The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ვხედავ ბედის მწვერვალს

***

ვხედავ ბედის მწვერვალს,

იქ თეთრი არეა.

მე ოთახში ვწევარ

და ცაზე მთვარეა.

ამაღამ ლექსს დავწერ,

რადგან ველი სიკვდილს.

და მინდა ვხედავდე

ახლა მთვარის სირბილს.

აქ ირგვლივ ძილია,

მოგონება დარჩა.

ცა მოწმენდილია

და ღრუბელი არ ჩანს.

ვხედავ ბედის მწვერვალს,

იქ თეთრი არეა.

მე ოთახში ვწევარ

და ცაზე მთვარეა.