The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მაინც დავიმსახურე

მაინც დავიმსახურე

მთვარემ ღამე გაათია, კრთება შუქთა დინება,

ღამის სამი საათია, შენ კი არ გეძინება.

გავაცურეთ სადღაც ნავი სავსე ლურჯ ექსცესებით,

შეგაყვარე კიდეც თავი ამ უბრალო ლექსებით.

ეფინება გზებს სიმებად ლალ ცეცხლი, საყურე,

შენი კარგი გაღიმება მაინც დავიმსახურე.