The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მოკვეთილი

მოვეთილი

დრამა ხუთ მობად

(ფშავლების ცხოვრებიდან)

მომედნი პირნი:


შუშანა - ცხვრის პატრონ.

ივანე - მწყემსი შუშანასი.

იორ - გარშე მწყე.

შალვა - ძმისწული შუშანასი.

ჩონ - გამოჩენილი მოაშრე.

მორისი - დედა ჩონთასი.

მზევინარი - ცოლი ჩონთასი.

გულქანი - იძაშვილი ჩონთას.

ბახა.

ღვთისო - ბიძაშვილი ბახასი.

ჯავარა - დედა ახასი.

საანდარი.

მოლა - სა.

გულსუნდა - ქალიშვილი მუსასი.


ვისბერნი, დროშიონ, მლოცავნი, ლაშ შაებისა და ქისსა, დასტურნი.

(მოქმედება სწარმოებს მთაში. ქოხში ყველის გუდები აწყვია, ქანდარაზე ცხვრის ტყავები ჰკიდია, ცხლზე ყურიანი ქვაბია ჩამოკიდებული, ხორცი იხარშება, კედელზე თოფ-იარაღი ჰკიდია).

მომედებ პირველი

გამოს პირველი

შუშანა და ივანე

შუშანა (ვან)

მემრე, მემრე, დაიწყე კი და აღარ გაათავე. გადახვედით ქისტეთში ლაშქარი, მემრე რა მოხდა?

ივანე

ეჰ, მამა იცხონდა, შენც ბალღივით, რაც არ არი, იმას გაჰყვები, კაცს ულზე ცეცხლი მეკიდება, შენ ქისტეთში გალაშქრებისას მკითხავ. ძალიან ფინთად გაირყვნა ეგ მგელი, არ ვიცი, საით მაუარო მაგას. ოცდაათის წლისა ვიქნები, ხუთმეტი წელია ცხვარს დავსდევ და ჯერ ასეთი ზარალი არ მამრგებია. ერთს კვირაში ოცი სული, ღმერთია?!

შუშანა

მაგას ნუ იტყვი, ეგ აღარა სთქვა, მადლობა უფალს, დაილოცოს იმის მადლი და სახელი. რა ვუყოთ, ხან ესრე იქნება, ხან ისრე, მაშ მგელმა რა ქნას , კაცო, თუ ან ჩვენ არა გაგვტაცა, ან სხვასა, ხომ დაირჩვა მშიერა. ჩემი ცხვარი იღუპება, შენი ხო არა, შენი ორიმც ერიოს იმ ოცში.

ივანე

ართალია, ორია ჩემი. შენ რო არ გენანება შენი საქონელი, მე მენანება-და.

შუშანა

მართალსა ამბობ, არა სტყუი, მაგრამ ტირილითა და გლოვნითა მტერნი რო არ შაგვიბრალებენ! ტირილით ვეღარას ვუშველი, ჯავრობით ჩვენ ცხვრებს ვეღარ დავაცოცხლებთ. შენ ერთი ზარალი ჰნახე და იმით სჯავრობ, მე ოცი მინახავ, შენზე ხუთის წლით მაინც ვიქნები უფროსი, თუ ოცით არა. გული შათელილი მაქვ, შვილო, ბევრის საცრის პურ მიჭამავ, ბევრსა ვარ გადმონაყარი - იმ ლექსისა არ იყოს. ამას თავი დავანებოთ, მემრე, ჩახვედით შარშან ქისტეთში?

ივანე

რაღა იქნებოდა, ჩავედით. დროშიონნი მთაზე გავსწირეთ, ქვეით მოდებული იყო ხაროვანი, გამოვარჩიეთ ერთი ორმოცამდე ხარი და დავირეკეთ. მწყემსები მაშინვე დაფრთხენ, დაიქცენ სოფლისაკე, ოღონდაც პირდაპირ ვნახეთ, რომ ჩამაიწყეს ქისტიშვილებმა ჩამოდენა, ზოგი საით მაალიპლიპებდა თოფს, ზოგი საით. ოჰოო, ვსთქვი, ახლა სჭირს და ახლა გამოჩნდება, ვინც ბიჭია. ზოგები ხაროვანს გამოვაყოლეთ და ერთი ოცდაათამდე ბიჭი მტრის მოსაგერებლად დავსდეგით უკან. ბელადად ჩონთა გვყვანდა.

შუშანა

ბეჩავ, ვაჟავ, კაი ყმა კი არი, ღვთის მადმა, გაჭირების დროს! ბევრჯელა ვყოფილვარ იმასთან იმ არე-მარეებში.

ივანე

დაიცა, გიამბობ. კარგია და ეგრე! ჩვენ ტიტველს ალაგას მოვხვდით, იქ ქუჩის მეტი არაფერი იყო, ვერას აიფარებდა კაცი. მოგვისხდენ ძაღლები პირდაპირ არყიანში და მოგვაყარეს თოფები. კიდევ კარგი, რომ შორს ვიყვენით, თოფები ვერ აწევდა, თორო სუ ერთიან ამოგვჟუჟავდენ. ქვეით სამ ელგუჯა და ჩონთა დარჩნენ. ელგუჯას გაარტყეს თოფი და წამააქციეს. მე ის მიკვირს დღესაც, ჩონთამ შაიგდო ზურგზე, თან დაჰკივლაშენს მარჯვენას, ძმაო, ძაღლებს არ ვათრევინებო”, და გამოსწია პირ-აღმე, რო სიმაგრეში მოვფარებიყვენით!

შუშანა

ჰაი, ვენაცვალე იმის სულთა, კაი ლაშარი-ჯვრის ყმაა.

ივანე

გამოგვიდგნენ ისინიც, მაგრამ ცუდად დაუჯდა იმათ იმ არყიანშიით გამოსვლა; რამდენჯერაც მოგვეწივნენ, იმენჯერ გავაბრუნეთ, ერთი ხუთიოდ მკვდარი კი წაიღეს, სამი-ოთხი დაჭრილიც იქნებოდა. საფშავო მიჯნას რომ გადმოვსდით, სხლიტეს იმათაც იმედი და მიბრუნდენ... ძაღლებია, არ შაგვარჩენენ. ძალიანაც დაიგვიანეს, რო ფშავის ხევი არაით დააზიანეს.

შუშანა

არიან, მოუსვენარნია, დაუდეგარნია. თუ ჩვენც ეგრე არ ვუყავით, არ გამოდგება, ცოლებადაც მოგვინდომებენ. კაი ყმა ნუ დაულიოს ღმერთმა ჩვენ ლაშარი-ჯვარსა. ვაჟკაცი თავს ხო ასახელებს, სოფელსაც და ხატსაც. ჩონთას, ჩემის ფიქრით, უნდა ჰყვანდეს მოკლულ ქისტი ოცდაოთხი მაინც. გაგიმარჯოს, ეგ მაგათა ჰჟუჟავს! ისინიც უკრაჭუნებენ კბილებს, მაგრამ შენ მითხარ დრო, რო ცხვარმა მგელი შაჭამოს. კაი ვაჟკაცია. ცოტას ერთი მიზეზი აქვ: ქალის გულისათვი ვაჟკაცმა სახელი როდი უნდა გაიფუჭოს. დიაცი მითხარ შენ, წუტი დიაცი, იმის გულისად აუგი ათქმევინოს თავის თავზე ვაჟკაცმა.

ივანე

მე ეგ არ ვიცი, რას ამბობ? რა დიაცი, ვინ დიაცია?

შუშანა

ჩონთამ მათურელს ბახას ცოლი წაართო, მეორე წელია შინა ჰყავ.

ივანე

როგორ ცოლი, რას ამბობ, კაცო, ჯვარდაწერილი ცოლი?

შუშანა

ვსთქვათ, ჯვარდაწერილი არ იყო, მაგრამ ხელდადებული იყო ბახაისადა და ჩონთამ კი გაიტაცა.

ივანე

ჰო, ეგ სხვა საქმეა, ალბათ ქალსაც უნდოდა და რა ექნა?! ეგ არაფერი, დედა ვაცხონე ჩონთასი, იცის მგელმა. აი მე ეგეთი მგელი მიყვარს, ჩემო შუშანავ, ისითა კი არა, ცხვრებს რო მიჭამს. შენ დიაცი არაფერი გგონია, კარგი დედაკაცი კარგი რამ არი და უხეიროს კი ღმერთმა მშვიდობა მისცეს. მაგას როგორ იტყვი, დიაცი რა არიო. ეხლა მე დედაკაცი მყავ, უკაცრავად ვარ ამ სიტყვაზე, რო არ მამწონდეს, ერთს დღეს არ შავინახავდი შინ, ჭიტლაყი და იმისი ჯანი! ცოცხლად ჯოჯოხეთში ვამყოფო ჩემი თავი, განა გიჟი ვარ? სისწორისას ვამბობ, თამარ-ნეფის მადმა...

შუშანა (იმილით)

მე იმას კი არ ვამბობ, ჯიუტო, დედაკაცი არაფერიაო. მე ჯერ ამას ვამბობ - რაზედაც ხელი არ მიუდის ვაჟკაცს, თუნდ რიყის ქვა იყოს, ხელი არ უნდა მიაწვადოს, და მემრე დედაკაცს?!

ივანე (იცინის)

ხა, ხა, ხა! დედაკაცს უნდა მიაწვადოს ხელი ვინც ბიჭია-და! შენი არ ვიცი და მე კი აღსარებასავით გეტყვი - დედაკაცივით გულს არა გამინათლებს. ლაშარს რო ვიყო, სუ იმათკე მიჭერავ თვალი, სმაც მავიწყდება, ჭამაც, ხა, ხა, ხა!

შუშანა

მეტის მეტი - რეტის რეტიო, ბუმბულავ, ნათქომია ძველთაგან. ლექსი მაინც არ გაგიგონია: “ღვინო კი მათრობელი სჯობ, ძაღლი თეოზე მყეფარი, ვაკაცი ამო-გემო სჯობ, რო გაირდება - ეხარი, ჩალად არა ღირს ვაჟკაცი დიაცთ მიმყოლი, მკვეხარი.

ივანე

ვამბობ, თორო განა მართლა ეგრეა. ვის მამაძაღლს ჩემს თავად ჩემი ქედანა და ჭრელია არ ერჩივნოს, რაც ქვეყანაზე დედაკაცებია, ჩემს დედაკაცს გარდაია, ხა, ხა, ხა!.. შენ ხომ ეგ ლექსი მითხარ, კარგი, მაშ თუ ეგ უთქომ ძველებს, ესეც ხო იმათ ნათქომია: “ვაჰმე ხინკალო, ხინკალო, მემრე მარწყვასთან წოლაო. ხა, ხა, ხა!

შუშანა

ჰაი, შე კუდიანო, ისივ საით მამასწარ, ხა, ხა, ხა! გავტყდები, რა იქნება, გატეხილი ვიყო. აბა ხორცი ნახე, ძალიან არ მოგვეხარშოს.

(ხმა გარედან: “თეო, აქ რას წამოსწოლიხართ, ამ ქოხის კარებს, წადით ცხვართან, წადით! ოჯახის-შვილებო, შინა ხართ?”)

ორივენი ერთად

შალვა, შენა ხარ? მოდი, ბიჭო. რა სტუმარივით, უცხოსავით გარეთაით იძახი!

გამოსვლა ეო

იგინივ და შალვა

შალვა

(ემოდის, ცალ ხელში თოფი ირავ და მეორე ხელში მგლის ყავი)

მე ვარ და კარგიცა ვარ. ვერ ამოგყარე იმ ჩვენი დამღუპავის მგლის ჯავრი!

ივანე (აკვირვებით)

ბიჭოს! ყოჩაღ, აი გენაცვალე მა თვალებში! (წამოდგება და ჰკოცნის შალვას) გენაცვალე, კლოვ მტრის თავი მოგცეს ღმერთმა! აი შენი ჭირიმე, აბა, მაჩვენე ტყავი აქა.

შალვა (ტყავს აძლევს ან)

აჰ, დაიჭი, აი ჩვენი მტერი. მკვდარზე მაინც ამაიყარე ჯავრი.

შუშანა

ღმერთმა ხელი მოგიმართოს, შვილო, კლოვ ხარი-ირემი მოგაკვლევინოს რქიანი.

ორივენი ერთად (შალვას)

საით რას მაიგდე ხელად?

შალვა

საშავარნის თავს გადმაუშვი ცხვარი, მე კლდის თავზე ვიჯე, ერთიან ცხვარი რამღაც შამოაფრთხო. წამოვდეგ ფეხზე, გავიხედე, ოღონდაც ეს მგელი დასჯაჯგურებია ამ ჭედილას დუმაზე, ეზიდება პირთავქვე, ის ფიქრი ჰქონდა, ამ კინჭუხებში ჩავითრევო; მე ხმა, კრინტი არ ამოვიღე, მაშინვე შამოვზიე ჩახმახს, თოფი გავარდა, ბოლი მამეცალა ვნახე, რომ, სადაც ვესროლე, იმას ცოტა ქვეით ლოდებში კუდი ჩნდა. ოჰო, ვსთქვი, მიამა გუნებაში.

ივანე

რაში მოჰხვედრიყო?

შალვა

იღლიაში ირდა, სიპტყივ იდგა.

შუშანა

მემრე ედილა ძალიან არი დაგლეჯილი?

შალვა

არი და არც ძალიან არი. მივედ, ვნახე, პირიდან დუმის ნაჭრები გადმოსდიოდა.

ანე

აი შენი რჯული დაიქცა, შე ბოროტო, შე ძაღლო, შენა! შენ შასჭამე განა ჩემი ცხვრები?! (თან უსრესს ყურებს, სცემს მუშტს). ვერ ამოგშხამდა?

შუშანა

მაიტა ტყავი აქა, არ დაჰხიო! მკვდარზე რაღა ვაჟკაცობასა ცდი, შე კაი კაცო? (იცინის). მაიტა, ვაჟო! კარგი, კარგი, ეყოფა, ცოდვა არი, რა ქნას , ეგეც ვაჟკაცია, ეგეცა ნადირობს, ცდილობს ლუკმა როგორმე ვიშოვო, შიმშილით არ მოვკვდეო.

ივანე

ცოდვა არი?! ვაჟკაცია?! ჩემი ცხვრები კი არ იყო საცოდავები, რო სჭამდა?! თუ ვაჟკაცია, წავიდეს ტყეში, ცოტა სარჩო გაუჩენია ღმერთსა, იშოვნოს და ჭამოს, ჩემს ოფლს რას ეტანება? იმისთანა ვაჟკაცები ფეხებზე მკიდია, რო მზაზე სხვისა სარჩოს იტაცებენ.

შუშანა

მაიტა, მაიტა, ვნახო ერთი, ხვადია თუ ძუკნა?..

ივანე (ძლევს ყავს)

, ნახე, რაკი არ აგიყენებს მაგისი ტყავი, რაც ცხვრები დაგიამა.

შუშა

არა უშავ, მაიყვანეთ ჩემთან ჩემი მონადირე ბიჭი (სვამს ხე თავზე, უწობს ბეწვსა). ძუკნა ყოფილა ეს მამაძაღლი, რა კარგი ყურები ჰქონია, რა კარგი ტოტები ჰქონია ამ ქურდ-ბაცაცას, ამას! მოკლეს ეხლა და როგორღა უნდა ინადიროს?! (ივანეს და შალვას) ლეკვები ჰყოლია, იმიტომ უზარალებია ცხვარი.

შალვა

ლეკვების დედაა, ძოღან იმ საშავარდნეს პირდაპირ რო ლეკიანია, იქით წკავ-წკავი მოდიოდა. მგონია კიდეც გიამბე, ივანე?

ივანე

ჰოო, სთქვი, მართალია.

შუშანა

ეგრეა. აი ეს ხო ნადირია, მგელია, მტაცებელია, მჭამელი სხვისა სარჩოსი - და როგორ უყვარს თავის შვილები, მოგეკლეინათ შვილების გულისათვი, ეგებ იმათ რამ მიუტანო, სიმშილით არ დამეხოცნენო... აბა მოდით, გავამტყუნოთ, რა ექნა მაშ ამ ბეჩავსა? მართალია, გვაზარალა, გული გვატკინა, მაგრამ მაინც ისივ იმას ვიტყვი: რა ქნას, ნადირია, ჩვენ ამაზე მდიდრები ვართ, მეტი ჭკვა გვაქვ, მეტი მოხერხება, ამან ემის მეტი არა იცის, ეს დაუწერია ამისთვის ღმერთსა.

შალვა

მართლა, ბიძავ, გამიგონია, ღვთისაგან აქვ შაწერილიო.

შუშანა

ამაჩემმა და, იმ მამჩემის ცხონებამ, ქორი რო ქათამს გაიტაცებდა, თუნდა იმის ცხვირწინაით, ხელს არ აუქნევდა: წაიღოს, მონადირეაო. აბა, მამაჩემი თვითონაც მონადირე იყო განთქმული და ალბათ იმით თუ ებრალებოდა, თავის თავი აგონდებოდა, იცოდა, როგორიც არი მონადირის გული. დედაჩემმა დაუწყის წყევა-კრულვა: შე სულელო, შე გადაყრუებულო, რამდენიც დაჰბერდი, იმდენი თავშიით ჭკვა გამოგეცალაო. რად წააღებინე ქორს ქათამიო! - მეწადა, მინდოდა და იმიტომაო.

შალვა

მაშ სიზმარს არ დაეჯერება, ბიძავ?! მე რო წუხელ საკვირვლად ცხადად ვნახე და არ გიამბეთ კი - დაიცა რაზე ამიხდებაო, ვიფიქრე ჩემთვი. ერთი შოლტი საქალმე მეჭირა ხელში, უნდა ქალმები დამეკეთა იმისა, ვაბრუნებდი ხელში, ბეწვი როგორიღაც სხვანაირი ესხა, არ იყო საქონლის ტყავი, მაინც კი უნდა ქალმები დამეკეთა. დღეს რო გავატყავე ეს მგელი და ცხვირში ხელი მოვავლე, ავსწიე მაღლა, ტყავმა ქანძურობა დაიწყო, მაშინვე ის სიზმარი მომაგონდა. დიდება, შენთვისა, ღმერთო, ცხადად ადგა ფეხზე.

შუშანა

სიზმარი, შვილო, დაცდაზეა.

ივანე

ნამდვილია, ეგრეა, უნდა ალღო, მხარო აართვა სიზმარს; სიზმარი უმხრო არ არი.

შალვა

ეჰ, შენი ირიმ, ჩემო თოფო, უთუოდ კაი თოფი გამამადგა, ივანე, ეს თოფი, ძალიან კაი პირი აქვ, ძალიან შხამიანი. (თან სწმენდავს თოფს).

ივანე

აი ფასიც მიეც, ციცის ტერფალიანი მაჟარი კარგია.

შუშანა

რა მიეც? აბა მაჩვენე. (შალვა აძლევს თოფს შუშანას).

შალვა

ოცი თოხლი და ათი მამგე ცხვარი.

შუშანა (ინჯავს თოფს)

კაი რკინაა, ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს. ჰაი გიდი, დროებავ, ჩვენს მამა-პაპას მშვილდ-ისარი, ბოძალდი ჰქონია თოფად და აბა სად ესა და სად ისა: “თოფმა სთქვა - ჩემსა წამალსა შვიდ-პირად უნდა დუღილი, - შორს ვიცი კაცის სიკვდილი, ზედ ვიცი ჭექა-ქუხილიო. თოფით ომს ლაზათი კი აქვ, მაგრამ ტყვია ოხერი ბევრს კაი ყმას აფუჭებს წინასწრობით. სწადიან თავი სცადოს, მაგრამ სანამ საქმე საქმეზე მიდგება, სანამ მკლავს გაჰრჯის, მანამდე ჰკლავს. ვაჟკაცის საცდელი ხმალია, მკლავიც ხმალში გამოჩნდება და გულიც.

ივანე

ეჰ, აბა ჩემი თოფიცა ვნახო. (ეწვდება კედელზე ჩამოკიდებულ თოფს). ამასთან შენი მაჟარა ვერ მოვა, ძმისო, ეს სხვა ჯურაა...

შუშანა

ეგ სხვა რკინაა, ჩარმაა. ნათქომიც როა ლექსი: თოფჩი თოფი სჯობ ხირიმი, მემრ ჩარმა გვარშარეულიო. (კულისებში ტირილის ხმა ისმის: “ვაჰმე, თქვენი ჯავრი! თქვე რჯულ-ძაღლებო, გაწყდეს თქვენი ხსენება, ღმერთმა ნურა კარგი გახილებინოსთ, დაგლახტოსთ და დაგშამათოსთ იმ გმირმა კოპალამ!).

ყველანი (ერთხმად)

ეს რა ამბავია? (წამოდგებიან ფეხზე).

შუშანა

დედაკაცის ხმაა. რაღაც ცუდი ამბავია.

ივანე

ილანძღება.

შალვა

გაჯავრებულია, ვინ უნდა იყოს ამ დროს? (ხმა გარედან: სად ვინა ხართ, აღარავინა ხართ ქრისტიანი!).

ყველანი

მოდი, შინა ვართ, ვინა ხარ?

გამოსვ

იგინივ და გულქანი

გულქანი

(აქვს დასისხლული პირი, ხელში თოფი უჭირავს).

ვაჰმე, ამამვარდა გული!

ყველანი

რა არი? რა ამბავია, ქალო?!

გულქანი

დაიცათ, სული ამამაქცეინეთ, თქვენი ირიმეთ. (დაეყრდნობა თოფს ტუჩზე).

შუშანა

ეგ რა ამბავია შენ თავს? ეგ რა არი?

ივანე და შალვა

თქვი ჯერა და მემრე დაისვენე. რა ამბავია?

გულქანი

თუ კაცები ხართ, არც თქვენა გცალიანთ დასასვენებლად და არც მე: ქისტებმა აგვიკლეს, კაცის ჭაჭანება არ არის სამთოებში; მაზლი მამიკლეს - ელიზბარი. (ქვითინებს).

შუშანა

ვაჰ შენ, ჩემო თავო, ნუმც გამიონა!

ივანე

ღმერთმა ჩემს მტერს მისცეს! საწყალი ელიზბარი!

შალვა

ვაჰ დედას მტრისას!

გულქანი

ჩონთაის ბინა სუ აიკლეს, საქონი გარეკეს, მზევინარიც წაიყვანეს. ღმერთმა ეგები კარგი არ აჩვენოს, ეგებ დაულიოს წილ-ბოლო იმ ვენმა მთავარ-ანგელოზმა, იმ ტურფამ თამარ-ნეფემ ბახასა, ის მაუძღვა წინ ქისტებს.

შუშანა

ჯავრი ჰქონდა. აი დავწვი იმის გამდელი, შამირცხვა იმის ვაჟკაცობა! მემრე რა ჰგულავ?

ივანე

უყურე, უყურე შენ იმ ძაღლს, მოღალატეები შინაითაც გაგვიჩდენ?

შალვა

გარჯულდა გაურჯულებელი.

გულქანი

უკეთურს მზევინარის ხელში ჩაგდება უნდოდა, მაგრამ ტყუილა, ქისტი ჯოყოლა დაჰპატრონდა იმას... ეგებ არა კეთილი ნახოს იმ შავის მიწის ჩამოშაშლელმა... მეც ხანჯრით დამჭრეს, ქალს გავები, არ ვანებებდი, ელიზბარისად მაინც მარჯვენა კი არ მოვაჭრეინე... ეს თოფიც იმისია, გამოვიტაცე.

შუშანა

სად იყო ჩონთა?

გულქანი

კაცები სუ ქორწილში გაიკრიფნენ, ამაღამ ნეფიონი მაუ ყეინიაანთ. ცუდი მხარი ეტყვის, მაგრამ საით რას უშველს, იმას ვინ შაატყობინებს?

შუშანა

ნუ ვგვიანობთ. აბა, ბიჭებო, თოფი მაისხით.

გულქანი

აჩქარდით, თქვენი ირიმეთ, გზა შავარათ, თუ ვეცადენით, წინ მოვასწრობთ. ისინი ფშავლების სალაშქრო გზაზე წამოვლენ.

ივანე

წავიდეთ, წავიდეთ, ნუ ვგვიანობთ!

შალვა

მე მზასა ვარ, არიქათ, სირცხვილს ნუ ამთ!

შუშანა

ეგ რჯულძაღლები, მე ვიცოდი, რო შარშანდელს ჯავრს არ შეგვარჩენდენ. (ისხამენ ყველანი იარაღებს).

ივანე

წავიდეთ, რასაც ვიზამთ, ვიზამთ! აი დედას იმათსა, რომ იქ ვერ მოვასწარით!

შუშანა

ჩქარა, შალვავ, ქალმების სწორებსა არ არის, ჩოხა შამაიკვალთე!

გულქანი

აბათ, თქვნი ირიმეთ, ძმა-ძმისადა და ემ დღისადაო. (გადიან ყველანი).

(არდა)

მოქმედება მეორე

ამოსვ პირველი

(სცენ წარმოადგენს დარბაზს. შუა ცეცხლია. გარშემო გოდრები და კოდები სდგას. მარცხნით და სამხრეთისაკენ კარებია. ზემოთ კიდობანი სდგას, ქვემოთ დედა-ბოძის გვერდზე თუნგი და თულუხია. კაჩხაზე თოფ-იარაღია, ზემოთ თარო. ბოძზე კალათა ჰკიდია ჯამ-კოვზის შესანახი).

მოქრისი

(ზის კერის პირას, გვერდით აკვანი უდგა, ფეხით აკვანს არებს, თან წინდასა

სო).

დაიძინე, შვილო - ტკბილო, დაიძინე, პატარავ, ნანაა-ნანაა, არ შაგაჭმევ შვილსა, მგელო, ნანავ-ნანა, კატავ, აცხა, კატავ, აცხა, შენ აკვანში არ დაგაწვენ, ნანავ-ნანაა. თაგვიც მორბის კუდაბზიკა, ნანავ-ნანაა, მე დავწვები, მე დავწვები - მოიმღერის, ნანაა, არ დაგაწვენ, არ დაგაწვენ, ჩემს შვილს სძინავს კაკანაში, ნანავ-ნაა! (იძახის) ქალო, მზევინარო, სადა ხარ?

მზევინარი

(შემოდის სამხრეთით კარებიდან. პირისახე შუბლამდე და ორივე ხელები

შეხვეული აქვს).

რა გინდა, დედამთილო?

მოქრისი

ხბორები სად არიან?

მზევინარი

ჭალაში სძოვენ, კარგა არიან.

მოქრისი

თვალი გეჭიროს, დედა-შვილობას, მგელი არ მიგვიწვდეს, რაც ვიზარალეთ, ისაც გვეყოფა ზარალად. არა ჰნახე კაცი?

მზევინარი

ვნახე.

მოქრისი

არა ითხრა-რა?

მზევინარი

ხმაც არ გაუცია, განა არ იცი იმის ამბავი! შავი ნახშირის ფერი ედო, სწორედ არც კი შემომხედა. ცხენი ბალახზე დააბიო კი მითხრა, თითონ ელიზბარის სატირლად წავიდა.

მოქრისი

აბა, მაგ ჩემთავმამკვდარს, სრულ იმას ჩავჩიჩინებ - დაანებე, შვილო, თარეშობას თავი, თვისი სარჩო საკმაო მოგცა ღმერთმა, იმას მაუარეო. არა, დედავო, ჩემი ლაშარი-ჯვარი რასაც მიბრძანებს, ისე უნდა მოვიქცეო. ჩვენის ბატონის ბრძანებას ვერ გადავალო. გადაიმტერა მთელი საურჯულოვე.

მზევინარი

შენ დედა ხარ, ჯერ შენ არ გიგონებს, მე - ცოლს რას გამიგონებს?!

მოქრისი

მაიტანს თითო-თითო მაუნათლავის მყრალს მარჯვენას და მიაკრავს კოშკზე. არ იცოდა, რომ მოეკითხებოდა? აი ეხლა შენ რადა გაქვს ჩაჭრილი ხელები?! აგერა კიდევ ბეჩავი ელიზბარი, მოუკვდა ჩემი თავი, როგორი ცოლ-შვილი, როგორი დედა გაწირა! (წუწუნებს).

მზევინარი

მე განა ესე მოვრჩებოდი, დედამთილო, ჩვენს ფშავლებს რო არ მოესწრო! სალაშქროს ყელს რომ გადავედით, ბახა მომიბრუნდა, მოსტყდეს იმას მარჯვენა, და მითხრა: აბა სადა გყავ შენი სახელიანი ქმარი, ეხლა გიშველოსო. შენ ხო ცოცხალი დამმარხე, ქუდი მომხადე, აღარც შენ უნდა იცოცხლოვო, თუ იცოცხლებ, სასიცოცხლო არ უნდა იყოო და მომიქნია ხმალი, ცხვირ-პირში მიმარჯვებდა. მე პირზე ხელებს ვიფარებდი და ის კი ხმლითა მცემდა. ამ დროს მდევარი მოგვეწია, თოფების მა მოისმა. ყველანი აირ-გაირივნენ და მეც თავს ვუშველე.

მოქრისი

ის მაშინებს, შვილო, ვაი ქრისტიანის სისხლში გაერიოს, ურჯულო მაინც ურჯულოა. არ გაუშვებს ცოცხალს, შამააკვდება ის არსამყოფო ბახა: ქისტებისა კი არა, უფრო იმის ჯავრი ექნება, იმ მზებნელის, იმ პირშავის. რა ხელობა დაუჭერია ჯერ, რა ხელობა?! ქისტებს უძღვება წინ ფშავში სათარეშოდ!

მზევინარი

მეხი დაეცა იმას თავზე, უგერგილო უგერგილობას ჩაიდენს ნიადაგ!

გამოს მეორე

იგინივე, ივანე და იორგი

(ივანე და გიორგი შემოდიან ხელგადახვეულები. მთვრალები არიან).

ივანე

მშვიდობა სახლსა.

გიორგი

აგაშენოსთ ღმერმა.

მზევინარი

თქვენც მოხვედით მშვიდობით. (ადგება ფეხზე).

ივანე

გაგახაროს ღმერთმა.

გიოგი

გიცოცხლოს ქმარ-შვილი.

მოქრისი

უკაცრავად, შვილებო, მე კი ფეხზე ვერ აგიდეგით: სიბერე ძნელ ყოფილა.

ივანე (მოქრისს)

შენ ვინ დაგემდურება, დედა ხარ ჩვენი, როგორა ხართ, ხო არა იჭირსთ?

მოქრისი

ღმერთმა გაცოცხლოს, ჩემო შვილო, ვყრივართ დღესნამდე.

გიორგი

ხომ არა წაგიხდათ?

მოქრისი

არა წაგვხდომია, გადღეგრძელოს, ჩემო შვილო.

მზევინარი

რაც წაგვიხდა, ის რაკი არა კმარა ზარალად!

გიორგი (იქრდება)

ჰო, ჰო, ვიცი... ვიცი... ეგ არაფერი, ქმარი გყვანდეს ცოცხალი, თორო მტრის ჯავრს არ შაგაჭმევსთ. მართლა, მზევინარო, გუშინ მტერ-მოყვარე ბახა ვნახე, ცხვარში ვიყავ, არაგვის ჭალაზე გზაზე მოდიოდა ცხენ-და-ცხენ, ისეთი ფერი ედვა, როგორც ნახშირი; თავ-პირზე ყაბალახი ჰქონდა მოხვეული, მაგრამ მაინც ვიცან. იმან მგონია ვერ შემამჩნია, გორის პირზე ვიყავი წამოწოლილი.

მზევინარი

მოუსავლეთს წავიდეს. მემრე, ბიჭებო, როგორა ხართ ან ერთი ან მეორე?

გიორგი

რა გვიჭირს, ვართ.

ივანე

დავდივართ, კარგსა ვსომთ და კარგსა ვჭამთ.

მოქრისი

ცხვარში ვინღა დაუყენეთ, ბი, რო თქვენ საქეიფოდ დასდიხართ?

ივანე

ეჰ, დედა-შვილობას, ცხვრის დარდი ვისა აქვ! ცხვარი არხეინადა სძოვს მთაზე... ჩონთა სად არი? რამდენი ხანია აღარ მინახავ!

გიორგი

მართლა, დედილო, სად არი ჩონთა?

მზევინარი

იმის გზისა რა გაიგება! დილას განთიადისას ცხენი შაკმაზა და წავიდა.

მოქრისი

უდროოდ დამაბერა შვილმა, შვილებო, უდროოდ. ეს თვალები მაგის გზის ცქერაში ჩამომიწყალდა. ნეტავი გვეტყოდეს, სად მიდის, ან შინ როდის დაბრუნდება.

ივანე

ვენაცვალე კარგს ყმას.

გიოგი

ვაჟკაცის წესია.

ივანე (მღერის, გიორგი ბანს ეუბნება)

მაშინ კარგია კაი ყმა, რო დილა ბინდზე დგებოდეს.

გიორგ

(იმეორებს ამ სიყვბს, ივანე ბანს ეუბნებ).

ივანე

იცვამდეს გრილსა რკინასა, ომს ვიზამ, ემზადებოდეს.

გიორგი (იმეორებს)

ვანე

ლურჯაი ჰხრავდეს ლაგამსა, ტოტითა ტოტზე დგებოდეს.

გიორგი (იმეორებს)

მოქრისი

ბეჩავი, შვილო, ელიზბარი! სირცხვილია, მეზობლები გაიგონებენ. ერთმანერთის გამსუბუქება არ არი კარგი: ჩვენი ჭირი მაგათ ლხინად მიაჩნიათო, იტყვიან.

გიორგი

ხანგავლილია, არა უნდა-რა.

ივანე

, დედა-შვილობას, განა ჩვენ აქ დავრჩებით, ჩვენაც დავიხოცებით. ის უფრო ცოდვა არ არი, რო მემღერებოდეს და არ ვიმღერო? ეჰ, დარჩე თუნდა, არაფერი უშავს... მაშ რატომ არას შაგვასმევთ, დედილო, არაყანი, ვიცი, გეგულებიან?!

მზევინარი

რაღ არაყი გეირვებათ, ისეც მთვრალები ხართ, ბი.

ივანე

დაგავიწყდა განა, მზევინარო, ჩემი სიკეთე! რა მინდოდა, რა მომარბენდა ამ თავმკვდარს, რატომ არ წაგაყვანინეთ ბახასა და ქისტებსა. დაიცადე, დაიცადე, კიდევ მოდგება ქაჩალი მექუდის კარზე!

გიორგი

ახლა ჩონთა იტყვის, დედაკაცა მყავ, ცოლი და შვილიო. ვისაგან - ისიც ვიკითხოთ. თუ შენ არა, ხო ვიცი...

ივანე

ჰო, მართალია, და ჩემმა ღმერთმა, ხა, ხა, ხა.

გიორგი

აბა, ეხლა რაღას იტყვ მზევინარო, არ არი ეგრე? (ორივენი იცინიან).

მოქრისი

შნოზე ყოფნა არა სჯობია? აკი დათრობა არ უხდება ვაჟკაცსა.

ივანე

მოკლას ხარი თივამ!.. რა ვქნათ, ჩემო დედილო, შენი სულის ჭირიმე, მწყემსი ხალხი ვართ, ათასში ერთხელ ძლივძლივობით დავეხრწევით შავს მთასა, შავს კლდეებსა, ჩამოვალთ სოფლად და თუ მაშინაც თვალი არ გავახილეთ, რას ვეგვანებით!

გიორგ

ნუ, დედა-შვილობას, ნუ დაგვძრახავთ.

ივანე (მღერის)

ძმობილს ენაცვალოს ძმობილი... (უცებ ხელს იფარებს პირზე, აგონდება მოქრისის დარიგება). ღმერთო, შენ მაპატიე!

გიორგი (სიცილით)

რა არი, კაცო, რაღა ენა მუცელში ჩაგივარდა, თუ დაიწყე, დაამთავრე კიდეც.

ივანე

დროს უნდა მიჰყვეს კაცი, ძმაო. (გიორგი თავს დაჰკიდებს). როგორცა ვხედავ, აქ ჩვენ არას მოგვიტანენ. აბა ნახე, თუ ძმა ხარ, ჩვენს ჩარექაში აღარა გვიდგა-რა?

გიოგი

მგონია კიდევ დაგვრჩა ცოტაოდენი, თითო ყანწი ეგები მაინც გამოგვივიეს. (ჰსინჯავს ჩოხის ქვეშ ყურით ქამარზე დაკიდებულს ჩარექას და იხსნის). აჰა, ძმაო, ნახე.

ივანე

მოიტა აქა (რთმევს ჩარექას და ანჭყარებს). ვენაცვალე შენს ბარაქას, როგორ ბარაქიანი ყოფილა ეს დალოცვილი! კიდევ მდგარა.

მოქრისი

შვილო, მზევინარო, აბა მაინც არ იშლიან კი, წადი, ბარემ, მოუტანე სუფრა, არაყიც ჩამოუსხი.

ივანე (ახარებული)

ოი, გენაცვალე მაგ ტკბილს სულში, ჩემო დედილო! უნდა ვაკოცო თვის დედას. (მიდის და ეხვევა ყელზე).

მოქრისი

ბებერი-ღა ვარ, შვილო, ბებერი...

გიორგ

აი შენი ირიმე, ჩემო ბებო, რო ეხლა თხოვნა აგვისრულე და ამაზე მეტად აღარ დაგვაღონე.

მზევინარი (სდგება და მიდის კიდობნისკენ)

საით ამაუსხა, დედამთილო?

მოქრისი

გოზაურშიით ჩამაუსხი, განა კი მეზოგება, შვილო, თქვენთვინ მწარე წყალი, მაგრამ ძალიან დაითვრებით, არ დამენახება მთვრალი კაცი. ბებერას კაცას კიდევ უხდება, ვაჟკაცს კი აუშნოვებს, დედაშვილობამ.

მზევინარი

ვაჰმე, მწარე წყალი რაღა დასაზოგავია? იქნება ამათ ის იფიქრონ, არ ემეტებათ ჩვენთვინაო. (ჩარექაში გოზაურიდან არაყს რომ ჩამოასხამს, ვარცლიდან იღებს გრძელს სუფრაზე ხმიანდის ნატეხს, ყველს და მოაქვს სტუმრების წინ).

ივანე და გიორგი (რთად ართმევენ რა სუფრას)

ღმერთო, ნაწილის გამჩენო, შენა სწყალობდე ჩონთასა და იმის ყოფა-ცხოვრებას.

მოქრისი

ღმერთმა გიშველოსთ.

მზევინარი

გაცოცხლოსთ ღმერთმა.

გიორგი (ევინარს)

აი ხლა ართ არგა, როგორც კაცს მაუხდება. ემაგრე, აი! მადლობელი ვართ. შენ ჩვენის გულის მოგებას ეცადე, თორო შენს ქმარს კიდევ დასჭირდება ჩვენი თავი. წამოდგება კიდევ ლაშარის გორზე ხალხის წინ და დაიწყებს ვეფხვივით რუხრუხს: ჩვენი ლაშარი-ჯვარი ქისტეთზე გალაშქრებასა ბრძანებს და გაემზადენით, ვისაც კი გული გერჯისთო. გაუწყრეს ეს ლაშარი-ჯვარი, ვინც გულს ძალა დაატანოთ. არ გეპატიჯებათ, ვისაც გული არ გეუბნებათო. ჩვენც მაშინ იმას ვიტყვით: არ გვერჯის გული და ვერც წამოვალთო, ვერ გაგმოგყვებითო. ვნახოთ, თუ შენს ქმარს მაშინ მარტოკას არ მოუნდეს ქისტეთს ჩაკჩაკი.

ივანე

ჰო და , მე და ემმა ღმერთმა, უთუოდ არა სტყუი, გიორგი.

მზევინარი

არა გინდა, დედისშვილო, ჩემი კაცი არტოკა რა ცოტას დაჩაკჩაკებს, ნუ გეშინიანთ, იმას გზა არ აერევა.

გიორგი

სუ, ვაჟო, არცა რა ისითაა, როგორც შენ მაგწონ.

მზევინარი

მე მამწონ თუ არა, ეგ სხვა არი და ის კი ვიცი, რო გზა არ აერევა.

ივანე

მარტოკა მაინც რას იზამს, თუნდა გზაც არ აერიოს?

მზევინარი (იმილით)

მოახერხებს კიდევ რასმე.

ივანე

ტერს რა არგი, მარტოკამ ბევრი ვერა მოახერხოს-რა. (ასხამს ყანწში არაყს და აწვდის გიორგის). აბა, გიორგი, ძმაო, ჩამამართვი ყანწი.

გიორგი

კაის ხელს უჭირავ.

ივანე

ჰა, ვაჟო, დაიჭი! (აწვდის ყანწს).

გიოგი

რაღა ბევრს მაპატიჟებ, განა მემრე ვეღარ მოვესწრობი, დალიე და დავლევ.

ივანე

რაკი შენ არ დაჰლევ, დავლევ კი არა, ღმერთსაც გაგდებინებ. (ილოცება). დიდება ღმერთსა, დიდებული მერთი შაეწიოს ჩონთას, იმის ცხოვრებას, ბარაქა მისცეს! (გიორგის) გაგიმარჯოს შენც! (დაკაცებს) გაგახაროსთ თქვენც!

მოქრისი

ღმერთმა გაცოცხლოს, ჩემო შვილო!

მზევინარი

გადღეგრძელოს ღმერთმა! (ივანე უსხამს არაყს გიორგის და აწვდის).

გიორ

დიდებული ღმერთი შაეწიოს ამ ოჯახს, კიდევ თქვენც, აქა ბრძანებულთ. (მოქრისს) მოიხსენოს კურთხევით შენი ძმა ბეწინა, დედილო, გაანათლოს იმისი სული! (ივანეს) კაი ვაჟი იყო და სახელიანადაც მოკვდა.

ივანე

ღმერთმა მაიხსენოს! ვიცი, ქისტეთს ლაშქარში მოკვდა, გაგიმარჯოს, რო ის კაი ყმა იყო. ცოტად კიდევ მახსოვს, მე პატარა ვიყავი, ის დახარებული ვაჟკაცი იყო მაშინ.

მოქრის (ამოიკვნესებ)

მოიხსენოს ღმერთ, იმის მოსვლამდე გაცოცხლოსთ თქვენ კი... იმ სიკვდილმა მომიკლა მე გული და ეხლა ამ წყლულზე კიდევ წყლულს ჩონთა მიმატებს. ვაჰმე, გული რადმე შემომკვნესის, საწყინარი მხარი მეუბნება, მისნად გადამაქცია შვილზე ფიქრმა... დამცინებთ კიდეც ბებერს.

ივანე

ჩვენ აქით არსად წავალთ, მინამ ჩონთა არ მოვა. იმას არა უშავს, დედილო, ტყუილად გეუბნება ცუდი მხარი. (ილოცება) ღმერთმა ადღეგრძელოს ჩონთა.

გიორგი

ღმერთმა გაგიგონოს, ამინ, ადღეგრძელოს.

მოქრისი

თქვენც გადღეგრძელოსთ, ჩემო შვილებო. (მზევინარს) შენ, შვილო, ხბორებს მიჰხედე, მგელი აროს მიგვიწვდეს.

მზევინარი

ეხლავ, დედამთილო, ვაჰმ, მე სრულაც გადამივიდა გულიდან! (აგდებს აკვანს და გადის, შემოდის გულქან წინდის ქსოვით).

გამოსლა ესამე

ინივ და ანი

გულქანი (ოქრისს გაკვირვებულის კილოთი)

დიდიავ! ჩონთა მოდის.

მოქრისი

სადა, შვილო?

ივანე და გიორგი

მარტოკაა?

გულქანი

არა, წყალს გამოხდა და პირაღმე შემოემართა, ვიღაც კაცი მოყავს, ცხენი ცხენზე ჰყავს გამობმული. (გიორგი და ივანე გაიცქირებიან დასავლეთის მხრით კარებისაკენ).

გიორგი (ივანეს)

გაჰხედე, ჩონთაა! (ივანე უცქერის). ნამდვილად ის არის. ჩვენ ნუ დავენახვებით, აქ სამ დავიმალნეთ, ვნახოთ, რა ამბავი იქნება.

ივანე

კარგი იქნება. სად დავიმალნეთ?

გიორგი

აი გოდრებს უკან გადავძვრეთ. (ორივენი საპურე გოდრების უკან იმალებიან).

გამოს ოთხ

ინივე, ჩონთა და ბახა.

(ჩონთა დერეფანში შემოდის და თან ბახა მოჰყ თაპირგასისხული, თოით უკ ლებგაკლი, ჩონთა იარაღებს დერეფანში დაჰკიდბს).

ჩონთა (დერეფნიდან)

დედავ! არა ხართ არავინ შინა? გამოჩნდით კარში!

მოქრისი (დგება ხანხალით)

ვამე, წელი! ჩონთავ, შვილო, შენა ხარ? (გადის დერეფანში, სახლის კარები ღია რჩება, ასე რომ ყველაფერი სჩანს). ეგ ვინღა მოგიყვანია?

ჩონთა

ძაღლისა, დედავ, განა რამ იკითხვის?!

ბახა

ჰაი, ჩონთავ, ჩონთავ! შაგრჩეს, შაგრჩეს! გახსოვდეს კი ეს დღე. გახსოვდეს, ღმერთი ციდან ყველაფერსა ჰხედავს!

ჩონთა

დიაღაც რომ ჰხედავს. (დედას). შენ, დედავ, წადი და როგორც იცოდე ძაღლებისათვის სალაფავი, სწორედ ისეთი აადუღე და გამოიტანე, რომ ამ ძაღლს გეჯით დავუდგა.

მოქრისი

დაანებე თავი, დედა გენაცვალოს, შვილო, გაუშვი, წავიდეს თვის ზაზე.

ჩონთა

მანამ ჩემის მამა-პაპის ეს არ დავუყენებ ამ ძაღლს, მანამდე ვერ გავუშვებ; მემრე წავიდეს და იაროს ქვეყანაზე. მაშ განა შინ შაინახავ! მაგას რომ მირჩევა, დედავ, იცი კი ვინ არის ესა?

მოქრისი

რა ვიცი, შვილო, ფშავლს კი გავს, სხვა მე არაფერი ვიცი.

ჩონთა

რო იცოდე, მაგას კი არა, მადლობასაც მეტყოდი, მარამ არ იცი და ნიადაგ მაგას მირჩევ.

მოქრისი

ვინ არის, დედა-შვილობას, იქნება დიდი რამ დანაშაული აქვს ჩვენთან?

ჩონთა

ქისტების წინამძღვარი. ამას შენი რძალი უფრო იცნობს, ცნობის ლიშანი ხელებზედაც ეტყობა.

მოქრისი

ჰო, ჰო, გავიგე, შვილო, გავიგ. ვინ იცის, შვილო, იქნება თითონაც ენანება, აღელვებული კაცი ათასს რასმე ჩაიდენს.

ბახა

ბახას ჯერ ისეთი საქმე არ ჩაუდენია, ბოლოს ენანოს. მე სასინანულო არა ჩამიდენია. ეგ მალამო ჩემის წყლულის წამლად არ არი, სამადლო არა მიჭირს-რა. დედავ, შენს შვილს მაგას კი ნუ ურჩევ, თუ ვაჟკაცია, ის ურჩიე - მამკლას და ჩემი თავსისხლიცა ზღოს.

მოქრისი (ჩონთას)

გაუშვი, დედა-შვილობას! შენ დამარხე დედაშენი, შვილო, ეგ ეყოფა მაგას სირცხვილადაც, მაგაზე მეტი სასჯელი მაგას არ უნდა, ხო წაგირთმევია ცხენიც, იარაღიც და ხელებშაკრული შინ მაიყვანე. შენ რაღას ეძებ მეტსა?

ჩონთა

ჯერ კიდევ აკლია, ეგ ცოაა... (ბახას). მოგკლა? იქნება სიკვდილი გირჩევნია სირცხვილის ჭამას? თუ მაგდენიც იცი, ღორო, ფშავის ხევს რადა ჰყიდი ქისტებზე? მაგაზე მეტი სირცხვილი სხვა რომელია?

ახა

შენ თითონ ღორო და უნამუსოვ, შენან ვყიდი, - შენის მეტი არც-ვინ გამიყიდია ქისტებზე.

ჩონთა

ხელები გაქვს შაკრული და არაფერი გეზღვის, თორო მე ვიცოდი, როგორც გაზღვეინებდი...

ბახ

მაშ რატომ არ გამიხსნი ხელებს და რატომ არ მაზღვევინებ? სირცხვილი შენთვის, სირცხვილი!

ჩონთა

ადრე მოინდომე?! ჯერ მოითმინე კიდევ. (მოქრისს) დედავ, შენ, რაც გითხარი, ის გააკეთე.

მოქრისი

კარგი ერთი, დედა-შვილობას.

ჩონთა

შენი რძალი სად არის? (ბახა ამ დროს იჩმუჩნება, ცდილობს თოკიდან განთავისუფლდეს, მღელვარება ეტყობა სახეზე).

მოქრისი

ხბორებთან წავიდა. (გვერდზე გასცქერის). აგერ, მოდის კიდეც.

იგინივე და მზევინა

(ღელებული აივლის, იცნობს ბახას, მაგრამ არც ქმარს, არც ბახას ხმას არა სცემს).

ჩონთა (ზევინარს)

შენ, ეი, წადი, ცხენები ბალახზე წაასხი!

ახა

(რა დაინახავს მზვინარს, ღელდება, იწევს და იხსნის ხელებს, მიეტანება ბოძზე ჩამოკიდბულს თაის იარაღს და ჩამოიღებს).

დიაცურად ყოფნას ჩვეული არა ვარ! (ხმალს იძრობს ქარქაშიდან). ჩონთავ, სიცოცხლე ან სიკვდილი!

(გიორგი და ივანე გამოვლენ საფრიდან და გადუდგებიან ორივეს შუაზე).

ივანე

რას ადით, კაცებო, სირცხვილია თქვენთვის!

გიორგი

ბახავ, ხმალს ნუ იღებ, ჩააგე ქარქაშში.

ჩონთა

სადიაცევ, ხმალსაც იღებ ჩემზე?! (იძრობს ხმალს და ყუით იბრუნებს). გაუშვით, ნუ იჭერთ, პირით შენი ხმალი და ყუით ჩემი

მოქრისი (ჩონთას)

შენის ვაჟკაცობის ირიმე, შვილო, მოითმინე, გაუგონე თავის მშობელს დედას!

ივანე (ჩონთას)

ჩონთავ, შენს ვაჟკაცობას არ ეკადრება. განა ჩონთას ხმალი წარამარად უნდა ამოდიოდეს ქარქაშიდან? ვაჰ, დედა მტრისას! არ მეგონა, თუ შენც მალე ასჩქარდებოდი.

ჩონთა

სასიკვდილოდ არ ამომიღია მე ხმალი. მარჯვენა მომტყდეს, თუ მე მაგის სისხლში გავერიო... არა, უნდა ყუითა ვცა თავში და ცნებაზე მოვიყვანო. ქათამს თუ თავში არ დაჰკარი, საფქვავს აქშა-აქშაობით არ დაანებებს თავსა. აქამდის ჩემს ხელში არ იყო, თუ სიკვდილი მინდოდა მაგისა, ვინ იყო დამშლელი?

ივანე

ვენ ყველათა ვნახეთ ჩვენის თვალით, რომ შენს ხელთ იყო და შინაც მაიყვანე შაკონილი. მაგაზე მეტს სასჯელს ღმერთიც ვერ მაიგონებდა დიდის დანაშაულისათვის. თუ ესმის მაგას, ეგ ეყოფა სასჯელად, ეგ სიკვდილია მაგისათვის და ცდილობს კიდეც თავი შამოგაკლას... მაგრამ ნუ, ნუ! ჩვენ რაკი გავიგეთ, ვითომც მთელს ფშავის ხევსა სცოდნია.

გულქანი (ჩონთას)

შენ, ეი, კერპო! ჩააგე ხმალი და წამოდი შინ. (ბახას) შენ, ძაღლო, მაინც ძაღლად იცხოვრებ და ძაღლად გადაჰღრძები. გაგიწყრეს მამიჩემის სალოცავები! მათ მოღალატე ხარ და სამაგიეროს გადაგიხდიან. არ შაგარჩენენ ფშავის ხევის რბევას... მოღალატევ, მამა-პაპათა საფლავ-სამარის მაგინებელო, ლაფი შენს ულვაშს! (ჩონთას). წამოდი, შინ წავიდეთ! წამო, რას უყურებ, რაღა გინდა იმ უბედურისაგან, რას გამოელი? წავიდეთ! (ებღაუჭებიან ჩონთას ივანე, გულქანი და მოქრისი, შემოჰყავთ სცენაზე).

ჩონთა

საკვირველია, ღმერთმანი. რას მეზიდებით, რას მებღაუჭებით, მე არსად გავიქცევი...

ივანე

ვიცით, ან არ ვიცით.

გულქანი

გავიგეთ, მაგრამ სჯობია შინ იყო.

მოქრისი

შვილო, რად დამაღონე, გენაცვალოს დედა, შენმა ელდამ ლამის გადამიტანოს. დედა ვარ, შენი მშობელი, გამიგონე.

ჩონთა

კარგი, აქედან ფეხსაც არ მოვიცვლი, წადით და ყველაფერი ჩააბარეთ, იარაღი, ცხენი და უნაგირი, წავიდეს; მე ის აქ მუშად, ყმად მოჯამაგირედ არ მომიყვანია. ხოლო რომ ძაღლის სალაფავზე არ დამაბმეინეთ, ეგ თქვენი ბრალია. ჩემის მამა-პაპის წესი არ ამასრულებინეთ და მაგის მოპასუხედ თქვენ უნდა იყოთ ხატთან და ღმერთთან.

ივანე

რაც შენ საქმე დაგიმართნია ბახასათვის, სალაფავის ამაზე მეტია.

გულქანი

და-ძმობამ, ეგრე სჯობია. ეგ ეყოფა მაგას სირცხვილად.

მოქრისი

ეგრე, გენაცვალოს, შვილო, დედა, ეგრე სჯობია.

ივანე

ჰო, გენაცვალე სულში, მოდი, გადმოგეხვიო. გაკოცო. (ეხვევა და ჰკოცნის). გიორგი იქვეა, იმ ძაღლს არ ეშვება; კიდევ იზიდება და იჭერს, მაგრამ მომაკვდავმა რა ქნას, ფეხები მაინც არ გაიქნიოს! (ყველანი გარეთ გადიან, ხმა ისმის გარედან: წადი, წადი, კარგი, გეყოფა მაგდენი საუბარი!).

ჩონთა (მარტოდ)

, ჩემი ბრალიც ბევრია. არც სამართლიანად მე მოვიქე. სხვის დანიშნულთან მე რა მესაქმებოდა, მაგრამ გულია ეს ოხერი დამნაშავე. მამეწონა, შამიყვარდა. გაბეჩავება გავბედე. რეტიანს ცხვარს დავეფერე. საქმე ვეღარ გავიგე. მარტო ერთი საფიქრალი ეგ ოხერტიალი დიაცი გამიხდა. მე რო ვიყო ბახას ადგილას, იქნება უარესი საქმე ჩამედინა. არა სტყუის, ვის არ მოსწონ და არ უყვარს თავისი თავი, ვის არ ეძვირება თავისი ნამუსი! გული, ეს გული არ ემტერება ბახას, მაგრამ საქმე ბოლოს ისე მოვიდა, უნდა ვემტერო... უნდა, უნდა! დასასჯელია მაინც. რატომ არ ეცადა თითონ ამოეყარა ჯავრი? ქისტებს მისევს... აქა მტკივა მე გული!..

გამოს ეხუთე

(ულანი შემოდის)

ონთა და ულან.

გულქანი

რაღასა ჰბობოქრობ? შენ ძალიან თავსაც ნუ გამოიდებ, თორემ ხმალსაც მოგხსნი, კარგადაც გაგსილაქავ. (უღირებს ხელს სიცილით და ებღაუჭება ხმალზე). შენ მართლა თავიც მოგწონს, შამაიხსენ ხმალი! შენ რა ღირსი ხარ ხმლისა. შე სადიაცევ! მოიტა ხმალი ჩქარა, თორო მოგაშორე თავი!

ჩონთა

აი დედაკაცის ჭკვა! შენ გული გემღერება და ჩემსას არა ჰკითხულობ. მოიცა, თუ ღმერთი გწამს, ჩემო გულქანო, სამასხარაოდ არა მცალიან.

გულქანი

რა გაჯავრებს მაშ, ბიჭო, რას მიჰქარავ?! ეხლავე დაგათირებ, ჩემი ძმის მზემა. (იყოფს ჯიბეში ხელს და ამოაქვს ჯიბიდან მუჭით თხილი). მოიტა აქ შენი ახალოხის ჯიბე. (ებღაუჭება ახალოხის ჯიბეზე და უყრის თხილსა). ხა, ხა, ხა! შენ რომ ყველა ჩემსავით გიცნობდეს, ვინ-ღა იტყოდა იმას - ჩონთა ავკაციაო. შენ ხო ბალღივით თხილ-კაკლით სათირები ხარ! რაც უნდა გამწყრალი იყო, მაინც გაგაცინებ, მაინც. (სჭიდებს ხელს ხელზე, ჩონთა ხელს მოუჭერს). ვაჰმე, ხელი ნუ მომტეხე, აგრემც თავს შემოგევლები, გამიშვი და კიდევ თხილს ჩაგიყრი. არ გატყუებ, მიშველოს ღმერთმა.

ჩონთა

აჰა! (უშვებს ხელს). მოიტა ჩქარა, ამოიღე.

გულქანი

მაშ განა კი მოგატყუებ, ვაჟო! აჰა, ეს ერთი მუჭა და აჰა ესეც კიდევ მეტი. ეს ერთი მუჭა მეტი იმაში იყოს, ხვალ რომ ლაშარს წავალთ, ცხენზე შენ უნდა შამოგიჯდე.

ჩონთა

უყურე ცერცეტს! ჩემი ცხენი მეც ვერა მზიდავს, შენ მაგოდენა კიდობანი საით-ღა უნდა გათრიო?

გულქანი

ჩემს ჭირს, თუ არ შამამისომ, განა თავისი ცხენი არა მყავს, შევკაზმავ თავის დურმიშხანს, ავმხედრდები ზედ და თუ ბი ხარ, მომეწევ შენის საქებურის მიმინოთი.

ჩონთა

თუ ცხენი გყავს, შენ კარგო და პატიოსანო, რადღა გინდა სხვის მუნათი?

გულქანი

ლაშარს სრულ თემნი აპირობენ შაყრას, მგონია ბახა უნდა მაიკვეთონ, თუ არ ჩაქოლ... შენ ხო, ვიცი, პური გშიან. ჩემ ჯალაფნი ხინკალს აკეთებენ, ჩვენს გავიაროთ.

ჩონთა

მე პური არა მშიან, ჩემო დაო, დაღალული ვარ, ძილი სუყველას მირჩევნია.

გულქანი

ბევრს ნუღარ ამბობ, არ გამაჯავრო, წავიდეთ, ნუ გეშინიან, ბახა ანდ აღარ არის, დიდი ხანია გზავნეთ. წავიდა, მაგრამ ვაი იმ წასვლას, რო ის წავიდა. (ეჯაჯგურება ჩოხის კალთაზე და მიათრევს კარებისაკენ). ფეხებს ნუ ხირებ, წამოდი აქ შენა! თორო სილა ყბაში! (უღერს მარჯვენა ხელს და მარცხნას ჩოხის კალთიდან არ აშორებს).

ჩონთა

ხათაბალა თუ გინდათ, ეს არის კიდევ! (გადიან).

(არდა)

მოქმედება მესამე

ამოსლა პირვე

ბა, ჯავარა - დედამისი, ღვთისო - ბიძაშვილი ბახასი.

(სცენა: დაბურუ ტყეა. სიჩუმეა. ბახა მარტოკა სჩანს. ხანჯარი აქვს ამოღებული

და ხელში იტრიალებს).

ბახა

ერთმა წუწკმა დიაცმა რამოდენა სირცხვილი მაამა. საით გადავეკიდე, საით წავაწყდი! განა ფშავის ხევში დაილია სხვა ქალი, მაგრამ ალბათ ჩემი წერა ესაა! (იმარჯვებს გულში ხანჯარს, უნდა დაიცეს). არა, არა, მოდი თავს დავანებებ. ამით ჩემი ცოლი და ჩონთა უფრო ბევრსაც გაიცინებენ. საეშმაკოდ რად უნდა გავხადო ჩემი სული და ხორცი! მე არა ვარ ფშავის ხევის მოღალატე, ღმერთო, ხო შენ იცი! მე მარტო ჩონთას მტერი ვარ, მაგის ჯავრს ვერ ამოვირეცხ გულიდან. თუნდა მთელი ფშავის ხევის სალოცავებიც ეცადნენ. ჰოი, შე უსამართლოვ, შე უნამუსოვ, ცოცხალს მმარხავ განა?! თითქოს ის არ მეყოფოდა სირცხვილად - ცოლი წამართო, ხელშეკონილი მიმიყვანა და ასეთი გაწბილებული და დაჩაგრული დამაყენა თავის კარებზე. მე ცოცხალი აღარა ვარ. მე ორჯელ მოკლულს რომ იტყვიან, სწორედ ისა ვარ. განა სიკვდილი, თავის მოკვლა ძნელია, აი ეს ხანჯარი (იმარჯვებს გულში წვერით). ამის მეტი კი არ უნდა, ერთს საათს უკან აღარ ვიქნები, სულ დამავიწყდება მტერიც და მოკეთეც. მაგრამ ჯავრი მტრისა იქაც...

ღვთისო

(შემოდის, თოფი ჰკიდია მხარზე და სასწრაფო მხარიღლივ).

ეი, ეი, რას სჩა, ულელო! (მიეტანება ხანჯარზე). ხანჯარს რას ემასხარები? (ეტანება ხანჯარზე). არ იცი, რომ წვერიდან დაწყებული ტარამდე სიკვდილია?

ბახა

ვინა ხარ, ბიჭო, შენ?

ღვთისო

მე? ღვთისო ვარ, ვეღარ მიცნობ?

ბახა

ჰო, ღვთისო, შენა? შენ ჩვენი ღვთისო ხარ? რას დადიხარ, ბიჭო, ამ ტყეებში?

თი

მე სანადიროდ დავდივარ და შენი კი, არ ვიცი, რას აკეთებ აქ? ან ამ ხანჯარს რას იტრიალებ და რასა ჰბუტბუტებ თავისთვის? შენ იქნება ეშმაკმა გიტომა?

ბახა

შენ ნადირობა დახვალ, მე შეშობა ვარ წამოსული. ხანჯარი ისე ამოვიღე. წნელები უნდა მომეჭრა.

თისო

მე განა არ გითვალთვალე, ღმერთი არ გაგიწყრეს, საეშმაკოდ არ გაჰხადო თავი. განა არ ვიცი, შენ რაც გაწუხებს, რაც გადარდებს? რაღას ჰყოყმანობ? ჯერ მგონი თოფი თვისიცა გაქვს, თუ არა-და აი თოფი, აჰა სასწრაფო, აჰა საპირისწამლე! (იხსნის და აძლევს). წადი, მტრის ჯავრს ნუ შესჭამ. შე კაი კაცო, თავის მოკვლა რამ მოგაგონა, ახლა მაგით გინდა გაალაღო მტერი?! ვინც მოსაკლავია, ვინც შენ მოგკლა, წადი და შენ ის მოალ, თუ ცოდვა იყოს, ჩემმა კისერმა ზღოს. (იცემს ქედზე ხელს).

ბახა

ჰა, ჰმ, მოვკლა? განა ვიკადრებ მაგას. თავს მივეპარო და ქურდულად მოვკლა? თავის-დღეში მაგას არ ვიზამ და სხვაფრივ კი ვეცდები. ვეცდები, მანამ ცოცხალი ვარ; სულ ეგ იქნება ჩემი საფიქრალი, გადავეგები და ამოვიყრი მტრის ჯავრს. არ იცი, ღვთისო, არ გამოგიცდია, რა ცეცხლის ალი ტრიალებს ჩემს გულში, როგორ მეჯავრება. თავიც შამჯავრდა, ჩალად აღარ მიღირს ჩემი თავი!

თისო

ვინც როგორ მომექცევა, ძმაო, მეც ისე მოვექცევი, რა ვქნა. ჩონთამ შენ როდის დაგიძახა -შენი საცოლე მიმყავ და, თუ ბიჭი ხარ, მოდი, წაიყვანეო. შენც მიდი, მიარტყი თოფი და უთხარ: ჩემს გამაუნამუსოებელს მე ცხელს ტყვიას მივართმევო. თორო რასა ჰგავ, მართლაც რო იფიქროს კაცმა?! ხვალ ლაშარს თემნი იყრებიან და აქა-იქ ყურსა ვწევ, შენ მოგიკვეთონ. თუნდ მკვდარი, თუნდ შინ მიუსვლელიო. მაშინ რაღაა შენი სიცოცხლე?!

ბახა

შაიყარნენ, მამიკვეთონ, არა უშავს. ქვეყნის სამართალს რა ვუთხრა მაშინ, რო მარტო მე მამიკვეთონ და ჩონთა კი არა!.. იმას როგორ არ იფიქრებენ, მე ცოდვა თუ რამ მაძე კისერზე, თუ მე მოღალატე ვარ, ჩონთასაგან ვარ, იმისაგან, იმისაგან! ღმერთმა ჰკითხოს ჩონთას!

ღვთისო

ხვალ, მე იმას გირჩევ, ხატში არ მოხვიდე. აღელვებული ხალხია. მოკვეთას აღარ დაუცდიან, იქნება ჩაგქოლონ, ხომ იცი, რაკი ფშავლები აყაყანდებიან, უერთოდ აღარ დადგებიან.

ბახა

რომ ვიცოდე, ორიათას ნაჭრად ამჭრიან, მაინც არ დავდგები ხატში მოუსვლელი. მომკვეთონ, ჩამქოლონ, მზასა ვარ. მე სხვა საქმეცა მაქვს იქ. საქვეყნოდ ვინც შამარცხვინა, იქვე საქვეყნოდ უნდა ვაზღვევინო. რაო, რა ბრალსა მდებენ? თავის გამაბიაბრუებელს სამაგიეროს რად უხდისო? შამირცხვეს მაგათი სამართალი!

ღვთისო

არა, გაიგონე! სამაგიროსად შენ არავინ გაგამტყუნებდა. მაგიერის გადახდა წესია, რჯულია, სახელია. მართალია, ჩონთა ხალხს უყვარს, ლაშარი-ჯვრის იმედს ეძახიან. რო შენის ხელით გადაგეხდეინა იმისი დანაშაული, ხმასაც არავინ ამოიღებდა. ხალხი იმაზე ჰღელავს, ბახამ ისეთი საქმე ჩაიდინა, ანდერძადაც არ გაგონილაო, არადროს არა ქნილაო. ხო გესმის, ეს სად სცემს?

ბახა

ვიცი. განა მე ქისტები ფშავის ხევს მოვუსიე, - მარტო ერთს კაცს.

ღვთისო

მაინც და მაინც არ არის ვაჟკაცის საკადრისიო. შენ ერთზე გამოალაშქრე ისინი და იმათ სხვებსაც ავნეს. შენმა შამოქნეულმა ხმალმა სხვაც ხო გაკენწლა? არა, სტყუი მაგას კი, შენი ვარ და პირში იმიტომ გეუბნები, უხერხული, უმსგავსი საქმეა. მაგრამ ჩვენ ერთობლივ საგვარეულომ ხვალ ფხა უნდა გამოვიჩინოთ, ეგ ნალი მთელს საგვარეულოსა ჰხვდება, მთელი თემის და გვარის ჭუჭყია. თუ მოკვეთაა, ჩონთაც უნდა მოიკვეთოს, ჩვენ ამაზე უნდა დავდგეთ.

ბახა

მე ჩონთას ხვალ თითონ უნდა გავუსწორდე... თითონ ჩემმა ხელმა თუ არ აზღვევინა, გული არ დამასვენებს, გული მომკლავს.

ღვთისო

შარს, თუ გინდა, მე ჩამოვაგდებ დროს შევურჩევ, მიზეზს მე მივცემ, და როცა საქმე საქმეზე მოვა, შენ შენსას ეცადე მაშინ.

ბახა

მაინც ჩემსას ვეცდები, თუნდა ხმაც არავინ ამოიღოთ. მთელი ფშავის ხევის ქალსა და კაცს უნდა ვაჩვენო - ბახას თავის ხელით შაუძლიან თუ არა ჯავრის ამოყრა. უთუოდ საქმე უსისხლოდ არ გათავდება. შენა ჰნახავ, თუ არა. შენ ნუ გგონია - ჩონთა ხომ ბიჭობს გულით - მე ისა მჯობდეს გულით, ვერა! მკლავით კი მჯობია; მაგრამ ხომ იცი: თუ გულია, მკლავიც არის მაშინ, თუ გული არ არის, ცარიელი მკლავი ვერას იზამს. შენ იქნება ისა გგონია, მე მეშინოდეს ჩონთასი. არა, ლაშარი-ჯვრის გამარჯვებამ, ასე არ მაშინებს მე ჩონთა, როგორც აგერ იმ კლდეს, გაღმა რო დგას, არ აშინებს ის ყორანი, ეხლა რომ ზედ დაჯდა. მანამ ამ საქმეს დამმართებდა კი, ხათრი მქონდა. ლაშქრობასაც ვყოფილვარ იმასთან და ეხლა კი აღარც მახათრებს. მაგრამ არ მინდა სისხლი დავიდვა კისრად.

ღვთისო

აგრამ, შენ რომ ერთი დრო გქონდა კარგი და ვერ მოიხმარე, ეგ დიდი სირცხვილია შენთვის. ხელშაკონილი კი არ უნდა გაჰყოლიყავი თან, მანამ რო გქონდა, ეგ ხანჯარი, ეხლა რო გულში იმარჯვებ, ჩონთასათვის უნდა გემარჯვა, მაშინ დაგიკოცნიდი მარჯვენას.

ბახა

ჯერ შენ ბალღი ხარ კიდევ, გამოუცდელი. ჰფიქრობ - არ ვცდილობდი. მაშინ აღარ ვზოგავდი ჩონთას სასიკვდილოდ, მაგრამ ის თითონ განა უხელ-ფეხო იყო: ხმალი დამკრა ყუით მკლავში და ხანჯარი ჩამაგდებინა. მერე პირდაპირ ძალ-ღონეზე ფარი დამკრა თავში და წავიქეცი. ხელ-ფეხი შეკონილი მქონდა, გონზე რომ მოვედი. შამეძლო არ გავყოლიყავ, მაგრამ მე სხვა ფიქრი მქონდა: სულ ხელ-ფეხშეკრული ხო არ ვეყოლებოდი, ერთხელაც იქნებოდა გამიხსნიდა ხელებს და თავისვე კარებზე, რომ იმ უნამუსოსაც ენახა და ვენახე, მინდოდა იმათ ორთავესი დასჯა. ვაი, რო არ იქნა. არ მოვიდა საქმე ხერხად! ხვალ თუ ხვალე-ზეგ ისევ ის იქნება. ჰმ!.. მე განა მიწა მიმიღებს, განა სამარე, ჩემთვის გათხრილი, პირს არ შაიკრავს, მე რო მაგათი ჯავრი გამყვეს თანა და ისე მოვკვდე?!

ღვთისო

თუნდა სამარემაც პირი არ შაიკრას, სამარემდე ვინ მიგიტანს? ზედაც არ შემოგხედნებ მე თითონ და სხვა უარესს გიზამს.

ამოს ორ

იგინივ და ჯავარა

ჯავა

(შემოდის, ზურ უდა კიდია და ხელში შუბი ირავს ჯოხის მაგივრად).

ეს ვის ხმაურობაა? ვინა ხართ? (აშტერდება ორივეს, თითქო ჯერ ვერ ამცნევს და ათვალიერბს).

ღვთისო

ჩვენა ვართ, რძალო, მტერად არ ჩაგვთვალო.

ბახა

დედაჩემია!

ჯავარა (წყრომით)

ჰო, აქამდის კი დედაშენი და ეხლა აღარ. რას დახვალ, ბიჭო, შე უკეთურო, აქათ-ქით, რო ვეღარ გაიგე თავისი სახლის კარები! აღარცა რას შინ არიგებ, აღარც გარეთ. ერთი უნამუსო დიაცი გაგიხდა ჭირად. შამირცხვეს, შამირცხვეს ეგეთა ვაჟკაცობა, რო მტერს ვერ დაჰხვდეს! თუნდა მკვდარი, თუნდა შინ მიუსვლელიო.

ღვთისო

ხვალ-ზეგამდე მოგვითმინე, რძალო, ისიც იქნება.

ჯავარა

როდემდის თმენა?! ჯერ მე, დედაკაცს, ესეთას დროულსა მკლავს გული... ეხლა სახატოდ ჭალაზე მომდინარი ხალხი თქვენს მოკვეთაზე ამბობს, ქალი და კაცი, სხვა სასაუბრო დაჰლევიათ.

ბახა

არ არის კი, დედავ, რო შენი ბრალიც არ იყოს... შენ კარგა გულზედა მსომდი; მეუბნებოდი: ვინც შენ მოგკლა, წადი და შენც ის მოკალო, წაველ და მეც მოვკალ, შენი სიტყვა არ დავლახე.

ჯავარა

უყურე უგუნურს! განა მე ის გითხარ, ქისტებთან დაიჭირე ზავიო, ურჯულოს ეძმობილეო, - წადი, გადმორეკე ქისტები და ქვეყანა ააკლებინეო! ნიადაგ ეწყინება ხალხს, ნიადაგ მოგკითხვენ, ხატის და რჯულის გამტეხო! ეგ რამ მოგაგონა, ეგ რამ მოგაფიქრა?!

ბახა

ჯავრმა, მტრის ჯავრმა.

ჯავარა

განა სხვაფრივ არ შაგეძლო ჯავრის ამოყრა?..

ბახა

არ შამეძლო, გაჯავრებულმა იმ-ბაშად ვეღარაფერი მოვიგონე. მე ერთის კაცის ასაკლებად წამოვასხი ქისტები, განა ქვეყნის დასაღუპავად!

ჯავარა

ის როგორ არ იცი: მგელი როცა ცხვრის ფარაში შაერევა, ერთს არ დასჯერდება და სხვასაც პირს მიატანს.

ბახა

აინც ჩემი ბრალი არაფერია, ბრალი მგელს ედება.

ჯავარა

აი ამ უკეთურის თავის თლეას ყურეთ ერ! (ბახას). შენ არ გეჭირა ჯაჭვით ის მგელი, რად გაუშვი? ჰაი, შვილო, შვილო! ვერ მოიქე, ბახავ, კარგა. - კარგი, ეგ რაც არის არის, შინ მაინც არ წაოხვალ? წავიდეთ! არა ჰნახავ თავის ბეჩავს ქოხს, იქნება ცეცხლი ვინმე მოუკიდა! (ამ დროს ყორანი გადმოივლის და თავზე დასჩხავლებს). აი დაკნელება და დანელება შენის ხმისა! შენ-ღა გვაკლიხარ და შენც უნდა გვიქადო ჩვენი უბედურება! ადე, წავიდეთ! შინ წავიდეთ!

ღვთისო (ბახას)

დე, დაუჯერე დედას, ადე, რაღასა ჰფიქრობ? თავში უნდა გეფიქრა. თავს სინანული სჯობია ბოლო დროს დანანებასო - ტყუილად არ არი ნათქვამი.

ბახა (წამოდგება ფეხზე. წყრომით)

არა, მე შინ ვერ წამოვალ. შინ?! არა, არადროს! ღმერთთან ფიცი მაქვს. მშვიდობით იყვენით, ხვალ ლაშარსა გნახავთ. (გადის მარჯვენისკენ).

ღვთისო

მოიცა ცოტა ხა, მინდა კიდევ რამ გითხრა. (ბახა ყურს არ გდებს, მისდევს ისიც თან).

ჯავარა

შვილო, ბახავ, ბახავ! (მიიფარებს თვალებზე ხელს და ქვითინებს).

(არდა)

მომედებ მეოთხე

გამოსვლ პირელი

ჩოთა, ბახა, ღვთისო, ჯავარა, ზევინარი, ვისბ იანარა, ევისბრი , დროშიონნი, შუშანა, მესაზანდრე, მლოცავნი, საგვარეულონი ბახას მხრით, გულქანი

(სცენა წარმოადგენს მაღალს ორკს, ხებით დაჩრდილულს, ხალხი, ალი და კაცი, სხდან, ზონი ფეხზ ანან, ზოგნი თამაშობ, სვამენ სასმლს ანწბით. სდგას არბაზი სიპი ქვით დაფარული და ნანვი ორები მოსჩანს. ყორეებზე სანთლები ანთია, წინ ქადა-პურბი აწყვია. ქვე ანთია სანთლები და აწყვია ხმიანდები, ტყავები და ქადები).

შუშანა

დაუკარ, საზანდარო, დაუკ და ერთი კარგი შაირიც დამღერე!

ხალხი

დაუკარ, დაუკარ, თუ არა და სტვირს დაგიმტვრევთ!

საზანდარი

(ჰბრავს უდას, რა სტვირს და თან დამღერის):

შაირი ვიცი იმდენი,

როგორც ვარსკვლავი ცაზედა.

თითონ რაჭველი გახლავარ,

მთიდან გადმოველ მთაზედა;

დამიხვდა ჯარი ლეკისა,

როს დავსდექ ქართლის გზაზედა.

მიკივლეს: ტყვედ წამოგვყეო,

თორემ თავს მოგჭრით წამზედა!

რადა, ბატონო, ვუთხარი,

ნეტა მიწყრეით რაზედა?!

ლაშარის-ჯვარში მივდივარ,

ბატონს ვეახლო კარზედა,

ვალხინო ფშავლის შვილები,

ფარ-ხმალი ჰშვენით ტანზედა.

არ გამიგონეს, იწყინეს,

მეც ხელი ვიკარ ხმალზედა,

თორმეტი მოვკალ, ბელადსა

სისხლი ვადინე ყბაზედა;

ხმალს კი სისხლისა, რომ გითხრათ,

წვეთი არ ეკრა ფხაზედა.

(ხალხში სიცილი ისმის).

შუშანა

ყოჩაღ, საზანდარო, ყოჩაღ, რაკი ხმალზე სისხლი არ ეკრა. უთუოდ სულ გაგიჟლეტია ლეკები. აბა, საკარგ-ყმოდ არაყი გერგება. აბა, ჰა, დალიე, შაგერგება! (აწვდის ყანწს).

საზანდარი (ართმევს ყანწს)

კი დავლევ... გაცოცხლოსთ და გადღენძელოსთ ყველა, შაგეწიოთ წმინდა ლაშარი-ჯვარი და წმინდა თამარ-დედოფალი.

საერთო ხმა

გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს!

საზანდარი

(აძლევს ცარილს ანწს შუშანას)

ასე მტ დაგეცალოს... დალიე. დამალეინე, სული ნუ დამალეინე... კიდო გითხრა? დალიე. დამალეინე ერთი, მეორე, მესამე; ესეც რო გაგვითავდება, რაღა ვქნათ, შენი კვნესამე! (ამ ბოლ სიტყვას რომ ამბობს, თან სტვირს ააყოლებს).

შუშანა

(დგება, მიახლოვდება და კაფიას ამბობს)

შენ მარტო სტვირი დაუკარ, ძმობილო! (საზანდარი სტვირს უკრავს და შუშანა დამღერის უკან ხელებდაწყობილი):

ვინა სთქვა, გაგვითავდება,

ლაშარს ვართ. განა რაჭასა?!

ვენაცვლე ლაშარი-ჯვარსა,

იმის ხმალს. იმის მაჯასა.

ყველას უხვს აძლევს წყალობას

და ტანზე აცმევს ფარჩასა...

სამოცის ცხენის კახური

აქვე გვიდგია დარბაზსა,

თორმეტი კოდი ლუდითა,

გაგე უნდა ამასა.

მოხუცმა კაცმა გაჯობე,

აღარ გაჩუქებ აბაზსა!

საერთო ხმა

გაუმარჯოს, გაუმარჯოს! (სიცილი). სათამაშო დაუკარ, საზანდარო, სათამაშო! (შუშანას) ბიძავ, შენი სულის ჭირიმე, აბა ერთი ჩამოთამაშდი!

შუშანა

ვაი თქვენს შუშანას, დავბერდი, აცე, რაღა-დროს ჩემი ხანხალია!

საერთო ხმა

არაფერი უშავს, არა!

შუშანა

რაღა იქნება. დაუკარ, საზანდარო!

საზანდარი

ქვე რავა არ დოუკრავ, თუ იცეკვებ! (კრავს).

შუშანა (იხდის ქუდს)

ღმერთო და მო ლაშარი-ჯვარო, ჩემო თამარ-ნეფეო,(იცქირება მარცხნისენ, სადაც კოშკი და გალავანი მოსჩანს, თამარ-დოფლის სალოცავი) ნუ შემრისხავთ, ნუ მიწყენთ, გაუმარჯვე ამ ჩვენს ფშავლებსაც! (საერთო ხმა: “გაგიმარჯოს, გაგიმარჯოს!” თამაშობს. თამაშობას რომ ათავებს, ამბობს). თქვენის გამარჯვებისა, ქუდოსან-მანდილოსანნო, გაცოცხლოსთ, გაამოსთ თქვენი წუთისოფელი!

საერთო ხმა

შაგრჩეს მუხლები! სამუხლე მიგვირთვით შუშანას!

გულქანი (მიუტანს ანწს)

შენ იმასა სჩიოდი, ბიძავ, მუხლი აღარ მამდევსო, და ფეხებს კი არ აკარებ მიწას.

შუშანა

ვაი შენს შუშანას! სადღაა, შვილო, მუხლი, წავიდა, მორჩა! (ილოცება). გაგიმარჯოსთ კიდევ ყველათა. შაგეწიოსთ იმის მადლი და დავლათი, ვის კარზედაცა სდგეხართ. (გულქანს) გაგახაროს შენც, შვილო!

გულქანი

ღმერთიმც შენს თავს მიცოცხლებს და შენს შვილებსა!

ხმა

ალავერდი ვისთანა ხარ, შუშანავ?!

შუშანა

(ადებს ხელს გულქანს მხარზე ღიმილით)

უთუოდ, ჩემო ქალო, მოგერგო, ნუ გამაწბილებ.

საერთო ხმა

ჰო, რაღასა ჰყოყმანობ?!

გულქანი

ვინა ყოყმანობს? თქვენ დაუკარით, თუ არ ვითამაშებ, აქ არ გამოჩნდება?! (საზანდარს). ეე, ძმობილო, სტვირის პატრონო, დაუკარ! (საზანდარი უკრავს, ლქანი თამაშობს, თამაშობას რომ გაათავებს, გადახტება და ქალებს ეფარება).

საერთო ხმა

გიშველა ღმერთმა, გიშველა! სამუხლე აკლია!

ივანე

აბა, სამუხლე, ქალო! ჯარასავით რო ტრიალებ და აამტვერე აქაურობა, არაყიც დალიე, !

გულქანი

მეტი რა ღონეა, რაკი მაკისრებთ. (ართმევს ყანწს და ცალს მუხლზე ჯდება). გაგიმარჯოსთ, ლაშარი-ჯვარის ყმანო, მტრის დავლათი ნუ მოგრიოსთ, თქვენი ამჯობინოს თქვენის მტრისას! (და გადაჰკრავს, ყან ივანეს გადუგდებს და პირზე ხელს მიიფარებს). ოო, ჩავიწვენ ლაშნი! მაგით როგორა ჰსიამოვნობთ! სიმწარით?

ივანე

არ იყო მაშ ტკბილი?! (საერთო სიცილი).

ამვლა მეორ

იგინივ და ნთა

(ჩონთა შემოდის სრულ იარაღში ჩამჯდარი)

ჩონთა

წყალობა ხატისა, ფშავებო!

საერთო ხმა

ჩონთაა, ჩონთა მოვიდა (ქალებში ჩურჩუ ისმის, ხშირად ახსენებენ ჩონთას, ამოიშლბიან ყველანი ზე, შუშანა წინ ეგებება).

შუშანა

(რი ხეებს მიაგებებს და შემოჰხევს ყბებზე)

ჰაი, შე უხეირო ფშაველო, შენი მწყალობელი იყოს! მოგცეს წყალობა ემ ბატონის დავლათმა! რა ვქნა, გაკოცო? ერთი გული მეტყვის - ნუ აკოცებო. მაგრამ უნდა გაკოცო, რა ვქნა, გული თავისას არ დაიშლის! (ჰკოცნის).

1 ფშაველი

შენთანაც წყალობა ხატისა! (ეხვევა და ჰკოცნის).

2 ფშაველი

შენთანაც წყალობა ხატისა, ჩონთავ! (ჰკოცნიან ერთმანეთს).

3 ფშაველი

შენთანაც წყალობა ჩვენის ბატონისა! (ჰკოცნიან ერთმანეთს).

ქალები

მოხვედ მშვიდობით! წყალობა ლაშარი-ჯვრისა!

ჩონთა

გაგახაროსთ ღმერთმა, თქვენიმც მწყალობელია!

შუშანა

უთუოდ გული იმას მეუბნება - ამბავი აღარა გკითხო.

ჩონთა

რადა, შენ გენაცვალოს ჩონთა, მითომ კი არა მაქვს-რა დანაშაული.

შუშანა

აბა გულში ჩაიფიქრე, კარგად ჩაიფიქრე... , მიჰხვდი?! თუ კარგი ხარ, სუ კარგი უნდა იყო, თუ არა-და, ნახევარი კარგი, ნახევარი ცუდი - ეგ როგორღაც არ მამწონ.

ჩონთა

გავიგე. გავიგე, რასაც მეუბნები, რა ვქნა, შავცდი. შაუმცდარი მარტო ღმერთია. რაც გინდა მიყავით: ხმალი თქვენი - კისერი ჩემი.

შუშანა

უხირო დიაცი გულისა ჟკაცმა ცუდი გორ უნდა ათქმევინოს ყანას თავის თავზე, ვაი დედას მტრისასა! აბა ჩამამართვი ეს ყანწი. (ჩონთა ართმევს). მაინც გვიყვარხარ, მაინც გულს შენზე ერ გამოვიცვლით, მაგრამ მე გული როგორღაც მეთანაღრება, ღარღლი მაქვს გულში.

ჩონთა

არა უშავს. ჩონთა გენაცვალოს! როცა მოწმენდილს ცაზე ღრუბელი გაჩნდება, ქარი შაუბერავს და გააქრობს.

შუშანა

(იცინის, ხვევა და კოცნის)

გენაცვალოს შუშანაი, მაგას არა სტყუი, ეგ ნამდვილია.

ივანე

სადღეგრძელო იყოს შენი, ჩონთავ!

ჩონთა

შენსამც ჭირს შავეყრები, მადლობელი! (აბალახის პირს დასწევს).

ივანე

დროშიონნი, დროშიონნი მოვიდენ! (ყველანი ფეხზე წამოიშლებიან).

ამოსვლა მემე

იგინივე და დრშიონნი, დროშას ამალა მოჰყბა სცენაზე

საერთო ხმა

გაუმარჯოსთ დროშიონთ, გაუმარჯოს ლაშარი-ჯვარს!

მედროშენი

გაგიმარჯოსთ ყველას, გაგიმარჯოსთ!

შუშანა

(მიეგებება დროშას უდმოხდილი)

გაუმარჯოს ჩვენს ლაშარი-ჯვარს, გამარჯოს დროშას! (უსხამს არაყს და ასმევს ყველასა).

საზანდარი (ივანეს)

ქვე საიდან მოიტანეს დროშა? დროშა ხატში უნდა ესვენოს...

ივანე

ერთი თვის წინათ, ძმობილო, დროშას წააბრძანებ და დაავლევენ ველგან, ვისაც კი ლაშარი-ჯვრის ბეგარი აძე: დროშიონნი წა თუშეთს, ქისტეთს და სხვაგან.

საზანდარი

კი გევიგე, მარა რას კრეფენ ხალხიდან, რას?

ივანე

მოიცა, მამა გიცხონდა. რა დროს მაგის გამოკითხვაა. უყურე რა მბავია!

დროშიონნი

გაუმარჯოს ლაშარი-ჯვარს, გაუმარჯოს თამარ-ნეფეს!

ივანე

(აქედან ხმას აძლევს)

გაუმარჯოს!

საზანდარი (ქუდმოხდილი)

გაუმარჯოს!

(დროშიონნი თავის ამაით მიდის დარბაზში)

გამოსვლა ოთხ

იგინივე და ხევისბერი იანვარა

(იანვარა მოდის ქუდმოხდილი სცნაზე, ლში სისხლიანი ხანჯარი უჭირავ).

იანვარა

(ავლებს თვალს ხახს მრისხან)

ეი, ხალხნო, ვის გაკლიათ საწირავი, მოიტანეთ, მინამ ხალხი აირევა და მეც მოცლითა ვარ! საქმე ბევრია, მემრე მოცლა აღარ გვექნება!

შუშანა (ანვარას)

რით არ მოგწყინდა მაგოდენა საკლავების ხოცა?.. მოდი აქ, არაყი დალიე.

იანვარა (მიდის)

დავითვრები, ეე!

შუშანა

დაითვრები კი არა, გადაითვრები! დაიჭი ყანწი! (იანვარა ართმევს). ხევისბერი ხო არა ცხონდება! რამოდენა საკლავის ცოდვა გაძე.

იანვარა

ენაცვალე ჩემს ლაშარი-ჯვარს, იმასაც სისხლიანი ხმალი არტყია! (ილოცება). დიდება შენდა, დიდო ლაშარის-ჯვარო, დიდება შენდა, დიდო თამარ-ნეფეო, პირო ნათელო, ხმელეთის დამრიგებელო, დიდება შენდა, გმირო კოპალაო, ლაღო იახსარო, ფუძის ავარ-ანგელოზო. საქართველოს მყოლო ანგელოზო, თქვენის სახელის ჭირიმე, თქვენი უღური მოახმარე, თქვენი კაბის კალთა დააფარეთ, საცა თქვენი სახელი აიძახონ, მოეხმარენით ემ ზედაშის პატრონსა და ყველა აქა კრებულთა. გაუმარჯოს!

საერთო ხმა

გაუმარჯოს!

იანვარა

(გადასცემს შანას თასს და თვითონ მარცხენა კარებს მიჰმართავს, რომელიც ღიაა).

გაიგონეთ, ხალხნო! ვისაც ქადა-საწირავი გაქვთ, მაიტანეთ, ნუღარ აგვიანებთ! (იტყვის რა ამას, გამობრუნდება ხალხისაკენ). დროშიონნი ისევ პურ-უჭმელნი გვყვანან.

ამოსვლა მეხუთე

ინივე და ჯავარ

(შემოდის, ლში ქადა-ხმიანდი ირავს. ხმიანდზე რამდენიმე პატარა კვერებია და არდიარდმო დევ ხელით ჩამოქნილი კეაპარი. დასდგება ხევისბერის წინ).

იანვარა

(ათვალიერებს, აცქერდება, ხალხში ხმა ისმის: ``ჯავარა, ბახას დედა!)

ჯავარა არა ხარ შენა?

ჯავარა

ვარ, შენი ჭირიმე.

იანვარა

მიკვირს, რომ შვილისად არ გამოგიტანებია ქადა-საწირავი. უფრო სიხარულით ჩამოვართმევდი. განა თქვენ კიდევ გაგევლებათ ხატის კარზე, თქვე უწამებელნო, თქვე ხატ-ღმერთის მაგინებელნო! წაიღე, გასწი, თვალით აღარ მეჩვენო!

ჯა

დიაღამც ჩვენ დავაშავეთ, შენის თვალების ირიმე, ქადა-საწირავმა რა დააშავა?

იანვარა

თუკი შენმა ძუძუმ უბედურმა, უკეთურმა ძუძუმ დააშავა, რომ შვილის მაგივრად გველის წიწილა გაზარდა, შენი ხელები კი არ იქნება დამნაშავე ამ ქადა-პურების ცხობაში? არ ვენდობი არც მაგ ხელების ნამოქმედარს, არც იმ კერას, საცა ხატში მისატანად ეს ტაბლაა შემზადებული, არც იმ ბუდეს ვენდობი, საცა ბახაისთანა ბარტყები იზდებიან! წყეული იყოს ერთიც და მეორეც!

ჯავარა

ვაჰმე! რადა, ჩემო იანვარო, რად იტყვი მაგისთანა ქართულს? შენ ხო კარგად იცი სუყველა, რაც როგორ არის.

ჩონთა (ხახიდან)

მოდი, მამა-შვილობას, დაუთმე, არაფერი უშავს, ჩვენის ლაშარი-ჯვრის გულისად, ნუ გაუთახსირებ ღვთის ვედრებას.

იანვარა

მარჯვენა მამტყდეს მაშინ, როცა ქვეყნისა და ჩემის ლაშარი-ჯვრის ორგულს ან საკლავი დავუკლა და ან სანთელი მოუნთო! რას ამბობ, რასა! სად გაგონილა? სადა თქმულა? (ჯავარას). წადი, წადი, თქვენთან თემს სხვა საქმეცა აქვს. ახლავ გაიგებთ იმასაც, ამ ცოტა ხანს შემდეგ.

ჯა

მოდი, ნუ იზამ მაგას, შენს სულს ენაცვლება ჯავარაი, ჩემო იანვარო, ჯერ ისეც გული მაქვ მოკლული შვილის უკეთურის ქცევითა ეხლა თქვენ უნდა მოჰკლათ... დღეს ჩემს შვილსაც ენანება თავისი ბრიყვული მოქცევა. კაცნი იმით დაუყენებიხართ თავის მსახურად ღმერთსა და ხატებსა, რომ შეგვარიგოთ, გვიშუაკაცოთ, - განა თქვენ უფრო უნდა გზაზეით გადაგვყაროთ?!

იანვარა

არა, ტყუილი საუბარია, ენას ტყუილად ღალავ! წაიღე იქვე, საითაც მოიტანე, აქ შენ საწირავს არა აქვს ბინა.

ჯა

მაშ ეგ არი, გადამიწურე შენც წყალი! (მიბრუნდება დარბაზისაკენ). ჩემო ლაშარის-ჯვარო, ჩემის მამის სალოცავო, ჩვენო მხსნელო და მფარველო, (მიბრუნდება მარცხნისაკენ) ჩვენო თამარ-ნეფეო, განა საჭირო არ არის ჩვენი ბეჩავი ზღვენი თქვენთვის? მე კი გამიმეტებია სულითა და გულით ეს ქადა-პურები, ეს სანთელ-საკმელი, არა ვარ თქვენი ორგული, თქვენ იცით, როგორც შამინახავთ, არ დამკარგავთ, არ გამირისხდებით! (გაბრუნდბა და მიდის ტირილით, შორი-ახლოს სდგება, სცენიდან არ გადის. ხალხში ჩურჩული ისმის: ``არ მიიღო ხევისბერმა. ბახას მოკვეთას უპირობენო).

ამოსლა ეექვსე

იგინივე და მზვინარი

(ვინარი შემოის მარცხენა კარებით. მოაქვს საკმელი, ჩარექი არაყით და ქადა-ხმიანდი, ზედ სანთელი და კელაპტარია, მარჯვენა კარებიდან შეოდიან ღვთისო, ბახა და რამდნიმე მისი სავარულო).

მზევინარი

(მოაქვს ტაბლა და აწვდის)

ეს ჩარექა კი დამიცალე, ჩემო იანვარო.

იანარა

(ჩარექას წვდის შუშანას)

ამ ჩარექას მე ეხლავ დავცლი და შენ კი, შენ გეუბნები, ჩიქილა მრუდადა გხურავს, უნდა გაისწორო!

მზევინარი

(ისამს თავზ ელ)

მე ჩიქილა კარგადა მხურავს, ვაჟო!

იანვარა

არა გხურავ კარგად... წადი და გაისწორე. (მზევინარი პირზე ხელს მიიდებს, თითქო მიხვდა, და გაბრუნდება).

ჩონთა

(უშანას სიცილით)

იანვარამ ხელდახელ არ მიცდინა დედაკაცი, იმ უჯიშომ მართლა თავზე ხელი არ მაისო? ის სად ეუბნება და ბრიყვმა ვერ გაიგო...

შუშანა

რა ვიცი, მაგის გულისად მთელი ფშავის-ხევი კი შესძარ ჩემო ძმაო-და, თუ ეგეთი ბრიყვი იყო, რატო წინადვე არ იცოდი და არ მოერიდე?

ჩონთა

მობამ, რომ მაგისათვის არც ეხლა მოვერიდები.

შუშანა

(აწვდის ანწს არაყით)

აბა მაშ დალიე ესა და ადღეგრძელე ჩვენი ლაშარის-ჯვარი. (ამ დროს ღვთისო მოდის ბარბაცით მთვრალი და წაეწვდება ყანწს, ებღაუჭება, მაგრამ შუშანა არ ანებებს).

ღვთისო (შუშანას)

შენ, ეი, ბერიკაცო! განა რო დაბერდება კაცი, ჭკვა უნდა დაკარგოს? მოიტა ყანწი აქ! ჩონთა ვინა გდია, რომ მაგას ასმევ მარტოკას, აქ ვერა ჰხედავ, რო სხვა ლაშარის-ჯვარის ყმანიც არიან? აი თუნდა მე თვითონ, მეკი არა მწყურიან არაყი? (ჩონთა იცინის).

შუშანა

შენ ვინა ხარ, ბიჭო, ან ვისი ხარ?

თისო

მე, მგელუნაათ ღვთისუნა თუ გაგიგონია, ისა ვარ, გეჯრაის შვილი.

შუშანა

მამაშვილობამ, ვირი ყოფილხარ! (ღვთისო იცქირება ჩონთასაკენ).

ჩონთა

(უშანას ღიმილით)

იქნება ნდა მართლა მაგ საწყალს, დაალეინე, კაცო, მადლია.

ღვთისო

მატლებმა შეგამონ შენ, შე მოუნათლაო, თათარო. (იძრობს ხმალს და უქნევს ჩონთას, ასე რომ ქუდს გაჰკენწლავს მხოლოდ. ჩონთა არ იძვრება ადგილიდან).

ჩონთა (იცილით)

აბა, , რა ქნას კაცმა, მგელუნაათ ღვთისუნაც ხმლით მეტევება!

ივანე და შუშანა

(ჭერენ ვთისოს და გაჰყავთ განზე)

რას სჩა, შე რეგვენო, ვის უქნევ ხმალსა? (შუშანა ართმევს ხმალს ღვთისოს). ამ ხმლის ღირსი არა ხარ შენ!

ბახა

(მოის, აიწვდის ხმალს და გაიმაღლბს, წინ მიეგებება კეტით, რომელსაც იქვე

ადგილობრივ აიღებს, გულქანი)

გულქანი

აბა, გაბედე და დაჰკარი, შე ძაღლო, მაგ თავს შუაზე გაგიტყრობ!

ბახა (გუქან)

შენ ედაკაცი ხარ, მომეცა, გზა მომეც! (ყველანი ადგებიან ფეხზე, ჩონთა, მხოლოდ ჩონთა ზის არხეინად).

საზანდარი

ქვე აქ სისხლი დაიქცევა, პატიოსანი პურის ამა ქვე გაამწარეს, ვიღაცე ოცვივდე.

იანვარა

(მიესევ ახას და აუშლის სიას, ხოლო ხმლიანს ლს აუჭერს. ბახას მომხრენი წევენ ჩონთასკენ, გარედან ხმაურობაზე მოიკრიბება ხალხი ყვირილით: ``რა ამბავია! დაიჭერენ ბახას მომხრეებს, რომელთაც შიშველი ხმლები უპყრიათ).

შენ განა ღირსი ხარ აქ მოსვლისა და მემრე ხმლის ამოღების ლაშარის-ჯვრის კარზე? მოიტა ხმალი, გაუშვი! (ბახა ხმალს არ ანებებს).

ბახა

მოვკვდები და ხმალს ვერ დაგანებებ. მომკალით, მაინც ხომ უნდა მომკლათ ამ ცოტა ხანში და ბარემ ეხლავე გამათაოთ, ის მირჩევნია! სისხლი სწყურიან ჩემს ხმალს. უსისხლოდ ქარქაშში ვეღარ ჩავაგებ. (ხალხში ჩოჩქოლი ისმის).

იანვარა (ჰყვირის ხმამაღლა)

დაუძახეთ ჭუჭას, მოვიდეს და დროშაც მოაბძანონ!

მზევინარი

ნუ დაახოცინებთ ერთმანერთს, გააშველეთ, თქვენი ჭირიმე.

ჯავარა

ეხლა იძახი, შე უნამუსოვ, დააშველეთო, როცა ხალხი ერთურთში აჰრიე? ეს სულ შენი ძაღლობისა ხდება, შენ მიკლავ შვილს, შე ეშმაკის წილ-კერძო! (ეწვდება ქვას და უნდა დასცე თავში).

გულქანი (ჯავარას)

ჰეი, შე ქოფაკო, რასა სჩადი?! (უჭერს ხელს).

იანვარა

აი კიდევ უბედურება!

ჩონთა (წამოდგება აღელვებული)

ეს რა ამბავია, ეს ვინ არის, რომ ჩემს ცოლსა ჰკლავს?!

გულქანი (მოვარდება)

ნუ გასჯავრდები, შენს თვალებს ენაცვალოს გულქანი. დედაკაცების ჩხუბია. (ეხვევიან ჩონას და იჭერენ, დროს შემოდის ჭუჭა დროშით, სამი დასტური მოჰყვება თან, მოჩხუბარნი ხმლებს აგებენ და ქუდებს იხდიან).

გამოსვლა მეშვიდე

იგინივე, ჭუჭა და დასტურები

(დროშას შუაზე დააყენებენ და მოჩხუბარნი თავ-თავიანთ მხარეს გადგებიან).

ჭუჭა

მოგერიათ განა მტრის დავლათი, რო ახლა ერთმანერთს უპირობთ გაჟლეტას, ფშავლებო! მტერი ცოტაა საომარი, ერთმანერთს არა ჰხოცდეთ? მართალია, შუღლი და ჩხუბი მაუდის ჩვენს ლაშარის-ჯვარს, მაგრამ ერთმანერთში არა. თუ რა ვის გასაყოფი და სადაო გაქვს, ვეღარ დაიცადეთ ცოტა ხანი კიდევ, რო გაგვერჩიენით? ვინც თემის სამართალს არ დაჰყაბულდებით, ყველას გზა ხსნილი გაქვთ; მემრე წადით, რაც გეწადოსთ, ის ჩაიდინეთ. აქ რო მოჰსულხართ კი, თემის სამართალს უნდა დაუცადოთ. წადით და ლუდი მოიტანეთ, თასები მოაყოლეთ თანა, კელპტრები მოანთეთ! (დასტურები გადიან და ცოტა ხანს უკან შემოიტანენ ლუდიანს ტაგანს და ორს დიდრონს ვერცხლის თასს და კელაპტრებს. აავსებს და აწვდის ერთს იანვარას, მეორეს ჭუჭას. ორივეს ანთებლი კელაპტარი უპყრიათ ხელში).

ჭუჭა

ხალხნო ქუდოსანნო და მანდილოსანნო, სმენა იყოს და გაგონება: დღეს ყველას თავი-თავს მოგიყრიათ ბატონის კარზე, ჩვენი ლაღის ლაშარის-ჯვარის დარბაზის წინ. დღეს-აქამომდე არც გვინახავს და არც გაგვიგონია ანდერძად, რომ თავის ყმათაგანს ვისმე თავის ბატონისად სამსახური დაეკლო თუ ზღვნით და თუ ხმლით; წელს კი მოვესწარით ასთს ამბავს და ნეტავი მე კი მანამდე მოვმკვდარიყავი, მანამ ჩემი ყურები გაიგონებდა ამ ამბავს.

ხალხის საერთო ხმა (მარჯვნით)

სიკვდილი იმას, ვინც შენ სიკვდილს განატრებს!

ჭუჭა

მამითმინეთ, თქვენი ჭირიმე! ლაშარის-ჯვრის დროშას ერთმა უგუნურმა ლაფი ესროლა, მაგრამ კიდევ კარგია, რომ ვერ მიუწვდინა, ჩვენის ბატონის დროშა ისევ უჭუჭყო დარჩა. იმ უკეთურმა, იმ შაჩვენებულმა, იმ არ-გასაჩენმა მთელს ფშავის-ხევს ჩირქი მოსხო, რატომ არ მოსტყდა ის მარჯვენა, რომლითაც ის ხმალსა ჰლესავს, რატომ მანამდე არ დაეშრიტა თვალები, მანამ მტერს ფშავლების სალაშქრო გზაზე გამაუძღვა, თავის ძმების სავალს გზაზე სხვები ავლივა.

საერთო ხმა (მარჯვნით)

ბახაა! ჩავქოლოთ, ჩავქოლოთ!

ჭუჭა

მაიცადეთ, თქვენ გენაცვალოსთ ჭუჭა, ნუ აჰგორნიგდებით, ნუ ასჩქარდებით, გულისთქმას სადავე დაუჭირეთ... იცით თვითონ, ვინც არის ისა, იმის სახელის თქმა მეზარება... ის ბახაა... ჩვენ ჩაქოლვაზე მეტი სასჯელი გვაქვს გულში გადაწყვეტილი... ბახა ჩვენი აღარ არ, აღარ არი ლაშარის-ჯვრის ყმა, აღარ არი ფშაველი... ბახა რაც არის, თვითონ გაიგოს, თვითონ შაიგნოს.

საერთო ხმა (მარჯვნით)

მოკვეთილი იყოს ჩვენგან, მოკვეთილი!

ხმა

(მარცხნით, საგვარეულო ბახასი)

მოიკვეთოს ჩონთაც!

ჭუჭა

სმენა იყოს, ხალხნო! (ბახას ეტყობა მღელვარება, თავდაკიდებული სდგას ერთს ადგილას). ჩვენო ლაშარის-ჯვარო, ჩვენო თამარ-დედოფალო, ჩვენ ვიკვეთთ ჩვენს ერთს დროს ძმად ნამყოფს, დღეს მოღალატეს ღვთისას და ერისას. ერთს დროს ესეც ემსახურებოდა თქვენს დროშას, მაგრამ დღეს შეაგინა თქვენი დროშა და თქვენი სახელი. შეგინებული იყოს თვითონ, წყეული, შაჩვენებული და მოკვეთილი!

საერთო ხმა

ამინ, ამინ!

ჭუჭა

ვინც ამას იქით ბახასთან ან აიაროს მკვდარზე, ან ცოცხალზე, ან თავის სახლში გაატაროს, გზაში შეყრილს ამარჯვება უთხრას, სე დაიქცეს იმისი ყოფა-ცხოვრება! (აქცევს თასს, მასთან ერთად იანვარაც).

საერთო ხმა

ამინ, ამინ, დაიქცეს!

ჭუჭა

ასე გაქრეს (აქრობენ ორივე კელაპტრებს) იმის სახსენებელი, ღვთისა და ემ ბატონის რისხვა გაჰყვეს იმას შვილითშვილამდე.

საერთო ხმა

ამინ, ამინ!

საერთო ხმა (მარცხნით)

ჩონთაც, ჩონთაც!

ჭუჭა

სმენა იყოს! ჩვენო ბატონო, ლაშარის-ჯვარო, დიდო თამარო, საქართელოს დამრიგებელო, თავი შეგაწყინეთ ამდენის ჩვენის ცოდვილის ენით და საუბრით, ნუ შაგვისაწყინდებით!.. სმენა იყოს! ამ საქმეს ერთი სხვა საქმე აბია კიდევ კუდა. მაინც კარგი ყმანი ხართ ლაშარის-ჯვრისანი, სიკეთე მოგწყინდებათ მალე. როგორც უყვარხართ თქვენის სამსახურით თქვენს ლაშარის-ჯვარს, ისე საყვარელნი უნდა დაჰრჩეთ ბოლომდე... მე პირველმა, მეშვიდედ რო გავილაშქრეთ ქისტეთზე, ლაშარის-ჯვრის იმედი მოვაქვივნე ჩონთას და დღესაც ამასვე ვეძახი, ამ სახელს ვერ ავხდი, მაინც იმედია ისევ ლაშარის-ჯვრისა, მაგრამ თითონ დააზადიანა ცოტას თავსი სახელი.

რამდენიმე ხმა (მარჯვნით)

მართალია, არა სტყუი!

რამდენიმე ხმა (მარცხნით)

მოსაკვეთია, მოსაკვეთი! მიზეზი ეგ იყო.

ჭუჭა

რადგანაც თავისი თავი, თავისი სახელი არ ეზოგება, ნურც ჩვენ დავზოგავთ. წელს დაზარალებულია და სხვა წელს ხარი უნდა დავუკლათ.

საერთო ხმა (მარჯვნით)

სიმართლისად სინათლე ნუ გამოგილიოს, უჭავ, ეგრე სჯობია... გაუმარჯოს ლაშარის-ჯვარს, გაუმარჯოს იმის საყმოს!

ჭუჭა

თანახმანი ხარ?

საერთო ხმა

რაობით არა, შენი ჭირიმე, ვართ, ვართ!..

ჭუჭა

მაშ კიდევ გაუმარჯოს ჩვენს ლაშარის-ჯვარს, იმის ხმალს, იმის სამართალს!

საერთო ხმა

გაუმარჯოს!

ჩონთა (წამოდგება წინ)

ლაშარის-ჯვრის ყმანო და ხატის მსახურნო, ორი სიტყვა მათქმევინეთ, თქვენი ირიმეთ... ერთს ხარს მადებთ ვალად და ვიდებ კიდეც იმით, რომ არ არის, რო დანაშაული არა მქონდეს. დღეს ჩვენის ლაშარის-ჯვრის დროშის წინა ვსდგევარ და ჩემმა ენამ სწორედ უნდა ამოთქვას გულის პასუხი... მეც თქვენი ირის ნაცვალი ვიყო და ჩემი საქონიც თუნდა ხუთიც დაკალით, ხოლო მოდი ბახას... ჰო, ბახას ნუ გავიმეტებთ ეგრე! (ამ დროს ღვთისო ბახას ხელს სცემს გვერდში და გულს იმჯიღავს). მოდი, ნუ მოიკვეთთ და სხვა რამ სასჯელი დავსდვათ. იქნება ეხლა კიდეც ენანებოდეს თავისი ჩანადინარი საქმე.

ბახა (მორბის აჩქარბით)

მეც მათქმევინეთ... მეც მათქმევინეთ! კაცნო, ერთხელ მაინც აღარ ამინთია სანთელი აქა, ერთი საკლავი მაინც აღარ დამიკლავ ხატისთვის? სირცხვილი და სიცილი! მევე შამარცხვინე და დამცინი, (ჩონთა ჭუჭასკე იცირება). შე ურჯულოვ, შე უღმერთოვ! (იძრობ ხმალს და წვერით გაუქანებს გვერდში. ჩონთა წაბარბაცდება და ტანს შეიმაგრებს. ხმალს აიძრობს და წვერით მიწაზე დააბჯენს. ხალხში ჩოჩქოლია. ბახა მირბის და კარებს რომ მიუახლოვდება, შემობრუნდება). მე მოგიკვეთე, თუ ფშავლებმა არ მოგიკვეთეს. ეხლა დაიწვინე მზევინარი მკლავზე, იხარეთ და იცინეთ ჩემზე! (გავარდება გარეთ).

ჩონთა

სად მიჰრბი, რეგვენო, სად? აქ მოდი, აქ! (ჩონთა ცდილობს, რომ თავი შეიმაგროს, სუსტდება, მაგრამ თავს იმაგრებს, იჭერენ, ჭუჭა, იანვარა, შუშანა მხრებში უსხედან, ხალხში მღელვარება ისმის, ქალები ტირიან).

ჭუჭა

რა ქნა მაგ უღმერთომ, დროშაც არ შაგვიგინა?

იანვარა

მიწა გასქდეს და ჩაგიტანოს, ბახავ!

შუშანა

ძაღლო, ძაღლო! ცოდვა არ არი ჩონთა შენის უკეთურის, წყეულის, ჭუჭყიანის მარჯვენით კვდებოდეს?! გასქდი, ცაო, და ჩაიტანე ხმელეთი თან!

ჩონთა (ღიმილით)

რასა ჰკრთებით? მე რა მიჭირს? მე არ მოვკვდები. მადლობა ღმერთს, თუ ჩემის ლაშარის-ჯვრის დროშასთან მაინც ვკვდები. (ჭუჭას). ჭუჭავ, დროშა მოიტანეთ აქ, ვემხვიო, მაგის სახელს ვენაცვალე. (დროშა მოაქვთ, ჩონთა გუმბათზე ჰკოცნის) მიყვარდი და შენთანაც ვკვდები, ახლა სხვებმა შაგიყვარონ, სხვანი გემსახურნენ! (მიესვენება მხარ-თეძოზე).

ჭუჭა

დასრულდა, ღმერთმა გაცხონოს, მიგიბარა შენმა მეუფემ, შენმა ლაშარის-ჯვარმა. (ყველანი ცოტა ხანს გაჩმდებიან და ერთბაშად ამოიქვითინებენ).

(ფარდა)

მოქმედება მეხუთე

გამოსვლა პირველი

(სცენა სწარმოობს ქისტეთში, გარეთ მთაში ბახა და მისი დედა

ჯავარა სხედან ერთად).

ბახა

აბა, დედავ, ძალიან რო სტიროდი და იმდუღრებოდი, სააქაოდ როცა გამოვემგზავრეთ, რა გქონდა სატირალი? რა გვიჭირს. კარგადა ვართ; პური აქაც არის, ვაჟო, წყალი. გაიძახი გიჟივით: ვაჰმე, ჩემო ფშავის-ხევო, ვაჰმე, ჩემო ფშავის-ხევო! ქისტეთი რით არი ნაკლები შენს ფშავის-ხევზე? აქ უკეთესი მთებია, აქაც ცივი წყაროებია, მაშ რაღას სწუწუნებ, შე საწყალო?

ჯავარა

ვენაცვალე ჩემს ფშავის-ხევს, ის მაინც სხვაა... აქ მე, შვილო, მარტო ვგევივარ ცოცხალს, განა ცოცხალი ვარ, განა ცოცხალია ჩემი გული?! ქისტის კაცები განა მეკაცებიან, ან დედაკაცები მედედაკაცებიან? ქაჯებად მიჩანან თვალში. სუ, დედა-შვილობას, მაგას როგორ ამბობ, ცოდვა არ არი: ვაჰმე, ჩემო საორბევ, ჩემო დეკიან-გორო! ვაჰმე, ჩემო არაგვო, შენი ხვივილი ვეღარ გავიგონე, ეს მესამე წელი მიდის. ნეტავი ერთხელ კიდევ მაჩვენა იქაურობა თვალით; აქ როგორ უნდა დავიმარხო, ვისთან უნდა დავიმარხო, სადაური სად მოვკვდე! მადლობა შენთვის, უფალო, ალბათ ეს იყო ჩვენი წერა, ეს იყო ჩვენი ბედი, ვაჰმე! (გულში მჯიღს იკრავს). დედა-შვილობას, აღარ თუ მოგაგონდება მაშ თავის ქვეყანა, თვისი სალოცავები, აღარ თუ გინდა იქ ყოფნა, თვის ძმებში, თვის თემში?

ბახა

ჰაი დედავ, დედავ! ძნელად სათქმელს როგორ ადვილად იტყვის კაცის ენა, მე განა სისხლის მაგივრად ძარღვებში წყალი მიდგა და გულის მაგივრად მკერდში ქვა მიძე? ისევ მიყვარს თვისი ქვეყანა. მაგრამ იმას რო აღარ უყვარვარ! აღარ გახსონს, როგორც თავმომწონე ბიჭს პატარა ჩალა მიეკრას ჩოხაზე და საჩქაროდ იმან მოიცილოს, ისე მომიშორეს, მომკვეთეს, დამპალს სხალივით გადამაგდეს?.. განა ხალხის სამართალი, დედავ, მუდამ მართალია? როგორ თუ თავის ნამუსს იცავო, თავის ვაჟკაცობას აფასებო, აიღეს და შემარისხეს ხატსა და ღმერთსა, ის წყლული ჯერ აქვეა (გულზე ხელს იდებს) ღრმად ჩაკვეთილი; ამ წყლულს წამალი უნდა ჯერ, მორჩენა. დედა ხარ ჩემი და, თუ შენ არა, სხვას ვის უნდა ვუთხრა მართალი: მე რო ჩონთას ჯავრი არ ამომეყარა, არ დავდგებოდი მაინც ფშავში, გადავიკარგებოდი სადმე, მაგრამ ეხლა კი მედგომილება ჩემს ქვეყანაში.

ჯავარა

ვაჰმე, დიდი ცოდვა ჰქენ, შვილო, ის, დიდი!

ბახა

არ იცი, დედავ, როგორ გული მტკიოდა ჯერ წინათ და ახლა მაშინ როგორ ამემღვრია სისხლი, დროშასაც აღარ შევუნახე ხათრი, როცა ის წამოდგა ხალხში და ამბობდა, დამცინოდა: ნუ იკვეთთ ბახას, სხვაფრივ დასაჯეთ, იქნება კიდეც ენანება ეხლა თავისი ჩანადინარი საქმეო.

ჯავარა

არა, შვილო, მაშინ ის გულით ამბობდა, ის არ დაგცინოდა, ვინ ჩონთა და გულის ცინება! შენ არ მოუკვდე დედას, მაგას ეჭვით ამბობ.

ბახა

იმის სულმა ზღოს... მე კი მას აქეთ ძლივს ამოვიქციე სული, ძლივს დავსდეგ კაცის გონზე... მანამდე ლაფად ქცეული ჩემი თავი, კაცად იქცა მას შემდეგ, რაც იმას სასიკვდილოდ დავეც ხმალი. ისევ შემიყვარდა ჩემი თავი. ჯავრი ძნელია!

ჯავარა

ვისა და რის გულისად, ერთი უნამუსო დიაცის გულისად!.. ოჰ, ნეტავი ის კი მაჩვენა თავ-თავად დაგლეჯილი, გველივით თავწაჭეჭყილი, მე მაშინ მომირჩებოდა ლი. იმდენი ჩონთას ბრალი არ იყო, რამდენიც იმ უნამუსოსი, ის თითონ გადაჰკიდებიყო ძალი-ძალად, როგორც მემრე გავიგე...

ბახა

ჰო, მანამ ჩონთა ცოცხალი იყო, მანამდე ჩემი გულიც სხვა იყო, სხვარიგადა სწუხდა, რომ ისუნამუსო ჩონთასთან წვებოდა და ეხლა კი, რაკი ჩონთა აღარ არის, აღარც ბევრს ჩემი გული ნაღვლობს, ვინც უნდა ითრიოს... კარგი იყო, რაკი ქრისტიანის სისხლში გავერიე, ისიც ზედ დამეკლა, მაგრამ არ იყო დრო და ადგილი... ცოლი აქაც იშოვება.

ჯავარა

ევედრე, შვილო, ღმერთს, რომ ეგ ცოდვა გაპატიოს, ცოდვად ეგაცა კმარა, ღმერთმა დაგიფაროს.

ბახა

არა, დედავ, ჯერ საკმარისი არ არის ეგ სისხლი, კიდევა მჭირს იქ სხვების ჯავრიცა. ერთმა კაცმა მრავალი შემაჯავრა. გადმოვლენ კიდევ ფშავლები ქისტეთს სათარეშოდ. ჩემი მშობელი ქვეყანა ეხლა ქისტეთია და უნდა აქ ვიბრძოლო.

ჯავარა

ღმერთმა მე კი მომასწროს, ილი, იმ დღ, რომ ქისტებს ეშველებოდე და ფშავლებს ხმლით ეტევებოდე.

ბახა

მალე მოესწრობი იმასაც, დედავ. რაკი მთები ჩამოშრა, ფშავლებს აეშლება სათარეშოდ საღერღელი, მაგრამ არ იციან, რომ მოკვეთილი აქ იმათთვის ალამაზებს დავითპირულს. (ამოსწევს და ჩააგებს).

ჯავარა

ვაი შენს დედასა, შვილო! ვაი ჩემს სულსა, ჩემს გაჩენის დღესა! შენ იქნება ქისტების რჯულიც მიიღო, იქნება ამოირეცხო გულიდან თუ რამ ფშავლებისა გაკრია!

ბახა (გაჯავრებით)

ეჰ, შენ ის გელანდება, რაც თავის დღეში ბახას ფიქრადაც არ მოუვა თავში. ვინ მატანს ძალას, რო რჯული გამოვიცვალო?! მაშინ ნუღარ ვიყო ცოცხალი, გასქდეს მიწა და თან ჩამიტანოს, როცა ბახამ, თუნდა მთელი ქისტეთი ხანჯრით დამადგეს თავსა, თუნდა ხემწიფედ დამსვან და თვითონ სანთლად აენთნენ ჩემს წინ - მე ეგ მოვიქმედო.

ჯავარა

(გადასდებს ჯარას გვერდზე და ორივე ხელებს თვალებზე მიიფარებს)

ცუდი ნიშნები მიდგება... როგორღაც არ მამწონ, შენ რო მოლა-მუსას ქალი გინდა მზევინარის ფეხზე დააყენო.

ბახა

ნეტავი იმ ძაღლს კი არ მოიგონებდე და თუნდა მამკლა. ახლა რა არის საკვირველი? მიყვარს და უნდა დავაყენო კიდეც. შენ სულ ნიშნები გაგონდება, სულ მკვდრებში ხარ გართული. ეს ძმები ვნახე წუხელ სიზმარში, ეს მამაშენი ვნახეო, ეს დედ-მამანი. რაღა ქისტეთს რო გადმოვსახლდით, აქ აგესივნენ ისინი. შინ როცა ვიყავით, მაშინ ეგრე ხშირად არა სინჯავდი მკვდრებსა! წელში ორჯელ თუ სამჯერაც მოგეჩვენებოდენ, ეხლა კი მუდამ ღამე სინჯავ და მუსაიფობ იმათთან.

ჯავარა

ჰოდა მეც ეგ მიკვირს, შვილო, მეც ეგ მიღრღნის გულსა, რა ამბავია, რა დამემართა! ალბათ ჩვენის უკეთურობით თუ დავაღონეთ ისინიცა. წუხელაც ვნახე მამაშენი. როგორ დაღონებული იყო ის ბეჩავ! ჩამოგლეჯილ-ჩამოწეწილი, არც ხმალი იმის ტანზე, არც ფარი, არც ხანჯარი. მიკვირდა კიდეც: იარაღს არც როდის არ მოიშორებდა ტანზეით, სახე დაკაწრული ჰქონდა და სისხლი ჩამოსდიოდა. ვითომ ისევ ლაშარი-ჯვრის ხევისბერად კი იყო. რა არი, შე ბეჩაო, სადა სძვერ ეკლებში და ჯაგებში, რო ეგრე გადაკაწრული სახე გაქვსო? - ვკითხე. - ლაშარსა მცესო, მითხრა... წამოელ თქვენ სანახავად, ქისტეთს არ შენი ცოლ-შვილიო, მითხრეს. რად დაანებეთ სახლს თავი, რაზე გამიტიალეთ და გამიოხრეთ ჩემი ამაგიო?!

ბახა (გვერდზე)

საწყალი ბებერი! არა სტყუის. სიზმარშიაც ჰბოდავს, ესაუბრება ვისაღაც, მოჰყვება ტირილს, მერე ელდანაკრავი წამოდგება, შტერივით იცქირება გარშემო... (ჯავარას). ცოტა იფიქრე, დედავ, ცოტა იდარდე და მკვდრებიც ეგრე აღარ დაგაღონებენ. იმათ იციან, რო შენ დადარდიანებული ხარ და უფრო თავის მოსვლით ჯავრს გიათკეცებენ.

ჯავარა

არა, შვილო, იმათ თითონაც ეჯავრებათ, თითონაც დაღონებულებია, ალბათ იმიტომ ანებებენ თვის რო ბინას თავს და მოდიან ამ შავსა და ბნელს ქვეყანაში... ჩემს ძმებსაცა ვხედავ. მთა გვინდა აქ საცხვრედ დავიჭიროთო. ცხენხეთქით მოცვივდენ გუშინ-ღამ, სრულ ოფლში იყო იმათ ცხენები დაბანიები. არც ამბავი მკითხეს, არც ერთი, არც მეორე. ვეხვეწე, დაისვენეთ, თქვენი ჭირიმე, პური ჭამეთ და ისე წადითო, - არა, გვეჩქარება, შორი გზა გვაქვს სავალიო.

ბახა

რატო მეც არა ვსინჯავ, მეც რატომ არ მეცხადებიან? მეც იმათი სისხლი და ხორცი არა ვარ?!

ჯავარა

ალბათ, შვილო, გაჯავრებულებია შენზე და იმიტომ. (იხედება მარჯვნისაკენ). ნისლები მოდის, ღამდება კიდეც. ვინ იცის, ის ცხვარ-ძროხანიც წამივლენ, დამეკარგებიან. (დგება, ებჯინება ჯოხს). ვაჰმე, წელი! ვაჰმე, მუხლები!

ბახა

კლდეებს სამ მოეფარებოდენ. (ჯავარა გადის). საწყალი დედა! ჩემი ჯავრი ჰკლავს საცოდავს, თავისთავი აღარ ახსოვს. მებრალება, თორო ეხლავ კაი სანახავს გავაჩენდი. ცოტა რო შამობინდდება, დედაჩემი ამაზე ჩამოატარებს საქონელს; ბევრი კი არა არის-რა საჭირო, აი ჩემი ნაბადი (ჰკეცს) ასე რომ დავკეცო და აქ გზის პირას დავაყუდო, იმას ეს მამაჩემად მოეჩვენება და გაუბამს საუბარს, იწყებს ფიცილს, მოჰყვება წუწუნს: ``არა, კაცო, დაიჯერე, ქრისტიანი ხარ; ისეთი დანაშაულიც არა გვაქვს-რა, რამდენიც ბრალი დაგვადო კისრად თემმა. სახლ-კარს იმით დავანებე თავი, რო აღარ გვედგომილებოდა, მკვდრებს ცოცხლებში რა გვესაქმებოდაო. მოჰყვება საცოდავი ამისთანაებს. ეს ადვილი იყო, მაგრამ მეშინიან, ვაი თუ ჭკუიდან შესცდეს. ადად და სიზმარში, როცა მარტოკაა, სულ იმათ ელაპარაკება, თავს მართლულობს, მეც ბრალსა მხდის. (ამ დროს შემორბის გულსუნდა, მხარზე აქვს გადაკიდებული თოკის მსგავსად დაწნული ყვავილები, წინდას ჰქსოვს).

გამოსვლა მეორე

ბახა და გულსუნდა

ბახა

ოჰ, გულსუნდავ, შენა? გეძებდი და გნახე კიდევაც.

გულსუნდა

აქ რას დაიარები შენა, შე ეშმაკო?

ბახა

მერთსა ვფიცავ, არ გეხუმრები. შენი ნახვაც მინდოდა ჩუმად, მინდოდა ერთი-ორი სიტყვა კიდევ მეთქვა შენთვის. ეს რაღა აგითრევია? ყვავილისათვის ყვავილები რაღა საჭიროა? (ჰკიდებს ყვავილებს თოკზე).

გულსუნდა

გაჩუმდი, გაჩუმდი, გეყოფა! მწყინს, მაგისთანა სიტყვებს რომ მეტყვი.

ბახა

არა, მაინც, შენის დედ-მამის სულის განათლებას, ეს რის მანქანაა? (ჰკიდებს ხელს ყვავილების ღარადელას). უსაქმოს საქმე გაგიჩენია.

გულსუნდა

ეს იცი რა არის? ცხვარს რო ვაძოვებ მთებზე, ამ ყვავილებს ცხვრები უწყალოდ სთელენ, ნეტავი სჭამდენ მაინც. მე გავჯავრდი, ცოტას მაინც ღარადად ავასხამ, ცხვარს ფეხით არ ვათელვინოვო.

ბახა

სულელო! მაშ ის თუ გინდა, რო ყვავილებსა სჭამდენ ცხვრები? ეხლა შენც ყვავილი ხარ, გულსუნდავ, ყვავილი გაზაფხულისა, უფლის მადლმა, ჩემს გულად კი, იქნება სხვისთვის ეკლის ბურჯი იყო, მაშ განა მეც უნდა შაგჭამო?!

გულსუნდა

ვინ შაგეჭმევა მერე, რო შამჭამო? შენ არ იცი მამაჩემს მოლა-მუსას როგორი მჭრელი ხმალი აქვს?..

ბახა

შენ იქნება არც კი იცი, რო მამაშენი თანახმაა, რო იმასთან საუბარი მქონდა მე?..

გულსუნდა

ტყუილებია. შენ მამაჩემი ეგრე ადვილად არ დაგთანხმდებოდა. შენ ხო გიაური ხარ!

ბახა

ვარ. ქრისტიანი ვარ და თქვენ ურჯულოებს გეძახით.

გულსუნდა

ჩვენ თქვენ გეძახით ურჯულოებს. როგორ იქნება, როგორ მოხერხდება?

ბახა

ღმერთი ხო ერთი გვყავს, შენი ჭირიმე. შენს გულს ვენაცვალე, ჩემო გულსუნდავ, ხო ერთმა ღმერთმა გაგვაჩინა, თუ სხვაფრივ არ გეწუნები. (ხვევს ყელზე ხელს).

გულსუნდა

(იფარებს ლოყაზე ხელს)

სუ! იქით იყავი, არავინ დაგვინახოს!..

ბახა

შენი ჭირიმე, მითხარ ან ჰო, ან არა. დააყენე ერთზე რაზედმე ეს ჩემი გული. ჰოს მეტყვი, მოვკვდები შენთვის, არას მეტყვი და არც ის გამიკვირდება: მაინც ციდან და დედამიწიდან ``არას მეტი მე არაფერი მესმის.

გულსუნდა

დავსხდეთ მაშ, დავსხდეთ. (და პირველად თითონ ჯდება ერთის ლოდის პირას, ბახაც დაეშვება. ხელი ისევ გადახვეული აქვს ყელზე). რა გითხრა, გიაურო, როგორ გითხრა? (მიიფარებს ორივე ხელებს თვალებზე და ჩაფიქრდება), ოჰ, უჰ! დედავ! არ ვიცი საით რას ამესივ-გადამესივე!

ბახა

(იწევს მკლავით თავისკენ)

სთქვი, გაბედე, ნუღარ ჰყოყმანობ! შენც ხო ჩემთვის ურჯულო ხარ. თუკი მე გთვისობ, მე ცოლად გირთავ, შენ რატომ აღარ უნდა მითვისო, თუ გიყვარვარ? ჰა, სთქვი რამ, თუ გწამს შენი რჯული, ეს არის გული გასქდა!

გულსუნდა

ჰოო! ჩვენს რჯულზე მოინათლები?

ბახა

ახლა შენ მე მატყუებ, გულსუნდავ! გულით ამბობ მაგას? არა მგონია. ალბათ არ გიყვარვარ, თორო მაგას არ იტყოდი!

გულსუნდა

მიყვარხარ, თორო მაგას არ გეტყოდი; განა ან აქ შენთან მოვიდოდი, ცხვარს თავი გავანებე, რო გიცანი, ვინც იყავი... ნეტა შენ კი არ გადმოსთესლებულიყავი ამ ჩვენს ქვეყანაში-და!

ბახა

არაფერს დაგიშლის, ღვთის მადლმა, ჩემი გადმოთესლება. იქნება გეჯავრები და იმიტომ?

გულსუნდა

მეჯავრები, მაშ არ მეჯავრები?!

ბახა

მართლა გეჯავრები, შენი ჭირიმე? სწორე მითხარ! (მოსწევს მკლაით უფრო თავისკენ და ჰკოცნის. გვერდზე). თვალწარბში მტკნარი მზევინარია!

გულსუნდა

კარგი, გეყოფა, გეყოფა! რაღაც ფეხის ხმა ისმის. (წამოხტება გულსუნდა და ნაკოცნს პირიდან კაბის სახელოთი იწმენდს). ჰე, ჰე მოვიწმინდე ისევ შენი კოცნა!..

ბახა

ისე ვერ მოიწმენდ, რო ჩემმა კოცნამ ფესვი არ გაიდგას, ზედ ხე არ გამოვიდეს და ხილი არ მოისხას! (ამ დროს კულისებში ფეხის ხმა და ქვის ჩხრიალი ისმის, ბახა მიწოლილია. გულსუნდა შორი-ახლოს სდგას და ისევ წინდასა ჰქსოვს, შემოდის სრულ იარაღში ჩამჯდარი მოლა-მუსა).

გამოსვლა მესამე

იგინივე და მოლა-მუსა

მუსა (აღელვებული)

აქედან რაღაც საუბარი მომესმა! ბახავ, შენ?

ბახა

მე ვარ, სწორედ. რა ამბავია, უცხო ამბავი ხომ არაფერია?

მუსა

უცხოზე მეტია. (გულსუნდას) შენ, ქალო, რას გასჩუმებულხარ აქ და ცხვრისათვის თავი გაგინებებია? წადი ჩქარა, გაირეკეთ ცხვარი შინათკე, სხვა მწყემსებსაც შეატყობინე, - მტერი მოდის-თქო, მაგრეში შადით ყველანი!

გულსუნდა

მართლა, მამავ? ვაჰმე, რა ცუდი ამბავია!

მუსა

ცუდია თუ კარგია, ეგ არის, წადი ჩქარა!

გულსუნდა

ეხლავე, ეხლავ! (გარბის აჩქარებით).

ბახა

საიდან გაჩნდენ ასე უცბად, მერე ჩვენ კი არ გვინდა მომზადება? (წამოხტება ფეხზე). რაღას უცდით?!

მუსა

მე, რაც მოსამზადი იყო, ყველაფერი მოვამზადე. მდევარი მოვაგროვე, ეხლავე აქ მოვლენ ისინიც და ჩვენ აქ უნდა დავიჭიროთ თავდარიგი. თუ ყოჩაღად მოვიქეცით, იქნება ისე ვაზარალოთ დღეს ფშავლები, რომ სამუდამოდ დასწყევლონ ქისტეთში სალაშქროდ სიარულის სურვილი.

ბახა

იქნება ტყუილი იყოს?!

მუსა

ნამდვილია, მწყემსებმა გატეხეს ხმა: მთას იქით ამოვიდენ და იქ გადასახედში გორის ცხვირში დაისვენესო. მთელი მძიმე ლაშქარიაო. ეგ არ ვიცი - სოფლის აკლება უნდათ, თუ მარტო საქონლის გატაცება. იმათ ჰგონებიათ - ამ დროს აქ ვერავინ დაგვინახავსო, მაგრამ ნადირმა რა იცის, მონადირე საით ეპარება, ქისტებსაც ძაღლი თვალი უზისთ.

ბახა

რაკი ამ დროს მთაზე ამოსულან, უთუოდ სოფელში ჩამოუსვლელი არ დადგებიან.

მუსა

ყოჩაღ, ბახავ! ყოჩაღ! სწორეს ამბობ. აბა შენ იცი და შენმა ვაჟკაცობამ, როგორც გაირჯები, როგორც თავს მოაწონებ და შეაყვარებ ქისტებს. ვიცი, შენც გერევა მაგათზე გული, შენც გაშლილის მკლავით მოიქნევ ხმალს. მართალს ამბობ - სოფლის აკლება აქვთ ფიქრად და მე მაგათი ომის წესი კარგად ვიცი. (ამ დროს კულისებში ხმა ისმის: ``გაირეკეთ ჩქარა, გაირეკეთ, მოიდა მტერი). ლაშქარს ორად გაჰყოფენ და ეხლა მთას ნისლი აკრია, ამ ნისლს ჩამოჰყვებიან ხევ-ხევ, მეორენი იქნება ან გაღმითზე ან გამოღმა გვერდას მოჰყვენ. (ხმაურობა ისმის გარეთ, ჟღაჟღუვი, აღმოსავლთის კარებიდან შემოდის ქისტების ლაშქარი, თოფებით და იარაღებით მორთული).

გამოსვლა მეოთხე

იგინივე და ქისტები

მუსა

ყოჩაღ, მარდად მოხვედით.

ქისტები

მაშ რაღას დავუგვიანდებოდით!

ბახა

არაფერი ამბავია?

1 ქისტი

ჯერ არაფერი ხმა არ არის...

2 ქისტი

მთას ნისლი აქვს მობმული...

ქისტები

ნამდვილია, არაფერი ჩანს.

მუსა

ძალიან კარგი. არაფერი უშავს. თქვენ როგორც მე დაგარიგოთ, ისე მოიქეცით. ისინი სწორედ ამ ხევს ჩამოჰყვებიან და ჩვენც აქ გზა შევუკრათ. მე რამდენიმე კაცით აქ შევუკრავ გზას; ეს საღამოც ახლოვდება, იქნება ზედ შაგვეფეთენ. შენ, ბახავ, რამდენიმე კაცი წადი და ზევით ფერდაზე შადექით, რომ იქიდან საგორავი მოსცეთ.

ბახა

ძალიან კარგი, და თუ აქ ომი მოხდა, იცოდეთ, მეც აქა ვარ, იქნება ჩვენ აგვცდენ და პირდაპირ მოვიდენ, მაშინ განა აქ კაცი არ იქნება საჭირო?!

მუსა

სწორეა. ნამდვილია. მაგრე, მაგრე, თუ თქვ აგცდა მტერი, თოფის ხმაზე გაიგებთ, რომ მტერი აქ არის, და მოგვეშველეთ მაშინ.

ქისტები

კარგია, კარგი, მაშ, მაშ!..

ბახა

აბა ვინ დიხართ ჩემთან?.. (გამორჩევა რამდენიმე კაცი და მიჰყვება). წავიდეთ, მომყევით! ქვით კი არ მინდოდა ჯავრის ამოყრა, მაგრამ რა გაეწყობა!

მუსა

ნუ სწუხარ, იქნება ხმლითაც მოგინდეს ბრძოლა. მე ვფიქრობ, რომ თქვენთვისაც თოფი და ხმალი საჭირო იქნება.

ბახა

ნეტავი აგრე იყოს! (ქისტებს). წავიდეთ, გვიანობის დრო აღარ არის! (მიდიან შუალა კარებიდან).

მუსა

თქვენ, ჩემო ქისტებო, აქ ჩემთან უნდა იყვნეთ. ჩვენ აქ უნდა ვიომოთ და ან სახელი და ან სიკვდილი! თქვენ ეს იცოდე, მანამ არ მოგიახლოვდებათ მტერი, თოფებს ნუ დასცლით და მერე ხმალი.

ქისტები

ჩვენც მაგას ვფიქრობთ...

1 ქისტი

მაშ თოფს იმ დროს ვინ დაუწყებს მეორედ ტენას!

2 ქისტი

ოჰ, რა ყისმათია, თუ მართლა აზე მოვიდენ!

3 ქისტი

ისინი დაარხეინებულე იქნებიან და შაიძლება სუყველას თავები გავსჭრათ.

მუსა

უკეთესი ბედი და უკეთესი დრო ჩვენ აღარ გვექნება. მაშ ნუღარ ვგვიანობთ, ნუ ვხმაურობთ, ჩაუსაფრდით. (ასაფრებს ყველას და თითონაც უსაფრდება. დასავლეთის მხრით კარებიდან შემოდის ერთი გუნდი ფშავლების ლაშქრისა, წითელჩოხიანები. ხელში შიშველი თოფები უპყრიათ, ფარებით და ხმლებით არიან მოკაზმულნი).

გამოსვლა მეხუთე

გინივე და ფშავლების ლაშქარი

იანვარა

ოჰ, როგორ ჩამოეხვია ეს ნისლი, ეს ოხერო!

ივანე

ძალიან ცუდი ამინდია, ცუდი დრ დაგვიდგა.

3 ფშაველი

მე არ ვიცი, სადა ვართ ეხლა ჩვენ.

4 ფშაველი

რა დაინახოს კაცმა, სად ან საქონელი, ან კაცი!.. (ამ დროს ჩასაფრებული ქისტები ესვრიან თოფებს).

იანვარა

ჰოი, თქვე რჯულძაღლებო, აქა ხართ განა? (რამდენიმე ფშაველი იქცევა. ნისლი აიწევს. ხმლით გადმოეშლებიან ქისტები, რამდენიმე თოფი ფშავლების მხრითაც გავარდება და ხმლებით ერევიან ერთმანეთში, იანვარა მკლავში დაჭრილი ფარს იბღუჯავს). არ აგისრულდებათ წადილი, ძაღლებო, არა! (ესევიან ქისტები, მაგრამ ხმლით იგერიებს. ოთხი კაცი კვდება ფშავლების მხრით, ხოლო ერთი ქისტებისა. ამ დროს ზევი კლდის თავიდან ხმა მოისმის).

ჯავარა

ბახავ, სადა ხარ, შვილო, ჩაოცეს ფშავლები. ვაჰმე, ჩამოგიდნით! უშველე, შვილო, მაგ ურჯულოებმა გაწყვიტეს ხალხი! (შემოდის ამ დროს ჭუჭა დროშით ხელში იმავე მხრიდან და მოსდევს მეორე გუნდ ლაშქრისა, შუალა კარებს რომ დაუახლოვდება, ამ დროს შემორბის ბახა სცენაზე, იმას ქისტის ლაშქარი მოსდევს, მაგრამ მეორე გუნდი, რომელიც ჭუჭას მოსდევს, არ უშვებს იმას, ხმლებით უდგებიან).

ჭუჭა

გაისარჯენით, ლაშარის-ჯვარის ერთგულნო! (ხმალამოწვდილი მოიწევს ქისტებისაკენ, მოლა-მუსა და სხვები მიესევიან, დროშა უნდა წაართონ).

ჯავარა (იკაწრის სახეს)

ბახავ, სადა ხარ, წაიღეს ჩვენი დროშა, შვილო, ამოწყვიტეს ფშავლები, შვილო!

ბახა (ესმის ხმა. ქისტებს)

სად იწევთ, სად! არ გეყოფათ, რაც ხალხი დაგიხოცნიათ?! (იგერიებს ხმლით ქისტებს). ვინ დაგანებებს ლაშარი-ჯვრის დროშას? (უქნევს ხმალს ერთს ქისტს და აქცევს). თქვე რჯულძაღლებო!

მუსა

ჰა, შე მოღალატევ. ტყუილად არ არის ნათქვამი: ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევსო. შენც აქ მოკვდი! (ურჭობს გულში ხანჯალს. ამ დროს იანვარაც დაჭრილი წაიქცევა მკვდარ ბახასთან ერთად).

ჯავარა (მაღლიდან)

შენც მოკვდი, შვილო, მოგკლეს! მეც მოვკვდები, ერთად წავიდეთ, ერთად! (გადმოვარდბა დიდან).

(არდა)

1894 .