The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები
დამაგვიანდა, მორჩა, არ მოვალ

***

დამაგვიანდა, მორჩა, არ მოვალ,

ჩანს გულის ლანდი და რაღაც მეტი.

ჰა, შემოდგომის ყრუ საღამოა,

ღამდება ნელა, წვიმს განუწყვეტლივ.

და ისმის წვიმის ხმა უცნაური,

ფიქრები ისევ ცისკენ მიდიან.

რა უცებ შეწყდა წვიმის ხმაური,

შეწყდა და შემდეგ რა დუმილია.