The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
მისი სახელი კიცხვითა მარადის იხსენებოდეს

***

მისი სახელი კიცხვითა მარადის იხსენებოდეს,

ინცა საღმრთოსა სიყარულს მამლისადმი არ ჰგრძნობდეს,

და ვინცა მისსა ტყვეობას გულსიგრილითა ჰხედავდეს

მის ახსნისთვის რუნველ თვისს სიცოცხლეს კი ჰზოგავდეს.

მტერსა ხანჯალზედ აღგებულს ვინცა სიამი არ ჰსჭვრეტდეს

და სმენა მისთა კვნესათა გრძნობა არა უტკბობდე!

რა სასურველ არს სიცოცხლე, ვაით ამ სოელს მოსული,

და სამარემდის კვნესითვ უღელსქვეშ დამწარებული!

ჰსჯობს იგი მოკვდეს და ანუ არ იქნას დაარსებული!

მხვედრი ესრეთი ვაგლახი არს ვისთისც განმზადებული!

ვისაც ნუგეში ცხოვრების იმედიც არა ჰშთომოდეს,

რომელ ოდესმე ცისკარი თავისუფლების აღმოჩნდეს! —

ვაი მას მხარეს, სად მხოლოდ ძალა რა მსაჯულოვნობდეს...

სად ჰსჯულზედ მჯდომი ხანჯალი კანონთა აღასრულებდეს!

1832 .