ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისის კორპუსზე შესრულებული გრაფიტი ოკუპაციის 100 წლისთავს მიეძღვნა
 26/02/2021

26 თებერვალს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და #IDFI-ის ხელმძღვანელმა გიორგი კლდიაშვილმა ეროვნული ბიბლიოთეკის ქუთაისში მდებარე კორპუსის ფასადზე შესრულებული გრაფიტი გახსნეს.

ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნიკო ნიკოლაძის სახელობის კორპუსის ფასადზე ოკუპაციის 100 წლისადმი მიძღვნილი გრაფიტის მხატვრობა დასრულდა.

გრაფიტი #IDFI-ს და ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებითა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (Sida) ხელშეწყობით შეიქმნა.

გრაფიტის ავტორია ლია უკლება.