The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
თბილისი მაღლიდან

თბილისი მაღლიდან

ეს დილა ელავს, როგორც ლამპარი,

ქარმა ფიქრები ისევ დაშა.

დახავსებული დგას ავლაბარი

და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა.

ძვირფასო, ბედი მუდამ ასეა,

საით მიგყავარ, ბედო, მურდალო.

ახლა შორიდან ხომ ძვირფასია

ჩვენი დიდუბე და საბურთალო.

ვიცი გავუძებ ამნაირ დროსაც,

თუმცა გარშემო გრიგალი მივლის.

ისევ ფრიალებს სასახლის დროშა

და ერის ხიდთან აბოლებს მილი.

ჩემი ფირები სადღაც გარბიან,

შორს მიჰქრის სული მოუსვენარი.

ახ შორიდან უფრო არგია

მუხრანის ხიდი და არსენა.

ეს სურვილები ისევ კვდებიან,

ჩნდება ახალი ფიქრის ლანდები.

ტკვარის გადაღმა ისევ მთებია

და მთების აქეთ ნაძალადევი.

ეს დილა ელავს, როგორც ლამპარი,

ქარმა ფიქრები ისევ დაშალა.

დახავსებული დგას ავლაბარი

და ძირს ბაღებით წევს ორთაჭალა.