The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
ზამთარი

ზამთარი

ღმერთო! დღეს ისევ კარგი დარია,

დასასვენებელ მიდამოს ვეძებ.

ველი გაზაფხულს და ზამთარია,

ბაღის წინ ვდგავარ და ვთბები მზეზე.

დაიწყო ზამთრის თბილი ტაროსი

და მოფრინდება მალე შოშიაც.

გარინდებული დგას კვიპაროსი

და კვიპაროსი ახლა თოვლშია.

და მოგონება იყო დღეს ბევრი,

ჩნდებოდა ისევ ძლიერი ვნება.

თებერვალია, ოცი თებერვლის

მზიანი დღეა და თოვლი დნება.