The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ფიქრიდან ვხედავ შორეულ მიზანს

***

ფიქრიდან ვხედავ შორეულ მიზანს,

სხეული კვდება, გული ვისროე.

მივდივარ ცისკენ, ვშორდები მიწას

და გასაფრენი ფრთა გავისწორე.

შენ დედამიწავ, საიდან გაჩნდი,

მოვიდა ცრემლი და სასოება.

ორიდან ვხედავ საკუთარ აჩრდილს,

შორიდან ვხედავ უსაზღვროებას.

ამნაირ ტკივილს ვგრძნობდი მე წინათ

(მიმაქვს პოეტის წმინდა ღირსება) .

ღმერთო! აქამდე თითქოს მეძინა

და ახლა თითქოს გამაღვიძესა.