The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
რა საჭიროა ლექსისთვის ტაში

რა საჭიროა ლექსისთის ტაში?

რა საჭიროა ლექსისთვის ტაში?

ყველა ხევსური, ვიცი, დანტეა;

ვიცი, ბეღურას პატარა ფრთაში

დაკვესებული ცეცხლი ანთია.

ცი, დამდნარი თოვლის წკრიალი

ბესიკის ხმაზე უფრო ტკბილია;

ქვაც ყველა არი ნაპერწკლიანი,

გული რომ იყოს, გასაკვირია?