The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს ხარ

რაც უფრო შორს არ - ით უფრო ვტკბები!

მე შენში მიყვარს ოცნება ჩემი.

ელუხლებელი - როგორც მზის სხივი,

მიუწვომელი - როგორც ედემი.

და თუ არა ხარ ის, ვისაც ვფიქრობ, -

მე დღეს არ ვნაღვლობ, დაე, ვცდებო!

ავადმყოფ გულს სურს, რომ მას ოცნების

თეთრ ანგელოზად ევლინებოდე.

აიწვას გული უცნაურ ტრფობით,

ცრემლით აივსოს ზღვა-საწყაული -

ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა

და სიყარულის ღესასწაული.

1908