The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მივალ, სხვა დღეა, გულს ამოვიტან

***

მივალ, სხვა დღეა, გულს ამოვიტან

და ისევ მოდის დრო აღელვების.

წვიმდა და უცებ მზე გამოვიდა,

და გავიშვირე მზისკენ ხელები.

მე წუხელ კიდევ ღამე ვათიე

და მოდიოდა ფიქრი ფარული.

ღმერთო! მიშველე და მაპატიე

ეს აღტაცება და სიხარული.