The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
კვნესა

კვნესა

მთის მწვერვალებს, მთის მწვერვალებს.

მთის არწივი უგზნებს თვალებს,

შესტირის და შევალალებს.

მთის მწვერვალებს ხომ მზე ანთებს,

და მათ კალთებს, და მათ კალთებს

აელვარებს, აქთქათებს.

კვნესა ისმის: შევინახეთ

და ვერ ვპოვეთ, ვეღარ ვნახეთ,

რაც დავამხეთ, რაც დავმარხეთ...

ცას არ ესმის, ის მკერდს ანთებს,

და მდუმარე მთების კალთებს

დაელვარებს, დაჰქათქათებს.