკის, კრწანისის, ჩუღურეთის, გლდანის, სამგორის, დედოფლისწყაროს, კასპის, აბაშის, ჩხოროწყუს,11 ხულოსა და ქედის საოლქო საარჩევნო კომისიების 5 წევრიდან 3-ს ანუ 60%25-ს ანალოგიური გამოცდილება გააჩნია (იხ.დიაგრამა 9).
შრომითი გამოცდილების ბიოგრაფიული მაჩვენებლების სტატისტიკურმა გარდასახვამ შესაძლებლობა მოგვცა დაგვედგინა ყოფილი საარჩევნო კომისიების ყოფილი წევრების წილობრივი ოდენობა ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში (საარჩევნო ოლქების მიხედვით). განსაკუთრებით აღსანიშნავია ის რაიონები, სადაც ახალ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში ყოფილი საარჩევნო კომისიების ყოფილი წევრების ხვედრითი წილი 50%25-ზე მეტია.
შესაბამისად, ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში ყოფილი წევრების ხვედრითი წილი შემდეგნაირად გადანაწილდა: მთაწმინდის, კრწანისის, სამგორის, დიდუბის, თეთრიწყაროს, ახალგორის, ხონის, ოზურგეთის, აბაშის, ჩხოროწყუს, ქედის, ხელვაჩაურის საარჩევნო კომიისიის 5 წევრიდან ხუთივეს, ანუ მთელი შემადგენლობის 100%25-ს, სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიაში მუშაობის გამოცდილება აქვს; ვაკის, საბურთალოს, გურჯაანის, სიღნაღის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების 5 წევრიდან 4-ს ანუ 80%25-ს, ხოლო ჩუღურეთის, გლდანის, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის, თიანეთის, რუსთავის, მცხეთის, კასპის, გორის, ხაშურის, ადიგენის, ნინოწმინდის, ონის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, წყალტუბოსა და სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიების 5 წევრიდან 3-ს ანუ 60%25-ს სხვადასხვა სახის საარჩევნო u4306 .ამოცდილება გააჩნია (იხ.დიაგრამა 10).
გ) კვლევის შემდგომი ეტაპისათვის რესპოდენტთა შერჩევა შრომითი გამოცდილების, ე.წ. CV ანალიზის საფუძველზე
სამუშაო გამოცდილების სტატისტიკური გარდასახვის შედეგებმა და შრომითი გამოცდილების ანალიზის საფუძველზე კლასტერების გამოყოფამ შესაძლებლობა მოგვცა ჩაღრმავებულ-სტრუქტურირებული ინტერვიუსათვის გაგვეხორციელებინა რესპონდენტთა შერჩევა.
თითოეულ კლასტერს მიენიჭა წონა გენერალურ ერთობლიობაში (ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა საერთო რიცხოვნობა) ამა თუ იმ ბიოგრაფიული მაჩვენებლის სიხშირის მიხედვით.
წონის მინიჭების შემდეგ კლასტერები დალაგდა შემდეგი თანმიმდევრობით:
1) ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე წევრების რაოდენობა;
2) ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო გამოცდილების არმქონე წევრები.
3) მხოლოდ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე წევრები;
4) ახალი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში მხოლოდ სხვა საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრები.
კლასტერებისათვის წონების მინიჭებამ შესაძლებელი გახადა საარჩევნო ოლქების დაჯგუფება. დაჯგუფების შედეგად მივიღეთ, რომ ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე წევრების რაოდენობა 10 რაიონში შეადგ ნს 100%25-ს, 19 რაიონში - 80%25-ს, 20 რაიონში - 60%25-ს, 14 რაიონში - 40%25-ს, 2 რაიონში - 20%25-ს. ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში საარჩევნო გამოცდილების არმქონე წევრების რაოდენობა 19 რაიონში შეადგენს 80%25-ს, 8 რაიონში - 60%25-ს, 19 რაიონში - 40%25-ს, 21 რაიონში - 2 0%25-ს, 23 რაიონში - 0%25-ს. ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში მხოლოდ სადამკვირვებლო გამოცდილების მქონე წევრების რაოდენობა 2 რაიონში - 60%25-ს, 2 რაიონში - 40%25-ს, 22 რაიონში - 20%25-ს, დანარჩენ 49 რაიონში - 0%25-ს. ახალი საარჩევნო ადმინისტრაციაში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიებში მხოლოდ სხვა საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრების რაოდენობა 4 რაიონში შეადგენს 20%25-ს, დანარჩენ რაიონებში 0%25-ს.
აქედან გამომდინარე, შესაძლებელი გახდა ინტერვიუების განაწილება საარჩევნო ოლქებში. ეს განაწილება მოცემულია ცხრილში 1.
საარჩევნო
|
საარჩევნო |
ინტერვიუების რაოდენობა |
|||
|
|
კლასტერი |
კლასტერი |
კლასტერი |
კლასტერი |
1 |
მთაწმინდა |
1
|
|
|
|
4 |
კრწანისი |
1 |
|
|
|
6 |
სამგორი |
1 |
|
|
1 |
8 |
დიდუბე |
1 |
|
|
|
21 |
გარდაბანი |
1 |
1 |
|
|
26 |
თეთრიწყარო |
1 |
1 |
|
|
31 |
ახალგორი |
1 |
|
|
|
55 |
ხონი |
1 |
|
|
|
63 |
აბაშა |
1 |
|
|
|
9 |
ნაძალადევი |
|
1 |
|
|
25 |
წალკა |
|
1 |
|
|
28 |
დუშეთი |
|
1 |
|
|
36 |
ბორჯომი |
|
1 |
|
|
49 |
თერჯოლა |
|
1 |
|
|
79 |
ბათუმი |
|
1 |
|
|
24 |
დმანისი |
|
|
1 |
|
32 |
გორი |
|
|
1 |
|
51 |
ზესტაფონი |
|
|
1 |
|
60 |
ოზურგეთი |
|
|
1 |
|
67 |
ზუგდიდი |
|
|
1 |
|
56 |
ჭიათურა |
|
|
|
1 |
59 |
ონი |
|
|
|
1 |
დოკუმენტების ანალიზის შედეგად შეიძლება დავასკვნათ: ახალ საოლქო საარჩევნო კომისიებში ერთ წევრს მაინც გააჩნია რაიმე სახის საარჩევნო გამოცდილება (განსაკუთრებით ყოფილი საარჩევნო კომისიების წევრობა) და, აქედან გამომდინარე, ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციები, ძირითადად, დაკომპლექტდა სხვადასხვა საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრებით.
1.7 სერთიფიცირების შედეგები და ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება |
▲ზევით დაბრუნება |
ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში ვაკანსიის დასაკავებლად აუცილებელ პირობას ტესტური გამოცდის ჩაბარება და, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატის აღება წარმოადგენდა. სერთიფიცირება განხორციელდა „გამოცდის გზით - ტესტური მეთოდით“. ტესტი შეიცავდა 100 შეკითხვას საქართველოს სხვადასხვა კანონიდან (საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო კოდექსი, კანონი რეფერენდუმის შესახებ, კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, კანონი ნორმატიული აქტების შესახებ) და „უნარ-ჩვევების ტესტს“.
სერთიფიცირების შედეგების ანალიზის მიზანს წარმოადგენდა დაგვედგინა, თუ რა გავლენა მოახდინა სერტიფიცირების შედეგებმა ახალ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებაზე. კერძოდ, აისახა თუ არა კონკურსანტის სერთიფიცირებისას მიღებული შეფასება მის მიერ ახალ საარჩევო ადმინისტრაციაში დაკავებულ პოზიციაზე.
ზემოთაღნიშნული მიზნის მისაღწევად ჩვენს მიერ შესწავლილ იქნა ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების სერთიფიცირების შედეგები და შევადარეთ იგი საოლქო საარჩევნო ოლქში მათ მიერ დაკავებულ პოზიციას (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი, წევრები).
ახალ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა სერთიფიცირების შედეგების ანალიზმა შესაძლებლობა მოგვცა საარჩევნო ოლქები 2 კრიტერიუმით დაგვეჯგუფებინა. I ჯგუფში გაერთიანდა ის საარჩევნო ოლქები, რომლებშიც დაცულია „პრინციპი“: „მაღალი შედეგი - მაღალი პოზიცია“ ანუ საარჩევნო ოლქში კომისიის წევრის პოზიცია განსაზღვრა სერთიფიცირების შედეგმა. II ჯგუფში გაერთიანდა ის საარჩევნო ოლქები, რომლებშიც „პრინციპი“: მაღალი შედეგი - მაღალი პოზიცია - არ იქნა დაცული. მეორე კრიტერიუმის მიხედვით დაჯგუფებულ სააჩევნო ოლქთა ხვედრითი წილი (92%25) მთელ ერთობლიობაში (75 ოლქი) მნიშვნელოვნად აღემატება პირველი კრიტერიუმით დაჯგუფებული საოლქო საარჩევნო ოლქების ხვედრით წილს (8%25). შესაბამისად, პრინციპი - „მაღალი შედეგი - მაღალი პოზიცია“ - დაცულია შემდეგ საარჩევნო 15 ოლქებში: ისანი, დიდუბე, ლაგოდეხი, თელავი, ქარელი, საჩხერე. ყველა სხვა საარჩევნო ოლქში არ არსებობს ცალსახა კავშირი სერთიფიცირების შედეგებსა და საოლქო კომისიაში წევრის პოზიციას შორის.
სტრუქტურირებულ-ჩაღრმავებული ინტერვიუების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს შორის პოზიციათა განაწილება სხვადასხვა პრინციპით მოხდა. მათ შორის პრინციპი: „მაღალი შედეგი - მაღალი პოზიცია“ შედარებით იშვიათად გვხვდება. უფრო ხშირია პოზიციათა განაწილება თვითონ კომისიის წევრების მიერ არჩევითობის პრინციპით.
არჩევითობის პრინციპით პოზიციების განაწილების ყველაზე ხშირი მოდელი შემდეგნაირია: საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები გარკვეული ნიშნის მიხედვით ირჩევდნენ თავმჯდომარეს, რომელიც, თავის მხრივ, ასახელებდა მოადგილესა და მდივანს. თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა, ძირითადად, საარჩევნო გამოცდილების მიხედვით ხდებოდა, თუმცა, როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, ცალკეულ შემთხვევაში ანგარიში გაეწია სქესსა და ასაკსაც.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება დავასკვნათ, რომ სერთიფიცირების შედეგებმა ძირითადი ზეგავლენა ვერ მოახდინა საოლქო საარჩევნო ოლქში კომისიის წევრის პოზიციაზე.
ჩვენს მიერ საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიანური რესურსების ზოგადი დონის შეფასების მიზნით შესწავლილ იქნა სერთიფიცირების შედეგების სიხშირული გადანაწილება (დიაგრამა 11). აღსანიშნავია, რომ ასეთი განაწილების ანალიზმა დასკვნის გამოტანის საფუძველი არ მოგვცა. გარდა ამისა, გამოვლინილ იქნა სერთიფიცირების შედეგების საშუალო და მოდური მნიშვნელობა (დიაგრამა 12). საყურადღებოა, რომ საშუალო მაჩვენებელი (86 ქულა) მაღალია რაც, ფორმალურად, ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის საკმაოდ მაღალ დონეზე მიუთითებს. ადამიანური რესურსების ასევე მაღალ დონეზე მიუთითებს მოდური მნიშვნელობაც (76-90 ქულა). იგი წარმოდგენილია საკმაოდ მაღალი სიხშირით (289) და მკვეთრად განსხვავდება ზღვრული მნიშვნელობების (70-75 - აბსოლუტური სიხშირე 44 და 96-100, აბსოლუტური სიხშირე 51) სიხშირეებისაგან.
მკვლევართა ჯგუფისთვის ასევე საინტერესო იყო ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში სააოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების, მათი მოადგილეებისა და მდივნების სერთიფიცირების შედეგების საშუალო მნიშვნელობების დადგენა და მათი შედარება, საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიანური რესურსების ზოგად დონესთან. შედარებამ აჩვენა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარის სერთიფიცირებისას მიღებული შეფასების საშუალო მაჩვენებელი 88 ქულაა, რაც ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის ანალოგიურ მაჩვენებლზე მაღალია. კომისის თავმჯდომარის მოადგილის სერთიფიცირების შედეგების საშუალო მნიშვნელობა 86 ქულაა, ხოლო მდივნის - 87, რაც, ფაქტობრივად, საოლქო საარჩევნო კომისიების ადამიანური რესურსების ზოგად დონეს უთანაბრდება.
1.8 ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაცია გენდერული თვალსაზრისით |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის სრული შემადგენლობის გაცნობისას ჩვენი ყურადღება მიიპყრო ადმინისტრაციის წევრთა განაწილებამ სქესის ნიშნით.
აღმოჩნდა, რომ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის 374 წევრიდან 222 (ანუ 59,36%25) კაცია, ხოლო 152(ანუ 40,64) ქალი (იხ. დიაგრამა 13).
ასეთი განაწილება, ერთი შეხედვით, თანამედროვე ქართულ საზოგადობაში ქალისა და კაცის სოციალური სტატუსების თანასწორობაზე, ერთგვარ „იდეალურ თანაფარდობაზე“ მიუთითებს, თუმცა, გენდერულ ანალიზში შემდეგი ცვლადის: „მაღალი სტატუსი - გადაწყვეტილების მიმღები“ შემოტანის შედეგად გამოვლინდა გენდერული სტერეოტიპი, რომლის მიხედვითაც „მაღალი - გადაწყვეტილების მიმღების“ სტატუსი კაცს მიეწერება, ხოლო „დაბალი - შემსრულებლის“ სტატუსი - ქალს.
ოფიციალური სტატისტიკის, აგრეთვე სხვა კვლევების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ამ გენდერულ სტერეოტიპს ღრმად აქვს ფესვი გადგმული თანამედროვე ქართული საზოგადოების როგორც მიკრო, ასევე მაკრო დონეზე. აქედან გამომდინარე, შევიმუშავეთ ჰიპოთეზა: საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების წევრთა სტატუსების განაწილება სქესის ნიშნის მიხედვით ასიმეტრიულია.
აღნიშნული ჰიპოთეზის დადასტურება/უარყოფის მიზნით ჩვენს მიერ გენდერული თვალსაზრისით გაანალიზდა საარჩევნო ოლქებში სტატუსების სტრუქტურა (თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, მდივანი). თუ დიაგრამა 13-ზე სქესის ნიშნის მიხედვით წარმოდგენილ თანაფარდობას „იდეალურად“ მივიჩნევთ, მაშინ ახალ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში დაახლოებით 45 (ანუ 59,36%25) კაცი-თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო, ხოლო 30 (ანუ 40,64%25) ქალი- თავმჯდომარე. გამოკვლევის შედეგად კი გამოვლინდა, რომ 75 კომისიის თავმჯდომარიდან 63 (ანუ 84%25) კაცია, ხოლო 12 (ანუ16%25) - ქალი (დიაგრამა 14).
გენდერული თვალსაზრისით, ასევე საინტერესო აღმოჩნდა თავმჯდომარეების მოადგილეებისა და მდივნების თანაფარდობა სქესის ნიშნის მიხედვით (დიაგრამა 15, 16). 75 კომისიის თავმჯდომარის მოადგილიდან 57 ( ანუ 76%25 ) კაცია, ხოლო 18 (ანუ 24%25) - ქალი. ქართულ საზოგადოებაში „მდივანი“, როგორც სტატუსის ამსახველი სიტყვა, უფრო ქალს მიეწერება, ვიდრე კაცს. ეს გენდერული სტერეოტიპი მკაფიოდ გამოვლინდა საარჩევნო კომისიის მდივნების გენდერული ანალიზისას. აღმოჩნდა, რომ კომისიის მდივნებს შორის 52 ( ანუ 69,33%25 ) კაცია, ხოლო 23 (ანუ 31,66%25) - ქალი, ეს შედეგები, აგრეთვე, სტრუქტურირებულ-ჩაღრმავებული ინტერვიუებიდან მიღებული ინფორმაცია ცალსახად ადასტურებს ჩვენს მიერ ზემოთგამოთქმული ჰიპოთეზის სისწორეს.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ გენდერული სტერეოტიპების მდგრადობამ (კაცი - მაღალი სტატუსი/გადაწყვეტილების მიმღები, ქალი - დაბალი სტატუსი/შემსრულებებლი) უშუალო ზეგავლენა მოახდინა სტატუსების განაწილებაზე საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში.
1.9 შრომითი გამოცდილების ე.წ. CV შედგენის კულტურა |
▲ზევით დაბრუნება |
ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების პირადი დოკუმენტები, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერთიფიკატის გარდა, შეიცავდა შრომითი გამოცდილების დოკუმენტს, ე.წ. CV-ს.
შრომითი გამოცდილების დოკუმენტების უდიდესი უმრავლესობა კომისიის წევრის მიერ შესრულებულ ხელნაწერს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, შრომითი გამოცდილების დოკუმენტის უმეტესი ნაწილი ავთენტური იყო და ამდენად, ჩვენი აზრით, საიმედოობის მაღალი ხარისხი აქვს.
შრომითი გამოცდილების დოკუმენტების ანალიზისას აშკარად იკვეთება კომისიის წევრთა მიერ საარჩევნო გამოცდილების ხაზგასმის, წინა პლანზე წამოწევის ტენდენცია.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ შრომითი გამოცდილების დოკუმენტები არაერთგვაროვნადაა სტრუქტურირებული, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში მასში საგანგებოდ იყო გამოყოფილი საარჩევნო გამოცდილება. გარდა ამისა, კომისის წევრების უმრავლესობა წარსულში საკუთარ პარტიულ კუთვნილებას არ მიუთითებდა. მხოლოდ მცირე ნაწილმა მიიჩნია საჭიროდ შრომითი გამოცდილების დოკუმენტში, პარტიული კუთვნილების აღნიშვნა (იხ. დიაგრამა 7-8).
ძველი საარჩევნო კანონის თანახმად, კომისიები ძირითადად პარტიული პრინციპით კომპლექტებოდა. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ახალ საარჩევნო ადმინისტრაციაში, საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე წევრთა ხვედრითი წილი 63,1%25-ია. მიგვაჩნია, რომ საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილების მქონე 236 წევრს საკუთარი პარტიული კუთვნილება უნდა მიეთითებინა.
აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ ახალი საოლქო საარჩევნო კომიისის წევრებმა, იცოდნენ რა ახალი საარჩევნო კოდექსის მოთხოვნა საარჩევნო ადმინისტრაციების არა პარტიული, არამედ პროფესიული ნიშნით კომპლექტდების შესახებ, შეგნებულად აარიდეს თავი შრომითი გამოცდილების დოკუმენტში წარსული პარტიული კუთვნილების მითითებას. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ყოფილი პარტიულობა კანონს არ ეწინააღმდეგება.
შრომითი გამოცდილების დოკუმენტში საარჩევნო გამოცდილების ხაზგასმა (შრომითი გამოცდილების დოკუმენტში საარჩევნო გამოცდილების საგანგებო გამოყოფა) ადასტურებს, რომ საოლქო სარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა ვაკანსიის დასაკავებლად საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშნელობა მიანიჭა.
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის დანიშვნისა და საარჩევნო ოლქში პოზიციის მინიჭებისას ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაცია განსაკუთრებულ წონას ანიჭებდა კომისიის საარჩევნო გამოცდილების კომპონენტს.
ცალკე აღნიშვნის ღირსია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების მიერ შრომითი გამოცდილების დოკუმენტის შედგენის კულტურა. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს იმ ფაქტს, რომ შრომითი გამოცდილების დოკუმენტს კომისიის წევრები სხვადასხვა სახელით აღნიშნავენ (ავტობიოგრაფია, შრომითი ბიოგრაფია და საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილების აღწერა, შრომითი ბიოგრაფია, N საოლქო საარჩევნო კომისიის M წევრის შრომითი ბიოგრაფია და არჩევნებში მონაწილეობის აღწერა, CV -პერსონალური გამოცდილება, საარჩევნო გამოცდილება, მოქ: M. მცხ. Q-ში. შრომითი ბიოგრაფია, შრომითი საქმიანობა, შრომითი ბიოგრაფია და საარჩევნო გამოცდილება, არჩევნებში მიღებული გამოცდილება).
ზოგადად აღიარებული წესის თანახმად, CV-ს ორი ძირითადი მიზანი შეიძლება ჰქონდეს:
1) შეუქმნას დამქირავებელს სრული წარმოდგენა პიროვნების ბიოგრაფიის შესახებ და/ან
2) უზრუნველყოს დამქირავებლის დაინტერსება კანდიდატის ინტერვიუზე მისაწვევად.
ცენტრალურ საარჩევნო ადმინისტრაციაში ვაკანსიის დასაკავებლად წარსადგენ დოკუმენტებში შრომითი გამოცდილების მოთხოვნამ ვერ უზრუნველყო ვერც ერთი ზემოთაღნიშნული მიზნის მიღწევა (განსაკუთრებული ყურადღება უნდა21 მიექცეს მეორე მიზანს, რამდენადაც ინტევრვიუზე მიწვევა მხოლოდ სერთიფიცირების შედეგზე უნდა ყოფილიყო დამოკიდებული).
საოლქო საარჩევნო კომისიის ზოგიერთმა წევრმა შრომითი გამოცდილების დოკუმენტში საკუთარი სახელი და გვარიც კი არ მიუთითა, რის გამოც დოკუმენტის ავტორის დასადგენად დამატებითი სამუშაოს ჩატარება გახდა საჭირო.
საილუსტრაციოდ მოგვყავს რამდენიმე შრომითი ბიოგრაფია (სტილი და პუნქტუაცია დაცულია).
„შრომითი ბიოგრაფია
1994-1997 წლებში ვმუშაობდი ქ. ბათუმში ფირმა „მშენებელი“ საქმეთა მწარმოებლად.
2001 წლის თებერვლიდან ვმუშაობდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთა გჯუფში 2004 წლის სექტემბრიდან დღემდე ვმუშაობ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში.“ (ხელმოწერა გაურკვეველია).
„შრომითი ბიოგრაფია
1999 წელს დაამთავრა ქ. ყვარლის II საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატი, ბიოლოგის სპეციალობით.
1999 წელს დაამთავრა ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურა ეკოლოგიის განხრით.
2002-2005 წლებში შ.პ.ს. „ჯი-ემ-თი»-ს ღვინის ქარხანაში ქიმიკოსად.
ამჟამად არის დროებით უმუშევარი.
აქვს საარჩევნო გამოცდილება (ხელმოუწერელია)“
„შრომითი ბიოგრაფია
1988-90 წლებში ვმუშაობდი ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში მძღოლად.
1990-95 წლებში დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
2000 წლიდან მუშაობა დავიწყე სოფ. ვარიანის ინკასატორად. დღემდე ამ
საქმით ვარ დაკავებული (ხელმოუწერელია).
საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის ზოგიერთი წევრი შრომითი გამოცდილების დოკუმენტში მხოლოდ საარჩევნო გამოცდილებზე მიუთითებს. ასე მაგალითად:
„არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებზე ვიყავი კომისიის წევრი ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან №32 ოლქის 40 უბანზე.
2004 წლის იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი გორის №32 ოლქის 40 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი.
2004 წლის 28 მარტის საქართველოს პარლამენტის ხელახალ არჩევნებზე ვიყავი გორის №32 ოლქის 40 საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი. 8.020.2006 (ხელმოწერა).
ხშირია შემთხვევა, როცა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები შრომითი გამოცდილების დოკუმენტში მიუთითებენ საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილებას, მაგრამ არ მიუთითებენ თარიღებს („წლების განმავლობაში ვმონაწილეობდი საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობითი ორგანოების u4304 არჩევნებში როგორც კომისიის წევრად ასევე დამკვირვებლად“. „მაქვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება. სხვადასხვა დროს მონაწილეობას ვიღებდი ლენტეხის საოლქო კომისიაში არჩევნების დროს. აგრეთვე ვიყავი ლენტეხის საუბნო კომისიის თავმჯდომარეც“. „მაქვს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება“).
ჩვენი ყურადღება მიიპყრო ახალი საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერის სტილმა:
„შრომითი ბიოგრაფია
1998 წ. 22. IX დავინიშნე „შ.პ.ს. „ვანის რაიონულ პოლიკლინიკაში“ ექიმ ლაბორანტად. 1999 წლის 21.01-დან გადაყვანილი ვარ ამავე პოლიკლინიკის ნარკოლოგიურ კაბინეტში ქიმიკოს-ტოქსიკოლოგად.
მონაწილეობას ვიღებდი 2003 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში, ვიყავი ვანის №53 საარჩევნო ოლქის №2 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი (ხელმოუწერელია).
„შრომითი ბიოგრაფია
2005 წლის 7 აპრილის მუშაობა დავიწყე პერევის საშუალო სკოლაში ლაბორანტად. ვასწავლიდი აგრეთვე ეკონომიკას ამავე სკოლაში. 2006 წლის 10 იანვარს გადავედი საჩხერის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში სპეციალისტის თანამდებობაზე სადაც ვმუშაობ ამჟამად. (ხელმოწერა, 13/02/2006).
„შრომითი ბიოგრაფია
მოგახსენებთ, რომ 2003 წლის 13 ივლისიდან ვმუშაობ ქ. ბათუმის ნავთობ ტერმინალში. 2004 წლის 20 ივნის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში, კერძოდ ქ. ბათუმის მეორე ოლქის 6-ე უბანში ვღებულობდი მონაწილეობას მდივნის თანამდებობაზე (27.06.05. ხელმოწერა).
„ავტობიოგრაფია
...1997 წელს დავინიშნე საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდული დეპარტამენტის ქ. თბილისის სამგორის რ-ონის მოწყალების სამსახურის ხელმძღვანელად. 1998 წელს გადაყვანილი ვიქენი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ცენტრალურ აპარატში ახალგაზრდული წითელი ჯვრის მოწყალების სამსახურის ხელმძღვანელად. 1999 წელს გადაყვანილი ვიქენი საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ახალგაზრდული დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილედ...“
ახალი საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების შრომითი გამოცდილების ანალიზმა გამოავლინა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში, შრომითი გამოცდილების დოკუმენტი არ არის შედგენილი ზოგადად აღიარებული სტრუქტურის, აგრეთვე, ენობრივი და სტილისტური ნორმების შესაბამისად.
1.10 ბეჭდვითი მედიის სტრუქტურულ-შინაარსობრივი ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
სტრუქტურულ-შინაარსობრივი ანალიზის ქრონოლოგიური საზღვრები: 2006 წლის 1 აპრილი - 2006 წლის 1 სექტემბერი.
სტრუქტურულ-შინაარსობრივი ანალიზი დაიწყო საპარლამენტო ოპოზიციის მიერ საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით მემორანდუმის მიღებამდე (8. 04. 06) ერთი კვირით ადრე - მიმდინარე წლის 1 აპრილს და დამთავრდა პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობის არჩევნების თარიღის გამოცხადებიდან (26. 08. 06) ოთხი დღის შემდეგ - მიმდინარე წლის 1 სექტემბერს.
გაზეთების შერჩევის კრიტერიუმები: ტირაჟი, პოზიცია, გავრცელება, პოპულარობა. შერჩეული კრიტერიუმების გათვალისწინებით დამუშავდა გაზეთები: „24 საათი“, „ახალი თაობა“, „ახალი ვერსია“, „ალია“, რეზონანსი“ და „კვირის პალიტრა“1.
_______________________
1. უნდა აღინიშნოს, რომ, გაზეთი „ალია“ 5 აგვიტოსდან 1 სექტემბრამდე აღარ გამოდიოდა. ეს ფაქტი გათვალისწინებულია სტრუქტურულ-შინაარსობრივ ანალიზში, როგორც ლოკალური ქრონოლოგიური ფაქტორი, რამაც ზეგავლენა მოახდინა საკვლევ პუბლიკაციათა სიხშირეზე.
2 სტრუქტურული ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
სტრუქტურული ანალიზი ჩატარდა შემდეგი ინდიკატორების მიხედვით: პუბლიკაციების სიხშირე, სტატიის ფორმა/ჟანრი და რუბრიკა.
2.1 სიხშირული მაჩვენებლები |
▲ზევით დაბრუნება |
სტრუქტურული ანალიზის შედეგად მიღებული ზოგადი მონაცემი: საარჩევნო თემატიკაზე 1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით ანუ 5 თვეში გამოქვეყნებული 490 პუბლიკაცია, უკვე იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ თვითმმართველობის არჩევნები ბეჭდვითი მედიის ერთ-ერთ მთავარ, აქტუალურ თემას წარმოადგენდა.
თვეების მიხედვით გამოქვეყნებული პუბლიკაციები შემდეგნაირად განაწილდა (იხ. დიაგრამა 18):
აპრილი - 90 პუბლიკაცია;
მაისი - 65 პუბლიკაცია;
ივნისში -107 პუბლიკაცია;
ივლისი - 62 პუბლიკაცია;
აგვისტო - 166 პუბლიკაცია.
ამრიგად, პუბლიკაციები თვეების მიხედვით არათანაბრადაა განაწილებული.
ეს სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ბეჭდვითი მედიის ყურადღების გადატანა ექსტრემალურ მოვლენებზე.
ასეთი მოვლენის მაგალითია კოდორის ხეობაში განვითარებული პროცესები (სპეცოპერაცია კოდორის ხეობაში), რამაც ივლისის თვეში არჩევნების თემატიკის გადაფარვა, შესაბამისად, არჩევნების შესახებ პუბლიკაციების კლება გამოიწვია.
მაგრამ, თუ საკვლევი თვეების განმავლობაში საარჩევნო თემატიკაზე გამოცემული პუბლიკაციების მინიმალური რაოდენობის მიხედვით ვიმსჯელებთ: 62 სტატია ერთი თვის განმავლობაში 5 გაზეთში, აშკარაა, რომ საარჩევნო თემა მასმედიის სტაბილური ყურადღების ობიექტია, რაც თავის მხრივ, ამ თემის სტაბილური სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობის მაჩვენებლად შეიძლება მივიჩნიოთ.
აგვისტოში პუბლიკაციათა რაოდენობის მკვეთრი მატება მნიშვნელოვანწილად არჩევნების თარიღის დანიშვნით არის გამოწვეული, რადგან ამ თარიღის ოფიციალურ გამოცხადებას ოპოზიციის დაუყოვნებელი და რადიკალური კრიტიკა მოჰყვა და არჩევნების თემა მთელი საზოგადოების, მათ შორის ბეჭდვითი მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა.
2.2 სტატიის ფორმა/ჟანრი |
▲ზევით დაბრუნება |
არჩევნების თემა თითქმის ყველა საგაზეთო ჟანრის სახითაა წარმოდგენილი (ინტერვიუ, ნიუსი, განცხადება, განკარგულება, სიტყვა, თვალსაზრისი, რეპორტაჟი, კომენტარი, პრესლიზი, ანალიტიკური სტატია, სოციოლოგიური და სტატისტიკური კვლევების ანგარიშები), მაგრამ მათ შორის განსაკუთრებით მაღალი სიხშირით გამოირჩევა ნიუსი (51,43%25) და ინტერვიუ (24,9%25): მათი საერთო რაოდენობა პუბლიკაციების მთლიანი რაოდენობის 76,33%25 შეადგენს, ხოლო ანალიტიკური სტატიები მინიმალური სიხშირითაა წარმოდგენილი (1,63%25): ხუთი თვის განმავლობაში გამოქვეყნებული 490 პუბლიკაციიდან მხოლოდ რვას აქვს ანალიტიკური სტატიის ფორმა (დიაგრამა 19).
ნიუსების მაღალი სიხშირე არჩევნებთან დაკავშირებული სოციალურ- პოლიტიკური მოვლენების სწრაფი და აქტუალური ცვლილებების მაჩვებლად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ქართულ ბეჭდვით მედიაში ყველაზე უფრო ხშირად სწორედ ნიუსებში აისახება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიახლეები.
როგორც წესი, ნიუსებში ოპერატიულად, მაგრამ მოკლედ ასახული ინფორმაცია უფრო სიღრმისეულად შუქდება სხვადასხვა ჟანრობრივი ფორმით. მიღებული მონაცემებიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ასეთი ჟანრის ფუნქციას, მოცემულ შემთხვევაში, ძირითადად ინტერვიუ ასრულებდა, ანალიტიკური ჟანრის როლი კი, ფაქტობრივად, უმნიშვნელო იყო.
ბუნებრივია, რომ ეს სხვადასხვა ფაქტორის კომპლექსური გავლენის შედეგია. ამ ფაქტორების გამოვლენა ჩვენი კვლევის უშუალო მიზანს არ წარმოადგენს, მაგრამ მიღებული ინფორმაცია გვაძლევს იმ ჰიპოთეზის ჩამოყალიბების საშუალებას, რომ საკმაოდ დაბალია საზოგადოების მოთხოვნა ანალიტიკურ სტატიებზე, შესაბამისად, ბეჭდვითი მედიის დაინტერესებაც ამ ჟანრით და, შესაძლოა, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმიც.
2.3 რუბრიკა |
▲ზევით დაბრუნება |
სოციალური მოვლენის მნიშვნელობის განსასაზღვრად და, განსაკუთრებით, იმ კონტექსტის დასადგენად, რომელშიც საზოგადოების მიერ საკვლევი მოვლენა მოიაზრება, ერთ-ერთ ძირითად ინდიკატორს წარმოადგენს რუბრიკები, სადაც ამ მოვლენის ამსახველი პუბლიკაციებია განთავსებული.
საკვლევი გაზეთებიდან რუბრიკად არ არის დაყოფილი მხოლოდ გაზეთი „ალია“, სტაბილური სტრუქტურა რუბრიკების მიხედვით აქვს გაზეთებს: „კვირის პალიტრა“, „24 საათი“, „რეზონანსი“, ხოლო რაც შეეხება „ახალ ვერსიას“, მასში რუბრიკები ცალკეული ნომრის მიხედვით ვარირებს.
საარჩევნო თემის ამსახველი პუბლიკაციები ძირითადად განთავსებულია ხუთ რუბრიკაში: პოლიტიკა - 122 სტატია, დღეს - 29 სტატია, ამბები - 28 სტატია, არჩევნები - 25 სტატია, მოკლედ - 24 სტატია. დანარჩენი რუბრიკების ხვედრითი წილი უმნიშვნელოა. სტატიების განაწილება რუბრიკების მიხედვით იხ. დიაგრამა 20.
როგორც ვხედავთ, არჩევნების თემა უპირატესად რუბრიკა „პოლიტიკაში“ გვხვდება, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ბეჭდვით მედიაში არჩევნების თემა ძირითადად პოლიტიკურ კონტექსტში მოიაზრება.
3 შინაარსობრივი ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
3.1 პუბლიკაციების ზოგადი თემატური ანალიზი |
▲ზევით დაბრუნება |
საკვლევ პუბლიკაციებში შემდეგი ძირითადი თემები გამოიკვეთა: საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო კანონმდებლობა, ოპოზიციური პარტიების სტრატეგია, მოსახლეობის დამოკიდებულება ადმინისტრაციული რეფორმებისადმი, თვითმმართველობის მოდელი, არჩევნების თარიღი, თვითმმართველობა, ამომრჩეველთა სიები, თბილისის მერის შესაძლო კანდიდატები, მერის პირდაპირი არჩევნები, პოლიტიკური პარტიები, მარკირება, ბათუმის მერის შესაძლო კანდიდატები, წინასაარჩევნო აგიტაცია, თბილისის მერი, პარტიების დაფინანსება, თბილისის მერის ერთიანი კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან, ხმის მიცემის პროცედურა, სოციოლოგიური კვლევები, სტატისტიკური მონაცემები/რეიტინგები, პრაიმერი, არჩევნების ბოიკოტი, პროგნოზები და სხვ.
თემათა ეს მრავალფეროვნება არჩევნებით ბეჭდვითი მედიის განსაკუთრებულ დაინტერესებას მიუთითებს, რაც უკვე გამოიკვეთა პუბლიკაციების სტრუქტურული ანალიზის შედეგად.
აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართო თემატური სპექტრი, ძირითადად, ერთგვაროვანი - პოლიტიკური დისკურსითაა წარმოდგენილი, რაც თავის მხრივ, ამყარებს ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ არჩევნების თემა პოლიტიკურ კონტექსტში მოიაზრება.
ეს ფაქტი შეიძლება გარკვეულწილად განაპირობებდეს ინტერვიუს პრიორიტეტულობასაც სხვა ჟანრებთან შედარებით, რადგან ჩვენს მედიასივრცეში ინტერვიუ ყველაზე უფრო გავრცელებული და იოლი ჟანრია პოლიტიკური პოზიციის გამოსახატავად (მაგალითად, ანალიტიკური სტატიისაგან განსხვავებით).
3.2 საარჩევნო ადმინისტრაცია |
▲ზევით დაბრუნება |
საკვლევი პერიოდის საგაზეთო პუბლიკაციებში საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები საკმაოდ მაღალი სიხშირითაა წარმოდგენილი.
უშუალოდ საარჩევნო ადმინისტრაციის თემის ამსახველი სტატიების საერთო რაოდენობა 150-ია, რაც მოკვლეული პუბლიკაციების თითქმის მესამედს (30,61%25) შეადგენს.
გარდა ამისა, საარჩევნო ადმინისტრაციის თემა გაბნეულია იმ პუბლიკაციებშიც, რომლებიც არჩევნების სხვა ასპექტებს ეხება.
მაგალითად:
გაზეთ „24 საათის“ ჩანართი - „რეგიონის დროით“ (15 აპრილი), „ყველა გზა რევოლუციისკენ მიდის“, ძირითადი თემა - საარჩევნო კანონმდებლობა.
გაზეთი „ახალი თაობა“, 25 მაისი, „რესპუბლიკელები სააკაშვილზე მუშაობენ“, ძირითადი თემა - ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობა.
გაზეთი „რეზონანსი“, 26 აპრილი, „დემოკრატიული ფრონტი აქტიური ბოიკოტის რეჟიმზე გადადის“, ძირითადი თემა - ზოგადად საარჩევნო კანონმდებლობა.
საარჩევნო ადმინისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები მრავალმხრივია. ბეჭდვითმა მედიამ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებებს, სერტიფიცირებას, შესარჩევ კონკურსებს, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენინგებს, ტენდერებს, საარჩევნო ადმინისტრაციების მიერ შესრულებულ სამუშაოთა ასახვას.
3.3 ცესკოს განცხადებები |
▲ზევით დაბრუნება |
საკვლევი პერიოდის განმავლობაში ბეჭდვით მედიაში ცესკოს 80 განცხადება გამოქვეყნდა. მათი შინაარსი შეეხებოდა საარჩევნო კომისიების მუშაობას, სერტიფიცირებას, მარკირებას, წინაასაარჩევნო მზადებას, ვიზიტებსა და შეხვედრებს, ეროვნულ უმცირესობებს, საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესს, პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციას, გამოცხადებულ კონკურსებსა და ტენდერებს, ამომრჩეველთა ერთიანი სიების ფორმირებასა და სხვა.
განცხადება ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების, არამედ სხვადასხვა აქტორის გამოწვევაზე (ოპოზიცია, ამომრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვა) ოპერატიული რეაგირების საშუალებაცაა, რაც თავის მხრივ, კრიტიკული ხასიათის მოსაზრებებზე ცესკო-ს განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე მეტყველებს.
მაგალითად, 30 აგვისტოს „ახალ თაობაში“ გამოქვეყნდა სტატია „ქვეყანას ბოკერია მართავს“, სადაც განხილულია თინა ხიდაშელის მიერ პრესკონფერენციაზე გამოთქმული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ცესკო არ არის მზად არჩევნების ჩასატარებლად. გაზეთის ამავე ნომერში მოთავსებულია ცესკო-ს განცხადება იმის შესახებ, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიების პირველადი ვერსია უკვე შექმნილია და ცესკო მზად არის არჩევნების ჩასატარებლად.
3.4 საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობის საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
ბეჭდვით მედიაში საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ნდობასთან დავშირებით 39 პუბლიკაცია დაიბეჭდა. მათი უმრავლესობა კრიტიკულია.
საარჩევნო ადმინისტრაციისადმი უნდობლობას ძირითადად ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები გამოხატავენ.
უნდობლობის ძირითად ობიექტს საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობა წარმოადგენს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ 14 აგვისტოს გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნებული სტატია: „ქუთაისი არჩევნებისთვის ემზადება“. სტატიაში საუბარია, იმის შესახებ, რომ ქუთაისის №59 საოლქო საარჩევნო კომისიის 5 წევრიდან თავმჯდომარე მეორედ იკავებს პოსტს, კლდიაშვილი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბიდანაა, ნაცვლიშვილი კი ბურჯანაძის თანაკლასელია.
სტატიაში „ლანჩხუთის ,,ნაცმოძრაობის“ მისამართით კიდევ ერთი სკანდალი აგორდა“ (გაზეთი „ალია“ 1. 05. 06) აღნიშნულია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსი მიკერძოებით - ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ ჩატარდა, რის შედეგადაც, კონკურსანტი, რომელმაც სერტიფიცირებისას 100 ქულა დააგროვა, კომისიის წევრი ვერ გახდა.
3.5 სერტიფიცირების საკითხი |
▲ზევით დაბრუნება |
490 პუბლიკაციიდან სერტიფიცირებას მხოლოდ 8 სტატია დაეთმო. მათი შინაარსი ძირითადად სერტიფიცირების ჩატარების პროცესს: მის ობიექტურობას, გამჭვირვალებასა და სამართლიანობას ეხებოდა.
პუბლიკაციათა ასეთი მცირე ხვედრითი წილი (8 სტატია 490-დან) იმას მიუთითებს, რომ ბეჭდვითი მედიისათვის არჩევნებთან დაკავშირებით სხვა საკითხები უფრო აქტუალური იყო.
ამ ფაქტს კომპლექსური ახსნა შეიძლება ჰქონდეს. მაგალითად, ერთ-ერთი სავარაუდო ფაქტორია ის, რომ სერტიფიცირების პროცესი დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა და, აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოექცა საზოგადოების, შესაბამისად, ბეჭდვითი მედიის ყურადღების ცენტრში.
მაგრამ ამ ჰიპოთეზას ეჭვქვეშ აყენებს 22 მაისის „ახალ თაობაში“ გამოქვეყნებული სტატია: „თავისუფლების ინსტიტუტმა საარჩევნო კომისიები დაიწუნა“, სადაც გამოთქმულია მოსაზრება, რომ სერტიფიცირებამ შექმნა მანიპულირების შესაძლებლობა და არსებობს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხელყოფის საფრთხე:
„საარჩევნო ადმინისტრაციების არსებული სტუქტურა და დაკომპლექტების წესი ვერ უზრუნველყოფს საარჩევო ადმინისტრაციების ოპერატიულ და ადმინისტრაციულ დამოუკიდებლობას... აკაკი მინაშვილი ამის დასადასტურებლად იშველიებს ვენეციის კომისიის დასკვნას საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესახებ, სადაც კომისიის მიერ მითითებულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირების პროცესი არის გაუმჭვირვალე და მონოპოლიზებულია პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის მიერ. გარდა ამისა კომისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციების სტრუქტურა და საარჩევნო მოხელეთა სერთიფიცირების პროცესი შეიცავს მანიპულირებისა და საარჩევნო ადმინისტრაციების დამოუკიდებლობის ხელყოფის დიდ საფრთხეს“.
სერტიფიცირების პროცესისადმი ბეჭდვითი მედიის ერთგვარი „უყურადღებობის“ ფაქტორს შეიძლება წარმოადგენდეს, აგრეთვე ის, რომ როგორც უკვე გამოვლინდა, არჩევნების თემა ძირითადად პოლიტიკურ კონტექსტში მოიაზრება. შესაბამისად, სერტიფიცირების/უშუალოდ სელექციის პროცესი, რომელიც ნაკლებად არის პოლიტიკური დატვირთვის მქონე, ოპონენტებისათვის, შესაბამისად, ბეჭდვითი მედიისათვის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების ზოგადი პროცესის ნაკლებად მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი აღმოჩნდა. ძირითადი აქცენტი კი კანონმდებლობასა და საარჩევნო თემის სხვა, პოლიტიზებულ ასპექტებზე გაკეთდა.
3.6 საარჩევნო კანონმდებლობა |
▲ზევით დაბრუნება |
საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებული სტატიების სიხშირე საკმაოდ მაღალია (111 სტატია, თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებული პუბლიკაციების 22,65 %25).
საკვლევ გაზეთებში საარჩევნო კანონმდებლობისა და ოპოზიციის, განასაკუთრებით, საპარლამენტო ოპოზიციის სტრატეგიის თემები ხშირ შემთხვევაში ერთ სტატიაშია მოქცეული.
ამ თემების ერთმანეთთან ასოცირება მნიშვნელოვანწილად შეიძლება აიხსნას ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის რადიკალური კრიტიკითა და მისი შეცვლის მოთხოვნის კატეგორიული ფორმებით (მემორანდუმის შემუშავება, პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება).
საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტის სხდომების ბოიკოტირების ერთ-ერთ ძირითად მიზეზს მერის პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნაზე ხელისუფლების უარი წარმოადგენს: 21 პუბლიკაციიდან, რომლებიც საპარლამენტო ოპოზიციის მიერ პარლამენტის სხდომების ბოიკოტის საკითხს უკავშირდება, 20 უშუალოდ მერის პირდაპირი არჩევის საკითხს ეხება.
საარჩევნო კანონმდებლობას 4 ექსპერტი (ულრიხ შპრინგროუმი, დავით ზარდიაშვილი, ვახტანგ ხმალაძე, რამაზ კლიმიაშვილი) შეეხო. მათ საარჩევნო 34 კანონმდებლობის კონტექსტში განიხილეს შემდეგი საკითხები: საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტი, თბილისის მერისა და რაიონის გამგებლების ფუნქციები, არჩევნების მოსალოდნელი შედეგები და ოპოზიციის შანსები, ნდობა ხელისუფლების მიმართ, ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთმიმართება.
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სტატია „ოპოზიციის მთავარი პრობლემა: მისი დაქსაქსულობაა, ხელისუფლებისა კი - ,,ნათელი გონების“ დაუნახაობა“ (გაზეთი „24 საათი რეგიონის დროით“), რომელშიც გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების ხელმძღვანელი ულრიხ შპრინგროუმი აანალიზებს ხელისუფლების ნდობისა და საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტის საკითხებს და აღნიშნავს: „თუკი ოპოზიციას არ შეხვდება ამ ხელისუფლებაში გარკვეული წილი და მას ამის შანსი არ მიეცემა, მაშინ მე მესმის ოპოზიციის ბოიკოტის. მინდა მართლა გულით და სულით გირჩიოთ, რომ ოპოზიციის საკითხს ხელისუფლება მსუბუქად მიუდგეს, რომ ოპოზიციას გადაწყვეტილებებში მონაწილეობის საშუალება მისცეს, მისცეს ხელმძღვანელი პოსტები, რათა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ამაში საშიში არაფერია“.
რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების საკითხს, ულრიხ შპრინგროუმი ამბობს: „არა მგონია, რომ ცვლილებები საარჩევნო კოდექსში აუცილებელი იყოს. ოპოზიციის მთავარი პრობლემა მათი დაქსაქსულობაა“.
ხელისუფლების პოზიცია საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით 11 სტატიაშია დაფიქსირებული. მათში ძირითადად მაღალი რანგის სახელისუფლებო წარმომადგენლების თვალსაზრისებია ასახული: ნინო ბურჯანაძე, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, პავლე კუბლაშვილი, ვახტანგ ხუხუნაიშვილი, ალექსანდრე შალამბერიძე.
ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციით, ამჟამად არსებული საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოს დღევანდელი რეალობის ადეკვატურია და არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისა და მთელი საზოგადოების ინტერესებს ითვალისწინებს.
მაგალითად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე, თბილისის მერის არჩევის საკითხზე მსჯელობისას აღნიშნავს, რომ კანონთან დაკავშირებით ადამიანებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ და ძალიან მალე საქართველოში დადგება ის ეტაპი, როდესაც ჩვენ ამ თანამდებობაზე პირდაპირი არჩევნები გვექნება. დღევანდელ ეტაპზე არსებული სქემა კი ექსპერტების მიერ სრულიად გამართლებულია (გაზეთი „რეზონანსი - მთელი კვირა“ 17 აპრილი; „რას სთავაზობს პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციას“, ინტერვიუ).
3.7 პოლიტიკური პარტიები და არჩევნები |
▲ზევით დაბრუნება |
პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება არჩევნებისადმი, ფაქტობრივად, პოლარიზებულია. ერთი მხრივ, გამოიყოფა სახელისუფლებო პარტიის პოზიცია, რომელიც თვლის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოს დღევანდელი რეალობის ადეკვატურია და არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისა და მთელი საზოგადოების ინტერესებს ითვალისწინებს და, მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიები, რომელთა მიმართებაც ამ საკითხისადმი ძირითადად ერთგვაროვანია და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზეა ორიენტირებული.
ყურადღებას იქცევს სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების პოზიციათა ამსახველ პუბლიკაციებს შორის როგორც რაოდენობრივი, ისე ჟანრობრივი სხვაობა:
სახელისუფლებო პარტიასთან დაკავშირებულ u4318 პუბლიკაციებში ნიუსები და ინტერვიუები დომინირებს. მათი საერთო რაოდენობა 41 პუბლიკაციას შეადგენს, მაშინ, როდესაც ოპოზიციასთან 182 პუბლიკაციაა დაკავშირებული და მათი ფორმა გაცილებით უფრო მრავალფეროვანია (ნიუსისა და ინტერვიუს გარდა, ინტენსიურად გვხვდება პრეს-რელიზი, სტატია და სხვა).
ეს სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება აიხსნას. სავარაუდო ფაქტორებს შორის შეიძლება მივუთითოთ შემდეგი:
ხელისუფლების მკაფიოდ განსაზღვრული და მყარი სტრატეგიისაგან განსხვავებით, ოპოზიციური პარტიების შეხედულებები და თვალსაზრისები მრავალფეროვანი/დიფერენცირებული და დინამიური იყო. ამ მოსაზრებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ 182 პუბლიკაციიდან 88 ოპოზიციის სტრატეგიის განსაზღვრას ეთმობა.
მედიისათვის ზოგადად დამახასიათებელია ინტერესი არაორდინარული მოვლენების, რადიკალური დაპირისპირებისა და მკვეთრი კრიტიკის მიმართ, რითაც ბოლო დროს ოპოზიცია გამოირჩევა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ოპოზიციის განსაკუთრებული ყურადღება საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებულმა საკითხებმა მიიპყრო და, სწორედ აქედან გამომდინარე, განისაზღვრა ოპოზიციის, შეიძლება ითქვას, „პირველი სტრატეგია“ - მემორანდუმი და საპარლამენტო სხდომების ბოიკოტი საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლის მოთხოვნით.
ოპოზიციის სტრატეგიასთან დაკავშირებულ თითქმის ყველა სტატიაში ინტენსიურად ფიგურირებს ფრაზა „მერის პირდაპირი წესით არჩევა“. ეს ფრაზა ასევე ხშირად გვხვდება დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წევრებისაგან აღებულ ინტერვიუებშიც. მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ცვლილებების მოთხოვნა მარცხით დამთავრდა, საკვლევ პუბლიკაციებში გამოიკვეთა ახალი თემა, რომელსაც, პირობითად, „ოპოზიციის მეორე სტრატეგია“ შეიძლება ვუწოდოთ: „გაერთიანება ან არჩევნების ბოიკოტი“.
გაერთიანება, თავის მხრივ, გულისხმობდა როგორც პარტიების ერთ ოპოზიციურ ბლოკად ჩამოყალიბებას, ასევე თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის დასახელებას.
აღსანიშნავია, რომ „მეორე სტრატეგიის“ პერიოდში ბეჭდვითი მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო განცხადებამ პარტია „საქართველოს გზის“ ლიდერის, სალომე ზურაბიშვილის არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის შესახებ, რის შემდეგაც პარტია „საქართველოს გზა“, ფაქტობრივად, გამოეყო ერთიან ოპოზიციურ სივრცეს და მისი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გაზეთებში დამოუკიდებლად განიხილებოდა.
3.8 არასამთავრობო ორგანიზაციები |
▲ზევით დაბრუნება |
არასამთავრობო ორგანიზაციების დამოკიდებულება არჩევნებისადმი 35 სტატიაშია გაშუქებული. მათი ინტერესები ძირითადად შემდეგ პრობლემებზეა ფოკუსირებული: საარჩევნო კანონმდებლობა, მერის პირდაპირი არჩევნები, ინფორმაციის დეფიციტი, დეცენტრალიზაციის აუცილებლობა, თვითმმართველი ერთეულების გამსხვილებასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.
საკვლევ პუბლიკაციებში ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციების დასახელებები: „სამართლიანი არჩევნები“, „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია“, „მშვიდობის დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“, ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „საქართველო ნატოში“, „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანთა უფლებებისათვის“, „დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირი“, „ახალი თაობა-ახალი ინიციატივა“, „თავისუფლების ინსტიტუტი“, ასოციაცია „კანონი ხალხისთვის“, „კავკასიის ინსტიტუტი“, „საქართველოს რეგიონული მედიის ასციაცია“, ხოლო მათ წარმომადგენლებს შორის: გია ნოდია, დავით დარჩიაშვილი, არჩილ გეგეშიძე, აკაკი მინაშვილი, დავით ლილუაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, გიორგი ქირქაშვილი.
ხელისუფლების, ოპოზიციისა და, ხშირ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებებში პოლიტიკური დისკურსი არ დომინირებს, საკითხები ძირითადად სამოქალაქო/სამართლებრივ კონტექსტშია განხილული და არა „ხელისუფლება-ოპოზიციის“ დაპირისპირების ჭრილში.
4 ჩაღრმავებულ-სტრუქტურირებული ინტერვიუების ანალიზი- ძირითადი დასკვნები და შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ზოგადი დამოკიდებულება საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების, სერტიფიცირების პროცესისა და ვაკანსიების განაწილების მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითია.
გასათვალისწინებელია, რომ საკვლევ u4335 გუფში ასეთი დამოკიდებულების გამოვლენის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ამ ადამიანების მიერ სერტიფიცირების პროცესში მიღწეული წარმატება და სამუშაო ადგილის პოვნა შეიძლება წარმოადგენდეს, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს მიღებული შედეგების შედარებითი ანალიზი ინფორმაციის სხვა წყაროებთან.
რესპონდენტთა პარტიული კუთვნილება წარსულში ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შორის რომელიმე პარტიის დომინანტურ გავლენაზე არ
მიუთითებს.
რესპონდენტთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო კომისიის წევრობის ან სადამკვირვებლო გამოცდილება.
საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში პოზიციების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) განაწილება ძირითადად ხდებოდა კომისიის წევრთა მიერ და ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სერტიფიცირების შედეგებს (ქულათა დაგროვილ რაოდენობას).
ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც რესპონდენტებს უჭირთ ან არ სურთ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში პოზიციების განაწილების კონკრეტული პრინციპების მითითება.
საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში პოზიციების განაწილებისას იკვეთება გენდერული ასიმეტრია: საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების39 უმეტესობა მამაკაცია. არის შემთხვევა, როდესაც რესპონდენტმა ღიად მიუთითა, რომ თავმჯდომარის პოზიცია უფრო მამაკაცისათვისაა შესაფერისი.
რესპონდენტებმა სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია ძირითადად ფორმალური წყაროების მეშვეობით მიიღეს.
საოლქო საარჩევნო კომისიებში მონაწილეობის ძირითად მოტივებად დასაქმების მოთხოვნილება, გამოცდილება და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების სურვილი დასახელდა.
რესპონდენტები ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, მაგრამ უჭირთ იმ კონკრეტული პუნქტების დასახელება, რომლებიც შეცვლილი საარჩევნო კოდექსის უპირატესობაზე მიუთითებს.
ის ფაქტი, რომ რესპონდენტებს (რომელთა დიდ ნაწილს საარჩევნო კომისიებში მონაწილეობის პრაქტიკა გააჩნია) უჭირთ საარჩევნო კოდექსის კონკრეტული მუხლების მითითება და არგუმენტირებული მსჯელობა იურიდიულ ნორმებზე დაყრდნობით, მათ ამჟამინდელი თეორიული მომზადების ხარისხის არასრულყოფილებაზე მიუთითებს, თუმცა ამ თვალსაზრისით კატეგორიული დასკვნის გამოტანა შემდგომ კვლევას მოითხოვს.
გამოვლინდა ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნის მიხედვით დაკომპლექტებისადმი.
საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას რესპონდენტებმა პროფესიულ ნიშანს ცალსახა უპირატესობა მიანიჭეს პარტიულ ნიშანთან შედარებით.
რესპონდენტები გამორიცხავენ როგორც საკუთარ, ისე კომისიის სხვა წევრთა ღია ან ლატენტურ პოლიტიკურ/პარტიულ ინტერესებს, პარტიებს შორის გარიგებების შესაძლებლობასა და რომელიმე პარტიის მიერ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის 40 შესაძლებლობას, მაგრამ უჭირთ საკუთარი პოზიციის არგუმენტირება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც არგუმენტების არარსებობით, ისე მათი არცოდნით ან რესპონდენტთა ზოგადი განათლების არასათანადო დონით. კატეგორიული დასკვნის გამოტანა ამ საკითხის ირგვლივ შემდგომ კვლევას მოითხოვს.
შეცვლილი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარებული არჩევნების მიმართ რესპონდენტთა მოლოდინები ოპტიმისტურია. ისინი თვლიან, რომ შეცვლილი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარებული არჩევნები წარმატებული ანუ სამართლიანი და მიუკერძოებელი იქნება, მაგრამ უჭირთ საკუთარი ოპტიმიზმის დასაბუთება კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ან რაიმე სამართლებრივი მექანიზმების მითითებით. მომავალი არჩევნების წარმატების ძირითად არგუმენტებად უფრო ადამიანური რესურსები: ელექტორატის აქტივობა, აგრეთვე თავად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ენთუზიაზმი და მიუკერძოებლობა სახელდება.
ამჟამინდელი საარჩევნო გარემო: ქვეყანაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდა, როგორც არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარების ხელშემწყობი ფაქტორი.
რესპონდენტები თვლიან, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამჟამად არჩევნების პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
რესპონდენტთა უმეტესობა თვლის, რომ ის ფაქტი, თუ რამდენი ხნის წინ დატოვა პარტია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა (იგულისხმება მხოლოდ ყოფილი პარტიულები) არაარსებითია - ქრონოლოგიური კვოტა ადამიანის სამართლებრივი ქმედების გარანტი ვერ იქნება - განმსაზღვრელი როლი მოცემულ შემთხვევაში თვითონ პიროვნების ცნობიერების სამართლებრიობას, მის მორალურ მრწამსს უნდა მიენიჭოს. მაგრამ ამ საკითხის მიმართ გამოვლინდა განსხვავებული პოზიციაც: სასურველია, „უპარტიობა“ განისაზღვროს ქრონოლოგიური კვოტის მიხედვით. მაგალითად, უპარტიოდ ჩაითვალოს ადამიანი, რომელმაც პარტია დატოვა არა ნაკლებ 6 თვის ან 1 წლის წინ.
იკვეთება აზრი, რომ მომავალში საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო სასამართლოსადმი მიმართვების სიხშირე მაღალი არ იქნება, იმ მიზეზით, რომ არჩევნების დროს კანონდარღვევები არაა მოსალოდნელი.
უახლოესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონკრეტული თარიღი (5 ოქტომბერი) შეფასდა როგორც მოულოდნელი.
მოულოდნელობის ეფექტის მიუხედავად, რესპონდენტთა შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიები შეძლებენ 5 ოქტომბრის არჩევნებს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.
იმის მიუხედავად, რომ თვითონ რესპონდენტთათვის არჩევნების დანიშვნის თარიღი მოულოდნელი იყო. ისინი არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიების პროტესტს ამ თარიღის მიმართ იმ მოტივით, რომ პარტია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მზად უნდა იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული ნებისმიერი თარიღისათვის.
დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ოპოზიციური პარტიების პროტესტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის მიმართ უფრო პოლიტიკური მანევრია. აღინიშნა, რომ რიგ შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა საკმაოდ ოპერატიულად წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
გამოვლინდა სკეპტიკური დამოკიდებულება (შეიძლება ითქვას გაღიზიანებაც) ოპოზიციური პარტიების მიმართ.
საოლქო საარჩევნო
|
ყოველი რესპონდენტი
- არცერთი მათგანი არ
- თითოეულ მათგანს აქვს
- არცერთი მათგანი
- არცერთი მათგანის
- არცერთი მათგანი
- არცერთი მათგანი
- არცერთი მათგანი
- არცერთი მათგანი არ არის
- არცერთი მათგანი არ არის
- არცერთი მათგანი
- არცერთი მათგანი არ არის
- არცერთი მათგანი ამჟამად
ყოველი რესპონდენტი არის |
საოლქო საარჩევნო
|
რესპონდენტთა პარტიული
- გამოკითხული 18 რესპონდენტიდან
- დანარჩენი რესპონდენტების
- 2 რესპონდენტი იყო მხოლოდ
- 1 რესპონდენტი იყო მხოლოდ
- 1 რესპონდენტი სხვადასხვა
- 1 რესპონდენტი იყო მხოლოდ
- 1 რესპონდენტი იყო მხოლოდ
- 1 რესპონდენტი იყო მხოლოდ
- 1 რესპონდენტი სხვადასხვა
|
საოლქო საარჩევნო
საარჩევნო/შრომითი
|
გამოცდილება.
|
ინფორმაციის ძირითადი
|
სერტიფიცირების შესახებ
- პირველ ადგილზეა მასმედია,
სამი რესპონდენტი მიუთითებს,
ორი რესპონდენტი მიუთითებს,
|
დამოკიდებულება სარეგისტრაციო
|
დამოკიდებულება ზოგადად
ერთმნიშვნელოვნად დადებითია,
რესპონდენტთა აზრით,
რესპონდენტები აღნიშნავენ,
|
საოლქო საარჩევნო
|
საოლქო საარჩევნო
ერთ-ერთი რესპონდენტი
მეორე რესპონდენტი
საერთოდ, რესპონდენტთა
ორი რესპონდენტი მიუთითებს, |
საარჩევნო კომისიაში
|
საოლქო საარჩევნო კომისიებში
ა) დასაქმების მოთხოვნილება:
„შემცირებაში მოვყევი, დავრჩი
„მოტივაცია გითხარით,
„ხელფასის მომენტიც იყო“...
„ჩემთვის მთავარია, რომ
„უმუშევრობამ ნამდვილად
ბ) საარჩევნო კომისიის
„მეტი გამოცდილება მე
„მქონდა გამოცდილება,
„მქონდა საკმაო გამოცდილება
„სულ ამ სისტემაში მიწევდა
გ) ქვეყანაში მიმდინარე
„მოტივაცია ის არის, რომ
„ახალი რეალობიდან
|
დამოკიდებულება საარჩევნო
|
საქართველოს საარჩევნო
რესპონდენტებს უჭირთ იმ
ის ფაქტი, რომ რესპონდენტებს
„მე სრულიად ვეთანხმები
„ერთი სიტყვით, რომ
„რა თქმა უნდა ბევრი
„ბევრია დადებითი მხარე“...
„ასე ნამდვილად ვერ |
მოლოდინი მომავალი
|
შეცვლილი საარჩევნო
რესპონდენტებს უჭირთ
კომისიის წევრების „გამოცდილება“,
ყველაფერი დამოკიდებულია
„არჩევნები ჩატარდება
საარჩევნო კანონი იმდენად
„ეს უნდა იყოს ხალხის, |
დამოკიდებულება საოლქო
|
საოლქო საარჩევნო
საოლქო საარჩევნო
- პროფესიონალებით
- მოხდება არჩევნების
- მოხდება საარჩევნო
შესაბამისად, საოლქო
„პროფესიული ნიშნით. არა
„საოლქო საარჩევნო კომისიები
„აქ უნდა იყოს გამოცდილება“...
„პროფესიული, ალბათ
„კარგი იქნებოდა, რომ ...
|
ამჟამინდელი საარჩევნო
|
რესპონდენტების აზრით,
არ იკვეთება ფაქტორი,
„პოლიტიკური გარემო
„ზეწოლა არ ყოფილა“.
„მიკერძოებას გამოვრიცხავ“...
„ასე მგონია, აქტივობა იქნება
„ხალხს დიდი რეფორმების
„მოდით, დაველოდოთ
იმ მოვლენებს შორის,
„ალბათ კოდორის ფაქტი |
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შესაძლო პოლიტიკური/პარტიული ინტერესები
|
რესპონდენტები გამორიცხავენ
„ჩვენ არცერთი პარტიის
„ასეთი მოვლენები (პარტიული
„არანაირი პარტიის -
ამჟამად უპარტიობის
„შეიძლება საერთოდ არ იყოს
„პერიოდს რა მნიშვნელობა
არა აქვს მნიშვნელობა:
მაგრამ ამ საკითხის მიმართ
„ჩვენთან ვინც ვმუშაობთ
1 წელი მაინც. ეს მისაღებია“...
„...6 თვე“...
|
დამოკიდებულება სამართლებრივი
|
რესპონდენტები არ უარყოფენ
„ვერ გეტყვით“...
„ვერ გეტყვით, ალბათ
„ ეს, ალბათ, იმის ბრალი იყო,
იკვეთება აზრი, რომ არჩევნების
არჩევნების კანონდარღვევების
„რაიმე უკანონობა ჩვენი
„ახლა მიკერძოების გარეშე,
„... არა მგონია,
„მე მგონია, ყველაფერი
|
დამოკიდებულება ადგილობრივი
|
ადგილობრივი თვითმმართველობის
„მოულოდნელი იყო
„უცხო იყო“...
„ნამდვილად მოულოდნელი
„მოულოდნელი იყო
მოულოდნელობის ეფექტის
„ჩვენ მზად ვართ.
„შევქმენით. ვიმუშავეთ.
„ყველანაირად მზად ვართ“...
„ერთიანი სიები, საპასპორტო
„ჩვენი საარჩევნო ოლქი
იმის მიუხედავად, რომ
დაფიქსირდა მოსაზრება,
გამოვლინდა სკეპტიკური
„ეს მათი პრეტენზიებია ...
„არჩევნები რომ დაინიშნება,
„რატომ, ოპოზიციას ხომ
„ისინი არ იყვნენ
„არ მიმაჩნია გამართლებულად
„ოპოზიცია ბოიკოტს“
როდესაც დეკემბერში
|
პროექციული
|
ეჭვს იწვევს ცალკეული
„საჯაროდ არ განვაცხადებ ...
„მე თვითონ გადავწყვეტ
„ეს საზოგადოების პრობლემა
„ვეცდები, რომ სიტყვიერად
თვისებრივი კვლევა არ |
5 დოკუმენტების ანალიზი - ძირითადი დასკვნები და შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებმა თვალნათლივ აჩვენა, რომ საარჩევო კომისიების პარტიული პრინციპით დაკომპლექტების სისტემამ ვერ უზრუნველყო ხელისუფლების არჩევნების გზით გადაცემა და, ამდენად, წარუმატებელი აღმოჩდა.
შეცვლილი საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვანი რგოლები - ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები - პროფესიული ნიშნით ყალიბდება.
ახალი საოლქო საარჩევნო კომისიები, ძირითადად, დაკომპლექტდა სხვადასხვა საარჩევნო გამოცდილების მქონე წევრებით (წარსულში სხვადასხვა დონის საარჩევნო კომისიის წევრები, დამკვირვებლები).
საოლქო საარჩევნო კომისიებში პოზიციათა განაწილება სხვადასხვა პრინციპით მოხდა. უფრო ხშირია პოზიციათა განაწილება თვითონ კომისიის წევრების მიერ კენჭისყრის შედეგად, ხოლო პრინციპი: „მაღალი შედეგი - მაღალი პოზიცია“ შედარებით იშვიათად გვხვდება.
თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევა, ძირითადად, საარჩევნო გამოცდილების მიხედვით ხდებოდა, თუმცა, როგორც რესპონდენტები აღნიშნავენ, ცალკეულ შემთხვევაში ანგარიში გაეწია სქესსა და ასაკსაც.
სერტიფიცირების შედეგებმა ძირითადი ზეგავლენა ვერ მოახდინა საოლქო საარჩევნო ოლქში კომისიის წევრის პოზიციაზე.
საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების წევრთა სტატუსების განაწილება სქესის ნიშნის მიხედვით ასიმეტრიულია: „მაღალი - გადაწყვეტილების მიმღების“ სტატუსი ძირითადად კაცს მიეწერება, ხოლო „დაბალი - შემსრულებლის“ სტატუსი - ქალს.
საოლქო სარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებმა ვაკანსიის დასაკავებლად საარჩევნო კომისიის წევრობის გამოცდილებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭეს.
ცალკეულ შემთხვევაში, შრომითი გამოცდილების დოკუმენტი არ არის შედგენილი ზოგადად აღიარებული სტრუქტურის, აგრეთვე, ენობრივი და სტილისტური ნორმების შესაბამისად.
6 ბეჭდვითი მედიის სტრუქტურულ-შინაარსობრივი ანალიზი - ძირითადი დასკვნები და შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ბეჭდვითი მედიის ერთ-ერთ მთავარ, აქტუალურ და სტაბილურ თემას წარმოადგენდა.
პუბლიკაციები თვეების მიხედვით არათანაბრადაა განაწილებული. თვეების მიხედვით პუბლიკაციათა არათანაბარი განაწილება სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული. მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ბეჭდვითი მედიის ყურადღების გადატანა ექსტრემალურ მოვლენებზე.
არჩევნების შესახებ პუბლიკაციებს შორის მაქსიმალური სიხშირითაა წარმოდგენილი ნიუსი და ინტერვიუ, ხოლო ანალიტიკური სტატიები უკიდურესად დაბალი სიხშირით გამოირჩევა.
ნიუსების მაღალი სიხშირე არჩევნებთან დაკავშირებული სოციალურ- პოლიტიკური მოვლენების სწრაფი და აქტუალური ცვლილებების მაჩვებლად უნდა მივიჩნიოთ, რადგან ქართულ ბეჭდვით მედიაში ყველაზე უფრო ხშირად სწორედ ნიუსებში აისახება მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სიახლეები.
ჰიპოთეზის სახით შეიძლება ჩამოყალიბდეს, რომ საკმაოდ დაბალია საზოგადოების მოთხოვნა ანალიტიკურ სტატიებზე, შესაბამისად, ბეჭდვითი მედიის დაინტერესებაც ამ ჟანრით და, შესაძლოა, ჟურნალისტთა პროფესიონალიზმიც.
ბეჭდვით მედიაში არჩევნების თემა ძირითადად პოლიტიკურ კონტექსტში მოიაზრება.
არჩევნების თემატური სპექტრი ფართოა და, ძირითადად, ერთგვაროვანი - პოლიტიკური დისკურსითაა წარმოდგენილი, რაც თავის მხრივ, ამყარებს ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმულ თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ არჩევნების თემა პოლიტიკურ, ხელისუფლება- ოპოზიციის დაპირისპირების კონტექსტში მოიაზრება.
განცხადება, როგორც ჟანრი, ცენტრალური საარჩევნო კომისიისათვის არა მხოლოდ ინფორმაციის გავრცელების, არამედ სხვადასხვა აქტორის გამოწვევაზე (ოპოზიცია, ამომრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაციები, მასმედია და სხვა) ოპერატიული რეაგირების საშუალებაცაა, რაც თავის მხრივ, კრიტიკული ხასიათის მოსაზრებებზე ცესკო-ს განსაკუთრებულ მგრძნობელობაზე მეტყველებს.
საარჩევნო ადმინისტრაციისადმი უნდობლობას ძირითადად ოპოზიციური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა დარგის დამოუკიდებელი ექსპერტები გამოხატავენ.
უნდობლობის ძირითად ობიექტს საარჩევნო ადმინისტრაციების შემადგენლობა წარმოადგენს.
დაფიქსირდა ბეჭდვითი მედიის ერთგვარი „უყურადღებობა“ სერტიფიცირების პროცესისადმი (აღნიშნული თემა ყველაზე ნაკლებადაა გაშუქებული საკვლევ პუბლიკაციებში). ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც იმით, რომ სერტიფიცირების პროცესი სერიოზული დარღვევების გარეშე მიმდინარეობდა, აგრეთვე, იმ ფაქტორითაც, რომ სერტიფიცირების/უშუალოდ სელექციის პროცესი,
რომელიც ნაკლებად არის პოლიტიკური დატვირთვის მქონე, ოპონენტებისათვის, შესაბამისად, ბეჭდვითი მედიისათვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალი აღმოჩნდა. ძირითადი აქცენტი კი კანონმდებლობასა და საარჩევნო თემის სხვა, პოლიტიზებულ ასპექტებზე გაკეთდა.
საარჩევნო კანონმდებლობისა და ოპოზიციის, განსაკუთრებით, საპარლამენტო ოპოზიციის სტრატეგიის თემები, ხშირ შემთხვევაში, ერთ სტატიაშია მოქცეული. ამ თემების ერთმანეთთან ასოცირება, მნიშვნელოვანწილად შეიძლება აიხსნას ოპოზიციური პარტიების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის რადიკალური კრიტიკითა და მისი შეცვლის მოთხოვნის კატეგორიული ფორმებით (მემორანდუმის შემუშავება, პარლამენტის სხდომების ბოიკოტირება).
პოლიტიკური პარტიების დამოკიდებულება არჩევნებისადმი, ფაქტობრივად, პოლარიზებულია. ერთი მხრივ, გამოიყოფა სახელისუფლებო პარტიის პოზიცია, რომელიც თვლის, რომ საარჩევნო კანონმდებლობა საქართველოს დღევანდელი რეალობის ადეკვატურია და არჩევნებში მონაწილე ყველა სუბიექტისა და მთელი საზოგადოების ინტერესებს ითვალისწინებს და, მეორე მხრივ, ოპოზიციური პარტიები, რომელთა მიმართებაც ამ საკითხისადმი, ძირითადად, ერთგვაროვანია და საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაზეა ორიენტირებული.
ხელისუფლების, ოპოზიციისა და, ხშირ შემთხვევაში, დამოუკიდებელი ექსპერტებისაგან განსხვავებით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებებში პოლიტიკური დისკურსი არ დომინირებს, საკითხები, ძირითადად, სამოქალაქო/სამართლებრივ კონტექსტშია განხილული და არა „ხელისუფლება-ოპოზიციის“ დაპირისპირების ჭრილში.
7 ჩაღრმავებულ-სტრუქტურირებული ინტერვიუების ანალიზი - ძირითადი დასკვნები და შედეგები |
▲ზევით დაბრუნება |
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ზოგადი დამოკიდებულება საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების, სერტიფიცირების პროცესისა და ვაკანსიების განაწილების მიმართ ერთმნიშვნელოვნად დადებითია.
გასათვალისწინებელია, რომ საკვლევ ჯგუფში ასეთი დამოკიდებულების გამოვლენის ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს ამ ადამიანების მიერ სერტიფიცირების პროცესში მიღწეული წარმატება და სამუშაო ადგილის პოვნა შეიძლება წარმოადგენდეს, ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია განხორციელდეს მიღებული შედეგების შედარებითი ანალიზი ინფორმაციის სხვა წყაროებთან.
რესპონდენტთა პარტიული კუთვნილება წარსულში ამჟამად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა შორის რომელიმე პარტიის დომინანტურ გავლენაზე არ მიუთითებს.
რესპონდენტთა უმრავლესობას აქვს საარჩევნო კომისიის წევრობის ან სადამკვირვებლო გამოცდილება.
საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში პოზიციების (თავმჯდომარე, მოადგილე, მდივანი) განაწილება ძირითადად ხდებოდა კომისიის წევრთა მიერ და ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება სერტიფიცირების შედეგებს (ქულათა დაგროვილ რაოდენობას).
ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც რესპონდენტებს უჭირთ ან არ სურთ საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში პოზიციების განაწილების კონკრეტული პრინციპების მითითება.
საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციაში პოზიციების განაწილებისას იკვეთება გენდერული ასიმეტრია: საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების უმეტესობა მამაკაცია. არის შემთხვევა, როდესაც რესპონდენტმა ღიად მიუთითა, რომ თავმჯდომარის პოზიცია უფრო მამაკაცისათვისაა შესაფერისი.
რესპონდენტებმა სერტიფიცირების შესახებ ინფორმაცია ძირითადად ფორმალური წყაროების მეშვეობით მიიღეს.
საოლქო საარჩევნო კომისიებში მონაწილეობის ძირითად მოტივებად დასაქმების მოთხოვნილება, გამოცდილება და ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედების სურვილი დასახელდა.
რესპონდენტები ერთმნიშვნელოვნად დადებითად აფასებენ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს, მაგრამ უჭირთ იმ კონკრეტული პუნქტების დასახელება, რომლებიც შეცვლილი საარჩევნო კოდექსის უპირატესობაზე მიუთითებს.
ის ფაქტი, რომ რესპონდენტებს (რომელთა დიდ ნაწილს საარჩევნო კომისიებში მონაწილეობის პრაქტიკა გააჩნია) უჭირთ საარჩევნო კოდექსის კონკრეტული მუხლების მითითება და არგუმენტირებული მსჯელობა იურიდიულ ნორმებზე დაყრდნობით, მათ ამჟამინდელი თეორიული მომზადების ხარისხის არასრულყოფილებაზე მიუთითებს, თუმცა ამ თვალსაზრისით კატეგორიული დასკვნის გამოტანა შემდგომ კვლევას მოითხოვს.
გამოვლინდა ერთმნიშვნელოვნად დადებითი დამოკიდებულება საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნის მიხედვით დაკომპლექტებისადმი.
საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებისას რესპონდენტებმა პროფესიულ ნიშანს ცალსახა უპირატესობა მიანიჭეს პარტიულ ნიშანთან შედარებით.
რესპონდენტები გამორიცხავენ როგორც საკუთარ, ისე კომისიის სხვა წევრთა ღია ან ლატენტურ პოლიტიკურ/პარტიულ ინტერესებს, პარტიებს შორის გარიგებების შესაძლებლობასა და რომელიმე პარტიის მიერ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობას, მაგრამ უჭირთ საკუთარი პოზიციის არგუმენტირება. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს როგორც არგუმენტების არარსებობით, ისე მათი არცოდნით ან რესპონდენტთა ზოგადი განათლების არასათანადო დონით. კატეგორიული დასკვნის გამოტანა ამ საკითხის ირგვლივ შემდგომ კვლევას მოითხოვს.
შეცვლილი საარჩევნო კოდექსის u4315 მიხედვით ჩატარებული არჩევნების მიმართ რესპონდენტთა მოლოდინები ოპტიმისტურია. ისინი თვლიან, რომ შეცვლილი საარჩევნო კოდექსის მიხედვით ჩატარებული არჩევნები წარმატებული: სამართლიანი და მიუკერძოებელი იქნება, მაგრამ უჭირთ საკუთარი ოპტიმიზმის დასაბუთება კანონმდებლობაზე დაყრდნობით, ან რაიმე სამართლებრივი მექანიზმების მითითებით. მომავალი არჩევნების წარმატებულობის ძირითად არგუმენტებად უფრო ადამიანური რესურსები: ელექტორატის აქტივობა, აგრეთვე თავად საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ენთუზიაზმი და მიუკერძოებლობა სახელდება.
ამჟამინდელი საარჩევნო გარემო: ქვეყანაში არსებული სოციალურ- პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა შეფასდა როგორც არჩევნების სამართლიანად და ობიექტურად ჩატარების ხელშემწყობი ფაქტორი.
რესპონდენტები თვლიან, რომ არ არსებობს მნიშვნელოვანი ფაქტორი, რამაც შეიძლება ამჟამად არჩევნების პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
რესპონდენტთა უმეტესობა თვლის, რომ ის ფაქტი, თუ რამდენი ხნის წინ დატოვა პარტია საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა (იგულისხმება მხოლოდ ყოფილი პარტიულები) არაარსებითია - ქრონოლოგიური კვოტა ადამიანის სამართლებრივი ქმედების გარანტი ვერ იქნება - განმსაზღვრელი როლი მოცემულ შემთხვევაში თვითონ პიროვნების ცნობიერების სამართლებრიობას, მის მორალურ მრწამსს უნდა მიენიჭოს. მაგრამ ამ საკითხის მიმართ გამოვლინდა განსხვავებული პოზიციაც: სასურველია, „უპარტიობა“ განისაზღვროს ქრონოლოგიური კვოტის მიხედვით. მაგალითად, უპარტიოდ ჩაითვალოს ადამიანი, რომელმაც პარტია დატოვა არა ნაკლებ 6 თვის ან 1 წლის წინ.
იკვეთება აზრი, რომ მომავალში საქართველოს საარჩევნო კოდექსის დარღვევის გამო სასამართლოსადმი მიმართვების სიხშირე მაღალი არ იქნება, იმ მიზეზით, რომ არჩევნების დროს კანონდარღვევები არაა მოსალოდნელი.
უახლოესი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონკრეტული თარიღი (5 ოქტომბერი) შეფასდა როგორც მოულოდნელი.
მოულოდნელობის ეფექტის მიუხედავად, რესპონდენტთა შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიები შეძლებენ 5 ოქტომბრის არჩევნებს სათანადოდ მომზადებულები შეხვდნენ.
იმის მიუხედავად, რომ თვითონ რესპონდენტთათვის არჩევნების დანიშვნის თარიღი მოულოდნელი იყო. ისინი არ იზიარებენ ოპოზიციური პარტიების პროტესტს ამ თარიღის მიმართ იმ მოტივით, რომ პარტია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს, მზად უნდა იყოს კანონის ფარგლებში მოქცეული ნებისმიერი თარიღისათვის.
დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ოპოზიციური პარტიების პროტესტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღის მიმართ უფრო პოლიტიკური მანევრია. აღინიშნა, რომ რიგ შემთხვევაში ოპოზიციურმა პარტიებმა საკმაოდ ოპერატიულად წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
გამოვლინდა სკეპტიკური დამოკიდებულება (შეიძლება ითქვას გაღიზიანებაც) ოპოზიციური პარტიების მიმართ.
ეჭვს იწვევს ცალკეული რესპონდენტის (ოთხი რესპონდენტი თვრამეტიდან) მზაობა - მოიქცეს სამართლებრივად კრიტიკული არჩევანის შემთხვევაში. თვისებრივი კვლევა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მოვლენის სოციალური მასშტაბები დავადგინოთ და მოვახდინოთ პროპორციული ექსტრაპოლაცია გენერალური ერთობლიობის შესაბამის ნაწილზე. ამ ამოცანის გადაჭრა მხოლოდ რეპრეზენტატული რაოდენობრივი კვლევის მეშვეობითაა შესაძლებელი.
8 ექსპერტ-პოლიტოლოგთა ჯგუფი |
▲ზევით დაბრუნება |
ძირითადი მიზანი: წინასაარჩევნო გარემოს აღწერა და საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ძირითადი ცვლილებების შეფასება.
8.1 წინასაარჩევნო გარემოს აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასაარჩევნო გარემოს აღწერა მკვლევართა ჯგუფის მიერ განისაზღვრა როგორც იმ მნიშვნელოვანი პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური ფაქტორების გამოყოფა/შეფასება, რომლებმაც შეიძლება არსებითი ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე.
8.1.1 1.1.წინასაარჩევნო გარემოს ზოგადი დახასიათება |
▲ზევით დაბრუნება |
8.1.2 1.2. წინასაარჩევნო გარემოს აღწერა |
▲ზევით დაბრუნება |
წინასაარჩევნო გარემოს აღწერისას ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტორებზე, რომლებიც ოპოზიციასთან მიმართებაში ხელისუფლების უპირატესობას განაპირობებს:
პირველ რიგში დასახელდა ე.წ.: კოდორის მოვლენები“ (კოდორის ხეობაში ჩატარებულ სპეც-ოპერაცია);
...„კვიციანზე სერიოზულად ვიტყვი მოკლედ. პოზიტიური ფაქტი მოხდა. ხელისუფლებისათვის პოზიტიურია.
მოდერატორი: ე.ი. ხელისუფლებისათვის პოზიტიურია და ამან შეიძლება ხელისუფლების რეიტინგზე იმოქმედოს დადებითად?
დიახ“...
გამოითქვა მოსაზრება, რომ კოდორის მოვლენებამდე ხელისუფლებას უკვე ჰქონდა დაგროვილი კაპიტალი ლოკალური მნიშვნელობის მქონე პრობლემების მოგვარებით (მაგალითად, ინფრასტრუქტურების სარეაბილიტაციო სამუშაოები);
„ხელისუფლებამ ლოკალურ დონეზეც რაღაც გააკეთა... რაც თვალსაჩინოა. წვრილ-წვრილი კაპიტალი დაგროვებული ჰქონდა. მან აჩვენა, რომ ეს არის ეფექტური ხელისუფლება, რომელიც არის ფოკუსირებული ინფრასტრუქტურის მოწყობაზე და ა.შ. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადგილობრივ არჩევნებში“...
ექსპერტთა გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ხელისუფლების მომგებიანი პოზიციის განმსაზღვრელ ფაქტორებს უნდა მიეკუთვნოს აგრეთვე არჩევნების კონკრეტული თარიღის დანიშვნა (5 ოქტომბერი), რის შედეგადაც ოპოზიცია ცაიტნოტში აღმოჩნდა, რადგან საზოგადოებაში არსებობდა არჩევნების უფრო გვიან (სავარაუდოდ დეკემბერში) დანიშვნის მოლოდინი. ამან საბოლოოდ, თითქმის ყოველ ოპოზიციური პარტიის სტრაეგიის დეზორიენტაცია გამოიწვია.
თუმცა, ამ თემის ირგვლივ ჯგუფის წევრთა პოზიციები ორად გაიყო. მეორე ნაწილის აზრით, ვინაიდან არჩევნები დეკემბერში ოფიციალურად არ გამოცხადებულა და ხელისუფლებას კანონი არ დაურღვევია, ოპოზიციას არაფორმალური მოლოდინებით არ უნდა ეხელმძღვანელა. იგი მზად უნდა ყოფილიყო კანონის ფარგლებში დანიშნული ნებისმიერი თარიღისათვის:
„...ყველემ იცოდა, რომ დეკემბერში იყო არჩევნები. ბუნებრივია, მოეშვა ყველა ოპოზიციური პარტია“...
„ოპოზიციას ფორსმაჟორულ სიტუაციაში მოუხდა გადაწყვეტილების მიღება...
რაც შეეხება ხელისუფლებას, მანამდე, ჩემი აზრით, უკვე ჰქონდა დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია... ეს მუდმივი კლიპები მენაგვეებზე უფრო წინასაარჩევნო კამპანიას დაემსგავსა, ვიდრე ყოველდღიურ ამბის მოტანას იმასთან დაკავშირებით, თუ რა წარმატებები გვაქვს“...
„...როცა პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლებაში მოსვლის პრეტენზია აქვს, ყველაფერი მზად უნდა ჰქონდეს არჩევნებისთვის“...
„სააკაშვილმა თქვა, ჯერ ადრეაო ... ანუ რეალურად, ცემი აზრით, არ იყო მაინცდამაინც (დეკემბერ) მოსალოდნელი“...
„ზოგადად, ჩემი აზრით, არსებითი მნიშვნელობა ოქტომბერში დაინიშნებოდა თუ დეკემბერში, არ ჰქონია და არც შეიძლება ჰქონოდა“...
ექსპერტთა იმ ნაწილს, რომლის აზრითაც არჩევნების 5 ოქტომბერს დანიშვნა მოულოდნელი იყო, უჭირს ხელისუფლების კონკრეტული მოტივაციის განსაზღვრა და იმ შედეგების დასახელება, რაც მოულოდნელობის ეფექტით შეიძლება ყოფილიყო მიღწეული:
„მოტივაცია არ ვიცი, მე მგონია არც არავინ იცის“...
„არჩევნების დანიშვნამ ოქტომბრის დასაწყისში გარკვეული სიძნელეები შეუქმნა ოპოზიციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც გადამწყვეტ გავლენას მოახდენს არჩევნების ბედზე“...
„მე მაინც არ მესმის ხელისუფლების მოტივაცია, თუ მან ითამაშა“...
ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობის შემდგომი ფოკუსირებისას ცალკეულ შემთხვევაში დასახელდა სავარაუდო მოტივაციები, მაგრამ მათი დასახელებისას ექსპერტებს არ ჰქონდათ კატეგორიული ტონი და არც ერთი მათგანი არ გამხდარა ჯგუფური დისკუსიის აქტუალური თემა, რაც საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ხელისუფლების მიერ არჩევნების 5 ოქტომბერს დანიშვნა ან ფაქტობრივად არ წარმოადგენს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პოლიტიკურ ილეთს, ან (თუ წარმოადგენს) მისი მნიშვნელობა ჯერ კიდევ არ არის გაცნობიერებული.
შესაძლო მოტივაციებს შორის ფიგურირებს:
- მოსალოდნელი ფინანსური პრობლემები (დეკემბერში ინფლაციის სავარაუდო ზრდა);
- დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალის სწრაფი და ეფექტური გამოყენება და ამ კაპიტალის დაკარგვის შიში;
- ოპოზიციური პარტიებისათვის ალიანსის შექმნის შანსის მოსპობა (მაგალითად, ოპოზიციური პარტიის ალიანსი არჩევნების ბოიკოტის მოსაწყობად, ერთიანი კანდიდატურის წამოყენება და სხვა);
- ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის რეგისტრაციისა და მონიტორინგის ორგანიზაციებისათვის ცაიტნოტის შექმნა;
- ოპოზიციის დაბნეულობისა დამოუმზადებლობის დემონსტრირებისა და საზოგადოების თვალში ოპოზიციის არასერიოზული იმიჯის შექმნა.
„...ვეთანხმები, ...რომ ოპოზიციის სასაცილო მდგომარეობაში ჩაყენებაა, ერთგვარი „გაშაყირებაა“.
„თუ ოპოზიცია გაერთიანდებოდა კოდორის მოვლენების შემდგომ, შეიძლება რეალური გამხდარიყო არჩევნების ბოიკოტირების საკითხი“...
„დაჩქარება შეიძლება გამოიწვია კოდორის მოვლენებმაც. პირდაპირ ვთქვათ, სანამ თონე ცხელია, პური მანამდე უნდა ჩაიკრას. ამ მოვლენებთან მიმართებაში ოპოზიციამ კიდევ ერთხელ ... დაადასტურა თავისი აბსოლუტური უსუსურობა, დაბნეულობა“...
„სამი მოტივი შეიძლება გამოვყო: ერთი, რომ დეკემბრისათვის შეიძლება ხელისუფლების მდგომარეობა გაუარესდეს; მეორე, ამით ხელისუფლებამ ოპოზიციას გაერთიანების თუნდაც ჰიპოთეტური შანსი მოუსპო. მესამე, დამკვირველები ცაიტნოტში არიან“...
„...შემდეგი მომენტი, რასაც შეიძლებოდა არჩევნების დაჩქარება გამოეწვია, შეიძლება იყოს ფინანსური საკითხი ... სავალუტო ფონდის განცხადებებს ყველა კარგად ვეცნობით. ახლა რეზერვების შემცირება მიმდინარეობს.... 6%25-იანი ინფლაციის მაგიერ ფარულმა ინფლაციამ ნახევარი წლის განმავლობაში 18%25-ს მიაღწია ... ამ ტენდენციის გაგრძელება დეკემბრამდე ხელისუფლებისათვის არჩევნებში წამგებიანი აღმოჩნდებოდა“...
ექსპერტთა გარკვეული ჯგუფის აზრით, თანამედროვე ქართული საზოგადოების ზოგადი პოლიტიკური განვითარების დონე არ არის იმდენად მაღალი, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მასზე რომელიმე პარტიის მიერ შემუშავებულმა პროგრამამ არსებითი ზეგავლენის მოხდენა შეძლოს (რის საფუძველზეც ამომრჩეველი გააკეთებდა გააზრებულ/ინფორმირებულ არჩევანს). შესაბამისად, არჩევნების თარიღი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ის ოპოზიციისათვის მართლაც მოულოდნელი იყო, არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენდა.
„საზოგადოებას ნაკლებად ადარდებს, რომელ რიცხვში დაინიშნება არჩევნები. ერთი თვე საკმარისია იმისათვის, რომ ხალხმა გაიგოს, ვინ იყრის კენჭს და არჩევანი გააკეთოს. პროგრამებით ჩვენს საზოგადოებას ჯერ არ უყრია კენჭი, თუ მცირე ნაწილს არ ჩავთვლით ... საქართველო ძალიან შორსაა ამ იდეალური ვითარებიდან ... არ არის ის საზოგადოება: რაც ერი, ის ბერი“...
„დავეთანხმები აქ გამოთქმულ აზრს - არანაირი საფუძველი არ მაქვს ვიფიქრო, რომ (არჩევნების 5 ოქტომბერს დანიშვნა) შედეგებზე რაიმე სერიოზულ გავლენას მოახდენს, ან თუნდაც დეკემბერში უფრო ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებდა საზოგადოება, ვიდრე გააკეთებს 5 ოქტომბერს. ამ მხრივ პრინციპულ განსხვავებას ვერ ვხედავ“...
„უბრალოდ, არა მგონია, რომ საზოგადოებისათვის ნომერ პირველ მოვლენას წარმოადგენდეს ადგილობრივი არჩევნები. მის წინაშე სხვა, უფრო სერიოზული პრობლემები დგას, დაწყებული კრიმინალური დანაშაულებით, დამთავრებული უმუშევრობით“...
8.1.3 1.3. საარჩევნო სისტემის მზაობა |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპერტთა პროგნოზით, საარჩევნო სისტემა 5 ოქტომბრის არჩევნების ძირითადად მომზადებული შეხვდება:
„სრულიად საკმარისი იქნება ეს პერიოდი იმიტომ, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მუშაობა მაშინ არ დაუწყია, როდესაც არჩევნების თარიღი პრეზიდენტის მიერ გამოცხადდა. დაახლოებით თვეზე მეტია, რაც მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობამ თავისი თავი გადაამოწმოს სიაში... შესაბამისად, მე ვერ ვხედავ პრობლემას იმ თვალსაზრისით, რომ ვერ მოასწრონ ამ არჩევნების კარგად ორგანიზება“...
„საარჩევნო ადმინისტრაციები სერიოზულად მუშაობდა ამ მიმართულებით. ამ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე ვიყავი გაზაფხულის ბოლოს, სადაც აცხადებდნენ, რომ სექტემბრისათვის ყველაფერი მზად იქნება“...
„პრინციპში, ჩემი აზრით, არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა ადმინისტრაციის მზადყოფნის თვალსაზრისით ეხლა იქნებოდა არჩევნები - ოქტომბერში თუ დეკემბერში. (საარჩევნო სისტემას) საკმარისი დრო ჰქონდა, მოსამზადებლად“...
არჩევნების ორგანიზების თვალსაზრისით, ყველაზე უფრო პრობლემურ საკითხად ექსპერტებმა საარჩევნო სიების დაზუსტება მიიჩნიეს, მაგრამ პარალელურად გამოიკვეთა მოსაზრება, რომ სიების პრობლემა არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ვერ მოახდენს, თუ საარჩევნო კომისიები კანონას დაიცავენ:
„ამომრჩეველთა სიებში ალბათ ხარვეზები იქნება, ეგ გამორიცხულია, ზღაპარია, რომ არ იყოს“...
„გააჩნია როგორ დაიცავენ კანონს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, თუ იქნება მარკირება და ყველა კეთილსინდისიერად შეასრულებს კანონის მოთხოვნებს, მაშინ ამომრჩეველთა სია უკვე არანაირ ზემოქმედებას არ მოახდენს. მითუმეტეს, თუ ქვორუმი აღარ არსებობს“...
8.2 2. საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
8.2.1 2.1. დამოკიდებულება საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპერტთა შეფასებით, საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება დროის მოთხოვნაა და უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.
საოლქო საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების უპირატესობებს შორის ექსპერტებმა დაასახელეს:
- პარტიული პრინციპით შექმნილი საარჩევნო კომისია ვერ უქრუნველყოფს ბალანსს პარტიულ კუთვნილებასა და კომისიის წევრის ნეიტრალიტეტს/მიუკერძოებლობას შორის;
- საოლქო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას მინიმუმამდე დაჰყავს პარტიებს შორის გარიგებების შანსი;
საოლქო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლქტებს ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და სოციალური კაპიტალის დაგროვებას კორპორატიული ინტერესების ინსტიტუციონალიზაციის მეშვეობით.
საოლქო საარჩევნო კომისიის პროფესიული ნიშნით დაკომპლექტების ძირითად ნაკლოვანებად ექსპერტებმა ის მიიჩნიეს, რომ საარჩევნო კანონში არ არის ჩადებული „საკმარისი ფილტრი“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის შესაძლო/ლატენტური პარტიულობის აღსაკვეთად. მხოლოდ პროფესიონალიზმი კი, თავისთავად, არ გამორიცხავს პარტიულ ინტერესებს და არ ქმნის კომისიის წევრთა ნეიტრალურობის გარანტიას. შესაბამისად, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული საარჩევნო კომისიები არჩევნების ობიექტურად და სამართლიანად ჩატარების აუციელებელ, მაგრამ არასაკმარის პირობას წარმოადგენს. პროფესიულ ნიშანთან ერთად, აუცილებელია საარჩევნო კომისიის წევრების რეალური ნეიტრალურობა, რაც, თავის მხრივ, საზოგადოების პოლიტიკურ კულტურასა და სოციალურ გარემოს სპეციფიკას უკავშირდება, მაგალითად, სამოქალაქო კულტურის დონეს, ბიუროკრატიული კორპორატიულობის ხარისხს, კანონის უზენაესობის დაცვასა და სხვა. გამოითქვა თვალსაზრისი, რომ ასეთ სიტუაციაში არსებითი მნიშვნელობა აქვს მონიტორინგსა და საარჩევნო პროცესის გამჭვრივალებას.
ექსპერტთა გარკვეული ნაწილის აზრით, საჭიროა საარჩევნო კანონით განისაზღვროს ის, თუ დროის რა მონაკვეთიდან უნდა დატოვოს პოლიტიკური პარტია საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა. მაგრამ ჯგუფში გამოიკვეთა საპირისპირო მოსაზრებაც: ქრონოლოგიური ქვოტა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს ნეიტრალურობის ინდიკატორის როლს ვერ შეასრულებს: შესაძლოა ადამიანმა უშუალოდ საარჩევნო კომისიაში შესვლის წინ დატოვოს პარტია, მაგრამ დაიცვას ნეიტრალურობის მოთხოვნა და, პირიქით არ არის გამორიცხული, რომ ადამიანი, რომელმაც პარტია დიდი ხნის წინ დატოვა, აღმოჩნდეს მიკერძოებული. ამ შემთხვევაშიც, აქცენტი პიროვნების თვითშეგნებასა და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალებაზე კეთდება.
„ჩემი ხედვით სწორია, რომ (საოლქო საარჩევნო კომისიები) იყოს პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებული, რადგან ეს ობიექტურობასა და ნეიტრალურობას უწყობს ხელს. რამდენადაც მახსოვს, ამისთვის ყველა იბრძოდნენ ისინიც, ვინც დღეს ოპოზიციაშია და აპროტესტებს ამ ფორმით დანიშვნას“...
„თუმცა. ალბათობა იმისა, რომ ნეიტრალური კანდიდატის სახით შეიყვანო კომისიაში მიკერძოებული და პარტიული ინტერესების მქონე ადამიანი, სავსებით რეალურია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული თვალსაზრისით“
„თვისობრივად სწორი მიდგომაა, მაგრამ რა თქმა უნდა მანევრირების საშუალებას იძლევა. თუნდაც, რას ნიშნავს უპარტიოა?! ახლა შეიძლება პარტიიდან გამოხვიდე, გახდე უპარტუი, შეხვიდე საოლქო საარჩევნო კომისიაში და დაიცვა შენი პარტიის ინტერესები. ამიტომ მონიტორინგი არის ძალიან მნიშვნელოვანი“...
„პროფესიონალი სჯობს არაპროფესიონალს, მე მგონი, ამაზე ორი აზრი არ არსებობს“...
„რა თქმა უნდა სამართლიანია, რა თქმა უნდა, მთავარია ამ შემთხვევაში კომისიის წევრი იყოს მიუკერძოებელი, ის ბუნებით არ უნდა იყოს დაინტერესებული“...
„პარტიული დაკომპლექტება უბრალოდ თავისთავად ცუდი მოვლენაა იმიტომ, რადგან პარტიებს აძლევს მეტ შანსს გარიგებებისათვის“...
„ზოგადად, იდეალურ შემთხვევაში, სჯობს არაპარტიული სისტემა. ვფიქრობ, ეს ასევე ცხადია, როგორც, მაგალითად ის, რომ უმჯობესია, ფეხბურთის მსაჯი არ იყოს რომელიმე საფეხბურთო კლუბის წევრი. საარჩევნო ადმინისტრაცია გარკვეული არბიტრის როლს ასრულებს და გვინდა, რომ იყოს ნეიტრალური... პროფესიონალიც უნდა იყოს ნეიტრალურიც“...
„პარტიული ნიშნით შექმნილი კომისია არ ქმნის ინტერესთა რეალურ ბალანსს... მაინც ხელისუფლება დომინირებს, ამასთან არა აქვს პასუხისმგებლობა. მას შეუძლია არჩევნების მანიპულირება და, ამავე დროს, შეუძლია თქვას, რომ პარტიული საარჩევნო კომისიაა და მე რა შუაში ვარო. სჯობს საარჩევნო კომისია იყოს თუნდაც ნორმალურად ნეიტრალური და პროფესიული, რადგან მეტი აქცენტი გაკეთდება ხარისხზე, ტექნიკურ ხარისხზე“...
„არ არის საკმარისი ფილტრები იმისათვის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი ინტერესების გატარება ვერ შეძლოს“...
„ქრონოლოგიური ფილტრი, 3 წლით ადრე გავიდა საარჩევნო კომისიის წევრი პარტიიდან, თუ 5 წლით ადრე, შეიძლება კარგია, მაგრამ წინა დღესაც რომ გავიდეს პარტიიდან არ არის ჩემთვის გადამწყვეტი. მან უკვე უნდა იმოქმედოს როგორც ნეიტრალურმა ანუ პატიოსანი უნდა იყოს. მეორე მხრივ, უნდა იყოს მონიტორინგი და გამჭვირვალობა“...
8.2.2 2.2. დამოკიდებულება საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის მიმართ ექსპერტების დამოკიდებულება ძირითადად ნეიტრალურია. ეს საკითხი არ გამხდარა განსაკუთრებული მოწონების ან კრიტიკის ობიექტი.
ექსპერტებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა დაახლოებით 63%25-ს აქვს საარჩევნო გამოცდილება (მონაწილეობდა არჩევნებში კომისიის წევრად ან დამკვირვებლად). ეს ფაქტი ექსპერტთა გარკვეული ნაწილის მხრიდან არასასურველ მოვლენად ჩაითვალა, მაგრამ უფრო ადამიანური რესურსების ნაკლებობით აიხსნა, ვიდრე საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესის მიუკერძოებლობით.
„მოკლედ ეს ძირითადად მაინც კარგად შეჩეული ხალხია“...
„მოკლედ რომ ვთქვათ, ზოგადად ადამიანური რესურსებია ცოტა და დიდი არჩევანი რეალურად არ გვაქვს“...
მოდერატორი: მაინც რატომ აღმოჩნდა საარჩევნო კომისიების წევრთა 63%25 საარჩევნო გამოცდილების მქონე?
ექსპერტი: ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეს პირველ რიგში ადამიანური რესურსების ნაკლებობით არის გამოწვეული და არჩევანი მცირე იყო, მეორე, ალბათ გამოცდილი ხალხია.
მოდერატორი: რას ნიშნავს ამ შემთხვევაში „გამოცდილება“ იგულისხმება რომ ეს ეს კარგია?
ექსპერტი: ერთის მხრივ სანდო კადრები არიან.
მოდერატორი: ვისთვის, ხელისუფლებისათვის?
ექსპერტი: ასეც შეიძლება ითქვას, მაგრამ ისიც შეიძლება დავასკვნათ, რომ უფრო პროფესიულად ჩაატარებენ არჩევნებს. ანუ, სანდოობა მრვალგვარად შეიძლება გავიგოთ“...
„ჩემი პასუხია, რომ საარჩევნო გამოცდილების მქონე ხალხის თავმოყრა ხელს უწყობს სახელმწიფო ინსტიტუტების კონსოლიდაციას და სახელმწიფოს მშენებლობის დადებით ტენდენციაზე მეტყველებს“...
„სოციალური კაპიტალი, რომლის ნაკლებობაზეც ვსაუბრობდით, ვერ შეიქმნება თუ ინსტიტუციური მექანიზმები, მემკვიდრეობითობა არ იარსებებს. არსებობს შანსი, რომ ამ 63%25-ს წლბის განმავლობაში კორპორატიული ინტერესები ჩამოუყალიბდეთ, რაც „კარგი“ კანონმდებლობის პირობებში, არჩევნების პროცესზე ნებისმიერ შემთხვევაში პოზიტიურად აისახება“.
8.2.3 საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილების შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპერტ იურისტთა ზოგადი მიდგომით, სრულყოფილი საარჩევნო კოდექსის შექმნა შეუძლებელია. საარჩევნო კოდექსი არსებულ სოციალურ-პოლიტიკურ რეალობასთან მიმართებაში პერმანენტულად უნდა იხვეწებოდეს“:
„იდეალური საარჩევნო ადმინისტრაცია ბუნებაში არ არსებობს. ვერავინ დაასახელებს ქვეყანას, სადაც არის „წმინდა“ ადმინისტრაცია“...
„ეს ის კანონია, რომელიც ყოველწლიურად, ყოველი არჩევნების შემდეგ უნდა იხვეწებოდეს როგორც ტექნიკური, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით“...
შესაბამისად, მათი შეფასებები უფრო კონკრეტული, სიტუაციური ხასიათისაა და ამა თუ იმ საარჩევნო კოდექსის იდეალიზაციაზე არ არის ორიენტირებული:
„სამწუხაროდ, მე ვერ შევძლებ შეცვლილი საარჩევნო კოდექსი რაიმე ეტალონს შევადარო. მას აქვს რაღაც უპირატესობები და ნაკლოვანებები. მე პირადად ასე შევაფასებდი: არც ძველი კოდექსი იყო ბრწყინვალე რა არც ახალია ბრწყინვალე“...
„(საარჩევნო კოდექსი ) არც ცვლილებებამდე იყო იდეალური და არც ახლაა იდეალური“...
საარჩევნო კანონმდებლობაში კონკრეტულ წინგადაგმულ ნაბიჯად, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული საარჩევნო კომისიების შექმნა ჩაითვალა, იმ თვალსაზრისით, რომ პროფესიონალიზმი არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს და, ამავე დროს, ამცირებს პარტიათა შორის გარიგებების, ვაჭრობის შანსს“..
„მიმაჩნია, რომ ეს უკვე დიდი მიღწევაა ქვეყნისათვის. ქვეყანა გადასულია საარჩევნო კომისიების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებაზე და მოქმედებს უკეთესი პრინციპი“...
„პროფესიული საარჩევნო კომისია, რომელიც აქამდე არ იყო, წინ გადადგმული ნაბიჯია. არსებობს სისტემა რომელიც მიმართულია იქითკენ რომ შეიქმნას პროფესიონალური ბიუროკრატია, რომელიც პარტიული ინტერესებისაგან დამოუკიდებლად მუდმივად ჩაატარებს არჩევნებს“...
„მიუხედავად იმისა, რომ ეს საკმაოდ არაპოპულარული შეიძლება იყოს ამ თუ სხვა საზოგადოებაში, რაღაც პატარა ნაბიჯები წინ წავიდა, მაგალითად, ის რომ საარჩევნო კომისიებში პროფესიონალები იმუშავებენ“...
„მნიშვნელოვან პრობლემას ჩვენთან ალბათ ყოველთვის წარმოადგენდა ის, რომ პარტიები მუდმივად ერთმანეთში იყოფდნენ ხმებს და ბიუროკრატიის არსებობა გამორიცხავს იმას, რომ პარტიებმა დაიწყონ კომისიაში შეთანხმება“...
„გარიგებებები შედეგების შეჯამებისას არ იქნება, ამაში პრინციპულად ვეთანხმები“...
„ჩემი როგორც მოქალაქისა და იურისტის აზრით, მიუღებელი იყო პარტიული ნიშნით დაკომპლექტებუი, თუნდაც პროფესიული ადმინისტრაცია“...
ექსპერტთა შეფასებით, პროფესიული ნიშნით დაკომპლექტება იურიდიულად გამორიცხავს პარტიულ დანიშვნას, შესაბამისად, გარიგებებსაც. არჩევნების მიუკერძოებლად ჩატარების შემდგომ გარანტიას კი საარჩევნო კომისიების წევრთა პირადი მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა წარმოადგენს“..
„პირდაპირი პარტიული დანიშვნები კომისიაში არ გვაქვს. ეს პარტიული ინტერესის პირდაპირ წარმოდგენას ხელს უშლის...თუკი ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად გამოვრიცხოთ სუბიექტური ჩარევები, ამის შემდგომ კომისიის წევრის ვალდებულება უნდა იყოს მისი მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა“..
„საარჩევნო კომისია, რომელიც გამჭვირვალე წესით, საზოგადოებრივი განხილვების გზით ინიშნება წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ, სადაც არ არის ბუნდოვანი და გამჭვირვალე დანიშვნები. მაგალითად, რომელიღაც პარტიის კულუარებში არ გადაწყვეტილა პირდაპირი მნიშვნელობით, ან პარტიამ არ დანიშნა თავის კანდიდატი...ჩვენ ვთხოვთ პროფესიონალიზმს ადამიანს, რომელიც მე გამომართმევს ბიულეტინს, მე რომ მომცემს ბიულეტინს, მე ამას ჩავაგდებ ყუთში სწორად დათვლის იმ ადგილს. ასევე, ვთხოვ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრს, რომელიც რამდენიმე ადგილიდან მიიღებს ამ ოქმებს, გააერთიანებს და დადებს. ამის მონიტორინგის საშუალებაც არსებობს, გამომდინარე იქიდან, რომ დათვლის ოქმები ეს არის შედარებადი არითმეტიკა, რომელიც მიჭირავს მე ხელში, დამკვირვებელს, უჭირავს ხელში და ის ციფრს რასაც მეუბნება, იმის შემოწმების საშუალებაც მაქვს“...
დადებითად შეფასდა, აგრეთვე, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში პარტიათა დაფინანსების პრინციპის შეცვლა:
„არსებობს ასევე ცვლილებები პარტიულ დაფინანსებაში და დაფინანსების ახალი სისტემა იძლევა მეტ საშუალებას, რომ გაკონტროლდეს როგორ იხარჯება პარტიული ფული. იხარჯება თუ არა, ვთქვათ, კანონის შესაბამისად, ამის ინსტრუმენტები, მექანიზმები, შევიდა კანონმდებლობაში, დაწესებულია აუდიტის მკაცრი მოთხოვნები“...
აღინიშნა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილ დადებით ცვლილებებს შორის საგულისხმოა ეროვნული უმცირესობებისადმი მინიჭებული უფლება, ადმინისტრირებისას ისარგებლონ მშობლიური ენით და ამ ენაზე გაასაჩივრონ პროცესის დაშვებული კანონდარღვევა:
„უაღრესად მნიშვნელოვანია უფლება, რომ ადმინისტრირების ენად გამოიყენოს ცვლილებებს შორის საგულისხმოა ეროვნული უმცირესობებისადმი მინიჭებული უფლება, ადმიონისტრირებისას ისარგებლონ მშობლიური ენით და ამ ენაზე გაასაჩივრინ არჩევნების პროვესში დაშვებული კანონდარღვევა“..
„უაღრესად მნიშვნელოვანია უფლება, რომ ადმინისტრირების ენად გამოიყენოს მშობლიური ენა და ამ ენაზე გაასაჩივრონ არჩევნების პროვესში დაშვებული კანონდარღვევა:
„უაღრესად მნიშვნელოვანია უფლება, რომ ადმინისტრირებისას ენად გამოიყენოს მშობლიური ენა, რაც ჩვენი კანონმდებლობითაც ჯერ კიდევ არ არის სხვა ნაწილებში, ანუ, მე ვერ მივმართავ დღეს რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციას სომხურ ენაზე, იმიტომ რომ ის საქმეებს ქართულად აწარმოებს. საარჩევნო კომისიაში ეს დაიშვა. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანი და პოზიტიურია. მე, დავუშვათ, აზერბაიჯანელმა, შემიძლია საოლქოში საჩივარი დავწერო აზერბაიჯანულ ენაზე და საოლქო ვალდებულია, რომ დაუყონებლივ გამომიყოს თარჯიმანი, რომელიც ამას მითარგმნის“..
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ძირითად ნაკლოვანებად ექსპერტთა გარკვეულმა ჯგუფმა ბუნდოვანი, ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი მუხლების არსებობა დაასახელა:
„შეცვლილ კოდექსში ბევრი გაურკვეველი მუხლი ჩაიწერა, რაც უფრო მეტ კონტრ მუხტად შეიძლება ჩაითვალოს ვიდრე ძველში იყო“...
„ორაზროვნების თვალსაზრისით, ზოგ შემთხვევაში ძველი სჯობს ახალს“
„ხშირია, როდესაც ერთი მეორე მუხლს ეწინააღმდეგება, ანუ ერთმანეთის საპირისპირო მუხლები გვხვდება. აი, თუნდაც სულ ბოლო მაგალითს მოვიყვან, დღევანდელს. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით. საკონტაქტო მოსამსახურეები ახალი საარჩევნო კოდექსის 109 მუხლით სიებში შედიან სპეციალური სამხედრო ნაწილის განლაგების მიხედვით. ანუ სამხედრო ნაწილის განლაგების მიხედვით აძლევენ ხმას. ამ დროს, მეათე მუხლის მიხედვით, რომელიც სპეციალური სიების შექმნას ეხება, სამხედრო მოსამსახურეები შედიან სპეციალურ სიაში თვითმმართველობის მაჟორიტარული ოლქის ტერიტორიაზე განლაგდებიან. ფაქტობრივად, ეს ორი მუხლი ეწინააღმდეგება ერთმანეთს“...
ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, შეცვლილ საარჩევნო კოდექსს პარტიებს შორის გარიგებების შანსი მინიმუმამდე დაჰყავს, მაგრამ საოლქო საარჩევნო კომისიების ხელისუფლებასთან გარიგების ალბათობას მაქსიმალურად ზრდის:
„ამ კანონით პარტიებს შორის გარიგების ალბათობა, არის ნულთან ახლოს, მაგრამ კომისიის წევრების ხელისუფლებასთან განლაგების ალბათობა არის 100%25. ხელისუფლების ნების გაუთვალისწინებლობას მოჰყვება სათანადო შედეგი“...
8.2.4 წინასაარჩევნო გარემოს შეფასება |
▲ზევით დაბრუნება |
ექსპერტ-იურისტთა მხრიდან წინასაარჩევნო გარემოს მნიშვნელოვან ფაქტორად დასახელდა ის, რომ საქართველო არის ტრადიციული დემოკრატიული ქვეყანა, რაც კანონით სარგებლობის პრობლემას იწვევს და სავარაუდოა, რომ ასეთ პირობებში დანიშვნის პრინციპი სერიოზულ სირთულეებს შექმნის. სასურველია, კანონმდებლობა ისეთი სქემით იქნას წარმოდგენილი, რომ ადმინისტრაციული ორგანოებისადმი ნდობის მაღალი ხარისხი უზრუნველყოს:
„ჩვენ არ ვართ ჩამოყალიბებული ტრადიციული დემოკრატიის ქვეყანა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ამიტომ ორგანო, რომელიც საარჩევნო მოსამართლედ გამოდის, უნდა სარგებლობდეს ნდობის რაც შეიძლება დიდი ხარისხით. როდესაც ერთი სუბიექტის ხელშია დანიშვნა, ეს საკმაოდ პრობლემურია. იქ სადაც აღმასრულებელი ხელისუფლება კანონმორჩილია და ადამიანისადმი ნდობის ხარისხი მაღალია, ეს პრობლემას არ ქმნის. მაგრამ სადაც საერთოდ ხელისუფლების ნდობის ხარისხი არ არის მაღალი და ამას თავისი საფუძველი აქვს, ისეთი სქემა უნდა იქნეს მოფიქრებული რომ ადმინისტრაციული ორგანოებისადმი ნდობის ხარისხი იყოს მაღალი“...
8.2.5 დამოკიდებულება სერტიფიცირების პროცესის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
სერტიფიცირების პროცესის/უშუალოდ მონაწილეთა შეფასების მიმართ ექსპერტთა მხრიდან კრიტიკული შენიშვნები არ ყოფილა, მაგრამ გამოითქვა ეჭვი, რომ სერტიფიცირებული ადამიანების სიჭარბე ვაკანსიების რაოდენობასთან მიმართებაში, შექმნის ლავირების საშუალებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა დანიშვნის დროს:
ვინ ნიშნავს კომისიის წევრებს? წარმოვიდგინოთ რომ გარკვეული კრიტერიუმის მიხედვით, თამასის ზევით აღმოჩნდა რაოდენობის ადამიანი, რომელთა რაოდენობა აღემატება ვაკანსიას. ანუ უფრო დიდია მათი რაოდენობა ვისგანაც უნდა ავირჩიოთ, ვიდრე მათი, ვინც უნდა ავირჩიოთ. ვინ ნიშნავს წევრებს ამ შემთხვევაში? აი აქ დგება პრობლემა. მე სავსებით ვეთანხმები აზრს, რომ ეს ყველაზე უფრო პოლიტიკური კანონია“ ...
ექსპერტთა შეფასებით, უფრო კონკრეტული იქნებოდა, რომ სერტიფიცირების პროცესი ჩაატაროს არა სახელმწიფომ, არამედ დამოუკიდებელმა ორგანომ:
„არ არის გამორიცხული, რომ როდესაც მე მინდა საარჩევნო კომისიაში წევრად ესა თუ ის პიროვნება, მაგრამ მას სერტიფიკატი არ აქვს, სერტიფიკატიც მე მივცე. ასეთი პიროვნება სერტიფიკატსაც აიღებს და კომისიის წევრადაც მოხვდება“.
„არა, არა თუ მმართველი პარტია, არამედ არც ერთი პარტია არ უნდა ეერეოდეს საარჩევნო ადმინისტრაციის შექმნაში“...
„სერტიფიცირება უნდა ხდებოდეს დამოუკიდებელი ორგანოების მიერ. წინაღმდეგ შემთხვევაში გვექნება ინტერესთა კონფლიქტი: სუბიექტი, რომელიც ნიშნავს და სუბიექტი რომელიც კადრებს არჩევს, აღმოჩნდება ერთი და იგივე. ფაქტია, რომ შეიძლება ინტერესთა კონფლიქტზე ვისაუბროთ. მითუმეტეს, იმ სფეროში რომლის მიმართაც ძალიან მგრძნობიარეა მთლიანად საზოგადოება. იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის არჩევნები ანუ ყველაზე პოლიტიკური საკითხი, სასურველია, რომ ყველანაირი კითხვის ნიშანი იყოს მოხსნილი და ყველა ენდობოდეს კომისიის წევრთა კვალიფიკაციასაც, ცოდნასაც, გამოცდილებასაც და მიუკერძოებლობასაც. ალბათ სჯობს, რომ მაინც დამოუკიდებელი მესამე პირი, მესამე ორგანო ატარებდეს ამ გამოცდებს და სერტიფიცირებას..“
8.2.6 დამოკიდებულება საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის მიმართ |
▲ზევით დაბრუნება |
საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის მიმართ ექსპერტებიოს დამოკიდებულება ძირითადად ნეიტრალურია. ეს საკითხი არ გამხდარა განსაკუთრებული მოწონებისს ან კრიტიკის ობიექტი. ის ფაქტი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა დაახლოებით 63%25-ს აქვს საარცევნო გამოცდილება (მონაწილეობდა არჩევნებში კომისიის წევრად ან დამკვირვებლად), ექსპერტთა მხრიდან ბუნებრივ მოვლენად ჩაითვალა. მათი აზრით, არ არის გასაკვირი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მოხვედრით, უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანები დაინტერესდებოდნენ:
„რაც შეეხება 63%25-ს, ეს გასაკვირი არ არის, ეხლა მე არასდროს არ მიკვირდა რომ ვთქვათ, სერტიფიცირებას გაივლიდა ის ადამიანი, ვისაც რაღაც გამოცდილება ჰქონდა, და არანაირი პრობლემა არ იყო პარტიულობის შეწყვეტის, ის ხალხი იყო ადრე პარტიული, ეხლა არ არის პარტიული..“
ექსპერტთა ერთმა ჯგუფმა უარყოფითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ვაკანსიების განაწილება არ მოხდა ქულების მიხედვით.
„უფრო სწორად, არანაირი უპირატესობა არ მიენიჭა მაღალი ქულების მქონეთ...“
„ეროვნული გამოცდილებისაგან განსხვავებით, ანუ: „თუ მაღალი ქულა გაქვს, მოეწყობი“, საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტებისას 100 ქულიანი ხალხი დარჩა სახლში. ფაქტობრივად, დაბალქულიანი გავიდა... ანუ სერტიფიცირებამ ვერ განსაზღვრა პროფესიონალიზმი“...
ექსპერტთა შეფასებით, უპარტიობის ქრონოლოგიური კვოტის დაწესება საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ნეიტრალობის ინდიკატორის როლს ვერ შეასრულებს: ამ შემთხვევაში ძირითადი დატვირთვა კომისიის წევრის თვითშეგნებაზე მოდის:
„ჩემთვის ამ ვადის ჩაწერას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ერთი მარტივი მიზეზის გამო: მე თუ არაკეთილსინდისიერი ადამიანი ვარ, ნებისმიერ შემთხვევაში - ხუთი წლით ადრე გამოვალ, სამი წლით, თუ არასოდეს არ ვყოფილვარ პარტიის წევრი, მოვიქცევი უწესოდ. და თუ მე კეთილსინდისიერი ადამიანი ვარ, გინდაც არ იყოს აკრძალვა პარტიის წევრობისა, კანონს არ დავარღვევ...“
„ამ შემთხვევაში მთავარია კანონმორჩილება და კანონიერი მოქმედება“...
8.3 ზოგადი დასკვნები და შეფასებები |
▲ზევით დაბრუნება |
საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით საქართველო საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების, აგრეთვე 2006 წლის ადგილობრიოვი თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო გარემოს კომპლექსური შესწავლისა და ობიექტური შეფასების მიზნით, გამოკითხულ იქნა სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები (საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, იურისტი და პოლიტოლოგი, ექსპერტები), აგრეთვე შესწავლილ იქნა საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის შრომითი გამოცდილების ამსახველი დოკუმენტები და განხორციელდა წინასაარჩევნო პერიოდის ბეჭდვითი მედიის სტრუქტურულ-შინაარსობრივი ანალიზი.
8.4 კვლევის შედეგად მიღებული ძირითადი შედეგების შეჯამება |
▲ზევით დაბრუნება |
რესპოდენტთა ყველა ჯგუფში გამოიკვეთა აზრი, რომ სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩასატარებლად ორი მნიშვნელოვანი წინაპირობაა აუცილებელი; დემოკრატიულ იურიდიულ ნორმებთან ერთად, განსაზღვრული მნიშვნელობა ენიჭება საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნებისა და სამართლებრივი კულტურის დონეს, რაც ექსპერტთა შეფასებით, ჯერჯერობით საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, არასამართლებრივი ცნობიერების, დაბალი პოლიტიკური განათლებისა და სამოქალაქო აქტივობის ფონზე არჩევნების მიუკერძოებლად ჩატარების უმთავრეს გარანტიად არა იურიდიული ნორმები, არამედ წინასაარჩევნო გარემო, საარჩევნო კომისიების წევრთა პირადი მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა იქნა მიჩნეული.
საქართველო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს შორის ყველაზე მნიშვნელოვან და პროგრესულ ცვლილებად მიჩნეულია პროფესიული საარჩევნო კომისიების შექმნა. გამოიკვეთა პოზიცია, რომ პროფესიონალიზმი არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს და ამავე დროს, ამცირებს პარტიათა შორის გარიგებების, „ვაჭრობის“ შანსს.
დადებითად შეფასდა, აგრეთვე წინასაარცევნო კამპანიის პერიოდში პარტიათა დაფინანსების პრინციპის შეცვლა და ეროვნული უმცირესობებისადმი მინიჭებული უფლება, ადმინისტრირებისას ისარგებლონ მშობლიური ენით და ამ ენაზე გაასაჩივრონ არჩევნების პროცესში დაშვებული კანონდარღვევა.
საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვილებების ნაკლოვანებებებად ექსპერტ იურისტთა ჯგუფში ბუნდოვანი, ზოგ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი მუხლების არსებობა დაასახელა.
სერტიფიცირების პროცესის/უშუალოდ მონაწილეთა შეფასების მიმართ კრიტიკული განწყობა არ გამოვლენილა. ბეჭდვითი მედიის მხრიდან ერთგვარი „უყურადღებობაც“ კი დაფიქსირდა ამ მოვლენისადმი. ექსპერტ იურისტთა მხრიდან გამოითვქა ეჭვი, რომ სერტიფიცირებული ადამიანების სიჭარბე ვაკანსიების რაოდენობასთან მიმართებაში, შექმნის ლავირების საშუალებას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა დანიშვნისას.
ექსპერტთა ორივე ჯგუფში გამოითქვა მოსაზრება, რომ უფრო კონკრეტული იქნებოდა სერტიფიცირების პროცესის ჩატარება დამოუკიდებელი ორგანოს და არა სახელმწიფოს მიერ.
საოლქო საარჩევნო კომისიების შემადგენლობის მიმართ დამოკიდებულება ძირითადად ნეიტრალურია. ეს საკითხი არ გამხდარა განსაკუთრებული მოწონების ან კრიტიკის ობიექტი. ის ფაქტი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა დაახლოებით 63%25-ს აქვს საარჩევნო გამოცდილება (მონაწილეობდა არჩევნებში კომისიის წევრად ან დამკვირვებლად), ბუნებრივ მოვლენად ჩაითვალა. ექსპერტთა აზრით, არა არის მოულოდნელი, რომ საოლქო საარჩევნო კომისიაში მოხვედრით, უპირველეს ყოვლისა, შესაბამისი გამოცდილების მქონე ადამიანები დაინტერესდებოდნენ.
საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა წარსული პარტიული კუთვნილებისა მიმართ ორი ურთიერთსაპირისპირო პოზიცია გამოვლინდა: ერთის მიხევით, საჭიროა საარჩევნო კანონით განისაზღვროს ის, თუ დროის რა მონაკვეთიდან უნდა დატოვოს პოლიტიკური პარტია საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატმა, მეორის მიხედვით კი, ქრონოლოგიური კვოტა საოლქო საარჩევნო კომისისიის წევრის ნეიტრალურობის ინდიკატორის როლს ვერ შეასრულებს: შესაძლოა ადამიანმა უშუალოდ საარჩევნო კომისიაში შესვლის წინ დატოვოს პარტია, მაგრამ დაიცვას ნეიტრალობის მოთხოვნა და, პირიქით, ადამიანი, რომელიც არასოდეს ყოფილა პარტიის წევრი მიკერძოებული აღმოჩნდეს. ამდენად აქცენტი პიროვნების თვითშეგნებასა და საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობაზე უნდა გაკეთდეს და არა ფორმალურ შეზღუდვებზე.
2006 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ საარჩევნო გარემო ზოგადად შეფასდა როგორც ნეიტრალური და გამოითქვა ვარაუდი, რომ არჩევნები ნორმალურ, მშვიდ ვითარებაში ჩატარდება.
ემზარ ჯგერენაია
ნინო დურგლიშვილი
გიორგი კილაძე
თეა კენჭოშვილი