The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
გაზაფხული კახეთში

გაზაფხული კახეთში

გაზაფხულია, თუ საყვარელი

ქალი მოსულა ხელში იებით?

როგორ არ არის გასახარელი,

როცა ყვავილად ბრწყინავს მთიები?

გამოზაფხულდა და სიჭაბუკემ

თავისი ნიჭი ჩამოარიგა,

ვიმენთ ჭექის და ქუხილის ბუკებს

და ნიაღვარი ყვირისჰარიქა”!

მე კაეშანი ვეღარ მერევა,

როს გომბორიდან დავყურებ კახეთს!

მე ზღვისოდენა ბედნიერი ვარ,

თუ არა გჯერათ, მოდით და მნახეთ!

თითქოს სამოთხე ჩემს ხელად არი,

და სხვა მაისი არც კი მეხილვოს...

ერთი მინიხარ შენ კელაპტარი,

მე მინდა შენს სულს გადავეხვიო!