The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

სტეფანე მტბევარი

სტეფანე მტბევარი, X ს. ქართველი საეკლესიო მოღვაწე, მწერალი, ტბეთის ეპისკოპოსი, განსწავლული თეოლოგი და მწიგნობარი. მას ეკთუვნის ჰაგიოგრაფიული თხზულება ”წამებაჲ წმიდისა მოწამისა გობრონისი” , რომელიც დაწერა ერისთავთერისთავ აშოტ კუხის თხოვნით.(914-918). მასში აღწერილია ქართველთა ბრძოლა არაბთა წინააღმდეგ. ძეგლი გამოირჩევა ღრმა პატრიოტული სულისკვეთებით, ავტორის მხატვრული ოსტატობით და წერის მაღალი კულტურით

თხზ: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები. წგნ. 1., ილ. აბულაძის რედ. თბ., 1963. ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია. თბ, 1946.