The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ჩემს თვალწინ ქარმა გადაიარა

***

ჩემს თვალწინ ქარმა გადაიარა

და სადღაც ტყეში გალობს ბულბული.

გადაეფარა ჩემს გულს იარა

და მიწას უცქერს ცა მოღრუბლული.

ვფიქრობ ყოველთვის სხვებთან და მარტო

და ეს გაზეთი ქარმა დახია.

მე ვარ, რომ მოვალ, მე ვარ, რომ ვდარდობ,

ეს მე ვარ მხოლოდ და წინ ბაღია.