The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ღამის მოუსვენრობა

ღამის მოუსვენრობა

ღამეა ჩუმი და მაღლა ნისლია

და შენზე ფიქრით ბევრჯერ ავენთები.

რა ვქნა, გაფრენა მე არ შემიძლია,

რომ ვნახო ქვეყნის ყველა პლანეტები.

ჩემს ამგვარ გრძნობას ტირილს უძახიან,

წმინდაო ღმერთო! მე დიდხანს გელოდი.

სული - სხეულის ჩუმი ტუსაღია,

სული - უცნობი, სული - ანგელოზი.

ოდის დღე ახალი და ნელა ბერდება,

აქ დუმილია, ალბათ იქ ტირიან.

გრძნობის კოცონი ისევ ძლიერდება

და გრძელი ღამე ჩემი სიკვდილია.

მსურს წამოვიდეს დილა მტრედისფერ

და მივყვებოდე ქარში გასვენებას.

შუაღამეა, რაღაც ვერ ვისვენებ

და ახლა მინდა იყოს გათენება.