The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ხან წუხილია, ხან დაღამება

***

ხან წუხილია, ხან დაღამება

და მზის ჩასვლამდე დაბნელდა იქაც.

მე ველოდები ისევ წამებას,

მე ველოდები საშინელ გრიგალს.

რა ვქნა, ძვირფასო, მოდის ზამთარი

და მარტო ვრჩები ახლა სრულიად.

ეს გული, ცეცხლის მიერ დამწვარი,

დაო, დღეს თითქო დაღალულია.

ატყობ, შენ სიტყვას უფრო ანაზებ

და შენი გრძნობა ასე მწველია.

რა ვქნა, ვარსებობ ამ ქვეყანაზე,

რადგან სიცოცხლე მიმზიდველია.

ხან წუხილია, ხან დაღამება

და მზის ჩასვლამდე დაბნელდა იქაც.

მე ველოდები ისევ წამებას,

მე ველოდები საშინელ გრიგალს.

გლეხთა სახლი