საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს შორის შეხვედრა გაიმართა
 30/12/2019

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორ გიორგი კეკელიძეს შორის წლის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის 2020 წლის სამუშაო გეგმებს უკავშირდებოდა. 2020 წელს დაგეგმილია ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი და მეორე კორპუსების სრული რეაბილიტაცია და ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ქვედა რგოლის ხელფასების მატება.