The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ბიოგრაფია

სარგის თმოგველი

თმოგველი (მთარგმნელი) სარგის თაყაიდინის ძე, XIII ს. 30-60-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. ”ჟამთააღმწერელის” ცნობით, იყო ”კაცი ფილოსოფოსი და სწავლული და მრავალღონე”. ს. თმოგველი უკანასკნელად XIII ს-ის 60-იანი წლების წყაროებში, მესხეთში შემოჭრილ მონღოლთა მხედართმთავრის ალა-თემურის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მთავრებს შორის იხსენიება. ზოგი მეცნიერის აზრით, ს. თმოგველი უნდა იყოს პოემა ”დილარგეთიანის” ავტორი და ”ვისრამიანის” მთარგმნელი.